შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N1 ბაბნიკი -3-


26-12-2015, 23:59
ავტორი მარიანა
ნანახია 2 649

**********
ნასვამი ალექსანდრე დივანზე გაწოლილიყო, ეტყობოდა, რომ კარგ ხასიათზე არ იყო.რამდენიმე წამში ჩამოვიდა დემეტრეც. მე რომ დამინახა გაუკვირდა, მაგრამ მალევე გახედა ძმას
-ალექსანდრე რა მოგივიდა? ასეთი გამწარებული სახით რატომ იყურები? - იკითხა ახლად ჩამოსულმა დემეტრემ, გვერძე მიუსკუპდა და ცინიკური მზერა მიაპყრო ძმას.
-ფუ ბლ*** რა
-არ იცი, რომ უფროსებთან ცენზურა უნდა დაიცვა?!
-აუ არ მაქვს ღადაობის ნერვი რაა -ჩაისისინა ალექსანდრემ
-რა მოხდა? ამოღერღე რაა
-მოკლედ რა ამ ნატაშკამ ტვინი მომ ****
-კარგი ნუ იგინები, ვერ ხედავ გოგო დგას აქ
- ამის გამო საკუთარ სახლშიც ვეღარ შემიგინია, თუ ვაღიზიანებ შეუძლია გავიდეს, ან საერთოდ სახლიდან წავიდეს, გზა ხსნილია
-ალექსანდრე ან შენით მოკეტავ ან მე დაგეხმარები-თქვა დემეტრემ, რომელიც ძალიან გამწარებულიყო ალექსანდრეს სიტყვებზე და ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას
-კარგი არ მინდა ამაზე ფიქრი , ყურადღება მინდა გადავიტანო, მოდით კარტი ვითამაშოთ სამში. გამარჯვებულს კი ერთი სურვილი ექნება. დემეტრე ახლა არ დაიწყო ნუ ნერვიულობ ცუდს არაფერს ვიზამ
-ლილე შენ რას ფიქრობ-იკითხა ალექსანდრემ
-კარგი, თუ ასე ძალიან გინდა თანახმა ვარ-ამდენი ხნის მერე დავარღვიე დუმილი
ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დურაკას თამაში იმ მომენტამდე, სანამ არ წავაგე. სამწუხაროდ მოხდა ის რისიც ტველაზე მეტად მეშინოდა, პირველ ადგილზე ალექსანდრე ტგავიდა, ხოლო ბოლოზე მე. როდესაც მისი ეშმაკური გამოხედვა დავაფიქსირე ფერი დამეკარგა
-კარგი ლილუშ ნუ ნერვიულობ ასე ძაან, ახლავე აგიხსნი რაც უნდა გააკაეთო. მოკლედ რაა ერთი გოგო ზედმეტად მეკიდება კისერზე და მოსვენებას არ მაძლევს, მოშორებით ვერ ვიშორებ იმიტომ , რომ ძმაკაცის დაა. ახლა კი მივუახლოვდეთ იმას რაც შენ გეხება. ხვალ წამოხვალ კლუბში და იქნები ჩემ ერთადერთი და განუმეორებელი შეუვარებული. ისე უნდა გიხაროდეს ასეთ ბიჭთან ერთად, რომ იმოძრავებ - თქვა ალექსანდრემ და კმაყოფილმა გამომხედა
არ ვიცი იმ მომენტში ისე ძალიან რატომ გავმწარდი, მაგრამ რასაც ვგრძნობდი მის მიმართ პირდაპირ მივახალე. ჩემი სიტყვით წარსდგომა ცინიკური სახითა და ჩაცინებით დაიწყო
-ჰაჰ, კარგი რადგან წავაგე, მე ჩემსას შევასრულებ, მაგრამ რომ გითხრა ძალიან გამიხარდა მოგატყუებ. შენ ერთი გათამამებული მამიკოს ბიჭი ხარ , რომელიც მე მეძახის ლაწირაკს, არა და თვითონ იქცევა ორი წლის ბავშვივით, მაპატიე თუ გაწყენინე, მაგრამ ეს ჩემი გრძნობებია შენდამი, სამწუხაროდ ერთ ჭერქვეშ გვიწევს ცხოვრება , ვიცი რომ ეს ფაქტი სასტიკად გაწუხებს, მაგრამ გპირდები, ყველანაირად ვეცდები ზედმეტად თვალში არ მოგხვდე. როგორც გითხარი ხვალ ჩემს დავალებას შევასრულებ. ახლა კი თქვენის ნებართვით გავალ -როგორც კი დავასრულე ჩემი ბოლო სიტყვა დემეტრემ ღიმილით გამომხედა და თავი დამიკარა, ალექსანდრე კი ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა.
მთელი ღამე არ მეძინა იმის ფიქრში, რომ ხვალ პირველად მომიწევდა კლუბში წასვლა, თან ალექწსანდრესთან ერთად. ამდენი ფიქრით დაღლილს, გამთენიისას ცოტა წავუძინე, მაგრამ მალევე გამეღვიძა და ავდექი. მცირე დროში ოთახში ჯდომა მომბეზრდა, დაბლა ჩავედი და ტელევიზორის ყურება დავიწყე. საინტერესო არაფერი არ გადიოდა ამიტომაც უინტერესო მულტფილმზე შევაჩერე არჩევანი
-ეს ორი წლის ბავშვი უნდა წავიყვანო კლუბში? -თქვა ახალშემოსულმა ალექსანდრემ და დივანზე დაებერტყა
-თუ არ მოგწონს აჰა პულტი და რასაც გინდა იმას უყურე
-ვაა, დამჯერი ბავშვი ყოფილხარ, მომეცი.
ალექსანდრემ პულტი აიღო და საშინელებათა ფილმის ყურება დაიწყო. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ მომენტალურად სულელური დიალოგი გავაბით ფილმთან დაკავშირებით. ადრე როცა ასეთი ჟანრის ფილმებს ვუყურებდი მეშინოდა და დიდი ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი, ახლა კი ალექსანდრეს სულელურ კომენტარებზე სიცილისგან ვიხრჩობი, ის კი ჩემს რეაქციებზე ღადაობს
-იცი არ ყოფოლხარ ისეთი, როგორიც მეგონე-ჩაცინებით თქვა ალექსანდრემ და ოთახი დატოვა. ვერ გავიგე რა იგულისხმა ამ ბიჭმა, მაგრამ ამაზე ზედმეტად ფიქრიც აღარ დავიწყე.
თორმეტ საათზე, როცა ჩემს ოთახში ვიყავი, ალექსანდრე დაუკაკუნებლად შემოვიდა, ჩემს ლოგინზე წამოწვა და მითხრა:
-მიდი აბა მაჩვენე კლუბში რითი მოდიხარ.
-არ ვიცი, ალბათ ჩავიცვამ ჯინსებს და რამე სვიტერს, ცივა.
-არავითარ შემთხვევაში, ისე უნდა გეცვას, როგორც ალექსანდრე ყიფიანის შეყვარებულს შეეფერება.
-აუ, იცი კაბები არ მაქვს არ მიყვარს.
-ეჰ, არაუშავს ჩემს დაქალს ვეტყვი , რამე მოგიტანოს.
-კარგი, ოღონდ ისეთი არ მოატანინო უკანასკნელ ბ***, რომ დავემსგავსო .
-კარგი, წამოდი წავიდეთ.
გარეთ, რომ გავედით ჩემი ყურადღება შავმა bmw-ემ მიიქცია. ალექსანდრე მისკენ წავიდა და მეც მანიშნა გავყოლოდი.
როგორც კი მანქანაში ჩავსხედით ეგრევე დავაკვირდი უცხო გოგონას რომელიც წინა მზღოლის გვერძე სავარძელზე მოკალათებულიყო. სხვათა შორის ძალიან ლამაზი, ეშხიანი იყო. საბოლოოდ კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ის და ალექსანდრე ერთმანეთს ისე ელაპარაკებოდნენ, როგორც და-ძმა. მე მათი თეთრი შურით შემშურდა რადგანაც ყოველთვის მინდოდა ძამიკო მყოლოდა. ფიქრებში გაპარული აზრზე უცხო გოგონას ხმამ მომიყვანა.
-მე მიკა ვარ იგივე მიკუსა, შენ რა გქვია-თქვა დაღრეჭილმა გოგომ
-სასიამოვნოა, მე ლილე ვარ
-ლილე მე შენ გაღმერთებ, როგორ შეძელი და ეს ბაბნიკი პატიოსანი ბიჭი გახადე
მე არაფერი არ მითქვია უბრალოდ გავიღიმე
-კარგი მიდი მიეცი კაბა ჩაიცვას
-კარგი, კარგი მოკლედ აი კაბა, მაღალქუსლიანები და სამკაული.
-კარგით, მაშინ შევალ სახლში და გამოვიცვლი.
-არ გინდა გავალთ ჩვენ შენ კი მიდი გამოიცვალე.
-კარგი-ვთქვი და დაველოდე სანამ ორივე გავიდოდა.

კაბა ძალიან მიმეწონა, შავი და სადა იყო, მაგრამ გამომწვევი . მაღალქუსლიანიც მოვირგე და სამკაულიც გავიკეთე.
ალექსანდრე და მიკაც მალე დაბრუნდნენ. ორივე ძალიან საყვარელი სანახავი იყო.
-მე მზად ვარ-ვთქვი და ნაზად გავიღიმე.
ხმას არცერთი არ იღებდა, ალექსანდრე გამოშტერებული იყურებოდა, ხოლო მიკა დებილივით იღიმოდა.
-ახლა ვხვდები, როგორც მოახერხე ამ ბაბნიკის დაკერვა.
ალექსანდრე მთელი გზა ხმას არ იღებდა. მე და მიკამ კი გავაბით საუბარი. ბოლოს დავმეგობრდით კიდეც.
ადგილზე მისვლისას, მანქანა გაჩერებულიც არ იყო ბოლომდე მიკა, რომ გადაფრინა მანქანიდან და ახლოს მდგარ სამეგობროსთან მივიდა. ალექსანდრე, როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან იმწასვე მოუარა და მეც გამიღო კარი.ჩვენ მათთან არ მივსულვართ , ალექსანდრე მათ უბრალოდ დაეჭყანა, დაიღრიჭა , შემდეგ კი ხელი გადამხვია და შემიყვანა კლუბში.
სიტუაცია არ მომეწონა, ძალიან დავიძაბე და ალექსანდრეს მკლავზე ჩამოვეკიდე.
-კარგი ნუ გეშინია არაფერი არ მოგივა, უბრალოდ როცა ჩემი ძმაკაცის და მოვა და გნახავს, შენი ქცევებით უნდა დაარწმუნდეს, რომ გიყვარვარ.
-კარგი-ვთქვი და გარშემო დავიწყე ყურება.
-წამოდი დავსხდეთ - მითხრა ალექსანდრემ და მეც გავყევი. როგორც კი დანიშნულების ადგილზე მივედით და კომფორტულად მოვთავსდით, ალექსანდრემ მითხრა
-ახლა მომისმინე, ჩვენ ერთმანეთი ერთი თვეა რაც გავიცანით და ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს.
-კარგი, კარგი გავიგე.
ყველა შემომსვლელს ვაკვირდებოდი , ამ დროს კი ის დავინახე ვისაც მთელი სულით და გულით ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან, ჩემი კლასელი ნატაშკა. ის რაც მან გამიკეთა , ეს ბოლო დონის დამცირება და შეურაწყოფა იყო , ამ მომენტში ერთადერთი რაც მსურდა იყო ის, რომ არ აღმოჩენილიყო ალექსანდრეს ძმაკაცის და. ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ, მე კი სული მეხუთებოდა ვწყევლიდი ყველაფერს, ამ ადგილიდან გაქრობა მსურდა, მაგრამ რას ვიზამდი, მოვიკრიბე ძალა და ყველანაირად ვეცადე არ მენერვიულა.
მოახლოებული არ იყო უცბად, რომ შეასკუპდა ალექსანდრეს, ამის შემდეგ შემამჩნია მეც. მისი გაოცებული სახე ალექსანდრემაც დააფიქსირა, მე კი ბოლო ძალებით ვცდილობდი, რომ ჩემს ხმაში ნერვიულობა არ შეემჩნია
-გამარჯობა ნატაშკა -ვთქვი და ძალით, მაგრამ მაინც ბუნებრივად გავიღიმე.
ამ მომენტში გადავწყვიტე, რომ ეს პიროვნება მიწასთან გამესწორებინა, ამ საქმეში კი დახმარებას ალექსანდრე გამიწევდა...скачать dle 11.3



№1 სტუმარი qeti

au ra magaria radros gawyvite,male dade ra shemdegi tavic:-D♡

 


№2  offline წევრი cancara

აი კაი კაი გოგო ხარ მალე დადე

 


№3 სტუმარი Mariami

udzalian magresad momwons :d male dadera

 


№4  offline წევრი მარიანა

ძალიან გვიხარია ,რომ მოგწონთ. ახალ თავსაც მალე დავდებთ.სიყვარულით მარიამი და ანა (მარიანა) ^_^ love love <3 <3
--------------------
მარიანა

 


№5  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzaan magari iyooo ai dzaan dzaan momewonaa male dade axali taviii
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№6 სტუმარი leizi

Tu ordgeze meti lodini damchirdeba geficebi gadavkiravdebi!!!!

 


№7  offline წევრი Anna123

ძალიან მაგარიაა <3 <3 ოღონდ ცოტა დიდ თავებს თუ დადებ უკეთესი იქნება :დ

 


№8  offline წევრი tvinischia

vaime sad gawyvite :d auuu male dade da tavebi gazardeeeee ❤:ddd

 


№9  offline წევრი მარიანა

სულ მალე დაიდება love winked
--------------------
მარიანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent