შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N1 ბაბნიკი -1-


24-12-2015, 17:17
ავტორი მარიანა
ნანახია 3 421

ცხოვრება მშვენიერია, მიუხედავად მისი დაუნდობლობისა და ტკივილისა. ყოველთვის როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, ჩნდება ის რაც ამ უაზრობას ბედნიერებად აქცევს. მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე, იმისდა მიუხედავად, რომ 17 წლის ვარ ამ ცხოვრებაში ბევრი ტკივილი, გულისტკენა: ახლო ადამიანის დაკარგვა, შეურაცხყობა, მაგრამ ყოველთვის ძლიერი ვიყავი. მართალია ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ ერთი უსუსური გოგონა ვარ, რომელიც დიდი არაფრით გამოირჩევა, მაგრამ ეს იმიტომ რომ მე ჩემს გრძნობებს არასოდეს არავის არ ვუმხელ. არ იფიქროთ, რომ საერთოდ ცუდი და დანგრეული ბავშვობა მქონდა, ეს ასე არ არის, ყოველთვის მხიარული ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი დედას ნათქვამი სიტყვები ''შვილო რაც არ უნდა მოხდეს,გული როგორც არ უნდა გეტკინოს,პეხზე უნდა წამოდგე არ დანებდე და შენი ცხოვრების გზა თავაწეულმა გააგრძელო' გამეთვალისწინებინა. ეს სიტყვები ყოველმხრივ მაძლიერებდა. დედა მაშინ გარდაიცვალა როდესაც 14 წლის ვიყავი. ამის შემდეგ დავრჩით მარტო მე და მამა. ჩემი მამიკო, ჩემი გმირი იყო, ყველაფერს ვუყვებოდი რაც კი გადამხდებოდა სკოლაში, ან სადმე სხვაგან. მიყვარდა როდესაც სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, მისი ღიმილი გულს მითბობდა, მალამოსავით მედებოდა და მაბედნიერებდა, მაგრამ დადგა დღე როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელი სახე ბოლოჯერ დვაინახე. მე მისი ხელი ძლიერად მეჭირა, ვუყურებდი როგორ მტოვებდა საყვარელი ადამიანი, რომელიც ერთადერთი იყო ვისაც ვუყვარდი, მე ის ხელიდან მეცლებოდა მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ვერაფრით ვერ ვეხმარებოდი ამის გამო ჩემი ახლად აღმოჩენილი უსუსურობა მძულდა. მე არ შემეძლო მისი დაბრუნება, გადარჩენა და არსად გაშვება. მამას გულის პრობლემები ჰქონდა, ეს იყო გარდაცვალების მიზეზიც. როდესაც ის დავასაფლავე, არაფრის და არავის დანახვა არ მინდოდა, დაცარიელებული ვიყავი, მეგონა გული ამომაძრეს და ცხოვრების აზრი წამართვეს, ჩემი სხეულის ნაწილი მომგლიჯეს. ამ დღეს მოვიდა ჩემთან მამაჩემის ახლო მეგობარი, რომელმაც მიშვილა , რადგან ის მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარი იყო, თითქმის ერთად გაიზარდნენ. მომიახლოვდა, მაგრამ მე ყურადრება არ მიმიქცევია, არაფრის მთქმელი გამომეტყველებით გამეშტერებინა თვალი ჰორიზონტისთვის, ის კი მაინც მელაპარაკებოდა
-ლილე, ჩემო საყვარელო და ლამაზო გოგო , ვიცი და მესმის რომ გული გტკივა და თავს მარტოსულად გრძნობ , შენც კარგად იცი მამაშენი ჩემთისაც როგორი ძვირფასი ადამიანი იყო, ის მეც ისევე დვკარგე როგორც შენ, ვიცი რომ გგონია, რომ მარტო დარჩი და არავინ გყავს, მაგრამ იცოდე შენ მე გყავარ, მე შენ მარტო არასოდეს დაგტოვებ, დღეიდან ჩემთან და ჩემს ოჯხთან ერთად იცხოვრებ, სითბო და სიყვარული არ მოგაკლდება, ოღონდ შენი ცრემლები არ დმანახო,ხომ იცი მამიკო დ დედიკო ზემოდან გადევნებენ თვალს და ეცადე მათი ხათრით არ იყო ასე. ვუსმენდი გიას და მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ პირველად გავიღიმე, ნელა წამოვდექი და ჩავეხუტე მას. ნიკოლოზმა მითხრა, რომ ორი კვირა აქ ვიქნებოდი, დავწყნარდებოდი და შემდეგ გადავიდოდი მასთან,მან მითხრა რომ ყავდა ორი შვილი და ცოლი.სიმართლე გითხრათ გამიხარდა რადგანაც ვიფიქრე,რომ მარტო არ ვიქნებოდი. გავიდა ეს ორი კვირაც,მართალია ისევ ცუდად ვიყავი,მაგრამ ჩემი გრძნობების დარეგულირება შევძელი და წავედი ნიკოლოზის სახლში. მისამართი ფურცელზე მეწერა. იქ მისულს უზარმაზარი სახლი დამხვდა. ჭიშკარი ფრთხილად შევაღე, აშკარად გარედან უფრო ლამაზი იყო სახლი რადგან ეზო სულ იყო, პლასმასის ჭიქები,ცარიელი ბოთლები და საჭმელი ეყარა. სახლიდან ხუთი ბიჭის ხარხარის ხმა გამოდიოდა, მართალია ცოტა შემეშინდა, მაგრამ მაინც მივედი სახლთან და ზარი დავრეკე. კარი ერთმა მაღალმა ბიჭმა გამიღო, როცა მე დამინახა ხარხარი შეწყვიტა და ამათვალიერ ჩამათვალიერა. ამის გააზრებაზე გავწითლდი და თავი დავხარე
-უკაცრავად გოგონა და აქ რა გინდა?-იკითხა მან
-იცით,მე ლილე ვარ და ნიკოლოზ ახვლედიანს ვეძებ
-ნიკოლოზ ახვლედიანი მამაჩემია, რა იყო მისი საყვარელი ხარ?-თქვა უცნობმა ბიჭმა და გადაიხარხარა. ამის გაგებაზე ჯერ ჭარხლის ფერი დამედო მერე კი გავმწარდი.
-იცით, მართალია ძალიან მაგარი იუმორის გრძობა გაქვთ, მაგრამ მე არ მეიუმორება, მე ნიკოლოზ ახვლედიანის მეგობრის შვილი ვარ
-უი მოიცადე ვიცი, კი შენზეე თქვა რაღაც მოკლედ შემოდი.
-მემგონი ჯობია წავიდე იცი -ამის გაგონებაზე ამ ბიჭმა ზურგზე მომკიდა ხელი და სახლში ძალით შემიყვანა,მე რა თქმაუნდა ყვირილი დავიწყე და ფეხების იქით აქეთ გადაგდება
-კარგი გოგო დაწყნარდი, უბრალოდ მამაჩემმა, რომ გაიგოს, რომ შენ მოხვედი და ჩემს დანახვაზე გაიქეცი, დამერხევა რა
-კარგი კარგი
ამის შემდეგ გამოჩნდნენ დანარჩენი ბიჭებიც
-მოკლედ გოგონა ადი და პირველივე ოთახში შედი და ჩვენ არ შეგვაწუხო ადი იყავი შენთვის და ჩვენ არ შეგვაწუხო.
-ალექსანდრე როგორ ლაპარაკობ შენ* **, აპატიე გოგონა დალევა ბევრი მოუვიდა. -თქვა მეორე უცნობმა ბიჭმა
-არ მაინტერესებს, მაგრამ ის ვიცი რომ მე აქ არ დავრჩები -იმ მომენტში მინდოდა რომ ამ სახლიდან გავქცეუყავი სადმე შორს
-აპატიე ჩემს ძმას, კარგი რა ნუ ხარ ასეთი აღრენილი, უი მე დემეტრე ვარ ეს ილიაა ჩემი ძმა, წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ
-კარგი-ვთქვი მე იმ იმედით ,რომ მალე განვმარტოვდებოდი.
-კარგი პაწუკ წადი წადი-წამოიძახა ილიამ და ხითხითი დაიწყო. სახლი ძალიან დიდი და ლამაზი, მშვენიერი ინტერიერით და ტერიტორიულადაც ულააზე ადგილას იყო. როდესაც სახლს ვათვალიერებდი უცებ დემეტრემ ლაპარაკი წამოიწყო
-ილიას გამო ჰომ არ გაბრაზდი?
-სიმართლე რომ გითხრა ცოტა მეწყინა, მაგრამ არაუშავს მე მესმის მისი
-საერთოდ არ იცნობ და როგორ გესმის
-მე იმას კი არ ვგულისხმობ რომ მას ვიცნობ და ვიცი რატომ არის ასეთი უხეში უბრალოდ მესმის, რომ ჩემი დანახვა არც ისე გაუხარდა , მის სახლში უნდა იცხოვროს გოგომ რომელსაც არავინ არ ყავს, ვიღაცა უცხომ
-იცი, შეიძლება ამას არ უნდა გიყვებოდე მაგრამ იმისათვის რომ გაუგო ეს უნდა იცოდე, დაახლოებით 1 წლის წინ შეყვარებული ჰყავდა მასზე გიჟდებოდა, აფრენდა, აღმერთებდა, მაგრამ ერთ დღეს ნახა თუ როგორ კოცნიდა მის ერთერთ მეგობარს, ამის შემდეგ გოგოებს ვერ იტანს ბაბნიკი გახდა და გოგოებს რასაც ქვია ყოველ 1 სთ- ში იცვლის. ოღონდ შენ არ შეგეშინდეს შენთან არ გაუვა და არც გააკეთებს, რადგანაც მამაჩვენისთვის მნიშვნელოვანი ხარ , აქედან გამონდინარეობს რომ ჩვენთვისაც, მოკლედ იცოდე რა, რომ ილია სინამდვილეში კეთილი და კარგი ბიჭია უბრალოდ ამ მხარეს არავის არ აჩვენებს
-მადლობა რომ მითხარი დემეტრე, ჩემი იმედი გქონდეს რომ არ გაგცემ, ეს რომ მომიყევი ჩვენს შორის დარჩება. კარგი ადამიანი ხარ და მიხარია, რომ გაგიცანი
-მეც ლილე, აი ესაა შენი ოთახი, ვახშმის დრო რომ მოვა მამაც ჩამოვა და ყველანი ერთად ვისაუბრებთ. -თქვა დემეტრემ, ლილე ნაზი ღიმილით დაასაჩუქრა და გავიდა ოთახიდან
*****
-აბა რაზე იკურკურეთ გვრიტებო-ცინიკურად კითხა ილიამ ახლადმოსულ დემეტრეს
-შენი ნევრვი არ მაქვს რაა-თქვა დემეტრემ მობეზრებული სახით
-კარგი რა დემეტრე რა უჟმური ხარ-წამოიძახა ერთერთმა მეგობარმა ნიკამ, რომელსაც სანდრო თავის ქნევით აჰყვა
-აბა პატარა კაცუნები, ახლა თავს დამანებებთ თუ კიდევ დიდი ხანი უნდა გისმინოთ.
-რაპატარა კაცუნები ?! პირველ კურსზე ვართ ბაღი დავამთავრეთ უკვე.-თქვა ილიამ
-კარგი წავალ წყალს გადავივლებ და მოვალ
-კარგი წადი წადი
...

------------------

მოგესალმებით მეგობრებო ^_^ ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდით წინა ისტორიის შეწყვეტისთვსის, მუზები წაგვივიდა და გადავწყვიტეთ ახალი დაგვეწყო <3გვითხარით ჭირს თუ არა გაგრძელება <3 იმედია მოგეწონებათ <3 სიყვარულით მარიანაскачать dle 11.3



№1 სტუმარი Sandra

Kargia gaagrdzele <3

kargia gaagrdzele :*

Magaria gaagrdzele<3

კაია ზაან <3

 


№2  offline წევრი BUBU_2426

kargi iyo magram titqos ucabedad dawerili ecade ufro metad garkvevit wero da gramatikasac miaqcio yuradgeba <3 ise magari iyo shinaarsic damainteresda. male dade da didi tavi gelodebii <33!!!

 


№3 სტუმარი nino

Magariaaaaa male dadeee ar gvalodinooo

 


№4  offline მოდერი X.G

Kargia gaagrzeleee

 


№5  offline წევრი cancara

Kaia kaiamale dade

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

ანუ წინა შეწყვიტე? ცუდია მაგრამ ვფიქრობ ესეც საინტერესო იქნება.დასაწყისში არის რაღაც შეცდომები მაგრამ არაუშავს,შინაარსი მომწონს და ველოდები გაგრძელებას.

 


№7  offline წევრი nini namicheishvili

გააგრძელე რა ძალიან გთხოვ პირველივე თავი მომეწონა და დამაინტერესა <3 თითქოს რაღაც ნაცნობი ამბავიცაა და უცნობიც ,ნუ მოკლედ რომ ვთქვა განსხვავებულია გაგარძელაა რა ძალიან კარგია და ცოტა დიდი თავებიიც love

 


№8  offline წევრი Anna123

დადეე ძაან მაგარი დასაწყისია და იმედია გაგრძელებაც ეგეთი იქნება ოღონდ მალ-მალე დადე ხოლმე თორე ინტერესი შემჭამს :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent