შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფე " Riva " [4]


7-01-2016, 00:59
ავტორი L.A
ნანახია 851

4 თავი
ძალიან აწუხებდა ხმამაღალი მუსიკა, ღლიდა და თითოეულ კუნჭულს ატკიებდა, სხეულისას. ზუსტად მაგიტომ მიდიოდა ბარში მეგობრებთან ერთად და მერე, მთელი საღამო ვერანდაზე იჯდა ერთ ადგილს დაშტერებული. არ შეეძლო გაუთავებელი აყალ მაყალი და სხეულის შეუჩერებელი რხევა, ჩახუთულობა, კვამლი .. იმ დღეს, ვერანდაზე გაპარვა ჯერ ვერ მოესწრო. კუთხეში იჯდა რაღაცნაირად მოღუშული .. უჩვეულო სევდა ჩასდგომოდა ღრმა, ყავისფერ თვალებში და მთელი მონდომებით დასჩერებოდა ნახევრად სავსე, ან ნახევრად ცარიელ ვისკის ჭიქას. მოცეკვავე მაკრინეს ახედავდა ხოლმე, დრო და დრო, ძალიან ენერგიულად რომ არხევდა სხეულს და რაღაცაზე მელი გულით ხარხარებდა, ბექასთან ერთად.
გვერდით, მაგიდასთან ისხდნენ ბიჭები. ჯერ არ ცეკვავდნენ, საკმარისაც გალეწვა ვერ მოესწროთ. ბოლომდე თუ არ დაკარგავდნენ აზროვნების უნარს, ისე, შანსი არ იყო ფეხზე ამდგარიყვნენ. ორი ბიჭი ეჯდათ, პირისპირ. ისინი მის სამეგობროსთან ერთად აქამდე არასდროს ენახა რენეს. ერთ-ერთი, საოცრად ნატიფი, ბიჭისთვის არადამახასიათებელი, თუმცა მაინც მამაკაცური თითებით აბზრიალებდა ვისკის ჭიქას და ღიმილით ესაუბრებოდა დანარჩენებს. მხოლოდ კლუბის ფერადი განათება უნათებდა გარუჯულ სახეს. ნაკვთები ჰქონდა საოცარი .. არც გამობურცული ტუჩები და არც კურნოსა ცხვირი. საერთოდ არ იყო "ლამაზი" .. თხელი ტუჩები ჰქონდა და რაღაცნაირი, ნათელი შუბლი .. ეს ყველაფერი ერთიანად ისეთ იერს სძენდა მის სახეს, რომ წარმოუდგენელი იყო არ შეგეხედა და ცოტა ხნით მაინც არ დაკვირვებოდი. დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენდი, რომ თვალები ჰქონდა რაღაც უცნაური. დაგუბებული ტბისფერი .. ცოტა ცივი და ცოტაც, გამჭვირვალე. ადამიანის თვალებიდან მის სულს რომ დაინახავ, აი ეს შემთხვევა იყო რენესთვის ეს ბიჭი! და ძალიან მოუნდა ლაშხს, არ შემცდარიყო .. მთელი გულით უნდოდა ეს ადამიანი ზუსტად ისეთი აღმოჩენილიყო, როგორი თვალებიც ჰქონდა. ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ლაღი .. მერე, გაიღიმა და თვალებიდან წამოსული სიცივე წარმოუდგენლად თბილმა ღიმილმა გადაფარა. ეს იყო ის პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა რენემ ადამიანი თვალებიდან და წარმოუდგენლად სუფთა ღმილიდან ამოიკითხა.
წამოდგა და შეუმჩნევლად გაიპარა ვერანდაზე. რომ დაენახათ, იცოდა, ბიჭები არ გაუშვებდნენ, არა და, აქ გაჩერება საერთოდ აღარ შეეძლო. შეეფრქვია სახეში გრილი ჰაერი და აფორიაქებული სხეული ოდნავ დაუმშვიდდა. საერთოდ, რენე არასდროს იყო მშვიდად .. ყველა გრძნობა იყრიდა თავს მის "ადამიანობაში" და უდუღდა მთელი ორგანიზმი .. გონების თითოეული კუთხე-კუნჭული, ყველა უჯრედი.
-რენე, - 15 წუთიანი მარტო ყოფნის შემდეგ, შუშის ძალიან მძიმე კარი გაჭირვებით შეხსნა მაკრინემ და აპილპილებული გაექანა მოაჯირზე ორივე ხელით დაყრდნობილი ლაშხისკენ, - კლუბში ძებნაა გამოცხადებული შენზე.
-რამე დავაშავე? - სერიოზულად დაფიქრდა რენე.
-არ ვიცი რა თქვი, ან რა გააკეთე, მაგრამ სანდრო შეუჩერებლად დარბის შიგნით ვიღაც ქერა გოგოთან ერთად და შენს სახელს გაჰყვირის. - მხრები აიჩეჩა უკვე საკმაოდ გალეწილმა მაკრინემ, - ჩემს დასკვნებს თუ დავუჯერებთ, რეალურად სანდრო კი არა, ის ქერა გეძებს და სანდრო უბრალოდ ეხმარება.
-ის გოგო? - შუშაბანდებიდან მშვენივრად მოსჩანდა კუთხეში დაყუდებული, ორ მეტრიანი სანდრო როგორ დასჩერებოდა მასზე ერთი თავით დაბალ "ქერას" და მთელი მონდომებით, ემოციებითა და მიმიკებით ცდილობდა რაღაცის ახსნას.
-ჰო, ზუსტად ეგ. - კოპები შეკრა მაკრინემ, - მოიცა, ვეტყვი აქ რომ ხარ, თორემ სანდროს თავზე ოფოფები ამოუვა. - გაეცინა და ის კარი ისევ ისეთი უკმაყოფილო სახით გამოაღო.
სულ რამდენიმე წამში რენეს წინ სანდრო აისვეტა, ძალიან მაგრად რომ ჩაებღუჯა ვიღაცის მკლავი და ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელს. სულ ცოტაც და სანდროს უშველებელი ტორები დაეტყობოდა გოგონას ფერმკრთან, ნაზ კანს. ოდნავ გაკვირვებული უყურებდა რენე, ჯერ სანდროს და მერე "ქერას", ღიმილით რომ ცდილობდა უხერხულობის დაფარვას.
-ლაპარაკი უნდა შენთან, - ამოღერღა ალექსანდრემ და რენეს თვალებით ანიშნა რაღაც გაურკვეველი. ქერამ რომ ახედა ქვემოდან, მიმიკები დაიმორჩილა სანდრომ და სასაცილოდ ჩაახველა, - მე მარტო დაგტოვებთ. - არაფრის თქმა აღარ აცადა ლაშხს, ისე შევარდა კლუბში და შუშაბანდებიდან დაიწყო ყურება.
ვერანდაზე იდგა "ქერა" ძალიან გამომწვევი ვიზუალით, მაღალი, მომხიბვლელი, მიმზიდველი, გრძელთმიანი და წითელ პომადიანი "ქერად" შერაცხული, რომელიც მთელი მონდომებით იხვევდა ვერცხლისფერ კულულებს თითებზე ... მას კი პირისპირ ედგა მოაჯირზე ორივე ხელით დაყრდნობილი რენე .. დახეული ჯინსით, შავი კედითა და მუქი ფერის მაისურით .. და სანდრო მიხვდა, რომ ეს იყო ამოუხსნელი ფერომენი! ეს იყო უბრალოება, რომელსაც მოჰქონდა ზებუნებრივი ეშხი, არაამქვეყნიური შარმი და საერთდ, რენე იყო საოცარი იმ სისადავით, რომელიც მთელი ცხოვრება ჰქონდა ხასიათში.
-რენე, დალაპარაკება მინდა შენთან. - წამოიწყო ქერა სალიმ და იგრძნო, როგორ დაეჭიმა კანი. რენე იდგა ისევ უჩვეულოდ მშვიდი გამომეტყველებითა და თბილი თაფლისფერი თვალებით.
-გისმენ? - ძალიან ჰარმონიული იყო ლაშხის ხმა. "ქერა" პირველად აღმოჩნდა პირისპირ, ასე ახლოს მასთან და იგრძნო, როგორ წამოუხურდა სახე.
-მაქსიმეზე მინდა ლაპარაკი, - მიაყარა ერთბაშად და არაჩვეულებრივად შეამჩნია, როგორ შეეცვალა რენეს რამდენიმე წამის წინანდელი, თბილი, აუღელვებელი გამომეტყველება. ღვინისფერი ტუჩებიც გაეპო რაღაცის სათქმელად, მაგრამ სალიმ აღარ აცადა, - ვიცი! - ცოტა ხმამაღლა მოუვიდა "ქერას". გაოცებისგან შუბლზე აიტანა წარბები რენემ, - ვიცი, როგორი ურთიერთობაც გაქვთ, მაგრამ უნდა გითხრა! ვალდებული ვარ, რომ გითხრა! - ღაწვები შეეფაკლა ქერას და ლაშხს გულწრფელად შეეცოდა, ასე რომ წვალობდა სათქმელის ჩამოსაყალიბებლად, - მე .. უბრალოდ .. უნდა ვთქვა .. სინდისი არ მომასვენებს .. - სალი იბნეობდა .. გოგო, რომელიც არასდროს, არავის წინაშე არ დაბნეულა, გოგო, რომელსაც ეგონა, რომ ხელით ეჭირა მთელი ქალაქი, ბრინჯივით დაიფანტა .. და ამის მიზეზი იყო რენე, რომელიც უბრალოდ იდგა და საერთოდ, საერთოდ არაფერს აკეთებდა. ძალიან ჩვეულებრივი მზერით დასჩერებოდა სალის და იცდიდა, როდის ამოთქვამდა სათქმელს. ქერა ძალიან ცდილობდა, პირი გაეხსნა და ის ეთქვა, რის სათქმელადაც მთელი დღე ემზადებოდა. ხედავდა რენე, ულაპარაკოდაც რამხელა იყო მისი გავლენა ხალხზე .. სრულიად ულაპარაკოდ, უმოქმედოდ .. და ეცინებოდა გულში, "არაფრის კეთებით" ასე რომ დააბნია მის წინ ატუზული ქერა .. თან ეცოდებოდა გულწრფელად.
-პირდაპირ მითხარი, თრემ ძალიან იტანჯები. - საქმე გაუმარტივა რენემ და სალიმ იგრძნო, ახლა რამე რომ არ ეთქვა, ლაშხი მთელი ღამე ასე გაუნძრევლად არ დაუდგებოდა და არ დაელოდებოდა, როდის ამოიღებდა ეს დაბნეული გოგო ხმას.
-კაიფობს. - ნერწყვი გადააგორა სალიმ და თავი დახარა.
სახე აეწვა რენეს და ძალიან ხმამაღალმა წუილმა გაუყრუვა ყურები. შეეძლო დაეფიცა ქერას, რომ სულ ცოტა ხნითაც რომ ეყურებინა რენესთვის, ადგილზე ჩაიღვენთებოდა ლაშხი. არ იცოდა, მოეჩვენა თუ მართლა მოიხარა მხრებში რენე. იმ წანს ეგონა, რომ რამდენიმე სანტიმეტრით დადაბლდა თითქოს და ახლა საერთოდ ვერ მიხვდა სალი, როგორღა უნდა გაეგრძელებინა საუბარი.
-შენ ვინ ხარ? - წამიერად შეცვლილი რენე ჩვეულ "ფორმას" დაუბრუნდა და ქერას გულწრფელად ეგონა, რომ მისი რამდენიმე წამის წინანდელი მდგომარეობა უბრალოდ მოეჩვენა.
-მე .. სალი .. - ამორერღა ორ წუთიანი დუმილის შემდეგ და ისევ გაეფანტა ძლივს შეკოწიწებული სიტყვები.
-ეგ არ მაინტერესებს, - იყო ძალიან მკაცრი პასუხი და სალის ატკიებული სხეული. ძალიან უხეში საუბარი იცოდა რენემ ხანდახან, მაგრამ ქაჯობაში არასდროს გადასდიოდა და ძალიან უკვირდა ქერას, როგორ ახერხებდა ამ ზღვარის შენარჩუნებას ლაშხი. სხვას ალბათ, ასეთი ტონით საუბრი რომ გაებედა სალისთვის, დაუფიქრებლად მივარდებოდა და სახეს გრძელი ფრჩხილებით ჩამოპოტნიდა .. მაგრამ ახლა არა. კი არ ეშინოდა .. რენესი კი არ ეშინოდა .. მონსტრი კი არ იყო შეგშინებოდა, უბრალოდ არსობობდა ლაშხსა და ხალხს შორის რაღაც უხილავი ზღვარი, რომელსაც ვერ გადალახავდი როგორც არ უნდა მოგენდომებინა, - მისთვის ვინ ხარ, მაქსიმესთვის რას წარმოადგენ?!
-მე მისი .. - ენას მოუკიდა ქერამ და ძალიან შერცხვა, ასე რომ იმცირებდა თავს მაქსიმეს დის წინაში. სალის პასუხი რად უნდოდა რენეს, ისედაც ყველაზე უკეთ იცოდა რასაც წარმოადგენდა სალი, მაგრამ მისი პირიდან უნდოდა მოსმენა, - მე ..
-თოჯინა. - სამარისებურ სიჩუმეში განაჩენივით გაისმა რენეს მკაცრი, თუმცა მაინც საოცრად ხავერდოვანი ხმა და სალიმ იგრძნო, როგორ გადაუვიდა ფერები სათითაოდ, - მითხარი, თოჯინა ხარ?
აზრზე არ იყო ქერა, ახლა რა უნდა ეთქვა. თავის მართლება რომ დაწყო სიცილს ვერ შეიკავებდა რენე, ამიტომ ვერ მიხვდა, რა პასუხი უნდა გაეცა და თავი ჩაქინდრა. როგორ უნდოდა მივარდნოდა ლაშხს და სახე დაეკაწრა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა.
-მითხარი, თოჯინა ხარ? - ისევ უმეორებდა კითხვას რენე.
-არა! - სევდანარევი იყო ქერას ხმა და რენე მიხვდა, რომ სალის ძალიან, ძალიან რცხვენოდა ..
-აბა, ჩუპაჩუპსი ხარ? - ეცინებოდა რენეს. უჩვეულოდ მშვიდი იყო იმ საღამოს ..
სალიმ უკვე მეორედ იგრძნო თავი უკანასკნელ ადამიანად.
-მამცირებ და ამის უფლება არავის მოუცია! - თავი ასწია და რენეს "ღიმილიან თვალებს" შეაჩერდა.
-მაშინ არ გამცირებს ხოლმე, მაქსიმე, ღამით რომ მოგადგება, დაკმაყოფილდება და დილით ისევ აჩრდილად გაქცევს? - ლაშხის უდარდელ ტონს ჭკუიდან გადაყავდა ქერა, - და კიდევ, საკუთარ თავს უფლების საზღვრებს თავად ვუდგენ.
ძვლების ტკივილი იგრძნო სალიმ.
-თამამად, სალო, თამამად. - ისევ ეცინებოდა რენეს და მთელი გულით ცდილობდა ის ზიზღი, ის ჯავრი, რომელსაც იმ წამს მაქსიმეს მიმართ გრძნობდა, ამ გაფითრებულ გოგოზე ამოეყარა, გაფართოებული თვალებით რომ მისჩერებოდა და პასუხი ჯერ ვერ მოეფიქრებინა.
-მე მაქსო მიყვარს. - იყო სალის ძალიან სასაცილო პასუხი და რენეს შუბლზე ატანილი წარბები. "ქერას" ეგონა, ახლა გაიცინებდა რენე და კიდევ უფრო უკანასკნელად აგრძნობინებდა თავს. არ გაუცინია ლაშხს .. - რენე, მე ვიცი რასაც ვაშავებ და ყოველ დილით, ჩემს საქციელს მტელი გულით ვნანობ! - ვერ იყო მისი ხმა ბოლომდე მყარი.
-არ მწამს მე ეგეთი სინანულის, ხვალ რომ იგივეს გააკეთებ. - სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა ჯიბიდან რენემ, - აქედან რომ გახვალ, იქ, პატარა მაღაზიაში ჩუპაჩუპსი იყიდე და შეინახე. - ჯალათად, მანიაკად გრძნობდა თავს ლაშხი და გულის რევის შეგრძნებას გვრიდა საკუთარი საქციელი .. სალისი არა, საკუთარი .. - ყველას ნალოკი ჩუპაჩუბსი ხარ და თავმოყვარეობა ისე გელახება, ვერაფერს ამჩნევ. ჩუპაჩუპსი შეჭამე და ბოლოს, სულ ცოტა, სულ ციცქნა რომ დაგრჩება, შეინახე .. აი, ეგ იქნება შენი თავმოყვარეობა .. საწოლთან დაიდე .. მაქსიმე და მისნაირი კიდევ ათასი რომ მოგაკითხავს დახედე, ოღონდ ეცადე, საკუთარ თავზე გული არ აგერიოს. - ამოილაპარაკა რენემ და სიტყვებს იმხელა ზიზღი ამოაყოლა, სალის სული ასტიკვდა .. ყველა ორგანო აუღანყდა .. თითოეული უყრედი აუკივლდა და ბარისკენ მიმავალ ლაშხს გააყოლა თვალი.
რენე ძალიან კეთილი იყო ზოგჯერ .. ზოგჯერ ძალიან ბოროტი .. მშვიდიც და იმპულსურიც .. და ეს არ იყო არანაირი ნიღაბი! ყველა ემოცია, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს მასში იყო. ყველა შეგრძნება, რომელიც ოდესმე ვინმეს უგრძვნია, იყო რენეში!
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი იყო რენე ლაშხი! თავიდან ბოლომდე ნამდვილი და ბუნებრივი!
ძალიან ცდილობდა გაეწმინდა სივრცე მის გარშემო და ზოგჯერ ეგონა, რომ ყველაზე მეტად თვითონ აბინძურებდა იქაურობას. რენეს სწამდა, რომ თუ ადამიანს ყველაფერს არ ეტყოდა, ისე ვერაფერს შეაგნებინებდა. თუ ყველაფერს ყველაზე აგრესიული ხერხით არ გადასცემდა, ისე არაფერი გამოუვიდოდა ..
სულ ფეხებზე ეკ,იდა სალის სხვისი თბილი საუბარი იმაზე, რომ საკუთარი თავი არ უნდა დაეღუპა და თავის საქციელებზე უნდა დაფიქრებულიყო .. ღმერთმა იცოდა, რამდენმ ადამიანს ეთქვა მისთვის ეს და ღმერთმა იცოდა, რამდენჯერ ... მაგრამ იმ ფორმით, როგორითაც რენემ გადაუშალა "ქერას" საკუთარი, გულისამრევი ცხოვრება .. აქამდე არავის .. აქამდე არსად .. ღმერთო, არავის შეუდარებია სალი ნალოკი ჩუპაჩუპსისთვის.
ეს იყო შემთხვევა, როცა საკუთარი თავით მუდმივად კმაყოფილმა ქერამ უკანასკნელ ადამიანად იგრძნო თავი. იდგა რენეს პირისპირ და ეგონა, რომ საერთოდ არაფერს წარმოადგენდა!
კლუბში ძალიან სწრაფად შევიდა რენე და არც გაუხედავს ვერანდაზე გაუნძრევლად მდგარი სალისკენ. ისევ "თავის" პუფში ჩახტა და მუხლებზე ჩამოდო თავი .. აჩქარებული პულსაციის დარეგულირებას ცდილობდა მთელი მონდომებით. ნეტავ სად ეგდო ახლა მაქსიმე, სად ჯანდაბაში ეგდო გათიშული, ამ ქვეყნიურ ცხოვრებას გამოთიშული!
გაუზრებლად წამოდგა ფეხზე და გაუაზრებლად მიუახლოვდა იმ მაგიდას, ბიჭები რომ მისხდომოდნენ და ძალიან ხმამაღლა იცინოდნენ რაღაცაზე.
-მაქსიმე აქ არის? - გაისმა რენეს ძალიან ჰარმონიული ხმა და ისეთი სერიოზული სახე მიიღეს ბიჭებმა, თითქოს თავზე დაემხოთ დედამიწა. რენემ რომ მაქსიმე იკითხა, ეგ უკვე თავისთავად იყო აპოკალიფსი.
-რატომ ეძებ? - გაკვირვება ვერ დამალა ბექამ და ისე მოათვალიერა მეგობრები, თითქოს, ამ კითხვის დასმით რაღაც საშვილიშვილო ცოდვა ჩაედინოს რენეს.
-აქ რის მეთქი? - კბილებს შორის გამოსცრა ლაშხს და სანდრომ მათ მაგიდაზე მიყრილ ჭიქებს შეავლო მზერა გაუაზრებლად. ძალიან მოუნდა, რომ საკუთარი ნებით მიეცა ეს ჭიქები რენესთვის, დასამტვრევად ..
-რამდენიმე წუთის წინ ვნახე, აქ იყო. - უპასუხა ნიკუშამ და შუშის მაგიდას ისეთი ძალით მოუჭირა ხელი, კინაღამ შემოეფშვნა.
არ გაყოლია .. არავინ გაყოლია რენეს. მხოლოდ არეული მზერა გააყოლეს საპირფარეშოსკენ მიმავალს და ისევ ერთმანეთს შეხედეს, უცნაურად. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ულაპარაკოდ ხვდებოდნენ, რას გრძნობდა ყველა ცალ-ცალკე და ერთიანად.
მამაკაცების საპირფარეშოში ისე შევარდა რენე, სულ არაფერზე უფიქრია. გონება დაებინდა და ძალიან ესიამოვნა .. ყველა ფიქრი ერთიანად ამოუცვივდა გადაღლილი თავიდან. მხოლოდ მაქსიმეს არჩევდა, კედელთან ჩაკეცილს, ოფლიანს .. შუბლდანამულს და კიდურებათრთოლებულს. მხოლოდ სხეულის წვას გრძნობდა, საშინელს და მთელი გულით, მთელი ორგანიზმით უნდოდა ღრიალი.
-მაქსიმე! - მივარდა კუთხეში ჩაკეცილ, უფროს ლაშხს და მის წინ ჩაიკეცა ძალაგამოცლილი. სიცოცხლის ნიშან წყალი არ ეტყობოდა, უფროსს .. - ოღონდ კაიფში არ გაიპარო, მაქსიმე და როგორც გინდა ისე მოკვდი! - უყვიროდა რენე და მთელი ძალით ჩაფრენოდა მხრებში. არაფერზე რეაგირებდა მაქსიმე ..- მაქიმე, გაახილე ეგ დაწყევლილი თვალები, გესმის? - ყვიროდა ბოლო ხმაზე და უბრალოდ არ იცოდა, ასეთ მომენტში რა უნდა გაეკეთებინა. აფსოლიტურ აფექტში ჩავარდნილი ანჯღრევდა ძმას და ამას ისეთი ძალით აკეთებდა, არაამქვეყნიურ ტკივილს გრძნობდა მკლავებში .. - ღორი ხარ, მაქსიმე, ღორი! - ბღაოდა რენე და შეეძლო დაეფიცა .. ახლა, შეეძლო დაეფიცა რომ მთელი გულით ეზიზღებოდა მაქსიმე. სულ ოდნავი პატივისცემა რომ ჰქონდა მის მიმართ, ისიც იმიტომ, რომ ერთი სისხლი უჩქეფდათ ძარღვებში, ისიც გაუქრა. ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ფეხზე წამოიჭრა და ფეხი მთელი ძალით მიარტყა კედელზე აკრულ მაქსიმეს, - მაქსიმე, გაახილე ეგ ბინძური თვალები, მაქსიმე! - სადოწარკვეთილი ხმა ამოსდიოდა პირიდან და მთელი ძალით ურტყამდა ფეხს .. ისე ეძალებოდა ენერგია, ახლა შეეძლო კედლები მუშტების რტყმით ჩამოენგრია. შეუჩერებლად ეძახდა უსიცოცხლოდ მისვენებულ მაქსიმეს და შეუჩერებლად ურტყამდა კედელს მუშტებს, - როგორ მეზიზღები, როგორ მეზიზღები! - სისხლი წამოუვიდა დამსკდარი ხელი გულიდან რენეს, - ბინძური ღორი ხარ, მაქსიმე! გაახილე ეგ დაწყევლილი თვალები, გესმის?! - ტვინში ექცეოდა სისხლი. ეს იყო მდგომარეობა, რომელშიც ეგონა, რომ არასდროს ჩავარდებოდა.
წელზე იგრძნო ვიღაცის ძლიერად მოჭერილი თითები და მთელი ძალით მიენარცხა კედელს. ისეთი ტკივილი იგრძნო ბეჭებში, ძლივს ამოისუნთქა. ვერ აჩერებდა ხელებს .. გაუჩერებლად ურტყამდა ახლა უკვე მის წინ ასვეტილი, ერთი თავით მაღალი სხეულის განიერ გულ-მკერდს და რამდენი ხნის შეკავებული ცრემლები უსველებდა მთელ სახეს. მარილიანი სითხე ჟონამდა მისი თვალებიდან, მისი სულიდან, სხეულიდან, როგანიზმიდან .. გაურკვეველი ხმები ამოსდიოდა პირიდან და სისხლი მოსდიოდა დამსკდარი, ძალიან ნაზი ხელებიდან ..
-შემომხედე! - ვიღაცამ ძლიერად მოუჭირა სახეზე თითები, - შემომხედე მეთქი! - მეორე ხელით მხრებში ჩააფრინდა და შეანჯღრია. აზროვნება უჭირდა რენეს, აღარაფერი ესმოდა, ვეღარაფერს გრძნობდა .. ვიღაც მთელი მონდომებით აიძულებდა , რომ თავი აეწია. ვიღაც შეუჩერებლად ანჯღრევდა და იქამდე ანჯღრია, სანამ ძალა არ გამოეცალა ლაშხს და ძალიან გამჭვირვალე, მწვანე თვალებს არ გაუსწორა თავისი თაფლისფერები. ეს იყო მომენტი.. როცა შეეძლო დაეფიცა, რომ ამ ბიჭის თვალებში შეამჩნია საკუთარი ანარეკლი. შეგრძნება, რომელიც სულ პირველად დაეუფლა რენეს. არაფრის დალეწვა არ მონდომებია, აღარც მუშტები ურტყამს კედლისთვის, მთელ დედამიწაზე ყველაზე უცნაურ თვალებს შეეფეთა და სული დაუმშვიდდა, - გამოძვრება, გესმის? - ისევ უყვიროდა მის წინ ასვეტილი, ძალიან მაღალი სხეული, - აქედანაც გამოძვრება! - საფეთქლებთან ჩაქუჩების გაძლიერებული კაკუნი ვეღარ იგრძნო რენემ და თავისუფლად ჩაისუნთქა. მუცლის დაუოკებელმა წვამ გადაუარა და ერთიანად რომ მოეშვა, სხეული რომ მოუდუნდა, კედელთან ჩაიკეცა. ისევ ის დაბინდული გონება და ისევ მანიაკური სიამოვნება .. მშვიდი სული .. დაოკებული სხეული .. ჩოხშობილი ენერგია და არსაიდან მოსული სინდისის ქენჯნა. მის ორგანიზმში აღმოჩენული გრძნობა, რომელმაც სუნთქვა ისევ შეუკრა. იქნებ, მისი ბრალი იყო .. იქნებ, ის იყო დამნაშავე .. სული გადაერია .. კედელზე უსიცოცხლოდ აკრული მაქსიმე სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში .. ძილი და იმ ყველაფრის დავიწყება მოუნდა ძალიან ..
და მაინც, იქნებ თვითონ იყო დამნაშავე.
იქნებ,
იქნენ,
ის ......

_ _ _ _ _ _ _ _
შობას გილოცავთ, გფარავდეთ უფალი! მი ხა რი ხართ. <3



№1  offline წევრი sofi_rio

მეღირსაააა! ამდენნიხანი როოგორდააგვიანე გოგო :D <33 ძალიან ძალიან კარგი იყო <3 გამიხარდა რომ დავინახე ^_^ მეცგილოცავ

 


№2  offline წევრი zoi

ვგიჟდები ამ ისტორიაზე და სულ ველოდები კარგი რა ასე ნუ გვექცევი დადე ხოლმე რა მალ მალე

 


№4  offline წევრი LoNdA DM

ველოდები სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს, ძალიან მომწონს ეს გოგო და მაქსო ჩემი ბიჭია. მაქსოს არაფერი დამართო კარგიი. კარგად წერ და აბა შენ იცი wink

 


№5  offline წევრი ბაბალე

აუ, ვგიჟდები ამ გოგოზეეეეეეეეეე!

 


№6  offline წევრი რაც გიყვარს

ბრავო :) :) :) :) love love love

 


№7 სტუმარი lei

Auramden xans velodi rogor mikvars titoeuli siitkva <3

 


№8  offline წევრი L.A

gmertoooooooo, rogor maxarebt xolme !!!!

 


№9  offline წევრი LoNdA DM

რატომ არ დებთ? დადე რა მალე გთხოვ ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის იქნება

 


№10  offline წევრი LoNdA DM

რატომ არ დებთ შემდეგ თავს? დადეთ რა

 


№11  offline წევრი LoNdA DM

რატომ არ დებტ შემდეგთავს? დადეთ რა ძალიან მომწონს ეს ისტორიაა

 


№12  offline წევრი LoNdA DM

აღარ აპირებ გაგრძელებას ?

 


№13  offline წევრი LoNdA DM

რატომ არ დებ ? აღარ დადებ ?

 


№14 სტუმარი ANA DAVITADZE

აუ არ დადებ შემდეგ თავს რამდენი ხანია ველოდები და რამდენჯერ წავიკითხე უკვე ერთი და იგივე თავები. მიდი რა დადე ძAლიან მაგარი მოთხრობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent