შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N1 ბაბნიკი -5-


28-12-2015, 19:30
ავტორი მარიანა
ნანახია 2 787

ალექსანდრეს ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი და ჩემს ოთახში შევედი, ლოგინზე დავებერტყე. ცოტა ხნის შემდეგ ფიქრი დავიწყე, იმაზე თუ როგორ გადავუხდიდი სამაგიეროს ბატონ ალექსანდრეს. სალმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი და ბოლოსდაბოლოს მოვიფიქრე. „შენი დროც მოდის ალექსანდრეე“ კმაყოფილმა გავიფიქრე. დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ ესე ვიწექი, საბოლოოდ კი როგორც იქნა საწოლიდან ავდექი და სააბაზონსკენ კუნტრუშით გავემართე . შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი, უკვე კაი ხანი იყო რაც საჭმელი არ მქონდა ნაჭამი და ცოტა არ იყოს თავბრუ მესხმოდა. ქვემოთ ჩასული ეგრევე სამზარეულოსკენ წავედი, სამზარეულოში მოფუსფუსე ლენა დამხვდა რომელიც ღიღინით აკეთებდა საჭმელს, როგორც კი შემამჩნია მომენტალურად გაებადრა სახე
-ლილე შვილო, როგორ ხარ ? -მხიარულად მკითხა ლენამ
-კარგად ლენა დეიდა, თქვენ ? - ვთზვი და იქვე ჩამოვჯექი
-რა ვიცი, რა ვიცი, აი შვილო ვაკეთებ საჭმელს, ცოტაც და მზად უქნება და ჭამეთ ბავშვებმა
-კარგით, აბა რას ვიზავთ, თქვენ ისეთ გემრიელობებს აკეთებთ თითებს ჩაიკვნეტს ადამიანი
-მიხარია ასე ძალიან, რომ მოგწონს, ისე და ძალიან გამხდარი ხარ შვილო
-ეჰ ვიცი ლენა დეიდა, ასეთი გამხდარი არ ვიყავი, მამას გარდაცვალების შემდეგ საგრძნობლად დავიკელი, თავი ცარიელი ძვლები მგონია -როგორც კი მამა ვახსენე იმ წამსვე მომადგა თვალზე. იმისდა მიუხედავად, რომ გმიმართლა და ეს ჯახი ძალიან შემიყვარდა ჩემი საყვარელი მამიკო მაინც ძალიან მაკლდა. ნიკოლოზი ისე მექცევა როგორც თავის ნამდვილ შვილს, მაგრამ მე მაინც ჩემი მეგობარი ჩემი ღვიძლი მამიკო მინდა... როგორ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო ჭირში თუ ლხინში, გაეზიარებინა ჩემთან ერთად ბედნიერება, ჩემთან ერთად ყოფილიყო ჩემს ბანკეტზე... ის კი აღარ არის, მაგრამ ჩემს ულში ყოველთვის იცოცხლებს. გაშტერებული ვიყავი როცა ჯანჯღარმა გამომიყვანა ფიქრებიდან. როგორც კი გამოვფხიზლდი მაშინვე შევამჩნიე ლენა რომელიც შეშინებული სახით მიყურებდა
-ლილეე შვილო რა მოგივიდა ? -შეშფოთებულმა მკითხა ლენამ
-უი, არაფერი ლენა დეიდა, ბოდიშით, რომ ასე შეგაშინეთ, უბრალოდ ფიქრებში წავედი
-ცუდად ხომ არ ხარ შვილო ? გინდა ალექსანდრეს და დემეტრეს დავუძახებ
-არა, არა, არ მინდა, ნუ ნერვიულობთ
-კარგი ჩემო პრინცესა, წამოდი, სუფრა გავშალე უკვე და ჭამე თორემ სახეზე ფერი აღარ გადევს
-კარგით, მოვდივარ
ვთქვი მე და სწრაფად გავედი სამზარეულოდან სასადილო ოთახში. სუფრასთან უკვე ყველა იჯდა, მხოლოდ მე მელოდებოდნენ. როგორც კი მეც მივედი და სუფრას მივუჯექი მაშინვე ყველამ დავიწყეთ სადილობა. ოთახში სრული სიჩუმე იყო, ყველა თავის სადილს მიირთმევდა, მხოლოდ მე ვერ ვისვენებდი და მთელი სხეული მეწვოდა ალექსანდრეს გაუთავებელი მზერისგან. როგორც კი სადილობა დავასრულე, ბოდიში მოვიხადე და ჩემი ოთახისკენ სწრაფად გავეშურე.
*ალექსანდრე*
რაც ჩემს ცხოვრებაში ლილე გამოჩნდა, თითქოს ყველაფერი შეიცვალა, პირველ რიგში კი მე შევიცვალე. ადრე გოგოები ჩემთვის ერთჯერად გასართობს წარმოადგენდა, მაგრამ ლილეს სისუფთავემ, წესიერებამ ჩემში ეს გრძნობა გააქრო. ბევრი ვერ დაიჯერებს, მაგრამ მე ლილე შემიყვარდა, დიახ შემიყვარდა. სიმართლე გითხრათ და მეც არ მჯერა ჩემნაირ პიროვნებას, ასე მცირე დროში ასე ძლიერად როგორ შეუყვარდა. ჩემთვისაც კი დაუჯერებელია. მე ლილეს მიმართ არ ვგრძნობ რაღაც ბანალურს, ეს რეალური ნამდვილი სიყვარულია რომელიც ჩემში დუღს და არ მასვენებს. როცა მას ვხედავ უზომოდ მინდება მოვეფერო, გულში ჩავიკრა და ხელი არასოდეს არ გავუშვა.
როგორც კი ლილემ სადილობა დაასრულა და გავიდა, მეც სწრაფად დავასრულე და გავყევი. კიბეებზე ადიოდა როცა ხელი დავავლე და იქვე საკუჭნაოში შევიყვანე.
******************
კიბეებზე ასვლისას ვიღაცამ ხდელი წამავლო და იქვე საკუჭნაოში შემათრია, ძალიან შემეშინა, კივილს ვაპირებდი, მაგრამ ხელში თვალებ გაბრწყინებული ალექსანდრე შემრჩა.
-ალექსანდრე რა გინდა ? ეს რა ცხოველობაა ? -გაბრაზებულმა ვკითხე მე
-შენთან მინდა ლილე
-შენ ჰო არ გძმარავს ბიჭო, რა ჩემთან გინდა -დაბნეულმა ვთქვი მე
-ლილე, მისმინე, არ ვიცი რა გამიკეთე მაგრამ სულ შენთან მინდა, მუდამ შენი მოთხოვნილება მაქვს, სულ მინდა გეფერებოდე და ახლოს მყავდე -თქვა ალექსანდრემ. მე გაოგნებული ვუყურებდი, რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვეღარაფერი ვთქვი რადგან ალექსანდრე უკვე ჩემს ტუჩებს დაჰპატრონებოდა....


----------------------------------


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო ^_^ ესეც თქვენი ახალი თავი ^_^ ვიცით, რომ პატარაა, მაგრამ წინა საახალწლო სამზადისის გამო უფრო დიდის დაწერა ვერ მოვახერხეთ თქვენთან გვაქვს შემოთავაზება, თუ გსურთ ყოველდღე დავდებთ პატარა თავებს ან 2 დღეში ერთხელ დიდ თავს, თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში ♥ სიყვარულით ანა და მარიამი (მარიანა)скачать dle 11.3



№1  offline მოდერი X.G

love კარგიააა ვეი შემდეგ თავს love

 


№2  offline წევრი cancara

ოჰ კაია კაი მალე დადე

 


№3 სტუმარი მარიი

ყველაზე მაარი ისტორიაა ^^ აუ გთხოვ თავები გაზარდე რა ... და მალე დაადეეე :დ

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ეს ალექსანდრე მაგარი ტიპია wink wink კარგად ვიხალისე ასე უცებ რომ წამოვარდა და მივარდა გოგოს wink კარგი გოგო ხარ შენ ანამარია ველოდები შემდეგ თავს დიდი იქნება პატარა თუ როცა იქნება მთავარია დაწერო რომ არ გცალია ვითვალისწინებ

 


№5  offline წევრი Anna123

ყოველდღე დადე და დიდი თავები :დდ მაგარი ისტორიაა ძალიან მომწონს feel

 


№6  offline წევრი Lana Tomlinson

კარგი ისტორიაა.ველოდები გაგრძელებას <3

 


№7  offline წევრი el gu an qe

გთხოვ მალე დადე ❤

 


№8  offline წევრი მარიანა

მალე დაიდებაა love სიყვარულით თქვენი ანა და მარიამი (მარიანა) lol
--------------------
მარიანა

 


№9 სტუმარი avadmyofi

გვიან გვიან დებ და თანაც ძაან მოკლე თავებს ესაა და ეს თორე ისე კარგიან, ნუ ნორმალურია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent