შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N1 ბაბნიკი -8-


16-01-2016, 20:47
ავტორი მარიანა
ნანახია 1 938

ალექსანდრემ ლილე მანქანაში ჩასვა, თვითონაც საჭესთან დაჯდა და გამწარებული სახით თქვა
-ლილე შენ გესმის თავი როგორ საფრთხეში ჩაიგდე?!
-მაპატიე, უბრალოდ შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდა, შენი დაკარგვა არ მინდა გესმის?!
-გავაფრინე, იმის გააზრებაზე რომ შეიძლებოდა რამე დაგშავებოდა და მე ვერ დაგიცავდი, ვიღაც იდიოტი თავისი ამაზრზენი ხელებით ჩემს ანგელოზს, რომ შეეხებოდა
ლილემ ვეღარ მოითმინა და ალექსანდრეს გადაეხვია
-ნუ ნერვიულობ, ხომ ხედავ რომ არაფერი არ მჭირს და ვერავინაც ვერ შემეხო, იმიტომ რომ ჩემი ბიჭი ყველაზე ძლიერია
ალექსანდრემ ლილეს ხელები მაგრად მოხვია და შეისუნთქა მისი საყვარელი სურნელი, რომელიც აგიჟებდა. ლილემ ჩასჩურჩულა, რომ სახლში წასულიყვნენ. მთელი გზა სიმღერებს მღეროდნენ, ლილემ მაინც შეძლო მისი კარგ ხასიათზე მოყვანა. სახლის კარი ალექსანდრემ გააღო , ხელის ელეგანტური მოძრაობით ლილე შეატარა. ლილე საყვარელი ღიმილით შესცქეროდა თავის ბიჭს და ცდილობდა მომხდარის დავიწყებას. როგორც ყოველთვის დემეტრე გაბრაზებული სახით შემოეგება წყვილს
-ალექსანდრე, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ნუ მოგყავს ბავშვი ასე გვიან
-ოოო ნუ ა***** რაა!
-ბიჭო სახეს მოგაძრობ
-ახლა დაღლილი ვარ ამიტომ ხვალისთვის იყოს
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ლილე მისმინე შენ როგორ ხარ?კოშმარები აღარ გაწუხებს? -არაუშავს, უკვე მივეჩვიე-თქვა ლილემ და მორცხვად დახარა თავი. სიტყვა კოშმარის გაგონებაზე ალექსანდრეს სახეზე ფერი დაეკარგა
-ჩვენ გავალთ
ლილეს ხელი ჩაჰკიდა და კიბეებზე რასაც ჰქვია ავარდა და ლილეც თან წააფორთხიალა. ლილეს ოთახში შესულებმა , ალექსანდრემ ლილეს ხმის გაგონებაზე, რომ ხელი სტკიოდა მალევე გაუშვა. თავის პირდაპირ დააყენა, თმა გადაუწია და თვალი თვალში გაუყარა
-ლილე, საყვარელო მომისმინე შენ ჩემი გოგო ხარ, ჩემი ერთადერთი .. შენი ტკივილი ჩემი ტკივილია. ერთადერთი რასაც გთხოვ ,რომ არაფერი არ დამიმალო
-არაფერია ალექსანდრე, ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება, მამას გარდაცვალების შემდეგ სულ ასეა, დილით ატირებული ვიღვიძებ
ალექსანდრემ თმა ნერვიუოად გადაიწია, სახეზე ეტყობოდა, რომ ეს ფაქტი სასტიკად აღიზიანებდა. ლილემ ცოტა ხანს უყურა გაღიზიანებულ ალექსანდრეს შემდეგ კი მიხვდა, რომ მისთვის ასეთი რამ არ უნდა დაემალა
-აუ, ალექსანდრე ძალიან მინდა ვთქვა , რომ კარგად ვარ, არაფერი მაწუხებს, მაგრამ ეს ასე არაა. ყოველ ღამე მეშინია დაძინების. ახლა კი ყველაზე მეტად. არ მეგონა ასე ძალიან თუ შემეშინდებოდა. როდესაც დავინსხე ამდენი გარეწარი , რომ გირტყამდა. ვენებში სისხლი გამეყინა. იცი რა იყო ყველაზე საშინელი, ის რომ მე ვერ გეხმარებოდი, მათთან შედარებით მე ერთი უძლური გოგო ვიყავი, რომელსაც არაფრის ძალა არ ჰქონდა. ის შეგრძნება, რომ კარგავ საყვარელ ადამიანს და შენ არაფერი არ შეგიძლია ეს…
ლილე ამ სიტყვების მერე პანიკაში ჩავარდა, უბრალოდ ტიროდა და ალექსანდრეს მკლავებში სითბოს და დაცულობის შეგრძნებას ცდილობდა
-მისმინე ლილე, და კარგად დაიმახსოვრე. პირველი ის, რომ შენ სუსტი არ ხარ, სუსტი, რომ ყოფილიყავი ვერ შეძლებდი, ამდენ არაკაცთან მოახლოვებას, შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ. პატარა, ამ ცხოვრებაში არაფერი არ ხდება ადვილად ხან ვიღაცას დაკარგავ , ხან კი შეიძენ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შენ შეგხვდი ჩემო ფერია
-ალექსანდრე არ ვიცი შენს გარეშე რა მეშველებოდა, ალბათ ისევ მამის დატირებას გავაგრძელებდი და ცხოვრების ბედნიერ წლებს ასე გავატარებდი
-მოდი ხვალ გავერთოთ, აი სადაც შენ გინდა იქ წაგიყვან
ლილემ პატარა ბავშვივით გაიღიმა და ალექსანდრეს თავი დაუქნია
-კარგი ახლა წავალ და ხვალ წაგიყვან სადაც შენს პატარა გულს გაუხარდება იქ
ალექსანდრე გასვლას აპირებდა, ლილე, რომ მიუახლოვდა და აცრემლიანებული თვალებით უთხრა
-აუ არ წახვიდე რა მეშინია. ერთი დღე, მხოლოდ ერთი
-კარგი ჩემო ანგელოზო, მაგრამ დილით ადრე გასვლა მომიწევს, თორემ გაიგებენ. მოდი ახლა უნდა ჩაგეხუტო
ალექსანდრე ჩაეხუტა ლილეს, ლოგინზე დააბერტყა და ლილეს საშუალება მისცა, რომ ტკბილად დაეძინა. ღამის 3 საათზე ალექსანდრე ლილეს განწირულმა ყვირილმა და გააღვიძა
-დაანებეთ თავი, არ წამართვათ , ნუ ურტყამთ გთხოვთ
-ლილე, გაიღვიძე ლილე
ალექსანდრეს სახე გიჟს უგავდა , როდესაც გაღვიძებული ლილეს თვალები დაინახა კიდევ უფრო ცუდად გახდა. თავიდან ლილე შეშინებული იყურებოდა, მაგრამ როგორც კი მიხვდა , რომ სიზმარი იყო მაშნვე მოეშვა
-კარგი, ალექსანდრე არაფერია, დღევანდელი ინციდენტის ბრალია
-მოდი ჩაგეხუტები და ისე დავიძინოთ
ლილე და ალექსანდრე ერთმანეთძე აკრულები იწვნენ ლოგინზე და ერთმანეთის სურნელით ტკბდბოდნენ
***********
დილას როცა ყველა უკვე სუფრასთან მოკალათებულიყო, ნიკოლოზი სიტყვით გამოვიდა
-ხვალ გიორგი ჩამოდის, ვიცი რომ არ გეხატებათ გულზე, მაგრამ რა გავაკეთო , ჩემი ბიზნეს პარტნიორის შვილია და ვერაფერს ვერ შევცვლი
-აუცილებლად აქ უნდა დარჩეს ეგ ნა******* -თქვა გამწარებულმა ალექსანდრემ
-ასეა საჭირო და გთხოვთ ამ საკითხს გაგებით მოეკიდოთ
-კარგი მამა-თქვა დემეტრემ წყნარი ტონით
-რა ჩმორი ხარ დემეტრე რაა! მე მაგ ახ**** სახლში არ შემოვუშვებ
-ალექსანდრე მხოლოდ ერთი კვირა, გთხოვ -თქვა ნიკოლოზმა რომლის ხმაშიც აშკარად იგრძნობოდა მუდარა
-კარგი, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებთ, ზედმეტს გაბედავს და სიცოცხლეს გამოემშვიოდბება ეგ ნა*******
*************
ძალიან ვნერვიულობ , მე და ალექსანდრე პირველად მივდივართ პაემანზე. მთელ დღეს ჩემს საყვარელ ბიჭთან გავატარებ. მაგრამ რა უნდა ჩავიცვა?! გავაღე კარადა ლამაზი სადა კაბა ამოვიღე და მოვირგე. თმები გავიშალე და დაველოდე სანამ ალექსანდრე მოვიდოდა. ალექსანდრე ოთახში გიჟივით შემოფრინდა. ლილე ხელში აიტაცა და დაატრიალა. -ჩემი პრინცესა ასე ლამაზად ვისთვის გამოეწყოო?! -ჩემი პრინცისთვისო -მე ვიცი ჩემი პრინცესა სადაც უნდა წავიყვანო -მითხარი რაა?! -არ გეტყვი სიურპრიზია -აუუუ მითხარი -არაა-თქვა ალექსანდრემ და საყვარლად დაიღრიჭა -კარგი მაშინ წავიდეთ -კარგი პატარა წავედით


---------------

მოგესალმებით ძვირფასო მკითხველებო love უდიდეს ბოდიშს გიხდით ამდენი დაგვიანებისთვის, გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით დადებას, იმედია გაგვიგებთ request ესეც თქვენი ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ love ველით კომენტარებს და შეფასებებს lol სიყვარულით ანა და მარიამი (მარიანა) loveскачать dle 11.3



№1 სტუმარი marii

Rogorc iqna dadet :dd magram dzalian patarebiaa :/

 


№2  offline მოდერი tsn

აღარ დააგვიანო რა, ისე გამეხარდა რომ ვნახეეე, უბრალოდ პატარაა

 


№3  offline წევრი natia-natia

Dzalian momewona agardaagviano raa

 


№4  offline წევრი cancara

კაია კაი მომწონს მალე დადე ნუ აგვიანებ

 


№5  offline წევრი Lana Tomlinson

ეს გიორგი მაინტერესებს ვინაა ^______^ ძალიან კარგია,გააგრძელეთ.

 


№6  offline წევრი tvinischia

აუუუ ესე აღარ დააგვიანოთ რაააა ((( ძაან საყვარლობა და კარგი იყო მომწონს ლილე და ალექსანდრეეს წყვილი უფროო უფრო უფრო დაახლოვეეე და ეს გიორგი მაინტერესებს ვინაა იმედია ლელეს და ალექსანდრეს დაშორებას არ ეცდება და ნერვებს არ მოგვიშლის :დ

 


№7  offline წევრი busku

Kargia imedia male dadebt ufro did tavebs momwons tqveni istoriebi

 


№8 სტუმარი ucnobi

au male dade dzaan magaria mara moklea. agar daagviano ra

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent