შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (44)


10-11-2015, 01:24
ავტორი Keke27
ნანახია 11 481

_მამა! - დაიძახა ეზოში შესულმა. არავინ გააგონა. ძაღლი მიეგება მხოლოდ, რომელიც პატრონის დანახვით გამოწვეულ სიხარულს, წკმუტუნით გამოხატავდა.
აივაანს ბოლომდე ჩაუყვა და სახლის კარი შეაღო.
ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. მიუხედავად აპრილისა, მაინც საგრძნობლად გრილოდა სვანეთში. ალბეგი ტახტზე წამოწოლილიყო და ტელევიზორს უყურებდა. კარის გაღების ხმა რომ გაიგო და კარში თორნიკე დაინახა, სიხარულით წამოიჭრა ზეზე და შვილს მივარდა. გადაეხვია.
_არ გელოდი, ხომ შვიდობაა? - შეშფოთება დაეტყო ხმაში მოხუცს.
_კი, კი მშვიდობაა. დედას საფლავზე ვიყავი მისული.
_ააა... - ალბეგი დასევდიანდა უცებ, - მოდი, მოდი რა სტუმარივით დგახარ მანდ, დაჯექი. არ გშია? - ჰკითხა მერე, ავალიანი ტახტზე რომ დაჯდა.
_კი, კი, თან ძალიან.
_ახლავე გავშლი მაგიდას...
_შენ იჯექი. მე გავაკეთებ ყველაფერს. - თორნიკე წაოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. მაცივრის კარი გამოაღო, - ამ კონტეინერში რა არის? - გამოსძახა მამამისს და კონტეინერს თავი გადახადა, შენდეგ დაყნოსა. მოეწონა.
_აჯაფსანდალია ეგ, დილით გავხსენი მოხუფული, - გასცა პასუხი შვილს და თვითონაც გაემართა სამზარეულოსკენ. - მოიცა, გავათბოდ ეგ...
_კამფოტიც გექნება შენ, არა? - ღიმილით ჰკითხა თორნიკემ.
_აბა, არ მექნება? გადი საკუჭნაოში, თაროზეა შემოწყობილი და აიღე რომელიც გინდა. - სვანმა საკუჭნაოს კარი ფართედშეაღო და კედელზე ხელების ფათურით შუქის ჩამრთველი მონახა. ოთახს ოთხივე მხრიდან თაროები ერტყა. თაროები კი დახუფული ქილებით იყო დახუნძლული.
_ამდენი რამე შენ გააკეთე?
_ნენემ გააკეთა, მე სად მაქვს მაგის შნო. - გაეცინა მოხუცს.
თორნიკეს კმაყოფილს ჩაეცინა და ფეიხოიის კამფოტს დაავლო ხელი.

რამდენიმე წუთის შემდეგ მამა-შვილი ბუხრის წინ, დაბალ მაგიდასთან ისხდნენ და ვახშამს მადიანად შეექცეოდნენ.


თბილისში მეორე დღეს დაბრუნდა.
_სალფეთქების შეკვეთა ჩამომივიდა უკვე ამერიკიდან. წუხელ დავხვდი აეროპორტში ჩანთას. - უთხრა აჟიტირებული ხმით გვანცამ თორნიკეს ტელეფონზე საუბრისას.
_მარტო წახვედი?
_არა, პაატა მახლდა.
_როგორია შენი ოცნების ხელსახოცები? - სიცილით ჰკითხა ავალიანმა.
_დამცინე შენ და იცი, რა ლამაზია?! ყველას მოეწონა ვინც ნახა.
_არა, ფოტოზე კი სჩანდა ლამაზი, მაგრამ ჩვენი სახელები უფრო დაამშვენებდა არა? - ისევ იცინოდა თორნიკე.
_ნამდვილად. ჩვენმა სახელებმა უფრო მეტი ხიბლი შესძინა. ოქროსფერი ასოებით აწერია „Gvantsa & Tornike” და ამავე ფერის ზარები ხატია. ძალიან, ძალიან ლამაზია. მე მომწონს.
_მთავარი ეგაა, შენ მოგწონს. - დაეთანხმა კაცი და თბილი ღიმილი მოეფინა სახეზე.
_სად ხარ ახლა?
_მალე შემოვალ თბილისში.
_მომენატრე უკვე საშინლად.
_ერთი დღეც ვერ ძლებ უკვე უჩემოდ?
_ვეღარ უკვე. წუხელ შენი მაისურით მეძინა. - გვანცას გაეცინა.
_რომელი მაისურით? ან სად გქონდა? - გაიკვირვა თორნიკემ.
_საწოლზე დაგიდია შავი მაისური, ის ავიღე.
_მოდი რა ვქნათ იცი? დროა აწი ჩემი ბინის გასაღები გადავამრავლოთ, აღარ მოგიწევს იმ კარების თმის სარჭით გაღება, თორემ მოისპო საკეტი. - ავალიანის ნნათქვამმა შენგელია გულიანად გააცინა. იცინოდა თორნკეც.
_კარგი წავედი ახლა, აუარებელი საქმე მაქვს. ამ ქორწილის გადამკიდე წესიერად ვერ ვახერხებ შენს ნახვას. ხან სად მიწევს წასვლა, ხან სად... ხომ იცი, მინდა ყველაფერი ჩემი ხელით იყოს გაკეთებული.
_ჩემი მარჯვე გოგო ხარ შენ. - შექება დაიმსახურა შენგელიამ.
_ჰო კიდევ ერთი, ჯვრისწერაზე მინდა დაგელაპარაკო. მე ცემი ვარიანტი მაქვს და მინდა რომ მომისმინო.
_არანაირ მოსმენას და გარჩევას არ საჭიროებს შენი გადაწყვეტილება. ისე იქნება, როგორც შენ წარმოგიდგენია ლამაზად და საჭიროდ. - სრული სერიოზულობით თქვა კაცმა.
_არა, მაინც გეტყვი, ესე იგი, ნიშნობა ხომ ჩავატარეთ ქართულად და ტრადიციულად?
_კი, ასე იყო.
_ახლა ჯვრისწერაზე მინდა, ცოტა ევროპულ ამერიკული სტილი შემოვიტანო. ოღონდ ვერ გეტყვი კონკრეტულად რას ვაპირებ.
_კარგი. დარწმუნებული ვარ საინტერესო და კარგი იქნება. თუმცა უნდა გამოგიტყდე, დამაინტრიგე, - გაეცინა ავალიანს.
_ქორწილის დღეს ნახავ.. აუ ცამეტი დღე დარჩა, მხოლოდ ცამეტი...
_რამდენმა ცამეტმა დღემ ჩაიარა ჩემს ცხოვრებაში შენზე ლოდინით. ამ ცამეტ დღესაც გავუძლებ და მერე გვერდიდან არ მოგიშორებ.
_კარგი ახლა, თორემ ვიტირებ. - ხმა აუთრთოლდა გოგონას.
_მიდი, მიდი, - გაეცინა სვანს, - მგონი სადღაც გეჩქარებოდა შენ. საღამოს გნახავ.
_დროებით.


• * * *
ქორწილის წინა დღეს თორნიკემ გვანცას დაურეკა და სთხოვა დაბლა ჩასულიყო.
თბილი საღამო იყო. მეზობლებს ხის ძირში მოეყარათ თავი და მომავალ ქორწილზე ბჭობდნენ ბედნიერი სახეებით. თორნიკეს თვალი რომ მოჰკრეს, გაისუსეს და კმაყოფილი სახეებით უყურებდნენ.
ავალიანმა შორიდან მიესალმა მათ.
_ა, ამაზე ნაკლები სიძე არ უნდა ინატროს ადამიანმა, - თქვა დეიდა თამილამ და მეზობლებს მოვლო თვალი ამაყი სახით, რა სიჭკვიანე ვთქვიო.
_თან უდედოს გაზრდილა. საბრალო დედამისი მოსწრებოდა მისი შვილის ბედნიერების დღეს. - თქვა მეორე მეზობლის ქალმა სინანულით.
_მამამისი იქნბა კარგი კაცი, რომ ასეთი აღზარდა და ადამიანად ჩამოაყალიბა. მეორე ცოლიც არ უთხოვია თურმე, მარტომ გაუძღვა ორ შვილს.
_ფიზიკურად გვანან ერთმანეთს, მამას ჰგავს მაღალი და შეხედული, - თქვა ისევ თამილამ.
_სად ნახე? - გაიკვირვა ერთ-ერთმა.
_დასანიშნად, რომ იყვნენ მისულნი, მაშინ ვნახე.
_რას შვებით, გოგოებო, მოდიხართ ხვალ ქორწილში? - იკითხა სომეხმა გულიამ, რომელსაც თმა კვერცხისგულივით ყვითელი ჰქონდა.
_მე მივდივარ.
_მეც მივდივარ.
_მეც...
_ამათ ქორწილზე როგორ არ უნდა წავიდე, ამათი ცქერით უნდა დავტკბე. - თქვა თბილი ხმით ლიამ, - შეხედეთ, როგორ უხდებიან ერთმანეთს, - თვალით ანიშნა მეზობლებს, რომ გაეხედათ ავალიანისკენ და შენგელიასკენ. გვანცა ახლახანს გამოვიდა სადარბაზოდან, რომელიც იღიმოდა და ბედნიერი სახით შესცქეროდა მამაკაცს.

_სად მივდივართ?
_გავისეირნოდ. მინდა, რომ ცოტა განტვირთვა მოვიწყოთ, თორემ ისე დავიღალე ფსიქიკურად, რომ ხვალ ქორწილში წასვლა კი არა, დავწვები და გემრიელად გამოვიძინებ. - გაეცინა თორნიკეს.
_აი, მეც ეგრე ვარ სწორედ. - აჰყვა გვანცაც. მერე მეზობლები შენიშნა და მათ მიესალმა. მშვიდი საღამო უსურვა.
_ყველაფერი მზად არის, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ მოეშვი, - უთხრა ავალიანმა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.
_ვცდილობ, აი ყველანაირად ვცდილობ, მაგრამ მაინც ვღელავ.
_რესტორანს ხვალ დილით მორთავენ და მოკაზმავენ, პრინციპში დიდად არაფერის შემატებას საჭიროებს. ორ საათზე ტაძარში მივალთ, შემდეგ მმაჩის ბიუროც გველოდება, შემდეგ კუს ტბაზე ავალთ, ფოტოგრაფმა იქ დაგვიბარა საქორწინო ალბომის ფოტოების გადასაღბად...
_და შენ მეუბნები ნუ ღელავო... აჰ, მგონი საცაა ტვინი გადამეწვება.
_ხვალ საღამოს ყველაფერი დასრულებული იქნება...
_ახლა სად მივდივართ?
_ახლა, აქვე კაფეში შევიდეთ. მშვიდი მუსიკა, ჭიქა წითელი ღვინო და მყუდრო გარემო.
_მართლა? - სიხარულით წამოიძახა გვანცამ.
_ჰო, მართლა. ..

რამდენიმე წუთის შემდეგ, მანქანა ავტოსადგომზე გააჩერეს. თვითონ კი ხელჩაკიდებულნი შევიდნენ კაფეში.
შესვლისთანავე მიმტანი მიეგებათ მათ.
-თავისუფალი მაგიდა გვჭირდება, სადმე კუთხეში. - უთხრა ღიმილით თორნიკემ, ახლგაზრდა მიმტან ბიჭს.
_კი, ბატონო, მობრძანდით. - ღიმილითვე თქვა ბიჭმა და წინ გაუძღვა ახლადმოსულთ.
კაფეში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, მაინც საოცარი სიმშვიდე სუფევდა. ადამიანები ერთმანეთს ჩურჩულით ესაუბრებოდნენ, ან სულაც არ საუბრობდნენ, ჩუმად იყვნენ და მუსიკის ჰანგების მოსმენით ტკბებოდნენ.
_ძირითადად რა მუსიკას აჟღერებთ აქ? - ჰკითხა გვანცამ მიმტანს, რომელმაც, ეს ესაა, თავისუფალი მაგიდისკენ მიუთითა.
_მსუბუქი ჯაზი...
_ოჰო, მსუბუქი ჯაზი ჩემი სისუსტეა. ძალიან მიყვარს.
_თუ გენბავთ მითხარით თქვენთვის სასურველი კომპოზიცია და ჩავრთავთ.
_მართლა?
_დიახ.
_მაშინ Kenny G - ს კოლექციიდან ნებისმიერი კომპოზიცია ჩართედ, თუ შეიძლება.
_კი, როგორ არა. ახლავე. მანამდე კი, მითხარით რას შეუკვეთავთ?
_მხოლოდ, ორი ჭიქა ტკბილი წითელი ღვინო. - უთხრა ავალიანმა. მიმტანმა შეკვეტა ჩაინიშნა და გაბრუნდა.
_რამდენჯერ ამივლია-ჩამივლია ამ კაფესთან, მაგრამ არასოდეს გამჩენია შემოსვლის სურვილი, არადა რა კარგი ყოფილა, - თქვა შენგელიამ. იქაურობას თვალი მოავლო კიდევ ერთხე და ძოწისფერ სავარძელზე მოკალათდა. თორნიკეც გვერდით მოიუჯდა.
_განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, ვგონებ გვიშველის. - გაეღიმა კაცს.
_უნდა გვიშველოს, მაგრამ თუ ღვინომ თავი არ გვატკინა ხვალ დილით...
_კარგი რა, ერთი ჭიქა რას გიზავს? ცოტ-ცოტას მოწრუპავ და ეგაა.
_თორნიკე, შენ ხვალ ჩემი ქმარი გერქევა? - ჰკითხა უცებ გვანცამ, თითქოს, ეს ესაა, გააცნობიერა ეს ფაქტი.
_და შენ ჩემი ცოლი გერქმევა? - იმავე რექციით დაუბრუნა კითხვა ავალიანმა და სიცილი რომ შეეკავებინა გვანცას კისერში ჩარგო თავი.
_ნუ დამცინი.
_არ დაგცნი.
_აბა რას შვები?
_ვიცინი.
_ანუ მე დამცინი.
_არა ჩემთვის ვიცინი.
_ხვალ გაიცინებ კარგად, რომ არ მოვალ ტაძარში.
_სად წახვალ? მიზანში მყავხარ ამოღებული, ვერსად გამექცევი.
_შენზე კარგი მსროლელი ვარ მე.
_ჩემი პროფესია, მხოლოდ სწორად გასოლას არ ნიშნავს, ანუ მე უფრო მეტი შემიძლია.
_მართლა რომ არ მოვიდე, რას იზავ? - ხმა დაისერიოზულა შენგელიამ და კაცს თვალებში ჩახედა. ავალიანი მიხვდა, რომ შეკითხვას თავს ვერ აარიდებდა და ვერც ხუმრობაში გაატარებდა. გოგონას თვალებს მზერა გაუსწორა, ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
_იცი? სნაიპერის თვისებებში არის ერთი ასეთი თვისება. მას უნდა გააჩნდეს საოცარი ფანტაზიის უნარი. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ისე მოხდა და ის შემჩნეული იქნა მოწინააღმდეგის მიერ და მას ტყვედ ჩავარდნა ემუქრება, მან იმდენი უნდა შეძლოს, რომ წამებში იქედან აორთქლდეს, მიიმალოს, თავი გადაირჩინოს, ეს კი მისი ფანტაზიის წყალობით მოხდება. ან კიდევ, არიან სნაიპერები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ ერთი ტყვია ცალკე გადანახული... ხომ ხვდები რატომაც... - თორნიკემ პაუზა გააკეთა მცირე ხნიანი, - იმ შემთხვევაში, - განაგრძო მერე, - თუ შენ არ მოხვალ, მე რას ვიზავ? ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც, არც ჩემი ფანტაზია და არც გადანახული ტყვია მიშველის მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ანუ ვიქნები უმოქმედო. არც მკვდარი და არც ცოცხალი....
_აღარ გააგრძელო, მორჩა... - შენგელიას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. მამაკაცის წვერებიანი სახე აკანკალებულ ხელებში მოიქცია და ვნებიანად აკოცა ტუჩებში. კაცს ვენები დაებერა უცებ.
_არასოდე, გესმის? არასოდეს გამიჩნდება იმის სურვილი, რომ შენს გარეშე ერთი წამით ვიყო. ხელიც რომ მკრა, მაინც არ წავალ...
_ცხოვრებაში პირველად შემებრალა ჩემი თავი რამდენიმე წამის წინ, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ უშენოდ წარმოვიდგინე ჩემი ცხოვრება. - თქვა თორნიკემ და მის ხმაში ცამდე გულწრფელობა ჟღერდა.
_თქვენი შეკვეთა, - მორიდებული ხმით თქვა მომტანმა ბიჭმა და მაგიდაზე ორი ფეხიანი ჭიქა დადო, რომელშიც ნახევრამდე ესხა წითელი ღვინო.
მიმტანს მადლობა გადაუხადეს და ჭიქები ხელში წამოწიეს.
_ჩვენ გაგვიმარჯოს, - უთხრეს ერთმანეთს და სასმელი მოწრუპეს.
_ცუდზე აღარ ვიფიქროთ, კარგი?
_კარგი... - დაეთანხმა გვანცა და ისევ მოსვა სასმელი.
_გახსოვს, პირველად რომ შეგხვდი? - ჰკითხა ღიმილით ავალიანმა.
_როგორ არა. რა დამავიწყებს. - ფართედ გაეღიმა გოგონას. - სუნთქვა რომ შემეკრა შენი დანახვისას და როგორ ძუნწად მელაპარაკე მაშინ.
_მახსოვს, შენი გაბრაზებული მზერა. ის გახსოვს, სახლში რომ მომაკითხე, სარბენად მივდივარ და ხომ არ წამოხვალო.
_კი და მაშინაც როგორი უხეში იყავი.
_და ახლა თუ ატყობ, როგორ შემცვალე? - ხმა დაუთმა მამაკაცს, - როგორი გამიცანი და როგორი ვარ დღეს.
_რომ გაგიცანი ცოტა მეშინოდა შენი, რომ იბღვირებოდი ხოლმე, მაგრამ სწორეთ ეგეთი შემიყვარდი და სწორედ ეგეთს დაგარქვი ჩემი. - გვანცას ნათქვამმა ავალიანს ღიმილი მოჰფინა სახეზე. გოგონას ხელზე აკოცა და ფეხზე წამოდგა.
წყნარი მუსიკა ისევ ისმოდა და ხალხი ისევ ჩურჩულებდა.
_ერთი წუთით თქვენს ყურადრებას მოვიპარავ, თუ შეიძლება, - თქვა იმდენად მკვეთრი ხმით კაცმა, რომ ყველამ მისკენ მიაბრუნა თავი და სმენად იქცნენ. რაღაცის მოლოდინში თვალებში ინტერესი ჩასდგომოდათ. სუნთქვა შეეკრათ.
თავად გვანცასაც კი.
_იცით? ოტია იოსელიანმა თქვა ასეთი რაღაც, - დაიწყო სვანმა, - „ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“ მე თავს უსაზღვროდ ბედნიერად ვთვლი, რადგან გამიმართლა და ჩემი ნახევარი ვიპოვე, მას ხვალ ჩემი ცოლი დაექმევა. რატომღაც მომინდა ჩემი ბედნირება თქვენთვის გამეზიარებინა, - თქვა ბოლოს. ხალხს მოავლო თვალი მერე გვანცას გადახედა.
_ბრავოო! - უცებ აქუხდა შეძახილები და ტაშის კვრა კაფეში. ყველა ფეხზე იდგა, - გილოცავთ! გილოცავთ! - ისმოდა აქა-იქ. შენგელია სიცილ-ტირილი ერთმანეთში არეოდა. ფეხზე წამოდგა და კისერზე შემოხვია კაცს ხელები.
ტაში და შეძახილები არ წყდებოდა.
თორნიკე მთელი ძალით და ამავე დროს სათუთად იკრავდა მომავალ ცოლს გულში და თმას უკოცნიდა.

ის საღამო შესანიშნავად გაატარეს. სახლის კარამდე მიაცილა გვანცა თორნიკემ და დაემშვიდობა.
გვანცამ მადლობა გადაუხადა საოცარი საღამოსთვის.

• * * *
და აი ქორილის დღეც გათენდა.
გვანცას გათენება არ გაუგია, რადგან ღრმა ძილით ეძინა. წინა ღამით მიღებულმა ერთმა ჭიქა ღვინომ და დადებითი ემოციებით სავსეს მთელი ღამე მშვიდად ეძინა და დილითაც გაუგრძელდა ძილი.
ყველა ფეხაკრებით დააბიჯებდა სახლში. ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ. არ უნდოდათ, რომ დედოფალს ძილში ხელი შეშლოდათ. თუ ლუკა წამოიტირებდა, მაშინვე აივანზე მიარბენინებდნენ, რომ ხმაური არ გამოეწვია.
ახალაძე ხან გადიოდა, ხან შემოდიოდა. საქმიანი იერი მისცემოდა. წარბები შეჰყროდა და ფიქრიანი სახით დააბიჯებდა.
_გავაღვიძოთ აწი გვანცა, თეთრტმეტი საათია. - თქვა მალხახმა.
_სტილისტი რომელ საათზე მოვა? - იკითხა ნუცამ.
_თორმეტზე აქ იქნება. - უპასუხა მანანამ, - მალხაზ, მიდი გააღვიძე შენ, ხომ უნდა იბანავოს, მოწესრიგდეს, მართლა... შენ რას შვები, კაბას გაუთოვება ხომ არ სჭირდება? - ჰკითხა მერე ნუცას.
_არა, არა... წეღან შევავლე თვალი და მშვენივრად დამოიყურება.
_ლამაზი მეჯვარე ეყოლები გვანცას, ნუ გეშინია, - ჩაერია საუბარში პაატა, რომელიც ახლახანს შევიდა სამზარეულოში, სადაც მანანა და ნუცა იყვნენ. მალხაზი უკვე გასულიყო შვილის გასაღვიძებლად.
_რა თქმა უნდა, რატომაც არა? - ღიმილით იკითხა გოგონამ.
_თმაზე ხელი არ მოაკიდებინო არავის, თხოვნა იქნება ეს ჩემი, „დალშე“ რაც გინდა გააკეთე, - ახალაძეს შეყვარებულის თმა უზომოდ მოსწონდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ უცნაურად და უჩვეულოდ ხვეული თმის პატრონი იყო, ნუცა.
_არის უფროსო. - სიცილით დაეთანხმა ნუცა.
_შემდეგში თქვენს დაოჯახებას ვიზეიმებთ. - გაბადრული სახით თქვა მანანამ, რომელიც სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა ამ ორს.


მალხაზმა ფრთხილად დააკაკუნა შვილის ოთახის კარებზე. პასუხი შეყოვნდა. კაკუნი გაამეორა და პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო კარი.
_გვანულა... - დაუძახა დაბალ ხმაზე.
_ჰმმმმმმმ - გაისმა გვანცას მოგუდული ხმა.
_შვილო, იცი რა დღეა დღეს?
_რა, სამსახურში დავაგვიანე? - უცებ გიჟივით წამოყო თავი გვანცამ. თმა გაფიებოდა, გაბურძგნოდა და ერთი შეხედვით სასაცილო შესახედავი იყო.
_რა სამსახური შვილო, დღეს შენი ქორწილია, ქორწილი. - იცინოდა უფროსი შენგელია.
_ქორწილი. - წამოიძახა უცებ და თვალები ისე ფართოდ გაახილა, თითქოს ერთი კვირის გამოსახედს ერთად იყურებაო, - ჩემი ქორწილია დღეს, ხო, რა თქმა უნდა, დღეს ხომ ქორწილი მაქვს. - უცებ წამოხტა საწოლიდან, - რომელი საათია?
_თერთმეტი შესრულდა უკვე.
_რააა? აქამდე რას ვშვებოდი?
_გეძინა, შვილო, გეძინა.
_სასწრაფოდ პირსახოცი მჭირდება, აბაზანაში უნდა შევიდე. სტილისტი თორმეტზე მოვა. მანიკური, პედიკური, კაბის ჩაცმა... - ბუტბუტებდა შენგელია და თან ფაცი-ფუცით კარადაში იქექებოდა.
_ასე ძალიანაც ნუ იჩქარებ, უშენოდ მაინც არაფერი ჩატარდება, - გულიანად გაეცინა მალხაზს.
_თქვენ მზად ხართ?
_ჩვენ მზად ვართ, მხოლოდ ტანსაცმელს გამოვიცვლით და ეგაა. იქამდე, ლუკაც მზადაა.
_ვაიმე ჩემი სიცოცხლე ბიჭი. ჩემი პატარა კაცი. - სირბილით გავიდა ოთახიდან. ლაქით მოპრიალებულ იატაკზე გასრიალდა, როგორც თხილამურებით თოვლზე და სრიალით შევიდა სამზარეულოში.
_ნელა გოგო, ნელა... რა ამბავია, ხომ მშვიდობაა? - ჰკითხა პაატამ და მეგობარს გადაეხვია.
_აუ რა კარგია აქ რომ ხაართ.
_აბა სად ვიქნებოდით... შე ძილის გუდა.
_დედა რატო არ გამაღვიძე აქამდე? ნუც როგორ ხარ? - ერთდოულად ყველაფრის ერთად ლაპარაკს ასწრებდა გვანცა. - ლუკა სად არის?
_მოითქვი სული, მოითქვი. - იცინოდა ახალაძე.
_მიდი, მიდი იბანავე. ლუკას სძინავს.
_კარგი გავედი. აუ ტელეფონი სადაა? თორნიკეს უნდა დავურეკო. - თქვა სამზარეულოდან გასვლისას.
_კარგადაა სიძე ბატონი, ახლა ვნახე, რომ ამოვდიოდი ეგ გარეთ გადოდა. მოვახსენე შენი ძილისგუდობის ამბავი და გვიბრძანა არ გააღვიძოთ, გამოიძინოსო. - მოახსენა პაატამ პომპეზურად. შენგელიას სითბო ჩაეღვარა გულში და თვალებში ვარსკვლავები აუკიაფდა. უხმოდ გამობრუნდა უკან და სწრაფად შევიდა აბაზანაში.


შუადღის ორის ნახევრისთვის დედოფალი მზად იყო.
მღელვარებამ, ხალხმა და ფუსფუსმა იმატა შენგელიების სახლში.
გვანცა თავის ოთახში იყო. სარკის წინ იდგა და თავის ორეულს აკვირდებოდა.
მეტად ნაზი კაბა ეცვა.
ფერიას ჰგავდა.
თმა მთლიანად ჰქონდა მაღლა აწეული და დაგორგლილი. ასე კარგად სჩანდა მისი სახის და თვალების სილამაზე. თმაში კი ფატა ჰქონდა ჩამაგრებული, რომელიც, თითქმის იატაკს წვდებოდა და რომელსაც ვერცხლისფერი არშია ჰქონდა შემოყოლებული.
სადედოფლო კაბაში კარგად იკვეთებოდა შენგელიას მაღალი მკრდი და გედივით მოღერებული ყელი.

კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მანანა შემოვიდა ოთახში. ისიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. ბორდოსფერ კაბაში.
_დედი, თორნიკემ მანქანა გამოგზავნა უკვე. წასვლის დროა. - თქვა და ხმა აუთრთოლდა. თვალები ცრემლით აევსო.
_მანანა ბიცოლა, ოღონდ ახლა არ იტიროთ, ძალიან გთხოვთ. - ნუცა მივიდა და მეგობრის გულაჩუყებულ დედას გადაეხვია. გვანცაც სატირლად მოემზადა.
_სენტიმენტები მოიშორეთ ახლა! - ბრძანება გასცა ახალაძემ და ფართედ შეაბიჯა ოთახში. თან მისთვის დამახასიათებელი ღიმილით იღიმოდა, არა უფრო, იკრიჭებოდა.
_ვეცდბი, მაგრამ რთული... - თქვა მანანამ და თითებით თვალის უპეები ამოიმშრალა.
_ჰე, გავედით ახლა. გვლოდება ხალხი ეკლესიაში. - დააჩქარა პაატამ ყველა.
გვანცამ ოთახს თვალი მოავლო, შემდეგ სახლს. სახეზე გულისწყვეტა აღბეჭვდოდა.
_ნუ გეშინია, შორს არ გიწევს წასვლა, აგერ ხარ ორი სართულით დაბლა, მეტი კიარა. - უთხრა სიცილით ახალძემ, რომელსაც არ გამოპარვია მეგობრის გამომეტყველება. გვანცას გაეცინა და თმა აუბურძგნა ბიჭს.
_რას შვები გოგო, რადიოზე დაყენებულ „პრიჩოსკას“ როგორაა რომ ექცევი. - ყველას გაეცინათ. მხიარული სახეებით გამოვიდნენ ბინიდან. ბოლო მალხაზი იყო. კარი გასაღებით ჩაკეტა და კიბეებს დინჯად ჩაუყვა. თავს იკავებდა, რომ ატირებოდა.
უსაზღვრო სიხარულთან ერთად, აუღუწერელი დარდიც შეჰპარვოდათ გვანცას მშობლებს. ისეთი დარდი, მხოლოდ მშობლებს რომ იპყრობს, შვილის ქორწილის დღეს.

კორპუსის წინ თეთრი ლიმუზინი იდგა და დედოფალს ელოდა.
გული ამოვარდნას ჰქონდა გვანცას.
თითქმის ყველა ფანჯრიდან იცქირებოდნენ ინტერესიანი თვალები. ყველას აინტერესებდა, თუ როგორი იყო დედოფალი.


• * * *
_თორნიკე დამშვიდდი, კარგი? - ნენე ძმის გვერდით იდგა და ღიმილით უსწორებდა ბაბთას კისერზე.
_მშვიდად ვარ ნენე. - დაბოხებული ხმით თქვა კაცმა და საათს დახედა.
ნენეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეცინა.
_მძღოლს ველაპარაკე, ხუთ წუთში აქ იქნებიან, - თქვა ბესომ და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
ავალიანი სახეზე წამოხურდა.
_არ მინდა რა, ეს პეპელა, მომხსენი დავიგუდე, - უთხრა ნენეს და ბაბთის მოსახსნელად მოემზადა.
_ხომ არ გაგიჟდი, მოიცადე რა უნდა მოიხსნა, რა გგუდავს, დამშვიდდი რა გეხვეწები, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ და ნუ ღელავ. ბედნიერების ნუ გეშინია! გესმის? - თხოვნა ერია დის ხმაში. თორნიკე ჩაცხრა. ნენემ ისევ გაუსწორა ბაბთა და ძმას მოეხვია.

სამების საკათედრო ტაძარში მოეყარათ თავი სტუმრებს. ყველა დედოფლის მოსვლას ელოდა. თორნიკე მეჯვარესთან ერთად უკვე საკურთხეველთან იდგა. გვანცას გადაწყვეტილებით, ეკლესიაში უნდა შეხვდედროდნენ ერთმანეთს. ავალიანსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. მამაოც მზად იყო ჯვრისწერის ცერემონიის შესასრულებლად.
უცებ ტაძარი მგალობლების ხმამ გაავსო. ისინი საეკლესიო მრავალჟამიერს გალობდნენ.
ტაძრის მთავარ შესასვლელ კარში კი გვანცამ და მალხაზმა შეაბიჯა. უკან მაყრები მოყვებოდნენ.
საგალობლის ფონზე უახლოვდებოდა გვანცა თორნიკეს. იმ წამს ორივეს სუნთქვა შეჰკვროდათ. იმ წამს ისინი ირვლივ ვერავის ამჩნევდნენ, ისინი მხოლოდ ერთმანეთით არსებობდნენ.
ავალიანს ფერი არ ჰქონდა სახეზე. უყურებდა გვანცას და მისი სილამაზით განცვიფრებული დავიწყებას მისცემოდა ყველა და ყველაფერი. წამით ისიც კი დაავიწყდა, რომ ქორწილი ჰქონდა.
ნელა მიაბიჯებდა მამა-შვილი. უფროს შენგელიას მუხლები უცახცახებდა. გული სიხარულით ევსებოდა და თავი ამაყად იდგა შვილის გვერდით. როდესაც უთხრა გვანცამ „შენ უნდა მიმიყვანო საკურთხეველთანო“, თავიდან იუარა, ეგ რა წესიაო, აგერ სახლში მოვიდეს, დავილოცებით თითო ჭიქა შამპანურით და აქედან წახვალო. „მამა, არ მომწონს ეს ქართული დამახინჯებული წესები. ეს არი ჩემი დღე და მინდა ლამაზი იყოს. სასმელით დალოცვა არ მესმის მე. თუ ჩემი დალოცვა გინდა, შენივე ხელით მიმიყვანე საკურთხეველთან, იქ, უფლის, ხატების და ჩემი საქმროს წინაშე დამლოცე. განა რთულს გთხოვ რაიმეს?“ მალხაზს გონებაში დაუჯდა ნათქვამი და დათანხმდა. „მა, ძალიან რომ მიყვარხარ, ხომ იცი? და სწორედ ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩემი შენდამი უდიდესი პატივისცემაა. მე ასე ვეცადე, მეტი, როგორც შვილს არ შემიძლია და ვერც შევძლებ შენი ამაგის გადახდას“. მანანა შორიდან ადევნებდა მამა-შვილის საუბარს ყურს და სიხარულის ცრემლებს იმშრალებდა.
და ახლა მიაბიჯებდნენ ისინი ამაყად და მამა-შვილური სიყვარულით სავსენი. დრო და დრო, თვალს მოავლებდა შვილს უფროსი შენგელია და მაშინვე აარიდებდა, არ უნდოდა ცრემლი გასჩენოდა მის თვალებს.
ისევ ისმოდა მრავალჟამიერი ტაძარში. სტუმრებმა ემოციის გარეე ვერ შეძლეს ამ ყველაფრის ცქერა. ყველას ჟრუანტელუ უვლიდა ტანში და ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.

მალხაზმა შვილი საკურთხეველთან მიიყვანა. გვანცას ხელი ხელებში მოიქცია და ათრთოლებული ხმით უთხრა:
_ უფლის, ხატების და შენი მომავალი ქმრის წინაშე გლოცავ. მინდა ძალიან ბედნიერს გხედავდე. - მერე შვილს მოეხვია და გულში ჩაიკრა...скачать dle 11.3



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე რა მაგარიაა <3 თან მგონი პირველი ვაარ <3 გამახარეე <33 იმედია ისეთი არაPელი არმოხდებაა რო მე გულის გამისკდეს :)) მალე დადეე რაა <# საუკეთესოო ხაარ <3

 


№2  offline წევრი dadeshqeliani

პიირველი ვაარ <3 წავიკითხავ ახლა <3

dadeshqeliani
პიირველი ვაარ <3 წავიკითხავ ახლა <3

ჩემი კეკე <3 ჩემი თბილი,როგორ მიყვარს ეს წყვილი შე არ ივი ავტორ love ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე love გთხოვ რა ცოტათი მალ-მალე დადე,სულ ცოტათი.

 


№3 სტუმარი mari

opaaaaa jigar.....ai es iyo tavi gogo shemdegi upro didi tavi gvinda...xom gvinda mkitxvelebo?ki gvinda.....sagol magari iyo iffffff

 


№4 სტუმარი ფარი

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

სად დაამთავრებ ხოლმე რა.უმაგრესი ხარ.

 


№6  offline მოდერი ლილიანა

რა კარგი იყო,გვანცას რეაქციამ ქორწილის დილას გაღვიძებაზე ჩემი თავი გამახსენა,ზუსტად ასეთი რეაქცია მქონდა :):):)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline წევრი Indigo

ძაან მაგარია. ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ რო დაასრულებ მოთხრობას სრულადაც დადე რა... <3 :)
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline წევრი სესილია

კარგი იყო კეკე, იმედია მომდევნო თავს მალე დადებ love

 


№9  offline წევრი პილმაუ

au ra kargi iyooo ^_^

 


№10 სტუმარი lizazu

მოუთმენლად ველი პირველ ღამეს :D

 


№11 სტუმარი mari

umagresiaaa raa

 


№12 სტუმარი ფარი

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№13 სტუმარი Tikaa

ძაან დიდი ბოდიში,ნამდვილად არ გაყენებთ შეურაცხყოფას,მაგრამ...სანტა ბარბარასავით გაიწელა უკვე:)ბავშვის ნათლობა არ გამომაპაროთ!:))

 


№14 სტუმარი vendi))))

keke ''chemo'' keke rogor maxareb da mabedniereb am motxrobit shenxo ar ici. mixaria rom arsebob da mabenierebs sheni motxrobebi. saukeeso xar da martla miyvarxar ''chemeburad'' :* magari xar

virtualurad magram mainc miyvarxar

 


№15  offline მოდერი Keke27

სეზონი განახლდება მალე )))))

გმადლობთ, რომ ითმენთ....
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№16  offline წევრი masu

Auuu dzaan magaria <3 mara male dade ra <3

 


№17 სტუმარი vendi))))

axali tavi male iqnebaa??

 


№18  offline წევრი p♥♥h ^^

Ra gechqareba :-)
Iqita tvidan daiwye an tundac axali wlidan. Shen xom zustad ici rom geyoleba mkitxveli
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№19  offline წევრი KGB

Dzalian gacele ukve da cota mosabezrebelia
Tan agvianeb tavebs da mavickdeba cina tavis shinaarsi axals rom deb
Ar sheudzkeba ase
Tu daicke unda daamtavro

 


№20 სტუმარი mari

ra wavikitxe tu maxsovdes ra..kai ra agarc mainteresebs ukve..

 


№21  offline მოდერი Keke27

ხმას არ ვიღებ...

ვწერ და ავტვირთავ 12მდე თუ არა 12ის მერე მაინც.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent