შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =4=


20-03-2016, 00:34
ავტორი ელი
ნანახია 1 933

მომდევნო დღეს დიდი შემართებით ბიჭებთან ერთად გავემართე სასწავლებლისკენ.
საოცრად მომეწონა იქაური სიტუაცია და პირველივე დღეს ყველასთან ნეიტრალურად კარგი ურთიერთობა დავამყარე. ეს არც გამკირვებია,რადგან ყოველთვის ასე ვარ.გამონაკლისი ხომ მხოლოდ საბაა.
დღეები ძალიან,ძალიან,ძალიან სწრაფად მიფრინავდნენ.
უკვე სტუდენტური ცხოვრება მიჯდებოდა ძვალსა და რბილში.
უკვე ჰაერად ჩააედინებოდნენ ჩემს ფილტვებში საბა და ლექსო.
ისინი იყვნენ ჩემი ყოველდღიურობა. ყოველ წამს უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.
მთელი ამ დროის მანძილზე ყოველ წამს უფრო ვრწმუნდებოდი რომ საბა ჩემთვის უძვირფასესი იყო. უბრალოდ მისი ყოველი ღიმილი სულს და გულს მიხარებდა. უბრალოდ,როდესაც დავიწყებდი ფიქრს და-ძმაზე ანოსთან ერთად ყოველთვის თვალწინ მიდგებოდა საბას გაკრეჭილი სახე.
მაგრამ სხვა იყო ლექსო.
ისიც საბასავით ჩემი სიცილა იყო,მაგრამ მაინც ლექსო ხომ სულ სხვაა.
ლექსო არის ადამიანი,რომელზეც ყოველ ღამით ძილის წინ ვფიქრობ.
ის არის ის ვისაც შეუძლია ერთდროულად გამყინოს და ამადუღოს.
მისი სიახლოვისას ჩემში გრძნობების ვულკანი იფრქე და საოცრად მიხშირდება სუნთქვა.
როგორც ციცი ამბობს ეს სიყვარულის სიმპტომებია,მაგრამ მე ამაზე არასდროს ვლაპარაკობ.
თითქოს რაღაც მაშინებს,რაღაცას ვუფრთხი.
უკვე ღრმა შემოდგომა იყო. პარასკევი დღე. სასწალებლიდან ფეხით მოვუყვებოდი სახლისაკენ გზას.
ახლომდებარე პარკში დედა-შვილის ალერსს მოვკარი თვალი და გული შემეკუმშა,სუნთქვა შემიწყდა.
მაშინვე დამებინდა მხედველობა.
სწორედ ამ სურათის შემდეგ ამოიფრქვა მონატრების ვულკანი.
სახლში სირბილით გავიქეცი.
როგორც კი სადარბაზოში შევდგი ფეხი მაშნვე ვვიღაცის სხეულს შევასკდი.
ვინ იქნებოდა თუ არა ლექსო?
ნაცნობი სხეული ვნახე თუ არა მაშინვე მივადე მკერდზე თავი და ავქვითინდი.
ვიგრძენი როგორ გაეყინა ლექსოს სხეული.
ცოტახანს უძრავად იდგა ბოლოს კი მაგრად შემომხვია ხელები და გულშ ჩამიკრა.
-ჩუ...ჩუ მანო,დაწყნარდი-მეჩურჩულებოდა ლექსო,ნიკაპი ჩემს თავზე ჰქონდა ჩამოდებული და თმაზე ნაზად მეფერებოდა.
შუა სადარბაზოში ვიდექით ერთანეთზე აკრულნი. ლექსო მე მაწყნარებდა მე კი, მაინც მწარედ ვტიროდი.
ნელა შემიშვა ხელები და სხეულიდან მომიშორა. დახრილი სახე ზემოთ ამაწევინა და ცერა თითებით მომწმინდა ცრემლები.
-რატომ ტირი მანო?-მკითხა საოცრად შეცლილი ხმით.
უცებ ამითამაშდა ტუჩები და კვლავ სატირლად დავბრიცე.
-არ იტიტო,არა...-სახეზე მომითათუნა ხელი.
-დედასთან და მამასთან მინდა.-ამოვიკნავლე მე და ქვემოდან შევხედე.
დავინახე როგორ ღრმად ამოისუნთქა. თითქოს უფრო მწარე,უფრო მტკივნეულ რამეს მოელოდა.
ოდნავ გამიღიმა,ისევ გულზე მიმიკრა და ასევე ამატარა მთელ კიბეებზე.
მხოლოდ კართან მისულს შემიშვა ხელი.
საოცრად არ მინდოდა ახლა მისი გაშვება.
თითქოს მიმიხვდა კიდეც ამას. ისევ გამიღიმა თავისებურად და საოცრად, ისე ,როგორც მე მიყვარდა.
-გაემზადეთ შენ და ციცი და წავიდეთ.-მითხრა ღიმილით.
-რა?-გაკვირვება ვერ დავმალე მე.
უფრო ფართოდ გაუპო ღიმილმა სახე.
-ჩემი პატარა მანო უნდა წავიყვანო თავის დედიკოსთან და მამიკოსთან- შუბლზე მაკოცა უცებ.
-ვაიმე... ვაიმე როგორ მიყვარხარ ლექსო-უცებ შემოვხვიე კისერზე ხელები და ლოყები დავუკოცნე.-ყველაზე კარგი მყავხარ...-ჩავჩურჩულე ყურში.
ვიგრძენი როგორ გააკანკალა.
უცებ შვუშვი ხელები და სახლში შევვარდი.
სულ ფათი-ფუთით გავემზადეთ მე და ციცი. 15 წუთში უკვე ბიჭების კარს ვიყავი აკრული და შეუჩერებლად ვრეკდი ზარს.
-რა დღეში ხარ გოგო!-გამომიღო კარი საბამ
-საბუნნნ-უცებ შემოვხვიე ხელები-იცი სად მივდივართ?-ვითომ ვკითხე მე,მაგრამ არც კი დავაცადე სიტყვის თქმა მაშინვე თავადვე ვუპასუხე-ჩემთან ! ჩემს დედიკოსთან და მამიკოსთან ! ჩემ ანოსთან-უფრო და უფრო ძლიერად ვხვევდი ხელებს და ვკისკისებდი.
-რა ცხოვრება ხარ კუდრაჭ!-მაგრად მომიჭირა საბამაც ხელები..
-ლექსო სადაა?-მაშინვე ვიკითხე მე.
-ლექსოს ვუთხარი რომ მე აგიყვანდი და აღარ გაემზადა.სახლშია.
-რა? ხომ არ გაგიჟდით? მე,შენ,ციცი და ის ვაჟბატონი მივდივართ ჩემს სახლში და შაბათ-კვირას იქ გავატარებთ!-მტკიცედ ვთქვი მე და საბას მიხურული კარი ისევ შევხსენი.
მისაღებში არავინ დამხვდა და მეც მაშინვე მისი საძინებლისაკენ დავიძარი.
კარზე არც დამიკაკუნებია პირდაპირ შევხსენი და სახტად დავრჩი.
ჩემს წინ წელს ზემოთ შიშველი ლექსო იდგა.
საოცრად შემრცხა და მეც ინსტიქტურად ორივე ხელი ავიფარე თვალებზე.
მალევე გავიგე ლექსოს სიცილი და მეც ფრთხილად გამოვიჭყიტე.
ის ისევ ისეთ ფორმაში იყო იმ განსხვავებით რომ ახლა უფრო ახლოს იყო ჩემთან და სასწაულად იცინოდა.
-ლექსო ჩაიცვი!-დავტუქსე მაშინვე.
-კაი რა იყო ცუცნა-მძლივს ლაპარაკობდა ის.
-ლექსო-თქო!-ვუჯავრდები მე.
-კაი დამელოდე.-მნდებდება ის და უკვე რამოდენიმე წამში მატყობინებს რომ შემიძლია თვალები გავახილო.
ახლა უკვე მაისურიანი ლექსო მხვდება ჩემს წინ. ხელები სასაცილოდ აქვს გაშლილი და საყვარლად მიღიმის.
-ნაწყენი ვარ მე-ვამბობ გაბუტული.
-რატო?-ჩემკენ მოდის და გულში მიკრავს.
-მე მინდა რომ შენც წამოხვიდე. შაბათ-კვირას იქ დავრჩებით და მერე ერთად წამოვალთ. წამო რა გთხოვ- ზემოთ ვწევ თავს და თვალებიში ვუყურებ.
-საქმეები რომ მაქვს?
-არ გიყვარვარ მე შენ!... 2დღე ჩემთან ერთად რომ იყო არ შეიძლება? სულ ორი დღე ლექსო...-ვჩურჩულებ მე.
ცოტა ხანს ორივე ჩუმად ვიყავით.
მერე მაგრად მაკოცა თავზე და კარადისკენ წავიდა. ზურგჩანთაში ორი ხელი ტანსაცმელი ჩააწყო და მხარზე მოიკიდა.
-წავედით?-ამესვეტა წინ.
-კიი!...-ვიყვირე უცებ მე და მასთან ერთად გავედი სახლიდან.
საოცრად მაბედნიერებად მასთან სიახლოვე და საამურად ედებოდა სხეულს მისი წარმოთქმული თუნდაც ერთი ბგერა.
მთელი გზა გაუჩერებლად ვტლიკინებდი. ბიჭები წინ ისხდნენ მე და ციცი კი უკან.
ამის მიუხედავათ მთელი ტანით ბიჭებთან ვიყავი გადასული და ათას უაზრო წვრილმანს ვუყებოდი. მაშინ გავინაბე,როდესაც ჩვენს შესახვევში შევედით.
კორპუსის ეზოში გულმა ბათქა-ბუთქი ამიტეხა.
-ვაიმე...-ამოვიჩურჩულე მე და კარს ავეკარი.
ბიჭები მაშინვე ახითხითდნენ.
მანქანა გაჩერებული არ იყო რომ გადავხტი.
მაშინვე დავინახე სადარბაზოში მოთამაშე ანო.
როგორც კი დამინახა გაშეშდა. გაოცებული მიყურებდა,შემდეგ ერთი დაიძახა-მანოვო და მთელი ძალით გამოქანდა ჩემკენ.
საოცარი სიძლიერით შემომეხვია მისი პაწაწუნა ხელები.
სუნთქვა შემეკვრა. გული ამომვარდნას მქონდა.
ღმერთო ჩემო,როგორ მომნატრებია მისი სურნელიც კი...
-მანო მოხვედი?-შემოშვა ხელები და მუხლებზე დემდგარს შემომხედა,ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
-ხო ჩემო ფერია,მოვედი-დავუკოცნე მთელი სახე.
საოცარი საღამო იყო ოჯაის გარემოცვაში. მათ გვერდით ვისაც ჩემი თითოეული ამოსუნთქვა ეძღვნებათ.
მამას საოცრად მოეწონა საბა და ლექსო.
ანოსაც,მაგრამ მას განსაკუთრებით საბა მოეწონა და მთელი საღამო არ შორდებოდა.
გვიან ღამით დავაბინავე ჩემი საძინებლის გვერდით ბიჭები და მეც ანოსთან ერთად წავედი დასაძინებლად.
მოუსვენრად მაყოლებდა ჩემს ამბებს და უფრო და უფრო ძიერად მიჭერდა ხელებს.
-მანო,რაღაც რომ გკითხო გამიბრაზდები?-მითხრა გაპარული ხმით.
-რა ხდება?-მეც მაშინვე დავხედე ზემოდან.
-ლექსოს უყვარხარ?-მკითხა უცებ და საბანი თავზე გადაიფარა.
-ეშმაკუნა საიდან მოიტანე?-ხმა ამიკანკალდა მე.
-აი ხელი რომ გადაგხია იცი როგორ რაღაცნაირად გაგეღიმა. რომ ლაპარაკობდი ისიც რაღაცნაირად გიყურებდა. მართლა უყვარხარ-წამოხტა უცებ საწოლზე.
-ჩუ ანო,ეს არავის უთხრა-ტუჩებზე თითი მივაფარე მე.
-არავის არ ვეტყვი,მაგრამ ხომ გიყვარს შენც ?-მკითხა ჩურჩულით და გრძელი წამწამები ააფახუნა.
საოცარი იყო ჩემი გოგო!... ჩემმი ანგელოზი.
-ჰო...-მძლივს გასაგონად დავიჩურჩულე მე და მივხვდი რომ პირველად გავაჟღერე ეს ხმამაღლა.
უცებ მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა.
-მომწონს ლექსო-გადაიკისკისა მან.
მთელი ღამე ფიქრობდი. ვფიქრობდი ათას რაიმეზე,მაგრამ ათასივე ლექსოს ეხებოდა. ვხვდებოდი რომ სიცოცხლეში პირველად მიყვარდებოდა. მიყვარდებოდა და ვიცოდი რომ ეს სიყვარული სწორი იყო.
რატომღაც არც კი ვფიქრობდი იმაზე რომ შეიძლება ლექსო ჩემს მიმართ ისევე ყოფილიყო განწყობილი,როგორც საბა. უბრალოდ ეს არ შეიძლებოდა.
დილით ანოს ფერებამ გამომაფხიზლა.
-ჩემი გემრიელი!-უცებ დავტაცე ხელი და მკერდზე ავიკარი.
-აღარ გაგიშვებ-ამოიჩურჩულა მან და დავინახე მისმა ტუჩებმა თრთოლვა როგორ დაიწყეს.
არ შემეძლო არაფრის თქმა. ვიცოდი რომ ახლა ერთი ბგერაც რომ ამომეშვა ტირილი ამივარდებოდა.
მაგრად დავაჭირე კბილები ტუჩებს და ცრემლები გადავყლაპე.

-გინდა შევიპაროთ ბიჭებთან?-ცოტა ხნის შემდეგ ვკითხე მე.
-არ გაგვიბრაზდებიან?-მკითხა ეჭვით.
-ნწ. გაუხარდებათ.-უცებ წამოვხტი საწოლიდან და ანოსაც ხელი დავავლე.
ფეხაკრეფით გავიპარეთ ოთახიდან და ბიჭებს მივუკაკუნეთ.
ხმა არაინ გაგვცა,ესე იგი ისევ ეძინათ.
კარი ფრთხილად შევაღეთ და საწოლისკენ დავიძარით.
საწოლის ერთ კიდეზე საბას ეძინა,მეორეზე კი ლექსოს.
საოცრად გავდნენ ერთმანეთს.
ისეთი საყვარლები იყვნენ. გულში სითბო ჩამეღვარა.
-სძინავთ...-დაიჩურჩულა ანომ.
-ჰო... წავიდეთ მაშინ-დავიჩურჩულე მეც და კარისკენ მივბრუნდი.
-ჰეი... საით?-მომესმა საბას ნამძინარევი ხმა.
უკან მიბრუნებულს თმა აბურძგნული საბა დამხვდა.
-გვეგონა გეღვიძებოდათ და...-მხრები ავიჩეჩე მე.
-მერე?- თვალებს ისრესდა საბა.
-რავი,გძინავთ და გავალთ-ვუთხარი მე
-სად წახვალთ...მოდით სწრაფად აქ-ხელი დაატყაპუნა საწოლზე.
მეც ძალიან თაისუფლად წაედი ანოსთან ერთად და საწოლზე აბობღდით.
საბამ საბანი გადაგვაფარა და ანო ხელიდან „ამაწაპნა“
-შენ ჩემთან მოდი პატარა კუდრაჭა-მკერდზე აიკრა ანო და ლოყები დაუკოცნა.
მე ლექსოსკენ მივიწიე,რომელიც ჩემკენ ზურგით იწვა.
მის სიახლოვეზე მთელ ტანში ბუსუსებმა დამაყარა.
-კარგად გეძინა?-ამოვიჩურჩულე მე და საბასკენ გადავბრუნდი.
-კი... რა ღვინო გქონიათ ესეთი- გაიცინა საბა.
-ჩემი ხელით დაკრეფილი და დაწურული ყურძენია ბიჭო-გავიჯგიმე მე.
მოულოდნელად წელზე ძლიერი ხელების შეხება ვიგრძენი.
მთელი ტანი გამიშეშდა.
ვიგრძენი როგორ ამეკრო უკნიდან ლექსო და თავი ჩემს კისერში როგორ ჩადო.
შეუმჩნევლად დამიტოა ამავე ადგილას კოცნა და მისმა ძილისაგან დაბოხებულმა ხმამაც გაიჟღერა.
-ამიტომ იყო ასეთი მათრობელა და ტკბილი.
არ იცოდი რა უნდა მეთქვა... სიტყვებს კი არა,აზრებსაც კი ვერ ვუყრიდი თავს.
უცებ გადაბრუნდა სიცილით ანო საბასკენ და კისერზე შემოხვია ხელები.
-აი შე ეშმაკუნაა-ახარხარდა საბა და ანოსთან ერთად საბანი თავზე გადაიფარა.
-გადმობრუნდი ჩემკენ-მიჩურჩულა ყურში ლექსომ.
ვერც კი გავაანალიზე როგორ აღმოვჩნდი მისი სახის პირისპირ. გონს სახეზე მოფრქეულმა მისმა ცხელმა სუნთქამ მომიყვანა.
ვუყურებდი მის შავ ბრდღიალა თვალებს და დაცრად ვთბებოდი.
უფრო მჭიდროდ შემომხვია წელზე ხელები და ცხვირი ცხვირზე მომადო.
ცოტა ხანს თვალებში მიყურა.
თითქოს მესაუბრებოდა,მიძღვნიდა მოსიყვარულე სიტყების ზღვას...
უფრო მომიახლოვდა მისი სახე და ვიგრძენი სვ ელი ამბორი ძალიან,ძალიან,ძალიან ახლოს მარჯვენა ტუჩის კუთხეში.
მთელს ტანში დამიარა უცნაურმა ჟრუანტელმა.
თითქოს ყველაფერი ერთად ამუშავდა ჩემში.
თითქოს საცა იყო აფეთქდებოდი.
სიყვარული ისფეთქებდა ჩემში.
დავინახე მის სახეზე „ჩემი“ ღიმილი.
დამორცხვილმა თავი დაბლა დავხარე და უებლიედ მეც გამეღიმა.
-ანო!... მანო!...-გავ-გე დედას ძახილი.
მაშინვე წამოჯექი და ფეხზე წამოდგომა ვცადე.
დავინახე რომ ანომაც დაიწყო ფათი-ფუთი.
-ანუშ,თუ ბიჭებს არ შეაწუხებ იყავი და მერე გამოდი-უთხარი მე.
-ხო იყოს ჩემთან და მერე მე ჩავაცვამ თუ გინდა ჩემი ხელით-გამეკრიჭა საბა.
-აი ანო,რომ მეუბნებოდი ან შენ გათხოვდი და მომიყვანე პატარა ბაია ან დედას და მამას უთხარიო, ხედავ? მოგიყვანე-ვუთხარი მე და სიცილით გავიქეცი კარისკენ რომ საბას ნასროლი ბალიში ამეცილებინა.
კისკისით გავედი სამზარეულოში და დედას და ციცის კოცნები ჩამოვურიგე.
უცებ ამოვკარი ბლინების ცომში თითი და პირში გავვიქანე.
-ისევ თხა ხარ მანო-სიცილით მომიგო დედამ კომპლიმენტი.
-სად იყავით?-მკითხა ციციმ.
-ბიჭებთან-ვუთხარი ჩვეულებრივად.
-სირცხვილია მანო,რა საქციელია ეს.-დამტუქსა დედამ/
-რომ იცოდე რა კარგი ურთიერთობა აქვთ ერთანეთთან ასე აღარ იფიქრებდი-დამიცვა ციციმ.-ლექსოც და საბაც ძალიან კარგი ბიჭები არიან და თვალდახუჭული ვენდობი-ამაყად აწია ციციმ თავი.
-მივხვდი რომ კარგები არიან, მეც ორივე ძალიან მომეწონა,მაგრამ...-გაისუსა დედა...
-რა მაგრამ?-ყურები ვცქიტე მე.
-არ ფიქრობ რომ ლექსო ცოტა სხვანაირად გექცევა?-მკითხა ჩურჩულით დედამ.
-დე...-ამოვუჩურჩულე მე.
-მე უბრალოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ-მხრები აიჩეჩა დედამ.
აღარაფერი მითქვამს,მაგრამ ფაქტია ჩემს გულში ფეიერვერკი გაიმართა...
საოცრად მახარებდა ის ფაქტი რომ ჩემი ოჯახის წევრები ამჩნევდნენ ლექსოს გრძნობებს.
სამზარრეულოს ქურასთან ვიდექი და ბლინებს ვაცხობდი.დედა და ციცი აივანზე იყვნენ გასულები.
კისერში მოულოდნელად იგრძენი კოცნა და მაშინვე დამფრთხალი უკან შემოვბრუნდი.
ისევ ლექსო და ისე ის ღიმილი...
-რას აკეთებ?-ღიმილი ვერ დავფარე მე.
-გკოცნი-მხრები აიჩეჩა მან.
-ჰო მაგრამ...-ვბურტყუნებდი მე.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა-აი კიდევ გაკოცე-შემდეგ ცხვირზე-ისევ... -იცინოდა ის და განაგრძობდა ჩემი სახის დაკოცვნას.
მე კი ვკისკისებდი და ვცდილობდი არ გავწითლებულიყავი.
ბოლოს მკერდზე მიმიხუტა და თავი ჩემს თას ჩამოადო.
ცოტახანს ორივე გასუსულები ვიყავით და ერთანეთის გულების საოცარ მელოდიას ვუსმენდით.
-მანო მორჩი დე...-უცებ გავიგონე დედას ხმა და დაფეთებული ჩამოვშორდი ლექსოს.
-უი...-ადგილზე აიწურა დედა.
-დილა მშვიდობისა...-ღიმილით მიესალმა ლექსო და ჩემკენ გადმოიხარა. ლოყაზე უცებ მაკოცა და ბლინი „ამწაპნა“
ღიმილით გავაყოლე თვალი სამზარეულოდან გამავალს.
-მანო ზღვარს არ გადახვიდე-გამაფრთხილად დედამ.
-დე,არაა საჭირო ამის თქმა.-ვუთხარი მას და გავაგრძელე საქმიანობა.
დღე კვლავ ოჯახის გარემოცვაში გავატარეთ...
ისევ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას ლექსოსგან. ვხვდებოდი რომ მამაც ამახვილებდა მასზე ყურადღებას,მაგრამ ვერ ვხვდებოდი ბრაზობდა თუ არა ამაზე.
მე ხომ მისი მეტიჩარა შვილი ვარ,რომელსაც აქამდე სიყვარულობანა არ აინტერესებდა.
უკვე ბნელდებოდა თბილისისკენ მიმავალ გზას რომ დაადექით.
მთელი გზა ჩუმად ტიროდი.
თვალწინ კვლავ გამოტირებული ანო მედგა,როგორ მთხოვდა რომ არ წამოვსულიყავი.
სახლში როგორ ავედი არც მახსოვს...
უბრალოდ წყალი გადავივლე და მაშინვე დავწექი.
ტირილში როდის ჩამეძინა არ მახსოვს,მაგრამ გონს ტელეფონის ბზუილმა მომიყვანა.
საბას ფოტო რომ დავინახე ეკრანზე გული შემიტოკდა.
-ჰო საბუ...-ჩავძახე მე.
-გეძინა ბაჭი?-ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა მას.
-ჰო...- უთხარი მეც.
-ხომ იცი რომ აი ძალიან მიყვარხარ?-მეუცნაურა მისი სევდიანი ხმა.
-ჰო ვიცი და მეც რომ სასწაულად მიყვარხარ ვიცი შენც რომ იცი... და ისიც იცი რომ ნებისმიერ რამეზე შეგიძლია მელაპარაკო და ყველაფერში შგიძლია ჩემი იმედი გქონდეს.-ვუთხარი ხმის კანკალით.
ვგრძნობდი რომ რაღაც არ იყო წესრიგში.
ყელში ბურთი მქონდა გაჭედილი. მისი რაიმე მძიმე სიტყვა და უკვე მთელი ხმით მორთადი ტირილს.
-იცოდე რომ საბას კუდრაჭა ხარ და სულ იქნები. ძალიან მიყვარხარ. ვიცი რომ საზიზღარი არ ვიცი,მაგრამ იცოდე რომ სულ ვზრუნავ შენზე და სულ ვუფრთხილდები მაგ შენს ლამაზ გულს...-ჩურჩულებდა ის.
-საბუ გამოვალ შენთან...-ვუთხარი უკვე ტირილით.
ცოტა ხანს გაჩუმდა,მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა.
-არ არ მანუ სახლში,ბიჭებთან ერთად ვართ გასულები-მითხრა მან.
-რომ მოხვალ დამირეკე და გამოვალ-ვუთხარი მაშინვე.
-დაიძინე მანუ-მითხრა ჩურჩულით.
თითქოს ხმას მძლის იმორჩილებდა.
-საბუნ ხომ იცი შენ არ უნდა მატკინო,შენ არა...შენ რომ მატკინო იცოდე მოვკვდები,ვერ გადავიტან... იცოდე ვერ ვისუნთქებ.არ გაბედო და არ მატკინო იცოდე...-ვუთხარი ტირილით.
-საბას ცხოვრება გოგო ხარ. დაიძინე ეხლა. გაკოცა საბამ ბევრი ჩემო კუდრაჭა...-მითხრა სევდიანად.
-დაგელოდები!...-მივაძახე უცებ და ტელეფონში გაბმული ზარის ხმა გაისმა.
მთელი ღამე ვწრიალებდი, ვერაფრით მოვისვენე.
ლექსოსაც და საბასაც ტელეფონები გამორთულები ჰქონდათ...
რამდენჯერმე გავედი და მათი კარი ლამის ჩამოვიღე,მაგრამ არავინ გამიღო.
ბოლოს ჩემი თავი დავარწმუნე რომ დასალევად იყვნენ და რომ ხვალ ორივეს ყურებს ავახევდი.
გამთენიისას ჩამეძინა.
არ მახსოვს რა ვნახე სიზმარში,მაგრამ როცა თალი გავახილე ციცის ცრემლიანი თვალები დავინახე და იგრძენი რომ მთელი სახე სველი მქონდა.
სულ ვკანკალებდი და უნებლიედ ვჩურჩულებდი „არა... არა“-ს.

_-------------
ძალიან დამიგვიანდა,საგამოცდო საკითხებშ წერის კვირეული დამეწყო და ვერ ვიცლი წესივრად. ახლაც გარბენაზე ვარ.კალიგრაფიული შეცდომები იქნება, ვერ მოვასწარი თვალის გადავლება. მოკლედ ვეცდები ხვალ დავდო. მუდამ თქვენი ელი !



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

აი რა იყოო ამ თავის დადება.. მანდამაინც უნდა გავბუტულიყავი რომ ყურადღება მოგექცია? თუ დღეს ჩემი სიყვარული დაგაკლდა ჩიტო? მ

აი, რა იყო ახლა ეს მითხარი.. იცი რომ შეუდარებელი ხარ,

ელ გთხოოვ ისევ ნუ მატკენ რა.. ვხვდები რომ საბას რაღაც უჩირს. ყველაზე მეტად ახლა, დაწერილი სიტყვები მეტკინა და მანომ ჩემი თავი გამახსენა. ელ იცი? ძალიან გადმოუცემლად მტკივნეულია

 


№2  offline წევრი Firefly

აუ ოღონდ საბა არ მოკვდეს რააა გემუდარები
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Teo..

Gtxov ra sabas da leqsos rame ar daemartot. Ratqma unda es sheni gadasawyvetia.magram amasrom vkitxulob hemi tkivili miaxldeba ,isetiadamiani davkarge vinchemtvis dzmaze meti iyo.am istorias did yuradxebas vaqcev.warmatebebi.

 


№4 სტუმარი ლიკაია

ოუ მოცულობაზე არაფერს ვამბობ,
მაგრამ ჩემ ბიჭებს... დიახ, დიახ! ჩემ ბიჭებს რამე რომ დაემართოს, შენს ქელეხზე შევჭამ ლობიოს!!
ამათ რამე რო დაემართოთ, ჩემ ბრმა ნაწლავს ავუხილე თვვალები, თუ არ დაგასამარო.
იცი,რომ ემოციურად გამოგდის და ჩემით მანიპულირებ შე ჭინკა ხოოო??
საბუნა! ჩემი საბუნა, საბა, საბუკუნკულა, საბჩო რაც არ უნდა იყოს... ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. ძალიან ახლობელია. ძალიან მიყვარს. შემიყვარდა. შენი პერსონაჟებიდან ერთ-ერთი საყვარელია და რამე არ დამართო რა ძალიან გთხოვ! :(((((((
ველოდები შემდეგს და იცოდე ჩემ სიტყვას ავასრულებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent