შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =6=


28-03-2016, 19:32
ავტორი ელი
ნანახია 1 743

ოქროსფერი შემოდგომა იდგა.
მე და იუკა ოქროსფერობში ვურევდით ფეხებს და სკვერში მომღიმარ ხალხს ვათვალიერებდით.
სულაც არ მეღიმებოდა და სულაც არ მეოქროსფერებოდა.
იქვე სკამზე ჩამოვჯექი და იუკა სათამაშოდ გავუშვვი.
ფეხები მოვკეცე და თავი ზედ ჩამოვდე.
თვალები დავხუჭე და კლავ გავცურე მოგონებების ზღვაში.
არც კი ვიცი რამდენი დღის მოგონება მქონდა უკვე ფრაგმენტებად ნახული მხრებზე ძლიერი ხელის მოხვევა რომ ვიგრძენი.
თვაი ნელა ავწიე და ლექსო დამხვდა.
კვლავ ისე,სევდიანად მომღიმარი.
-როგორ ხარ?-ლოყაზე მაკოცა ნაზად.
-ცუდად...-ამოვიჩურჩულე მე და თავი მკერდზე მივადე.
-დამირეკა დღეს. კარგადაა...-ამოიჩურჩულა ლექსომ.
-კი,მაგრამ არ შეიძება ერთხელ მეც დამირეკოს? ხომ არ შევჭამ?
-მეც სულ ორ წამს მელაპარაკება მანო.-თავის მართლება სცადა მან.
-უბრალოდ პირდაპირ მითხარით რომ მოგბეზრდით. რომ ნელ-ნელა ჩემი თავიდან მოშორება გინდათ. ასეთი ძნელია? მითხარით ! იმედი მაინც აღარ მექნება რომ მოვა ! აღარ დაველოდები! წადი ! შენც წადი და საერთოდ ორივე მომწყდით თავიდან! არ მჭირდებით!- უცებ დამისველა ცფრემლებმა სახე და ფეხზე წამოვდექი. იქვე მოთამაშე იუკას ხელი დავავლე და სწრაფი ნაბიჯით წავედი სახლისაკენ.

-მოხვედი ბე?-ღიმილით შემხვდა ციცი.
-ჰო ციც...-ოდნავ გავიღიმე მე და მზერა ავარიდე,არ მინდოდა შეეტყო რომ ისევ ვიტირე.
მაგრამ ტყუილად. ჩემთან მოვიდა და ძლიერად შემომხვია ხელები.
-მოდი ბე ჭამე ცოტა თუ გიყვარვარ.
ისევ უარის თქმას ვაპირებდი,მაგრამ მისმა სევდიანმა თვალებმა ამის უფლება აღარ მომცეს.
-კარგი ციც...-გავუღიმე მას და საზმარეულომდე ხელჩაკიდული მივყევი.
პატარა ბავშვივით დამიდგა მისი საფირომ წვნიანი და კოვზი თითებს შორის მომიქცია.
-ჭამე ბე...-წინ დამიჯდა და ყურება დამიწყო.
თითოეული კოვზი ძალით ვჭამე,მაგრამ მაინც მისი გულის გასახარებლად ღირდა.
როგორც კი მოვრჩი ფეხზე წამოვდექი და ციცის ლოყაზე ვაკოცე.
-ციც,ლექსო თუ მოვა უთხარი რომ მძინავს და არ მინდა მისი ნახვა. ჩემს ოთახში არ შემოუშვა გთხოვ.-ვუთხარი მას.
ციციმაც ცოტა ხნის შემდეგ თავი დამიქნია და მეც გავუყევი კოლიდორს.
საწოლზე ვიწექი და მიტოვებულ ლუიზას ფურცლებს ტარიელს ვაალერსებდი.
მათთან გადამქონდა ჩემი განცდები და ტკივილი.
გვიან ღამით მისაღებიდან შემომავალმა ხმაურმა გამომაღვიძა.
გარკვევით მესმოდა ლექსოს გაბრაზებული ხმა.
ფეხზე ფრთხილად წამოვდექი და კარი ოდნავ გამოვაღე რათა უკეთ გამეგო.
-ციცი გთხოვ დაუძახე რა.-სთხოვდა ლექსო ციცის.
-შვილო მითხრა რომ გადაეცი მისი ნახვა არ მინდაო და არც შემოუშვაო.ცუდადაა ლექსო ცუდად. არ შემიძლია ახლა კიდევ გავანერვიულო.-თრთოდა ციცი.
-ცუდად რომაა სწორედ ამიტომ უნდა ვნახო ციცი. მის გვერდით უნდა ვიყო. ამიტომ ვარ აქ გესმის?- ხელებს ნერვიულად იქნებავდა ლექსო და ვხედავდი მის დაჭიმულ ძარღვებს.
-ლექსო, არ უნდა შენი ნახვა. არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ არაა ასეთი ძლიერი გესმის? პატარაა. ვერ გაუძლებს ამდენს. ხელებში მივდება დარდით. შენს ძმაზე დარდით ლექსო. პირველია გესმის? პირველია ვინც ასე ახლოს მიუშვა. როგორ შვილო,როგორ დავიჯერო რომ 5 წუთი არ აქვთ თუნდაც თვეში ერთხელ რომ დაურეკოს და უთხრას რომ კარგადაა. მხოლოდ ამის ცოდნა უნდა, მხოლოდ მისი ხმის გაგება უნდა. არ მესმის როგორ იმეტებთ ასე ჩემ გოგოს.-ტიროდა ციცი.
-რომ იცოდეთ... ყველაფერი რომ იცოდეთ...-ჩაიკაპარაკა ლექსომ და ჩემგან ზურგით მდგარმა თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
მისმა ხმამ გამყინა.
მინდოდა რომ სათქმელი დაემთავრებინა,მაგრამ ამავდროულად ისე მაშინბდა მოსალოდნელი სიტყვები...
კარი ოდნავ გამოვხსენი და ის იყო უნდა გავსულიყავი ლექსოს სიტყვებმა ადგილზე რომ მიმყინეს.
-რახან ასეა, უთხარით რომ გერმანიაში მივდივარ და არ ვიცი როდის ჩამოვალ-თქვა მან და უცებ წავიდა კაქრისაკენ.
ყველაფერი დავკარგე.
ფეხებში ძალა წამერთვა.
კედლის ძირას მჯარმა აზროვნების უნდარი მთლად დავკარგე.
ვერ ვაანალიზებდი ვერაფერს გარდა იმისა რომ ისიც მტოვებდა.
მიდიოდა და მიტოვებდა უკვე მთლიან გულის ტკივილს.
მიტოვებდა მის ადგილას სიცარიელეს.
როგორც კი გგანათდა ფეხზე წარმოვიმართე.
თითქოს მზის სხივებმა მომიყვანეს გონს.
გაბმულად ვრეკდი მის კარზე ზარს,რომელსაც არავინ მიღებდა.
და...
და ის წავიდა.
ალბათ ჩემი ბრალიც იყო.
ალბათ გასულ ღამეს რომ გავსულიყავი მაშტან და რომ მეთქვა დარჩი-თქო დარჩებოდა.
ალბათ,ალბათ და კიდევ მრავალი ალბათ.
მაგრამ ფაქტი მხოლოდ ერთი!
ისიც წავიდა !
მერე იყო უფრო დიდი სიცარიელე.
მერე იყო მისი სხეულის მაგიერ ბალიშის მთელი ძალით გულში ჩახუტება და მასში ჩაკარგული ხავილი.
დაჩემებული კოშმარები,რომლიდანაც არავინ მაღვიღებდა და არავინ მამშვიდებდა.
არავინ მეოუბნებოდა რომ რაღაც იქნებოდა უკეთესად.
იმედები იყო გამქრალი.
იყო სამუდამოდ ჩარაზული აივნის კარი.
გამოვცვალე ლუიზა,რადგან მინდოდა რომ ახლიდან დამეწყო სტუდენტობა სადაც აღარც საბა იყო და აღარც ლექსო.
მხოლოდ დამრჩა იუკა,რომელიც ყოველ წამს ძმებს მახსენებდა და უფრო და უფრო მანატრებდა მათ თავს.
ერთხანს ვიფიქრე მისი გაჩუქება,მაგრამ არ შემეძლო. ვერ შეველეოდი.
მეორე კურსი წარმატებით დავხურე.
უმეგობრომ ჩემს ანოს ჩავჭიდე ხელი და მასთან ერთად დავიწყე ზაფხულის გატარება.
თითქოს მხოლოდ ის იყო ის,ვინც მაიწყებდა ბიჭებს.
ბათუმში გატარებული 1 კვირის შემდეგ მე და ანო მატარებლით დავბრუნდით თბილიში.
საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო ჩემი გოგო.
თვალები სიხარულით უბრწყინავდა.
საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა მთელი გზა ჩანთას,რომელშიც საჩუქრები ეწყო და ყოველ წამს ხელებს უსვამდა.
ტაქსიდან გადმოსვლისას თავი წარშულში მეგონა.
გამახსენდა როგორ მოვიდა საბა ჩემთან და როგორ მომეხმარა ჩანთების ატანაში.
უნებურად გამეღიმა.
ამ ჯერად ტაქსის მძღოლი საკმაოდ კეთილი აღმოჩნდა და ლიფტამდე მიგვატანინა ჩანთები.
ლიფტში,როგორც ყოველთვის ანო ზედ ამეკრო და თვლებ დახუწული დაელოდა როდის გაიღებოდა კარი.
ისევ გამეცინა მის ამ საქციელზე. მის თმაში თითების ხლართვით ავედით მე-5 სართულზე.
საოცრად მომნატრებია ეს მიდამოები.
რაც უნივერსიტეტს მოვრჩი მის მერე ფეხიც კი არ დამიდგამს აქ.
ლიფტიდან გამოსულს მთლად ამიკანკალდა ფეხები.
თითქოს ველოდებოდი რომ ნებისმიერ წამს გამოაღებდა საბა კარს და მონატრებულს ჩამიკრავდა გულში.
მაგრამ ისევ არა...
საკეტი გადავატრიალე და ანოსთან ერთად სახლში შევედი.
საოცარი მონატრების სურნელი იდგა იქ.
ამიცრემლიანდა თვალებიდა სუნთქავ შემეკრა
-მანო...-ხელზე დამქაჩა ანომ.
-ხო სიხარულო-მისკენ მივბრუნდი ღიმილით.
-იქნებ გვერნახა ბიჭები ხომ არ ჩამოვიდნენ?-ღიმილით მკითხა მან.
-არა ანო...-მძლივს ამოვთქვი სიტყვები-არ ჩამოვიდოდნენ.
-კარგი. -მითხრა მოწყენილმა და დივანზე ჩამოჯდა.
-მოდი მე და შენ ეხლა დედიკოს და მამიკოს დავურეკოთ რომ ჩამოვედით დ ამერე შოკოლადი სტორტი გამოვაცხოთ კარგი?-მის წინ ჩავიმუხლე და წარბები ავათამაშე.
-კარგი!-მითხრა გახარებულმა და სასაცილოდ შემომხვია მისი პაწაწინა ხელები ყელზე.
ერთად გამოცაცხეთ ჩვენი შოკოლადის ტორტი.
გამახსენდა ბოლოს ბიჭებს რომ გამოვუცხე. სწორედ იმ საღამოს შემოიპარა ლექსო ჩემს ოთახში პირველად.

გამახსენდა პირგამოტენილი საბა რომელიც მინაბული თვალებით აგემოვნებდა ტორტს და ლექსო,რომელიც მომაჯადოვებელი მზერით მიყურებდა და მიღიმოდა.
მთელ ტანში დამიარა ჟრუანტელმა.
მონატრებამ.
ტკვილიმა
გვიან ღამით სიცხემ გამომაღვიძე.
გერდით გადავიხედე და მშვიდად მძინარე ანოს ხელით ნაზად მივეალერსე.
ფეხშიშველი გავედი სამზარეულოში და წყალი დავლიე.
საოცრად მომინდა გრილი ნიავის შეგრძნება.
აივნის კარი გამოვაღე და ფეხშიშველი გავედი გარეთ.
მოაჯირს დავეყრდენი და მზერა ჩვეულად უსასრულობას გავუსწორე.
თითქოს ვიგრძენი რომ ჩემს გვერდით იყო ის...
თითქოს მისი მძიმე სუნთქვაც გავიგონე.
ნელა დავხუჭე თვალები და ღრმად ჩავისუნთქე.
თითქოს სული მაინც მიბრუნებას ითხოვდა.
მივიხედე კიდეც და...
იქ დამხვდა.
წელს ზემოთ შიშველი ჩემკენ მობრუნებულიყო და შავი მრავლის მთქმელი თვლაებით თვალებით შემომყურებდა.
დავკარგე მოძრაობის უნარი.
ალბათ სუნთქაც დამავიწყდა.
ერთხანს ვუყურე შემდეგ კი უბრალოდ სახლში შემოვედი.
ოთახის შუაგულში გაშეშებული ვიდექი და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი ნანახს.
ალბათ მოლანდებაც კი მეგონა.
ფეხები თავისით მიიწვდნენ წინ.
მერე ხელმაც გაუცნობიერებლად გადაატრიალა სახეტი და ასევე გაუცნობიერებლად გააღო კარი.
და...
ის იქ იდგა.
ჩემი კარის წინ.
კიდევ უფრო ტკივილიანი და დამძიმებული.
უბრალოდ დამებინა ცრემლებით მხედველობა და მეც მშველელეად მისკენ გადავდგი ნაბიჯი და შიშველ სხელზე მთელი ძალით მივეკარი.
ჩემი თითები დაცოცავდნენ მის ზურგზე და ცხადად შეიგრძნობდნენ მისი სხეულის თითოეულ კუნჭულს.
ვგრძნობდი მის ხელებს წელზე და მიბუჟდა მთელი წელი.
ჩვენი სხეულები კანკალებდნენ გულები კი გამალებით ცემდნენ.
და მე?
მე ამ ერთი ჩახუტებით გადამავვიწყდა ყველა ტირილში გათენებული ღამე. ყველა ტკივილი.
ნელ-ნელა შემოშვა ხელები და მისი სხეულიდან ჩამომიშორა.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გაფაციცებით დამიწყო ცრემლიან თვალებში ყურება.
როგორ საოცრად მომნატრებია და როგორ საოცრად მყვერბია
ღმერთო ჩემო!...
მისი ხელები საოცრად კანკალებდნენ.
მერე ნელა.
ძალიან ნელა
მისმა სახემ იწყო ჩემკენ მოახლოვება.
ამითრთოლა ტუჩები ...
თვალს არ მაშორებდა.უფრო და უფრო მიახლოვდებოდა
და...
და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ტუჩები ჩემსას...
მიკოცნიდა ტუჩებს საოცარი სინაზით და ამავდროულად საოცარი მოწყურებით.
ნელა,ძალიან ნელა მოწყდა ჩემს ტუჩებს და შუბლი ჩემს შუბლს მიადო.
-მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა მან და მწერა გამისწორა.
-მიყვარხარ-ამოვიჩურჩულე მეც და უკვე ბედნიერბის ცრემლებიც ჩამომიხტნენ თვალებიდან.
მთელი თამე ჩემს გერდით იყო.
ჩემი ხელი თავის ხელში ეკავა და დრო და დრო მკოცნიდა.
არ ვლაპარაკობდით უბრალოდ თვალს არ ვაშორებდით ერთმანეთს.
დრო და დრო ხელზე ვუჭერდი რათა დავრწმუნებულიყავი რომ ის ცხადად იყო ჩემს გვერდით.
დივანზე ვიყავით მიწოლილები და მე მის მკერდზე მედო თავი.
საგულდაგულოდ ვითვლიდი მისი გულის ფეთქვას და ეს ხმა სანატრელი მელოდიასავით ჩამესმოდა.
ერთად დაგვათენდა.
შორს წასული ფიქრებიდნა ანოს შეძახილმა გამოგვაფხიზლა.
-ლექსო!- საძინელის კარში იდგა ფეხშიშველი ანო და გაკვირვებული გვიყურებდა.
-ჩემი პატარა გოგო-გაიცინა ლექსომ და წამოიწია.
მთელი ძალით გამოქანდა ანო და ზედ შეახტა მას.
ვუყურებდი როგორ ეფრებოდა ლექსო მას და გული სითბოთი მევსებოდა.
-ხომ გითხარი მოვიდოდა მეთქი-გამომხედა ანომ გაბრწყინებული თვალებით.
-ჰო ანო, მოვიდა,მართლა მოვიდა- გავხედე ლექსოს.
-საბაც მოვიდა?-პირზე ხელი აიაფარა ანომ.
ლექსოს სახე შეეცვალა.
სევდიანი მზერით გამომხედა მე.
და იცით? ისევ გავიყინე.
ცრემლები მომაწვა.
-არა ანო.საბა არ ჩამოსულა-უთხრა ანოს ისე რომ ჩემთვის მზერა არ მოუშორებია.
-ანო ძვირფასო, მიდი მოწესრიგდი და მერე ვისაუზმოთ-ღიმილით ვუთხარი მას და ისიც წამში გაიქცა საძინებლისკე.
-საბა?-მივუბრუნდი ლექსოს.
-ყველაფერს გეტყი-ამოიჩურჩულა მან და გულზე მიმიხუტა.
ვიცოდი რომ რაღაც არ იყო ისე
ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული რომ ძალიან მეტკინებოდა.
ერთად ვისაუზმეთ შემდეგ კი ჩვენი სახლისკენ დავიძარით.
ისევ მახსენდებოდა როგორ გაფაციცებით ვუხსნიდი ბიჭებს თითოეულ დეტალს და ისევ გამახსენდა საბას გაკრეჭილი სახე.
ვერ შევიკავე ცრემლები.
ვცადე მათ შეუმჩნელად მომეწმინდა,მაგრამ ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელზე ლექსომ.
ცრემლები მოვიწმინდე და მისკენ გავიხედე.
ტუჩები ოდნავ გაამოძრავა და მათ მოძრაობით მივხვდი როგორ წარმოთქვა უხმოდ:
„მიყვარხარ“
დიდი სიხარულით შეგვხვდნენ ჩემები.
ციცის სახე გაუბრწყინდა ლექსოს დანახვისას.
მთელი საღამო ზედ ვყავდი მიკრული და წამით არ მიშვებდა ხელს.
გვიან ღამით აიშალნენ სუფრიდან.
ლექსო ფეხზე წამოდგა და მამაჩემს მიუბრუნდა.
-დავით,შეიძლება მე და მანო წავიდეთ?-კითხა მას.
-კი,მაგრამ შვილო გვიანია, დღეს დარჩით და ხვალ წადით-მოგიბრუნდა დედა.
ერთხანს ჩუმად იდგა მამა და ჩემსა და ლექსოს გადახლართულ თითებს უყურებდა.
საოცრად მკაცრი იყო მისი მზერა.
თითქოს ნერვიულობაც წამოვიწყე.
მაგრამ როგორც კი მან ლექსოს შეხედა მე და მის თვალებში ლექსოსადმიი ნდობა დავინახე დაარც შევმცდარვარ.
-რომ ჩახვალთ აუცილებლად დამირეკეთ-გვითხრა მან და ფეხზე წამოდგა.
-აუცილებლად,დიდი მადლობა-უთხრა ლექსომს და მე გამომხედა.
სწრაფად გავემზადე. ჩემებსაც დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით.
მთელი გზა ხელზე მკოცნიდა და საოცრად სევდიანი თვალებით მიყურებდა.
არაფერს ვამბობდი.
არაფერს ამბობდა.
მასთამ შევედით.
უცებ ზიერად ჩამიხუტა და თავზე მაკოცა.
ვიცოდი.
ვიცოდი რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა
ამას თითოეულ მის ამოსუნთქვვაში ვგრძნობდი.
თავი ამაწეინა დაისევ სიშატუთით დამიკოცნა ტუჩები.
-მანუ... სიგარეტის ყიდა დამვიწყებია,ჩავალ და ამოვალ ახლავე კაი?-მითხრა მან.
მხოლოდ თავი დავუქნიე და ისიც მაშინვე წავიდა.
ვიფიქრე მის მოსვლამდე ჩვეულად მისთვის ყავას ჩემთვის კი ჩაის გავიკეთებდი.
სამზარეულოში გავედი და ჩაიდნით წყალი დავადგი.
ტელეფონის ხმა გავიგე და კვლავ მისაღებში დავბრუნდი.
ლექსოს ტელეფონი იყო,რომელიც სახლში დარჩენოდა.
უბრალოდ ზემოდან დავხედე და როგორც კი სახელი „საბა“ ამოვიკითხე მასინვე გაუცნობიერებლად დავტაცე ხელი და სტყობინება გავხსენი.
„სკაიპში შემო რა...“-ეწერა შეტყობინებაში.
საოცრად გამიხარდა.
ჩემი გული ფეიერვერკს ისროდა და ისროდა.
სასწრაფოდ მოვძებნე ლექსოს ნოუთბუქი და ჩავრთე.
მაშინვე ამოხტა სკაიპის ფანჯარა და საბას გაკრეჭილი ფოტო.
სწრაფად ვუპასუხე და გავისუსე
მაშინვე ჩართო კამერა და ვიგრძენირ გორო გაჩერდა გული.
დაბნელდა
გეფიცებით ჩემს გარშემო ყველაფერი დაბნლედა.
მოვკვდი,
მიწა დამეყარა.
გული გამიჩერდა
-ლექსო...-გაისმა სანატრელი მაგრამ საოცრად შეცვლილი ხმა.
-ლექსო გესმის? ალო ლექსო- არ წყვეტდა გაჭირვებით ლაპარაკს.
მთელი სხეული მიკანკალებდა.
იატაკზე ვიყავი ჩამუხლული.
იქვე მედო ნოუთბუქი.
პირზე ხელები მქონდა აფარებული და უხმოდ ვტიროდი.
არ ამოდიოდია ხმა!
მკვდარი იყავი.
ვუყურებდი გამოსახულებას მონიტორზე და ვკვდებოდი.
ვვუყურებდი საოცრად გამხდარ,უთმო, თვალებ ჩაცვენილ,ათას მილ მიერთებულ და უსაბო საბას.
გაჭირვებით რომ ახამხამებდა თვალებს.
-ლექსო კარგად ხარ?-გაისმა ისევ მისი ხმა და უფრო მოვიკუნჭე.
მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს ჩემს სხეულს რათა მთელი ხმით არ მეყვირა.
გავიგე როგორ შემოიღო სახლის კარი და როგორ დაეცა ძირს რაღაც.
მერე ვიგრძენი როგორ მეჯაჯგურებოდა ლექსო და როგორ ცდილობდა ჩემს მოსულიერებას.
როგორ მირტყავდა სახეში ელებს და როგორ ცდილობდა ეიძულებინა ჩემთვის ამომესუნთქა.
მერე აღარც არაფერი მახსოვს გარდა სიბნელისა.
//////
ძალიან დამიგვიანდა. იმდენად გადატვირთული იყო ეს კვირა ჩემთვის.
იმედია მოგეწონებათ.
ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო.
უყვარხართ ელის ! <3



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ იცი რომ აე ვტირიი... ხონ იცი რომისტორიისა და წიგნის წაკუთხვის დროს არასდროს მიტირია... მაგრამ... ეს ხომ ჩემი იყო... იმდენად ჩემეული ტკივილი... მე ისევ ის ის წარუშლელი ტკივილი ვიგრძენი... ახლაც ვწერ და გეფიცები, ინ ერთ ცალს გეფიცები რომ ახლაც ცრემლები მომდის... როგორ შეგიძლია ასე ადგე და დაწერო... როგორ შეგიძლია ასე თითოეული დეტალი თითეული სიზუსტით აღწერო... ისევ იქ დავბრუნდი ელო... იქ მწარე წარსულში.. ზუსტად ოთხი წლის უკან მარტის ბოლოს გავიგე საშინელი ამბავი.. ელ მტკივა.. ახლა ისევ მტკივა, ისევ ისე ... ჩემო ლამაზო.. არავის ვუსურვებ ეს ტკივილი განიცადოს... მიყვარხარ ჩემო ფერია.. შეუდარებელი ხარ... მაპატიე ჩემი სიტყვები...

 


№2 სტუმარი Teo...

Madloba .emociebs ver vtokav ukve ise var.

 


№3  offline მოდერი ელი

terooo
ხომ იცი რომ აე ვტირიი... ხონ იცი რომისტორიისა და წიგნის წაკუთხვის დროს არასდროს მიტირია... მაგრამ... ეს ხომ ჩემი იყო... იმდენად ჩემეული ტკივილი... მე ისევ ის ის წარუშლელი ტკივილი ვიგრძენი... ახლაც ვწერ და გეფიცები, ინ ერთ ცალს გეფიცები რომ ახლაც ცრემლები მომდის... როგორ შეგიძლია ასე ადგე და დაწერო... როგორ შეგიძლია ასე თითოეული დეტალი თითეული სიზუსტით აღწერო... ისევ იქ დავბრუნდი ელო... იქ მწარე წარსულში.. ზუსტად ოთხი წლის უკან მარტის ბოლოს გავიგე საშინელი ამბავი.. ელ მტკივა.. ახლა ისევ მტკივა, ისევ ისე ... ჩემო ლამაზო.. არავის ვუსურვებ ეს ტკივილი განიცადოს... მიყვარხარ ჩემო ფერია.. შეუდარებელი ხარ... მაპატიე ჩემი სიტყვები...



არ მინდოდა, ხომ იცი არ მინდოდა ტერო... არ მინდა რომ ჩემი მოგონილი სიტყვებით გატკინო. არ მინდა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

არა ჩემო ლამაზო... მიხარია რომ ასე წერ.. ღმერთს ვთხოვოთ რომ ვერ გაიგო ეს რა ტკივილია... ეს ხომ ჩემია ამას ვერ შევცვლი.. ყოჩაღ ჩემო გოგონა... განაგრძე და სიხარულის ცრემლი მარგუნე წილად... შენ ჩემი ფერია ხარ... (ახლა, ისევ სამსახურში ვარ და შემოვიპარე აქ) საღამოს გელოდები

არა ჩემო ლამაზო... ეს ჩემი წარსულია და ამას ვერ გავექცევი... ღმერთს ვთხოვოთ რომ ეს ტკივილი არ განიცადო... შეუდარებელი ხარ ჩემო ლამაზო. (სამსახურიდან შემოვიპარე, სახლამდე ვერ მოვითმინე) ველოდები სიხარულის ცრემლებად როდის დამღვრი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent