შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =7=


1-04-2016, 22:57
ავტორი ელი
ნანახია 1 908

თვალი გავახილე და ღრმად ამოვისუნთქე.
მაშინვე ჩემ წინ ჩამუხლული ლექსო დავინახე,რომელსაც სახეზე საშინელი ნერვიულობა ჰქონდა აღბეჭდილი.
როგორც კი დამინახა მაშინვე დაფაცურდა და ჩემი ხელი თავისაში უფრო ძლიერად მოიქცია.
-როგორ ხარ?-მკითხა მან საოცრად ტკივილიანი ხმით.
-ეს როგორ გამიკეთეთ ?-საშინლად გაყინული იყო ჩემი ხმა.
თავი ჩახარა და შესამჩნევად მძიმედ დაიწყო სუნთქვა.
-ამდენი ხანი როგორ მატყუებდით? არ შეგეცოდეთ? თუმცა... -ტკივილიანად გამეღიმა- მე ჩემს მოტყუებას ვდარდობ... რა სულელი ვარ. ღმერთო ჩემო რა სულელი ვარ-პირზე ავუფარა ხელი და მაშინვე იწყეს თვლაებიდან ცრემლებმა დენა.
ხმას არ იღებდა. უბრალოდ თავჩახრილი იჯდა და დუმდა.
-სადაა? როგორაა? ლექსო,ეს როგორ მოხდა?-ამოვიკნავლე მე.
ერთი ამომხედა, მერე საოცრად ტკივილიანად ამოისუნთქა.
რამოდენიმეჯერ დააშორა ბაგე ერთმანეთს,მაგრამ ისევ დუმდა. ვერ ამბობდა.
მის ხელს ჩემი მიაშველე და ძლიერად მოვუჭირე.
-გერმანიაშია. მას სიმსივნე აღმოუჩნდა. სანამ შენ გაგიცნობდა 2 კვირით ადრე გავიგეთ.მეგონა იცოდი. საახლობლოში ყველამ იცოდა, მაგრამ შენ ვერ გაგიბედა. მითხრა ის ისეთი სუსტია ვერ გადაიტანსო. მითხრა რომ ისე ძლიერად უყვარდიი ამ ტკივილისთვის ვერ გაგიემეტებდა. ისევ შენთვის დუმდა ამდენ ხანს. ისევ შენ ყავდი მიზნად. რომ გამოჯანმრთელებულიყო და დაბრუნებულიყო. რომ მთელი ძალით ჩაეკარი გულში და ეთქვა რომ პატარა დაიკო ხარ. რომ მისთვის უძირფასესი ხარ და რომ ყოველი შენი გაღიმების და თბილი სიტყვის შედეგია ის რომ ახლა ის საავადმყოფოშია და სუნთქავს. რომ სწორედს შენ ააწევინე ჩაქნეული ხელი.-ჩურჩულებდა ლექსო.
-ღმერთო ჩემო...-ამოვიტირე მე და იგრძენი როგორ შემეხუთა სული.
ვგგრძნობდი უდიდეს ტკივლის.
მთელი სხეული მიცახცახებდა.
-ახლა როგორაა?-კითხე შიშით და მის თვალებს დაჟინებით ჩავაჩერდი.
-საბოლოო პასუხს 2 კვირაში გავიგებთ.-მის თითოეულ ბგერაში იგრძნობოდა საოცარი შიში.
-ლექსო,წადი მასთან. გთხოვ მასთან იყავი...-ვტიროდი მე.-ნუ დატოვებ ჩემ საბას მარტო, ორივე ერთად დამიბრუნდით..
ლექსო წამოიწია და გვერდით მომიჯდა. მთელი ძალით ამიკრა მკერდზე და საკუთარ მასრწუცებში მომიქცია.
მისი გული გამალებით ცემდა და არც ჩემი ჩამორჩებოდა.
-ჩუ... ნუ ტირი პატარავ,ისევ ამოვა მზე...-ჩურჩულებდა ის და ნაზად მეფერებოდა თმაზე.
არც კი ვიცი ტირილში როდის ჩემეძინა.
დილით გაღიძებულს ლექსო ჩემს გვერდით არ დამხვდა.
შეშინებული წამოვხტი საწოლიდან და გიჟიით გავვარდი საძინებლიდან.
მეშინოდა იმისა რომ ის ისევ წავიდა.
წავიდა და კვლავ დამტოვა მარტო.
საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი,როდესაც აივნის კართან წელს ზემოთ შიშველი ლექსო დამხვდა. მკერნ ზურგით მდგარი.
ნათლად შეინიშნებოდა მისი თითები სიახლოვეს სიგარეტის მახრჩობელა კვამლი.
მის სხეულსაც კი საოცარი ტკივლი ეტყობადა.
თითქოს ერთიანად,თითოეული უჯრედით მოეცვა ტკივლის.
მთელი ეს დრო მე ვიტანჯებოდი საშინლად. ისე საშინლად რომ სიკვილიც კი მინდოდა,მაგრამ მე ხომ არასდროს მიფიქრია მთელი ეს დრო რას გრძნობდა ის. როგორ სტკიოდა და როგორ განიცდიდა..
-ლექსო...-ამოვიჩურჩულე მე.
მხედველობა უკვე დაექვეითებინა ცრემლებს,მაგრამ მაინც დავინახე ჩემკენ შემობრუნებულის წითელი თვალები.
მთელი ძალით გავექანე და ძლიერად შემოვხვიე ხელები.
უფრო და უფრო ვუჭერდი ხელებს,თითებს და ვეკროდი მთელ მის სხეულს.
თითქოს მინდოდა მთელი მისი ტკივილი ჩემზე გადმომეტანა.
ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს და ეს შეგრძნება შვებას მგვრიდა.
მისი ცხელი სუნთქვა მოშიშვლებულ ყელზე მეცემოდა და საოცრად უცხო შეგრძენებებს მაუფლებდა.
ნელ-ნელა ჩამოვცილდი მის სხეულს,მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვუშვებდი.
ლექსომ ცალი ხელი ჩემი წელიდან სახეზე გადმოანაცვლა და სათუთად მეფერებოდა მარცხენა ღაწვზე.
ნელ-ნელა,ნაზად ცურდებოდნენ ის ნატიფნი ჩემი ყელისაკენ.
სახე ზემოთ ამაწევინა და საოცარი სიფრთხილით მიმეალერსა ბაგეზე.
მიკოცნიდა ათრთოლებულ ტუჩებს სისპეტაკით, სინაზით და ამავდროულად უდიდესი გრძნობით.
მისი თითოეული მოძრაობა თითქოს ჩემი ბაგეებიდან სულს ისრუტავდა.
ტუჩებზე სიცარიელე ვიგრძენი და ნელა გავახილე თვალები.
მაშინვე მის წარიშხლებს წავაწყდი.
საოცრად ამღვრეულ ღამეებს.
ერთმანეთის სუნთქვები სახეზე გვეფრქვეოდა და თითქოს გვათბობდა.
ნაზად მომაკრო დაბუჟებული ტუჩები ცხვირზე და ისევ ძლიერად ჩამმალა საკუთარ სხეულში.
არ იყო სიტყვები.
უბრალოდ იყო გრძნობები.
გალაქტიკის გრძნობები !...
-შენს მსობლებთან მინდა დალაპარაკება.-მითხრა ჩახლეჩილი ხმით.
დამფრთხალმა ავხედე.
-გაემზადე და წავიდეთ.-მითხრა ღიმილით და ჩამომშორდა.
15 წუთში უკვე მანქანაში ვისხედით და ჩემი მშობლებისკენ მივემართებოდით.
-ლექსო...-მზერა მოვწყვიტე ფანჯარას და თავი მისკენ მიაბრუნე.
-გისმენ.-გამომხედა მანაც წამიერად.
-საბასთან არ გილაპრაკია? როგორაა?- ვკითხე ხმის კანკალით.
-დილით ველაპარაკე.ჯერ-ჯერობით არაფერია ახალი. ნორმალურადაა. ისე როგორც უკვე 2 თვეა.-ისევ და ისევ ტკივილიანი ბგერები.
ვერაფერი ვთქვი. უნებლიედ ამიკანკალდა ნიკაპი.
-შენზე დარდობს. არ უნდოდა რომ ყველაფერი ასე გაგეგო.-ისე გამომხედა.
-ჩემზე ნუ დარდობს. უბრალოდ ძლიერი იყოს ჩემი გულისთვის...-ამოვიჩურჩულე მე და მოკეცილ მუხლებს ძლიერად ჩემოვხვიე ხელები და სახე ჩავმალე.
ვიგრძენი როგორ გაჩერდა მანქანა და მეც თავი ამოვწიე.
ლექსო ჩემკენ გადმოიცარა და ხელები შემომხვია.
-მანუ,ნუ ტირი... არ გიხდება ხომ იცი- კოცნით ამიმშრალა ცრემლები და ოდნავ გამიღიმა.
-საოცრად მენატრება...-ამოვიჩურჩულე მე.
-ვიცი ჩემო პატარავ. მასაც ენატრები ხომ იცი...-ისევ გამიღიმა.
თავი მის კისერში ჩავმალე და გავიტრუნე.
-წავიდეთ კარგი?-მიჩურჩულა მან ყურში.
მეც შევუშვი ხელები და სავარძელში გავსწორდი.
ღიმილით გადმომხედა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.
რამოდენიმეჯერ მსუბუქად მაკოცა და შემდეგ აღარც გაუშვია.
ყველას ძალიან გაუხარდა ჩვენი დანახვა.მითუმეტეს ჩვენი კლვვავ გადახლართული თითების.
საოცრად სერიოზული იყო ლექსო.
როგორც კი ყველა მისაღებში მოვკალათდით და ანოც ეზოში გავუშვით ჩემს გერდით მჯდარმა ლექსომ უფრო ძლიერად ჩამჭიდა ხელი და ღრმა ამოსუნთქვის შემდეგჩვენს წინ მჯდარ მამაჩემს შეხედა.
-ჩემი ძმა, საბა, გერმანიაშია. ეს აქამდეც იცოდით,მაგრამ საქმე იმაშია რომ საბა არა მამას გვერდში სადგომადაა იქ არამედ ის თავად წევს საავადმყოფოში მთელი ეს დრო. ეს მას აღმოუჩნდა სიმსივნე და მის დასამარცხებლად იბრძვის.-დაილაპრაკა ლექსომ.
-ვაიმე შვილო...- მაშინვე თავში წაიშნა ხელები ციციმ.
-კი,მაგრამ შვილო ეს როგორ არ ვიცოდით...-დაიძაბა მამა.
-ეს საბას სურვილი იყო,მოგეხსენებათ რომ ის და მანო პირველივე დღიდან დამეგობრდნენ. თუმცა ეს ხომ მეგობრობაზე ბევრად მეტია.მე და საბას უმარავი ტკიილი გვაქვს გადატანილი. ჩვენ ადრეულ ასაკში დავკარგეთ დედა.მე შედარებით დიდი იყავი,ალბათ ამიტომაც უფრო მედგრად შევხვდი ამ ამბავს,მაგრამ საბა არა. საბა საოცრად ჩაიკეტა. დიდი დრო დაგვჭირდა მე და მამას მის დასაბრუნებლად. ჩვენაქაურობას აღარ ვეკარებოდით,რადგან არ შეგეძლო იმ მიწაზე სიარული,რომელსაც საკუთარი დედა მივაბარეთ. გერმანიაში ყოფნისას სრულიად შემთხვევით გავიგეთ მისი დაავადების ამბავი. საბამ მაშინვე განაცხადა რომ საქართველოში სურდა დაბრუნება. სასტიკ უარს ამბობდა მკურნალობის დაწყებაზე,რადგან დედაც სიმსივნით გარდაგვეცვალა. მე და საბა წელიწადზე მეტი საავადმყოფოში ვცხოვრობდი. ვპირდებოდით დედას რომ მასთან ერთად გავიდოდით იმ ტკივილიანი კედლებიდამ,მაგრამ ასე არ მოხდა. გამოვედით ,მაგრამ სულ მოკლული მე და საბა და გაციებული დედა. ამ ამბის გაგების შემდეგ საბამ საკუთარ თავს საბოლოო დასკვნა გამოუტანა. მას ბოლომდე სჯეროდა რომ უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ მოკდებოდა. სასტიკად შეეგუა ამას. არც თავად აკეთებდა არაფერს და არც ჩვენ გვაძედა ამის საშუალებას. ყოველგვარ წამალზე უარს ამბობდა. უბრალოდ წამოვიდა საქართველოში,როგორც უკანასკნელი თვეების გასატარებლად. დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა მძიმდებოდა და საშინელი ტკივილები დასჩემდა. ჯიუტად მხოლოდ ძლიერ ტკივილ გამაყუჩებლებს ხმარობდა. მერე გაიცნო მანო და მართლა ყველაფერი შეიცვალა. მისი გაცნობიდან ერთი კვირა იყო გასული გვიან ღამით,რომ დამირეკა და ზუსტად ეს სიტყვები მითხრა : „ ლექსო,მე მინდა ბრძოლა. ჩემს ცხოვრებაში ანგელოზი გამოჩნდა. შავტუხა ანგელოზი. ნანატრი და და ერთადერთი მანდილოსანი დედას შემდეგ ვისაც ვაფასებ. ის ისეთი სუფთა და უმწიკვლოა.ლექსო ის რომ ნახო... მისი ხმა რომმ მოისმინო. დაგამონებს. მკდარს სიცოცხლის სურვილს გაგიჩენს. გამიჩინა მართა გამიჩინა. მისთვის მინდა ლექსო,მისთვის. დღეს მისთხრა რომ საოცრად მნიშვნელოვანი ვარ მისთვის, რომ მან სულამდე მიმიშვა, მთხოა გესმის?! მთხოა რომ არადროს დავტოვო,რომ მუდამ მასთან ვიყო. ისეთი ფაქიზია არ შემიძია ვატკინო. მისთვის მინდა ბრძლოა ლექსო. მისთვის მინდა სიცოცხლე. არ მინდა მისი დატოვება. მე მზად ვარ ვიბრძოლო,მაგრამ არ შემიძლია მისი მარტო დატოვება თუნაც დროებით. მინდა რომ ჩამოხიდე და ჩემი თავი შეუნაცვლო. მინდა რომ არცერთი წამით არ დატოვო მარტო. მხოლოდ ამ პირობით ვიბრძოლებ“. და მე ეს გავაკეთე. 1 კვირის შემდეგ მე აქ დავრჩი ის კი წავიდა. არ მომცა ნება მანოსთვის რამის თქმის. ის მანოს თითოეულ გაფიქრებას იცნობს და არ ემეტებოდა. გუშინ საღამოს,როდესაც სახლიდან ვიყავი გასული ისე მოხდა რომ საბამ დარეკა და მანომ უპასუხა. დაინახა ახლანდელი საბა და მომიწია მისთვის ყველაფრის თქმა. საბა მძიმედაა. ყველაფერი უფლის ხელშია. მისი ორგანიზმი დაიღალა. მთელი ეს დრო წამლებზეა. უკვე აღარაფერი შეგვიძლია. ახლა ყველაფერი მის ხელშია. ყველაფერი ორ კვირაში გაირკვევა. ახლა საბასაც და მანოსაც ერთმანეში სჭირდებათ და მეც გთხოთ რომ მომცეთ ამის უფლება. ბატონო გიორგი, მანოს წაყვანის ერთადერთი გზაა.-ერთხანს გაჩუმდა. თავი დაბლა დახარა. მერე მე ამომხედა და ისევ გააგრძელა- პირველივე დღიდან შემიყვარდა მანო. ეს სიყვარულზე მეტია. ის უბრალოდ შემესისხლხორცა. უბრალოდ ის იგრძნობა ჩემს თითოეულ ამოსუნთქვაში. ის არის ჩემი ყოველი მზის ამოსვლა. ის ჩემი სულის ლამპარია. მანო ზეციურ სამყოფელსა და ამ სამყოფელს შორის არსებული კავშირია. ის უბრალოდ მანოა,ჩემი გულის ნაწილი კი არა,თავად ჩემი გული. სისხლით კი არ მასაზრდოვებს. სისხლად ჩქეფს ჩემში. არ ვარ პატარა ბიჭი. ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს გაანალიზეული და ვიცი რომ ეს გრძნობაც გადავლითი არაა. გადამიაროს? მაშინ არამც თუ ცოცხალი და არამც თუ მკდარი არ უნდა ვიყო. მაშინ უნდა გაქრეს სამყაროში ყველა და ყველაფერი და თავად სამყარო უნდა გაქრეს.მე ზზუსტად ვიცი რომ სწორედ ის იქნება ჩემი მეგზური მთელი სიცოცხლისა მანძილზე და გარდაცვალების შემდეგაც კი. ვიცი რომ სწორედ მის მუცელში გაიზრდებიან ჩემი შვილები და სწორედ მის მკერზე დააწვენე ჩემ სილებს პირველი ტირილისას. მე მხოლოდ მაშთან შემიძლია შევირიო ჭაღა და მხოლოდ მისი თვლაების ყურებისას შემიძლია დავლიო სული. არაა დიდი დრო რაც მე და მანომ ერთმანეთი ვიპოვეთ. ისიც ვიიც რომ ის ჯერ ისევ პატარაა და რომა რა ეს გარემოება ამას არც კი ვიტყოდი. უბრალდო მინდა გთხოვოთ რომ მენდოთ. შესაძლოა რომ ჩემმა ძმამ. რომ საბამ დამტოვოს და გთხოთ მომცეთ ნება რომ თუ კი ესაა უფლის ნება ამასრულებინოთ მე ჩემი ძმის ნერბა და გამატანოთ მანოს თავი მასთან. ამასრულებინოთ მისი ნატვრა და მას წინ დავუყენო მანო , მისი ანგელოზი და ჩემი ცოლი. მე არ ვითხოვ ოჯახის შექმნას. ზსუტად ვიცი ეს რამხელა პასუხისმგებლობაა, უბრალოდ იმისთვის რომ მანო საბას ჩავუყვანო საჭიროა რომ მე და მან ხელი მოვაწეროთ.ეს მხოლოდ ხელისმოწერა იქნება. ჩვენ ისევ სხვადასხვა სახლებში ვიცხოვრებთ უბრალოდ ჩვენ უკე ვიქნებით ცოლ-ქმარი, ფურცლებზე. მე მანამ დაველოდები მანოს სანამ ორივე არ მივხვდებით რომ მზად ვართ ოჯახის შექმნისთვის. უბრალოდ ეს გარდაუვალაი. დღეს თუ ხვალ ის მაინც ჩემი სამუდამო მეგზურია. უბრალოდ ახლა გვაჩქარებს ცხორება. უბრალოდ ახლა უნდა მიუსწრო ძმას და გთხოვთ ნუ მეტყვით უარს.-ამოიჩურჩულა ლექსომდა ჩამოწვა საოცარი მდუმარება.
არ ვიცოდი რა მეთქვა.
ჩემში უამრავი გრძნობა ირეოდა.
მაგრამ გული ყვიროდა სულის ჩაწყვეტამდე რომ მიყვარდა მთელი არსებთ და მთელი გრძნობით!
მთელი სახე დანამული მქონდა ცრემლებით.
მთელი სხეული მიცახცახებდა.
უეცრად წამოიმართა მამა ფეხზე.
ჩვენკენ წამოვიდა. ლექსოც მაშინვე ფეხზე წამოდგა და მეც მას მივყევი.
მამამ ერთხანს უყურა თვალებში.
შემდეგ უფრო ახლოს მოიწია მაშთან და მოულოდნელად მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
-ვერასდროს წამრმოვიდგენდი თუ კი ოდესმე შევძებდი მანოს სხვისთვის დათმობას,მაგრამ ახლა ჩემს თავზე მეტად განდობ მას. პირველივე დღიდან შვილად მიგიღე და ასე იქნება სამუდამოდ და გახოსვდეს რომ მე უდიდეს პატივს გცემ მხოლოდ იმიტომ რომ ასე გიყვარს ჩემი მანო და ასეთ პატივს სცემ მას. გზა დამილოცნია შვილო !- თქვა მამამ და ცრემლში მცურავი თვალები მომავლო.
შემდეგ გულში ძლიერად ჩემიკრა
-იბედნიერე-მიჩურჩულა მან და შუბლზე ძლიერად მაკოცა.
მთელი ღამე ლექსოს მკერდზე მედო თავი და ფიქრების ზღვაში დაუღალავად ვცურავდი.
მეორე დღსვე დაბრუდნით თბილისში და ხელი მოვაწერეთ.
ცრემლიანი თვალებით სავყურებდი ლამაზად გაფორმეუბულ ფურცელს რომელიც ჩემი და ლექსოს კავშირს კანონიერად ამოწმებდა.
და მე უკე მერქვა მისი ცოლი მას კი ჩემი ქმარი.
საჩქაროდ დავიწყეთ საბუთების მოწესრიგება.
ახლა მიზანი მხოლოდ ერთი იყო- საბას სიცოცხლე !
ერთ კვირაში ყველაფერი მოვაგვარეთ უამრავი ძალისხმევის ხარჯზე.
გამოვემშვიდობეთ ჩვენებს მათ ლოცვა და კურთხეა წავიყოლეთ და მაღლა ცაში თეთრი ჩიტით გავფრინდით.
აეროპორტში ლექსოს მამა დაგვხვდა.
ის საოცრად გავდა საბას. მისი დანახვისას უფრო მომეძალა მონატრება.
-მამა გაიცანი ეს მანოა,ჩემი ცოლი.-წარუდგინა ჩემი თავი საბას ასლს-ეს კი მამაჩემია ზურა.
მთელი სხეული ამიცახცახდა.
უეცრად მთელი ძალით ჩამიკრა მამაკაცმა გულში.
საოცრად გამაბედნიერა მისმა ამ საქციელმა.
-მადლბა ყველაფრისთვის შვილო.-მიჩურჩულა მან.
მთელი ძალით შემოვხვიე ხელები მას და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს საბას ვეხვეოდი.
საბამ არ იცოდა ჩვენი ჩამოსვლის ამბავი.
ბარგი ბატონ ზურას გავატანეთ და მე და ლექსო საბასკენ გავეშურეთ.
უფრო და უფრო მემატებოდა ღელვა და უფრო და უფრო ვუჭრდი ლექსოს ხელს.
-ყველაფერი კარგადაა...-მაშვიდებდა ის.
პალატის კართან მდგარის გულსი ცემას ყელში ვგრძნობდი.
ღრმად ჩავისუნთქე და სახელური დავწიე.
სისთეთრე და ამ სითეთრეში ეულად მდგარ საწოლში მისავათებული თეთრი საბა.
ჩემი თეთრი საბა.
აშკარად გამხდარს სახე ფანჯრისჯენ მიებრუნებინა და სადღაც შორს,ძალიან შორს იყურებოდა.
აღარც ლამაზი შავი წარბები ქონდა. აღარც ბარაქიანი შავი მინდვრები,აღარც ზღარბივით მჩხვლეტავი თმა და აღარც ის ღიმილი.
საოცრად ჩამქრალი იყო ჩემი მზე საბა.
უამრავი მილი მიეერთებინათ მისი სხეულისთვის და უარავი მოწრიპინე აპარატურა ფანტავდა სიჩიმეს.
ნიავიით იწვა საწოლზე.
მიმეყნა სხეული.
თითქოს მოვკვდი.
ოღონდ ასე არა. ოღონდ ასე არა ღრმერთო,ოღონდ ასეთი საბა არა.
გავიგონე „ტკაც“ და სულ ნამხვრევებად დავიშალე. დავიფანტე ძირს ისე რომ ვერც კი შეაგროვებდით ჩემს ნაწილებს.
ღმერთო ჩემო, როგორ უგრძნობად ვიყავი უკვე.
როგორ მსურდა რომ სულ გავმქრალიყავი.
წელზე თბილი ხელის შეხებამ თითქოს აღმიდგინა შეგრძნებები.
ნელა გადავდგი ნაბიჯი და გამიკვრიდა რომ არ ჩავიკეცე.
ვერც კი ვგრძნობდი როგორ ვადგავდი ნაბიჯებს.
ისევ არ აბრუნებდა საბა თავს.
საოცრმა შიშმა მომიცვა.
დაჟინებით ვაკვირდებოდი მის მკერდს.
და თხოვდი რომ ჩაზნექილიყო ზეწარი.
მის საწოლთან ვიდექი
ის კი კვლავ არ ინძრეოდა.
მთლიანად მოცახცახე ხელით შევეხე მის გაყინულ ხელს და გამცაცია.
მისი ხელი ჩემს ხელზე დავიდე და მწარედ ამოვიგმინე.
თითქოს სადღაც მიბნედილ,ბნელ კუნჭულში გონებამ დაუშვრა რომ...
თვალები დავხუჭე და შენთქვაც კი შევწყვიტე.
გონება სულ გამეთიშა.
-მანუშ...-ჩამესმა საოცრად ტკივილიანი ხმა. ოდნავ ჩამეღიმა და უფრო მეტკინა სული.
სუსტად ვიგრძენი ჩემს ხელებში მოქცეული ცივი ხელის შერხევა.
შიშით გავახილე თვლაები და დავინახე ის.
ის შავი გაცრეცილი თვალები.
ოდნავი ღიმილი და დამეფიცება რომ მკვდარი აღვსდექი.
მინდოდა უამრავი სიტყვის თქმა,მაგრამ წყეული ბაგეთაგან არ მოდიოდა არცერთი ბგერა.
მხოლოდ უყურებდი მის ტკივილიან და დაღლილ თვალებს
ღმერთო ჩემო როგორ ძლიერ ,როგორო ძლიერ გამახარა მისმა თვალების დანახვამ.
-ჩემო მანუ... ჩემო ანგელოზო...-ისმოდა მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტ მჟღერი ხმა და გრძნობდი როგორ ცოცხლდებოდა ჩემი ტითოეული უჯრედი.
_________--
ჩემო ძვირფასებო...
ცოტა ნაწყენი კი ვარ თქვენზე...
მაგრამ კარგით ეგეც არაფერი. იმედია მოგეწონებათ. ვეცდები ხვალაც დავდო.
უყვარხართ ელის <3






№1  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესოა მომწონს წერის სტილიც, მაგრამ ისე აგვიანებ მავიწყდება წინა თავში რა წავიკითხე.აღარ დააგვიანო და უფრო დიდი თავები დადე რა წარმატებას გისურვებ.

 


№2  offline მოდერი ელი

lalita
საინტერესოა მომწონს წერის სტილიც, მაგრამ ისე აგვიანებ მავიწყდება წინა თავში რა წავიკითხე.აღარ დააგვიანო და უფრო დიდი თავები დადე რა წარმატებას გისურვებ.



უბრალოდ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ვერ ვახერხებ ხოლმე, მაინც ყველანაირად ვეცდები <3

 


№3 სტუმარი Teo..

Sheudarebeli xar.arvici ra sheizleba moxdes,magram gtxov ra Saba ar mokvdes.ratqma unda es sheni gadasawyvetia.gtxov axar daagviano.

 


№4  offline წევრი Firefly

მიყვარხარ მე შენ!
ჰოდა,ნუ მოკლავ რა საბას..
--------------------
M.T

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ ... იმ ...პირველი შეგრძნებით წავიკითხე... ტკივილმა თითოეული უჯრედი მოიცვა.. ისევ დავცარიელდიიი, ისევ დავბრუნდი... მაგრამ ტკივილმა მაინც თავისი გაიტანა და ღრმად გაიდგა ფესვები..
წარმატებებიი...
გელიი...
ხომ, იცი რომ გელი?...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent