შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში ერთხელ(1 თავი)


15-07-2016, 01:55
ავტორი taia21
ნანახია 1 520

ცეკვავდა და ივიწყებდა ყველაფერს ცუდს,რაც ოდესმე გადახდენია თავს,მაგრამ განა ადვილია უყურო ცაზე მკრთალ ვარსკვლავს და ამოიცნო მასში დედის სახე.ალბათ იფიქრებთ,ადრე თუ გვიან,ყველა კარგავს მშობელსო,მაგრამ მისი ხელი რომ გიჭირავს და უყურებ აგონიაში მყოფს,ამაზე საშინელი არაფერია.ის მომენტი ალბათ არასდროს ამოუვიდოდა თვალებიდან თაიას.და მაინც ამ ყველაფრის შემდეგ ის იდგა და ცეკვავდა მარტო,სულელივით წვიმაში.ალბათ კარგა ხანს ვერ მოვიდოდა გონს,რომ არა ბოხი ბარიტონი,რომელიც უეცრად გაისმა და არც თუ ისე სასიამოვნოდ.თაიას გააჟრჟოლა ბიჭის რეპლიკაზე.
-შენ რა პატრონი არ გყავს?
-საიდან მოიტანე,რომ პატრონი არ მყავს?
-მხოლოდ უპატრონო,გიჟი თუ იცეკვებს წვიმაში ასე თავდავიწყებით.
-თუ მორჩი ტირადას,შეგიძლია გზა განაგრძო,მე არ ვაპირებ ცეკვის შეწყვეტას.
-შეიძლება მეც ვიცეკვო შენთან ერთად?
-გამოდის,შენც უპატრონო ხარ?
-არა,მე უბრალოდ მინდა რომ ჯიუტ ლამაზმანს ვეცეკვო.
-რა გაეწყობა,შეგიძლია შემომიერთდე,მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე წახვალ.
-წავალ,მხოლოდ შენთან ერთად.
მას შემდეგ,კარგა ხანს,ხმა არ ამოუღიათ.თითქოს არ უნდოდათ დაერღვიათ ის სიმყუდროვე,რომელიც წვიმას თან ახლდა.უბრალოდ ცეკვავდნენ,ცეკვავდნენ თავდავიწყებით,ისე როგორც წვიმას შეჰფერის და უსმენდნენ მხოლოდ წვეთების წკაპუნს,იდეალურ სიჩუმეში.ალბათ არასდროს დასრულდებოდა ეს წუთები,რომ არა უეცრად გამოჩენილი მანქანა,რომელსაც მოჰყვა თაიას განწირული ყვირილი.ბიჭი სასწრაფოდ მივარდა გოგონას და მაშინვე აიტაცა ხელში.ერთ ხანს აკვირდებოდა მის ლამაზ ნაკვთებს:სწორ,პატარა ცხვირსა და დიდ,ვარდისფერ ტუჩებს,მაგრამ უეცრად თითქოს გამოერკვა და გოგონა საავადმყოფოსკენ გააქანა.თაია მაშინვე შეიყვანეს საოპერაციოში.როგორც აღმოჩნდა გოგონას ხერხემალი დაუზიანდა.დამიანემ ეს რომ გაიგო,კარგა ხანს ვერ იჯერებდა,რომ ეს ჯიუტი ლამაზმანი ვეღარ გაივლიდა.მითუმეტეს ვერ წარმოედგინა,რომ ის ვეღარ იცეკვებდა ისე ჰაეროვნად,როგორც წვიმაში ერთხელ...
ბიჭს რაღაც ჩაწყდა თითქოს ღრმად,თვალებში სხივი ჩაუქრა,გამომეტყველება შეეცვალა,თითქოს ყველაფერი გაუფერულდა.
განა რა მოხდა ასე მალე,რა გაუკეთა ჯიუტმა ლამაზმანმა ასეთი. მისთვის რომ გეკითხათ,ვერ გიპასუხებდათ,მაგრამ თქვენ რას გამოგაპარებთ კაცი?დიახ მას ერთი ნახვით შეუყვარდა ეს უპატრონო,გიჟი გოგო,წვიმაში ერთხელ... სანამ ბიჭი ფიქრებში იყო,თაიას მდგომარეობა დამძიმდა,ალბათ ვერასდროს იფიქრებდა ვინმე,რომ ამ გოგოს კიდევ შეიძლებოდა რამე დამართნოდა.
-ელექტროშოკი მოამზადეთ,პულსი ეცემა-ყვირის ექიმი,მაგრამ თაიას სხეულზე ეს უკვე აღარ მოქმედებს,გული ჩერდება.ცხოვრების კადრები ერთმანეთს ენაცვლება,მაგრამ უეცრად,თითქოს რაღაც სასწაული ხდება, ორგანიზმი იწყებს სიცოცხლისთვის ბრძოლას,ექიმს სადაცაა ყბა ჩამოუვარდება,მაგრამ გოგონა ჯიუტად განაგრძობს ბრძოლას,თითქოს რაღაცას ეჭიდება და პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება.გარეთ თითქოს ის ელოდება,ნათელი წერტილი,უეცრად შემოჭრილი პოზიტივი წვიმაში ერთხელ...დამიანე ელანდება,თავისი დიდრონი ყავისფერი თვალებით უყურებს და რაღაცას ჩურჩულებს,მერე კარს აღებს და უჩინარდება.თაიას სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.პალატაშიც გადაჰყავთ,მაგრამ ის მომენტი მაინც ყველაზე საზარელ წამად რჩება, როცა იგებს,რომ ვეღარ გაივლის.თითქოს ყველაფერი ჩერდება და ყურებში მხოლოდ ერთი ფრაზა ჩაესმის:"სამწუხაროდ,თქვენ ალბათ ვეღარ გაივლით" და იმ დროს უკვე მერამდენედ წყევლის საკუთარ გაჩენის დღეს.ცრემლები თავისით მოედინებიან და უღარავენ სახეს. თვალი ერთი წერტილისთვის გაუშტერებია და დუმს.ოთახში დამიანე შემოდის,გოგონას ისევ არ აქვს რეაქცია,ბიჭი უყურებს და ფიქრობს როგორ ანუგეშოს.ბოლოს დამიანე საწოლისკენ მიემართება და გოგონას ძლიერად ეხუტება,ხელებს ხვევს და თავისკენ იზიდავს.თითქოს არ უნდა გაუშვას,ამით ცდილობს დაამშვიდოს გოგონა,მაგრამ გოგონას ახსენდება დამიანეს სიტყვები:"შენ რა პატრონი არ გყავს?" და მაშინვე შორდება ბიჭს.კიდისკენ მიიწევს და ფანჯარას თვალს უსწორებს.ბიჭი ცოტა არ იყოს იბნევა,ხვდება რომ რაღაც ისე არ არის,მაგრამ იმასაც ხვდება რომ ახლა მარტო უნდა დატოვოს გოგონა და ოთახიდან გადის...

_____________
ეს ჩემი პირველი ისტორიაა.რა თქმა უნდა,ძალიან პატარა თავია,მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი და თუ მოგეწონებათ განვაგრძობ აუცილებლად.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აუ ძაან მაგარია მალე დადე რა ველი შემდეგ თავს
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი taia21

თაკოთაკო
აუ ძაან მაგარია მალე დადე რა ველი შემდეგ თავს

ამაღამ ვერ დაგპირდები,მაგრამ დილით 12ამდე ვეცდები დავდო.მადლობა,რომ კითხულობ.მიხარია,რომ მოგეწონა

 


№3 სტუმარი an

Imediaa gamojanmrteldeba da gaivliss❤❤❤❤❤

 


№4  offline წევრი taia21

an
Imediaa gamojanmrteldeba da gaivliss❤❤❤❤❤

მაგას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ. :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent