შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარისკე და იბატონე! –6–


25-03-2016, 19:02
ავტორი sopiko
ნანახია 1 150

გარისკე და იბატონე! –6–

[თავი 6]
ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯს დგამს ვიბლიანი და ზემოდან დამყურებს. ამაყობს ვითომ თავისი სიმაღლით?! არც მე ვარ ნაკლები, ყოველ შემთხვევაში იმდენად, რომ ეს მის პლიუსად ჩაითვალოს... ამდენი მინუსის შემდეგ! მინუსების სრული ვერსია იხილეთ... კიდევ ერთი კითხვის ნიშანი! ისტორიის ნახევარი ხომ მათ ჩამოთვლას უკავია...
–თავხედობით შენი ნადირობა შედეგს ვერ გამოიღებს...–მავნე ფანტაზიებისგან ვერ გათავისუფლებულა უმაღლესობა და უდიდებულესობა.
–ნადირობის სეზონი დამთავრდა! პირდაპირ თქვი სათქმელი...–აღარ ვეკამათები ამ თემაზე. აქვს აზრი თუ...
–ეს რა არის?–წინ მიფრიალებს ამობეჭდილ ფურცლებს და მე დილით გაგზავნილი საბუთების ამოცნობა არ მიჭირს.
–საბუთი! თანაც ორი...–მიამიტად ვპასუხობ და მხრებს ვიჩეჩ.
–ეს ასლია... მე ნამდვილი მჭირდება!–ნელ–ნელა თავს უფრო და უფრო ხრის ჩემკენ.
–მეტი არაფერი გინდა? მაწონი მაქვს მაცივარში, გამოვიღებ და მოგართმევ.–უგემურად ვიკრიჭები და საძინებელში შევდივარ. უკან საბუთებით ვბრუნდები.
–აი!–ვუშანშალებ ფურცელს და შუბლზე წკიპურტს ვარტყამ.
–ანეტა!–თვალებს მიბრიალებს ის. ერთადერთი მიზეზი რის გამოც შუაზე არ მგლეჯს, ჩემი სქესია.
–აბა, გამომართვი!–ჯერ მაღლა ვწევ ხელს, მერე დაბლა, ბოლოს კი ზურგსუკან მიმაქვს.
–ანეტა!–ნერვი არ უტოკდება მას.
–ანეტა! ანეტა! ასე ძალიან მოგწონს ჩემი სახელი?–მის სუსტ წერტილებზე ვცეკვავ მე.
პასუხი არ არის!
სამაგიეროდ მოქმედებაა...
მინდია დისტანციას საბოლოოდ არღვევს, ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ტუჩებზე მეკონება. მოულოდნელობა გულის აჩქარებულ ფეთქვას ერწყმის და სასიამოვნო, ცხელ სითხედ იღვრება მთელ სხეულში... ასე მგონია, რომ ამ გრძნობებით მამაკაცმა დამმუხტა... სული რომ არ შემიგუბდეს და ასანთის ანთებული ღერივით ამხელა ემოციებმა არ ჩამაქროს, უკან ვიხევ, მაგრამ სკამს ვეჯახები და ისე გამოდის, რომ მე იატაკზე ვებრეხვები, მინდია კი ''ჩემზე''...
–რამდენი კილო ხარ?–ვკვნესი ბოლომდე გამოფხიზლებული და ფეხისკვრით ვაგდებ მძიმე სხეულს გვერდით.
–მოკუზული დადიხარ ხოლმე და გაგასწორე!–ისევ იგივე ტონით მპასუხობს ის.
ვიფიქრე, ასე მაკოცა და ალბათ პრინცად გარდაიქმნა_მეთქი, თუმცა ვინ მომცა ამის ბედი და იღბალი!
არადა როგორ მოუხდა ჩემს ტუჩებს?! ან მე მოვუხდი... ჰმ!
–ახლავე გაეთრიე ჩემი სახლიდან!–გაცხარებული შემოსასვლელისკენ ვიშვერ საჩვენებელ თითს და ჭირვეული ბავშვივით ვუშვერ ზურგს მამაკაცს.
–ასე გვიან გესტუმრე და დამშვიდობების გარეშე ნუ გამიშვებთ, ქალბატონო ანეტა!–ქალბატონოს ხაზს უსვამს და ვერაფრის გააზრებას ვერ ვასწრებ, თავისკენ რომ მაბრუნებს და წუთის წინ კოცნის გემოგაგებულ ტუჩებს ზემო ბაგედან ქვემო ბაგემდე იპყრობს.
მზერა რომ მეწმინდება, მთელ სახლს გამადიდებელი შუშით ვათვალიერებ, მაგრამ არ არის და...
ვაღიარებ, იმ ყოფნას ჰქვია ყოფნა, მინდია რომ იყო, თორემ ისე რამდენი შემოსულა ჩემს სახლში და რამდენი გასულა... ჩემი სული კი არავის აუფორიაქებია ისე, როგორც მას... არასდროს დავფოთლილვარ ისე, როგორც ახლა... და საერთოდ! უარყოფის გამომხატველი სიტყვები ამ შემთხვევაში სრულიად შეესაბამება იმ ყველაფერს, რაც მინდიას სახელს უკავშირდება...
პირველად ვუსვამ შინაგან მეს კითხვას... ერთხელ ხომ მაინც უნდა ვენდო!
წუთის წინ მომხდარი სიზმარი იყო თუ მართლა ძალიან მომეწონა ის, რაც განვიცადე?!
***
ფიქრების ქსელში გაბმული ჩამოვდივარ სადარბაზოს კიბეებზე და ეზოში გავდივარ. მოულოდნელად თავბრუ მეხვევა და ბორდიურზე ხელის ცეცებით ვჯდები. გულის რევის შეგრძნება მაწუხებს, მამცივნებს კიდეც... ალბათ ეს მზის დასხივების ბრალია... ფეხზე წამოდგომას აზრი არ აქვს. ვინმე თუ ჩამოივლის, დახმარებას ვთხოვ და სახლში დავბრუნდები. მერე ჩაის დავლევ და უკეთ გავხდები.
–ანეტა?!–ზემოდან მესმის მინდიას ხმა და გაოცებული ვწევ თავს.
–შენ?! აქ... აქ რა გინდა?–კანკალით ვეკითხები და ვერ ვხვდები რამ გამოიწვია ეს... შეუძლოდ ყოფნამ თუ... უბრალოდ მინდიამ.
–რა ფერი გადევს? წამოდექი... აი, ასე!–ხელებს წელზე მიცურებს და ფეხზე მაყენებს.
–წამოდექი კარგია! ფეხებში ძალა არ მაქვს...–ვწუწუნებ ტუჩებგაბუშტული და კისერზე ხელებს ვხვევ, გავლა რომ შევძლო.
–დამეყრდენი და წავიდეთ...–თავს მხარზე მადებინებს და პატარ–პატარა ნაბიჯებს დგამს.
უკვე მერამდენედ ვხედავ ჩემი ავად ყოფნის გამო მის შეშლილ სახეს და ძალიან მაინტერესებს მე რას ვიგრძნობ მაშინ, როცა მას ეტკინება... ბაგეებს ვითომ გაუაზრებლად ვაკრობ ყელზე და მასთან ერთად მეც მაძაგძაგებს.
–ნუ მაიმუნობ!–უფრო მოხერხებულად მიჭერს და კიბეებზე ხელში ატატებული ავყავარ.
პირველ სართულზე კედელთან მაყენებს და ჯიბიდნ გასაღებს იღებს. რკინის ნივთი მის თითებში იმალება და ვერც კი ვხედავ, როგორ ტრიალებს საკეტში... კარები იღება.
–სახლს ვაყაჩაღებთ?–თვალებდაქაჩული ვეკითხები და მასზე დაყრდნობილი სახლში შევდივარ.
–ახლა შენ ხარ ჩემი სტუმარი, მე კი მასპინძელი.–მისი სიტყვები კიდევ უფრო მანცვიფრებს. კრემისფერ დივანზე მაწვენს და შუბლზე გამშრალ ტუჩებს სულ ოდნავ მახებს.–სიცხე არ გაქვს...
–ამ სიცხეში სიცხე? ნამდვილად ცუდი ექიმი ხარ. წყალი მომიტანე და წავალ...–ამაში დარწმუნებული არც მე ვარ, თუმცა ჩვენ შორის არსებული მანძილი მცირდება და მცირდება, მეც აღარ შემიძლია ამდენის გაძლება... რკინის კი არ ვარ, მინდია ვიბლიანის შეხებას გულგრილობით რომ ვუპასუხო!
მინდიას წყალი მაღალი ჭიქით შემოაქვს და თავისი ხელით მასმევს. მადლიერი ვუმზერ და თვალებს წამით ვხუჭავ. ეს წამიერი თვალის დახუჭვა კი გვირაბი ხდება, რომელიც ძილის სამყაროში მაფრენს პირველივე რეისით. ამისდა მიუხედავად მაინც მწვდება მამაკაცის თბილი ხელები თავისი ლამაზი თითებით და ფუმფულა ადიელას მაფარებს, რომ არ შემცივდეს... ეს კი ჩემთვის იმ კითხვის სრული პასუხია, გუშინ შინაგან მეს რომ დავუსვი...

–მინდია, არ ვიცი, რა მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ფინალში გასვლა არ მინდა!–თავის წამოყოფაა და ძარღვების დაჭიმვამდე ვყვირი.
ჩემ გვერდით მაგიდა დგას... ამ მაგიდაზე ერთი საბუთი დევს და... სამი სანთელი. მინდია სარწეველა სავარძლიდან დგება და დივნის სახელურზე ჯდება... ჩემ უკან.
–რომანტიული საღამო საბუთებთან ერთად?–ფხუკუნით ვეკითხები და თავს მუხლებზე ვადებ.
–ეს იმიტომ, რომ შენ გაიგო რა გინდა... და ისიც გაიგო, რომ ეს ფინალი არ არის და არამგონია ამ ლაბირინთიდან ოდესმე გავაღწიოთ... თავიდან მეგონა, რომ ჩემი დევნა შენი სასჯელი იყო... მერე მაინტერესებდა ხელს ჩაიქნევდი თუ არა, თორემ შენ რომ ჩემთან მოხვედი, იმ დღესვე გადავამოწმე ყველაფერი და გავიგე, რომ პროექტს ვერ განვახორციელებდი... მერე კი მივხვდი, ეს ყოველივე საბაბი რომ იყო... მიზეზი კი თუნდაც ეს სახლია, რომელიც იმის მერე შევიძინე, რაც შენი ბინის ადგილსამყოფელი გავიგე...–ღიმილით მპასუხობს და თმაზე ცხვირს მიხახუნებს.–რა კარგი სურნელი გაქვს... სიჯიუტის... სიმამაცის... შენებური...
–მოიცა, მოიცა! ანუ ეს ფინალი არ არის?–დივნიდან ფეხებს ვყოფ და ბედნიერი ვშლი ხელებს.
–არა!–უარყოფს ის.
–არც დასაწყისი?
–არა!
–არც ეს! არც ის! ანუ არ ვიცით, სად ვიმყოფებით... და მე არ ვიტყვი უარს შენთან ერთად სამუდამოდ გადაკარგვაზე... ჩვენს შინაგან სამეფოში!–გაკრეჭილი ვპოულობ პასუხს და მინდიას კენგუროს ნახტომით ვეკიდები საყელოზე... კიდევ კარგი დროზე მახსენდება, რომ ცოცხალი მჭირდება და ბოლომდე არ ვახრჩობ!
თქვენ, ვინც ჩემი მეგობარი აინასავით აზროვნებთ და გეშინიათ რისკის, მე შემომხედეთ! მე, რომელმაც რისკმა იმხელა ბედნიერება მომიტანა, რომ ბატონობაზეც კი უარს ვამბობ!
ეს ერთადერთი შემთხვევა, როცა ვიღაცას ვაძლევს ჩემს გულში, გონებასა და ფიქრებში ბატონობის უფლებას და ეს ვიღაცა მინდიაა! რისკის მბრძანებლის მიერ მოვლენილი საჩუქარი!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
ტამ ტარაამ, დამ და ისევ ტამ!
დამთავრდა ჩვენი ''ერთდღიანგამოტოვებადკომედიურლამაზთითებური'' ისტორია, მაგრამ არ დამთავრებულან ანეტა და მინდია! პირადად მე დიდ ბედნიერებას ვუსურვებ მათ!
თქვენ? თქვენ? თქვენ? თქვენ ხართ ჩემი სტიმულანგელოზები! სითბოთი და სიყვარულით რომ მჟღინთავთ ხოლმე და ღიმილს რომ მგვრით...
ჩემო ერთგულო მკითხველებო...
თეო, ძვირფასო და საყვარელო! მიხარია, რომ ამჯერადაც ჩემს გვერდით იყავი და სასიამოვნო მუხტით დაიმუხტე!
თედ'უნია, შენ ჯერ ბოლომდე მაინც არ იცი, ჩემთვის ვინ ხარ... {და ამ ''ვინის'' მეასედია ის, რომ შენ ჩემი ერთგული მკითხველი ხარ} დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის... ამ მოწონებისთვის... ამ რჩევის მოცემისთვის...
ბლექ! ადამიანებისთვის ნერვების მოშლა ჩემი პერსონაჟების მსგავსად მეც მიყვარს, ხოდა ძახილის ნიშანი საჩუქრად ჩემგან... შიგნით წერილიც ჩავდე, მისი შინაარსი კი უზარმაზარი მადლობით გამოიხატება!
ეკა, შენ ჩემთვის ახალი ხილივით ხარ... მგონი პირველად კითხულობ ჩემს ისტორიას და შენი დადებითი შეფასება ორმაგად მახარებ'ს/და...
საბოლოო შეფასება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია... მოკლედ გელით!
ახალი ისტორია? ეგეც მალე იქნება... შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, მაგრამ აუცილებლად იქნება... ეს ბოლო თვე ცოტა ''ვიპასიურე'' და ამის გამოსწორება მინდა.
უყვარხართ სოფიკოს! წრფელი, თეთრი გულით!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Teo..

Yoveltvis shens gverdit migule dzvirfaso.mec did bednierebas vusurveb am gadareul wyvils.shenze ki sityvebi ar myofnis.ratqmaunda veli axal istorias siyvarulit savses.,,shokoladooo,,

 


№2  offline წევრი teddy))

Male dasrulda, tumca siyvarulic xo iwkeba :D ra wavisofolose :D lamaztiteba da riskiani gogona :Ddzaliaan momewona! :* veli shemdeegs! Chemtvisaaac xar mnishvnelovanii <3

 


№3 სტუმარი Black

Hm!gmadlobt,gmadlobt:Dchemi sopo,magari xar ra gitxra sxva!<3geli uewvelshi;)

 


№4  offline მოდერი sopiko

Teo..
Yoveltvis shens gverdit migule dzvirfaso.mec did bednierebas vusurveb am gadareul wyvils.shenze ki sityvebi ar myofnis.ratqmaunda veli axal istorias siyvarulit savses.,,shokoladooo,,

ახალი სულ მალე! გმადლობ, ჩემო თეო love
teddy))
Male dasrulda, tumca siyvarulic xo iwkeba :D ra wavisofolose :D lamaztiteba da riskiani gogona :Ddzaliaan momewona! :* veli shemdeegs! Chemtvisaaac xar mnishvnelovanii <3

ც? აი, ამას არ გაპატიებ! lol მადლობა! მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა!
Black
Hm!gmadlobt,gmadlobt:Dchemi sopo,magari xar ra gitxra sxva!<3geli uewvelshi;)

მოგეწონა ხომ საჩუქარი? am დიდად გამახარა შენმა დადებითმა შეფასებამ request

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent