შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (46)


24-11-2015, 20:36
ავტორი Keke27
ნანახია 10 361

დილის ხუთი საათი სრულდებოდა. გვანცას მშვიდად ეძინა ქმრის გულზე. ავალიანი კი ოფლში გაწუმპულიყო და თავს აქეთ-იქეთ აქნევდა. წარბები შეეჭმუხნა, სახე მოქუფვროდა...
მსხვერპლი მიზანში ამოიყვანა. ქალი იყო. სახე შავი ნიქაბით დაემალა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა... იმ წამებში სნაიპერისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა სამიზნის სქესს... გასროლა განახორციელა... გულის არეში ცხელმა ტყვიამ გაიარა და სუნთქვაც შეჩერდა... ქალი მოწყვეტით დაეცა ძირს. ფართედ გახელილი თვალებით სიკვდილს ჩახედა თვალებში...
ავალიანს შეშლილი სახით გამოეღვიძა. ჩქარა და მძიმედ სუნთქავდა. ცივი ოფლი ასხმადა და ნაკადულივით უღარავდა სახეს.
შენგელია ოდნავ შეირხა ქმრის მოძრაობაზე. კაცს ნელ-ნელა ჩაუწყნარდა სუნთქვა, მძინარე ცოლს რომ დახედა. თმაზე მიეფერა და ფრთხილად გადააწვინა ბალიშზე, თვითონ კი ადგა, ხალათი მოიცვა და სიგარეტის კოლოფი აიღო, ფანჯარა ფართედ გამოაღო და სიგარეტს მოუკიდა. დინჯად და ჩაფიქრბული ეწეოდა. თან ცაზე შეპარულ გარიჟრაჟს უყურებდა...
ბოლოს ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა. ღრმად ამოიოხრდა და ოთახში შებრუნდა.
გვანცას მშვიდი, უდარდელი, ბავშვური ძილით ეძინა. ღიმილი მოეფინა თორნიკეს სახეზე. ბედნიერებისგან გააჟრჟოლა.
ფრთხილად მიუწვა გვერდით. ცდილობდა არ გაღვიძებოდა, სუნთქვაც კი შეიკრა წამით.
დიდხანს უყურა მძინარე ცოლს. ხან ეღიმებოდა, ხან კი, სევდა იპყრობდა.
თითქმის კარგად გათენებულიყო ძილი რომ მოერია და ჩაეძინა.


ძილში დაჟინებული მზერა იგრძნო. გული გაუთბა. ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში, თუმცა არ განძრეულა.
გვანცა მძინარე ქმარს დაჰყურებდა. გული გამალებით უცემდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. მოშიშვლებულ ზურგს ფაფუკად დაუსვა თითები. თორნიკეს კანზე პატარ-პატარა ბურთები ამოებურცა, დაბურძგლა. შენგელია ახლა უფრო ახლოს მიუჩოჩდა კაცს და მხარზე ფრთხილად შეახო ტუჩები. მერე გადაანაცვლა. კისრისკენ გაუყვა... ავალინმა მეტს ვეღარ გაუძლო და ცოლი მკლავებში მოიქცია.
_შემაშინე, - უთხრა სიცილით გვანცამ.
_რამ შეგაშინა?
_მეგონა გეძინა და უცებ რომ წამოხტი, ლამის გული გამისკდა.
_წამოვხტებოდი აბა რას ვიზამდი, მოსვენებას არ მაძლევ და.. - ვითომ სერიოზული ტონით თქვა კაცმა და მარწუხებივით შემოუჭირა მკლავები ცოლს. თან ტუჩებს დასწვდა და ვნებიანად აკოცა.
_კარგი, თუ გაწუხებ ავდგები და წავალ. - ახლა გვანცამ დაასერიოზულა ტონი.
_რას იზამ? - ცალი თვალი მოჭუტა და ყური მიუშვირა, თითქოს ვერ გაიგო ნათქვამი თორნიკემ.
_წავალო, წავალო. - ჩასძახა ყურში გვანცამ.
_კარგი, წავიდეს, მაგრამ მანამდე მაგრად ჩამეხუტოსო. - უთხრა ღიმილით კაცმა და ყელზე აკოცა. შენგელიას თვალები მიენაბა.
_გადავიფიქრეო წასვლაო, - უთხრა სიცილით. ავალიანსაც გაეცინა.
_რა მაგარი შეგრძნებაა, იმის გააზრება, დილით ქალის მოფერება რომ გაღვიძებს და ის ქალი შენი ცოლია... - სრულიად სხვა ხმით წარმოსთქვა მამაკაცმა და ვნებისგან ამღვრეული თვალებით მოავლო მზერა მკლავებში გამომწყვდეულ და სუნთქვა არეულ შენგელიას....

• * * *

„ყურადღება, ყურადღება! მიმდინარეობს რეგისტრაცია რეისზე თბილისი - შარმ ელ შეიხის მიმართულებით, გთხოვთ გამოცხადდეთ პირველ გასასვლელთან“.
_თქვენი რეისია, - მიმართა მალხაზმა შვილს და სიძეს.
_ხო ჩვენია. - დაუდასტურა გვანცამ.
_მშვიდობიანი მგზავრობა დედი, - მანანა შვილს გადაეხვია. მერე სიძესაც მოეხვია.
_მზეზე სათვალეების და ქუდების გარეშე არ გახვიდეთ იცოდეთ, - დააწია ესკალატორზე ამავალ ძმას და რძალს ნენემ.
_აბა ჰე, თქვენ იცით, კარგად დაისვენეთ ბავშვებო, ოღონდ ბევრი არ იცელქოთ. - ახლა ახალაძე გამოვიდა სიტყვით.
_დედი, როგორც კი ჩახვალთ, მაშინვე დაგვირეკეთ, ხომ იცი ვერ მოვისვენებ.
_სინას მთაზე რომ წახვალთ, თბილად ჩაიცვით...
_საბუთებს გაუფრთხილდით, სასტუმროს ნომერში არ დატოვოთ...
რჩევების მიცემაში ერთმანეთს ეცილებოდნენ და წამებში ცდილობდნენ სათქმელის თქმას.
პაატამ უყურა, უყურა მათ და თითქმის ბოლო საფეხურზე იყვნენ ესკალატორის, გვანცა და თორნიკე, რომ უცებ მტელი ხმით დაიძახა:
_ილუმინატორი არ გააღოთ მგზავრობისას, არ დაგგრილოთ უცებ აღმოსავლეთის ქარმა. - ყველა გაჩუმდა. გამვლელებიც კი შედგა და ახალაძეს მიაჩერდნენ. მერე ყველას ერთდროულად გაეცინათ.
_ამის დაჭკვიანება არ იქნება, - სიცილით თქვა თორნიკემ და ცოლს ხელი გადახვია.
რამდენიმე ათეული წუთის შემდეგ თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან ჰაერში აიჭრა.


ღამით, ზემოდან დანახული ეგვიპტე საოცარი სანახავია.
გეგონება ქუჩებში თითქოს ოქროს ფარდაგებია დაფენილი და მათი ბზინვარება ცამდე აღწევს.

როგორც კი გამოვიდნენ აეროპორტიდან, მაშინვე მიელამუნათ სახეზე ოაზისის სურნელით გაჯერებული ჰაერი.
ერთმანეთს კმაყოფილი ღიმილით გადახედეს.
ბარგი სასტუმროს ნომერში მოათავსეს. თავად კი გარეთ გამოვიდნენ ქალაქის დასათვალიერებლად. ხელი-ხელ ჩაკიდებულნი და ბედნიერი ღიმილით დააბიჯებდნენ შარმ ელ შეიხის ქუჩებში. გზა და გზა, ადგილობრივი ვაჭრები ხვდებოდნენ და სუვენირების შეძენას სთავაზობდნენ.
ბარებიდან მხიარული სიცილის და საუცხოო მუსიკის ხმა ისმოდა.
_წამო შევიდეთ, - ერთ-ერთი ბარისკენ წავიდა თორნიკე. გვანცაც უკან დაედევნა.
ცარიელი მაგიდა მოიძიეს და მოკლალთდნენ. წამებში მიმტანი გაჩნდა მათთან. ვიზუალზე ეტყობოდა, რომ ადგილობრივი მცხოვრები იყო.
_მარჰაბა, - მიესალმა, არაბულად, ავალიანი. გვანცას და მიმტანს ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ, სასიამოვნოდ გაოცდნენ.
_მარჰაბა. - დაუბრუნა სალამი ბიჭმა, - აჰლან ვა საჰლან, - დააყოლა თან მხიარული ხმით.
_რაო, რა მინდაო? - დაინტერესდა შენგელია.
_კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო, - უთარგმნა თორნიკემ.
_აჰა, გასაგებია, - თქვა გვანცამ, მერე მიმტანს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა - შუქრან, - მადლობა გადაუხადა.
თორნიკეს გაეცინა. მიმტანსაც.
_კოქტეილი შევუკვეთოთ ხო?
_იყოს კოქტეილი.
ბიჭმა შეკვეთა ჩაინიშნა და ღიმილით დატოვა მათი მაგიდა.
_არაბული საიდან იცი? - ჰკითხა შენგელიამ ქმარს.
_ერაყში ყოფნისას ვისწავლე, ელემენტარული სალაპარაკო.
_ჩემი ნიჭიერი, - ღიმილით შეაქო გვანცამ.
_გავწითლდე? - გაეცინა ავალიანს.
_იცი გაწითლება? - კისკისებდა გოგონა.
_ჰმ, მარტო გაწითლება? ფერებს ვიცვლი.
_ვაიმე, რა ყოჩაღი ქმარი მყავს.
_როგორ თქვი? - ხმა დაუთბა კაცს და ანთებული თვალებით მიაჩერდა ცოლს.
_მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქმარი მაყავს. - თქვა შენგელიამ და მანაც ანთებული თვალებით შეხედა თორნიკეს.
_ჩემი ბედნიერება ხარ, უეცრად მოვლენილი ბედნიერება. არსაიდან გაჩენილი და ამავე დროს დიდი ხნის წინ დაგეგმილი... - გვანცას ხელი მარჯვენაში მოიქცია და მხურვალე ტუჩებით ფრთხილად ეამბორა.
_ყველაზე მეტად ის სიყვარული მიყვარს შენ რომ განიცდი ჩემს მიმართ. შენი ემოცია ჩემს დანახვაზე... როცა ვხედავ როგორ ფართოვდება თვალის გუგა როცა მიყურებ... სუნთქვაც კი გეცვლება ჩემთან ახლოს რომ ხარ... იცი, როგორი ბედნიერი ვარ? აი განუსაზღვრელი ვადით ვარ ბედნიერი და მე არ მეშინია ამ ბედნიერების... მე ბედნიერი ვარ გუშინდელი დღით, დღევანდელი დღით, ამ წამებით, ახლა როცა ასე ახლოს ხარ ჩემთან, ახლა როცა შენი ცოლი მქვია და ახლა როცა შენს თვალებში უსაზღვრო სიყვარულს ვკითხულობ... არ მაინტერესებს რა იქნება ხვალ, ზეგ, ან მის შემდეგ, მე დღეს ვტკბები შენით... მე ამაყი ვარ, რომ შენ ჩემი ქმარი ხარ. - დაასრულა შენგელიამ გულიდან წამოსული სიტყვები და ქმრის ხელი გულში ჩაიხუტა.
მთელი სხეული უთრთოდა მამაკაცს, მეტის-მეტი სიხარულისგან, მუხლები უკანკალებდა და ღიმილი გაფანტვოდა სახეზე.
მიმტანმა შეკვეთა მიიტანა.
თორნიკემ მადლობა გადაუხადა და კიდევ უთხრა რაღაც არაბულად. გვანცამ მხოლოდ ერთი სიტყვა გაიგო. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ავალიანს და ისევ ღიმილით დაეცალა მაგიდას.
_ცოლიო, ყური მოვკარი რაღაცას, რა უთხარი? - ჰკითხა მაშინვე.
_შენ საიდან იცი, არაბული სიტყვები, ერთი ეს მითხარი. - გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი კაცმა.
_მე? მე იქედან, ბრუკლინიდან... პაკისტანელი მეზობლისგან, - სიცილით გასცა პასუხი.
_რას მატყუებ ახლა, ისინი ხომ ურდუზე ლაპარაკობენ?
_კი, მაგრამ არაბულიც იციან, ყურანს ხომ არაბულად კითხულობენ.
_მოსწრებული პასუხი იყო.
_მოსწრებული არა, სწორი პასუხი იყო. - თქვა გამარჯვებულის ხმით შენგელიამ და კოქტეილიანი ჭიქა ხელში წამოწია, - შენ გაგიმარჯოს, შენს არსებობას გაუმარჯოს და ჩემში არსებულ თორნიკე ავალიანს გაუმარჯოს... - თქვა ღიმილით და სასმელი ნახევრამდე დალია.
_დამითვრები შენ მე, ვატყობ. - ჩაეცინა კაცს და ლოყაზე უჩქმიტა მსუბუქად გოგონას.
უცებ ბარში “Happy birthday” - ის მუსიკა ჩაირთო. გვანცამ გაოცებით და მოულოდნელობით სავსემ შეხედა მომღიმარ ქმარს.
_არ არსებობს, - წამოიძახა და სახეზე ხელები აიფარა. მიმტანი ბიჭი პატარა ნამცხვრით და ნამცხვარზე დამაგრებული ერთი სანთელით უახლოვდებოდა მათ მაგიდას.
_დაბადების დღეს გილოცავ, - ჟრუანტელის მომგვრელი ხმით და ღიმილით წარმოსთქვა ავალიანმა.
იუბილარს თვალები აუცრემლიანდა. რომ არ ატირებოდა სახეზე ხელები დაიფრილა.
_სურვილი ჩაიფიქრე.
გვანცამ თავლები დახუჭა და სურვილი ისე ჩაიფიქრა. მერე კი სანთელი ჩააქრო.



ბარში ისევ გაგრძელდა სასიამოვნო მუსიკა. ადამიანები თავიანთ მაგიდებს მიუბრუნდნენ.
_წამო გარეთ წავიდეთ, სუფთა ჰაერზე, - თორნიკე ფეხზე წამოდგა. გვანცაც ადგა.
_აუ, ძალა არ მაქვს, ორი ჭიქა დავლიე მხოლოდ და მუხლებს ვერ ვგრძნობ, - დაიწუწუნა შენგელიამ და ხელი ჩასჭიდა ქმარს.
_დაღლილიც ხარ, ავიდეთ ნომერში, აჯობებს დავისვენოთ, კარგი?
_მგონი ეგრე სჯობს, კი....


ძალიან შთამბეჭდავი ხუთი დღე გაატარეს ჩვენი რომანის გმირებმა ეგვიპტეში ყოფნისას.
მოინახულეს, გიზას პირამიდა, ფარაონის ეპოქის დროის ძეგლები, სამეფო მინდორი, ლუქსორი, მემფისი, პომპეუსის სვეტი და „კომ-აშ-შუქქაფა“ - ს ქვაბული, რომელიც მეორე საუკუნეშია გაშენებული და სამასამდე გვამს იტევს. ყველაზე დაბალი დონე ახლა უკვე ჩაძირულია. ხვეულ კიბეს პირველ ორ სართულზე მივყავართ, სადაც ეგვიპტური, ბერძნული და რომაული სიმბოლოებით აღჭურვილი საბანკეტო დარბაზი და მთავარი საფლავია.
შეიძინეს სხვადასხვა სუვენირები და რუჯ მოკიდებულნი და კმაყოფილებით სავსენი დაბრუნდნენ თბილისში.

• * * *
აპრილს მაისი მიჰყვა და გაზაფხულიც მიიწურა.

დილით მაღვიძარას მაგივრად ყავის სურნელმა გააღვიძა. საწოლში ზანტად გაიზმორა. ნახა, რომ ავალიანი არ იწვა. სწრაფად წამოხტა საწოლიდან და კარისკენ გაემართა. უცებ სისუსტე იგრძნო, თვალთ დაუბნელდა და შებარბაცდა. რამოდენიმე წამს თვალბი დახუჭული ჰქონდა. წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, ფეხის ხმა რომ შემოესმა. ძალა მოიკრიბა და ოთახის კარი გამოაღო.
_თა-რააა. - დაიძახა მხიარული ხმით და ხელები გაშალა. თორნიკე არ მოელოდა გვანცას მიგებებას და წამით შეცბა, მერე კი ფართედ გაეღიმა.
_რა გიჟი ხარ.
_დიახ, გიჟი ვარ. - თქვა ამაყად.
_მერე რა გიხარია?
_გიჟი და მოწყენილი გინახავს ვინმე აბა? - გულუბრყვილოდ იკითხა შენგელიამ და ქმარს ჩაეხუტა. მოშიშვლებულ გულ-მკერდს სახე მიადო და გაიყუსა.
კაცმა მისი ღონიერი მკლავები გალავანივით შემოაჭდო და გაბუძგულ თმაში თავი ჩარგო. ღრმად ისრუტავდა ცოლის სურნელს, რომელიც ყველასგან გამორჩეული იყო.
_ყავა გააკეთე? - ქვემოდა ახედა და ისე ჰკითხა.
_კი, გავაკეთე. შენთვის უშაქრო. - უპასუხა და ცხვირზე აკოცა.
_დავიბან ხელ-პირს, ჩავიცვამ და გამოვალ სამზარეულოში.
_მიდი.


სახეზე ცივი წყლის შესხმამ ცოტა ძალა შემატა. სარკეში საკუთარ ანარეკლს რომ შეხედა შეეშინდა წამით. თვალის უპეები ჩასცვენოდა. ფერი დაკარგვოდა და საშინლად დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა.
თმა გადაისწორა სახელდახელოდ. ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა.
ფანჯარა ღიად იყო და სასიამოვნო დილის ჰაერი შემოდიოდა ოთახში. სახლში დაბალ ხმაზე რადიო იყო ჩართული და ყველაფერი ერთად, საოცარ გარემოს ჰქმნიდა.
_როგორ მიხაროდა შენს ფანჯარაში შუქს რომ დავინახავდი. - თქვა გვანცამ და მაგიდას მიუჯდა. - თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობდი. და მანქანა? - ჩაეცინა, - გული შემიქანდებოდა ხოლმე კორპუსის წინ რომ მოვკრავდი თვალს..
ავალიანს გაეღიმა.
_ხომ დაგიტოვე მერე შუქი ანთებული, რომ წავედი...
_ჩემი თბილი და ყურადრებიანი ბიჭი, - ბავშვივით გამობურცა ტუჩები შენგელიამ და ისე თქვა.
_რაღაც ეს ბოლო კვირაა კარგი ფერი არ გაქვს. - ეჭვით თქვა თორნიკემ და ყავიანი ჭიქა გაუწოდა ცოლს.
_ცოტა სისუსტეს ვგრძნობ, ძალიან ვიღლები სამსახურში, თან დამატებითი საათები რომ ავიღე...
_აუცილებელია ეს საათები?
_სტუდენტებს ვჭირდები, რა ვქნა...
_კი, მაგრამ თავსაც უნდა გაუფრთხილდე, ეგეც მე უნდა გასწავლო?
_ისიც მყოფნის შენ რომ მიფრთხილდები, - სასაცილოდ გაიკრიჭა გვანცა და ყავა მოსვა. - ვაიმეეე, - წამოიძახა უცებ და ფეხზე წამოდგა.
_რა მოხდა? - შეშფოთდა თორნიკე.
_რა მაგარი მუსიკა დაიწყო, აუწიე რა, უნდა ვიცეკვო. - უთხრა სულ-მოუთქმელად.
_ვაახ ჩემი... რას გავს გვანცა შენი საქციელი, რა არ ვიფიქრე უცებ, მეთქი რა მოუვიდა-თქო.- სიბრაზემ მოიცვა კაცი და განრისხებულმა ყავიანი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო. თვითონ კი ოთახიდან გავიდა.
_რა მოუვიდა? - იკითხა შენგელიამ თავისთვის და წარბები შეყარა. მერე ბეჭები აიწურა და ყავა უდარდელად მოსვა.
_თორნიკეე, - გასძახა ორიოდე წუთის შემდეგ. თორნიკემ პასუხი არ გასცა. ადგა და თვითონაც გავიდა სამზარეულოდან. ავალიანი მისაღებ ოთახში ტახტზე იჯდა და ტელეფონის ეკრანს ჩასჩერებოდა. - თორნიკე, - დაუძახა კიდევ ერთხელ შენგელიამ. ავალიანმა ისეთი სახით გამოხედა ცოლს, რომ გვანცა მიხვდა, სერიოზულად იყო გაბრაზებული.
_კარგი ახლა, ასეთი რა გაწყენინე? - ჰკითხა შერბილებული ტონით და გვერდით მიუჯდა. კაცმა არც ამჯერად გასცა პასუხი. „რაღაც უნდა ვიღონო“ გაიფიქრა გოგონამ და საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო. - არის! - წამოიძახა ისევ, მოულოდნელად. არც ამ შეძახილს ელოდა ავალიანი. მოთმინება მოიკრიბა და ღრმად შეისუნთქა, თან კბილები გააღრჭიალა. გვანცა ადგა, კომპიუტერში სიმღერა მოიძია, ჩართო და ხმას ბოლომდე აუწია.
Royksopp-ის - Here She Comes Again- მა
გადაფარა რადიოს ხმაც და ღია ფანჯრიდან შემომავალი ქუჩის ხმაურიც.
შენგელიამ ცეკვა დაიწყო. ცეკვავდა ნელა და გამომწვევად. სხეულს ისე არხევდა თორნიკემ ცდუნებას ვერ გაუძლო და წარბებს ქვემოდან გამოხედა. გვანცა გათამამდა, პერანგის ღილები შეიხსნა და სავსე მკერდი, რომელიც შავი ბიუსჰალტერით იყო შემოსილი, გამოუჩნდა. კაცი ადგილზე აწრილდა. ტელეფონი გვერდზე გადადო, ფეხი ფეხზე გადაიდო და შეკავებული ღიმილით დაუწყო ცოლს ყურება. პერანგს კაბაც მიჰყვა, რომლის ელვა შესაკრავი წამში გახსნა გოგონამ და შიდა თეთრეულის ამარა დარჩა. ასე განაგრძო ცეკვა. უნაკლო სხეულს ისე გრაციოზულად არხევდა შენგელია და აყოლებდა მუსიკას, მამაკაცს ვენები დაებერა, სუნთქვა გაუხშირდა და ვნება წამოეშალა. ჯერი ბიუზჰალტერის გახსნაზე მიდგა, სალტები ფრთხილად და ხელის ნელი მოძრაობით გადაიწია ბეჭებიდან და ის იყო დოგმა შესაკრავი უნდა გაეხსნა, რომ ავალიანი ფეხზე წამოდგა უცებ.
_სდექ! დანარჩენის გახდა მე მომანდე, - უთხრა სიცილით. ახლოს დაუდგა. ამღვრეული თვალებით მოავლო მზერა ცოლს, ხელში წამოწია და მუცელზე შემოისვა. - ყველანაირად შეგიძლია ჩემი ჭკუიდან გადადგომა, ვინ ხარ ასეთი? - ბუტბუტებდა კაცი და თან ვნებიანად უკოცნისა ტუჩებს და ყელს გოგონას....скачать dle 11.3



№1 მოდერი sameone crazy girl

ამ წყვილზე მაბოდებს love love შენგელიას ასული ნამდვილი გიჟია და თორნიკე უბრალოდ ჩემი აუხდენელი სიყვარულია love love love

 


№2  offline მოდერი bibo

Auuuu magijebs es istoria <3 rato xar aseti kargiiiiiiii.ert dgeshi wavikitxe yvela taviiii umagresia :* :* umagresi wyvilia tornike da gvancaaaaaaaaa :*

 


№3  offline წევრი masu

Auuuu dzaan saybarlebi arian <3 gvanca magari tipia <3 velodebi shemdegs <3

 


№4 სტუმარი sn

yvelaze yvelaze magari xaaaar <3 <3 :-*

 


№5 სტუმარი Qit

Male dadera

 


№6  offline წევრი mani156

ჰეჰეეე მაგარიი იყოო wink

 


№7 სტუმარი elene

რა კრგია როგორ მაბედნიერება ეს წყვილი

 


№8 სტუმარი sevdis peria

Dzaab magari istoria dackebis dgidan vkitxulib da kvelaze dzaan is momcons rim dasasruli ara akvs...dzalian lamazad cer momcins sheni ceris stili,ase gaagrdzele magari kargi gogo xar.mibadzet kvelam kekes istorias da gaazuaret tkveni bedniereba <3<3

sevdis peria
Dzaan myagari istoria dackebis dgidan vkitxulob da kvelaze dzaan is momcons rom dasasruli ara akvs...dzalian lamazad cer momcons sheni ceris stili,ase gaagrdzele magari kargi gogo xar.mibadzet kvelam kekes istorias da gaaziaret tkveni bedniereba <3<3

 


№9 სტუმარი lizazu

მგონი ჩვენი გვანცულა ორსულად არის და ცოტა ხანში უფრო გადადგავს ჭკუიდან თორნიკეს wink მაგარი იყო, რა თამამია გვანცა მომწონს, მომწონს wink

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

ოჰოჰოოოოო ერთი ნახეთ გვანცას რა ამბავში ჩააგდო ბიჭი მაგარი ხარ.

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra magari iyo ❤️girda lodini :)) male dade ra shendegi :))

 


№12 სტუმარი nino kviiciani

Gemrieli tavi iyoo dzaliaaan

 


№13 სტუმარი vendi))))

vaa dzaan magari tavi iyo martla!

 


№14  offline წევრი dadeshqeliani

ჩემო წყვილია ეს love გვანცა და თორნიკე love ავალიანი და შენგელია love მაბოდებს მე ამ ისტორიაზე და მეც მინდა ასეთი ლამაზი სიყვარულის ისტორია love პატალა ბაჭყატი ეყოლებათ ამათ როგორც ვატყობ love შესანიშნავი ხარ კეკე <3 ძალიან ძალიან მიყვარხარ love

 


№15  offline წევრი სესილია

უფსსს კარგი იყო, კარგი, წიგნად უნდა გამოსცე ეს რომანი :) და ერთ ერთი მყიდველი მე ვიქნები :) love

 


№16 სტუმარი Nino

Naxet gvancam reebi chautara magas ar velodebodi zaan magari iyo

 


№17 სტუმარი salo

sityvebit gadmocema ar shemizlia iseti kargi istoria,velodebi sulmoutqmelad,yovel tavs.ase zedmiwevit gamartulad dawerili jer araperi wamikitxiaa,madloba rom amxela bednierebas gvanijebt mkitxvels.

 


№18  offline მოდერი წითური გოგონა

უბრალოდ მიკვირს, საიდან ამოდენა მუზა?
ლამაზი და ვნებიანი თავი იყო!
შენებური იერი დაჰკრავდა დღევანდელ თავს ^^
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№19  offline მოდერი Keke27

თენქიუ ვერი მაჩ გერლს love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№20 სტუმარი ფარი

როდის დადებთ ახალ თავს ძაან გაიწელაა, მალე დადეთ რა გთხოვთ

 


№21  offline წევრი gvanca jejelava

აღაარ აპირებ დადებასს?? sad

 


№22  offline მოდერი Keke27

დავდებ დღეს უეჭველი.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№23  offline წევრი gvanca jejelava

Keke27
დავდებ დღეს უეჭველი.

ველოოდებიით feel

 


№24  offline წევრი Annee

აუ ბოლოზე გადავბჟირდი: დდდ

 


№25 სტუმარი tamuna

Pirveli tavi romeliaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent