შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი IV-


31-01-2016, 12:49
ავტორი Evelina
ნანახია 1 781

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი IV-

- თავი IV -


იაგომ თვალი გააყოლა ლილიკოს და, როდესაც ოთახიდან გავიდა მე შემომხედა. გაოცებისაგან პირი ისევ ღია მქონდა და მის ახსნა-განმარტებას ველოდებოდი.
_რა სახე გაქვს?!_გადაიხარხარა მან. სიბრაზე ნელ-ნელა ამოდიოდა ყელში და ვიცოდი, ცოტაც და კარგი დღე არ დაადგებოდა._ სიყვარულით კი არ მომყავხარ ცოლად…_ ჩემს მოპირდაპირედ მდგარ დივანზე დაჯდა და საქმიანი მზერა მომაპყრო._ ეს უბრალო, სარფიანი შემოთავაზებაა!
_რა საინტერესოა?!_წარბები შევკარი, ჭიქა ავიღე და წვენი მოვსვი. აშკარად ყელი მიშრებოდა.
_მისმინე…_თითები ერთმანეთში გადახლართა და იდაყვებით თავის მუხლებს დაეყრდნო. მერე, აი ის მზერა მომაპყრო, მუცელში პეპლებს რომ გიღვიძებენ და მთელ სხეულში სიმხურვალემ დამიარა._ აღარ მინდა ბოჰემური ცხოვრება… ჰო! რაც არ უნდა სისულელედ მოგეჩვენოს, მომწყინდა ეს ყველაფერი… უსაქმურობა მომწყინდა. უფრო მეტიც! დეპრესიაში ვარ… მინდა რაღაც ვაკეთო… ხომ ხვდები?!
_მესმის შენი…_ ვუთხარი და თან ტუჩები გავილოკე, თავს ძლივს ვაკონტროლებდი, რომ მისი საუბარი ბოლომდე მომესმინა და მთლიანად არ ჩავძირულიყავი მის მომხიბვლელე, თაფლისფერ თვალებში, რომელიც ამოდენა ვნებას ასხივებდა.
_ახლა მინდა მამაჩემის კომპანიაში დავიწყო მუშაობა. მამაჩემს კიდე, ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ახირებაა და რამოდენიმე თვეში, ისევ უსაქმურობა მომინდება. ამიტომაც ერთი პირობა დამიდო… თუ ცოლს მოვიყვან, კომპანიის ვიცე დირექტორად დამნიშნავს. ჰგონია, რომ კომპანიაში და საქართველოში ცოლო დამაკავებს. ეს რა თქმა უნდა, ასე არ არის, თუ არ მენდომება აქ ვერავინ დამაკავებს. მაგრამ, რადგან მას ასე ჰგონია, დეე ეგონოს!_ წარბები ისე აქაჩა, თითქოს ყველაფერი ნათელი ყოფილიყოს და უპრობლემოდ შეეძლო ჩემი ცოლად შერთვა. თვით კმაყოფილი იდიოტი და მამაკიოს ბიჭი იყო.
_არ ვიცი…_ხელები გადავაჯვარედინე და დივნის საზურგეს მივეყრდენი._ ჩემს ჯგუფს უნდა დაველაპარაკო. ასეთი რამ აქამდე არ გაგვიკეთებია. ალბათ გააჩნია რამდენს გადაიხდი…
_მე შემოთავაზება პირადად შენთან მაქვს!
_რა?_უნებურად გამეცინა._ შენ რაღაც ძალიან დარწმუნებული ხარ, რომ დაგთანხმდები და მითხარი აბა, რატომ?
_შენ რასაც აკეთებ, ხომ ყველაფერს მხოლოდ ფულის გამო აკეთებ და ეს საქმე საერთოდ არ გიზიდავს?!_ მომბაძა და საზურგეს მიეყრდნო. ამჯერად მისი დაკუნთული მკერდი წინ ამოიწია და ისედაც მისი სექსუალურიბით თავბრუდახვეულს, ცივმა ოფლმაც დამასხა. შუბლზე ნერვიულად მოვისვი ხელი და შევეცადე კონცენტრაცია მის ნათქვამზე გადამეტანა.
_დავუშვათ ასეა, მერე?_ თავლებში ჩავხედე, თუმცა მაინც გამექცა მზერა მისი პრესისაკენ.
_ანია, ხომ?_ უცნაური ღიმილი გამოესახა სახეზე, თითქოს შეამჩნია ჩემი დაბნეულობა.
_ჰო, ანია!_ ვუთხარი და სიტუაციის განსამუხტად რამოდენიმეჯერ ჩავახველე.
_ანია, მერე ის, რომ ჩემი ცოლობა უკვე ნიშნავს შენი ცხოვრების მატერიალურ უზრუნველყოფას!_ფეხზე წამოდგა და სამუშაო მაგიდასთან მივიდა. გადაიხარა და კარადა გამოაღო. ჯანდაბა! ისევ მისი უკანალი… როგორ მიწვევდა! _ განქორწინების შემდეგ კი, ჩემი შემოსავლის 5 პროცენტს დაგითმობ… ჩემი შემოსავალი კი საკმაოდ დიდი იქნება! _კარადიდან ვისკით სავსე ბოთლი გამოიღო და ისევ მის ადგილს დაუბრუნდა._ დალევ?
_დავლევ!_ ლამის შევევედრე და ფორთოხლის წვნიანი ჭიქა გავუწოდე.
_ჰმ… კარგი იდეაა!_გაეღიმა და წვენს ლიქიორი შეურია. იგივე გაიმეორა თავისთვისაც. ჭიქა ჰაერში ასწია და ჩემსკენ გამოწია._ რას იტყვი? მგონი არ არის ცუდი შემოთავაზება?!
_მე მაინც დავფიქრდები!_ვუთხარი და ჩემი ჭიქა მისას ოდნავ შევახე. თვალი ჩავუკარი და “კოქტეილი” მოვსვი.
_პასუხი ძალიან მალე მჭირდება._ უკმაყოფილობა დაეტყო მას.
_ერთი კვირა?
_სამი დღე!
_კარგი…_ “კოქტეილი” ბოლომდე დავლიე, ფეხზე წამოვდექი და კარისაკენ გავემართე._ გამოდის არც სესილია გყვარებია…_მივბრუნდი მისკენ.
_ეჰ, ჩემო ანია. არ დაიჯერო! ვინმემ არ მოგატყუოს, რომ სიყვარული საერთოდ არსებობს… ეს უბრალოდ მამაკაცებმა გამოვიგონეთ, მეძავებისთის ფული, რომ არ გადაგვეხადა._არც გამოუხედავს ჩემსკენ ისე თქვა და უცნაურად ჩაეცინა._ დროებით ანია.
_დროებით!_ვუთხარი და კარი გამოვიხურე.
***
სახლში მოსული ოთახში შევიკეტე. კარადა გამოვაღე და ჩემი ტანსაცმელები შევათლიერე. ბოლოს გულამოღებული, შავი ზედა და წითელი მოკლე კაბა შევარჩიე. შავ მაღლებზე შევდექი და სარკის წინ რამოდენიმეჯერ დავტრიალდი.
_ნენე!_დავიყვირე ხმამაღლა.
_რა მოხდა?_შემოვარდა ოთახში ის.
_მაკიაჟს გამიკეთებ?_თავი მოვისაწყ,ლე.
_არ ხარ ღირსი!_შემომიბღვირა ნენემ.
_გთხოვ…_ქვედა ტუჩი ამოვაბრუნე.
_ოხ ანია!_თვალები გადააბრუნდა მომიახლოვდა._ ახალი საქმეა?
_დაახლოებით!_გამეცინა და ის მზერა მივაპყრე, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა ეჭვებს მასში.
_რა ხდება?_ცალი წარბი აქაჩა და კიდევ ერთხელ შემათალიერა.
_სამ დღეში გეტყვი ზუსტ პასუხს!_ დავაინტრიგე და საწოლზე ჩამოვჯექი.
ნენემ მაკიაჟის ყუთი გამოიღო კარადიდან და საქმეს შეუდგა.
_ლინზებს იკეთებ?_მკითხა მან.
_ჰო… შავს!_ ნენემ უკმაკოყოფილოდ გადმომხედა და ლინზები ამოიღო ყუთიდან.
_მზად ხარ!_მითხრა და კმაყოფილებისაგან რამოდენიმეჯერ შეხტა კიდეც._ თუ ჩემი იდიოტი დირექტორი გამომაგდებს სკოლიდან, აუცილებლად სალონში დავიწყებ მუშაობას!
_მე კიდე, შენი მუდმივი კლიენტი ვიქნები!_ დავაიმედე და კარადისაკენ გავემართე. მეორე დიდი ყუთი გამოვიღე, იქედან შავი პარიკი ამოვიღე და ნენეს დახმარებით ძლივ მოვირგე.
_ვერავინ ვერ გიცნობს!_ თავი გააქნია და ოთახიდან გასვლა დააპირა.
_ნენე,_ შევაჩერე ის._ ილიასთან არაფერი წამოგცდეს! თუ დარეკა, უთხარი ძინავსთქო. ტელეფონს სახლში ვტოვებ…
_არ მომწონს ეს ყველაფერი!
_გპირდები, რომ ყველაფერი კოტროლში მაქვს!
_კარგიიიი…_გაწელა საიტყვა და კედელს მიეყრდნო._ ისე, ას მგონია, ვინმე სხვას თუ ველაპარაკები!_ სიცილი წასკდა მას.
_წავედი!_სასწრაფოდ დავავლე ჩანთას ხელი, წითელი მანტო მოვიცვი და გარეთ გავვარდი.
გაჩერებასთან ყოველთვის იდგა ტაქსები. ერთ-ერთ მათგანში ჩავჯექი და იაგოს სახლისაკენ წავედი. ჯერ კიდევ არ იყო გვიანი, თუმცა, როგორც ზამთარს სჩვევია, ნაადრევად ჩამოწვა სიბნელე და ნახევრად სავსე მთვარე თან მომყვებოდა მის სახლამდე.
ტაქსი შორი-ახლოს გავაჩერე და იაგოს დავუდარაჯდი. მთელი ღამე რომ მეცადა, მაინც არ მენაღვლებოდა. ვერ გავყვებოდი ცოლად იმ ადამიანს, რომლის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. თავზე ხელაღებული და თავქარიანი ნამდვილადვ იყავი, მაგრამ საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვეკიდებოდი. მერე რა, რომ ასე მიზიდავდა იაგოს სხეული?! ჩემთვის ის მაინც მხოლოდ და მხოლოდ ფულის შოვნის ახალი წყარო იყო.
ზუსტად 2 საათი ვიცადე, ტაქსის მძღოლიც უკვე ბუზღნებდა, მხოლოდ შეპირებული ფულის იმედად რჩებოდა. იაგო სახლიდან გამოვიდა. ცოტახანს ჭიშკართან იდგა. მალე მანქანა მის ფეხებთან გაჩერდა და ისიც ჩაუჯდა.
_გაყევი!_ვანიშნე იაგოს მანქანაზე მძღოლს.
დაახლოებით 20 წუთში რომელიღაც ბართან გავჩერდით. ტაქსის მძღოლს საკმაოდ დიდი თანხა გადავუხადე და მისი კმაყოფილი სახე, რომ დავინახე მეც გავიბადრე და ასე შევაჭერი ბარში.
_თქვენი პირადობა, თუ შეიძლება!_ გადამიდგა შავებში ჩაცმული ზედმეტად დაკუნთული “ტიპი”.
_ფეის კოტრილი და რამე?_ საჩვენებელი თითიზე თმა დავიხვიე და სიტყვები უაზროდ გავწელე.
_18 წლამდე არ შეიძლება!_ ისევ უემოციოდ და მკაცრად მითხრა მან.
_კაი ერთი!_ თვალები გადავატრიალე, ტუჩები წინ გამოვზიდე და უკმაყოფილება ასე გამოვხატე. ჩანთიდან საფულე ამოვიღე და ჩემი ერთ-ერთი ყალბი პირადობა ვაჩვენე, სადაც თვალის ფერი შავი მქონდა, თმები კი წაბლისფერი. დაცვის ბიჭმა რამოდენიმეჯერ შემათვალიერა და ბოლოს გზიდან ჩამომეცალა.
იქაურობა შევათალიერე. არც ისე ბევრი ხალხი იყო, თან ინტიმური სიტუაციაც იგრძობოდა. მიმტანებად, საკმოდ გამომწვევად ჩაცმული გოგონები მუშაობდნენ და უმეტესად მაგიდებთან წყვილები ისხდნენ. იაგოს მოვკარი თვალი. ერთ ერთ მაგიდას მიუახლოვდა, იქ მჯდომი ახალგაზრდა გოგონა გადაკოცნა და მის მოპირდაპირედ, მაგიდას მიუჯდა.
ჰმ! გოგონა საკმაოდ ლამაზი და მომხიბვლელი იყო. შავი ტალღოვანი თმა მხარზე ჩამოეყარა, ხორციფერი, გამოყვანილი კაბა კი მისი ფიგურის იდეალურობას გამოკვეთავდა. ეჭვგარეშე 90:60:90_ზე იყო.
_რაიმე ძლიერი დამისხით!_ ვუთხარი ბარმენს და იქვე ჩამოვჯექი. ვაკვირდებოდი, როგორ შესციცინებდნენ ერთმანეთს იაგო და უცნობი გოგონა. ცოტახანში ხელებიც კი ჩასჭიდეს ერთმანეთს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან მაღიზიანებდა. კიდევ დიდიხანი გაჩერდნენ, შემდეგ იაგომ ფული გადაიხადა და ბარიდან გავიდა. მეც მაშნვე გავყევი. ტაქსი გავაჩერე და ისევ მის მანქანას ავედევნე. გული მიგრძნობდა სახლში არ წავიდოდა და არც შევმცდარვარ. სასტუმრო “რედისონთან” ჩამოვიდა, იქაურობა შეათვალიერა, თითქოს ვიღაცას ემალებაო და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა. ზუსტად 15 წუთში სასტუმროს წინ ტაქსმა გააჩერა და იქედან ის უცნობი გოგონა გადმოვიდა…
_გასაგებია…_ჩავილაპარაკე ჩემთვის._ წავედით!_ ვუთხარი მძღოლს და ჩემი სახლის მისამართი ვუკარნახე.
სახლთან მისულს სადარბაზოსთან ილიას მანქანა დამხვდა. ტაქსიდან გადმოვედი და მას ჩავუჯექი. თავიდან წარბშეკრული მზერა მომაპყრო, მერე ნელ-ნელა მოეშვა და ბოლოს მკითხა, ანია, ეს შენ ხარო?! თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და პარიკი მოვიხსენი.
_სად იყავი?_ხმა გაიმკაცრა._ ნენემ მითხრა ძინავსო…
_მერე რატომ არ წახვედი სახლში?!
_ტელეფონზე მესიჯი დაგიტოვე, როცა გაიღვიძებ ქვემოთ ჩამოდიმეთქი და გელოდებოდი…_ წაბლისფერ, ხუჭუჭა თმაზე გადაისვა ხელი.
_საქმეზე ვიყავი…
_რა საქმეზე?_გაუკვირდა მას.
_ახლა ვერ გეტყვი…
_ანია!_საჭეს დაარტყა ხელი._ მერამდენედ უნდა გაეხვე შარში?!
_ჯანდაბა ილია!_დავუყვირე._ სულ რატომ გეპარება ჩემში ეჭვი? როდესმე ჩამიფლავებია საქმე?
_არა, იმიტომ, რომ მე ყოველთვის კონტროლში მყავდი… ახლა კი არც კი ვიცი რა საქმეზე იყავი…
_დაგიმტკიცებ, რომ არ მჭირდება შენი კონტროლი!_გაბრაზებულმა გამოვაღე მანქანის კარი და სადარბაზოში შევვარდი.
_ანია!_გამომყვა ისისც._ ცუდად გაიგე…_დამეწია და წინ გადამიდგა.
_რა გინდა ილია?_ცალი ხელი სახეზე მივადე და ცერა თითი ლოყაზე დავუსვი._ ხომ იცი, რომ არ მსიამოვნებს3, როდესაც ჩემს გალიაში შეტყუებას ცდილობენ… ხომ იხი, რომ სულ ვერ გეყოლები კოტრილის ქვეშ?
_ვიცი…_თავი დახარა მან._ და მეშინია შენი დაკარგვის.
_ყოველთვის გამოჩნდება სხვა!_ ამჯერად ხელები ყელზე შემოვხვიე და ჩვენს შორის მანძილი კიდევ უფრო შევამცირე.
_ნენე სახლშია?_ მავედრებელი თვალები მომაპყრო.
_კი…_გამეცინა მა და ფრთხილად შევახე ტუჩები ყურის ზირში._ მაგრამ, ალბათ უკვე სძინავს!_ჩავჩურჩულე და ენა ავუსვი ყურის ბიბილოზე.
_ანია…_ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა და როგორც სჩვევია ხოლმე ძალიან ნაზად და ფრთხილად დუწყო ჩემს ტუჩებს კოცნა.
***
_ანია…_დილით ილიას ხმამ გამომაღვიძა.
_ჰო…_თვალები მოვისრისე და მისკენ გადავბრუნდი.
_უნდა წავიდე… ბიჭებს მოუწერიათ ღამით, რაღაც ახალი საქმე გვაქვსო.
_მჰჰ…_თვალები დავხუჭე და შევეცადე ისევ გამეგრძელებინა ძილი. ილია წამოდგა, ტანზე ჩაიცვა, ჩემი სუნამო მიიპკურა, შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე წუთში ტელეფონმა დარეკა.
_გიმენთ!_ვუპასუხე ისე, რომ არც დამიხედავს ვინ რეკავდა.
_რაღაცის თქმა დამავიწყდა…_მომესმა ილიას ხმა.
_რისი?
_….მიყვარხარ!_ ძალიან დიდი პაუზის შემდეგ მითხრა მან. გილოცავ ილია, ამჯერად საბოლოოდ გამომაფხიზლა. რაო? რა მითხრა? მიყვარხარო?! ესღა მაკლდა… არა და, მან ყველაზე კარგად იცოდა ჩემი ხასიათი. არ ვიცოდი რა მეპასუხა, რაც უფრო დიდხანს ვიყავი ჩუმად, მით უფრო ვიძაბებოდი.
_მაგარია…_ვუთხარი ბოლოს და ისტერიული სიცილი ამიტყდა.
_მაგარია?_გაბრაზდა ის._ რა გაცინებს?
_მაპატიე… ილია შენ ხომ იცი…
_ვიცი!_შემაწყვეტინა მან._ კარგი, სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე.
_ასე აჯობებს!_დავეთანხმე მეც.
_ჰო მართლა, შეიძლება საქმეზე დაგვჭირდე და სხვას ნურაფერს ნუ მოკიდებ ხელს, თან ჩემს გარეშე.
_დავფიქრდები…_ტელეფონი გავუთიშე და საწოლიდან წამოვხტი.
_ოხ ილია!_სახე მოვისრისე._ შენ მაინც რა დაგემართა?!
მთელი დღე უხასიათოდ გავატარე. კლასიკური მუსიკის ფონზე ყავას და ნამცხვარს მივირთმევდი და ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა. თუმცა რამდენად გამომდიოდა ვერ გეტყვით.
საღამოს ისევ გავემზადე. ამჯერად შავი ჯინსის შარვალი, ლურჯი პერანგი და ასეველურჯო პიჯაკი ჩავიცვი. ლუჯ მაღლებზე შევდექი. ისევ შავი ლინზები ჩავისვი და წითელი პარიკი გავიკეთე. მაკიაჟი ისევ ნენემ გამიკეთა. ბევრი მეხვერწა მითხარი რა ხდებაო, მაგრამ ვერაფრით გამომტეხა. ბოლოს შევთანხმდით, რომ სახლში მოსული ყველაფერს მოვუყვბედი და მხოლოდ ამ პირობით მომცა უფლება წავსულიყავი.
ისევ დავუდარაჯდი იაგოს, ისევ იმ დროს გამოვიდა სახლიდან და ისევ იმ ბარში წავიდა.
_რაიმე ძლიერი!_მივმართე ბარმენს და იქვე ჩამოვჯექი.
თავიდან იაგო მარტო იჯდა, ამჯერად დაბალ მაგიდასთან, წითელ დივანზე. გოგონაც მალე შეუერთდა და საკმაოდ ახლოს მიუჯდა. დიდიხანი ისაუბრეს. საუბარისას იაგო ხან კისერში აკოცებდა გოგონას, ხან ლოყაზე ხანაც ტუჩებზე. ერთხელ მკერდზეც წაუცდა ბაგეები, მაგრამ გოგონამ შეაჩერა და თვალები დაუქაჩა.
მეტის ღირსი იყო! კრეტინი! აბა, რა წესია, თუ მისი მკერდის დალაშქვრა სურდა წასულიყვნენ სასტუმროში… თანაც მერე რამხელა მკერდი ჰქონდა?! სხვა მამამაკაცების მოწყურებული მზერა რამოდენიმეჯერ შევნიშნე კიდეც.
ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე, როგორ მივჩერებოდი იაგოს და როგორ მიყურებდა ისიც.
_კიდევ ხომ არ ინებებთ რაიმეს?_გამომაფხილა ბარმენის სიტყვებმა და სასწრაფოდ ვაქციე ზურგი ჩვენს “გვრიტებს”.
_გაიმეორე!_ჭიქაზე ვანიშნე.
კანკალმა ამიტანა. თავიდან მეგონა მციოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ვნერვიულობდი. რა მანერვიულებდა? არ ვიცი… თუმცა, ხომ გითხარით კარგი წინათგრძნობა მაქვს-მეთქი?!
_გამარჯობა პატარა!_მომიახლოვდა მამაკაცი. ხმით ვიცანი, ეს იაგო იყო. მისკენ არ გამიხედავს. უკანასკნელ იმედ ვიტოვებდი, რომ ვერ მიცნო და უბრალოდ ჩემი დაჟინებული მზერით დავაინტერესე._ ძალიან ლამაზად გამოიყურები.
_მადლობთ!_ისე ჩუმად ვუთხარი, რომ არამგონია გაეგონა.
_ისე, შავი თმები უფრო გიხდებოდა გუშინ…_სხეული ერთიანად გამეყინა. როგორ მიცნო ამ იდიოტმა?_ მაგრამ, მე მაინც ქერა უფრო მომწონხარ…_ ტუჩები ყურზე შემახო და ისე ჩაილაპარაკა._ არც შავი თვალები გიხდება….
_რა არამზდა ხარ!_ თავი გავაქნიე და მას გავხედე. ჯანდაბა! რა სიმპათიური იყო. როგორ უხდებოდა სქელი წარბები და ძალიან დაბალზე შეჭრილი შავი თმა. მისი ოდნავ კეხიანი ცხვირი და თხელი ტუჩებიც კი მიზიდავდნენ, თანაც მაშინ, როდესაც მისი სუთქვა ჩემს სახეზე იფრქვეოდა და ასე ახლოს იყო. არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი, რომ არ მეკოცნა.
_სალომე ჰქვია…_მიმანიშნა გოგონასაკენ._ ჩემი ცხოვრების სტილის მიუხედავად ბაბნიკი სულაც არ ვარ… სალომემ დამაინტერესა და ამიტომაც ვხვდები…
_თუ ასეა, ის მოიყვანე ცოლად!_წამოვხტი ფეხზე.
_სიამოვნებით, მაგრამ მას უკვე ჰყავს ქმარი!_დამწვდა მკლავში._ მგონი ერთგულებას არ დაგპირებივარ!
_გამიშვი!_დავუბღვირე და ჩემი ხელი გამოვგლიჯე.
_უკაცრავად, თქვენი ანგარიში!_ ჩაერია ბარმენიც.
_ეს იდიოტი გადაიხდის!_მივანიშნე იაგოზე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი გასასვლეისკენ.
_გაიქეცი პატარა, გაიქეცი… მეტი რა იცი?!_ სიცილით მომაძახა მან.
სიბრაზისაგან მუჭბი შევკარი, ლამის გავანგირ კი არ გავაღე კარი და დაცვას შევუბღვირე. იდიოტი, მამიკოს ბიჭი! მე კი არ გამოვრბოდი, უბრალოდ სწრაფი ნაბიჟებით გამოვედი! არაუშავს… ვასწავლი ჭკუას!




--------
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის... ვერ წარმოიდგენთ როგორ მრცხვენია,,, უბრალოდ ძალიან გიჟური კვირა მქონდა... მაგრამ, ყველა პრობლემა მოვაგვარე და დაგიბრუნდით... ვეცდები თქვენი იმედები აღარ გავაცრუო... მიყვარხართ უზომოდ ასეთი სტიმულისათვის... არ ველოდებოდი, რომ ასე მოგეწონებოდათ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი bibo

Ux vgijdebi meshenze egi ra saocreba gogo xar saswauliusi da gadareviusI<3 maoceb me shen .au iliac.momwons iagoc ra vanq mishvele ver vaketeb archevans ux ra es rato gyavs aseti kai bichebi ra :D ai shen kide tkbili xar uttkbileshi shoki moki koki da kido bevrobebE bevroba kai ragacao chemo alucha da tyemalo gogo

 


№2  offline წევრი Evelina

bibo
Ux vgijdebi meshenze egi ra saocreba gogo xar saswauliusi da gadareviusI<3 maoceb me shen .au iliac.momwons iagoc ra vanq mishvele ver vaketeb archevans ux ra es rato gyavs aseti kai bichebi ra :D ai shen kide tkbili xar uttkbileshi shoki moki koki da kido bevrobebE bevroba kai ragacao chemo alucha da tyemalo gogo

უხ! როგორ მატკბობს მერე შენი კომენტარები?!?! მუხარია თუ მოგწონს... და ძალიან კარგი თუ ორივე ბიჭი მოგწონს :დ რომელიც დარჩება გაგატან :დ

 


№3  offline მოდერი bibo

Evelina
bibo
Ux vgijdebi meshenze egi ra saocreba gogo xar saswauliusi da gadareviusI<3 maoceb me shen .au iliac.momwons iagoc ra vanq mishvele ver vaketeb archevans ux ra es rato gyavs aseti kai bichebi ra :D ai shen kide tkbili xar uttkbileshi shoki moki koki da kido bevrobebE bevroba kai ragacao chemo alucha da tyemalo gogo

უხ! როგორ მატკბობს მერე შენი კომენტარები?!?! მუხარია თუ მოგწონს... და ძალიან კარგი თუ ორივე ბიჭი მოგწონს :დ რომელიც დარჩება გაგატან :დ

კაია ან ერთს საგარეოდ გაუშვებ ერთს საშინაოდ არ დავჩაგრავ ტკბილო არცერთს გულს არ ვათკენ ვიცი მაგათაც უნდა ჩემთან :დ :დ :დ ;დ :დ :დ არ ვაჩხუბებ უხ რა ვარ ასეთი კაი რა დედამ მშობა ეს სასწაული :დ :დ :დ ;დ :დ :D მომწონს კი არა ვგიჟდები ჩიტოოო მე ეს ისტორია და შენზე ვაპრენ ბისკვიწოოო :* :* :* love

 


№4  offline მოდერი nene gelovani

ძალაინ საინტერესო პერსონაჟები გყავს.იშვიათად მხვდება ისეთი ისტორია, რომლის თითოეულ პერსონაჟზე ცალკე ისტორიის დაწერა იქნებოდა შესაძლებელი. მომწონს ოცნებებში, რომ არ დაფრინავენ და სიყვარულს არ აიდეალებენ. იმედია სტილს არ შეუცვლი ისტორიას. წარმატებები!

 


№5 სტუმარი A

Ukve echvi shemepara rom kvlav dadebdi. Gamexarda axali tavi da agar dagvigviano kargi?

 


№6  offline წევრი kaxelii

ნი აგვიანებ რაა. კარგია

აღარ დააგვიანო. love

 


№7  offline წევრი Evelina

nene gelovani
ძალაინ საინტერესო პერსონაჟები გყავს.იშვიათად მხვდება ისეთი ისტორია, რომლის თითოეულ პერსონაჟზე ცალკე ისტორიის დაწერა იქნებოდა შესაძლებელი. მომწონს ოცნებებში, რომ არ დაფრინავენ და სიყვარულს არ აიდეალებენ. იმედია სტილს არ შეუცვლი ისტორიას. წარმატებები!

ძალიან დიდი მადლობა ასეთი კომენტარისთვის. ეს ნამდვილად ბევრს ნიშნავს ჩემთვის!!!

A
Ukve echvi shemepara rom kvlav dadebdi. Gamexarda axali tavi da agar dagvigviano kargi?

nino k.d.
ნი აგვიანებ რაა. კარგია

აღარ დააგვიანო. love

შევეცდები აღარ დავაგიანო, მით უმეტეს ასე ძალიან!! მადლობა რომ კითხულობთ!!!!!! :*

 


№8 სტუმარი Black

Umagresi tavia evelina magram mecotava da imedia gamoasworeb;) danarcheni sheudarebeli iyo<3

 


№9 სტუმარი A

Kargi ra ukve 3 dgea velodebi. Xom dagvpirdi ar davagvianebo? Esaa piroba?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent