შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N1 ბაბნიკი -2-


25-12-2015, 21:39
ავტორი მარიანა
ნანახია 3 063

როგორც კი დემეტრემ მარტო დამტოვა, ჩემი ოთახის დათვალიერება დავიწყე. არ დავმალავ და ძალიან ლამაზი ოთახია, ნათელი, ლამაზი ავეჯით და დეკორაციებით. აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ მაინც ჩემი ოთახი მინდა. ის ადგილი მინდა რაც მამას გამახსენებს, სადაც ჩემი მამიკოს სურნელს ვიგრძნობ. ამ ფიქრებში ცრემლები ნაკადულივით ჩამომეღვარა სახეზე. იქვე ჩავიკეცე და ჩუმად ვტიროდი და ვცდილობდი ჩემი ტკივილის ცრემლებისთვის გატანას.იატაკზე მჯდარს ტირილისგან იქვე ჩამეძინა.
თვალების გახელას ვცდილობდი მაგრამ უშედეგოდ, ასე მეგონა თითქოს ქუთუთოებზე ლოდები შემომაწყეს. რამდენიმე მცდელობის გავახილე, ოთახს დავაკვირდი და მივხვდი, რომ იატაკზე არ ვიწექი. თვალები მოვიფშვნიტე და უფრო დაკვირვებით დავაკვირდი გარემოს და სკამზე ჩაძინებულ დემეტრეს მოვკარი თვალი. ნელა წამოვჯექი და ფრთხილად გადმოვყე ფეხები საწოლიდან რათა დემეტრეს არ გაღვიძებოდა, მაგრამ ადგომისას ლოგინიდან ჩემი ტელეფონი გადმოვარდა და ყველაფერი წყალში ჩამეყარა. დემეტრე ხმაურის გაგონებაზე მომენტალურად წამოფრინდა ფეხზე და მე მომვარდა შეშინებული სახით
-ლილე ხომ კარგად ხარ ? -მკითხა დემეტრემ და თვალებში ჩამაშტერდა
-კი კარგად ვარ, მაგრამ შენ აქ რატომ გეძინა დემეტრე ? -გაკვირვებულმა ვკითხე მას
-უჰ, დაახლოებით 3 საათის წინ ვიფიქრე შევუვლი თქო, ამიტომაც შენი ოთახისკენ გამოვემართე, როცა შემოვედი ძირს იწექი და გეძინა, მე დაგაწვინე, გამოვედი და რამდენიმე წუთში შენი კივილი გავიგე, როცა შემოვედი ტიროდი და ყვიროდი ამიტომ ძლივს დაგაწყნარე და აქ დავჯექი, შემეშინდა ჩემს ახლად შეძენილ დაიკო ისევ ისტერიკაში არ ჩავარდნილიყო -მითხრა დემეტრემ და საყვარლად გამიღიმა
-ძალიან დიდი მადლობა დემეტრე -ვუთხარი დემეტრეს და მადლიერი თვალებით გავხედე
-კაი რა, არ მინდა მადლობები, შენ ჩვემი ოჯახის ყველაზე პაწუკა წევრი ხარ, ამიტომ ჩვენ სულ დაგეხმარებით და მოგივლით როგორც პატარა დაიკოს, ახლა კი წამოდი მამა გველოდება
-კაი, მოვწესრიგდები და ჩამოვალ-ვუთხარი დემეტრეს და გავიღიმე
-კარგი ლილუ გელით -თქვა დემეტრემ და გავიდა.
ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიჯექი. დემეტრეს ასეთი მზრუნველობა ჩემზე კარგ ზეგავლენას ახდენდა, რადგან მან მართლაც რომ თბილად მიმიღო რაც მე ამ სახლში ყოფნის ადვილად გადატანაში დამეხმარება. ჩაფიქრებულს უცბად გამიელვა ტვინში დემეტრეს ნათქვამმა, სრაფად წამოვხტი ლოგინიდან და ჩანთებში ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. დაახლოებით 15 წუთიანი ძიების შემდეგ სასურველი ტანსაცმელი ვიპოვე, ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და ოთახიდან წყნარად გავედი. ქვემოთ ჩასულს მისაღებში სუფრასთან დამსხდარი ხალხი დამხვდა, როგორც კი ერთი ნაბიჯი ყველამ ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა. რამდენიმე წამში ნიკოლოზი წამოდგა და ჩემთან მოვიდა
-გამარჯობა ლილე შვილო, მიხარია რომ მოხვედი, იმედია ჩვენთან მოგეწონება და ისე შეგვიყვარებ როგორც შენს ოჯახს, წამოდი დავსხდეთ სუფრასთან -თქვა ნიკოლოზმა და მაგიდასთან თავისუფალი ადგილისკენ წამიყვანა, თვითონ კი თავის ადგილს დაუბრუნდა. მადლობა ღმერთს ჩემი ადგილი დემეტრეს გვერძე იყო. სანამ დავჯდებოდი ჩემს კუთვნილ ადგილას ნიკოლოზს მივმართე
-ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მიღებისთვის, ვაფასებ თქვენს სიყვარულს რომელიც ჩემი მამიკოს მიმართ გაქვთ -მამას ხსენებაზე ცრემლი მომადგა თვალზე, მაგრამ მალევე შევიშრე რათა მათ არ დაენახათ
-არ არის საჭირო შვილო მადლობა, ახლა უკვე შენც ჩემი შვილი ხარ ჩემი პატარა გოგო, ახლა კი დროა დავიწყოთ ვახშამი -თქვა ნიკოლოზმა და სიყვარულით სავსე მზერა მომაპყრო. ნიკოლოზის ნათქვამს დავყევით ყველანი და ვახშმობა მშვიდად დავიწყეთ. მიხაროდა მარტო, რომ არ დვრჩი, მაგრამ მე მაინც მამა მინდოდა, მე მხოლოდ ის მჭირდებოდა რათა ჩემი გრძნობები გამეზიარებინა, ის კი აღარ იყო. ისევ მომაწვა დიდი ბურთი ყელში მაგრამ ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა რაც კარგად გამომდის. როგორც კი დავასრულეთ ვახშამი, ყველა წამოდგა, მე კი ჭურჭელს დავავლე ხელი სამზარეულოში გასატანად მაგრამ დემეტრემ ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა
-ლილუ დაანებე თავი ჩვენი ლენა აალაგებს, შენ წამოდი ჩვემთან ერთად ტელევიზორს ვუყუროთ -თქვა დემეტრემ და მავედრებელი სახით გამომხედა, მეც რა მექნა უარს ვერ ვეტყოდი, დავთანხმდი და გავყევი. მისაღებში დავსხედით და ექსპრონტად არჩეული ფილმის ყურება. შუა ყურების დროს ალექსანდრე ჩამოვიდა ოთახიდან და მისაღბში შემოსვლისთანავე დემეტრეს ჰკითხა
-დემე, სადაა ჩემი მანქანის გასაღები ?
-შემოსასვლელში ნახე, იქ დადო ნიკამ
-კაი - თქვა ალექსანდრემ და გავიდა, მაგრამ რამდეენიმე წამის შემდეგ ისევ შემოვარდა
-ბლ**დ, რა გაა*****ეთ რა, სად დააგდო იმ დაუნმა რა
-ბიჭო წესიერად ილაპარაკე როცა იქ ლაპარაკობ სადაც ლილე გაიგე ?
-აუ მოკეტე რა დემე -მობეზრებულად იყვირა ალექსანდრემ და სწრაფად გავიდა ოთახიდან. დაახლოები 30 წუთის განმავლობაში გვესმოდა გინება და ბრახა ბრუხი, ბოლოს კი ეს ყველაფერი კარის ბრახუნით დაბოლოვდა. როგორც კი შეწყდა სახლში ხმაური დემეტრემ გამომხედა
-ლილუუ , არ შეიმჩნიო, ეს ნევროზიანი როცა გაღიზიანებული ვერ აკონროლებს თავის საქციელს
-აა, არაუშავს, დემეტრე მე მეძინება თან ამოსალაგებელი მაქვს ტანსაცმელები და ავალ ოთახში
-კარგი, რა პრობლემაა დაო, ძილინებია ლილუუ -თქვა დემეტრემ, მეც თბილად ვუსურვე ძილინებისა და ჩემს ოთახში ავედი. სწრაფად მოვძებნე პირსახოცი და სააბაზანოში შევედი. მოდუნების და დასვენების მიზნით ვანა ავავსე და ჩავწექი. ცხელმა წყალმა მომენტალურად მომადუნა. ისევ მომაწვა მამის მონატრება, მაგრამ ვიცოდი, რომ ტირილით ვეღარაფერს ვუშველიდი ამიტომ შეგუებას ვიწყებდი უმამობის განცდასთან. ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ფიქრებში წასული, მაგრამ ბოლოს სიცივის გრძნობამ გამომაფხიზლა. სრაფად ამოვედი ვანიდან, მოვწესრიგდი და ლოგინში შევწექი, მალევე ჩაეძინა. ღამე ხმაურმა გამომაღვიძა, სწრაფად ავანთე სანათი, წამოვდექი და ოთახიდან ფრთხილად გავედი. ქვემოთ ჩასულს კი ალექსანდრე დამხვდა რომელიც აშკარად ნასვამი იყო....


----------------------------------

მოგესალმებით მეგობრებო :D თქვენი თქხოვნით გადავწყვიტეთ გავაგრძელებინა ♥ ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის და პატარა თავისთვის, დაღლილობის გამო ვერ მოვახერხეთ უკეთესის და დიდი დაწერა :/ იმედია მოგეწონებათ ^_^ თქვენი აზრი აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარებში ♥ სიყვარულით მარიანაскачать dle 11.3



№1  offline წევრი marimari123

ძალიან მომწონს love მალე დადე რა ახალი თავი love

 


№2  offline მოდერი X.G

კარგია ძაან მომეწონა ველი შემდეგ თავს წარმატებები

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მომწონს და იმედია საინტერესოდ გაგრძელდება . მინდა დემეტრესთან ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ძმასთან და ეს ბიჭი რომელსაც წინაში ილია ერქვა და ახლა ალექსანდრე გახდა wink მოარჯულებს

 


№4  offline მოდერი sopiko

ჯერ ერთი! პუნქტუაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, თიყოეული მძიმეს, წერტილს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. რამდენიმე თუ გამოგრჩა ეგ არაფერია, მაგრამ კის და არას შემდეგ მძიმე რომ იწერება ეგეც არ იცით? ვერ გამიგია ერთ მოთხრობას როგორ უნდა ჰქონდეს ორი ავტორი. სწორედ ამის ბრალია რომ წინა ისტორია ვერ დაასრულეთ. მუზები ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის. გამოდის რომ ან ერთი წერთ , ან მეორე რადგან შეუძლებელია ერთი და იგივე აზრი მოგდიოდეთ. ჩემი საქმე არ არის მაგრამ ჯობს ცალ-ცალკე დაწეროთ სხვადასხვა მოთხრობა, ასე გაიგებთ გაქვთ თუ არა ნიჭი, მოსწონთ თუ არა თქვენი ნამუშევარი საზუგადოებას და ა.შ. ცუდად ნუ გამიგებთ, ეს მხოლოდ რჩევაა!

 


№5  offline წევრი nini namicheishvili

პატარააა თავებია ძალიან :( ისე კარგია თუ შეცდომებს გვერდს ავუვლით მაგგრამ ეს რა არისს წასაკითხად არ მეყო :(

 


№6  offline წევრი tvinischia

orive tavi wavikitxe dzaan kaia mara idi tavebi dade da malmale ❤❤❤

 


№7 სტუმარი leizi

Kvelaperi saunteredoa, momwons istoria dzalian, magram ilia?! Aleksandre ratom...

 


№8  offline წევრი kantelashvili

citagazarde kaiistoriaa dzan

 


№9 სტუმარი buheheuh

ძAანმაგარია <3 <3 :დ გააგრძელე

 


№10  offline წევრი cancara

Kaia male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent