შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =2=


12-03-2016, 01:27
ავტორი ელი
ნანახია 2 279

ნელა დავაშორე ერთმანეთს ქუთუთოები და მზერა შიშველ ფანჯარას მივაპყარი.
მაინც არაფერი მერჩივნა ჩემი ანოს ფერებით გაღვიძებას. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს გადავწვდი და ეკრანზე გამოსახულ ჩემ ანც გოგონას ღიმილით დავხედე. უცებ მივაწებე ტუჩები ეკრანს და ფეხები საწოლიდან გადავყავი. ფეხშიშველა მივტყლაპუნდი აივნის კართან და ფართოდ გამოვაღე.
კარადიდან პირსახოცი და საჭირო ნივთები ავიღე და საძინებელი დავტოვე.
-დილა მშვიდობისა ციცი- გაუღიმე სამზარეულოს დახლთან მოფუსფუსეს.
-ყავა დაგახვედრო თუ ჩაი?-სიტყვას მაწევს სააბაზანოსაკენ მიმავალს.
- ყავა რა ციც... -სახეს ვმანჭავ მე და სააბაზანოს კარს ვკეტავ.
ჩემი წარმატებული დღის დასაწყისი ხომ გრილი შხაპია. სააბაზანოს სიმღერით „ვიღებ“ და როგორც იქნა ღიღინ-ღიღინით გამოვდიარ.
სწარაფად ვწესრიგდები და ახლა უკვე საყვარელ მოკლე სარაფანში გამოწყობილი და თმა ჩაწნული გამოვდივარ.
სამზარეულოს ბართან შემომჯდარი გემრიელად მივირთმევ კრუასანსა და ყავას ციცისთან ერთად.
-დღეს რა გეგმები გაქვს მანო?-მეკითხება ციცი.
-უამრავი რამ გვაქვს საყიდელი,ამიტომ ჩამოვწეროთ რა სია და წავალ და მოვტან ყველაფერს-ბოლო ლუკმასაც ვუჩენ თავის ადგილს და სახლს ვავლებ თვალს.
თორმეტი საათი იყო. პატარა ჩანთა რომ გადავიკიდე და სავაჭრო ცენტრში წავედი.
დავდიოდი უზარმაზარი ეტლით და თითქმის ყველა დახლთან ვჩერდებოდი.
გადაღლილი უამრავი პარკებით მოვთავსდი ტაქსში და ახლა უკვე იმაზე დავიწყე ნერვიულობა როგორ ავიტანდი ამდენ რამეს სახლში.
-აი აქ შეუხვიეთ-მივუთითე ტაქსის მძღოლს და ეზოშიც შევედით.
მანქანიდან გადმოსვლისას სადარბაზოში უკვე ნაცნობი სახე შენიშნე და უნებურად თავი დაბლა დავხარე.
მძღოლმა საბარგული ამიხადა და ლოდინი დამიწყო როდის ამოვიღებდი პარკებს.
-უკაცრავად შეგიძლიათ დამელოდოთ? უცებ ავიტან პარკებს და ჩამოვალ-ვთხოვე კარგად ჩაპუტკუნებულ მამაკაცს.
-სად მცალია ახლა შენ გელოდო. დროზე ამოიღე პარკები და წასასვლელი ვარ. ლოდინში არავინ არ მიხდის ფულს მე.-სიუხეშით მითხრა მან და უკვე თავად დაეტანა პარკებს ამოსაწყობად.
-რამე პრობლემაა?-მომესმა ბიჭის ხმა.
მიბრუნებულს ჩემი გუშინდელი გმირი დამხვდა.
-აი ბიჭიც. ერთი გაუღიმე გოგონა და სულ ფრენით აგიზიდავს პარკებს.აღარც ჩემთვის მოგიწევს ხვეწნა დამელოდეო- თავის ჭკუაში სიბრძნე შვა ტაქსისტმა და აროხროხდა.
-როგორმე უთქვენოდაც მივხედავ საქმეს.-შევუღრნიე მე,ბოლო პარკიც ამოვიღე და ძირს დავდე შემდეგ საფულიდან ფული ამოვიღე და ხელებში ჩავუჩურთე-გეჩქარებოდა შენ და წაბრძანდი- ვუთხარი ბღვერით და დოინჯი დავიჭირე.
ერთი გააქნია თავი და კუპიურა ხელში შეათამაში,მანქანა დაქოქა და წაბრძანდა.
-გაუზრდელი ლონდრე-დავიგრგვინე მე და პარკებს დავავლე ხელი.
-მოდი ბრაზიანო ქალბატონო დაგეხმარები.-პარკები გამომართვა ხელიდან და გამიღიმა.
-არაა საჭირო,უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ სანამ ამას ავიტან.-გავუღიმე მე.
-ნწ ნწ განა მეც გაუზრდელი ლონდრე ვარ -გამიღიმა და სადარბაზოსკე წავიდა.
ლიფტი დაკავებული დაგვხვდა ამიტომ ფეხით ავუყევვით კიბეებს.
-უკვე მეორედ შევხვდით ერთმანეთს და სახელებიც კი არ ვიცით-თქვა ჩემმა მაშველმა.
-ხო მართალია-გამეცინა-მე მანო ვარ-გავუღიმე უკან მომავალს.
-სასიამონოა მანო,მე საბა ვარ შენი კარის მეზობელი-გამიღიმა უკვე საბად წოდებულმა .

-სასიამოვნოა-გაუღიმე მეც.
ჩვენს სართულამდეც მალე ავედით.
-საბა შემოდი, ყავას დაგალეინებ-მივუბრუნდი მას და თან ცალი ხელით სახელური დავწიე.
-იყოს მანო,არაა საჭირო- კარში სასაცილოდ დადგა საბა.
-აბა რაზეა ლაპარაკი. უკვე მეორედ მეხმარები და ასე ვერ გაგიშვებ,თანაც კარის მეზობელი ყოფილხარ,როგორმე ხომ უნდა მოგთაფლოთ მეზობლობაში.-გავიცინე მე და კარში შევედი-მოდი,მოდი-ვანიშნე თავით.
-ციცი... სტუმარი გვყავს-დავიძახე მე და საბასთან ერთად სამზარეულოს დახლებისკენ წავედი.-აი აქ დააწყე საბა.-მივუთითე მას და მასთან ერთად პარკები დავაწყე.
ციციც მალევე გამოჩნდა.
-გამარჯობათ-მორიდებით მიესალმა საბა.
-ციც,ეს საბაა ჩვენი კარის მეზობელი და ჩემი მშველელი. ეს კი ჩემი ციცია-გავაცანი ერთმანეთი.
-მადლობა შვილო დახმარებისთვის-გაუღიმა ციციმ.
-რას ბრძანებთ,როცა დაგჭირდეთ აქ ვარ და არ მოგერიდოთ-გაუღიმა საბამ.
-ჩამოჯექი საბა,ახლავე მოვამზადებ ყავას.-სამზარეულოს მივუბრუნდი მე.
-დიდი ხანია აქ ცხოვრობ შვილო?-ციცი.
-ესე 4-5 თვე იქნება...უპასუხა საბამ
-წინაზე რომ ვიყავით ჩამოსულები რაღაცის საკითხვავად მოგიკაკუნეთ და არ იყავი ეტყობა სალხში-ვუთხარი მე და ბარის ზემოდან გადავხედე.
-ხო ალბათ.-დამეთანხმა ისიც.
ყავა სწრაფად მოვამზადე. ცოტა სასუსნავებიც ჩავყარე ლამაზ კალათში და მისაღებისკენ დავიძარი.
-აბა გემრიელად მიირთვი.-გავუღიმე მე.
-იცოდე ყავებში ძაან წუნია ვარ და იმედია მომეწონება.-თვალები მოჭუთა მან და გამომცდელად მოწრუპა საწრუპიდან ყავა.ცოტა ხნით ექსპერტულად აათამაშა ყბები,შემდეგ სახე დაისერიოზულა და მძლივს ამოთქა-მალადეც მანო,შესანიშნავია-მითხრა ღიმილით.
ვერც კი გავიგე როდის შეკავებული სუნთქა აღვადგინე და სახე ღიმილმა გამიპო.
-დიდი პატივია თქვენგან-მივუგე მეც.
საღამოს მე და „ლუიზა“ ვჟღუტულბდით,როდესაც ციციმ შემოაღო ჩემი საძინებლის კარი.
-მანო,საბა გეძახის აივნიდან-მითხრა მან.
მეც მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ჩემი საძინებლის აივანზე გავედი. ისიც აივანზე იდგა და იდაყვებით იყო მოაჯირს დაყრდნობილი.
ჩვენ შორის ჩემი სამზარეულოდან გამავალი აივანი იყო.
-აქეთ გამო რა მანუს.-დამიძახა მან და მეც სიცილით უკან შევბრუნდი და უკვე სამზარეულოდან გავედი.
-მოვედი.-ვუთხარი ღიმილით.
-რას შვრები?-ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და ასანთი ამოაძვრინა.
-რავი რა, ვწერდი ,შენ?- ვიგრძენი რომ საღამო ხანს აგრილებულიყო და ჟაკეტის ელვა შევიკარი.
-ოჰო რას წერდი მანუშ?- სიგარეტის ღერს მოუკიდა და ახლა უკვე ცალი ხელით დაეყრდნო მოაჯირს.
-დღიურში აღვბეჭდე დღევანდელი დღე საბუშ- მის სახელზე ხმა ავამაღლე და მის მომღიმარ სახეს შევხედე.
-ეშმაკუნა... და მეც მახსენე ?
-რა თქმა უნდა. ჩვენი ყავა -გავიცინე მე.
-კარგი ვინმე ჩანხარ მანუს-მითხრა დასერიოზულებული ხმით.
მის ნათქვამზე გული გამითბა. თითქოს მის ხმაში რაღაც ტკივილი იყო.
-მადლობა საბა. შენც ძალიან კარგი ბიჭი ხარ მართლა.
-იცოდე რომ აქ ვარ, ერთი კედელი გვყოფს და სულ ყოველთვის მეცლება შენთვის და ყველაფერში შენ გვერდით ვიქნები.-სიგარეტის ღერი ბოლომდე ჩაწვა და იქვე საფერფლეში ჩასრისა.
-შენც ასევე საბუშ.აბა ახლა კი გამხიარულდი და მითხარი რას აკეთებდი?-წარბები ავათამაშე.
-ო... რავიცი. ბიჭებთან ერთად ვიყავი გასული. მერე გადავიღალე და მოვედი რა. არ ვარ ხასიათზე.
არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია რომ რაღაც უჭირს.
არ მყოლია საუკეთესო მეგობარი მშობლების გარდა. ყოველთვის ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა,მაგრამ ბოლომდე მაინც არავის ვუშვებდი და არც ძმაკაცები და არც დაქალები არასდროს მიწოდებია არავისთვის. ყოველივე ამის მიუხედავად ყოველთის მესმოდა ხალხის. ალბათ ესეც ის სიტუაციაა.
-საბა,იცოდე რომ ჩემი ნდობა შეგიძლია და თუ საუბარი მოგინდება უბრალოდ გამოაღე შენი სახლის კარი და მომიკაკუნე.რა დროც არ უნდა იყოს.-ვუთხარი და მზერა გავუსწორე.
-აუცილებლად დამჭირდები.-თქვა დაბალი ხმით და თავი დაბლა დახარა.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვიყავით.
მე ვფიქრობდი იმაზე თუ რას ინახავდა საბა, რა იყო იმის მიზეზი რომ ასეთ ხალისიან ბიჭს ასეთი სევდიანი ხმა ჰქონდა.
ის არ ვიცი რაზე.
-წადი მანო,შედი ახლა სახლში და ჩაიფუთნე თორემ გაციებული მეზობელი არ მინდა მე. -ხალისიანი ხმით მითხრა და წელში გაიმართა.
-როგორც მეტყვით.-მეც გავსწორდი და ხელები წელზე შემოვიჭირე.-ღამემშვიდობისა საბა.
-ღამემშვიდობისა მანო-მითხრა მანაც და ერთად დავიძარით კარისკენ.
მისაღებში ციცი იჯდა დივანზე და ტელევიზორს უყურებდა.
მეც მას მივუჯექი,ფეხები მოვკეცე და მუხლებზე დავიდე თავი.
-ციც,რას ფიქრობ საბაზე?-ვკითხე მე.
-კარგი და სუფთა ბიჭი ჩანს ბებო,მაგრამ რაღაცნაირად მაინც სევდიანია.-ჩემკენ მობრუნდა ციცი.
-ხო, მეც შევამჩნიე ციც. რაღაცნაირად გული მომეწურა ისეთი სევდიანი იყო წეღან.-დავიჩურჩულე მე.
-ისეთი ბიჭი ჩანს რომც მარტო იყო არ შემეშინდებოდა-მითხრა ღიმილით ციციმ.
ეს სიტყვები ბევრს ნიშნავდა,რადგან ციცი იშვიათად ენდობა ადამიანებს.მითუმეტეს მის ასლს ასე ჰარი-ჰარალოზე არავის ანდობდა,თუნდაც სიტყვიერად.
-უცნაურია ციცი,მაგრამ აი მეც მაშინვე რაღააცნაირად მივენდე და აი არ ვიცი, სხვანაირი ჩანს.-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.-მგონი ისეთი ადამიანი ვიპოვე ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი ციც,მგონი მისი სახით მართლა ისეთი მეგობარი ვიპოვე ვისაც მართლა მეგობარს ვუწოდებ-ვთქვი მე.
-გიწონებ არჩევანს და გეტყვი რომ ლოდინი ღირდა. ჯერ ახლა გაიცანით ერთმანეთი. დროთა განმავლობაში უფრო დარწმუნდები ამაში დამერწმუნე.-თავზე ხელი გადამისვა ციციმ.-წავალ დავწვები მე ბე, დავიღალე დღეს-ფეხზე წამოდგა ის.
-კაი მიდი სიხარულო. ტკბილი ძილი. -ლოყაზე გემრიელად ვაკოცე და ტელევიზორის პულტი ხელში ავათამაშე.-აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს...
არხებს თამაში დავუწყე და ერთ-ერთ არხზე ფილმიც ვიპოვე.
სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სამზარეულოსკენ წავედი. ქურაზე წყალი შემოვდგი და ჩაის გამზადება დავიწყე.
თან დახლს ზემოდან ტელევიზორს ვადევნებდი თვალს.
ცოტახანში ჩაის ფინჯნითურთ დავიძარი დივნისაკენ და კომფორტულად მოვკალათდი.
ფულმის შუა მსვლელობისას მოსიყვარულე დედა-შვილის დანახვაზე გული ამიფანცქალდა და ვერც კი გავაცნობიერე როგორ,მაგრამ რამოდენიმე წამში ყურმილს მიღმა დედას ხმა გაიგე.
-ხო დე...-გაისმა მისი ნამძინარევი ხმა.
მთელ ტანში გამაჟრჟოლა და მონატრების უზღვევმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში.
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო?-დავიჩურჩულე მე.
-მენატრები დედიკო-მითხრა ათრთოლებული ხმით.
-მეც დე...-ამოვიკრუსუნე მე.
-ჩემი ცხოვრება ხარ.ისე მაკლიხარ. სულ გელოდები. სულ მგონია რომ შემოვარდები „ბუოოო“ მთელი ხმით დაიყვირებ და გამიხეთქავ გულს.
ვიცოდი რომ ახლა ის ტიროდა.
უკვე მეც ვგრძნობდი ჩემს ღაწვებზე თბილ ცრემლებს.
-ჩემი დე... არ იტირო იცოდე. ახლოს ვარ. მალე ამოვალ-ვსრუკუნებდი მე.
-ვიცი დედიკო.ვიცი,მაგრამ ვერ ვძლებ მაინც.-როგორი გულჩვილი მყავს ჩემი დედიკო ღმერთო ჩემო...
-დე...-ამოვიტირე მე.
-კაი მორჩა დე. აბა მომიყევი რა ხდება შენთან?-მხიარულად მკითხა მან.
-რა და... ძალიან კარგი მეგობარი გავიჩინე დე. მართლა მეგობარი. ჩვენი კარის მეზობელია საბა. რაღაცნაირად ჩემნაირია...-საბას მხიარული სახის გახსენებისას გამეღიმა.
-კარგია დე. მთავარია კარგი ადამიანია.მამაშენმაც მითხრა მოგვეხმარნენ ბარგის ატანაში ბიჭებიო.
-ხო საბაც იქ იყო.-ვუთხარი მე.-დე ჩემი ქაჯი როგორაა?-ჩემი კიკინებიანია გოგოს გახსენენებისას მთელ ტანში ბუსუსებმა დამაყარა.
-ძალიან ენატრები. შენ საწოლში იძინებს და შენ ნივთებს უვლის. ოთახს ალაგებს ხოლმე და შენ ნაჩუქარ დათუნიასთან ერთად იძინებს-მითხრა დედამ.
ტკივილამდე მომინდა ახლა ჩემი გოგო ჩემთან ყოფილიყო და გულში მთელი ძალით ჩამეკრა.
-ვაიმე... ჩემი ცხოვრებაა. როგორ მენატრება მეც რომ იცოდე. დე წავალ ეხლა მე. შენც დაისვენე და ჩამიკოცნე მამაც და ჩემი გოგოც.
-კარგი დე. აბა შენ იცი. ჭკვიანად. გაკოცა დედამ ბევრი -მითხრა ტკბილი ხმით.
დიდხანს აღარც გავჩერებულვარ. წყალი გადავივე და დასაძინებლად დავწექი.
დაწოლამდე კი კალვ გავედი აივანზე. რამოდენიმე ხანს ვუყურე მოციმციმე სინათლეებს,შემდეგ კი დაწექი.
დილით გივიან გამეღვიძა.
ზანტად წამოვდექი და საძინებელი დავტოვე.
სამზარეულოში ისევ ფუსფუსებდა ციცი.
-ციც,ხომ იცი რა მინდა?-გავეკრიჩე მე და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. უკვე მოწესრიგებულს სამზარეულოს დახლზე ჩემ საყვარელ ფინჯანში ჩაი დამხვდა.
-ციც, მიყვარხარ- დავიძახე მე. უცებ ავუწიე სიმღერებს და დიდი შემართები გამოვაღე ჩაის ფინჯნით ხელში აივნის კარი.სასაცლოდ დამაგრებულ თმას ენერგიულ სიმღერას ვაყოლებდი და აივნის მოაჯირს ჩამოვეყრდენი.
-დილა მშვიდობისა მანუშ...- გავიგე უკვე საყვარელი ხმა.
მაშინვე გვერდით გავაბრუნე თავი და სპორტულებში გამოწყობილი საბა შემრჩა.
-დილა მშვიდობისა -უნებურად გამეღიმა.
-ჰეი,რას სვავ?- აივნიდან ჩემკენ გადმოიწია სასაცილოდ.
-ჩაის, დალევ?- ფინჯანი მისკენ გადავხარე თითქოს მინდოდა ჩემ სიტყვებში დამრეწმუნებინა.
-სიამოვნებით...-მოჭუტული თვალებით მითხრა.
-არსად წახვიდე.-მივაძახე უცებ და ჯერ კიდევ ცხელი წყლით უცებ გავუკეთე „ჩემი ჩაი“ და კვლავ აივანზე გავედი.
-ინებეთ თქვენი ჩაი.-აივნიდან გავუწოდე ფინჯანი.
-შენ რა მყავხარ...-გაიცინა საბამ.-აუ რა კაია... -თვალები მილულა მას შემდეგ რაც ჩემი ჩაი დააგემოვნა.
-ასე უნდა ძვირფასო დილის დაწყება-ტუჩები გავწკიპე მე.
-კუდრაჭ...-ჩემკენ გადმოიცარა და უცებ ჩამომკრა ცხვირზე თითი.
-აუჩ...-მაშინვე ხელით მივეფერე ცხვირს.
-გეტკინა კუდრაჭ?-მომიბრუნდა მე.
-დიახ!...- „გაბუტულმა ვუპასუხე მე.
-მ... როგორ გამოვისყიდო?- სასაცილოდ აათამაშა საჩვენებელი თითი ლოყაზე და ცოტახანში „ნათურა ანთებული სახით“ გამომხედა.-გაემზადე და ნაყინზე გეპატიჟები. უეჭველი გეყვარება.
-ოჰოო... ზუსტად გამოიცანი...-დაარწმუნებული ვარ ამ წამს თვალები მიბრწყინადა.
-წადი ჩაიცვი და გავიდეთ.-მითხრა სიცილით.
-კაიიი-ის იყო შედიოდი -ფინჯანიო -მომაძახა.-იყოს და მერე მომაწოდე-თქო მივაძახე და ციცისთან მივირბინე.
-ციცც... საბასთან ერთად ხომ გამიშვებ ნაყინის საჭმელად?-პატარა ბავშვივით გავიტრუნე მისი პასუხის მოლოდინში
-წადი ბე...-გამიღიმა მანაც და მე უკვე საძინებელში შევდიოდი.
საყვარელი თხელი გვირილებიანი სარაფანი გადავიცვი და საუცილებელი იგრედიენტებით აღვიჭურვე. -წავედი-თქო მივაძახე და უკვე საბას კარზე ვრეკდი ზარს.
-შენ რა სწრაფი ხარ-მაისურის სწორებით გამიღო კარი საბამ.
-სწრაფად საბა, ნაყინს უნდა მანო- ვკისკისებდი მე და სახლიდან ხელჩაკიდებული „გამომყავს“. ჩემი შემხედვარე საბაც ხალისდება და მეც სწორედ ეს მინდა.
დაკავებულ ლიფტს არც ველოდები მაშინვე კისკისით ეშვები კიბეებით და საბასაც თან მივათრევ.
სადარბაზოდან გასული ვჩერდები და მას ვუბრუნდები.
-აბა ახლა,ფეხით თუ ტაქსით?- თავს აქეთ-იქეთ ვხრი და მას ვუთმობ სიტყვას.
ჯიბიდან მანქანის გასაღებს აძვრენს და უცებ წრიპინის ხმა მესმის.
-ამით ჯობია- მითითებს საკმაოდ მიმზიდველი მანქანისაკენ და მეც მას მივყვები.
მანქანის კარს ჯელტმენურად მიღებს და ხელის ელეგანტური მოძმარობის დაჯდომისკენ მითითებს.
-ოჰოო -ვდუდღუნებ მე და ვჯდები.
მალე საბაც საჭესთან იკავებს ადგილს და მანქანას ძრავს, მინებს წევს და წამში ზუსტად ის მელოდია ჟღერდება რასაც დილით ვუსმენდი.
საოცრად მაბედნიერებს ეს უმნიშვნელო დეტალიც კი და კიდე ერთხელ ვრწმუნდები რომ -კი. ეს ისაა...
უკვე საღამო იყო, ჩვენ ისევ სანაყინეში ვისხედით და უკვე მერემადენედ გემრიელად მივირთმევდით ნაყინს,როდესაც საბას ტელეფონი ამღერდა და მეც გავიტრუნე.
-ხო იკუშ..-კაი ტო... მანდ იყავით არ მოიცვალოთ ფეხი 15 წუთში მანდ ვარ. -კაი მიდი ძმა.-
არ ვიცოდი რა უთხრეს,მაგრამ,როდესაც ყურმილი დაკიდა მისი გაბრწყინებული თვალები არ გამომპარვია.
-აბა ეხლა წაედით სახლში...-ბედნიერმა მითხრა და მაშინვე სკამიდან წამოხტა.
-ხო მშვიდობაა?-კითხე მე.
-კი და თანაც როგორი.-უარესად გაიკრიჭა საბა.აშკარად მიხვდა რომ ვერაფერსაც ვერ მივხვდი. უცებ გაასწორა ანგარიში და ხელი გადამხვია.-ეხლა მე და შენ მივდივართ ჩემთან. ჩემი ძმაკაცები არიან გველოდებიან კართან-მითხრა გაბადრული სახით.
-რას ამბობ ბიჭო-მაშინვე დავიგრგვინე მე.
-აბა ეხლა არ დაიწყო ქაჯობა, ჩემთან მოდიხარ და ვსიო.-მითხრა მან და ხელები გაასავსავა.
-მაც ადე თუ ძმა ხარ.- უთხარი მე და სასწრაფოდ ტელეფონი ამოვიღე.
-ციც... სახლში ხარ?-მიდი ეხლა კარი გააღე და გარეთ ბიჭები იდგებიან საბას კართან და შეიყანე რა ჩვენთან. მოვდივართ ჩენც საბას ძმაკაცები არიან და... -კაი ციცუ გაკოცე.-ყურმილი დაკიდე და საბას მომღიმარ სახეს შეხედე.
-პატარა ფერია მყახარ რა...-უცებ მაკოცა შუბლზე და მანქანაში ჩავსხედით.
-მოვედით...-დავიჩახე სახლშ შესულმა და მხოლოდ მაშინ ავიფარე პირზე ხელი დივანზე ჩამომსხდარი ყავის მსმელი 3 ბიჭი რომ დავინახე.
სხვა სიტუაციაში ალბათ ბევრს ვიცინებდი პირთან მიტანილი საწრუპებით „ასტოპებულ“ ბიჭებზე,მააგრამ ახლა იმდენად შემრცხვა ადგილზე გავშეშდი და -უი...-თქო ამოვიცურჩულე.
-მოდი მოდი.-უკნიდან მიბიძგა საბამ და უკვე კარგად შემოსული წამში გაქანდა ერთ-ერთი ბიჭისაკენ და გულში მთელი ძალით ჩაიკრა.
როგორც მათი ზურგზე ხელების ტყაპა-ტყუპის ფონზე გავიგე თურმე დიდი ხნის უნახავი ძმა ყოფილა,რომელმიც საზღვარგარეთ ყოფილა და საბას დაუსურპრიზა.
მათ შემყურეს ჩემი სირცხვილი მთლად გადამავიწყდა და კედელზე მიყრდნობილი განაბული ვუყურებდი ძმათა ალერსს.
გონს მაშინ მოვედი საბა ციცის მადლობებს და ბოდიშებს რომ უხდიდა შეწუხებისთვის.
ვიგრძენი სახლიდან რომ გავქონდი და ციცის აწედა-ჩემთან იქნებაო.
ბიჭების მოტანილი პარკებიდან უცებ ამოვალაგე საჭმელი და სუფრა გავაწყე.
საბას თქმით ისე ვიყავი,როგორც ჩემ სახლში.
ვერც გავაცნობიერე ისე მოვხვდი საბას გვერდით დანარჩენ ბიჭებთან ერთად სუფრას მიმჯდარი.
ახლაღა ამოვიცანი ის ორი ბიჭი პირველ დღეს საბასთან ერთად რომ დაგვეხმარნენ მე და მამას. მესამე კი უცნობი,საბას მონატრება იყო,რომელიც საბას მეტ-ნაკლებად გავდა.
-ბიჭებო ეს მანოა, ჩემი კარის მეზობელი და ჩემი პატარა დაიკო-გააცნო ბიჭებს ჩემი თავი საბამ.
გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა მის ნათქვამ „პატარა დაიკოზე“ და მის.
-ესენი კი ირაკლი და ზურა არიან, ჩემი ძმები,ეს კი ჩემი ღვიძლი ძმა ლექსო.-მიმითითა შავგვრემან,სახვეწილი ნაკვთების მქონე ბიჭისკენ,რომლის შავი თვალები საოცრად ბრწყნავდნენ.
ყოველთვის მეგონა რომ შავი თვალები უძირონი და საშიშნი იყვნენ,მაგრამ ის თვალები სიშავის მიუხედავად საოცრად თბილი და კამკამანი იყვნენ. სარკესავით ბრდღვინავდნენ.
-სასიამოვნოა-ღიმილიტ ვთქვი მე.
-ჩვენთვისაც -ერთხმად მითხრეს ბიჭებმა და შევუყევით საღამოს.
იმის მისუხედავად რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი მაინც საოცრად შინაურულად ვგრძნობდი თავს და მართლაც ძალიან კარგ დროს ვატარებდი.
პირველი იყო დაწყებული ბიჭებს რომ დავემშვიდობე და სახლში გავედი.
ციცის ჩემს ლოდინში დიანზე ჩასძინებოდა.მასთან მივედი და ფრთხილად ვაკოცე.
-ციც,გაიღვიძე... -ვუჩურჩულე მას და მანაც მაშინვე გაახილა თვალები.
-მიდი შედი დაიძინე. წყალს გადავივლე და დავწვები მეც.-წამოდგომაში მივეხმარე და გულზე მივიხუტე.
-ჩამეძინა ბე. წავალ დავწვები და ხვალ მომიყევი ამბები-მითხრა მან და მაკოცა.
-კაი მიდი.
საძინებელში გავაცილე და მეც საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოს მივაშურე.
დიდხანს ვიწრიალე საწოლში,მაგრამ ვერაფრით დავიძინე.
სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი და ჭიქა წყლით ავავსე ბაგესთან მივიტანე და აივნის კართან დავდექი. თვალშ მომხვდა დაცარიელებული გზები. ახლაღა გავხედე საათს,რომელიც დილის 5ს უჩვენებდა.
აივნის კარი ფრთხილად გამოვაღე და მამას გრძელი მაისურის ამარა გავედი აივანზე.
ჯერ ისევ ღამე იყო.
საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა.
აივნის მოაჯირს დავეყრდენი და წინა ხედს თვალმოუშორებლად მივაჩერდი.
-რაღაცნაირად ლამაზია არა?-მომესმა უეცრად ხმა და შიშისგან შევხტი. მაშინვე გვერდით მივიხედე სა დაბას აივანზე მდგარი წელს ზემოთ შიშველი ლექსო დავინახე,
ნაცნობის დანახვაზე დამშვიდებულმა გულზე მივიდე ხელი.
-არ მეგონა ასე თუ შეგეშინდებოდა.-მომესმა მისი დაბოხებული ხმა.
ის უკვე ჩემი აივნისკენ მდებარე მოაირს იყო დაყრდნობილი.
-ჰო,არც მე.-უთხარი დამფრთხალმა.
-დილა მშვიდობისა-ღიმილით მითხრა მან.
-დილა მშვიდობისა-გამეღიმა მეც.
ტუჩებთან ნაცნობი ფინჯანი რომ მიიტანა ჩამეღიმა.
-რა მოხდა?-გაკირვებულმა გამომხედა.
-ჩემი ფინჯანია-წარბ აწვით ვუთხარი მე.
-ო... მაშინ გაქვს უფლება დამეწვიო-მითხრა მან ღიმილით და ფინჯანი გამომიწოდა.
არ ვიცი რატომ,მაგრამ ფაქრტია რომ გამოვართვი და მოვსვი.
ძალიან,ძალიან მწარე ყავა იყო და მეც მაშინვე დამემანჭა სახე.
-რაო?-მითხრა სიცილით.
-ყავა. თანაც ძალიან მწარე. საშინელებაა.-თვალები დავჭყიტე და საჩქაროდ მოვსვი წყალი.
-ჩაი? და თანაც 2 კოვზი შაქრით?-მკითხა გამომცდელად.
-ზუსტად-უკვე ღიმილით ვუთხარი.
-ომ... როგორც ჩანს ვერ ვემთხევით.-მითხრა მან და ზუსტად იმ მხრიდან მოსა საიდანაც მე.
ცოტა გამიკვრიდა,მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია.
-როგორც ჩანს.-ღიმილით ვუთხარი მე და მეც მის წინ ძალიან ახლოს მდებარე მოაჯირს დავეყრდენი.
მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხხარა და მარჯვენა ხელით სახეზე ჩამოფარებული თმა ყურზე ღიმილით გადამიწია.
ვერაფერი ვთქვი.
-სულ გალურჯდი,შედი სახლში თორემ გაცივდები და ნაყინზე ვეღარ წაგიყვან-ეშმაკური ღიმილით მითხრა ლექსომ.
-ჰო... ცივა, ჯობია შევიდე.-დაბნეულმა ამოვიჩურჩულე.
მხოლოდ გამიღიმა და მეც აბნეულ-დაბნეული საძინებელში გავიქეცი.
თბილ საბანში გავეხვიე და უცებ გავაცნობიერე რომ ვიღიმოდი.
თვალები მაგრად დავხუჭე და რაღაც ამოუცნობი გრძნობით დავიძინე.

---------------
დამაგიანდაო... ^_^ მაგრამ მიზეზი მქონდა...
იმედი მაქვს ვინც კითცულობთ მოგწონთ.
მადლობა
მუდამ თქვენი ელი <3



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაი.... იცოდიიიი... იცოოოდიიი.... იცოოოდიიიი... რომ არ დაგედო და დაგეწერა რაც გელოდა.... ამ თავად შენი,, აშ ორი ო ცე ო სამი ლალი მოდია მძლეოსანი , ამად ღირდა" აღარ დაააგვიანოოო რაა... ხომ იციი გელიიი

 


№2 სტუმარი Teo...

Vaime ra magaria,ise gamexarda ro mdavinaxe kinaxam gadavirie.gtxov ra axar daagviano .yvela wakitxuli maqvs sheni istoriebi,vgijdebi ise momwons.

 


№3  offline მოდერი ელი

terooo
ვაი.... იცოდიიიი... იცოოოდიიი.... იცოოოდიიიი... რომ არ დაგედო და დაგეწერა რაც გელოდა.... ამ თავად შენი,, აშ ორი ო ცე ო სამი ლალი მოდია მძლეოსანი , ამად ღირდა" აღარ დაააგვიანოოო რაა... ხომ იციი გელიიი


ჩემი გადარეული გოგო ხარ !!!

Teo...
Vaime ra magaria,ise gamexarda ro mdavinaxe kinaxam gadavirie.gtxov ra axar daagviano .yvela wakitxuli maqvs sheni istoriebi,vgijdebi ise momwons.




ვაიჰ... ძალიან დიდი მადლობა, აღარ დავაგვიანებ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

აქეთ რომ მდებ შარს გადარეულიო....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent