შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალქაჯს ურჩხული შეუყვარდა (9)


4-05-2016, 21:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 847

ბაკურიანში კიდევ ორი დღე დავრჩით. შემდეგ კი სახლში დავბრუნდით, წამებს ვითვლიდი ქუთაისში ჩასვლამდე. ისე მომენატრა სახლში მშობლები , გარემო ყველაფერი მომენატრა. როგორც იქნა ჩავაღწიეთ,თიტქოს გავთავისუფლდი, ყველაფერი სხვაგვარად იყო იქ . ისევ ისეთი გადარეული ვიყავი , დილით ადრე ვირვიძებდი და დავქროდი სახლში. თორნიკე დავღალე ამდენი სისულელით. მონატრებული მშობლები, მეგობრები ,ნათესავები.. ახალი წელი და ყველაფერი ისევ ბრუნდება. ისევ თბილისი, ნაცნობი მაგრამ მაინც უცნობი გარემო, რომელსაც ვერადა ვერ შევეჩვიე . სახლი რომელიც ჩემად უნდა მიმეჩნია ,მაგრამ ჩემი სახლი იქ იყო ქუთაისში , ჩემი ოთახიც იქ იყო სადაც ყველაზე კარგი წუთები მქონდა გატარებული .მთელი ცხოვრება და ალბათ ვერც ვერასდროს შევძლებდი სხვა ადგილის ისე შეყვარებას როგორც ის მიყვარდა ,ალბათ იმიტომ რომ ბავში მართა უფრო მიყვარდა ვიდრე „ცოლი , გათხოვილი ქალი .“ დავბრუნდი და ჩემმა მეუღლემ მოულოდნელად გამომიცხადა რომ ლექტორები მომამზადებდნენ , გოგო ვიძახდი შეიძლება ჩავიჭრ გამოცდაზეთქო და ვიღაც უძლიერეს ბავშვებთან მაგზავნიდა . თან ყველაფერთან ერთად შესარჩევი „კონკურსი“ უნდა გამევლო ტესტი დამიდეს წინ ოთხივემ ცალ-ცალკე რა თქმა უნდა . მე ხო ნევროზა ვარ მაგრამ არ ვიცი იქ რა დამემართა, ალბათ მოვკვდებოდი თორნიკე რომ შემერცხვინა და კატასტროფულად დაბალი ქულა მიმეღო , რაც ვიცოდი და რაც გაგონილი მქონდა ყველაფერი გავიხსენე , ლოგიკა მოვიშველიე მოკლედ ძალიან შევეცადე. მგონი ცხოვრებაში პირველად ვიბრძოდი ასე წუწუნის გარეშე. სამაგიეროდ რომ გამოვედი ლამის მოვკალი თორნიკე . იმ დღესვე ვიყავით ყველასთან რადგან დრო აღარ იყო . აღმოჩნდა რომ ჩემი მეუღლე მათი ყოფილი მოსწავლე იყო , ყველამ ისე აქო და ადიდა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ჩაფლავება . სახლშ დაბრუნებული მივესვენე საწოლზე და ლამის შევიშალე მოლოდინში .
-ჩამოდი ჭამე რამე თორე შეწუხდები ...
-მაგაზე მაშინ გეფიქრა იქ რომ მიგყავდი ... შენ მე მგონი გენიოსი გგონივარ, რა გასაკვირია ის ხალხი მადიდებს სულ ვინაც არაფერი იცის ჩემი ცოდნის შესახებ ...
-მე ვიცი სამაგიეროდ და გეყოს ახლა . ასე ზერელედ არაფერს ვაკეთებ მე და გაიაზრე ეს ჩვეულებრივი მასწავლებლები არიან ... აბა ვიღაც იდიოტებთან მიმეყვანე? მაგრამ არა შენ უნდა იწუწუნო ყველაფერზე იმიტომ რომ ზარმაცი ხარ და ყველაფერი რაც აგაფორიაქებს გეზარება
-დიახ წუწუნა, ზარმაცი და სიმარტივის მოყვარული ადამიანი ვარ მაგრამ რაც გამოჩნდი ცემს ცხოვრებაში ეგ სიმარტივე დავკარგე და ნელ-ნელა ვემსგავსები გიჟს . არ ვიცი კიდევ რამენ ხანს გავძლებ ასე , არ ვარ მე ძლიერი ადამიანი რომელსაც შეუძლია ყველაფერთან შეჭიდება
-ხოდა უნდა გახდე ძლიერი ადამიანი რომელსაც შეუძლია ყველაფრის მოგვარება ,დამოუკიდებლად უნდა იცოდეს რომ საყრდენის გამოცლის შემტხვევაშიც მყარად მდგომი დარჩება
- თორნიკე განმანათლებელი
-მართა ცინიზმის დედოფალი
-ურჩხულო
-ალქაჯო ... წამოდი ახლავე თუმცა რას გელაპარაკები როდის იყო მიჯერებდი - ისევ ნაცად ხერხს მიმართა მხარზე გადამიფინა და წამიყვანა .
როცა დავასრულეთ საძინებელში დავბრუნდით. უკვე დრო იყო , დაურეკა რეპეტიტორებს და ნერვები დამაგჯა, ამას ხო სახეზე ემოციას ვერ შეატყობ, საერთოდ არაფერი გაუკეთებია ისეთი რომ მივმხვდარიყავი რა ხდებოდა .
-ვაიმე ამოღერღე ახლა მაინც თორე გავგიჯდები -მაშნვე დავიყვირე როცა მეოთხეს ესაუბრა
-ქართულში 80%, ინგლისურში 60% რო გიყვარს და გიჟდები უცხო ენებზე მაგის დამსახურებაა, უნარებში კატასტროფა 57% , ბიოლოგიაში რა თქმა უნდა ყველაზე კარგი შედეგი გაქვს ათი გქონდა მარტო შეცდომა და რა მიღებაზეა საუბარი მოიყვანეო . ნუ რადგან 50% მეტი უნდა მიგეღო ყვლელამ მიგიღო
-ვაიმე მართლა? შანსი არააა... აუუ რა შარში ვარ ღმერთო შენ მიშველე
-ეკონომისტი რო გყავს ქმარი და უნარების მათემატიკას ვერ წერ ღადავია პირდაპირ ... მე უნდა გამეცადინო რა
-ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის ... არ ვიცი ემ მათემატიკა და როგორღაც მივიღებ ქულას ნუ მერე ბავშვი რო გყავს ცოლად კი უნდა გადაუხადო სწავლის ფული რა ვქნათ ახლა ყველა უფასოზე ვერ ჩააბარებს
-უფასო და ფასიანი რა შუაშია , როცა ბევრი იცი ყველგან ყოველთვის გამოგადგება რაღაც ქულაზე კიდე არაა საუბარი შეიძლება ისე მოხდეს გამოცდაზე საერთოდ გაითიშო და იმას არ ნიშნავს რო დებილი ხარ . ორ დღეში იწყებ მეცადინეობას, ჩვეულებრივად გააგრძელებ პროგრამას იქედან სადაც გაჩერდნენ ,თუ რამე ჰკითხავ და აგიხსნიან ,კი არ შეგჭამენ ,სკოლაში აპრილამდე არები იწერება და უნდა იარო ხოლმე , მიხვდები თვითონ სიტუაციას რა
-სკოლის სიტუაცია ვიცი და როგორმე გავძლებ ... ჩემი კომუნიკაბელურობის იმედზე ვიქნები
-მჯერა მაგის - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და საბანი გადასწია - დაწვები ახლა თუ უნდა იქოთქოთო
-უჟმური ... რა გენაღვლება აწყობილი გაქ ცხოვრება ნუ ცოლს თუ არ ცავთვლით . ახლა სასაცილოდ მიგაჩნია ჩემი მდგომარეობა ,მაგრამ აბა მე მკითხე? ესეც თუ ვერ მოვახერხე თავს მოვიკლავ
-დეპრესიული ბავში მყავს ცოლად ...მე მაქვს ცხოვრება აწყობილი?
-ისე მეუბნები ვითომ გთხოვე ცოლად მოგეყვანე -ბალიში ავაფუმფულე და კომფორტულად მოვთავსდი. მეორე დღეს საჭირო წიგნები შევიძინეთ , სკოლის ამბავიც გავიგე მოკლედ მოვემზადე ქარცეცხლისთვის.
დილიტ ადრე გავიღვიძე მიუხედავად იმისა რომ მტელი ღამე გავათენე , ყოველთვის ყველაფერზე ხომ უნდა ვინერვიულო აბა ისე როგორ . საათს დავხედე რვა იყო . სწრაფად წამოვდექი, სააბაზანოში ელვის სისწრაფით მოვწესრიგდი, შემდეგ წინა ღამეს გამზადებული სამოსი მოვირგე ,თმა კოსად შევიკარი და სარკის წინ დავდექი . ჩანთა უკვე გამზადებული მქონდა ,მაინც გადავხედე ყველაფერს და მძინარე მეუღლე ახლაღა გამახსენდა, თუ არ გაიღვიძა ვინ წამიყვანს ცხრას უკლია უკვე წუთები ასე ახლოსაც არ არის სკოლა ასე ფეხით რო წავიდე პირველივე დღეს თორემ სხვა დროს არაა პრობლემა .
-თორნიკეეეე
-რა გაყვირებს გოგო
-სკოლის მოსწავლე რომ გყავს ცოლად და დილის ცხრაზე სკოლაში უნდა იყოს გახსოვს ?
-რომელი საათია .. დ.. შ... -უცებ წამოვარდა როგორც კი საათს დახედა და გავარდა. ასე უცებ რა მოახერხა არ ვიცი მაგრამ კიბეებზე მოდიოდა თან პერანგის ღილებს იკრავდა და ცალი ხელი მანტოშ ჰქონდა გაყრილი
-მზად ვარ გავიდეთ? მოიცა ისაუზმე?
-არ ვსაუზმობ ხოლმე ასეთ დროს
-აბა მშიერი უნდა იყო მთელი დღე? ცუდად რო გახდე?
-თორნიკე ასე ვარ მტელი ცხოვრება და არ დამიკარგავს გონება არცერთხელ
-ბავშვებო მიდიხართ უკვე?
-ხო ლიიზიკო ..ნახვამდის ბედნიერ დღეს გისურვებთ სამსახურში
-შენც ჩემო პატარა..იმედია ახალ სკოლას და კლასელებს კარგად შეეწყობი
-ნახვამდიის- ერეკლეს გავუღიმე, ლიზიკოს ვაკოცე და მეუღლეს გავყევი. მანქანაში მოვთავსდდი და ისიც სწრაფად წავიდა. სკოლა ახლოს იყო ,შესაბამისად დროულად მივედი. არ წვიმდა ამიტომ ეზოშ საკმაოდ ბევრი ბავშვები იყვნენ, ქმრის გამოყოლა ზედმეტი იქნებოდა შესაბამისად დავემშვიდობე და გადმოსვლა დავაპირე რომ შემაბრუნა და ტუჩებზე დამაცხრა
-ახლა შეგიძლია წახვიდე... ჭკვიანად , რომ დაგირეკავ თუ გაკვეთილზე იქნები მომეწერე თუ არადა მიპასუხე
-დედაჩემი მგონიხარ ასე და გეყოფა რა- ამჯერად მე გავაჩუმე კოცნით და გადავედი ... ეზოში შესვლისას ბევრის ყურადღება მივიქციე მართალია ასობით ბავში იყო სკოლაში მაგრამ ახალ სახეს აუცილებლად შეამჩნევდნენ. ჯერ დირექტორის კაბინეტთან გადავინაცვლე, სადაც ახალი დამრიგებელი გავიცანი ,რომელმაც მიმაცილა კლასამდე ,აღმოჩნდა რომ პირველი მისი გაკვეთილი გვქონდა . კლასი ნელ-ნელა შეივსო ,უამრავი უცნობი სახე და მზერა რომელიც ახალ მოსწავლეს შეისწავლიდა, ეს მოსწავლე კი მე ვიყავი და სულაც არ მომწონდა ეს სიტუაცია. ქალბატონმა მანანამ მოკლედ გააცნო ჩემი თავი მოსწავლეებს და ჩემი ადგილიც მაჩვენა ერთ-ერთი ბიჭის გვერდით. მეც პირდაპირ იქეთ წავედი მცირე მისალმების შემდეგ და ჩემი ადგილი დავიკავე
-ლუკა - ხელი გამომიწოდა და გამიღიმა ,აშკარად კარგი განწყობის მატარებელი არსებაა
-მართა -მეც შევაგებე ჩემი ხელი და გავუღიმე. ქალბატონმა მანანამ გაკვეთილზე საუბარი ვერ მოახერხა რადგან ბავშვები ხმაურობდნენ და დაიწყო ნოტაციები. ჩემი დამრიგებელი გამახსენდა და ვიგრძენი რომ მისი ჯუჯღუნი სულ სხვა იყო . ეეეჰ ისიც თუ მომენატრებოდა რას ვიფიქრებდი. როგორც იქნა დასრულდა გაკვეთილი, ახლა კი გაცნობის დრო იყოო
-იმედია დამეხმარები ხო? იმდენი ხართ გამიჭირდება ასე ერთბაშად დამახსოვრება
-ბაზარი არაა მე გეტყვი თუ გინდა რა პონტია - მაგიდაზე შემოჯდა და სკამზე დააწყო ფეხები ლუკამ , მეც მივეყრდენი ჩემს მერხს და გადავავლე მრავალრიცხოვან საზოგადოებას თვალი, რომელთაგან არცერთი ლამობდა ჩემს სასწრაფოდ გაცნობას, ერთმანეთის მოკითხვით იყვნენ გართულები- მოკლედ აი ისინი კუთხეში რომ არიან „ძაააან სვეცკები „ არიან თიკჩო, ლანჩო დეაკოო - ისეთი ტონით თქვა გამეცინა მასთან ერთად. -შესაძლოა არც გამოვიდნენ კონტაქტზე ზედმეტად აი ძააან სვეცკად თუ არ გამოიყურები და ტონალურით არ ხარ გადაღებილი.
-გასაგებია ... და ისინი?- წინა მერხებთან მსხდომებზე მივუთითე
-შკოლნიკები ნომერ პერვიიი გიო, ნინია, მაგდა . არ ვღადაობ მართლა მაგარი ბავშვები არიან . აი აქეთ ფანჯარასთან ნეიტრალნი მასტები არიან ჩემები რაა ,ცოტა გიჟობები რო ახასიათებთ, არც ცუდად რო არ სწავლობენ მოკლედ რაა
-მეც მანდ ვარ
-ძალიან კარგი ...ხოო ვინ დაგვრჩაა? საძმოები ძალიან უცნაურთა სექტა როკი სიცოცხლის ძალაა როა რა ..რავი როგორ აგიხსნა სხვანაირები არიან ღრმა სულის ხალხი? აზრზე არ ვარ როგორ ვთქვა- რამდენიმე შავთმიან, შევაბში გამოწყობილ, პირსინგებიან , ტატუებით მორთულ ადამიანზე მიმითითა და განაგრძპ- სულ კაები სულ შავები ახლა აქ არ არიან და მოგვიანებით შემოგვერთდდებიან მხოლოდ ერთი წარმომადგენელია რომელიც თვალებით გბურღავს ,შენი საქორწინო ბეჭედი ევრ შეამჩნია ვითომ?
-მოკლედ ესენი არიან რა
დღის ბოლომდე თითქმის ყველა გავიცანი,ბოლოს ბაბულიკები დარჩნენ და ისინიც შემეჩეხნენ გზად კლასელ გოგონებთან ერტად მოვდიოდი და რათქმა უნდა მალევე დავუახლოვდი. მეგობრობაზე საუბარი ზზედმეტად ადრეა მაგრამ საუბარი ხომ უნდა შეგეძლოს ვინმესთან. გასასვლელთან ვიყავი ,ვიცინოდი და გოგონებს ვუსმენდი რაღაც ამბავს მიყვებოდნენ .როცა ერთ-ერთმა ტუჩზე იკბინა და წამწამების ფახუნით გამოგვხედა
-ვაიმეე რა სიმპატიურია ის ბიჭი პროსტა ნახეთ ნეტა ვის ელოდება? ვითომ არ გამიყვანს სახლამდე? -ყველამ გავიხედეთ და სიცილი ვერ შევიკავე თორნიკე რომ დავინახე მანქანაზე მიყრდნობილი, სიგარეტს ეწეოდა და ვირაცას ესაუბრებოდა მობილურზე . საერთოდ არ მიყურებდა ,მერე გამომხედა სიცილის ხმა რომ გაიგო
-წაგიყვანს აუცილებლად ... ოღონდ ჯერ ცოლი უნდა მიმიყვანოს მასწავლებელთან
-რა? ანუ... აუუუ ბოდიში რა ვაიმე რა სირცხვილია
-კაი გოგო ვიცი ისედაც სიმპატიური როა - დავამშვიდე და აფხუკუნებულ გოგონებს თვალები ვუბრიალე- რას დაცინით გოგოს დიდი ამბავი ახლა ვითომ თქვენ არ მოგეწონათ . წამოდით გაგიყვანთ
-მე მასწავლებელთან ვარ-მაგდამ მითხრა და მაკოცა. ეს ის „შკოლნიკია“ ლუკამ რომ თქვა
-ხოდა იქ გაგიყვანთ ჯერ მაინც ადრეა სადმეკაფეში დავსხდეთ , წავიჭორაოთ ცოტა
-აუ კაი აზრია წამო რა მაგდუუუს
-ახლა მიზეზი არ მოიფიქრო რამე თორე გავგიჟდები ...
-კარგი მოვდივართ - მაგდაც დათანხმდა , სოფოც წამოვიდა და ქეთაც . მეუღლე უკვე მელოდა, ადგილიდან არ დაძრულა გოგონები უკან მომყვებოდნენ.
-როგორ ჩაიარა დღემ?- მშვიდად მითხრა ლოყაზე კოცნის შემდეგ და ზემოდან დამხედა
-არაჩვეულებრივად ... გაიცანი ჩემი კლასელები ქეთო, მაგდა და სოფო . სანამ მასწავლებელთან წავალთ სადმე კაფეში დაგვტოვე რა ,თორე ისე მშია შეიძლება მოვკვდე
-ბიჭები გველოდებიან წეხან დამირეკა გიგიმ .ასე რომ წავიდეთ - მანქანის კაი გამიღო მას შემდეგ რაც გოგონებს გაუღიმა ისე როგორც პატარა ბავშვებს და ისინიც ჩასხდნენ უკან.
-მასწავლებლებთან დღეიდან იწყებ ალბათ ხო?
-ხო ორთან დღეს ვარ და ორს ხვალიდან ვიწყებ . არ ვყოფილვარ ჯერ მეცადინეობაზე და იმედია მომეწონება
-შენ ისეთი ხარ იპოვნი გამოსავალს - გაიცინა სოფომ და სავარძელს მიეყრდნო. საცობის გამო ცოტა დაგვაგვიანდა. თორნიკე ჩუმად იყო ,მე და გოგონები ვსაუბრობდით. კაფეში როცა შევედით ბიჭები დავინახე და იქეთ წავედით
-პატარა ქალბატონო როგორ გაატარე დღე? დაგევასა კლასელები? გადმოანთხიე უკვე შხამი თუ ჯერ ეჩვევი
-აბა თუ ამომასუნტქო ზურა .. ჩემი კლასელები გაიცანით სოფო, ქეთა მაგდა ესენი კი ცემი სისხლის გამშორბები არიან განუყრელი ძმები ზურა, გიგი და ნიკოლოზი .ჩემი ძამიკოც უნდა ყოფილიყო მაგრამ ბარგს ალაგებს უკვე და საღამომდე ვერ ვნახავ
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც
დავსხედით, შეკვეთა მივეცით და დაველოდეთ მიმტანს რომელსაც აშკარად თვალებს უჟუჟუნებდა ნიკუშა. მალე სასაუბროდ აღარ გვეცალა, ნუ პირადად მე მაინც. შემდგე შევყევი საუბარს. ბიჭები ვის ვერ აიყოლიებენ, თუმცა არც ისინი იყვნენ კომპლექსიანი მდუმარე ქალბატონები . ბოლოს ავიშალეთ და წამოვედით. მისამართები რომ ჰკითხა თორნიკემ აღმოჩნდა რომ სამივე ერთ მასწავლებელთან მიდიოდა და სამივე იგივე მისამართზე სადაც მე
-დამთხვევების ვირწმუნე უკვე მაგრამ კიდევ ერთი ...-თორნიკე საჭესთან დაჯდა. ჩვენც ჩავსხედით
-რა დამტხვევა
-ესენიც ქართულზე მოდიან ლილისთან
-მოიცა შენც ლილისთან დაიწყე? აუუ რა მაგარიააა ესეიგი ვირაც ჯმუხი არსება აღარ გვემატება აუ რა კაიააა ,ჩვენ კიდე ვფიქრობდით იქნებ ვინმე იდიოტი მოვიდეს და რა გვეშველებათქო
-რამდენი ხართ ჯგუფში? ერთი ბიჭია კიდე ჩვენი სკოლელი არ არის ანუ ხუთი ვართ სულ... ხუთზე მეტს არასდროს აჯენს ერთ ჯგუფში
-როგორი ტიპია
-ძაან მაგარი ქალია გვიყვარს ჩვენ ძაან,დარწმუნებული ვარ გაუგებთ ერთმანეთს
-მე არ მიჯერებდი და ამათ მაინც დაუჯერე
-რას ამბობ თორნიკეე შენ როგორ შეიძლება არ დგიჯერო- უცებ დავტკბი , როგორ მინდოდა თორნიკეს გამომეტყველებაზე სიცილის დაწყება მაგრამ თავი შევიკავე, გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.თორნიკემ თავი გააქნია და ჩაიიცნა. გოგონები იცინოდნენ ,ასეთი საყვარელი ვარ დავიჯერო?
მასწავლებელი მართლა კარგი ქალი იყო, ახსნის სტიპიც მომწონდა, გაკვეტილიც და საერტდ ყველაფერი. მეორე უნარები მქონდა ,იმდენად ვერ ვიტან მათემატიკას შეიძლება შევიშალო იქ ყოფნის დროს . ქართულზე თუ დაღლილობა ვერ ვიგრძენი იქ არავინ იყო ნაცნობი , ისედაც ხო ვერ ვიტანდი ,მართალია მასწავლებელს არაფერი დაეწუნება მაგრამ სანამ გამოვიდოდი ერთი სული მქონდა. თორნიკეს დავურეკე,უკვე გვიანი იყო ცოტა შეაგვიანდა და მივეყინე იქ . როგორც კი მანქანაშ ჩავჯექი სითბო ისე მესიამოვნა გავიტრუნე
-ძალიან დამაგვიანდა?
-არაუშავს, მათავარია სახლსი დროულად მივიდე . უნდა ვიმეცადინო ,ჯერ დავისვენო უფრო სწორედ . მშია კიდეც დღეს ლიზიკო მორიგეა და პროდუქტები ვიყიდოთ მგონი არცაა სახლში არაფერი რამეს მოვაზადებ
-ოჯახის ქალი
-ცინიზმს მოეშვი რა ისედაც დასტრესილი ვარ
-რატო? არ მოგეწონა მასწავლებლები?
-როგორ არა უბრალოდ უნარები მქონდა და
-მერე? როგორ შეიძლება მაგას ვერ აკეთებდე ვერ ვხვდები
-რა ვქნა ეხლა არ მაქ მე უნარი და მოვიკლა თავი?
-სკოლაში რა მოხდა?
-გინდა მოგიყვე? ხომ იცი მე რომ დავიწყებ ლაპარაკს ყველაფერი შეიძლება გითხრა და შენ ხო ვერ იტან ...
-იქნებ უბრალოდ დაგეწყო
-არ მინდა შეგაწუხო ზედმეტად
-შენ მგონი გინდა გითხრა რომ შენი ლაპარაკი კი არ მღლის პირიქით, შენი ცქერა კი არ მაწუხებს მიხარია ,მომწონს მსიამოვნებს მაგრამ არ ვაპირებ გითხრა-ასე უცებ გამიყინა აფორიაქებული გული და ლაღად განაგრძო გზა. როგორ ვერ ვიტან ასე რომ მაქცევს ზურგს, ჯიბეებშ ჩაიწყობს ხელებს და მიაბიჯებს მხრებში ოდნავ მოხრილი ,მიდის და თან მიაქვს ჩემი ნაწილი.
სახლში შესული პირდაპირ გავემართე საძნებლისკენ. ჩანთა სავარძელზე დავდე, სწრაფად შევედი სააბაზანოში , გადავივლე შემდეგ სპორტულები მოვირგე ,თმები შევიკარი და ქვემოთ ჩავედი. ყურსასმენები მოვირგე , მობილურში სიმღერა ჩავრთე და ცეკვასთან ერთად დავიწყე ვახშმის მზადება. კარტოფილი უცებ გავამზადე , მერე მივხვდი რომ ჩემს მეუღლეს რამე უფრო მსუყე უნდოდა ამიტომ სალათის მომზადებაც გადავწყვიტე , სანამ კარტოფილი შეიწვა ისიც გავამზადე. სუფრის გაშლაც დავიწყე , მაცივრიდან ხილიც გამოვიღე წვენი მოვამზადე ,შემდეგ კი ბოლო ხმაზე დავიკივლე
-თორნიკეეეეეეეეეეეეეეეე- შემდეგ ყურსასმენები მოვიხსენი, მაგიდას მივეყრდენი და დაველოდე ჩემს მეუღლეს .ისიც ისე უცებ გამოჩნდა მგონი მორბოდა, მერე მოსახვევში დაამუხრუჭა და შემოვარდა
-რა ..რა ხდება? რამე გაიჭერი? დაიწვი? დაეცი? გატეხე... - მათვალიერებდა, ხან ხელები შემიმოწმა ხან სახე .ჯერ ვუყურებდი მერე იმდენ ხანს ვიცინოდი მგონი ჟანგბადი აღარ მყოფნიდა და ჩავიკეცე - ნამდვილი გადარეული ხარ ... შენ საერთოდ... არც კი ვიცი რა გითხრა
-არაფერი ..დრო არ მაქვს მოსასმენად -მაგიდასთან დავსკუპდი, კარტოფილით გავივსე თეფში, ტუჩებიც გავილოკე, წითელი საწებელიც მოვასხი, ყველის დიდი ნაჭერიც ავიღე და შევუდექი ჭამას. აი რა მასუქებს და აი რატომ ვარ ამხელა ,აი ის რასაც ვერასდროს შეველევი
-რაღაც რომ გთხოვო შეიძლება? - როცა დავაასრულე მივხვდი რომ თორნიკე კიდევ დიდხანს ვერ მოსწყდებოდა სუფრას
-გისმენ
-შეგიძლია რო აალაგო ...ძალიან დავიღალე თუ არ დავისვენე ...
-ამდენი ახსნა რა საჭიროა -უცებ გამაჩუმა .მეც ლოყაზე ვაკოცე მოწყვეტით და საძინებლისკენ გავემართე. როგორც ჩანს ზედმეტად გადავეჩვიე ამ გრაფიკს, თან აქამდე მხოლოდ ვკითხულობდი და მასწავლებელთან დავდიოდი ,დანარჩენს დედაჩემი აკეთებდა ,ახლა კი ყველაფერი შეიცვალა მართალია არც იმდენი საქმე მაქვს მაგრამ მე ხომ სულით ზარმაცი ვარ . ბალიშზე თავი დავდე , მობილურზე მაღვიძარა დავაყენე და მაშინვე დამეძინა. კიდევ კარგი გამეღვიძა დროულად, ბუძლნიკს დავასწარი ერთი საათიც არ მიძნია მაგრამ ენერგიის მოსაკრებად საკმარისი იყო. სწრაფად წამოვდექი სამზარეულოში ჩავირბინე ყავა გავიმზადე ,ჩემი მეუღლე არ ცანდა.არც მიძებნია პირდაპირ ბიბლიოთეკაში ავედი და ჩავუჯექი დავალებებს. ქართულის ტექსტი სხვა დროისთვის გადავდე, ესე დავწერე და უნარებზე გადავედი.იმდენი სავარჯიშო იყო უკვე შეშლის პირას ვიყავი. წიგნს თავი დავადე და ავბუზღუნდი.
-რას მეცადინეობ ასეთს-თორნიკეს ხმა მომესმა ,სავარძელი მოაჩოჩა და ჩაესვენა -გამოვიცნობ... მათემატიკას წერ
-რა ჭკვიანი ხარ ...-გამოვხედე ისე რომ თავი არ ამიღია წიგნიდან -მე-ზი-ზღე -ბა
-იცი რომ ზარმაცი ბავშვი ხარ?
-იმედია კუთხეში არ დამაყენებ მამიკო
-რა თემაზე ხარ
-თემა უმარტივესია მაგრამ ამოცანებია ჩახლართული
-თემა თუ მარტივია და გაიგე რა გიშლის ხელს
-მაგას ვერ გაიგებ . მერე რა რომ თეორიულად ვიცი , ვერ ვაზროვნებ მე ისე როგორც მათემატიკას სჭირდება
-ნეტა ოდესმე თვითგვემას მორჩები?- წიგნი გამომაცალა და რამდენიმე წუთი კითხულობდა ამოცანებს, მგონი ყველა გადაიკითხა რაც იყო იმ თავში და სწორედ ისინი დაიწყო რომელიც ვერ გავიგე .
-მგონი მასწავლებელთან მომზადებას თავი უნდა დავანებო
-მე სამსახურში გავდივარ თებერვლიდან
-სამი თვეა მგონი ისვენებ და რას აკეთებ ასეთს,ეკონომისტო
-ერთ-ერთი კომპანიის მთავარი ეკონომისტი ვიყავი შემდეგ წილი შევიძინე და უკვე სხვა საქმეებიც მაქვს მასთან ერთად ,იმ განსხვავებით რომ სამსახურშ არ ვათენ ვაღამებ
-საინტერესოა და კომპანიონი ვინ არის?
-არ იცნობ ... და საერთოდ ნუ გადაგაქვს თემა გიხსნიდი მგონი
-დავიღალე ...
-შენ უნივერსიტეტში გაძლებას როგორ აპირებ სამსაათიანი მეცადინეობის შემდეგ თუ იღლები, რომლის ნახევარი წუწუნში გალიე
-არ ვიცი ...
-რა გულწრფელი ხარ
-უჰ საოცრად ...
-ერთი ფურცელი დარჩა დაახლოებით ოცი ამოცანა და რაც უფრო მალე დაიწყებ მით უფრო მალე დაასრულებ
-ჩუმად რო ვკითხულობ უკვე ცუდად ვხდები
-წაიკითხე მერე ხმამაღლა,მე როცა ვერ ვიგებდი ეგრე ვაკეთებდი, რომ მესმოდა ჩემი ხმა უფრო ვიგებდი -კომფორტულად მოთავსდდა სავარძელში, სიგარეტი ამოიღო და მოკიდებას აპირებდა რომ გამოვაცალე
-თვალებს მიწვავს, და ცუდად მხდის ... მერე მოწიე
-მოკლედ რა სიგარეტის მოწევასაც მიშლის- ისევ გამომართვა და გავიდა- რომ დავბრუნდები დაწერილი დაგხვდეს 20 წუთს გაძლევ თორემ ვიპოვნი ჩემს წიგნს რომელიც საკმაოდ ახლოს მაქვს და მაგ თემაზე გაგაკეთებინებ ამოცანებს
-შენ...
-ხმა არ გავიგო ოცი წუთი გაქვს-მითხრა და გავიდა. მგონი გონება გამეხსნა რომ ვიცოდი ცოტა დრო მქონდა , ისე უცებ გავაკეთე პირდაპირ პასუხები მივუწერე უკვე აღარც ნახაზი მჭირდებოდა . რომ მოვიდა დასრულებული მქონდა . რვეულს დახედა და გაბრაზებულმა გამომხედა
-პასუხებიდან გადაწერე?
-პასუხებიცააქ? სადაა ამდენ ხანს ვერ მითხარი? დავიტანჯე ქალი ნერვიულობით რომელი იყო სწორი და რომელი არა
-მარიამ!
-არ გადამიწერია თუ არ გჯერა ნუ გჯერა რა გავაკეთო ახლა
-კარგი ეს მითხარი როგორ გააკეთე
-ანუ უნდა დაგარწმუნო რომ ცემს თავს დათვურ სამსახურს არ ვუწევ და იმდენად ზარმაცი არ ვარ რომ საკუთარ თავს არ დავიღუპავ? ნიშანს კი არ მიწერენ ამაში მე თუ არ დავწერე რაღა გამოვიდა
-ყველაფერზე ამდენს რატო ლაპარაკობ უბრალოდ მითხარი როგორ გააკეთე
-ჯერ ვიპოვე ამ სამკუთხედის უცნობი გვერდი ,ვინაიდან და რადგანაც მართკუთხააა პითაგორას თეორემის საშუალებით გავიგე. შემდეგ ეს გვერდი ამ გვერდის ტოლია შესაბამისად ესეც გავიგე და მერე რას გვეკითხებოდა? -უცებ გადავავლე თვალი -ხო მთლიანად ამ ფიგურის ფართობს მერე რაღა უნდოდა გავამრავლე და მორჩა . თუ დარწმუნდი წავალ მე თორე უკვე ამდენი ჯდომით სკამის ფორმა მივიღე ,ისედაც არ გამოირჩევა ჩემი საჯდომი სიმრგვალით- წიგნები ჩანთაში ცავდე, ბიბლიოთეკაში უკვე ნაპოვნი ილია ჭავჭავაძის წიგნი ავიღე და საძინებელში გადავინაცვლე . ცოტა ხნით ნინუცას ვწერდი, ამბები გავიგე . შემდეგ გოგონები დავიმატე fb-ში და იმათ ვეჭორავე. ბევრი ვიხალისე , მუსიკა ჩავრთე, ფეხები მოვკეცე წიგნი ზედ დავდე და კითხვა დავიწყე მეათასეჯერ „კაცია ადამიანი?!“ ზუსტად ნიუანსები არ მახსოვდა ამიტომ გადავიკიტხე, საატესტატოსთვის რორე ეროვნულზე დაწვრილებით იმდენად არ მჭირდება. თორნიკე დაბორიალებდა ოთახში და რაღაცას ეძებდა, როგორც იქნა იპოვნა მაგრამ ისეთი დაჭმუჭნული იყო შეწუხებული უყურებდა
-ჩემი მეორე ცისფერი პერანგი სად არის ხომ არ იცი?
-გარეცხილია ... რათ გინდა ეგ?
-ხვალ სამსახურში მივდივარ და კუბოკრული პერანგით ვერ ვიმოძრავებ ან თბილი ზედით და სპორტულებით
-უიმეე გააუთოვე მერე
-შენ წარმოიდგინე არ ვიცი და საკმაოდ ძვირი მაქვს გადახდილი ამ პერანგში დასაწვავად რომ გავიმეტო მაგისთვის ... ისევ ამას ჩავიცმევ- მე რომ ვერ ვიტან რაღაცნაირად ის თეთრი პერანგი გამოიღო . მოკლედ რა იმდენი ხანია არაფერი დამიუთოებია ,თუმცა დაწვით არაფერი დამიწვია არასდროს . ჯანდაბას დაგეხმარები ერისთავო. საწოლიდან წამოვდექი როგორღაც ისე ვიყავი მოკალათებული ძლივს დავიშალე და დავდექი. პერანგი ავირე და საკუჭნაოსკენ გავეშურე სადაც საუთოო უთოთურთ მეგულებოდა.
-არ გაბედო .. იცოდე რომ დაწვა რომელიმე კაბას დაგიჭრი
-ტერორში თუ არ გეყოლები და გახვალ დამავალებ -ისე დავუბრიალე თვალებ გაიძურწა. მალევე დავასრულე, უთო გამოვრთე და საძინებელში დავბრუნდი, პერანგი საკიდზე განვათავსე ისე რომ არ დაჭმუჭნულიყო ისევ და წიგნს მივუბრუნდი. ბოლოს თვალები რომ მეხუჭებოდა მივხვდი რომ გამოცვლის დრო იყო. პერანგი გადავიცვი და დავწექი. თავის ბალიშზე დადებისთანავე დამეძინა ,არც კი ვიცი რომელი საათი იყო, მოგვიანებით ვიგრძენი თორნიკე როგორ მომიწვა გვერდით . დილით ადრე გამეღვძა, ყოველთვის ასე ვიცი როცა რამე მრჩება სასწავლი ან დასასრულებელი. შვიდი საათი იყო, წიგნი ავიღე და დარჩენილი რამდენიმე გვერდიც გადავიკითხე, უკვე გარგად გამოფხიზლებული შევედი სააბაზანოში, მოვწესრიგდი, ქვემოთ ჩავედი ,ვიცოდი მალე მოვიდოდა ლიზი ამიტომ გადავწყვიტე საუზმე მომემზადებინა , შევუდექი საქმეს და დედამთილიც შემოვიდა გადაღლილი ორი ლუკმა მაინც რომ ეჭამა
-მარ აქ ხარ?
-როგორ ხარ?
-დაქანცული ... შენ მოამზადე?
-ხო ,გემრიელად მიირთვით - ჩემთვის გამზადებული წვენი ავიღე და მოვსვი. მალე თორნიკე და ერეკლეც ჩამოვიდნენ, მათთვისაც დავდე თეფშები . ერეკლემ მეუღლეს თბილად აკოცა და გვერდით მიუჯდა . ცოლი მოვიდა ქმარი გადიოდა . თორნიკემ მშვიდად ისაუზმა , ისევ სპორტული შარვლით და მაისურით იჯდა. როცა დაასრულა გავიდა და მალევე დაბრუნდა საქმიანი იმიჯით , ღია ცისფერი პერანგი, შავი გამოყვანილი შარვალი იმავე ფერის ფეხსაცმელი და გრძელი მანტო ისე უხდებოდა მსუყე ნერწყვი გადავყლაპე . ჩემი ჩანთა ავიღე დავემშიდობე დედამთილს და მამამთილს შემდეგ კი მანქანისკენ დავიძარი. საშინელი ამინდი იყო, კაპიშონი წამოვიფარე და სწრაფად ჩავჯექი.
-დღეს ვერ მოვახერხებ შენს წაყვანას , თათბირი მაქვს . ინგლისურზე ხარ ბოლოს და იქედან წამოგიყვან
-კარგი ..მისამართები მომწერე რა მობილურზე ყოველი შემთხვევისთვის
-მოგწერ- მანქანა სკოლასთან გააჩერა ,ღვედი შეიხსნა და გამომხედა როგორც იქნა - სახლში გაივლი ?
-ალბათ ვერა ...კაფეში წავიხემსებ ან სკოლის კაფეტერიაში ...
-თუ რამე დამირეკე და მოვალ... - საფულიდან ფული ამოიღო და გადმომცა. - ჭკვიანად -გამიღიმა ლოყაზე მომეფერა და ისე მაკოცა მე რომ მიყვარს
-ნახვამდის.. წარმატებულ დღეს გისურვებ
სკოლაში გავერთე უფრო ვიდრე გადავიღალე, ისევ გოგონებთან ერთად წავიხემსე და მასწავლებელთან წავედი, ამჯერად ბიოლოგიაზე. ზე განწყობაზე შევაბიჯე და ასევე გავაგრძელე იქ ყოფნის პერიოდში. მიყვარს და რა გავაკეთო. იქედან გაბრწყინებული წამოვედი და მგონი იმ ამინდში მე ვანათებდი მხოლოდ. მოსაცდელთან გავჩერდი, საშნლად ციოდა ,როგორ ვერ ვიტან ლოდინს, კიდევ კარგი მალევე მოვიდა ყვითელი ავტობუსი და მეორე მასწავლებელთან გავემართე. ინგლისურშიც რო მოვიკოჭლებ კი მრცხვენია მაგრამ ამის ასე დატოვებას არ ვგეგმავ. იქ უკვე დაღლილობა ვიგრძენი, მაგრამ საუბრის დროს ხომ ვერ ვამჩნევ ვერაფერს, გარეთ რომ გავედი უკვე წვიმდა, საშინელი ქარი იყო და მანქანამდე სანამ მივედი გავიყინე.
-გცივა?
-აუუ ძალიან ..- თორნიკეს თბილს ხელებს მოვხვიე ჩემი გაყინული თითები , მან მანქანა დაძრა და სწრაფად წავიდა. მალევე გავთბი -როგორ ჩაიარა დღემ ? ხო ყველაფერი რიგზეა?
-კი ...
-ბიოლოგიის მასწავლებელი უკვე მიყვარს უმაგრესია ... ორი გაკვეთილი სასწავლი მაქვს ზედმეტად მე ცოტა ჩამოვრჩი პროგრამას მაგრამ ერთად ჩავაბარებ...
-კარგია თუ მოგწონს ...პირდაპირ აეროპორტში წავიდეთ, ანდრო უკვე იქეთ მიდის გავაცილოთ და შემდეგ წავიდეთ სახლში
-ხო ... კიდევ რამდენი ხანი დარჩა რა აღარ შემიძლია ეს გაცილება უფრო ცუდად მხდის
ანდროს გაცილება უკვე ტკივილად მექცა. მთელი ძალით მოვეხვიე და თან გავატანე რაღაც ჩემი ნაწილი. საშინელ გუნებაზე ვიყავი.სახლში როგორც კი შევედი ხმაური მომესმა და მალევე გამოვარდა დაახლოებით ექვსი წლის თაფლისფერთვალება გოგონა .თორნიკესკენ გაიქცა და მოეხვია
-ბიძიაააა როგორ მომენატრე
-ჩემი პრინცესა... აქ საიდან გაცნდი? -თორნიკემ ხელშ აიყვანა და სახე დაუკოცნა
-დაბრუნდით როგორც იქნა - ჩემი მული გამოვიდა . ეს გოგო ზედმეტად მწარე მგონია, არა ისეთი როგორიც მე ვარ. აშკარად არ მოვწონვარ და არც მალავს ამას .
-როგორ ხარ თამუნა?
-კარგად შენ?- ძმას აკოცა შემდეგ კი მე -რძალო როგორ ხარ? სკოლაში როგორ მიდის საქმეები ორებს ხომ არ გიწერენ მასწავლებლები -ცინიკოსი!
-არა თამუ იცი ორიანები აღარ იწერება უკვე სკოლებში ...თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-მოკლედ მე რომ არ ცამშხამდეს ბედნიერი დღე ისე როგორ შეიძლება. გვერდი ავუარე და-ძმას . პირდაპირ საძინებელში ავედი. კაბინეტიდან წიგნები შევიტანე , როცა მოვწესრიგდი დავჯექი და მეცადინეობა დავიწყე. მასთან თავის მოკატუნებას არ ვაპირებ, ვისაც არ მოვწონვარ ტყუილად თვალში არ გავეჩხირები და იმის მტკიცებას არ დავიწყებ რომ კარგი რძალი ვარ. ტყუილია და იმიტომ ! ჩანთიდან შოკოლადი ამოვიღე და ბიოლოგიის კითხვა დავიწყე ვინაიდან ანატომია მქონდა უკვე დაწყებული თავიდან გადავიკითხე ყველაფერი და ახალი გაკვეთილის სწავლას შემდეგ შევუდექი. როცა ერთი წიგნში წავიკიტხე შემდეგ დანარჩენ ორში განსხვავებული ინფორმაცია მოვძებნე და კონსპექტიც გავაკეთე. ენდოკრინული სისტემა რომ დავასრულე .ყველაფერი ერთად შევაჯამე და სასუნთ სისტემაზე გადავედი... კონსპექტს ვამზადებდი ოთახში რომ შემოიჭრა
-რას აკეთებ
-ვკითხულობ- ისე ვუთხარი არც შემიწყვეტია წერა
-ვხედავ! ქვემოთ ცამოსვლას არ აპირებ?
-გინდა შენს დას აფერისტი რძლის სახით წარვუდგე თუ რა გავაკეთო ... რატომრაც გუნებაზე არ ვარ ხომ რჩება ? სხვა დროს მოვახერხებ როგორმე მისი ცინიზმის მოსმენას და გამომეტყველების გაძლებას
-ანუ ფეხებზე გკიდია თამუნა რომ ჩემი და არის . არ გევასება და ქვემოთაც არ ცამოდიხარ სავახშმოდ? თითქოს ამ ოჯახის რძალი კი არა მდგმური ხარ რომელსაც ერთი ოთახი აქვს ნაქირავები
-სწორია . ახლა შეგიძლია დამტოვო და სხვა დროს ძალიან გთხოვ ნუ მომთხოვ მსგავს გამოსვლებს
-დ.. შე... -კარი მიიჯახუნა და წავიდა. ვიცი სხვანაირად უნდა ვიქცეოდე და არაა სწორი საქციელი მაგრამ არ ვაპირებ იმის გაკეტებას რაც არ მინდა. მეცადინეობა განვაგრძე , გასამეორებელი მქონდა უჯრედი ,ის ბოლოსთვის შემოვინახე და ინგლისურის დავალების შესრულება დავიწყე. იმდენი რამე მქონდა სასწავლი და დასაწერი რომ დავიწყე ვეღარ დავასრულე. ხერხემალი ამტკივდა და დავწექი. საათი რომ ვნახე უკვე ღამის 12 იყო. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ქვემოთ ჩავედი , სამზარეულოში წყალი დავდგი ყავისთვის და იქვე ჩამოვჯექი. თვალები საშინლად მეწვოდა , ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თავი დავადე. რაღაცის წაქცევის ხმა გავიგე მისარებიდან ,მერე ისევ სიჩუმე იყო . ყავა გავიმზადე და ისევ საძინებელს მივაშურე. სადაც მობანცალე ქმარი დამხვდა,ისეთი მთვრალი იყო საერთოდ თუ სვამდა ამდენს არც ვიცოდი ,ნუ იმ ღამეს თუ არ ჩავთვლით .
-გათენებას აპირებთ ქალბატონო? ალბათ უნდა იკითხოთ
-წიგნებს გავიტან და გავალ... არ შეგაწუხებ
-მოიცადე... ასე წასვლა არ შეიძლება- ფინჯანი კარადაზე დადგა და ხელი მომხვია -იქნებ და შენს ქმარს რა უნდა
-საშინლად გამოიყურები, სასმელის სუნი გდის , სიგარეტის და ცუდად ვხდები...-სახე დავმანჭე და მისი მოშორება ვცადე
- რა პრეტენზიული ბავშვი ხარ... მხოლოდ კარგ ფორმაში გინდები ისე არ გაკმაყოფილებ? წავალ მოვემზადები უცებ და მოვალ ... შენ გოგო რა გგონია როგორც მოგესურვება ისე იცხოვრებ? ჩემი ცოლი ხარ, ც ო ლ ი და უნდა გააკეთო ის რაც ცოლს ევალება.
-ცოლს რა ევალება დაწვეს გალეშილ ქმართან რომელიც ამ წამს გულს ურევს?
-ნუ ხარ ალქაჯი .. ხომ იცი რომ მაგას არ ვგულისხმობ
-მაპატიე მაგრამ შენს დასაც რომ უთხრა იგივე კარგი იქნება . მე არავის ვექცევი ცუდად თუ მისგან არ ვირებ შეტევას . მომიტევე მაგრამ შენი დის ცინიზმის ასატანად არც დრო მაქვს, არც ხალისი და არც იმის ნერვი მაქვს დავჯდე და თავი შევაყვარო, ვარიარებინო რომ შესაფერისი წყვილი ვართ. რაც არაა სიმართლე იმას ვერავის დავაჯერებ, თვალთმაქცობას ვერ ვიატნ იცი შენ ეს ძალიან კარგად
-არ მინდა რომ ჩემს დასთან ცუდი ურტიერთობა გქონდეს რა არის აქ გასაოცარი
-არაფერი ! უბრალოდ სხვას ელაპარაკები მაგ სიტყვებს შენს თამროს უნდა ეუბნებოდე-თავი გავინტავისუფლე, საწოლზე მობნეული წიგნები და რვეულები ავიღე.გულზე მივიკარი და ისევ იმ ადგილას მდგომ ქმარს გვერდი ავუარე.
მაგიდასთან ვიჯექი და ვცდილობდი დარცენილი სავარჯიშოების დაწერას, ბოლოს ნერვები მომეშალა. ვერაფერი გავაკეთე, ფანქარი დავაგდე და საძინებელში დავბრუნდი. თორნიკე საწოლზე იწვა, ტანსაცმელებით და ჭერს უყურებდა .
-დაძინებას არ გეგმავ?
-გელოდები ...
-სააბაზანოში წამოდი გამოფხიზლდი და დაიძინე რა -ხელი გავუწოდე, ისიც წამოდგა და მართლაც შეიკეტა სააბაზანოში. მე დრო ვიხელთე დარჩენილი ორი სავარჯიშო უცებ დავწერე . ბიოლოგიის კონსპექტი ავიღე და საძნებელში დავბრუნდი. თორნიკე მაისურს იცმევდა .შემდეგ მოწყვეტით დაეცა საწოლზე, ბალიშ მოიქცია მკლავებში და თვალები დახუჭა. მეც მოვემზადე გვერდით მივუწექი, მაინც ვერ დავიძნე, უჯრედის გადამეორება დავიწყე. ერთხელ გადავავლე თვალი, მეტი არც იყო საჭირო შემდეგ შუქი ჩავაქრე და დავიძინე.
დილით ხმაურმა გამაღვიძა...ბავშვი დარბოდა,თამუნა ყვიროდა უფრო სწორედ წიოდა და ისე ეჩხუბებოდა საწოლიდან ტავისთავად წამოვდექი.ხალათი მოვიცვიდ ა დერეფანშ გავვარდი. ბავშვი ისე უცებ დამეტაკა და მომეხვია ლამის წავიქეცი
-მოდი აქ სად გარბიხარ...
-დედა არ მცემო რა არ მინდა ეგ გერკულესი და რა გავაკეთო
-არც მე არ მინდა ბევრი რამე...მოშორდი მაგას და წამოდი
-ისე თბილად ესაუბრები სულ ფრენა ფრენით წამოვა - თავი ვერ შევიკავე და ბავშვს გავუღიმე- წამოდი მე და შენ ვისაუზმოთ
-არ მაჭმევ გერკულესს?
-არა არ მიყვარს ეგ ... მე ჩაი კარაქი და პური მიყვარს
-ხო? მე არ მიყვარს
-არც კარაქი და პური გიყვარს? აბა რა გიყვარს
-კარტოფილი- ეს რომ მითხრა მაშინ გავხედე აფხუკუნებულ თორნიკეს, თვალებდასიებული რომ იდგა კარში და გვიყურებდა
-რაო ნიაკო არ უჯერებ თამუნას?
-არ მინდა ეს გერკულესი და რა ვქნა
-ორი ბავშვი შეხვდა ერთმანეთს, ვითომ ჭკუას დაარგებს და რამეს ასწავლის. თვითონ ბავშვია
- ბავშვობა ცუდი არ არის . შენ რატომ ამბობ ისე თითქოს ტანჯვა იყოს როცა მეამიტი ბავში ხარ და არა დედა რომელიც ბოლო ხმაზე უყვირის შვილს და მისდევს იმის გამო რომ არ ჭამა რაღაც კერძი რაც საერთოდ არ უყვარს ,იმის ნაცვლად რომ სხვა რამე შეურჩიოს - ნიაკოს ხელი ჩავკიდე და კიბეებს დავუყევი
-ეს ენაჭარტალა ბავშვი როგორ მიბედავს ჭკუის დარიგებას. და საერთოდ დედა მე ვარ და როგორც მინდა ისე მოვექცევი ჩემს შვილს.მაგან რა იცის რა არის დედობა და რა ნერვების ფასად მიჯდება მისი არზრდა, გათხოვდა და მარტო ქმართან ალერსი ჰგონია ცოლობა
-აღარ მორჩები? მარტო ბექასთან უნდა იყო ტკბილი და მოსიყვარულე ქალი სხვა ყველა უნდა მოშხამო?
-არავის არ ვშხამავ მე !
მე და ნიაკო სამზარეულოში ჩავედით . ბავშვს ჩაი გავუმზადე, პურზე ნუთელა გადავუსვი და ისიც სიამოვნებით შეექცა. მეორე ნაჭერიც მოითხოვა , ჩაი მოგვიანებით დალია და კმაყოფილი შემომციცინებდა. ქალბატონი თამარიც იქ იყო , მე ზემოთ დავბრუნდი და მოვემზადე წასასვლელად. ჩემი მეუღლე უკვე მელოდა , ერთად გავედით სახლიდან .სკოლაში დამტოვა და წავიდა. დღემ მშვიდად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული. თამუნა მალე წავიდა . ყველაფერი რუტინად იქცა , არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა . მე და თორნიკეს ერთი გამოსხივებაც არ გვქონია ურთიერთობაში ,მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა და სხვა არაფერი . ისევ ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვერ ვუგებდით და თუ სერიოზულად არ ვცხუბობდით მხოლოდ იმიტომ რომ ერთ-ერთი მაინც ვიკავებდით თავს და ტერიტორიას ვტოვებდით. იმდენ სისულელეზე ვიკამათეთ ჩამოთვლაც კი მეზარება. დრო კი ისე სწრაფად გადიოდა ვერც კი მოვედი გონს ისე გადავლახე საატესტატოები, სკოლა დასრულდა. ივნისში კი არაფერი მახსოვდა ამქვეყნად, არც ტორნიკე, არც რომელიმე ოჯახისწევრი, ნინიკოსაც კი იშვიათად ველაპარაკებოდი, მასწავლებლიდან მასწავლებელთან მივდიოდი, ტესტებს ვწერდი და თითოეული წამი დაკავებული ვიყავი. ყავაზე გადავედი, დღეში რამდენ ჭიქას ვსვამდი არც კი ვიცი , გამოცდებზე შესვლამდე ისე ვნერვიულობდი მეგონა გული გამიჩერდებოდა. რომ ვტოვებდი დარბაზს ისიც კი არ მახსოვდა რა საკითხები მოვიდა, მაშინვე მეორე საგანზე ფიქრი დავიწყე და როგორც იქნა ბოლო ბიოლოგიის გამოცდაც დავასრულე. იქედან გამოსულს შეგრძნებები დამიბრუნდა, კიბეები ჩავირბინე და ბიჭებისკენ გავემართე, ბოლოს აღმოვჩნდი თორნიკეს მკლავებში მოქცეული ,მისი სურნელით ფილტვები ავივსე და ბიჭებს გავუღიმე ისევ
-როგორც იქნა დაგვიბრუნდი გვეშველააა
-დავბრუნდიიიიიიიიიიიიი
-სასწრაფოდ მივდივართ რესტორანში და ვქეიფობთ ღვინის ბოლო წვეთამდე
-წავედით ...
ისე დავთვერი იმ საღამოს, ისე რომ თორნიკეს მივყავდი. იმედია წელი არ ატკივდება თორე ისევ ჩემი მოსავლელი იქნება ლიზიკო და ერეკლე დასასვენებლად წავიდნენ და მარტონი ვართ სახლში. დილით ორივენი ნაბახუსევზე ვიყავით ,შიშველს რომ გამეღვიძა ისევ ის ღამე გამახსენდა და თავი ბალიშში ჩავრგე. მოკლედ ჩემი სიმთვრალე ზედმეტად მოქმედებს. ისევ თორნიკემ ივჟკაცა და გამომაფხიზლა. ბიჭები დაგვადგნენ , აგვაწიოკეს და იმდენი მოახერხეს მეორე საღამოს უკვე მშობლიურ სახლში ვიყავი. ერთმა თვემ მოლოდინში განვლო პასუხები როგორც იქნა გავიგე და სამედიცინოს სტუდენტი დავბრუნდი თბილისში. კმაყოფილი, უზომოდ კმაყოფილი ვიყავი .
სექტემბრიდან დავიწყე სტუდენტური ცხოვრება და მივხვდი რა დონეზე ვიყავი მართალი როცა ვამბობდი „მე არ ვთხოვდები , სწავლა და ოჯახი ერთად არ შემიძლია. ვერ შევძლებ ვიყო პროფესიონალი ექიმი და ცოლი“ მეორე წელი დაიწყო ჩვენი“ცოლ-ქმრობის“ ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლებოდა უცხო ადამიანთან ერთად ცხოვრება, ვინც არ გიყვარს, ვისთანაც საერთო არ გაგაჩნია, ვერც ერთ საკითხში უგებ და ვერც კი ხვდები რა არის იდილეა . თორნიკე სამსახურში იყო, ხშირად მივლინებაში მე კი ვიჯექი ჩემს წიგნებში ჩაფლული და უკვე აღარც ვიცოდი რას ვაკეთებდი. აი მდგომარეობა რამაც გამომცვალა, იმდენად დამღლელი იყო სასაიმოვნოსთან ერთადაც ეს ყველაფერი .
საძინებელში გავედი , დღეს საკმაოდ ადრე დავასრულე მეცადინეობა. საფინალოები მქონდა ,ბოლო გამოცდა დამრჩა . ოთახთან მისულს თორნიკეს ხმა მომესმა ,რომელმაც დამაბრუნა რეალობაში და გამახსენდა რომ ცოლიც ვიყავი .
-ამის დ... შე... რას ვამბობ გაუგებრად... როგორ ბედავ საერთოდ ამდენ ლაპარაკს მე ხომ გასაგებად გითხარი არ შემიძლია... არააა ! ცოლი მყავს დაოჯახებული ვარ უკვე და მე და შენ ერთად ...ჩვენ არ იარსებებს. გეყოს ! აღარასდროს მითხრა რომ გიყვარვარ ესეც კი დანაშაულია ... შენი ? შენი არა ჩემი მხოლოდ ჩემი -უცებ გავიგე მის ხმაში ბზარი. თუმცა მანამდეც ვხვდებოდი რომ არ სურდა ასე საუბარი უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. პირველად ვიგრძენი როგორ ბარიერს წარმოვადგენდი. არ ვიცი ვიეჭვიანე ? დიახ ! არ მოგატყუებთ, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი თორნიკეს წინ გაცოფებული გამომეტყველებით და მისი თვალები ისე დამრგვალდა და გადიდდა შემეშნდა . სასწრაფოდ გამორთო მობილური და შეეცადა მშვიდი გამომეტყველება მიეღო
-ტყუილად ნუ გაისულელებ თავს გავიგე ყველაფერი
-და მერე რა
-მერე ის რომ მაგ შენზე შეყვარებულ ქალს შეუძლია იფიქროს შენი დავიწყების გზებზე ,რადგან საერთოდ არ მინდა რქიანი ვიყო
-ჰაჰ ხომ არ ეჭვიანობ?
-მეც ეგ გკითხე თემოზე რო გაჭედე მაგრამ პასუხი არ გითქვამს
-მაგ ს... ნუ მიხსენებ . ხომ გაგაფრთხილე
-ხანდახან მახსენდება მისი დალურჯებული, დასისხლიანებული სახე და ასე უცებ სახელსაც ვამბობ რომ მახსოვდეს როგორი ველური ქმარი მყავს. ნამდვილი ცხოველი
-ისევ უნდა ვიკამათოთ?
-მაპატიე ალბათ დაგღალე განსატვირთად მიგიღებენ დარწმუნებული ვარ
-შენ წარმოიდგინე და არ მიმიღებს !
-და ძალიან წუხარ ხო? მე გიშლი ხელს? რაო თავს იფასებს? ცოლიანს არ გიწვება? უთხარი რომ მეყრები გაერთე და დაბრუნდი თუ კარგად იგრძნობ თავს - ეს რატომ ვუთხარი მეც არ ვიცი, სააბაზანოშ შევიკეტე და ძლივს დავმშვიდდი. ვაჟბატონი აივანზე იდგა, ერეოდა თან სვამდა . ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰყურებდა , მივხვდი რომ ასე უბრალო გოგონა არ იყო ის ქალბატონი. მობილური ავიღე და მისი სახელთან ერტად ფოტოც ვნახე , შეუდარებელი ნაკვთები ჰქონდა, ისე იღიმოდა თვალები გამიშტერდა. აივანზე გათიშული გავედი ,როგორც ყოველთვის რაც მიტრიალებდა თავში ის ვკითხე, ისე რომ ჩემი ხმა ვერ ვიცანი
-გიყვარს?
-არა!
-უბრალოდ სიმართლე მითხარი ხომ იცი რომ...
-არ მიყვარს !
-კარგი ... კარგი -სახლში დავბრუნდი , საწოლში გათიშული დავწექი და ფიქრების ზღვაში გადავეშვი-თქო რომ გითხრატ მოგატყუებთ. მე მართლა უგულო გავხდი აღარაფერი მაინტერესებს გამოცდების გარდა, სხვა დანარჩენში დინებას მივყვები . თორნიკე როდის დაწვა არ ვიცი, მე კი გათიშლს მეძინა. დილით ადრე გავიღვიძე და ისევ გადავხედე საკითხებს. გამოცდაზე შესვლას მივეჩვიე უკვე ისე ჩავაბარე არც მინერვიულია, საკმაოდ კარგი ქულა მივიღე და კმაყოფილი იმით რომ დავასრულე პირველი კურსი სახლში დავბრუნდი.
-გამარჯობათ- ლიზიკოს და ერეკლეს ვაკოცე და მიმოვიხედე- თორნიკე არ არის?
-არა სამსახურშია ..როგორ ჩაიარა?
-კარგად ,ძალიან კარგად და უკვე თავისუფალი ვარ როგორც იქნა დასვენება მეღირსა
-ძალიან კარგი შვილო
-მე წავალ თქვენის ნებართვით-ისევ ავიღე ჩანთა და ჩემს ქმართან გავემართე, დროა ცოლი გავხდე თორემ დინებაზე მინდობა არ მაწყობს . არ ვაპირებ ვიღაცას დავუთმო ქმარი , მგონი პრინციპის ამბავი უფროა . მესაკუთრე ვარ და ვერავის ვერაფერს დავუთმობ მითუმეტეს ქმარს ,რომელსაც ასე მარტივად ვერ შეველევი . შენობაში შევაბიჯე ,უკვე მესამედ ვარ ამ ადგილას, ბატონი შოთა გავიცანი თორნიკეს კომპანიონი,ძალიან კარგი კაცია . ყველამ იცოდა ვინც ვიყავი შესაბამისად კაბინეტში მშვიდად შევაბიჯე , ვაი ისეთ სიმშვიდეს უცებ ჩამწყდა შიგნით რაღაც ,როცა იქ ფოტოზე გამოსახული ქალბატონი თათული დავინახე. სავარძელშ იყო მოკალათებული და პლანშეტში რაღაცას ეძებდა . კარის ხმა გაიგო და ამომხედა, წამსვე შეეცვალა მზერა. მე კი მაქსიმალური სიმშვიდით გავემართე მოპირდაპირე სავარძლისაკენ, მოვკალათდდი მის წინ და გავუღიმე
-თქვენ თორნიკეს თანამშრომელი ალბათ ხო?
-თათული გავაშელი - ვინო? ნუთუ შოთას შვილია. დაუჯერებელია ,თავად უფროსის ქალიშვილს უყვარს? გაოცდები პირდაპირ - მართა ხო? ვერ გეტყვი რომ სასიამოვნოა პირიქითაა და ვერ ვითვალთმაქცებ
-ჩემთვის სულ სასიამოვნოა თორნიკეს თაყვანისმცემლების გაცნობა . უფრო ვრწმუნდები როგორი კარგი ქმარი მყავს , ვბედნიერდები ჩემს საკუთრებაში რომ მივიჩნევ ბევრისტვის სასურველ მამაკაცს
-სასაცილოა... თორნიკეს არც კი იცნობ ... დარწმუნებული ვარ მის შესახებ არაფერი იცი. მე კი მთელი ცხოვრებაა ვიცნობ ,მთელი ცხოვრება და იმაზე კარგად ვიცნობ ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. შენ კი საკუთრებად მხოლოდ იმიტომ მიიჩნევ რომ ქმრის სტატუსი აქვს და ერთად ხართ? სარეცელის გაყოფა არ ნიშნავს ცოლ ქმრობას. შესაძლოა შენს გვერდით იყოს და სულიერად სხვასთან იმაზე დიდი სიახლოვე და კავშირი ჰქონდეს ვიდრე ფარატინა ფურცელზე თქვენი ხელმოწერაა-მიმასვა და წავიდა. თორნიკე კარში შეეჩეხა
-სად მიდიხარ თათუ?- მისმა ტემბრმა დამაბნია ისე თბილად მიმართა .
-ცოლი გყავს სტუმრად და დაგტოვებთ - ირონიულად გამომხედა და გავიდა. ახლაღა შემნიშნა თორნიკემ. სწრაფად შემოვიდა და კარი მიხურა
-აქ რა გინდა?
-ქმარს სამსახურში რომ მოვაკიტხო დანაშაულია? იქნებ მომენატრე
-და სინამდვილეში რა მოხდა?
-გამოცდები დავასრულე, თავისუფალი ვარ, ბიჭებს დავურეკე და ვიფიქრე ერთად წავიდოდით სადმე
-მე მთელი ზაფხული აგვისტომდე თბილისშ უნდა ვიყო უამრავი საქმე მაქვს. შენ შეგიძლია წახვიდე სადაც მოგესურვება,მათთან ერთად .უჩემოდ ყოფნა არ გაგიჭირდება
-არც შენ იგრძნობ უჩემობას , შეგივსებენ ადგილს
-შენ რა ადგილიც გიკავია იმასთან საერთო არ აქვს თათულის...ისევე როგორც შენ ვერ დაიკავებ მის ადგილს ვერასდროს
-ეგ როგორ გავიგო.. წუხელ მითხარი
-შენ მკითხე თუ მიყვარდა მეც გიპასუხე... ახლა კი თათბირი მაქვს ,მაპატიე მაგრამ უნდა დაგტოვო- საბუთები აიღო და წავიდა. აი ასე , აქამდე თუ მე ვიშორებდი და საქმეების გამო განცალკევებით ვიყავი, ახლა მას არ ეცალა ჩემთვის .
ბიჭები წავიდნენ ზღვაზე, მე კი დავრჩი თბილისში . თავიდან ვიფიქრე რომ წასვლა და დასვენება მჭირდებოდა,მაგრამ ბოლო წუთს სახლში დარჩენის იდეამ შემიპყრო,იმდენად რომ განვახორციელე, ბარგის ჩალაგება შევწყვიტე, ისინიც ამოვალაგე რაც ამანმდე მქონდა ჩადებული . საყვარელ ქმარს კი სახლში დავხვდი, ვახშამი დავახვედრე სიმშვიდე და გავაოცე კიდეც
-სახლში ხარ?
-უიიი ხელი შეგიშალეთ? ხომ არ წავიდე დილით დავბრუნდები - წყვილს შევხედე და სკამიდან წამოვდექი
-მე წავალ ...
-არა მოიცადე ჩემო კარგო ...
-სიტყვა არ დაძრა მარიამ , მე შენ გასაგებად გითხარი ყველაფერი . თათული შემოდი - ჩანთა გამოართვა და სკამზე დადო.-ვივახშმოთ და მერე მივხედოთ საქმეს, თეფშ მოიტანე რა მარიამ - სააბზანოში გავიდა ხელების დასაბანად და იქედან გამომზახა
-არაა საჭირო ორი დევს ... მე გადავიღალე დავისვენებ - საძინებელში ავედი, მობილური მოვიმარჯვე და მომავალ იურისტთან ბაასში ისე გავერთე აღარაფერი მახსოვდა. პერანგის ამარა ჩავირბინე კიბეები ,ისევ ვესაუბრებოდი ნინის და მის ამბებს ვისმენდი , უკვე გვიანი იყო ამიტომ ვერ ვიფიქრე ისევ იქ თუ იქნებოდნენ. მისაღებში შესულს საბუთებში თავჩარგული თორნიკე და თათული დავინახე. ორივემ მე გამომხედა
-უიი ჩემი მეუღლე და თათული აქ ყოფილან ... უკაცრავად ხელს არ შეგიშლით-სამზარეულოში გავედი მაცივრიდან ნაყინი და შოკოლადები გამოვიღე და დატვირთულმა განვაგრძე გზა. არ გეგონოთ რომ ვთამაშობ, იმ წამს მართლა არ ვეჭვიანობდი, ისხდნენ და საქმეს აკეთებდნენ რაზე უნდა გავბრაზებულიყავი . სანამ დავიძნებდი მანამ მობრძანდა თორნიკე, კარიდანვე დაიწყო პერანგის მოშორება, სააბაზანოში შევიდა , იქედან ტრუსის ამარა გამოვიდა, დანამული სხეულით და ტუჩზე ვიკბინე. აი ის რის გამოც ვერ დავთმობ თორნიკეს. ასე მოკლედ და კონკრეტულად. მუხლებზე დავდექი და საწოლის კიდისკენ გადავინაცვლე, თორნიკეს ყელზე მოვხვიე ხელები და მივხვდი როგორ გააკანკალა
-ძილინებისა ნინ ... ხვალ დაგირეკავ - მობილური სადღაც ჯანდაბაშ მოვისროლე და თორნიკეს მსუყე ბაგეებს დავეწაფე . რამდენიმე წამში კი ჩვეული ველურიზმით მიკოცნიდა ტუჩებს, საწოლზე დამაგდო და ის მცირედი სამოსიც მომაშორა სხეულიდან რაც მიფარავდა სხეულს...
დილით,უფრო სწორედ შუადღეს რომ გავიღვიძე, დავინახე როგორ ალაგებდა ბარგს
-სად მიდიხარ
-ორი დღით სტამბოლში მიწევს წასვლა ...
-აქამდე რატომ არ მითხარი..ვისთან ერთად მიდიხარ
-მე და თათული
-სხვა არავინ იყო? კარგი იმედია ორ დღეში ჩამოხვალ და ის გოგო მართლა არ არის შენი საყვარელი .თორემ ტყუილს არ გაპატიებ არასდროს
-კიდევ ერთხელ იტყვი მსგავს რამეს და გავგიჯდები...უკვე დავიღალე ,იმდენად არ გაინტერესებს ჩემს შესახებ არაფერი მხოლოდ იმაზე დარდობ რომ არავის გავეკარო .ნუ ღელავ თათული არასდროს ყოფილა და არც გახდება ჩემი საყვარელი, არასდროს დავამცირებ ასე . შენ კითხვა არ გაგიჩნდება არც ერთი იმის შესახებ თუ რა ურთიერთობა მაქვს მასთან...მხოლოდ სექს.. განაღვლებს და მოისვენე არაფერი გვაქვს
-სხვა რა უნდა მანაღვლებდეს... სიყვარულში დაფერფლილი ჯულიეტა ვერ გავხდები ... ხასიათი არ მიწყობს ხელს სხვა თუ არაფერი ...რომელზე მიფრინავ?
-ერთ საათშია ფრენა...გაცილება არ მინდა...ზეგ საღამოს სახლში ვიქნები ანუ მხოლოდ დღევანდელი და ხვალინდელი საღამო იქნები მარტო. შეგიძლია გოგონებთან ერტად გაერთო, სახლში კაფეში და არა კლუბში .იცოდე გაფრთხლებ
-ისედაც არ ვაპირებდი წასვლას ... ახლა რომ მაფრთხილებ მომინდეს შეიძლება
-სულ ნერვებზე რატომ თამაშობ?
-ნუ ღელავ არავისთან დავწვები ... შენც ხომ მხოლოდ ეგ განაღვლებს იმდენი მეგობარი ბიჭი მყავს და მხოლოდ იმათ ეჩხუბები ვინც სხვანაირად მიყურებს . ის კი არ განაღვლებს რომ ამ კარგ ურთიერთობაში შეიძლება ვინმე წრფელად ვნებების და სურვილების გარეშე შემომიყვარდეს ...
-იგივეთი მპასუხობ.. ახალი სტრატეგიაა ნერვებზე თამაშის?- ხელი მომხვია და ტუჩებზე დამეკონა- იმედია ჩემს ჩამოსვლამდე გეყოფა
-ერთი საათი დიდი დროა- ხელი მისი პრესიდან შარვალზე გადავიტანე და სწრაფად შევუხსენი ქამარი ...
თორნიკე წავიდა , სახლიდ აცარიელდა ცოტა ხნით რდგან მალევე გაჩნდნენ გოგონები . ისინიც თბილისში იყვნენ ,ერთ კვირაში მიდიოდნენ ზოგი სოფელში, ზოგი მთაში .მეორე დღეს სახლის დალაგება გადავწყვიტე, იმხელა ტერიტორიაა კი დასჭირდა მთელი დღე ჯერ დალაგებას, შემდეგ დაქანცულმა რომ დავდე ბალიშზე თავი მგონი ცხრა საათზე დავიძინე.
სახლში დროულად დაბრუნდა, დაღლილი იყო შხაპი მიიღო და დაიძნა. მეც გვერდით მივუწექი ,ჩავეხუტე და დავიძინე. ის ზაფხულიც ისე გავიდა ვერ დავისვენე , ჩვეული გართობა, დასვენება და თავისუფლება ალბათ აღარასდროს მექნება. მშვიდად ყოფნა და განტვირთვა ვერადა ვერ მოვახერხე. ისე დაიწყო ახალი სემესტრი, დამატებული საგნები, გართულებული მასალა და ისევ იგივე. რაც უფრო აგდიოდა დრო მით უფრო ვშორდებოდი სახლს და ვუახლოვდებოდი კარიერულ წინსვლას.
ჩემი მშობლები გვესტუმრნენ, ყველანი ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით,როცა ახალი პრობლემა წამოჭრეს
-ბავშვზე აღარ ფიქრობთ?- ეს რომ თქვა მამაჩემმა ისე ამიტყდა ხველა მეგონა ვეღარ ამოვისუნთქავდი. თორნიკეს რეაქცია არ ჰქონია .
-ჩვენც ველოდებით მაგრამ არ ჩქარობენ როგორც ჩანს, მართა გადატვირთულია ძალიან . მეც ასე ვიყავი და მისი კარგად მესმის მაგრამ ბავშვები გავაჩინე მაინც, რთული იყო უბრალოდ თუ არ უნდათ არაფერი გამოვა
-თორნიკეს ძალიან უყვრს ბავშვები მე როგორც ვიცი-ეგ მეც ვიცი ,ისიც ვიცი სამი შვილი რომ უნდა მაგრამ აზრზე არ ვარ საიდან ვფლობ ამ ინფორმაციას. უნდა კარგია, მოეყვანა სხვა ცოლად და ეყოლებოდა. მე არ ვაპირებ შვილის გაჩენას კიდევ დიდხანს მოუწევს თავდაცვა . მე კი ვფიქრობ ასე მაგრამ როგორც კი ამრტონი დავრჩით, თითქოს მომენტს ეძებდა ბავშვზე საუბარი დაიწყო და სწორედ იქ დამერხა , ყველაზე სერიოზული ბზარი გაჩნდა იმ სიცარიელეში რასაც ჩვენი ურთიერთობა წარმოადგენდა, ანუ ქორწინების მოწმობა .
-ასე რატომ მიყურებ რაღაცის თქმა გინდა ხო?- საწოლზე მჯდომ ქმარს წინ ავესვეტე და თვალებში ჩავხედე ,რომელშიც ჭინკების გარდა კიდევ სხვა რამეს ვხედავდი
-არ მჯერა
-რა არ გჯერა?- მოზრდილ წვერზე ჩამოვუსვი თითები და მერე ტუჩებზე გადავედი, იღიმოდა
-ხვდები როდის რა მინდა ...
-საიდან მოიტანე უბრალოდ.. რა გინდოდა აღარ იტყვი? შესავლების აგრეშე დაღლილი ვარ ,ემოციურად-უცებ მივაყარე და ყელზე გამობერილ ცისფერ ვენას გადავატარე თითი
-ბავშვი ...
-რა ბავშვი
-რა გინდაო ხომ მითხარი ხოდა გეუბნები
-ჰა? - თვალებში ცავხედე რომ დავრწმუნდი არ ხუმრობდა მაშინ დამეწყო ისტერიკა . ნერვიულად დავაბიჯებდი ოთახში და ხელებს უმისამართოდ ვიქნევდი-რა ბავში ... რას ნიშნავს ბავში გინდა მე ჯერ 19 ვარ ერთ კვირაშ ვხდები უფრო სწორად . რა დროს ცემი ბავშვია. თან ასეთ დროს, ჩვენ ბავში ვერ გვეყოლება, ეს კატასტროფა იქნება. წარმომიდგინე მე დედა. შანსი არაა? არ გეცოდება? ბავშვი ან შენი თავი . ჩემი გაზრდილი ბავშვი წარმოიდგინე ერთ წამს.. კატასტროფა, გადატრიალება, მეორედ მოსვლა აპოკალიფსი ...მე გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წასვლას და სწავლის გარძელებას ვფიქრობ აქედანვე და რა ბავშვი... უკვე პასუხები უნდა მოვიდეს შეიძლება წავიდე დღეს თუ ხვალ და რა ბავშვი . საერთოდ ჩემგან როგორ შეიძლება შვილი გინდოდეს. მგონი შენც გაგაგიჟე. ღმერთო რატო დაუშვი ჩემნაირად გაეფრინა ამასაც? შვილი უნდა თან ჩემგან. ამ გაურკვეველ ურთიერთობაში ბავშვი როგორ შეიძლება
-გაჩერდი! - წინ გადამეღობა და ისე შემომხედე მივეყინე იმ ადგილას - რაც უფრო დიდხანს გავაგრძელებთ ასე ცხოვრებას მით უფრო გაურკვეველი იქნება ყველაფერი მე უკვე 29 ვარ და საერთოდ არ ვარ პატარა იმისთვის რომ მამა გავხდე... თანაც ბავშვი შეცვლის ყველაფერს და მერე მაინც გახდები ნეიტრალური ოჯახსა და სწავლას შორის
-არასდროს გავხდები ნეიტრალური, პრი კურდღლის დაჭერას ჰგავს ეს ამბავი მე კი არ ვარ იმდენად ძლიერი რომ ეგ შევძლო... უნდა წავიდე აქედან... აქ ვერ გავხდები ის ვინც მინდა რომ ვიყო.. ჩემი ოცნება დასამარდება და ამას არ დავუშვებ ! პასუხები მოვა და შესაძლოა ერთ თვეში წავიდე ...
-რა პასუხები ... საერთოდ სად წახვიდე... ოდესმე მეტყვი დამდებ პატივს?
-გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ...უფასოდ ვისწავლი და ვიცხოვრებ . ექიმისთვის საოცნებო ქვეყანაა არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები დარწმუნებული ვარ მიმიღებენ ,ყველაფერს ვაკეთებდი მაგისთვის . ეს გეგმა მას შემდეგ მაქვს რაც ექიმობა გადავწყვიტე და უნდა შევასრულო. შეგახსენებ რომ მიტხარი არ შემიშლიდი ხელს
-მეღადავები გოგო? რას ნიშNავს მიდიხარ. სად მიდიხარ და მე რა ვთქვა ცოლი გავუშვი გერმანიაში ხუთი წლით იქ ექიმი გახდება მე ამდენ ხანს აქ ვიქნები და ვუერთგულებ დაველოდები ჩვენი სიყვარული ყველაფერს გაუძლებ მთავარია ის იყოს ექიმი თან აქ ვერ სწავლობს მერე რომ წავიდეს ორი წლით ახლავე უნდა გაიქცეს რადგან მისთვის მთავარი მე კი არა სამსახურიათქო? შეგახსენებ რომ ყველას შეყვარებული წყვილი ვგონივართ და ასე ვერ გაგიშვებ ლოგიკურია
-რას ნიშნავს ... ნუ ყვირი და ნორმალურად მითხარი ანუ ..
-ანუ ქალბატონო მართა ან ოჯახი ან გერმანია .. მე სწავლას არ გეუბნები ისწავლი აქ გავა ექვსი წელი და შემდეგ შეიძლება მეც წამოვიდე იქ სადაც შენ იქნები ორი წლით თუნდაც სამი მაგრამ ვერა 6 და 7 წლით . შენ ცოლი ხარ პირველ რიგში ყველას თვალში და ასეც რომ არ იყოს არ ვაპირებ ხუთი წელით სადმე გაგიშვა ...
-კარგი ყველაფერი იმაზე მარტივადაა ვიდრე მეგონა .. არც გამიშვებ თავად წავალ . რა საჭიროა შნეი ნებართვა . ასარჩევიც არაფერია მე შენი ცოლობა არ ამირჩევია არცერთხელ მე ყოველთვის მთელი ცხოვრება ექიმობა მქონდა არჩეული და ყველაფერს შევცვლი ცხოვრებაში იმ გზის გარდა რომელსაც მისკენ მივყავარ.
აქ იყო. იმ განსხვავებით რომ მეც მათთან ერთად ვიყავი ,აღარ ვიყავი 14 წლის ბავშვი . -ე. ი ? გაყრას აპირებ? ასე ერთი ხელის მოსმით ანგრევ ყველაფერს? ლამის ორი წელია ერტად ვართ? და რას იტყვი ორი წელი რატომ ვიყავით და ახლა რატომ ვეყრებითო
-რა ყველაფერს მე და შენ საყვარლები ვიყავით მთელი 16 თვე . საყვარლები რომლებიც უბრალოდ კანონის წინაშე იყვნენ ცოლ-ქმარი და იქ იმ ფურცელზე სრულდებოდა ცოლ-ქმრობა. რის გამო დავრჩე საუკეთესო სექ.. რომ მაქვს? ამჯერად ვნება ყველაზე ნაკლებად მანაღვლებს ...უბრალოდ დაფიქრდი და მიხვდები რომ მართალი ვარ...რადგან გადაწყვიტე ცოლად გამოგეცხადებინე კარგი ეგ ჩავლილია და სინანულს აზრი აღარ აქვს. ახლა კი მართლა დროა გაყრისთვის მოვემზადოთ , უფრო სწორად ჩვენი ოჯახები მოვამზადოთ. უბრალოდ დავშორდეთ , ჩხუბის გარეშე ბოლო დამაგვირგვინებელი არ გვინდა ისედაც ლამის ორი წელია ვჩხუბობთ, რაღა ორი ექვსი წელია ვიცნობთ ერთმანეთს და მას შემდეგ ვკამათობთ-თორნიკე დიდხანს მიყურებდა მე კი ვაგრძელებდი - მე შეუძლებელია სხვა ოჯახი შევქმნა მაგრამ შენ? იმ გოგოს უყვარხარ და კიდევ რამდენს შეუყვარდები არავინ იცის უბრალოდ უნდა მოინდომო და უბედნიერესი კაცი იქნები, მშვიდი ცხოვრება გექნება და არა თავსატეხებით სავსე .მე უკანასკნელი ქალი ვიქნები დედამიწაზე ვისთან ერთადაც ბედნიერების მოპოვებაა შესაძლებელი.
არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვსაუბრობდით, მაგრამ ფაქტი ერთი იყო,მე და თორნიკე გაყრისთვის საბუთებს ვამზადებდით. ყველაზე მთავარი წინ იყო ,ამის ოჯახისწევრებისთვის თქმა კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. შუა სწავლების დროს ,როცა ყველაფერი არეულია ნამდვილად არ მინდოდა ეს ამბავი მომხდარიყო მაგრამ რაღატომ გადავდო,ისედაც დიდი დრო გავიდა ,ზედმეტად დიდი. ამიტომაა საშინელება ქორწინება, როცა უბრალოდ ბოიფრენდია ისე დაშორდები არ დაიწყებენ ამ რაღაც სისულელეებს ,“შერიგდით. ყველაფერი სიევ წინაა. უნდა ეცადოთ მაინც, თქვენი ცალ-ცალკე ყოფნა როგორ შეიძლება“ ჩემები სულ გაგიჟდნენ, ისე რომ მგონი თორნიკეს კი არ ვშორდები მასთან ერთად ოჯახსაც ვკარგავ. ჩემი ძმა გაგიჟდა, კიდევ სამი თვე უნდა ყოფილიყო, ბოლო გამოცდა ექნებოდა და წამოვიდოდა ის კი ლამის გადმოძვრა მობილურში . თორნიკე არაფერს ამბობდა ზედმეტს, აქამდე ჩხუბის დროს მაინც თუ ლაპარაკობდა ახლა მცირედით შემოიფარგლებოდა და ასრულებდა . სამაგიეროდ მე მიწევდა ათასი მიზეზის დასახელება რომელიც ყველა ჯერზე სხვადასხვა იყო . ბოლოს ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა ჩამებარებინა მათთვის განმარტება ზრდასრულ ადამიანს რომელსაც ქმართან ყოფნა აღარ მინდოდა . უბრალოდ გავშორდი მარტში და ბოლო რამდენიმე თვე ბინაში გავატარე. შეჩვევა გამიჭირდა, თუმცა მეცადინეობაზე ვიყავი ისევ გადართული, კარიერისტი ადამიანი არაფერზე დარდობს .
ვტყუი, თორნიკე გულის სიღრმეში საშინლად მენატრებოდა, ცარიელ საწოლს რომ ვხედავდი გული მეკუმშებოდა, აღარც სამზარეულოში ფუსფუსი მიწევდა დილით მის გამო, სული დამიცარიელდა,მისი ჯუჯღუნიც კი მომენატრა,მის გარეშე იმდენად უინტერესო აგხდა ყველაფერი. ისედაც არსად დავდიოდი ახლა საერთოდ ჩკეტილი გავხდი,სახლსა და უნივერსიტეტს შორის დავდიოდი. ბიჭები მოდიოდნენ,მაგრამ ის გართობა წარსულს ჩაბარდა,მე აღარ ვიყავი 16 წლის გიჟი ბავშვი და ყველაზე მეტად ეს მტკენდა რომ ვეღარ ვამბობდი“ბავშვი ვარ“



№1 სტუმარი gvanca

Kulturuli shoki maqvs es ra gaakete ra uqeni am gachirvebulebs magram vgijdebi shenze.yvela sheni istoria miyvars da moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№2  offline წევრი nuki-nuka

ვაიმე გავგიჟდები ეხლა. ეს რა იყო, მოვკვდი ნერვიულობით. იმედია სშემდეგ თავში ცოტა დაალაგებ ურთიერთობს.
ძალიან კარგი ხარ love

 


№3  offline წევრი LONDON

Chemi sikvdili gindaa? Gaskda guli . Kargi xar, magram male tu ar shearigeb amovwydebi icode

 


№4  offline წევრი თათულიTN

ai dzaan magari tavi iyo. arachveulebrivi gogo xar da meketeba shens istoriebze. ase vaagrdzele.:*

 


№5 სტუმარი annnastacia

rogorc yoveltvis arc axla gamicrue imedebi. mgonia rom Tornikem unda agiaros rom
Mariami sigijemde sheuyvarda da yvela tatulize da msgavsebze win daayenos))) da xuti weli codoobaa, rame ufro maleshi moxdes ra))) ubralod amat shoris imxela qimiaa ro cal calke datoveba ubralod arc unda gaifiqro))) magram Tornikem unda ixoxos da mwared daafasos Marta) ertxel ro etqva miyvarxaro da ro wamocdenoda, xo acdeboda am yvelafers:p momindoma bichma Tatuli da uazrobebi)))

 


№6  offline მოდერი bibo

Shoki mivige tu shokuniebi ar viciii romeligaca ro avirtyi paqtia:D es raiyooo ram gadaria es gogo ras uketebs am bichsss ragac unda amat janze misayvani gamosacocxlebeli.rai miagdo chemi veluruli yvavili agviraxsniliii da vajkacuri bichi erti xelis mosmit rai gauketa dzetaaaa eg tu vapatioo mag dampals chemi veluri askili ar gauyena babuchemis gzas mamentalnaa eg ahteri gogoooo .kariera da puradi cxovreba simon vici me ertad ra damitanja chemi biskviwiiiii.xooo isa sxva wyvilebi damaklda shengan ro var michveuli bevrobasss aq ro ar iyoo.ninuci da andros michagrav dzandze dzdzannn da ravi tu ginda gamomichine xolme upro magroba iqnebaaa :*ai es marta minda vcemo avkuwoooo ase ro minerviulebs bichsss ux amsagamos amatze piqri ar damadzinebs magas darcha mexi .chemi shoki moki koki xar.chemi chokolati vinario chemi barambo.marwyvi da alubaliii chemi mjave gogooooo :*sityvebic udzluria shentan chemo amodgvlepilo lobio da chashushulooo chijimishii.chemo qishmisho da snikersis txilo.atmis rtov da legvis murabav bombonero da korkakovlavvvv .au daitanja saiti da mec atazjer shemosvlit ar dagviano xvalac dade plizunebii geli grli mogelii chitoo chemi biskviwi xar kaloche ra

 


№7 სტუმარი ნია

აქამდე უზომოდ მომწონდა ეს ისტორია და ბედნიერებას მანიჭებდა ყოველი ახალი თავი. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი ამ თავზე. ვფიქრბ, გაყრის გარეშე უნდა მოგეგვარებინა არსებული დაძაბულობა. სათაურიდან გამომდინარე იმდენად შევიყვარე და გავითავისე ეს ორი ერთად, რომ სხვა შემთხვევაში ეს ისტორია და მისი ემცია ყველანაირ ფასს დაკარგავს და უბრალოდ ნულს ქვემოთ ჩავა... ძალიან ჩამწყდა გულში რაღაც, თითქოს გამოვიფიტე სულიერად... ძალიან გთხოვ, თუ კი ამ წყვილის ერთად დატოვებას აპირება მაშინ ნურცერთის მხრიდან ნუ დაუშვებ ღალატს, ეს ის ერთადერთია რის მერეც გული მიცრუვდება თითოეულ პერსონაჟზე, იმედია ამდენადაც არ გაგვიცრუვებ იმედებს, ვფიქრობ ბებრი დამეთანხმება ამაში. იმედია შემდეგ თავს მალე დადებ და რაც მთავარია მალე შეარიგებ ამათ თორე გასკდა უკვე გული. რომ იცოდე რა დამმართე ამ ღამეს, მართლაც გული მომიკალი :((

 


რა იყო ეს? რა მიქენი ან მე ან ამათ აი ამას რო არ მიველოდი მეგონა რო უყვარდათ ერთმანეთი უყვარდათ ვაიმე რა გამიკეტE რა ახლა ასე ცალ ცალკე უნდა იყვნნე არა რა არ შემილია ამათჯ ასე ყურება
--------------------
romantikosi mwerali

 


№9 სტუმარი au

Au rato keni eeggg auuuu :( shearige raa calcalke ardatovo vervitan banalur dasasruLs !

 


№10  offline წევრი Pepper

საოცარი ხარ !
კარგი თავი იყო
ეს თათული ვის დაეკარგა საერთოდ
გული დამწყდა ამათ განშორებაზე მე :(
არ გვალოდინო მალე გვაღირსესო ახალი თავი <3

 


№11 სტუმარი )))

eeeee es ra iko axlaaa rogor mxaroda winaa tavebshi cota dautbbat urtiertobatkoda shen kide ra kenii auuuuu raaa (((( ar gamagijo moipikre rame da sherige an rame codoebi arian raaa ((( cudad moikca orive magram gamoaswore malera ((

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee eseni ar daashoro tore guli gamiskdeba auu kaii raa kide es mindoda mee isedac cudad var da damimate :((( malee dadee shemdegii raaaa.... tornikeze vapren... es gogo xo ver dalagda... tatuli sad gamoachxire kai raaa mokled saocreba xar da imedia ar momklav amati gadamkide :((

 


№13  offline წევრი კუსი

Vaime male dade tore gavafren

 


№14  offline წევრი batkuna1

ხომ გითხარი აღარ წავიკითხავთქო? მაგრამ ისიც ხომ გითხარი არ მეთმობი ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალიხართქო?! - ხოდა ახლა იცოდე,შენ ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი მწერალი ხარ და აი ეეს,უკვე მომწონს! ეს უკვე არის რაღაც განსხვავებული,ეს უკვე არის რაღაც ზრდასრულური! იმედი მაქვს დაშორდებიან,იმდეი მაქვს წავა მართა გერმანიაში ისწავლის და ქალი დაბრუნდება იქიდან. ერთად დარჩებიან თუ არა ეგ უკვე შენზეა,მაგრამ ის რომ ასეთი განვითარება და დინამიკა მიეცი ისტორიას საოცრად მომწონს! გილოცავ დაბრუნებას,მე მაინც ვთვლი რომ აქამდე შენ შენ არ იყავი,ახლა ხარ! :დ ხოდა კიდევ ერთი მართას თითოეულ ქცევაში პირადად შენი ხასიათის თვისებები გამოსჭვივის,მიუხედავად იმისა რომ პირადად არ გიცნობ,ვგრძნობ. მოკლედ მადლობა რომ დაბრუნდა,მადლობა რომ არ გამიცრუვე იმედები,უმაგრესია ასე გააგრძელე!

 


№15 სტუმარი avadmyofi

აუ კაი რააააააააა :( არ დააშორო ესენი ის გოგო არმევასება კომპანიონის შვილი... შეარიგე მალე მეტირება როცა მართას და თორნიკეს შემდგარ წყვილად არ წარმოვიდგენ

 


№16  offline წევრი Kusaaa

Auuu ar momewonaa mati gayraa ://

 


№17 სტუმარი Salomka

საშინლად განვითარდა მოვლენები, ამ თავში დამაკლდა შენთვის დამახასიათებელი პოზიტივი, თანაც ძალიან.

ასე მგონია წინა თავებში კომენტარებმა იმოქმედა შენს ამ გადაწყვეტილებაზე.

ცხადია, ჯერ ყველაფერი წინაა და მხოლოდ შენ იცი რასაც უპირებ ამ ისტორიას და ამ წყვილს, მაგრამ მხოლოდ ერთი ორი უკმაყოფილო მკითხველის კომენტარი და მათი ემოციები ასეთ განვითარებაზე სხვა ბევრი მკითხველის აზრს არ უნდა ფარავდეს.

განსხავებულობა სუაც არ ნიშნავს აკეთო ის რასაც გკარნახობენ, უნდა აკეთო ის რაც პირველ რიგში შენ განიჭებს სიამოვნებას. მე ასეთი არ გამიცვნიხარ შენს ისტორიებში და არ მინდა ის ეშხი დაკარგო რითაც ათასობით მკითხველს მთელი ამ ხნის მანძილზე აჯადოვებდი.

დანარჩენი უკვე შენი გადასაწყვეტია...

 


№18  offline წევრი kora

ეს რა ხდებააა?! გული დამწყდა მარიამ :( იმედია შენებურად გამოასწორებ ყველაფერს და მალე დაალაგებ გაჩენილ ბზარს. ჩემი აზრით 5 წელი კი არა 1 წელიც ბევრია გაბზარული ურთიერთობის აღსადგენად. 1 წელიც კმარა საიმისოდ, რომ გაქრეს ყველაფერი, ამიტომ, არცერთი დღე არ მინდა დაკარგონ უერთმანეთოდ.

კარიერისტი ვარ და თანაც საშინელი, ყველაფერზე წინ ვაყენებ ჩემს მისწრაფებებს, მაგრამ ოჯახი ის ერთადერთი ხელშეუხებელი თემაა, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ დაუდგება წინ. საყვარელ ადამიანებს ვერ შეველევი და მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ ვიფიქრებ, ისევ და ისევ ეგოისტობის გამო - საყვარელი ადამიანების გარეშე ყოველგვარ ფასს კარგავს ყოველი მწვერვალი, რომელსაც კარიერამდე ავყავართ. ჩემი აზრით, ეს ორი მცნება - ოჯახი და კარიერა, ერთმანეთს კი არ უნდა რიყავდეს, პირიქით უნდა ავსებდეს.
ისტორიის გმირი, მართა, ვერ შეძლებს ერთ ბედნიერებაზე უარის თქმით მეორე ბედნიერების მოპოვებას. აშკარაა, რომ მას თორნიკე უყვარს, ეს ყველა მის ქმედებაში ჩანდა. იგივე ჩენდა თორნიკეს ქმედებებშიც და მხოლოდ სიტყვებით ვერ თქმული გრძნობის გამო არ უნდა დასრულებულიყო ეს ურთიერთობა, ამ სიტყვებს დრო თავისით მოიტანდა...
ძალიან მინდა მართა ორსულად აღმჩნდეს, ოღონდ ბანალური სცენარის გარეშე - გერმანიაში წასვლები, ბავშვის მალულად გაჩენა და მერე გამჟღავნებული სიმართლე უკვე ჩვეული ფორმაა...
ბევრი ვილაპარაკე და ნუ მომაქცევ ყურადღებას, საოცარი გოგო ხარ და ზუსტად ისე დაწერე, როგორც ჩანაფიქრშივე დაისახე <3
--------------------
kira.G

 


№19  offline წევრი Guitaristxati

Auu exla rogorc gayare ise sheyare isevvv arvici mee , ver gadavitan amat cal calke yophnass

 


№20 სტუმარი Uhuu

Auu sagol raa ai sagol!!!<3
Ese magraad ro sheniatriale motxroba magitom<3
Mgonia rom martaa cavaa,iscavlis da dzaalian magari qali dabrundeba kvelas dashokava da ravi sauketesoo gadackvetilebaa<3
Gtxoov gaagrdzelee raa<3

 


№21 სტუმარი Hipo

Umgaresi tavi iyoo ai ai saocari :* :*:*:*:

 


№22  offline წევრი Annlabel

აუუუუ როდის დადებ ახალ თავს ? დვნერვოზდი უკვე

 


№23 სტუმარი Mariami

bibo
Shoki mivige tu shokuniebi ar viciii romeligaca ro avirtyi paqtia:D es raiyooo ram gadaria es gogo ras uketebs am bichsss ragac unda amat janze misayvani gamosacocxlebeli.rai miagdo chemi veluruli yvavili agviraxsniliii da vajkacuri bichi erti xelis mosmit rai gauketa dzetaaaa eg tu vapatioo mag dampals chemi veluri askili ar gauyena babuchemis gzas mamentalnaa eg ahteri gogoooo .kariera da puradi cxovreba simon vici me ertad ra damitanja chemi biskviwiiiii.xooo isa sxva wyvilebi damaklda shengan ro var michveuli bevrobasss aq ro ar iyoo.ninuci da andros michagrav dzandze dzdzannn da ravi tu ginda gamomichine xolme upro magroba iqnebaaa :*ai es marta minda vcemo avkuwoooo ase ro minerviulebs bichsss ux amsagamos amatze piqri ar damadzinebs magas darcha mexi .chemi shoki moki koki xar.chemi chokolati vinario chemi barambo.marwyvi da alubaliii chemi mjave gogooooo :*sityvebic udzluria shentan chemo amodgvlepilo lobio da chashushulooo chijimishii.chemo qishmisho da snikersis txilo.atmis rtov da legvis murabav bombonero da korkakovlavvvv .au daitanja saiti da mec atazjer shemosvlit ar dagviano xvalac dade plizunebii geli grli mogelii chitoo chemi biskviwi xar kaloche ra

:D au ra jigari xar :D istoriaze sityvebi zedmetia^^nu ratqmaunda sherigdebian amitom ar vnerviulob :D

 


№24 სტუმარი A

Au istoria magaria namdvilad dzlieri da grmad gulshi chamwvdomi magram es marta axlos rom myavdes tmisgan gavclidi imdenad mindeba misi mokvla. Idiotia es gogo da amasac ver xvdeba? Ar mesmis adamiani aseti suleli da idioti rogor unda iyo. Shemdeg tavs xom male dadeb?

 


№25  offline წევრი მარიამისეული

A
Au istoria magaria namdvilad dzlieri da grmad gulshi chamwvdomi magram es marta axlos rom myavdes tmisgan gavclidi imdenad mindeba misi mokvla. Idiotia es gogo da amasac ver xvdeba? Ar mesmis adamiani aseti suleli da idioti rogor unda iyo. Shemdeg tavs xom male dadeb?

Mec am gogos gawewva minda

 


№26  offline წევრი მოლურჯო

ბრავო!
ზუსტად ეს მინდოდა
მინდოდა დაგენახებინა რომ ბედნიერების გარდა კიდევ სხვა გრძნობებიც არსებობს
ამ თავში იყო
აბსოლიტურად ყველა გრძნობა
ყველა ემოცია
სასწაული ხარ!
უბრალოდ სასწაული
რადიკალურად შემიცვალე ამ თავით აზრი
ეს არ არის მოსაბეზრებელი ის იყო
იმიტომ რომ იქ მხოლოდ სიყვარული ჩანდა
აქ ბევრი რამ ჩანს!
--------------------
მარიამი

 


№27 სტუმარი დალუკა

აუუუ დეგენერატია ეს გოგო :( მაგრამ რომ ვუგიქრდები მეც მასავით მოვიქცეოდი ალბათ...გააგრძელე რა აგარ გვალოდინო

 


№28  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან სულელურად მოიქცა ჩემი აზრით.

 


№29  offline მოდერი D-roni

ჩემი დამოკიდებულება იცი უკვე ჩემო ტკბილო და ნიჭიერო ❤
მე გაღიარებ შენ ! ძალიან მაგარი გოგო მყავს შენი სახით ცხოვრებაში და მინდა , რომ სულ მყავდე აი სულ ! ❤
რაც შეეხება ისტორიას , მომწონს მე განვითარებული მოვლენები!
ისეთია ... აი შენისეული !
ორგანულად მიყვარხარ !
ვგიჟდები შენზე ❤ !

 


№30  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუუუუუუუუუუუუუ აქ რა ამბავიააააააა fellow რა ამბავია no ველი შემდეგს ვერ ვამბობ ვერაფერს love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent