შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯს ურჩხული შეუყვარდა (5)


28-04-2016, 11:09
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 7 700

სახლში შევდივარ და დედიკოს ვეხვევი. მის მუხლებზე ვდებ თავს როგორც ვიცი ხოლმე, ის კი თმაზე მეფერება
-ჩემი გოგო ,ჩემი პატარა გოგო მალე გამიფრინდება .
-მიყვარხარ დე ..ძალიან ძალიან მიყვარხარ- თვალებამღვრეულმა ვაკოცე ხელზე და მოვეხვიე
-მეც ჩემო ერთადერთო - საფეთქელზე მაკოცა და ცრემლები გადმოღვარა
-აუ არ იტიროთ რა თორე მეც ამიჩუყდება გული და ხომ იცით რა გულჩვილი ვარ -ნინიკო ჩაგვეხუტა ორივეს და გაგვაცინა
-ჩემი ორი გოგო . შენ მაინც იარე ჩემტან ხშირად თორე გავბრაზდები იცოდე
-მოვალ აბა რას ვიზამ .თქვენს პეროგს ვერ შეველევი. ჯანდაბას თუ გავსუქდები , ბანკეტამდე დავიკლებ
-აუუ ბანკეტი ... კიდევ კარგი ისედაც არ ვაპირებდი წამოსვლას თორე ახლა კიდევ ერთი პრობლემა მექნებოდა
-ახლაც არ წამოხვალ? ეგრე შენ ქორწილსაც არ იხდიდი მეტი არც თხოვდებოდი საერთოდ
-ნუ გამომეკიდები სიტყვებზე თორემ ბევრი რამ გადავთქვი ,იმდენი ვერც მოითვლ, ფაქტიურად ნახევარი წესებისა დავარღვიე და იმედია ექიმი მაინც გავხდები სხვა თუ არაფერი გამომივა ცხოვრებაში
-რაღა გინდა გოგო ისეთი ქმარი გყავს რო ინატრებს ნებისმიერი-მოკლედ დედაჩემს ისე ხო უყვარდა თორნიკე და ახლა საერთოდ აფანატებს .ისეა გახარებული ამან რომ გაიგოს გაყრა მინდოდა ხო შეიშლება
-შენი შვილია ცუდი ხო?
-აბა კარგი ხარ? არაფერი შენ არ იცი, მარტო ვერც სახლს დაალაგებ წესიერად, ვერც დარეცხავ, ვერც საჭმელს გააკეტებ. საერთოდ ვერაფერს . მარტო კითხვა იცი ,კარგია მაგრამ მაგაზეც წუწუნებ არაფერი ვიციო ვერაფერი გავიგე მე შენი
-როგორ მომენატრება შენი წუწუნი
-წუწუნი კი არა დედამთილი რომ გაგლანძღავს ნახავ მერე. ახლა არ მითხრა რომელი საუკუნეაო. სახლი არ გაქ ახლა თუ მოსამსახურეები გეყოლება .იცოდე არ დაიწყო თორნიკესთან შენ რომ იცი ეს მინდა ის მინდა, ამას ვერ ჩავიცმევ, ამას ვერ გავაკეთებ, აქ ვერ წავალ იქ ვერ წამოვალ.მაგათთან რა მინდა ..
-დედა ბავშვი ხო არ ვარ რა ხომ იცი რასაც ვფიქრობ მაგაზე..
-ვიცი მაგრამ ეგრე ისიც ვიცოდი მე რომ სამსახურს ირჩევდი და არა ოჯახს ახლა ვერაფერი გავიგე . არც ის ვიცი რას გააკეთებ .თუ შეძლებ საერთოდ ორივეს მერე ბავშვი გეყოლებათ იმედია არ იტყვი ახლა რამდენიმე წელი არ გავაჩენთ და მერეო...
-ბავშვს ნუ შეეხებით გევედრებით არ მინდა მაგაზე ლაპარაკი
-ააბა რას..
-გთხოვ ...არა გიკრძალავთ ორივეს არავითარი ბავშვი არ მიხსენოთ საერთოდ ...
-კარგი შენ რომ ამოიჩემებ მაინც არ გადაიფიქრებ ახლა...
-ჩემი გოგონები რას აკეთებენ?
-დათვრა მამაშენი
-სულ ხო არ მითხოვდება გოგო ... კიდე ვერ ვიჯერებ .
-სხვა რომ ყოფილიყო სიძე იგივე რეაქცია გექნებოდათ?- უცებ დაებადა კითხვა, მართალია პასუხი ვიცოდი მაგრამ მაინც ვიკითხე. მამაჩემს მზერა შეეცვალა
-სხვა რას ნიშნავს ... თორნიკეს კაცობაში ვარ მე დარწმუნებული და ვიცი რომ უბრალოდ მეტი რომანტიულობისთვის გააკეთა ეს თორე ხო ხედავ ისევ ჩვეულებრივად მიჰყავხარ სახლიდან ქორწილით.- ეს ისე ლაპარაკობს ანუ რა ჰქონია რომ უბრალოდ დავქორწინდით და ჯერ არაფერი გვქონია? იმიტომ იყო ასე მშვიდად? ეს რა მოაფიქრა , ან ეს რას ცვლის რა მნიშვნელობა აქ . მოკლედ ამ ხალხის მაინც არ მესმის ,ვერც ვერასდროს გავიგებ .
მე და ნინიკო საწოლში შევწექით. ჩამეხუტა და ტუჩები დაბრიცა .რაღაც საოცრებას მეტყვის ახლა გული მიგრძნობს
-წუხელ არაფერი მომხდარა ტყუილად გკითხე? თუ ვერ გავიგე რომანტიკაში რა იგულისხმა ლასა ბიძიამ- ახლა უნდა მოვატყუო? არ ვაპირებ
-მოხდა უბრალოდ ლაშამ იცის ეგრე რამე მნისვნელობა აქ ორ კვირას ან ოც დღეს? წუხელ ისეთი მთვრალები ვიყავით ... რას მაყოლებ ახლა შემეშვი ნუ ხარ ჭორიკანა
-კაი რა იყო დეტალები არ მაინტერესებს
-თორე ხო მოგიყვებოდი
-რა წესია ახლა ორი კვირა არ უნდა მოგეკაროს?
-ისე იცხადებ ვითომ მოკვდება ორ კვირაში ჩემი სურვილით. .. შემევსი ნურაფერს იტყვი ის მითხარი ხვალ სკოლაში მოდიხარ თუ სახლში წახვალ
-ვაიმე რა სკოლაში, რა მინდა ახლა მალე ისედაც არდადეგები იწყება. შენ საკონტროლო უნდა დაწერო და წაბრძანდი .მე სახლში დავისვენებ რაღაცეები დასაწერი მაქ და მერე წავალ მასწთან
-მე ხვალ ბიოლოგიაზე ვარ , ინგლისურზეც და ქართულზეც . სახლში ვიქნები ცხრაზე ?
-თბილისში რეპეტიტორებიც საპოვნელი გეყოლება აუუ მოკლედ მაგარ შარში ხარ ზაფხულამდე ვერ დაიცადეთ ?
-ზაფხულში გავეყრები ვინ ხარ შენ...
-რა?
-რა დ აიმას ვგულისხმობ ახლაა სიცივე და ახლა მინდა სითბოთქო- უცებ მივაყარე და ზურგი ვაქციე- ძილინებისა , ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო .
-ძილინებისა ქალბატონო ერისთავო
-ყიფიანი ვარ მე !-ბურდღუნით ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ვერ დავიძინე მაინ, ნინჩომ კი ჩაიძნა უცებ რა ენაღვლება, აბა მე იმდენი საფიქრალი დამიგროვდა და საერთოდაც თვალების დახუჭვისას თორნიკეს თვალები მეჩვენება ან მისი შეხება და ჭკუიდან ვიშლები. მთელი ღამე თეთრად გავათენე. გამთენიისას ჩამეძინა, ნინიკომ გამაღვიძა . უცებ წამოვვარდი და სააბაზანოში შევვარდი. იქედან დაფეტებული გამოვვარდი კიდეც შევასკდი თორნიკეს, ხალიჩა აიკეცა მოპრიალებულ იატაკზე ასრიალდა ,თორნიკე დაეცა ზემოდან მე დავაფრინდი მგონი მოვკალი ქმარი, მე რომ დავეცემი როგორ იქნება . ღმერთო ამის ცოდვას ნუ ამკიდებ
-დიდხანს უნდა იყო ასე? თუ ვინმე უნდა დაგვადგეს
-საქმრო არ ხარ? თუ ქმარი რა ვიცი ჩვენ ხო მაინც არაფერი გვქონია და ...
-საიდან დაასკვენი ეგ -ხელი რომ მომხვია მერე მივხვდი რო მხოლოდ მოკლე ხალათი მეცვა ისიც საცვლებზე შემოცმული . ხალათი გაიხსნა და ავეკარი სხეულზე
-ეგრე არ უთხარი ლაშას?
-შენი აზრით კონკრეტულად ვუამბე რამე? - იატაკზე დამსვა მაგრამ ხელს ისევ არ მშვებდა, ის კი არ იცის როგორ ცუდად მხდის მისი მხურვალე ხელის გული, შიშველ კანზე რომ მეხება და შეიძლება სისულელე ჩავიდინო მალე თუ არ მომშორდა
-‘შემეშვი მეჩქარება - უცებ მოვიშორე მისიხ ელი, ხალათი შევიკარი და საძნებელში შევვარდი, თურმე ისიც მომყვებოდა მე კი მოვშიშვლდი და დავიწყე ტანსაცმლის შერჩევა -როგორი ამინდია ეტა დღეს, საღამომდე ვერ დავბრუნდები
-წვიმაა და თბილად ჩაიცვი
-ააა რა გინდა შენ აქ - უცებ მივიფარე მოშისლებულ მკერდზე ზედა
-გელოდები როდის ჩაიცმევ -ძალიან მშვიდად და ურეაქციოდ მითხრა თოთქო არაფერი სიეთი არ მიცანდა. ხოდა ძალიან კარგი ,თუ რეაქცია არ გაქვს და მარტო მე მემართება საშინელებები შენი დანახვისას.
-ხოდა დამელოდე- მოვიშორე ზედა და იქვე მივაგდე , შარვალიც გამოვიღე და ძალიან მშვიდად დავიწყე ჩაცმა ისე თითქოს იქ არ იყო. ვის ვატყუებ, როგორ უნდა ჩამეცვა მშვიდად მეგონა ვიწვოდი , ეს შეგრძნება ისე ხშირად მეუფლება მგონი მართლა დავიფერფლები . მისთვის არაფერი განსაკუთრებული არ მაქვს, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ ალბათ ისეთი ქალები ჰყავდა მე მათთან ვერც კი მივალ.ერთი ლაწირაკი ვარ რომელიც ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია . ჩანთაში წიგნები ჩავყარე და მხარზე გადავიკიდე-წავედით. ისე ვუთხარი არც კი შემიხედავს მისთვის. ჩუმად გამომყვა უკან, მთელი გზა სიტყვა არ დაუძრავს,საჭეს უჭერდა თითებს და ჩემსკენ თვალს აპარებდა ხოლმე დასჯილი ბავშვივით. მანქანა გააჩერა გადმოვიდა კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა. მეც გადმოვედი და ქვემოდან ავხედე
-დღეს ქართული, ბიოლოგია და ინგლისური მაქ .სახლში გვიან მივალ
-მისამარტები ვიცი და მოგაკითხავ. რომ დაგირეკავ მიპასუხე ან მომწერე - თმა გადამიწია ყურს უკან თითები თმაში ახლართა და წასვლის წინ შუბლზე მაკოცა-ჭკვიანად
-ნახვამდის- ჩუმად ჩავილაპარაკე და სკოლისკენ წავედი. ყველა თუ არა ნაცნობები აშკარად მიყურებდნენ . კლასში როგორც კი შევაბიჯე მაშინვე დამაყარეს კითხვები მეც დამეზარა ლაპარაკი ამიტომ ნინო მივუშვი. ყველა გაოცებული იყო როგორ არ ვუყვებოდი , საერთოდ არ მქონდა ლაპარაკის ხალისი. საკონტროლო დავწერე და წამოვედი. კიდევ კარგი ნინო მოვიდა თორე რა გაუძლებდა იმათ.
სკოლასთან ახლოს კაფეში შევედი და საყვარელი ნამცხვარი სევუკვეთე წვენთან ერთად. ჩემი ძმის კურსელები შევნიშნე თუმცა არ მივსულვარ მარტო ყოფნა მერჩივნა. რამდენიმე წუთში თორნიკემ დამირეკა
-სად ხარ
-რა ხდება
-სკოლაში არ ხარ ,სად წახვედი
-კაფეში ვარ ,უნდა ჩაგაბარ... თორნიკე-გამითიშა ... არაა ეს ნორმალური . წვენი მოვსვი და შემობრძანდა კიდეც. წინ ჩამომიჯდა და მაგიდაზე შემოაწყო ხელები
-დედაჩემს აინტერესებს კაბას აქ იყიდი,თბილისში თუ საერთოდ იკერავ
-სულერთია
-კარგი მაშინ მე შეგირჩევ და იტყვი რომ შენი არჩეულია
-ნოუ ფრობლემ... -გამიღიმე და მორიგი ლუკმა გავაქანე ყბისკენ, ყელში გამეჩხირა ვიღაც გადაპრანჭული არსება რომ შემოეხვია ჩემს ქმარს და დაბერილი ტუჩები ლოყაზე ისე მიაკრა გული ამერია.
-როგორ ხარ თორნიკეე..სად დამეკარგე?
-სალომე ... აქ რას აკეთებ შენ?
-მეგობართან ვარ აბაა როდის მესტუმრები? -მე არ მიმჩნევს ტიპი, მაგიდაზე შემოდო თავისი მრგვალი საჯდომი და გადაუწყო ფეხები თორნიკეს ბარემ გაიხადოს აქვე .ნერვები ყალყზეა, შეიძლება შევიშალო. ესეც რო ეჟღურტულება,ჩემთან კი აქ დიდი გული და მიბღვერს სულ. ამას რატო არ აგდებს საზიზღარი .თუ ჰგონია მე ცოლს მიწოდებს და ასეტებთან განაგრძობს გართობას ცდება. სულ არ მაინტერესებს რას იზამს . იდიოტი,ხეპრე, ველური, ურჩხული ეს.
-საყვარელო საქორწინო სამზადისისთვის უამრავი საქმე დაგვიგროვდა და დროა წავიდეთ. უქმად დასაჯდომად არ გვცალია - ისე ვთქვი თითოს ვერც ვერავის ვამჩნევდი იქ . ხელი მის ფეხზე ავასრიალე და დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება. მაშინვე წამოდგა და თვალებგაფართოებულ გოგოს ზერელედ დაემშვიდობა. მაგიდაზე ფული დატოვა და წავიდა. მე კი ხელი მოხვიე და გავიკრიჭე
-დღეიდან ყველა ბოზ.. ივიწყებ ვინც კი გყოლია გამოჩნდებიან და გააქრობ თორემ გეფიცები დაგ...
-სულ გაგიჟდი ხო შენ! რა მუქარებით მოძრაობ . შენი აზრით ბრძანების უფლება გაქვს?
-რა არა? ცოლი მე ვარ შესაბამისად ჩემს გარდა არც არავის აქვს უფლება
-სად მიბრძანდები?
-ქართულზე
-ასე უნდა მიბღვერდე ახლა ეჭვიანი ცოლივით?
-ვით? მე ყველაფერზე ევჭვიანობ რაც ირგვლივაა მითუმეტეს რაც მეკუთვნის
-და მე გეკუთვნი?
-შენს შემთხვევაში გააჩნია ...
-რას გააჩნია
-შენ თუ მიმისაკუთრებ მაშინ კი..თუ შეშვები მბრძანებლობას , განკარგულებების გაცემას მაშინ მაგრად რას და ვისტან გააკეთებ აი თუ არ შეეშვები მაშინ მოვირგებ ცოლის როლს
-კიდე ერთხელ მეტყვი მსგავს კონტექსტში რამეს და ქცევაზე პასუხს არ ვაგებ
-ძალიან ცუდი..- მანქანის კარი გავაღე და გადავედი- კარგად ბრძანდებოდე
კიდევ კარგი თბილისში წასვლამდე მოვამზადე მასალა ამიტომ პრობლემა არ შემქმნია. განწყობაც გამომიკეთდდა ,ისეთი გარემოა იქ სულ კარგად ვარ ხოლმე . სიცილ-კისკისით გამოვედი მასწავლებლიდან და გავუყევი ორ მეგობართან ერთად გზას მეორე მასწავლებლისაკენ. ისინიც იქეთ მიდიოდნენ ძალიან ახლოს იყო,არ წვიმდა და ფეხით გავედით . კორპუსთან რომ მივედი რაღაცაზე გულიანად ვიცინოდით ,შეტყობინება ასე წავიკითხე სულ არ გამიგია ვისგან იყო „დასტოინად!“ ოჰ თორნიკე ერისთავო უკვე მითვალთვალებ თუ რა უბედურებაა. არაფერი შემიცვლია ისეთივე განწყობით მივედი ინგლისურის მასწთან. დიდად კი მეზარებოდა მაგრამ რა მექნა . ყველაფერი მზად არ მქონდა ამიტომ წეპირად ვაკეთებდი კითხვის დროს სავარჯიშოებს . რამდენიმე მოსასმენიც გავაკეთეთ და უკვე წამოსვლა მინდოდა
-მართა გააჩერე ფეხი და წაიკითხე
-აუ მას აღარ წავიდეთ? გავიდა უკვე ორი საათი მეჩქარება მე
-ბიოლოგიაზე ხარ ალბათ
-აუ ხო მას პირდაპირ უნდა გავიდე და ცოტა შორსაა ხო იცით
-მოკლედ რა ყველაფერი გიყვარს შენ ინგლისურის გარდა კი მიიღებ 70 ქულას
-მართლა მას?
-რა გიხარია გოგო
-აუუ 70 რო მივიღო მაგრად გამისწორდება ,ესეს და მეილს ვერ დავწერ მაგის ნერვები სად მაქ
-ვაიმე მართა გამაგიჟებ მალე ...წადი გამშორდი წადი საკმარისი იყო დღეისთვის
-ჩვენ რას გვერჩით მას ...
-ოჰ აყვნენ კუდებიც ... მომდევნოზე იცოდე არ გაგიშვებთ ასე მალე
ვაიმე ისე გამიხარდა სულ კუსკუსით წამოვედი. ამჯერად სხვა თანმხლები მყავდა. ის ჩემი ბიოლოგიის რეპეტიტორის მეზობლად ცხოვრობდა
-წამო მარ გაგიყვან .სახლში მივდივარ
-როგორ მეზარებოდა ახლა წრიულით გასვლაა - გავიცინე და წინ დავსკუპდი,როგორც ყოველთვის. გაეცინა და თავისი ადგილი დაიკავა
-აბა როდის გაქ ქორწილი ქალბატონო?
-შენ საიდან იცი
-რავა არ ვიცი სიმონ- გაიკრიჭა და სადღაც გააჩერა- ჩემი კლასელები არიან წამოვიყვან ბარემ ამათაც იყინებიან აქ- ორი გოგო იყო აბუზული და გამეცინა .ისე უცებ ჩასხდნენ
-ვაიმეე ჩვენი ბიჭი ყოფილა..ისევ შენ თუ გვიშველი თორე სხვა პატრონი კი არ გვყავს
-შენი პატრონობარა მაკლია რა
-ოო გამომეკიდე ახლა ერთ სიტყვაზე ..შენნაირი პატრონი არც მე მჭირდება -უცებ მიაყარა გაბრაზებულმა და მე გადმომხედა. რას წამოვიწიმე ამ წინ იეჭვიანა გოგომ
-ჯერ ამათ მივიყვან რა ორი წუთის ამბავია და მერე შენ გაგიყვან მარ
-კარგი რა პრობლემაა
-ვინ არის ეს გოგო არ გაგვაცნობ?
-მართა ყიფიანი ჩემი...
-შეყვარებული სასიამოვნოა- გავუცინე ქერა გოგონას რომელსაც თვალები ისე გაუფართოვდა მოვემზადე დასაჭერად რომ გადმოსცვივდებოდა. აი არ ვარ გენიოსი? ხო ზუსტად გავარტყი. ლადომაც არაფერი თქვა უბრალოდ თვალები დააწვრილა და ისე გამომხედა
-მე მაგდა ვარ ეს კიდე ირინკა - მეორე გოგონამ მითხრა და ფერდაკარგულს ხელი უჯიკა თითქოსდა შეუმჩნევლად
-არ ვიცოდი შეყვარებული თუ გყავდა... -აბლუყუნდა საცოდავად. შენც კაი მწარე იქნები გეტყობა. ძალიან კარგი ახლა ხო დავაჩქარე ამბები. ლადუნა სარკიდან უყურებდა გოგონას ,რომელიც წამსვე გადახტა მანქანიდან როგორც კი მის კორპუსთან გააჩერა მადლობაო ამოიბლუყუნდა და გაიქცა.აუ რა ცუდი გოგო ვარ რა ავატირე აშკარად . მაგდაც უკან გაჰყვა.
-რა სეყვარებული გოგო რა სეყვარებული სულ გაგიჟდი?
-აქამდე თუ არ იცოდი გეტყვი რო უყვარხარ
-ვინ გითხრა რო არ ვიცოდი?- წარბი მაღლა აზიდა და გაიცინა
-კარგი მაშინ ის აღიარებს რო უყვარხარ. მაქსიმუმ ერთ კვირაში იქეთ აგიხსნის სიყვარულს. შენ უბრალოდ ისევ განაგრძე მის ნერვებზე თამაში
-გმადლობთ დარიგებისთვის... ეს ახლა იმდენს იტირებს ხვალ არც მოვა სკოლაში კაი რაა
-დიდი ამბავი ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია გენაცვალე
-მოკლედ რა შენ ვინ ხარ გოგო , ერთი ის ბიჭი დამანახა შენ ვისაც მიჰყვები თავი მობეზრდა ალბათ
-გაუკეთე ადამიანს სიკეთე ... გისმენ
-სად ხარ !-ისეთი ხმით მითხრა ცოტაც და გადმოძვრება მობილურში
-ბიოლოგიაზე
-დარწმუნებული ხარ რო ჭავჭავაძეზე ხარ? მასწავლებელთან
-გააჩნია შენ რაში ხარ დარწმუნებული
-იმაში რო მაგ მანქანიდან ორ წუთში თუ არ გადმოხვალ მაგ ტიპს ნაკუუწებბად ვაქცევ და შენ არც კი ვიცი რას გაგიკეთებ...
-რას მითვალთვალებ იდიოტო სულ გაგიჟდი შენ? სხვა საქმე არ გაგაჩნია?- სანამ მე ვლაპარაკობდი თავის კორპუსთან გააჩერა ლადომ მეც გადავედი. -მადლობა რო მოიყვანე
-რამე პრობლემაა?
-არა არაფერი კარგად- ხელი დავუქნიე და შესასვლელისკენ წავედი - შეეშვი უკან დევნას ჭკუიდან ნუ გადამიყვან ერისთავო . ხომ იცი რო ვერ ვიტან უნდობლობას .მე შენ გითხარი რო არაფერი გვეთქვა და დაგვესრულებინა იქვე ყველაფერი
-დროზე ადი ახლა და ხმა არ გავიგო. მე გამოგივლი იცოდე !
ურჩხული ,როგორ მელაპარაკება. არ მენდობა ესეიგი ამას რა ჰგონია ნეტა ატას ბიჭთან დავდივარ თუ რა ჯანდაბაა . მასწავლებელთან გაბრაზებული ვიჯექი
-ჩემი ბულბული რატო არ ჟღურტულებს დღეს? ვერც მე ვატარებ ნორმალურად გაკვეთილს შენ რო ჩუმად ხარ მართა
-შეიძლება მალე წავიდე?
-ხო ყველაფერი რიგზეა
-კი უბრალოდ მეჩქარება გთხოვთ რა ამ ერთხელ
-კარგი ჩემო კარგო გასამეორებელი გვექნება ცილები, ცხიმები, ნახშირწ....ბი და ჩამაბარებ გულ-სისხლძარღვთა სისტემას .თუმცა მომდევნოზე ტესტს ვწერთ
-კარგით .ნახვამდის -საშინელი ამინდი იყო. აქ ქარი რომ არ იყოს დანაშაული იქნება პირდაპირ, წვიმდა თან საშინელი ქარიც იყო. კაპიშონი წამოვიფარე და ფეხით გავუყევი გზას. არ ვიცი რატომ დავდიოდი ასეთ ამინდში ფეხით მაგრამ მინდოდა. იმდენად ვიყავი ფიქრებში გართული ვეღარაფერს ვამჩნევდი. სულ გავიწუწე , სახლში შესულს დედაჩემის ქოთქოთი რომ გავიგე მაშინ გავაცნობიერე როგორ ვიყავი გათოშილი
-სად იყავი მართა აქამდე...როგორი სველი ხარ. ფეხით წამოხვედი ? გოგო რამ წამოგიყვანა ფეხით სრულ ჭკუაზე ხარ? იქნებ გაცივდე ახლა. ორ კვირიანი გრიპი კი იცი და ცხვირაწითლებული წადი საკუთარ ქორწილში
-კარგი რა დედა ნუ ქმნი პანიკას- კიბეებისკენ დავიძარი
-არ ივახშმებ? დღეს საერთოდ რამე ჭამე? იმედია ახლა საქორწილოდ წონის დასაკლებად შიმშილს არ დაიწყებ
-დედა მსუქანი შემირთო და ახლა რატო უნდა ვიშიმშილო იმის გამო რომ ერისთავ უფრო მოვუნდე? - ხმამაღლა მომივიდა ნათქვამი იმდენად რომ მამაჩემმაც გაიგო და ისე დააბრიალა თვალები სწრაფად შევიყუჟე ოთახში. სველი ტანსაცმელი გავიხადე, აბაზანაში შევედი ,შხაპი მივიღე და თბილი პიჟამოებით გამოვედი. თავი ისევ სველი მქონდა . მეზიზღება გაშრობა,თან იმხელა თმა მაქ სანამ შრება ცეცხლი მეკიდება. ოთახში თავდახრილი შევედი,გათბობა იყო ჩართული მაგრამ მაინც საშინლად მციოდა.კანკალს ვერ ვწყვეტდდი .თუმცა უფრო ცუდად გავხდი თორნიკეს სუსხიანი ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას, მკლავებში ხელი ჩამავლო და კედელზე მიმანარცხა,ისე ძალიან მეტკინა ზურგი რომ გ=კვნესა ვერ შევიკავე, თავიც საშინლად მტკიოდა
-რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ და საერთოდ ისე რატომ ქმნი საქმეს რომ ძებნა დაგიწყო! ხომ გითხარი დამელოდე მე წაგიყვანთქო ვინმე სხვას ვუთხარი? ოდესმე გაიგებ რომ ის უნდა გააკეთო რასაც გეტყვი? მითუმეტეს როცა ელემენტარულს გთხოვ და არა საოცრებას
-ნუ ღრიალებ თავი მტკივა ...ხელი გამიშვი გამილურჯდება - ლუღლუღით ვუთხარი და იმდენად მცხელოდა ,პირიც მიშრებოდა, ტუჩები გავილოკე და თვალები მივლულე
-როგორ არ ვიღრი... მარიამ რა გჭირს ...მარიამ
-მცხელა ...თან ძალიან -ნერწყვი გადავყლაპე და დამძმებული ქუთუთოები ერთმანთს დავაშორე. კარადიდან მოკლემკლავიანი პიჟამოს ზედა გამოვიღე.ზურგით ვიდექი მაგრამ სარკის წინ რომ ვიყავი საერთოდ არ მახსოვდა ,ვერც ვაზროვნებდი. ზედა გადავიძრე და სანამ სწორი მხარე ვიპოვე მეორე მაისურის წელს ზემოთ შიშველი ვიდექი. მერე საწოლისკენ წავლასლასდი. შარვალიც მოვიშორე და სე მესიამოვნა გრილი ზეწარის შეხება რაღაც ხმები ამოვუშვი. თვალები ისევ დამეხუჭა, ხმები ჩამესმოდა მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. მოგვიანებით ტემპერატურამ დაიკლო.ცივ წყალში ჩამსვეს ,შემდეგ აშკარად თორნიკემ მიმიკრა მკერდზე და საწოლზე დამაწვინა.
გონს რომ მოვედი,პირი გამომსრალი მქონდა, თვალები ძლივს გავახილე და გვერდით მძინარე თორნიკე დავინახე,უკვე შუაღამე იყო. ტუმბოზე დადებული წყლის ჭიქა ავიღე და მოვსვი.
-გაიღვიძე?- ძილისგან დაბოხებული ხმა მომესმა, ოდნავ წამოჯდა და შუბლზე ხელი მიმადო- სიცხე აღარ გაქვს .შენი ბავშვური ქცევის გამო ლამის გადაიწვი 40 გრადუსი გქონდა .ელენე მოგკლავს ხვალ
-შენ რატომ ხარ აქ
-რომელი შეყვარებული დატოვებს სიცხიან გოგოს
-მარტო მაგიტო თუ ხარ არაა საჭირო .კარგად ვარ და წაბრძანდი
-ახლა ამბობ მაგას, ელენე გაგიჟდა გონება დაკარგე და იწვოდი .
-იმ ცივ წყალში შენ ჩამსვი?
-მამაშენი არ იყო სახლში და აბა ელენე ვერ მოგერეოდა...დედაშენმაგამოგიცვალა- უცებ დაამატა თავის მარლებასავით გამოუვიდა და გამეცინა -გადარეული ხარ ...
-უბრალოდ გასეირნება მინდოდა... ვერ ვიტან ამ პერიოდს ზაფხული მინდა
-ადრიანად მოიწყინე ჯერ სად ხარ -საბანი გამისწორა ,მერე თმაზე ჩამომისვა ხელი -თუ გინდა ხალიჩაზე გადავწვები
-იდიოტს ვგავარ ბავშვურ თამაშს რომ იწყებს? უარესი რაღა უნდა მოხდეს იწექი ჩემი რა მიდის - მხრები ავიჩეჩე საბანი გადავწიე და წამოვდექი . სააბაზანოში შევპლატუნდი და მალევე დავბრუნდი . თორნიკე უკვე საწოლში იწვა და ბალიშს აფუმფულებდა-შიშველი თუ წვებოდი არ ვიცოდი
-არ ვარ შიშველი...
-დიდი შეღავათია- საბანი ავწიე და ტრუსზე მივუთითე .რაღაც ჩაიფრუტუნა და ზურგი მაქცია. ტემპერატურა არ მქონდა მაგრამ იმხელა სიმხურვალე მოდიოდა ვიწვოდი. ვერაფრით მოვისვენე , მოკლედ რა ამის გვერდით ძილიღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის .ბოლოს გადმობრუნდა და დამიბრღვირა
-რატო ვერ ისვენებ მარიამ?
-სიმართლე რომ გითხრა არ ვარ მიჩვეული ნახევრად შიშველი აპოლონის გვერდით ძილს რომელიც მაფორიაქებს -ჩემო ენა გასახმობო და ძირში მოსაჭრელო.რომ გავიაზრე რა ვუთხარი ლოყები ამიწითლდა. ისიც რომ მეთამაშება?
-მე? მე როგორ გაფორიაქებ არც კი შეგხებივარ
-შემეშვი გადაბრუნდი დაიძინე თუ იძინებ
-ვერ ვიძინებ იმიტომ რომ არ ისვენებ
-ასეთი ფრთხილი ძილი გაქ სულ? დივანი იყიდე მაშინ ჩვენი მომავალი საძინებლისთვის. იქ ძილი მოგიწევს
-მაქვს ისედაც დივანი მაგრამ შენს ზომებს შეფერება ზუსტად
-ანუ საწოლიდან გადამაგდებ დივანზე? თუმცა შენ გულს რა აგიჩუყებს ურჩხული ეს
-დიდხანს უნდა ილაპარაკო? თავი ამტკივდა უკვე
-შენ შაკიკი თუ გაქ გვითხარი იქნებ გიმკურნალოთ როგორმე-ზურგი ვაქციე და როგორც იქნა დამეძინა. დილით საწოლში ბრუნვების კეთება მიყვარს , უკვე ფხიზლად ვიყავი მაგრამ თვალების გახელას არ ვჩქარობდი ,დილით მასწავლებელი არ მყავდა. გადავბრუნდი და როგორც კი მივეკარი შიშველ სხეულს მაშინვე დენდარტყმილივით წამოვვარდი.თორნიკეს თვალებს რომ წავაწყდი წამოვწითლდი
-რას მიყურებ არ მახსოვდა აქ თუ იყავი და საერთოდ თუ წახვალ დამავალებ. არ მინდა დედაჩემ დაგვადგეს
-იყო უკვე შემოსული ჩაი მოგიტანა ..დღეს წოლითი რეჟიმი გაქვს
-მერე შენც ჩემთან ერთად უნდა იწვე? აბრძანდი და წაბრძანდი ...ფუუ ჩაის ვერ ვიტან
-მე ჭირვეულ გოგონებს ვერ ვტან
-ცოლი ხო გიყვარს ისე რას ამბობ ჭირვეულობაა მარტო მიზეზი
-არა ბევრია კიდე
-უიი რას ამბობ- გავხედე და უცებ მოვაშორე თვალი. იცმევდა და არ მინდა მივაშტერდე თორე რამეს წამოვაყრანტალებ გული მიგრძნობს . ოთახი დავტოვე და სააბაზანში შევიკეტე. მოვწესრიგდი ჩავიცვი და დავბრუნდი. საწოლი გასწორებული დამხვდა , ქვემოთ ჩავედი .ჩემები საუზმობდნენ თორნიკესთან ერთად
-რატომ ადექი...დღეს მაინც დაწექი მართა თორე გავგიჟდები
-კარგი რა დედა პატარა ხო არ ვარ ..მასწავლებელთან ვარ დღეს უნარებზე მერე ქართულზე ბარემ თვის ბოლოა იმ ორ კვირაში მისვლას აზრი არ აქვს ამიტო დავასრულებ ბარემ .
-და სამზადისში ცაერთვები
-არა დავისვენებ და მორალურად მოვემზადები ამ ურ.. თორნიკესთან საცხოვრებლად- ისე დამიბრიალა თვალები ლამის ენა გადავყლაპე -კარტოფილი მინდა
-შეგიწვავ ...მანამ სხვა რამე ჭამე
-ოო არ მინდა მე კარტოფილი მინდა
-ნეტა რო გათხოვდები ვის ეწუწუნები ...-ისე მითხრა ჩვეული ფრაზა არც დაფიქრებულა მერე მოიღუშა ,გაახსენდა რო გავთხოვდი უკვე - თორნიკე შვილო რამდენი წელია ამის ქცევას უყურებ და ეს როგორ შეგიყვარდა ან ცოლად როგორ მოგყავს, ან შენი ტავია რ გეცოდება, ან დედაშენი. ამას თუ ჰგონია ჩემსავით ნახევარი დღე სახლშია ლიზი ძალიან ცდება
-მივხედავ როგორმე თავს დედა ...რა გავაკეთო ახლა?
-დრეს ცუდ ხასიათზე ხარ დილიდან
-ვერ დავიწყე მთლად ჩემს ნებაზე და იმიტო
-მართა ასე უნდა უბღვერდე სულ? როგორი წყვილი ხართ თქვენ მე არ ვიცი. დედაშენი თავიდან ისეთი მშვიდი და წყნარი იყო
-მოიცა ახლა აღარ მოგწონვარ თუ რა ხდება- უცებ გამოვიდა სამზარეულოდან და მამამაც შეიცვალა ხმა
-როგორ არ მომწონხარ უბრალოდ იმას ვამბობ ...
-ვიცი ძალიან კარგად რასაც ამბობ და გაჩუმდი სჯობს
-თქვენს ყურებას რა ჯობია მაგრამ სამეცადინო მაქ .სანამ სენ მაგას შეწვავ მე რამეს გავაკეთებ. სიძეს გიტოვებ მამიკო მაინც უსაქმურია და რა ენაღვლება- ისე მივაყარე არც კი შემიხედავს . სწრაფად ავირბინე კიბეები და ჯაყოს ხიზნების ბოლო თავებს გადავხედე. მარგოს საცოდაობაზე ვსაუბრობდი და მასზე საწყალი და უგუნური მე აღმოვჩნდი .თუმცა ზედმეტია ჯაყოს და ჩემი ურჩხულის შედარება . რამდენიც არ უნდა ვლანძღო ჩემი ურჩხული მაინც არ არის ცუდი.“ოჰ შენია უკვე?“- ჩემი რაა ქმარი რომაა ის ვიგულისხმე .
მასწავლელებს დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. თორნიკე ორი დღე არ გამოჩენილა მე კი სახლში ვიყავი,დედამ მაინც მკითხა რაღაცეები ,თითქოს მცხელოდა მაგისთვის. საშინლად ვგრძნობდი თავს, თორნიკეს დანახვაც კი ცუდად მხდიდა უკვე. აღარ ვიცოდი თავს როგორ მოვრეოდი , დრო ისე მალე გავიდა გააზრებაც კი ვერ მოვასწარი. ქორწილის წინა დღეს წავედით თბილისში. დილიდან კი დაიწყო მზადება. კაბა ნანახიც კი არ მქონდა , არაფერი მანაღვლებდა,მოჩვენებითი ბედნიერებაც კი არ შემეძლო. მომავალზე ვფიქრობდი და არც კი ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა . ბოლოს დინებას მივყევი,შევეცადე დადებითი მხარე მეპოვნა ყველაფერში და დავმტკბარიყავი თითოეული წამით. მეტ სისულელეს ვეღარ ჩავიდენდი ამიტომ სიამოვნება მაინც უნდა მიმეღო .
სარკეში ვუყურებდი საკუთარ ანარეკს და მეგონა სხვა ადამიანი მიცქერდა. ულამაზესი კაბა მეცვა ,ერთდროულად სადა ,დახვეწილი და გრანდიოზული. მაკიჟი, ვარცხნილობა ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და ულამაზეს თოჯინას ვგავდი
-რა ლამაზი ხარ შვილო...
-ვაიმეე მარ ულამაზესი ხარ- ნინუცამ და დედამ ემოციები ვერ დამალეს. ელეს ცრემლებით აევსო თვალები თუმცა მალევე შეჩერდა.
-იმედია ანდრეა მალე მოვა- მხოლოდ ეს ვთქვი და გავიღიმე. მამა ძალიან ღელავდა მაგრამ ემოციის დაფარვას ცდილობდა .
-მგონი აგვიანდება სამებაში მოვა ალბათ პირდაპირ ... მოვიდნენ
რამდენიმე წუთში შემოვიდა ამალა. იმდენი ვინმე იყო ვერც ჩამოვთვლი მე მხოლოდ თორნიკეს ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ მთვრალსაც კი საოცარი გადაწყვეტილების მიღება შემეძლო, იმდენად მომხიბვლელი იყო ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში. მარტივი ცერემონიალი და შუა დალოცვის დროს ჩემი ძმის შემოჭრა .ისე გამახარა მისმა დანახვამ მთელი ძალით მოვეხვიე ,ნუ კაბამ რა საშუალებაც მომცა . თორნიკეს და თეა ,მის ქმართან და შვილთან ერთად გავიცანი .მას შემდეგ ვბრწყინავდი, ვიგრძენი რომ ისევ დამიბრუნდა ჩემი მე. ნუ ზღვარს ვიცავდი საუბრის დროს და ისე თავქარიანი ბავშვივით არ ვლაქლაებდი . თორნიკე კი როგორც ყოველთვისსერიოზული ,დინჯი გამომეტყველებით მოძრაობდა მაგრამა რც გაბრაზებული იყო და არც მოწყენილი. უამრავი ფოტო გადავიღეთ. სამებაში დავიწერეთ ჯვარი, და ისე უცებ გადავლახე ყველაფერი თითქოს მთელი ცხოვრება ამ დღეზე ვოცნებობდი. ჩემი ქორწილი იყო შესაბამისად ისე უნდა გამეტარებინა დრო როგორც არავის არასდროს. რესტორანში შესვლის წამიდან დაიწყო . იმდენი ხალხი ირეოდა , მოდიოდა მიდიოდა, დალაპარაკებასაც ვერ ვასწრებდით თავიდან, ჩემი მეჯვარე ნინუცი იყო ,თორნიკესი კი თავად ზურა ჩხეიძე. მოკლედ თორნიკე მებრალებოდა ჩვენ სამის ხელში . როცა დაიწყო სადღეგრძელოები და დამშვიდდა ხალხი, ეს მილოცვებიც შეწყდა წამით ამოვისუნთქე და სასმელი მოვსვი. მთელი დღეა არაფერი მიმიღია , შოკოლადი მაინც უნდა ვჭამო თორე შევიშლები
-ყველაზე მაგარი ქორწილია ...ღოჩაღ ელეს და ელიზაბეტს
-მართლაც რომ..კიდევ კარგი ტყუილად არ დავხარჯე ენერგია ... აუ ახლა უნდა ვიცეკვოთ?თორნიკე ცეკვა იცი?
-ვის ეკითხები ამას? გაგიჟდი გოგო შენ? თორნიკემ იცის ცეკვა აბა ვინ იცის თითქმის პროფესიონალი მოცეკვავეა
-მართლა? ღმერთო რა შარში ვარ მე კიდე სადღაც ორი წელი ვიარე და შევრცხვი და ესაა
-ჯობს გაჩუმდე ცოტა ხნით და უბრალოდ იცეკვო . ცეკვა ემოციაა, გრძნობა და არა მხოლოდ დაზეპირებული ილეთი -უცებ მომიჭრა და უკვე ქართულის საოცარ მელოდიაზე აცეკვებული ზურასკენ გავემართე. მართლაც მელოდიას ვუსმენდი და მთელი გრძნობით ვცეკვავდი, არ ვიცი როგორი გამოვიდა და არც მაინტერესებს უბრალოდ მე მომწონდა. რაღაც საოცრება იყო როცა თორნიკემ დაიწყო ცეკვა, გათიშული ვუყურებდი , ეს ბიჭი მაგიჟებს. ბოლოს აპლოდისმენტების ხმა მისწვდა ყურთასმენას და მისი ხელები წელზე შემომეხვია-საოცარი იყო- მითხრა და ისე ტკბილად მაკოცა ლოყაზე მეგონა სამყარო მაჩუქა .
-შენ საოცრად ცეკვავ ... ვაუუ დავმუნჯდი
-მაგას დამუნჯებას ეძახი?- ტუჩის კუთხე ჩატეხა და სასმელი მოსვა . ჩემი კლასელები ცეკვავდნენ და ვუყურებდი, ცოტას შევისვენებ ვადროვებ. იმდენი ახლაგაზრდა იყო ,როგორც შევამჩნიე ანდრიკოს კლასელები და კურსელებიც იყვნენ გამორჩეული ხალხი, ნუ ნაცნობები და ნათესავები ხო იყვნენ და იყვნენ. ბევრი უცნობიც მომხვდა თვალში თორნიკეს კურსელები, მეგობრები და თანამშრომლები იყვნენ. მხოლოდ ძალიან ახლო მეგობრები. უფროსებზე არაფერს ვამბობ უბრალოდ ქაოსი იყო. რამდენიმე ჭიქა დავლიე და შემთვრალ ხალხთან ერთად დავიწყე მეც ცეკვა. ჩემს ბიჭებთან ერტად ვცეკვავდი. ნინიკო სულ ჩემებთან ცეკვავდა , ერთხელ კი შევამჩნიე როგორ ცეკვავდა ვალსს დატყვევებული ვიღაც საოცარ ბიჭთან ერთად
-ნინიკოსთან რომ ცეკვავს ის ბიჭი ვინ არის? ჩემს მეუღლეს ჩავჩურჩულე ყურში და ხელები მხრებზე უფრო კომფორტუულად განვატავსე
-ჩემი ყოფილი კურსელია ალექსანდრე თაბაგარი ,რომელსაც აშკარად მოეწონა ჩვენი ნინუცი. შესაბამისად მოსვენებას არ მისცემს
-ანუ ცანცარაა ამათსავით?
-არა ჩემნაირი ხასიათი აქ ,თითქმის უბრალოდ ქალებთან სხვანაირი დამოკიდებულება აქვს
-მიახლოებით გასაგებია -წყვილს მზერა მოვაშორე და ისევ მეუღლეს ავხედე რომელიც თვას არ მაშორებდა -ასე რატო მიყურებ ერისთავო?
-ძალიან ლამაზი ხარ პატარავ - იმდენად თბილად მითხრა ტაომ დამაყარა.უცებ მელოდია შეიცვალა, დარბაზი ჩაბნელდა და მხოლოდ ჩვენი წყვილი ჩანდა ,ერთმანეთს ვუყურებდით თვალებში და მგონი ორივეს სურვილი ასრულდა ,როცა ჩვენი ბაგეები შეერთდნენ. მთელი არსება მოიცვა იმ წამს თორნიკემ და სიამოვნების წყარო ამოვიცანი,თავად მასში იყო და შემეძლო ულევად მიმეღო. როცა კოცნა შეწყვიტა მკერდზე მივადე თავი და მისი გულისცემაც უკეთ მესმოდა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ის ათასი კაცი სადღაც გაქრა...
კიდევ რამდენიმე სადღეგრძელო და აღარაფერი დარჩა ქართული და ტრადიციული, განათება შეიცვალა, მხოლოდ ახალგაზრდები დავრჩით და მეც გავედი კაბის გამოსაცვლელად უკვე აღარ შემეძლო ,ვეღარ ვმოძრაობდი . ისევ თეთრი კაბა ჩავიცვი წელიდან გაშვებული, უკან უზურგო, მუხლამდე ,მოძრაობისას უფრო მაღლა იწევდა და არ ვგავდი ქალს ,სწორედ ჩემი ასაკის შესაფერისი იყო. მართალია თმებს არ უნდა შევხებოდი მაგრამ მაინც დავიშალე ,ჩახვეული დალალები წელზე მეფინებოდა . ოთახი დავტოვე ,კაბას დედაჩემი მიხედავდა . დარბაზში დაბრუნებულს ჩემი მეუღლე არ დამხვდა, ყველგან შევათვალიერე მაგრამ არ იყო. ბოლოს აივანზე გავედი ვიფიქრე ეწევათქო ,მაგრამ იქ ისეთი რამ შევნიშნე ჯობდა ჩემი ფიქრები ტყუილი ყოფილიყო და ასე არ გამართლებულიყო . ქალბატონი რომელიც თავიდანვე არ მომხვდა თვალში ,მისი ქცევის ,გამოხედვის და ჩემს მეუღლესთან თვალებით საეჭვო კონტაქტის გამო ახლა დიდი მონდომებით უკოცნიდა ბაგეებს რომელსაც ცოტა ხნის წინ მე ვეხებოდი , კაცს რომელიც ჩემი კანონიერი მეუღლეა თანაც როდის საკუთარ ქორწილში . მივხვდი იმ წამს რომ ადამიანის მოკვლა შემეძლო ,თუმცა ვინაიდან ცოდვები არ მაკლდა ჯობდა ისევ სიტყვიერად გამენადგურებინა .
-საყვარელო სად ხარ?- ისეთი დისტანცია დავჭირე თითქოს იმ წამს მივედი , წყვილი ერთმანეთს მოწყდა , ქალბატონის კმაყოფილებით აკიაფებული თვალები და თორნიკეს მზერა რომელიც იმდენ რამეს იტევდა კმაყოფილების გარდა რომ ცოტა შემებრალა .-უი აქ ყოფილხარ - თითები მის თითებში ავხლართე და გვერდიდან მივეკარი - არ გამაცნობ ?
-რა საყვარელი ბავშვია- ღმერთო შენ არ იცი მე რა საყვარელი ვარ .ისე გამიღიმა თითქოს ძალიან ვუყვარვარ
-გახსენდებათ ორმოცი წლის წინანდელი საკუთარი თავი და გული გწყდებათ რომ ჩემნაირი არ იყავით ხო? რა ცუდია არა?- ისე მეამმიტური გამომეტყველება დავკერე ქალს ეგონა რაღაც კარგს ვეუბნებოდი ,მაგრამ რომ გადახარშა მისმა გამოფიტულმა გონებამ სიტყვების არსი ერთიანად აელეწა სახე -ძალიან ცუდია ასაკის მიუხედავად თავმოყვარეობაზე წარმოდგენაც რომ არ გაქვთ და ისე მდაბლდებით რომ სხვის ქმარს ეარშიებით იმ მინუმიმის გამო რომელიც ისე გამდაბლებთ რომ უსასრულობაში იკარგებით ნულსაც კი ვერ მიუახლოვდებით ...
-შე პატარა ლაწირაკო გგონია ...- უცებ გამოავლინა სახე და ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი ..ნეტა ჰგონია რომ მუშტიკრივს გავუმართავ თუ რა .ტემბრსაც არ ავუწევს მაგის გამო. თორნიკეს არც კი ვუყურებდი უბრალოდ ვიცოდი რომ ამ ქალს მეტჯერ ვეღარ ვნახავდი . მართლაც აღაფარეი უთქვამს
-ნათია გაჩუმდი და წადი!
-არსად...
-ნათია კიდევ რომ არ გავიმეორებ ხომ იცი- გაიწია და გასასვლელისკენ გზა გაუნთავისუფლა, ისიც გაავებული გავარდა .ბატონი კი მე მომიბრუნდა-კმაყოფილი ხარ?
-მე? წამის წინ ვიღაც ბოზ.. შენ ეზ... და მე რა მომანიჭებდა კმაყოფილებას- უცებ მივახალე და გასასვლელისკენ წავედი ძალიან მშვიდად. მაგრამ მკლავში მწვდა და სხეულზე ამიკრა
-რის მიღწევას ცდილობ
-გასვლას ვაპირებდი, მიყვარს ეს მუსიკა და ცეკვა მინდა ძალიან
-ნუ მეთამაშები მარიამ
-ცუდი მოთამაშე არც შენ ხარ ვიცი გაათანაბრებ ანგარიშს- ლოყაზე ვაკოცე და გავეცალე. აღარც კი გამხსენებია ის ინციდენტი ზედმეტად უბრალო იყო ჩემი გონების დასაკავებლად. ბრბოს შევერიე და ვცეკვავდი ,ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას და უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებდი. რამდენიმე ჭიქა კიდევ დავლიე მაგრამ მთვრალი არ ვიყავი. ჩემი ძმა გამთენიისას მიფრინავდა და ყველაზე დიდი დრო მასთან გავატარე ,თუმცა როგორც კი ნენეს შევნიშნავდი ასპარეზზე მაშინვე ვქრებოდი. ერთხელაც დავინახე როგორ გავიდნენ ერთად და გამეღიმა რადგან გაბადრული სახეებით დაბრუნდნენ უკან. ერთი გამოხედვაც საკმარისი იყო პასუხის მისაღებად და ესეც მივიღე ჩემი ძამიკოსგან.
-თქვენ წასვლას აღარ აპირებთ ქალბატონო?-ნინუცამ მიჩურჩულა და გამიღიმა
-როგორც იქნა მოშორდი იმ სიმპატიურს და გაგახსენდი ... იქნებ თქვენ გაგიშვათ პირველი ღამის გასატარებლად?
-ნუ ხუმრობ ასე ... ალექსანდრე უბრალოდ მეცეკვა
-რა უცებ მიხვდი ვისზე ვამბობდი ...
-მართა ნუ ცდილობ ჩემს გამოჭერვას ხომ იცი ..
-მე ნუ მეტყვი ჯერ არ გავთხოვდებიო ან რამე მსგავსს -ეს რო ვუთხარი გაეცინა . მე კი ჩემი მეუღლისკენ დავიძარი ბიჭებს რომ ელაპარაკებოდა და მოვეხვიე, ვიგრძენი როგორ შეკრთა და გამეღიმა . ტუჩები ყურთან მივაკარი და თან ვუჩურჩულე- წასვლა მინდა ,დავიქანცე -მხოლოდ რამდენიმე სიტყვა და გაქვავებული დავტოვე. ნელ-ნელა ვიაზრებ რა ძალა აქვს ქალს. ისეთი რაც აქამდე არ ვიცოდი,მონი დროა ყველა მათგანს დავეუფლო, ცოლ-ქმარი ვართ და უფლება არ მაქვს ის გავაკეთო და მივიღო რაც მსურს? რამდენიმე წუთში მოვიდა , ხელი ჩამკიდა და წამიყვანა . მანქანაში როგორც კი ჩავსხედით ამოვისუნთქე,თურმე სიმშვიდეში ყოფნა რა მაგარი იყო. როგორც კი სახლს მივუახლოვდით ყველაფერი ამომიტივტივდა თავში და უსიამოვნოდ გამცრა, თორნიკეც დაიძაბა, ხელები დაეჭიმა ,საჭეს უჭერდა თითებს .მანქანა გააჩერა , გადავიდა და კარი გამიღო. ნელა მივიწევდით სახლისკენ, თითქმის იგივე მეორდებოდა, სიჩუმდე და გზა . ოთახში შესვლისას იგივე აღარ განმეორებულა. თორნიკემ პერანგის ღილები ჩახსნა მკლავებზე აიკეცა და აივნისკენ დაიძრა
-შენი ნივთები კარადაშია , სააბაზანოშიც -მშვიდად მითხრა და გავიდა. არამგონია ასე მშვიდი ღამე იყოს მაგრამ კარგი. შხაპის მიღება ნამდვილად მჭირდება თორემ მგონი რომ ვერასდროს განვთავისუფლდები. სააბაზანოში შევდივარ და საკმაოდ დიდხანს ვრჩები, ბოლოს ჩემს ნივთებში აღმოჩენილ სექსუალურ საცვლს და გამჭვირვალე პერანგს ვიცმევ რომელიც არაფერს ფარავს ,ოთახში ვბრუნდები .შემდეგ კი ჩემს საყვარელ ქმარს ზურგიდან ვეკვრი ,რომელიც სიგარეტს ეწევა და მგონი კვამლი ყელში უჩერდება ჩემი შეხებისას. ისეთი შეშინებული დამყურებს ზემოდან მინდება გავიცინო თუმცა როცა მთელი სხეულით შემობრუნდება და მეც მთელი ავლადიდებით ვრჩები მის წინაშე აღარ მეცინება საერთოდ
-შეგიძლია დაიძინო...მე მოგვიანებით შემოვალ- ძლივს შენარჩუნებული სიმშიდით მეუბნება ,მაგრამ თვალებს ვერაფერს უხერხებს.მზერას რომელიც ჩემს სხეულზე დათარეშობს .
-რა თქმა უნდა დავიძინებ ...უბრალოდ მარტო ვერ დავიძინებ ჩვევა მაქვს ასეთი უცხო სახლში ვერ ვისვენებ ხოლმე . არაუშავს ცოტა ადრე თუ დაწვები - ხელს ვკიდებ და მის თითებში ვხლართავ ჩემს პატარა თითებს. იმდენად ცხელია რომ ამ ამინდშიც კი მწვავს . დაპროგრამებულივით მომყვება , მეც ხალათს ვიშორებ როგორც კი შევაბიჯებ სახლში და აივნის კარი იხურება
-მართა გეყოს ...უბრალოდ დაწექი და დაიძინე- სასმელზე მეტად ვნება იპყრობს . ჩემს უკან დგას, იმდენად ახლოს რომ მის სიმხურვალეს ვგრძნობ . მისკენ ვბრუნდები და თვალებში ვუყურებ
-რა უნდა მეყოს?
-მართა შენი ქცევა ... ინანებ მერე
-ერთხელ ვინანე მეტჯერ აღარ განმეორდება ... -ეს ასე დამფრთხალი რატომ მიყურებს რა ჰგონია რომ ქუჩის ქალივით ჩამოვეკიდები ყელზე და ვაცდუნებ? თუმცა იმ ღამის შემდეგ ყველაფერი შეიძლება იფიქროს .
-არ ჩავუღრმავდე საკითხს სჯობს უბრალოდ დაწექი ჩემს გვერდით არაფერს ვიგონებ - ბუზღუნით ვუთხარი და საწოლზე ავბობღდი. მუხლებით ვიდექი, საბანი გადავწიე და დავწექი. თორნიკე სააბაზანოში შევიდა იქედან სპორტული შარვლით გამოვიდა .როგორ არ მინდოდა მისი სხეულის შესწავლა მაგრამ რა გავაკეთო საოცარი სხეული აქ . გასაგიჟებელი კაცია და ეს პატარა გოგო ვერ ვერევი თავს . გულაღმა დაწვა და მუცლამდე დაიფარა საბანი ხელები საბანზე ელაგა ,მეც ფრთხილად დავადე მის ტორს ჩემი პატარა ხელი და თვალები დავხუჭე-ძილინებისა
-ძილინების- ჩუმად მითხრა და ცერა თითი ხელის ზურგზე გადამისვა. ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას.საკმაოდ დიდხანს და ვიცოდი რომ არ ეძინა. თავს დაცულად ვგრძნობდი. ბავშვობიდან ვერ ვიძინებ სხვა სახლში ,სულ დედაჩემთან ერთად ვარ ხოლმე პირველად აი მერე კი აღარ მიჭირდა. არ ვიცი ეს თვისება რატომ ჩამომიყალიბდა მაგრამ ასეა, დაცულად უნდა ვგრძნობდე თავს. ამ სახლში კი ნამდვილად სხვა მიზნით ვიყავი პირველად და არც ისე კარგი მოგონებები მაქვს.



№1  offline წევრი Mashka19

Nu mokled ar vici ra gitxra raa dzaan momcons vgijdebi umagresia male tu ar dadeb movkvdebi ise chamitria shenma motxrobebma dilas imit vickeb neta shemdegi tavi tu daidotko isedac mockvetili vikavi am samkaros da shenma motxrobebma saertod chamomashores am kveknierebas <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

uuh ra kargii iyooo <3 vgijdebi tornikezeee ra sayvarelia momwons aseti tipebiii

 


№3 სტუმარი ani

უმაგრესია და მალე დადე wassat

 


№4 სტუმარი Tiko

Au imdens izam sheni motxrobebis gadamkide gautxovari davrchebi

 


№5  offline მოდერი bibo

Xox rai ambebi xdeba aqineo ramfra tuxtuxebs da gugunebs hormomebi :D ux radgeshia es gogo gadaiyvana bichi chkuidan es veluruli da jmuxi bichi :D:D kargi xar chitoooo vgijdebi me shenze chemo amokazmulo marwyvo da amodgvlebilo lobiooo.fenovano xachapurooo datenilo yveliturt da kidooo chokoladooo au ra moitmens awi sanam shen dadebb ux ra es tan ar meyo da ra vqnaa ase icis gormucelobam gelodebi aluchis kurkav atmis da kivis bususo vahslatamis potolo snikersis txilov da marwyvis torto udideso kremiturt :****

 


№6  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliannn magariaaa gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№7 სტუმარი sofi zangaladze

dzalian magaria tornetis mere dade gtxov ra umagresia

 


№8  offline წევრი batkuna1

ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ მარტო მე დავიღალე ერთი და იმავეთი? ცუდად არ გამიგო მარიამ ვგიჟდები შენს ისტორიებზე,ყველა წაკითხული მაქვს და უმაგრესია,მაგრამ ძალიან ერთფეროვნებაა რა. მარიამი და ალექსანდრე ან თორნიკე ან ანდრეა,სოფელში დაბადებული გოგო,რომელსაც ექიმობა უნდა. ჯმუხი მდიდარი და უუუსიმპატიურესი ბიჭი (რომელიც ხშირ შემთხვევაში ძმის ძმაკაცია) საძმაკაცო , რომელშიც ერთი ან ორი ძაან ცანცარა და მაიმუნი ტიპია. ნუ ეს ზედმეტად ბევრი სექსხუმრობებიც და ქალს რო ხედავენ და არიქა თავს ვერ იკავებენ და კაცს ხედავენ და "ჰორმონები უჯანყდებათ" უკვე ძალიან მოსაწყენია რა. მაპატიე თუ რამე არაკორექტულად გამომივიდა,უბრალოდ ცოტა მეტი ფანტაზია მინდა რა. აი ვინც სუულ თავიდან მოყვება შენს ისტორიებს და წაკითხული აქვს ყველა,წესით ამ ისტორიაში ახალს ვერაფერს ვერ უნდა ხედავდეს უმნიშვნელო დეტალების გარდა :(((

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

batkuna1
ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ მარტო მე დავიღალე ერთი და იმავეთი? ცუდად არ გამიგო მარიამ ვგიჟდები შენს ისტორიებზე,ყველა წაკითხული მაქვს და უმაგრესია,მაგრამ ძალიან ერთფეროვნებაა რა. მარიამი და ალექსანდრე ან თორნიკე ან ანდრეა,სოფელში დაბადებული გოგო,რომელსაც ექიმობა უნდა. ჯმუხი მდიდარი და უუუსიმპატიურესი ბიჭი (რომელიც ხშირ შემთხვევაში ძმის ძმაკაცია) საძმაკაცო , რომელშიც ერთი ან ორი ძაან ცანცარა და მაიმუნი ტიპია. ნუ ეს ზედმეტად ბევრი სექსხუმრობებიც და ქალს რო ხედავენ და არიქა თავს ვერ იკავებენ და კაცს ხედავენ და "ჰორმონები უჯანყდებათ" უკვე ძალიან მოსაწყენია რა. მაპატიე თუ რამე არაკორექტულად გამომივიდა,უბრალოდ ცოტა მეტი ფანტაზია მინდა რა. აი ვინც სუულ თავიდან მოყვება შენს ისტორიებს და წაკითხული აქვს ყველა,წესით ამ ისტორიაში ახალს ვერაფერს ვერ უნდა ხედავდეს უმნიშვნელო დეტალების გარდა :(((

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის wink არ ვიცი რამდენად გავითვალისწინებ მაგრამ გასაგებია შენი დამოკიდებულება

 


№10  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე გავგიჟდი
საოცრება ხარ!
უბრალოდ საოცრება მეტი არაფერი
ემოციებს ვერ გადმოვცემ არ შემიძლია
მაგრამ დამიჯერე რომ
ძალიან მომწონს...
--------------------
მარიამი

 


№11  offline წევრი თათულიTN

umagresia :* male dade ra, iqneb 12is mere dado :*

 


№12  offline წევრი Pepper

ძალიან ძალიან მომწონს <3

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Vaime ra kargo iyok

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას wink

 


№15  offline წევრი kora

ძალიან მომწონს შენი ისტორიების კითხვა, მარტო შენთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნების და მდიდარი ფანტაზიის გამო. სწორედ შენი წერის სტიმა მომხიბლა და ამიტომაც მოგყვები ისტორიიდან ისტორიამდე. სულაც არ მინდა ეს ხიბლი შეცვალო მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგს არ მოსწონს და მოსაბეზრებელი მიაჩნია. მარიამ, გაითვალისწინე, რომ ბევრს გვიყვარს შენეული ვერსიები, ისე განავითარე მოვლენები, როგორც შენ თვლი საჭიროდ და არა ისე, როგორც გეუბნებიან. ეს შენი ისტორიაა და შესაბამისად სხვისი გონებით ვერ დაიწერება smile
მიყვარხარ ძალიან და ვაბოდებ ყველა შენ ისტორიაზე, თავის მრავალფეროვან პერსონაჟებიანად love love love
--------------------
kira.G

 


№16  offline წევრი Mariami)

უმაგრესსიააა !!!!!!!! <3333 დღეს არ დადებ ახალ თავს ? :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent