შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯს ურჩხული შეუყვარდა (4)


27-04-2016, 11:17
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 257

თავი ისე მტკიოდა მეგონა გამისკდებოდა ,ყურებში რაღაც ხმები ჩამესმოდა .სრული ქაოსი იყო ჩემს გონებაში .წამით ისიც ვიფიქრე რომ სხეულისგან ვიღაცამ დაასორა ჩემი თავი ,რადგან შეგრძნება არ მქონდა. შევეცადე ნელ-ნელა მომეკრიბა გონება .ნეტავ გავთიშულიყავი და არ მეგრძნო ტკივილი რომელიც თავიდან ფეხის ტერფამდე გრძელდებოდა. აღარასდროს დავლევ ,გადაწყვეტილია ,მაგრამ თუ გადავრჩი .ნეტავ ნინიკო როგორაა ალბათ ისიც გათიშულია. ასეთი რბილი საწოლი თუ გვქონდა რატომ არ ვიცოდი . საწოლი რაში განაღვლებს მართა დროა გამოფხიზლდე და მიხვდე რომ შიშელი ხარ -ჩამძახა მეორე მემ რომელსაც მარიამს ვუწოდებ და მართლიც იყო.აშკარად შიშველი ვარ და საოცარი სურნელით გაჟღენთილ საწოლში ვნებივრობ. ამასაც თუ ნებივრობა ჰქვია, დიდი სიამოვნებით დავიძინებ სხვა დროს მაგრამ ახლა თუ არ გავახილე თვალები და რამე არ დავლიე პირი მიშრება, ტუჩებიც ისე მაქ დახეთქილი მგონი დაკბენილია .თუმცა ვინ მიკბენდა მე თან ტუჩზე . „ვინ გიკბენდა და ვისი ხელიც გეხვევა და ვისი სუნთქვას გეფინება ყელზე“- კარგი რა მარიამ რა სუნთქვა, შიშველი ვარ ვინ იქნება ჩემს გვერდით ნინიკო თუ მომიწვა მაგრამ ასე მძიმე ხელი ნინიკოსააქ? მოიცა მართლა ვიღაც არის? –„აბა თუ მიხვდები ახლა რომ გაახილო ეგ თვალები ,დამდო პატივი და მოუსმინო ჩემს ხმას .იქნებ გაიგო რომ ვიღაც კაცი გიწევს გვერდით და მოშორდე მაინც „ -მარიამი მართალი იყო . თვალის გახელა ნაცნობი სახის დანახვა და კივილი ერთი იყო. კივილი რომელიც არაფერი იყო იმასთან რასაც ვგრძნობდი . სრული ქაოსი ,არავითარი საღი აზრი . კოშმარიც კი არ იქნება ასეთი საშინელი . შეუძლებელია ! დაუშვებელია ასეთი რამ მე შემმთხვეოდა. მე ხომ მსგავს შეცდომას არასდროს დავუშვებ . მე ხომ მსგავსი ამაზრზენი საქციელი ფიქრშიც კი არასდროს მექნება . წამში ათასი აზრი მიტრიალებს, გაფართოებულ შავ თვალებში ვიკარგები რომელიც უფრო მწვავს , ალბათ ისიც იგივეს განიცდის .თუმცა არა მე მის მდგომარეობას ვერ გავიაზრებ ისევე როგორც ის ვერ მიხვდება ჩემს ტკივილს. აღარ შემიძლია ორი წამიც კი ზედმეტი იყო . მინდა მიწა გასკდეს და სამუდამოდ ჩამიტანოს თან. სირაქლემას პოზიციას ვირგებ მე წარმოგიდგენიათ? ზეწარს მკერდზე ვიკრავ. ფეხებს ვკეცავ.თავს ვხრი და სახეს ვმალავ . უნდა ვიაზროვნო, უნდა ვიპოვო გამოსავალი, ასე ვერ გავჩერდები. რაღაც უნდა მოვიფიქრო შეცდომას უშვებენ და მისი გამოსწორება თუ არა ჭაობიდან ამოსვლა მაინც ხომ შეიძლება. მერე რა რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში უნდა მოვიფიქრო რამე უნდა მოვიფიქრო . კვლავ ჩამესმის თორნიკეს ჩამწყდარი ხმა რომელიც ჩემი დანახვისას აღმოხდა მხოლოდ ჩემი სახელი თქვა მაგრამ ყველაფერი გამოხატა. რა უნდა თქვა ამ დროს ,ალბათ ტირილია ნუგეში და მეც ამიტომ დამისველა მლაშე სითხემ სახე. ალბათ თვალის მორიდებაა სირცხვილის გამოხატულება, სირცხვილის რომელიც გწვავს. ზიზღი რომელიც საკუთარი თავის მიმართ გაქვს, სიამაყის გრძნობა ქრება რომელიც ერთ დროს გქონდა, იმედი რომ ცუდს არაფერს ჩაიდენდი ისიც ნაცარტუტად იქცევა და რჩება მხოლოდ შინაგანი ხმა რომელიც მიწასთან კი არ გასწორებს სადღაც შავბნელ უფსკრულში გაგდებს ,სადაც მხოლოდ სიბნელეა და ჭუჭყი რომელსაც ვერასდროს ჩამოიშორებ . ნაბიჯების ხმა მესმის ,ღრმა სუნთქა დისტანციის მიუხედავად რომ აღწევს ჩემამდე . სემდეგ მტვრევის და დახშული ღრიალი დაახლოებით ისეთო როცა პირზე ხელს გიჭერენ სუნთქვა გეკვრის და ვერაფერს ამბობ.გინდა იყვირო მაგრამ არ შეგიძლია . ვგრძნობ რომ ისევ საწოლზე ბრუნდება ,ჩემთან ძალიან ახლოსაა ,მეშინია რომ შემეხება . არ მინდა ვიგრძნო მისი შეხება,მეშინია რომ რამე გამახსენდება ,წამით ხელზე მეხება მაგრამ დენდარტყმულივით მშორდება
-მარიამ ...მარიამ მაპატიე გევედრები - სრულიად სხვანაირი ხმა აქვს, ისეთი სუსხიანი და ცივი აღარაა. ახლოს რომ არ ყოფილიყო ვერც კი გავიგებდი. მისი სიტყვები გულზე ისრებივით მერჭობა და უარესად მტკივა. მეყოფა სირაქლემას პოზიციაში ყოფნა, შეცდომას რომ უშვებ თვალის გასწორებაც უნდა შეგეძლოს ქალბატონო მართა, შენ ხომ შეუცდომელი ხარ მხოლოდ რჩევის მიცემა ან საუბარი შეგიძლია სხვის მოედანზე. აჰა ახლა შენს მოედანზე ხარ და დროა თამაში განაგრძო . თავს მაღლა ვწევ ,ალბათ საშინელი გამომეტყველება მაქვს ჩემი დანახვისას ისე უშავდება თვალები მგონია რომ ისაა ჩემი უფსკრული . წამიერად მახსენდება ყველაფერი და ცრემლების ახალი ნაკადი იწყებს დენას .თორნიკე მომენტალურად ისმევს სახეზე ხელებს თითქოს გამოფხიზლდება
-დ...შე.... ეს რა გავაკეთე ... როგორ , შენ როგორ შეგეხე შენ ...-გაგიჟებული იყო ,ჩემგან განსხვავებით ლაპარაკით და აქეთ-იქით სიარულით ფხიზლდებოდა. მე ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა . უცებ გაჩერდა ,მხარზე უნდოდა ხელის დადება, გამახსენდა რომ მთელი ზურგი მოშიშვლებული მქონდა. შევიშმუშნე და ამაზე სულ გაგიჟდა- მაპატიე მე უბრალოდ... მარიამ ამოიღე ხმა რამე მითხარი მეჩხუბე იყვირე, გამლანძღე მესროლე რამე დამარტყი თორე გავგიჯდები გევედრები რამე თქვი ...შენ... კარგად ხარ..კარგად როგორ იქნები ჩემი დ... მაპატიე პატარავ
-მოთქმას თუ გავაგრძელებთ დიდხანს მოგვიწევს და მაინც არაფერი გამოვა. პატიებას კიდე რისთვის ითხოვ რამე დამაძალე? ძალიან კარგად მახსოვს ...-ჩემი ხმა თავად ვერ ვიცანი, წამიერად ვთქვი სიტყვები მაგრამ არაადამიანური ხმა მქონდა. ცრემლები შევიმშრალე და არეულ თმაზე ხელი გადავისვი. -მახსოვს ყველაფერი და ორივე ერთი დდოზით ვართ დამნაშავე . გევედრები სისულელე არ თქვა ,რომ მე ბავშვი ვარ და შენ უნდა გამოფხიზლებულიყავი რომ შენ არ უნდა გაგეკეთებინა ეს .არც მე არ უნდა გამეკეთებინა ... მაგრამ უკან ვერაფერს დავაბრუნებთ-მინდოდა რაც შეიძლება მალე მეთქვა ყველაფერი - მომავალი ორი წელი ისედაც არ მოგვიწევს შეხვედრა და მერე ყველაფერი წარსულს ჩაბარებული იქნება ... - ხელზე უცხო სხეულს ვგრძნობდი უცებ დავხედე და სიტყვა გამიწყდა
-ასე არაფერი გამოვა ....ასე ვერ წახვალ , მერე ვერ შეგხვდები ,ანდროს ვერ ვეტყვი შენი და რომელიც მე ჩამაბარე ...
-ხელი ხელი მაჩვენე - სასოწარკვეთიმლა ხავილით ვთქვი და მარჯვენა ხელი დავუჭირე იგივე ბეჭედი რომ დავინახე არათითზე ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალთ. ეს ყველაფერი უკვე მეტისმეტი იყო, მე ხომ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული,ხომ ვაპირებდიდ ავიწყებას დასამარებას ამ ამბის ახლა როგორ მოვიქცე ღმერთო. საწოლზე ნახევრად გათიშული დავეცი. თორნიკეს ხმა მესმოდა
-ამის დ... შ... თორნიკე ერისთავო რა გააკეთე რა გააკეთე თორნიკე...მარიამ ..მარიამ კარგად ხარ ...გევედრები გამოფხიზლდი თორემ შევიშლები პატარავ ,შენ ხომ მაგარი გოგო ხარ .გეფიცები არ დავუშვებ ცხოვრება დაგენგრეს უკანასკნელი ტკივილი იქნება რასაც მოგაყენებ პატარავ -სახეზე აკანკალებულ ხელებს მისმევდა და გაურკვევლად ბურდღუნებდა
თვალების გახელა ძლივს შევძელი თორნიკეს თვალები დაწითლებული ჰქონდა, ადამიანის გამომეტყველება დაჰკარგვოდა ,ყვევი დაჭიმული ,ძარღვები დაბერილი. ცხოველს გავდა რომელიც ნებისმიერს დაგლეჯს
-როგორ შეიძლებოდა ორ მთვრალ ადამიანს რომელთაგან ერთ-ერთი 17 წლისა ხელი მოაწერინონ და დაქორწინები უფლება მისცენ - ხავსს მოვეჭიდე იქნებ უბრალოდ ბეჭდები გვეკეთა და კანონიერად არ ვიყავით ცოლ-ქმარი- მოწმობა ხომ იქნება სადმე.იპოვე - ოთახს მიმოვიხედე, ჩემი კაბა კარებთან ეგდო ,თუმცა კაბა ზედმეტად ეთქმის . საცვლლები ვერც კი შევამჩნიე ,სამაგიეროდ თორნიკემ ქორწინების მოწმობას მიაგნო და დივანზე მოწყვეტით დაეცა
-ჩემი მეგობარია ვინაც გააფორმა ეს ქორწინება .როგორც ჩანს ზედმეტად მივაწექი ,არც კი მახსოვს ნორმალურად -ხელებით დაეყრდნო დივანს და უცებ დაიხედა და ჩემი ზედა საცვალიც ასე ვიპოვეთ. მგონი იმ წამს ორივეს ერთი რამ გაგვახსენდა .იქვე მიგდებული თორნიკეს პერანგი ავიღე და მოვიცვი . ასე ვეღარ დავრჩებოდი . ლიფი გამოვართვი ძლივს ვიდექი ფეხზე ,კარადას მივეყრდენი და ტრუსის ძებნა განვაგრძე
-ასე როგორ დაგვაქორწინა მოვკლავ რომ ვნახავ -კბილებში გამოვცარი,თან ძებნას განვაგრძობდი. თორნიკე მიხვდა ალბათ . წამოდგა საბანი გადასწია და სადღაც კიდეში ჩავარდნილი ჩემი შავი საცვალიც იპოვა .ღმერთო ოღონდ ისიც არ გამხსენებოდა ის როგორ მომაშორა. სახე ამიხურდა,როცა გამომხედა .სირცხვილისგან ვიწვოდი სასწრაფოდ უნდა დამეხსნა თავი
-სააბაზანოში შევალ ..მერე ვილაპარაკოთ გთხოვ- სწრაფად ვაქციე ზურგი და უკვე აღმოჩენილ ოთახში შევიკეტე. კაბინაში დიდხანს ვიდექი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ გავიხსენე ყველაფერი.ერთმანეთს დავუკავშირე და ბოლოს ისევ ყველაფერი აირია იმ მოგონებების გამო. წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ეს ყველაფერი,როგორ შეიძლება მასთან ყოფნის სურვილი გამჩენოდა ასე ერთბაშად,როცა მანამდე ისე ვუყურებდი როგორც გიგის და ზურას. იმდენად ამაზრზენი იყო ჩემი საქციელი არც კი ვიცი ვაპატიებ თუ არა ოდესმე ჩემს თავს ამას. თორნიკეს არაფერში ვადანაშაულებ, სხვისი განსჯის უფლება არ მაქვს ამ შემთხვევაში როცა თავად ყველანაირი საბაბი მივეცი . ჩემი მსობლების და ანდროს რეაქციის წარმოდგენაც არ მინდოდა არც კი ვიც რა უნდა გვეტქვა, ფაქტია სიმართლეს ვერცერთი ვიტყოდით . ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ სიმართლე არ გაიგონ ,საშინელება მოხდება . სხეულზე თითებს დავატარებ და წამიერად თორნიკეს შეხება მახსენდება ,მგონია რომ ლავა მეღვრება სხეულში და თითოეულ უჯრედს წვავს სადაც კი გაივლის. მინდა გონებიდან ამოვიგდო მაგრამ არ შემიძლია,იმდენად დიდია განცდილი ემოცია მთლიანად მოიცავს ჩემს არსებას ,ყველაფერს უკუაგდებს და იპყრობს გონებას. კარის გაღების ხმა მესმის და თორნიკეს ფეხებს ვხედავ მინის გამჭვირვალე ნაწილიდან
-კარგად ხარ? გეძახდი მაგრამ ვერ გაიგონე ...პირსახოცი მოვიტანე -ჩახველების შემდეგ ამბობს და ისევ გადის როგორც კი ჩემი ხმა ესმის. ალბათ მის სინანულს ვგრძნობ და იმიტომ არ ვადანაშაულებ, არ მესმის ასე მშვიდად როგორ ვარ, ალბათ ჩემნაირ ადამიანს უნდა ეყვირა, ეტირა, კრუნჩხვებში ჩავარდნილიყო მე კი ამჯერად სწორი რეაქცია გამოვავლინე, საშინლად განვიცდი თუმცა ვხვდები რომ აზრი არ აქვს სცენების დადგმას. კაბინიდან ფრთხილად გავდივარ. სარკეში ვიყურები ,თითქოს იგივე მართას ვხედავ მაგრამ ეჭვი მეპარება ისევ ისეთი ოდესმე რომ გავხდე,გუნება და სურვილი მქონდეს გაუთავებელი საუბრის, სიცელქის, აჟოტაჟის და სიგიჟის. დატკბობით არაფერი დამატკბობს მაგრამ გაუთვალისწინებელ დროს მომიხდა დასერიოზულება. სასაცილიოა , მართა რომელიც კიცხავდა ყველა ადრეულად დაქორწინებულ წყვილს იმიტომ რომ ვერ შეირგეს ახალგაზრდობა,რომ გათხოვილ ქალს სულ სხვა მოვალეობები აქვს როგორი ქმარიც არ უნდა ჰყავდეს მაინც, რომ თავისუფლებაც შეზღუდული აქვს ,აუცილებლად უნდა იცოდეს იმ ერთმა ყველაფერი , რომ ვერასდროს აინაზღაურებს იმ წლებს ,რომ ბავშვობას იმოკლებენ და ამ დროს თავად რას ვაკეთებ.ისინი სიყვარულით მაინც თხოვდებოდნენ მე კი მე რა ჩავიდინე .
სხეულზე ვიხედები და მომენტალურად მხვდება რამდენიმე ადგილას ჩალურჯება ,უფრო სწორედ თითების კვალი ,ყველაფერი ჩემი სიმრგვალეების ბრალია .ტუჩები მართლა დაწითლებული და დაკბენილი მაქვს ,ყელზეც მეტყობა ოდნავ კბილების კვალი .როგორ არ მინდა მახსოვდეს ამათი დატოვების მომენტი მაგრამ ჩემდასაუბედუროდ მახსოვს . საინტერესოა ასე ზუსტად რომ ვიმახსოვრებდი გონს რატომ ვერ მოვედი დროულად რომ სევჩერებულიყავი ან საერთოდ სურვილიც არ გამჩენოდა . .. ტანს ვიმსრალებ და ვხვდები რომ არაფერი მაქვს რასაც ჩავიცმევ ,თორნიკეს მაისურის გარდა რომელიც პირსახოცთან ერთად მოიტანა. პერანგს ღილები დაგლეჯილი ჰქონდა და ხელით ვიჭერდი . შიშველ სხეულზე გადავიცვი მაისური ,მადლობა ღმერთს საჯდომი დამიფარა ,მაგრამ დაჯდომა ან გადახრა შეუძლებელი, გამართულმა უნდა ვიარო . კუნთები მტკივა ,მეორე ოთახში გავდივარ და კარადასთან ზურგით მდგომ ერისთავს ვხედავ,აღმოვაჩინე რომ მხოლოდ მე არ დამიტოვა წინა ღამემ კვალი. ფრჩხილებზე ვიხედები და ვრწმუნდები რომ ნამდვილად შემეძლო მისი ზურგის ასე ძლიერ დაკაწვრა. ისევ ვუყურებ როგორ იცმევს და სურვილი მიჩნდება ისეთი რომელიც არასდროს მქონია, ოოყები მიწითლდება და ვცდილობ თავიდან ამოვიგდო. ასე თუ გაგრძელდება შეიძლება შევიშალო . თორნიკე ალბათ გრძნობს ჩემს დაჟინებულ მზერას და იხედება, ჯერ ფეხებს უყურებს , ღმერთო მთელი სხეული მეწვის ,მგონია რომ ის მაისურიც არ მიფარავს სხეულს და დაცვარულ შუბლზე ხელს ნერვიულად ვისმევ
-შენი ნივთები მგონი ჩემს მანქანაშია ... ჩავალ ვნახავ და ამოგიტან ახლავე - ისე უცებ ამბობს სხვა ადამიანი მგონია . სწრაფად მაშორებს დასჯილი ბავშვივით მზერას თიტქოს გარბის ,რაღა თითქოს ისე უცებ გავარდა ,გარეტ სიცივეა ის კი მაისურითაა. რაზე ვფიქრობ ღმერთო სულ გავგიჟდი. მგონი გუშინ სხვა ადამიანის გონება გადამინერგეს და იმიტომ ვიქცევი ასე, ეს ფიქრები და სურვილებიც სხვისია . „ყოჩაღ შენ რა გენიოსი მყავხარ მართუშ. იპოვა უცებ გამოსავალი“- მარიამიც არ მასვენებს ეს ხომ ისევ მე ვარ და რა მიკირს მწარეა ,ანთხევს შხამს-სხვათაშორის მშვენიერ ოთახში რომ იმყოფები იქნებ იკითხო სად ჯანდაბაში ხარ . მართალია ეს როგორ არ გამახსენდა, სასტუმრო აშკარად არ არის არც ბინა ან იქნებ ბინაა .დავიჯერო თორნიკესთან ვართ? იმედია მარტო ცხოვრობს .ისიც კი არ ვიცი მის შესახებ,საერთოდ არაფერი ვიცი,ზედმეტი ინფორმაციით იშვიათად ვინტერესდები ,მითუმეტეს ეს ისეთი მუნჯია არ ვკითხავდი . ფანჯარასთან მივდივარ რომელიც საკმაოდ დიდია და ვხვდები რომ მინის კარია მე რომ ფანჯარა მეგონა , ფრთხილად ვაღებ და აივანზე ვხვდები სადაც რამდენიმე ლამაზი ყვავილია, ზოგიც ქოთნითაა ჩამოკიდებული წინა მხარეს. რამდენიმე სავარძელი ,პუფები და სარწეველაა . ეზოც ძალიან სადა და ლამაზია ბევრი ფერადი ყვავილით და მინდვრით. საკმაოდ ცივი ამინდია ამიტომ ყვავილებიც არ კაშკაშებენ იმდენად. ფიქრში ვარ გართული როცა მის სურნელს უფრო მძაფრად ვგრძო ვიდრე აქამდე, ჩასუნთქვაც კი მესმის ,თითქოს ჩემი თმის სურნელით ივსებს ფილტვებს, ტაო მაყრის და გულისცემა მიჩქარდება . ის მასწრებს გამოფხიზლებას ერთი ნაბიჯით უკან იხევს.
-მანქანაში იყო ხელჩანთაც და სპორტული ჩანთაც . გამოიცვალე - მეუბნება და თავად გადის აივანზე, გვერდით ჩამიარა და ოდნავ შემეხო მხარზე ,ესეც საკმარისი იყო ჩემი კანის დახორკვლისათვის. დარეტიანებული ვიდექი და ვიცმევდი ,მერე გავიაზრე რომ იქედან შეეძლო დავენახე წამით გავიხედე კიდეც მაგრამ ზურგით იდგა და ეწეოდა .თბილი ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე გავედი. სიგარეტის კვამლმა ჩემს ფილტვებამდეც მიაღწია,უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა თუმცა მას სუნამოს სურნელიც შეერია და წამიერად მომეხსნა დაძაბულობა. აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი ამ ყველაფერს,ნუთუ წუხელ დამეწყო შემოტევა.ასე როგორ შეიძლება.
-შენი მობილური ვიპოვე ,უამრავი სეტყობინება და ზარია -მომაწოდა მაგრამ არც შემიხედავს
-იქნებ ვთქვა რომ უბრალოდ მთვრალი ვიყავი და შენ წამომიყვანე . ხელი მოვაწეროთ გაურის საბუთებს და ეგ იქნება .დარწმუნებული ვარ შეძლებ მოგვარებას ისე რომ ვერავინ გაიგებს.მითუმეტეს ანდრო აქ არ არის
-შევძლებ მაგრამ არ მინდა . ამას არ გავაკეთებ !
-აბა შენი ცოლი ვიყო სამუდამოდ თუ რა
-ხმას დაუწიე მარტო არ ვართ სახლში -მაქსიმალურად ცდილობდა ხმის გაკონტროლებას
-რა დროს ჩურჩულია ადამიანო მაზოხისტი ხომ არ ხარ ჩემნაირი ცოლი რაში გჭირდება.ხომ გყავს შეყვარებული იმას მოიყვან . თუ გაიგეს რომ დავქორწინდით ასე მარტივად ვერ ავდგები ორ კვირაში და ვერ გაგეყრები,ძალიან კარგად იციან რომ ასე სულელურად არ გავთხოვდებოდი და გამოვთხოვდებოდი . მართალია პატარა სულელი ბავში გგონივარ ალბათ რომელიც კაცმა არ იცის რამ გააგიჟა წუხელ ...მაგრამ ოჯახს ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლი და ასე არაფერი გამოვა
-დილით შენ არ თქვი ყვირილს აზრი არ აქვსო?
-შენ ზედმეტად მალე დამშვიდდი მე კი ასე უცებ ვერ დავწყნარდები .როგორც ვთქვი ისე იქნება . მოაგვარებ ყველაფერს ხელს მოვაწერ და დასრულდება, ანდრო რომ ჩამოვა მე ისედაც აქ ცხოვრება მომიწევს იმედია ჩავაბარებ თუ არადა მით უკეთესი ქუთაისშ ვიქნები და წელიწადში ერთხელ გნახავ.როგორმე შეგხვდები ...
-დიდხანს თუ ილაპარაკებ ენერგიას დახარჯავ მხოლოდ რომელიც არ მგონია შერჩენილი გქონდეს
-დამახრჩო ამ სიგარეტმა ,რომ გელაპარაკები შემომხედე და გადააგდე ეს -სიგარეტი გამოვართვი და მოვისროლე . მგონი ახლა მეწყება ნერვული შეტევა,ის კი მშვიდადაა თითქოს არაფერი მომხდარა
-მორჩი წიკვინს... ადამიანის სახე მიიღე წუთი წუთზე მოვლენ ჩემი მშობლები კიდევ კარგი წუხელ არ იყვნენ სახლში თორემ მთვრალ რძალს და შვილს რომ ნახავდნენ შეტევა მოუვიდოდათ. სიმპოზიუმზე იყვნენ და ახლა ბრუნდებიან . ვეტყვი რომ მიყვარხარ ,ერტმანეთი გვიყვარს და გადავწყვიტეთ დაქორწინება. არ გვინდოდა ასე უცებ მაგრამ ზედმეტად რომანტიულად მოგვეჩვენა ,რადგან ვიცით რომ არცერთი მხარე არ იქნება წინააღმდეგი
-რა... ეს როგორ... ამას არ იტყვი სიგიჟეა ... სისულელეა თორნიკე .ერისთავო გაფრთხილებ არაფერი თქვა
-თორემ რა სიმართლეს იტყვი ? მიპასუხე იტყვი სიმართლეს? ვერასდროს ვერ იტყვი მაგას ასე რომ გირჩევნია ის თქვა რასაც გეუბნები წუხელ ისეთი რამ გავაკეთე ამის შემდეგ სხვა დანარჩენი თამაში იქნება და ნუ გამოცდი ჩემს მოთმინების უნარს - ისევ ისეთი სუსხიანი ხმა ჰქონა, აქამდე არ მეჩხუბებოდა ახლა კი საკმაოზე ხმამაღლა მითხრა და სახლში შევიდა. თბილი მოსაცმელი ჩაიცვა და თვალების ბრიალით შემომხედა- მაპატიე, მაგრამ დღეიდან მართა ერისთავი ხარ .ჩემი მეუღლე ამას ვეღარაფერი შეცვლის
-არ გაპატიებ ! აი ამას არ და ვერ გაპატიებ იმიტომ რომ შენი არა საერთოდ ვირაცის ცოლობაა დიდი სასჯელი და არა სიმთვრალეში გატარებული ღამე რომლის დავიწყება თავისუფლადაა შესაძლებელი
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს ! ძალიან კარგად ვიცი რისი დავიწყება არის შესაძლებელი. თუ დაფიქრდები მიხვდები რომ მართალი ვარ .უბრალოდ იფიქრე და მოიქეცი ისე როგორცაა უმჯობესი . -ბოლოს ხმა დაუთბა ,მზერაც აღარ ჰქონდა ისეთი მრისხანე . მანქანის ხმაც გავიგეთ . თორნიკემ ფრთხილად მომხვია წელზე ხელი მაგრამ მეგონა მარწუხები მეხვეოდა და მახრჩობდა. არც ის გრძნობდა თავს თავისუფლად. თიტქოს სირცხვილის დერეფანს გავდიოდით. კიბეები ჩავიარეთ და პირველ სართულზე ჩავედით. ძალიან ლამაზი სახლი იყო. საკმაოდ დიდი ,ზომიერად მდიდრული და ძალიან დახვეწილი .
-მამა კარდეოლოგია დედა გინეკოლოგი - უცებ მითხრა .არც მიაქცია ჩემს გაფართოებულ თვალებს ყურადღება- ელიზაბეტი და ერეკლე . ცოტას თუ ისაუბრებ ამ ჯერზე კარგი იქნება .არაფერი იცი ჩემზე და რაღაც შეეგშლება -უცებ მიაყარა და კარიც გაიღო . მივხვდი ასეთი სიმპატიური რატომ იყო თორნიკე . იერით დედას გავდა შავგვრემანი ყორნისფერი თვალებით , ფიგურით კი მამას ისიც მასსავით მაღალი და კარგი აღნაგობის იყო თუმცა დედაც ძალიან ლამაზი ქალი იყო .უფრო მაინც ერეკლეს ჰგავდა. „ამდენი დეტალი როდის აღიქვი შენ ქალბატონო. დავიჯერო წუხელ სახის ნაკვთებზე აკვირდებოდი?“- მარიამ მოკეტე გევედრები ისედაც ცუდად მაქ გული .
თორნიკეს მშობლები დაღლილი გამომეტყველებით შემოვიდნენ. ერეკლეს მოჰქონდა ჩანთები , ლიზა კი რაღაცაზე საუბრობდა
-დღეს დავისვენოთ და ხვალ წავიდეთ კლინიკაში
-თუ გინდა ხვალაც ნუ მოხვალ ...
-თორნიკე სახლში ხარ დე ? სამსახურში რატომ არ ხარ? - წამშვი შეეცვალა გამომეტყველება ქალს. თორნიკეს მოეხვია და აკოცა
-ეს ლამაზი გოგო ვინ არის თორნიკე?- ბატონი ერეკლე მიყურებდა და აშკარად ვერ ხვდებოდა იქ რას ვაკეთებდი იმ დროს
-შემოდით ჯერ და მერე გეტყვით
-რა ხდება დე?
-ცუდი არაფერი - გაიღიმა მაგრამ არ ვიცი რამდენად დამაჯერებელი იყო. მისაღებში დავსხედით. ცოლ-ქმარი თანდათან ანერვიულდა,მითუმეტეს როცა ჩვენი ხელები დაინახეს. თორნიკემ ისე მომიჭირა გამოვფხიზლდი თუ გავითიშე არ ვიცი
-გაიცანით მართა ყიფიანი უკვე ერისთავი ...ჩემი მეუღლე
-ვინ?
-სანამ დაიწყებთ აჟიოტაჟს, გონების დაკარგვას და ათას კითხვას დამისვამთ გეტყვით რომ დიდი ხანია მიყვარს...მართალია ასაკით პატარაა მაგრამ სამი წელია მიყვარს და გადავწყვიტეთ დაქორწინება კიდევ ერთი წელი ვერ გავძლებდით ცალ-ცალკე- ისე უცებ მიაყარა მეგონა მე ვლაპარაკობდი. აშკარად მალე სურდა დასრულება სათქმელის
-ღმერთო შენ გვიშველე მართა ყიფიანი... ანდრეას და ... ანდრეას და ...ერეკლე ცუდად ვარ წყალი - ქალმა ფერი დაკარგა, ერეკლეს მკლაებში ჩაესვენა . სანამ ისინი აფხიზლებდნენ მე სამზარეულოდან წყალი მოვუტანე და მივაწოდე. რატომ ვისჯები ასე, ისეთ რამეს ვიწვევ რაც მეზიზღება. ადამიანების შეწუხება, ანერვიულება და პრობლემების შექმნა . როგორც იქნა გამოფხიზლდა ,ცოტა ხნით მიყურებდა ამღვრეული თვალებით ,თიტქოს ვებრალებოდი . მართალია 17 წლის ღლაპი რომ გატხოვდება შესაბრალისზე მეტი არ არის? ლოყაზე ხელი ჩამომისვა და გამიღიმა.რა საყვარელი ქალია, მის ადგილას გაღიმება კი არა ასეთი სულელური ქცევისთვის ერთმანეთზე გადავადუღებდი შვილსაც და რძალსაც .
-მაპატიე შვილო არ გეგონოს წინააღმდეგი ვარ უბრალოდ... ასე გიყვარს ამასთან ცხოვრებაზე რომ თანახმა ხარ? -ისეთი სახით მითხრა ლამის სიცილი დავიწყე.
-დედა ! რას ეუბნები
-რა ტყუი? შენნაირი მძიმე ხასიათის ადამიანი მეორე არ მეგულება ეს პატარა ბავშვი ცოდოა შენთან
-პირიქით მე ვარ ცოდო მაგის ხელში. ახლა უბრალოდ ჩუმადაა თორე რა ალქაჯია ვერ წარმოიდგენ -ამას უსმინეთ ერთი მე გაჩვენებ შენ ალქაჯს. იდიოტი , ურჩხული
-აბაა რა ცოდო ხარ, საბრალო თორნიკე როგორ შეგაცდინე - ხმა გავინაზე და ისე შევხედე თიტქოს ძალიან ვდარდობდი. ზემოდან დამხედა სიეთი სახით მეგონა მომკლავდა. ერეკლე და ლიზი იცინოდნენ
-თქვენ რა გაცინებთ
-რაღა რა გვაცინებს ჩვენმა შვილმა ცოლი შეირთო ამ დღეს ვეღირსეთ და სასაცილოთ გვაქ საქმე სწორედ რომ -უცებ დაიხსნა თავი უფროსმა ერისთავმა.
-მარიამის მშობლებმა არაფერი იციან . დღესვე უნდა წავიდეთ და დაველაპარაკო
-ღმერთო შენ გვიშველე . გაგიჟდება ლაშა
-კიდე აქვს ის ნაგანი მამაშენს? - ერეკლემ ისე სერიოზულად მკითხა ავნერვიულდი
-მამა ნუ აშინებ რა
-ოჰ ნუ ვაშინებ . 17 წლის ბავშვი რომ გააბრიყვე რა გეგონა აბა ამხელა კაცი ხარ 28 წლის ხდები ერთ კვირაში.კაცმა რომ გკითხოს შენზე სერიოზული არავინაა ამქვეყნად და არაფერი გეშლება - რა თქვა რამდენისო? მართლა ბაბუას გავყოლილვარ ღმერთო შენ მიხსენი . ოღონდ კოშმარი იყოს და რასაც გინდა იმას შეგისრულებ .ღმერთო ახლა გამეღვიძოს და ნინიკო იყოს ჩემს გვერდით გევედრები რააა გთხოოოვ . არა ხო? კარგი ჯანდაბას ვიქნები ამ მოხუცის ცოლი და დავიტანჯები მთელი ცხოვრება იმ ერთი შეცდომის გამო .
-მოემზადეთ და წამოდით. ქვემოთ ვიქნებით ,რაც შეიძლება სწრაფად - აღარაფერი უთქვამს განკარგულება გასცა ,ხელი ჩამკიდა და სამზარეულოსკენ წამიღო .
-ფრთხილად ველურო მტკივა ისედაც ყველაფერი - ჩურჩულით ვუთხარი და ხელზე დავეჯაჯგურე. აზრი რა არის რო? უგრძნობი , ქვა ეს . სკამზე დამახეთქა და ხელებით დაეყრდნო სახელურებს . ისე მიყურებდა შემეშინდა ,თითქმის.
-ჩემს ნერვებზე თამაშს აპირებ მარიამ?
-საიდან მოიტანე . მე ხომ შენი საყვარელი ცოლი ვარ რომელიც გიყვარს. ზღაპარი , უზღაპრესი .როგორ დაიჯერებენ არ ვიცი. შენ როგორ უნდა შეგყვარებოდი მითხარი ერთი მიზეზი მაინც .
-გულს ვერ უბრძანებო ხომ ამბობენ და ვიტყვი მეც .
-მაგას ვის დააჯერებ ნიკუშას, გიგის თუ ზურას. ანდრეა არასდროს დაიჯერებს რომ მე მიყვარხარ და თან ისე რომ ცოლად გამოგყევი. მთელი ცხოვრება იმას ვიძახდი რო არასდროს გავიპარებოდი , საერთოდ არ გავთხოვდებოდი რადგან ოჯახი იმხელა ტვირთია თავს ვერ შევიწუხებ მაგდენად ექიმი ქალითქო . საერთოდ 25 წლამდე თუ გავთხოვდებოდი ეგ ხო საერთოდ წარმოუდგენლად მეგონა
-მე კი ის მეგონა წარმოუდგენლად მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება 17 წლის ძმაკაცის დასთან თუ დავწვებოდი .მაგრამ რა -მომახალა უცებ და მომშორდა. მაცივრიდან ყველი და კვერცხი გამოიღო . კარადიდან პური და თეფშები . - კარტოფილის შეწვის ნერვები არ მაქ ტოსტი და შემწვარი კვერცხი იკმარე.
-არ მშია
-არაა საჭირო უბრალოდ შეჭამ
-არ მშია და როგორ ვჭამო
-გააღებ პირს ჩაიდებ ლუკმას და დარეჭავ - ზერელედ მითხრა და ათქვეფილი კვერცხი ,ყველით გაცხელებულ ტაფაზე დაასხა. მე რომ მიყვარს სიე გააკეთა . მართალია უკვე საშინლად ვარ და ძალა მეცლება ,საერთოდ თუ მაქ ისიც არ ვიცი ,მაგრამ ჭამის თავიც არ მაქ. ტოსტიც გააკეთა და ყავაც. მაგიდასთან დაჯდა,თავად ყავა მიირთვა მე კი ის ყველაფერი გამომიჩოჩა
-ყველაფერი მე უნდა ვჭამო?
-ნუ ლაპარაკობ ამდენს თავი ამტკივდა
-ჩემი ცოლად გამოცხადება შენ გადაწყვიტე და უკვე თავს გტკენ?
-ბავშვობ
-ბავშვი ვარ სხვათაშორის და არც არასდროს ვუარვყოფ
-აღარ ხარ ბავშვი -ნიშნისმოგებით მითხრა და ისე გამომხედა ცეცხლი წამეკიდა. ტუჩები დავბრიცე გაბრაზებულმა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ძლივს გადავყლაპე ლუკმა.
-რას ეტყვი მამაჩემს
-იგივეს
-ამას არ დასჯერდება .არ დაიჯერებს
-რა ვქნა ახლა ფურცელზე დავწერო რას ვეტყვი და გზასი დავიზეპირო? მოგიყვე?
-მაიძულებ მეც გეჩხუბო ასე რომ მელაპარაკები და ჯობია დამშვიდდე ,ტონი აკონტროლო და მიხვდე რომ ვიღაც არ ვარ
-ვირაც არ ხარ ცოლი ხარ და პირველ რიგში შენ უნდა დამიჯერო
-ნეტა რა გიხარია
-მოგარჯულებ მაინც
-იოცნებე ! ურჩხული
-ჭამე ეგ და ნუ ბურდღუნებ ბავშვი
-დიდხანს დამიძახებ ბავშვს და საერთოდ შემცირდება იმის სანსი რომ ვინმეს ჩვენს გრძნობაში დაარწმუნებ
-ვნახოთ ...
-კარგი გამოცდილი მატყუარასავით ლაპარაკობ
-რა იცი იქნებ ვარ კიდეც
-არ ხარ!
-ნურაფერში იქნები დარწმუნებული. კარგი ადამიანები არ არსებობენ. მითუმეტეს ჩემს ასაკში , კარგები მხოლოდ ბავშვები არიან- ისე თქვა ვეღარაფერი ვუთხარი.
ერთ საათში ქუთაისისკენ მიმავალ გზას ვადექით ,ისე სწრაფად მიდიოდა თორნიკე მგონი საღამოს უკან დაბრუნებას მოვასწრებთ . სიტყვა არ დამიძრავს , მინაზე მქონდა მიდებული თავი და ნერვიულობისგან უკვე ხელებიც მეყინებოდა. თვალები დავხუჭე და ცრემლები წამომივიდა, ვიცოდი როგორ გავუცრუებდი ყველას იმედებს, არასდროს მიღალატია სიტყვისთვის. რასაც ვიტყოდი ჯიუტად ვასრულებდი და ყველაზე მთავარი დავარღვიე. დავრწმუნდი რომ დაზღვეული არასდროს ხარ ცხოვრებაში. „ როგორ შეიძლება ცუდი ქმარი შეგხვდეს,სანამ გათხოვდები შეხვდი, რამდენიმე წელი ურთიერტობა თუ გექნება და გაგიძლებს დავიჯერო მერე აღმოაჩნდება საოცარი თვისებები? სისულელეა .ეგ მხოლოდ იმას ემართება ვინც გაცნობიდან ერთი თვის თავზე თხოვდება“ -მე რა ჩავიდინე? სიტყვითაც რომ ვერ განმარტავ. ჩემს გაყინულ თითებზე თორნიკეს გახურებული ხელი შანთივით იყო. წამში გავთბი
-ყველაფერი კარგად იქნება ...ვიცი არ გჯერა მაგრამ გეფიცები მალე დალაგდება ყველაფერი- მითხრა და მას მერე ხელი არ გაუშვია . არ ვიცი რა მჭირდა , დავმშვიდდი, აღარ ვტიროდი ,საერთოდ არ ვფიქრობდი მოსალოდნელ შეხვედრაზე.
გულისცემა ვერ დავარეგულირე როცა მანქანა ჩემს სახლთან გაჩერდა. იმის წარმოდგენა რომ იქ აღარ ვიცხოვრებდი, საერთოდ წავიდოდი და გათხოვილი ქალი ვიქნებოდი ჭკუიდან მშლიდა. მანადგურებდა მშობლების სახე რომელსაც წარმოვიდგენდი. იმედგაცრუება რომელსაც იგრძნობდნენ . იქნებ არც გაბრაზებულიყვნენ მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ თორნიკე იყო ჩემი მეუღლე ,მაგრამ უპატივცემულობა, არაფრად ჩაგდება ნამდვილად იყო. როცა გიყვარს ისე რომ ცოლად მიყვები მსობლებს როგორ არ უნდა უთხრა . ხელის ტხოვნები და ოქროებით მიმოსვლა თუ არ დაიწყება ელემენტალურად ხომ უნდა იცოდნენ მაინც. მე კი უნდა მეთქვა რომ ჰოპ შემიყვარდა და ჰოპ გავთხოვდი .
-უბრალოდ მენდე ..ვიცი ძნელია მაგრამ გაუძელი სულ ცოტა გთხოვ- თორნიკემ შუბლზე მაკოცა და ისევ ხელი ჩამკიდა.
ერეკლე და ლიზი არაფერს ამბობდნენ, თორნიკეს მითითებას ითვალისწინებდნენ და არ ერეოდნენ . ეზოში შესულებს დედაჩემი შეგვეგება.მალე მამაც გამოვიდა
-ვა რა ხალხიი რა ხალხიიი.. რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ - მამა ერეკლეს და ლიზის მიესალმა-თორნიკე შვილო როგორ ხარ
-ჩვენ რომ ქარმა გადმოგვაგდო ისეთი უნდა ჩემო ლაშა- ერეკლემ უთხრა და მხარზე ხელი დაკრა. დედიკო მიესალმა სტუმრებს და პირველმა სწორედ მან შეამჩნია ჩვენი ხელები
-მართა მეგონა ბავშვებთან ერთად მოხვიდოდი, თორნიკე სად შეგხვდა?- ხელებს უყურებდა და ისე ლაპარაკობდა,თანდათან კარგავდა ფერს
-სახლში შევიდეთ რა... სერიოზული საქმე მაქვს - თორნიკე ისეთი მშვიდი იყო მინდოდა მომეკლა .როგორ არ ნერვიულობდა.ასეთი რამ უნდა ეთქვა და ასე ურეაქციოდ როგორ იყო .
-ვილაპარაკოთ რა პრობლემაა .შემოდით .ელე სუფრა გაშალე
-არა მოიცადეთ ჯერ რაღაც უნდა გითხრათ და მერეც თუ გადაწყვეტთ სუფრის გაშლას ბედნიერი ვიქნები
-რა ხდება თორნიკე ასეთი
-ახლა ანდრო დარეკავს და - კომპიუტერთან მივიდა და სულ გამომეცალა ძალა, არ ვიცოდიანდრეასთან თუ ჰქონდა დარეკილი. როგორც კი დავინახე მისი სახე მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში , ჟაკეტის ბოლოებს ჩავჭიდე ხელები ისე რომ ლამის შემომეხა ნაჭერი . უნდა მომეტმინა, უნდა გავმაგრებულიყავი .
-რა ხდება შე ჩემა ასეთი მეორედ მოსვლა იწყება მანდ? ვაა რა ხალხიი ჩემთან ხართ სიმონ? როგორ ხართ ლიზი დეიდა? -გაიღიმა და ოტახს მოავლო მზერა.მე ვერ დამინახა და მაშნვე მიკითხა- ჩემი გადარეული სად არის? როგორ მოხდა რომ არ შემოვარდა
-მოიცა შვილო თორნიკემ რაღაც საქმე მაქვსო მოვუსმინოთ ჯერ
-ხოდა თქვი მერე რა საქმეა ასეთი .. რა სახით ხარ შე ჩემა მოკვდა ვინმე? თუ შენ მოკალი ვაფშე
-გუშინ მე და მარიამი...
-თბილისში იყო ხო ნახე გუშინ რამე ხო არ დააშავა ბიჯო არ გამაგიჟო ,მოვკლავ მაგის სულელ კლასელებს -უცებ დაიძაბა ჩემი ძმა .შენ რომ იცოდე რა დაასავა შენმა დამ პირდაპირ მე მომკლავდი -ამოღერღე ერისთავო თორე გავგიჟდი . მეგონა რაღაც შესავალს მაინც გააკეტებდა მაგრამ იმაზე დიდი ურჩხული აღმოჩნდა ვიდრე ველოდი
-მე და მარიამი გუსინ დავქორწინდით - ასე პირდაპირ განაცხადა ვითომ დიდი საამაყო საქციელი ჰქონდა მართლა ჩადენილი .ან ვგიჯდებოდით ერთმანეთზე და როგორც იქნა დააღირსა. ხელისგულები გამიოფლიანდა, ამ სიცხესი ისე გამაკანკალა,მეგონა გავიყნე, სახე დამეცვარა . მამას და დედას გავხედე ,ანდროს დუმდა. მერე ისევ მან დაიწყო
-რას ღადაობ შე ჩემა. მართას ოინია თუ ზურიკელას. რას მიხეთქავ შე ჩემა გულს. მაგათ აყევი შენც?
- სიმართლეა. მე და მარიამი დავქორწინდით .ერთმანეთი გვიყვარდა უბრალოდ ვერ გამოვხატავდით ,გუშინ მივხვდით რომ..- აგრძელებდა ალბათ მაგრამ დედაჩემის განწირულმა კივილმა გააჩერა. სანამ მამა იტყოდა რამეს მანამ მოიკეცა და ლასას მკლავებში ჩაესვენა ნახევრად გულწასული
-ელენე ... ელენე
-არაა შეუძლებელია მართა მაგას არ გააკეთებდა - ლუღლუღებდა და ცრემლები სდიოდა. მინდოდა მოვმკვდარიყავი. საკუთარი ტავი ყველაზე მეტად შემზიზღდა, ისე რომ ვერასდროს ვაპატიებ თავს. მის ცრემლებს და გულისტკენას ვერ ვაპატიებ. ერთ წამში გავთელე ყველაფერი , წამში ისე გახდა საქმე რომ მასთან მიახლოებაც ვერ გავბედე. შემდეგ დიდხანს ვუსმენდი მის სიტყვებს ,მაგრამ კიდევ ვერ მიმეტებდა, მე ხომ უარესის ღირსიც ვიყავი .
-რატომ გამაგებინე. დავიჯერო ისეთი მკაცრი ვიყავი რომ არ მითხარი ასეთი რამ? პირიქით გეუბნებოდი სულ იქნებ გამოიხედო და ვინმე ნორმალური ბჭი შეამჩნიო,დატკბე ცოტა და დასერიოზულდეთქო. თორნიკე თუ გიყვარდა შვილო როგორ დამიმალე. ასეთი ბიჭი თუ შეგიყვარდებოდა რას ვიფიქრებდი
-კარგი რა ელენე ,ცოდოა ბავშვი ნახე როგორ განიცდის. ხომ იცი სიყვარულის ამბავი ,ორივე ისეთი ჯიუტია შეიძლება გუშინაც არ უთხრა რომ უყვარს ,პირდაპირ ცოლობას სთხოვდა. რა უნდა ეთქვა, არ იცნობ თორნიკეს?ისეთი უხეშია ვერც დაიჯერებდა მის გრძნობას.
მამას ხმა არ გამიგია არც ანდროსი. კომპიუტერი გაიტანა თორნიკემ და კაბინეტში განაგძეს საუბარი . არ ვიცი ასეთი რა უთხრა ,მამას ხელი ჰქონდა მოხვეული და იცინოდა. მერე მე მომეხვია და იმ დროს უფრო ცუდად გავხდი, დედას ჩხუბი უფრო მალამოდ მეცხებოდა გულზე რადგან ვიცოდი რომ ვიმსახურებდი.
-ჩემო პრინცესა , რატომ არ გვითხარი. მართალია პატარა ხარ მაგრამ ისეთ საიმედო ხელში გიშვებ ბედნიერი ვარ. შენს ბედნიერებას ხომ იცი ვერ შევეწინააღმდეგები. მაგრად გამიტეხეთ ასე რო დაქორწინდით მაგრამ ჯვრისწერას და ქორწილს გადავიხდით ისეთს აანაზღაურებ ყველაფერს
-არა ...ქორწილი არა ხომ იცით ..
-ვიცი ხო არ გიყვარს. დანასაულს ასე გამოისყიდი . ჩვენ მოვაგვარებთ ყველაფერს სენ ისედაც ათასი საქმე გაქ .მარტო აიტურიენტობა არ იკმარე და ამხელა თავსატეხი დაიმატე და კიდე ქორწილს ხომ არ დავართავ ზემოდან
-მოკლედ გასაჩივრებას არ ექვემდებარება .ვიხდით ქორწილს , წლის ქორწილი უნდა იყოს .რაც შეიძლება მალე
-კარგი მაშინ მანამ სახლში დავრჩები . თან სკოლაში და მასწავლებლებთან მოსაგვარებელი მექნება ყველაფერი . წუხელ ისე ვიყავი აჟიტირებული ვერაფერზე ვიფიქრე -ეს საიდან მოვიფიქრე არ ვიცი მაგრამ თორნიკე რომ გავაბრაზე ფაქტია. ისე მიბრიალებდა თვალებს მეგონა მომკლავდა.
-კარგი დარჩი , ასე უკეთესია აღარ გამაბრაზებენ ბიჭები მაინც გაგეპარა შვილიო . ელო ნუ ჩამოგტირის სახე რა.გაგვიბრაზდება სიძე
-სიძე არაფერს გაბრაზდება. ეს მოიყვანა ცოლად და მე გავაბრაზებ?-ისე საყვარლად თქვა დედიკომ მეც კი გამეღიმა- ჭკვიანი ბიჭი მეგონე მე და შენ ამაზე სულელი ყოფილხარ. ამხელა კაცმა ეს როგორ მოიყვანე ცოლად თავი სულ არ გეცოდება? არ იცნობდე მაინც
-დღეს ისეა გაჩუმებული მგონი დედამთილს და მამამთილს აბოლებს - მამამ გაიცინა და ისევ მაკოცა
-ქმარს ვყავარ ტერორში . არ ილაპარაკოო მითხრა და ვუჯერებ
-ხო როგორ არა მიჯერებს- თორნიკემ კბილებში გამოსცრა და დარწმუნებული ვიყავი ამ ყველაფრისტვის პასუხს მომთხოვდა. ცეცხლს ვეთამაშები.“დამწვარი კი ხარ ისედაც შე საცოდაო“ -მარიამ დადუმდი შენ რამდენჯერ გითხარი, როცა უნდა გელაპარაკა მაშინ ხო გაჩუმდი.“მე შინაგანი ხმა ვარ და შენი აზრიტ არ დავთვერი თუ რა“
რამდენიმე წუთში სუფრასთან ვისხედით. თორნიკემ გამიყვანა და ისევ დარეკა ანდროსთან.
-ვაიმეე მართაა რომ ჩამოვალ გეფიცები მაგრად დაგსჯი... გოგო შენ ნორმალური ხარ საერთოდ? ეს ვირი თუ შეგიყვარდა მე ვერ მითხარი? გამიხეტქეთ გული. ასეტი რამ როგორ დამიმალე . მეგონა ყველაფერს მეუბნებოდი და ყველაზე მნიშვნელოვანი დამიმალე?
-ამის ბრალია.. მითხრა სანამ არ გაერკვევი გრძნობებში ნურაფერს იტყვიო -უცებ გადავაბრალე . ხომ უნდოდა ჩემი ცოლად დატოვება ხოდა მიიღოს ახლა.
-თვითნაც იგივე მითხრა და რომელი მატყუებთ- ეს რომ მითხრა თორნიკეს გავხედე, ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა-მოკლედ რა საოცრებაა. კიდე ვერ ვიჯერებ ,ჯერ იმას რო შენ გათხოვდი და მერე იმას რომ ამან მოგიყვანა. აღიარე ახლა რა გაუკეთე ჩემს ძმაკაცს
-რა გავუკეთე. მე ამ პატარა გოგოს რა უნდა გამეკეთებია - ეს ინსტიქტურად ვტქვი ,ჩემი ცნობილი ფრაზა მაგრამ აქ აშკარად არ იყო შესაფერისი. თორნიკემ ისე გამომხედა ცეცხლი წამეკიდა
-დარწმუნებული ხარ?
-შენ... უზრდელო - გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ტუჩები დავბრიცე. მერე გამახსენდ აიქ ჩემი ძმაც რომ გვისმენდა და გვიყურებდა, ისე შემრცხვა სულ ავწითლდი
-კაით ახლა ძმა ვარ მე მაინც არ მინდა დეტალები
-ქორწილისთვის ხო ჩამოხვალ -უცებ გადაიტანა თემა კიდევ კარგი თორე მოვკლავდი
-სულ რო მომიწიოს თავის დანენბება სწავლისთვის ჩემი ერთადერთი დის ქორწილს როგორ გამოვტოვებ. ის გიჟები არ მოსულან?-ასე ზუსტად როგორ თქვა . ერთბაშად შემოანგირეს კარი, ნინომ, ზურამ, ნიკამ და გიგიმ
-თქვით რომ ეგ გიჟი კაიფობდა თორემ შევიშლები- ოთხივემ ერთად თქვა და ამოისუნტქა. ისე გვიყურებდნენ დიდი სიამოვნებით ვეტყოდი რომ ხუმრობა იყო მაგრამ რა გაეწყობოდა.
-ხელები აჩვენეთ თორე არ მიჯერებენ- ჩვენც ინსტიქტურად ვაჩვენეთ არათიტზე წამოცმული ბეჭდები და მერე ერთად რო აყაყანდნენ ვეღარაფერი გავიგე
-შენ .. შენ გოგო გიჟი ხარ? როგორ არ მითხარი
-თორნიკე დაგბრიდავ
-ბიჭო ასეთი უჭკუო როგორ ხარ ეს ქაჯანა რამ მოგაყვანინა
-დაგერხათო ორივეს .ა ნ დაწყვიტავთ ერთმანეთს ან დაკლავთ , აკუწავთ დაჩეხავთ -მსგავსი წინადადებები ისმოდა სანამ თორნიკემ არ გააჩუმდა
-თუ გიხარით მოგვილოცეთ თუ არადა თავი მისკდება და გაჩუმდით
- გილოცაავთ- მერე მეხვეოდნენ. ბოლოს ნინიკო ჩამეხუტა და ვერარ დავიხსენი თავი. ასე მყავდა მიხუტებული . ძლივს გავედით,ჩემს ოთახში
-მომიყევი
-რა მოგიყვე იქ არ იყავი?
-მე ბოლოს გნახე რომ ცეკვავდი ვირაც ბიჭთან, მერე მე გავითიშე და თემომ წამიყვანა თავისთან სახლში. დილიდან გირეკავდი ნუ რაღა დილიდან ხო იცი ჩემი ნაბახუსევი პირველზე გავიღვიძე. ახლა ჩამოვედით ჩვენც . ვიფიქრე ბიჭებთანაათქო და არარაფერი გითხარი. მეგონა მეჯვარე ვიქნებოდი შენ კიდე გადამაგდე . ვინ იყო ისე ხელისმომკიდე
-არ ვიცი ...ისეთი მთვრალები ვიყავიტ ორივე არაფერი მახსვს ნორმალურად
-კაი რა როგორ არ გახსოვს.. ეგ როგორ არ გახსოვს. ქალის ცხოვრებაში ერთ ერთი ყველაზე ამაღელვებელი უნდა იყოს ... მოიცა ისიც არ გახსოვს?- უცებ გაუფართოვდა თვალები თითქოს რაღაც საოცრებაზე მეუბნებოდა. სიცილი ვერ სევიკავე, სიმწრის უფრო იყო მგონი. მთელი დღეა არ გამიცინია და რო დავიწყე ისტერიულ სიცილში გადამეზარდა და ვხარხარებდი . თორნიკე რო შემოვარდა მერე გავჩუმდი
-რა დაგემართა გოგო
-არაფერი ჩაბჟირდა
-გადი სენი ჭირიმე მთელი ცხოვრება უნდა აგიტანო. წადი ბიჭებთან გვაცადე საუბარი ისედაც როდის ვნახავ ვინ იცის
-მარიამ ტონალობა და სიტყვები ....- მხოლოდ ეს მითხრა თვალები დამიბრიალა და გავიდა
-არა სულ მომწონდა ეს ბიჭი მაგრამ ცოლად თუ გაყვებოდი რას ვიფიქრებდი
-ხო შენ ლუკა უფრო გაწყობდა შენი რძალი ვიქნებოდი
-დედაა ლუკა ვის გაახსენდაა... გაგიჟდება
-რა გააგიჟებს ვითომ სიყვარულს ვეფიცებოდი .შემეშვი ერთი ლუკას გარდა ყველაფერზე ვნერვიულობ. ორი კვირა დამრჩა მერე რა იქნება ღმერთმა უწყის
-თუ არ გინდოდა ვინ გაძალებდა შე კაი ქალო
-მასე მარტივად არაა საქმე . ახლა დავფიქრდი პრობლემებზე. მასწავლებლები.. სწავლა მერე უნივერსიტეტი... როგორ მოვახერხებ ხომ იცი მე რა ტიპი ვარ ასე უსაქმოდ ვერ ვიქნები იქაც
-ნუ აქ რო გემსახურებოდა ელე ისე თუ გააკეთა დედამთილმაც ანგელოზი უნდა იყოს ეგ ქალი
-მაგას ვამბობ მეც ..რა მეშველება
-მოიფიქრებს შენი პრინცი რამეს- მიყურებდა..უცებ მოიწია და ყელზე დამაყვირდა- ეს კბილის კვალიააა
-არაა შენთვის დაწვრილებითი ინფორმაცია საჭირო პატარა ხარ ჯერ
-ხო აშკარად გაკეთება ჯობია მოსმენას.. მეც უნდა გავთხოვდე
-არ გამაგიჟო ახლა
-აუუ მე ვიქნები რა ახლა მაინც მეჯვარე გთხოოოვ
-რას მთხოვ შენ იქნები აბა სხვა ვინ - ჩავეხუტე და ვაკოცე- როგორ მიყვარხარ გოგო.. მომენატრები
-მოიცა რა ახლა ნოემბერია და ზაფხულში გნახავ .მანამდეც შევხვდებით სულ იქ ხო არ იქნები . მერე საერთოდ თბილისშ ვიქნები მეც . ბავშვის გაზრდასი მოგეხმარებირ ა გინდა
-რა ბავშვი ხო არ გაგიჟდი..-უცებ შევიცხადე და თავში მძიმე საგანი ჩამარტყეს. იქნებ წუხელ.. არა რაღა გუშინ გაგიჟდებოდნენ მაგის სპერმიები გამორიცხულია. ორივე მთვრალი ვიყავით . პანიკაშ არ ჩავარდე მართა. მართალია თავისდაცვა არ გაახსენდებოდა მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს
-რა გჭირს შენ... რაზე ჩაფიქრდი ჰეიიი
-არა არაფერი... ხვალ სკოლაში წამოვალ. მასწავლებლებთანაც უნდა ვიარო ჩვეულებრივად .ისედაც არაფერი ვიცი და ორ კვირას ვერ გავაცდენ . მოაგვარებენ უჩემოდ ყველაფერს
-შენი დედამთილი რა საყვარელი ქალია? იმედია არ გააგიჟებ და აფთარი არ გახდება
-არ მიცნობდე მაინც
-კაი არ დაიწყო ხო ვიცი ...
-მერე ნერვებზე რატო მოქმედებ? ისედაც ვერ მოვდივარ ნორმალურად აზრზე
-ნუ ახლა ისეთი ქმარი გყავს კარგახანს ვერ მოხვალ აზრზე
-ნუ აციმციმებ თვალებს ... -გამეცინა და საწოლზე მივწექი. როგორ მომენატრება ჩემი ოთახი , სიმყუდროვე , ახლა რა მეშველება .გაბუტული რომ ვიქნები ასე ჩემს ნებაზე ბოდიალის უფლებას ვინ მომცემს ის ურჩხული ჩემს ძმაზე უარესია
-ისე მაგარი წყვილი ხართ ალქაჯი და ურჩხული.
-საოცარი ..ვერაფერს იტყვი
-კლასელებს რას ეტყვი
-არაფერს ...უბრალოდ ვიტყვი რომ დავინიშნეთ აბა აქ რო ვარ დაიწყებენ ჭორაობას და მაგათ ვალაპარაკებ ახლა რა
-ძალიან კარგი...აუუ სკოლაშიც თბილისში უნდა გადახვიდეე
-ახალი კლასელები თან თბილისში..თუ დაიწყეს ახლა ნერვები არ მაქ
-რო მიშვილოთ არა? წამოვალ მეც
-ხო და საწოლშიც შემოგვიწექი ხანდახან
-ხოოო ჩემი ოთახი თქვენი ოთახისგან შორს უნდა იყო...შენი კვნესის მოსმენა ფსიქიკას დამიზიანებს
-უზრდელო- მოკისკისე ქალბატონს დავემანჭე და ბალიში ვესროლე
-დღეს შენთან ვრჩები. დედიკოს შევუთანხმდი .ნუ თორნიკეც თუ არ რჩება
-არ რჩება ! წავა ალბათ
-თქვენი ვერაფერი გავიგე, ვერ მოიცადეთ და ცოლად შეგირთო და ახლა ასე მარტივად მიდის? წესით თაფლობის თვე უნდა გქონდეთ . თაფლობის თვეში სად წახვალთ?
-არსად
-ვაიმე რა არარომანტიული ხარ უიმეეე
-გინდა გაგიცვლი ქმარს ასე ძალიან თუ გევასება
-გაგიჟდი მგონი შენ ...
-აბა რას მიხურებ ვერ გავიგე
-მოკლედ რა ერთ ღამეში ვერ დაგატკბო აშკარად უნდა იმუშაოს თოკუნამ
-რაზე ვიმუშაო?
-აი სიძეც გაიჩითაა რაზე და..
-სკამზე ..ვერ დააკაკუნე? იქნებ და
-რა გახდილი იყავი? - ეს მგონი მხივდა მე რომ ვაწამებ განგებ და დაიწყო ამანაც თამაში? ნინუცა აფხუკუნდა . უცებ წამოდგა
-სად მიდიხარ
-დაგტოვებთ გვრიტებო აბა მე რა ვიცი რა საქმისთვისაა მოსული
-ოხ ნინიკოოო
-მოვალ ბეიბეეეე -კოცნა გამომიგზავნა და სიცილით წავიდა. თორნიკე საწოლზე ჩამოჯდა . ფეხები მოვკეცე და კუთხეში მივიკუჭე
-რა გგნებავს?
-ჩემები მიდიან ... მე ვრჩები
-იმედია არ ჩაესიძები
-უარს არ მეტყვიან ..დავრჩები ამაღამ შენთან
-რას მეთამაშები ახლა მოგინდა ღადავი?
-კარგი ნუ ბრაზობ. ბინა მაქ და იქ დავრჩები . ქორწილს თბილისში ვიხდით ერთხმად გადაწყვიტეს. ქორწილის რიცხვად ჩემი დაბადებისდღე აირჩიეს 14 დეკემბერი ,დედაჩემის იდეაა .
-ვაიმეე რა ცუდია რო პირველი ღამის რეპეტიცია გვქონდა .დაბადების დღეზე მოგიძღვნიდი ბარემ თავს
-მორჩი ცინიკოსობას ვაფშე არ მეცინება ! შენც ნუ იქმნი ტყუილად ფეხებზემკიდას იმიჯს,ზედმეტად კარგად გიცნობ
-იცოდი ალბათ ეს რო იყო ჩემგან მოსალოდნელი
-გეყოფა მარიამ ... წავედი მე გადიან უკვე ისინი
-მოიცადე დამელოდე მე არ გავაცილო?
-თუ არ გინდა..
-არ მინდა რას ნიშნავს - უცებ ჩავიცვი ფეხზე და დავედევნე. თორნიკეა ჯმუხი თორემ ძალიან მაგარი მშობლები ჰყავს. ორივეს თბილად დავემშვიდობეთ და წავიდნენ. მე ჩხეიძის გვერდით ვიდექი. როგორც ყოველთვის ხელი ჰქონდა მოხვეული. მერე გულსი ჩამიკრა და თავზე მაკოცა
-როდის გაიზარდე მართა ასე? უკვე გათხოვილი ქალი ხარ მე კიდე ბავშვი მგონიხარ. მოვკლავ იმ ვირს ჩემი გოგო მინდა მე
-მესმის -სუსხიანი ხმა მისვდა ჩემს ყურთასმენას და ჟრუანტელმა დამიარა. რა მემართება რა ჯანდაბაა.
-გესმოდეს მერე ... რა გინდოდა შე ჩემა ვერ მოიცადე ცოტა? რამ აგაცანცარა ამხელა კაცი - ებურდღუნებოდა თორნიკეს. ისეთი საყვარელი იყო მეცინებოდა.
-მეც წავედი თორე ხვალ ათასი საქმე მაქ- ნიკუშამ გამომგლიჯა ზურას და მომეხვია- ნახვამდის რძალო- ისე მეხამუშა ეს სახელი დავიმანჭე
-აუ რა რძალოო
-ამხელა ქალს ჭინკა როგორ გაკადრო აბა
-მასხარა
-კარგად ბრძანდებოდეთ- ყველას გადახედა და მანქანაში ცაჯდა. გიგი და ბატონი ზურაბიც მას გაჰყვნენ. დავრჩით ასე მე და თორნიკე მარტონი. ჩემები სახლში შევიდნენ. ნინუცაც მათ გაჰყვა . დაგვტოვეს მარტო , ისე მჭირდა ახლა განშორება და ამრტო ძლი რას ამბობთ.
-ხვალ მიდიხარ სკოლაში?
-კი და ვიტყვი რომ დავინიშნეთ
-როგორც გინდა ... გამოგივლი დამელოდე და უჩემოდ ფეხი არ გაადგა
-რა ბრძანებაა ვერ გავიგე მარტო ვერ წავალ? ახლა არ დაიწყო ანდრეას როლის მორგება თორე შევიშლები
-ანდრეას როლს ვერ მოვირგებ ძმა ვერასდროს გავხდები სამწუხაროდ! ხვალამდე- სუბლზე მაკოცა და წავიდა. დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი , შუბლი მეწვოდა,მისი ტუჩების შეხება ასეთ რეაქციას რატომ იწვევს ჩემში. კარგი გასაგებია რომ წინა ღამეს ეფექტი მოახდინა მაგრამ ზედმეტია ამდენი შეგრძნებები.



№1  offline მოდერი D-roni

ჩემი ნიჭიერების პიკი პანიკა ❤ მიყვარხარ სიგიჟმდე! ვგიჟდები ამათზე და შენზე ხო ჭკუა მეკეტება !

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კაი იყო მალე დადე winked

 


№3  offline მოდერი bibo

ჩემი სასწაული ხარო შენო საქალბატონევ ციცქნა გოგონავ ვაფრენ მე შენზეეე ასეთი სასწაული რატო ხარ უხხხ აი ვიტყვი აწი რაზე უნდა დაწეროს ამ ბავშმა ნეტა რა უნდა გაკეთოსთქო დ აუცებ ისეთს დატრიალებ გული მაქ ცუდადდდდდ ვახმეე ცუდად მხდის შენი ისტორიები ვაფრენ ხალხმრავლობაზეეე შენ ჩემი პიადი სასწაული ხარ და არ ვიციი როგორ გადავიტან შენ რო წერა მიატოვო და არ გელოდო გულის კედელი ჩამომეწვებააა დღეში ასჯერ ვამოწმებ ხო არ დადოთქოოოო ისე გელოდები და რო ვნახავ ჰაერში ვიკვანძები request crying უხ კიდე კაი თორნიკე იყო მომწონს ეგ ბიჭუკები მე კაი ბისკვიწი ბიჭიააა აქეთ ველურული აღვირახსნილი იქით ტკბილი ვახ რა ბიჭია მომინდა მეცც რააა love love ხო ყველას არ დაწყვილებ ვიცი არა კი არა ვერა მაგრამ მე ეგენი უპრო მომწონს ერთად ანრო და ნინცა და რა ვქნა ვხდები მარტო მე მომწონს რო გამოდის wink wink უფ ჩემო ამოდღვლეფილო ლობიოვ ვგიჟდები შენ ნაწერებზე ემოცის პიკზე ვარ ხოლმე და არ ვიცი რა ვთქვა ერთ და იგივე წინადადებაზე ვბუქსაობ ფაქტიააა.მარგალიტის დედას ვპიცავარ და გიას ბროშკას სასწაული ხარ აი მადუმებ კითხვის დროს და მგონია მეც იქ ვარ ან უყურებ გვერდიდან უჭყიტინებ და ისე ვაკვირდები შენი სიყვარულის სიწმინდის დედა ბუნების დედა არს ვპიცავარ საუკეთესოზე მეტი ხარ ჩემო შოკოლადის ტორტოვ უდიდესო კრემოოო აჯაპსანდალოოოო და ზეთისხილოოოო.ჩემო სნიკერსის თხილოოოო ალუჩის კურკავ კიის და ატმის ბუსუსოოო love love შოკი მოკი კოკი ხარრრრრრ აი აი გულს ბაგა ბუგი დაგა დუგი დაქა დუქი გაქ ხოლმე კითხვის დროს ჩემო მარწყვოოოოო შომპონურო ბამბანეროოოო და კორკავკოლავვვვვ მალე დადე რაააა თორე ვატყბ დაგედებიიიიი ამდენი ლოდინი სად შემიძლიააააა კაცო რა ეს კალოჩეიი იცოდე გელოდები სულმოითქმელად ტო აბა შენ იციიიი ჩიტოოოო გელი მეეეე ბევრებზე ბევრებსსსს ჩემო გოგოვ წავეთრიე თორე ვატყობ ერთიდაიგივეს მეათაზეჯერ ვწერ tongue bully

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

D-roni
ჩემი ნიჭიერების პიკი პანიკა ❤ მიყვარხარ სიგიჟმდე! ვგიჟდები ამათზე და შენზე ხო ჭკუა მეკეტება !

ვაიმეეე რას მოვესწარი მეჩვენება მგონი . ცხრაჯერ წავიკითხე სახელი და ნამდვილად შენ ხარ? კომენტარი როგორ დამიწერე საოცრებაა რა .უეჭველი იცი რო ცუდად ვარ და მაგიტო მათბობ love love love love მიყვარხარ მე შენ love love

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

mokled saocreba xaar ra... rom icode rogor gamaxaree <3 ise cudad var da amis wakitxvam gamomaketaa :)) dadee ra 12 is mere kideee

 


№6  offline წევრი მოლურჯო

ვფიქრობდი რომ დამთავრდება მაშინ დავიწყებ კითხვას თქო
მაგრამ ისეთი კარგია ისეთი რომ ვერ ვითმენ
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი Pepper

საოცარი ხარ რააა
გასაგიჟებელი თავი იყოო
სრულიად არაჩვეულებრივი
დღეს დაგვიდე რა ახალი თავი ^^ <3

 


№8 სტუმარი Teo...

Vgijdebi shenze Mariam.emociebit vivsebi shens nawerebze..

 


№9  offline წევრი თათულიTN

მომწონს. ეს რაღაცით იმ ისტორიას გავს "მხოლოდ ერთი ღამე" და ძალიან მიყვარდა ის მოთხრობა, ესეც მიყვარს უკვე. მალე დადე <3

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

თათულიTN
მომწონს. ეს რაღაცით იმ ისტორიას გავს "მხოლოდ ერთი ღამე" და ძალიან მიყვარდა ის მოთხრობა, ესეც მიყვარს უკვე. მალე დადე <3

ხო თავიდანაც დავწერე რო ჰგავსთქო მაგრამ სულ ისეთი არ გამოვა სხვა ჩანაფიქრი მაქვს . იმედია მოგეწონებათ ბოლომდე

 


№11 სტუმარი Marii

Auu ra magari iyo... martla dzaan magari :)) male dade ra <3

 


№12  offline წევრი Annlabel

შეგნსბულად არ ვკითხულობ! ვაგროვებ რომ ერთად წავიკითხო თორე მერე ვერ ვუძლებ 1 დღე ლოდუნის რეჟიმში ყოფნას... <3

კომებტარს მოვკარი თვალი მხოლოდ ერთ ღამეს გავსო და ეხა სულ გავგიჟდი, ვაფრენ მაგ ისტორიაზე

 


№13  offline წევრი anukiana008

ძალიან მაგარია გააგრძელე

 


№14 სტუმარი qeta

ჯერ ვაგროვებ თავებს,რომ არ დავიტანჯო ლოდინით.... wink დარწმყნებული ვარ,ესეც უსაყვარლესი,უთბილესი და უტკბილესი ისტორია იქნება.

 


№15  offline წევრი nutsa214

ვაიმეეეე!!! ძააან მაგარია♥ მიყვარხარ ძალიან!♥♥ უნიჭიერესი ხარ და რავი მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს♥♥ მალე დაადე რა.

 


№16  offline წევრი თათულიTN

sameone crazy girl
თათულიTN
მომწონს. ეს რაღაცით იმ ისტორიას გავს "მხოლოდ ერთი ღამე" და ძალიან მიყვარდა ის მოთხრობა, ესეც მიყვარს უკვე. მალე დადე <3

ხო თავიდანაც დავწერე რო ჰგავსთქო მაგრამ სულ ისეთი არ გამოვა სხვა ჩანაფიქრი მაქვს . იმედია მოგეწონებათ ბოლომდე

yvelaferi momwons rasac shen wer, saocari gogo xar :*

 


№17  offline წევრი masu

თავიდანვე მომწონდა ამათი წყვილი <3 ვიცოდი როესე მოხდებოდა <3 მაგარი იყო ძაან მომეწონა <3 ველოდები ახალ თავს <3 მაგარი გოგო ხარ ძაან <3

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

masu
თავიდანვე მომწონდა ამათი წყვილი <3 ვიცოდი როესე მოხდებოდა <3 მაგარი იყო ძაან მომეწონა <3 ველოდები ახალ თავს <3 მაგარი გოგო ხარ ძაან <3

მადლობა wink

 


№19  offline წევრი mariam.mariam

Dzaan momwons es istoria da sheni motxrobebi dzalian miyvars dzalian ♥♥♥

 


№20  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra magari iyoooo gavgijdii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent