შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარისკე და იბატონე! –5–


23-03-2016, 19:16
ავტორი sopiko
ნანახია 1 196

გარისკე და იბატონე! –5–

[თავი 5]
იმ ღამით ინტერნეტს ვსტუმრობ და ძველად აშენებული სახლების და მაღაზიების დანგრევის უფლებას დაკონკრეტებით ვეცნობი. ეს რაღა თქმა უნდა ყველა პუნქტს არ ეხება. უბრალოდ თუ რომელიმე კომპანია ამ ადგილებით დაინტერესდება, სახელმწიფო მათ უფლებას აძლევს ქვეყნის საწარმოო და ეკონომიკურ საქმეში ღვაწლი შეიტანონ.
უძილობისგან თვალები მეხუჭება, მაგრამ მაინც განვაგრძობ ჩამონათვალის დათვალიერებას. ერთ–ერთ დასახელებას დაღლილობისგან გონება ვეღარ ამუშავებს და ყველაფერს რომ ვხვდები... მაშინ ვრწმუნდები, რომ მართლაც პროფესიონალი ვარ და ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს!
იმედს ვიქონიებ, რომ ტყუილად არ გამიხარდა და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღაზიები 2012 წლამდე აშენდა. ზემოთხსენებულ წელს კი კოდექსის რამდენიმე მუხლს დამატებითი მუხლები დაუმატეს და სწორედ მათ თანახმად მეჭიმებოდა ის ლამაზთითება, მაგრამ თავხედი კაცი კი არა, კაცუნა, მინდია.
ამ სტატუსს რომ ჩავუფიქრდი, ერთი კი გავიფიქრე, ძალიან დააკნინე, ამის ღირსი არაა_მეთქი, მაგრამ განა მე ვიმსახურებდი იმას, რომ ქუჩის ქალი მიწოდა?! მეც მაქვს მშვენიერი თვალები, მაღალი შუბლი, წინ წამოწეული ტუჩები, თუმცა ეს მისთვის იმის საფუძველი არ გამხდარა, რომ ჩემი ერთი ტყუილი დაევიწყებინა. მან კი უარესი გააკეთა!
ვეღარ ვითმენ, ტელეფონს ხელს ვტაცებ და ბატონი ვახტანგის ნომერს ვიძიებ. მის სახელსა და გვარს ვკითხულობ თუ არა, მოცემულ ნომერზე ვრეკავ და მობილურს ყურზე ვიდებ.
მომაბეზრებელ ზუმერს სულ მალე ენაცვლება ბატონი ვახტანგის ბოხი ხმა.
–ბატონო ვახტანგ, ვიცი, რომ ძალიან გვიან გირეკავთ, მაგრამ ისეთი რაღაც აღმოვაჩინე...–აღტკინებული გამარჯობასაც არ ვეუბნები მას.–რომელ წელს აშენდა თქვენი მაღაზია? და საერთოდ ყველა მაღაზია ხომ თითქმის ერთად აშენდა... ჯერ ერთმა, მერე მეორემ...
–არ მეგონა ეს ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა.–უფრო მეტად რომ არ ავირიო, მაწყვეტინებს ის.–მშენებლობები ასე 2010–ში დაიწყო, ბოლოს კი უკვე მთავრობა ხელს გვიშლიდა და ღამით ააშენეს რაღაც ხუხულები, რომლებსაც დღითიდღე ერთ აგურს და ერთ ფიცარს უმატებდნენ.
–ძალიან კარგი! ძალიან კარგი!–წარმატება განსაკუთრებულად მახარებს და ლამისაა ცაში მერცხალივით კამარა შემოვკრა.–ხო... ანუ უმეტესობის მაღაზია 2012 წლამდე აშენდა ხომ?
–უმეტესობის კი არა... ხო რა... დაახლოებით ასე! უმეტესობის თუ არა, ნახევრის მაინც. თუ ეს ნახავარი გადარჩება, საპროტესტო აქციას მოვაწყობთ და სხვებსაც დავეხმარებით.
–დიახ, დიახ! ხვალ კვლავ ბატონ მინდიას შევხვდები...–მისი სახელის ხსენება ძალიან ძვირად მიჯდება, მაგრამ რა ვქნა... კარიერა მსხვერპლს მოითხოვს! თანაც მარტო ეს ხომ არ არის... რისკი და... ჯიბრიანობა!
–დიდი მადლობა, ქალბატონო ანეტა! არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ...–გულწრფელად მიხდის მადლობას მამაკაცი.
–მადლობა მაშინ გადამიხადეთ, თქვენს ქუჩაზე რომ მოვალ და საზეიმოდ გამოგიცხადებთ ახალ ამბავს!–ღიმილით ვჩურჩულებ და გათიშვის ღილაკს ხელს ვაჭერ.
ესეც ასე! ცხადია კიდევ რამდენჯერმე მომიწევს მინდიასთან შეხვედრა, ეს კი უფრო გამიმძაფრებს ამ ''რაღაცას'', მაგრამ მე რის ანეტა ვარ, თუ იქეთ არ ვანანებინო ის, რომ ერთ მშვენიერ დილას უარი თქვა ჩემნაირი დახვეწილი ლედის სამსახურში დაბრუნებაზე... და არამარტო ამას! შეუძლებელია მისი მზრუნველი და თბილი თვალები გაცნობის დღეს და ამ საღამოს არაფერს ნიშნავდეს... დიახ, ნიშნავს და არაფერზე ბევრად მეტს!
***
ადრიანად მივდივარ სამსახურში და სულ მალე მსტუმრობს ბატონი ვახტანგიც თავისი საბუთიანად. ყველა მონაცემს ვაზუსტებ და სასამართლოში ვგზავნი განცხადებას. მერე ორივე საბუთის ასლს იმეილზე მინდიას ვუგზავნი და ბოროტულად ვხითხითებ.
საათისთვის შესახედად რომ ვიცლი, გაკვირვება მიპყრობს. უკვე ექვსი საათია და მუყაითი შრომის მიუხედავად ენერგია ჯერ კიდევ არ გამომცლია. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ წინასწარ სიამოვნებისგან მიკანკალებს... ამ სიამოვნებას კი რა მომანიჭებს? ის, რასაც მინდიაში ჩემი ''სურპრიზი'' გამოიწვევს!
რისკი! რისკი და რისკი! ხომ შეიძლება მომვარდეს და იმ ლამაზი თითებით წელში გადამტეხოს?! მაგრამ მე არ მეშინია... ყველამ ის უნდა მიიღოს, რისი ღირსიცაა! ასეთ მშვენიერს და უმწიკვლოს კაცი რომ მეტყვის ქუჩის ქალივით მოიქეციო, ის ''ვით'' ერთ ადგილას არ უნდა მისცხო?!
მეოთხე სართულზე ხტუნვა–ხტუნვით ავდივარ და ქართული ფილმი ''მანანა'' მახსენდება. მთლად მასავით კუწუწა თმა არ მაქვს, თუმცა ეს თმის ღერები თითქმის შავია...
კიბის ბოლო საფეხურზე ჩამომჯდარ აინას რომ ვხედავ, თვალები შუბლზე ამდის. თავი კედელზე მიუყრდვნია და თვლემს... უბიდან მობილურს ვიღებ და საგანგებოდ ვუღებ ფოტოს. ჰმ, თუ თემოს არ შერიგებია, მე ვაიძულებ! დავიწვი ამათი საცოდაობით და თუ რამეა, შანტაჟის გამო ციხეშიც წავალ...
სანამ მე ჩემს მზაკვრულ პროცედურებს განვახორციელებდე, აინასაც ეღვიძება და ტელეფონაღმართულს მაწყდება.
–რას აკეთებ?–ხელებზე მეჭიდება და ძლივს ვაგლიჯავ ფრჩხილებიდან ჩემს ძვირადღირებულ მობილურს.
–ხო, კარგი...–ბრძოლას წყვეტს ის.–მაგაზე მერე! ახლა ისეთები მაქვს მოსაყოლი...
თვალებს მიპაჭუნებს და ბოლო ხმაზე კივის.
არა რა, ეს ახალი თაობა სიხარულს უჩვეულოდ გამოხატავს!
სახლში შევდივართ და დივანზე ვთავსდებით. აინა ფეხს ფეხზე იდებს და მერე მე ისეთ სიტყვებს ვიგებ... ისეთს, რომ...
–თემო მიყვარს! ეს მასაც ვუთხარი!–აჟიტირებული ამბობს ის.–სახლში არ იყო და აგარაკზე მივადექი. წარმოგიდგენია? ეს მე გავაკეთე. დავძლიე შიში და საერთოდ ყველაფერი და მივედი! ორი დღე იქ გავატარეთ... მობილურები გამორთული გვქონდა. გარესამყაროს საერთოდ გამოვეთიშეთ. ეს... არ ვიცი! მადლობა, ანეტა! შენ რომ არა... შენ რომ არა...
სიხარულის ცრემლებს ვწმინდავ და გულში ვიხუტებს.
მისი ეს ბედნიერება დედაბოძმორყეულ იმედს რისკთან დაკავშირებით მიმყარებს. ყავას ვსვამთ და გემრიელად ვჭუკჭუკებთ. ცოტა ხანში თემო ურეკავს და გახარებული მემშვიდობება. ოჰ, ესეც გამომაცალეს ხელიდან! დავრჩი მარტო... ვაჟა ფშაველას ვერხვივით...
–ნუ ფიქრობ დეპრესიაში ჩავარდნილი მოხუცივით, ანეტა! უბრალოდ გაიღიმე!–ჩავაგონებ საკუთარ თავს და სულელივით ვიღიმი.
უსაქმურობასაც ჰქონია ერთი კარგი თვისება! ტელეფონის ეკრანზე დედის ნომერს ვირჩევ და ზუმერის მოსაწყენი ხმაც არ იგვიანებს.
–დედიცო...–ტაფის შიშინი იმას მატყობინებს, რომ დედა კვლავ რაღაცას ხრაკავს, იქნებ დღეს მაინც შემომიაროს ჩემმა პრინცესაომ, მაგრამ... ზოგჯერ ადამიანებს იმედები უცრუვდებათ!
–როგორ მოხდა, ანეტა? მარტო დარჩი და დედიკო მოგინდა?–სიცილით მეკითხება ის და ორივე ჩვენებურ ჭორაობა–ტიკტიკში ვებმევით.
და უცებ... კარზე ზარია! ნუთუ აინას დარჩა რამე? იმედია არა...
დედას ვემშვიდობები. შემოსასვლელში გავდივარ და ურდულს ვატრიალებ.
ჰოი, საოცრებავ! ზღურბლზე მინდია ვიბლიანი არ დგას?!
–ამჟამად ჩემი სახლის კართან იმყოფები. თუ შენს ცუდ თვისებებს და ბღვერას გარეთ დატოვებ, შემოდი!–სტუმართმოყვარე მასპინძელივით ვუღიმი და ხელს შემოპატიჟების ნიშნად ვშლი.
–ნუ ცერცეტობ!–უხეშად ალაჯებს კარის ჩარჩოს და ჩემს, ვიმეორებ, ჩემს ბინაში შემოდის.
–ჯერ არ მოსულხარ და უკვე შეურაცჰყოფას მაყენებ...–უკმაყოფილოდ ვბუტბუტებ და კარებს ვკეტავ.
–მაგ სიტყვის მეტი არაფერი იცი? თუ კარგად ჟღერს?–ისევ და ისევ თელავს ჩემს ღირსებას.
–რისთვის მობრძანდი? მე მუქარა ავასრულე. შენ კი უაზრო სასჯელების მეტი ალბათ არაფერი გასწავლეს.–სიტყვას ვუკრავ მთავარ საკითხზე და თავს უკან ვაგდებ.
–იცოდე, აგისრულებ და...–ავისმომასწავებლად იფანტება მისი დაპირება დიდ მისაღებში.
მე კი მაინც... არ მეშინია კი არა, უბრალოდ არ ვიტყობ!

^^^
საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო!
ერთდღიანი შუალედები ამ ისტორიაზე ჩვევად მექცა, ბათ... წინა დაგვიანება უდროობის და გადარბენების ბრალი იყო.
მოოკლეედ ინტრიგნულ ადგილას შევჩერდი და ამის შემდეგი, ბოლო თავი არის ისეთი, რომ...
მოდი, საიდუმლოდ შევინახავ და დაველოდები თქვენს შეფასებებს!
სი'კ'ა'ლ'ულით სოფო!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Ekusa

Ooo ukve momwons kaia gaagrdzele^^

 


№2 სტუმარი Black

Rogor maxareb!<3kargi tavi iyo dzalian da veli shemdeg tavs <3

 


№3 სტუმარი Teo..

Sofi ,hemo nijiero,momwons .radros gawyveta iyo exla aset momentze.??. Hemi shokoladi xar.....

 


№4  offline წევრი teddy))

Amjerad shvidianebi araa? :D dzaliaan momwoons :D iumoris grdznoba gakvs da momwons es :D (ar megone aseti iumorista) :D xodaa mokled dzaliaan momwooons :D sheenze agar makvs laparaki :D

 


№5  offline მოდერი sopiko

Ekusa
Ooo ukve momwons kaia gaagrdzele^^

გმადლობ, ეკუს love
Black
Rogor maxareb!<3kargi tavi iyo dzalian da veli shemdeg tavs <3

შენ რომ მახარებ... feel
Teo..
Sofi ,hemo nijiero,momwons .radros gawyveta iyo exla aset momentze.??. Hemi shokoladi xar.....

შენ ჩემი, თეუსიუს love კარამელი და თუნდაც ვანილი...
teddy))
Amjerad shvidianebi araa? :D dzaliaan momwoons :D iumoris grdznoba gakvs da momwons es :D (ar megone aseti iumorista) :D xodaa mokled dzaliaan momwooons :D sheenze agar makvs laparaki :D

ნუ, ახლა ჩემზე... lol შვიდიანების სერია წინა ისტორიაზე თითქოს დასრულდა, მაგრამ შემდეგი ორი ისტორია კვლავ არ ივიწყებს წინაპრების ტრადიციებს request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent