შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =5=


21-03-2016, 22:03
ავტორი ელი
ნანახია 1 818

დაწყნარდი ჩემო ლამაზო.ყველაფერი კარგადაა...-გულში მიკრავდა მთრთოლვარე ციცი და თმაზე ნელა მეფერებოდა.
-ციც...გული გული მიტირის ციც...-ისევ ვტიროდი მე.
მართლაც ვგრძნობდი გულში საოცარ ტკივილს... საოცარ წუხილს და დარდს,მაგრამ რაზე ან ვიზე ვერ ვხვდებოდი... ინებილიედ მოდიოდა ჩემი სახიდან ღვარად ცრემლები მე კი არც კი შემეძლო მათი შეჩერება.
გული ნელ-ნელუფრო და უფრო ნელა ფეთქავდა და ეს ნელი ფეთქვაც კი საოცრად ტკვილიანი იყო.
მტკიოდა თითოეული სახეზე ჩამომავალი ცრემლი.
სული მტკიოდა.
სული დარდობდა...
ვიცოდი რომ რაღაც ძალიან მეტკინებოდა. ვიცოდი...
მაშინვე ტელეფონს გადავწვდი და დედას ნომერი ავკრიფე.
-გისმენ მანო...-გავიგე დედას ხმა.
-დე...-შვება მომგვარა მისმა ხალიასიანმა და ბუნებრივმა ხმამ.
ისე ღრმად ამოვისუნთქე მჯრა ფილტვები მთლად დავაცარიელე.
-რა ხდება დე?-გავიგე მისი შეშინებული ხმა.
-დე,ხომ ყველა კარგად ხართ? დე, მამა და ანოც ხომ კარგად არიან? არ დამიმალო გეხვეწები მითხარი ხომ ყველაფერი კარგადაა? ხომ ყველა კარგად ხართ?- ვტიროდი მე.
-კი დედა ყველა კარგად ვართ. ნუ ტირი და ამიხსენი ყველაფერი,რა ხდება?
-დე, ისევ ისე ვარ დე... მეშინია-ვტიროდი მე.
-ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარავ,თავს მიხედე და ნუ იტანჯავ თავს მაგ ფიქრებით. კარგი ჩემო პატარავ? ეს აღრ განმეორდება, ეს უბრალოდ ცუდი სიმზრის შედეგია. შემიშინა შენი პატარა გული...-მესმოდა დედას მომტირალი ხმა.
-დე,მიყვარხართ...-ამოვუჩურჩულე მე და ყურმილი დავკიდე.
თითქოს დავმშვიდდი,მაგრამ უეცრად ფეხზე გიჟივი|თ წამოვვარდი,როგორც კი საბა და ლექსო გამახსენდნენ...
გამახსენდა რომ ისინი წინა ღამით დასალევად იყვნენ.
ვერ გავიაზრე როგორ დავფარე მანძილი საძინელიოდან მათ კარამდე.
მთელი ძალით ვურტყავდი მათ კარს ხელის გულებს...
კარს არავინ აღებდა მე კი ნელ-ნელა ვგრძნობდი როგორ მეკვეთებოდა მუხლები.
უკვე ხმა აღარ მქონდა...
კართან ჩაკეცილი უღონოდ ვურტყავდი ხელებს ცივ კარს და გული მეფლითებოდა.
თვალწინ ყველა საშინელმა ფრაგმენტმა გამიელვა.
არც კი მესმოდა როგორ მთხოვდა წამოდგომას ციცი და როგორ მექაჩებოდა ხელზე.
უეცრად კარი რომ გაიღო და ზღურბლს მიღმა სახეწაშლილი ლექსო დავინახე გული ორად გამეხლიჩა.
გულის ერთ ნაწილს უხაროდა მისი უვნებლად ნახვა,მაგრამ რა მექნა მეორე ნაწილისთვის ,რომელიც მის ტკივილიან თვალებს არ მავიწყებდა და კარს მიღმა უშედეგოდ ეძებდა მეორე სხეულს?!
ჩემთან ჩაიმუხლა ლექსო და სახეზე ხელები ჩამომისვა.
ვიგრძენი როგორ ცახცახებდა ის.
-მანო,მანო,პატარავ ,რა გჭირს?-მეკითხებოდა ის და თვალებში მიყურებდა. თითქოს იქ ეძებდა რაიმე პასუხს.
ხმას ვერ ვიღებდი. თვალი ისევ მის ზურგს უკან მეჭირა და იქედან თმა აბურძგნული საბა სგამოსვლის იმედ არ ვაძლევდი ჩემში ჩაკვდომის უფლებას.
-გთხოვ მანო,ხმა გამეცი...-მესმედო მისი ტკივილიანი ხმა.
-გთხოვ...-მძლივს ამოვიჩურჩულე მე-გთხოვ მითხარი რომ კარგადაა...-ვტიროდი მე და ახლა უკვე მის თვალებში თავად ეძებდი პასუხს.
მზერა ამარიდა...
ხელებში მის სახე მოვიქციე და ჩემკენ შემოვაბრუნე.
შუბლი მის შუბლს მივადე და რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე.
ძალას ვიკრებდი რომ თუნდაც ერთი სიტყვა მეთქვა.
-მითხხარი...-მძლივს ამოვიჩურჩულე მე.
საოცარი სინაზით და მთრთოლვარე ბაგეებით შემეხო შუბლზე და შემდეგ ფეხზე წამომაყენა.
უღონოდ მყოფი ხელში ამიყვანა და ჩემი სახლისკენ მიბრუნდა.
-არა... საბასთან მინდა-მძლივს ვლაპარაკობდი მე.
ყურიცარ მათხოვა. უბრალოდ ვიგრძენი როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვები.
თავისი ხელით ჩამაწვინა საწოლში,.საბანი დამახურა და გვერდით მომიწვა.
თავი მის მკერდზე მედო და შეუჩერებლად ვტიროდი.
ის კი ნაზად მისვავდა თავზე ხელებს და დრო და დრო ისე მთრთოლვარე ტუჩებით მიტოვებდა ნაზ კოცნებს თმაზე.
თითოეული მისი კოცნა და თითოეული მისი სიჩუმე მტკიოდა.
ნელ-ნელა მიკლავდა იმედის სხივებს.
წამოვიწქიე და მას მივუბრუნდი.
-გთხოვ მითხარი ხომ კარგადაა?-ვკითხე მე და საოცარი შიში ვიგრძენი მისი პასუხის მოლოდინში.
დავინახე როგორ დაჭიმა სახის თითოეული ნაკვთი... როგორ დაებერა ნესტოები და თითქოს როგორ ჩაუწითლდა კიდევ უფრო თვალები.
ის შავი თვალები მე რომ მიყვარდა და მე რომ ყველაზე ნათლად მიმაჩნდნენ,მართლაც სიშავის ელფერს მოუცვავს... აღარც ბზინავდნენ...
-კარგადაა.-ამოილაპარაკა მან.
-წავიდეთ მასთან,გთხოვ...
-ვერ წაგიყვან... ის შორსაა...ის წავიდა.-თავი დაბლა დახარა და მზერა ამარიდა.
სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ვერაფერს ვიგებდი.
-სად?-ბოლოს როგორც იქნა მოვახერხე სიტყვსი თქმა.
-გერმანიაში.მშობლებთან.-ისევ არ მისწორებდა მზერას.
მეტკინა,მართლაც ძლიერ მეტკინა.
მერკინა ის ფაქტირ ომ მე ამას ახლა ვიგებდი.
რომ აღმოვჩნდი თურმე იმაზე უფასური ვიდრემ მეგონა.
რომ ისე წავიდა არც კი მომცა იმის უფლება როპმ დავმშვიდობებოდი.
მე ხომ უკვე ასე სულში გამმჯდარიყო საბა.
მე ხომ ასე ძლიერ მივეჩვიე.
ჩემთვის უკვე აღარ ქონდა ფასი დროს მის გარეშე.
აღარაფერი მითქვამს. გვერდი ვიცვალე და ისე ძლიერ მოვიკუნჭე რომ მუხლებს ლავიწებზე ვგრძნობდი.
საოცრად მიტოვებულად და უსუსურად ვგრძნობდი იმ წამს თავს.
საოცრად მტკიოდა.
ვიგრძენი როგორ მომხვია წელზე ხელი ლექსომ,როგორ ჩარგო ჩემს კისერში თავი და როგორ დაიწყო საოცრად ღრმად და ტკივილიანად სუნთქვა.
მერე იყო უფერული დღეები.
არც სასწავლებელი მადარდებდა,არც არავინდა არაფერი.
ჩემს გვერდით გათენებული ლექსოს ღამეები.
საბას „უბრალოდ“ გაქრობა და მხოლოდ დატოვებული სიტყვები: „გთხოვ მაპატიე ეს უეცარი წასვლა, დამერწმუნე რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავად შევძლო მიზეზის ახსნა.იცოდე რომ უძვირფასესი ხარ ჩემთვის და მუდამ ჩემი კუდრაჭა იქნები სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო“
ყოველ დღე გონებაში ვიმეორებდი ამ სიტყვესბ და თავს ვარწმუნებდი რომ მალე დაბრუნდებოდა...
მაგრამ რომ არ ბრუნდებოდა? 3 თვე გავიდე ისე რომ არც კი შემხმიანებია.
ლექსო მიზეზად მათ ოჯახში მძიმე ვითარებას ასახელებდა.როგორც შემდგომში გავიგე მამას სიმსივნე აღმოუჩნდა და მკურნალობის კურსებს გადიოდნენ.
ამ მიზეზმა ერთანად დამამძიმა და შემამსუბუქა.
ფიქრებით სულ მასთან ვიყავიდა ვნატრობდი ,რომ შემძლებოდა მის გვერდით ყოფნა.
მამას ავადმყოფობას ვაწერდი თანდათან,უფრო და უფრო ჩამქვრალ ლექსოს თვალებს.
ის ფაქტიურად ჩემთან გადმოსახლდა.
არ ვტოვებდით ერთანეთს მარტოს.
ვიცოდი რომ მას ჩემზე ძიერ ტანჯავდა და ტკიოდა მამის ავადმყოფობა და ძმის მონატრება.
დამჩემდა საშინელი კოშარები,მაგრამ ვერასდროს ვხედავდი თუ ვინ მეძახდა და მთხოვდა დახმარებას.
ყოველ ღამით ტირილით მეღვიძებოდა და მამშვიდებდა მხოლოდ ლექსოს ფერება და ჩუმი სჩურჩული რომ ყველაფერს ეშველება.
ნელ-ნელა დავუბრუნდი სასწავლებელს.
მაგრამ მე არ დამიბრუნდა ხალისი და ღიმილი.
თითქოს ის საბამ წარიტანა თან.
წაიღო უცხო ქვეყანაში და ვინ იცის იქნებ სადმე დაეკარგა კიდეც. იქნებ ისევე არ დაბრუნებულიყო ,როგორც საბას დაბრუნების იმედი მიქრებოდა.
ჩემები ხედავდნენ ჩემს ცვლილებას რაც საოცრად აშინებდა მათ.
ვხვდევბოდი რომ ამით ვტკენდი,მაგრამ უბრალოდ სხვაგვარად მე არ შემეძლო.
საბას წასვლიდან 6 თვე იყო გასული.
ჩემი დაბადების დღე რომ დამიდგა.
არც ხალისი მქონდა და არც ღიმილი.
სასწავლებლიდან დაბრუნებულს ციცი დამხვდა სახლში.
-შეჭამ ბე?-მკითხა მან.
-არ მინდა ციც... არ მშია-ამოვილაპპრაკე მე და ჩემი საძინებლისკენ წავედი.
-ბებო საშინლად გახდი. ნუ მიკლავ გულს...-დამეწია მისი სიტყვები.
-ციც... ყველაფერი კარგად იქნება-მცირედ გავიღიმე მე და საძინელეში შევედი.
როგორც კი მშობლებისგან მივიღე მოლოცვა,მაშინვე გამოვრთე ტელეფონი.
არავისთან არ მინდოდა საუბარი და მითუმეტეს ეს მხიარულ ტონალში მოლოცვები და ღიღინი.
საწოლზე მივწექი და ვეცადე მემეცადინა.
აღარ მაქვს დროის შეგრძენბა.
ახლაც ფანჯარაში გახედვისას უკუნითი სიბნელე დამხვდა.
ფარდები გავაფარე და სამზარეულოში გავედი.
აღარც ღამის თბილის მიყვარს და აღარც მაშთან საუბარი,აღარც ჩემი აივანი...
ჩაის მზადებაში ვიყავი,როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა შემდეგ კი ღიმილით შემოვიდა ლექსო.
ხელში ძალიან პატარა ბაფთიანი ლეკვი ეკავა.
თითქოს სული გამითბა.
სახე გამებადრა და გამტირალებულს ისევ წამომცვივდა ცრემლები.
-დაბადების დღეს გილოცავთ ჩემო სუნთქვავ-ყურში ჩამჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.
-მადლობა-ამოვიჩურჩულე მე და პატარა არსება ჩემს ხელებში მოვიკალათე.
სასაცილოა,მაგრამ მასაც ჩემსავით საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა.
მაგრად მივიხუტე გულზე და წამიერად სუნთქვა შევწყვიტე.
იმ ღამით ისევ ლექსო მკერდზე მედო თავი და ახლა უკვე ჩვენთან ერთად პატარა იუკაც იყო.
პატარას მშვიდად ეძინა.
დღევანდელი დღის იმედი მქონდა,რომ ეს დღე მაინც მომიტანდა საბას მიერ წარმოთქმულ თუნდაც რამოდენიმე ბგერას,მაგრამ ისე ჩაქვრა იმედი როგორც სახლების უმეტესობაშიკ სინათლეები-წამიში!
ფიქრებში წასული ლექსო ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა.
-შენ გირეკავენ-გამიღიმა მან და ტელეფონი მომაწოდა.
ხელის კანკალით დავაჭირე ღილაკს თითი და ყურთან მივიტანე.
-ალო...-ამოვიჩურჩულე შიშით/
-კუდრაჭა...-გაისმა სანატრელი ხმა და მთლელი სხეული გამეყინა.
რა ტკივილიანი და ნატანჯი იყო მისი ხმა.
-საბუ...-ამოვიტირე მე.
-ჩემო ცხოვრებავ,გილოცავ დაბადების დღეს!... -ცოტა ხანს გაჩუმდა და დამეფიცება ტიროდა.-ყველაფერ იმას გუსურვებ რაც შენ პატარა გულს გაეხარდებ ჩემო პატარავ-მძლივს ლაპარაკბდა ის.
-საბა მინდა მე და ამიხდი-ვჩურჩულებდი მე.
გაჩუმდა და მკლავდა ეს სიჩუმე მე.
-მალე ამიხდი გთხოვ... ვეღარ ვძლებ...-კვლავ ვტიროდი მე.
-პატარავ, უნდა წვაიდე. იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ... რაც არ უნდა მოხდეს...-დაიჩუღცულა მან და სიტყვის თქმაც აღარ დამაცალა ისე დაკიდა ყურმილი.
მთელი ღამე ვტიროდი...
მერე მოვიდა ზამთარი სითეთრე,მაგრამ არა სიმშვიდე...
გაზაფხული,მაგრამ არა გაცოცხლება და სიხალასე.
ზაფხული,მაგრამ არა ღიმილი და ტკბილი საღამოები.
შემოდგომა,მაგრამ თბილი ჩაცუტებები... არა ნანატრი სხეული.
აღარც საბას ბგერები მოჰქონდა არავის და არაფერს.
აღარც ჩემი ღიმილები.
აღარც სიცილები
მხოლოდ მონატრება უსაზღვრო,უზომო და უდიდესი.
ჩემი გული კი ნელ-ნელ ჭკნებოდა. ვერ იტევდა დარდს.
ვერ ერევოდა განშორებას.
აღარც თვალები მქონდა მხიარული...
დამშრალან ცრემლით...
მხოლოდ ლექსო მყავდა და ისიც ჩემსავით
მარად ფიქრიანი და დარდიანი.
სული შორს წასვლას ითხოვდა.
მძლივს ნაპოვნის დაბრუნებას.

------
ვიცი რომ პატარაა,მაგრამ უბრალოდ მეტი არ შემეძო.ამ თავში დაწერილი თითოეული ასო მეტკინა. მართლა.
ველი თქვენს თუნდაც ერთ სიტყვას,რომელსაც ჩემთვის განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.
მუდამ თქვენი ელი <3



№1  offline წევრი Firefly

ჰმ!
გაგიჟებული ვარ მე!
მეც მეტკინა თითოეული აბზაცი...
ეგოისტურად არ მინდა საბას რამე ცუდი დაემართოს!
ის ხომ ისეთი კარგია...
მოკლედ! სიგიჟემდე მიყვარს მოთხრობის ყველა პერსონაჟი და შენ კიდევ განსაკუთრებით.
გელოდები მოუთმენლად ♥♥♥
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი ელი

Firefly
ჰმ!
გაგიჟებული ვარ მე!
მეც მეტკინა თითოეული აბზაცი...
ეგოისტურად არ მინდა საბას რამე ცუდი დაემართოს!
ის ხომ ისეთი კარგია...
მოკლედ! სიგიჟემდე მიყვარს მოთხრობის ყველა პერსონაჟი და შენ კიდევ განსაკუთრებით.
გელოდები მოუთმენლად ♥♥♥


ვაიმე <3 ტკბილო <3 დიდი მადლობა შენ ! <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

თითო სიტყვის თითო ასო მტკიოდა. ახლაც მტკივა. მგონია, რომ ის მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართული მაქვს, ჩემი ,, თე" დამირეკავს.
ეს, არა ადამიანურად მტკივნეულია. ეს ყველაფერი მე საკუთარ თავზე გამოვცადე, და ეს იცი ჩემო ფერია, დღემდე მტკივა და სულ გამყვება.
ჩემო ფერია. შეეუდარებელი ხარ. ბევრჯერ მითქვამს, ესეთ პატარას ამდენი ემოცია როგორ გეტევათქო.? ახლა, ახლა კი არაფერი აღარ ვიცი. ყოველი შენი დაწერილი ახალი თავი, თავს მაკარგვინებს და განცდილ თუ განუცდელ ემოციას ერთად მაცდევინებს.
ჩემო ლამაზო, ჩემო ხატულა გოგო. მიყვარხარ მე შენ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ..

 


№4  offline მოდერი ელი

terooo
თითო სიტყვის თითო ასო მტკიოდა. ახლაც მტკივა. მგონია, რომ ის მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართული მაქვს, ჩემი ,, თე" დამირეკავს.
ეს, არა ადამიანურად მტკივნეულია. ეს ყველაფერი მე საკუთარ თავზე გამოვცადე, და ეს იცი ჩემო ფერია, დღემდე მტკივა და სულ გამყვება.
ჩემო ფერია. შეეუდარებელი ხარ. ბევრჯერ მითქვამს, ესეთ პატარას ამდენი ემოცია როგორ გეტევათქო.? ახლა, ახლა კი არაფერი აღარ ვიცი. ყოველი შენი დაწერილი ახალი თავი, თავს მაკარგვინებს და განცდილ თუ განუცდელ ემოციას ერთად მაცდევინებს.
ჩემო ლამაზო, ჩემო ხატულა გოგო. მიყვარხარ მე შენ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ..



არც კი ვიცი რა გითხრა. უბრალოდ გაჩუმებას ვარჩევ. დაე გულმა გითხრას ყველაფერი როცა გულში ჩაგიკრავ ! <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ელი
terooo
თითო სიტყვის თითო ასო მტკიოდა. ახლაც მტკივა. მგონია, რომ ის მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩართული მაქვს, ჩემი ,, თე" დამირეკავს.
ეს, არა ადამიანურად მტკივნეულია. ეს ყველაფერი მე საკუთარ თავზე გამოვცადე, და ეს იცი ჩემო ფერია, დღემდე მტკივა და სულ გამყვება.
ჩემო ფერია. შეეუდარებელი ხარ. ბევრჯერ მითქვამს, ესეთ პატარას ამდენი ემოცია როგორ გეტევათქო.? ახლა, ახლა კი არაფერი აღარ ვიცი. ყოველი შენი დაწერილი ახალი თავი, თავს მაკარგვინებს და განცდილ თუ განუცდელ ემოციას ერთად მაცდევინებს.
ჩემო ლამაზო, ჩემო ხატულა გოგო. მიყვარხარ მე შენ.. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ..



არც კი ვიცი რა გითხრა. უბრალოდ გაჩუმებას ვარჩევ. დაე გულმა გითხრას ყველაფერი როცა გულში ჩაგიკრავ ! <3

Rom chagexutebi agar gagishveb

 


№6 სტუმარი Teo...

Madloba Eli ,yvela I'm emociebistvis rac ganmacdevie .mainc vitire da vergavherdi. Dzalian kargi iyo.

 


№7  offline მოდერი ელი

Teo...
Madloba Eli ,yvela I'm emociebistvis rac ganmacdevie .mainc vitire da vergavherdi. Dzalian kargi iyo.


მადლობა შენ, თეო <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემო ლამაზო, იცი რა მიკვირს? ამ გადარეულ, ამაზრზენ და გაფუჩებულ სამყაროში, როგორ პოულობ ასეთ წმინდა, სპეტაკ და სუფთა გრძნობას? როგორ აყვარებ ერთმანეთს და როგორ?
შენ ჩემი ფერია ხარ.

 


№9 სტუმარი Teo...

Axar agrzeleb??? Gelodebi sulmoutqmelad.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent