შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება გაზიარებით (47)


2-12-2015, 22:17
ავტორი Keke27
ნანახია 10 138

აუდიტორიის კარი ფართედ შეაღო. სტუდენტები ფეხზე წამოიშალნენ.
ლექტორს მხიარული სახეებით მიესალმნენ და თავიანთი ადგლები დაიკავეს.
შენგელიამ სტუდენტებს თვალი მოავლო. შეამჩნია, რომ ჭეიშვილი და ელენე არ იყვნენ.
ის იყო კითხვა დააპირა, ხომ არ იცით რატომ არ არიანო, რომ კარში ისინიც გამოჩნდნენ, თან ხელჩაკიდებულნი.
_’სორი’ პატივცემულო, დავაგვიანეთ, - დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი დაჩიმ.
გვანცას სახეზე ღიმილმა გადაურბინა. მზერა მათ ხელებზე გადაიტანა. კიდევ უფრო ფართედ გაეღიმა და მათკენ წავიდა. ახლოს დაუდგა.
_დაჩი, ელენე, - მიმართა მათ. ჭეიშვილმა თავი აწია და ლექტორს თვალი გაუსწორა, - შეიძლება რომ ჩაგეხუტოთ? - ჰკითხა შენგეიამ.
ორივეს დაბნეულობა აღებეჭდა სახეზე.
_კი, როგორ არა. - ელენე გამოერკვა პირველი.
ლექტორმა ორივეს ერთდროეულად გადაეხვია და მათ გასაგონად თქვა:
_მადლობა, რომ ბედნიერები ხართ. - ეს სიტყვები უფრო დაჩის ეკუთვნოდა. ჭეიშვილს მუხლებში ძალა გამოეცალა. თვალები აეწვა. უნებურად ისე მაგრად მოხვია ცალი ხელი და მიიკრა ლექტორი გულზე, თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გვანცა არ შეწინააღმდეგებია. ადროვა როდის იჯერებდა ბიჭი გულს.
_მადლობა თქვენ ყველაფრისთვის... - თქვა ბუტბუტით ბიჭმა და ნელნელა გაანთავისუფლა შენგელია მისი მკლავიდან.
სამივე იღომოდა.
_დასხედით ახლა და დავიწყოთ ლექცია, - ხმამაღლა თქვა ლექტორმა და აუდიტორიას თვალი მოავლო. სტუდენტებს ფარული ინტერესი და გაკვირვება აღბეჭვდოდათ სახეზე.

მესამე სართულზე, ერთ-ერთი აუდიტორიიდან, დრო და დრო, სიცილ-ხარხარის ხმა გამოდიოდა. შენგელიას ლექცია სიცილზე და მხიარულ განწყობაზე ჰქონდა.

დამატებითი საათები უნივერსიტეტში, გადადო. არ ჩაატარა, რადგან კლინიკაში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მისი ეჭვის დადასტურება ან სულაც, გაფანტვა უნდა.
_ნუც როგორ ხარ? - ტელეფონზე დაქალს დაურეკა, თან სირბილით ქუჩა გადაჭრა.
_კარგად, ვარ. შენა?
_ახლა კლინიკაში მივდივარ...
_რატო, რა მოხდა? - შეიცხადა ნუცამ.
_არაფერი. დამშვიდდი. რაღაც ვერ ვარ კარგად და შემოწმებას გავივლი. შენ გეუბნები მხოლოდ.
_ორსულად ხომ არ ხარ? - მოუთმენლად იკითხა გოგონამ.
_არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ეჭვი მაქვს, რომ კი. - ღიმილით უპასუხა შენგელიამ და კლინიკის კარი შეაღო.
_რა მაგარიააა, - წამოიძახა ნუცამ.
_მერე დაგირეკავ, ახლა მოვედი კლინიკაში.
_გელოდები იცოდე.

ანალიზების აღების შემდეგ, ოდნავ ნერვიულობა შეპარული უცდიდა გამოძახებას.
გამოიძახეს.
_მობრძანდით, დაბრძანდით. - მხიარულად მიიპატიჟა, ნანა ექიმმა, გვანცა.
შენგელია სკამზე ჩამოჯდა და თეთრხალათიანს მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
_მაშ ასე... პირველ რიგში, გილოცავთ. ფეხმძიმედ ხართ. - გვანცას სმენა დაეხშო. ხელ-ფეხი აუკანკალდა. ტუჩები გაუფითრთა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.
_ჩემი ვარაუდი გამართლდა, - თქვა მერე ათროლებული ხმით.
_ დიახ ასეა. ოღონდ ექოსკოპიის გადაღება დაგვჭირდება, რომ უფრო დაზუსტებით დავადგინოთ ორსულობის ვადა. რაც შეეხება სისხლს... მეოთხე ჯგუფის, რეზუს უარყოფითი გაქვთ. ეს ძალიან უიშვიათესი შემთხვევაა.. - ექიმს შეფიქრიანება დაეტყო.
_დიახ, ვიცი. მამაჩემსაც იგივე ჯგუფი აქვს და ჩემს უახლოეს მეგობარს კიდევ. რატომ შეფიქრიანდით ექიმო? - აღელდა გვანცა.
_სისხლის ბანკშიც კი არ მოგვეძევება მსგავსი ჯგუფის სისხლი, რაც ძალიან სამწუხაროა. საშიში არაფერია ჩემო კარგო, მაგრამ ხომ იცი ექიმები ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, - თბილად გაუღიმა შენგელიას ნანა ექიმმა. - წავიდეთ ახლა, ექოსკოპიას გადაგიღებთ და შემდეგ დანიშნულებებს მოგცემთ.

ცისფერი, ცივი მასის შეხებამ მუცელზე, ერთიანად დაბურძგლა და კანზე პატარ-პატარა ბურთები დაებერა.
რამდენიმე წამში ოთახი ბავშვის გულის ცემის ხმამ აავსო.
გვანცას მისდა დაუკითხავად გადმოცვივდა ცრემლები. სიცილ-ტირილი ერთმანეთში აერია.
_მისი გულის ხმაა... - თქვა და საფეთქელზე ჩამოცურებული ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა.
_დიახ, თქვენი შვილის გულის ხმაა. საკმაოდ ჯანმრთელია. - უთხრა ექიმმა და დეტექტორი წრიული მოძრაობით დაატრიალა გვანცას მუცელზე. ერთხანს ეკრანს აკვირდებოდა წარბებშეყრილი, მერე ჩანიშვნას აკეთებდა ფურცელზე.
_ფოტო გინდათ ხო?
_რა ფოტო? - გაიკვირვა შენგელიამ.
_თქვენი შვილის პირველი ფოტო.
_კი, კი როგორ არა. - გაიხარა მომავალმა დედამ.
_სამი კვირა ნახევრის ორსული ხართ. მშობიარობის დღეს იანვრის თერთმეტს მიჩვენებს ექოსკოპიური გამოთვლა.
_გასაგებია. სხვა დანარჩენი ხომ ნორმალურია?
_ამ ეტაპზე ყველაფერი კარგადაა. შემდეგ კიდევ მოგიწევთ კონსულტაციებზე მოსვლა.
_ დიახ, რა თქმა უნდა.


კლინიკიდან ბედნიერი სახით გამოვიდა. ხელში ჩაბღაუჭებულ ფოტოს გაღიმებულმა დახედა და აკოცა.
ტელეფონი მოიმარჯვა. დარეკა.
_ნუც, ორსულად ვარ. - ჩასძახა მეგობარს ყურმილში.
_რა კარაგიიიაააა, გილოცაავ. - გულწრფელად გაეხარდა ნუცას. - თორნიკეს უთხარი?
_არა, არ მითქვამს. პირველი ხარ შენ.
_გოგო მერე რას ელოდები, უთხარი.
_რაიმე ორიგინალური მინდა მოვიფიქრო, არ მინდა ბანალურად ვუთხრა, მალე მამა გახდები და ასე შემდეგ.
_აჰ, ჩვენ ბოდიში. - გადაიკისკისა გოგონამ. - მაინც რას გეგმავ?
_არ ვიცი. რამეს მოვიფიქრებ საღამომდე. კარგი გავთიშავ ახლა, ხვალ დაგირეკავ.
მეგობარს დაემშვიდობა და გონება დაძაბა. ფანტაზიის უნარს მოუხმო. ფიქრობდა, თუ როგორ უნდა ეთქვა ავალიანისთვის მათი შვილის არსებობა.
• * * *

საღამო იყო თორნიკე სახლში რომ დაბრუნდა. შენგელია მისაღებში მიეგება ქმარს.
_როგორაა ჩემი ლამაზი გოგო? - იკითხა კაცმა და ბაგეზე ეამბორა ცოლს.
_დღეს კარგად ვარ. ნახე, ფერიც კარგი მაქვს. - გასცა პასუხი და პრანჭია ბავშვივით გაინაზა.
_ყოჩაღ! - ღიმილით შეაქო ავალიანმა გოგონა.
_გშია?
_კი. მგელივივით ვარ, მაგრამ საჭმელზე მეტად შენ უფრო მშივხარ. - წინ წასულ ცოლს დაეწია და უკნიდან შემოხვია ხელები.
_აპ, აპ, აპ, აპ... - თქვა გვანცამ სიცილით, - ეგ დესერტად შემოინახე. ახლა ხელები დაიბანე, ვივახშმოთ და ფილმს ვუყუროთ რა. ჩემი ბავშვბის დროინდელი ფილმი მოვიტანე.
_კარგი. გიჯერებ. - ხელები უშვა და მაღლა ასწია, - და რა ფილმია?
_Baby’s day out. იცი ეს ფილმი?
თორნიკე დაფიქრდა. ალბათ გახსენებას ცდილობდა.
_არა, არ ვიცი. ვერ ვიხსენებ.
_ეს როგორ არ იცი? - გაიოცა გვანცამ.
_ვაიმე არ ვიცი და რა გავაკეთო?
_ჭამე და ერთად ვუყუროთ, - გასცა პასუხი. კაცს გაეღიმა და აბაზანისკენ გაემართა ხელების დასაბანად.

რამდენიმე ხანში ორივენი, ტელევიზორის წინ, დივანზე მოკალათებულიყვნენ და ფილმის საყურებლად ემზადებოდნენ. თორნიკე წამოწოლილი იყო და თავი გვანცას კალთაში ჩაედო, ისე, რომ სახე ცოლის მუცელთან ახლოს ჰქონდა. გვანცამ სთხოვა, ასე ყოფილიყო.
ფილმი დაიწყო.
შენგელიას მუხლები უცახცახებდა, იმის გაფიქრებისას, თუ როგორ შეატყობინებდა ქმარს ბავშვის არსებობას. ისიც ანერვიულებდა, ვაი თუ გაბრაზდეს და მითხრას, აქამდე რატომ არ მითხარიო.
ავალიანი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ფილმის მსვლელობას. ხანდახან გულიანადაც იცინოდა. შენგელია მომენტს ელოდა და ის მომენტიც დადგა.
_რა მაგარი ბავშვია, - თქვა თორნიკემ სიცილით.
_ჩვენიც მაგარი ბავშვი იქნება, - ფარული მინიშნება ჩადო ნათქვამში გვანცამ და გაიტრუნა.
_ჩვენი შვილი? - ქვემოდან ახედა ცოლს კაცმა, - ჩვენი შვილი ყველაზე მაგარი იქნება. -თქვა მერე დარწმუნებული ტონით.
_გულახდილად მითხარი, როგორ მამად წარმოგიდგენია შენი თავი? - ჰკითხა შენგელიამ და ზემოდან დახედა ქმარს, თან თმაზე დაუწყო თამაში.
თორნიკე დაფიქრდა.
_ალბათ გიჟი მამა. - თქვა მერე.
_რას გულისხმობ სიგიჟეში? - არ მოეშვა გოგონა.
_ზოგადად ძალიან მიყვარს ბავშვები. შენც ხომ ხედავ ლუკაზე როგორი გართულება მაქვს. სანამ არ ავატირებ მანამდე არ ვეშვები. ლამისაა შემიძულოს ბავშვმა. - გაეცინა კაცს.
_ეგ, იმიტომ, რომ წვერებით კოცნი და არ მოსწონს. - გვანცაც იცინოდა - კონკრეტულად მიპასუხე რა კითხვაზე. - დააყოლა მერე.
_რავიცი რა გიპასუხო. როცა გავხდები მამა, თავისით მოვა ის სიგიჟეებიც ალბათ.
_იცოდი? მუცლადყოფნის დროს ბავშვს თუ ესაუბრები, მას ესმის ეს და შვიდი თვის ნაყოფს შეუძლია მამის ხმა იცნონს.
_სერიოზულად? - გაიკვირვა კაცმა.
_სერიოზულად.
_თუმცა, ამისთვის საჭიროა ხშირად ესმოდეს მას მამის ხმა. ანუ უნდა ელაპარაკოს ხშირად. - შენგელიას, უფრო და უფრო, უმატა ცახცახმა და ფერიც ეკარგებოდა სახეზე.
_და რა უნდა ველაპარაკო? - სხვათაშორის იკითხა თორნიკემ.
_მაგალითად წაუკითხო ზღაპრები. უთხრა, რომ გიყვარს და ბედნიერი ხარ მისი არსებობით.
_ეგ თავისთავად და კიდე ვეტყოდი, რომ დედას დაუჯეროს, ძალიანაც არ გააწვალოს. - თქვა ღიმილით კაცმა და ღაბაბზე მსუბუქად უჩქმიტა ცოლს.
გვანცა გაჩუმდა.
თორნიკე ტელევიზორს ბიუბრუნდა და ფილმის ყურება განაგრძო.
_შეგიძლია უკვე უთხრა. - თქვა შენგელიამ.
_ ა? - ვერ მიხვდა კაცი, თან ტელევიზორითვის თვალი არ მოუცილებია.
_შეგიძლია უკვე უთხრა. - გაიმეორე გოგონამ და ქმრის რეაქციას დაელოდა.
ავალიანს მზერა გაუშეშდა. მერე ნელა წამოჯდა, გვერდულად გამოხედა ცოლს და სრულიად შეცვლილი ხმით ჰკითხა:
_რა მითხარი? -
შენგელიას თვალები აუწყლიანდა, წარბები მაღლა აზიდა, ტუჩები მოკუმა და დასტურის ნიშნად თავი დაუქნია ქმარს.
_იქ არის? - დაბნეულად იკითხა კაცმა იმავე ხმით და თან სასაცილოდ გაიშვილი საჩვენებელი თითი გვანცას მუცლისკენ. მერე სიცილი აუვარდა. სიხარულისგან ბედნიერებისგან და მოულოდნელობისგან მოგვრილი სიცილით იცინოდა.
_მართლა მანდ არის? - ვერ იჯერებდა.
_აქ ვარო, აქ. - გასცა პასუხი გოგონამ, ფეხზე წამოდგა, - მოიცა, ახლავე მოვალ, - სწრაფად გავიდა ოთახიდან და წამში შემობრუნდა. ხელში პატარა ფურცელი ეჭირა, - აი, მისი პირველი ფოტო.
სახე გაბადვროდა შენგელიას, ისე გაუწოდა სურათი.
თორნიკე ფეხზე წამოდგა. გამოწვდილ ქაღალდ ზემოდან დახედა, თუმცა ვერა გაარჩია რა და მხოლოდ გაიღიმა.
_ჩემი გოგო დედა გახდება, ჩემი შვილის დედა. - თქვა კაცმა და მთელი ძალით ჩაიკრა ცოლი გულში.
საოცარი შეგრძნებებით ავსილიყვნენ ჩვენი რომანის გმირები. ორთავეს გული, ახლა ერთმანეთის სიყვარულით კი არა, არამედ მათი შვილის სიყვარულითაც სცემდა.
_აქა ხარო, პატარავ? - ავალიანმა მხურვალე ხელი მუცელზე დაადო გვანცას. - რომ იცოდე რა საოცარი დედიკო გყავს, როგორ გაახარა შენი მამიკო დღეს შენი არსებობით. - იმდენად სხვანაირი გახდა თორნიკე, შენგელია სიცილს ვერ იკავებდა.
_ნუ დამცინი გოგო შენ, - ხმა გაიმკაცრა კაცმა, მაგრამ ესეც სასაცილოდ გამოუვიდა და გვანცამ კიდევ უფრო უმატა სიცილს. თორნიკესაც გაეცინა. - რა გულმა გაგიძლო და აქამდე როგორ არ მითხარი? - ჰკითხა მერე, თან შუბლზე აკოცა.
_მიბრაზდები? - უცებ დასერიოზულდა გოგონა.
_არა, საიდან მოიტანე. როგორ მოითმინე და არ მითხარი აქამდე-თქო, ეს გკითხე, მხოლოდ.
_მინდოდა ორიგინალურად მემცნო ეს ამბავი შენთვის, ამიტომ მოვითმინე და გამომივიდა კიდეც... ეს ფილმიც სპეციალურად შევარჩიე.
_ჩემი საოცრება ცოლი ხარ შენ. აუ, აუ ფაქტიურად მამა ვარ უკვე. - წამოიძახა ისე, თითქოს ახლაღა გააცნობიერა ეს ყველაფერი და თვალები გაუფართოვდა. - მე და შენ, მშობლები? აუ გაბრუებული ვარ სიხარულისგან, ბედნიერებისგან... მანდ, მანდ, - ხელს გვანცას მუცლისკენ იშვერდა, - ჩვენი შვილი გყავს. ჩემი და შენი შვილი. ვაახ, ღმერთო გული არ გამიხეთქო ამდენი სიხარულისგან, გთხოვ, - ჭერს ახედა, თან მარცხენა ხელი გულზე დაიდო და მოიჭირა. შენგელია გაუთავებლად იცინოდა სიხარულის ცრემლებთან ერთად. - ზემოთ იყავი უკვე? იციან?
_არა, არ მითქვამს მათთვის ჯერ.
_ნენეს დავურეკავ და ავიდეთ შენებთან. - ნენემ სიხარულისგან შეჰკივლა. თორნიკემ ტელეფონი ყურიდან მოიშორა და ისე ისმენდა დის ხმას. ბოლოს ძლივს დააშოშმინა და მოგვიანებით შეხმიანებას შეჰპირდა.


_რა ხდება? რაღაც უცნაურად გამოიყურებით, - მაშინვე მიხვდა მანანა ქალიშვილის და სიძის გადახედვა-გადმოხედვებს. მალხაზმა მზერა მათკენ გადაიტანა.
ავალიანს გაეღიმა და ცოლს შეხედა.
_მოკლედ, ბოდიშის მოსახდელად მოვედით აქ. - დაიწყო გვანცამ. თორნიკეს ღიმილი სახეზე შეეყინა, „რას ამბობს, ეს გოგო“ - ვო, გამომეტყველება მიიღო უცებ. მანანა და მალხაზი კი დაიბნენ. - ბოდიშს გიხდით, იმიტომ, რომ ასე ახლაგაზრდები ხართ და მალე ბებია და ბაბუა იქნებით.
მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს. რამდენიმე წამი ხმას არ იღებდნენ. ეტყობოდათ, რომ შოკში იყვნენ, მოულოდნელი ამბის გაგებისგან.
_მანანა ბებია? - თქვა უფროსმა შენგელიამ.
_მალხაზი ბაბუა? - იმავე ტონით თქვა მანანამაც. უმცროსი შენგელია ქმარითურთ მათ რეაქციას გაკვირვებული შესცქეროდა. - მალხაზ, გვანცას შვილი უნდა ეყოლოს? - თვალები აუცრემლიანდა ქალს და ფეხზე წამოიჭრა.
_ჩვენი გოგოს შვილი... ჩვენი შვილიშვილი... გვანცას შვილი... - სვენებ-სვენებით ამბობდა კაცი.
_“ჰელოოოუუუ“ ჩვენ აქ ვართ, - თქვა გვანცამ და ხელი დაუქნია დედ-მამას. ავალიანი უკვე იცინოდა მათი შემხედვარე.
_დედა უნდა გახდეს ჩემი პატარა გოგო, - ტირილი მოერია ქალს და შვილს გადაეხვია, - გილოცავთ დედი, გილოცავთ... დავიბენი უცებ... - თავი იმართლა მანანამ და კიდევ ჩაეხუტა შვილს. მალხაზმაც იგივე გაიმეორა.

შუა ღამემდე ენთო შუქი შენგელიების ბინაში. არ ეძინათ მომავალ ბებიას და ბაბუას. სახეგაბადრულნი შვილიშვილზე საუბრობდნენ.

• * * *
გვანცას ფეხმძიმობა ოთხ თვემდე სრულიად ნორმალურად მიმდინარეობდა.
თავისი ტოქსიკოზით და იმ ჭირვეულობებით სავსე, რომლებიც ფეხმძიმე ქალს ახასიათებს.
ბავშვის დაბადება, საკეირო კვეთით გადაწყდა. რადგან გვანცა ფიზილოგიური მშობიარობას ვერ შეძლებდა, ვიწრო მენჯის გამო.
სქესზეც ჰქონდათ დავა. თორნიკეს უნდოდა, რომ გოგო დაბადებულიყო. მამას გოგო იქნებაო იძახდა. გვანცას კიდე ბიჭი უნდოდა და შემდეგ გოგო. უფროსი ძმა ძალიან მნიშვნელოვანია გოგოსთვისო. ავალიანი მაშინვე პასუხობდა, მე ვიქნები მისთვის უფროსი ძმაც, მეგობარიც, დაცვაც და გამცილებელიცო. მერე ორივე მხიარულად იცინოდნენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ მთავარია ჯანმრთელი დაიბადოს და მშვიდობა გვქონდეს, სქესს არ აქვს მნიშვნელობაო.

ერთ-ერთი, რიგითი კონსულტაციის დროს, ექოსკოპიის გადაღებისას კი ექიმმა უთხრა:
_ საშვილოსნოს უკან კედელზე პლაცენტის აცლა აღინიშნება. ანუ, უფრო გასაგებად რომ გითხრათ, საშვილოსნოს კედელზე გარგად არ არის მიმაგრებული ის ბუდე, რაშიც ბავშვია მოთავსებული. ეს კი თავისთავად საშიშროებას ქმნის ნაყოფის შენარჩუნების. - მოსმენილმა მეტად ააღელვა ავალიანი და შენგელია და ერთმანეთს შიშით სავსე თვალებით შეხედეს.
_ხშირად უნდა იწვეთ. მოერიდოთ მძიმის აწევას. წყლით სავსე ჩაიდანიც კი, არ წამოწიოთ ხელში.
_დიახ, რა თქმა უნდა, - შეშინებული დაეთანხმა გვანცა.
_თავს თუ გაუფრთხილდები და ჩემს მიერ დანიშნულ მედიკამენტებს მიიღებ, ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის, - ღიმილით და იმედიანი ხმით უთხრა ექიმმა მათ. - ახლა ის მითხარით სქესის გაგება გსურთ, თუ დავტოვოთ საიდუმლოდ?
_უკვე შესაძლებელია? - ხალისი მიეცა შენგელიას.
_კი, როგორ არა. მე ვხედავ უკვე.
_თორნიკე რას იტყვი, გავიგოთ?
_შეიძლება ჩემით მივხვდე? - ჰკითხა ექიმს ავალიანმა და მონიტორისკენ გადაიხარა.
_ახლავე, - გამხიარულდა ექიმი. დეტექტორი მუცელზე დაატრიალა და თორნიკეს მიუბრუნდა. - აბა, გისმენთ.
კაცმა მზერა დაძაბა და მონიტორზე აღბეჭდილ გამოსაულებას დააკვირდა. შენგელია კი, სუნთქვა შეკრული უყურებდა მას.
_ეს ქვედა მხარეა ხო? ანუ ქვემოდან ვხედავ ახლა მას.
_დიახ, დიახ. - დაუმოწმა აღფრთოვანებით თეთრხალათიანმა.
ავალიანმა კიდევ უფრო დაძაბა მხედველობა.
_ბიჭია. - თქვა დარწმუნებული ტონით.
_ჰა? - შეიცახადა გვანცამ და ექიმს გახედა, მართალს ამობსო?
_დიახ, ბიჭია. - ღიმილით დაუდასტურა ნანა ექიმმა, - ყოჩაღ, ბატონო თორნიკე, თქვენ! - გულწრფელი შექება დაიმსახურა თეთრხალათიანისგან.
_რა მაგარიაა, როგორ მინდოდა ბიჭი, რომ ყოფილიყო. - ადგილზე აცქმუტდა შენგელია.
_ჰმ, ბიჭია. - ჩაეცინა კაცს და ანთებული თვალებით შეხედა ცოლს. - ბიჭია.
_ბავშვი ჯანმრთელია. გულის ცემა ნორმალური აქვს და საკმაოდ დიდია ნაყოფი... დანიშნულებას მოგცემთ და თავისუფალი ხართ. ჰო, კიდევ ერთს დავამატებ, მეტი სიფრთხილისთვის, ხშირად მგზავრობას მოერიდე. არ არის სახარბიელო ტრანსპორტით გადაადგილება ამ მდგმარეობაში. ფეხით ისეირნე, მაგრამ დაიმახსოვრე, არამც და არამც, არ აუჩქარო ფეხს. ძალიან დიდი ყურადღება გმართებთ ახლა.
_დიახ, ექიმო გასაგებია. - ერთხმად დაეთანხმა ცოლ-ქმარი.

_სახლში დაგტოვებ ჯერ და მერე წავალ აფთიაქში, თორემ ცოტა შორსაა და დაიღლები. - უთხრა თორნიკემ მანქანაში ჩაჯდომისას ცოლს და უსაფრთხოების ღვედი შეუკრა.
_ჩვენი ბიჭი ხომ კარგად იქნება? - შეფიქრიანებული და გაპარული ხმით დასვა კითხვა შენგელიამ და მუცელს მიეფერა.
_ნუ გეშინია, ცუდზე არ იფიქრო. კარგად იქნება. კაცია ეგ, თან არ დაგავიწყდეს სვანი რომ არის. - გახუმრება სცადა ავალიანმა და გვანცას გასამხიარულებლად, თუმცა არანაკლებ ჰქონდა თვითონაც შიში მორეული.
დედის გარდაცვალების შემდეგ, პირველად შეეშინდა სიკვდილის.
ხელები ნერვიულად ჩაეჭიდა საჭესთვის და ცდილობდა მღელვარება ხელებზე გადაეტანა.
მანქანას, რაც შეიძლებოდა ფრთხილად და ნელა მართავდა.

ცოლი სახლამდე ააცილა. დარწმუნდა, რომ კარგად იყო გვანცა და მერე წავიდა აფთიაქში.


• * * *
ნოემბერიც მიიწურა. გვანცამ სამსახურს თავი ანება დროებით, საპატიო მიზეზის გამო და ძირითადად სახლში უწევდა ყოფნა. ხშირ შემთხვევაში იწვა. დილა - საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობდა აუცილებლად.

ერთ სუსხიან ღამეს, ნაყინის სურვილმა გამოაღვიძა. საათს დახედა. ღამის ორი სრულდებოდა. იმდენად დიდი იყო ნაყინის ჭამის სურვილი, გააკანკალა კიდეც. გადაწყვიტა, ამდგარიყო, სადღეღამისო სუპერმარკეტში წასულიყო და მისი ახირებისთვის ბოლო მოეღო. ქმარს გადახედა. ეძინა. მშვიდად სუნთქავდა.
დაენანა გასაღვიძებლად, ამიტომ ფეხაკრებით გავიდა ოთახიდან. საღამურებზე ღუნღულა ჩექმა ჩაიცვა და თბილი ქურთუკი მოიცვა. ის იყო, საფულე და გასაღები რომ აიღო და გასვლას აპირებდა, რომ თორნიკეს ღიმილიანი ხმა დაეწია?
_სად მიიპარებით, ამ შუა ღამით დედა-შვილი. ამჯერად რამ წამოგიარათ? - გვანცა შედგა. შეეშინდა უცებ.
_ნაყინის საყიდლად მივდიოდით. - უპასუხა სიცილით.
_მერე ამ ყინვაში გარეთ როგორ უნდა გახვიდე, რატომ არ გამაღვიძე. - ავალიანი მისკენ წავიდა.
_დამენანა ისე მშვიდად გეძინა... - იმართლა თავი გოგონამ და გაბერილ მუცელზე გადაისვა ხელი.
_ ხომ გამიშვრეთ სისხლი თქვენ, - გაეცინა კაცს, - დარჩი და მე ამოგიტანთ მაგ ნაყინს.
_მეც წამოვალ რა, გრილ ჰაერს შევისუნთქავ, თან ვერ ვისვენებ ერთ ადგილას, სიარული მირჩევნია.
_კარგი, წამოდი. ხუთ წუთში გამოვალ.
შენგელიამ ბედნიერებით სავსე თვალები გააყოლა ქმარს და ვინ იცის, მერამდენედ გადაუხადა უფალს მადლობა, რომ მის ცხოვრებაში თორნიკე ავალიანი არსებობდა.


• * * *
2014 წლის დეკემბრის 25 იყო.
ჩვეულებისამებრ, დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა დაიჩივლა გვანცამ და დასაძინებლად დაწვა.
ერთხანს ეფერა ავალიანი ცოლის ამობურცულ მუცელს და რომ დარწმუნდა უკვე ძინავდა მას, ფრთხილად აკოცა მუცელზე, მერე ლოყაზე და თვითონაც დაიძინა.
ყოველღამეუმა კოშმარებმა ამჯერადაც მოახერხეს მისი გაღვიძება. საათი დილის ოთხის ოცი წუთს უჩვენებდა. ტუმბოზე მდგარი სანათი აანთო და ოთახი მსუბუქმა სინათლემ გაანათა. ცოლს დახედა, გადაბრუნებულიყო, ზურგი ექცია მისთვის და ისე ეძინა.
ფრთხილად ადგა და ფეხაკრებით გავიდა ოთახიდან. სიგარეტი ასანთი და ქურთუკი აიღო და აივანზე, სავარძელში მოკალათდა.
რამდენიმე წუთს დაჰყო იქ თავის ფიქრებთან ერთად. მერე სიცივემ სახე გაუთოშა და სახლში შებრუნდა. ასევე ფეხაკრებით დაბრუნდა ოთახში. საბანი წამოწია, სწრაფად შეწვა საწოლში, შუქი ჩააქრო და ცოლს უკნიდან მიეკრო, თან მუცელზე შემოჰხვია ხელი.
უცებ სისველე იგრძნო. სახე მოექუფრა და ისევ აანთო შუქი. ამჯერად საბანი მთლიანად გადასწია და ადგილზე გაშეშდა. გული გაუჩერდა იმ წამს. სული აუტკივდა...
შენგელია უმოძრაოდ იწვა და სისხლში ცურავდა...



----------------------------------скачать dle 11.3



№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე გავგიჟდები ახლა... იმდენი ხანია ამ ისტორიას ველოდები და რა ამბები ხდება.....

 


№2 სტუმარი სტუმარი

ეს რა იყო. ჩემი გაგიჟება გინდააა

არაააა, რატო გვანერვიულებ რააა

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე ეხლა ცუდად ვარ იცოდე არ მოკლა ბავშვი თორე არ ვიცი რას ვიზამ აუუ რა იყო ეს რა სულ მაბედნიერებდა ეს ისტორია მთელი 46 თავი ბედნიერმა წავიკითხე და მართლა მიზიარებდა ბედნიერებას და ეხლა მოვკვდები მაგ ბავშვს ან შენგელიას რამე რომ დაემართოთ recourse recourse მალე დადე რა რომ დავმშვიდდე გთხოვ love

 


№4 სტუმარი lizazu

ვაიმე ეხლა არ მოკლა დედა-შვილი თორე გავგიჟდები რა, თორნიკეს კიარა მე გამიჩერდა ეხლა გული. მალე დადე გთხოვ. recourse

 


№5  offline წევრი Li Zi

ხვალ რო არ დადო გაგპუტავ გცემ იცოდე ! მალე დადე

 


№6 სტუმარი Milena

Araperi damarto gvancas kargad daasrule gtxov tore saertod agar meqneba Ramis wakitxvis survili

 


№7  offline წევრი mariposa azul

თავიდან გავთბი და ბოლოს შემცივდა ძალიან....
ჰმ,არ გეკადრება მაგი შენ <3 <3 <3 იმედია გვანცა და პაწაწუნა კარგად იქნებიან love love love

 


№8  offline წევრი p♥♥h ^^

შენ სისხლს გავითეთრებ მე მოვკვდე!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№9  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ დაუყოვნებლივ თუ არ დადებ ახალ და სასიამოვნო თავს ვატყობ მინიმუმ მოტეხილობა და მაქსიმუმ სიკვდილი არ აგცდება მკითხველებისგან იმდენად დაძაბულ ადგილას შეჩერდი (ვხუმრობ რა თქმა უნდა)... ძალიან ვნერვიულობ არ მიმდა გვანცას და ბავშვს რამე დაემართოს ცოდოა თორნიკე ამდენი ტანჯვის შემდეგ ბედნიერებას ხომ ისიც იმსახურებს... მოკლედ ძალიან აღელვებული და განერვიულებუკი ვარ და მალე დადე რა ახალი თავი და მოვლენები დააწყნარე თორემ გასკდა გული ისე საშიშ ადგილას გაწყვიტე თხრობა... ეს ისტორია თითქოს მეც მიზიარებდა ბედნიერებას და იმედია ახლა უბედურების გაზიარება არ მოუწევს... ეს ერთადერთი ისტორიაა რომელზეც ზუსტად ვიცი ბედნიერად რომ უნდა დასრულდეს რატომ თვითონაც ვერ ვხვდები მაგრამ ვიცი ასე უნდა იყოს იმდენად პოზიტიური და დადებითი ენერგიით არის სავსე მთელი ისტორია...

 


№10  offline მოდერი bibo

რა ეხა ეს რა მიქენიიიი wassat wassat მგუპავ ისე სიხარულით და ბედნიერებით ვკითხულობდიიიი ეს რა მიქენი ბოლოსსსსს უხ wassat fellow არ დამღუპო და რამე არ მოუვიდეს ამათ თორე მიგაჩაქუჩებბბბბბბბ am am შენზე არაპერს ვამბობ რო სასწაული და გასაგიჟებელი და სასწაულიიიი გოგოოოო ხარ feel love

 


№11 სტუმარი lizazu

დარწმუნებილი ვარ კეკე ასე არ გაგვწირავს და ყველაფერი კარგად დასრულდება love

 


№12  offline მოდერი Keke27

ჩემო საყვარელო მიკითხველნო!
ვიცი, რომ გაღელვებთ და არ გსურდათ მოვლენების ასე განვითარება, მაგრამ ეს ყველაზე კარგი "შედარებაა" რეალობასთან, რომელსაც მე ვცდილობ გავალამაზო აქ წერისას, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო და მიახლოებით მაინც არ დავწერო ის განცდები რაც რეალურად განვიცადე მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა.

პ.ს. ეს ისტორია სახელს გაამართლებს ბოლომდე...

დიდი მადლობა ყველას.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№13 სტუმარი Milena

Is mainc gvitxarit axali tavirodis iqneba?

 


№14  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეეე გავგიჯდები და გავაფრეენ ეს რა იყოო :( გულიი მეტკინაა :(( .... კეკე საუკეთესო ხაარ ვგიჟდები შენზეე <3 მაგრამ ამ თავმა ძაან დამამძიმა :( ვგიჯდები შენს წერის სტილზე ყველასგან განსხვავდები <3 მალე დადეე რაა გთხოოოვ :))

 


№15  offline წევრი Indigo

აუ აუუ... ხო გამისკდა გული ეხა ამის ლოდინში. არ დააკარგინო ბავშვი რა...
მალე დადე ახალი თავი თორე ჩემი, მოლოდინისგან, სიკვდილი შენ ნამუსზე იქნება :D
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№16 სტუმარი gdfgg

uazrod gaiwela

 


№17  offline წევრი ნ ი ნ ა

ისე ველოდი ამ ისტორიას...ისე დაძაბულად დაასრულე ეს თავვი რო არ ვიცი ემოციებში ახლაც ვარ,მთელი ისტორიის მანძილზე სითბოს ვგრძნობდი და სააშინლად არ მინდა ისეტ დაძაბულობა გაჩნდეს ისტორიაში რომ შემდეგ წაკითხვის სურვილი დამეკარგოს.ცოტა დაძAბულობა კარგია და იმედია თორნიკეს და გვანას შვილს არაფერი მოუვა თორემ ამ გულისწყვეტას რასაც ვიგრძნობ მეც და ალბათ სხვა მკითხველიც არ მგონია რაიმეთი გამოასწორო,ველი შემდეგ თავს love თუ უახლოეს მომავალში არ დაიდება ჩემი ცნობისმოყვარეობით სიკვდილიც შენს კისერზე იქნება. wink

 


№18  offline წევრი teddy))

Erts getyvi rame sigije ar gaaketo axla! Torem mere me da avaliani ertad rom mogadgebit avalianis svanoba monagoni ikneba

 


№19  offline წევრი BUBU_2426

Vaimeee ar daamtavro cudad tore infaqts mivigeb da jer axalgazrdavaar cxovreba winmaaqqq!!!!!!! maledade raaaa vaimeeeee rogormainteresebsss gadaarchine esgogooo!! <333

 


№20 სტუმარი nia

ერთ ერთი კომენტარის მიხედვით როგორც მივხვდი ეს ამბავი რეალურზე არი დაწერილი? და გვანცა მოკვდა?

 


№21 სტუმარი მაიკო-გიო

როგორაც არ უნდა დამთავრდეს ეს ისტორია საუკეთესოა ამ საიტზეც და საერთოდ..... თუმცა ძალიან მინდა კარგად დასრულდეს...

 


№22  offline წევრი masu

Ragacatom am istorias rovlitxulobdi tavidanve megona ro cudi dasasruli eqneboda da vigac mokvdeboda :( velodebi axal tavs daa dzalian mainteresebs <3

 


№23 სტუმარი unknown

დიდი იმედი მაქ იმ გვანცას ბედს არ გაიზიარებს ეს გვანცაც!! :(

 


№24  offline აქტიური მკითხველი lalita

ეს რა იყო ახლა ამდენი ხანი ველოდი და გამისკდა გული, მაგრამ სამწუხაროდ რეალობაშიც ხშირად გვხვდება მსგავაი , ასე რომ კეკე შენი იმედი მაქ რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 


№25  offline წევრი სესილია

ვაიმეე რა დროს გაწყვიტე კეკეე? ეხლა ალბთ დღეში 5-ჯერ შევამოწმებ გაგრძელება დადე თუ არა... მაგარი იყო ბევი ვიტირე ... მჯერე ისეთი სათაური აქვს ცუდი არ გველოდება წინ ...
პ.ს. არ გვალოდინო რა ბევრიიიი love

 


№26  offline წევრი gvanca jejelava

ამ ისტტორიას ცუდი დასასრულიი არ უნდა ქონდეს :(:( :(

 


№27  offline წევრი MLM

დღეს წავიკითხე ეს ისტორია. საერთოდ ვუცდი ხოლმე დასასრულს რომ გემრიელად წავიკითხო მაგრამ რატომღაც ვერ მოვითმინე და წავიკითხე. იმდენად მაგრად წერ რომ სტატუსი ბოლომდე შეგეფერება. უზომოდ ვარ ამ ისტორიით აღფრთოვანებული. რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თავში დარწმუნებული ვარ იმდენად მაგრად გადმოსცემ რომ მაინც მაგარი იქნება. უდიდესი მადლობა შენი ნიჭისთვის. მალე დადე შემდეგი თავი გთხოვ რაა

 


№28  offline მოდერი Keke27

დღეს დავდებ ახალ თავს.

ვერ გეტყვით დიდი იქნება-თქო, მაგრამ რასაც მოვახერხებ იმდენს ავტვირთავ, თორემ გული მაქვს ცუდად.

მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის. <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent