შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არავისია (სრულად)


30-08-2016, 19:05
ავტორი Gossipy girl
ნანახია 5 206

-რა ლამაზია არა ალბათ მთები,ცა,მზე ხომ მთლად სასწაული იქნება,წარმოგიდგენია?აი ასე იოლად უყურებთ და ვერ ტკბებით..
-აბაა,შენ ეგათქვი!-მწუხარედ ჩაილაპარაკა და ცას გახედა,ნაცრისფრად შეფერილიყო.
-გულს მიმძიმებს ყოველ დილით სინათლეს რომ ვერ ვხედავ,ნეტა როგორია სინათლე? თვალებს ძალიან წვავს?
-საშუალოდ..
-საშუალოდ..რა უმარილოები ხართ ადამიანები.!
-უმარილოები..ზედმეტად,ზედმეტად უმარილოები ვართ.
-ასე არ შეიძლება ხვდები? რატომ არ შეგიძლიათ დატკბეთ იმით რაც გაქვთ?
-აი ასე უბრალოდ რაც მეტს ვიღებთ უფრო მეტი გვინდება!ბუნების კანონია ლილე..
-გაუმაძღრები,უკეთესის ძიებაში საუკეთესოს კარგავენ,ერთხელ,ორჯერ,სამჯერ და მრავალჯერ..
-ასეა რა.. მიყვარს ყველაფერი რაც სუფთაა,დღეს ადამიანებმა ყველაფერი დასვარეს ბინძური ხელებით,სუფთა კი იმდენად ცოტა დარჩა აღარ ვიცი ლილე რა მიყვარს..
-სუფთაო და თან სიყვარულიო!-იცინის ირონიულად.-სად შეგიძლიათ ადამიანებს სიყვარული და თანაც სუფთა?
-რაიცი,იქნებ შემორჩნენ ჯერ კიდევ ლილე,სუფთა გულის სუფთა ადამიანები..
-ორჯერ ორი ხუთია მეთქი რომ გითრა დამიჯერებ? დამიჯერებ რომ გითხრა ვხედავ ცისფერ ცას და ვარდისფერ ყაყაჩოებს მეთქი?
-ვარდისფერი ყაყაჩოს გარდა არაფერს..
-ვარდისფერი,ჰაჰ! ისევ შემეშალა არა? ყაყაჩო ხომ როგორც შენ თქვი წითელია..
-წითელია ლილე წითელი..
-ხედავ? ვარდისფერი ყაყაჩოს ნახვას უფრო იოლად დაიჯერებს კაცი,ვიდრე სუფთა გულის ნახვას,შეგრძნებას და გააზრებას,ხედავ გაბრიელ?
-ასეც ხდება ხოლმე..
-თავიდანვე ისე რომ მომხდარიყო როგორც შემოქმედს სურდა,ახლა მეც შევხედავდი წითელ ყაყაჩოებს და შენც შეხვდებოდი სუფთა გულის პატრონს გაბრიელ..
-შემოქმედი და დასაწყისი?მოიცა რა..-ხელი ჩაიქნია გაბრიელმა და ისევ მოქუფრულ ცას გახედა..
-როგორია ცა გაბრიელ?
-ცისფერი და ვრცელი,ისეთი უკიდეგანოა ცა დღეს გეგონება ჰორიზონტის ზოლიც გაუქრაო..
-მართლა გაბრიელ?
-მართლა მართლა...
*
იყო და არა იყო რა..
იყო ერთი პატარა ისტორია..
მაშ მკითხველო იმედია მოგეწონებათ..
***
-ავარია მოხდაო..
-ჰო ჰო ავარია...
-ღმერთო ჩემო ახალგაზრდა წყვილი..
-გაბრიელ დოლიძე და მართა ვაჩნაძე.
-ჩაიხოცნენ მგონი!-ლოყაზე შემოირტყა ქალმა ხელი.
-საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
-გოგონა მძიმედ არიო ყველა ამბობს.
-გოგონა მძიმედ არის..!
**
ჩაჩავაში იმ ღამით ერთი გოგონა გარდაიცვალა..
მართა ვაჩნაძე.
ავარიაში მის შეყვარებულთან გაბრიელ დოლიძესთან ერთად მოხვდა..
ამ ტრაგედიას საზღვრები არ ჰქონდა..
იმ მოქუფრულ და ნაცრისფერ ცას ჰგავდა „უკიდეგანოს“...
*
-სულ სულ შენთან მინდა..-იცინის გოგონა და ხელებს ხვევს გაბრიელს.
-სულ სულ ჩემთან იქნები ..
-ვიქნები რაა..-მუდარის ხმა აღმოხდა გოგონას.
-იქნები აბა არ იქნები ?
-გაბრიელ ხომ არასოდეს არ მიმატოვებ...
-არასოდეს..მართა გეყო რა,ცრემლები არ დამანახო..
-მეშინია..
-რისი მართა?
-ამ ურჯულო ხალხის,მათი ბოღმის და შენი დაკარგვის..
-პირველ ორს რაც შეეხება მოევლება,მესამის საბაბიც კი არ არსებობს მართა კარგი რა..
-ნამდვილად?
-ნამდვილად..-ხელებს კისრის არეში აცურებს და სველ კოცნას ატოვებს ყურთან ახლოს,თმებს მარცხენა ბეჭზე უწევს და ცდილობს ბოლომდე მიისაკუთროს საყვარელი ქალის სხეული,არც მართა დარჩენია ვალში ბიჭს,მაისურის შიგნით ხელებს აცოცებს და მთელი შინაგანი სიმხურვალით ცდილობს აჰყვეს გრძნობებში გაბრიელს.
ორივეს სიყვარულის ვნება აკავშირებთ ერთმანეთთან,მატი ტემპერამენტის მატება საზღვრებს სცდება..
კისრიდან ისევ ტუჩებს უბრუნდება და ცდილობს დეტალურად შეისწავლოს გოგონას ტუჩის მოყვანილობა,არ ჰყოფნის,იცის! ხვდება..
მას გაცილებით მეტი რომ უნდა...
ისიც იცის იმასაც ხვდება რომ ამისთვის ჯერ ადრეა..
ვერ იოკებს ის მის გრძნობებს..
ვნების ტალღებს ჰყვება ნელა,
ათამაშებს მის ნაზ თითებს მის ზურგზე და უფრო ნელა...
უფრო ნელა ხვდება რომ ის,სულ მისი და მისი ხდება..
აღარ ჰყოფნის ვერ ოკდება,ხვდება რომ ამისთვის ჯერ ადრეა..
ჯერ ადრეა გაბრიელ ჯერ ადრეა..
ისევ ვნება ისევ ვნება,ათამაშებს მის ნაზ თითებს უფრო ნელა უფრო ნელა..
*
-ექიმო მითხარით გადარჩება ჩემი შვილი?-ტირილს უმატა ლალიმ.
-ვწუხვარ ქალბატონო ლალი,ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ..
ქალის გამაბრუებელმა კივილმა შეძრა მთელი კლინიკა.
გაბრიელის ცრემლებმა გზა გაიკვალეს დანამულ ლოყებზე.
ხვდებოდა რომ მართას სისხლი მის კისერზე იწვა მძიმედ.
*
-ტირილამდე მივყავარ იმ ფაქტს რომ ურთიერთობა არ შეიძლება...
-ყველაფერი შეიძლება...
-ეს შეუძლებელია კარგი რაა.
-შეუძლებელი არაფერია..
-ჰო?
-ჰო!
-მე შენ გენდობი,ვიცი რომ თუ მოვკვდები მხოლოდ შენთან ყოფნის დროს დავხუჭავ თვალებს.-იცინის მართა.
-ასე ნუ ლაპარაკობ რა..
-მოდი,დამიჭირე..!-სიცილს უმატებს და მინდორში სირბილს იწყებს.
გაბრიელიც მას მიჰყვება,მისდევს გაბრიელი გარბის მართა.
უცებ ფეხი წამოჰკრა ქვას რომელიც სრულიად შეუმჩნევლად ეგდო მინდორში
-ააჰ!-ტირილი კვნესა აღმოხდა გოგონას..
-ნუ გეშინია,აქ ვარ..-გაბრიელი მინდორზე დაჯდა და მართას ნატკენი ფეხი კალთაში ჩაიდო.-აბა მაჩვენე..
-ააჰ მანდ მტკივა ნელა..
-არაუშავს სერიოზული არაფერია..ქორწილამდე დაგავიწყდება..
-ფეხზე დადგომას შევძლებ?-აცრემლებული ახედა გაბრიელს.
-მაგას მე მეკითხები?-გაიცინა გაბრიელმა და ადგომაში მოეხმარა,ტკივილი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იმდეანდ ძლიერი აღმოჩნდა რომ გოგონამ ფეხზე დდგომა ვერ შეძლო,გაბრილეს მისი მანქანამდე ხელში ატატებული მიყვანა გაუხდა საჭირო.
მანქანა კი საკმაოდ შორს იყო..
როგორ მახოსვს იმ ზაფხულს წითელი ყაყაჩოები ჰყვაოდნენ მრავლად.
***
-აქ გტკივა..?-ექიმი პატარა ჩაქუჩს ურტყამს გაბრიელს მუხლებზე,მობეზრებულმა ხელი აუქნია და მთელი ძალით იყვირა.
-რატომ არ გესმიით ყველაგან მტკივა ყველგან!
-მესმის გაბრიელ..
-არ მჭრიდება თქვენი დამპალი წამლები მართა მაჩვენეთ!
-არ შეიძლება..
-რატოო რატო არ შეიძლება! მაჩვენეთ! არ გაქვთ უფლება! არ გაქვთ გესმიის!
-ეს თქვენ არ გაქვთ უფლება..
-დედამისი არ მიშვებს არა..?!ვიცი!ზუსტად ვიცი მაგის ბრალია...
ოთახში ლალი შემოდის,გაბრიელს თითქოს ხმა წაერთვა.
-მართა აღარ არის..-ჩუმი და მკვეთრი ხმა აღმოხდა ლალის.
მის გამომშრალ სახეს სრულიად ანადგურებდა ეს ფრაზა.
-რასნიშნავს აღარ არის?..
-აი ასე აღარ არის გაბრიელ..მართა აღარ გვყავს..-ცრემლების ნაკადმა თითქოს გზა მონახაო,ქალი გაბრიელის საწოლთან ჩამოჯდა და ხელზე ხელი მოუჭირა.-უნდა გაუძლო გაბრიელ..
-წადით რა..
-მე წავიდე?-ხმადაბლა იკითხა ლალიმ.
-ყველა!
-ლილეს უნდა შენი ნახვა..
-ყველანი გადით..
-არ შეიძლება გაბრიელ-ახლა ექიმი ჩაერია საუბარში.
-ნუ მასწავლი შენი დედა..*>8.
ექიმმა ოთახი დატოვა,ლალიც გავიდა და ოთახში მხოლოდ გაბრიელი დარჩა.
დარჩა მის ტკივლთან..
ტკივილთან სახელად „მართა“...
***
-მიყვარხარ..
-არ მესმის..-იცინის გაბრიელი.
-მიყვარხარრ!-ყვირის მართა და ზღვის ტალღებისკენ მიიწევს.
-კიდევ არ მესმის..
-გადმოვხტეთ რა ..
-საიდან?
-აი იმ კლდიდან..
-გაგიჟდი? არა!
-კი რაა..
-არა მართა..
-კიი!
-არამეთქი..-იცინის.
- კი რა გთხოვ გთხოვ..
-არა,არა არა,მეშინია რამე რომ დაგემართოს?
-არაფერიც არ დამემართება რაიყო მომაკვდავი კიარ ვარ!
-არ ხარ..
-ჰოდა წავიდეთ!
-გიჟი ხარ...
-სხვა შემთხვევაში მოსაწყენი ვიქნებოდი..-იცინის გოგონა და ნახევარ საათში უკვე კლდეზე არიან.
საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული კლდე ლამაზ ლურჯ ზღვას..
-ნამდვილად გინდა?-ეღიმება გაბრიელს და ფრთხილად იხდება ქვემოთ.
წინადადების დასრულებასაც არ აცდის მართა ,ხელის მოქაჩვით ორივენი ჰაეღსი არიან.
ჰაერი მართას კივილმა გაჭრა.
-მიყვარხარ!
და ისინი წყალში იყვნენ.
მთელი სხეულით ეკვროდნენ ერთმანეთს.
ეს იყო გარდამავალი წამი..
ალბათ მათთვის.
გოგონამ ფეხები მჭიდროდ მოხვია გაბრიელს და კისერში „ტკბილად“ უკბინა.
-დაისჯები...-გაიცინა გაბრიელმა.
-კარგი იყო?ხომ არ გინანია?
-არაფერს,არასდორს არ ვინანებ..
-და შენ ?
-მეც მიყვარხარ..
ტუჩებს უპირდაპირებს..
გრძნობები ნელ-ნელა ირევა ერთმანეთში.
უყვართ ალბათ მართლა არსებობს ეს გრძონბა..
მონური და სადამსჯელო!
სხვა რა შეიძლება უწოდო ამ ყველაფერს?
როცა მთლიანად მას ეკუთვნი?
დიახ დიახ..! ესეიგი თქვენ გიყვართ!
*
იმ დილით ყველაფერი შავი იყო..
აღარც ყაყაჩოები იწონიდნენ თავს თავიანთი წითელი კაბებით..
იმ დილით ყველა გლოვობდა მართას.
ქალაქი ტრაგედიის სურნელმა მოიცვა და ლამის იყო ყველას ახრჩობდა უსამართლობა.
უსამართლობა განა ვინმესი?არა!
უსამართლობა ამ ცხოვრების და მისი სისწრაფის..
დამნაშავე არავინ არ იყო..
წითელი ვარდი რომ მიიტანა მართას საფლავზე მაშინ იგრძნო თუ როგორ მარტო დარჩა.
მაშინ იგრძნო რამდენს ნიშნავდა მისთვის მართა.
ზედმეტად გვიანი იყო დამნაშავე ნაპოვნი ჰყავდა.
დამნაშავე თავად იყო..
***
-ცოლად მომიყვან?-იცინის გოგონა.
-როცა გაიზრდები აუცივლებლად.
-ახლა მინდა!
-ახლა გინდა?-იცინის გაბრიელი და ტელეფონიდან თავს არ სწევს.
-ჰო აი ახლა მინდა რომ ცოლად მომიყვანო.
-შენ აფრენ ხო ცოტა-ცოტას?-ისევ იცინის გაბრიელი და მართას ფეხს რომელიც კალთაში უდევს ფრთხილად აყოლებს თითებს.
-გაბრიელ რატომ არ შეიძლება მაშინ დავქორწინდეთ როცა ეს ჩვენ გვინდა?
-იმიტომ.
-არ გინდა?
-მინდა მართა უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-კარგი..
***
-კარგად ხარ?-ლილე.
-ამის კითხვის უფლებაც არ გვაქვს ლილე..-თავზე ხელს უსმევს მართას უნცროს დას და გულში იკრავს.
-ძალიან გიყვარდა?
-ძალიან ძალიან..
-ძალიან გტკივა ალბათ...
-ძალიან ძალიან-იღიმის გაბრიელი და ცრემლები სდის ლოყებიდან.
-ცხოვრება ზედმეტად უსამართლოდ მოექცა..მოგექცათ.
-ზედმეტად..
-მთავარია იცი რომ ბოლომდე გიყვარდა,ბოლომდე უყვარდი.
-ზედმეტად დრამატულია ლილე..
-კარგი რა,ეს ხომ მართა იყო,ზედმეტად დრამატული..!
***
-სად ხარ?
-მეგობართან..-დაბნეული ხმით უპასუხა გაბრიელმა.
-ვინ მეგობართან..
-გიოსთან მართა რაიყო?
-კარი გააღე!
-რაა?-სასწრაფოდ ადგა საწოლიდან და ჩაცმა დაიწყო.
-კარიი გააღე მეთქი!
კარი გვანცამ გააღო.
კართან რომელზეც უკვე 5 წუთია ვიღაც გამუდმებით აკაკუნებდა ახლა ორი გოგონა იდგა.
მართამ ცრემლები ვერ შეიკავა ოთახიდან გამოსული გაბრიელი რომ დაინახა.
ზედმეტი არაფერი უთქვამს,მეტიც საერთოდ არაფერი უთქვამს.
ლიფფტის კარი გაიღო და შიგნით გაუჩინარდა.
გაბრიელმა კიბეების წყალობით ჩაასწრო მართას და ქვემოთ ჩასულს იქ დახვდა.
-მართა ყველაფერს აგიხსნი.
-არ გინდა რა..მასთან ადი,მას უფრო სჭირდები..
გაბრიელმა გოგონა ძალით ჩასვა მანქანაში და კარები მალევე დაკეტა.
-გააღე!
-მართა,უნდა ვილაპარაკოთ!
-არაფერი მაქვს სალაპარაკო!
-გვაქვს..
მანქანა ეზოდან მაღალი სისწრაფით გავიდა.
ტრასაზე გასულები მანქანაში ჩხუბობდნენ.
ერთმანეთს სიყვარულს და ღალატს ედავებოდნენ.
კამათის დროს მართამ საჭეს ხელი დაარტყა,გაბრიელმა რომელიც მართას უყურებდა ვერ დაინახა მის წინ მომავალი მანქანა და „წინსწრების“დროს მთელი ძალით შეეჯახა წინ მომამავალს.
წინიდან მომავალი საკმაოდ დიდი სისწრაფით მოდიოდა...
დანარჩენი თქვენც კარგად იცით მკითხველო...
***
-მერამდენე დღეა?
-390-ე შესრულდა დღეს...
-მწარეა..
-ზედმეტად..
-ის ყაყაჩოები?
-მართას ეკუთვნოდა..
-ახლა?
-ახლა არავის...
-უკიდეგანოა ცა ისევ?
-ისევ..
-ისევ ცისფერია?
-ისევ ისე...
-გაბრიელ წვიმის წვეთი ..-ხელი მოისვა შუბლზე და გაიცინა.
-რა გაცინებს?-ლილეს შემხედვარე გაბრიელმაც გაიღიმა.
-როგორი სასწაულია არა?-მაღლა წამოდგა ლილე.
-რა არის სასწაული.-ისევ იღიმის გაბრიელი და მოხტუნავე ლილეს უყურებს.
-მოწმენენდილი ლურჯი ციდან წყლის წვეთი რომ დაეცემა ადამიანს.სასწაულია არა გაბრიელ?-გოგონა ტრიალებდა,რა ლამაზი იყო მის წარმოსახვაში მინდორი,რომელიც დაუხატეს.
სინამდვილეში კი ეს იყო მინდორი სადაც არც წითელი ყაყაჩოები ხარობდნენ,არც მზე ანათებდა და მითუმეტეს ცაც არ იყო სუფთა..


მომენატრეთ ძალიან <3
ეს ისტორია დიდი ხნის წინ დავწერე იმედია მოგეწონებათ <3
მინდა გითხრათ რომ სულ მალე ახალი ისტორია დაემატება...
ინტრიგებისთვის მოემზადეთ.
სიყავრულით თქვენი ჭორიკანა! <3



№1  offline წევრი (((end)))

ძალიან მომეწონააა heart_eyes ახალს,რომ დადებ შენთან ერთი სათხოვარი მაქქ joy heart_eyes ძალიან მინდა გაიცანით,ნიცა ამაღლობელის მეორე ნაწილი დაწეროო heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

 


№2  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

nia12nia
ძალიან მომეწონააა heart_eyes ახალს,რომ დადებ შენთან ერთი სათხოვარი მაქქ joy heart_eyes ძალიან მინდა გაიცანით,ნიცა ამაღლობელის მეორე ნაწილი დაწეროო heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Guest Eka

Xo ra... Dacere gaicanit nica amaglobelis meore nacili

 


№4  offline წევრი Nate

მიყვარს მე ჭირიკანა
ეს ძააან სევდიანი იყო
მართლაც სასწაულია მოწმენდილი ციდან წვიმის წვეთი დაგეცეს
მაგრამ სასწაულები ხომ არსებობს
ბედნიერეებაა შენი ისტორიების კითხვა
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი და მაგარი ისტორიით
გელი
და
წარმატებები

 


№5  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Nate
მიყვარს მე ჭირიკანა
ეს ძააან სევდიანი იყო
მართლაც სასწაულია მოწმენდილი ციდან წვიმის წვეთი დაგეცეს
მაგრამ სასწაულები ხომ არსებობს
ბედნიერეებაა შენი ისტორიების კითხვა
იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი და მაგარი ისტორიით
გელი
და
წარმატებები

Chemtvis bedniereba isaa rom arsebob madloba chemo kargo<3

 


№6 სტუმარი მთვარო

ძალიან მაგარია.მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent