შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (43)


4-11-2015, 20:36
ავტორი Keke27
ნანახია 10 935

43 – 45

გვანცას დაჟინებულ მზერას, თვალი გაკვირვებით გააყოლა ავალიანმა.
მეტად მხიარული ჩანდა ქერა. თანმხლები მამაკაციც.
თორნიკეს თვალები აემღვრა. კისრის ძარღვები დაებერა. მაგიდის კუთხეს ხელი ჩაავლო და ღონივრად მოუჭირა. სიბრაზე მასზე გადაიტან.
ქეთი მათ ვერ ხედავდა.
ერთ-ერთი მიმთანი მიუახლოვდა და ცარიელი მაგიდისკენ გაუძღვა. ქერა, სიარულისას ტანს გამომწვევად არხევდა. პირზე დუჟმომდგარი კაცი კი, თვალს ვერ წყვეტდა მას.

რაკი დაინახა გვანცამ, რომ ისინი სხვაგან დასხდნენ, ცოტათი მოეშვა. ავალიანს მხარზე დაადო ხელი და ოდნავ მოუჭირა.
_დამშვიდდი, კარგი? არ ღირს ფორიაქად... - მთელი გამბედაობა და ძალა მოიკრიბა, შენგელიამ, ეს სიტყვები რომ ეთქვა თორნიკესთვის.
სვანიც მოდუნდა თითქოს. გვანცას გულწრფელი ღიმილით გაუღიმა და თვალებით გადაუხადა მადლობა, ამ სიმშვიდისთვის და სიტყვებისთვის.
_იუბილარის ცეკვას ველოდებით, საცოლესთან ერთად, - გამოაცხადა თამადამ პომპეზურად, რამოდენიმე წუთის შემდეგ. სტუმრები, აპლოტისმენტებით შეხვდნენ წარმოთქმულს. რესტორანში წყნარი მუსიკის ხმა გაისმა. ავალიანი, შეკავებული ღიმილით წამოდგა ფეხზე, პიჯაკზე ცალი ღილი შეიკრა, მერე გვანცას მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა. შენგელია ამაყად წამოდგა და საცეკვაოდ გაჰყვა კაცს. ცეკვავდნენ და ყველას ყურადღება მათთკენ იყო მიპყრობილი. ძალიან ლამაზი სანახავი იყო, თუ როგორ სიყვარული, ბედნიერებით და სითბოთი უყურებდნენ თვალებში ისინი ერთმანეთს.

_რა მოხდა, ქეთევან, რა ფერი დაგედოთ სახეზე უცებ, - შეშფოთდა ქერას თანმხლები მამაკაცი.
ქეთის, შამპანურიანი ჭიქა ჰაერში გაუშეშდა და მზერა მოცეკვავე წყვილზე მიეყინა. თვალებში კაპილარები ჩაუწითლდა. ცრემლმა დაგუბება იწყო.
_ქეთევან? - ქერას არ ესმონა მამაკაცი რომ ეძახდა. სმენა დახშოდა. ყურებში მხოლოდ თორნიკეს ხმა ჟღერდა. ერთად გატარებული დრო და ფრაგმენტები ამოტივტივდა მის გონებაში და კინოკადრივით ჩაიარა თვალწინ. თურმე თავს იტყუებდა ამდენი ხანი. თურმე ვერ დაივიწყა მაინც. ისევ იგივე განცდამ მოიცვა მისი არსება, როდესაც ავალიანს ხედავდა.
მარჯვენა თვალის კუთხეში, ცრემლმა გამოჟონა. ლოყაზე ჩამოგორებულმა თბილმა სითხემ, გამოარკვია ქალი. შეუმჩნევლად და მოხერხებულად, შეიმშრალა სახე.
_კოტე მაპატიე, ჩავფიქრდი უცებ... - უთხრა და ფართედ გაუღიმა. შემდეგ კი, ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა და ისევ შევსება სთხოვა კაცს.
_ისეთი სახე გქონდა და ისეთი ფერი, ვიფიქრე მოჩვენება დაინახა-თქო, - სცადა ხუმრობაში გადაეტანა ქერას წამიერი გათიშვა, კოტემ.
ნათქვამზე ქეთის აგდებით ჩაეცინა და ისევ გააპარა თვალი მოცეკვავე წყვილისკენ.
_სწორედ, რომ მოჩვენებასავით გამომეცხადნენ აქ, - ჩაილაპარაკა თავისთვის, ირონოოთ სავსე ხმით.
_რამე მითხარი? - დაეკითხა კოტე.
_არა, არაფერი. უკეთ ვარ ახლა. მაგრამ კიდევ უფრო უკეთ გავხდები, თუ დავლევ. საოცარი გემო აქვს ამ შამპანურს. - თქვა და ისევ გამოცალა ჭიქა.
_ჩვენ გაგვიმარჯოს, ქეთევან. - ჭიქა წამოწია კაცმა და ქალს მრავლისმეტყველი მზერით შეხედა.
_გაგვიმარჯოს, ბატონო კოტე, გაგვიმარჯოს, - ქეთიმ ახლა თავისით შეივსო ჭიქა და კოტეს ჭიქას მოიჭახუნა.
ამასობაში, ავალიანი და შენგელია, ცეკვას მორჩნენ და თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ. შეუმჩნევლად, მაგრამ ძალიან დაკვირვებულად ადევნებდა გვანცა, ქეთის თვალს. თორნიკე კი, თვალს არიდებდა.
ქერას სასმელი მოეკიდა. სასიამოვნოდ გაბრუვდა. კიდურები მოუდუნდა და გამბედაობა შეემატა. ფეხზე წამოდგა.
_იცეკვებთ ჩემტან ერთად, ბატონო კოტე? - ლოყები შეეფაკლა უკვე ქალს.
_როგორ არ ვიცეკვებ, ქეთევან, - გაიბადრა კოტე და წამოდგა.
_მითხარით, რა მოგწონთ ჩემში, ბატონო კოტე?
_მაგას რა კითხვა უნდა, ქეთევან? - შეყვარებული კაცის ხმამ გაიჟღერა უცებ.
_მაინც? - არ ეშვებოდა ქერა. თან ცეკვავდნენ.
_მთლიანად შენ მომწონხარ. შენი ხასიათის სიძლიერე მომწონს. შენი ქალურობა. დახვეწილი მანერები, საუბარი, ხმა... ყველაფერი მომწონს. ჩემთვის ქალის ეტალონი ხარ.
_ნუთუ?
_დიახ, ასეა...
_რატომ ხდება ასე, ვინც გვიყვარს, მას რატომ არ ვუყვარვართ? - ჰკითხა ქალმა და სასმელმა შეაბარბაცა. კაცმა წელზე უფრო ძლიერ მოხვია ხელი და გულზე მიიკრა.
_ქეთევან, ასე რატომ საუბრობ?
_მითხარით, კითხვაზე მიპასუხიეთ..
_ეს სიყვარული არ არის, აქ უკვე ჟინია იმის, თუ რატომ არ ვუყვარვართ მას, ვინც ჩვენ გვიყვარს. გრძნობა, ჩვენდაშეუმჩნევლად უკანა პლანზე იანცვლებს, ჩნდება ინტერესი და ისმის კითხვა, რატომ? მერე ვცდილობთ ამოვხსნათ გამოცანა, ხშირ შემთხვევაში ვხნით კიდეც ამას, პასუხს რომ მივიღებთ, ვხვდებით, რომ ჟინი და ინტერესი დაკმაყოფილებულია და, თურმე არც ისე რთული ყოფილა. ინტერესი ქრება, მერე ვსვავთ კითხვას, და ის გრძნობა სად გაქრა?... - კოტე გაჩუმდა.
_სულ ეს არის? - იკითხა ქალმა გაპარული და ფიქრებში წასული ხმით.
_სულ ეს არის. - დაემოწმა კაცი.
_მე გამოცანა ვარ?
_არა, არ ხარ, - გაეღიმა კოტეს და მზრუნველად გადაუსვა თავზე ხელი, ქერას.
_წავიდეთ აქედან, გთხოვ, - ვედრება ჟღერდა ქალის ხმაში.
_წავიდეთ, - მაშინვე დაეთანხმა მამაკაცი და მაგიდისკენ გაემართნენ.

_ერთი წუთით დამელოდე, მგონი სიგარეტი დამრცა მაგიდაზე, - უთხრა ქეთიმ კოტეს, როდესაც მანქანაში სხდებოდნენ.
_არაუშავს, სხვას ვიყიდით...
_ახლავე მოვალ...

თითქმის ერთდროულად და ერთნაირად ამოისუნთქეს, შენგელიამ და ავალიანმა, როდესაც ქერა და ჭაღარათმიანი კაცი გარეთ გავიდნენ. გასვლისას არ გაუხედავს ქეთის მათკენ.
_ისე როგორ წავიდოდი, დაბადების დღე რომ არ მომელოცა შენთვის, - ქერას ხმა, მეხის გავარდნასავით ჩაესმათ, ზურგს უკნიდან, თორნიკეს და გვანცას.
ორივეს სისხლი გაეყინათ ძარღვებში და ღიმილი შერჩათ სახეზე. რამოდენიმე სტუმარმა შემოუბრუნდა კიდეც, ქერას. ნენე, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და კითხვით სავსე თვალებით მიაჩერდა ძმას. ავალიანი ფეხზე წამოდგა.
_არ იყო საჭირო, რატომ წუხდებოდით, - ბოხი ბარიტონით თქვა მან და ქეთისკენ გადადგა ნაბიჯი.
_ვწუხდებოდი? ჰაჰ! არც ახლა ვწუხდები და არც შარშან შევწუხებულვარ, პირველმა რომ მოგილოცე... - ქალმა ცინიკურად აათვალიერ-ჩაათვალიერა იუბილარი. შემდეგ მაგიდისკენ გაიხედა, საიდანაც ხალხი უკვე ინტერესიანი თვალებით იყურებოდნენ.
_როგორ ხარ ქეთი? - უცებ გვანცა მიუახლოვდა მათ. სახეზე ყალბი ღიმილი ჰქონდა აკრული, სიტუაციის განსამუხტავად. არადა, მუხლები ისე უკანკალებდა, ცოტაც და, ძალა გამოეცლებოდა და ძირს დავარდებოდა, - წამომყევი, უნდა გელაპარაკო, - გამოსცრა კბილებში შენგელიამ, ხელმკლავი გამოსდო ქერას და კარისკენ წაიყვანა. - სტუმრებს მიხედე, ახლავე დავბრუნდები, - მერე ისევ ღიმილი აიკრა სახეზე და ისე უთხრა თორნიკეს. იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, ვერც ავალიანმა მოასწრო რამის თქმა და მოქმედება და ვერც ქერამ.
_სად არის შენი მანქანა? - ჰკითხა გარეთ რომ გავიდნენ მერე, შენგელიამ.
_ხელი გამიშვი, - ხელი აუქნია ქეთიმ.
_მიგაცილებ მანქანამდე, - მშვიდად განუცხადა გვანცამ და კისერი მოიღერა, თითქოს ვიღაცის დანახვას ცდილობსო. - ახლა კარგად მომისმინე, ჩემი თორნიკეს სიახლოვეს არასოდეს გამოჩნდე, - შენგელიას ხმა მკაცრი ჰქონდა, - არასოდეს ეცადო ჩვენი ურთიერთობის არევა, თორემ მერე სხვანაირად დაგელაპარაკები.
_მემუქრები? - აგდებით იკითხა ქალმა.
_როგორც გინდა ისე ჩათვალე. მე ჩემი ბედნიერების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ... თორნიკეს ვუყვარვარ და ამ სიყვარულს საკუთარ თავზე მეტად ვუფრთხილდები. არ მოგცემ უფლებას, თუნდაც წამიერად, რაიმე ზიანი მიაყენო მას. იმის გაფიქრებაც მყოფნის ნერვების ასაშლელად, რომ ოდესმე შენთან ჰქონდა საქმე მას. დაოკდი და განაგრძე ცხოვრება. გასაგებია? - შენგელიას თავად უკვირდა, საიდან ამდენი სიძლიერე და გამბედაობაო.
_ის ჩემი იყო და შენ წამართვი, - ხმა აუკანკალდა ქეთის.
_ვატყობ არ გაგჭირვებია ახალი კავალერის პოვნა, - ცინიკურად ჩაიცინა გვანცამ და მათკენ მომავალ კაცს თვალი გაუსწორა.
_ქეთევან, რა ხდება? - იკითხა ეჭვით კოტემ და გვანცას უხალისოდ შეავლო თვალი.
_გამარჯობათ, ქეთი ჩემი ნაცნობია და შემთხვევით ვნახე აქ, მგონი ზედმეტი აქვს დალეული და გარეთ გამოვაცილე.
_გაგიმარჯოს, ძალიან სასიამოვნოა. დიახ, მგონი, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, - უხერხულად გაიღიმა კაცმა, - წავიდეთ, ქეთევან?
_წავიდეთ, წავიდეთ... სადმე შორს წამიყვანე, ამ ქალაქს გამარიდე, - თავი მამაკაცის მხარზე დაედო და ბუტბუტებდა თავისთვის ქალი.
_გვანცა, - მოუბრუნდა შენგელიას, რამოდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა მერე, - მე, მაინც გამიხარდა თქვენი ნახვა და ყოველთვის გამიხარდება, - გულწრფელი იყო იმ წამს ქერა. ცამდე გულწრფელი. ცრემლიანი თვალები მოარიდა, თავად ატირებულ შენგელიას და მანქანაში ჩაჯდა.


• * * *
სახლში გვიან ღამით დაბრუნდნენ.
მთელი გზა გვანცა ხმა არ ამოუღია ისე მართავდა მანქანას. ჩუმად იჯდა ავალიანიც. ეს სიჩუმე მხოლოდ მათ ესმოდათ. გულის ტკივილამდე ებრალებოდა ქეთი შენგელიას. წუთით მის ადგილას დააყენა საკუთარი თავი და ტკივილისგან აცახცახდა. საჭეს მთელი ძალით ჩააფრინდა.
მალხაზი და პაატა მღეროდნენ. სიმხიარულე გზაშიც გამოჰყვათ.

_დროებით და ხვალ გნახავ. - დაემშვიდობა გვანცა ავალიანს, მისი ბინის კარებთან.
_კარგად ხარ? - ჰკითხა კაცმა და ახლოს დაუდგა.
_კი, კარგად ვარ, ცოტა დავიღალე...
_ხომ ხვდები რასაც გეკითხები.
_კარგად ვარ, კარგად, - წარმოსთქვა დამარცვლით და სიცილით, გოგონამ.
_როგორ არ გეხერხება ჩემი მოტყუება, ნეტა იცოდე, - გაეღიმა თორნიკეს და ძლიერად მოხვია მკლავები შენგელიას. გვანცა გაიყუსა. თვალები აუცრემლიანდა, ჩანთა ხელიდან გააგდო, თვითონაც შემოხვია ხელები გვერდებზე კაცს და გულამოსკვნით ატირდა. მისი ხმა ავალიანის მკლავებში იკარგებოდა, იმის იქეთ ვერ აღწევდა. გული ეწურებოდა კაცს, თუმცა არ უკითხავს ტირილის მიზეზი, ისედაც ნათლად ხედავდა ყველაფერს.
ტირილით გული რომ იჯერა, მაშინღა გაათავისუფლა, მისი მკლავებიდან, გოგონა. სახე ხელებში მოიქცია, ცერა თითები გადაუსვა სველ ლოყებზე და თვალებში ჩახედა.
_მინდა სულ გახსოვდეს, შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი არ იარსებებს. გესმის? - ისეთი ხმით წარმოსთქვა ეს სიტყვები ავალიანმა, გვანცას ჟრუანტელმა დაუარა.
თანხმობის ნიშნათ თავი დაუქნია.
კაცს გაეღიმა და სველ თვალებზე აკოცა.
_ასე აღარ იტირო აწი, გთხოვ, თორემ სუსტი გული მაქვს მე და ვერ გავუძლებ, - გვანცას გაეცინა და მუშტით ამოიმშრალა ჯერ კიდევ ცრემლიან თვალები.
_აღარ ვიტირებ...
_როგორ შეგიძლია, ასე, ერთ ადამიანს, იყო ძალიან ძლიერი და ამავდროულად, საოცრად ბავშვური?
_როგორ გეტყობა, თურმე ქალებს არ იცნობ, გულზე მომეშვა ცოტა. - გაეცინა შენგელიას. ავალიანიც აჰყვა.
_მოდი, ჩაგეხუტო და გაიქეცი დაიძინე, ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი.
_შენ მიდიხარ?
_კი, უნდა წავიდე, თან ახალი ჯგუფი მყავს ხვალ და ცოტა რთული დღე მექნება.
_შენც გჭირდება დასვენება. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს. მიხარია რომ არსებობ. - ისევ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ისევ შეისრუტეს და გაიყოლეს ერთმანეთის სურნელი.

• * * *
ლექტორის მოლოდინში აუდიტორია ხმაურს მოეცვა. ზოგი ხმამაღლა საუბრობდა. ზოგი იცინოდა. ზოგი ხმით კითხულობდა ჩასაბარებელ სემინარს.
სრული ქაოსი იყო ოთახში.
ეს ქაოსი საერთოს არ ადარდებდა დაჩი ჭეიშვილს. ფანჯარაში სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებს მისცემოდა. მის შავგრემან სახეს ღრუბელი დაჰფენოდა. წარბები შეჰყროდა და აშაკარად უკმაყოფილო იყო იმით, რაზეც უწევდა ფიქრი.
ჭეიშვილის არც ერთი მოძრაობა არ ეპარებოდა ჯგუფში ერთ ადამიანს, რომელიც ბოლო ერთი წელის მისით არსებობდა.
დაჩისთვის კი, იმდენად შეუმჩნეველი იყო ის, რამდენადაც ზღვაში წვეთი.
_ბოლო, რამდენიმე კვირაა ვხედავ, რომ კარგად ვერ გრძნობ თავს. ხომ მართალი ვარ? - ჭეიშვილს ელენე ამოუდგა გვერდით. დაჩი ფიქრებიდან გამოერკვა და მისთვის უცნობ გოგონას ზემოდან დახედა.
_უკაცრავად?!
_მე ელენე ვარ, პირველი, შენი ჯგუფელი ვარ, - სიცილით გაეცნო ელენე და ხელი გაუწოდა ბიჭს ჩამოსართმევად. ჭეიშვილი გაკვირვებული დააცქერდა აქამდე უცნობ ლამაზ ჯგუფელს. გამოწვდილ ხელს მისი ხელი მიაგება და ჩამოართვა.
_ჯგუფელი? ვაუუ, აქამდე არ შემიმჩნევიხარ და პირველი რატომ ხარ? - დაინტერესდა დაჩი.
_პირვლი გვარია ჩემი - გაეცინა გოგონას. ჭეიშვილსაც და უხერხულობისგან გაწითლდა.
_სად ზიხარ შენ, რატომ ვერ გხედავდი აქამდე?
_აი, იქ, ბოლოში.. არ გახსოვარ, რამდენიმეჯერ შემომხედე კიდეც.
_ბოდიში, მართლა არ მახსოვს.
_რატომ ხარ მოწყენილი? - ელენე ყველა ღონეს ხმარობდა, გამბედაობის შესანარჩუნებლად. უნდოდა ჭეიშვილთან საუბრის გაეგრძელებინა. დაჩი წინ გადაიხარა, სახე ახლოს მიუტანა გოგონას და თვალებში ჩახედა, თითქოს იქ რაღაცას თუ ვიღაცას აკვირდებოდა.
_შენთვის უთქვამთ, უცნაური თვალები რომ გაქვს? - ჰკითხა მერე ელენეს. შეკითხვა კი ბანზე აუგდო. გოგონამ ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. სახეზე ფერი ეცვალა.
_არა, რატომ მკითხე? - ენის ბორძიკით შეუბრუნა კითხვა.
_სარკესავით პრიალაა. თავისუფლად ვხედავ ჩემს თავს. ღამესავით შავია და წყლიანი.
_მართლა? - გაიოცა ელენემ და გაიღიმა.
_რა მკითხე წეღან?
_რატომ ხარ მოწყენილი-თქო.
_ააა... ჰოოო... ცოტა რთული თემაა. მოკლედ რომ ვთქვათ, უსამართლო ცხოვრების ბრალია.
_შენ შეგიძლია აირჩიო სამართლიანი ცხოვრება.
_არ არის ჩემზე დამოკიდებული.. - მწარედ ჩაეცინა ბიჭს.
_ჩვენივე ცხოვრება ჩვენსავე ხელშია. სწორედ რომ ჩვენ ვმართავთ მას. ასევე, რაც ტკივილს გაყენებს, უბრალოდ უნდა ადგე და გაეცალო მას, ან იმდენი ძალა უნდა გეყოს, დარჩე და სამუდამოდ დააძინო ის ტკივილი შენში. - მტკიცეთ თქვა ელენემ და ჭეიშვილს თვალი გაუსწორა.
_შენ რა მაგარი გოგო ყოფილხარ, - ფართედ გაეღიმა დაჩის და ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა.
_რა, არ გჯერა? დამცინი? - განაწყენდა ვითომ გოგონა, - გინდა, ლექციების შემდეგ ლიტერატურულ კაფეში წამომყევი და იქ ვიმსჯელოდ ამ თემაზე.
ბიჭი უკვე ხმამაღლა იცინოდა. ელენეს გულუბრყვილობა და გამბედაობა აცინებდა.
_კარგი, წავიდეთ. ვიმსჯელოთ, ვიბაასოთ და ერთმანეთსაც უკეთ გავიცნობთ, ჰო?
_თავისთავად.
_ვინ ზის შენს გვერდით?
_არავინ.
_რატომ?
_მარტო ყოფნა მირჩევნია.
_წინააღმდეგ იქნები, შენი სიმყუდროვე ავრიო? - ჰკითხა ჭეიშვილმა და პასუხის მოლოდინში, მოჭუტული თვალით გახედა. „კარგა ხანია ჩემი სიმყუდროვე არეული გაქვსო“ უნდოდა ეთქვა გოგონას, მაგრამ მხოლოდ გაუღიმა თანხმობის ნიშნად.

იმ ლექციაზე ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ. დრო და დრო, ერთმანეთს შეხედავდნენ და უმიზეზოდ იცინოდნენ.
ნაშუადღევს ლიტერატურული კაფისკენ ორი სტუდენტი ხმამაღალი საუბრით და სიცილით ნელა მიაბიჯებდნენ.


• * * *
ავალიანმა კაბინეტის კარი შეაღო. დინჯად შეაბიჯა. მაგიდაზე ტყავის შავი საქაღალდე დადო და ფანჯარასთან მივიდა. შენობის უკანა მხარეს განთავსებული მოედანზე მუხლამდე თოვლი იდო. ერთი ნაფეხურიც არ სჩანდა არსად.მინდორის ბოლოს კი ტყე იწყებოდა. ხის ტოტები თეთრად შემოსილიყვნენ და თავი დაეხარათ.
ფანჯარა ფართედ გამოაღო. ცივმა და სუფთა ჰაერმა სახეზე მიელამუნა. ღრმად შეისუნთქა ზამთრის სუსხი. მერე მაჯის საათს დახედა. დღეს კურსანტებისთვის სროლის კურსი უნდა ჩაეტარებინა და ქალაქგარეთ მოუწევდა გასვლა.
კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
_მობრძანდი! - გასძახა თორნიკემ და ფანჯარა დაკეტა.
კაბინეტში საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა შემოვიდა. მეთაურს მხედრული სალამით მიესალმა და სუნთქვა შეიკრა.
_თავისუფლად, - უთხრა ავალიანმა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
_მეთაურო, ოცეული ადგილზეა. შაუმიანში გასასვლელად მზად ვართ. - მიუხედავად იმისა, რომ მეთაურმა მას თავისუფლად დგომის უფლება მისცა, ახალგაზრდა მაინც მოჭიმული იდგა, სივრცესთვის გაეშეშებინა მზერა და ისე აცნობდა ოცეულის ადგილზე ყოფნას.
_კარგი. გამოვდივარ.

კარგა ხნის მგზავრობის შემდეგ, კამუფლაჟისთვის სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი კურსანტები, მონდორში თოვლზე იყვნენ გაწოლილნი იარაღი სამიზნესთვის დაემიზნათ რომელიც ადამიანის გამოსახულების და ფიცრის იყო. თან ხმამაღლა მოსაუბრე მეთაურს და ამავდროულად ინსტრუქტორს ყურს უგდებდნენ...
_მზად ყოფნაა! - დასჭექა ავალიანმა. რამდენიმე წამში იქაურობა ტყვიების ზუზუნმა აავსო.


• * * *
ზამთარიც მიიწურა და გაზაფხულის პირველი თვეც.
ორი კვირაღა იყო დარჩენილი ქორწილამდე. მღელვარებამ იმდენად იმატა თორნიკეში, რომ ადგილს ვერ პოულობდა.
არა ნაკლებ ღელავდა გვანცაც. რომ წარმოიდგენდა ქორწილის დღეს, და ავალიანის ცოლობას, ტანში ჟრუანტელი უვლიდა.

სვანეთში წასვლა გადაწყვიტა ავალიანმა. გული მიუწევდა იქეთ - დედის საფლავისკენ. დილით ადრე გავიდა სახლიდან და მშობლიური კუთხისკენ აიღო გეზი.
გზად ყვავილების შეკვრა იყიდა.
სვანეთში ჩასულმა მაშინვე სასაფლაოს გზას დაადგა.
დედის საფლავზე მისულს გულმა გამალებით დაუწყო ცემა. მის წინ ჩაიმუხლა. თეთრი კენჭებით დაფარულ საფლავს ხელი გადაუსვა, თითქოს დედას გულზე მიეფერა.
_ხოჩა ლადეღ დედე (გამარჯობა დედა. სვნ). - ხმა უთრთოდა სვანს, - შენსავით ლამაზი ყვავილები მოგიტანე, - თქვა და ყვავილების კონა სურათის წინ დადო. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მარმარილოს ქვაზე დახატულ სურათს წმენდა დაუწყო, - მაპატიე დედა, ხშირად ვერ ამოვდივარ აქ შენს სანახავად. ნენესაც შეუგვიანდა ალბათ ამოსვლა, შენი სურათი დამტვერილა. - ცხვირსახოცი გაუფერთხავად, დაკუჭულ ფორმაში ჩაიდო ჯიბეში და იქვე რკინის შავ სკამზე ჩამოჯდა. - შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება. - პაუზა გააკეთა, მერე კი განაგრძო, - ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. ორ კვირაში ქორწილი მაქვს. როგორ მინდა გვერდში მყავდე.. დედე იცი რას მივხვდი? რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად მინდება ცოცხალი მყავდე, ჩემს გვერდში იყო, შენი არსებობით მამხნევებდე, უფრო მეტად მენატრები, უფრო მეტად მენატრება დედის სურნელი... ნენეც ასეა დედა, მამასაც უჭირს უშენობა, ამდენი წლის მიუხედავად... შენ ყველას და ყველაფერს აკლიხარ, სახლის კედლებს, ეზოს... ბალახი, რომ ბალახი ჩვენს ეზოში, იმასაც კი... - ავალიანს თვალები ჩაუწითლდა. ისევ პაუზა გააკეთა მცირე ხნიანი, - გვანცაზე მოგიყვები ახლა... შენს მომავალ რძალზე... მამამ მას ფუძის ანგელოზი შეარქვა. ლამაზია, ძალიან ლამაზია და შენსავით თბილი ღიმილი აქვს. ხანდახან მოგიჟოა, ხანდახან ბავშვური, ხანდახან ძალიან სერიოზული, უსაზღვრო სიყვარული შეუძლია, უსაღვროდ თბილი ადამიანია. იცი, მას შეუძლია ადამიანებს ბედნიერება გაუზიაროს, მისი ბედნიერება და ამავდროულად ადამიანებში დაძინებული ბედნიერებაც გააღვიძოს, - თორნიკეს ღიმილი მოეფინა სახაზე, - ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს. მოგეწონებოდა, ძალიან მოგეწონებოდა და ნენესავით შეგიყვარდებოდა... არ მინდოდა ისე შემექმნა ოჯახი, შენ რომ არ მენახე... გახსოვს, რომ მითხარი ღმერთთან იმიტომ მივდივარ სხვა ადამიანებისთვის უნდა ვილოცოვო, მფარველი ანგელოზი უნდა ვიყოვო... გთხოვ, იყავი გვანცას მფარველი ანგელოზიც... ზოგჯერ შიში მიპყრობს, მეშინია ამხელა ბედნიერება ერთ დღესაც არ წამერთვას და უფსკრულში არ გადავიჩეხო... ძალიან სენტიმენტალური გავხდი ამ ბოლო დროს, - თავისსავე ნათქვამზე გაეღიმა და ფეხზე წამოდგა. წასასვლელად მოემზადა, - მე წავალ ახლა დედა, ვიცი მლოცავ, სადღაც აქვე ხარ, ზემოდან დამყურებ, ალბათ თვალები სიხარულისგან ცრემლებით გაქვს სავსე... როგორ მინდა ახლა მოგეხვიო და შენი სითბო შევიგრძნო... წავალ ახლა მე, მამასაც ვინახულებ, არ იცის აქ რომ ვარ. ნახვამდის დედა, - ავალიანი მარმარილოს სურათთან ახლოს მივიდა და მშობლიური ღიმილით მომღიმარ დედის სურათს აკოცა. მერე მძიმე ნაბიჯებით გადმოვიდა სასაფლაოს ეზოდან, მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა....скачать dle 11.3



№1  offline წევრი gvanca jejelava

love love love საუკეთესოოოოო love love love

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

iif ra kargi iyooo ❤️ male dade raaa imedia rame ar moxdeba da ar charshlebat qorwili ❤️❤️

 


№3 სტუმარი teoo

raa kargii tavii iyoo shenc kargi xar kekee miyvarxar dzalian :-* :-*

 


№4 სტუმარი nana

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო.... ველოდები შემდეგს... <3

 


№5  offline მოდერი ლილიანა

კარგი ხარ ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი lizazu

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველასათვის ნანატრი ქორწილი შედგება და მათ ოჯახურ თანაცხოვრებასაც გვაზიარებ

 


№7  offline მოდერი Keke27

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, ეს ისტორია გამორჩეულად მიყვარს. მე დღესაც და წლების შემდეგაც ამაყი ვარ და ვიქნები, რომ ეს რომანი შევქმენი.
ეს რომანი ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩემს ემოციას და გრძნობებს, ყველაფერს ვდებ აქ წერისას.


ალბათ მეტი გვანცა და თორინიკე გინდათ, მაგრამ არ გამოდის ასე, არც მქონდა თავიდან გათვლილი მხოლოდ ორზე მეწერა...

ამ რომანს სხვაგანაც კითხულობენ, სტუდენტი ბიჭები, ასევე სამხედრო პირებიც (რითაც ძალიან ვამაყობ) და მათთვისაც საინტერესო რომ იყოს ამიტომ საჭიროა მეტი განვრცობა მოვლენების.

ყველაზე მეტად ის მახარებს, აქ წერისას რა "მესიჯსაც" ვდებ და ვგზავნი, ის ზუსტად მიდის მკითხველამდე, განსაკუთრებით ბიჭებამდე.

ჭეიშვილის ამბავს განიცდიდა ერთი ბიჭი, ეულად არ დატოვოო მთხოვა, ))) დაჩისაც გამოუჩნდა ელენე...


მიგვიანდება წერა, იმიტომ, რომ ამ რომანმა მე, დიპლომატიც გამახადა და სნაიპერიც :დდ
ვიძახი, სნაიპერზე იმდენი რამ გავიგე, ერთი ორი პრაქტიკა და უხილავი მებრძოლი გავხდები-თქო. :დდ


მოკლედ, მე მსიამოვნებს და მაბედნიერებს ამის წერა.
მადლობა თქვენ, რომ მომყვებით და გულდასმით კითხულობთ. გულწრფელად გიხარიათ ამის წაკითხვა <3 ამას ვგრძნობ მე...


პატივისცემით კეკე...
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№8  offline წევრი teddy))

Winaswar bodis gixdi qartuli shriptit rom ver vwr. Dzalian maxareb shemosvlilas rom shens istoriebs vxedav

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორც ყოველთვის უმაგრესი იყო ველოდები ახალ თავს.

 


№10 სტუმარი მაიკო-გიო

მაგარია ძააააან.....ბევრ ისტორიებს ვკითხულობ აქ,მაგრამ ასე არცერთი მომწონებია...საინტერესოა ძაააან.... მაგარი ხარ რა... <3

მართლა ღირს ხოლმე ლოდინი :) ;)

 


№11  offline წევრი dadeshqeliani

როგორი თბილი და ტკბილი ხარ loveძალიან ძალიან მიყვარს ეს ისტორია love გვანცა და შენგელია love ნამდვილად ღირს ლოდინად,აი უზომოდ მიყვარს ეს ისტტორია და მიყყვარხარ შენ კეკე love

 


№12 სტუმარი pu

როგორ მიყვარს თორნიკე... ჩემს სერჟანტს მაგონებს რომელიც აუღებელი ციხე-სიმაგრეა... love კეკე შეუდარებელი ხარ !!!

 


№13 სტუმარი ვევო

ძალიან მაგარიაააა love

 


№14  offline წევრი სესილია

მაგარიააა, ვატყობ მთავრდება და გული დამწყდება ძალიან

 


№15  offline წევრი dreamers

"ქმედება ოცნების ნაცვლად" თავიდან ატვირთე რააა :) ძალიან მინდაა.

 


№16 სტუმარი ფარი

დასრულდა თუ დადებთ ახალს?

 


№17  offline წევრი psychosocial

არაჩვეულებრივია.. :* <3

 


№18 სტუმარი ფარი

როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent