შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Mein Stern (1)


25-04-2016, 11:08
ავტორი Keke27
ნანახია 12 443

(Mein Stern - გერმ. - ჩემო ვარსკვლავო)

• * * *
თვალები ადამიანის სულის სარკეაო, გსმენიათ ალბათ ყველას და დამეთანხმეთ, რომ ეს ცამდე სიმართლეა.
ყველაზე მხიარულ ადამიანებს ყველაზე სევდიანი გული აქვსო, ესეც ხომ გსმენიათ?...

ერთი შეხედვით ის ძალიან მხიარული იყო. უამრავი ადამიანი ირეოდა მის ირგვლივ, ნაცნობი თუ უცნობი. იფიქრებდი, რომ „აი, ამას რა უჭირს, უამრავი მეგობარი ჰყავს გვერდით და როგორი ბედნიერია“... კი, ნამდვილად ასე იფიქრებდით, რადგან ასე ჩანდა. ბევრი კარგი მესმოდა ოცდათორმეტი წლის გაბრიელ კანდელაკის შესახებ. თითქმის ყველა აღნიშნავდა, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია. კეთილი, თბილი, მხიარული, გიჟი, გადარეული... შეუძლებელი იყო მასთან ადამიანს მოეწყინა...
მაგრამ ძალიან ცოტას თუ შეეძლო ამ ყველაფრის მიღმა მასში სევდით და დარდით სავსე სული დაენახა.
თვალებმა გასცეს. ვერ შეინიღბნენ საგულდაგულოდ.
იქნებ მე აღმოვჩნდი კარგი მკითხველი.
იქნებ სწორედ მაშინ შევავლე თვალი, როდესაც საკუთარ თავთან მარტო იყო და იმ დარდს და სევდას უმკლავდებოდა.
დადიოდა დინჯი, ფართო და მტკიცე ნაბიჯებით.
თითქმის ყოველ დილით მიწევდა მისი ნახვა. თავიდან მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდით, შემდეგ კი მოკითხვითაც.
ჩემი ჟურნალისტური ინტერესი მოსვენებას არ მაძლევდა, თუ რა იყო მიზეზი, მის თვალებში აღბეჭდილი დარდისა.
ერთ დღესაც მოვიკრიბე გამბედაობა და ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. ისიც ვუთხარი, რომ სიამოვნებით მოვისმენდი თუ, რა თქმა უნდა, მოისურვებდა მოეყოლა ჩემთვის მიზეზი მხიარულებით შენიღბული დარდისა.
დინჯად ჩაეღიმა, მერე კი დამთანხმდა.

ვარდობის თვე იყო, მაისი. ერთმანეთს ვერის პარკში შევხვდით.
ვნერვიულობდი საშინლად.
მხიარულად მომესალმა, როგორც სჩვეოდა.
_ვიცი, რომ ჟურნალისტი ხარ, ალბათ რაიმეს დაწერას აპირებ ჩემზე. - მითხრა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა.
_ჯერ მოგისმენთ და შემდეგ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შეიძლება დავწერო კიდეც. - ვუთხარი და მეც მოვკალათდი იმავე სკამზე.
_არ ვარ წინააღმდეგი. თუმცა უნდა გითხრა, რომ ყველასთან არ ვსაუბრობ ამ თემაზე... არა, თითქმის არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ შენ რადგანაც დაგაინტერესა მოგიყვები. - განმიცხადა მშვიდად.
_ძალიან კარგი. - გამიხარდა და გავიღიმე.
თვითონაც გაეღიმა.
_ხომ არ აჯობებს ჯეკობსონისეულ რელაქსაციას მივმართო? აი, წამოვწვე აქ, მოვადუნო კუნთები, დავხუჭო თვალები და მერე დავიწყო თხრობა? - მკითხა უცებ სიცილით და მართლა მოემზადა წამოსაწოლად.
_როგორაც გირჩევნია. თუმცა, ეგ დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიფერენციული რელაქსაცია უფრო მოსახერხებელი იქნება. იჯექი ჩვეულებრივად და ისე მოდუნდი. - ავყევი სიცილში.
_კარგი, იყოს ეგრე.
_მაშ ასე... დავიწყოთ. - უბის წიგნაკი და კალამი მოვიმარჯვე და ვკითხე: - როგორ დაიწყო ყველაფერი?
_კითხვიდან გამომდინარე ვხვდები, ინტუიციით იცი საქმე ქალს რომ ეხება. - მითხრა და ჩაეცინა. არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიწურე.
თავი ჩახარა. ქვაფენილს ჩააჩერდა ჩაფიქრებულმა. დუმდა. ვდუმდი მეც. მერე ძალიან ნელა ასწია თავი, ისე თითქოს, დედამიწის სიმძიმე კისერზე დაწოლოდა.
_ცხრამეტი წლისამ გადავწყვიტე წავსულიყავი საქართველოდან. - დაიწყო თხრობა. - იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ ვხედავდი, რომ იმ დროინდელ საქართველოში, თუ „კარგი პატრონი“ არ გყავდა, აზრი არაფერს არ ჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტე დამეტოვებინა სამშობლო და ბედი საზღვრებს გარეთ მეცადა. მეგობრისგან გავიგე პროგრამა ოპერობის შესახებ. ანუ, ესაა პროგრამა ევროპის ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია სხვა ქვეყნის კულტურისა და ენის გაცნობა. ამის შესაძლებლობა თვრამეტიდანდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ადამიანებს ერთი წლით სხვა ქვეყნის რომელიმე ოჯახში ცხოვრებით ეძლევა. ოპერს ევალება ბავშვ(ებ)ის მიხედვა დღის პირველ ნახევარში და შეთანხმებისამებრ სახლის მარტივ საქმეებში დახმარება. ბიჭები ძირითადად ბაღის მოსავლელად ან მძღოლებად სჭირდებათ, გოგონები-საჭმლის გასაკეთებლად, დასაუთოებლად და ოთახის მისალაგებლად. ოპერმა კვირაში 30 საათი უნდა იმუშავოს მხოლოდ და შაბათ-კვირა თავისუფალი ჰქონდეს. მას ევალება ენის კურსებზე სიარული, რაშიც ოჯახმა ხელი უნდა შეუწყოს. მასპინძელ ოჯახში ცხოვრებით ის ეცნობა სხვა ქვეყნის კულტურას. აქვს მცირეოდენი ხელფასიც – 260 ევრო თვეში.
მოკლედ, დავუკავშირდი აგენტს. მერე შევხვდი და დამინახა თუ არა, მაშინვე წამოიძახა „აი, სწორედ შენ ხარ ის, ვინც მჭირდებოდა. მე მყავს ერთი ოჯახი, რომელსაც სჭირდება ბიჭი ძიძა“ - ო. თან იქვე დასძინა, რომ ქართველი ბიჭი მუშაობდა იმ ოჯახში. მე სიხარულით ცას ვეწიე, პირველ მცდელობაზევე რომ გამიმართლა.
„ორი ბავშვია. უფროსი ოთხი წლის არის და უმცროსი ორი წლის. ოღონდ ერთი ბავშვი ძალიან პრობლემურია, არ ესმის“, მითხრა ამ ქალმა. მე, რა თქმა უნდა, მაინც დავთანხმდი და ასე გავხდი ოპერი.
აპრილი იყო გერმანიაში რომ წავედი.
შნაიდერების ოჯახი, სადაც მე მომიწია მუშაობა, იყო ძალიან მდიდარი იმ დასახლებაში.
ეს ოჯახი ფლობდა კომპანიას, სადაც გემები შენდებოდა. სულ დაკავებულნი იყვნენ და თითქმის მთელი დღე არ მოდიოდნენ სახლში. ანუ, ბავშვები სულ ჩემთან იყვნენ. არც შაბათი-კვირა არსებობდა ჩემთვის და არც საღამოს დასვენების საათები. რა თქმა უნდა, მე შემეძლო დამეტოვებინა ბავშვები როცა დასრულდებოდა ჩემი სამუშაო დრო, მაგრამ ვერ ვაკეთებდი ამას. თან ბავშვებთან ურთიერთობისას ვცდილობდი გერმანული ენა მესწავლა.
სამი თვე მიილია ამასობაში და უკვე ვატყობდი, რომ ფსიქიკურად ძალიან მიჭირდა ამ რეჟიმით ცხოვრება. უცხო ქვეყანა, ქართველი არავინ იყო იქ.
თან რა არის იცი? როცა ასე მოწყვეტილი ხარ ყველას და ყველაფერს, შენი არავინ და არაფერია იქ სადაც ხარ, უფრო გამძაფრებულად გაქვს სურვილი იმისა, რომ ვინმე გყავდეს გვერდით. ვინმე ისეთი ვისზეც ჩახუტება და ვისთვისაც შენი პრობლემების მოყოლა, გულის ბოლომდე გადაშლა მოგინდება. გჭირდება ადამიანი, რომელიც ეცდება გული გაგითბოს, შინაგანად გაგაძლიეროს მისი არსებობით. ეცდება გაგაღიმოს, გუნება გამოგიკეთოს, იზრუნოს შენზე და ეს ყველაფერი სიყვარულით გააკეთოს.
ამ ყველაფერის დანაკლისს განვიცდიდი და უფრო მიძნელდებოდა ემიგრაციაში ყოფნა, თან ასეთი გიჟური რეჟიმით.
ერთ დღეს თავისუფალი დრო მქონდა და ველოსიპედით გადავწყვიტე გასეირნება. გზად ტყე უნდა გამევლო. ამ ტყის გვერდით დასახლება იყო. რაღაცნაირად, არ მახსოვს რატომ, გავჩერდი და მომენტალურად თვალი მოვკარი, ერთ-ერთი სახლის აივანზე იდგა გოგო. ეს გოგო იმდენად მომეწონა ერთი დანახვით, რომ სუნთქვა შემეკრა. ახლაც ვერ ვხვდები რა დამემართა მაშინ. ალბათ იმ ფაქტორმაც დიდი როლი ითამაშა, ვინმეს გამოჩენას რომ ვნატრობდი და სასწაულებრივად ეს გოგო გამოჩნდა იმ დღესვე. მოკლედ, ამ გოგოზე გადავირიე.
_როგორი იყო ფიზიკურად? - ვკითხე მე.
_ნიკოლი? - მკითხა და სივრცეს გაუსწორა თვალი მერე. სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა. თვალები ისევ სევდიანი გაუხდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ნიკოლი მის წინ იდგა, გაბრიელი კი მზერით ეფერებოდა. - ნიკოლი, რომ დავინახე ესპანელი მეგონა. - განაგრძო, თუმცა სადღაც სივრცეში არსებული გოგონასთვის მზერა არ მოუცილებია, -ის იმდენად ლათინო შესახედაობის იყო, მაგრამ წმინდა სისხლის გერმანელი აღმოჩნდა, რამაც ძალიან გამაკვირვა. აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა გერმანელის. ხორბლისფერი კანი, წაბლისფერი გრძელი თმა, პატარა ლამაზი ცხვირი, მუქი ყვაისფერი თვალები, ტუჩ-კბილი და ღიმილი ჰქონდა რაღაც საოცრება. რომ გაიღიმებდა მთელ სხეულში ელექტრონები მივლიდა. - ბოლო სიყვებზე გაეცინა. - მოკლედ, მოვინდომე ამ გოგოს გაცნობა.
ისე მოხდა მერე, სკვერში რომ გამყავდა ბავშვები სათამაშოდ მასაც ვხედავდი.
ვხედავდი, რომ მასაც ჰყავდა ბავშვები. ვცდილობდი ჩემს ბავშვებს იმ ტერიტორიაზე ეთამაშა, სადაც მისი ბავშვები თამაშობდნენ, რომ საშუალება მქონოდა ამ გოგოსთან გამოლაპარაკების, მაგრამ ვერა, ვერანაირად ვერ მოვახერხე ეს. თან ეს გოგო ზედაც არ მიყურებდა, თითქოს იქ არც ვარსებობდი.
ორი, უშედეგო თვე გავიდა ამ მცდელობა-მცდელობაში.
იმ ტერიტორიაზე, სადაც მე ვცხოვრობდი, არის ხელოვნურად შექმნილი ტბა, რომელიც ხუთ დასახლებას აერთიანებს. ანუ, ძალიან დიდი მოცულობის არის. მოკლედ ამ ტბაზე, ჩემს ოჯახს საკუთარი გემი ჰყავდათ, რომელშიც განთავსებული იყო, რესტორანი და კაფე-ბარი.
ზოგჯერ იმ გემზეც მიწევდა მუშაობა დამხმარედ. ერთ დღეს, რომელიღაცა სერიალის მსახიობები ჰყავდა მოწვეული და წვეულება იმართებოდა. მეც იქ ვიყავი, მიმტანის ამპლუაში. ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში. ვცდილობდი ისე გამევლო მათ შორის, რომ ვინმეს არ დავჯახებოდი ან სასმელი არ დამღვროდა. მაგრამ მაინც მოვახერხე გმირობის ჩადენა (იცინის), უკუსვლით მივდიოდა და უცებ ვიღაცას ისე შევეჯახე გვერდები ამტკივდა. სიმწრისგან თვალები დავხუჭე წამიერად და მაშინვე მივტრიალდი ბოდიშის მოსახდელად. მაგრამ რამე მეთქვა კი არა, სუნთქვა დამავიწყდა, ფერები გადამივიდა სახეზე, თვალებს არ ვუჯერებდი, ჩემს წინ ნიკოლი იდგა. შევატყე მასაც იგივე დაემართა რაც მე, და ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც, რატომ ჰქონდა ამ გოგოს ასეთი რეაქცია ჩემი დანახვისასთქო, ის ხომ არასოდეს მიყურებდა მე, მისთვის ხომ არავინ ვიყავი. მოკლედ, ბოდიში მოვუხადე. „არაუშავს“, მითხრა გერმანულად. მივხვდი, რომ მან ინგლისური არ იცოდა. ისიც მიხვდა, რომ მე გერმანული არ ვიცოდი (იცინის). თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენს შორის დიალოგი შედგა, თარგმანის დონეზე, მისი მეგობრის დახმარებით. იმ გოგომ მითხრა: „ იცი, ნიკოლს ძალიან უნდოდა შენი გაცნობა და ახლა ძალიან გახარებულია, რომ შეგხვდა“. ამის მოსმენისას გავშრი. არ მოველოდი. „მეც ვცდილობდი მის გაცნობას, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე“ - თქო ვუთხარი მათ. ნიკოლს გაეღიმა, „ ეტყობა შენმა ოჯახმა არ გითხრა, ბოლო თვეებია, დიალობით ტბის სანაპოროზე დავრბივარ და თქვენთან მოვდიოდი თქვენი ძაღლი მიმყავდა სასეირნოდ, იმ იმედით, რომ ერთ დღეს შენ შემხვდებოდი და მოვახრეხებდით გაცნობას“....



№1  offline წევრი Pepper

გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა <3
კარგი და განსხვავებული დასაწყისია
რაც არ გამკვირვებია შენგან <3
ჯერ კიდევ შეყვარებული ვარ "ბედნიერება გაზიარებით"-ზე და დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც მსგავსად ბედნიერების ღიმილს მომგვრის სახეზე <3
ველოდები მომდევნო თავს <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

Pepper
გამიხარდა შენი ახალი ისტორიის დანახვა <3
კარგი და განსხვავებული დასაწყისია
რაც არ გამკვირვებია შენგან <3
ჯერ კიდევ შეყვარებული ვარ "ბედნიერება გაზიარებით"-ზე და დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც მსგავსად ბედნიერების ღიმილს მომგვრის სახეზე <3
ველოდები მომდევნო თავს <3


მიხარია, რომ შემიძლია ჩემი მკითხველის გახარება. love

ეს ისტორია მიყვარს ძალიან, ისე, როგორც მიყვარს "ბედნიერება გაზიარებით"...

შემდეგი თავიც მალე იქნება.. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3 სტუმარი ემი

კეკე "შანსს" აღარ აგრძელებ?

ძალიან მომწონდა winked

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

ემი
კეკე "შანსს" აღარ აგრძელებ?

ძალიან მომწონდა winked


როგორც გითხარით, "შანსი" რეალურ ფაქტებზე აგებული და ის რაც უნდა დამეწერა ვიკას და ანდროს წყალობით სრულიად შეიცვალა. ))) ველოდები მოვლენების განვითარებას, რომ განვაგრძო შემდეგისთვის წერა. )))) love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5 სტუმარი ემი

იმედია უკეთესობისკენ შეიცვალა love ველოდები ...

ეს ისტორია რომ ძალიან მაგარი იქნება, დარწმუნებული ვარ... მაგრამ ეჭვი მაქვს, ასეთი პატარა თავები ჩემ ნერვებს შეიწირავს recourse

არადა იმასაც ვერ მოვითმენ, დასრულებამდე არ წავიკითხო wink

 


№6  offline ახალბედა მწერალი Keke27

ემი
იმედია უკეთესობისკენ შეიცვალა love ველოდები ...

ეს ისტორია რომ ძალიან მაგარი იქნება, დარწმუნებული ვარ... მაგრამ ეჭვი მაქვს, ასეთი პატარა თავები ჩემ ნერვებს შეიწირავს recourse

არადა იმასაც ვერ მოვითმენ, დასრულებამდე არ წავიკითხო wink

არ არის პატარა. აქ 8 გვერდია. სრულიად ნორმალური ზომაა. ;დდ <3
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№7 სტუმარი თა თუ

კეკეეე სტარტი მაგარია მომეწონა ძალიაან... ეჭვი არ მეოარება რომ საინტერესო იქნებაა... <3

 


№8  offline ახალბედა მწერალი Keke27

თა თუ
კეკეეე სტარტი მაგარია მომეწონა ძალიაან... ეჭვი არ მეოარება რომ საინტერესო იქნებაა... <3

mixaria.. ♡♡♡♡♡
madloba.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№9  offline წევრი მოლურჯო

ვგიჟდები მე შენზე უბრალოდ ვგიჟდები
არ მიყვარს ლოდინი
მაშასადამე...როდესაც დაამთავრებ მაშინ წავიკითხავ
--------------------
მარიამი

 


№10  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები ...უზომოდ გამახარა შენმა სიახლემ..ძალიან ძალიან მიხარია ახალი ისტორია რომ დაიწყე..დაველოდები ყოველდგე ახალ თავს..ძალიან მაგარი ხარ <3

 


№11  offline მოდერი chica sol

კეკე რომ იცოდე როგორ გამახარა შენმა ახალმა ისტორიამ ტკბილო. მე როგორც წესი, დასრულებულ ისტორიებს ვკითხულობ და სულმოუთქმელად ველი დასასრულს.
სულ ახლახანს ჩავიგდე "უკვე წიგნი" "ბედნიერება გაზიარებით" და ისედაც მრავალჯერ წაკითხული ისევ გადავიკითხე... მეამაყები და მიხარიხარ.
გელი❤❤❤

 


№12  offline მოდერი Eleniko13

იეს !
გელოდებოდი, კეკე...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№13  offline წევრი Ignifex

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას და ძაააააალიან მომწონს <3 საინტერესო ჩანს,ველი მოუთმენლად შემდეგს <3

 


№14 სტუმარი მიკა

არაა საჭირო იმის საჯაროდ ფრქვევა,რომ გერმანულის აზრზე არ ხართ ზოგიერთები:დდ თრანსლეით.რუს მაინცდამაინც ნუ დაუჯერებ,ავტორ,ან შენს ნაცნობებს კიდე,რომლებიც ორ ზმნას ვერ არჩევენ ერთმანეთისგანÖდდდდდ ჯერ ნორმალურად ისწავლე ენა და მერე წერე ჩაურთე ფრაყები ისტორიებში:დდდდდ

 


№15  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როგორც ყოველთვის საოცრებაა ხარ კეკე ძაან მაგარია

 


№16  offline ახალბედა მწერალი Keke27

მიკა
არაა საჭირო იმის საჯაროდ ფრქვევა,რომ გერმანულის აზრზე არ ხართ ზოგიერთები:დდ თრანსლეით.რუს მაინცდამაინც ნუ დაუჯერებ,ავტორ,ან შენს ნაცნობებს კიდე,რომლებიც ორ ზმნას ვერ არჩევენ ერთმანეთისგანÖდდდდდ ჯერ ნორმალურად ისწავლე ენა და მერე წერე ჩაურთე ფრაყები ისტორიებში:დდდდდ


chemo sayvarelo, ar mchirdeba germanulis codna imistvis, rom istoriebi vwero. ase, rom shegidzlia moeshva, modunde da daikido... sxva rameze idarde, tundac imaze, rom shennairi ganatlebuli adamiani chemi istoriebis wasakitxad icli. :)
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№17  offline წევრი irinka-italia

kekeee vgijdebi me shens nichierebaze da piradad shenzee .chemitvis gmiri gogo xar shen

 


№18  offline ახალბედა მწერალი Keke27

მიკა
როცა იყენებ გერმანულ ფრაზებს,ჩინურის ცოდნა არ გამოგადგება მაშინ,ხო?:დდ სადარდებელი რაა იმაში,რომ ისტორიას ვკითხულობ?:დდ უბრალოდ,როგორც გერმანისტს,არ მომწონს,როცა ჩემს ენას ამახინჯებენ,ესაა და ეს:) ამიტომ,ჯერ კარგად ისწავლე გერმანული და მერე აფრქვიე ცოდნა:დდ


shens enas? )))
kai.. )))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№19 სტუმარი მიკა

ხო,პუპს,ჩემს ენას:) მაგრამ არაა აუცილებელი,ყველაფერი პირდაპირ გაიგო:) იმედია,გაითვალისწინებ,წარმატებები.

 


№20 სტუმარი Koki

მაშინ "ჩემი" ენაც გამოდის, მაგრამ აქ დამახინჯებულს ვერაფერს ვხედავ. კეკე მაგარი გოგო ხარ ესე გააგრძელე :*

 


№21  offline ახალბედა მწერალი Keke27

Koki
მაშინ "ჩემი" ენაც გამოდის, მაგრამ აქ დამახინჯებულს ვერაფერს ვხედავ. კეკე მაგარი გოგო ხარ ესე გააგრძელე :*


shen gaixare. :)))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№22  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargiaaa :-) veli aaxals moutmenlad :-*

 


№23 სტუმარი მიკა

შენი ენა როგორ გამოდის?:დდ შეცდომებს ვერ ხედავ ანუ?;დ ენის ცოდნაზე გერმანულში ვისენ-ს რო არ ამბობენ არ იცი მაგდენი?:დდ ან პრობლემა საშუალო სქესის რომაა და უარყოფითი ნაცვალსახელიც შესაბამისად უნდა მიუსადაგო,არ გსმენია ხო?;დდ ან კიდე საერთოდ ელემენტარული,არსებითები რო დიდი ასოთი იწერება, არც ეგ გაგიგია ალბათ,თორემ არ იტყოდი,არ იყო მანდ შეცდომებიო:დდ

 


№24  offline ახალბედა მწერალი Keke27

მიკა
შენი ენა როგორ გამოდის?:დდ შეცდომებს ვერ ხედავ ანუ?;დ ენის ცოდნაზე გერმანულში ვისენ-ს რო არ ამბობენ არ იცი მაგდენი?:დდ ან პრობლემა საშუალო სქესის რომაა და უარყოფითი ნაცვალსახელიც შესაბამისად უნდა მიუსადაგო,არ გსმენია ხო?;დდ ან კიდე საერთოდ ელემენტარული,არსებითები რო დიდი ასოთი იწერება, არც ეგ გაგიგია ალბათ,თორემ არ იტყოდი,არ იყო მანდ შეცდომებიო:დდ


აუ, მიკა... დავაი რა... winked
წადი სხვაგან "აფრქვიე შენი ცოდნა" არ გამიწყალა გული?!... angry
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№25 სტუმარი მიკა

მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და შენ რატო გადახვედი ზედმეტებში?:) ცოდნას მე კი არა,შენ აფრქვევ,რაღაც სულელურ ფრაზებს რო წერ,მე უბრალოდ შეცდომები შეგისწორე და ვისაც რამე არ მოეწონა,იძიწე ვსე ნახხვამდის რა:)

 


№26 სტუმარი ნანიკო

კეკე საყვარელო შანსი დააამთავრე რააა დადე გთხოოოოვ

 


№27 სტუმარი Koki

მეღადავება ეს ადამიანი თუ დავბრმავდი :D აქ გერმანულად დაწერილს მარტო სათაურს რატო ვხედავ :D

 


№28  offline ახალბედა მწერალი Keke27

Koki
მეღადავება ეს ადამიანი თუ დავბრმავდი :D აქ გერმანულად დაწერილს მარტო სათაურს რატო ვხედავ :D


eg imdenad ghrmadaa germanistikashi shechrili, qartulic germanuli hqonia. :D :D :D
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№29 სტუმარი mari

keke dzalian saintereso istoriebs wer,dzalian momwons.
axals velodebi.))

 


№30  offline წევრი OnlyGirl

პირველ რიგში ძალიან გამიხარდა შენი ახალი ისტორია რომ დავინახე, მაგრამ ვერ წავიკითხე რაღაც მიზეზების გამო.. ეხლა, როგორც კი შემოვედი მაშინვე ჩავრთე და ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა <3 სულ ყველგან ვაკვეხებ და აქაც გეტყვი, რომ შენი "ქმედება ოცნების ნაცვლად" ჩემი საყვარელი მოთხრობაა <3 ძალიან კარგი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent