ბავშვობიდან ერთად (თავი 1)
„მე შენ მიყვარხარ არა მხოლოდ იმის გამო, თუ ვინ ხარ, არამედი იმის გამოც თუ ვინ ვხდები მე, როდესაც შენთან ერთად ვარ.“- ქუჩაში ფეხით მივსეირნობდი და წლების წინ მოსმენილ ვაჩეს სიტყვებს ვიხსენებდი. ვაჩე ჩემი ბავშვობაა, ჩემი აწმყო, და ალბათ მომავალიც... მე ანასტასია ალავიძე ვარ. 24 წლის, თბილისელი გოგო. მშობლებთან, ირინესთან და აკოსთან ერთად ვცხოვრობ. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ცხოვრებისა და სამყაროს ცენტრია. ასევე, მყავს მეგობრები გეგა ქალდანი, ვაჩეს ძმა, ნისა ქალდანი, მათი ბიძაშვილი და ლიკა აბაშიძე, ჩემი და ნისას კლასელი. ჩვენი ისტორია, რომელზეც მინდა, რომ მოგიყვეთ წლების წინ იღებს სათავეს და დღემდე გრძელდება. მე მინდა გაგაცნოთ ორი ოჯახი, რომელიც დიდი ხანია ერთ მთლიანობად იქცა. სამმა განუყრელმა მეგობარმა მამაჩემმა, ვაჩეს მამამ, ლევანმა და მისმა ძმამ, გიორგიმ ღვინის ქარხანა გახსნეს. ბუნებრივია, ერთობლივმა ბიზნესმა გახსნისთანავე ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო ბაზარზე. თუმცა, მეგობრების დაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად ღვინის ქარხანა ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ბრენდად იქცა საქართველოში. საერთო საქმემ და ინტერესებმა მამაჩემი კიდევ უფრო დაახლოვა ძმებთან. საოცარი იყო მათი ცოლების ურთიერთობაც. სამი ერთმანეთზე უანგაროდ შეყვარებული ქალი, როემლებიც სამაგალითო ცოლები და დიასახლისები იყვნენ. ისტორიის მომდევო ეტაპი ჩვენი დაბადებით იწყება. ჯერ ყველაზე უფროსს, ლევანს ეყოლა შვილი, ვაჩე. ოთხ წელიწადში კი მას მეორე ბიჭი, გეგა შეეძინა. მე და ნისა, გიორგის შვილი, ივლისში, გეგას დაბადებიდან რამდენიმე თვეში გავჩნდით. ასაკში ძალიან მცირე სხვაობამ და ოჯახების ურთიერთობამ , ჩვენი მეგობრობა ძალიან გაამარტივა. სხვანაირად არც არავის წარმოედგინა. მე დედისერთა ვიყვავი და ნისა და გეგა ჩემთვის და-ძმასავით იყვნენ. მათთან არ არსებობდა ტაბუირებული თემა. თვისუფლად შემეძლო გამენდო ყველა საიდუმლო, ისე რომ მათ ერთგულებაში ეჭვი არ შემეტანა. ვაჩე, აი ვაჩე სულ სხვა იყო ჩემთვის. უცნაური ურთიერთობა გვქონდა ბავშვობაში. ეს არ იყო არც და-ძმური, არც მეგობრული, თუმცა არც არასდროს ვჩხუბობდით. ვაჩე ჩემთვის ყოველთვის ამოუცნობი ადამიანი იყო. უცნაური გამოხედვა ჰქონდა, ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდნენ მისი თვალები. ზოგჯერ მომწონდა ეს იდუმალება, ზოგჯერ მთრგუნავდა. ჩემზე სულ რაღაც ხუთი წლით იყო დიდი, მაგრამ ბავშვობაში ეს მკვეთრად ჩანდა და მას, როგორც უფროსს ისე აღვიქვამდი. ფაქტი ერთი იყო, ვაჩეს ერთი შენიშვნა და მე მაშინვე ულაპარაკოდ ვუჯერებდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მეშინოდა მისი. არ ვიცი რატომ, არასდროს არ უცდია ჩემი შეშინება, ასარსდროს დამლაპარაკებია უხეშად, ბავშვობაშიც კი, მაგრამ ვერ ვბედავდი წინააღმდეგობის გაწევას. ბუნებით ჯიუტი ბავშვი ვიყავი და ჩემი დამჯერობა ვაჩეს მიმართ ყოველთვის სახუმარო თემა იყო ჩვენი მშობლეისთვის. უკვირდათ უთქმელი მორჩილება, მაგრამ დიდ ყურადღებას არც აქცევდნენ. რამდენჯერმე დედასაც ველაპარაკე. ვეკითხებიდი ვაჩეზე, ვუყვებოდი მის თვალებზე და ჩემს ემოციებზე, მაგრამ ჩემი ბავშვურ ფიქრებზე დედას უბრალოდ ეღიმებოდა და მიხსნიდა, რომ ვაჩეს ძალიან ვუყვარდი, ისევე როგორც ნისა და გეგა და მასში საშიში ან უჩვეულო არაფერი იყო. არ ვიცი თავად რას ფიქრობდა ჩემზე. როგორც გითხარით, შეუძლებელი იყო ჩემთვის მისი აზრების ამოცნობა. მაგრამ ბავშვურ შიშებს მისი მზრუნველობა ჩაგრავდა, რომელსაც იშვიათად და ფარულად, მაგრამ მაინც ამჟღავნებდა. ----------------- გამარჯობა. ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე. იმედი მაქვს მოგეწონებათ. რას ფიქრობთ გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.