შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე(IV)


27-09-2016, 00:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 7 450

-ჩემი ყვავილები მოჭერი? მოგკლავ - ისე უცებ გავვარდი თმის აკეცვა ვის გაახსენდა თავშალიც ძივს მივიმაგრე ფეხშიშველი მივრბოდი მინდორზე . მოთიბულ ბალახებში არეული ჩემი ვარდების ბუჩქი რომ დავინახე გავცოფდი. უკან მომყვებოდა ვაჟბატონი უხერხული ღიმილით , თვალებზე ეტყობოდა როგორი დამფრთხალი იყო. ბრაზი ვერ მოვთოკე ისე გავუქანე მუჭი ყბისკენ მოულოდნელობისგან შექანდა და თავი გვერდზე გადაუვარდა
-ღმერთო ჩემო... ასე დარტყმა როდის ისწავლე ! ჩემი ტუჩი - სისხლი მოიწმინდა და ამომხედა- კარგი რა მილიონი ვარდი გაქვს ერთი მომეჭრა შემთხვევით და მაგისთვის მკლავ?
-ისინი ჩემი ვარდები არიან... ასი შვილიდან ერთი რომ მოგიკლან რას იტყვი კიდე 99 მყავსო?
-კარგი რა ნუ მიყვირი ... სრულიად დამონებული მგონია თავი
-მართლა დამონების ღირსი ხარ ...ზედმეტად გამითამამდი ! როგორც გინდა ისე გადამირჩინე ეს შავი ვარდი!
-არ ვიცი ყვავილების მოვლა...
-შეკარი ახლა წარბები და მიყურე ორი წლის ბავშვივით... ღმერთო შენ რამე არ იცი?
-კესანეე...
-ვინ დაგავალა ეზოს გაწმენდა.. ისე ვერ დავდიოდი? მიპასუხე
-მეც ვცხოვრობ აქ და მაწუხებდა ამხელა ბალახი ... ნასახლარი ხომ არაა ვიფიქრე...
-იფიქრე.. იფიქრე ყველაფერს ამით ამართლებ? მაშინ ნუ ფიქრობ- გაბრაზებული ვუყვიროდი და ხელებს ჰაერში ისე ვიქნევდი მოსაცმელიც გადამძვრა მკლავებზე და დავრჩი ბრეტელიანი მაისური ამარა .სულ ასე მემართებოდა რომ ვკამათობდი შეგრძნებები მიქრებოდა, მხოლოდ სიტყვებს ვაყრიდი ერთმანეტზე და უკონტროლო ვხდებოდი . მაშინ კი საშინლად ვბრაზობდი . ქარი ქროდა და ჩემი თმები ისე ამოფრინდა თავშალიდან და მმეხვია სახეზე თავი ძლივს დავიხსენი - საერთოდ ნუ მიფქრობ.. რაც გინდა ის გააკეთე ჩემი ყვავილი გადაარჩინე
სწრაფად ავუარე გვერდი და წელამდე ჩამოვარდნილი მოსაცმელი გავისწორე. სახლში შევვარდი და დამამშვიდებელი დავლიე, მსუფუქი ნერვიულობაც კი ცუდად მხდის , გულისცემა სიე მიცქარდება მგონია გამისკდება. საწოლზე გულაღმა ვწვები და ჭერს ვუყურებ,ნელ -ნელა ვმშვიდდები და მისი სახე მიდგება თვალწინ როგორ გაფითრებული უყურებდა ჩემს ნაწიბურებს მკერდთან და მხარზე . ისევ მასზე ვფიქრობ, ახლა წესით ის კადრები უნდა მახსენდებოდეს, ყოველთვის როცა მსგავსი გამომეტყველებით მიცქერდნენ ცუდად ვხდებოდი ახლა კი მასზე ვფიქრობ. რა მოვუხერხო, ვხვდები რომ შეუძლია დამეხმაროს იმხელა გავლენა აქვს ჩემს გონებაზე ,იმდენად მიზიდავს და მაფორიაქებს.იქნებ ჩემი ხუმრობა რეალობად ვაქციო გავარკვევ მასზე ყველაფერს და იმას მივცემ რაც სურს დახმარების სანაცვლოდ „მორჩილად“ ვაქცევ რომ „“განმკურნოს“ მერე კი გავუშვებ და ორივე დავუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებას მე ნაწილობრივ მაინც ის კი მთლიანად .
მთელი დღე ეს აზრი მიტრიალებს გონებაში, გარეთ არ გავსულვარ რამდენჯერმე დამიკაკუნა კარზე საჭმელი გავაკეთე და მოგიტანო მითხრა ,მაგრამ მალევე მოვიშორე. შუაღამე იყო ქვემოთ რომ ჩავედი ,ჩადრის გაკეთება დამეზარა შხაპის მირების შემდეგ თმა სულ სველი მქონდა, წინ გადმოვიყარე წითელი კულულები და სპორტული მოსაცმელის უზარმაზარი კაპიშონი ჩამოვიფხატე . დიდი ზოლებიანი პიჟამას შარვალი მეცვა და სახლის ფლოსტებით მივპლატუნებდი . მაცივარში შევძვერი და წვენი ვიპოვე. მალე უნდა გამოვაგზავნინო მამას პროდუქტები უკვე ორნი ვართ და რაღაც-რარაცეები აღარ გვყოფნის აქამდე სულ ცოტას ვთხოვდი. წვენის ბოთლს თავი მოვხსენი და პირდაპირ მივიყუდე. ლამის დავიხრჩე შემობრუნებულს ნიკუშა რომ დამხვდა სკამზე მჯდომი , მბჟუტავ სინათლეზე ძლივს გავარჩიე მისი გამოსახულება.
-როგორც იქნა ჩამოხვედი... ორი დღეა მხოლოდ წვენზე ხარ წუხელაც ამ დროს დალიე ,ასე არ შეიძლება ცუდად გახდები -ისე მშვიდად მითხრა ვითომ ნორმალური იყო ღამის 3 საათზე სამზარეულოში რომ იჯდა და ისიც იცოდა ბოლოს რა დავლიე
-მერე მე არ ვარ ნორმალური... ან სენ ხარ უბრალოდ დიდი კაცთმოყვარე უზარმაზარი გულით
-იცი ლამაზი ტუჩები გაქვს- თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, მაგდას ეყრდნობოდა იდაყვებით და ისე მიცქერდა - ამ განათებაზე განსაკუთრებით კარგად ჩანს
-იცი ვფიქრობ რომ ჩემს ვისკის მიაგენი და ვინაიდან აქ არ დევს ვვარაუდობ ბოლომდე დაცალე! - მეგონა შემეშინდებოდა მთვრალი კაცის რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო და ასეთ კომენტარს აკეთებდა
-მე არაყს მივაგენი...ვისკიც გაქვს? - წამოდგა და ჩემკენ დაიძრა. ისევ ვერ ვგრძნობდი შიშს, ჟრუანტელი მივლიდა მაგრამ ეს სასიამოვნო იყო მისი თვალები ისე ბრწყინავდნენ, მათში იმხელა სევდას ვხედავდი ამ ელვარების მიღმა ,საოცრად მიზიდავდა ისე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქალს სიმპატიური კაცი ...მაგრამ მე ხომ ჩვეულებრივი არ ვარ, მე ხომ არ უნდა შემეძლოს ასე ფიქრი ,ეს გრძნობა არ უნდა გამაჩნდეს. კაცებთან მხოლოდ ზიზღის გრძნობა მაკავსირებს.,მათი შეხების შიში და ზიზღი . ის უკვე ჩემ წინ იყო, შხაპის გელის და სასმელის სუნი ერთდროული სიმძაფრით ვიგრძენი და მანაც ჟრუანტელივით დამიარა მტელს სხეულში .ხელი მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო- მინდა ისევ დაგინახო... შენი სახე მინდა დავინახო ..სულ ცოტა ხნით
-ცუდ სიზმარს ნახავ მერე...- მშვიდად ვუთხარი და მოვშორდი. ოთახიდან გავედი ის კი ისევ იდგა და მიყურებდა, ვერ ვხდავდი მაგრამ ვგრძნობდი ის სხივი მთლიანად შტანთქა სევდამ. ვერ ვხდები რატომ აქვს ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჩემს მიმართ, თუმცა მე ჩემს დამოკიდებულებასაც ვერ ვიაზრებ მის მიმართ.
დილით უკვე ვიცოდი რაც მჭირდებოდა მისგან... ბევრი არ მიფიქრია ალბათ, საკმარისად ბევრი არა ,მაგრამ ჩემთვის გარისკვად ღირდა, ექსპერიმენტიც მიღირდა და საერთოდ ყველაფერი. მე ხომ უარესად ვერაფერი მეტკინება ასე უძლურებაშ ყოფა კი სულს მიხუთავს.
არასდროს ვყოფილვარ მშიშარა ახლა კი ზედმეტად დიდი ხანია ვიმალები , საკუთარი თავისგან ვიმალები .
-გამარჯობა ირაკლი...-ზარი განვახორიციელე და დაველოდე პასუხს
-კესოო- მხიარული ტონი შევნიშნე მის ხმაში. მას ხომ მე ძალიან ვუყვარვარ ალბათ ახლა იღიმის და მისი თაფლისფერი თვალები სრულიად წვრილდება და ნუშის ფორმას იღებს- კესანე ... ნამდვილად შენ ხარ? ჩემო გოგო როგორ მომენატრე... ყველას მოგვენატრე - სევდა შევნისნე მის ხმაში ალბათ გოგონებთან უფრო ხიშირადაა ვიდრე ადრე
-ირაკლი შენთან სათხოვარი მაქვს
-მუდამ სენს სამსახურში ჩემო პრინცესა
-ნიკოლოზ ავალიანის შესახებ მინდა ცნობები შემიგროვო და მეილზე გადმომიგზავნო
-ვისზე? -ხმაში გაოცება შევატყვე თუმცა ვერ მივხვდი რამ გამოიწვია
-ნიკოლოზ ავალიანი... რა ხდება? რამე პრობლემაა?
-ა არა არაფერი უბრალოდ კარგად ვერ გავიგე და ... საღამოს ყველაფერს გამოგიგზავნი ახლა კი მითხარი როგორ ხარ
-უკეთ... თქვენ როგორ ხართ. ჩემი გოგონები ?
-უშენოდ ისე არიან როგორც ჩიტი ფრთების გარეშე. გელოდებიან ყოველ წუთს ელიან შენს დაბრუნებას
-ვცდილობ ირაკლი... გადაეცი რომ ვცდილობ. კარგად ირაკლი - სევეცადე ხმა გამეკონტროლებინა . ხელები ამიცახცახდა, მობილური გავთიშე და ხალიჩაზე დავჯექი . გამიჭირდა ,საშინლად გამიჭირდა მისი ხმის მოსმენა , იმ ტკივილის შემჩნევა და საუბარი ...
მთელი დღე ველოდი , ლეპტოპს არ ვშორდებოდი .როგორც იქნა მოვიდა . გავხსენი ,თუმცა ბევრი არაფერი იყო „ცნობილი ბიზნესმენი ნიკოლოზ ავალიანი .34 წლის , უცოლო .არასდროს ყოფილა ქორწინებაში .პროფესიით ეკონომისტმა გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი ფინანსებით შექმნა იმპერია . ქველმოქმედი , რომელმაც ორი წლის წინ ორი მილიონი დოლარი გადასცა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდს.რომელიც მისივე თაოსნობით დაარსდა ხუთი წლის წინ .
მისი ოჯახისწევრების ვინაობა უცნობია, არ გვაქვს არცერტი ფოტო სახლიდან.ისიც უცნობია სად ცხოვრობს . მის სახელზე რეგისტრირებული არცერთი უძრავი ქონება არ მოიძებნება გარდა კომპანიის 55 % იანი აქციების პაკეტისა. მისი კმპანიონის სახელიც უცნობია....
საისუმლოებებით სავსე იდუმალი ყმაწვილის ირგვლივ ბევრი ჭორი აგორდა , თუმცა ვერცერთი დამტკიცდა . მას არასდროს მიუცია ინტერვიუ ჟურნალისტებისთვის ,მიუხედავად იმისა რომ მუდამ აქტუალურია და თიტქმის ყველა ცდილობს მის შესახებ ნამდვილი ინფორმაციისმიღებას.
ბოლოს შეამჩნიეს ერთი კვირის წინ კახეთისკენ მიმავალ გზაზე. მისი მანქანა ხევში გადაჩეხილი იპოვეს თუმცა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება,მანქანაში და მის ახლო-მახლოს არავინ იმყოფებოდა.
პ.ს მაპატიე ,სხვა ინფორმაციას ვერ გაწვდი .მხოლოდ ესაა რაც შევძელი . ფოტოები რომლებიც სხვადასხვა დროს გადაუღეს და მორჩა. იმედია გამოგადგება...
შენი ირა“

მისი ფოტოების გრძელ რიგს ჩამოვყევი აშკარად ჩუმად იყო გადაღებული . სხვადასხვა ვითარებაში .არცერთი იყო ერტ კონკრეტულ ადგილას იყო ბევრ სახლთან, რესტორანთან, კაფესთან. ჰოლდინგთან . სხვადასხვა მანქანის საჭესთან, სხვადასხვა ქალთან და სხვადასხვა ფორმაში. სპორტულებით მორბენალი ნიკუშადან დაწყებული დაცვის თანხლებით დასრულებული.
სულ ვგრძნობდი რომ რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ასეთი ცნობილი ტიპი თუ იქნებოდა ესეც არ მეგონა. სწრაფად მოვიხვიე თავსაფარი და ქვემოთ ჩავედი . ვერსად ვიპოვე ,ბოლოს ეზოში დავჯექი და ხმაურიც მომესმა სარდაფიდან. იქეთ წავედი ,ბატონს სამუშაო იარაღების ტარო ამოუყირავებია და მან გამოიწვია ხმაური.ახლა კი ცალ ფეხზე ხტუნავდა,როგორც ჩანს რამე დაეცა მეორე ფეხზე
-ამის დ.. შევ.. რამ ამოგაყირავა ვაიმე ფეხი -ვდექი ვუყურებდი და სიცილს ძლისვ ვიკავებდი. ბოლოს ქოთანში ჩარგული ვარდის ტოტი რომ დავინახე გამიკვირდა. ბატონს მისი გახარება განუზრახია. ერთი ტოტი წყლიან ჭურჭელში ჰქონდა ჩადებული და ერთიც ქვიშასი ჩაერგო . საინტერესო მცდელობაა...ნუ კი გაახარებს სამივეს თუ მოუვლის და ერტის ნაცვლად სამი ვარდის ბუჩქი იქნება,მაგრამ მაინც ვბრაზობ . ეზო უკვე გაესუფთავებინა და დაბალზე ჰქონდა დაყენებული ბალახი. დიდხანს იმუშავა იმ საჭრელის ხმამ ყურები წაიღო ,ოთახში რომ შევიკეტე მერე აღარ მესმოდა ხმა .
კართან დიდხანს ვიდექი და ვუყურებდო როგორ ალაგებდა სარდაფს . ყველაფერი გაწმინდა, კარგად დააწყო და მერე სკამზე დაჯდა .თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა ,წასვლას ვაპირებდი არ მინდოდა დალაპარაკება .უკან რომ შევბრუნდი მისი ხმა მომესმა
-აქ ამდენ ხანს მხოლოდ საყურებლად იდექი?
-ვიფიქრე გადაღლილს მიგეძინა...
-იფიქრე კი - ჩაიცინა და წამოიწია- რამე გინდოდა გეთქვა?
-უსაქმოდ ვერ ისვენებ ბატონო ნიკოლოზ? დიდი ბიზნესმენო? აქაც რაიმეს ასენებას ხომ არ გეგმავთ იქნებ ქალაქი ... სავაჭრო ცენტრი არ გამოდგება აბა .პატარა ქალაქი ააშენეთ - ფერები ეცვალა სახეზე ,ჩემი სიმშვიდე საშინლად აბნევდა მე კი ეს ძალიან მომწონდა .
-არ მომიტყუებიხარ.. ეკონომისტი მართლა ვარ
-გთხოვეს უფროსის მოტყუება.. რომელი უფროსის სად გყავს შენ უფროსი
-არ ვიცოდი ვინ იყავი ვერ გეტყოდი ჩემს ვინაობას
-ისევ მატყუებ ვიცი... მაგრამ არ მადარდებს ახლა აღარაფერს მკიტხავ. ან გაიგებენ რომ ცოცხალი ხარ და ვისაც ემალები ასე გულმოდგინედ გიპოვის
-რაღაც გინდა ხომ? სხვა რა გინდა მართლა მორჩილი გინდა გავხდე?
-ხო !
-დამცინი? მაშინ კარგი ხუმრობაა..მორჩილზე სულ გრეის ორმოცდაათი ელფერი მახსენდება პირადად და შენი არ ვიცი- ისე მიყურებს მე მგონია ანასტასია თავი. არა მეჩვენება როგორ სეიძლება ასე შემომხედოს მთლიანად დაფარული ვარ გრძელი ლურჯი კაბით ,თმა აკეცილი მაქვს, თავს მთლიანად მიფარავს ნაცრისფერი ზოლიანი თავშალი და ჩემი თვალები ნამდვილად არ გამოიწვევს ამხელა ემოციას.მეჩვენება ალბათ ,არადა ისე სხვანაირად მიყურებს
-მარტო მსგავს მორჩილებას ვერ დაგაჯერებ... კრისტიანი საკმაოდ დამთმობი და ყურადრებიანია - ეს რომ ვუთხარი ღიმილი სახეზე შეაშრა,თვალები გაუფართოვდა
-კაი ახლა გაიცინე თორე მგონია ჩემზე იძალადებ ... მათრახებს სად მალავ?- ისე მიმოიხედა და მოისვა სახეზე ხელი მართლა გამეცინა - უუჰ ძლივს ამოვისუნთქე თორე მეგონა ...
-არა რაზე დავიწყეთ საუბარი და რაქამდე მიმიყვანე ვინ ხარ ნიკოლოზ?
-ხომ გაიგე უკვე... კითხვები არაო და მე რატომ უნდა მკითხო?
-ძალიან დიდი გაიძვერა ხარ ბატონო ნიკოლოზ
-სულაც არა ..უბრალოდ არ მიყვარს როცა წაგებული ვრჩები საქმიდან,თანაც თქვენ იმდენად არ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება დათმობაზე რომ წავიდე
-მართალია სიტყვას მოჰყვა თორემ ისე არც დავინტერესდებოდი
-აბა როგორ გაიგეთ ჩემი ვინაობა?ჩიტმა მოგიტანათ ამბავი?
-ჩემმა ჩიტმა მითხრა ასე არაფერი გამოვაოო... ამ თავხედ ბიჭს სახლში ვერ დაიტოვებთ ასეთი თავნება თუ იქნება და არ დაგემორჩილებათო
-თქვენ მართლა გინდათ მგონი ჩემი დამორჩილება ... მორჯულება.. მოთვინიერება.ამ ტერიტორიაზე სხვა სახლი არ არის? ვინმე უკეთესი ქალი რომ ცხოვრობდეს? მეტად თავისუფალი და მხიარული?
-მხიაურლება და თავისუფლება თუ გგნებავდათ ქალების მეტი რა გყავდათ წამოგეყვანატ რომელიმე და დასახლებულიყავით მთაში.. ტყეების და მტების მეტი რა არის საქართველოში!
-მაპატიე ... არ მინდოდა გამებრაზებინე
-დამიჯერე ვერ გამაბრაზებ ... ძალიანაც რომ ეცადო უბრალოდ თავს დავაჯერებ რომ ნერვები მომიშალე ისიც საოცრებას თუ ჩაიდენ -რატომ ვარ ასეთი გულღია... ვერ გავიგე ანგარიშს ვაბარებ? ეგონოს რო გავბრაზდი დიდი ამბავი !-გავიდეთ აქედან..ჩახუთული სივრცეები ცუდად მხდის- ეს ამდენი ხნის შემდეგ რომ მახსენდება უკვე პროგრესია, იმ ამბის შემდეგ სარდაფის სმგავს ადგილას შესვლა აღარ შემიძლია . თუმცა შემძლებია,რამდენიმე წუთია აქ ვარ საუბარში გართული და სულ არ გამხსენებია სად ვიყავი.
უკვე ეზოში ვიყავით , კომფორტულად ვმოძრაობდი მინდორზე ვაღიარებ კარგად მოიქცა რომ მოჭრა ბალახები. ახლა შევამჩნიე სარდაფიდან გრძელისკამები გამოუტანია და მინდორში დაუწყვია ისე რომ საოცარ ხედს გადაჰყურებს . წინა ეზოსი ბაღშიც იყო ორი დადგმული. ერთი ხის იყო
-ის სკამი სად იყო?
-მე გავაკეთე სანამ შენ ოთახში იყავი საქმე ვერ ვიპოვე და ...
-კომფორტის მოყვარული, სილამაზის აღქმის დიდოსტატი ნიკოლოზ ავალიანი მყავს სახლში
-ირონიულ ჩართვებს რომ მიკეთებ მინდა გაგაბრაზო ,მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და სურვილიც მიქრება შენი მწვანე თვალების ელვარება ზედმეტად მწველია
-წუხელ რატომ დალიე...
-თემის გადატანა საოცრად გეხერხება... არ ვიცოდი თუ მეკრძალებოდა
-მთვრალების პანიკური შიში მაქვს და ამით ჩემს სიმშვიდეს არღვევ
-ახლა უნდა მითხრა ასე არ შევთანხმებულვართო? მგონი უნდა შეადგინო მართლა სენ წესები,ყველგან გააკარი და მაგათი შესრულება ანუ შენი მონობა თუ მომინდა აუცილებლად შევასრულებ. ექსტრავაგანტული,მეამბოხე და ექსპერიმენტების მოყვარული გახლავარ და რა იცი იქნებ მომინდეს ცხოვრებაში პირველად აქ , ამ საოცარ ადგილას შენი -იდუმალი კესანეს მონობა
-მონობა არ მომწონს... ამერიკელ პლანტატორს ვგავარ?
-დაქვემდებარებული თუ გავხდები სახელი შემირჩიე მერე...არა რაზე ვსაუბრობთ არ მჯერა -გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა - რომ მომანათებ მაგ მწვანე თვალებს მართლა მიმორჩილებ მგონი ... არა ღმერთი მეთამაშება თორე რაღა შენთან შემახვედრა
-აქ იმდენი სახლებია, იმდენი ქალები როგორ მოგიყვანა ჩემამდე-მართალია სხვა რამეს გულისხმობდა ,მაგრამ ამ დროს თავის გასულელება მერჩივნა იმის დაჯერებას , საერთოდ გონებაში გავლებას რომ რამე მოსწონდა ჩემში . საშინელება იქნება მანაც იგივე დამოკიდებულება რომ იგრძნოს რაც მე მაქვს, რომ მნახავს ..წარმოდგენაც არ მინდა .
-კესანე ...ოხ კესანე როგორი სხვანაირი ხარ ყოველთვის
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ვარ .. ვიყავი
-შეუძლებეია მთლიანად შეცვლილიყავი,უბრალოდ ნამდვილი სახე სადღაც შიგნით იმალება მთავარია მოინდომო და ისეთი გახდები როგორიც გინდა რომ იყო ,საკუთარი თავის მართვას ჩვენ თუ სევძლებთ
-ნეტავ სხვას შეეძლოს ჩემი მართვა... ნეტავ ვინმე არსებობდეს ვინც სეცვლის ყველაფერს და სხვანაირად მოიქცევა..ისე რომ გადავრჩეთ
-ღმერთ ყველაფერს რაღაც მიზეზის გამო სჩადის
-ღმერთი... მგონი ზოგჯერ ავიწყდება ვის უნდა მოუვლინოს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი და ვის არა ...
-რადგან ამქვეყნიურია თავადვე სეგვიძლია სამოტხედ ვაქციოთ ...
-მეოცნებე ყოფილხარ ბატონო ნიკოლოზ..ასე შექმენით იმპერია?
-ვიბრძოლე...
-მარტომ?
-არა მარტომ არა ...დამეხმარნენ ბევრი მოწინააღმდეგე მყავდა ვიდრე დამხმარე მაგრამ მტავარი მაინც ისაა ვისაც სურს რომ მიაღწიოს მიზანს ,დამხმარე ვერაფერს გახდება მარტო ,მას შეუძლია გაგამხნევოს და დიდი ადგილი უნდა ეჭიროს შენს ცხოვრებაში რომ ენდობოდე, პატივს სცემდე და ბოლომდე შეგეძლოს დაეყრდნო
-რომ მოვინდომო... რომგადავწყვიტო ბრძოლა დამეხმარები - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ტავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავხედე. გაუკვირდა ! არ ელოდა ამას თუ ვეტყოდი
-მე ... შენ მე არ მენდობი იმდენად რომ
-უარს მეუბნები?
-ბრძოლა რომ დაიწყო უნდა იცნობდე, თვალდახუჭულს უნდა შეეგძლოს მისი მდგომარეობის შეცნობა, იგივეს უნდა გრძნობდე რასაც ის მისით უნდა იცხოვრო სანამ ორივე ერთ დონეზე არ დადგებით და ერთმანეთს გაამყარებთ
-ფსიქოლოგი მგონიხარ... ფილოსოფოსის გამოცდილებით - გავუღიმე ,მაგრამ სულ ტყუილად ის ხომ ვერ მხედავდა
-იცი ფანტაზიას მიძლიერებ...
-რა?
-ხო ფანტაზიას მიძლიერებ .. თვალებზე რომ გიყურებ წარმოვიდგენ შენს გამომეტყველებას ამ გაუმჭირვალე ნაჭრის მიღმა და უფრო მეტად ვინტერესდები შენით
-რა გულახდილი ხარ ...
-სულ მიზიდავდა დაფარული,მიუწვდომელი საგნები და არსებები
-მართლაც რომ თავქარიანი ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ... თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცნობი შეგრძნებაა როცა რაღაც ახალს ეძებ და ამით იხალისებ ცხოვრებას საოცარი შეგრძნებაა
-ბევრი სასიამოვნო რამ აღმოგიცენიათ ცხოვრებაში?
-საკმაოდ.. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მქონდა დარჩენილი
-გაქვთ..კი არ გქონდათ გაქვთ ქალბატონო კესანე -ჩემს სახელს ყოველ ჯერზე იმდენად თბილად ამბობს გაურკვეველი სითბო მეღვრება სხეულში , არ ვიცი იქნებ მეჩვენება, იქნებ არც შემიძლია მსგავსი რამ და უბრალოდ არეული მაქვს გონება .
-მომწონს თქვენი ნამუშევარი.. ოდესმე ანაზღაურების ფორმას თუ მოვიფიქრებთ ამისთვის დაგასაჩუქრებთ -თემის შეცვლა გადავწყვიტე ,როგორც ყოველთვის მას კი გაეღიმა ალბატ ამის გამო ,მაგრამ არაფერი უთქვამს საუბარში ამყვა
-ლამაზი ბარი გაქვთ... ყვავილებმა იმდენად მომხიბლა გადავწყვიტე გარემოც შესაბამისი უნდა ჰქონოდათ. ყველაფერი მიწყობდა ხელს და მეც სულ ცოტა ენერგია დავხარჯე ,მგონი ღირდა. თქვენ თუ მოგწონთ მითუმეტეს
-როცა მშვიდად ყოფნის სურვილი მექნება გამომაგდება ...
-დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?
-სახლს ტყუილად აკვირდებით მაგას არ ეტყობა საერთოდ ადამიანის ცხოვრების კვალი
-არადა ლამაზი სახლია.. დიდი და საკმაოდ კარგი პროექტით .თქვენ ააშენებინეტ?
-არა შევიძინე ... ამ მდგომარეობაში, მხოლოდ ყვავილებია ჩემი შრომის ნაყოფი
-ასე გეზარებათ ლაგება? არადა მშვენიერი მზარეული ხართ და დავიჯერო მტვრის გადაწმენდა და იატაკის დაგვა გეზარებათ?
-გინდატ დამარწმუნოთ რომ მხოლოდ სიზარმაცის შედეგი გგონიათ ამ სახლის მდგომარეობა?
-თქვენ არ იცით მე რა მგონია და რა არა...
-ოხ როგორი თავდაჯერებული ხართ ბატონო ნიკოლოზ
-არ მოგწონთ?
-მეკითხებით მომწონს თქვენი ეს თვისება თუ არა?
-რიტორიკული შეკითხვა იყო ვითომ?
-ისე მიყურებთ მგონი პასუხი იცით...მგონი წვიმას იწყებს
-გაზაფხულისთვის დამახასიათებელი გიჟური ამინდი... გიყვართ წვიმა? - წამოვდექით, სახლისკენ მივდიოდით როცა შეცერდა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა თითქოს იცოდა რომ მიყვარდა წვიმა. ხო ერთ დროს ძალიან მიყვარდა წვიმაში ხეტიალი, ყველა რომ სახლში გარბოდა ,ქოლგებში და საწვიმარებში შემალულები მირბოდნენ მე მშვიდად მივსეირნებდი.წვიმსი წვეთები ცემს თმაზე და კანზე საოცრად მომწონდა, თიტქოს მაშინ ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი. ახლა კი ისე ვარ შეხვეული რა აზრი აქვს ,უბრალოდ კაბა დამისველდება და უსიამოვნო შეგრძნება იქნება .
ფიქრში გართულს წვიმის წვეთები დამეცა , ერთი წვეთი და შემდეგ ისე წამოვიდა წვეთები თიტქოს ზემდოან მასხამდა ვინმე წყალს დიდი ნაკადით
-რადგან არ მპასუხობთ ჩემს ინტუიციას მივყვები - ეს გავიგე წვიმის ხმაში და კიდეც მოიქცია ჩემი გაყინული თიტები თავის მხურვალე ხელში - ცეკვას სემოგთავაზებდი მაგრამ შეხების უფლება არ მაქვს ,თუმცა რატომაც არა- ისე უცებ გააკეთა ყველაფერი გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ხელი მაღლა ამაწევინა და ისე დამატრიალა კაბის ბოლოები სველ ბალახსი ტრიალებდა წვეტები მაღლა იყრებოდა, იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო თავი უკან გადავწიე , მატერიის მიღმა ვგრძნობდი წვეთებს, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ვუყურებდი ციდან მომავალ ანც წვეტებს და მინდოდა მთელი სხეულით შემეგრძო, თიტქოს მათ შეეძლთ ჩემი იარების განკურნება. თავისუფალი ხელი თავსალს მოვკიდე ,ალბატ მოვიხსნიდი კიდეც უეცრად მის ტვალებს რომ არ წავწყდომოდი, თითები თავისთავად გაცერდნენ უბრალოდ უდნავ ჩამოვწიე ცხვირი და ტუჩები მიცანდა, ესეც საკმარისი იყო თვალები დავხუჭე ისევ ვტრიალებდი მაგრამ არა ერთ ადგილას თან მივდიოდით .თითქოს ტუჩებმა და კანმა ფერი დაიბრუნეს. მხოლოდ ხელის მტევანზე ემხებოდა, თიტებზე მიჭერდა და მაინც იმხელა სითბოს მიგზავნიდა რაღაც მომწონდა და მიზიდავდა. ისე წამიყვანა სახლისკენ და შემსვა ოთახში კიდევ ეიფორიაში ვიყავი. დიდი ხანია ასე ლაღად არ მიგრძვნია თავი ,თითქოს ერთიანად გავთავისუფლდი იმ წუთებში ისევ ისეთი ლაღი ვიყავი ...-უჰ სულ დავსველდით... რა უცებ აცივდა-დასველებულ სახეზე ხელები ჩამოისვა, რაც აქაა წვერი არ გაუპარსავს და ოდნავ მოეზარდა . სულ არ მინდოდა წვეთების მოშორება, უბრალოდ კაბა ძალიან მამძიმებდა . არაფერი მითქვამს , ან რა უნდა მეთქვა იცოდა რომ კმაყოფილი ვიყავი.
ცხელი აბაზანა მივიღე,ქაფი რომ მიფარავს სხეულს მომწონს. არც კი ვუყურებ ნაიარევს თვალებს ვხუჭავ შემდეგ სუნთქვას ვიკრავ და დიდხანს ვეშვები წყალში. ბევრჯერ მქონია სურვილი დარჩენის, მინდოდა ამომესუნთქა და ფილტვები წყლით ავსებულიყო, სიღრმე რომ გამიტაცებდა ,უკვე ზღვარზე მყოფი ამოვყვინთავდი და ღრმად ვსუნთქავდი.
ყოველი სუიციდის მცდელობისას მახსენდებოდა მამა. გიგისთან ერთად გავლილი წლები და ყველა აზრი მიქრებოდა.
დედა რომ გარდაიცვალა მთელი წელი მამა სახლში იყო .მგონი იმ დროს შეეშვა ყველაფერს, ყველა შავ საქმეს და ახალი ფურცლიდან ,ჩემთან ერთად დაიწყო ცხოვრება . მახსოვს როგორ უჭირდა ჩემი ხასიათის შეცნობა, ზომიერების დაცვა სიმკაცრესა და ლოიალობას შორის. მეც ისე მზრდიდა ცელქიც ვიყავი და თან დამჯერიც. ბევრჯერ გავგიჟებულვარ დავხტოოდი წინ და უკან ,მაგრამ როცა საჭირო იყო ჩემზე დინჯი და მშვიდი ბავშვი არ არსებობდა. როცა სტუმრები მოდიოდნენ ნამდვილი ლედივით ვიქცეოდი , ვსაუბრობდი როგორც ზრდასრული და ყველა გაოცებული იყო. მამა ამით ამაყობდა , არასდროს მსაყვედურობდა . მახსოვს ერთხელ თამაშის დროს მთელი კარადა ამოვაყირავე შემთხვევით დავაჯახე მანქანა უზარმაზარ სკამს, რომელიც ინერციით წავიდა ჩაამსხვრია მინა და თარო ჩამოვარდა რაზეც უძვირფასესი ჭიქების სერვისი ეწყო . მოსამსახურეები გაგიჟდნენ, სანამ მამა დაბრუნდებოდა ფერდაკარგულები დადიოდნენ. მერე შეშინებულები იდგნენ მის წინ და არ იცოდნენ რა ეთქვათ .
-რა ხდება ლიანა?- სახლის მნეს შეხედა ,უკვე იცოდა რომ რარაც ირგზე ვერ იყო
-იცით ბატონო გიგი დღეს პატარა ინციდენტი მოხდა ..ავარია ანუ იცით
-რა ავარია ჩემი პრინცესა სადაა ...
-მე აქ ვარ- ავიტუზე მის წინ და ქვემოდან ავხედე . გაიღიმა
-რა დააშავე ჩემო გოგო?
-მანქანით მოვდიოდი , ხო იცი როგორ მიყვარს მერე მისაღებში შევქროლდი ხალიცაზე მოვსრიალდი სკამს დავეჯახე ეს სკამი რაღამ ამოატრიალა არ ვიცი კარადას მიეჯახა ის კიდე მინა იყო თხელი ისიც ცაიმსხვრა, თაროც ჩამოვარდა და სულ დაიმსხვრა ყველაფერი ...
-რამე იტკინე? მინდა რომ დაიმსხვრა ხომ არ მოგხვდა...
-მანქანა დამემტვრა ...
-ხომ გყავს ლურჯი
-აუ მამააა
-მთელ თაროზე არსებულ წიგნებს რომ წაიკითხავ სასჯელიც მოხსნილი იქნება და მანქანასაც გიყიდი.. ახალი ვნახე რაღაც და მგონი მოგეწონება.მოდი ახლა ჩამეხუტე. შენ კი ლიანა ამოისუნტქე თორე მგონია დაიხრჩობი . სხვა დროს კი ბავშვს ყურადრება მიაქციეთ რამე არ დაიშაოს...
მამას მოვეხვიე და შემდეგ მთელი კვირა წიგნებს ვკითხულობდი. ვერ დავასრულე რა თქმა უნდა მთელ თაროზე იმდენი წიგნი იდო ერთი თვე დასჭირდა თან ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ გარჩევა გვქონდა მე და მამას. ღამით მის გვერდით ვწვებოდი და ზღაპრების ნაცვლად მთელი ღამე ვსაუბრობდით. მერე მასთან ჩახუტებულს დამეძნებოდა .
მისი თვალები იმდენად ბრწყინავდნენ როცა ბედნიერს მხედავდა არ შემეძლო ჩემი წილი სხივიც ჩამექრო მის ცხოვრებაში. მამა მხოლოდ ჩემს გამო ცხოვრობდა თორემ დედასთან ერთად წავიდოდა ისიც. ვიცი ახლა ელის ჩემს გამოჯანმრთელებას ვიცი ტკივა გიჟდება ჩემი მდგომარეობის გამო ,მაგრამ გიგი ასეთია ისე აჩვენებს ყველას თავს თიტქოს რეაქცია არ აქვს .ის მხოლოდ მოქმედებს ...
სააბაზანოდან გამოვედი, საკმაოდ ციოდა ამიტომ გრძელი პერანგი გადავიცვი და საწოლში დავწექი. უნებურად გამახსენდა ცოტა ხნის წინ მომხდარი და გამეღიმა..დაძინებამდე ვერ მოვისვენე და მამას დავურეკე ისეტი დამფრთხალი ხმა ჰქონდა რომ მიპასუხა გული შემეკუმშა
-როგორ ხარ პრინცესა? რამე მოხდა?
-მომენატრა შენი ხმა მა
-ჩემო სიცოცხლე მეც მომენატრე.. ძალიან მა
-მა როგორ ხარ?
-მე კარგად.. სენი ხმა რომ მესმის კიდევ უფრო კარგად ვხდები . მა ერთი რაღაც მომაფიქრდა თუ წინაარმდეგი არ იქნები იქნებ ვცადოთ
-რა ვცადოთ?
-კარგი ფსიქოლოგი ვიპოვე და მასთან დაგაკავშირებ ..შეხვედრას არ ითხოვს ისე ესაუბრე ინტერნეტის საშუალებით სრულიად გასაიდუმლოებული იქნება შენი თითოეული სიტყვა...
-არ მჭირდება მა ..უკეთ ვარ დიდი ხანია კოსმარიც არ მინახავს. გეფიცები წინსვლას ვგრძნობ.მალე დაგიბრუნდები აი ნახე სულ ცოტაც მა
-მართლა კესო? მართლა მეუბნები
-ამაგრდი ხო ? რომ დავბრუნდები იცოდე ისევ ისეთი ძლიერი და მხნე დამხვდი თორე გავბრაზდები მა - ყელსი ბურთი გამეჩხირა, საშნლად მომინდა მეტირა მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა ვერადა ვერ შევძელი ტირილი.მთელი გულით მინდოდა მას შემდეგ მეტირა მაგრამ არ შემეძლო, ამიტაც ი ვერ ვახერხებდი ემოციებისგან დაცლას .
-აბა რა ! რომ იცი დასასჯელად არასდროს ვიხდი თავს - გამხიარულდა ჩემი მამიკო და მეც გამეღიმა- მა იცი ახალი ამბავი მაქვს შენთვის ვიცი რომ გაგიხარდება
-რა ამბავი?
-ნინას მიწვევა მოუვიდა ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერისგან და თავისთან მიჰყავს კურსებზე რამდენიმე თვით
-ვაიმე მართლა? ალბატ როგორი გახარებულია ჩემი გადარეული გოგო
-გახარებულის რა გითხრა.. არ აპირებდა წასვლას ძლივს დავარწმუნე
-რა? როგორ არ აპირებდა სულ მაგაზე ოცნებობდა ნახავტ ერტ დღეს ჩემი შექმნილი სამოსი ეცმევა ყველას ან იოცნებებსო და ახლა როგორ არ მიდიოდა
-თქვა ჩემი კესოს გარეშე არ მინდა ...იქნებ სანამ იქ ვიქნები დაბრუნდეს და მერე მე რა ვქნა პარიზიდან როგორ გადმოვფრინდე წამშიო...ერთხელ მაინც დაელაპარაკე გთხოვ. თუ უკეთ ხარ შენი ხმა მაინც გააგონე კესო იცი ძალიან ენატრები სამივეს ასე მგონია სხვა ადამიანები არიან
-ვეცდები... როდის მიდის ნინა?
-ერთ კვირაში მიფრინავს
-რამდენი ხნით
-ერთი წლით მიდის ნუ ცოტა მეტით მომავალი წლის ზაფხულს დაბრუნდება
-ამდენი ხნით? აი სად გამოადგა ჩემი ნასწავლები ფრანგული ... -გამახსენდა როგორ ვეჩიჩინებოდი შენ აუცილებლად მოგიწევს საფრანგეთში წასვლა და ისწავლე გამოგადგებათქო . არ მოსწონდა რთულია ვერ ვისაუბრებ ნორმალურადო და ჯუჯღუნით ძლივს მივიყვანე ჩემს მასწავლებელთან.ისწავლა კი არა ცემზე უკეთ იცოდა . ასეა თუ რამეს მოკიდებს ხელს იმდენად მონდომებულია ბოლომდე ასრულებს. ალბათ დეიდა როგორი გახარებულია, მათთან რომ ვიყო მთელი კვირა გვერდიდან არ მოვშორდებოდი, ან იქნებ მასთან ერტად წავსულიყავი მე ხომ დროს სიგიჟისთვის სულ ვპოულობდი .
მამას ნახევარი საათი ვესაუბრე. უკვე გვიანი იყო და დავემსვიდობე, ვიცოდი იმ რამეს მშვიდად იძნებდა. ყოველ დღე ვესაუბრები მთელი დღე რომ მშვიდად გაატაროს .
მთელი ღამე წვიმდა, სანამ დამეძნებოდა ფანჯარაზე მოთამაშე წვეთებს ვუყურებდი, სხვადასხვა ძალით რომ ეხეთქებოდნენ მინას, სახურავზე დაცემის ხმა კი იავნანასავით ჩამესმოდა. ქარიც ქროდა , ტოტების ხმაც ერთვოდა წვიმის წვეთების მიერ შექმნილ მელოდიას..
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა ,თავი ბალიშში მქონდა ჩარგული, ჩემი დაუვარცხნელი,აჩეჩილი თმა სახეს მიფარავდა და ბუჩქივით მედგა თავზე. ხელით გავისწორე და წამოვჯექი . დამეზარა ადგომა ამიტო ისევ ჩავეფალი საწოლში , კანი თიტქოს მეწვოდა, მერე მივხვდი რომ თავზე არაფერი მეფარა. სწრაფად ავიღე გვერდითა უჯრიდან ყვავილებიანი თავსაფარი ,თმა შევიკარი და შემდეგ ისიც მოვიხვიე . უკვე მშვიდად ვიწექი და ფანჯრიდან ვიხედებოდი. მშიდად ვუყურებდი როგორ იღვიძებდ აყველაფერი, წვიმის წვეთები ჯერ კიდევ იყვნენ უსიცოცხლოდ ,უმოძრაოდ შერცენილი მინაზე, მზე კი აორთქლებდა . მთებში ნისლი იყო და ისიც იფანტებოდა ჩიტები დასველებულ ბუმბულს იფერთხავდნენ და სხვადასხვა ხმებს გამოსცემდნენ. ამ ხედით ვტკბებოდი კარზე რომ დააკაკუნა ნიკუშამ
-მთის ყვავილო კესანე ... იქნებ ინებოთ და საუზმეზე დამეწვიოთ. სახლის მტავარი აივნიდან მერწმუნეტ უმშვენიერესი ხედი იშელბა...
-ამ დილაადრიან რა დროს საუზმეა...
-რაღა დილა ჩემო მბრძანებელო უკვე 8 საათია აქ ისეთი ნისლია ახლა ტენდება და მოასწარით ამ სანახაობის ხილვა თორემ მე კი ვიხილე უკვე
-მაშ გაამზადეტ სუფრა ... იცოდეთ კრიტიკული ვიქნები დღეს - სწრაფად წამოვდექი სააბაზანოში შევვარდი ,მოვწესრიგდი ამჯერად ისეტივე ყვავილებით კაბა გადავიცვი როგორი ტავშალიც მეკეთა .ზედმეტად ნათელ ფერებში ვიყავი და რაღაც მომწონდა ამაში. ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვარ ჭრელს და ლამაზს ვერაფერს ვეკარები ან ნაცრისფერს ვიცვამ ან შავს. სახეზეც ავიფარე თავსაფარი და აივანზე გავედი. ნიკუშა ზურგით იდგა და მოაჯირს დაყრდნობილი გასცქეროდა ხედს
-დილამშვიდობის ნიკოლოზ
-დილამშიდობისა... - შემომხედა და ისე გამიღიმა ნებისმიერს რომ დაატყვევებს-როგორ გეძინათ? მე ისეთ ხასიატზე ვიყავი ვერ დავიძინე თქვენგან განსხვავებთ ღამით მარტო ძლის შიშ მაქვს .ლამის შემოგივარდით საწოლშ
-კიდევ კარგი დაძლიეთ შიში თორემ მერე ნამდვილად შესინდებოდით
-რატომ ..არ მითხრათ რომ კაცი ხართ და ..
-ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან?
-მზე რომ დავინახე გავბედნიერდი ... იმედია მოგეწონებათ ჩემი ნახელავი
-ეს კექსია?
-დიახ... ჯემი გადაუსვით უგემრიელესი იქნება.. ყავას ინებებთ თუ ჩაის
-ჩაი ...- მაშინვე დამისხა ფინჯანში და ჩემს გვერდით სავარძელში ჩაჯდა. მისი რჩევა გავითვალისწინე ჯემი გადავუსვი კექსის ნაჭერს და იმდენად გემრიელი იყო ჩაისთან ერტად მგონი სამი ნაჭერი ვჭამე
-მეგონა მეტს მიირთმევდით ორი დღის შიმშილის შემდეგ
-შენ რატო არ ჭამ?
-ალერგია მაქვს მაგ კექსის ერთ-ერთ ინგრედიენტზე
-ნუშზე? მგონი ნუში იყო ხო?
-როგორ მიხვდი? სულ მცირე აქვს
-ალერგიის ფორმა ძლიერი გაქვთ?
-მთელს სხეულზე დიიიდი წითელი ლაქები მიჩნდება და ყველაფერი მექავება ...ს აშინელი სანახავი ვარ დამიჯერეთ
-კიდევ გაქვთ რამეზე ალერგია?
-თქვენ წარმოიდგინეთ და არა
-აბა ეს ნუში რატომ ამოიჩემა თქვენმა ორგანიზმა?
-ვერ გეტყვით !
შემდეგ ჩუმად ვისხედით,მართლაც საოცარი ხედი იყო . შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ იქაურობაც მიელაგებინა ბატონ ნიკოლოზს. თუმცა უბრალოდ მიელაგებინა კიდევ ბევრი იყო კომფორტამდე დარჩენილი.
მე ავალაგე ,ის კი სადღაც წავიდა. არ დავინტერესებულვარ. სამზარეულოდან გამოსვლის შემდეგ იმდენად მომინდა ტკბილად ძილი საძინებელს მივაშურე მაშინვე დავწვდი პლედს და აივანზე სარწეველაზე დავწექი. სიგრილე იყო,სასიამოვნო ჰაერი და ტკბილადაც დავიძინე.
რაღაცის ხმამ გამარვიძა, ვირაც ხმაურობდა და ნერვებზეც მოქმედებდა. სწრაფად წამოდვექი და აივნიდან გადავიხედე. ვინ იქნებოდა ნიკუსას გარდა, იდგა და რაღაც ხელსაწყოებს მიათრევდა ფარდულისკენ რომელიც ეზოს უკანა მხარეს იყო ,რომელშიც არც კი შევსულვარ და ამჯერადაც არ მადარდებდა იქ რას გააკეთებდა .
მეორე დღეს უკვე კარგი ამინდი იყო . დილას ისევ საუზმე დამახვედრა და აშკარად რაღაცის ტქმა უნდოდა
-გისმენ
-რა?
-რა გინდა მითხრა ,გისმენ
-შენ ხომ ვირაც გიგზავნის ამ საჭმელს.. ტანსაცმელს მოკლედ რაც გჭირდება და მეც მინდა რაღაცეები სეგიძლია იმ შენს ჯინს სთხოვო?
-სია მომეცი და მოიტანს
-ხვალ კვირაა და კვირას მოგაქვს მგონი ხო? ბევრი რამე იქნება და იქნებ დაგეხმარო
-რა გჭირდება ასეთი
-დავწერ ..მობილურს მათხოვებ?
აი გამომართვი- ოთახიდან გამოვუტანე და მივაწოდე . დიდხანს წერდა თან იხსენებდა რარაცეებს,მეღიმებოდა ისეთი სახით იჯდა. ბოლოს გაიღიმა და მომაწოდა. სიას გადავხედე და თვალები გამიფართოვდა
-რამხელაა რა არი მზვითევის სიაა?წაკითხვაც კი მზერება..პირდაპირ გავგზავნი ჩემს ჯინთან და ხვალ დილას წაბრძანდიდ ა მოიტანე
-სად წავიდე ... გზა არ ვიცი მე
-კარგი ხო მეც მინდა რაღაცეები და ერთად წავიდეთ. დილის შვიდზე გამზადებული დამხვდი
-არის შვიდ საათზე -მხრებში გასწორდა საფეტქელტან მიიტანა ოთხი თითი და სრული სერიოზულობით გამომხედა. არა ეს მთლად ნორმალური მართლა არ არის -წავალ მე
-მოიცადე !
-რა ხდება?
-რას აკეთებ ან სად დადიხარ
-რამე გგნებავთ /
-არა მაგრამ...
-ნახვამდის ...- წავიდა. დამტოვა ასე და წავიდა. მაგიდაც მე დამიტოვა ასალაგებლად. ნუ საქმე რა მქონდა მაგრამ მაინც...
საღამოს აშკარად დაღლილი იყო მე უკვე გამზადებული მქონდა კერძები , ისე ჭამდა ლამის მეც გამეხსნა მადა. წვენიც დააყოლა და წავიდა...
მთელი ღამე მშვიდად მეძინა უკვე მთელი კვირაა ცუდი სიზმარი არ მინახავს. დილით მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ნიკა ეზოსი იჯდა და მელოდა
-რომელ საათზე გაიღვიძე
-არ დამიძინია ..წავედით?
-იმედია არ დაიკარგები
-მაინც მოგაგნებ ნუ ღელავ- გაიღიმა და გვერდით გამომყვა. გზებს აკვირდებოდა და ჩუმად მომყვებოდა. როგორც იქნა გავედით ბილიკამდე. ყველაფერი ყუთებში იყო ერთმანეთზე დააწყო და წამოიღო,მე კი რამდენიმე პარკი დავიჭირე და მშვიდად მივსეირნობდი. ასკარად მძმე ყუთები იყო რამდენჯერმე გაჩერდა გზაში
-რა დევს ასეთი... მოგეხმარო?
-არაფერი უბრალოდ მალე ვიღლები ჭრილობის გამო მძიმე არ არის
-შენი ჭრილობა აღარც მახსოვდა ... ცოტა წამოიღე და მერე ისევ დაბრუნდი აქედან არავინ წაიღებს
-ასე მირჩევნია
მოკლედ აღარაფერი მითქვამს. სახლს მივაღწიეთ როგორც იქნა, ყველაფერი სარდაფში შეიტანა და მერე საძინებელსი შევიდა მე პროდუქტები ამოვალაგე და სამზარეულო მივალაგე . სემდეგ ყავა გავამზადე და ჩემს საყვარელ ნამცხვარტან ერთად მივირთვი. ოთახში რომ შევედი არ იყო. გარეთ ისევ ცუდი ამინდი იყო ამიტომ ფანჯარასთან ჯდომა ვარჩიე ,გაწუწული შემოვიდა სახლში და რომ დამინახა გაუკვირდა
-აქ ხარ? მეგონა საძინებელში იქნებოდი
-ჯობს გამოიცვალო ...
-მართალია ...- მიდიოდა და წყლის წვეთებს იატაკზე ტოვებდა. დაახლოებით ორი საათი გავიდა ,როგორც იქნა გამოჩნდა სუფთა, ახალ ტანსაცმელში სველი თმით და საოცარი სურნელით .
-კესო შეიძლება შენი ლეპტოპით ვისარგებლო?
-ჩემს ოთახშია შეგიძლია აიღო
-მადლობა - სწრაფად წავიდა და ნახევარი საათით დაიკარგა. მომბეზრდა და ავედი ,სავარძელში იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებდა რომ შევედი ამომხედა
-იყავი ,მე აივანზე ვიქნები - გვერდი ავუარე და აივანზე გავედი. პლედი ავიღე და სარწეველაში დავწექი .მივხვდი რომ შემოვიდა ,კართან იდგა და მიყურებდა
-მინდა სახლი მოვაწესრიგო ... დამეხმარები?
-მე არ მინდა... ასეთი მაკმაყოფილებს
-როგორ შეიძლება ასეთი მოგწონდეს... რომ დავდივარ დერეფანში მგონია საიდანღაც ვირთხა გამოხტება საშინელი ატმოსფეროა
-ისეთია როგორიც მჭირდება ...
-არ გჭირდება..თავს ისჯი და რისთვის იცი? დანაშაული გაქვს ისეთი რომელსაც ვერ ასწორებ? რამე ჩაიდინე ?მიპასუხე
-არა მე არაფერი ჩამიდენია...სრულიად უდანაშაულო ვარ ,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს
-არ გაქ უფლება ასე დაიტანჯო თავი ამას ეძახი შენ ბრძოლას?
-შენ მითხარი რომ არ დამეხმარებოდი
-მე გითხარი რომ უნდა გაგვეცნო ერთმანეთი ,თუმცა შენ არ გინდა იბრძოლო
-რას მიაღწევ მაგით...
-არაფერს...მხოლოდ იმას რომ კომფორტულად ვიქნები აქ
-ხვალ კარგი ამინდი თუ იქნება დავიწყოთ
--არა დღესაა შესაფერისი ამინდი დალაგებისთვის..ხვალ სხვა გეგმა მაქვს
-ყვავი მგონიხარ რომელიც თავზე დამჩხავის- უცებ წამოვდექი ფეხსაცმელი ჩავიცვი და წინ ავესვეტე .ნეტავ გენახათ რა კმაყოფილი გამომეტყველება ჰქნდა
-გამომყევი - წავიდა ,გაიარა დერეფანი ავიდა კიბით სხვენზე ამ ჩემი კაბით ლამის დავეშვი პატარა კიბიდან. უცებ ჩამავლო ხელი და დამიჭირა. მერე კაბა ავკეცე და ავაღწიე . იმდენი ქცელი იყო, იმცენი მტვერი და ჭუჭყი ცუდად გავხდი
-ვერაფერს დავალაგებ არ შემიძლია
-აი პირბადე ,ხელთათმანები , ჩვრები თუმცა პირბადე რაში გჭირდება ისედაც გიკეთია თავსაფარი - მომაწოდა ყველაფერი და თვითონაც მოირგო ხელთათმანები. განჯარას მიაღწია და გამოაღო გრილი ჰაერი შემოვიდა და ცოტა გამოვცოცხლდი . ნივთები რომლებიც დამსხვრეული იყო ქვემოთ ჩაიტანა მე მხოლოდ მტვერი გადავწმინდე დარჩენილ ნივთებზე . სველი იატაკის საქმენდები ამოიტანა და თავად გაასუფთავა.უცებ გასწორდა ხელი ისე მოკიდა თიტქოს ქალი იყო და ვალსის სვლები დაიწყო . გაოცებული ვუყურებდი
-სიმღერა რომ ჩავრთო ?
-ყურსასმენები გაიკეთე ...ცეკვის,არც სიმღერის მოსმენის სურვილი არ მაქვს
-ეგრე არ მინდა ..მაშინ ვილაპარაკოთ .რამდენი წლის ხარ
-24
-დავბერებულვარ და ესაა
-34 წელი საგანგაშო ასაკი არ არის... მთავარია კარგად გამოიყურებოდე - ფანჯრის წმენდას შევყევი .კედლებზე ქსელები ნიკამ ჩამოწმინდა, ჭერზეც და ახლა დივანს აჩოჩებდა კედლისკენ -გული არ უნდა დაბერდესო თუ როგორაა ?
-უჰ რა მძიმეა - მიაჩოცა და დაეცა კიდეც ზედ- პროფესია?
-ბიზნესზე ვსწავლობდი
-კოლეგა ანუ...
-არა შენი კოლეგა ნამდვილად არ ვიქნები... ახლა აქ რომ ხარ შენს საქმეებს ვინ აგვარებს
-მეგობარი ...
-ასე თუ ენდობი გამოსაქცევად შენ რომ გაგიხდა საქმე მას არაფერი ეხება?
-არა მე პირადი პრობლემის გამო მქონდა კონფლიქტი საქმეს არ უკავშირდება... თორემ ნამდვილად არ დავტოვებდი სხვას ჩემს ნაცვლად... ოჯახისწევრებზე რას მეტყვი?
-მყავს მამა ... და სამი საუკეთესო მეგობარი
-იციან აქ რომ ხარ?
-მამამ კი მეგობრებმა არა... რომ იცოდნენ აქედან წამიყვანდნენ ან თავადაც გადმოსახლდებოდნენ მე კი ამას ვერ დავუშვებდი
-რატომ ...
-ყველას თავისი საქმე აქვს უნდა ისწავლონ,იმუშაონ და ვერ დავუშვებდი ჩემს გამო მიეტოვებინათ ყველაფერი ,ენერვიულათ და ცხოვრება აერიათ
-და გგონია რომ შენთან დასორებით კარგად არიან?
-უკეთ ყოველ შემტხვევაში ვიდრე ჩემთან ყოფნისას იქნებოდნენ
-მეეჭვება... უბრალოდ მათ ადგილას წარმოიდგინე თავი რას გააკეთებდი
-შენ არ იცი მე რა შემემთხვა ... ტყუილად ნუ მკითხავ . შენს ოჯახზე რას მეტყვი
-მყავს ბებო თალიკო ყველაზე მაგარი ქალია ამქვეყნად უკვე 78 წლისაა და ვერაფრით ჩამოვიყვანე სვანეთიდან. კიდევ კარგი მესტიაში ამაშენებინა სახლი და მშვდიად ვარ იქ მეზობლებიც ჰყავს და ყველაფერი აქვს .
-სხვა? მშობლები...და-ძმა?
-დედამ პატარა ვიყავი რომ მიმატოვა... არ მახსოვს როგორი იყო .მამა კი შვიდი წლისას მომიკლეს .მთაში იპოვეს მისი ნახევრად დაგლეჯილი გვამი მეზობლებმა ... მყავს ორი საუკეთესო მეგობარი მათე და ცოტნე
-ანუ ბებოს გაზრდილი ხარ- ალბათ საშინელი გადასატანი იქნებოდა პატარა ბავშვისთვის იმის გააზრება რომ დედამ მასზე უარი ტქვა შემდეგ კი მამა ასე დაეკარგა. რომ წარმოვიდგინე რა იქნებოდა მამა რომ დამეკარგა ერთიანად გავიყინე .საოცრად მაინტერესებდა როგორ მიაღწია ობოლმა ბავშვმა ამდენს თანაც ასკარად ჰქონდა განათლება და ეს უბრალოდ ბიზნესის წარმართვის უნარი არ იყო- დედის შესახებ არაფერი გაგიგია? შენ ხომ საკმაოდ დიდი გავლენა გაქვს
-არ დავინტერესებულვარ... არც არასდროს დამაინტერესებს ქალი რომელმაც საკუთარ შვილზე თქვა უარი ზიზღის ღირსიც არ არის - თვალი ამარიდა, ნაცრისფერი თვალები იმდენად გაუმუქდა თიტქოს მათში წყვდიადმა დაისადგურა.ალბათ საშინლად ტკიოდა, სრულიად სხვა განცდა იქნებოდა და ამის წარმოდგენაც არ მინდა. მე დედა დავკარგე მაგრამ მთელი ცხოვრება მეყვარება ,მამა გვერდით მყავდა და არაფერი მაკლდა ცხოვრებაში ,ვიცოდი რომ დედაც ჩემთან იყო და მფარველობდა მას კი არავინ ჰყავდა მოხუცი ბებოს გარდა .
-როგორ მიაღწიე წარმატებას...
-12 წლის ვიყავი როცა ერთმა კარგმა კაცმა ჩემზე მზრუნველობა იკისრა და სვანეტიდან წამომიყვანა .იქ ფაქტობრივად სკოლაშიც ვერ დავდიოდი ცხენზე ვიჯექი მტელი დღე და ტყე -ღრე დავეხეტებოდი ნახირს ვუვლიდი და ნამდვილი ტარზანი ვიყავი . მისი დამსახურებით ვისწავლე სწორად მოქცევა,საუბარი, მივიღე ცოდნა და მივაღწიე ყველაფერს... ის რომ არ ყოფილიყო არც კი ვიცი დღეს ვინ ვიქნებოდი .მან მასწავლა რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს
-ნამდვილად კარგი კაცი ყოფილა ... დღემდე გაქვს ხო ალბათ ურთიერთობა
-დღემდე ჩემი მრჩეველი, მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარია. მამაცაა , ძმაც, ძმაკაციც ყველაფერია ჩემთვის
-კარგია როცა ასეთი ადამიანი გყავს გვერდით ...
-ზარმაცობ ქალბატონო
-რა გინდა მტვერი გადაწმენდილია, ფანჯრები პრიალებს, აბლაბუდები გაააქრე, დამტვრეული ნივთები გაიტანე .რას უპირებ ამ ოთახს? -საშინლად მცხელოდა. სწრაფად მოვიძრე ხელთათმანები და მკლავები ისევ კაბის სახელოთი დავიფარე .დიდი სიამოვნებით მოვიხსნიდი სახიდან თავსაფარს ,ოფლის წვეთები დაცურავდნენ კანზე და იმდენად მაღიზიანებდა ძლივს ვიკავებდი ტავს .
-რომ გავასუფტავებთ მერე მოვიფიქრებ რამეს...
-ხოდა დასრულდა წავედით..
-მოიცა რომ გარბიხარ სხვა ოთახები?
-არ არსებობს...მიდი და დაალაგე მე არ მინდა !
-კარგი თუ არ შეგებრალები -ისე გამომხედა გული დაგეწვებოდა. ჩემზე დიდად ვერ იმოქმედა ხელი დავუქნიე და ჩემი ოთახისკენ წავედი. სასწრაფოდ მოვიხსენი თავსაფარი და სააბაზანოში შევვარდი. ისე ჩქარა გავიქეცი მხოლოდ ხალათი შემრჩა ხელში. ის მოვიცვი და ინსტიქტურად წამოვიფარე ქუდიც . ადგილზე მივეყინე ოთახში ნიკა რომ შემოვარდა
-აუ კაი რა წამოდი მარტო ვერ ვაკეთებ დამელაპარაკე მაინც..ან ლეპტოპი გამატ... მე მაპატიე არ ვიცოდი ... - უცებ მომაშტერდა და ისევ ეცადა გამოსახულების გარჩევას. სახეზე შრამს თმა მიფარავდა, ტანს ხალატი,მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს მისი მზერის გამო
-გადი ... ლეპტოპი წაიღე ნებას გაძლევ...მაღალ ხმაზე ნუ ცართავ სიმრერას - უცებ მივაყარე ზურგი ვაქციე და სააბაზანოში შევბრუნდი. მალევე წავიდა მე კი ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. არაფერი დაუნახავს,მაგრამ რომ დაენახა ჩემი შრამები მერე რა რეაქცია ექნებოდა სულ ამაზე ვფიქრობდი .ბოლოს წამოვდექი და ისევ გავედი . დერეფნის ბოლოდან სიმღერის ხმა ისმოდა, არ ვიცი ვინ მრეროდა რა სიმრერა იყო მაგრამ ცეკვას რომ მოგანდომებდა ისეთი მელოდია ჰქონდა. კართან მივეყინე არ მეგონა ამას თუ დავინახავდი დადიოდა მტვერს წმენდდა და ღიღინებდა, პაუზეში წაიცეკვებდა ერთი ბოლოდან მეორეში მისრიალებდა. მართალია მე რომ ვიცოდი ისე არ ცეკვავდა მაგრამ საინტერესოდ მოძრაობდა. რამდენჯერმე მტვერი შეეყარა და ისე დააცემინა ჩაამსხვრია მგონი მინები მერე ცრემლები სეიმშრალა და განაგრძო საქმე.



№1  offline მოდერი bibo

ვაიმე ისე შემოვედი მეთქი იქნებ დადო შევამოწმოთქოოოოო რა ვიცოდი ასეთი სიტკბო და პირის ჩაკოკლოზინება თუ მელოდააა heart_eyes kissing_heart ვაიმე გულის ის ერთი ციცქნა ძაფიც კი მეწვის ამ გოგოს საცოდაობით.....ჯერ ხო რამდენის ატანამ მოუწია მერე ეს შრამები კიდ ეს ადგილი მერე თსავს რო ისჯის და დადის ასე ახლართულ დახლართულ გადახლრთულ გადმოხლართული.ხო ძნელიააა ასეთი სახით ან სხეულით დაენახო ვინმეს მესისსს sob sob გული მებუგება და მეთუთქება მისი საცოდაობით.....სული გამეყინა დედაზე ვაიმე რა საძაგელი და არადამიანი უნდა იყო ასე დატოვო შვილი sob sob უფ დამპალი არა ადამიანი ვირთაგვა და კამეჩი უნდა იყო ცუდ სიტყვებს არ ვიტყვი ხიხია მე კაი გოგო ვარო joy joy ჩემო თათარავ საუკეთესო ხარ ვაიმე ისეთი ტკბილი თბილი თავი იყოოო რა ჩამიკოკლოზინდა პირი kissing_heart heart_eyes ისე წინსვლა აქვთ უკვე ესეც უჯერებს ყველაპერში ტკბილად და თბილად ლაპარაკის შემდეგ მიყვება და ისე აკეთებს როგორც უნდა ამ ვაჟბატონს როგორ უცებ შეცვალა სიზმრებსაც რო ვერ ნახულობს გამიხარდა ერთიანად ვერ დაივიწყებს ჩემო ფენოვანო მაგრამ დროთაგანმავლობაში გადაიტანს დაივიწყებს ტორტო ფაქტია heart_eyes kissing_heart რაღაცებს ვხდები მაგრამ არ ვიტყვიო არაოო heart_eyes kissing_heart ალუჩის კურკავ სასწაული ხარ ჩემი ელარჰი გოგოოოო ისე რა შავბნელი ცხოვრება ქონდა მამას არ ვიცი მაგრამ შვილთან საუკეთესო მამა იყო ფაქტია ერთი პლიუსი მამას ჩემგან ......მანქანის გატეხვაზე და სარკის ჩატეხვაზე ბევრობა ვიცინე დავაღე პირი და ვიროხროხე joy joy ჩემო ამოდღვლეფილო ლობიოვ და დოხრუკულო კარტიოშკავ ამაღამ ტკბილად მივეცემი ძილს ისე ჩავკოკლოზინდი არ მინდოდა დამთავრება.......დობრაწულო ქათამო თავიდან რო ჩავისუნთქე ბოლო წერტილთან ამოვისუნთქე ისეთი იყო ჩემო საცივო და ქათმის სალათო.პერები ემოცის მიხედვით და წაკითხულის შესაბამისად დამთამაშებდა სახეზე bowtie bowtie ჩემო ფელამუშო გყვარობ მე ბევრობაზე ბევრობას ბარტყი.ისე ეს ნიკოზი რამფერი ველურულია ბისკვიწი ნიბლია ღაბუააა კაცო რა მომინდ მეცვ ასეთი კაი ბიჭი ვერ ავახევ ამ გოგოსს თვარა არ გავხდიდი ჩემსსს heart_eyes heart_eyes ჩემო ბომბონერო ხო გეუბნები მეჰრელზე მეტი ხარ თბილიში და როგორც ხაშურს ჰამაკი უხდება ისე უხდები ამ საიტს შენა ჩემო ბისკვიწო და კორკაკოლავ გელოდები გამგეკლებულიიიიიი მე შენააა heart_eyes kissing_heart დაგაყარე ლავები და იქსებო ჩემო ატმის ბუსუსო ალუჩის კურკავ ვაშლის ყლორტოვ და კივის პირო.....ჩემი მანდარინი და ფორთოხალი გოგო heart_eyes kissing_heart

 


№2  offline მოდერი Behandice

ძალიან კარგი იყო.
საოცრება ხარ.

 


№3  offline წევრი ლელუკა

კარგი იკო ველოდები ახალ თავს kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargi iyo.au sainteresoa ra moxdeba da inedia nikas amgzrdeli rame kavshirshi ar iqneba kesostan
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი lizazu

ratomgac mgonia rom nikas mparveli da agmzrdeli kesanes mama aris. dzalian momwons es istoria da moutmenlad veli shemdeg tavs. kesanes shramebs rac sheexeba mgoni eg gamosworebadia tu tviton moindoma, arc puli aklia da sauketeso plastikuri qirurgis povna ar gauchirdeba mamamiss, mtavaria moindomos da psiqologiuri problema dadzlios.

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ratomgac mgonia ro am bichma yvelaperi icis :/ dzaan magari iyooo

 


№7  offline წევრი mimimimo

მოვლენები ნელა ვითარდება - სულ ცოტა დააჩქარე.
კარგია, რომ არ დააგვიანე.
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს.
ის უფრო მაინტერესებს - რა რეაქცია ექნება შრამის დანახვისას ნიკოს.

წარმატებები!

 


№8 მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო მკითხველო რომ იცოდეთ როგორ მიხსნით დაღლილობას თქვენი ერთი სიტყვითაც კი .ზალიან ძალიან მიყვარხართ მე თქვენ და შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

 


№9 სტუმარი ketis

აუ დზალიან მომეწონა კველა ტავიეტად წავიკიტხე და ვისიამოვნე მალე ველი გაგრძელებას

 


№10  offline წევრი Mariami)

mariammmm kvelaze kvelaze kargi xar shen❣❣❣❣❣❣❣❣ dadeb dghees axals ?

 


№11 მოდერი sameone crazy girl

Mariami)
mariammmm kvelaze kvelaze kargi xar shen❣❣❣❣❣❣❣❣ dadeb dghees axals ?

არ ვიცი ჯერ ვმეცადინეობ და თუ მოვრჩი მალე დავწერ რამეს smile მადლობა ცემო კარგო

 


№12  offline წევრი nini :)

auh... ra kargi iyioo ar mindoda damtavrebaaa velodebi shemdegs

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა მამამისის შემოგზავნილი მგონია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent