შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიოლინოს გასაღები (სრულად)


31-05-2016, 15:51
ავტორი lullaby
ნანახია 16 992

ცნობილი ფრაზა - განა მჯერა :დდ
მოკლედ მოვედი...
მაგრად მიხარია...
მაგრამ ნეტა იცოდეთ... მტელი ჩემი ნერვები ამის გადატანას შეეწირა...
მაგრამ ერთ ქალბატონს შევპირდი მაისს არ გადავცილებთქო და...
მადლობა მისის ბლუს და ოდნავ ემოციურ ქალბატონს... აი ესენი რომ არა, კაი ხანს კიდევ ვერ იხილავდით ამ ისტორიას <3

პ.ს. პეჭვდითი შეცდომები ბლომად იქნება... ამ წამს დავასრულე გადატანა და აი მართლა ვერ გადავხედე, მხოლოდ აქა-იქ...

პ.პ.ს დაწერეთ ყველაფერი, რასაც კი გაიფიქრებთ, მართლა...
ძალიან გამირთულდა ამის დაწერა... ბიჭის მხრიდან საშინელებაა მთელი ისტორია წერო...
და კიდევ - ეს ის ისტორიაა "დიალოგებით რომაა გადატენილი", ასე რომ ვისაც დიალოგები არ გიყვართ, წინასწარ იცოდეთ...
ჰმმმ... საინტერესოა თქვენი აზრი ბავშვებო...
ძალიან ძალიან მომენატრეთ <“



***
საძულველ სელფის ვიღებ და ფეისბუქის შეტყობინებებში ვაგზავნი. მართალია, სურათზე მხოლოდ ჩემი თვალი და წარბს ქვემოთ ამოსვირინგებული ვიოლინოს გასაღები ჩანს, მაგრამ სელფი მაინც სელფია. რას აღარ გაგაკეთებინებს ხათრი ადამიანს. თან ისეთი ადამიანის ხათრი, რომელიც უბრალოდ კი არ გაინტერესებს, არამედ მისი ყოველი შეტყობინება ღიმილს გგვრის და გულს უჩვეულოდ გიჩქარებს.
შეტყობინება? დიახ, შეტყობინება. ერთი წელია ვიცნობ. ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე შემთხვევით გავიცანი. კი, ასე ბანალურად, მაგრამ ურთიერთობა ისე საინტერესოდ გაგრძელდა, რომ ვეღარ შევეშვი.
„ - ზუსტად შენია. ძალიან მომწონს. მშურს და აუცილებლად მოგბაძავ.“ - მომდის პასუხად და თან ენას მიყოფს. მეცინება და მობილურს ჯიბეში ვიდებ. ბანკომატს ვუახლოვდები და მცირე რიგში ვდგები. ამის დედაც... იწვის ბათუმი. ივნისის ბოლოა და ზაფხული უკვე მხრებშია გაშლილი. ტატუს გამო მითხრეს, მზეს მოერიდეო, მე კი პირდაპირ მაყალში ვდგავარ და შუბლს ჩემი სადიპლომო ნამუშევრით ვიჩრდილავ. უნივერსიტეტის დასრულება ტატუს გაკეთებით აღვნიშნე.
ანგარიშიდან ერთი თვის ხელფასს ვხსნი, დანარჩენ დანაზოგს ხელს არ ვახლებ და ის-ისაა ბულვარისკენ მივდივარ, რომ მამა მირეკავს. სახლში მისვლას მთავაზობს, მაგრამ საქმეს ვიმიზეზებ და „სხვა დროისთვის“ ვუთანხმდები. მოკლედ ვეუბნები, რომ სადიპლომოს დაცვა „ბ“ კატეგორიით დასრულდა და მალევე ვუთიშავ. ჩემგან განსხვავებით არც ისე კმაყოფილი ჩანს. ეს ამბავი სულაც არ მიმაქვს გულთან ახლოს. დღეს ჩემი დღეა და ვერავინ გამიფუჭებს ხასიათს.
მშობლების დაშორების შემდეგ იმდენად გამაღიზიანებელი გახდა მანუჩართან ცხოვრება, რომ სახლიდან წამოვედი და ერთოთახიანი ვიქირავე. რამდენიმე თვეა ერთფეროვანი, მაგრამ მშვიდი ცხოვრებით ვცხოვრობ. ტექნიკის მაღაზიაში მენეჯერად ვმუშაობ და არც ხელფასს ვუჩივი.
ახლა სწორედ ამ ერთოთახიანში ავდივარ, შხაპს ვიღებ და ყავისთვის ქურაზე წყალს ვდგამ. აივანზე გავდივარ და სიგარეტს ვუკიდებ. ასე. ახლა ჩემ განრიგს უნივერსიტეტი გამოაკლდა. დარჩა სახლი - სამსახური. ამის გაფიქრებაზე ყელში რაღაც უსიამოვნოდ მეფხაჭნება. ახლა მჭირდება ის ორი ბედოვლათი ჩემს ძმაკაცებს რომ ვეძახი, მაგრამ ერთი ესპანეთშია სამუშაოდ, მეორე თურქეთში. საღამოს „სკაიპ-შეხვედრა“ გვაქვს დაგეგმილი და ერთი სული მაქვს რვა საათი მოვიდეს.
ყავას ვიმზადებ და ისევ აივანზე გავდივარ. გიტარას ვიღებ და დავცქერი. ჩემი „სიმი“ რომ არა, ალბათ გავაფრენდი. სიმი მაშინ დავარქვი, როცა დედამ მაჩუქა. მამასგან განსხვავებით, ლიზა ყოველთვის მგულშემატკივრობდა ჩემი მუსიკალური ნიჭის გამომჟღავნებისას. სამწუხაროდ მხოლოდ ოთხწლედით შემოვიფარგლე, მაგრამ მუსიკის მიმართ ჩემი სიყვარული არ გამნელებია და ეს არ მოხდება არასდროს. სიმებს თითების ბალიშებით ვეხები და მათი სიუხეშე ბუმბულივით მედება კანზე. ეს ჩემთვის სტარტივითაა. მათი შეხება თითქოს სტიმულს მაძლევს, რომ დავუკრა. ასეც ხდება. პანჩოს „ასი წლის შემდეგს“ მოკლედ ვუკრავ და დასასრულს ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. არა, მომბეზრდა აქაურობა.
ფინჯნიდან ყავას ვსვამ. ფუ, ამის დედაც!.. ვერასოდეს ვისწავლი ამ სასმელის მომზადებას. ხან მწარე, ხან ტკბილი, ხან წყალ-წყალა. რვა საათამდე დრო ტელევიზორის ყურებით გამყავს, შემდეგ კი „სკაიპის“ ზარიც მესმის. დაახლოებით ორ საათს ბიჭებთან საუბარში ვატარებ. შემდეგ ვიცვამ და ბარში მივდივარ. ერთი-ორი ჭიქა რამე მაგარი არ მაწყენდა.

***
„ - იქნებ მამაშენთან მისულიყავი, ყოველ დღე ხომ არ ამთავრებ უნივერსიტეტს? ერთად აღნიშნავდით.“ - მწერს ის. მესამე ჭიქას ვცლი და ბარმენს კიდევ ერთს ვუკვეთავ.
თათა - მისი ფოტოც კი არ მაქვს ნანახი. არც არასოდეს მითქვამს, რომ ეჩვენებინა. რა თქმა უნდა, ინტერესი ყოველთვის დიდი იყო, მაგრამ მაინც ვინარჩუნებდი ერთგვარ იდუმალებას. რადგან ფეისბუქზე არც ერთი საკუთარი სურათი არ ედო, ესე იგი არ სურდა და მეც მესმოდა მისი.
„ - მარტოც მშვენივრად აღვნიშნავ.“ - ვპასუხობ. სანამ მომწერს გვერდით ვიხედები. ექვსი სკამის მოშორებით მჯდომი მომაჯადოვებელი არსება კოქტეილს წრუპავს და დასველებულ ქვედა ბაგეს შუა თითით იწმენდს ისე, რომ თვალს არ მაშორებს. ვისკის ჭიქას მისკენ ვწევ და ორ ყლუპს ვსვამ. იღიმის და ფეხს ფეხზე იდებს. ის ჩემს საწოლში. სასურველი იდეაა, რატომაც არა?
„ - გეგმები გაქვს?“ - მწერს თათა. თითქოს ხვდებოდეს აქ რაც ხდება.
„ - დაახლოებით... იქნებ ხვალ გავიდე მამაჩემთან.“
„ - ხო, კარგი იქნებოდა.“
„ - მეგონა დღეს შენგან საჩუქარს მივიღებდი.“ - ვწერ და მოუთმენლად ველოდები მის პასუხს.
„ - მართლა? მაინც რას?))“
„ - იქნებ თავად აგერჩია?“
„ - აჰაამ მოვიფიქრებ. ვეცდები ორიგინალური ვიყო.“ - იცინის.
„ - მოუთმენლად გელოდები. შენ რა გეგმები გაქვს?“
„ - ხვალ სადიპლომის ვიცავ. მეც. - სიცილის სმაილს მწერს.
„ - უი, აღარ მახსოვდა. ხომ არ ნერვიულობ?“
„ - ცოტა. ის იდიოტი ლექტორი მანერვიულებს.“
„ - დაი,კიდე. წარმოიდგინე, რომ მე მიკითხავ. მე კიდევ ას ქულას გიწერ. ასე, რომ პრობლემა აღარაა. „
„ - დამამშვიდე, რაა.“ - იცინის.
„ - ვიცი“. - მეც მეცინება.
„ - ახლა მშვიდად დამეძინება.“
„ - უკვე იძინებ?“
„ - ჰოო... გავდივარ.“
„ - და მანამდე?“
„ - შენც იფიქრე ჩემზე. ძილინებისა.“
„ - ძილინებისა თათა.“
მობილურს ჯიბეში ვიდებ და ვისკის ბოლომდე ვსვამ. იმ არსებას ჩემკენ გადმოუნაცვლია.

***
წვიმის ხმა მაღვიძებს. პარალელურად მზის სხივები მჭრიან თვალებს. რა უცნაური ამინდია. თავს გვერდით ვაბრუნებ და სახე ქერა თმაში მეფლობა. ჯანდაბა, აღარც მახსოვდა. საწოლზე ვიწევი და საზურგეს ვეყრდნობი. დღის პირველი საათი სრულდება. ამის დედაც, აქამდე როგორ მეძინა?! ჩემ გვერდით სხეული იშმუშნება და თავს ატრიალებს. გაღვიძებულს რომ მხედავს იღიმის და მშრალ ტუჩებს ილოკავს.
- დილა მშვიდობისა. - წელში იშლება. ზეწარს მკერდზე იფარებს და ჩემს მუცელზე თითებს ათამაშებს.
- დილა მშვიდობისა. - თვალს ვუკრავ და მის თითებს დავყურებ.
- რაო? - თვალებში ვნება დაურბის. მის ნიკაპს ვიჭერ და ახლოს ვიწევი. ტუჩებზე ცერა თითს ვუსვამ. გოგო ბაგეებს ხსნის. ელოდება, რომ ვაკოცებ.
- ყავის მომზადება იცი? - ვეკითხები. კისკისებს. დგება და სამზარეულოში შიშველი მიაბიჯებს. არა, მაინც როგორი მოხდენილია... ლამაზ სხეულს თვალს ვაყოლებ, ნასიამოვნები საწოლიდან ვდგები და შორტს ვიცვამ. სააბაზანოსკენ ვაპირებ წასვლას, რომ ფეისბუქის მესენჯერში შეტყობინება მომდის. თათასგანაა. ვხსნი. სურათია. სანამ სურათი ჩაიტვირთება, ქვემოთ მიწერილ სიტყვებს ვკითხულობ და ვშეშდები.
„ - საჩუქრად სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. ამ წამს გადავიღე.“
სურათს ვადიდებ და ვაკვირდები. მისი მარჯვენა ხელია. ცერა თითზე ვიოლინოს გასაღები ახატია. კანი გაწითლებული აქვს. ვერ ვიჯერებ, რომ მანაც ტატუ გაიკეთა. იგივე, რაც მე. შემდეგ ყურადღების მოკრებას ვცდილობ. თხელი და ლამაზი თითები აქვს, ოდნავ წამოზრდილი ფრჩხილებით. არათითის ფრჩხილზე გაცრეცილი ცისფერი ლაქი უსვია, დანარჩენზე კანისფერი. მაჯაზე თეთრი საათი უკეთია ყვითელი ისრებით. ყელი მიშრება. მაშინვე ხორციელი სურვილი მიჩნდება იმისა, რომ მის ხელს შევეხო და ის სინაზე შევიგრძნო, რასაც ვხდეავ.
„ - ნოე.“ - მომდის მესიჯი და მაფხიზლებს. რაზე ფიქრობ, ამის დედაც... „ - აქ ხარ?“
„ - კი, კი, უბრალოდ... არ ველოდი და...“
„ - ანუ საჩუქარი სწორად ვერ შევარჩიე?“
„ - პირიქით. უკეთესს ვერც ვინატრებდი.“
თათა სიცილის ღიმილებს მიგზავნის.
„ - ესე იგი... მოიცა... სადიპლომო უკვე ჩააბარე?“
„ - აბაა. 92 ქულა ავიღე, მომილოცე.“
„ - ვაა, ძაან მაგარია! გილოცავ! ტატუს გაკეთება როდისღა მოასწარი?“
„ - საათ ნახევარში ყველაფერს მოვრჩი უნივერსიტეტში. მაშინვე წამოვედი ტატუს სალონში და ახლა უკვე სახლთან ვარ.“
„ - არ ველოდი, რომ გაიკეთებდი. გამიხარდა. მართლა.
'"- რა, ლამაზი თითები გაქვს...“
„ - ოჰ, კარგი რაა.“ - იცინის ის.
„ - ახლა რას აპირებ?“ - ვეკითხები. პასუხს აყოვნებს. ამასობაში ისევ სურათს ვხსნი და ხამივით ვუყურებ, თითქოს გოგოს თითები ჯერ არ მენახოს. მაგრამ ეს გოგო სხვაა. ვგრძნობ, რომ სხვაა.
- ოჰოო! ვისია ეს ლამაზები? - ზურგიდან მეხვევა მომაჯადოვებელი არსება და სურათს თვალებდაწვრილებული უყურებს.
- ეს... თათასია. - რაღაც მჭირს.
- თათა?...
- მეგობარი. - მისკენ ვიხედები და ჩემს სიტყვაშიც ისეთივე ეჭვს ვხედავ, როგორც მის თვალებში.
- მაშინ მაჩვენე თათა. - ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს.
- არც კი მინახავს. სურათი არ მაქვს.
- მეგობარი... - ბუტბუტებს და მხრებს იჩეჩავს. შემდეგ ჩემს მაისურს იცვამს და სამზარეულოდან ყავის ფინჯნებით ბრუნდება. ამასობაში შეტყობინებაც მომდის.
„ - მეგობრებთან ერთად აღნიშვნას ვაპირებ.“
„ - მშურს, რა.“
„ - ვინ დაგიშალა, რომ შენც იგივე გაგეკეთებინა?“
„ - პრინციპში არავინ.“ - მეცინება.
„ - კაი, ახლა უნდა წავიდე. საღამოსთვის რაღაცეები უნდა ვიყიდო. გამიხარდა, რომ საჩუქარი მოგეწონა.))“
„ - გამანებივრე ხოლმე.“ - თვალს ვუკრავ.
„ - მოუნდა.“ - იცინის.
„ - კარგი თათა. დროებით და კარგად გაერთე.“
„ - აუცილებლად. დროებით.“
ვოხრავ და მობილურს ჯიბეში ვიდებ. დღე კარგად დაიწყო. იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება. ხასიათს არ ვუჩივი. ფინჯანს ვიღებ და ყავას ვსვამ. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ განწყობა შევინარჩუნო. ყავა უგემრიელესია. და მისი შემქმნელიც აივნიდან ოთახში შემოდის.
- ღმერთო, ძალიან გემრიელ ყავას ამზადებ. - ვეუბნები და მოზრდილ ყლუპს ვსვამ.
- მეგონა მეტყოდი, რომ მე ვარ გემრიელი. - თვალებს საწოლისკენ აპარებს და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება.
- გემრიელი კი არა, ნამდვილი სასწაული ხარ. - ჩემკენ გამოწვდილ ხელს ვუჭერ. ის კისკისებს, ჩემს მუხლებზე ჯდება და ხელებს მხრებზე მაწყობს.
- ჩუმად, არავინ იეჭვიანოს. - ჩურჩულებს და ენის წვერით ყურზე მეხება.

***
მამას ვურეკავ გასარკვევად, სახლშია თუ არა. სოფელში წასულა და ერთი კვირით იქ აპირებს დარჩენას. დღეს კვირაა, არ ვმუშაობ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა გავიყვანო დრო. ბოლოს იდეა მომდის და სახლის დალაგებას ვიწყებ. მუსიკა მაღალ ხმაზე მაქვს და აივნიდან მოსმენილ მეზობლის საყვედურებს არ ვიმჩნევ. მტვრის წმენდისას ფურცლის ნაგლეჯს ვპოულობ ზედ წარწერით „ თუ სასწააულები მოგაკლდება, დამირეკე.“ მეცინება და ფურცელს უჯრაში ვინახავ.
ერთი კვირა ერთფეროვნად გადის. სახლი - სამსახური. შუა კვირაში კლასელები ვიკრიბებით და ძველ დროს ვიხსენებთ. დროს, როცა სიცილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ტირილი. როცა მომავალი პრობლემების გარეშე გვესახებოდა და როცა ჩვენს ოცნებებს თუ სურვილებს გასაქანს ვაძლევდით. სახლში სასიამოვნოდ დაღლილი ვბრუნდები.
მამას ჩამოსვლის ამბავს რომ ვიგებ, ხასიათი მიხდება. ვგრძნობ, რომ მისი მონახულება ვალდებულება უფროა, ვიდრე სურვილი, ამიტომ მასთან დაძაბული მივდივარ. არ მახსენდება კონკრეტული მიზეზი იმისა, თუ რატომ დავშორდით მე და მამა ასე ერთმანეთს. მშობლების განქორწინება ალბათ არც ისეთი პატარა მიზეზი იყო იმისთვის, რომ ჩემსა და მათ შორის შავი ძაფი გადებულიყო, მაგრამ ლიზასთან არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ქობულეთში ცხოვრობს და ხშირად ვერ ვახერხებ მის ნახვას. მამა აქვეა, მაგრამ ასე მგონია, მასთან მისასველად უფრო მეტი დრო მჭირდება, ვიდრე ლიზასთან.

***
კარზე ზარს ვრეკავ და ველოდები. ძლივს ვახერხებ ჩემი გაოცების დამალვას, როცა კარს ქალი მიღებს. უკან ვიხედები, რომ სართული გადავამოწმო, მაგრამ ქალი ისე მიღიმის, აშკარად მიცნობს.
- შენ ალბათ ნოე ხარ, ხომ?
- დიახ, მე... - ვიბნევი.
- შემოდი, შემოდი, მამაშენი სახლშია. - მიღიმის და გზას მითმობს. უხერხულად ვიშმუშნები. ცოტა არასასიამოვნოა საკუთარ სახლში სხვა რომ გეპატიჟება.
ჩემ დანახვაზე მამა სავარძლიდან დგება. როგორც ჩანს, უკვირს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მისვლას ვაპირებდი. მეხვევა და ზურგზე მსუბუქად მირტ,ყამს ხელებს. რაღაცებს მეკითხება და მეც ვპასუხო, მაგრამ მაინც მესამე პირით ვარ დაინტერესებული. მანუჩარი ამას მამჩნევს და ქალს ეძახის.
- ნოე, გაიცანი, ეს თეაა, ჩემი მეგობარი.
- სასიამოვნოა. - ვეუბნები და თავს ვუკრავ. ესე იგი მეგობარი.
მამა ქალს მაღაზიაში აგზავნის. როგორც ჩანს ჩემთან უნდა მარტო დარჩენა. ჯერ სამსახურის ამბებს მეკითხება და როგორც ყოველთვის უკმაყოფილოა იმით, რომ საკუთარი პროფესიით არ ვცდილობ სამსახურის მოძებნას. მე კიდევ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მივატოვო ჩემი სამუშაო მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიით იურისტი ვარ.
ვხვდები, რომ საუბარი ნელ-ნელა კამათში იზრდება და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად შევეპასუხო, მაგრამ ის თანდათან ეშხში შედის და უკვე ვნანობ ამ სახლში მოსვლას.
- ნოე, დაბრუნდი სახლში. - მეუბნება მოულოდნელად და ჩემი ნერვებისთვის ეს პიკია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენი ადგილი აქაა. - თითს სავარძლის სახელურზე არჭობს.
- ჩემი ადგილი უკვე დაიკავეს. - თავით კარისკენ ვანიშნებ.
- რა სისულელეს ამბობ ბიჭო. ეს შენი სახლია და...
- მითხარი, ეს ქალი... შენი მეგობარი... დიდი ხანია ერთად ხართ? რატომ მეპატიჟება ამ „ჩემს სახლში“ ისე, თითქოს სტუმარი ვიყო?
- თეა ერთი თვეა აქ ცხოვრობს... - ხმა ეხლიჩება და ჩახველებას ცდილობს. გაოცება სიბრაზეში გადამდის და ახლა უფრო მეტად ვგრძნობ, რომ ამ კაცის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ არის. ვერ ვხვდები, რატომ მექაჩება თავისკენ. - ახლო მომავალში ხელის მოწერას ვაპირებთ. იმედია წინააღმდეგი არ ხარ.
- მეე? - ყვირილის შეკავებას სიცილით ვცდილობ. - აქამდე ამის შესახებ სიტყვაც არ დაგცდენია. ცხოვრება მოიწყეთ და ახლა მეკითხები წინააღმდეგი ვარ თუ არა? და ამის შემდეგ მთავაზობ აქ დავბრუნდე საცხოვრებლად?
- ნოე!... - კოპებს კრავს ის.
- არ ვარ წინააღმდეგი მამა. - ფეხზე ვდგები და მხრებს ვიჩეჩავ. - ბედნიერებასაც კი გისურვებთ, მაგრამ ეცადე და ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებას ნუღარ გააკრიტიკებ. - ვბრუნდები და კარისკენ მივდივარ.
- ნოე, მოიცადე. ლაპარაკი ჯერ არ დამიმთავრებია! - მესმის ზურგიდან მისი ხმა.
- შემეშვი! - ვუყვირი და სახლიდან გავდივარ. - ამის დედაც!..

***
„ - ახალი სიმღერა ამოვიჩემე. - მომდის თათასგან შეტყობინება და ბმულს მიგზავნის. - უკვე თავი ამტკივდა, მაგრამ მაინც ვერ ვთიშავ.“ - იცინის.
„ - მაზოხისტო, ასეთი რა არის? - ბმულზე გადავდივარ. System of a down B.Y.O.B. – ხუმრობ? აკი როკი არ მიყვარსო?“
„ - მყვარებია, არ ვიცოდი.“
„ - ჩემთვისაც კი მეტისმეტია.“
„ - იყავი მამაშენთან?“
თემას ისე უცბად ცვლის, რომ ვცბები.
„ - ჰო.“
„ - მერე?“
„ - როგორც ყოველთვის.“
„ - კარგად ხარ?“
„ - რა ვიცი, ალბათ მალე გამივლის... ცოლი მოჰყავს.“
„ - აამ... გასაგებია.“
ცოტა ხნით ჩვენი სასაუბრო ველი ჩუმადაა. შემდეგ მწერს:
„ - შეიძლება ჩემი საქმე არაა, მაგრამ ეს შენთვის არ უნდა იყოს პრობლემა, ნოე.“
„ - რას გულისხმობ?“
„ - მამაშენის ქორწინებას. ამის უფელბა აქვს. ორი წელია, მარტოა. მისი ასაკის მამაკაცისთვის ძნელია მარტო ცხოვრება.“
„ - არ მინდა ამაზე საუბარი.“
ვიცი, ის მართალია, მაგრამ მონელება მჭირდება. ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მჭირდება. არ ვიცი, რამე ისეთი მჭირდება, რომ ამ ყველაფრის განეიტრალება შეძლოს.
„ - მე კი პირიქით ვფიქრობ. საუბარი გჭირდება.
„ - გინდა, რომ მამაჩემზე ლაპარაკით თავი მოგაბეზრო?“
„ - თავს არ მომაბეზრებ, მაგრამ საკუთარი თავი არ მიგულისხმია.“
„ - მანუჩართან დაბრუნებას არ ვაპირებ.“
„ - დედაშენს ვგულისხმობ ნოე. მასთან წადი.“ - თვალს მიკრავს თათა.
ლიზა. ეს მართლაც არაჩვეულებრივი იდეაა. თანაც, ორი თვეა, არ მინახავს. იქნებ მომდევნო შაბათ-კვირას მასთან წავიდე? კი, კი, აუცილებლად წავალ.
„ - თათა, ჩემ მაგივრადაც შენ როგორ პოულობ გამოსავალს?“
„ - მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ. - აგენტის ღიმილს მიგზავნის. მეცინება. - მანდ რომ ვიყო ჩაგეხუტებოდი.“
„ - მეე?“
„ - ხო, შენ.“ - იცინის.
მეღიმება. შეტყობინებას კიდევ ერთხელ ვკითხულობ. „ - მანდ რომ ვიყო, ჩაგეხუტებოდი.““ და ისე ძლიერ მინდება მისი ნახვა, რომ პულსი მიჩქარდება. თათა აქ და მისი ჩახუტება. მისი ხელები, ის ნაზი ხელები ჩემს მხრებზე. იქნებ არცაა შეუძლებელი, რომ ეს მოხდეს? მაგრამ... ვითომ მას ეს მართლა სურს? თუ თავს დაზღვეულად გრძნობს ჩვენს შორის დიდი მანძილის გამო და ამას ამიტომ მეუბნება? არა, თათა ასეთი არაა. ყოველ შემთხვევაში ჩემდამი მისი მოპყრობა სასიამოვნო და ღიმილის მომგვრელია.
„ - გმადლობ, თათა.“
„ - რისთვის?“
„ - ასეთი კარგი რომ ხარ იმისთვის.“
„ - ოხ, გმადლობ. იმედია ასეც გაგრძელდება.“
„ - ეჭვიც არ მეპარება ამაში.“

***
მომდევნო შაბათ-კვირას ლიზასთან ქობულეთში ვატარებ და წარმოუდგენლად მშველის ეს ორი დღე. დედას სუვენირების მაღაზიაში კონსულტანტის როლს ვითავსებ და კლიენტების მომსახურება აღარ მიტოვებს დროს ფიქრისთვის. თანაც ქობულეთი უკვე სავსეა დამსვენებლებით და მაღაზიას დამთვალიერებელი არ აკლია.
საღამოობით მე და ლიზა სანაპიროზე ვსეირნობთ და ვსაუბრობთ ყველაფერზე. დედას სცოდნია მანუჩარის და იმ ქალის ამბავი და ოდნავადაც არ ეტყობა, რომ ამას განიცდის. მიხარია. რამე მსგავსი რომ შემემჩნია. ორმაგად მომიწევდა ამაზე ნერვიულობა. კვირას ღამით გიტარაზე თავისი საყვარელი სიმღერების დაკვრას მთხოვს და მეც არ ვზარდები. ერთად ვმღერით და მალე ეზოში ხმას გამოყოლილი მეზობლები იკრიბებიან. გრილზე მზვადი იწვება, ლუდი მოაქვთ, სიმინდი, თხილეული და დრო არაჩვეულებრივად გადის.
ამ ყველაფრის უკან მოტოვება ძალიან მიძნელდება, მაგრამ სამსახურის გამო წამოსვლა მიწევს.
ერთი თვე მომაბეზრებლად იწელება. თითებზე ვითვლი დღეებს, რომ აგვისტო დადგეს. უფროსი ჩემი შორეული ნათესავია და ზაფხულის ბოლო თვეს შვებულებას მპირდება.
იმედი მქონდა, რომ თათას ვნახავდი. რამდენჯერმე მითხრა, შეიძლება ზღვაზე ჩამოვიდე დასასვენებლადო, მაგრამ უკანასკნელ წუთს თავისი სოფელი ამჯობინა, მთაში. იქნებ უკან რომ დაბრუნდება თბილისში ჩავსულიყავი? არა, სულელური აზრია. თანაც, დედაქალაქში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. ერთხელ ბავშვობისას ზოოპარკის სანახავად და მეორედ ბარსელონა-სევილიას თამაშზე. თბილისის წარმოდგენაც კი არ მაქვს.
პარასკევს საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული მოწყენილობისგან ვკვდები. არც თათაა ფეისბუქზე. მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზეა. და... შემთხვევით ფურცლის ნაგლეჯს ვპოულობ, სადაც მობილურის ნომერი წერია. მობილურზე ციფრებს ვკრეფ და ვრეკავ.
- ალო. - მესმის ხმა.
- გამარჯობა, მომაჯადოვებელო არსებავ.
- ვინ ხარ? - გოგო კომპლიმენტზე კისკისებს.
- ის, ვისაც სასწაულები შემოაკლდა.
რამდენიმე წამით სიჩუმეა.
- ალბათ გემრიელი ყავაც, არა? - ისმის მისი ვნებიანი ხმა.
- თავისთავად.
ერთ საათში გოგო ჩემთან ჩნდება და მოწყენილობაც ქრება.

***
ბურანიდან გამოსული ძილის შებრუნებას ვცდილობ. შვებულება დამეწყო და თავს განებივრების უფლებას ვაძლევ. თან ვფიქრობ, რა გავაკეთო ეს ერთი თვე. სავარაუდოდ ლიზასთან ქობულეთში წავალ. მისი გარემო ერთადერთია, სადაც დასვენებას ვახერხებ. თანაც, მაღაზიაში დავეხმარები და კონსულტანტის აყვანა აღარ მოუწევს.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვახერხებ ჩაძინებას, რომ კარზე ზარის ხმა მაფხიზლებს. თვალებს ვიფშვნეტ და საათს გავყურებ. თორმეტი ხდება. ამ დროს მხოლოდ მანუჩარს შეუძლია მოსვლა. ჯანდაბა! საერთოდ არ მინდა მისი ნახვა. ბალიშს ვიმხობ თავზე და გვერდს ვიცვლი, მაგრამ ზარის ხმა მაინც აღწევს ჩემამდე. ამის დედაც!..
შორტს ვიცვამ და ფეხის თრევით მივდივარ კარისკენ. სათვალთვალოში ვიხედები, მაგრამ სიბნელეა. ვიღაც გარედან ხელს აფარებს. ეს რა ხუმრობაა? კარს ვაღებ.
- აეეეე! - ყვირის ერთად ორი სუბიექტი და გონს მოსვლას ვერ ვასწრებ, რომ ზედ მახტებიან და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ წავიქცე.
- აქ რას აკეთებთ? - გაოცებული და გახარებული ვეკითხები ზაზას, რომელიც ახლა თურქეთში უნდა იყოს და ლევანს, რომელიც ესპანელ გოგოებს უნდა კერავდეს.
- სიურპრიზი ბრაატ! - ამბობს ზაზა, თვალს მიკრავს და მეხვევა.
- დებილები ხართ, არ უნდა გეთქვათ? - მხრებზე ვუტ,ყაპუნებ ორივეს ხელებს და ოთახში შემყავს. ლევანი ლუდის ერთ შეკვრას მოათრევს.
- მერე შენს გამოშტერებულ სიფათს ვეღარ ვნახავდი. - ხითხითებს.
- აუ რა მაგარია, ზუსტად მომისწარით რაა. რამდენი ხმით რჩებით?
- მთელი აგვისტო შენები ვართ გვრიტო. - ტაშს ჰკრავს ლევანი და ლუდის ქილებს ერთმანეთს ვუჭახუნებთ.
მართლაც ისეთი სიურპრიზი გამოუვიდათ ამ ბედოვლათებს, უკეთესს ვერც მოიფიქრებდნენ. მთელ დღეს მათთან ერთად ვატარებ. ძირითადად ვუსმენ და ნაკლებს ვლაპარაკობ. მართალია, სკაიპით ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ აქ, ჩემს სახლში მათი მოსმენა სულ სხვანაირად მხვდება ყურში და ერთიანად ნასიამოვნები ვარ.

***
ჩვენი გეგმები ერთმანეთს ემთხვევა. რადგან ლევანის და ზაზას ოჯახი ქობულეთში ცხოვრობს, აგვისტოს გატარებას ისინიც იქ აპირებენ.
მეორე დღეს ბიჭები ლევანის მანქანით მადგებიან თავს და მეც ჩემი ერთი ზურგჩანთით და „სიმით“ გარეთ ვხვდები. თავი გალიიდან გამოფრენილი ჩიტი მგონია, როცა მანქანა ქობულეთისკენ იღებს გეზს.
მთელი გზა ლევანი რაღაც რეპს ალაქლაქებს რადიოში და მიუხედავად მისი დიდი ხათრისა, ნერვები აღარ მაქვს.
- აუ, გამორთე რა ეს დებილობა. - გადასართველად ღილაკისკენ ვიწევი, მაგრამ ლევანი ხელის ზურგზე მირტ,ყამს.
- ერთი თვე მოგიწევს ჩემი ატანა. - მზის სათვალის ზემოდან მიყურებს. ზაზა უკანა სავარძლიდან მხარზე ხელის დარტ,ყმით მანუგეშებს. - შენ გირჩევნია იმაზე გვითხრა. სანამ არ გკითხავთ, არაფერს დაფქვავ არა?
- რაზე?
- რაზე კი არა - ვისზე. - ზაზა თითს ტატუზე მადებს.
- აა. - მეცინება. - რა გაინტერესებთ?
- რა ვიცი, მისი ზოდიაქო, მეზობლები, ფეხის ზომა...
სიცილი მიტ,ყდება. ლევანს სათვალეს ვხსნი და ვიკეთებ.
- რავი აბა. რაც უკვე იცით, იმას არაფერი დამატებია.
- ღადაობ? ამდენი ხანი თათას სურათიც კი არ გაქვს? - ფხუკუნებს ზაზა.
- ძმაო, რაღაც შენი ამ გოგოსთან დამოკიდებულება თვალში არ მომდის. - თავს აქნევს ლევანი.
- ნუ ატ,რაკებ ერთი... - რეპი მთავრდება. მეღირსა.
- მართლა, ეე. იაქტიურე რაა. რა ქალიშვილი გოგოსავით იქცევი?
- ისე კი ვიფიქრე თბილისში ჩასვლა, მარა რა ვიცი... ჯერ ერთი იქაურობის აზრზე არ ვარ და თან დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემს ნახვას მოინდომებს.
- რას გიწუნებს, რო? - მათვალიერებს ზაზა.
- სხვა პონტში ვამბობ.
- მოიცა, აქამდე არ გილაპარაკიათ შეხვედრაზე? - წარბებს ზემოთ ქაჩავს ლევანი.
- პირი დახურე, არა.
- ბიჭო!.. - ის-ისაა ჩემი უმოქმედობით აღშფოთებული ლევანი ჭკუის სწავლებას მიწყებს, რომ „მესენჯერში“ თათას შეტყობინება მომდის. მეუბნება, რომ ახლახანს ჩავიდა სოფელში დეიდაშვილებთან ერთად და მანქანიდან ამობარგებას იწყებს. იქაურობის შესახებ დაწვრილებით მიყვება. ისიც კი ვიცი, რომ მისთვის გამოყოფილი ოთახის კედლის ფერი გაცრეცილი ყვითელია და ფანჯრის ცალი ფრთა არ იკეტება. ვეუბნები, შეაკეთებინე, თორემ მანდედან დაწყვილებული ჩამოხვალ მეთქი. ის მლანძღავს და სიცილის ღიმილებს მიგზავნის. როგორც ამბობს, მთელ აგვისტოს სოფელში გაატარებს.
ჩემ ამბებსაც მეკითხება. ვუყვები აქაურ გეგმას, ლევანის და ზაზას ჩამოსვლას. მათ მოკითხვას გადავცემ და საღამომდე ვემშვიდობები. მანამდე, სანამ ორივე დავლაგდებით.

***
ლიზა ბიჭების დანახვაზე სიხარულისგან პატარა ბავშვივით ხტუნავს. ღმერთო, დედა ისეთი ახალგაზრდა, ენერგიული და ლამაზია. როგორ შეეძლო მამას...
ზაზას და ლევანის ოჯახები ლიზას სახლიდან შორს არ ცხოვრობენ, ამიტომ საღამოს ჩვენს ეზოში შეხვედრას ვგეგმავთ. დედა ლევანის ჰპირდება, რომ მის საყვარელ ბლინებს გამოაცხობს, თუ მომდევნო დღეს თავის „ფლეისთეიშენს“ მოიტანს. ღმერთო, ხვალინდელი დღე ნამდვილი კატასტროფა იქნება.
ბიჭებს ვაცილებ, წყალს ვივლებ და დედას მაღაზიაში ვეხმარები. დედა ბეიჯსაც კი მაძლევს. საღამომდე ახალ სუვენირებს ვახარისხებთ და დახლებზე ვაწყობთ. მაღაზიას ადრე ვკეტავთ და გრილზე შესაწველი ხორცის საყიდნად მივდივართ.

***
ეზო არც ისე დიდია, მაგრამ სამი ოჯახის წევრებს თავისუფლად იტევს. გარშემო ლიზას გაზრდილი ვარდების სურნელი ტრიალებს მანამ, სანამ გრილზე ხორცი აშიშხინდება. დღისით ეზოს მზის მწველი სხივებისგან ვაზის ხეივანი იცავს, ღამით კი ხეივანი მთვარის სინათლეს უშლის ხელს, რომ ეზო გაანათოს. ამიტომ დედას ეზოს შემოსასვლელში ნათურების ერთი ასხმა აქვს შემოვლებული. მოშორებით პატარა ფანტანი გვაქვს.
მაგიდა მალე იშლება. არც მწვადები იგვიანებს და სასიამოვნოდ დამღლელი ხმაური ეზოს გარეთაც აღწევს. სასმელით ხელნაკრავებს მალე სიმღერაც გვინდება და ჩემი „სიმი“ საღამოს მთავარ როლს ითავსებს. რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ზაზა „სიმს“ მართმევს და წასვლამდე აღარც მიბრუნებს. ლევანის დები, რომლებიც ძმისგან განსხვავებით შესანიშნავად მღერიან, coldplay- სიმღერებს ასრულებენ და ჩემთვის ეს სრული ნეტარებაა.
საღამო გასეირნებით და სახლამდე მიცილებით სრულდება. მეორე დღე კი როგორც ვიწინასწარმეტყველე, კატასტროფაა. ლიზა და ლევანი მთელი ნახევარი დღე „ფლეისთეიშენს“ დამაშობენ და სახლს თავზე იმხობენ. თამაშზე მეტად მათი ყურება მართობს და ლიზას შემხედვარე ისევ მანუჩარზე მომდის გული. რადგან ჩემს ძმაკაც და მშობელს ჩემთვის არ სცალიათ თათას ვწერ.
„ - ჰამაკში ვწევარ და ვკითხულობ. - მომდის შეტყობინება. - შენ რას აკეთებ?
„ - ვუყურებ, როგორ ატრიალებენ სახლს ლევანი და დედაჩემი.“
„ - რაა?“ - იცინის.
„ – „ფლეისთეიშენში“ ფეხბურთს თამაშობენ.“
„ - ხუმრობ? ვაიმე, დედაშენი უნდა გამაცნო.“ - ისევ იცინის.
„ - სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს.“
„ - ხოო, სამწუხაროა.“
„ - არაუშავს. იქნებ ერთხელ გაგაცნო კიდეც.“ - მეც კი არ ვიცი, რის იმედად ვამბობ ამას.
„ - ფეისბუქს გაუკეთებ?“
„ - უკეთესი იდეა მაქვს.“ - თვალის ჩაკვირს ღიმილს ვწერ.
„ - რომელსაც არ მეტყვი არა?“
„ - ჭკვიანო.“ - დავცინი.
„ - ხომ არ გგონია, რომ ჩაგაცივდები?“
„ - გთხოვ, ჩამაცივდი რაა.“ - ისევ დავცინი,.
„ - დაახვიე, იდიოტი ხარ!.“ - გაბრაზებულ ღიმილს მწერს.
„ - რას კითხულობ?“
„ - როგორ ჩამოახრჩო თათამ ბათუმელი ნოე.“
„ - ავტორი ვინაა? - მეცინება. - საინტერესო ჩანს.“
„ - მე ვარ. ბიოგრაფიულია.“ - იცინის.
„ - ჩამოხრჩობა რით დაიმსახურა იმ საწყალმა?“
„ - რით და რაღაც ჩაიფიქრა და თათას არ უთხრა.“
ვყოყმანობ. იქნებ ახლა შესაფერისი დროა იმის სათქმელად, რაც მინდა? იქნებ ახლა უნდა ვუთხრა, რომ ჩავალ თბილისში, თუ შეხვედრაზე დამთანხმდება? მაგრამ უარი რომ მითხრას? ვგრძნობ, რომ ამის მეშინია. ჯანდაბა! წარმოდგენაც კი არ მაქვს, რატომ.
- არ არსებობს, არ არსებობს, შანსი არაააა! - ყვირის ლევანი. დივანიდან იატაკზე ცურდება და სახეზე ბალიშს იფარებს. დედაჩემს ცალ ხელში ჯოისტიკი უკავია, ცალს ლევანისკენ იშვერს და გულიანად კისკისებს. - სულ ათი წამი მინდოდა, აათი წამიი!
- რა გეგონა მე რომ მეთამაშებოდი? - თავმომწონედ თმას უკან იყრის ლიზა და გამარჯვებულის მანევრით თეძოებს ათამაშებს. - თავანი ჩაბარდეს! - ისევ სიცილს იწყებს.
- აუ არა რაა! - ფრუტუნებს ლევანი და ბალიშიდან ცალი თვალით იჭყიტება.
- მიდი, მიდი... - წამოდგომაში ეხმარება მას დედა და ხელის კვრით თავისი ოთახისკენ მიჰყავს. შორიდან მესმის ლევანის წუწუნი.
- ნოე! არ დაეხმარები შენს ძმას? თავმოყვარეობას ულახავენ და ფეხ-ქვეშ უთელავენ ვაჟკაცობას.
- გემხარები, გეხმარები! - მეცინება და მობილურს ჩავყურებ.
ოხ, თათა!
„ - უბრალოდ შენი ნახვა მინდა.“ - ვწერ და არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე.
სასაუბრო ველი დაახლოებით ხუთი წუთის მანძილზე მაუწყებს, რომ ის რაღაცას წერს.
„ - ნოე...“ - მპასუხობს.
ამდენი ხანი მხოლოდ ჩემს სახელს წერდა? დაიბნა, დაფიქრდა. ეს კარგის ნიშანია. მაგრამ ძალის დატანება მაინც არ მინდა.
„ - ვიფიქრე ჩვენს ვიოლინოს გასაღებებს ერთმანეთს გავაცნობდით.“ - ვუცინი. არ მინდა დაითრგუნოს.
„ - გიჟი ხარ.“ - ისიც იცინის.
„ - უარის თქმა ნუ გაგიჭირდება, თათა.“ - ვწერ.
„ - არ გეუბნები, მაგრამ...“
„ - ვერც მთანხმდები?“
„ - რატომ გინდა ჩემი ნახვა?“
„ - მინდა ვნახო, როგორ იჩხვლიტება შენი ლოყა, როცა იცინი.“ - თითები ისე სწრაფად კრეფენ ამ სიტყვებს, გააზრებასაც ვერ ვასწრებ. უბრალოდ ჩემი პასუხი იმდენად სასურველი და გულწრფელია, რომ ყველა მის სავარაუდო პასუხს წინ ეფარება.
„ - ნოე... რა დღეში მაგდებ?“
„ - მოიფიქრე.“
„ - არც კი ვიცი...“
„ - მე ვიცი.“
„ - რა იცი?“
„ - რომ დაგაბნიე.“ - თვალს ვუკრავ.
„ - ნოე!“
„ - ჩამოსახრჩობი ვარ, არა?“ - ვუცინი.
„ - უკვე ჩამოგახრჩე!“
„ - მაგრამ თავს საოცრად ცოცხლად ვგრძნობ.“
„ - ეგ იმიტომ, რომ წიგნი ჯერ არ დამისრულებია.“ - ბოროტ ღიმილს მწერს.
„ - მე არ მეშინია.“
„ - სულ ტყუილად.“
„ - შენ კეთილი გოგო ხარ.“
„ - შენ კიდევ მაცდური გიტარისტი, რომელიც ჩამოახრჩეს..“ - იცინის.
„ - რა მიწოდე?“ - არა მხოლოდ სასაუბრო ველზე, რეალურადაც მეცინება და წარბები შუბლზე ამდის.
„ - ახლა მდიე სიტყვებზე.“ - იცინის.
„ - მაცდური გიტარისტიო? ღმერთო, თათა!“
„ - გეყოფა, თორემ წავალ.“
„ - არ მჯერა, შენ თვლი, რომ მე მაცდური ვარ?“ - ჩემს მიწერილ ღიმილებს სიცილისგან ცრემლი სდით.
„ - შემეშვი რაა, ნუღარ იმეორებ!“
„ - მაცდური გიტარისტიო.“
„ - ნოე!“
„ - მაცდური გიტარისტი.“
„ - ნოე მეთქი!“ - გაბრაზებულ ღიმილს მწერს.
„ - მაცდური გიტარისტი. შენ თქვი, რომ ეს მე ვარ.“
„ - წავედი და დატკბი საკუთარი თავით. მომშალე ნერვებზე. იცოდე... არაფერი!“
„ - თათაა!“ - მეცინება.
მაგრამ შეტყობინებას არ ნახულობს და ცოტა ხანში სასაუბრო ველი მატყობინებს, რომ მან ფეისბუქი დატოვა.
მშვენიერია! ახლა უკვე მშვიდად ვარ.
განწყობაგაბრწყინებული მობილურს ჯიბეში ვიდებ და ის-ისაა „ფლეისთეიშენთან“ ვჯდები, რომ ლევანი და დედაჩემი ოთახიდან გამოდიან.
- იცოდე, სიცილი არ გაბედო! - მანამ მაფრთხილებს ლევანის ხმა, სანამ მისკენ შევბრუნდებოდე. და...
ჩემი ძმაკაცი ლიზას ცისფერ კაბაში გამოწყობილი დგას, რომელიც ტანზე ისე აქვს მომდგარი, ოდნავ წინ დაკუზვა და კაბა აღარ იარსებებს. სახე მაკიაჟით აქვს დაფარული და თავზე ვარდისფერი პარიკი ახურავს. ორ წამში ხარხარი მივარდება და ჯოისტიკს ჩახუტებული თავს ძლივს ვიკავებ, რომ დივანიდან არ გადმოვარდე. ლიზაც მყვება. თან ლევანის სურათებს უღებს და მის უკმაყოფილო გამომეტყველებას რამდენიმე ფოტოზე აფიქსირებს.

***
ორი კვირა სრულ განცხრომაში ვარ. აგვისტოს სიმხურვალეს ბიჭებთან ერთად ზღვაზე ვაქარწყ,ლებ და მთელ იმ თვეებს ვანაზღაურებ, რაც მათ გარეშე გავატარე. თითქმის მთელი დღეების მანძილზე სანაპიროზე ვართ. წყ,ლით, გოგოებთან ფლირტით და პლაჟზე წოლით ვიქცევთ თავებს. საღამოობით რომელიმე ღია ბარს ვსტუმრობთ და ალკოჰოლის მცირე დოზით ვდუნდებით. მცირედით მე. ლევანი და ზაზა ბარში ჩემი მხრების იმედად შემოდიან. გვიან ღამით საწოლამდე ორივე მე მიმყავს. ამბობენ, სანამ საქართველოში ვართ, სიფხიზლეს არ ვაპირებთო. ხოდა მეც ვუთანაგრძნობ.
თათასთან მიმოწერას ისე ვგრძელებ, თითქოს არაფერი მოხდარიყოს. შეხვედრაზე აღარ ვლაპარაკობთ. ვიცი, ფიქრობს და მეც დროს ვაძლევ. გულის სიღრმეში ეს ლოდინი ძალიან შემაწუხებელია და ერთი სული მაქვს გადაწყვიტოს. ოღონდ გადაწყვიტოს. პასუხს აღარ დავეძებ.
არა! ტყუილია. თათას ნახვა მინდა, ძალიან მინდა, რადგან ვგრძნობ, რომ ეს გოგო აღარაა უბრალო ფეისბუქ ნაცნობი. უარის შემთხვევაში ვიცი, რომ გული საშინლად დამწყდება, მაგრამ ალბათ აღარ დავაძალებ. რა მნიშვნელობა ექნება ძალდატანებას, თუ მას ჩემი ნახვის სურვილი არ ექნება? არანაირი. მაგრამ თათა ცნობისმოყვარეა. ძალიან ცნობისმოყვარე და ეს ფაქტი მაიმედებს. ლიზა მსაყვედურობს - ნუ ხარ ასეთი დამთმობი. სასურველის მისაღებად ცოტა უნდა იბრძოლო, რომ შემდეგ გული არ დაგწყდესო. მაგრამ არ ვიცი მე რა მჭირს.

***
აგვისტოს მესამე ორშაბათია. საღამოს რვა საათი ხდება. ბიჭებთან ერთად სანაპიროზე ვარ. ნარინჯისფერ ჰორიზონტს უკვე ლურჯი და ნაცრისფერი ეპარება. შეზლონგზე ვწევარ და თათას ვწერ. მოშორებით ლევანი და ზაზა სექსუალურ ტურისტ გოგონებს ელაპარაკებიან. გოგონები სიცილით კვდებიან. ნეტავ რას უყვებიან ასეთს? თათა მეუბნება, სოფელში წვიმს. წამოსვლა მინდა, მაგრამ აქაურობას ვერ ველევიო. ის-ისაა მის ქობულეთში დაპატიჟებას ვაპირებ, რომ ჩემკენ მოძუნძულე ლევანის ვხედავ.
- აუ ნოე, მიდი რაა, ძმურად, შენი გიტარა ჩამოარბენინე? - თითებს ორი წლის ბავშვივით ყელზე იჭერს.
- შენ ღადაობ? მიდი და ჩამოარბენინე. - ხელებს თავ-ქვეშ ვიწყობ და თვალებს ვხუჭავ.
- აუ მიდი რა ტო, რა გჭირს? ისე, რომ იცოდე, მესამე დაქალიც ჰყავთ და დაფიქრდი. - თვალს მიკრავს და ცერა თითით ტურისტებზე მანიშნებს.
- ხოო? - ცალ თვალს ვახელ. ლევანს იმედი ეძლევა და თვალები უბრწყინდება. - რა ვქნა მერე. თქვენ გინდათ მაგათი დაკერვა, მე კი არა. - მხრებს ვიჩეჩავ. ის ისევ იბღვირება.
- ნაგავი ხარ ტო. აზრზე ხარ? მთელი ცხოვრებაა ნაგავთან ვძმაკაცობ. - ადგილზე ბორგავს.
სიცილის შეკავებას ვცდილობ.
- თათას თავს გაფიცებ. - გამომცდელად მიყურებს.
- რა თქვი? - წარბები შუბლზე ამდის.
- რაც გაიგე.
- დატ.ყდი ახლა აქედან ეე! - პირსახოცს ვაგუნდავებ და ვესვრი. ლევანი იჭერს და ხარხარს იწყებს.
- თათას მესიჯებს გაფიცებ, ნოე. გესმის რას გეუბნები? ვნახოთ ერთი რას ნიშნავს შენთვის ეგ გოგო.
- ტ.აკი ხარ შენი! - ვდგები და სახლისკენ მივდივარ.

***
დილის თორმეტი საათი ხდება თვალებს რომ ვახელ. ღია ფანჯრიდან მზის სიმხურვალეს გადარჩენილი ნიავი შემოდის. მაინც ცხელა. გვერდით ჩემს „სიმს“ ვხედავ და წუხანდელი გიჟური ღამე მახსენდება. ზაზამ და ლევანიმ გოგოები გააგიჟეს. მესამე დაქალი ჩემთვის სატყუარა აღმოჩნდა და მე აფსაიტში ვიყავი, მაგრამ ამ ბედოვლათების გადამკიდეს ოდნავადაც არ მომიწყენია. ბიჭებმა ისე მოხიბლეს ტურისტები, სასტუმრომდე მიცილებისას გოგოებმა თავად დაუთქვეს დღეს საღამოს შეხვედრა. არა, ისინი დროს ნამდვილად არ კარგავენ.
მობილურს ვიღებ და ფეისბუქზე შევდივარ. თათა აქაა.
„ - გაიღვიძე?“ - ვწერ.
„ - რაღა დროსია. - იცინის ის. - შენი ბალიში როგორ გრძნობს თავს?“
„ - შენ ჩემს ბალიშზე ნუ ღელავ. - ენას ვუყოფ. - გამოსწორდა ამინდი?“
ლიზა ქვემოდან მეძახის მაღაზიაში დასახმარებლად.
„ - დღეს უკვე კი. გარეთ სასიამოვნოდ ცხელა.“
„ - გეთანხმები, ცხელა. წავალ. მაცდურმა გიტარისტმა წყალი უნდა გადაივლოს. შეგეხმიანები.“
„ - იდიოტი ხარ.“ - იცინის თათა.
ვდგები და წყალს უცბად ვივლებ. ნაჩქარევად ვსაუზმობ. ბეიჯს მაისურზე ვიბამ და მაღაზიაში შევდივარ. აქ კონდიციონერია და გრილა. ხალხიც საკმაოდ არის. ლიზა ხელნაკეთი სამკაულების დახლისკენ თავით მანიშნებს. ვხვდები რაც უნდა. საწყობიდან სამაჯურები და ბოჰემური სტილის თავსართავები გამომაქვს და სტელაჟებზე ვამატებ. შემდეგ სალაროსთან ვბრუნდები და სამ კლიენტს ვისტუმრებ. მაღაზიაში რამდენიმე მყიდველია. წყვილს ლიზა უწევს კონსულტაციას, დანარჩენი სამი გოგო მონდომებით არჩევს რაღაცას. თავისუფალი დროით ვსარგებლობ და ისევ თათას ვწერ.
„ - გადაიფიქრე სოფლიდან წამოსვლა?“
„ - გუშინ როგორ გაერთე?“ - კითხვას მიბრუნებს.
„ - უკრაინელ ტურისტ გოგოებს გულისხმობ?“ - ვუცინი.
„ - ვინც იყვნენ.“ - უკმაყოფილო ღიმილს მიგზავნის.
„ - ძალიან მაგრად. ლევანიმ მართალი მითხრა. ის მესამე დაქალი ბიკინებში კარგად ერკვეოდა.“
„ - ახლა ეს რა იყო?“
„ - ფაქტი.“ - მეცინება, მაგრამ დიალოგში არ ვიმჩნევ. ლიზას უკმაყოფილო მზერას ვაწყდები. არც ამას ვიმჩნევ.
„ - რომლითაც არ დავინტერესებულვარ.“
„ - შურიანი ხარ, თათა.“ - ვიცინი.
„ - თავი გაბია.“
„ - ეჭვიანო!“
„ - იოცნებე.“ - ენას მიყოფს.
მზერა მაღაზიის კარისკენ გამირბის, საიდანაც ორი გოგო შემოდის. მე ისევ თათას ვუბრუნდები.
„ - ჩამოდი და გაგაცნობ, თუ ესაა პრობლემა.“
„ - არაფრის ღირსი არ ხარ.“ - ისევ უკმაყოფილო ღიმილს მწერს.
„ - რას გულისხმობ?“ - უცნაურად მხვდება მისი სიტყვები გულზე.
„ - გამაბრაზე და არ გეტყვი. ასე!“
- ნოე! - ლიზა თვალებს მიბრიალებს და წეღან შემოსულ გოგოებზე მანიშნებს. მობილურს ყოყმანით ვდებ და მათკენ სწრაფად მივდივარ, რომ მალე გავისტუმრო.
- დიახ?- ვეკითხები მათ და მომლოდინედ ვუყურებ. ერთი მათგანი, შავგვრემანი დახლების თვალიერებითაა გართული და სავარაუდოდ ჩემი შეკითხვა არც ესმის. მეორე მობილურს შორტის უკანა ჯიბეში იჩურთავს და ისე მიყურებს, თითქოს სახეზე რამე მესვას. ყოველი შემთხვევისთვის შუბლზე ხელს ვისვამ და ვოხრავ. მალე რაა!
- ჩვენ... მე... ფეხის სამაჯურები გააქვთ? - მწვანე თვალებს იწვრილებს და ხელებს უკანა ჯიბეებში იწყობს.
- კი, აქეთ. - დახლისკენ მივდივარ. ისინიც მომყვებიან. რამდენიმე ნაბიჯში ვჩერდები და თითით სამაჯურებზე ვანიშნებ. - ამათ ნატურალური ქვები აქვთ, ამათ ლითონის ფიგურები. ასეთი სადა სამაჯურებიც გვაქვს.
- ლამაზებია. - სათითაოდ იღებს მათ შავგვრემანი. მეორეს წამდაუწუმ ჩემი ბეიჯისკენ გაურბის თვალი. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. ეი, გოგონი! თავს გვერდით ვხრი. სავარაუდოდ ღიმილი მაინც მეპარება. მასაც ეღიმება და მეგობრის აღებულ სამაჯურს უყურებს, რომელსაც სამი ლითონის ვარსკვლავი და ორი ნახევარმთვარე აბია.
- ეს რა ღირს? - მეკითხება.
- 12 ლარი. - ისევ საქმიან სახეს ვიჭერ.
- მოგწონს? - მიმართავს შავგვრემანი მას. ის თავს უქნევს. - კაი, მაშინ მე იქით ყელსაბამი მომეწონა და იმას ავიღებ.
მწვანეთვალება ფეხის სამაჯურს იღებს და სალაროსკენ წასულს უკან მომყვება. ორივესთან ვასწორებ ანგარიშს. ისინი მიდიან მე კი მობილურში მესენჯერს ვუბრუნდები.
"- თათა."- ვწერ. მაგრამ ჩათი მატყობინებს, რომ გოგომ ათი წუთის წინ დატოვა ფეისბუქი. რას ნიშნავს არაფრის ღირსი ვარ?!

***
მაღაზიაში ექვს საათამდე ვმუშაობ. ფიქრით თავს ვიმტვრევ, მაგრამ თათას სიტყვებს ვერაფრით ვხსნი. ფეისბუქიდან მთელი დღის მანძილზე გასულია. ან იქნებ მე მაჩვენებს ასე? მოიცა რაა, მართლა რამე ვაწყენინე? არა, გამორიცხულია თათას უკრაინელის ბიკინები საწყენად მიეღო. აქ რაღაც სხვა ამბავია და ვერაფრით ვხვდები, რა. თან ისეთი, რომ გოგო თორმეტის ნახევრის შემდეგ ფეისბუქზე არ შემოსულა. ახლა კი უკვე საღამოს რვა ხდება. ბიჭებთან ერთად ზღვაზე ვარ ჩასული და მანამდე ვცურავ, სანამ ქანცი არ მწყდება. შუა დღით ზაზა ჩემს ეზოში მწვადის შეწვას გეგმავდა, მაგრამ ის ტურისტი, მოიცა რა ჰქვია? ჰო, მილა. ისე ახლოს ზის მასთან, რომ ზაზას ტვინს მის მკერდში თუ იპოვი. მაგრამ მოგვიანებით გოგოებს საქმე უჩნდებათ, ბიჭებს ხვალამდე ემშვიდობებიან და მათაც ჩემთან წამოსვლის გარდა სხვა გზა არ რჩებათ.
ლევანი გრილს ამზადებს, მე ხორცს, ზაზა ლუდზეა წასული. დედა სამზარეულოში თავის მეგობართან ერთად ყავას სვამს. ოდნავ სიო ქრის და ეზოში სასიამოვნოდ გრილა. ათი საათი ხდება ზაზა მაღაზიიდან რომ ბრუნდება. ნირწამხდარია. ვიცი რატომაც და რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მინდა, რომ დავცინო.
- რა დამპლურად იღიმები ვერ გავიგე?! - მიბღვერს ის.
- ვიღაცას ამ ღამით ცხელ-ცხელი გეგმები ჰქონდა და ცივ-ცივი ლუდით მოძრაობს.
- იდი ნა ... რაა! - სერიოზულია.
- ბოლოს გოგო როდის დაკერე? - არ ვეშვები.
- ყველამ თავის ჰორმონებს მიხედოს.
ლევანი ხითხითებს და გრილი მზადააო მეუბნება. ხორცს ვაწყობთ. მე გიტარას ვიღებ და ჰამაკში ვჯდები. „lonely day”ს ვუკრავ. დედა სამზარეულოს ფანჯარას აღებს. ალბათ მოსმენა უნდა. მეღიმება. ამ სიმღერის ჩემეული ვარიანტი მაქვს და დაკვრისას უხეშ ნოტებს ვაწყდები. მათ გამოსწორებას ვცდილობ და თავიდან ვიწყებ.
უკვე ბოლოსკენ ვარ გასული, რომ შემწვარი ხორცის სუნი ცხვირში მიღიტინებს და გრილისკენ ვიხედები. ჯერ ადრეაო, ხვდება ლევანი ჩემს ჩანაფიქრს. ის-ისაა დაკვრას ვაგრძელებ, რომ „მესენჯერში“ შეტყობინება მომდის. მობილურს ჯიბიდან ვიღებ. თათაა.
„ - მართლა არაფრის ღირსი არ ხარ. შექებისაც კი.“ - მწერს ის.
„ - რატომ გადამეკიდე, რა დავაშავე?“
„ - რაც...“
„ - და შექება, რომლის ღირსიც არ ვარ, რით დავიმსახურე?“
„ - იმით, რომ ძალიან ლამაზად უკრავ.“
„ - ყოჩაღ შენს ყურთასმენას. - მეცინება. ის ხომ სოფელშია... მაგრამ ნელ-ნელა ეჭვი მეპარება მის ნათქვამში და მაშინვე მეორე შეტყობინებას ვუგზავნი: - მეხუმრები?“
„ - არა, მართლა კარგად უკრავ, ნოე.“ - თვალს მიკრავს თათა. გიტარას ვიღებ და გვერდით ხეზე ვაყრდნობ.
- მოდი ძმა, შეიწვა. - მეოუბნება ლევანი და თეფშზე დადებული ხორცის ორთქლს ხელის ქნევით ჩემსკენ უშვებს.
„ - თათა, რას ამბობ?“
„ - ქობულეთში ვარ, შენთან ძალიან ახლოს.“ - მწერს ის. მე კი წარბები შუბლზე ამდის და მაშინვე ჰამაკიდან ვდგები.
„ - შენ სოფელში არ ხარ?“
„ - არა, გუშინ წამოვედი. წვიმის ამბავი მოგატყუე.“ - ისევ თვალს მიკრავს.
„ - ჩემი მუსიკის ხმა საიდან გესმის?“ - ისე ვღელავ, თითქოს დანაშაულზე გამოვეჭირე ვინმეს.
„ - არ გეტყვი.“ - ენას მიყოფს.
აქეთ-იქით ვიყურები. ეზოდან ქუჩა ჩანს. გარეთ ხმაურია, ხალხი მოძრაობს. შეუძლებელია აქ ისეთი ადამიანი მოძებნო, რომლის მხოლოდ თითები გაქვს ნანახი. ლიზას სახლის ორივე მხარე სასტუმრო დგას. ნუთუ რომელიმე მათგანშია? ერთი ოთხსასრთულიანია, მეორე ხუთსასრთულიანი. აივნებს ვათვალიერებ, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ვხედავ.
- ეე, ნოე, ჯერ არ დაგვილევია, ნუ აფერისტობ. - დამცინის ზაზა და თხილს მესვრის. შუბლში მხვდება და ვფხიზლდები.
- დაახვიე.
- რა ხდება ბიჭო?
- თათაა აქ.
- რაა ტოო? - სკამზე სწორდება ის.
- ღადაობ? - მწვადით გამოტენილ ყმას აჩერებს ლევანი და სალფეთქით თითებს იწმენდს.
- აქაა. სადმე ახლო-მახლო. გავაფრენ. - მეცინება აღელვებულს.
- ჩიტი ჩამოგიფრინდა ტოო? - ყვირის ზაზა სპეციალურად.
- მოკეტე შენი... - ძირს დავარდნილ თხილს ვიღებ და ვესვრი. ამ დროს შეტყობინება მომდის.
„ - ჩიტიო?“ - იცინის თათა.
„ - გავგიჟდები თათა, ასე ახლოს ხარ?“
„ - კი.“
„ - მაშინ მოდი ჩემთან.“
„ - არა ნოე.“
„ - რატომ? ისე წახვალ, არ მნახავ?“
„ - ისევ გინდა ჩემი ნახვა?“
„ - ძალიან, თათა.“
„ - მაშინ ხვალ მოგწერ მაცდურო გიტარისტო. ძილინებისა.“
„ - გელოდები. ძილინებისა.“
ჯერ კიდევ გაოგნებული მაგიდასთან ვჯდები. ზაზა კისერში მირტყამს ხელს და დაწვრილებით მოითხოვს ყველაფრის ჩამოფქვას.
საუბარს მალე ვამთავრებს. ვერ ვიჯერებ, რომ თათა ქობულეთშია და ხვალ ვნახავ. მე ხომ მის გამო თბილისში ვაპირებდი ჩასვლას მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ მის პასუხს ველოდი? ახლა კი ის თავად დამადგა თავზე. ალბათ მასაც უნდა ჩემი ნახვა, ოდნავ მაინც. სხვა შემთხვევაში ისე წავიდოდა, მისი აქ ჩასმოსვლის ამბავს ვერც კი გავიგებდი. ვახ, ჩემი! მაგარია! იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის.
პირველი საათია დაწყებული. დედა მეგობარს აცილებს და ჩვენთან ჯდება. მასაც უყვარს ლუდი. გიტარის დაკვრას მთხოვს და სანამ მე სიმებთან თამაშით ვარ გართული, ლევანი ლიზასთან თათას ჩამოსვლაზე ჭორაობს. დედა გაოცებული აპარებს ჩემსკენ თვალებს და ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს. მეცინება, მაგრამ არაფერს ვეუბნები. მე ისევ იქ ვარ, სადაც თათაა და ვგრძნობ, რომ კარგად ვარ.
ის-ისაა დაკვრას ვამთავრებ, რომ ჩვენი ჭიშკრიდან ძახილი მესმის. გარეთ ორი ტიპი დგას. შორიდან მხოლოდ ერთი მათგანის კეპს ვხედავ, რომელიც ღამის განათების ქვეშ ბზინავს. შორიდან გვესალმებიან და „წეღან რომ ვიღაც უკრავდა“ მასთან ითხოვენ საუბარს. დედა და ბიჭები შეფიქრიანებულები ხან მე მიყურებენ, ხან მათ. ჭიშკართან მივდივარ და ღამის სტუმრებისგან გამაგიჟებელ წინადადებას ვისმენ. ჩემი დაკრული ამ საღამოს ორჯერ მოისმინეს სახლთან ჩავლისას, მოეწონათ და მთავაზობენ, რომ სანაპიროსთან არსებულ ღია რესტორანში დავუკრა. რესტორნის დასახელება კიდევ უფრო მაოცებს. ის ყველაზე დიდი და მოთხოვნადია. ვერ ვიჯერებ. ვიბნევი. ანაზღაურება ხომ პირდაპირ სასწაულია. თანაც დღიური. და თანაც მხოლოდ სამ სოლო-რეპერტუარში. მაგრამ შესაძლოა მომღერალი მეწყვილეც მყავდეს. არც კი ვუფიქრდები, ისე ვთანხმდები. ბიჭები თავიანთ ნომრებს მიტოვებენ და ხვალ საღამომდე მემშვიდობებიან. ვატყობ ისინიც კმაყოფილები ჩანან. დღეს უკვე მეორე მაგარი ამბავი. მეშინია, რამე უბედურება არ მოხდეს. მაგიდასთან ლამის ფრენით ვბრუნდები და დაქოქილი ერთმანეთს ვაყრი სიტყვებს. როგორც ჩანს, მსმენელებს მაინც ესმით ჩამი ლაპარაკი და მათი შეძახილები მგონი მთელს სანაპიროს ესმის.
შეუძლებელია ადამიანი ამ დროს ბედნიერი არ იყოს.

***
ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ მთელ ღამეს გავათენებდი.
დილით ადრე მეღვიძება.
განა რა არის ჩემი ცხოვრება. არაფრით სხვებისგან გამორჩეული. სწავლა დავასრულე, ვცხოვრობ მარტო (თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ზაზასთან და ლევანისთან ერთად), მამასთან გამუდმებით დაძაბული ურთიერთობა მაქვს, მყავს ძალიან მაგარი დედა, რომელსაც იშვიათად ვხედავ და მაქვს სტაბილური მოსაწყენი სამსახური, ნორმალური ხელფასით. ჩემი ცხოვრებით წესით უკმაყოფილო არ უნდა ვიყო, მაგრამ ხანდახან ეს ნორმა ძალიან მოსაბეზრებელია. ასე, რომ გუშინდელი ღამე ჩემთვის დიდებული იყო. მთავარია შევირგო და ორივე ამბავმა რაღაც ისეთი დამიტოვოს, რაც ჩემი ცხოვრევის ხმის მარეგულირებელს ოდნავ მაინც აუწევს.

***
დილიდან ველი თათას შეტყობინებას, მაგრამ ის ფეისბუქზეც კი არ შემოდის. არ მგონია გადაეფიქრებინა. სავარაუდოდ რაღაცას გეგმავს და მოუსვენრობა მოუხერხებლობაში გადამდის. ხან რას ვაფუჭებ, ხან რას.
შვიდი საათი ხდება. რესტორნის წინ ვდგავარ და იქაურობას ვათვალიერებ. აქ ხალხი თავშეყრას მზის ჩასვლასთან ერთად იწყებს. მისი სახელი „სანსეტიც“ ამ ფაქტს იდეალურად ეხამება. ასე, რომ ჯერ-ჯერობით აქ მხოლოდ მომსახურე პერსონალი ფუსფუსებს. ირგვლივ ყველაფერი თეთრია. ჩემ წინ, ღია ცის ქვეშ შუშის მაგიდები დგას თეთრი სავარძლებით. მათ უკან სამი ღია კუპეა. ბარის წინ პატარა მაგიდები რკალადაა ჩამწკრივებული, მათთან კი პუფები ყრია. გვერდით გადახურულია. იქ ყველაზე დიდი სივრცეა ასევე დიდი მაგიდებით და ბევრი მცენარით გარშემორტ,ყმული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კი სცენაა. ნელა ვუახლოვდები. ათასნაირი კაბელი, გადამყვანი, ხმის გამაძლიერებელი თვალთახედვას მიორმაგებს. მარცხნივ მიკროფონების ფეხები დგას, მარჯვნივ ელექტრო პიანინო, მის უკან მონიტორებია. იქვე ვიღაც დგას და ქერათმიან გოგოს ელაპარაკება. სანამ გავარჩევდე ვინაა, თვითონ მხედავს და მეძახის. საბაა, ერთ-ერთი მათგანი წუხანდელი მოულოდნელი ქასთინგიდან. სცენაზე ასულს გოგოს მაცნობს. სალომე ჰქვია. მომღერალია და მისთვის დავუკრავ. ჯესი ჯეის do it like a dude-ის აკუსტიკურ ვერსიას მღერის. მაგარია. დანარჩენ ორ სიმღერაზე ვთანხმდებით და მე ვარჯიშს ვიწყებ. წინ დაახლოებით ორი საათი მაქვს, სრულიად საკმარისი დრო სტარტისთვის.

***
ათის ნახევარი ხდება. რესტორანში უამრავი ხალხია. ორ-სამ ადგილას თუ დაინახავ თავისუფალს, იმასაც მალ-მალე ავსებენ. ჩემი გამოსვლით გახარებული დედა, ბიჭები და მათი ახლობლები მოშორებით, ერთ-ერთ ღია კუპეში სხედან და მამხნევებენ. თითქოს ბევრი არაფერია, მე ხომ გუშინ არ მისწავლია გიტარაზე დაკვრა, მაგრამ ვნერვიულობ. რომ მკითხონ, ყველაფერი რიგზეა. ჯერ-ჯერობით მეც ახლობლებთან ერთად ვარ, მაგრამ ყურადღებაგაფანტული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ თათა აქ იყოს. ფეისბუქზე შევდივარ. სასაუბრო ველი მიჩვენებს, რომ ის აქ 28 წუთის წინ იყო. შეტყობინებას ვუტოვებ, რომ „სანსეტში“ დაახლოებით ნახევარ საათში დავუკრავ და ჩათს ვხურავ. მაგრამ მაინც წამდაუწუმ მობილურს დავყურებ.
- ნოე, - ჩემკენ იწევა დედა. - რაზე ნერვიულობ?
- არაფერზე. - კოკა-კოლის ქილას ვიყუდებ.
- როგორმე ეგ გოგო გამაცანი. - იცინის ის. წარბები შუბლზე ამდის. ლიზას თავში ძრომიალის საოცარი ნიჭი აქვს.
- მაცადე ჯერ მე გავიცნო. - ვეუბნები. საბას ვხედავ. ის ხელს მიქნევს. სცენასთან მივდივარ, რომელიც ჯერ-ჯერობით თავისუფალია და მუსიკა ზოგადად ირჩევა. გადახურულ ადგილას ხმაურია. როგორც ჩანს, ქობულეთში ნაციონალურ ანსამბლებს შორის შეჯიბრია და ამ წუთას ერთ-ერთი ანსამბლი ერთობა. მოთავისუფლებულ ადგილას ორი წყვილი აფხაზურს ცეკვავს. საბა მეუბნება, რომ ამ ხალხს ცოტა დროს კიდევ დაუთმობენ და შემდეგ ჩვენი ჯერია.
სალომეც იქვეა. ამდენი ხალხის წინ პირველად უწევს სიმღერა და ნერვიულობს. თან ხუმრობს, რომ განეიტრალდეს. ვამშვიდებ და ვურჩევ, რომ სიმღერის დროს თვალები დახუჭოს. ძალიან ნიჭიერი გოგოა, მაგრად მღერის და მართლა არ მინდა, რომ ნერვიულობამ ხელი შეუშალოს.
სცენაზე დაახლოებით თხუთმეტ წუთში ავდივართ. ხალხს ვათვალიერებ. დედა შორიდან მიქნევს ხელს და ჰაეროვან კოცნას მიგზავნის. ღმერთო, როგორი თვალისმომჭრელია. ვუცინი და თვალს ვუკრავ. ხალხი ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენთვის ორი სკამი დგას. ვსხდებით. მიკროფონებს ვამოწმებთ და სათანადო სიმაღლეზე ვაყენებთ. გაოფლილ ხელისგულებს შარვალზე ვიწმენდ. „სიმს“ მუხლებზე ვიდებ და სალომეს ვუყურებ. ის ხმას იწმენდს, მიკროფონს იჭერს და თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
ჯესი ჯეი მისი შესრულებით ძალიან მაგარია. ვცდილობ ხანდახან მაინც მოვავლო ხალხს თვალი და მათ სახეებზე ამოვიკითხო მათი შეფასება. ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ რასაც ვხედავ... ჯანდაბა! ეს ძალიან მაგარია! ვიღაც სავარძლიდან წინ გადმოხრილა და მთელი ყურადღება ჩვენკენ აქვს მოპყრობილი. ვიღაც პუფში მიწოლილა, თვალები დაუხუჭავს და სიმღერას პირის მოძრაობით ჰყვება. რამდენიმე გადარეული გოგო ამდგარა და ცეკვავს, ცოტა გამომწვევადაც კი. ჯესის ჰიტზე სხვაგვარად არც შეიძლება.
ესე იგი ყველაფერი რიგზეა. ჩვენ ხალხს მოვწონვართ და ეს საკმაოდ მამშვიდებს. სიმღერის დასარულს ისეთ აპლოდისმენტებს ვიღებთ, მე და სალომე ერთმანეთს გაოცებულ-გახარებული სახეებით ვუყურებთ. ვდგებით, მადლობის ნიშნად მსმენელებს თავებს ვუკრავთ და გაგრძელებისთვის ვემზადებით. მეორე სიმღერა ბიონსეს “halo”-ა. მშვენიერი მელოდია თავისი ტექსტით და სალომე პირდაპირ ჩემი აღმოჩენაა. წამიერად თავში აზრი მომდის, რომ არაჩვეულებრივი დუეტი ვიქნებოდით და ამხელა ამბიციაზე მეცინება.
დასასრულს სალომე მადლობას მეუბნება რჩევისთვის, აბა შენ იციო, ამბობს და სცენიდან ჩადის. საქმე იმაშია, რომ მესამე სიმღერას მხოლოდ ვუკრავ. მარტო. სანამ ხმებს ვარეგულირებ, წამიერად თვალები წინ გამირბის და მოზარდ გოგონას ვხედავ, რომელიც სცენისკენ მოდის, ჩერდება, მიღიმის და რაღაცას მაწვდის.
- გამომატანეს. - ამბობს ხმამაღლა ხმაურის გადასაფარად.
- ვინ? - ვეკითხები და სალფეთქს ვართმევ. ის მხრებს იჩეჩავს და მიდის.
ოჰო! სალფეთქს ვშლი.
„ toxic-ის ქოვერ ვერსია თუ შეიძლება. ;)“ - წერია იქ.
ჯანდაბა! ეს თათაა. ნამდვილად თათაა. ეს კი მისი საყვარელი სიმღერის საყვარელი ვერსიაა. ხალხს დაკვირვებით ვათვალიერებ, მაგრამ ამ ქაოსში როგორ გინდა იპოვო გოგო, რომელიც თვალითაც კი არ გინახავს? მაგარია, მაინც ძალიან მაგარია! მთავარია, რომ ის აქაა. ჩემი შეტყობინება ნახა.
საბას მოსაძებნად გვერდით ვიხედები. სცენის ამოსასვლელში პლანშეტით დგას და „რა ხდება" გამომეტყველებით მიყურებს. ვანიშნებ მოვიდეს და ისიც მაშინვე მიახლოვდება. საქმის კურსში ვაყენებ და ისიც უპრობლემოდ თანხმდება ამ ცვლილებას.
- Okay. - ამბობს. - ბრიტნი ბანძია, მარა ქოვერი მეც მევასება. შეუბერე. - მხარზე ხელს მირტ,ყამს და სცენიდან ჩადის.
მაგარია!

***
ბევრჯერ დამიკრავს ეს სიმღერა მხოლოდ იმიტომ, რომ თათას მოსწონდა, მაგრამ მეზობლების გარდა არავის მოუსმენია. ახლა კი ის აქ არის, სადღაც ამ ხალხში და მისმენს. თვითონ წარმოდგენაც კი არ აქვს, რამხელა სიამოვნებას მანიჭებს მხოლოდ ეს პატარა ფაქტი. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ მისი ნახვის შანსები ნულამდე ეცემოდა. აი დღეს კი... დღეს იმედით ვარ გაბერილი და მგონია, რომ ჩემს ფიქრებს ჩემივე დაკრული მელოდია გასცემს. იყოს ასე. არ ვჩივი. მიხვდეს, გაიგოს და არ წავიდეს. მე ხომ შემეძლო, მისი „შეკვეთა“ დამეიგნორებინა?!
„სიმზე“ უკანასკნელ ნოტებს ვიღებ და სიმღერას მსუბუქად ვასრულებ. თავსაც სწორედ ასე ვგრძნობ. ვდგები და დღეს უკანასკნელად ვიყენებ შემაღლებული ადგილიდან მსმენელის დათვალიერების შანსს. წარმოუდგენელია ამაზე დიდი სიამოვნება. ეს აპლოდისმენტები ჩემია. ეგოისტურად მეღიმება და ყოველ წამს ვისრუტავ. მე უამრავმა ადამიანმა მომისმინა. თათამ მომისმინა. ეს ისაა, რაც მინდოდა. და ეს ძალიან მაგარია!
ხალხს თავის დაკვრით მადლობას ვეუბნები და სცენიდან ჩავდივარ. საბა კმაყოფილია, რადგან მსმენელია კმაყოფილი და ამით მე ვარ კმაყოფილი. წრე იდეალურად იკვრება და ჩემ გარშემო მხიარული ჰულა-ჰუპივით ტრიალებს, როცა გასამრჯელოს ვიღებ. საბა მეუბნება, რომ მე და სალომეს შემდეგი გამოსვლა ზეგ გვექნება. ხვალ თავისუფალ დროს სამ სიმღერას შევარჩევთ და წავიმეცადინებთ. ახალ ნაცნობებს მადლობებით ვემშვიდობები და ჩემებისკენ მივდივარ. ეს გადარეული საზოგადოება ჩემი ტრიუმფით აღფრთოვანებულია. დედა მეხვევა და მაქებს. ბიჭებისგან უმეტესწილად თავში წამორტყმებს ვიღებ. მოწონებას ასე გამოხატავენ. სავარძელში ვჯდები, წყალს ვსვამ და ხალხს ვათვალიერებ. არავითარი საეჭვო მზერა ჩემსკენ. მობილურში ჩათს ვამოწმებ. თათას შეტყობინება მხვდება.
„- გმადლობ.“ - წერია იქ.
„ - უკეთესი იქნება, თუ პირადად მეტყვი.“ - ვწერ. ცოტა ხანში პასუხი მომდის.
„ - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტოგრაფს მომცემ. „
„ - შევთანხმდით.“
„ - სანაპიროზე ჩასასვლელ კიბესთან ვარ.

***
შორიდანვე ვხედავ. დაბალ კედელზე ზის და მომლოდინედ ფეხებს აქანავებს. მისგან მოშორებით ლამპიონი ანათებს და თათას სილუეტს ნაცნობს ხდის. ვღელავ. ალბათ იმიტომ, რომ მისი ნახვა ძალიან მინდოდა. და... კიდევ იმიტომ, რომ თათა... ის უბრალოდ გოგოა, რომელსაც ძალიან შევეჩვიე და არ მინდა რეალობამ რამე შეცვალოს.
ვუახლოვდები და ვხედავ, რომ ფეხსაცმელთან, უფრო სწორად კოჭთან რაღაც თვალისმომჭრელად უპრიალებს. და რამდენიმე ნაბიჯში უკვე ვხვდები, საიდანაც მეცნობა. სიცილს ვერ ვიკავებ, ხელებს ჯიბეებში ვიწყობ და რამდენიმე ნაბიჯში მის წინ ვჩერდები.
ღმერთო! ერთი წელი და რამდენიმე თვეა ამ გოგოს ვიცნობ და მხოლოდ ახლა ვხედავ რა ლამაზი თვალები აქვს. მწვანე. ხო, ვიცოდი, რომ მწვანე თვალები ჰქონდა, მაგრამ ასეთი... ასეთი წყლიანი? ნათელი? ალბათ დღის სინათლეზე უკეთ გავერკვევი მათში. მერე ღიმილი? ასეთი მომნუსხველი და ეშმაკური... აი, ლოყაზე ნაჩვრეტი. თითებს ჯიბეში მუშტად ვკუმავ და ვაკავებ, რომ მის მოსაფერებლად არ გაიქცნენ. საერთოდ ჯობია ხმა ამოვიღო, თორემ დუმილი და მისი თვალიერება ისე მხიბლავს, არ გამიკვირდება, რომ დავმუნჯდე.
- ესე იგი შენ, არა? - თავს გვერდით ვხრი და თვალით ლიზას მაღაზიაში ნაყიდ ფეხის სამაჯურზე ვანიშნებ.
- ხო, მე. - ამბობს და ხელს მიწვდის. - თათა.
ხმა ისეთი რბილი და სუფთა აქვს... ალბათ ყველაზე ლამაზი ტონალობაა, რაც კი ოდესმე მომისმენია.
- ნოე. - მის ხელს ჩემსას ვაგებებ და შევიგრძნობ თუ არა რბილი კანის სიმხურვალეს, მზერა მაშინვე მასზე გადამაქვს. აი, ისიც. ცერა თითზე ვიოლინოს გასაღები. მის შემხედვარეს მეღიმება და წარბს ქვემოთ თითქოს კანი იწვის. ჩემი ტატუც ღელავს. - უფრო სწორად, მაცდური გიტარისტი.
- ღმერთო, ნეტავ რამდენ ხანს გემახსოვრება? - კისკისებს და ხელს მიშვებს. ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ჩემი ორგანიზმის ტემპერატურა ნულამდე ეცემა.
- მანამდე, სანამ რამე ამაზე უკეთესს არ მოიფიქრებ.
- ანუ ვიჩაგრები?
- მე შენ ასეთ პესიმისტს არ გიცნობ.
მხრებს იჩეჩავს და იცინის. მის შემხედვარეს მეც მეცინება. ხელებს გულზე ვიკრეფ და ვუყურებ. ასე ახლოსაა... მე კი უკვე იმედი მეწურებოდა.
გარშემო საშინელი ხმაურია, ჩვენ შორის კი საშინელი სიჩუმე. სიტუაცია მასაც აიძულებს ჩემთვის შემოხედვას. ხოდა ვდგავართ ასე და ვუყურებთ ერთმანეთს მანამ, სანამ ორივეს სიცილი არ გვიტყდება. ბარში დაბრუნებას ვთავაზობ, მაგრამ უარზეა. მეც ასე მირჩევნია - მასთან განმარტოებით. სკვერს ნელა მივუყვებით და გუშინდელ მაღაზიის შემთხვევას განვიხილავთ. მეუბნება, ცოტა ხანში ისედაც ვაპირებდი მეთქვა, რომ ჩამოვედი, მაგრამ მაღაზიაში რომ აღმოგაჩინე საღამომდე მოვიცადეო. თურმე ლიზას გვერდით სასტუმროში დაბინავებულან და გიტარაზე ჩემი დაკრული სიმღერა აივნიდან მოუსმენია. მის ასეთ სიახლოვეს არ ველოდი, თუმცა ეს ფაქტი ძალიან მომწონს. დარჩენას ერთი კვირით აპირებს. ცოტაა, ძალიან ცოტა. და თუ ახლა უკვე ასე მეცოტავება, წარმომიდგენია ერთი კვირის შემდეგ რა იქნება.
ღამის პირველი საათია დაწყებული იმავე ადგილს რომ ვუბრუნდებით, სადაც შევხვდით. კოკა-კოლას ვყიდულობ და იქვე სკამზე ვსხდებით. თათა საათს უყურებს.
- შორს არ ხარ. - ვეუბნები და ერთ ბოთლს ვუწვდი.
- მადლობა. - ბოთლს ხსნის. - ვიცი, მაგრამ კონტროლიორი მყავს შვიდთვია.
- ის გოგო ნათიაა? - მაღაზიაში მასთან ერთად მყოფ გოგოს ვიხსენებ. ნათია მისი მეგობარია.
- ბრძანდება. კიდევ ორი დეიდაშვილი მახლავს.
- რა გეგმები გაქვს?
- გეგმები არ მაქვს. - მხრებს იჩეჩავს. - მე უბრალოდ ზღვაზე მინდოდა ყოფნა და რავი...
- „რავი“ მეკადრება მეე? - ვიცხადებ.
- და რატომ მიიღე შენს თავზე? - გაოცებული იცინის.
- ჩემი ნახვა რომ არ გდომოდა, ისე წახვიდოდი, რომ შენს სოფელში სულ წვიმიანი ამინდები იქნებოდა. - თვალს ვუკრავ.
მიღიმის და თავს დამარცხებულად აქნევს. ჩემ წინ ფეხმორთხმით ზის და კოკა-კოლას სახურავს ბოთლზევე ატრიალებს. ნიავს ზღვის სურნელთან ერთად მისი სურნელიც მოაქვს და ეს კომბინაცია სახიფათოდ მსიამოვნებს. საკუთარი თავისთვის „არას“ თქმა ძალიან ძნელია, მით უმეტეს მაშინ, როცა სასურველის მიღება არც ისე რთულია. ამ შემთხვევაში თათაზე ვფიქრობ, მის სურვილებზე. რეაქციები მაშინებს და უარის თქმას ეს მიადვილებს. უარის თქმას მისთვის შეხებაზე, მოფერებაზე და კოცნაზე. ხო, კოცნაზე. ეს სერიოზული განცხადებაა ბატონო ნოე. რა თქმა უნდა, ასე არ იქნებოდა იმ მომაჯადოვებელ არსებასთან, რომელიც შესანიშნავ ყავას ამზადებს, მაგრამ ეს თათაა... და უკვე აღარ ვიცი, რა ურთიერთობა მაქვს მასთან. ერთადერთი, რაშიც ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ისაა, რომ მას ძალიან შევეჩვიე და გამიჭირდება მასთან უბრალო მეგობრობა.
- ეგრეა. - მეუბნება და ბოთლს იყუდებს. შემდეგ შუბლს ჭმუხნის და ცხვირის ქვეშ თითს ისვამს. - აი, ეს არ მიყვარს გაზიანი სასმელების.
- რა? - მეცინება.
- რომ გაზი აქვთ. - თავის ნათქვამზე იცინის. - კოკა-კოლას განსაკუთრებით.
- ცხვირს გიწვამს და დაბოყინებას განდომებს?
- ვერ ხარ შენ! - კისკისებს.
- გინდა დაბოყინებაში შევეჯიბროთ? - სკამზე მის მსგავსად ვჯდები და ბოთლს თავსახურს ვხსნი.
- რაა? გადაირიე? არც ერთ შემთხვევაში. - თავს აქნევს გაოგნებული.
- მიდი, მიდი, ნუ გერიდება. მაინტერესებს, რისი გამკეთებელი ხარ. - არ ვეშვები. ვიცი, ცოტა არ იყოს კი არა და, უხერხული შეთავაზებაა გოგოსთვის, თან იმ გოგოსთვის, რომელიც პირველად ნახე, მაგრამ მე ხომ მას ვიცნობ და ვიცი როგორიცაა.
- საერთოდ არ ვარ მაგის გამკეთებელი! - იცხადებს და წელში სწორდება.
- ვითომ? - დაეჭვებული ვუყურებ. - ნეტავ ის მაინც არ ვიცოდე, რა ჩაგიდენია. - ვახსენებ საკუთარ მონაყოლს, კლასელ ბიჭებს შორს გადაფურთხებაში რომ შეეჯიბრა და მოიგო.
- ეგ სულ სხვა იყო.
- მოიცა, გადაფურთხება არ ტეხავს და ბოყინი ტეხავს?
- შენთან ორივე ტეხავს. - ცოტა მორცხვად ამბობს, მაგრამ მაინც იცინის.
- ღმერთო, არა, ოღონდ არ მითხრა, რომ ჩემი გრცხვენია! - ვუყურებ გაკვირვებული.
- ნოე, რა გინდა?
- მინდა, რომ დაბოყინებაში შემეჯიბრო. - კოკა-კოლის ბოთლს მისკენ ვწევ. ცოტა ხნით გამომცდელად მიყურებს, შემდეგ თავის ბოთლს ჩემსას უჭახუნებს და ამბობს:
- თუ მოვიგე, რას მივიღებ?
- ვერ მოიგებ! - დარწმუნებით ვაცხადებ.
- ხო იცი, ახალბედებს უმართლებთ ხოლმე. - დამცინის.
- კარგი, თუ მოიგე, ნებისმიერ ერთ სურვილს შეგისრულებ.
- თანახმა ვარ და შენ თუ მოიგე?
- შენ შემისრულებ ერთ სურვილს.
- ძალიან კარგი. მიდი, პირველი ხარ.
- მოემზადე. - სკამზე კომფორტულად ვსწორდები, თეატრალურად ღრმად ვსუნთქავ, შემდეგ კოკა-კოლას ვსვამ და რამდენიმე წამში ვაბოყინებ.
- ღმერთო, ფუუუ, საზიზღრობა ხარ ნოეე! - თან წარბებს ჭმუხნის და თან გულიანად კისკისებს. თან სკამს ეჭიდება, რომ არ გადავარდეს.
- მალე შენც იქნები. გელოდები.
- გნებდები, გნებდები. ჩათვალე, რომ წაგებული ვარ. - არ ჩერდება.
- ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ უნდა დაამტკიცო.
- ხო, კაი, რადგან არ იშლი. - სულს ითქვამს, ემზადება, კოკა-კოლას სვამს და ისიც აბოყინებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემზე ხმამაღლა.
- ღმერთო, საზიზღრობა ხარ კვადრატში, თათა. - სიცილი მიტყდება. თავიდან ისიც იცინის, მაგრამ მე რომ აღარ ვჩერდები, იბღვირება და ცალწარბაწეული მიყურებს.
- გავიცინეთ, გვეყო. - ბუტბუტებს.
- კაი, კაი. ახალბედებს უმართლებთ. - ხელს ვიქნევ. - წავაგე. აბა, სურვილი მზად გაქვს?
- ჰაჰ, არაა, და იცოდე, სულ კანკალით უნდა ელოდო ჩემს სურვილს. - ბოროტულად ათამშებს წარბებ.
ცოტა ხანში მობილურზე ურეკავენ და სასტუმროში იძახებენ. რადგან მეზობლები ვართ, ერთად მივსეირნობთ სახლისკენ. მეორე დღეს, დილით ადრე სანაპიროზე ვგეგმავთ შეხვედრას ჩვენს ხალხთან ერთად და დღის გაყვანას იქ ვაპირებთ.
- თუ არ შეგიშვეს, იცი სადაც უნდა წახვიდე. - ვეუბნები სასტუმროსთან მისვლისას.
- გამორიცხული არაა, რომ ასე მოხდეს. - ცალ წარბს სწევს ის და სასტუმროს უყურებს. - რაღაც დაგავიწყდა. - იღიმის.
- მეე? რა?
- ავტოგრაფი.
- აჰ. - ხელს ვიქნევ. - ერთი ფანი მყავს და იმასაც იმედებს ვუცრუებ. ხვალ იყოს. - თვალს ვუკრავ.
- დარწმუნებული ვარ უკვე არაერთი ფანი გყავს. განსაკუთრებით გოგონების.
- რატომაც არა, მე ხომ მაცდური გიტარისტი ვარ?
- ნოე! - ხითხითებს.
- ხო, თათა.
- ძილინებისა, კარგი?
- კარგი.
- ხვალ შევხვდებით.
- მზის ამოსვლისას.
თათა იღიმის და სასტუმროში შედის. მეც სახლისკენ ვბრუნდები და ეზოში შევდივარ. კარს ვკეტავ და საძინებლისკენ მივდივარ. სახეს ვერ ვაყენებ. პირზე ღიმილი მაკერია და სიამოვნება, რომელიც ძარღვებში მდორედ და მთელი შეგრძნებით მიედინება, რაღაც ძალიან სასურველს და ლამაზს უახლოვდება.

***
მესენჯერში მოსული შეტყობინება მაფხიზლებს. მობილურს ტუმბოზე ბრმად ვეძებ და ცალ თვალს დიდი ძალისხმევით ვახელ. თათაა. სანამ მესიჯს გავხსნიდე საათს ვამოწმებ. ექვსს ათი წუთი უკლია. ჩათში კი ხმოვანი შეტყობინება მხვდება. ოჰო, საინტერესოა!
„ - მზეე დამაქვს ხურჯინით და, დილიდან დილამდეე, ღამიდან ღამამდე დაა კაარგოო... დაღამდა ნოოეე! მე უკვე პლაჟზე ვარ!“ - მესმის თათას ხმა, დიქტოფონის გამო ოდნავ შეცვლილი, მაგრამ ის, რომ სიმღერა მშვენივრად გამოსდის, ამას ვერაფერი ფარავს. საწოლზე ვჯდები და აუდიოს კიდევ ერთხელ ვამეორებ.
„ - ეი! „დასინვა“ როდის დაიწყე?“ - მიბღვერს.
„ - არ მეცალა მოსაწერად.“
„ - რას აკეთებდი?“
„ - შენს სიმღერას ვუსმენდი.“
„ - ჩამოდი და აქ გიმღერებ.“
„ - მორჩა, სიტყვაზე გიჭერ!“
„ - არაა პრობლემა, დაბოყინების ჩემპიონატს კი აჯობებს.“ - იცინის. მეც მეცინება. ვდგები, ვემზადები და წასვლამდე ბიჭებსაც ვურეკავ. ისინი თავიანთ უკრაინელებს ურეკავენ. წარმატებებს გისურვებ, ნოე!


***
ცხრა საათი ხდება. მზემ უკვე მოიკრიბა მთელი თავისი ძალა და თავგამოდებით გვაჭერს. ხანდახან გადაფარებული ღია ნაცრისფერი ღრუბლები ბევრს ვერაფერს განაწყობენ მის წინააღმდეგ.
ქვა-ღორღზე წოლისგან ზურგი მტკივა, მაგრამ ცურვამ ისე დამქანცა (რასაც ვერ ვიტყვი თათაზე), ამ ტკივილს არ ვიმჩნევ. სამი შეზლონგი კი გვაქვს, მაგრამ გოგოებს უკავიათ. დანარჩენი გაქირავებული დაგვხვდა. ბიჭები თათას დეიდაშვილებს ელაპარაკებიან, უკვე ერთი საათია. საინტერესოა, რით ახვევენ თავბრუს. საერთოდ არ აღელვებთ ის ფაქტი, რომ მათი უკრაინელებიც იქვე არიან.
მზის სათვალეს ვიხსნი, იდაყვებზე ვიწევი და ჩემ პირდაპირ ზღვიდან ამოსულ თათას ვხედავ, რომელიც ფეხზე თავის „შლოპანცებს“ ირგებს და ჩემკენ მოემართება. უბრალოდ წარმოუდგენელია თვალი მოარიდო და ამ სანახაობით არ დატკბე. ფეხმორთხმით ვჯდები და მობილურით სურათს ვუღებ. ნათიასთან მოლაპარაკე ვერ მამჩნევს, ამიტომ სწრაფად ვაბრუნებ ტელეფონს ჩანთაში.
თათა მიახლოვდება, ჩემ გვერდით ჯდება და პატარა თმას უკან იყრის. შემდეგ პირსახოცს იღებს, სახესა და მხრებს იმშრალებს და მასზე მიშტერებულს რომ მხედავს, ეცინება. დღისით მისი მწვანე თვალები უფრო კრიალა და დიდი ჩანს. დღისით მისი გარუჯული კანი უფრო სასურველია. დღისით მისი ნაჩვრეტი ლოყაზე უფრო ღრმა და ეშმაკურია.
- უკვე დაიღალე?
არა, შეუძლებელია მისი ცქერით ადამიანი დაიღალოს. ცურვით კი, სირბილითაც, ალბათ ცხოვრებითაც, მაგრამ მისი ცქერით არა. ღმერთო, ის რომ წავა?...
- ბევრის მომცველი კითხვაა. - ჰაერს ხარბათ ვისუნთქავ და ვცდილობ მის ქალურ მიმზიდველობებს თვალი მოვაცილო.
- და შეუფერებელი ადგილი ფილოსოფიური საუბრებისთვის. - თვალს მიკრავს და თეთრ მოკლე სარაფანს იცვამს. მართალია მისი შავი საცურაო კოსტიუმი ისევ ჩანს, მაგრამ მაინც დიდი შეღავათია ხორციელი ნოესთის.
- პირიქით, ეს ხომ ზღვაა - თვით ფილოსოფია. - ხელს ვშლი პოეტურად.
- მირჩევნია, უბრალოდ ზღვა იყოს. და შენ შენ იყო.
- მე მე ვარ. ყოველთვის. - მხრებს ვიჩეჩავ... - ნუ, ხანდახან მაცდური გიტარისტიც.
- გთხოოვ. - იცინის.
ნაჩვრეტი. ვგრძნობ, როგორ გროვდება ენერგია თითის წვერებში და ისინიც თავისით მიექანებიან მისი სახისკენ, მაგრამ მათ შეჩერებას მაინც ვახერხებ რამდენიმე სანტიმეტრში. თათა დაბნეული მიყურებს. ხელი ჰაერში მაქვს გაშეშებული. ჯანდაბა, ნეტავ რა მაბრკოლებს?!
- შეიძლება? - შეკითხვის დასმა ტალღების ხმაურზე ხმადაბლა გამომდის. თათა ოდნავ მიქნევს თავს და თმის ღერები ისევ საფეთქლებთან ბრუნდებიან. - მიდი, გამიღიმე.
გოგო იღიმის. ნაჩვრეტი თავის ადგილას ჩნდება და მეც თითის წვერებით ვეხები. ისე ფრთხილად ვეხები, თავადაც მიკვირს. ასე მგონია, ოდნავ არასწორად რომ მომივიდეს, ნაჩვრეტი გაქრება. კანი იმაზე მეტად მხურვალე აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ვგრძნობ, როგორ მიბუჟდება ხელი. ცერა თითით ნაჩვრეტის გარშემო დავსეირნობ და თანდათან ვხვდები, რომ უსასრულოდ შემიძლია ვაკეთო ეს. შემდეგ მის კანზე დაყრილ ბუსუსებს ვხედავ და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეღიმოს. მაშინვე ათვლას ვიწყებ. ხელის ზურგზე მისი თმის ღერიდან ჩამოვარდნილი ზღვის წვეთი მეცემა და მაჯამდე მისრიალებს.
- კარგი. - ხელს მიჭერს თათა და ლოყადან მაღებინებს. თითებს ჯერ ერთმანეთში ურევს, შემდეგ ბუსუსების გასაქრობად ხელებზე ისვამს. - აბა? - მხრებს იჩეჩავს.
- ჩვიდმეტი.
- რაა?
- ჩვიდმეტი წამით გაყრიდა ეკალს.
ბაგეებგახსნილი მიყურებს, თითქოს რაღაც დაუჯერებელი მეთქვას. ასე მგონია ვიღაცამ პაუზის ღილაკს დააჭირა. შემდეგ წამწამებს დაბნეული ახამხამებს და საკმაოდ შესამჩნევად მოზრდილ ნერწყვს ყლაპავს. იმის წარმოდგენაზე თუ რამდენად გავაოცე ჩემ წინ მჯდომი და თან ასეთი რეაქცია დავიმსახურე, სიცილს ვერ ვიკავებ. თათა გონს მოდის, გვერდიდან კენჭს იღებს და მკერდზე მესვრის.
- არანორმალური ხარ!

***
ცოტა ხანში ყველა ყველაზე ახლო რესტორანში მივდივართ სასაუზმოდ. ბიჭები კოკა-კოლას უკვეთავენ. მე და თათას სასმელის ხსენებაზე სიცილი გვიტყდება და დაინტერესებულ პირებს აფსაიტში ვტოვებთ. ესეც ჩემი და თათას პირველი საიდუმლო. ღმერთო, ხანდახან ისეთი ბავშვური ვარ, ჩემ თავზე ნერვები მეშლება, მაგრამ გულის სიღრმეში თავს ასე კარგად ვგრძნობ და რაიმე შეზღუდვებს არ ვაპირებ. ასაკი ერთადერთი რამეა, რასაც ვერ გაექცევი, ამიტომ ვფიქრობ, რაღაც დოზით ბავშვურობის შენარჩუნება არავის აწყენს.
როგორც მოგვიანებით ვიგებთ, ხვალ უკრაინელები მიემგზავრებიან. ამიტომ გულებდაფუფქული ლევანი და ზაზა ამ ღამით მათთვის კოცონ-ფართის მოწყობას აპირებენ.
ერთმანეთს მალე ვემშვიდობებით. გარეთ უკვე აუტანელი სიცხეა და ეს 36 გრადუსი ( როგორც ამინდის პროგნოზში გვატყუებენ), ყველას თანაბრად გვაწუხებს. თათას საღამომდე ვემშვიდობები და სახლში მივდივარ. წყალს ვივლებ და ცოტა ხნით ლიზას მაღაზიაში ვყოვნდები. შემდეგ „სანსეტში“ სარეპეტიციოდ გავდივარ. ჩემი და სალომეს მუსიკალური გემოვნება ემთხვევა. სამ სიმღერას ვარჩევთ და დაახლოებით სამ საათს რეპეტიციას ვუთმობთ. ღმერთო, ამ სიცხეში შეუძლებელია დაკვრით სიამოვნება მიიღო. ჩემი „სიმის“ დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ მისი თითოეული შეხება კისერზე ერთ ოფლის წვეთს იწვევს. ხვალ სარეპეტიციოდ არ მეცლება, ამიტომ ამ საუნას მთელი მოთმინებით ვიტან. საუზმობისას გავიგე, რომ თათას და მის დეიდაშვილებს ხვალ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უნდათ წასვლა. მე და ჩემმა ბედოვლათებმა გიდობა შევთავაზეთ, ამიტომ ხვალ საღამომდე მთლიანად დაკავებას ვგეგმავ.
სიცხეს ყურადღების გაფანტვაც ერთვის და სალომესგან მუჯლუგუნებს ვიღებ. თვალწინ გამუდმებით თათას დილანდელი გაოგნებული სახე და მისი დაბუსუსებული კანი მიდგას და ხანდახან გიტარაზე ასაღები საჭირო ნოტები სანაპიროსკენ გარბიან.
გავები! ნამდვილად!
უფრო სწორად, ეს დიდი ხნის წინ მოხდა და ახლა მისმა პირისპირ ნახვამ ერთ წამში ამომატივტივა ჩემ გრძნობებიანად.

***
აქ სმიშვიდეა. ხმაურიანი, მაგრამ მაინც სიმშვიდე. ის ქაოსური ხმები ქალაქიდან ექოდ ისმის. წასვლა შორს მოგვიწია, მაგრამ ამად ღირდა. ზღვა ყველაზე მღელვარე და ამასთან ყველაზე მშვიდია. ცა ყველაზე სუფთა, რაც აქამდე მინახავს. კოცონი ყველაზე ცეცხლისფერი და ყველაზე დატვირთული აქ მყოფთა ფიქრებით. მთვარე კი ნამგალა. ალბათ ამ დღეებში იწვიმებს.
თერთმეტი საათი ხდება. ემოციური უკრაინელები ზღვაში არიან ბიჭებთან ერთად და სელფის ჯოხით სურათებს იღებენ. მე კოცონთან ვზივარ და მოპირდაპირე მხარეს მსხდარ გოგოებ ვუყურებ, რომლებიც შუაში მჯდომ თათას მობილურს ჩაჰყურებენ და იცინიან. შემდეგ არ მესმის რას, ნათია რაღაცას ამბობს და თათა თვალებს ჩემკენ აპარებს. ვუღიმი და თვალს ვუკრავ. გოგოც დაბნეული იცინის და ნათიას გვერდში სჩქმეტს. სავარაუდოდ ჩემზე ჭორაობენ. მოკლედ, გოგოები! ეს არც ისე ცუდია. პირიქით, მშვენიერია. ხანდახან გარეშე პირების ჩარევა წყვილის ურთიერთობაში სულაც ძალიან მისაღებია.
ნათია ლევანის წამოღებულ სიდი პლეიერს რთავს, ხმას უწევს და თათას დეიდაშვილებს საცეკვაოდ იწვევს. მუსიკის ხმაზე ზღვაში მონებივრეებიც ამოდიან და მოცეკვავეებს უერთდებიან. თათა თვალებით მანიშნებს მოდიო და თვითონაც თეძოების რხევით ნათიასთან მიდის. ყავისფერი ფრიალა ნაჭრის შორტი და თეთრი ფარფლებიანი მაისური აცვია. ფეხშიშველ კოჭთან ისევ სამაჯური უპრიალებს. კულულა თმაზე კი ბოჰემური, თეთრბუმბულებიანი თავსართავი აბია. არ მინდა ადგომა. სუნთქვაც კი ყურადღებას მიფანტავს მის შემხედვარეს. ათასი უაზრო ტექნოლოგია არსებობს. რატომ არ გამოიგონებენ ღილაკს ტვინთან, რომელსაც დააჭერ თითს და ჩაიწერ მიმდინარე განუმეორებელ მომენტებს საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან ერთად? ოჰ, არა, ვიდეოკამერას არ ვგულისხმობ. მაგრამ სხვა გზა რომ მოჭრილია? ხოდა მეც მობილურს ვიღებ და თხუთმეტ წუთში ვათავსებ თათას მსუბუქ, მხიარულ მოძრაობებს. შემდეგ კი თხოვნაზე უარს არ ვეუბნები. ცოტა ხანში ისევ კოცონთან ვსხდებით. ერთ-ერთი უკრაინელი მილა, აქ გატარებულ დღეებზე და საუკეთესო მოგონებებზე გველაპარაკება და ზაზას ხელს არ უშვებს. ეს უკანასკნელი კი გაბადრული სახით ზის და გოგოს წელზე მოხვეული ხელის თითებს მის მუცელზე დაასრიალებს ვერ ვიჯერებ, ვითომ ინტერნაციონალურ ურთიერთობებთან გვაქვს საქმე? ამაზე ცალკე ვკითხავ. მილა ამბობს, რომ უკანასკნელი დღეები საუკეთესო იყო საქართველოში გატარებულ კვირებს შორის და ზაზას ისე უყურებს, რომ ეჭვი წითელს მინთებს.
სენტიმენტალური ხაზის გასაქარწ....ბლად თათას დეიდაშვილი ნინა თამაშს გვთავაზობს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ფურცელზე (ჩვენს შემთხვევაში სალფეთქზე) ვწერთ სახელებს (ჩვენს პირობებში ნათიას ტუჩის კონტურით) და ვყრით ლევანის კეპში. დამწყები, ამოსული სახელის პატრონს თვალებს უშტერებს. დამარცხდება ის, ვინც პირველი დაახამხამებს წამწამებს. დამარცხებული კი გამარჯვებულის სურვილს ასრულებს.
და ჩვენს ვიწყებთ.
ზაზას სიმღერა უწევს, ჩვენ კი ამ დროს სიცილით დახოცვა, რადგან მისი ვოკალური შესაძლებლობები ნულს ქვემოთ, მინუსებში გადადის. მე მიმართლებს და ლევანი ლუდის ჩამოსატანად მაგზავნის. თავად კი ზღვაში ჩასვლა და გახდილი საცვლის ჩვენთვის ჩვენება უწევს. ნათია თავის შეყვარებულს ურეკავს და დამშორდიო, ეხვეწება, მანამ სანამ ნინა საჩვენებელი თითით არ ანიშნებს საკმარისიაო. მიუხედავად იმისა, რომ თათას ცეცხლის ეშინია, მეგობრის სურვილით ავარდნილ კოცონს ახტება და ადგილს შუბლზე დაყრილი ოფლის წვეთების წმენდით უბრუნდება. ღრმად სუნთქავს და არ გაპატიებო, ნათიას ეუბნება.
სულს რომ ითქვამს, კეპში ხელს ჰყოფს და ფურცლის ნაგლეჯს იღებს, რომელზეც ჩემი სახელი წერია. გოგო მიყურებს და თან თვალებს ჭუტავს. როგორც ჩანს უკვე მზად აქვს საკუთარი სურვილი.
- მოდი. - ხელით ვანიშნებ. თათა გამოწვევას იღებს და ჩემ წინ ლოტოსის ფორმაში ჯდება. მეც. სახეებს შორის დაახლოებით თხუთმეტი სანტიმეტრია. ჩვენი მუხლები ერთმანეთს ოდნავ ეხება. მისი აურა მხრებზე მაწვება და სასიამოვნოდ მამძიმებს. თათას თმის სურნელში გაზავებული ზღვის სურნელი ფილტვებს მიგრილებს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თავს გაუმაძღარ ადამიანად ვგრძნობ, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ მაწუხებს. - სურვილი მზად გაქვს არა? - ვეკითხები.
- აჰაამ. - თავს მიქნევს და წარბებს მაღლა სწევს. - შენ?
- მეც. - დიახ, მეც და გამორიცხულია ამ რაუნდის წაგება. ეს სურვილი აუცილებლად, ეჭვგარეშე უნდა მოვიგო.
- სულ ტყუილად. - ცხვირს ჭმუხნის იმის ნიშნად, რომ უკვე დამარცხებულად მთვლის.
- შენ ერთი სურვილიც გეყოფა. - ვეუბნები შედარებით ჩუმად. ჩვენი დაბოყინების ჩემპიონატის შესახებ ხომ არავისთვის გვითქვამს.
- ვნახოთ. - თავს აქნევს.
- მზად ხარ? - სამ თითს ვშლი.
- მზად ვარ.
- კარგი, ვითვლი: ერთი, ორი, სამი!...
ერთმანეთს ვუყურებთ. ვუყურებთ, ვუყურებთ და კიდევ ვუყურებთ. რამდენიმე წამში საერთოდ მავიწყდება, რომ ეს შეჯიბრია. ღამის გამო ჭაობისფრად ქცეულ მის თვალებში ვძვრები და წეღანდელ სასიამოვნო სიმძიმეს, რბილი სიმსუბუქე ცვლის. ვატყობ, რომ ღიმილი ეპარება. თვალების გარშემო მიმიკური ნაოჭები უჩნდება. არ ვიცი, ეს იმის ნიშანია, რომ საკუთარ თავშია დარწმუნებული თუ იმის, რომ მალე დამარცხდება?
მაგრამ აშკარაა, რომ ის არ ნებდება. მე კი თვალებში უკვე სიმშრალე მეპარება. არა, არა, ჯანდაბა! გამორიცხულია, რომ წავაგო. ჩემი სურვილი მჭირდება. ძალიან ძალიან მჭირდება მოგება. რამე უნდა ვიღონო.
ნესტიან ქვებზე დაბჯენილ ხელს, რომელსაც მაყურებელი ვერ ხედავს, ფრთხილად ვიღებ და თათასკენ ვაცურებ. თითის წვერებით მსუბუქად ვეხები მისი მუხლის მარჯვენა მხარეს და რეაქციას ველოდები. ისიც არ აყოვნებს. გოგო ოდნავ კრთება და თვალებს აფართოვებს, მაგრამ თამაშს მაინც განაგრძობს. წარმოუდგენელია! ჩემი თითები კი კვლავ მის ხავერდოვან კანს ეკვრიან და მეტს ითხოვენ. აუჩქარებლად ვაგრძელებ მოგზაურობას მხურვალე ზედაპირზე და ვგრძნობ, როგორ იცვლება სიგლუვე ხორკლებით. როგორც ჩანს ეკალმა დააყარა. ღიმილს ვერ ვიკავებ და მგონი ვმარცხდები კიდეც. ის-ისაა ჩემი თითები თათას შორტის კიდეს ეხებიან, რომ გოგო ჰაერს ხარბად ისუნთქავს და თვალებს ახამხამებს. არის, მოვიგე! ხელს სასწრაფოდ თავის ადგილზე ვაბრუნებ.
- არა, არა, და არა! - აპროტესტებს აღშფოთებული. ოდნავ უკან იხევს და მოუსვენრად მათვალიერებს.
- რა, არა?! - მხრებს ვიჩეჩავ და ჩემს საქციელზე მეცინება. მაყურებელიც სიცილითვე აღნიშმავს თათას დამარცხებას.
- შენ ითაღლითე, ასე არ შეიძლება! - მეგობრებისკენ იხედება იმის იმედით, რომ ვინმე გამოექომაგება.
- რაა? მე ვითაღლითე? - თვალებს ვჭყიტავ, მაგრამ სიცილს მაინც ვერ ვიკავებ.
- დიახ, ითაღლითე. თქვენ რა, ვერ დაინახეთ? - შუბლშეკრული ანიშნებს ხელით ჩემზე მაყურებელს. ისინი უარყოფის ნიშნად თავებს აქნევენ.
- კარგი და, მაინც რა გავაკეთე? - ვინტერესდები.
- რა გააკეთე და შენ... - უცბად ჩუმდება, მაგრამ პირი ღია აქვს. დარწმუნებული ვარ, ვერ იტყვის რაც გავაკეთე. ვცდილობ სერიოზული ვიყო, მაგრამ ალბათ თვალები მყიდის, შემდეგ ტუჩების კუთხეებიც. - ნოე! - ხმას უწევს. - იცოდე ასე ნუ მიყურებ!... - თითს ცხვირწინ მიბზიკავს. - გამორიცხულია, არ გეთვლება.
- რატო, ეე?! - ვიცხადებ და მხრებაწურული დამსწრე საზოგადოებას დახმარებისთვის მივმართავ.
- აბა, აბა! - ხელს იწევს ლევანი. - არავითარი თავის დაძვრენები!
- ვიცი, მეორედ წაგება ძნელია. - დანანებით ეუბნება ნათია.
- მიდი, მიდი, ნოე, სურვილი თქვი. - ხითხითებს ზაზა და ლუდს იყუდებს. თათას ვუყურებ. ის მე მიყურებს, მაგრამ ამჯერად აღარ ვთამაშობთ, ამიტომ თვალებს მკაცრად ახამხამებს. ისევ მაყურებლისგან მალულად, ტუჩის კუთხეებისკენ შეუმჩნებლად ენას ვუყოფ. ბაგეებს ხსნის და ჰაერს ხმაურიანად ისრუტავს. ოხ, ალბათ როგორ უნდა, რომ გამლანძღოს.
- მე ისეთი სურვილი მაქვს, რომ... - კეფას ვიქექავ. - მოკლედ, უნდა დაგათვრო....
- არაა! - თავს იქნევს თათა და შუბლზე ისვამს თითბს. ხვდება, რომ უსამართლოდ დამარცხების მიუხედავად სურვილის ასრულებას ვერ გაექცევა. მიხარია, რომ მაინც ეღიმება.
დანარჩენები სიცილით უთანაგრძნობენ და ახლავე ელიან მთვრალი თათას ხილვას, მაგრამ იმედებს ვუცრუებ. მე სულ სხვა გეგმები მაქვს.
ცხელ გულზე დილით შეპირებულ სიმღერასაც ვახსენებ. მეუბნება, ღირსი არ ხარო, მაგრამ მალევე მთანხმდება და ნინო ქათამაძის „იებით“ იმაზე მშვენიერი დუეტი გამოგვდის, ვიდრე ველოდი.
სახლში მალე ვბრუნდებით, რადგან ამინდი სწრაფად იცვლება და საშინლად ცივდება. სასტუმროსთან თათა მახსენებს, რომ ავტოგრაფის მიცემა ისევ დამავიწყდა. მეც დამნაშავის სახით ვემშვიდობები და სახლში არაადამიანურად ნასიამოვნები შევდივარ. მართალია, დამარცხებულმა ჩემი უსინდისო საქციელი არ განავრცო,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისგან ამაზე საუბარს არ ველი. დარწმუნებული ვარ, საყვედური არ ამცდება. თუმცა, საყვედურის ფორმასაც ხომ გააჩნია არა?

***
დილით საშინლად წვიმს და თათა მესენჯერში მატყობინებს, რომ ბოტანიკურ ბაღში ექსკურსია გადაიდო. სამაგიეროდ, ბიჭებთან ერთად მილას და ტატიანას ვაცილებთ. გოგოები დილით ადრე ცრემლებით გვტოვებენ. არა, ზაზას აშკარად ეტყობა, რომ გული სწყდება. მთელი დღე ფეისბუქშია და მილას ემესიჯება. ბოლოს და ბოლოს გვიტყდება, რომ გოგო იმაზე მეტად მოეწონა, ვიდრე თავად გეგმავდა. შემდეგ გარდაცვლილ ბაბუას მადლობას სწირავს, ის რუსული რომ ასწავლა, რომელიც წესით სკოლაში უნდა ესწავლა.
სახლში დაბრუნებულს ლიზა ფეხზე მხვდება. გაზქურასთან ტრიალებს და ბლინებს და კექსს აცხობს. შიმშილიც მაშინვე თავში მირტყამს. გემრიელად ვსაუზმობ და დედასთან ერთად მაღაზიაში გავდივარ. ამინდის გამო ძალიან ცოტა დამთვალიერებელი შემოდის, ამიტომ ფიქრებისთვის დრო თავზე საყრელად მაქვს. მაგრამ ფიქრებსაც ხომ უნდა მისცე მიმართულება?
უკრაინელების წასვლა და მათთან დამშვიდობება ხასიათს მიფუჭებს. მალე ორჯერ მომიწევს ამის გაკეთება. ჯერ თათა წავა, სულ რაღაც ოთხ დღეში, შემდეგ კი ბიჭები. ორივე სამ სექტემბერს მიემგზავრება. იმის წარმოდგენა, რომ მალე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდები ბათუმის ერთოთახიანში, მკერდში რაღაცას მკაწრის. იქნებ შემიძლია რამის შეცვლა? არა, ლევანის და ზაზას დარჩენას ვერც ვთხოვ, მაგრამ... რაა, თათას ვთხოოვ? კაი რა ნოე, რა სისულელეა. ასე შორს... და განა რამდენ ხანს? ჩემ მიმართ რამე სიმპატიებიც რომ ჰქონდეს, ამაზე ფიქრი მაინც აბსურდულია. სხვაა საჭირო, რაღაც სხვა და აუცილებლად რამე უნდა მოვიფიქრო. არ ვიცი, როგორ შევძლებ თათას ისე გაშვებას, რომ უკან არ დაბრუნდეს. ან სულ მცირე, დაბრუნების სურვილი რომ მაინც ჰქონდეს.
ხოდა, გამარჯობა ბატონო ნოე, ყველაფერი შენზეა დამკოდებული!

***
ისევ წვიმს და როგორც ჩანს, გადაღებას არც აპირებს. არადა უკვე საღამოს რვის ნახევარი ხდება. დრო იკარგება და არაბუნებრივად მაღელვებს ეს ფაქტი. ლიზა სავარძელში ზის, ფრჩხილებს იქლიბავს და თან რომელიღაც თოქ-შოუს ადევნებს თვალს. ღია ფანჯრიდან წვიმის ხმა და სურნელი შემოდის. გამჭვირვალე ფარდის მიღმა სახლის უკანა ეზო და ხის პატარა ვერანდა ჩანს, რომელიც წვიმის გამო გამუქებულა. მის შემხედვარეს მანუჩარი მახსენდება. ხუთი თუ ექვსი წლის წინ ამ ვერანდისთვის ერთად შევკარით მაგიდა და სკამები. მის ერთ-ერთ ბოძზე ვაზის ერთი ტოტია შემოხვეული. ჩვენი უკანასკნელი მინი რთველი თვალწინ მიდგება და კისერი მეჭიმება. ახლო მომავალში ხელის მოწერას ვაპირებთო, მაშინ მითხრა, ბოლოს რომ ვნახე. ვითომ უკვე ჩაიარა იმ ყველაფერმა? იმედია ჩაიარა და მე არ შემეხება. თუმცა, მანუჩარისგან ასეთი სიჩუმე ცოტა არ იყოს მიკვირს.
- ლიზა.
- ჰო. - ღიმილით მიყურებს ჩემნაირი შავი თვალებით. მეც მეღიმება.
- ის წითელი ღვინო კიდევ გვაქვს?
- მე იმისი დამლევი არ ვარ და სად წავიდოდა. - მხრებს იჩეჩავს გულგრილად. ალბათ იმიტომ, რომ მამაჩემის დატოვებულია.
- სტუმარზე რას იტყოდი? - თვალებს ვუწვრილებ.
- ღმერთო, როგორც იქნა! - ხელებს მაღლა სწევს ლიზა და შემდეგ ისევ ნეკა თითის გაქლიბვას აგრძელებს. - ოღონდ გამოვიცვლი, შორტებით ხო არ დავხვდები?
- ლიზა, გეხვეწები რაა! - თვალებს ვატრიალებ და მობილურს ვიღებ.
„ - წითელი ღვინო ხუთი წლის დაძველებით და შეპირებული დედაჩემის გაცნობა. რას იტყვი? “- ვწერ თათას.
„ - პირველი პუნქტის გაუქმება ძვირი დამიჯდება?“ - მპასუხობს.
„ - შანსი არ გაქვს. თანაც ამ ამინდში სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ.“
„ - კარგი, მაწყობს. ათ წუთში გარეთ დამხვდი.“
„ - ათ წუთში გარეთ ვარ ქოლგით და სახეზე მაცდური გიტარისტის ღიმილით.“
თათა საუბარს უკმაყოფილო ღიმილით ასრულებს.
ათ წუთში სახლის წინ ვდგავარ ქოლგით ხელში და სასტუმროდან მის გამოსვლას ველოდები. დამსვენებლებისთვის საშინელი ამინდია. ჩემთვის კი უბრალო ზაფხულის წვიმიანი დღე. არც ქარია, ასე რომ, მშვენიერი ამინდია პაემნისთვის, თუ რომანტიკული თვალით შევხედავთ.
თათა სასტუმროს ნაცვლად გზის მეორე მხრიდან, მაღაზიიდან გამოდის და ჩემკენ მორბის. ქოლგის ქვეშ ისვეტება და უხერხულად მიღიმის.
- სალამი. - ქვემოდან მიყურებს.
- სალამი. - ისე ახლოსაა, მისი სუნთქვა ნიკაპზე მეცემა და ყველანაირად ვცდილობ, არ შევიმჩნიო. უხერხული სიჩუმე რამდენიმე წამს გრძელდება.
- ამაზე უკეთესი ვერაფერი ვნახე. - ცხვირწინ ნაყინის მოზრდილ კოლოფს ატრიალებს. - შოკოლადისაა, ხომ გიყვარს?
- ხო, მიყვარს. ლიზასაც უყვარს. - მეცინება. - მაგრამ არ იყო საჭირო.
- კარგი რაა.
- შევიდეთ? - სანამ პასუხს გამცემს, გვერდით მანქანა მიდის და გუბეს აშხეფებს. თათას წელზე ვხვევ ხელებს და სახლისკენ ვატრიალებ. ქოლგა მივარდება და გუბის წყლით ვიწუწები.
- ვაიმეე! - ხელს პირზე იფარებს თათა და სიცილს ვერ იკავებს. ხელებგაშლილი ვდგავარ. როგორია ერთიანად გალუმპული იმ წამსვე მოხვიდე გონს?
- რა გაცინებს? - ვუბღვერ. ის უარესად კისკისებს. ქოლგას იღებს და ეფარება.
- მოდი, მოდი. - მიწვდენს ქოლგას მოწყალებით.
- არ მჭირდება. - გვერდს ვუქცევ და ჭიშკარს ვაღებ. თათა სერიოზულ-დამცინავი გამომეტყველებით თვალს მაყოლებს და ეზოში შედის. ლიზა ფანჯრიდან მხედავს, გოგოს მისალმების ნიშნად ხელს უქნევს და ისიც ჩემზე იცინის. თათას მას ვუტოვებ და გასაშრობად ჩემს ოთახში ავდივარ. შეუძლებელია დედაჩემთან ვინმემ უხერხულად იგრძნოს თავი, ამიტომ იმედია არც თათას გაუჭირდება მასთან საერთო ენის გამონახვა.
ჩამოსულს ორივე მაგიდასთან მხვდება, კექსს და ნაყინს მიირთმევენ. თათას ყავა არ უყვარს, ამიტომ წინ ანანასის წვენი უდგას. ადგილი შეინახეთქო ვაფრთხილებ და მუცელზე ხელს ვისვამ. გოგო ლიზასგან მალულად ენას მიყოფს. დედა აღშფოთებულია ჩემი არაჯენტლმენობით, როცა იგებს, რად მინდოდა წითელი ღვინო. თათას ლიქიორს სთავაზობს, მაგრამ გოგო უარზეა. ამბობს, ორივე გამომიცდია და ღვინო მირჩევნიაო. ამას მოსდევს ის, რისიც მეშინოდა: ლიზა იმ ამბავს ჰყვება, მე რომ პირველად დავთვერი. და უარესი. ახსენდება, რომ ეს საამაყო ამბავი დისკზე აქვს ჩაწერილი. რამდენიმე წუთში დედა და თათა ტელევიზორთან სხედან და დამცინიან.
მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი. ზაზას დაბადების დღე აღვნიშნეთ. ყველაზე მეტად მე არ დამინდო სასმელმა. ბიჭებმა სახლამდე მომიტანეს. სანამ მანუჩარი საყვედურებით ჩემს ჭიშკრიდან სახლამდე შემოყვანას ცდილობდა, ლიზა დროს არ კარგავდა და ამ ყველაფერს კისკისით აღბეჭდავდა ვიდეოკამერაზე. ოთახამდე ვერაფრით ამიყვანეს, რადგან უკანა ეზოში ღია ცის ქვეშ მოვინდომე დაძინება, იქ, სადაც ახლა ვერანდაა. გაზონზე გავწექი და იავნანას ვმღეროდი. კიდევ კარგი მაშინ ზაფხული იყო. ბოლოს მატრასი დამიგდეს და მეც მკვდარივით მეძინა. დილით ლიზამ ცხვირში ბუმბულის ლაქუცით გამაღვიძა. რა თქმა უნდა, ისევ ვიდეოკამერით ხელში. მე სახეზე ხელებს ვიფარებდი და გონზე ვერ მოვდიოდი, გარეთ რატომ მეძინა.
ვუყურებ ამ ორ მოკისკისეს და უჩვეულო სიმსუბუქეს ვგრძნობ. ლიზა უკვე ოცდასამი წელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის ტიტულს ატარებს. ის რომ არა, მე ასეთი არ ვიქნებოდი. მე კი ნორმალურად მომწონს ჩემი თავი იმით, რასაც წარმოვადგენ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების გამო ხანდახან ვწუწუნებ. მაგრამ ცოცხალი ადამიანისთვის ეს ხომ ნორმალურია.
და თათა? გოგო, რომელიც ამ ძვირფასი ადამიანის გვერდით ზის? როგორ შეიძლება ისევე უკითხავად მივისაკუთრო მისი არსებობა, როგორც დედაჩემის? წელიწადი და რამდენიმე თვე ცოტა არაა ურთიერთობისთვის, მაგრამ სამი დღე ცოტაა. ვფიქრობ და ვგრძნობ ჩემი ქვეცნობიერის მწველ უკმაყოფილო, ცინიკურ მზერას. სამი საათი, სამი დღე, სამი თვე... კარგი რაა! საერთოდ დრო რამეს ნიშნავს, როცა სურვილი წითელს გინთებს? მიდი და იმოქმედე, რას დაყუდებულხარ?!
- გეყოფათ! - ვდგები და მათკენ მივდივარ.
- არასოდეს გვეყოფა. - დამცინის ლიზა.
- ხოდა ამიტომაც გაწყვეტინებთ მე. - თათას ხელს ვკიდებ და უკანა ეზოში გამყავს. ვერანდას სწრაფად ვაფარებთ თავს.
გარეთ ისევ საშინლად წვიმს. ვათვალიერებ. უკვე საღამოს ცხრის ნახევარია და წვიმის გამო ოდნავ გრილა. ჯინსის შარვალი, კედები და ლურჯი თხელი გრძელმკლავიანი მაისური აცვია.
- ხომ არ გცივა? - ვეკითხები. თათა უარის ნიშნად თავს აქნევს და ეზოს ათვალიერებს. მე სახლში შევდივარ და უკან მალე ვბრუნდები.
- ორი ჭიქა? - გაკვირვებული მიყურებს ის და მგიდასთან ჯდება.
- დარწმუნებული არ ვარ, რომ ფხიზელი თვალით შევძლებ შენს მთვრალ მდგომარეობაში ცქერას. - მეც ვჯდები. ჭიქებს და ღვინის ორ ბოთლს მაგიდაზე ვაწყობ. იღლიაში ამოჩრილ პლედს გვერდით ვდებ. თათას ეღიმება. მხრებს ვიჩეჩავ. - მაინც, ყოველი შემთხვევისთვის.
ლიზას მარწყვი და ჟოლო მოაქვს ღვინოზე დასაყოლებლად და ჩემს ჯენტლმენობას კიდევ ერთხელ აკნინებს. შემდეგ თათას თანაგრძნობით უსვამს მხარზე ხელს და გვემშვიდობება. ფეხიან ჭიქაში ღვინოს ვასხამ და თათას ვუწვდი.
- შენ?
- მდგომარეობას შევხედავ.
- საზიზღარი ხარ. - ჭიქას იღებს და ღვინოს ყნოსავს.
- რა ვქნა, თამაში შენ წააგე.
- მე სურვილი წავაგე და არა დათრობა. - აღნიშნავს წარბებაწეული.
- ხო, მანდ უკვე მე ვარ. - მეცინება.
- თანაც, თუ დავფიქრდებით, მოგების შანსები მქონდა. რას იტყვი? - თვალებს ჭუტავს. ხო, აი ის თემაა, რომლის განხილვასაც ველოდი.
- ვიტყვი, რომ ხანდახან უნდა ითაღლითო და წესებიც დაარღვიო თუ სასურველის მიღება გინდა.
- ააჰა! - ოდნავ იღიმება. - ჩემი დათრობა რაში გჭირდება?
- მმ... ამბობენ ადამიანები სიმთვრალეში იმას ამბობენ და აკეთებე, რასაც სიფხიზლეში ვერ ბედავენო. - ქვემოდან ვუყურებ.
- შენ რაა, ჩემთვის კომპლექსების მოხსნა გინდა? - იცინის. - იმედები უნდა გაგიცრუო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ფხიზელი უფრო გულახდილი და გაბედული ვარ, ვიდრე მთვრალი.
- მით უკეთესი! - თათას სახეზე დიდი კითხვის ნიშანი ეხატება. - საინტერესოა მორცხვი თათას ნახვა, თან მთვრალ მდგომარეობაში.
- ღმერთო! - თავს აქნევს და თან ჭიქას სწევს. - პირველი ჭიქა წაგებისა იყოს. - ამბობს და ღვინოს ბოლომდე სვამს. შუბლშეკრული ჟოლოს ავლებს ხელს და პირში იყრის. კიდევ ერთხელ ემადლიერება დედაჩემს ხილის მოტანისთვის და ცოტა ხნით მასზე ვსაუბრობთ. მოეწონა. მეუბნება, ძალიან მაგარი დედა გყავს. მოსვლამდე ცოტა მერიდებოდა, მან კი ყველაფერი მსგავსი ორ წამში გამიქროვო. ამასობაში კიდევ ერთი ჭიქის დალევას ასწრებს და ამჯერად მარწყვს აყოლებს. სასაუბრო თემა მალ-მალე იცვლება. როგორც ჩანს, თათაზე ღვინო უკვე მოქმედებს. ვხედავ, როგორ დუნდება, მოძრაობები უმსუბუქდება და უკვე ცდილობს ჩემ გეგმას თავი აარიდოს. ყველაფერზე ლაპარაკობს, რასაც სიტყვა მოიტანს. ჩემი შეხსენება არ სჭირდება. მესამე ჭიქას უკვე ნელ-ნელა სვამს. მისი შემხედვარე ღიმილს ვერ ვიკავებ. ნათურის შუქზე მკრთალად, მაგრამ მაინც ჩანს მისი შეფაკლული ლოყები, რომლებზეც ხშირ-ხშირად იკრობს ცივ თითებს. ალბათ ჰგონია, რომ ვერ ვამჩნევ. სინამდვილეში კი ყველაფერს მშვენივრად ვხედავ. იმასაც, როგორ მარიდებს თვალებს. ალბათ ჩემი დაჟინებული მზერა აბნევს, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. როგორ ილოკავს ტუჩებს ღვინის დალევის შემდეგ. იმასაც, რომ თანდათან უფრო გემრიელი ხდება მისთვის მარწყვი. იმასაც თუ როგორ იცურებს წინ ჩამოყრილ კულულა თმაში თითებს და უკან იყრის. თან წუწუნებს, ნეტავ თმის სამაგრი წამომეღოვო. მე კი მიხარია, რომ არ წამოუღია.
პირველი შვიდასორმოცდაათგრამიანი ბოთლიდან უკანასკნელად ვასხამ ღვინოს თათას ჭიქაში. გოგო ფუჟერს თავისკენ აცურებს და მის ძირზე თითებს ასრიალებს. თავადაც სასმელს დაჰყურებს და უკვე ჩუმადაა. ხმას არ იღებს. ცოტა ხნით მეც არაფერს ვამბობ. შემდეგ ვეკითხები:
- თათა, კარგად ხარ?
ის თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.
- შემომხედე. - ხელებს მაგიდაზე ვაწყობ და მისკენ ვიწევი. თათა მიყურებს და მიღიმის. მისი წამწამების დახამხამება, მისი ღიმილი და სუნთქვაც კი შენელებულ კადრს ჰგავს. საკმაოდ ნასვამია, მაგრამ კარგად ცდილობს თავის ფხიზლად მოჩვენებას. თვალებს მალევე ხრის და თითებს მხრებზე ისვამს. ქვედა ტუჩს უხერხულად იკვნეტს და წამდაუწუმ აპარებს თვალებს ჩემკენ. ბოლოს ოხრავს.
- ასე ნუ მიყურებ. - მეუბნება და ჭიქას იღებს.
- ნუღარ დავლევ. - ლათინური „ო“-ს ფორმის სკამზე თათასკენ ვჩოჩდები და ჭიქას მაგიდაზე ვაბრუნებინებ.
- ჯერ არ ვარ მთვრალი. - თითს უარყოფის ნიშნად იქნევს.
- მთვრალი ხარ. თან გცივა. - პლედს ვშლი და ვახვევ. თათა ნაჭრის კიდეებს იჭერს და მასში ეხვევა. ცოტა ხნით აღელვებული თვალებით მიყურებს, რომლებიც ღვინისგან დაბინდული და მიბნედილი აქვს, შემდეგ ისევ ჭიქას იღებს.
- კარგი, მცივა, მაგრამ ჯერ არ დავმთვრალვარ.
- არ მინდა, რომ ცუდად გახდე.
- გეშინია შენს ფეხებზე არ ამერიოს გული? - იცინის.
- მეშინია, საქმე იქამდე არ მივიდეს, რომ მეც დავლიო.
- ნოე... - ოხრავს. - რა გინდა?
- მინდა, რამე ისეთი გააკეთო, რასაც ნასვამი ვერ გააკეთებდი.
გოგო მიყურებს. ხელში ნახევრად სავსე ღვინის ჭიქა უკავია და ოდნავ ირხევა. პირით სუნთქავს და ტუჩებს ხშირად ილოკავს. შემდეგ ღვინოს ერთი მოსმით სვამს და ხელის ზურგს პირზე იკრობს. აწყ,ლიანებული თვალებით მიყურებს და მიღიმის:
- შენი ნახვა ძალიან მინდოდა. მე... იმაზე ადრე გამიჩნდა ამის სურვილი... ღმერთო, - ბუტბუტებს. - იმაზე ადრე, ვიდრე შენ.
გაოცებული ვუყურებ. სიამოვნება მხრებზე მადნება, კანი იწოვს და სხეულში იშლება. ალბათ ჩემი გამომეტყველების გამო ღიმილი უფართოვდება და ლოყაზე ნაჩვრეტი ჩნდება. მის სახეს ხელებში ვიქცევ და ცერა თითებით ვეფერები. ლოყები სიმხურვალისგან ეწვის. ვგრძნობ, როგორ მძფრად აღიქვამს ჩემი სურვილების მაკონტროლებელი ამ ტემპერატურას. კანი მეხორკლება და ხელებს მაშინვე ვუშვებ. მეორე ბოთლიდან ჭიქაში ღვინოს ვასხამ. თათა დაბნეული მადევნებს თვალს.
- აკი აღარ დალიოვო? - მეკითხება.
ჭიქას ვიღებ და სწრაფად ვცლი. გოგო ჯერ კოპებს ჰკრავს, შემდეგ ხითხითებს. ღვინო ნელა მიიკვლევს გზას ჩემში.
- კიდევ მითხარი რამე. - ვეუბნები და მისკენ ვიხრები.
- არა. - თავს აქნევს.
- თათა...
- შენი გეგმა ჩემი დათრობა იყო.
- მაგრამ, ხომ თქვი, რომ ჯერ არ დამთვრალხარ?
დამარცხებულად თვალებს ატრიალებს. მომლოდინედ შევცქერი. ის კი ჭიქას ღვინით ივსებს და ერთ ყლუპს სვამს. ცოტა ხანში ბოლომდე ცლის.
- მაცდურო გიტარისტო... - ბუტბუტებს ისე, რომ არ მიყურებს. ცარიელი ჭიქა უკავია და თითებს ისე ჰხვევს, თითქოს ეს იყოს მისი მოვალეობა. შიგნით იყურება. - მომწონხარ.
სახეზე ღიმილი მეფინება. ალბათ გაბადრულობის პიკს მივაღწიე. მისგან ამის მოსმენა არაადამიანურად სასიამოვნოა. განა ვერ ვხვდებოდი, მაგრამ... სწორედ ამიტომ მინდოდა თამაშის მოგება. გულის სიღრმეში იმედს ვიტოვებდი, რომ საქმე აქამდე მივიდოდა და თათა ამას აღიარებდა. გამოდის, ტყუილად არ მითაღლითია.
- ოღონდ ამას ფხიზელიც ვერ გეტყოდი. პირველი, რა თქმა უნდა. - თავს აქეთ-იქით აქნევს.
- თათა. - ნიკაპზე ფრთხილად ვეხები და თავს ვაწევინებ. ქვემოდან ისე მიყურებს, თითქოს მის დასჯას ვაპირებდე. - მიხვდი ახლა, რატომ მჭირდებოდა შენი დათრობა?
წარბებს ზემოთ სწევს და გახსნილი ბაგეებით ხარბად ისრუტავს ჰაერს. შემდეგ ეღიმება და თვალებს ისევ ქვემოთ ხრის.
- მორცხვი თათა.
- თაღლითი ნოე. - ბუტბუტებს და ღვინის ბოთლს უყურებს.
- უკვე მთვრალი ხარ. - მისკენ კიდევ უფრო ვიწევი და თმაზე ვეფერები.
- ვარ. - თავის ქნევით მეთანხმება.
- ცუდად ხომ არ ხარ?
- უკვე მეორედ მეუბნები ამას. გინდა, რომ წავიდე? - ცერა თითით ზურგს უკან სასტუმროზე მანიშნებს.
- ჩემი ნება რომ იყოს, არ გაგიშვებდი.
- არა, მთვრალს ვერ ამიტან. - ხითხითებს და მიყურებს. ალბათ ფიქრობს, დღევანდელ დღეს ვგულისხმობ, თუ იმ დღეებს, რომლებსაც მის გარეშე გავატარებ მომავალში.
- შენი წასვლის დროა. - ხელს ლოყაზე ვაკრობ და მისი კანის სიმხურვალეს მთელი არსებით შევიგრძნობ. თვალები ეხუჭება, მაგრამ სიფხიზლეს ცდილობს.
- ალბათ. - ჩურჩულებს ის და წვიმის ხმაურში ძლივს ვარჩევ. ცერა თითით ტუჩებზე ვეხები, რბილ, მთვრალ ბაგეებზე და მათი სიგლუვე გონებას მიბინდავს. ამონასუნთქი ცხელი ჰაერი კანზე მხვდება და თითებს მიბუჟებს. კოცნის სურვილი ყელში მაწვება. მისკენ ვიხრები და შუბლზე ვკოცნი., შემდეგ თვალზე, შემდეგ ცხვირის წვერზე, ღაწვზე, ტუჩის კუთხესთან და ვჩერდები. თითები მის ყელზე მაქვს მოხვეული და კანზე არტერიის პულსაციას ვგრძნობ. სურვილისგან ცოტაც და ფილტვები ამტკივდება, მაგრამ ის...
- რას ელოდები? - ისევ ჩურჩულებს.
- შენ მთვრალი ხარ. - მის ლოყას ცხვირით ვეკრობი და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. წვიმის და თათას სურნელი დაუჯერებელი რამაა.
- გავიგე. - უკმაყოფილოდ ეღიმება.
- მინდა, რომ ფხიზელი იყო.
- აბა რას მათრობდი... - ბუზღუნებს. თავი უცურდება და ჩემს მხარზე უვარდება. ხელებს ვხვევ და მკერდზე ვიკრობ. ცხვირს მის თმაში ვრავ და ვნებივრობ.
- ასე იყო საჭირო. - მეცინება და თმაზე ვეფერები. პლედი ნელ-ნელა ზურგზე უცურდება. - თათა. - ხმას არ მცემს. - თათაა... - მხარზე ვუსვამ ხელს.
- მმ...
- სახლში წავიდეთ.
- მ-მ?
- სასტუმრომდე უნდა გამოფხიზლდე კარგი?
- მ-მმ... - თავს აქნევს.
ვდგები, წელზე ხელებს ვხვევ და მასაც ვაყენებ.
- იცოდე, ახლა წვიმაში გავალთ.
- წვიმაში! მაგარია! წვიიმს და მესმის შენი ხმააა... მე მინდა შეენთაან... - მღერის, ყოველ შემთხვევაში ცდილობს.
- თათა, ღმერთო გაჩუმდი, თორემ აუტანელია შენი ყურება. - მეცინება და მაგიდიდან მის მობილურს ვიღებ.
- აგერ ღვინო და დალიე! - თითს იშვერს ბოთლისკენ.
- აღარავითარი ღვინო. წავედით. - ხელში ვიყვან და შეძლებისდაგვარად სწრაფად გავდივარ ეზოს სახლისკენ. ლიზას ეცინება, თან მსაყვედურობს და სასტუმრომე ქოლგით მომყვება. მეოთხე სართულზე ავდივარ და მესამე ოთახის კართან თათას ვაფხიზლებ. - თათა, მოვედით.
- მმმ... - ფეხზე დგება, პლედს იხსნის და მიწვდის. მოჭუტული თვალებით მიყურებს და კარს ზურგით ეყრდნობა. ხელს არ ვუშვებ. მეშინია, არ წაიქცეს. - ყველაზე მმმ... ყველაზე გადამგდები გიტარისტი ხარ. - თითს იქნევს და შუბლზე იკრავს ხელს.
- რატომ? - მეცინება.
- ავტოგრაფი ისევ დაგავიწყდა.
- ღმერთო! - სახეზე ხელს ვისვამ. - ისეთ დროს გამახენე, როცა კალამი და ფურცელი მექნება. კარგი?
- კარგი.
კარზე ვაკაკუნებ, მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი. ტუჩები თითქოს მის კანზე მეწებება. როგორ არ მინდა, რომ მოვშორდე. მკერდზე მის ხელისგულებს ვგრძნობ. თათა ჩემკენ ცურდება და მხურვალე ბაგეებით ყელზე მეკრობა. რაღაც სიგიჟე ხდება ჩემში. ერთიანად მისი სურვილი მიპყრობს. გონზე ამ შეუსაბამო ადგილს და ოთახიდან ნათიას ხმას მოვყავარ.
- ახლავე! - იძახის შიგნიდან და რამდენიმე წამში კარს აღებს. - სერიოზულად? - თვალებს ჭყიტავს მეგობრის დანახვაზე.
- აბსოლუტურად. - ვეთანხმები. ვცდილობ, ჩემში ანთებული სურვილი ჩავკლა..
- კი მითხრა, მთვრალი მოვალო, მაგრამ ასეთს არ ველოდი.
- ნუ გეშინია, კარგადაა.
- ღმერთო, უგონოდაა. - ნათია გაოგნებულია და ალბათ ჩემზეც ბრაზობს.
- გონზე ვარ. - ბუტბუტებს ჩემს მკერდზე მოკრული თათა.
ორივებს გვეცინება. ნათია თათას მხრებში ეჭიდება და მაშორებს. ხელს მხოლოდ იმიტომ ვუშვებ, რომ ვალდებული ვარ.
- კაი, აბა კარგად. - მემშვიდობება ნათია და თათა ოთახში შეჰყავს.
- ძილინებისა თაღლითო! - მეძახის თათა.
- ძილინებისა. - ვპასუხობ.
- ჩუმად, სირცხვილია. - საყვედურობს ნათია და კარს ხურავს.
ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და სახლში იმაზე მთვრალი ვბრუნდები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

***
დილით რვა საათზე მეღვიძება. მზე ისე მაგრად აჭერს, თითქოს გუშინდელი ამინდი მირაჟი იყო. მესენჯერს ვამოწმებ. არაფერია. ზურგზე ვწვები და გუშინდელ ღამეს დეტალურად ვიხსენებ. მთვრალი, მორცხვი და გულახდილი თათა. ნეტავ თუ ემახსოვრება თავისი აღიარებები? მეცინება. რა თქმა უნდა, ემახსოვრება. შეუძლებელია ადამიანს საკუთარ გრძნობებში გამოუტყდე და ეს დაგავიწყდეს, როგორი მთვრალიც არ უნდა იყო. თანაც, დარწმუნებული ვარ, შინაგან სიფხიზლეს მშვენივრად ინარჩუნებდა.
ესე იგი მოვწონვარ. ეს კიდევ უფრო მიმყარებს ჩემს სურვილებს. რა თქმა უნდა, უნდა ვცადო. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ თათას გარეშე აქ დიდხანს ვერ გავძლებ. უბრალოდ როგორ? სულ რამდენიმე წუთია, რაც გავიღვიძე და უკვე თითის წვერები მეწვის, ისე მინდა მის ნაჩვრეტს შევეხო ლოყაზე, რბილ ბაგეებს მოვეფერო და კიდევ ერთხელ ამოვიკითხო მის თვალებში, რომ მოვწონვარ.
უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, მაგრამ ჯერ ვერა. ყოველ შემთხვევაში მანამდე ვერა, სანამ ლევანი და ზაზა საქართველოში არიან და მანამ, სანამ ბათუმში არ დავბრუნდები. უნდა ვცადო. მანძილის გამო თათას დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებ.
ვდგები, წყალს ვივლებ და სამზარეულოში ჩავდივარ.
- თათა როგორ არის? - მეკითხება ლიზა დამრგვალებული თვალებით. გაზმორვის პროცესში მყოფი ადგილზე ვშეშდები. ლიზას სატრიალებელი უკავია. მეორე ხელში გაზქურაზე მდგარი ტაფის სახელური უჭირავს და მომლოდინედ მიყურებს.
- რა იყო ქალო? - ბოლო სიტყვას სპეციალურად მის გასაბრაზებლად გამოკვეთილად ვამბობ. რეაქცია სახეზე ეტყობა. - ასე მოგეწონა თათა? - მაგიდასთან ვჯდები და წყალს ვისხამ.
- ქალოს ნუ მეძახი!.. ნოე, რა დღეში ჩააგდე წუხელ ის გოგო... არ მოიკითხე?
- ნუ გეშინია ლიზიკო, კარგად იქნება. - ვხითხითებ.
- ლიზიკოსაც ნუ მეძახი. - სატრიალებელს მიქნევს. - ხომ იცი, რომ სასმელთან ხუმრობა არ შეიძლება. ნოე, მეგონა ჭკუა გიჭრიდა. პაემანი და ასეთი? - თავს აქნევს და ტაფას უბრუნდება.
- ჭკუა რომ მიჭრის, იმიტომაც დავათვრე ის პატარა ლედი, ჩემო დიდო ლედი. - ზურგიდან ვხვევ ლიზას ხელებს და ლოყაზე ვკოცნი.- ხომ იცი, რომ ეს დათრობა მხოლოდ დათრობა არ იყო?
- ღირდა მაინც? - ლიზა ეჭვით მიყურებს მხარს ქვემოდან.
- ღირდა, თან როგორ. - კმაყოფილი ვოხრავ. - ნეტა იცოდე, რა მაგრად გავები.
- ნოე! გიყვარს? - ლიზა აღელვებული და გაოგნებულია. თვალები უბრწყინავს.
- შეიძლება. - მხრებს ვიჩეჩავ.
- ააა, ნოე! ვაიმე, რა მაგარია! - პირზე იფარებს ხელს და ადგილზე ცქმუტავს. ღმერთო, მადლობა ლიზა რომ მყავს. ასეთი დედა რომ მყავს.
- ჯერ-ჯერობით დაივიწყე და მიმიკებში არ გაგეპაროს არაფერი მისი დანახვისას. შევთანხმდით?
- მენდე. - გულზე იდებს ხელს.
ორივეს გვეცინება.
ჯანდაბა! გული მიჩქარდება. ჩემი ბედნიერების ჰორმონები სიმსუბუქეს მანიჭებენ. თითქოს ჰაერის უკმარისობაც იგრძნობა, ზუსტად ვერ ვხვდები. სამაგიეროდ იმას კარგად ვხვდები, რომ რაც მჭირს, ყველაფერი თათას ბრალია. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. არაა, ჰაერი მართლაც არაა. ცხელა. მაისურს ვიძრობ და სკამზე ვკიდებ.
- რას მიმზადებ? - ვუყურებ ტაფას.
- კრეპებს. - იცინის ლიზა.
- შიგთავსი?
- რა გავუკეთო?
- მმმ... პიტნიანი ხაჭო და მდნარი ყველი.
- კარგი. ოღონდ, ეზოში გადი, მგონი ქოთანში ცოტა პიტნა კიდევ უნდა იყოს.
ეზოში გავდივარ. ფანტანიდან წყალს მუჭში ვიგუბებ და თავზე ვისხავ. ჯერ ათი საათი ხდება და უკვე ყველაფერი იწვის. ქოთანს ვამოწმებ და სამ ღერ პიტნას ვწყვეტ. მობრუნებული სასტუმროს ვხედავ და თათას სართულს ვათვალიერებ. არავინაა. ის-ისაა წასვლას ვაპირებ, რომ აივანზე თათა გამოდის და პირსახოცს ჰფენს.
- თათა! - ვეძახი. ის მხედავს და იცინის.
- ეი, დილა მშვიდობისა! - ხელს მიქნევს.
- როგორ ხარ? - მთვრალი მახსენდება და მეცინება.
- რავი, კარგად. - შუბლზე ისვამს ხელს.
- რას აკეთებ?
- არაფერს. გოგოები სანაპიროზე წასულან. არ გამაღვიძეს. დამინდეს. - იცინის.
- ჩამოდი, ჩაიზე დაგვეწვიე. ლიზას პიტნიან ხაჭოს კრეპებს გაგასინჯებ. - თვალს ვუკრავ.
რამდენიმე წამით დაბნეული ღიმილით მიყურებს. ყოყმანობს? არაუშავს. ეს ალბათ წუხანდელის კვალია.
- კარგი, ცოტა ხანში ჩამოვალ.
- მიდი, გელოდები. - ხელს ვუქნევ და ლიზასთან შევდივარ. ის-ისაა მისთვის თქმას ვაპირებ, რომ მასწრებს:
- გეფიცები, მიმიკებს გავაკონტროლებ.
სიცილი მიტყდება და მაცივრიდან მდნარ ყველს ვიღებ კრეპებზე წასასმელად.


***
სანამ სტუმარი გვეწვევა ლევანი მირეკავს. ის და ზაზა სოფელში მიდიან. მეუბნება სამწვადეს და ლუდს გამოვიყოლებთ და საღამოს მაყალი გავამზადოთო. უპრობლემოდ ვთანხმდები. ერთია: „სანსეტში“ ჩემი გუშინდელი გამოსვლა ამინდის გამო დღეისთვის გადაიდო და ათ საათზე იქ უნდა ვიყო. სამი სიმღერის შემდეგ კი თავისუფალი ვარ.
თათა კარიდან ღიმილით გვესალმება. ლოყაზე ვკოცნი და ნაჩვრეტს ვეფერები. ორი წამით მის ნასიამოვნებ მზერას ვიჭერ და მიხარია, რომ ეს ასეა. სამზარეულოში შესული ლიზას გუშინდელისთვის ბოდიშს უხდის. დედაჩემი კი ჩემზე იყრის ჯავრს.
ჩაის ჩემით ვამზადებ და ვსაუზმობთ. თათა ცდილობს, ლიზას მხიარულ განწყობას აჰყვეს, მაგრამ მაინც ვამჩნევ უხერხულობას. ჯერ მგონია, რომ ეს ისევ გუშინდელის გამოა, შემდეგ ვხვდები, რომ ამას ჩემი მის წინ უმაისუროდ ჯდომა ემატება. თათაც ხვდება, რომ მე ვხვდები და ცდილობს რაც შეიძლება იშვიათად შემომხედოს, როცა არ ველაპარაკები, მაგრამ გამოსავალს არ ვუტოვებ. წამდაუწუმ რაღაცას ვეკითხები. მოუსვენრობა თანდათან ემატება. დარწმუნებული ვარ ეკლებზე ზის და ეს ფაქტი ეგოისტურ კმაყოფილებას მგვრის. ბოლოს მოწყალებას ვიღებ, მაისურს ვიცვამ და სკამზე დაბრუნებული თვალს ვუკრავ. თათა აშკარად ეშვება და არც გაყიდულის ამპლუაში გრძნობს თავს მაინცდამაინც ცუდად.
ცოტა ხანში ნათია ურეკავს და როგორც ვიგებ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აპირებენ წასვლას. თათა ამბობს, მომდევნო დღეებში წვიმებს ელიან და სანამ კარგი ამინდია, გვინდა, რომ ბაღის დათვალიერება მოვასწროთო.
გუშინ ლევანის და ზაზას მანქანით ვაპირებდით ბათუმში წასვლას. ახლა კი ისინი სოფეში არიან. ლევანის ვურეკავ და მანქანას ვთხოულობ. თათა უარზეა. არ უნდა, რომ მომაცდინოს. მე კიდევ არ მინდა, პირობა გავტეხო და გიდობა გადავიფიქრო. სინამდვილეში კი მის გვერდით ყოფნა უფრო მინდა. დიდხანს აღარ ვკამათობთ. ბათუმისკენ თორმეტი საათისთვის მივდივართ.

***
მე და სალომე მესამე სიმღერას, muse-ის unitendid-ს მსმენელის აპლოდისმენტების ფონზე ვასრულებთ. ამ გოგოს სასიმღერო ნიჭით ყოველ ჯერზე ვიხიბლები. თბილისელია და აქ საბამ ჩამოიყვანა. ისიც ჩემსავით შემთხვევით მოსმენილით გამომჟღავნდა. მითხრა, მგონი რაღაც შანსები გამომიჩნდა. თბილისში რომ დავბრუნდები, შეიძლება ბარში მომღერლად დავიწყო მუშაობაო. თვალები უბრწყინავდა. ეს ხომ მაგარია, ძალიან მაგარი. მივულოცე და წარმატებები ვუსურვე. მითხრა, ვნახოთ, როგორ აეწყობა საქმე და თუ რამეა რეკომენდაციას გაგიწევ, თუ ამის გამო თბილისში მოისურვებ ჩამოსვლასო. ცუდ გასამრჯელოს არ იძლევიანო. მადლობა გადავუხადე. უარს ნამდვილად არ ვიტყოდი, მაგრამ, დიდად არც იმედი მქონდა.
ჩემი პირადი მსმენელები ბარში მელოდნენ. გამისტუმრა თუ არა საბამ, პირდაპირ ჩემთან წავედით. მაყალი გავამზადეთ და ჩაციებული ლუდიც გამოვიტანეთ.
ჩემი „სიმი“ ამჯერადაც, როგორც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ასევე ლუდიც, რადგან ყველას გვეხება მისი სპირტიანობა. მაგიდასთან მსხდომთ ჰამაკიდან ვადევნებ თვალს. ლევანი უკრავს და ლიზასთან და სხვებთან ერთად „მხიარული რომანიდან“ სიმღერებს მღერის. თათა ჩემს მხარზე აცურებს თავს და ხელს მუცელზე მადებს. თმაზე ვეფერები და მისი სიახლოვით ვტკბები. დიდი ხანია ასე ვართ. არავინ გვაწუხებს. არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ყველა ყველაფერს ხვდება. ძალიანაც კარგი.
- გუშინ ხომ არ გაგიჭედე? - მეკითხება თათა. მხარზე მის ღიმილს ვგრძნობ.
- ხოო, გამიჭედე. - ვეუბნები. დაეჭვებული თავს მაღლა სწევს.
- მმ... როდის?
- ანა ჯაკის სიმღერა რომ დაიწყე. - მეცინება.
- მეგონა, მართლა რამე ვიკადრე. - ხითხითებს და თავს ისევ ჩემს მხარზე აბრუნებს.
ცოტა ხნით ისევ სიჩუმეა, თუ არ ჩავთვლით მაგიდაასთან მსხდომთ. ცალი ფეხით ჰამაკს მსუბუქად ვაქანავებ. თათა თავის ლამაზ თითებს ჩემს მაისურზე ათამაშებს.
- ნოე... - ჩურჩულებს.
- ჰოო...
- იმ ვირტუალური ურთიერთობის შემდეგ, რას გრძნობ ახლა, როცა აქ ვარ? - თავი ისევ მხარზე უდევს. თითებს აჩერებს. ყელთან მის სუნთქვას ვგრძნობ. აჩქარებულს, აღელვებულს. პასუხი მასაც ისევე აინტერესებს, როგორც მე. რას ვგრძნობ? ძალიან ბევრ რამეს: სიხარულს, კმაყოფილებას, სიმშვიდეს, სიძლიერეს. და ამ ყველაფერს კიდევ ორმაგად გუშინდელი დღის შემდეგ.
- იცი რას ნიშნავს კრეშენდო?
- მმ... მგონი რაღაც მუსიკალური ტერმინია, არა?
- ჰოო, და ხმების თანდათან გაძლიერებას ნიშნავს. აი, ზუსტად. ის, რასაც ახლა ვგრძნობ, ნამდვილი კრეშენდოა. თავიდანვე, იმ ვირტუალურ სამყაროშივე მომწონდი, თათა. მამხიარულებდი, მამხნევებდი და ჩემში ბევრ სასიამოვნო გრძნობას იწვევდი. მერე ჩამოხვედი და ეს ყველაფერი გაძლიერდა. რაც უფრო ხშირად ხარ ახლოს, მით უფრო იზრდება.
ჰამაკი ისევ ირწევა. თათას სუნთქვა უმშვიდდება. მისი თითები ისევ განაგრძობენ თამაშს ჩემს მაისურზე. მე კი, ჩემი გამოსვლის შემდეგ საბოლოოდ ვაცნობიერებ, რომ ეს გოგო შემიყვარდა.

***
ლევანი „სიმს“ მაჩეჩებს და მეუბნება პასადობლე დაუკარიო. არა, ეს აშკარად ლუდის სურვილი უფროა, ვიდრე მისი. პასადობლე არასოდეს დამიკრავს, გამომდინარე აქედან არც ვიცი. საბოლოოდ ტანგოზე ვთანხმდებით. ლევანი თათას დეიდაშვილ ნინას საცეკვაოდ იწვევს და კი არ აცეკვებს - ტანჯავს. გოგოები სიცილით კვდებიან. საბოლოოდ ნინას ამ სატანჯველიდან დედაჩემი იხსნის. ლიზა სიდი-პლეიერზე no woman no cry-ს რთავს და ჩემს ძმაკაცს ეცეკვება.
თათა ისევ ჰამაკშია და შორიდან ღიმილით გვადევნებს თვალს. „სიმს“ ვდებ და მასთან მივდივარ.
- ცეკვაში ხომ არ გამოგვეცადა ერთმანეთი? - მის წინ ვიმუხლები და თითებს ვუჭერ.
- დაბოყინების ჩემპიონატის და ჩემი დათრობის შემდეგ შენი მხრიდან აშკარა წინსვლაა. - მიყურებს. მის თვალებში ნათურების შუქი ირეკლება და ბრწყინავს.
- ვცდილობ თანამედროვეობას არ ჩამოვრჩე.
- ვაფასებ შენს მონდომებას. - თათა დგება, ხელებს წელზე მხვევს და მეხუტება. ვცეკვავთ, მაგრამ ეს ერთმანეთის შეგრძნება უფროა, ვიდრე ცეკვა. მსუბუქი რხევა სრულიად საკმარისად გვეჩვენება. უფრო მეტი ალბათ დააფრთხობს კიდეც იმ სიმშვიდეს, რომლის გარსშიც ვიმყოფებით. თათა ხან მარცხენა ლოყით მეყრდნობა მხარზე, ხან მარჯვენით. როცა ტუჩები ჩემსკენ აქვს, კისერზე მის სუნთქვას ვგრძნობ. ცხელი ჰაერის ნაკადის თითოეულ შემოფრქვევაზე ჟრუანტელი მივლის და სუნთქვა მეკვრება. ამას ერთვის ისიც, რომ ჩვენი გუშინდელი დამშვიდობება მახსენდება თავის ემოციებიანად და სურვილებიც კვლავ ცოცხლდება. არ მინდა ჩვეს პირველ კოცნას დამსწრეები ჰყავდეს თან და ეს მაბრკოლებს, თორემ უკვე ჭკუას მაკარგვინებს მისი ბაგეები, რომლებიც მოძრაობისას ყელზე მეხებიან.
- თათა... - ის-ისაა მის თავს ვიჭერ და გოგოც ოდნავ მშორდება, რომ მუსიკაც მთავრდება. ვოხრავ. თათა მიყურებს და თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უკრთის. გამომეტყველებაზე ალბათ ტიტრებივით მაწერია, რაც მჭირს. მერე ვხვდები, რომ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა. - ნამდვილი გაიძვერა ხარ! - ის უფრო ფართოდ იღიმება და მის ლოყაზე ნაჩვრეტი კუთვნილ ადგილს იკავებს, ცერა თითით ვეფერები.
- მაისურის ილეთისთვის, მაცდურო გიტარისტო.
- ლოთი შურისმაძიებელი. - მის სახეს ხელებში ვიქცევ და შუბლზე ვკოცნი. - რომ წახვალ...
- ნოე, არ გინდა. - მაწყვეტინებს.
- კარგი. - თავს ვუქნევ და წინ ჩამოყრილ კულულებს ყურს უკან ვუწევ. თათა ჩემს ზურგს უკან იყურება და თავს იქნევს.
- მგონი წასვლის დროა. - ოხრავს და მაჯაზე საათს უყურებს. ის საათი უკეთია, მის გამოგზავნილ სურათში რომ ჩანს. ღამის სამია დაწყებული. - უჰ, გვიანია. დილით ადრე ზღვაზე ვაპირებთ გასვლას.
- თათულიი! - ეძახის ნინა. ეს გაწელილი სახელი ყურში ცუდად მხვდება. აშკარად მისი მოკლე ვერსია ჯობია.
- ახლავე. - პასუხობს.
- გამოგყვები სასტუმრომდე. - დეიდაშვილებისკენ წასულს ისე მივყვები, რომ მის თითებს ხელს არ ვუშვებ. რა ვქნა, არ მინდა, რომ გავუშვა. გოგოები დედაჩემს და ბიჭებს მადლობებით ემშვიდობებიან და სასტუმროში შედიან. თათა ჩემკენ ბრუნდება.
- ხელები სულ ასეთი ცხელი გაქვს თუ ზაფხულის ბრალია? - მეკითხება და ჩემს თითებს დაჰყურებს.
- შენი ბრალია.
ეჭვით მიყურებს, შემდეგ მხრებს იჩეჩავს და ხითხითებს.
- სასიამოვნოა. - ამბობს.
- რა, შენი ბრალი რომაა? - მეცინება.
- არა, როცა სახეზე მეხები. - ჩემს ხელს ლოყაზე იკრობს და მეღიმება. - გამოიცანი, რა დაგავიწყდა.
- ჯანდაბა! ავტოგრაფი. - თავს გვერდით ვხრი და მეორე ხელსაც მის ლოყაზე ვასრიალებ. - ამდენჯერ გადაგაგდე და როგორ დავიჯერო, რომ კიდევ გინდა?
- რა თქმა უნდა მინდა. შენ მე დამპირდი და არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებ. - თითებს მკლავებზე მხვევს.
- ღმერთო, ეს ერთი ფანი მყავს და ესეც ასეთი გადაკიდებული. - მობეზრებით ვატრიალებ თვალებს.
- იდიოტი ხარ! - ხელს მკრავს მხარზე. - ხოდა ახლა თავს აღარ შეგაწყენ და წავალ. - ენას მიყოფს.
- კარგი, წადი. - მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი. იქვე ვჩურჩულებ. - ძილინებისა. სიზმრად მაცდურ გიტარისტს გისურვებ.
- მე კი ვამპირს, სისხლიანი ეშვებით. - ბუტბუტებს.
- თუ ქალი იქნება, როგორმე მოვრიგდებით. - თათა თავს უკან სწევს და გამომცდელად მიყურებს. ხელს მიშვებს და ერთი ნაბიჯით უკან იხევს.
- არა, კაცი იქნება! - მეუბნება თითის ქნევით. - ძილინებისა. - ცხვირს ჭმუხნის და სასტუმროში შედის.


***
საღამოს რვა ხდება. მე და თათა ქვიან სანაპიროზე ვსხედვართ და ზღვას ვუსმენთ. თითქმის ერთი საათია ჩუმად ვართ. ქარი ქრის. შორიდან ღრუბელი მოდის, მაგრამ ჩამავალ ცეცხლისფერ მზეს, რომელსაც ორივე ასე მონუსხულები შევცქერით, ჯერ არაფერი ემუქრება. როგორც ჩანს ამ ღამით იწვიმებს.
თათას კრემისფერი ფარფარა გრძელი სარაფანი აცვია და თავზე ღვიძლისფერი შლაპა ახურავს. მის ქვეშ თაფლისფერი კულულები უფრიალებს და წარმოუდგენლად ლამაზია. როგორც ვხვდები, წასვლაზე საუბარი არ უნდა. არც მე მინდა, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ვალდებულები ვართ. ან იქნებ არც ვართ? მე ხომ დიდხანს არ ვაპირებ მის გარეშე ბათუმში ყოფნას? ღირს კი მისთვის იმის თქმა, რომ თბილისში მინდა გადასვლა? ღირს, მაგრამ ალბათ ახლა არა. ალბათ მაშინ, როცა ყველაფერი მოგვარებული იქნება.
ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც გაუცნობიერებლად და თავისგან დამოუკიდებლად რადიკალური ცვლილებებისკენ მიბიძგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება ხშირად მომბეზრებია, სერიოზულად არასოდეს დავფიქრებულვარ აქაურობის დატოვებაზე. ახლა კი, ისე ვარ დაწმუნებული ამ ნაბიჯის გადადგმის სისწორეში, როგორც არასდროს არაფერში. ნეტავ მას რა რეაქცია ექნება, ისევე მოულოდნელად რომ ვესტუმრები, როგორც თვითონ? თან იმაზე გაცილებით დიდი ხნით, ვიდრე ის?
თათასკენ ვბრუნდები. ლოტოსისი ფორმაში ზის და ხელები სარაფნის კალთაში უდევს. თითებს დაჰყურებს. ჩემი მოძრაობა თითქოს აფხიზლებს. წამიერად თვალს მისწორებს, მიღიმის და შემდეგ ზღვის ზემოთ დარჩენილ ნახევარ მზეს უყურებს. გარუჯული კანი მის ნარინჯისფერ შუქზე ბზინავს. შავი ღრუბლები კიდევ უფრო მოახლოებულან.
- რაზე ფიქრობ? - ვეკითხები.
თათა პირით ისრუტავს ზღვის ჰაერს და მარჯვენა ხელის თითებს შლის.
- ჩემს ტატუზე. - წარბებაწეული უყურებს ცერა თითს. - ისე დავიხატე, მისი მნიშვნელობაც კი არ ვიცოდი.
- საერთოდ არაფერი იცი მასზე?
- მხოლოდ ის, რომ მუსიკასთან ასოცირდება. ასე ზოგადად. - მხრებს იჩეჩავს და უცოდინრობისგან დამორცხვებული შლაპის ქვემოდან მიყურებს. მეცინება.
- ნანობ?
- არა. - თავს აქნევს.
- რატომ გაიკეთე?
- რამე საერთო მინდოდა გვქონოდა.
- გვაქვს კიდეც.
- ტატუს გულისხმობ?
- არა მარტო.
თათა იღიმის, შემდეგ ხელს ჩემსკენ სწევს და სანამ შემეხებოდეს, მეკითხება:
- შეიძლება?
ის დილა მახსენდება ნაჩვრეტზე შეხების ნებართვა რომ ვთხოვე და ღიმილს ვერ ვკავებ. წვრილმანი ფაქტების დამახსოვრების მშვენიერი უნარი აქვს. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. თათა ხელს ლოყაზე მაკრობს და ცერა თითს წარბთან ისე ასრიალებს, რომ ჩემი ტატუ არ დაფაროს.
- გამარჯობა ნოეს ვიოლინოს გასაღებო, მე თათას ვიოლინოს გასაღები ვარ. მართალია არ ვიცი, რას წარმოვადგენთ, მაგრამ მაინც სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ამბობს ის და ტატუდან მზერა ჩემზე გადმოაქვს. ჩამავალი მზის ცეცხლისფერი შუქი უკვე საკმაოდ მუქად ეცემა მის ნახევარ სახეს. ზურგიდან მონაბერი ქარი თმას წინ უყრის და კულულები მხიარულად დახტიან მხრებსა და ტუჩებზე. ისეთი მომნუსხველი და მიმზიდველია, როგორც მუსიკა. ტალღების ხმაური ჩვენს შორის ჩამოვარდნილ სიჩუმეს მელოდიურობას სძენს. - რა ხდება, ნოე? - ჩუმად მეკითხება თათა, თითებს ჩემს ლოყაზე აცურებს და თავის კალთაში აბრუნებს, მაგრამ მზერას არ მაცილებს.
ცალი ხელით ქვებს ვეყრდნობი და მისკენ ვიწევი.
- თანდათან ზემოთ მიიწევ. აი ისე, როგორც ერთ ოქტავაში ხდება, დოდან დომდე: დო, რე, მე, ფა, სოლ, ლა, სი, დო. - საჩვენებელ თითს რვაჯერ ვადებ გულზე, როგორც პიანინოს კლავიშზე. მხრებზე და ხელებზე დაყრილ ბუსუსებს ვამჩნევ და მეღიმება. - მერე კი ვიოლინოს გასარებად იქცევი.
- მრცხვენია ნოე. ქართულად მითხარი. ადამიანურ ენაზე. - მორცხვად ხითხითებს.
- ვიოლინოს გასაღები ყველაზე მაღალ ბგერებს აღნიშნავს ნოტების წერისას.
- გამოდის, რომ მე შენთვის მაღალი ბგერები ვარ?
- არა. ეს რაც გითხარი, ამ სიმბოლოს ერთგვარი განმარტება იყო.
- მაშინ?
- მაშინ... ვიოლინოს გასაღების გარეშე, ნოტები არ იწერება თათა. მის გარეშე მელოდიას ვერ შექმნი. თუ ვიოლინოს გასაღებს არ დახატავ, ნოტების წერას აზრი არ აქვს.
თათა მიყურებს და ჩემი ნათქვამის გააზრებას ცდილობს. მე კი ვგრძნობ, როგორ მემღვრევა სისხლი ძარღვებში. ჰაერიც თითქოს რაღაც ბლანტ მასად იქცა და ძნელად აღწევს ფილტვებში. წარმოდგენა არ მაქვს, რას მომიტანს ჩემი გულახდილობა და არც მინდა ამაზე ფიქრი. მირჩევნია სპონტანურად, მოლოდინების გარეშე ვნახო შედეგი.
- ნოე... გამოდის, რომ გიყვარვარ? - მეკითხევა სუნთქვაშეკრული.
- გამოდის, რომ მიყვარხარ.
თათა რამდენიმე წამით არ იძვრის. შემდეგ იღიმის. მუხლებს კეცავს, ხელებს მასზე იწყობს, ნიკაპით ეყრდნობა და იცინის. ისე იცინის, როგორც უმორცხვესი ადამიანი კომპლიმენტის მიღებისას. შემდეგ რამდენიმე წამით ხელებს სახეში მალავს, მაგრამ მალევე ისევ ჩემკენ აპარებს გაბრწყინებულ მზერას. როგორ შეიძლება ადამიანი ასე ერთდროულად იყოს თამამიც და მორცხვიც? მეც ვუცინი და ფილტვებში დაგროვებულ დაძაბულობას ნელა და შეუმჩნევლად ვუშვებ გარეთ.
ერთმანეთის მოუბეზრებლად ცქერაში სიბნელე ისე გვიახლოვდება, რომ ვერ ვამჩნევთ. უცბად მკლავზე წვეთი მეცემა, შემდეგ შუბლზეც. თათაც სწორდება. როგორც ჩანს, მასაც მიესალმნენ წვიმის წვეთები. მოულოდნელად, შავ ცაზე გადაჭიმული ელვა სანაპიროს ანათებს და ქუხილსაც იწვევს. თათა კრთება, ცას უყურებს და ასადგომად ემზადება.
- წავედით! - ვეუბნები და ის-ისაა ჩემს გაწვდილ ხელს თავისას აგებებს, რომ თავსხმა წვიმა ჩვენს დასველებას იყებს.
გავრბივართ. თათა შლაპას იძრობს და კისკისებს. კიბეებზე ავდივართ და სკვერს სირბილით მივუყვებით. აფორიაქებული ხალხი თავშესაფარს ეძებს. ორ წუთში სასტუმროს წინ ვჩერდებით. გრძელი სარაფანი ტანზე მიკრობია. სირბილისგან მხრები უთრთის და ღრმად სუნთქავს.
- შედი! - ვეუბნები ხმამაღლა რომ წვიმის ხმაური გადავფარო. ის თავს მიქნევს და ადგილზე ირწევა. ისე მიყურებს, თითქოს უკვე დიდი ხანია რაღაცის თქმას ცდილობს. შემდეგ ჩემკენ იხრება და მეხუტება. მის ხელებს ზურგზე ვგრძნობ, თითებს მხრებზე, ტუჩებს ყელთან. მეც ვეხვევი და მის სველ თმაში ვრგავ ცხვირს. თათა ისეთი ძალით მეკრობა, მგონია, რომ ჩემს სხეულზე მისი სხეულის ნაკვალევი დარჩება. თითებს ისე მიჭერს მხრებზე, თითქოს წაქცევის ეშინოდეს. შემდეგ ცერებზე იწევა და ყურში მეუბნება:
- აფორიაქებული ვარ. - ნიკაპს ჩემს მხარზე დებს და ისევ მეხუტება. თან იცინის. მის სიცილს მკერდზე ვგრძნობ და რამდენიმე წამით თვალებს ვხუჭავ, რომ ეს მომენტი ბოლომდე გავითავისო.
- ჩემ გამო? - თავს ვუჭერ და თვალებში ვუყურებ, რომლებიც სასტუმროს განათების შუქზე ჭაობისფრად უბზინავს. წვიმის გამო წამწამებს ხშირ-ხშირად ახამახმებს.
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მის ლოყაზე ნაჩვრეტი ჩნდება. თითები თავისით გარბიან მისკენ.
- მაგრამ სასიამოვნოა. - ხითხითებს და მკლავებზე მეჭიდება. - მადლობა, ნოე.
- შედი კარგი? არ მინდა, რომ გაცივდე.
- კარგი. - ისევ თავს მიქნევს. - რომ იცოდე, ავტოგრაფი ისევ დაგავიწყდა. ხვალმდე! - ლოყაზე მკოცნის და სასტუმროში შერბის.

***
წვიმის ხმა მაღვიძებს. ძილის შებრუნებას ვცდილობ, მაგრამ თვლემას ვერ ვცდები. გუშინდელი საღამო თვალწინ მიტრიალებს და საბოლოოდ ვფხიზლდები. ჯობია იცოდეს, რასაც ვფიქრობ. რომ წავა, ასე უფრო მშვიდად ვიქნები... რომ წავა...
ხვალ... ხვალ დილით ადრე. ოცდაოთხი საათიც კი აღარ მაქვს თათასთან ყოფნისთვის. როგორმე ჩემი მოთმინების უნარი ერთ დიდ სიმტკიცედ უნდა შევკრა. როგორმე რამდენიმე დღე უნდა მოვითმინო. არ ვიცი ამას როგორ შევძლებ, მაგრამ მომიწევს. მთავარია ჩვენს შორის გაურკვევლობა აღარაა. მართალია, თათას არ უთქვამს „მეცო,“ მაგრამ ეს არცაა სჭირო. მისი რეაქცია ჩემთვის სრულიად საკმარისია. მისი ღიმილი და გაბრწყინებული სახე სიტყვებზე ბევრად დიდი მნიშვნელობის მქონეა. ხოდა ეს მაინც მაძლევს მშვიდად ყოფნის გარანტიას.
ის-ისაა ვიცვამ და სააბაზანოში შევდივარ პირის დასაბანად, რომ პირველი სართულიდან ხმაური მესმის. შემდეგ ლიზას კისკისი. ალბათ ბიჭები მოვიდნენ. ჩასულს „ფლეისთეიშენი“ მხვდება გამართული. ლიზა ყავას ამზადებს. ლევანი თამაშობს. ზაზა მობილურშია ჩაფლული. ახ, უკრაინა! თავში ვუთაქებ და სავარძელში მოწყვეტით ვჯდები.
- ბიჭო, რა უნდა ქნა შეენ? - თვალებით მობილურზე ვანიშნებ.
- აზრზე არ ვარ. - მხრებს იჩეჩავს. მერე თითქოს ახლახანს მოუვიდა აზრადო, ამბობს: - გივიკო ხო იცი, ჩვენი პარალელური კლასელი. ეგ მოძრაობს კიევში. უნდა შევეხმიანო. იქნებ რამე სამსახური „გამიძროს“.
- დამწვარი ნომერი ერთი. - თითს ბზეკს ლევანი.
- დაახვიე. - ბალიშს პირდაპირ სახეში ახვედრებს ზაზა. ლიზას ყავის ფინჯნები მოაქვს, ჩემი სავარძლის სახელურზე ჯდება და ზემოდან დამყურებს.
- ხვალ დილით ადრე მიდის. - კეფას ვიქექავ და თავს უკან ვაგდებ. - აუ ლიზა, რა ვქნა?
- შენ უკეთ იცი, დე. - თმას მიჩეჩას ის. - ხომ იცი, რაც არ უნდა გადაწყვიტო, ყველაფერში აგიბამ მხარს.
ჯანდაბა! დედა უთქმელადაც კი ხვდება, რასაც ვაპირებ.
- შენზე ვგიჟდები, დე. - იშვიათად, რომ ლიზას დედა დავუძახო. ახლა კი ეს სიტყვა თავისთავად მცდება.
- დამწვარი ნომერი ორი. - აცხადებს ლევანი. ბალიში არ მაქვს, თორემ მეც ვესროდი.
- ერთხელაც იქნება შენც გნახავთ დამწვარს და მერე ჩვენ ვიცინებთ. - წარბებაწეული ამბობს ლიზა, ლევანის გვერდით უჯდება და ორზე ჩართეო ეჩალიჩება. მე კი თათას ვწერ და გოგოებთან ერთად სათამაშოდ ვპატიჟებ. ამინდის გამო გარეთ რამის დაგეგმვას ვერ ვახერხებ.

***
დაახლოებით ორ საათს ვერანდაზე ვატარებთ. თათა თავის გეგმებზე მელაპარაკება. ის ფილოლოგია და მეუბნება მასწავლებლობაზე მეტად ბიბლიოთეკაში მინდა მუშაობაო. მახსოვს, ადრე რაღაც პროექტშიც აპირებდა ჩართვას, რომელიც საქართველოს მასშტაბით კეთდებოდა. ახალბედა მასწავლებლებს მიყრუებულ სოფლებში აგზავნიდნენ სამუშაოდ. მაგრამ მანძილის გამო გადაიფიქრა. ამბობდა ვერ გავძლებო. კიდევ კარგი, რომ გადაიფიქრა. ახლა ბიბლიოთეკებში სივები აქვს დატოვებული და ვაკანსიებს ელოდება.
ხვალინდელ დღეზე არც ერთი ვიღებთ ხმას. მაგრამ განწყობაზე მაინც შეიმჩნევა ნერვიული ფონი. ჩვენი ახლანდელი საუბარი რადიკალურად განსხვავდება გუშინდელისგან. ორივეს ისეთი ტონი გვაქვს, თითქოს ლაპარაკით გაგვყავდეს ერთი მომაბეზრებელი დღე. შემდეგ ლიზა სადილისთვის გვეძახის და სახლში შევდივართ.
დიდი ხანია ამ მაგიდას ერთად ამდენი ადამიანი არ მისჯდომია. სადილი მხიარულად მიმდინარეობს. თათა ჩვეულებრივია, გახსნილი, მხიარული, მოკისკისე და ბედნიერი. ლიზას კერძებს უქებს და მომენატრებიო, ეუბნება. სანამ დედას თვალები აუცრემლიანდა, მე ჩანგალი გამიშეშდა ხელში. განა რა თქვა ასეთი, მაგრამ მის ხმაში ისეთი სევდიანი ნოტები დავიჭირე, რომ ყელში რაღაც გამისივდა. თათამ ორი წამით შემომხედა, დაბნეულმა მკრთალად გამიღიმა და შემდეგ ლიზას გაშლილ მკლავებში მოექცა. მთელი დარჩენილი დღე მისი ხმა ჩამესმის და მოუსვენრობა არაფრით მტოვებს.
საღამოს აღარ წვიმს. ცხრა საათზე ყველა „სანსეტში“ ვართ. ჩემი და სალომეს გამოსვლამდე ცოტას ვსვამთ და ვერთობით. ვცეკვავთ კიდეც და დილანდელი დაძაბულობა ნელ-ნელა იხსნება. ქვეცნობიერად ალბათ ორივეს რაღაცის იმედი გვაქვს. ალბათ უფრო თათას. მე ხომ ვიცი, რომ რამდენიმე დღეში მასთან ჩავალ. იქნებ მასაც სწორედ ამის იმედი აქვს?
სალომეს შესასრულებელი სიმღერებიდან ერთ-ერთი თათასთვის შევარჩიე. სიას “she wolf” ქოვერ ვერსია. თათა პირველივე ნოტიდან ხვდება და მის კმაყოფილ, ამაყ მზერას ვაწყდები. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტჯერ შევხედო და მისი მხიარული გამომეტყველებით დავტკბე.
- მაგრად გამიხარდა. - ჩვენს მაგიდასთან მისულს მეხვევა თათა და ლოყაზე ხმაურიანად მკოცნის. მე კი მისი რეაქცია მახარებს. - მადლობა.
- კიდევ გაგახარებდი, მაგრამ... - მხრებს ვიჩეჩავ და მის გვერდით ვჯდები.
- ჯერ ხომ აქ ვარ. - თვალებს უწვრილებს.
- რამე ჩაიფიქრე? - ვბაძავ.
- მე არაფერი. - თავს აქნევს და კოქტეილს წრუპავს.


***
სახლში ღამის პირველისთვის ვბრუნდებით. გოგოები დილით ადრე არიან ასადგომები და როგორც ამბობენ, არც ნივთები ჩაულაგებიათ. რატომღაც ერთმანეთს არ ვემშვიდობებით. თათა ღიმილით შედის სასტუმროში და კარს მიღმა უჩინარდება. რამდენიმე წუთში კი ჩემი ოთახიდან მათ ოთახში ანთებულ შუქს და ფარდის მიღმა ჩრდილებს ვხედავ. ცოტა ხნით ფანჯრის რაფაზე ვჯდები და ვუთვალთვალებ. დაახლოებით ნახევარ საათში კი სინათლეს აქრობენ. ფარდას ვწევ და საწოლზე ვჯდები. დღევანდელი დღე თათასთან არ მეყო. საშინელი დანაკლისის გრძნობა მაქვს. იქნებ ეს ხვალინდელი, უკვე დღევანდელი დღის ბრალია? ალბათ. რით შეიძლება შევავსო ეს სიცარიელე?
საათს ვუყურებ. ორის ნახევარია. ვოხრავ და ის-ისაა საწოლიდან ბალიშს ვიღებ, რომ კუთხეში ჩამოდებულ „სიმს“ ვხედავ. იდეა ერთ წამში იბადება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ განხორციელებულა, უკვე მშვენივრად ვგრძნობ თავს. ისევ ფანჯრიდან ვიხედები. სასტუმროს მარჯვენა მხარე ჩემს სახლთან ძალიან ახლოსაა. სახურავზე რომ ავიდე, შუაში მდგარ განათების ბოძზე გადავალ, რომელსაც პატარა ლითონის სადგომი აქვს. ბოძიდან კი მესამე სართულზე გადასასვლელად ერთი დიდი ნაბიჯია. თათა მეოთხე სართულზეა. იქ ასვლაც არ გამიჭირდება. შენობის კუთხე ისეა გაფორმებული ფერადი აგურებით, რომ ერთგვარი კიბის ფუნქციას გამიწევს.
„სიმს“ ქამარს ვუკეთებ და ზურგზე ვიგდებ. სახლის სახურავზე ავდივარ და ბოძამდე მანძილს ვზომავ. გადახტომაა საჭირო. იმედი მაქვს, რკინის მინი-აივანი გამიძლებს. გიტარას ვისწორებ და მსუბუქი ნახტომით უკვე ბოძზე ვარ. ჯანდაბა! ასეთ სიმაღლესაც არ ველოდი. ბოძიდან სასტუმრომდე იმაზე პატარა მანძილი მხვდება, ვიდრე ჩემი ოთახიდან ჩანდა, ერთი ხელის გაწვდენაა. მესამე სართულის აივანზე ადვილად გადავდივარ. კიბისმაგვარ აგურის კონსტრუქციას ხელით ვამოწმებ. სასტუმრო არც ისეთი ძველია. წესით აგურებმა უნდა გამიძლონ. მყარად ვათავსებ მათ შორის თითებს და ფეხის წვერებს და ორ ნაბიჯში მეოთხე სართულს ვწვდები. ცალ ფეხს ბიტონის მოაჯირს ვალაჯებ, ვხტები და აივანს ვათვალიერებ. ქვემოთ ვიხედები, ყოჩაღ მე! შემდეგ ჯიბიდან მობილურს ვიღებ და თათას ვწერ.
„ - გღვიძავს?“ - ფანჯრიდან მობილურსი ციმციმი გამოდის.
„ - კი. რაო?“ - მპასუხობს.
„ - სტუმარს მიიღებ?“
„ - გაგიჟდი? გოგოებს მგონი სძინავთ.“
„ - არც აივანზე?“ - თვალს ვუკრავ.
რამდენიმე წამში ფარდა ირხევა და თათა გამოდის. ჩემ დანახვაზე თვალები უფართოვდება და პირზე ხელებს იფარებს.
- სულ გააფრინე? - მსაყვედურობს ჩუღჩულით და თან ეცინება. კარს ხურავს და ჩემთან მოდის.
- არა, ხელ-ფეხით ამოვედი. - თათასთან ერთად ქვემოთ ვიხედები. გოგო მიყურებს. თვალებში იმ ლამპიონის სინათლე უკრთის, რომლის დახმარებითაც აქ მოვხვდი. გაოცებული და აღფრთოვანებული მზერა აქვს. ცოტა ხანში დაძაბულობა ეხსნება და მოაჯირზე ჩემ გვერდით ჯდება. თხელი საღამურები აცვია. კოსად აკეცილი თმიდან ორივე მხარეს კულუკები ჩამოშლია. მშვენიერ ფორმაშია.
- ახლა მითხარი, რას აკეთებ აქ? - კატეგორიული ტონით მეკითხება. - თან გიტარით.
- ჯერ აქ ხარ. ხოდა კიდევ ერთხელ რომ გამეხარებინე, მე და „სიმი“ გესტუმრეთ. - გიტარას მუხლებზე ვიდებ და ვეყრდნობი.
- შეუძლებელია! უნდა დაუკრა? - აქეთ-იქით იყორება.
- თან შევეცდები ვიმღერო. თუ შეგეშინდება, არ გაგიტ,ყდეს, გამაჩერე.
თათა ხითხითებს.
- მენეჯერი გაგაგდებს, თუ გაიგო.
- ვიცნობ თქვენს მენეჯერეს.
- მერე? ამოსულიყავი ცივილიზებულად.
- ეფექტის მოხდენა მინდოდა. შემახსენე ჩემი ზედმეტსახელი? - თვალს ვუკრავ.
- მაცდური გიტარისტი. - თვალებს ატრიალებს.
- მზად ხარ? – „სიმს“ ვიმარჯვებ.
- როგორც არასდროს. ყელს იღერებს. ცალი ხელით მოაჯირს ეყრდნობა და ნიკაპს მხარზე იდებს.
ბობ დილანის “make you feel my love”ს ვუკრავ და ჩუმად ვმღერი. ამ სიმღერის ქოვერ ვერსია ხშირად მინახავს თათას ფეისბუქის გვერდზე „მოსმენებში“. პირველად მეც მას შემდეგ ვნახე და გიტარაზე ავაწყე. გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ ოდესმე მისთვის დავუკრავდი. ეს დღეები ისე გავიდა, აღარ გამხსენებია. ახლა კი ალბათ ყველაზე შესაფერისი დროა ამისთვის.
თათა ჩუმად მისმენს. სახიდან ღიმილი არ უქრება. ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ საქმე კარგად მიდის. საკუთარ თავზე მეც მეცინება. სიმღერის ბოლოს ჩემი ვოკალური მოაცემების გამოცდას თავს ვანებებ, მელოდიას ვასრულებ და თათას ქვემოდან ვუყურებ.
- აბა? - ვეკითხები.
- ათიდან ათს გიწერ იმის იმედით, რომ ბობ დილანი ვერ გაიგებს. - იცინის.
- დამცინი?
- მშვენიერი იყო ნოე. მართლა. მადლობა.
- მართლა მოგეწონა?
- „she wolf”-ზე მეტად.
- რატომ? სალომეს ვჯობივარ?
- არა. - იცინის. - იმიტომ, რომ ეს სიმღერა მხოლოდ მე მოვისმინე.
- უპირატესობის მიზეზი მახარებს. - გიტარას აივანზე ვდებ და მოაჯირზე მოხერხებულად ვჯდები. - ხვალამდე შენი ნახვის იდეა ისეთი მიმზიდველი იყო, რომ ვერ გავუძელი.
- არც უნდა გაგეძლო. - თმას ყურს უკან იწევს და ცალყბად იღიმის.
- მაგრამ არ მინდა, რომ ძილი ჩემ გამო დაგაკლდეს. ხვალ ისდეც მთელი დღე უნდა იმგზავრო.
- ასე მალე გინდა, რომ წახვიდე?
- ხომ იცი, რომ არა. - ლოყაზე ვეფერები და დახრილ თავს ვაწევინებ. - შენთან ერთად მთელი დღეც რომ გავატარო, მაინც არ მეყოფა თათა.
- მომენატრები. - ჩურჩულებს, თავს ისევ ხრის და თითებს ერთმანეთში ურევს. ისევ... ამ სიტყვის მოსმენისას გულზე ისევ რაღაც მიჭერს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. საშინლად ვირევი. ასეთი თათას ყურება მიჭირს. თან მიხარია, რომ განიცდის ჩვენს შორის კვლავ დიდი მანძილის გაჩენას. თან არ მინდა, ჩემი გეგმა გავუმხილო თბილისში ჩასვლის შესახებ. არ ვიცი, რა ვქნა.
- მეც. - მის თითებს ვიჭერ.
- მერე? - მიყურებს მოლოდინით.
- რამეს მოვიფიქრებ.
თათა თავს მიქნევს და გვერდით აპარებს თვალებს. ვიცი, მისთვის ეს არც ისე მისაღები პასუხია, მაგრამ...
- კარგი. - ამბობს და აივანზე ჩადის. - მგონი მართლა აჯობებს, რომ დავიძინო.
- ხო, - მეც ჩავდივარ და მის სახეს ხელებში ვიქცევ. - მაგრამ მანამდე კიდევ ერთი საქმე მაქვს.
- რა საქმე? - ეღიმება და თითებს მკლავებზე მახვევს.
- აბა გამოიცანი? ბოლოსდაბოლოს ავტოგრაფს მოგცემ. - ვუცინი. თათა თვალებს ხუჭავს და ხითხითებს.
- წავალ, კალამს და ფურცელს მოვიტან. - ამბობს და სანამ ხელებს გამიშვებდეს, მის გახსნილ ბაგეებს ვწვდები. დაბნეული ჯერ მაგრად მიჭერს თითებს მკლავებზე, შემდეგ დუნდება და კოცნაში ფრთხილად მყვება. ტუჩები იმაზე რბილი აქვს, ვიდრე ველოდი. იმაზე მხურვალე და ტკბილი, ვიდრე ველოდი. ხელებს წელზე ვხვევ და მკერდზე ვიკრავ. მისი ასე შეგრძნება ჩვეულებრივზე უფრო სასიამოვნოა. თითები თავისით გამირბიან მისი მაისურის ქვეშ და ამ გლუვი კანის შეხება ურიცხვ სურვილებს მიღვიძებს. ისე მიჭირს თავის შეკავება, როგორც არასდროს. თათა მაისურზე მეჭიდება და ჩერდება. ცხვირი ჩემს ნიკაპზე უდევს და მძიმედ სუნთქავს. შუბლზე ვკოცნი. ძნელია მის კანს ბაგეებით შეეხო და შემდეგ მოსცილდე.
- არც კი ვიცი რა იქნებოდა, ახლა სხვაგან რომ ვყოფილიყავით. - ვეუბნები და ლოყაზე ტუჩებით ვეკრობი.
- სად? - ჩუღჩულებს.
- მაგალითად ჩემთან, ბათუმში.
- მე ვიცი, რაც იქნებოდა. - ყელზე მის ღიმილს ვგრძნობ. თითებით კისერზე მეფერება.
- ასე არ შემიძლია. - ტუჩებზე მოწყვეტით ვკოცნი.
- არც მე.
- ხოდა წადი.
- ჯერ შენ წადი. - ისიც მკოცნის და ხელს მიშვებს. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და აღელვებულ თათას ვათვალიერებ. თმას უკან იწევს და იცინის. - ნუ მიყურებ ასე. - გიტარას იღებს და მაწვდის. „სიმს“ ზურგზე ვიკიდებ. თათას ხელებს ვიჭერ და თითებზე ვკოცნი.
- ძილინებისა.
- ძილინებია ნოე. - ამბობს და ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს. სანამ გონება წამერთმეოდეს, ვბრუნდები და მოაჯირზე გადავდივარ. კედელს ჩავუყვები და მესამე სართულიდან ბოძზე ვხტები. იქიდან კი ჩემი სახლის სახურავზე. თათა მანამდე რჩება აივანზე, სანამ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხელს არ ვუქნევ. შემდეგ კი ფარდის მიღმა ქრება.


***
დილის რვის ნახევარია. სამარშრუტო ტაქსთან ვართ. ლიზა და ბიჭები გოგოებთან არიან. თათა თავის ზურგჩანთაზე ზის. მე მის წინ ვზივარ და მისი თითები მიკავია. ტრანსპორტი შევსებას ელოდება. როგორც გვითხრეს ორი ადგილიღაა თავისუფალი. ხელები უთრთის. ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე ინერვიულებდა. ვერ ვისვენებ. ვერ ვისვენებ, რომ მხოლოდ მე ვიცი ჩემი გეგმის შესახებ. სულ ამაზე ვფიქრობ.
- საუკეთესო ერთი კვირა იყო. - ჩურჩულებს თათა ისე, რომ არ მიყურებს.
- ჰო, მართლაც, მაგრამ ასეთი ტონით ნუ ამბობ. იმ დღეებს არ უხდება.
- ძნელი მისახვედრია რატომ მაქვს ასეთი ტონი, არა? - ხელებს მიშვებს.
- თათა. - მეცინება მის ბუზღუნზე. სახეს ვუჭერ და სევდიან თვალებს ვაწყდები. - კარგი რაა, ასეთად უნდა დამამახსოვრო თავი?
- კი არ ვკვდები, დამპალო. - ხელს მკრავს მხარზე.
- რა დროს სიკვდილია, ჯერ კიდევ იმდენჯერ უნდა დაგათვრო.
- ჰაჰ, რა კარგ ხასიათზე ხარ. გინდა რომ წავიდე არა? - ტუჩის კუთხეს ზემოთ სწევს.
ტრანსპორტისკენ ვიხედები. მძღოლი ორ ახალ მგზავრს ესაუბრება და ბარგს ართმევს.
- არა თათა, არ მინდა.
- მაშინ რატომ არ მთხოვ დარჩენას? - საყვედურით მიყურებს. მის უჩვეულო სითამამეზე მეცინება. ის თავს აქნევს.
- ნოე, მიდიან! - მეძახის ლიზა. თათა უკან იხედება, ფეხზე დგება და ზურგჩანთას იღებს. ხელს ვუჭერ. ორივე ჩვენს ხელებს ვუყურებთ. არა, ასე ვერ გავუშვებ.
- იმიტომ, რომ თვითონ ვაპირებ შენთან ჩამოსვლას. - ვეუბნები. თათას წარბები წემოთ ასდის და ბაგეებგახსნილი მიყურებს.
- ნოე... - ჩურჩულებს და ნელ-ნელა ღიმილი ეპარება. ტრანსპორტიდან ნათია ეძახის. უკან იხედება და ახლავეო უყვირის. - ნოე, ამას მართლა ამბობ? - ხელს პირზე იდებს აღელვებული.
- კი, თუ შენ გინდა და თბილისიც კიდევ ერთ „ჩამოსულს“ აიტანს.
- რას ჰქვია არ მინდა! - ხმას უწევს თათა, მკერდზე მახტება, მეხუტება და ფეხებს წელზე მხვევს. მთელი ძალით ვიკრობ და კისერზე ვკოცნი. - დიდი ხანია გადაწყვეტილი გაქვს? - მუშტებს ბეჭებზე მირტყამს.
- ჯერ კიდევ მანამდე ვგეგმავდი, სანამ ჩამოხვიდოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემი ნახვა გინდოდა.
- ახლა ხომ ხარ, ახლა ხომ ხარ დამპალო გიტარისტო. - თათა მიწაზე ბრუნდება. მის სახეს ხელებში ვიქცევ და ტუჩებზე ვკოცნი. მთელი სურვილით. შემდეგ ვუშვებ და ტრანსპორტისკენ მივდივართ. - იცოდე, გელოდები. - მეუბნება ის და იღიმის. მე თავს ვუქნევ და თითებზე ვკოცნი.
- დროებით, თათა.
- დროებით, ნოე.
თათა ლიზას და ბიჭებს ემშვიდობება და მანქანაში ადის. ფანჯარასთან თავსდება და ხელს მიქნევს. მეც ვპასუხობ. შემდეგ ცხვირს და ლოყას ფანჯარაზე აკრობს. მის მიჭყ,ლეტილ სახეზე სიცილი მიტყდება. ნამდვილი დარტ,ყმულია. მასაც ეცინება. ტრანსპორტი ადგილიდან იძვრება და თათას გაბრწყინებული სახე ნელ-ნელა მშორდება.


***
ბათუმში ორი დღის შემდეგ ვბრუნდები. ბიჭები ხუთ დღეში მიდიან და საქმეების გამო ისინიც მომყვებიან. ჩემს ერთოთახიანში მარტო მიწევს ასვლა და გული მიღონდება აქაური სიცარიელის დანახვაზე. ჩანთას ვაგდებ და სწოლზე მოწყვეტით ვეშვები. ჭერზე დახატულ შავ-თეთრ დედამიწას ვუყურებ და თანდათან ვაცნობიერებ, რა საშინელება იქნება იმ ერთი კვირის შემდეგ აქ მარტო ყოფნა. გვერდს ვიცვლი, ბალიშს ხელზე ვიდებ და ვერ ვიგებ ისე მეძინება.

***
უარესად მეშლება ნერვები, როცა ლევანის და ზაზას აეროპორტში ვემშვიდობები და მხრებჩამოყრილი სახლში ვბრუნდები. ის-ისაა გულიდან ლოდის მოშორებას ყვირილით ვაპირებ, რომ თათა მირეკავს. მობილურზე მისი სახელის წაკითხვაც კი მამშვიდებს. ხვალ ჩემს უფროსთან სამსახურში ვაპირებ მისვლას წასვლის თაობაზე დასალაპარაკებლად. თათა კი მაჩქარებს. ერთის მხრივ მახარებს მისი მოლოდინი, მაგრამ მეორეს მხრივ მაწუხებს ის ფაქტი, რომ ლოდინი მოუწევს. ვახო ალბათ იქამდე მთხოვს დარჩენას, სანამ ჩემს შემცვლელს არ იპოვის. თათა გაგებით კი ეკიდება ამ ამბავს, მაგრამ მაინც ვამჩნევ მოუთმენლობას.
ვახოს გუშინაც კი დავურეკე, მაგრამ მობილური გამორთული ჰქონდა. დღესაც. კვირაობით სამსახურში არ არის ხოლმე. ხვალ ამიტომ ვაპირებ მისვლას. თათა მემშვიდობება. მაისურს ვიხდი და აივანზე გავდივარ. სექტემბერი სულ ახლახანს დაიწყო და ჯერ კიდევ ცხელა. თათასთან პირველი შეხვედრა მახსენდება და იმასაც ვიხსენებ, რომ ჩემთან ერთი სურვილი აქვს მოგებული. მთელი ერთი კვირა ამაზე სიტყვაც არ დასცდენია. საინტერესოა, დაავიწყდა? არა, გამორიცხულია. რისთვის ინახავს? მაშინვე მობილურს ვიღებ და ვეკითხები.
„ - შავი დღისთვის.“ - მწერს ის და თვალს მიკრავს.
მეცინება და სააბაზანოში შევდივარ. გამოსულს მობილურზე ნარეკი მხვდება. უცხო ნომერია. უკან ვრეკავ. ვახოს ძმაა, თან ისეთი ამბოთ, რომ ვერც კი ვიოცნებებდი. გუშინ ვახო ავარიაში მოყოლილა და ახლა საავადმყოფოშია. მეორე ოპერაციას უკეთებენ. ფეხები და მარჯვენა ხელი აქვს მოტეხილი. ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ექიმები დამაიმედებელ ამბებს იუწყებიან.
მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ვახოს ახლობლებს ვნახულობ და მის ამბებს დაწვრილებით ვიგებ, მის ძმას მოშორებით გავყავარ და მაღაზიაზე იწყებს საუბარს. დათოს ლაპარაკიდან ის დასკვნა გამომაქვს, რომ უნდა დროებით, მანამ, სანამ ვახო გამოკეთდება, ტექნიკის მაღაზიას მე მივხედო. გამოკეთებას კი სამი თვე მაინც დასჭირდება. მეუბნება, დარწმუნებული ვარ ჩემი ძმა შენზე მეტად არავის ენდობაო. თვითონ ქუთაისში ცხოვრობს და ძმის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მინდა ვუთხრა: არა, არ შემიძლია. მე ჩემი გეგმები მაქვს. მე მელოდებიან. სამი თვე ჩემთვის საუკუნეა. მაგრამ ამის ნაცვლად ვეუბნები:
- კარგი დათო, ყველაფერს გავაკეთებ.


***
სახლში გაბრუებული ვბრუნდები. მგონია, ხმა რომ ამოვიღო გავსკდები. თავი საშინლად მტკივა. გამაყუჩებელს ვსვამ და ვწვები. წარმოუდგენელია, ადამიანი ასე გულით გეგმავდეს გაქცევას და სწორედ მაშინ გამოაბან ფეხზე ბორკილი. ვოხრავ და სახეს ბალიშში ვრგავ. ნუთუ მართლა არავინ ჰყავს ვახოს ჩემზე მეტად სანდო? რატომ მაინცდამაინც მე? ჯანდაბა! ამის დედაც... ამის დედაც!...
ყურსასმენებს ვიკეთებ და მუსიკას ვუსმენ. ასე მგონია, ერთი კვირა არ მიძინია. ხოდა გათიშულს მეძინება. შუა ღამით ვიღვიძებ. თათას ორი შეტყობინება მხვდება, მაგრამ არ ვპასუხობ. არ მინდა, გავაღვიძო.
ღმერთო, ახლა ეს ამბავი ხომ თათას უნდა ვუთხრა? ძლივს ითმენდა, ხვალინდელი დღე როდის გათენდებოდა, რომ ვახოს დავლაპარაკებოდი. ახლა კი სამი თვე... ღმერთო, სამი თვე!

***
თვალებ ვახელ თუ არა, ჩემი პრობლემა მაშინვე თვალწინ მიცოცხლდება. ახლა ყოველი დილა ასე უნდა დავიწყო? თითებზე უნდა ვითვალო დღეები? ამის წარმოდგენაც კი არ მინდა.
აბაზანაში შევდივარ. ვწესრიგდები და სამსახუში მივდივარ. თანამშრომლებს ვესალმები და ჩემს თანაშემწეს საქმის არსს ვაცნობ. ვახოს მდივანი საბუთებს მაწვდის. თან ახალი ტექნიკის მიღებაზე მელაპარაკება. მე კიდევ ნახევრად გაფანტული მაქვს ყურადღება. ქალს ცოტა ხნით ვაყოვნებ, შენობის უკან გავდივარ და თათას ვურეკავ. ვერც კი ვაცნობიერებ, ისე ვუყვები ახალ ამბავს. ჯერ ჩუმადაა. მერე ნელ-ნელა წყენა ერევა და ბოლოს მსაყვედურობს, რატომ დათანხმდიო. გაბრაზებული მობილურს მითიშავს. ვოხრავ და სახეს ხელებში ვრგავ. ისე მენატრება, სხეული მტკივა. ორ წუთში თვითონ მირეკავს.
- მაპატიე. - ჩუღჩულებს ტელეფონში.
- არაუშავს, თათა.
- ვწუხვარ შენი უფროსის გამო.
- მეც.
- მაგრამ სამი თვე...
- ვიცი, ძალიან ბევრია. არც კი იცი, როგორ მინდოდა, რომ უარი მეთქვა.
- მესმის ნოე, ვერ ეტყოდი. - ბუტბუტებს და ოხრავს.
- იქნებ შობას მაინც შევხვდეთ ერთად.
- შობა ოთხ თვეშია!
- მალე გავა.
- შენ მაინც თუ გჯერა მაგის?
- სხვა გზა არ გვაქვს.
- აუუ...
- გთხოვ, არ გინდა თათა. ხომ იცი, რომ მეც ეკლებზე ვგდავარ?
- ვიცი. მეც.
- ხოდა ერთად გავუძლებთ. ახლა უნდა წავიდე. მელოდებიამ. საღამოს შეგეხმიანები, კარგი?
- კარგი.
- იცოდე, რომ ძალიან მენატრები.
- მე არა. - ფრუტუნებს. - საღამომდე.

***
ერთი კვირის შემდეგ ეს ამჟავებული განწყობა მიგვირგვინდება. მანუჩარი სახლში მაკითხავს და თავის და თეას ხელის მოწერაზე მეპატიჟება. მეგონა ეს ამბავი უკვე ჩავლილი იყო. თურმე მამაჩემი საგანდებოდ ემზადებოდა ჩემი ჭკუიდან გადასაყვანად. სახლიდან უარით ვისტუმრებ და ნერვებისგან აჩქარებულ გულის ცემას ვერაფრით ვიმშვიდებ. მან ხომ მშვენივრად იცის, რა აზრისაც ვარ მის მეორე ქორწინებაზე. რატომ იქცევა ასე, რატომ? მოგვიანებით თათას ველაპარაკები და მისი საუბარი სულმთლად მიბნევს თავ-გზას. საბოლოოდ გამოდის, რომ ორი კვირის თავზე, ხელის მოწერის შემდეგ რიტუალის სახლიდან გამოსულებს გარეთ ვხვდები. ორივეს ვულოცავ და უკან მალევე ვბრუნდები. ამის დანახვა არ მინდოდა, მაგრამ მამაჩემის თვალებს ვერსად გავექეცი. ჩემი იქ მისვლა, თუნდაც ათი წუთით, გაუხარდა. მეც თითქოს გულზე მომეშვა.

***
დღეები თითქოს ჯიბრზე იწელება. სამაგიეროდ ამინდი სწრაფად იცვლის ხასიათს. ფოთლებს ნელ-ნელა ეპარებათ ნარინჯისფერი. ხის ტოტებიდან მიწაზე ინაცვლებენ, ჟანგისფერს იღებენ და მსხვრევადები ხვდებიან. სიო ქარად იქცევა და თანდათან უფრო ცივი ხდება. ტანსაცმელიც ნელ-ნელა სქელდება. ჩემი ჩაის ფერიც მალ-მალე თავდება. ფანჯრები იკეტება. ზეწარს საბანი ცვლის და ოთახის გამაგრილებელს გაზის გამათბობელი.
ნოემბერი წვიმით იწყება და სველი დღეები თავს არ გვანატრებენ. სამსახურში ყველაფერი ძველებურადაა. ვახო სახლშია და ჩემი მადლიერია. ფეხები დამტვრეული ძვლების გამო ჯერ კიდევ დაფიქსირებული აქვს და ფიქსატორების მოხსნა ორი კვირის შემდეგ უწევს. ჩემი ამბავი მაშინ ვუთხარი, როცა უკვე სახლში იყო. მითხრა, დიდხანს ასე მეც ვერ გავჩერდები. შევძლებ თუ არა ხელ-ჯოხით სიარულს, სამსახურში მაშინვე გამოვალო. მაღაზიაში ჩემს თანამდებობაზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და უკვე ერთი კვირაა ახალი მენეჯერი გვყავს. მაღაზიას მის ხელში ვერ ვტოვებ, ამიტომ კვლავ ვახოს ვუცდი.
მაგრამ საშინლად ვარ დაღლილი. თათაც. მესიჯები, ზარები. ახლოს მინდა მასთან ყოფნა. ისე ახლოს, რომ მისი სურნელით ვისუნთქო. ბოლო დროს რამდენჯერმე ვიკამათეთ. მისი მესმის. ალბათ მასაც ესმის ჩემი. ლოდინს ხშირად გამოჰყავხარ წყობიდან. ეს ნორმალურია, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი? ხანდახან ისეთი ცივი საუბრები გვაქვს, როგორც უცხო ადამიანებს. შემდეგ ორივე ვაანალიზებთ და მწყობრში ვდგებით, მაგრამ მე სწორედ ეს „ხანდახან“ მაშინებს. ერთხელაც ეს სიტყვა „ხშირად“ ად რომ გადაიქცეს, მერე რა იქნება? არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. მით უმეტეს, რომ სულ ცოტა დრო რჩება ჩემ თავისუფლებამდე. ერთი თვეა მაგიდაზე მიდევს ჩემი განცხადება გათავისუფლების თაობაზე და ერთ დღეს სამსახურში მისულს ხელმოწერილი მხვდება. ვახო იმაზე ადრე გამოვიდა სამსახურში, ვიდრე ველოდით. დეკემბრის შვიდია. ბათუმი იყინება. ვახო მადლობას მიხდის დახმარებისთვის და მოთმინებისთვის. ხელფასზე დანამატს მაძლევს, სარეკომენდაციო წერილსაც მიდგენს და ერთმანეთს ვემშვიდობებით.
სახლში მისული ბედნიერების პიკზე ვარ. მაშინვე ინტერნეტში შევდივარ და დილის რეისზე მატარებლის ბილეთს ვჯავშნი. შემდეგ მობილურს ვუყურებდა თათასთან დარეკვას ვაპირებ, მაგრამ მახსენდება, რომ გაფუჭებული აქვს და დღეს აპირებდა ხელოსათან მიტანას. ფეისბუქზე უბრალო მოკითხვის მესიჯს ვუტოვებ, გარდერობიდან ორი მოზრდილი ჩანთა გამომაქვს და ნივთების ჩალაგებას ვიწყებ. გუშინ ვიკამათეთ და მას შემდეგ არ შევხმიანებივართ ერთმანეთს. იმედია ჩემი მხიარული განწყობის ტექსტი უარესად არ გააბრაზებს.
უკვე დაძინებას ვაპირებ, როცა მპასუხობს. სახლში არ ვარ, მე თვითონ შეგეხმიანებიო და სულ ესაა. ნერვები მეშლება. შუაღამის ორი საათი ხდება, სახლში არაა და ერთ უსახურ შეტყობინებას ძვალივით მიგდებს. ხოდა არცაა ღირსი იცოდეს, რომ თბილისში მივდივარ.
ღამე მოუსვენრად მძინავს. დილით მაღვიძარაზე ადრე ვიღვიძებ და საწოლში ვერ ვჩერდები. ვემზადები. დიასახლისს სახლის ქირას მაგიდაზე ვუტოვებ და წასვლამდე ოთახს ვათვალიერებ. არც ისე ცუდი იყო აქ ცხოვრება.

***
გზაში უმეტესწილად მძინავს, მაგრამ მოუსვენრად. გაბრაზებული ვარ. თათა არ ჩანს. ასე შეიძლება? როგორ დავიჯერო, რომ ორი წამი ვერ მოცალა პირობის შესასრულებლად? თვითონ შეგეხმიანებიო. ხოდა ამის ჯიბრზე არ ვეკონტაქტები. ველოდები, როდის გავახსენდები.
თბილისში ორის ნახევარზე ჩავდივარ და პირველ რიგში შიმშილს ვიცხრობ. სანამ კაფეში შესულს სადილს მომიტანენ ინტერნეტში სასტუმროს მომსახურებებს ვეძებ და დანაყრების შემდეგ დიღომის ერთ სასტუმროში ვბინავდები მანამ, სანამ დასაქირავებელ სახლს ვიშოვი.
ქალაქში ჯერჯერობით მშრალი ყინვაა. ნივთებს არ ვალაგებ. ორ-სამ დღეზე მეტ ხანს სასტუმროში არ გავჩერდები. ცხელი აბაზანის შემდეგ ვწვები და ვიძინებ. საღამის რვა ხდება, როცა მეღვიძება. ვიცვამ და სავახშმოდ გავდივარ. თათა ისევ არ ჩანს და ნერვები მეშლება. ნუთუ ისეთი სერიოზული აღმოჩნდა ჩვენი გუშინწინდელი კამათი მისთვის, რომ ამდენ ხანს აპირებს გაბუტვას? გასაგებია, რომ მობილური გაფუჭებული აქვს, მაგრამ კომპიუტერი ხომ აქვს? მეგობრებს მობილურები ხომ აქვთ? ღმერთო!

***
დილით ადრე მეღვიძება და მაშინვე მობილურს ვამოწმებ. სი ცა რი ე ლე! ფეისბუქის ჩათი მიჩვენებს, რომ თათა აქ ოთხი საათის წინ იყო. რაა? ახლა რვის ნახევარია. ანუ ღამის ოთხის ნახევარზე აქ იყო და ერთი წერტილიც კი არ მოუწერია ჩემთვის. კარგი. ვნახოთ სადამდე გააგრძელებს ბუტიაობას.
საუზმის შემდეგ ინტერნეტში განცხადებებს ვათვალიერებ. მისაღებ ბინებს ვინიშნავ. რამდენიმე მათგანთან ვრეკავ. პირდაპირ სასწაულია! დღის ბოლოს ლამის ვინანო, რომ ბიჭად დავიბადე. ბინები თავისუფალია, მაგრამ ყველა მათგანი მხოლოდ გოგოებზე ქირავდება. მერე იტყვიან, საქართველოში ქალთა უფლებები შეზღუდულიაო.
საღამოს ვიცვამ და ქუჩებში სახეტიალოდ გავდივარ. დაკარგვის არ მეშინია, ისედაც დაკარგული ვარ. მე აქ ახალი ვარ და ყველაფერში გარკვევას თავად ვაპირებ. მარშუტკაში ვჯდები და რუსთაველზე ჩამოვდივარ. თავისუფლების მოედნამდე ფეხით მივუყვები. სიცივის მიუხედავად მაინც ბევრი ხალხი ტრიალებს. ქალბატონი კი კვლავ არ ჩანს. ფეისბუქზე კი მისი უკანასკნელი ვიზიტი არ შეცვლილა. კამათის მიზეზი იგივე იყო, რაც წინათ - ჩემი ჩამოსვლის გაჭიანურება. რადგან უფროსი უკეთ იყო, თათა ამბობდა წამოდიო. მე კიდევ, რადგან ვახო ჯერ ისევ სახლში იყო, მერიდებიდა სამსახურის დატოვება. თათას ჭირვეულობა ერთის მხრივ მომწონდა. ის ხომ მელოდა და ეს მაგარი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, სამსახურის მიმართ ჩემი პასუხისმგებლობაც გამაჩნდა და ამ სიამოვნებას ეფარებიდა.
ვითომ ის მოხდა რისიც მეშინოდა? ვითომ მობეზრდა ლოდინი? არა, გამორიცხულია. თათამ იცოდა, რომ ვახო დიდხანს აღარ დააყოვნებდა სახლში ყოფნას და არ მგონია ასეთი მოუთმენლობა გამოეჩინა. არ მგონია კი არა, ზუსტად ვიცი. თანაც, კარგად ხვდება, რომ ჩემი აქ ჩამოსვლის გაჭიანურება ჩემი ბრალი არ არის. აბა რა ხდება? სპეციალურად არ მწერს? ეს რამე ხრიკია? ოხ, თათა!
ფიქრებით ხასიათგაფუჭებულს ქუჩაში მარტო ხეტიალი მბეზრდება. იმავე ნომერ მარშუტკას ველოდები, რომლითაც აქ მოვედი და სასტუმროში ღამის თერთმეტზე ვბრუნდები.

***
ჩემი მეორე დილა თბილისში და თათასგან ისევ არაფერი. ფეისბუქში უკანასკნელი ვიზიტის დროც არ შეცვლილა. არა, ეს თათას არ ჰგავს. აქ რაღაც სხვა ხდება. არ ვიცი რა და არც თვითონ მაგებინებს. ნუთუ აქამდე მობილურიც ვერ გააკეთეს? ვეღარ ვისვენებ და ვურეკავ. გამორთულია. როგორც ჩანს, ტელეფონი ისევ ხელოსანთანაა. შემდეგ მახსენდება, რომ ლიზასთვის არ მითქვამს ჩემი წამოსვლის ამბავი, ვურეკავ და ვაგებინებ რაც გავაკეთე. დედა გულდაწყვეტილია, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას ანგარიშს უწევს. დიდხანს მელაპარაკება და ბინასთან დაკავშირებით რჩევებს მაძლევს. თათაზეც მეკითხება და მეც ვუყვები. ლიზა წარმატებებს მისურვებს და მემშვიდიბება. ფეისბუქზე შევდივარ და თათას შეტყიბინებას ვუგზავნი:
" - უკვე ვნერვიულობ თათა. შემოხვალ თუ არა მომწერე. რა დროც არ უნდა იყოს."
ვიცვამ და საუზმის შემდეგ ბინების ახალ სიას ვადგენ. ორგან მიმართლებს. ტაქსს ვქირაობ და ზუსტ მისამართზე მივდივარ. პირველი სახლი ნუცუბიძეზეა. დიასახლისი ერთი წითელთმიანი მსუქანი ქალია. ოთახს ვათვალიერებ, სველ წერტილსაც და სამზარეულოსაც. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რაღაც არ მომწონს. არ ვიცი რა. ვეუბნები, სხვასაც ვნახავ და თუ რამეა შეგეხმიანებითქო.
მეორე ბინა დადიანზეა. ნაძალადევის მეტროსთან მესამე სართულზე. პირველთან შედარებით ცოტა ძვირია, მაგრამ უბანიც მომწონს, ადგილმდებარეობაც და ბინაც. ყველაზე მეტად კი დიასახლისი, რომელიც ისე თბილად მხვდება, თითქოს მისი შვილიშვილი ვიყო. თეთრთმიანი, მოწესრიგებული, თავაზიანი ქალია, სახელად - მარინა. რუსული აქცენტი აქვს. მე და მარინა ბებო კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მით უფრო მას შემდეგ, რაც იგებს, რიმ გიტარაზე ვუკრავ. ამბობს, ჩემი მეუღლეც უკრავდა და ჩემთვის სიმღერებსაც კი წერდაო. ქალი გასაღებს მიტოვებს. პირველი თვის ქირას წინასწარ ვაძლევ. ამბობს, არ შეგაწუხებ, მხოლოდ ქირისთვის მოვალ ხოლმე ყოველ ათ რიცხვშიო. კარგი ბიჭი ჩანხარ და გენდობიო. ქალბატონს ვაცილებ და ჩემს ახალ ერთოთახიანში შევდივარ. საკმაოდ რბილი დივანი, წინ ხის დაბალი მაგიდა და კუთხეში მატრასიანი საწოლი დგას. ტელევიზორიცაა და ინტერნეტიც. სააბაზანოც ნორმალურია და სამზარეულოც. მერე ვუფიქრდები, რამდენი წვრილმანი მჭირდება და მახსენდება, რომ სამსახური უნდა ვიშოვო.
ნივთები სასტუმროდან ახალ სახლში გადმომაქვს და ყველაფერს თავის ადგილს ვუჩენ. შემდეგ მეტროთი ბაზრობაზე გავდივარ და წვრილმან ნივთებს ვყიდულობ. ასევე საწოლისთვის თეთრეულს. სახლში დაქანცული ვბრუნდები და დალაგების თავი არ მაქვს. თან საშინლად ცივა. გაზის გამათბობელს ვრთავ და ცოტა ხანში ოთახში სითბოს სურნელი ტრიალებს. ჩაის ვიმზადებ, ლეპტოპს ინტერნეტზე ვაერთებ და ფეისბუქზე შევდივარ.
თათა არ ჩანს. ისევ. რომ მოეწერა, მესენჯერში ისედაც თავის დროზე მომივიდოდა შეტყობინება. წყობიდანგამოსული დივანს ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ. რა ჯანდაბა ხდება? ცოტა ხანში ნათია მახსენდება. თათას მეგობრებში გოგოს ვპოულობ და ვხსნი თუ არა ჩათს, თვალში მისი ბოლო ვიზიტი მხვდება. ერთი დღის წინ. ვცდილობ დავმშვიდდე და შეტყიბინებას მასაც ვუტოვებ. შემდეგ საწოლს ახალ თეთრეულს ვაკრავ და ვწვები, მაგრამ ვერ ვიძინებ.
არა. ასე გაქრობა აქ შეიძლება. თათა ასეთი უპასუხისმგებლო არაა. ასეთი ბუტია არაა, რომ ამდენ ხანს ვენერვიულებინე. მან ხომ იცის, რასაც ვგრძნობ მის მიმართ. ასე არ მომექცეოდა. თათა არა.

***
მოუსვენრად მძინავს. დილით ადრე მეღვიძება. ცივა. გამათბობელს ვრთავ და ჩაის გასაკეთებლად ვდგები. ყავაც კი ვიყიდე, მაგრამ მის მომზადებას ვერ ვრისკავ. ვიცი, რაღაც საშინელება გამომივა. ის მახსენდება. რას ვეძახდი? მომაჯადოვებელი არსება, გემრიელი რომ იყო და გემრიელ ყავას რომ ამზადებდა. ჯანდაბა თათა, სად წახვედი? ფეისბუქზე შევდივარ. არც მისგან და არც ნათიასგან არაფერია.
" - იცოდე, რომ ჩამოვედი და გელოდები." ვუტოვებ შეტყობინებას, ვიცვამ და ინტერნეტში ვაკანსიების თვალიერებას ვიწყებ.
მგონი სამოცი პროცენტი მენეჯერების ვაკანსიებს უკავია. ტექნიკის მაღაზია მხოლოდ ოთხგან მხვდება. ოთხივეგან სივის ვაგზავნი და სასაუზმოდ გავდივარ. კაფედან გამოსული ლიზას ველაპარაკები. მეკითხება როგორ მოვეწყვე, თავს როგორ ვგრძნობ, დახმარება ხომ არ მჭირდება, თათასკენ რა ხდება. წარმოდგენა არ მაქვს თათასკენ რა ხდება. ქუჩებში დავდივარ, მუსიკას ვუსმენ და მასზე ფიქრით ტვინი მიხურდება. სამ თვეზე მეტი გავიდა. იციდეს მაინც, როგორ მენატრება. როგორ მინდა ლოყაზე მისი ნაჩვრეტი ისევ ვნახო და ისევ შევეხო. ისევ შევახსენო, რომ მაცდური გიტარისტი ვარ და მან ამაზე თვალები გადაატრიალოს. ისევ დავუკრა მისთვის. სად წავიდა?
სახლში მისული მის მობილურში სურათებს ვათვალიერებ. ზღვიდან ამოსულს, სანსეტში მოცეკვავეს, მწვადით ხელში, მოკისკისეს, ენაგამოყოფილს, შლაპით სანაპიროზე, კოცონთან თეთრბუმბულებიანი თავსართავით. შემდეგ იმავე საღამოს მისთვის გადაღებულ ვიდეოს ვრთავ და თათას მოძრაობებს ალბათ მილიონჯერ ვამეორებ.
მეზიზღები შენი ამ საქციელით თათა! ერთხელაც კი არ გაკოცებ, როცა გნახავ. არც კი შეგეხები. მორჩა, გადავწყვიტე!
სურათებს მივყვები და უცბად მისი ხელი ჩნდება. ეს ის სურათია. მისი გამოგზავნილი პირველი სურათი. უნივერსისტეტის დამთავრების აღსანიშნავად რომ გამომიგზავნა. ცერა თითზე მის ტატუს ვუყურებ და ის საღამო მახსენდება, ჩვენი ვიოლინოს გასაღებები ერთმანეთს რომ გააცნო. ყელში რაღაც მიჭერს. თვალებს ვისრისავ და შემდეგ სურათზე გადასვლას ვაპირებ, რომ თათას ხელს მიღმა ქუჩა იქცევს ჩემ ყურადღებას. ეს სურათი ხომ მის სახლთანაა გადაღებული. ჯანდაბა! ზუსტადაც. მისთვის არასდროს მიკითხავს, რომელ უბანში ცხოვრობდა. ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რაც ვიცოდი. მაგრამ აი სად დაგჭირდა მისი მისამართი იდიოტო! სურათს ვადიდებ. ვცდილიბ საერთო საცხოვრებლის კედელზე მისამართის აბრა მოვძებნო, მაგრამ ამასაც ხომ ბედი უნდა?! სადღაც კუთხეში ჟანგისფერი აბრა ჩანს, უფრო სწორად მისი მეოთხედი. ამის დედაც!..
ქუჩას ვაკვირდები. ვიწროა. მანქანების მთელი რიგია. როგორც ჩანდ ცენტრალური ქუჩა არაა. ადამიანები არ ჩანან. ბინას წინ ეზო აქვს. ეზოს კი გარედან გისოსებიანი ღობე აკრავს. როგორც ჩანს, არც ისეთი უბრალო საცხოვრებელია.
ეს ქუჩა უნდა ვიპოვო. სხვა გზა არაა, მის სახლს უნდა მივაგნო.

***
დილით ისევ ვამოწმებ ფეისბუქს. ისევ არაფერია. თათას მობილურზეც ვრეკავ, მაგრამ კვლავ გამორთულია. გარეთ ქარი ქრის და ნამქერი მოაქვს. თერმოსის ჭიქაში ცხელ ჩაის ვასხამ და გავდივარ. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ქუჩების აზრზე არ ვარ, მხოლიდ ერთი გამისავალი მაქვს. და ასეც ვიქცევი. ქუჩაში ხალხს ვაჩერებ. სურათს ვაჩვენებ და ვეკითხები, ეს ქუჩა ხომ არ ეცნობათ. უმრავლესიბამ არ იცის. ზოგი ამბობს, მეცნობა მაგრამ არ ვიცი სადააო. ვიღაც ერთ ქუჩას ამსგავსებს, მაგრამ დარწმუნებული არაა. მისამართს ვიწერ და მივდივარ, მაგრამ ტყუილად. ეს ის ადგილი არ არის.
თითქმის მთელი დღე გარეთ ვარ. მხოლოდ შუადღით შევდივარ მაკდონალდსში სადილისთვის. სახლში გათოშილი და იმედგაცრუებული ვბრუნდები. გამათბობელს ვრთავ, ტანსაცმელს ვიხდი და ლამის ზედ ვჯდები. ძლივს ვთბები. სააბაზანოში ცხელი წყლის ქვეშ საათზე მეტ ხანს ვატარებ. წარმოუდგებელია! ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდი. ახლა რას აკეთებს? სად არის, რატომ იმალება, რა ხდება მის თავს? ძილის წინ ისევ ვრეკავ მის მობილურზე, მაგრამ უშედეგოდ.

***
სამი დღე ყოველგვარი წინსვლის გარეშე გადის. მოლოდინი, ნერვიულიბა და ეს ძიება მღლის. ვერაფერს ვხვდები. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ხდებოდეს. ნათიაც რომ არ ჩანს ფეისბუქზე? ნუთუ ერთად არიან? ვითომ სადმე წავიდნენ? მაგრამ როგორ ასე? თათას მსგავსი გეგმები არ ჰქონდა. ამბობდა, თუ მალე ჩამოხვალ შობას, შენს დაბადების დღეს და ახალ წელს ერთად შევხვდებითო. სადმე წასვლა რომ ჰქონოდა გეგმაში, აუცილებლად მეტყოდა. რაღაც მაინც წამოსცდებოდა. არ მესმის, რატომ გაქრა ასე მოულოდნელად ჰორიზონტიდან. ვდგები, გამათბობელს ვრთავ და ფანჯრიდან ხმაურიან ქუჩას გავყურებ. საშინელი ქარი ქრის. ხალხი ჩაფუთნული დადის. ამინდის შემყურეს აგვისტოს ერთი კვირა მახსენდება და თითოეული მოგონება სხეულში ნაღვლიანად დარბის. ნეტავ გამაგებინა, რა ხდება.

***
მომდევნო დღეს ახალ ვაკანსიებს ვეძებ. ძველებზე სივების დაგზავნის შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა. ახალი ვარიანტებიდან ჩემთვის მხოლოდ ორია მისაღები. ამჯერად სივებს ვაპრინტერებ და აღნიშნულ მისამართებზე ვტოვებ. იმედია ასე მაინც გამიმართლებს. ის-ისაა ყავის დასალევად კაფეში შევდივარ, რომ მობილური მირეკავს. უცხი ნომერია. ღმერთო, იმედია თათაა!
- თათა? - მოუთმენლად ვპასუხობ.
- ნოე? - მესმის დაბნეული ხმა. ეს თათა არაა, მაგრამ ხმა ნაცნობია.
- მე ვარ. რომელი ხარ? - ვეკითხები.
- სალომე ვარ, სალამი. - ხმა მხიარულ ტემბრს იძენს.
- ვაა, სალომე? აუ, შენი ნომერი არ მეწერა და ვერ გიცანი, ბოდიში. - ცოტა არ იყოს უხერხულად ვარ.
- კაი, რა ბოდიში. - იცინის. - როგორ ხარ, რას საქმიანობ?
- რა ვიცი აბა? შენ? ხო, ისე თბილისში ვარ. კვირაზე მეტია ჩამოვედი.
- აუ ღადაობ? ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. - სალომე აჟიტირებულია. მიხარია მისი ხმის გაგონება. საოცრად პოზიტიური გოგოა.
- რამე ხდება? - აშკარად რაღაც აქვს სათქმელი.
- აზრზე არ ხარ რა მაგარი ამბავი მაქვს. სად ხარ? გცალია რომ გნახო?
- კი, როგორ არ მცალია. სადღაც კაფეში ვარ, ყავა უნდა დამელია. მისამართს მოგწერ და დაგელოდები ბარემ.
- აჰაამ, მიდი გელოდები.
სალომე დაახლოებით ერთ საათში მოდის. კაფეში შევდივართ და ყავას ვუკვეთავთ. ჯერ ერთმანეთის ამბებს ვკითხულობთ, შემდეგ გოგო საქმეზე გადადის.
- იცი რომელ ბარში ვმღერი? ბათუმში რომ გითხარი რაღაც შანსები მაქვსთქო ხო გახსოვს. აი იქ. ხოდა, სადღაც ერთი კვირის წინ უფროსმა გადაწყვითა აკუსტიკური დუეტის გაკეთება იმ ბარისთვის. რომ მკითხა, ხომ თანახმა ხარო, მე ეგრევე შენ გამახსენდი. - იცინის. მეც მეცინება. - სანდროს, ჩემ უფროსს ჩვენი ვიდეო ვაჩვენე. აი ის, "she wolf" რო გვქობდა, ხო გახსოვს. - თავს ვუქნევ. ეს ის დღე იყო, თათას რომ ვაკოცე. - მოეწონე.
- ხოო? - მეცინება.
- ხოო. მითხრა, ეგ ბიჭი მომიყვანეო. მაგრამ საქმე რაშია იცი? თვითონაც ჰყავს გიტარისტები. ოთხნი არიან მგონი. შობის ღამეს ბარში მინი ქასთინგივით გააკეთებს. უნდა მოხვიდე. დამიჯერე, შენ იმათგან ყველაზე მაგარი ხარ. იმათ შანსიც კი არ აქვთ.
- კაი. - ხელს ვიქნევ.
- რაა, მართლა გეუბნები. ხომ მოხვალ? თითოჯერ დაუკრავთ და სანდრო აგარჩევთ. რამე მაგარი მოამზადე, შენებური. ტიპმა ახსენა თუ არა დუეტიო, ჩემ გვერდით ეგრევე შენ წარმიგიდგინე. მოდი რაა, გთხოოვ... - წარბებს ჰკრავს სალომე და თავს გვერდით ხრის.
- რატო მეხვეწები, მოვალ, აბა რას ვიზამ. - თვალს ვუკრავ.
- აუუ ჯიგარი ხარ! give me five! - ხელს ხელზე ვურტყამ და ორივეს გვეცინება.
კაფედან წამოსულები ცოტა ხნით ვსეირნობთ. თბილისურ ამბებში შეძლებისდაგვარად მარკვევს, როგორც ახალბედას. შემდეგ თავისი ბარის მისამართს მაძლევს და გამოიარეო, მეუბნება. ერთმანეთს ვემშვიდიბებით. სახლში ცოტა განტვირთული ავდივარ. რაც აქ ვარ, ხმის გამცემი არავინ მყავს. დღეს კი სალომეს სახით პოზიტივიც ვიპოვე და საყვარელი საქმით დაკავების იმედიც.


***
მეორე დღეს კვლავ თათას სახლის ძებნით დაღლილი ჯერ სახლში ვბრუნდები, ცოტას ვჭამ, ვთბები და შემდეგ სალომეს ბარში მივდივარ. გართობის ხასიათზე ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ერთ ორ ჭიქა რამე მაგარს სიამოვნებით დავლევდი. თან ბარსაც შევხედავ.
სალომე გარეთ მხვდება და ბარში ერთად შევდივართ. ვისკის ვუკვეთავ. სალომე თავის ნაცნობებს მაცნობს. საზოგადოება დიდად არ მომწონს. როგორც ჩანს, შორიდან მიცნობენ. ალბათ იმ ვიდეოებიდან, ქობულეთში რომ გადაგვიღეს და იუთუბზე რომ დევს. გოგოები ისე მიყურებენ, თითქოს მაღაზიაში დარჩენილი ერთადერთი გუჩის ჩანთა ვიყო ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით. ვინმეს მიერ გაკეთებული მუსიკა რომ მოგწონს, სიმპათია ამაზე საუბრით უნდა გამოხატო და არა ლაქუცით.
ეს კლუბური სტილის გოგოები ნელნელა მაღიზიანებენ. მით უმეტეს, რომ წამდაუწუმ თათაზე მეფიქრება. თანაც, სასმელიც იმაზე მეტი მომდის, ვიდრე ვგეგმავდი. სალომე მამჩნევს ანტიპათიას და თავისი ადგილისკენ, სცენისკენ მივყავარ. პატარა შემაღლებულ ადგილზე ორი მიკრიფინი, დრამი, ელექტრო პიანინო და ელექტრო გიტარა დგას. მის გვერდით დიჯეის აქვს მოწყობილი თავისი კითხე და ტრანსშია.
- ხომ იცი, რომ ჩემს სიმს არც ერთ გიტარაში არ გავცვლი? - ვეკითხები სალომეს.
- ვიცი და მაგიტომაც მინდა შენ აგიყვანოს სანდრომ. - თვალს მიკრავს. ისეთი ბარია და ისეთი ხალხი ტრიალებს, აქ მუშაობა ნამდვილი ფუფუნება იქნება ჩემთვის. შემოსავლის მხრივ, თორემ სნობი საზოგადოება არასდროს მხიბლავდა.

***
დილით მობილურის ზარი მაღვიძებს. დაფეთებული ვხტები საწოლიდან. ისევ უცხო ნომერი. ხმას ვიწმენდ და ვპასუხობ. სივის თაობაზე მირეკავენ და გასაუბრებაზე მიბარებენ. პირველი საათისთვის ვთანხმდებით და სასწრაფოდ აბაზანისკენ მივდივარ.
გასაუბრებიდან გამოსულს მუცლის ბუყბუყი მესმის და უახლოეს საცხობში ჰოთ-დოგს ვყიდულობ. მითხრეს, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგირეკავთო. ეს იგივე არას ნიშნავს.
ნირწამხდარი თათას ვურეკავ. მობილური ისევ გამორთულია. ფეისბუქიც კვლავ ძველ მდგომარეობაში მხვდება. ვგრძნობ, თანდათან როგორ მეკარგება ნებისყოფა. ეს გაურკვევლობა ჭკუიდან მშლის. თავს მუცელში წიხლჩარტ,ყმულად ვგრძნიბ. არაფერი შემიძლია, საერთოდ არაფერი მასთან დასაკავშირებლად. თბილისში ჩამოსვლის პირველი მიზეზი ხომ ის არის. თვითონ კი არსად ჩანს. რა მესაქმება აქ მარტო? არაფერი.
მთელი დღე ისევ ვაკანსიებს ვათვალიერებ. საჩემო ახალი არაფერია. საღამოს ბიჭებს ვურეკავ სკაიპით და ჩემი გადაბარგების ამბავს ვუყვები. თათაზეც მეკითხებიან და ნანობენ აქ რომ არ არიან. როგორც ზაზა ამბობს, კიევში საქმეს აგვარებს და ალბათ ერთ თვეში თავის გოგოს ჩააკითხავს. ისიც გადაბარგებაზე ზრუნავს. მათთან საუბარი ცოტა მამშვიდებს, მაგრამ ვრჩები თუ არა მარტო, ყველაფერი თავიდან იწყება.

***
ისევ გარეთ ვარ. ისევ ადამიანების მეხსიერების იმედად ვარ, მაგრამ იმის გარდა, რომ ვიყინები, სხვას ვერაფერს ვიღებ. ქუჩა-ქუჩა სიარული მღლის. ყოველი ჩიხში შეხვევა და იმის მოლოდინი, რომ აი ახლა იმ დიდ გისოსებიან საერთო საცხოვრებელს დავინახავ ნერვებზე სატვირთოსავით მივლის. ასე რატომ გაუჩინარდა?

***
ოთხი დღე უარაფროდ გადის. მობილური გამორთული, ფეისბუქი ჩაჩუმებული. წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო. საათები სიმზე დაკვრაში გამყავს. ადრე "nothing compares to you" ს ჩემეულ ვერსიას ვაკეთებდი და სამსახურის გამო გავჩერდი. ახლა ბარისთვის ვიხსენებ და მთელი ეს დრო ვმუშაობ. თავიდან არაფერი გამოდის. გონება თათაზე ფიქრით მაქვს გადატვირთული. წარსულის მოგონებები თვალებში ბურუსივით მეხვევიან და ნოტებს ერთმანეთში ურევენ. გაღიზიანებული ლამის სიმს ვამტვრევ. მერე ვაცნობიერებ ჩემ საქციელს და ეს კიდევ უფრო მთრგუნავს. სააბაზანოში შევდივარ, სახეზე წყალს ვისხამ და სარკეში ჩემ თავს ვუყურებ წარბის ბოლოში ვიოლინოს გასაღებს ვათვალიერებ და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ამ წამს ვიკეთებდე ამ ტატუს. თითქოს ამ წამს მეჩხვლიტებოდეს კანი ნემსით. შემდეგ იმაზე მეცინება, თათამ ამ სიმბოლოს მნიშვნელობა რომ არ იცოდა. " - შენთვის მაღალი ნოტები ვარ? " - გაკვირვებულმა რომ მკითხა.
არა, უფრო მეტი ხარ თათა, იმაზე მეტი, ვიდრე ვიოლინოს გასაღები, ვიდრე მელოდია და ვიდრე ბგერა. მაგრამ აქ არ ხარ. მე კი მენატრები!
სიმთან ცოტა დამშვიდებული ვბრუნდები. მას არაფერი უჭირს. ნერვიულობას უნდა მივრჩე. რაც არ უნდა მომხდარიყო, შეძლებს თუ არა დამირეკავ. მას ხომ ვუყვარვარ. არ უთქვამს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ვუყვარვარ. თექვსმეტი დღე კი უერთმანეთოდ ძალიან ბევრია.მისთვისაც ისევე ბევრია, როგორც ჩემთვის.

***
სალომე ნერვიულობს. მეუბნება, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო შენ აგარჩევს, მაგრამ აფორიაქებული ვარო. ხოდა მომენტალურად წარსულში ვეშვები, იმ მომენტში, როცა თათამ იგივე თქვა.
ბარში უამრავი ხალხია ყალბი ღიმილით, ბევრი მაკიაჟით და სავსე ჯიბით. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქედან უმრავლესობას მუსიკა აინტერესებს. მათთვის მთავარი რიტმია, რომ ალკოჰოლმიღებულებმა ტ.აკები ათამაშონ. ასეთი ხალხსითვის დაკვრის იდეა დიდად არ მხიბლავს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამსახური მჭირდება, სხვა გამოსავალი არც მაქვს.
სალომეს წინასწარმეტყველება მართლდება. ჩემი nothing compares to you ყველას გულს იპყრობს და სანდრო უყოყმანოდ მთავაზობს სამსახურს. მეც ასევე უყოყმანოდ ვთანხმდები. სალომე ამაყად დადის და წუთში ათჯერ მაინც ამბობს, ამ ბიჭს თქვენამდე ვიცნიბდიო. სახლში დაქანცული ვბრუნდები. მუშაობას მომდევნო შაბათ - კვირას, ანუ ბედობა დღეს ვიწყებ. მაგარია!

***
შევცდი. ტექნიკის მაღაზიიდან დამირეკეს და ამიყვანეს. ორი სამსახურის პატრონი ჭკუაზე არ ვარ. სრული ბედნიერებისთვის და კომფორტისთვის თათა მაკლია. ის კი არ ჩანს, არსად. ახალ სამსახურში მუშაობას მხოლოდ ორი კვირის შემდეგ დავიწყებ, ამიტომ საუბედუროდ ისევ მოცლილი ვარ და ისევ უამრავი დრო მაქვს ფიქრისთვის. ხოდა ვიცვამ, ყურსასმენებს ვიკეთებ და გავდივარ.
ბევრი სიარულის შემდეგ ფილარმონიასთან ვყოფ თავს. კინოთეატრ ამირანს ვუყურებ და ვერ გადამიწყვეტია, შევიდე თუ არა. მაგრამ არ მინდა ფილმის მარტო ყურება, ამიტომ გზას ვუყვები და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავდივარ. კიბეებიდანვე მესმის სიმღერის და გიტარის ხმა. რამდენიმე ნაბიჯში კი ოთხ ბიჭს ვაწყდები, უკრავენ და მღერიან, თან არაჩვეულებრივად და სანაცვლოდ ხალხისგან ხურდა - ფულს იღებენ. საერთოდ არ ეტყობათ, რომ აქ ფულის გამო დგანან. გამოლაპარაკების შემდეგ ამაში მეტად ვრწმუნდები. ისინი მუსიკოსები არიან და გულის ჭიას იხარებენ. ბიჭი, რომელიც გაცვეთილ პუფში ზის და გიტარას უკრავს, თავის ინსტრუმენტს მთავაზობს და მეუბნება რამე შემოგვთავაზეო. მეც არ ვზარდები და ქათამაძის " ქუჩაში ერთხელ " ს ვუკრავ. ბიჭები ტაშს მიკრავენ. მათი განწყობა ჩემზეც გადმოდის და ეს მიწისქვეშა გადასასვლელის სენიც მეყრება.
- შეიძლება აქ მეც მოვიდე? - ვეკითხები მათ.
- კი, ტო! ხვალ ჩვენ არ ვიქნებით. ამ პუფს აქ მაღაზიაში ვტოვებთ ხოლმე. მოდი რა პრობლემაა. ნინი! - ეძახის ბიჭი მაღაზიაში ვიღაც გოგოს. - ხვალ ეს ბიჭი მივა და პუფი მიეცი. - გოგო თავს უქნევს.
ხოდა მეც მივდივარ. ოცდაშვიდ დეკემბერს, ჩემს დაბადების დღეს " პაძემკაში " აღვნიშნავ. პუფში ვზივარ, კაპიუშონით თავს სიცივისგან ვიცავ, წინ სიმის სახლი მიდევს და ვუკრავ. ვუკრავ იმას, რაც მომინდება, რამდენიც მომინდება და როცა მომინდება. ნინიც და სხვა მაღაზიის კონსულტანტებიც სიამოვნებით მისმენენ. გამვლელები არც ისე გულუხვები არიან, მაგრამ ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, მათ ის ესმით, რასაც მე ვაკეთებ. თათას კი არ ესმის. არ ვიცი სად არის, რას აკეთებს. მე კი ვუკრავ, მისთვის ვუკრავ და ყელში რაღაც მეჩხირება. იმ ერთ კვირაზე ფიქრი ჩემზე შხამივით მოქმედებს. რატომ? ეს ხომ პირიქით უნდა იყოს? მაგრამ არაა, რადგან თათა აქ არ არის. ცივ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ერთი რუსული სიმღერის დაკვრას ვიწყებ, რომელიც ქართველის დაწერილია, არაჩვეულებრივი მელოდიაა ლამაზი ტექსტით და " მოულოდნელ - ამოუცნობი " ჰქვია. ვუკრავ და ცოტა ხანში კაპიუშონის ქვემოდან ჩემ წინ ორ წყვილ ფეხს ვხედავ. ფეხსაცმლით თუ ვიმსჯელებთ, გოგოები არიან. დგანან და არ იძვრიან. ალბათ მოსწონთ რასაც ვუკრავ. მათით ვინტერესდები. თავს ვწევ, მაგრამ კაპიუშონის გამო მხოლოდ ერთი თვალით ვახერხებ მათ დანახვას. ერთ - ერთი მათგანი მონუსხულივით მიყურებს, თითქოს ჩემ მიღმა ვიღაც ან რაღაც სხვა იყოს. მისი ღიმილით ვხვდები, რომ მელოდია რაღაცას ახსენებს. ხოდა მეც ვუღიმი და თვალს ვუკრავ. მეორე გოგო ჩანთაში ფულს მიყრის, მომღიმარს ხელს ჰკიდებს და მიჰყავს. დიდხანს არც მე ვჩერდები. ნინის პუფს ვუტოვებ და სახლში მისული მომდევნო დღისთვის მატარებლის ბილეთს ვჯავშნი. ახალ წელს ლიზასთან შევხვდები.


***
ბათუმი და ქობულეთი გადათეთრებულია თოვლით. ლიზა ჩემ დანახვაზე ადგილზე ცქმუტავს და ისე მეხვევა, მგონი ხერხემალში მამტვრევს. ჩემი ჩასვლის ამბავი უახარია, მაგრამ იმასაც ხვდება, ეს რას ნიშნავს. ხო აბა რა. თათა რომ მენახა აქ ხომ არ ვიქნებოდი?
ჩემ გასამხიარულებლად ტორტის ცხობას იწყებს. თან ამბობს სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. საძინებელში დასაძინებლად მიშვებს და მეუბნება, სანამ გაიღვიძებ ყველაფერი მზად იქნებაო. დაწოლამდე ფეისბუქზე შევდივარ და არ ვიცი რატომ, მაგრამ თათას მესიჯს ვუტოვებ.
„- ერთი კვირით ლიზასთან ჩავედი.“
გაღვიძებულს ტორტიც მზად მხვდება, გაშლილი მაგიდაც და მონატრებული მეზობლებიც. დაბადების დღეს მათთან ერთად ვიხდი და დრო ისე მხიარულად გამყავს, როგორც შემიძლია.

***
ოცდათერთმეტი დეკემბერია. ვერანდაზე ვზივარ და თეთრ თოვლში ჩაფლულ პატარა ეზოს ვათვალიერებ. ადრე აქ რომ ვიჯექი წვიმდა, მაგიდაზე ორი ბოთლი ღვინო იდგა და თათა თვრებოდა. ამბობდა მომწონხარო, ამბობდა მთვრალი არ ვარო, არადა ენას ძლივს აბრუნებდა. მეცინება.
დღევანდელ დღესაც ერთად ვაპირებდით ყოფნას. ამბობდა, მაგარ გოზინაყს ვამზადებ, ბებომ მასწავლაო. პირველი ლუკმა ჩემი ხელით უნდა გაგასინჯოვო. მერე ტკბილ ტუჩებში გაკოცებ და სურვილს შენთან ერთად ჩავიფიქრებო. აააა! სად ხარ, სად ხარ, სად ხარ, სად ხარ?!
წამიერად საფეთქლები მიბუჟდება. ხელის გულებს თვალებზე ვიჭერ და მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი. ღვინის ბოკალს ხელს ვკრავ. ჭიქა ვერანდას ბოძს ეხეთქება და იმსხვრევა. წითელი ღვინის ბოთლს ვიღებ და რამდენიმე ყლუპს ერთად ვსვამ. ბოთლს მაგიდაზე ხმაურით ვაბრუნებ. სითხე ჩქაფუნით იღვრება და ხელზე მეწუწება. სვიტერის სახელო მისველდება. ამის დედაც!..
ზანტად ვდგები და დატკეპნილ თოვლზე მივაბიჯებ. თათა მაშინ ამ გზის გავლით ხელში აყვანილი მივიყვანე სასტუმროს ოთახამდე. აბა თვითონ ნაბიჯის გადამდგმელიც არ იყო და...
ოთახში ავდივარ. ოთხის ნახევარი ხდება. ლიზა საახალწლო სამზადისშია. დახმარება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა. არადა ნახევარი ბოთლი ღვინის დალევას, რამის გაკეთება მერჩივნა. სვიტერს ვიცვლი და საწოლზე დაგდებულ მობილურს დავყურებ, რომლისთვისაც გუშინ ღამის შემდეგ ყურადღება არ მიმიქცევია. კუთხეში მწვანე ნათურა ციმციმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეტყობინება მაქვს. ვოხრავ, ტელეფონს ვიღებ და ვანათებ.
ცხრა მესიჯი და ოცდაშვიდი ზარი. ყველა მთგანი თათასგან. სუნთქვა მეკვრის. ერთხანს გაოგნებული ვდგავარ. მესიჯების რაოდენობას დავყურებ და ვფიქრობ, რომელი გავხსნა. ჯანდაბა! ამის დედაც, რა დროს მესიჯებია? ის-ისაა დასარეკად ნომერს ვაწვები, რომ იმ წამს ზარი შემოდის. ისაა.
- თათა! - ვპასუხობ და მოლოდინში ვშეშდები.
- ნოე, ნოე, ნოე, ნოე... მაპატიე, გთხოვ, მაპატიე. ჩემი ბრალი არაა. მაპატიე, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ!... - მესმის მისი ხმა. ხო, მისი ხმა და შვებით ვოხრავ. თვალებს ვხუჭავ და მის ჩახვეულ პატიებას და ჩემს სახელს გაბრუებული ვუსმენ. ის კარგადაა. - ნოე? - კითხვაზე გადადის. - ნოე, აქ ხარ?
- შენ სად ხარ თათა, შენ, თორემ მე აქ ვარ. ხო, მე აქ ვარ! - როგორც იქნა ვამბობ. თავზე ხელს ვისვამ და ვცდილობ ბოლომდე გავაცნობიერო, რომ ის მელაპარაკება.
- მე... მე... ღმერთო, მაპატიე, ნოე. ჩემი ბრალი არაა, მართლა. რომ მოგწერე მე თვითონ შეგეხმიანებითქო... განა არ მინდოდა... მეორე დღეს დილით ადრე ბიძაშვილები დამადგნენ და სვანეთში წამიყვანეს... არა, წამათრიეს. მთელი გზა ვიხვეწებოდი, ერთი მესიჯი გამაგზავნინეთ მეთქი, მაგრამ ტელეფონები ყველას თბილისში დაეტოვებინათ. ცივილიზაციისგან ვისვენებთო. რომ მცოდნოდა მოდიოდი, ნოე... მერე იქ დიდთოვლობის გამო გზები გადაიკეტა...
- როგორ მომენატრე, თათა! - ვაწყვეტინებ. ცოტა ხნით სიჩუმეა. შემდეგ სრუტუნი მესმის. - ტირი? - ხმას არ მცემს. - თათა, ნუ ტირი, გთხოვ. - მისი ცრემლების წარმოდგენა გულს მიჩქარებს.
- ნოე... - ამოისლუკუნა.
- ხომ კარგად ხარ?
- ხო. შენ?
- ახლა უკვე მეც. თბილისში ხარ?
- მე... იცი, არა. მე... მოიცადე ერთი წუთით. - თათა ჩუმდება. რამდენიმე წამში ჯახუნის ხმა მესმის, თითქოს კარები დახურესო. მერე ნაბიჯების ხმა მოჰყვება. - ნოე... - ბუტბუტებს თათა. - სტუმარს გარეთ არავინ დახვდება?
წარბები შუბლზე ამდის.
- მოიცა, შენ რაა... - მობილურს ვთიშავ, ოთახიდან გავდივარ და კიბეებს ლამის ვაფრინდები. ლიზა შეშინებული მაყოლებს თვალს და უკან მომდევს. კარებს ვაღებ და ჭიშკართან მდგარ თათას ვხედავ მხარზე ზურგჩანთით. გაყინულ ფეხებს აბაკუნებს და მიღიმის. ადგილს ვწყდები და გოგოს ისეთი ინერციით ვაწყდები, ლამის ვაქცევ. ვეხვევი, გულზე ვიკრავ, ცხვირს მის თმაში ვყოფ და მონატრებულ სურნელს ვისუნთქავ. ჟრუანტელი მივლის სიამოვნებისგან. თათა თავს სწევს და ტუჩებით ყელზე მეკრობა.
- მომენატრე, ნოე. - ჩურჩულებს იქვე და ხელებს წელზე მხვევს.
- რატომ არ დამელოდე თბილისში? - თავზე ვკოცნი და მის სახეს ხელებში ვიქცევ. ის მიღიმის და თვალები უწვრილდება. ლოყაზე კი ნაჩვრეტი ჩნდება. ვიხრები და ხარბად ვკოცნი. თათა კისკისევს.
- ვერ მოვიცადე. გამახსენდა, რომ შენთან ერთი სურვილი მქონდა მოგებული.
- ღმერთო, გაგახსენდა, არა? - თვალებს ვატრიალებ. - აბა, გისმენ. - თათა ჩანთას ხსნის და იქიდან ბოთლს იღებს. ღვინის ბოთლს. სახესთან მიტრიალებს და წარბებს ათამაშებს. გულიანად ვხარხარებ. - ბოღმა! თათა, რა მწარედ ჩაგიდვია გულში შენი დათრობა? არ გამოგივიდა ეს ჩანაფიქრი. ამაღამ ისედაც დავთვრები.
- დამაცდი თუ არა? - თითს მიბზიკავს. ხელებს ვწევ. - ეს უბრალოდ დღევანდელი დღის საჩუქარია. სურვილი კი... სურვილი ისაა, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ.
- სხვა გამოსავალი არც გაქვს. - ვუღიმი და მის სახეს ხელებში ვიქცევ.
- სხვა დანარჩენ ახალ წლებსაც. - ჩურჩულებს და ქვემოდან მიყურებს. მეცინება.
- არც მაგ შემთხვევაში. შენს სურვილს დიდი სიამოვნებით შევასრულებ. - ვეუბნები და მისი გაყინული ტუჩების გასათბობად ვიხრები.



№1  offline ადმინი ano23

რა საოცრად ტკბილი, თბილი და კარგია ^_^ აი შენებური და ძალიან ,ძალიან საყვარელი..როგორ ველოდი შენგან რამე ახალს და რა ძალია გამიხარდა ამის დანახვა ,შენ არც იცი ^_^ :-*

 


№2  offline წევრი tatalia

Dzaaaaaaaaalian lamaziiiii ikoooo
GansxvavebulI
Amagelvebeliiii
Sulshichamwvdomi
Grdznobebit savseee
Emociebit "gatenili"
Bevri gimili momgvara <3
iko realuri da saocariiiiiiii

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მისის ბლუ შენზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლა აღარ love
ხომ იცი როგორ ველოდი? ხოდა ვეღირსე თუ არა მაშინვე შემოვქანდი,ცოტა ვიწუწუნე მაგრამ მეპატიება.
მომეწონაა? საერთოდ არა! ვოტ!
love
ხო კაი ვხუმრობ, ხომ იცი უკვე მაშინ მიყვარდა ნაწყვეტებს, რომ მაკითხებდი. ლიზაზე გავაფრინე. ნოე კი მართლა საოცნებო ტიპია. ჩემი ნოე და თათა, და ჩემი მარიამი. დამპალი მაგრამ მაინც ჩემი.
გვგიჟდი ყველა იმ სიმღერზე რასაც ნოე უკრავს, როგორ მიყვარხარ ამის გამო არ იცი.(არა რამ გამაბანალურა, ჰაა?)მომეწონა ყველა სიტუაცია, ყოველი მოქმედება და ყოველი სიტყვა.
ფორმაში ხარ, როგორც ყოველთვის.
წარმატებები.

 


№4  offline წევრი შამხათი

საოცარი, შენეულად კარგი ისტორია იყო. ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და მიხარია რომ დაბრუნდი. ძალიან ძნელია ბიჭის პოზიციიდან დაწერო, მაგრამ მშვენივრად გამოგივიდა, აბსოლუტურად სწორი ემოცია მოდიოდა. არაჩვეულებრივი ხარ, ჩემი სამყაროსხელა სიმპათიები შენ!

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

მარიააამ, ჯერ დავიწყებ იმით რომ შენი ნიკი რომ დავინახე ისტორიას შორიდან ვუვლიდი და მხოლოდ სათაურ-სანახაობით ვტკბებოდი:))). უცებ ვიტყვი "მოცუდო" რაღაცეებს და მერე გადავალ მთავარზე. თავიდან ბოლომდე კეთილი ინებე, გადახედე ისტორიას და საოცარი ბეჭდვითი შეცდომები და "ტავარი" გააქრე სასწრაფოდ:))).
ახლა ისტორია....პირველ რიგში მადლობა ამ სიამოვნებისთვის. სხვათაშორის, კითხვის დროს შუაში დავიღალე კიდეც, თან შენს ისტორიას სკუპ-სკუპით არ ვკითხულობ, მაგრამ ბოლოს ისე გავიბადრე განა კითხვით, ზოგადად ცხოვრებისგან მიღებული ყველა დაღლილობა მომეხსნა. სუპერ გოგო ხარ მარიამ. მომწონს შენი ისტორიები, რომელიც სტილით თითქოს "ყველაა", მაგრამ...ღმერთო, როგორ მენატრებოდა ისტორია სადაც გმირებს საკუთარ ქვეცნობიერთან ბრძოლა არ ჰქონდათ გამართული. ოღონდ, მარიამ აწი სრული ისტორია არ დადო რაა, ასეთი იშვიათი სიტკბოები თანდათან წასაკითხად უფრო სასიამოვნოა. ვგიჟდები შენს წვრილმან ნიუანსებზე, რომლებიც იმდენად დახვეწილია, არა მომაბეზრებელი და იმდენად განსხვავებული,რომ... კიდევ ერთხელ გიმღერი: "შენ არავის სულ არავის გავხარ":)))). აი, კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა იმ ბევრი "დადებითობებისთვის", რაც ამ ისტორიამ მომცა :*.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ano23
რა საოცრად ტკბილი, თბილი და კარგია ^_^ აი შენებური და ძალიან ,ძალიან საყვარელი..როგორ ველოდი შენგან რამე ახალს და რა ძალია გამიხარდა ამის დანახვა ,შენ არც იცი ^_^ :-*


tatalia
Dzaaaaaaaaalian lamaziiiii ikoooo
GansxvavebulI
Amagelvebeliiii
Sulshichamwvdomi
Grdznobebit savseee
Emociebit "gatenili"
Bevri gimili momgvara <3
iko realuri da saocariiiiiiii


ძალიან ძალიან მიხარი ჩემო კარგებო... მომნატრებია თქვენი თბილი სიტყვები... მართლა ბედნიერი ვარ თუ ჩემი წილი ღიმილი მოგგვარეთ <3

ლორელაი
მისის ბლუ შენზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლა აღარ love
ხომ იცი როგორ ველოდი? ხოდა ვეღირსე თუ არა მაშინვე შემოვქანდი,ცოტა ვიწუწუნე მაგრამ მეპატიება.
მომეწონაა? საერთოდ არა! ვოტ!
love
ხო კაი ვხუმრობ, ხომ იცი უკვე მაშინ მიყვარდა ნაწყვეტებს, რომ მაკითხებდი. ლიზაზე გავაფრინე. ნოე კი მართლა საოცნებო ტიპია. ჩემი ნოე და თათა, და ჩემი მარიამი. დამპალი მაგრამ მაინც ჩემი.
გვგიჟდი ყველა იმ სიმღერზე რასაც ნოე უკრავს, როგორ მიყვარხარ ამის გამო არ იცი.(არა რამ გამაბანალურა, ჰაა?)მომეწონა ყველა სიტუაცია, ყოველი მოქმედება და ყოველი სიტყვა.
ფორმაში ხარ, როგორც ყოველთვის.
წარმატებები.


პროსტა შენ რო ნამუსზე მაგდებდი არ ვიცი... ხოდა შემაწუხა ბოლოსდაბოლოს :დდ
მიხარია სიმღერების გამო... მაგათზე ბევრს ვფიქრობდი...
აი ლიზაზე მეც ვგიჟდები...ალბათ ჩემი ისტორიების საყვარელ პერსონაჟებს შეემატება... ნოე კი არ ვიცი რაა, მაგრად გამაწვალა და მიხარია, რომ მოგწონს <3
ნუ ახლა დამპლობაზე ნუ ვილაპარაკებთ :დდ

შამხათი
საოცარი, შენეულად კარგი ისტორია იყო. ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და მიხარია რომ დაბრუნდი. ძალიან ძნელია ბიჭის პოზიციიდან დაწერო, მაგრამ მშვენივრად გამოგივიდა, აბსოლუტურად სწორი ემოცია მოდიოდა. არაჩვეულებრივი ხარ, ჩემი სამყაროსხელა სიმპათიები შენ!


დიდი დიდი მადლობა... მეშინოდა რომ ბიჭისეულად ვერ დავწერდი... ვფიქრობ მაინც არ გამოვიდა ისე, როგორც მინდოდა, მაგრამ მჯერა შენი და მიხარია რომ მოგეწონა... <3


grafo
მარიააამ, ჯერ დავიწყებ იმით რომ შენი ნიკი რომ დავინახე ისტორიას შორიდან ვუვლიდი და მხოლოდ სათაურ-სანახაობით ვტკბებოდი:))). უცებ ვიტყვი "მოცუდო" რაღაცეებს და მერე გადავალ მთავარზე. თავიდან ბოლომდე კეთილი ინებე, გადახედე ისტორიას და საოცარი ბეჭდვითი შეცდომები და "ტავარი" გააქრე სასწრაფოდ:))).
ახლა ისტორია....პირველ რიგში მადლობა ამ სიამოვნებისთვის. სხვათაშორის, კითხვის დროს შუაში დავიღალე კიდეც, თან შენს ისტორიას სკუპ-სკუპით არ ვკითხულობ, მაგრამ ბოლოს ისე გავიბადრე განა კითხვით, ზოგადად ცხოვრებისგან მიღებული ყველა დაღლილობა მომეხსნა. სუპერ გოგო ხარ მარიამ. მომწონს შენი ისტორიები, რომელიც სტილით თითქოს "ყველაა", მაგრამ...ღმერთო, როგორ მენატრებოდა ისტორია სადაც გმირებს საკუთარ ქვეცნობიერთან ბრძოლა არ ჰქონდათ გამართული. ოღონდ, მარიამ აწი სრული ისტორია არ დადო რაა, ასეთი იშვიათი სიტკბოები თანდათან წასაკითხად უფრო სასიამოვნოა. ვგიჟდები შენს წვრილმან ნიუანსებზე, რომლებიც იმდენად დახვეწილია, არა მომაბეზრებელი და იმდენად განსხვავებული,რომ... კიდევ ერთხელ გიმღერი: "შენ არავის სულ არავის გავხარ":)))). აი, კიდევ ერთხელ უზარმაზარი მადლობა იმ ბევრი "დადებითობებისთვის", რაც ამ ისტორიამ მომცა :*.


ჰოომ მიხარია შენი დამოკიდებულება... თავიდანვე ^^
საქმე იმაშია, რომ დილის 10 საათიდან ეს გადამქონდა ვორდში და ხერხემალმა დამისტუკა... დავდე, მაგრამ ვიცოდი შეცდომების ამბავი... "ტავარი" მიწერია სადმე? თუ სიტყვაა შეცდომით? :დდ დღეს და ხვალ ვერა, მაგრამ ჩავუჯდები და გავასწორებ მერე, თუ ძალიან გვიანი არ იქნება...
დანარჩენს რაც შეეხება ხომ იცი, რომ ძალიან ძალიან მიხარია... ხომ იცი მეც მიყვარს ასეთი პერსონაჟები... როგორც ჩანს არც ისე გამიცრუებია იმედები ^^ სრულად იმიტომ დავდე, რომ ისტორია პატარაა და თავებად დასაყოფად ვერ გავიმეტე... მაქსიმუმ ოპთხად გამეყო... შემდეგს კი აუცილებლად თავებად დავდებ...
სიმღერა გულზე მომედო ბუმბულივით... მომასმენინა მაინც როგორ ღიღინებ :დდ
უღრმესი მადლობა, ძალიან მიხარია თუ ცოტათი მაინც გასიამოვნე <3

 


№7  offline წევრი Ignifex

შენ რა გითხრა არასდროს არ ვიცი,სულ მაჩუმებ.
არანორმალური ხარ,არანორმალურად წერ. საზიზღრად მომეწონა და საზიზღრად ვარ შეყვარებული შენ ნაწერებზე,ნიჭზე,მუზაზე.
ძალიან ღიმილიანი მოთხრობა იყო. <3
ნოე ცალკე საოცრებაა,ძალიან კარგად გამოგივიდა ჩემი აზრით ბიჭის ხედვით წერა.
თათაც ძალიან კარგია და საერთოდ,როგორ ვთქვა...ადამიანური პერსონაჟები გყავს. <3 <3
და ლიზაზე უნდა ითქვას ქალიაო!
მოკლედ,კითხვა რომ დავიწყე ეკრანიდან კი არა,თითოეული სიტყვიდან გავხდი ასაფხრეწი :D ამოსაფხრეწი :D
ძალიან ნიჭიერი ხარ,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი,ვინც ამას გეუბნება. <3 <3

 


№8  offline წევრი ფორთოხალი

ლამასი.
ძაან შენეული იყო. თავიდან ბოლომდე შენი.
'ტავარი' გაასწორე, პლზ.
ხოდა კიდე რაზე ვგიჟდებიიცი?ასე როგორ იჭერ ამხელა ამბავს აწმყოში?
მადლობა რო ხარ, რა <3

 


№9 სტუმარი მიკა

დავიწყე კითხვა დ ეგრევე დავკარგე მუღამი. წარსული დროის გადმოსაცემად იხმარება წარსული დრო,ხალხო,და არა ახლანდელი,როგორ,თან ისტორიაში აღწერილი მოვლენები ვითარდება და თან ეგრევე წერ? კარგი,რაა,ცოტა დამაჯერებლობა ხო უნდა იგრძნობდეს,მერე რა,რომ ისტორია გამოგონილია?

 


№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

Ignifex
შენ რა გითხრა არასდროს არ ვიცი,სულ მაჩუმებ.
არანორმალური ხარ,არანორმალურად წერ. საზიზღრად მომეწონა და საზიზღრად ვარ შეყვარებული შენ ნაწერებზე,ნიჭზე,მუზაზე.
ძალიან ღიმილიანი მოთხრობა იყო. <3
ნოე ცალკე საოცრებაა,ძალიან კარგად გამოგივიდა ჩემი აზრით ბიჭის ხედვით წერა.
თათაც ძალიან კარგია და საერთოდ,როგორ ვთქვა...ადამიანური პერსონაჟები გყავს. <3 <3
და ლიზაზე უნდა ითქვას ქალიაო!
მოკლედ,კითხვა რომ დავიწყე ეკრანიდან კი არა,თითოეული სიტყვიდან გავხდი ასაფხრეწი :D ამოსაფხრეწი :D
ძალიან ნიჭიერი ხარ,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი,ვინც ამას გეუბნება. <3 <3


ჩემო კარგოო <3 მართლა ყველანაირად ვეცადე რეალური და ღიმილიანი ყოფილიყო და ბიჭის გონებით მეაზროვნა. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა. დიდი დიდი მადლობა ესეთი სიტყვებისთვის <3



ფორთოხალი
ლამასი.
ძაან შენეული იყო. თავიდან ბოლომდე შენი.
'ტავარი' გაასწორე, პლზ.
ხოდა კიდე რაზე ვგიჟდებიიცი?ასე როგორ იჭერ ამხელა ამბავს აწმყოში?
მადლობა რო ხარ, რა <3


მურაბაა, გამიხარდა შენც რომ მოიცალე ჩემთვის ^_^
ტავარი გასწორებულია ;)
აწმყოში როცა ვწერ ძალიან კომფორტულად ვარ და რავი აბა, მარტივად გამომდის :დდ მაგრამ როგორც ჩანს არარეალური ყოფილა ასე წერა :დდ
მადლობა თეოო <3

მიკა
დავიწყე კითხვა დ ეგრევე დავკარგე მუღამი. წარსული დროის გადმოსაცემად იხმარება წარსული დრო,ხალხო,და არა ახლანდელი,როგორ,თან ისტორიაში აღწერილი მოვლენები ვითარდება და თან ეგრევე წერ? კარგი,რაა,ცოტა დამაჯერებლობა ხო უნდა იგრძნობდეს,მერე რა,რომ ისტორია გამოგონილია?


ძალიან კარგი თუ შეწყვიტე კითხვა, საერთოდ არ იყავი ვალდებული.
დროები მშვენივრად ვიცი და სადაც საჭიროა წარსული არ მეშლება.
აწმყო დროში წერა მგონი არც ისეთი ახალი ამბავია და არ უნდა გიკვირდეს.
ასეა დაწერილი უამრავი მსოფლიო ბესთსელერი და მათ მაინც ნუ დავიწუნებთ ამის გამო. ჩემი პრობლემა არაა.
მადლობა, რომ ჩემი პ.პ.ს. გაითვალისწინე ))

 


№11 სტუმარი ემი

მარიამ რა გითხრა, სასწაული გოგო ხარ. შენი ყველა გამოჩენა, ჩემთვის დღესასწაულია ამ საიტზე love . და ამას არ ვხუმრობ. შენ ხარ ის „მთავარი დამნაშავე“, ვის გამოც მე ამ საიტზე მოვხვდი. რამდენიმე თვის წინ, სახლის დალაგებისას ჟურნალ „სარკის“ ძველი ნომრები შემხვდა, და შემთხვევით წავაწყდი შენს ისტორიას „სასიამოვნო საფრთხე“. ყველა ნომერი ვერ აღმოვაჩინე, დავიწყე ძებნა ინტერნეტში და ასე მოვხვდი ამ საიტზე. და ამის შემდეგ გავხდი „ფორლავჯიდამოკიდებული“ და მეც შემეყარა ეს სენი. ამიტომაც, არის ალბათ რომ ამის მერე მიგისაკუთრე და შენ ხარ ამ საიტზე ჩემთვის ძალიან პირველი და ძალიან ჩემი. love

რაც შეეხება ამ ისტორიას, მართლა ერთი ამოსუნთქვით და ძალიან გემრიელად წავიკითხე. სული და გული გამითბო. რაღაც მომენტში კი გვანერვიულე, მაგრამ ალბათ ესეც ღირდა... ჯერ ჩვენი გმირებისათვის, ერთმანეთის სიყვარულში რომ უფრო მეტად დარწმუნდნენ, და მერე ჩემთვის, რადგან ფინალი ბევრად უფრო საოცარი და ემოციური გამოვიდა.

თავიდან ცოტა მეშინოდა, რომელიმე გმირს არ გაეჭედა. აი როგორც „ვანილის კოცნაში“. ძალიან მაღიზიანებდა რეზი, ძალიან გვიწვალებდა ჩვენ გოგოს.. არ მიყვარს ადამიანები თავიანთ გრძობებს, რომ ასე ნიღბავენ და მალავენ, და მეორე მხარეს ამით აწვალებენ. ასეთი იყო ჩემი აზრით რეზი, უყვარდა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ამას არ ამბობდა, განსაკუთრებით ის მაღიზიანებდა, რომ ამას კარიერის გამო აკეთებდა. შეეძლო გოგო მაინც არ ეწვალებინა. რა ვიცი, ეს ჩემი აზრია... გამიხარდა ამ ისტორიაში კი ასე რომ არ მოხდა, სიყვარულის აღიარებას არ შეუშლია ხელი ნოესთვის კარიერის აწყობაში თუ საერთოდ ბევრი რამის შეცვლაში ამ სიყვარულისთვის... ასეთი ადამიანები მიყვარს ძალიან...

გამიგია, რომ კაცის სახელით წერა საკმაოდ რთულია. ჩათვალე, რომ ძალიან კარგად გამოგივიდა. თან ეს ახლანდელი დრო, ეს ხომ კიდე უფრო რთულია და ძალიან ლამაზად გამოვიდა ესეც.

მოკლედ მაგარი გოგო ხარ, მინდა რომ ჩემ მიმართ "დანაშაულის გრძნობა" ხშირად იგრძნო, ამის გამო ხშირად წერო და ხშირად გაგვილამაზო ცხოვრება... love

 


№12  offline წევრი lankobalero

ძალიან ვისიამოვნე ახალი ისტორიით love შენი მოთხრობების ერთგული მკითხველი ვარ, ვანილის კოცნა გამორჩეულად მომეწონა, პირველად ეს წავიკითხე და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახერხა ჩემზე.

 


№13  offline წევრი ფორთოხალი

მოთხრობა აპრიორი წარსულში არ იწერება. აწმყო დრო მეტ დინამიკას აძლევს და ამიტომ არჩევს ზოგიერთი ავტორი ასე წერას. მე პირადად იმიტომ ვერიდები, რომ ამერევა ვიცი და მერე დროებარეული უკვე ძალიან ცუდი საკითხავია. თუ შეგიძლია მთლიანად გაქაჩო აწმყოში, მაშინ რატომაც არა. უბრალოდ სარისკოა ძალიან (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში).

 


№14  offline მოდერი chica sol

ღმერთო, ღმერთო, ღმერთო! დამეხმარე, რომ მანამდე ვიცოცხლო და გული არ გამისკდეს, სანამ კომენტარს დავწერ აკანკალებული თითებით... და კიდევ გააჩუმე ჩემი ყოვლად შემაწუხებელი თანამშრომელი, რომ შევძლო აზრების დალაგება...
მარიამ ისტორია დავამთავრე და კომენტარრბს გადავავლე თვალი, იმიტომ კი არა რომ მაინტერესებდა მკითხველის რეაქცია,(ეჭვიც არ მეპღრბოდა რომ ასე კარგად მიიღებდა ყველა,სხვანაირად არც შეიძლება), არამედ იმიტომ, რომ გამეგო სხვამაც შენიშნა თუ არა ის რაც მე... ამ ისტორიისა და "ვანილოს კოცნოს" ესოდენ მყარი კავშირი. მომენტი როცა ანა და თავისი და გადიან გარეთ და მიწისქვეშაში ხვფებიან გიტარისტს რომელიც რეზის მიერ შესრულებულ სიმღერას მღერიზ/უკრავს... ვერც კი წარმოიდგენ რამდენად ეგოისტური სიამოვნება ვიგრძენი, რომ ამას მხოლოდ მე ავღნიშნავ ამ ეტაპზე. მგონი პირველად მიყვარს ჩემი თავი :დ
მარ, ვგიჟდრბი შენს აღმაფრთოვანებელ დეტალებზე, შენს ნიჭიერებაზე,.. ზოგადად შენზე ვგიჟდები. უსტორია ძალიან მომეწონა, უსაშველოდ პოზიტივს ვგრძნობ და ვხვდები რომ სიამოვნების უმაღლეს მწვერვალს მოვაღწიე რაც კი კითხვის დროს შეიძლება იგრძნოს მკითხველმა...
მე შენზე ვა ფა ნა ტებ!!!❤❤

 


№15  offline მოდერი bibo

მგონი შენს ნაწერს პირველად ვკითხულობ ჩემო მანგო გოგოვ და ქოქოსის წვენო love ვიოლინოს გასაღებზე რა გითხრა მაგრამ ჩემი გულის გასაღები ნაღდად იყო ემოცისგან გული რო არ გამიჩერდა მიკვირს განსხვავებული და რაღაც ორიგინალური იყოოოო დასასრულისთვი სვერ გავიმეტე რაც უფრო ბოლოს უახლოვდებოდი მით უპრო ცუდად ვიყავი ისეთი იყოოო აი რა გითხრა სხვა განზომილებაში რო გადაგყავს და ვენერაზე ხარ თუ მარსზე რო ვერ გრძნობბბ სადღაც დაფრინავ ოღონდ ფრთების და ყველაფრის გარეშეეეეე.აი ერთი ემოცია კი არა მილიონობით იყო თავიდან ფეხებამდე ვგრძნობდი თუ მანდ ვეგდე არ ვიციი აი მარლა საუკეთესო ხარრრ და ვაღიარებ კარგი ტკბილიი მურაბა გგოგჩო ხარრრ კარგადაც გამაოცეე love love იცოდე ჩემი სახით ერთი გადარეული და შენზე უზომოდ შეყვარებული მკითხველი დაგემატა რომელიც სუ გელოდება ტორტის უდიდესო ნაჭერო და კარამელოვვვვ love love love love ჩემო ატმის ბუსუსო იცოდე უკვე ვჭედავ მე შენზეოოოო love მსურს უმალიანზე მალე დაბრუნდეეე ასეთი ისტორით და ბევრობა განსვხვავებული ისტორით მურაბის წვენო შენ ხარ ნაზუქი და კიდო ბევრობა კარგობა რაღაცავვვ crying crying კაი წავეთრიესანამ ერთი და იგივე მეასეჯერ დავწერე request wink

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

love წავიკითხე და დავდნი, ისეთი დადებითი გავხდი, მეც კი მიკვირს, დღეს აშკარად ყველა მეყვარება love თეთრი შური თუ არსებობს, ალბათ მე მჭირს, როგორ ახერხებ ცხოვრებაში ამდენი პოზიტივის დანახვას love წერის ძალიან კარგი მანერა გაქვს, თუმცა მაინც მგონია, რომ მკითხველი იმდენად მიაჩვიე სედევრებს, რომ უმცირეს შეცდომებსაც კი არ გპატიობენ... angry მადლობა ეს დამჟავებული განწყობა ასე რომ გამომიკეთე და გამახარე love

 


№17  offline წევრი f43i3zxv

ეს რა დავინახე? :დ გამიკვირდა გამიხარდა შენი ნიკის დანახვა :დ :* ამ.რაც შეეხება ისტორიას სამწუხაროოდ ვერ მოგატყუებ და გეყვი მეტს ველოდი რაღაც შენეული არაა ასე ვფიქრობ ბიჭის პოზიციიდან წერა სასწაულებრივად გამოგივიდა ლაშას შემთხვევაში აქ ცოტა ვერ თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ცუდია პირიქით კარგია მაგრამ არა შენთვის (მიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდა :დ)
ბათუმი იურისტი და სოც. ქსელში გაცნობილი ის ერთადერთი :დ მგავს :დ ლევანი მომეწონა მე :დ
მაოცებს მე შენი ნიჭიერება და დამოკიდებულება ისტორიის მიმართ რაზეც წერ ისტორიაში ცდილობ და გამოგდის კიდეც იმ სფეროზე საინტერესო და ზუსტი ინფორმაციები მოგვაწოდო :*
პ.ს იმედია სინდისმა გამოიგვიძა საბოლოოდ შენში და მალე ვნახავთ სხვა ისტორიებსაც ამ ერთი გამონათებით ვერ დამაკმაყოფილებ :დ

 


№18  offline წევრი ნინა❤

არ ვიცი რა ვთქვა ეს საოცარი მოთხრობა იყო ყველაზე კარგი რაც აქ წამიკითხავს უბრალოდ საოცრება..ნოე ის მართლაც საოცნებო ბიჭია...მწერალი ანუ შენ კი ყველას ჯობიხარ

ძალიან მაგარი გოგო ხარ...

რაღაც მომენტში ეჭვიც კი შემეპაარა მრთქი ამაა გოგო წერს

 


№19  offline ახალბედა მწერალი lullaby

ემი
[/quote]

ძალიან საყვარელი ვინმეხარ... რომ იცოდე აქ ბევრი გეძებს და გამოეხმაურე ხალხს <3
ძალიან მიხარია, რომ ამ საიტისთვის შენისთანა მკითველის შეძენა ჩემი დანაშუაულია და იმედია დიდხანსაც გაგრძელდება...
უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის...
რა თქმა უნდა რეზის ნოე ვერ ემგვანებოდა, რადგმან მგონი ჩემი პერსონაჟები ერთმანეთს არ ჰგვანან ;) მიხარია რომ სიუჟეტი მოგეწონა... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა <3

მარიამ ზაქარაშვილი


ვაიმე ჩემო ემოციუროოო, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარიხარ... და ვერ წარმოიდგენ შენი აღმოჩენა როგორ მახარებს... ეგოისტური კმაყოფილება მაგარი რამეა არა? :დდ
ძალიან მიხარია, რომ იმედები არ გაგიცრუე... რომ ამბობდი არ გადიდია ჯერ და უკვე მიყვარსო, მეშინოდა, წაკითხვის შემდეგ აზრები არ შემობრუნებულიყო...
მადლობა მადლობა და მადლობა <3

bibo


ვაიმე რამდენი მოსაფერებელი სიტყვა იყოოო :დდ
ოღონდ ატმის ბუსუსი არა და დანარჩენი ყველა ერთად ვიქნები არაა პრობლემა :დდ
ძალიან მიხარია, რომ ასეთი ემოციები გამოიწვია ჩემმა ნაწერმა შენში და კიდევ ერთი მკითხველის შეძენა ხო საერთოდ მახარებ... უღრმესი მადლობა <3


murachashvili
love წავიკითხე და დავდნი, ისეთი დადებითი გავხდი, მეც კი მიკვირს, დღეს აშკარად ყველა მეყვარება love თეთრი შური თუ არსებობს, ალბათ მე მჭირს, როგორ ახერხებ ცხოვრებაში ამდენი პოზიტივის დანახვას love წერის ძალიან კარგი მანერა გაქვს, თუმცა მაინც მგონია, რომ მკითხველი იმდენად მიაჩვიე სედევრებს, რომ უმცირეს შეცდომებსაც კი არ გპატიობენ... angry მადლობა ეს დამჟავებული განწყობა ასე რომ გამომიკეთე და გამახარე love



უღრმესი მადლობა გოგოებო თბილი სიტყვებისთვის... მახარებს თქვენი დამოკიდებულება... ყველანაირად ვეცადე, რომ ამ ისტორიის კითხვისას მეტი ღიმილი მომეგვარა თქვენს სახეებზე... რამდენად გამოვიდა ეს თქვენ იცით... კი ბიჭის პოზიციიდან წერა რთული იყო და ალბათ არც ისე კარგი, რადგან ჩემ ძვირფას მკითხველს დანაკლისის გრძნობა გავიჩინე... განა არ მესმის მათი...
დიდი ამდლობა თქვენ კიდევ ერთხელ <3

[quote=f43i3zxv]


შენზე ვგიჟდები... საერთოს ყოველთვის პოულობ ჩემ პერსონაჟებთან :დდ მიხარია ხოლმე შენი დანახვა... ასი პროცენტით გეთანხმები ყველაფერში... ძალიან მიხარია, რომ არ მომატყუე :დდ მეც მომწონს ჩემი ვიოლინო, მაგრამ ამაზე უკეთესიც დამიწერია, ვიცი :დდ
სინდისის გამოღვიძებას რაც შეეხება, მაგას სულ ღვიძავს, მაგრამ შემდეგ ისტორიას ალბათ დააგვიანდება... თემა, რომელზე წერასაც ვაპირებ ჩემთან ძალიან ახლოსაა და მინდა, რომ ყველაზე მაგარი გამომივიდეს, რაც კი ოდესმე დამიწერია... თქვენ არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ, რადგან ერთიანობაში შეიძლება ბანალურისც იყოს, მაგრამ... ნუ მოკლედ, ცოტა დამაგვიანდება...
მადლობა ინგუშ შენი გულწრფელი კომენტარისთვის <3

[quote=იგი][/quote]
რას ამბობ, რა უნდა მეწყინოს... ზემოთ ტყუილად კი არ დავწერე, ყველაფერი დამიწერეთ რასაც ფიქრობთთქო...
იცი მეჩხუბებიან ხოლმე, როგორ შეიძლება შენს ნაწერზე ასე ილაპარაკოვო, მაგრამ
დიდად კმაყოფილი არც მე ვარ... მაქვს ამ ნაწერშიც ჩემი საყვარელი მომენტები, მაგრამ მთლიანობაში ზემოთაც ვთქვი, ამაზე უკეთესი დამიწერია... არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ "ნოეც" ვერ ვიყავი, ალბათ არც ისეთი მონდომებით ვწერდი... ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არის ის მინუსები, რაც შენ აღნიშნე...
განა არ ვიცი, რომ ფორმაში არ ვარ აქ...
წერის დროს ვფიქრობდი, რაც შემეძლო მგონი "ვანილის კოცნაში" ჩავდე და აღარ მყოფნის ჩემი თავი ვიოლინოსთვისთქო...
თითქოს ჩემეული იყო ეს თემა - მუსიკა, მაგრამ რაღაც მაინც უმარილო გამოვიდა... ალბათ ცუდ პერიოდში მომიწია წერამ (განა თავს ვიმართლებ, ვისაც ამაზე ვეწუწუნებოდი, ისინიც დაადასტურებენ:დდ)
უღრმესი მადლობა შენი გულწრფელობისთვის... იმიტომ მიხარია შენი სახით ერთ-ერთი მაგარი მკითხველი რომ მყავს <3

 


№20 სტუმარი Salomme

საოცარი ისტორია იყო. ვანილის კოცნასავით გემრიელი საკითხავი. ვისიამოვნე თან სრულად რო იყო ხომ საერთოდ მაგარია

 


№21  offline წევრი Salo me

თბილი ისტორია იყო ასევე თბილი და ტკბილი დასასრულით. ისეთი ემოციური არ იყო როგორც ეს გოგოს მხრიდან მოყოლილის შემთხვევაში იქნებოდა, თუმცა ბიჭები ხომ უფრო მსუბუქად აღიქვავენ მოვლენებს ვიდრე გოგონები. მე მომეწონა ნოე თანაც ძალიან. გამათბო ამ ისტორიამ და სასიამოვნო განწყობაზე მომიყვანა.
--------------------
Sally

 


№22 სტუმარი mariami

ძალიან მომეწონა არა უფრო გავგიჟდი ისე მომეწონა ეს ისტორია,, ზოგადად კომენტარს არ ვწერ ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში თავი ვერ შევიკავე.. სულ ღიმილით ჩავიკითხე და არ მინდოდა დასრულებულიყო, მეგონა ნამდვილ იტორას ვკითხულობდი და სადმე აქვე იყვნენ თათა და ნოე (ბათუმში ვცხოვრობ) ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, წარმატებები.. ჩემს საყვარელ ისტორიებში ოპირობო პირველ ადგილს დაიკავებს აუცილებლად ❤️❤️❤️

 


№23  offline წევრი teddy))

Mainc ver movitmine da gamocdebamde cota wavikitxe! Axla ki gamocdebis shemdeg davamtavre! Dzalian miyvars sheni istoriebi da es chemgan ara ertxel gagigonia :* dzalian kargi iyo, magram pirdapir getyvi sxva istoriebs ver ajoba! Bichi ra tbili, mgrdznobiare da gansxvavebuli iyo! Tatavc giji, sayvareli gogo iyo! Liza xom arachveulebrivi deda da aseve gamgebiani! Manuchars rac sheexeba vfiqrob tavisuflad sheedzlo colis moyvana da tavisi shvilis reaqciac dzalian chveulebrivi da migebuli iyo! Xoda axal istorias rodis vicilavt? Imedia amisavit ar gvalodineb! Warmatebebi, chemo nichiero gogo!

 


№24  offline წევრი KGB

Agbrtovanebukivarrr:))dzalian sajnteresod,gramatikulad scorad da gansxvavebulad cer:))) ea ckvili xo shemakvare, noec ahemakvare: D mokled dzalian kargiiko cudis tkma ar shemidlzia: D

 


№25 სტუმარი maradiuli

Mari! chemo kargo..vgijdebi shenze dz.. magari xar.didad komentarebis wera ar miyvars magram am istoriam ise monmxibla ar shemedlo chemi emocia damemala...yvela sheni istoria wakitxuli maqvs.momwonxar...ase lamazad gaagrdele..

 


№26  offline წევრი Nia♡Nia

Momewona tan dzalian,dzalian :) tbili, tkbili, sayvareli, saintereso da emociebit datvirtuli iyo ;)

 


№27  offline წევრი nini31323

ოუუ რა სასიამოვნო წასაკითხი იყოო.თბილი და ტკბილი.ფულს მნიშვნელობა არჰქონდა და მხოლოდ ადამიანური გრძნობები გქონდა წინ წამოწეულიი.მარიი ეს პირველი ისტორიაა შენი,რომელიც წავიკითხე ახლა უკვე სხვების აქტიურ წაკითხვაზეც გადავდივარ.ძაან მაგარი იყოო. <3 :*

 


№28  offline ახალბედა მწერალი lullaby

Salomme
საოცარი ისტორია იყო. ვანილის კოცნასავით გემრიელი საკითხავი. ვისიამოვნე თან სრულად რო იყო ხომ საერთოდ მაგარია

Nia♡Nia
Momewona tan dzalian,dzalian :) tbili, tkbili, sayvareli, saintereso da emociebit datvirtuli iyo ;)

KGB
Agbrtovanebukivarrr:))dzalian sajnteresod,gramatikulad scorad da gansxvavebulad cer:))) ea ckvili xo shemakvare, noec ahemakvare: D mokled dzalian kargiiko cudis tkma ar shemidlzia: D


უღრმესი მადლობა გოგოებოოო, ძალიან ძალიან მიხარია თქვენი სიტყვებიი <3 <3

nini31323
ოუუ რა სასიამოვნო წასაკითხი იყოო.თბილი და ტკბილი.ფულს მნიშვნელობა არჰქონდა და მხოლოდ ადამიანური გრძნობები გქონდა წინ წამოწეულიი.მარიი ეს პირველი ისტორიაა შენი,რომელიც წავიკითხე ახლა უკვე სხვების აქტიურ წაკითხვაზეც გადავდივარ.ძაან მაგარი იყოო. <3 :*


ვაიმე ვაიმე როგორ მიხარიააა <3 იმედი მაქვს სხვა ისტორიებთან დაკავშირებულ აზრსაც გამიზიარეებ <3 ძალიან მაინტერესებს <3

ანი ანი
გაგრძელება დაწერე რა გთხოვ <3 .. იცი საერთოდ არ მიგრძვნია ბანალურობა პირიქის ისეთი სასიამოვნო იყო მილიონჯერაც რომ წავიკითხო არ მომწყინდება... რაც ყველაზე ძალიან მომეწონა იცი რა იყო?! ის რომ საერთოდ არაფერი არ იყო ჩახლართული აი ყველაფერი იყო მართლა ისე რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ... აი მაგალითად თუკას უეცარი გაუჩინარება ბევრ რამესთან შეგეძლო დაგეკავშირებინა და ჩაგეხლართა მაგრამ ეს არ ქენი და ისეთი ისტორია გამოვიდა აი გულს და სულს რომ გაგითბობს...
გემუდარები ამ მააგარი კომენტარების ხათრით გაგრძელებაც დაწერე რა ამ ისთორიის ასე კოხტად და ლამაზად disappointed disappointed_relieved heart_eyes


ეს უმაგრესი კომენტარები ჩემი ბედნიერების დიდი ნაწილია მართლა, მაგრამ გაგრძელებს ვერ დავწერ... ან რა უნდა დავწერო? როგორ ცხოვრობენ? მგონი ისეთი საინტერესო აღარ იქნება, როგორიც მათი შეხვედრის ამბავი იყო... მიხარია შენი სურვილი ძალიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიამ მართლაც მოგხიბლა, მაგრამ აჯობებს იქ დავასრულოთ სადაც ინტერესი კმაყოფილდება < <3 დიდი დიდი მადლობაა <3

mariami
ძალიან მომეწონა არა უფრო გავგიჟდი ისე მომეწონა ეს ისტორია,, ზოგადად კომენტარს არ ვწერ ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში თავი ვერ შევიკავე.. სულ ღიმილით ჩავიკითხე და არ მინდოდა დასრულებულიყო, მეგონა ნამდვილ იტორას ვკითხულობდი და სადმე აქვე იყვნენ თათა და ნოე (ბათუმში ვცხოვრობ) ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ, წარმატებები.. ჩემს საყვარელ ისტორიებში ოპირობო პირველ ადგილს დაიკავებს აუცილებლად ❤️❤️❤️

maradiuli
Mari! chemo kargo..vgijdebi shenze dz.. magari xar.didad komentarebis wera ar miyvars magram am istoriam ise monmxibla ar shemedlo chemi emocia damemala...yvela sheni istoria wakitxuli maqvs.momwonxar...ase lamazad gaagrdele..


მიხარია, რომ ჩემმა ისტორიამ კომენტარი დაგაწერინათ... <3 ზოგადად ავტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მკითხველი საკუთარ აზრს არ მალავს, როგორიც არ უნდა იყოს... ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა... ცოტა დამღლელი იყო ჩემთვის ნოეს პირით წერა, მაინც ბიჭია, მაგრამ რა კომენტარებიც მივიღე, სრულიად შევმსუბუქდიი <3 ძალიან ძალიან მახარებთ <3
teddy))
Mainc ver movitmine da gamocdebamde cota wavikitxe! Axla ki gamocdebis shemdeg davamtavre! Dzalian miyvars sheni istoriebi da es chemgan ara ertxel gagigonia :* dzalian kargi iyo, magram pirdapir getyvi sxva istoriebs ver ajoba! Bichi ra tbili, mgrdznobiare da gansxvavebuli iyo! Tatavc giji, sayvareli gogo iyo! Liza xom arachveulebrivi deda da aseve gamgebiani! Manuchars rac sheexeba vfiqrob tavisuflad sheedzlo colis moyvana da tavisi shvilis reaqciac dzalian chveulebrivi da migebuli iyo! Xoda axal istorias rodis vicilavt? Imedia amisavit ar gvalodineb! Warmatebebi, chemo nichiero gogo!


ზოგადად არ ვცდილობ ხოლმე, რომ ჩემი ისტორიები ერთმანეთს გაეჯიბრონ, ისინი ხომ სხვადასხვა თემაზე არიან და ერთმანეთთან შეხება არ აქვთ (გარდა საერთო პერსონაჟებისა აქა-იქ), ესეც ცოტა ლაითი და გასართობი ამბავი იყო... მიხარია რომ პერსონაჟებმა ასეთი მოწონება დაიმსახურა... დიდი დიდი მადლობა ჩემო გოგო <3 <3

 


№29 სტუმარი Guest მარიამი

მგონი ამაზე სასიამოვნო ჯერ არაფერი წამიკითხავს blush

 


№30  offline ახალბედა მწერალი lullaby

Guest მარიამი
მგონი ამაზე სასიამოვნო ჯერ არაფერი წამიკითხავს blush


უღრმესი მადლობა, ძალიან გამიხარდა, რომ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent