შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში ერთხელ(2 თავი)


16-07-2016, 10:15
ავტორი taia21
ნანახია 1 976

ბიჭი ცოტა არ იყოს იბნევა,ხვდება რომ რაღაც ისე არ არის,მაგრამ იმასაც ხვდება,რომ ახლა მარტო უნდა დატოვოს გოგონა და ოთახიდან გადის.გოგონა კრთება კარის ხმაზე და ზანტად ატრიალებს თავს.როდესაც რწმუნდება,რომ დამიანე ოთახიდან გავიდა მაშინვე ტირილს იწყებს.როგორ უნდა,რომ ახლა დედამისი მის გვერდით იყოს,მაგრამ ახსენდება თავისი უბედური ცხოვრება და ვინ იცის კიდევ მერამდენედ იწყევლის გაჩენის დღეს.მერე იმაზეც ფიქრობს,რომ წეღან უხერხულად აგრძნობინა თავი ბიჭს და თავს დამნაშავედ გრძნობს.მას ხომ უბრალოდ ჩემი დამშვიდება უნდოდა-ფიქრობს თაია.ამ ფიქრებში გართული გოგონა ითიშება და მორფეოსის სამყაროში ეშვება.სიზმარში ისევ დამიანეს ხედავს,რომელიც ისევ ისე უყურებს თავისი დიდრონი, ყავისფერი თვალებით,რაღაცას ჩურჩულებს და ისევ ისე გადის ოთახიდან.თაიას ეღვიძება და სკამზე მოკალათებულ დამიანეს აკვირდება,რომელსაც მშვიდად ძინავს.მიუხედავად იმისა,რომ წეღან უხეშად მოექცა,გოგონა მაინც ფიქრობს,რომ ამ ბიჭის მეტი არავინ ჰყავს.ექიმი შემოდის პალატაში,რომელსაც დამიანეს დანახვაზე ეღიმება.
-ეს ბიჭი,რაც მოგიყვანეს,მას მერე არსად წასულა.ალბათ ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის.
-სიმართლე რომ გითხრათ,მე სულაც არავინ ვარ მისთვის-მოწყენით ჩაილაპარაკა თაიამ.
-ის ჩემი ცოლია ექიმო.დამიანეს სიტყვები ექოსავით გაისმა პალატაში. ექიმი გასინჯვას ამთავრებს და პალატიდან გადის.გოგონა კი მაშინვე ჩხუბს იწყებს.
-ეს როგორ გაბედე.რატომ უთხარი,რომ შენი ცოლი ვარ.ვინ მოგცა მაგის უფლება.
-იმიტომ რომ შენ მალე ისედაც ჩემი ცოლი იქნები...
დამიანე ოთახიდან გადის.გოგონა უცებ ვერ იაზრებს ბიჭის სიტყვებს, მაგრამ როგორც კი ხვდება სიტყვების მნიშვნელობას უცნაურად ეღიმება. ხვდება,რომ მასაც უყვარს.ალბათ იფიქრებთ,თაიას როდისღა შეუყვარდაო. მასაც იმ დღეს შეუყვარდა,მასთან ერთად ცეკვა,რომ ისურვა,წვიმაში ერთხელ...
თაია ისევ ისე მშვიდად იძინებს,თავისი დასკვნით გახარებული. სიზმარში ისევ დამიანეს ნახულობს,როგორც ყოველთვის,მაგრამ ამჯერად ბიჭი ოთახიდან აღარ გადის,საწოლს უახლოვდება,გოგონას შუბლზე კოცნის და იქვე სავარძელში ეშვება მოწყვეტით.თაია სიზმარშიც კი განიხილავს რას უნდა ნიშნავდეს დამიანეს ეს საქციელი,მაგრამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობს და ისევ მშვიდ ძილს განაგრძობს...

_________
სიცხე მაქვს და რა ვიბოდიალე არ ვიცი,მაგრამ იმედია მოგეწონებათ. უბრალოდ არ მიყვარს დაგვიანება და მაგიტომ ვდებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent