შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი V-


4-02-2016, 07:44
ავტორი Evelina
ნანახია 1 628

გაიქეცი პატარა, გაიქეცი! -თავი V-

თავი IV

სახლში მისულს იქ მამუკა დამხვდა. ის და ნენე ნამცხვარს მიირთმევდნენ და ტელევიზორში რომელიღაც ფილმს უყურებდნენ.
_გამარჯობა!_მივუგდე მისალმება. ქურთუკი გავიხადე, იქვე ჩამოვკიდე და სააბაზანოსაკენ გავემართე. ხელები დავიბანე და ის იყო ჩემი ოთახისაკენ ავიღე გეზი, რომ ნენემ დამიძახა.
_ანია… არ დაგვეწვევი?_ ოხ ნენე! მივხვდი რაც ჰქონდა ჩაფირებული. ჩვენი შერიგება უნდოდა, მაგრამ ვაი, რომ ჩემი წინათგრძნობა არასოდეს სტყუოდა. არ მომწონდა მამუკა, მაგრამ ვერ ვხვდები - რატომ?!
_ანია…_ისევ გამომძახა მან.
_გამოვიცვლი და გამოვალ!_ვუთხარი და ოთახში შევედი.
მისაღებიში, რომ შევდიოდი მათი ჩურჩული მომესმა. ნენე რაღაცას გაბრაზებული უმტკიცებდა. ალბათ ჩემზე საუბრობდნენ…
_მამუკამ მოიტანა ეს ნამცხვარი!_მითხრა და თეფშზე ერთი ნაჭერი გადმომიღო.
_იმედია არ გადამცდება…_ჩავილაპარაკე, თეფში ხელში ავიღე და დივანში ჩავეშვი.
_რას მერჩის ეს გოგო?!_ანერვიულდა მამუკა.
_ასე ხუმრობს, არ მიაქციო ყურადღება!_ დაამშვიდა ნენემ და მომაკვდინებელი გამოხედვა მესროლა._ ჩაის გავამზადებ!_წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.
_ანია…_ჩემსკენ გადმოიხარა მამუკა და ისეთი “საცოდავი” მზერა მომაპყრო, ლამის გული დამეწვა.
_მაგ შვლის თვალებით ვერ გამაბრიყვებ, ნენე კი არ ვარ!_წარბი ავუქაჩე და მზერა ტელევიზორზე გადავიტანე. “ბინძური ცეკვები” გადიოდა.
_მოგწონვარ და ამიტომ მექცევი ასე უხეშად!_ ირონიულად ჩაილაპარაკა და ისევ საზურგეს მიაწვა.
_უკაცრავად?_ გავხედე მას და ვიგრძენი როგორ მიხურდებოდა სხეული ბრაზისაგან. სულ ცოტაც და მისი გრძელი, წაბლისფერი თმისაგან ერთი ღერიც აღარ შერჩებოდა.
_შენ ყველა ვნებიან გამოხედვას ვამჩნევ…_კიდევ უფრო ჩუმად თქვა მან.
_რაიმე ხომ არ მოგიწევია?_ როგორ მინდოდა დამეყვირა, მაგრამ ნენეზე ვფიქრობდი. ეს დიალოგი, რომ მოესმინა ვინ იცის უკვე მერამდენედ ატკენდნენ გულს._ ნენემ არ გაიგოს ეს სისულელე, თორემ შემომაკვდები!
საპასუხოდ მხოლოდ ჩაიცინა. ჩემი ხასიათი არ იცოდა, თორემ ასე არ გამითამამადებოდა. არაუშავს! მალე გავაგებინებდი ვინც ვიყავი!
ჩაიზე უარი ვთქვი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. მამუკაზე ძალიან გავბრაზდი. მამაჩემიდან დაწყებული ყველა მოღალატე კაცი მეზიზღებოდა… სწორედ ამიტომ არ მჯეროდა არც სიყვარულის და არც ერთმანეთისთვის შეფიცული ერთგულების.
ილია მას შემდეგ არ დამკავშირებია, რაც მითხრა, რომ ვუყვარვარ. რა სულელია… გადავწყვიტე მისთვის დამერეკა, მაგრამ ამის სურვილი საერთოდ არ მქონდა, ეს უფრო მოვალეობის მოხდას გავდა.
_ანია ახლა არ მცალია…_ამ სიტყვებით მიპასუხა.
_ყველაფერი კარგადაა?
_კი. მერე მოგიყვები!_ უცებ მომაყარა სიტყვები და გამითიშა.
ეს უკვე საინტერესო იყო… ილია ასე არასოდეს მოქცეულა. ყველაზე უხერხულ მომენტშიც კი მელაპარაკებოდა და მეტიც, მზად იყო ნებისმიერ დროს ჩემთან გაჩენილიყო. ჯერ იაგო, მერე მამუკა და ბოლოს ილია… მეზიზღება კაცები!
***
შემდეგ საღამოსაც იმ ბარისაკენ ავიღე გეზი, სადაც იაგო მეგულებოდა. ამჯერად ჩემი გარეგნობის დაფარვა აღარ მიცდია. ტაქსიდან გადმოვედი და ბარში შევაჭერი. ბარმენს ძველი ნაცნობივით გავუღიმე, მან კი უცნაურად შემომხედა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ეს სამი დღე მე მისთვის სხვა და სხვა ადამიანი ვიყავი.
იაგო ისევ იმ დივანზე იჯდა და გოგონასთვის… უფრო სწორად სალომესთვის ხელი გადაეხვია და ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა.
მისკენ გავემართე. შორიდანვე შემამჩნია და უხერხულად შეიშმუშნა.
_იდიოტო!_ მისი თეფშიდან მოზრდილი ნამცხვრის ნაჭერი ავიღე და სახეზე მოვუსვი._ მოღალატევ!_ ალბათ კარგი მსახიობი, რომ ვყოფილიყავი ტირილსაც დავიწყებდი, მაგრამ მე ხომ არასოდეს ვტირი…
თეთრი კრემით დაფარული სახიდან გაოცებისაგან გაფართოებული თაფლისფერი თვალები მოუჩანდა. სალომე განრისხებული მიყურებდა, ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ არ გამოდიოდა…
_მეზიზღები!_ დავამატე ემოციურად და ბარიდან გამოვიქეცი.
_სად გარბიხარ?!_ გარეთ გამოსულს მომესმა მისი ხმა, როდესაც გზაზე ტაქსის გაჩერებას ვცდილობდი. არაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეთქვა?! მგონი ცოტათი ვნანობდი კიდეც ჩემს საქციელს.
_მოდი აქ!_ მკლავში დამწვდა და მისკენ მიმაბრუნა. უცნაური იყო, მაგრამ სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ეტყობა ნამცხვარი ძალიან გემრიელი იყო…_ მითხარი, ეს თანხმობის ნიშანია?!_ აი თურმე რა აცინებდა!
_მოგიწევს ჩემი მოთაფლა, ასე იოლად ვერ შემომირიგებ!_ მეც გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
_ხვალ საღამოს სახლში ვიქნები, მოდი და კონტრაქტს გაგაცნობ!_ დამისერიოზულდა და ხელიც შემიშვა. მაშინღა გავიაზრე თუ რა ახლოს ვიდექით ერთმანეთთან. მისი სხეული, რომ მომშორდა ძალიან შემცივდა. შინაგანად შემცივდა…
_შეხვედრამდე!_ წარბ შეკრულმა ვუთხარი.
_ისე, ცნობისთვის… ტყუილად დაიხარჯე ამ საღამოს, სალომემ ყველაფერი იცის!_ ამჯერად მან ჩამიკრა თვალი და იდიოტური კმაყოფილებით აღსავსე შებრუნდა ბარში.
მეზიზღება! მძულს! სულ რამოდენიმე დღე იყო რაც ვიცნობდი და უკვე უარყოფითი ენერგიით მავსებდა, მაგრამ თან მსიამოვნებდა ეს თამაში… ზედმეტადაც კი…
გაბრაზებული ვიყავი, თუმცა სახიდან ღიმილს მაინც ვერ ვიშორებდი. საკუთარ იდიოტურ გამომეტყველებაზე ნერვები მეშებოდა და ვცდილობდი ტუჩის ბოლოები თავის ადგილზე დამებრუნებიმა, მაგრამ იაგოს გაფართოებულ თვალებს, რომ ვიხსენებდი, რომლებიც დაკრემილი სახიდან მიმზერდნენ თავს ვეღარაფრით ვშველოდი.
ნენე ჩამაცივდა. მითხარი რა ხდება? სად დადიხარ ყოველს საღამოსო? ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. ჩემი ყველაზე გასაიდუმლოებული საქმის დეტალებიც კი იცოდა. ალბათ ამიტომაც შემოვრჩით მეგობრებად უკვე 14 წელი…
_ვთხოვდები…_ვუთხარი და ჩემს საწოლზე დავეშვი.
_რა?_დაიკივლა ბოლო ხმაზე?_ ილიას მიყვები? ხომ გითხარი შენც შეგიყვარდებათქო?!_ ლამის ხტუნვა დაიწყო სიხარულისგან.
_არა, ილიას არ მივყვები…_ თავი ოდნავ წამოვწიე და მის რეაქციას დავაკვირდი. ღიმილი ნელ-ნელა ჩამოშორდა და წარბები შეეკრა.
_აბა?
_იაგო ტაბიძეს!_ ქვედა ყბა უნებურად ჩამოუვარდა და საწოლზე მოწყვეტით დაჯდა.
_ვის?_ თვალები რამოდენიმეჯერ, სწრაფად დახუჭა და ბოლოს მე შემომანათა მზერა.
_იაგო ტაბიძეს…_გულიანად გავიცინე. მერე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და გაოცება გაბრაზებაში გადაუვიდა. ათასი მიზეზი მოიგონა, თუ რატომ არ უნდა გავყოლოდი იაგოს, მაგრამ მაინც ვერ გადამაფიქრებინა. ბოლოს გამებუტა და ოთახიდან გასვლისას თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა. მე ამაზე არ ვდარდობდი, ვიცოდი მალევე შემირიგდებოდა…
***
რაც უფრო უახლოვდებოდა ტაქსი იაგოს სახლს მით უფრო მიჩქარდებოდა გული. არ ვიცი რა მემართებოდა, რატომ მიხურდა ლოყები? რატომ მიღიტინებდა ვიღაც, ან რაღაც მუცელში? რამოდენიმეჯერ ღრმად შევისუნთქე და მანქანიდან გადავედი. ჭიშკარზე ზარი დავრეკე და დაველოდე, როდის გააღებდა ის “მუტრუკი” ფანჯარას. იქაურობა სიჩუმემ მოიცვა. უცნაურმა და გულის გამაწყალებელმა სიჩუმემ. ასე მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის წინ ემართება ადამიანს… თუმცა მეტი მნიშვნელოვანი რა უნდა გამეკეთებინა?! ვთხოვდებოდი…
“მუტრუკმა” ფანჯარა გამოაღო, მომესალმა და ყოველგვარი დაკითხვის გარშე გამიღო ჭიშკარი. სახლამდე გამომყვა, იქ შესულს ქურთუკი გამომართვა და მისაღები ოთახისაკენ მანიშნა. თავს ძალა დავატანე, გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
_გაიქეცი… გაიქეცი…_ მეორე მე მეძახდა შიგნიდან._ გაბრუნდი უკან და გაიქეცი!_ მშიშარა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მეორე მეს დამარცხება ყოველთვის მიჭირდა. იგი სულ გაქცევას მთხოვდა, ყოველი ნაბიჯის წინ მახსენებდა ჩემს წარსულს, სადაც არავინ ვიყავი. სადაც მშობლებისთვისაც კი ზედმეტი ტვირთი ვიყავი…
მისაღებში შევაბიჯე, იქ მხოლოდ ლილიკო ( იაგოს მოსამსახურე) დამხვდა.
_გამარჯობა!_ მივესალმე და უხერხულად დავიწყე ოთახის თვალიერება.
_ბატონი იაგო აუზთან გელოდებათ!_ უხეშად მითხრა ქალმა._ გამომყევით…_ ცხვირი ამიბზუა და ზურგი მაქცია. ნეტავ რას მეღჩოდა? თუ ესეც მის მოვალეობაში შედიოდა?! ალბათ იაგო ამაში დტებით უხდიდა ფულს…
პატარა დერეფანი გავიარეთ, შემდეგ კიბეებსჩავუყევით უაზრმაზარ დარბაზში ამოვყავით თავი. დარბაზის ნახევარზე სავარჯიშო მოწყობილობები იყო განლაგებული, მეორე ნახევარზე აუზი იყო, იქ კი ზედმეტას სექსუალური იაგო ტაბიძე.
ჯანდაბა! ეს ღა მაკლდა. ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს მისი დანახვისას, რომ არ ჩავბღაუჭბოდი მისივე უკანალს…
თავი გავაქნიე და “ბინძური” ფიქრები მოვიშორე.
_ორი ფორთოხლის წვენი მოიტანე რა ლილიკო!_ ამოვიდა წყლიდან.
ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ და მეც ნელ-ნელა მეღებოდა ბოლო. მის დაკუნთულ, გამომწვევ მკერდზე უნამუსოდ მოედინებოდა წვეთები. მგონი უკვე თავ-ბრუც მეხვეოდა. მიახლოვდებოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ეს…
_როგორ ხარ?_ თითქმის შემეხო სხეულით ისე ახლოს დადგა და მისი თეთრი კბილების გამოამზეურა._ რაიყო? რამ შეგაშინა?_ გაეცინა. ხელი მაღლა ასწია და ჩემს უკან, თაროდან პირსახოცი აიღო. იდიოტი…
_გეთქვა და საცურაო კოსტუმს წამოვიღებდი!_ შევუბღვირე მე. ძალიან ვიყავი გაბრაზებული. მეგონა, სიყვარულისაგან თავს ვიცავდი, მაგრამ იქ დამარტყა სადაც ყველაზე მეტად მეტკინებოდა… ვენაში სისხლის ნაცვლად მის მიმართ მოზღვავებული ვნება მიჩქეფდა. მან ჩემში ვნება გააღვიძა, რაც ილიასაც კი არ გამოსდიოდა…
_კოსტიუმის გარეშეც შეიძლება!_ ტუჩის კუთხე უცნაურად ჩატეხა.
_გაიწიე…_უნებურად წამომცდა. მგონი მისი სხეულის უკვე მეშინოდა. ასეთი დაბნეული მამაკაცის წინ არასოდეს ვყოფილვარ. მიჩვეული ვიყავი, რომ ურთიერთობებში მე ვიყავი დომინანტი და მე უნდა მემართა სიტუაცია.
_დამშვიდდი…_ისეთი დაბალი და სექსუალური ტემბრით მითხრა, რომ ლამის იქვე ჩავიკეცე._ ანია… ახლა სად გაიქცევი?_ გაეცინა და ორივე ხელები, ჩემი სხეულის აქედა-იქედან მიადო კარადას.
_გაიწიე-მეთქი!_ შევუყვირე, მაგრამ უფრო ვედრებას ჰგავდა…
_როგორ გინდა, რომ მკაცრი ჩანდე!_თავი გააქნია და ჩემი ნათქვამის საპირისპიროდ, კიდევ უფრო მომიახლოვდა. ახლა უკვე მისი სხეული ჩემს ტანსაცმელს ასველებდა და მე ეს უაზროდ მსიამოვნებდა… საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი… როდის გავხდი ასეთი სუსტი?!
იაგოს სუნთქვა გახშირებოდა და მისი მკერდი ხან მიებჯინებოდა ჩემსას ხან გაშორდებოდა… ისიც ღელავდა… როგორ ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ ღელავდა! ამან ცოტა გამამათამამა და თვალი თვალში გავუყარე.
_იმედია, კონტრაქტში გარკვევით წერია, რომ ერთმანეთთან არანაირ სექსუალურ ურთიერთობას არ დავამყარებთ!_ ვუთხარი მე და შევამჩნიე თაფლისფერ თვალებზე სიბრაზის ცეცხლი მოედო…

______

ვიცი... ვიცი... ვიცი. დავაგვიანე და პატარა თავია... უკვე ბოდიშიც მოხდაც კი მრცხვენია, მაგრამ არ მინდა თავს ძალა დავატანო და რაიმე უაზრობა დავწერო... იმედა გამიგებთ... მიყვარხართ!!

პ.ს.
ადრე საიტზე ჩატი იყო და ახლა ვერაფრით ვიპოვე... თუ შეგიძლიათ მითხრად როგორ მოვძებნო????скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Neneee

Vaimeee dzaaan magariaaa rogor momwons tena ucodeeeee

 


№2  offline წევრი kaxelii

მალე დადე რაა ძალიან მომწონს.

 


№3 სტუმარი მარო

,,მივაპყვრე" სადაური ქართულია?

 


№4  offline წევრი Evelina

მადლობა მეგიბრებო!!!!! <3

მარო
,,მივაპყვრე" სადაური ქართულია?

უკაცრავად, გადაკითხვის გარეშე დავდე და...

 


№5 სტუმარი Black

Sul boloshi weria onlain navigaciashi "saitis chati"magari iyo da velodebi shemdeg tavs;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent