შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა გზა შენთან მოდის მარიამ!(38)


29-01-2016, 22:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 023

ყველა გზა შენთან მოდის მარიამ!(38)

საავადმყოფოში დარჩენაც ვერ მოახერხა, ბოლომდე სანამ ცუდად არ გახდა იქ იყო შემდეგ კი სახლში დაბრუნდნენ .
-რა ხდება სანდრო?
-არაფერი !
-ნუ მიბღვერ ძალიან გთხოვ რა
-არ გიბღვერ პატარა უბრალოდ.. ჩამეხუტე რა- ალექსანდრე მოეხვია ცოლს- მაბრაზებენ ტიპები და ხომ იცი გაბრაზებული როგორი ვარ .თან მაგარ დ.. მ.. ხასიათზე ვარ ვერ ვხვდები რა ხდება საშინლად ვარ აფორიაქებული და ვერ ვმშვიდდები , ჩემი პატარებიც მალე დაიბადებიან დევდარიანის ქალბატონმა დაგასწროთ მა- გაიღიმა სევდიანად და აკოცა
-ნუ ღელავ ყველაფერი ისე იქნება როგორც ღმერთს სურს , ჩვენ უბრალოდ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განგებას კი წინ ვერ აღვუდგებით. პრიმიტიულ საკითხებზე გაბრაზება არ ღირს -აკოცა და საწოლში ფრთხილად დაწვა. ალექსანდრე აივანზე იყო დიდხანს შემდეგ თვალთ დაუბნელდა ., თითქოს სუნთქვა შეეკრა და სწრაფად შევიდა საძინებელში, მარიამი უძრავად იწვა , ვერ გამოაფხიზლა შემდეგ საბანი მოაშორა და სისხლი რომ შენიშნა ყველაფერი გაჩერდა ირგვლივ, გულის ხმა ესმოდა , აზრები ერთმანეთში ირეოდა, კადრები ერთმანეთს ცვლიდდა , ვეღარაფერს ხვდებოდა , არც ის იცოდა მის ირგვლივს ვინ იყო , როგორ იყო, რა ფორმაში ან რას აკეთებდა , მხოლოდ კარის მიღმა ხედავდა საოპერაციოში მყოფ საყვარელ ქალს თავად სიყვრულს რომელსაც კარგავდა , ყველა მოგონება ერთმანეთში ირეოდა , თვალები ცრემლებმა დაუბინდა , ხმა ყვირილისგან ჩაუხჩა , გული ტკივილისგან გაეპო და მთელს არსებაში ტკივილი გაბატონდა . მუხლებზე დამხობილი დასისხლიანებულ ხელებს ურტყავდა იატაკს და უკვე იქ მყოფი ბიჭებიც ვერ ამშვიდებდნენ , ბოლოს თავადაც ძალაგამოცლილნი დაეცნენ და გათიშლები უყურებდნენ ძმას. ყურები დაუბუგდა , თვალები გაუშეშდა როცა ხმა მოესმა გამძვინვარებული ყვიროდა გაიანე იქ მყოფ ექიმების ჯგუფს მითითებებს აძლევდა
-ბიჭია - ხმა მოესმა და სმენა დაძაბა ბავშვის ტირილის ხმის მოლოდინში ყველაფერმა შეწყვიტა წამით არსებობა კიდევ ესმოდა ხმები შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გაისმა ტირილის ხმა , გაჩერებული გული კვლავ აძგერდა როცა რამდენიმე ხმა შეერწყმა ერთმანეთს ფეხზე წამოდგა კარს ხელი მიადო და დაინახა ბავშვები , ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი შეაშრა როცა აპარატის გამაყრუებელი წრიპინის ხმა შეერწყა ბავშვის ტირილის ხმას ......
ალექსანდრემ თვალები დახუჭა , თითქოს სიმშვიდით ,სიჩუმით დაეხმარებოდა მარიამს. ხმები ერთმანეთში ირეოდა , გული გამალებით უცემდა ,დერეფანში ყველა დუმდა უბრალოდ ცრემლები სდიოდათ , ბავები გაჩუმდნენ მხოლოდ ერთი ტიროდა ისევ , მარიამის სხეული რამდენჯერმე შეირხა , ბავშვი ტირილს არ წყვეტდდა
-დამიბრუნდი თაფლისფერთვალებავ - მხოლოდ ეს თქვა ალექსანდრემ , ან უბრალოდ გაიფიქრა და გული შეეკუმშა , ტკივილმა ყველაფერი მოიცვა რამდენიმე წამი საუკუნედ ეჩვენებოდა თითქოს კადრები შენელდა და მარიამის გულისცემასთან ერთად თავიდან დაუბრუნდა საწყის წერტილს. ალექსანდრე იღიმოდა , ფერდაკარგული ტუჩი ოდნავ ჩატეხა და იგრძნო კიდეც როგორ დაეყრდნო ვიღაც. თორნიკე იყო რომელიც უხმოდ იდგა და ამ ყველაფერს უყურებდა , ემოციამ სძლია და წონასწორობა ვერ შეიკავა. ალექსანდრეს მოეხვია და ისევ წამოუვიდა ცრემლები რომელიც წამშ გააქრო
-ცოცხალია დაგვიბრუნდა .. არ დაგვტოვა არ დაგვტოვა ჩემმა ფერიამ ვერ დაგტოვათ სანდრო-ლუღლუღებდა და ხელს უჭერდა.
მიშო კედელთან იყო ჩაკეცილი სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული და იმ წამიდან გაშეშდა რაც აპარატის ხმა გაიგონა , ახლა კი ძლივს წამოდგა ხელით კედელს დაეყრდნო და დემეტრეს შეხედა რომელიც მყარად იდგა მის თვალზე გაბრწყინებული ცრემლის კვალიც არ სჩანდა , მიშოს გაუღიმა და მხარზე ხელი დაჰკრა
-ცოცხალია მიშო.. ცოცხალია ტო ხომ იცით როგორი მაგარი გოგოა - დემეტრეს ხმამ გონს მოიყვანა ყველა . უკვე ტვირთი მოეხსნათ მხრებიდან . თორნიკე და ალექსანდრე განადგურებული სახეებით იდგნენ. მათგან კი ერთ-ერთი მათგანი უკვე იაზრებდა რომ მამა იყო სამი ანგელოზის მამა რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძოდნენ , გული სხვანაირად უცემდა, თითქოს სრულიად ახალი ერა დაიწყო მის ცხოვრებაში , ტვირთს ისევ გრძნობდა, ისევ ტკიოდა მარიამის ნაწილი , თითქოს მასთან ერთად განიცადა ის ყველაფერი , თითქოს მისი გულიც გაჩერდა ახლა კი იბრძოლებდა თაფლისფერთვალებასთან ერთად რომ კიდევ დიდხანს მთელი ძალით განეგრძო ძგერა გულს რომელიც ეკუთვნოდა და ორი სიცოცხლე უკვე ხუთი სიცოცხლე იყო დამოკიდებული.
გაიანე რამდენიმე წამში გამოვიდა , განადგურებული იყო, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ალექსანდრეს რომ შეხედა მაინც გაიღიმა მიუხედავად იმისა რომ არაბიოლოგიური დის გამო მთელი არსებით იყო განადგურებული . ახლა დაცემის დრო არ იყო , მითუმეტეს როცა ხედავდა იქ მყოფ ბიჭებს რომლებიც რამდენიმე წამში დასუსტებულიყვნენ , მათი ძალა და ენერგია არსად ჩანდა მხოლოდ დემეტრე იდგა ერთი შეხედვით მყარად , მაგრამ მისი თვალები სხვა რამეს ამბობდნენ . გაიანემ ხელთათმანები და პირბადე იატაკზე მოისროლა და ალექსანდრეს მოეხვია
-გილოცავ მამიკო თქვენი გოგონები და ვაჟი კარგად არიან დედიკოს სიძლიერის დამსახურებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ უბრალოდ ცოტა ხნით მოუხდებათ რეამინაციაში ყოფნა სულ რამდენიმე დღე - უცებ თქვა და ხმა ჩაეწმინდა
-მარიამი..- საკუთარი ხმა ვერ იცნო და გაჩუმდა -როცა გაიანეს დააკვირდა ისევ შეეკრა სუნთქვა
-ის
-მითხარი რომ ცოცხალია .. მითხარი თქვი ...
-კი ცოცხალია იბრძვის მაგრამ საკმაოდ რთულად არის ყველაფერი ახლა ვერ დავიწყებ ახსნას აზრიც არ აქვს უბრალოდ .. ის ჩვენი მარიამი .. სიკვდილს ებრძვის ამ წამებში მას როგორც აღმოჩნდა გულზე საკმაოდ დიდი პრობლემა ჰქონდა ანალიზები როცა ვნახე ჩემს ხელთ მყოფი ყველგან ყველაფერი წესრიგში იყო . არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა ვიცოდით ამ პრობლემის შესახებ იცოდა რომ აბორტის გაკეთებას მოვთხოვდი მითუმეტეს სამი ტყუპი .. - ხმა ჩაუწყდა და შებარბაცდა, გიორგი მოეხვია - ჩვენ.. ყველაფერს გავაკეთებთ შეუძლებელს შევძლებთ უფრო სწორედ მარიამი შეძლებს სანდრო ის არ წავა და თავის საქციელის გამო არ დაგვტოვებს ყველას არა ! ვიცი რომ იცოდა , ელოდა და ახლა იბრძვის , მალე გამოფხიზლდება და ისევ დაგვიბრუნდება მარიამი . შენი თაფლისფერთვალება, საოცარ ბავშვებს გაზრდის , ყველაზე კარგი დედა იქნება .. თორნიკეს მარიამს მონათლავს, გიგის მათეს აბა ამათ რა იციან გიჟები არიან -ლუღლუღებდა და ცრემლები სდიოდა -მორჩა .. მორჩა ! ცრემლები რა საჭიროა გავიგეთ ბავშვები დაიბადნენ ბედნიერებას ცრემლები სდევს თან ახლა კი არაფერი მოხდება . მაირიამი ხვალვე გაიღვიძებს მოძლიერდება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები , მუჭები შეკრა რომ კანკალი შეეწყვიტა და ყველას შეხედა , რეაგირება არ ჰქონდატ მერე რა რომ ცრემლები არ სდიოდათ , ისე იყვნენ ტირილზე უარესი იყო
-მიშო შემომხედე ისე მოიქეცი როგორც მარიამი მოიქცეოდა შენს ადგილას , ყველა თქვენგანმა წარმოიდგინეტ ის რას გააკეთებდა ახლა რომელიმე თგვენგანი რომ ყოფილიყო მის ადგილას წარმოიდგინეთ და შეწყვიტეთ გლოვა. ანასტასია , ნინი თქვენ რაღა დაგემართათ ანასტასია შენზე ძლიერი ქალი არ მეგულება და ახლა ასე უნდა იჯდე ?
-გაიანე ჩემი გოგო ხომ კარგად იქნება? ხომ ყველაფერს გააკეთებთ?
-გავაკეთეთ უკვე ამდენი ხანი რომ ვიყავით თქვენ ვერ ხედავდით იქ ორი ოპერაცია კეთდდებოდა ერთმანეთის მიყოლებით მე რამდენიმე წამშ დავასრულე საქმე შემდეგ კარეოლოგმა განაგრძო . მარიამი იცოცხლებს ! მას ყოველთვის სჯეროდა ჩვენი ყველა სიტუაციაში სჯეროდა იმის რომ ღმერთი არ გასწირავდა . მარიამის შემთხვევაშ კი მხოლოდ ერთს კი არა ხუთ ადამიანს ანადგურებს ამას დამატებული ჩვენ მთელი მისი სამეგობრო . შეუძლებელია დაუშვას ჩვენი გაუბედურება , ის ყოველთვის ჩვენი ბედნიერებით სულდგუმოლობდა და ცდილობდა ყველაფერი მარტივად მოგვეგვარებინა . თქვენ კიდევ წადით თქვენს ფეხმძმე ცოლებთან სანამ გაიგებენ სად და რატომ ხართ , რაც ნაკლები ინერვიულებს მით ნაკლები პრობლემა იქნება, ხვალ გაიღვიძებს და შემდეგ მოვლენ მისი გოგონებიც
-კარგი რა განო სად წავიდე სახლში რომ მივიდე სულ გავგიჟდები და მიხვდება გვანცა ყველაფერს ჯობია ეგონოს რომ ვსვავთ
ალექსანდრე გონს მაშინ მოვიდა როცა ბავშვები გამოიყვანეს , ზემოდან უყურებდა სამ ციცქნა არსებას და ვერც კი არჩევდა ერთმანეთისგან . ისე მალე გაიყვანეს ნორმალურად ვერც კი დააკვირდა.
-მოაწესრიგებენ და შეგეძლება ნახვა- გაიანემ უთხრა და გიორგის შეხედა - მიდი რადგან ღამე აქ რჩებით ყავა ამოიტანე გამოფხიზლდებით ცოტა რომელიმე გადით სანდროს ტანსაცმელი მოუტანეთ სიცივეა აქ მარტო შარვლით რომ დგას - თქვა და კაბინეტისკენ დაიძრა. როგორც კი შევიდა კარს მიეყრდნო და ჩაიკეცა. თავის თავს იდანაშაულებდა იხსენებდა ყველაფერს და თავს იდანაშაულებდა რომ ცხოვრებაშ პირველად გამორჩა ერთი დეტალი და ისიც მაშნ როცა საქმე მის საუკეთესო მეგობარს ეხებოდა, ახლა კი შეიძლებოდა დაეკარგა , იმის გამო რომ მარიამმა მოახერხა მისი გაცრუება , იცოდა რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო, ყიფიანს რისკი გაცნობიერებული ჰქონდა მაგრამ მაინც უნდა გაერკვია , საკეისრო კვეთას ერთი კვირით ადრე დანიშნავდა და ყველაფერს თავიდან აიცილებდა, მკურნალობაც დროულად ჩაუტარდებოდა და საშიშროება აღარ იარსებებდა. კადრები ერთმანეთს ცვლიდა, სტუდენტობის პერიოდი ახსენდებოდა , გულმა ვეღარ გაუძლო და ქვითინი დაიწყო , პირზე აიფარა ხელი და ძლივს წალასლასდა სავარძლისკენ . დამამშვიდებელი აბი აიღო და დალია . გიორგი შევიდა და მოეხვია
-დამშვიდდი მოახერხე და ცოტა შეგვაფხიზლე ახლა რა დროს დანებებაა . შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ ყველაფერი გაიხსენე ყველაფერი იღონე რომ გადარჩეს
-როცა უნდა გამეკეთებინა მაშინ ვერ მოვახერხე ახლა ახლა გავაკეთეთ, მაგრამ როგორ წამოვეგე მის ანკესს როგორ არ ვნახე კარდიოგრამა მითხრა ყველაფერი რიგზეა შენ მასწავლიო? სხვა კლინიკაში ვიყავი იქ გადავიღე სიტყვაზე არ მენდობი თუ ჩემი ბავშვებზე არ ვღელავო და გამაჩუმა ხომ იცი როგორ ეხერხებოდა დარწმუნება ადამიანების - ეხვეოდა და სრუტუნებდა. გიორგი კოცნიდა და სხეულზე იკრავდა. ძლივს დამშვიდდა .
დერეფანში იგივე შემადგენლობით ისხდნენ, უკვე სამი საათი გავიდა, თენდებოდა . ალექსანდრე ბავშვებთან შევიდა, მინიდან უყურებდა , შემდეგ შუბლი გრილ მინას მიადო და თვალისდაუხამხამებლად აკვირდებოდა ბავშვებს , ბიჭუნა ვერ ისვენებდა , შემდეგ დაჟინებით უყურებდა მამიკოს , იმ წამს ხედვა განვითარებული არ ჰქონდა მაგრამ გრძნობდა მამიკოს იქ ყოფნას . გოგონებიდან ერთ ერთი ხელ-ფეხს იქნევდა და რაღაც ხმებს ტირილის მსგავსს გამოსცემდა , მეორე კი ჩუმად მშვიდად იწვა , შგადაშიგ აამოძრავებდა პაწუწა თითებს . მათ რომ უყურებდა ტკივილმა, მონატრებამ უფრო ატკინა, მეტად გამძაფრდა „მარიამის“ სურვილი მათ ხომ დედა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ , ისინი ხომ მარიამის ნაწილი იყვნენ , უყურებდა და ქვეცნობიერად მათში თაფლისფერთვალებას მსგავსს ეძებდა. მხარზე ხელის შეხებამ შეაკრთო, ფიქრებიდან გამოიყვანა
-ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ ჩვენი ანგელოზი არ დაგავიწყდეს რომელიც ზემოდან გვფარველობს .. ჩვენი ელენე არ დაუშვებს მარიამმა რომ დაგტოვოთ
-პირველად ვგრძნობ რომ სუსტი ვარ მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ ხომ ხედავ ნიკუშა...
თათამ ვერ მოისვენა , მიშო ისე გავარდა კარში გასვლისას მიაძახა ბჭები დასალევად მივდივართო და გამთენისას კიდევ არ იყო დაბრუნებული. წამოდგა ხალათი მოიცვა, მუცელი ოდნავ ჰქონდა გამობერილი , ხელი გადაისვა და ქვემოთ ჩავიდა. მაო მისახებში დადიოდა შუბლზე ჰქონდა ხელი მიჭერილი და ირაკლის ესაუბრებოდა
-ცუდად ვარ ვგრძნობ რაღაც ხდება .. ვიცი ვიცი რომ უბედურება დატრიალდა მთელი არსება მეწვის ირაკლი რატომ არ გესმის
-და ვინ არის ცუდად ღამის ორ საათზე ვის დავურეკო მაო ნერვიულობს წიკები აქ და ხომ კარგად ხართთქო?
-შენ არ გესმის არაფერი გესმის მამებმა საქმის გარჩევები იციტ მარტო -თათა რომ დაინახა გაჩერდა- თათა შვილო შენ რატომ გღვიძავს?-ტონი შეარბილა და გაიღიმა- მიშო ვერ ჩამოუშვი რამე თუ გინდოდა? მოდი დაჯექი მითხარი რა მოგიმზადო
-მიშო წავიდა დაახლოებით ორი საათი იყო და კიდე არ დაბრუნებულა - თქვა და ცრემლმორეული ჩაჯდა სავარძელში
-ხომ გეუბნებოდი არა? ჩემს მარიამს უნდა დავურეკო ის მეტყვის იმას ეცოდინება ყველაფერი ჩემს გოგოს ეცოდინება ან ის მოაგვარებს თქვენ ყველანი უმაქნისები ხარტ მხოლოდ ჩხუბი გეხერხებათ- მობილური აიღო და დარეკა . არავინ პასუხობდა, შემდეგ გაჩერდა- ამ შუაღამით გათიშა ალბათ მობილური ალექსანდრე როგორ გავაღვიძო სახლის ნომერზე რომ დავრეკო ლიზიკო წასულია კესარარია და იოანე სამეგრელოში მიიპატიჟეს და ისიც იქაა . ღმერთო გევედრები ცუდი არაფერი მოხდეს ..
-მიშოს დავურეკავ მასთან გადის და იქნებ მიპასუხოს - ისევ მოიმარჯვა მობილური და დარეკა -მიშო სად ხარ?
-რა ხდება პაწაუნა?- ხმა შეიცვალა ისე თითქოს მთვრალი იყო - მოგენატლე?
-სად ხართ? ალექსანდრეც შენთანაა? ბიჭები ყველანი ერთად ხართ?
-აქ ვინც ვართ ყველაა სულლ ყველაა დაიძინე მოვალ ხვააალ
-თბილისშ არ ხართ? ამდენი როგორ დალიე
-ნწ სხვაგან ვართ - ამოიბლუყუნდა და კოცნა გაუგზავნა- ბავშვებს მოეფერე
-მარიამი როგორაა ხომ არ იცი? მაო ღელავს რაღაც ცუდს მიგრძNობს გულიო- ეს რომ თქვა მიშო უარესად გახდა პირზე აიფარა ხელი და ცრემლები შეიმშრალა -მიშო გესმის?
-უთხარი აქაა ჩვენთან და კარგადაათქო
-მიშო როგორი ხმა გაქ ცუდად ხარ? რამე მიიღე ღვინოსთან ერთად?
-აუ რავიი პატარა წავედი მე -თქვა და რომ იცოდა ვერარ გაუძლებდა გამორთო მობილური.
ნუცას მშვიდად ეძინა, თორნიკე სახლში ისედაც არ უნდა ყოფილიყო იმ ღამით საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა , მაგრამ გამთენიისას გაეღვიძა ვერ მოისვენა , ჭამა, შოკოლადები დააყოლა, წვენი , ფილმი ჩართო და სხვაგან წავიდა ფიქრებით . მერე ბავშვს ესაუბრა და დივანზე ჩაეძინა, რომ გაიღვიძა უკვე დილის ათი საათი იყო , იმ წამიდან დაიწყო თორნიკესთან რეკვა და უკვე პანიკაში მყოფი მივიდა გვანცა მასთან ,
- გიგის ვერ ვუკავშირდები საქეიფოდ წაბრძანდა არ მპასუხობს და ვიცი რაღაც ამბავია ოღონდ ახლა მიპასუხოს ვიღაც ნაშამ და მითხრას შენს ქმართან სექ.. მქონდაო სხვა არაფერი იყოს და არ დავეძებ. რას შვები შენ? აღარ იბერები? მარიამივით ვერ გავხდებით ყველა მაგრამ ჩემი ბავშვი მგონი მონცოროზაა . ჩვენი რძალიკოც მოდის -კატოს შეხედა და გაიღიმა - აუუ წვენი მოგვიტანე რაა
-წავალ ახლავე - ნუცა დაბრუნდა კბილეულობით. რამდენიმე საათში 12 უკვე სადაქალო ადგილზე იყო უფრო ზუსტად ფეხმძიმეები . ნინი და ანასტასია , მარიამი არ ცანდნენ. სესილია თავად საავადმყოფოში იყო , ანას სულ პაწაწუნები ჰყავდა და სად წავიდოდა. კესარია როგორც მოგახსენეთ იოსთან და ელიზასთან ერთად იყო სამარგალოში, ნინა დედამისმა წაიყვანა ბორჯომში და მოკლედ შემცირებული რაოდენობით იყვნენ .
დემეტრე სესილიასთან შევიდა გოგონა პატარა ქეთის აჭმევდა და გაუღიმა ქმარს
-როგორ ხარ მამიკო?
-კარგად ჩემო ლამაზო თქვენ როგორ ხართ?- ცოლს აკოცა და მაქსიმალურად შეინარჩუნა სიმშვიდე .
-დღეს რაღაც სიმშვიდეა შენც გვიან შემოხვედი და რა ხდება? ექიმებიც ანერვიულებულები არიან რთული მშობიარობა იყო წუხელ როგორც გავიგე, მე ისე მეძინა ვერაფერი გავიგე ისედაც სამშობიარო ბლოკი შორსაა აქედან . ღმერთმა დაიფაროს დედაც და ბავშვიც
-მოვლენ მოგვიანებით საქმეები აქვთ
-რაღაც გჭირს ხო? დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდა
-კაი რა პატარა უბრალოდ დაღლილი ვარ იმდენი დავლიეთ თავი მისკდება
-მატყუებ . ნაბახუსევი არ გაქვს არასდროს და დღეიდან დაგეწყო?
-კარგი მართალია საქმესთან დაკავშირებით მაქ პრობლემა შენთვის არაა მნიშვნელოვანი . მამას ნამცეცა რა მადიანად ჭამს - თითი ჩამოუსვა ბავშვს ლოყაზე და გაიღიმა. ფიქრებით კი სხვაგან იყო .
ალექსანდრე დერეფანში იჯდა გათიშული, კოტემ შეიყვანა საპირფარეშოში და ლამის თვითონ ჩააცვა ტანსაცმელები, დასისხლიანებული ხელები მობანა და მერე დაუღრიალა
-რა იყო შე ჩემა მე შენ ძლიერი მეგონე მარიამს ეგეთი თანადგომა უნდა? ახლა უნდა იყო ძლიერი რომ შეგიშვებენ მასთან რას იზავ მოთქმას დაიწყებ? კი არ უნდა თხოვო უნდა უბრძანო კიდეც რომ დაგიბრუნდეს ისე უნდა გაძლიერდე როგორც არასდროს გესმის? მე მიყურე სხვაგან ნუ დაფრინავ. ვიცი რომ გტკივა არა ამას ტკივილიც არ ჰქვია მაგრამ ღმერთი გამოცდას გიწყობს ყველაზე დიდ გამოცდას . შენი ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი ვერც ახლა იქნებოდა , ეს დაბრკოლებაც უნდა გადალახოთ, თქვენი სიყვარული გაუძლებს გესმის? - ოდნავ შემოარტყა ხელი რომ გამოეფხიზლებინა.- წამოდი ბავშვები ვნახოთ მალე მარიამთან შეგიშვებენ კიდეც
რეზიმ განოს რომ დაურეკა ყველაფერი გაიგო და მაშნვე მათთან წავიდა, ნიკამ იოანეს დაურეკა და რამდენიმე საათში ისინიც დერეფანში ისხდნენ. ელიზაბეტი რომ გადმოვიდა მანქანიდან არაფერი იცოდა , მუხლებშ ძალა წაერთვა
-იოანე აქ რა გვინდა/ მარიამი ხომ ჯერ არ ელოდებოდა
-შევიდეთ ლიზიკო - იომ ხელი მოხვია და შენობაში შევიდნენ . ქალი გახევებული იდგა, უყურებდა იქ მყოფებს და იოანეს შეხედა
-ცოცხალია ჩემი რძალი და ბავშვები?
-კი ბავშვები კარგად არიანო
-მარიამი?- კესარიამ ძლივს თქვა სიტყვა და თვალები აემღრვრა- მარიამი როგორააო გაიანე - იმ წამს გავიდა კაბინეტიდან განნო და მას მივარდა . ელიზაბეტმა კი ალექსანდრე დაინახა იმდენად გათიშული მიაბიჯებდა ვერც კი შენიშნა იქ მყოფი დედა . ქალი მისკენ წავიდა , არც კი იცოდა რა ძალით მოძრაობდა , ალექსანდრეს პირველად ხედავდა ასეთს, ელენეს გარდაცვალების შემდეგ სულ სხვა რამეს გამოხატავდა, ახლა კი ცოცხლებში აღარ ეწერა თითქოს ფიტულს ხედავდა შვილის ნაცვლად. ქალმა გრძNობები ვერ მოთოკა და მაგრად მოხვია ხელი შვილს, სანდრომ მის ყელში ჩარგო სახე ხელები უღონოდ ჰქონდა დაშვებული
-ჩემი გოგო გადარჩება აი ნახავ გადარჩება ჩემი გოგო არ დაგტოვებთ ჩემი გოგო .. ის ის შენ და ბავშვებს ვერ გაგწირავთ . ძალა მოიკრიბე ჩემო სიამაყევ ჩემო ვაჟკაცო შენ ხო ყველაზე ძლიერი ხარ დე მარიამს ძალა უნდა მსიცე . თქვენ ხომ საერთო გულისცემა გაქვთ, საერთო სუნთქვა დე გახსოვდეს რომ შენი შესუსტებული პულსაცია მასზე მოქმედებს -თმაზე ეფერებოდა და ცრემლით დანამულ ტუჩებს სახეზე აკრავდა .
უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს რომ სანახავადაც ვერ შედიოდა , იქ სრულიად მარტო უამრავი მილით , ნემსით , წამლით დატვირთული სხეულით იწვა მისი თაფლისფერთვალება და ვერ გრძNობდა მის სურნელს მის სიახლოვეს. ამ ხნის მანძლზე პირველად გათენდა ისე რომ მისი ხმა არ გაუგია, ისე რომ მისი თაფლისფერი თვალები არ ათბობდნენ, მისთვის არ უკოცნია მისი სიცილი, თვალების ჟუჟუნი აკლდა „ ჩემი სასწაულებრივი ტუჩები“ არავინ ეუბნებოდა კოცნის შემდეგ . მარტო იდგა დერეფნის ბოლოს და უკვე მერამდენე ღერს ეწეოდა არავინ იცის. გაიანე გავიდა ექიმების გუნდთან ერთად, მარიამის ოთახიდან და ალექსანდრესკენ დაიძრა
-სანდრო სანდრო გადააგდე ეს და წამომყევი .. შეგიძლია შეხვიდე- ოთახში შეიყვანა მიაწოდა საჭირო აქსესუარები შემოსა და კართან მიიყვანა . ალექსანდრემ თვალები დახუჭა გონების მობილიზებისთვის და შევიდა. ვერ წარმოედგინა ასეთს თუ ნახავდა ოდესმე მის თაფლისფერთვალებას , თითქოს სხვა მარიამი იყო მის წინ, ახლოს და მაინც ასე შორს , ნაბიჯს ვერ დგამდა, გაყინული უცქერდა უამრავ მილში გახვეულ ცოლს, წვეთოვანი ედგა, , რამდენიმე აპარატი ედგა და თითოეული ალექსანდრესთვის გაურკვეველ რიცხვებს და ხაზებს აჩვენებდა, თვალები აემღვრა, გამოსახულება ბუნდოვანი გახდა და ეს ვერ აიტანა, წამით არ უნდოდა თვალი მოეშორებინა ცოლისთვის, სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და ნელა დაიძრა საწოლისკენ, ამჯერად ახლოს გაჩერდა უკვე მისი კანის ფერიც შეამჩნია, ის აღარ იყო განსაკუთრებულად თეთრი, ღაწვები არ ჰქონდა აწითლებული . მიტკლისფერი ედო, ტუჩები მილით ჰქონდა თითქმის დაფარული რომლითაც ჟანგბად იღებდა მაგრამ კარგად ჩანდა მუდამ წითელ ბაგეებს სილურჯე როგორ შეჰპარვოდა, თვალის უპეები ჩაშავებული და შეშუპებული ჰქონდა, თითები უფრო თხელი ეჩვენა, გამხდარი ეგონა თითქოს სრულიად გამოიფიტა , ხელებს არაბუნებრივი ფერი ჰქონდა, როცა შეეხო სიცივემ გააგიჟა ხელი მოუჭირა რომ გაეთბო ოდნავ აწია და ტუჩები მიაკრა, თითქოს სხვა ენერგიით დაიმუხტა , ლოყაზე მიიდო მარიამის გაყინული ხელი და გაიყურსა
-არ ვიცი გესმის თუ არა - შეცვლილი ჩამწყდარი ხმით დაიწყო, თითოეული ბგერა ტკივილით გაჯერებული, სევდიანი იყო- ვიცი რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერზე ძლიერია რამდენიმე საათის წინ უფრო განმიმტკიცდა ეს აზრი ჩვენი სიყვარულის სამი ნაყოფი რომ დაიბადა. პირველად რომ ვიგრძენი მათი არსებობა, ჩვენსავით იბრძიან , მე და შენ გვგვანან და უფრო ძლიერები არიან . ვიცი გესმოდა მათი ტირილის ხმა და ძალა მოგემატა, ვიცი გრძNობდი როგორ გაჩერდა ჩემი გული ,როცა შენმა შეწყვიტა ძგერა . ჩვენს პატარებს სახელიც არ აქვთ ჯერ , შენი სითბო არ უგრძვნიათ,მათ შენ სჭირდები შენ უნდა ასწავლო ყველაფერი შენ ხო ჩემი ძლიერი გოგო ხარ , ჩემი საყრდენი, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენი მჯერა , მწამს რომ არასდროს მიმატოვებ ეგ იგივე ღალატი იქნება - ძვლივს ამბობდა სიტყვებს, აზრს ვერ აყალიბებდა ბოლოს ხმაც ჩაუწყდა და ტუჩები საფეთქელზე მიაკრა- გთხოვ დამიბრუნდი , უკვე ვეღარ ვძლებ შენი ღიმილის, კოცნის და მზერის გარეშე , ვგრძნობ რომ ძალას ვკარგავ გთხოვ მე და ჩვენს პატარებს გვჭირდები . არა მარტო ჩვენ, ყველას სჭირდები. ყველა გზა შენთან მოდის მარიამ !
-სანდრო დროა გამოხვიდე -გაიანე შევიდა კიდევ ერთხელ აკოცა და გავიდა. მისი გასვლა და მაოს დერეფანში შემოვარდნა ერთი იყო უკან ირაკლი მოსდევდა ქალი ადგილზე მიეყინა , ალექსანდრეს მზერას რომ წააწყდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა , მოთქვამდა და ირაკლის ხელებში ფართხალებდა. ყიფო გაშეშებული იდგა და თვალებიდან ცრემლებს არ აძლევდა გადმოსვის საშუალებას, ცოლს გულში იკრავდა, როგორ უნდოდა მასაც ეყვირა, ეტირა, მარიამი გულში ჩაეკრა ქალმა გონება დაკარგა და ქმრის მკლავებში ჩაესვენა. ახლაღა გამოჩნდა თათა რომელიც ცრემლებად იღვრებოდა, კედელზე იყო მიყრდნობილი და სიყვას ვერ ძრავდა. მიშო მისკენ გაიქცა
-როგო .. როგორ არ მითხარი .. ჩემი მარიამი ჩემი მარიამი აქ ცუდადაა.. ცუდადაა და მე სახლში ვიყავი ჩემი გოგო არა შეუძლებელია ის ცუდად არ უნდა იყოს არ შეიძლება არ შეიძლება გესმის? შეუძლებელია ცუდად იყოს გვჭირდება, მჭირდება მასთან საუბარი მჭირდება.. - მიშოს მკერდზე მიკრული ლუღლუღებდა და ცრემლებს ღვრიდა
-დამშვიდდი გთხოვ
-რატომ არ მითხარი როგორ არ მითხარი მიპასუხე მთელი ღამე გირეკავდი და არაფერს მეუბნებოდი ამ დილით როგორ მომატყუე
-არ მინდოდა გენერვიულა.. გთხოვ ბავშვზე იფიქრე მარიამს ვერ დაეხმარები პირიქით გაბრაზდება ბავშვს რომ საფრთხე დაემუქროს- სიტყვებს ძლივს აბავდა თავს თათა ჩაეხუტა და შეეცადა დამშვიდებულიყო.
თორნიკე გათიშული იდგა და ფანჯრიდან უყურებდა მარიამს , ხელი მინად მიადო ისე თითქოს მარიამს ეფერებოდა , ცრემლი შეიმშრალა და ღრმად ამოისუნთქა. ფეხის ხმა მოესმა მაგრამ არ გაუხედავს სანამ ნუცა არ მოეხვია და ცრემლებმა არ დაუსველა ყელი
-გადარჩება ჩვენი მარიამი არ დაგვტოვებს ჩვენი გოგო უნდა მონათლოს, გაგვაზაოს როცა ვიჩხუბებთ. .. დაგვცინოს როგორი პატარები ხართო .. - სლუკუნებდა და ხელს უჭერდა ქმარს. მერე სახეზე მოეფერა - აი ნახავ კარგად იქნება გამაგრდი გთხოვ , დამელაპარაკე მაინც - რამდენიმე წუთი ურეაქციოდ რომ იდგა თორნიკე ჩაამწყდარი ხმით თქვა ნუცამ
-როგორ შეუძლია ასე გვანერვიულოს ის ხომ ეგოისტი არაა. ეგოისტები ჩვენ ვიყავით სულ და ვიქნებით .. მჭირდება მე .. რატომ არ ესმის რომ მეც ძალიან მჭირდება და სრულყოფილად ბედნიერი ვერ ვიქნები მხოლოდ ერთი მარიამი ერთი მეყოფა ჩემი მარიამი მინდა მარიამი რომელსაც ყველანაირი ადგილი უჭირას ჩემს გულში ყველაფერია თქვენ ორნი თქვენს გარეშე ვერ ვიცოცხლებთქო ხომ ვუთხარი შენზე რომ ვიყავი გაბრაზებული ხომ ვუთხარი ნუც - ჩურჩულებდა და თვალს არ აშორებდა მარიამს .
-თორნიკე გინდა შეხვიდე? რამდენიმე წუთით - გაიანე იდგა ახლოს და შემდეგ უთხრა როცა საუბარი დაასრულა
-კი - თქვა და მოემზადა. ნელა შევიდა, მის გვერდით დაჯდა შემდეგ გადაიხარა და შუბლზე აკოცა ცრემლებმა გზა გაიკვლიეს და წვეთები მარიამის კანს დაეცა
-მე თუ გგონია რომ რადგან ჩემი ფერია ნუცა მყავს შენ არ მჭირდები ალექსანდრეზე რას იტყვ ი იმ სამ ანგელოზზე რას იტყვი ვის გადასარჩენადაც იბრძოდი .. მიპასუხე ვიცი რომ გესმის თავად მითხარი კომაში მყოფებს ესმით საყვარელი ადამიანების სიტყვებიო ხოდა მოიკრიბე ძალა და მიპასუხე რას უპირებ იმ ბიჭს იცი განადგურებულია თავად ალექსანდრე ახვლედიანი რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მე კი არა არავის უნახავს ასეთი . შენი გოგონა გამუდმებით ტირის შემდეგ ბიჭის ყვება და იცი რატომ? გრძნობენ რომ დედა არაა მათთან . სულ სხვის ბედნიერებაზე ფიქრობდი და საკუთარ ქმარ-შვილს იმეტებ ? შენ რომ რამე დაგემართოს ალექსანდრე თავს თუ არ მოიკლავს ეგ ბავშვების დამსახურებით იქნება მაგრამ რა გგონია მის ცხოვრებას ერქმევა სიცოცხლე? ის გაზრდის ლაღ და ბედნიერ შვილებს? ხიმშო და მაო ? არ გეცოდება? განადგურებულები არიან , მიშო სულ გაითიშა ხომ იცი როგორ უყვარხარ, ვაფშე გაჭედავს შენ თუ არ ეყოლები . რაც არ უნდა ვილაპარაკო ჩემო ფერია ჩემო ნამცეცა ყველა ჩვენგანის გზა შენთან მოდის ზოგის მთლიანად ზოგის კი ნაწილობრივ მაინც . შენ ხარ ის რგოლი რომელიც ყველას გვაკავშირებს. შენ ხარ ის ადამიანი ვინაც მტრობა შეწყვიტა და ყველაფერი დაგვავიწყა შეეცადე ჩემო ფერია შეეცადე მალე დაგვიბრუნდე ტკივილს ვეღარ ვუძლებ იცოდე - თავზე აკოცა და გავიდა.
მაო გამოფხიზლდა და ისევ ცუდად გახდა, ალექსანდრემ იქ ყოფნა ვეღარ აიტანა და გავიდა მარტო იდგა სიგარეტით ხელში და სრულიად სხვა განზომილებაში იყო. შემდეგ ბავშვებთან შევიდა და იქედან დიდხანს არ გამოსულა, შეცვლილი ეჩვენა პატარა ახვლედიანები , ფერიც ნორმალური ჰქონდათ , თვალებიც ისე შეშუპებული აღარ ჰქონდათ .
საღამოს ექიმებმა განაცხადეს რომ მდგომარეობა სტაბილური იყო , არ გაუარესებულა და მხოლოდ პაციენტზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. ალექსანდრეს შესვლის უფლება მისცეს . დიდი ხნის ცქერის შემდეგ თავი მასთან ახლოს დადო და თითები მის თითებში ახლართა , თვალები დახუჭა და გაიტრუნა , საავადმყოფოს , წამლების სუნში საყვარელი ქალის სურნელი რომ გაერჩია და შეეცადა დამშვიდეგულიყო, ცუდი აზრები გაეფანტა, მარიამის ბოლო სიტყვები გაახსენდა
-რომ მეუბნებოდი ძლიერი იყავიო არ დაეცეო შენზე რას იტყვი ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ნებდები? იმდებს მიცრუებ იცოდე საკმარისად არ გყვარებივარ , არ გდომებია ბავშვებთან და ჩემთან ერთად სამეგობროს გარემოცვაშ ბედნიერად ცხოვრება, ასე მარტივად ნებდები და მარტივ გზას ირჩევ, სიკვდილი ყოველთვის მარტივი გამოსავალია მაგრამ მე რომ მაწამებ ამით ვერ ხვდები? შენი სისუსტე მაგიჟებს სხვებს ბრძოლისკენ მოუწოდებ და ახლა თავად ნებდები ყიფიანო? ესაა ქალბატონი მარიამ ყიფიანის სიძლიერე ? -ისეთი ხმით უთხრა პირველი დღე გაახსენდა მათი საუბრის , უემოციოდ რომ ესაუბრებოდა და არა ტკბილი სიტყვებით, თბილი ხმით , პირიქით მარიამის გამოწვევას რომ ცდილობდა . თვალები ისევ დახუჭა და გაირინდა თითქოს დარწმუნებული იყო მარიამს ესმოდა და პასუხს გასცემდა. ხელზე თითების მოჭერა რომ იგრძნო მოჩვენება ეგონა მერე კი როცა ნახევრად მორფეოსის სამეფოში მყოფს ტუჩებზე თითები შეეხო , ამ შეგრძნებას ყველა სხვისგან განარჩევდა, წამში გაახილა თვალები და არაფერს გაუხარებია ისე როგორც იმ წამს თაფლისფერი სფეროების დანახვამ გააბედნიერა , ძლაგამოცლილ ქალს უყურებდა თვალებში სუნთქვაშეკრული
-ჯერ - ძვლივს თქვა პირგამშრალმა და ტუჩები გაილოკა- სასწაულმოქმედ.. ტუჩებს ველი შემდეგ პასუ..- ძვლივს თქვა შეცლილი დაბოხებული ხმით მაგრამ მაინც მარიამისეული სიძლიერით და იგრძნო კიდეც საყვარელი ბაგეების შერწყმა, გარინდული იწვა ძალა არ ჰქონდა უბრალოდ ტკბებოდა მისი შეხებით , თვალები მინაბა , გახელის ძალა აღარ ჰქონდა მაგრამ ფხიზლად იყო .
ალექსანდრე სწრაფად გავიდა და ექიმების ჯგუფი შევიდა პალატაში , იქვე იდგა და უყურებდა ყველაფერს , ღმერთს მადლობას სწირავდა და გრძნობდა უშრეტ ენერგიას, თითქოს წამებშ გაქრა ხაზები რომლებიც ტკივილს გამოხატავდნენ მის სახეზე, ისევ იგივე ალექსანდრე იდგა . დანარჩენები მოშორები იყვნენ რეამინაციისგან ამიტომ ვერ გაიგეს სამაგიეროდ კესარია მიდიოდა ფანჯრიდან მაინც რომ დაენახა რძალი ეს ამბავი რომ გაიგო გიჟივით გავარდა და იოანეს შეახტა თან ყვიროდა მარიამი დაგვიბრუნდაო . ერთიანად გავრცელდა ბედნიერება , ენერგია, სიხარული და რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა.
ქალბატონს ძალა არ ჰქონდა ,მიბნედილი მზერით უყურებდა ირგვლივ მყოფ ექიმებს და შეძლებისდაგვარად პასუხობდა. ბავშვებიო ერთი თქვა და მაშინვე გაიანეს ხმა მოესმა „ შენსავით მებრძოლი ბავშვები არიან სამივე კარგადაა და რომ შეძლებ მოგიყვანო -სწრაფად თქვა ბედნიერმა და შუბლზე აკოცა- შენით ვამაყობ ჩემო გოგოვ .
სულ დამავიწყდა მეთქვა რომ ბექულიუსი სოფიოსთან ერთად საავადმყოფოში იყო და სიხარულისგან პირველი სწორედ მას მოეხვია . ანასტასიას ხომ ფეხი არ მოუცვლია რეზიც მივიდა შემდეგ და ახლა როცა სასიხარულო ამბავი გაიგო სრული ამ სიტყვის მნიშნელობით რეზიზე იყო შემოხვეული , ხელები მაგრად მოხვია და გაბრუებულმა ყელშ აკოცა . უცებ მოეგო გონს ჟრუანტელი რომ იგრძნო და „ჩამოქვეითდდა“ , რეზის არაფერი უთქვამს . თორნიკე იმ წამსვე როგორც კი გახარებულმა ცოლს აკოცა გავარდა მარიამისკენ . მაო და ირაკლი ერთმანეთს ეხვეოდნენ, ლიზიკო ნიკოლოზს ჰყავდა გულში ჩაკრული და იცინოდა. მიშო კი თათასატრიალებდა ხელში. რამდენიმე საათში ყველაფერი მწყობრში ჩადგა და უკვე ელოდნენ როდის გადაიყვანდნენ პალატაში ქალბატონ ყიფიანს. ბავშვებს შემდეგ მიუყვანდნე დედიკოს. ალექსანდრე დანარჩენებთან ერთად იყო, ქალბატონი მარიამი პალატაში იყო, ძალა მოიკრიბა და ბვშვებს მიაპყრო ყურადღება რომელიც იმ წამს შემოიყვანეს, ერთ-ერთი განოს ეჭირა, სახეზე ვერ უყურებდა მაგრამ არნახულ ენერგიას გრძNობდა, უკვე დედა იყო სამი ანგელოზის დედა , როცა პირველად შეეხო ცრემლებმა გაიკვლიეს ფერდაკარგულ ღაწვზე გზა , ფრთხილად შეეხო და აკოცა . სამივე გაიტრუნა, იგრძნეს დედიკოს სიახლოვე და იღიმოდნენ .მარტო იყვნენ პალატაში როცა ალექსანდრე შევიდა, იღიმოდა მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა როცა ამ საოცრებას შეხედა ,ოთხ ცხოვრების აზრს და გული შეუდარებელი სისწრაფით აუძგერდა. მარიამმა რომ დაინახა გაუღიმა
-მამიკო მოვიდა ჩემო ანგელოზებო - ცხვირი გაუხახუნა ერთ ერთს და სურნელი შეიგრძნო, თვალები მიენაბა მაგრამ მალევე გამოიხედა ძალა სჭირდებოდა და იღებდა კიდეც . ალექსანდრემ სახე დაუკოცნა და შემდეგ ბიჭი აიყვანა , გულმა ჯერ ძგერა შეწყვიტა შემდეგ კი დიდი ძალით აჩქარებულად აძგერდა. მარიამი უყურებდა ვებერთელა ტორებშ მოქცეულ პაწაწინა ბიჭს და თვალები უბრჭყვიალებდა
-ჩვენი ბიჭები არიან ისინი დე - გოგონებს უთხრა. ბავშვებს აკვირდებოდა და შემდეგ ალექსანდრეს შეხედა რომელიც იღიმოდა ჯერ უცნობი ბედნიერებით
გაიანე შემოვიდა ბავშვებისთვის დამატებითი საჭმელი შემოიტანა და წყვილს გაუღიმა .
-დედიკოს რძე არ ეყოფა სამივეს ამიტომ ღორმუცელებს დამატებითი საჭმელი . მარ რომ აჭმევ შემოვალ აქვე შენთან დარჩებიან შენ კი დაისვენებ ჯერ კიდევ სუსტად ხარ . მე მოგეხმარო ჭმევაში?
-მე მივეხმარები განო- ალექსანდრემ თქვა და უკვე ხელშ მყოფ გოგონას პაწაწინა თითებზე აკოცა-მამას პრინცესა .
კართან იდგა თორნიკე და უყურებდა ბედნიერ ოჯახს , იღიმოდა და ფოტოებს იღებდა, ეს კადრები რომ არ დავაფიქსირო თავს ვერ ვაპატიებო . ბავშვები საწოლში დააწვინეს შემდეგ ექთანმა წამალი შეიყვანა წვეთოვანში და მარიამსაც ჩაეძინა. მთელი ღამით იძინებდა დილით კი მეტად გაძლიერებული იქნებოდა.
გაიანემ როგორღაც ალექსანდრეს დახმარებით დაარწმუნა მეგობრები რომ მაინც ვერ ნახავდნენ მარიამს დილამდე და ჯობდა გამოეძინათ . ფხმძმეები ქმრებმა ააყენეს და სახლისკენ გაუდგნენ გზას. მიშომ მაოც წაიყვანა , ელიზაბეტიც, ირაკლი კი დარჩა მაგრამ ალექსანდრემ შუაღამით ისიც გაუშვა. დემეტრეს იმ დღეს გაჰყავდა საავადმყოფოდან სესილია და ბავში ამიტომ სახლში იყო. ნიკოლოზი, კოტე, იო და რესიკო ადგილზე იყვნენ. ნინი ნოდო წავიდნენ, ანასტასიაც წავიდა, ბავშვი ნერვიულობდა ნინისთან დატოვა და საავადმყოფოში დაბრუნდა ისევ. ბიჭებს ყავა და ტოსტები დაურიგა . ალექსანდრეს ისე დაუბრიალა თვალები უარი რომ უთხრა მანაც გამოართვა. თავად რეზის გვერდით დაჯდა და გაიანეს შეხედა
-ყველანაირი ანალიზის პასუხი აქ მაქვს , ყველაფერი რიგზეა რამდენიმე დღე აქ დარჩებიან შემდეგ კი სახლში წაიყვან. დანარჩენს მოგვიანებით გეტყვი სანდრიკო- თქვა და გვერდით მიუჯდა . აკო და თათული შემოვიდა ამ დროს ყველას გაუკვირდა მათი დანახვა .
-ხომ კარგადაა თუ მოგვატყუეთ
-კარგად არიან ოთხოვე მარიამს ძინავს ბავშვებსაც დილით გამოფხიზლდება და შეგიშვებთ სანახავად
-მადლობა ღმერთს. გილოცავ სანდრიკო მრავალშვილიანი მამა ხარ უკვე- აკომ გაიცინა და მოეხვია .
-გმადლობ აკუნა .
-ახლა ჩამოხვედით?
-ხო პირდაპირ აქეთ წამოვედით
-მიდი გადით სახლში და ხვალ დილით მოდით, აქ ცდას არააქ აზრი
მოკლედ ისინიც სახლში წავიდნენ, ალექსანდრე ისევ პალატაში შევიდა და ცოლს გვერდით დაუწვა . მასთან ჩახუტებულს ორი დღის უძილარს ჩაეძინა , ისე რომ დილამდე არც შერხეულა, თავისთვის კუთხეშ იყო მიყუჟული.
გაიანემ ანასტასია კაბინეტში შეიყვანა და იქ ესაუბრებოდა. შემდეგ უცებ გადავიდა სხვა თემაზე სწორედ იმ დროს როცა რეზი აპირებდა ოთახში შესვლას და ადგილზე მიეყინა
-რეზისთან ასეთი დისტანციური ურთერთობა რატომ გაქვს ანასტასია მე მეგონა ერთად იყავით
-გაიანე საკითხავი რა არის აქ?
-ვიცი რომ გიყვარს მას ხომ საერთოდ ჭკუა ეკეტება შენზე ასეთი რეზი არასდროს მინახავს , ვერ ვხვდები რატომ იკავებ თავს
-შენ თუ ვერ ხვდები სხვა საერთოდ ვერ გაიგებს - ჩამწყდარი ხმით თქვა და წყალი მოსვა
-ანასტასია ნუთუ ისაა მზიეზი რასაც მე ვფიქრობ.. სისულელეა ანასტასია რეზი გაგიჟდება ეგ მიზეზი რომ გაიგოს.. არ იცნობრ ოგორია? მისთვის არაა მნიშვნელოვანი ეგ ფაქტი
-ვიცი რომ არ დამშორდებოდა მაგის გამო მაგრამ მე ვერ წავართმევ მამობის უფლებას. როცა ვუყურებ ბიჭებს როგორ ბედნიერდებიან , სრულიად იცვლებიან როცა მამა ხდებიან ეს საოცრებაა და არ შემიძლია რეზის წავართვა ეს ბედნიერება . ნუ მეტყვი ახლა რომ ვიშვილებთ ბავშვს ან კიდევ სუროგატი დედა გააჩენს ბავშვს . რატომ უნდა შევუქმნა პრობლემა როცა შეუძლია ბედნიერი იყოს ნებისმიერ გოგოსთან ერთად ვინც შეუყვარდება
-ანასტასია არ ფიქრ..-ხმა ჩაუწყდა როცა რეზი შევარდა ოთახში და მაჯაშ წვდა ანასტასიას-რეზი...
-გადი დროზე!- დას დაუღრიალა და ანასტასიას უფრო მოუჭირა ხელი. გოგო შიგნიდან იწვოდა, გარეგნულად კი უემოციოდ უცქერდა გაავებულ რეზის ,უკან დახევას არ აპირებდა სრული სისულელეც რომ მოეფიქრებინა მიზანს არ შეცვლიდა . გაიანე გავიდა , რეზიმ მეორე ხელიც ჩაავლო და კედელს მიაჯახა- გაიმეორე ! გაიმეორე მიზეზი რატომაც არ გინდა ჩემთან ყოფნა
-რეზი რა გინდა? იმ ფაქტს ვერ ეგუები რომ არ მიყვარხარ? არ მგონია ასე ძლიერ გიყვარდე
-მოეშვი ცინიკოსობას! საკმარისია რაც მოვითმინე !
-რა გინდა რომ გითხრა
-მე კი არ მინდა უნდა თქვა სიმართლე თორემ მე მშვენივრად ვიცი ყველაფერი უბრალოდ შენ ხარ მშიშარა , მხდალი ხარ რა სიძლიერეზე მელაპარაკები პირველად შეგიყვარდა ცხოვრებაში ეგ ქვის გული გალღვა და უკან იხევ? ასე მარტივად ნებდები? მერე შენ ხარ ძლიერი ქალი? ქალი რომელიც საკუთარ სიყვარულს ვერ იცავს და საკუთარი ხელით ითხრის საფლავს და ეგოისტურად თან იყოლებს საყვარელ კაცს? გეშინია ! მშიშარა ხარ და ათას მიზეზს ეძებ , გგონია სუსტი იქნები, გული გეტკინება მიგატოვებ ან გიღალატებ იმიტომ რომ არ გჯერა შენ თვითონ ხარ ხისთავიანი სვანი რომელსაც იმის გააზრებაც არ შეუძლია როგორ უყვარს რომ ეს სიყვარული თავად სასწაულია . მარიამი საიქიოდან დაბრუნდა საყვარელი მამაკაცის გამო მასზე დიდი პრობლემა გაქ? არა ! იქნებ გეფიქრა მიღირდა თუ არა შენთან განშორება
-ნუ ღრიალებ და საერთოდ რა გინდა? უშვილო, გაუბედურებული, გაწამებული ქალთან უნდა გაატარო მთელი ცხოვრება? ქალთან რომელიც ვერ გაგაბედნიერებს , სულ თან დამყვება ცოდვები იმ ჭუჭყთან ერთად რაც მათ მომაყენეს შენ არ იცი მე რა ჩამიდენია ცხოვრებაში , ვერც კი წარმოიდგენ რა გავაკეთე რამხელა ცოდვა მაქვა რომელსაც ვერ გამოვისყიდი და მეშინია , მეშნია ვინმე მყავდეს ვისი დაკარგვაც გამანადგურებს , ლილეს გამო ისე ვდარდობ ხოლმე ჭკუიდან გადავდივარ და არ მინდა შენც გაგაუბედურო რატო არ გესმის რატოო ახლა იძახი მაგას რადგან განსხვავებული გგონივარ და შოკირებული ხარ მაგრამ დამიჯერე მე არ ვარ ის ქალი ვინც კარგი ცოლი იქნება ვისთან ერთადაც იცხოვრებ, არც ის ქალი ვინც დროებით გასართობად იქცევა
-ანუ დროებით გასართობად ! შენ ცემთვის დროებითი გასართობი ხარ ასე გგონია? რომ ოდესმე დროებით გასართობად გაქცევ?
-მაგ სიტყვებს რომ ჩაეციკლე სხვა ვერაფერი გაიგე?
-ნუ მიყვირი!
-შენ რომ ყვირი ხმას ამოწმებ? ხელი გამიშვი გალურჯდა ! გაიწიე არ ვაპირებ შენთან ლაპარაკს
-ღმერთო შენ რაღაც საოცარი ალქაჯი ხარ ალქაჯთა შორის სიყვარულს გიხსნი ათას სიტყვას გეუბნები და შენ კიდევ ხმის ტემბრზე მესაუბრები. გინდა გამაგიჟო ხო?
-არა! შენ მაგიჟებ უკვე და სანამ თავს ვაკონტროლებ და დრო გაქვს მომშორდი !
-ულტიმატუმს მიყენებ? - უფრო ახლოს მიიწია მათი მენჯები ერთმანეთს შეეჯახა და ქალდანმა შუბლი მის შუბლს მიაყრნო - საინტერესოა რისთვის მაქვს დრო . მომკლავ?
-არა თუ არ გაიწევი ვერარასდროს მომიშორებ რადგან უკვე ჭკუიდან გადავდივარ ამ ორ კვირაშ ისე მომენატრე- დახშული ხმით თქვა და ენაზე იკბინა როცა რეზის თვალები აბრჭყვიალდა და გაეღიმა -ჯანდაბა ! კიდევ ერთი ადამიანის ცოდვასაც დავიდებ მე ხომ ეგოისტი ვარ- უცებ მიაყარა. ხელები გაინთავისუფლა ყელზე მოხვია ქალდანს და ტუჩებზე დააცხრა.
-ვაიმეე გვეღირსაა? მე კიდევ ვიფიქრე მოკლავენ ერთმანეთსთქო - გაიანე შევიდა სიცილით და იმათი მზერა რომ დაინახა წარბები შეკრა- გავიდე?
-მოდი სალაპარაო გვაქ !- რეზიმ შუბლზე აკოცა ტასოს და დაიკოს მიუთითა დამჯდარიყო თავის ადგილას- გამარკვევ ანასტასიას მდგომარეობა რამდენად რთულია ? და რა შეიძლება გაკეთდდეს?
-რეზი
-შენ ისეთი პესიმისტი ხარ დარწმუნებული ვარ აბუქებ
-მართალია მაგრამ ვერ დავაჯერე ! შემიძლია ოპერაცია გავაკეთო შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გაივლის და შანსი დაფეხმძიმების გაიზრდება ,მაგრამ შეზღუდვები ექნება ძალიან ბევრი ფაქტიურად ჩვეულ ცხოვრებას უნდა შეეშვას
-ისედაც შეეშვება ჩვეულ ცხოვრებას „ძაღლს“ ცოლად ვერ შევირთავ
-უკაცრავად? და ვინ მოგყვება რო?
-ვინ გეკითხება რო?- ნაგლად გაუღიმა და უცებ მოაკეტინა
-მაინც რეზი გიგებს რა გავაკეთო - გაიანემ გაიცინა წამოდგა- წავედი მე ბავშვები უნდა მოვინახულო ...
კაბინეტიდან გამოსულს გიორგი აედევნა და კუთხეშ მიიმწყვდია
-გული გამისკდა ვაიმე- შეშნებულმა წამოიკივლა და მარცხენა მკერდზე ხელი მიიჭირა
-ქალბატონო შენ დასვენებას არ აპირებ? ორი დღეა არ გიძინია, არაფერი გიჭამია მხოლოდ ყავა და ერთი ფუნთუშა , შენ თუ დაავადდი რა ეშველებათ მომავალ დედებს?
-სად დაითვალე ახლა კაი რა
-სხვა ვერაფერი გაიგე?
-არ მაწუხებს ეგ მე ასე ვარ მთელი ცხოვრებაა
-იმიტო ხარ ჯოხივით
-დიდი ბოდიში რა ეს გორაკები ვისია?
-გორაკი არა უფრო მთა მაგრამ მაინც ჯოხივით ხარ ! კაი შევეშვათ მაგას რადგან ყველაფერი კარგადაა გადადებული საქმე უნდა მოვაგვარო და წასვლა მომიხდება ბაქოში ორი კვირით ხვალ საღამოს მივფრინავ ვეღარ გადავდებ
-ორი კვირა ბევრიაა
-ვიცი მაგრამ რა გავაკეთო თოჯინა?
-კარგი ხო რა უნდა გააკეთო მე ვის რას ვეუბნები სულ სამსახურში ვარ მაგრამ მომენატრებიი- ტუჩები დაბრიცა და უცებ გახდა პატარა თინეიჯერი გოგო. აკოცა გიოს და მოეხვია
-ჩემი პატარა ხარ და რა გავაკეთო
-არაფერი ეს ის შემთხვევაა როცა შენც ჩემი პატარა ხარ- გაიცინა და ცხვირზე თითი დაკრა. რომ გააბრაზა ამაზე გაეცინა და უკანალის ქნევით წავიდა ბავშვთა განყოფილებისკენ. გიო კი უყურებდა და იცინოდა.
რეზი გამთენიისას დაბრუნდა სახლში , ბექა ისევ მათთან იყო ეს იცოდა და არც კი ურეკავდა ხშირად სოფოს , ძალიან მოენატრა და პირდაპირ მის ოთახში შევიდა, ქალბატონს თვალები დაეჭყიტა და რაღაცას ჩაჩერებოდა მობილურში თან იღიმოდა
-ფერია
-რეეეზ მოხვედიი- გაიღიმა ისე როგორც ადრე და რეზის გული სიხარულით აუფართხალდა. დაიკოს მოეხვია და სახე დაუკოცნა
-რას უყურებდი პატარავ?
-მე არაფერს რბოლის დროს გადაღებულ ფოტოებს ვუყურებდი
-როგორ ჩაიარა ამ ორმა კვირამ?
-საშინლად .. კარგად ის ბიჭი ნამდვილი მასხარაა გაბრაზებულს კი არა მკვდარს გაამხიარულებს ეგ შეხვედრებზეც ეგრეა?
-არა ცოტა სერიოზული ხდება ხოლმე.. და რამე გითხრა ისეთი?
-რა უნდა ეთქვა ?
-არა არაფერი მე გავალ გამოვიცვლი და შენთან დავიძინებ კარგი? მომენატრე
-მიდი უცებ - გაიცინა და თითები აათამაშა საბანზე. რეზი გავიდა მოწესრიგდა და მალე მიუწვა გვერდით. დილით ბექას შემოვარდნამ გააღვიძა
-აბა ჭირვეულო გაიღვიძე დღეს ბოლო დღეა და ხო უნდა გამაცილ...ვა რეზი დაბრუნდი? როგორ ხარ? - უცებ გაჩერდა და რეზის მიაჩერდა, სოფო კი იგუდებოდა სიცილით -ბოდიში გაღვიძებისთვის უბრალოდ ..
-კაი ტო რას მებოდიშები არ გრცხვენია ? მიდი მოემზადე მე ვიქნები ჩემს გოგოსთან და წავიდეთ საავადმყოფოში მარიამი ვინახულოთ
-მეც წამოვალ
-მართლა?
-ხოოო მიდი წამოხტი ახლა მოვწესრიგდები და მერე ახალ ამბავს გეტყვით
-რა ამბავს?-ორივემ ერთად თქვა და მერე ერთმანეთს გახედეს -ახლავე გვითხარი!
-ოპერაციას გავიკეთებ ! ანუ გერმანიში მივდივართ რაც შეიძლება მალე რეზიკო
-მართლა? როგორც იქნა ჩემი ჭირვეული გოგო ძლივს - ბექა ისე უცებ მივარდა და მოეხვია . რეზის იქ ყოფნაც დაავიწყდა სახე რომ დაუკოცნა უბრალოდ მკვლელმა მზერამ შეაწუხა და უკან დაიხია -ხო!- რეზის რაღაც ანიშნა და გაქრა იქედან. მალე რეზიც უკან გაჰყვა
-გისმენ ..
-ვერ ვუთხარი რეზი ისე გამლანძღა ერთხელ როგორც მისი გადამრჩენი ვიფიქრე გაბრაზდება უფროთქო და არაფერი მითქვამს, მოგვიანებით ვეტყვი ყველაფერს ერთად
-რა ყველაფერს?
-იმას რომ... იმედია არ გაგიჟდები და არ იფიქრებ რომ შენი ნდობით ვისარგებლე და აქ იმის გარდა რაზეც შევთანხმდით სხვა მიზანიც მქონდა მე .. სოფო მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ რომ ბედნიერი იყოს სულ მასთან ვიქნები ხელით ვატარებ თუ თავად ირბენს ყველა შემთხვევაში მასთან ვიქნები თავად სულ ოდნავ მაინც თუ ვუყვარვარ იმედია .. წინააღმდეგი არ იქნები
-ჩემი წინააღმდეგობა ზედმეტია იმხელა ბარიერი გყავს სოფოს სახით აი ის თუ დაითანხმე ურთიერთობაზე მე მხოლოდ ბედნიერებას გისურვებთ . შენ რომ არა ჩემი და დღეს არ იქნებოდა, ალბათ ღმერთმა გადაწყვიტა ასე ისე კი თქვენ ორნი ერთად კატასტროფაა უკვე ჩემი აზრით - ოდნავ გაიღიმა , მხარზე დაკრა ხელი ბექას და გავიდა.
მარიამთან მთელი სასტავი იყო უკლებლივ შეკრებილი , ალექსანდრე მისმა კოცნამ გააღვიძა დილით და ბედნიერებისგან გაიბერა.
-როგორ მომენატრა შენი კოცნა - გაიღიმა და ისევ აკოცა, შემდეგ ყველაზე ჭრვეული ქალბატონი ატირდა და მამიკომაც დაიჭირა. ერთ საათში ექიმებმა მოილიეს პროცედურები და მნახველებსაც შეეძლოთ შესვლა,მაო და ირაკლი შევიდნენ მათი შეხვედრა საოცარი იყო , მაო ბედნიერი იღიმოდა და ხან შვილს უყურებდა ხანაც შვილიშვილებს, ირაკლიმ კი უბრალოდ შუბლზე აკოცა და უთხრა“მეამაყები“ ეს ყველაფერი იყო ყიფოსგან . აი თორნიკეს შესვლა იყო რაღაც საოცრება კი არ შევიდა შევარდა და მთელი ძალით ამავე დროს სინაზით მოეხვია მეგობარს, როგორც ჩვეოდა მუდამ ათას საალერსო სიტყვას ეუბნებოდა და სახეს უკოცნიდა ახლა ბავშვებზეც გადავიდა ოღონდ არ უკოცნია ისე მარიამის მოფერებისას მიაყოლა როგორი სასწაულებიც თქვენ ხართ ბავშვებიც ისეთი გყავთო . ამჯერადმიშომ პოზიცია გაცვალა და თავად მოაშორა თორნიკე დაიკოს . ნაზად აკოცა შუბლზე და გაუღიმა
-გეყოფათ რაა თუ შეაწუხეთ ჩემი მარიამი მერე მე ვის ვაკოცოო ვააა გამოეცალეთ - გვანცამ შეიცხადა და მარიამს გაუღიმა .
ლიზიკო ბედნიერი უყურებდა და რომ დამშვიდდნენ მარიამმა დაიწყო
-ყველანი ძალიან მიყვარხართ , მესმოდა თქვენი სიტყვები და არ ვიცი გჯერათ თუ არა მაგრამ ვგრძNობდი რომ გტკიოდათ ჩემს გამო. დღეს დავასრულოთ ყველაფერი ცუდი , კამათი არა ჯანსაღი კამათი ურთიერთობებს აძლიერებს -ბოლოს დააყლლა და გაიღიმა - სანამ კიდევ ვინმე მკითხავს და მისაყვედურებს ბავშვების სახელებს რატომ არ ამბობო გეტყვით ხომ? ალექსანდრესაც აინტერესებს და ცოდოა მამიკო - ბავშვები მაოს, ლიზიკოს და ალექსანდრეს ეჭირათ
-ძლივს გვეღირსა გავიგებთ ახვლედიანების სახელებს
- ახლა ვიტყვი მათ სახელებს და არ შემაყვეტინოთ , რომ გავიგე სქესი მაშინვე ვიცოდი მათი სახელები - შესავალი გააკეთა და ალექსანდრეს შეხედა- ალექსანდრეს მშვიდი და ნაზი ელენე ჰყავს მკლავებში მოქცეული, ელიზაბეტს ელიზაბეტი აი მაოს კი ,ჩემი ეგოისტური ხასიათის გამო თორნიეს თუ უნდა ჰყავდეს მარიამი ვერ გავიგე მე არ მინდოდა ჩემი თორნიკე სულ ნუცას ჰყავს და მეც მინდოდა ჩემი თორნიკე ამიტომ მაოს ჩემი თოკო ჰყავს - ალექსანდრეს შეხედა ისევ და მის თვალებში აბრჭყვიალებული ცრემლი რომ დაინახა მიხვდა ბედნიერების იყო , ბავშვს უყურებდა შემდეგ შუბლზე აკოცა პატარა ქალბატონს და გაეღიმა. ლიზიკოს ძალიან გაუხარდა არაფერი უთქვამს უბრალოდ გაეღიმა ესეც საკმარისი აიყო აი თორნიკე კი ემოციის გამოხატვის გარეშე გაძლებდა?
-თორნიკეო? მომესმა ხალხო თუ მართლა ჩემი სახელი დაარქვა ბავშვს? ეს ნორმალურია ახლა? მე რომ დამემსგავსოს სად მიდიხარ მერე? მარა თქვენი შილი მე როგორ დამემსგავსება გამორიცხულია ეგ ამბავი . ვამაყობ მინდა გითხრათ რომ თქვენს შვილს ჩემი სახელი ჰქვია , სეხნიას არ შეარცხვენს სხვა თუ არაფერი და ნამდვილი ვაჟკაცი იქნება . სიბერეში ერთით მეტი მომვლელი არ მაწყენს . ეს ახვლედიანო რას წარმოვიდგენდით მე დაშენ სულ რაღაც ერთი წლის წინ ამას - ბოლოს დააყოლა და ნუცას მოხვია ხელი - ცოლო მალე უნდა დავრწმუნდეთ რომ მანდ მარიამია
-არ ინერვიულო შენ მე არსად წასვლას ვაპირებ თუ გინდა მეხუთე იყოს გოგო
-ყოჩაღ მარიამ ეგ აკლდა კიდე ამას გჟია არ იცი?
-შენთვის რომ მესმინა მე არც ეგ ბავშვი იქნებოდა მანდ და ჩუ ! - უცებ დაუბრიალა თვალები“გაბრაზებულმა“ და ისევ გაეკრიჭა მარიამს მას შემდეგ რაც ნუციკოს ყელში აკოცა .
ყველანი წავიდნენ, მარიამის დაჟინებული თხოვნით , ალექსანდრეც გაუშვა მათთან ერთად , ბავშვებს აჭმევდა როცა კარი გაიღო და ბატონი ალექსანდრე გამოცხადდა , თვალები უბრწყინავდა და იღიმოდა მომაკვდინებლად
-ნუ მიყურებ ეგრე მივდიოდი მაგრამ ვერ წავედი - წარბები აუთამაშა ცოლს და ბავშვებს შეხედა , ერთ -ერთი აიყვანა და დაძინებულ ბავშვს წარბებშეკრულმა შეხედა- მა როდის გაიზრდებით სულ გძინავთ რა არი რაა
-პატარა ბავშვივით რომ იქცევი ხოლმე თუ ხვდები ახვლედიანო
-საიდუმლო ვერ უნდა შემინახოთ ცოლ-შვილმა? მეც ვცერცეტობ ხოლმე ნიკოლოზის დამსახურებაა - ხმა დაიტკბო და ცოლს აკოცა - კარგად ხარ?
-კი ნუ ღელავ უბრალოდ სუსტად ვარ მალე მოვძლიერდები - ქმარს ყელზე გაუხახუნა ცვხირი და აკოცა - არ წახვალ სახლში? დაისვენე ცოტა გამოიძინე ნორმალურად ჭამე და მერე დაბრუნდი
-არ მინდა!
-კარგი ხო - გაიბუსხა მარიამი და მერე გაუღიმა- ნუ ხარ სვანი!
-ასეთი კი არა უარესი ხისთავიანი შეგიყვარდი შეგახსენებ
-არაა შეხსენება საჭირო ისე გიელავს ხოლმე თვალები მახსენდება მომენტალურად ყველაფერი რაც შენს შესახებ გამიგია და ვიცი . მანდ ბავშვის საჭმელი დევს და მომაწოდე ორს მე ვაჭმევ მესამეს მამიკო?
-აი გამომართვი მე რომელს ვაჭამო? ელენეს ძინავს და რომ გაიღვიძებს შემდეგ ვაჭმევ
-არჩევ? როგორ?
-არ ვიცი ასე უბრალოდ ვხვდები

ვერ მოვითმინე ბოლომდე დაწერას ვერ ვახერხებდი და რაც მქონდა იმას ვდებ მიყვარხართ და გული მტკივა რომ გალოდინებთ არ შემიძლია ასე ამიტომ ვამრჩიე დასასრული გადამედო . ველი მთელი გულით შეფასებებს მიყვარხართскачать dle 11.3

 





№1  offline √ ახალბედა მწერალი™ მარიამ ზაქარაშვილი

ჰოი საოცრებავ... სად ხარ, მარიამ, სააად?
იმდენი გელოდე.... და ძლივს... წავედი ახლა მე წავიკითხო

 



№2 √ სტუმარი ™ liziko

Voiii saswauliii.....ramdeni xani velode ici? wink Saswauli iyo pirdapir...tavidan ise daviwye kitxva megona guli gamiskdeboda.magram meere Mariami kargad rom gaxda wneva damiregulirda wink

 



№3  offline √ წევრი ™ black_angel

არვიცი რა ვთქვა, უბრალოდ არ შემიძლია ეხლა იმ ემოციის გამოხატვა რასაც შინაგანად ვგრძნობ.

უბრალოდ, სასწაული ხარ მარიამ!♡♡♡♡

 



№4  offline √ წევრი ™ მარიამი :)

Dzalian magari gogoxar mariam <3 ai sityvebit ROM ver gadmovcem :* dzalian gamixarda mariami ivnebeli romaa radgan aleqsandres mis gareshe ver carmovidgendii <3 <3 ise miyvars es cyvili :* <3 veli gagrdzelebas <3 ( uii pirveli vaar <3 :D )

 



№5  offline √ წევრი ™ tegi

Radgan megirsa es ravi, amagam bednierad damedzineba:)

 



№6 √ სტუმარი ™ darina

Emociebis zgva xar mariam, martla matire, ra vqna aleqsandre da mariami gansakutrebit chemebi arian, aleqsandres tkivili me ganvicade, iseti emociuri iyo chemi sandro, umagrezi tavi iyo emociebit avivse da bednierad damedzineba.

 



№7 √ სტუმარი ™ mariami

ძალიან ძალიან მაგარია ^^

 



№8  offline √ წევრი ™ Lana Tomlinson

ჩემი მარიამი ხარ შენ! ძალიან ამაღელვებელი იყო,ძალიან!სიგიჟემდე მომეწონა.როდის ჩავიკითხე ვერ მივხვდი იმენად ვიყავი ემოციებში. 90%ით დარწმუნებული ვიყავი რომ მარიამს არაფერი დაემართებოდა რადგან შენი ისტორიები სულ თბილად და ბედნიერად სრულდება მაგრამ ისეთი რაღაცეები ჩაგვიხლართე 10% მეგონა რომ ვერ გადარჩებოდა.საუკეთესო ხარ მარიამ,შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.გამახარე ახალი თავით,სხვათაშორის არ იყო პატარა ამიტომ კარგია რომ რაც გქონდა დაწერილი ის დადე.ერთს გკითხავ,შემდეგი ფინალური იქნება?და კიდევ ერთსაც გკითხავ რა :დ ამ ისტორიიის შემდეგ ხომ დაიწყებ ახალს?თხოვნა კი ის მაქვს რომ ამათ შვილებზე გააგრძელო.აუ სიგიჟემდე მაინტერესებს და მართლა თუ ასე გააკეთებ,ყველაფერს გეფიცები ჩემი ემოციების შესახებ რომ ვიცი ბედნიერებისგან ვიტირებ :დდ ველოდებუ პასუხს იმედია გამცემ :( :დ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№9 √ სტუმარი ™ MariaM

Sityvebi zedmetia <3 ^_^

 



№10 √ სტუმარი ™ Qeti

გავსკდი ტირილით, დიდი ხანია აღარაფერს ავუღელვებივარ ასე, ეს რა მიქენი გოგო! ღირდა ეს დღეები ლოდინად. ბრავო! ხვალ გელოდებიიიი არ დააგვიანოოო love

 



№11 √ სტუმარი ™ rams

საოცრება ხარ. თავიდან მეგონა გული გამისკდებოდა მაგრამ მარიამი კარგად რომ იყო გავიგე დავმშვიდდი. აქამდე სად იყავი ყოველ დღე ყოველ საათში ვამოწმებდი ახალი თავი ხომ არ დადოთქო

 



№12 √ სტუმარი ™ teo...

Ukve sityvebic ar myofnis hemo avtoro sheudarebeli xar.am xamis 2 saatze xom momkali tirilit,emociebs ver gadmovcem ise var.ravqna argicnob magram ukve dzalian miyvarxar.....

 



№13 √ სტუმარი ™ mtvaro svani

au ra bednierebaa gmerto.imdeni vinerviule sanam cavikitxavdi da vitire kinagam gulma gamtrupa.mixariaaaaaaaaa

 



№14  offline √ წევრი ™ dadeshqeliani

ჩემი საოცრება ხარ,ეს ისტორია,ვაიმე ვგიჟდები უბრალოდ,ამხელა ემოციაა?ვაიმე ტკბილი თბილი,დაძაბული და იდეალური თავი იყო,უბრალოდ ეს ისტორია საერთოდ ყველა სხვას მირჩევნია,მიყვარხარ უაზროდ,უზომოდ მარიამ love

 



№15  offline √ წევრი ™ milangirl

აი ორმაგად კაი გოგო ხარ. პირველი იმიტომ რომ შეგვიბრალე და დადე ახალი თავი და მეორე იმიტომ რომ მარიამი არ მოკალი. ისე ძალიან ემოციური თავი იყო. რაღაც მომენტებში ცრემლებიც კი წამომივიდა, რაც არც ისე ხშირად ხდება. ძალიან მაგარი გოგო ხარ და დარწმუნებული ვარ ფინალი უმაგრესი იქნება. ველოდებიიიი

 



№16  offline √ წევრი ™ tvinischia

Vaime gmerto chemo es ra iyo sityvebi ar myopnisss :o mariamze ise vineeviule rom vkitxulobdi sul majrialebda ra magari gogo xar dzaan miyvarxar tan chemi "sexnia" xar :dd yochag veraper vabob prosta iswti magari iko raaaa imedia xvale dadeb axla tavs ❤❤

 



№17 √ სტუმარი ™ nino k.d...

miyvarxar dzalian da gamaxare rom dade. am tavze ra vtqva guli gamitba da tvalebshi cremli chamidga tavidn rom vkitxulobdi. ar minda rom dasruldes. dzalian dzalian kargia da ar memeteba. es tavi yvela danarchens sjobda (chemi azrit) love

emociebit var datvirtuli. es tavi saocrad did emocias gamoxatavda da albat amitomac momewona yvelaze metad. yvela personajis grdznobebi mohqonda chemamde.

 



№18  offline √ აქტიური მკითხველი ™ uchveulo

aii saswauli iyoo istoria ro davinaxe tvalebi gamibrwyinda saocreba xar raaa vgijdebi iseti kagari tavi iyoooo emociit datvirtulii rac me yvelaze metad momwons da maxarebs ❤️❤️❤️

 



№19  offline √ წევრი ™ Ziko

Ai sityvebi ar myopnis......... Magari xar ra:*:*

 



№20 √ სტუმარი ™ alisaa

vaimee es ra gamikete, movkvdi qali tirilit:(ase emociuri jer araperi wamikitxavs:(sheudarebeli xar shen!!

 



№21 √ სტუმარი ™ qeti

ai arc ki vici ra vtqva :-D saswauli xar miyvarxar ♡ vgijdebi shens istoriebze :-D dges dabadebis dge maqvs da chemi yvelaze auketeso sachuqaria es tavi♡♡♡

 



№22 √ სტუმარი ™ ☺☺

ბავშვების სახელები ვერ გავიგე თოკო ელენე და მესამეს???

 



№23 √ სტუმარი ™ LaNa

Imdeni vitire tvalebi damisivda ukve. Vgijdebi amatze.
Dzalian nu daagvianeb shemdegi istoriis dadebas kai? :-*

 



№24  offline √ წევრი ™ kantelashvili

magari gogoxarshen chveni cakaleli mariami

 



№25  offline √ წევრი ™ dadumado

Ai am komentarebis shemxedvarem rogor unda dagvemshvidobo da agar dado axali istoria... Amden adamins gvabedniereb mariam..

☺☺
ბავშვების სახელები ვერ გავიგე თოკო ელენე და მესამეს???

Elizabetii mesames

 



№26  offline √ წევრი ™ megikeshelava))

ვაიმეეე <3 <3 ძალიან მაგარი იყოო კიდევ შოკში ვაარრრ ^__^

 



№27  offline √ მოდერი ™ Nude

იმდენი გელოდეთ, იმდენი... მაგრამ ღირდა! ძალიან კარგი ხარ. წამით, ცრემლიც კი წამომივიდა. ძალიან მომეწონა, ძალიან! ერთხელ გითხარი უკვე და კიდევ გიმეორებ, რომ საგრძნობლად, შესამჩნევად არის შენი წერის სტილი დახვეწილი. რამდენიმე ისეთი წინადადება წავიკითხე, საშინლად რომ მომეწონა! ველოდები მომდევნო თავს.
წარმატებები!
--------------------
bailey

 



№28 √ სტუმარი ™ sofi zangaladze

ყველაზე მაგარი ხარ ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა... იმედია შემდეგი ისტორიაც კარგი იქნება ამას რომ დაამთავრებ საყვარლობა თავი იყო ძაან love feel

 



№29 √ სტუმარი ™ Marii

Chvenc dzaan dzaan gvikvarxar mar.. sityvebi ar mkopnis es ra naxa chemma tvalebma :d dzaan magari iko ai yvelazee magarii . Da shen rom sxva istoria ar dado dzaan mewkineba shen ertgul mkitxvels.. :// ase rom sxva daiwye mere.. mikvarxar !<3

 



№30 √ სტუმარი ™ avadmyofi

რა ხარ ასეთი გამაგებინეეე ^^ გამაგიჟა ამ ისტორიამ აღარ შემიძლია <3 ☺ ორი დღეა ვამოწმებ დაიდო თუ არა სხვა ისტორიას არც ვკითხულობ love იმდენი ვიტირე, რომ თვალები დამისივდა სასწაული ხარ ^^ რა საყვარელია მარიამი ელენე რომ დაარქვა lol მეტი ემოცია მჭირდებათქო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მთლიანად განცდებში ვარ love არ მინდა ასე მალე დამთავრდეს :( მაგრამ ველოდები შემდეგ დიდ და მსუყე თავს wink lol love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent