შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე(XI)


10-10-2016, 07:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 6 647

კესანე(XI)

-ყველაზე ცუდი რა ჩაგიდენია ... - უცებ წამოვჯექი და თვალებში ჩავხედე. შეკრთა,მზერა ამარიდა მერე თმაზე გადაისვა ხელები - მითხარი ხო იცი მაინც არ განგსჯი
-ძალიან ბევრი რამ არის ... შეიძლება მეც ისე შეგძულდე მერე
-მომიყევი!
-იცოდე ამ ღამით ვერსად წავალ.. თუ გამაგდებ ხვალ დილას
-ნიკუშააა
-საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი ...
-აი პირველი ცუდი საქციელი რისთვისაც ძალიან გაგიბრაზდნენ-ისე ველოდებოდი ვიცოდი მის შესახებ წარმოდგენას გავიღრმავებდი
-მათე ვინაც დაჭრა ის ბიჭი ვიპოვე ვცემე, სკამზე დავაბი და ორივე ხელზე ძვლები დავუმტვრიე რაღაც საგნით ,სათიტაოდ ყველა ნების ძალი ... მერე ისე გავუკოჭე ფეხები , პირშიჩვარგაჩრილს და ჩავკეტე ოთახსი ორი დღე ვერ იპოვეს
-მოიცა სულ დაუმსხვრიე ძვლები? ორი დღე... ასე ეგდო ორი დღე?
-ეს გიკვირს და მერე რეებიც ვაკეთე... არ მოგიყვები რა . თორემ შეგძულდები მართლა გთხოვ არ მინდა ...
-მერე პასუხი არ მოგთხოვეს?
-გეუბნები თიტები დავუმსხვრიე დავტოვე ორი დღე ეგდო მარტო დამტვრეული ძვლებით და მეკითხები პასუხი თუ მომთხოვეს?
-ანუ გადაემტერეთ ერთმანეთს?
-არა ! მას მერე აღარ გვქონია იმ ბიჭებთან საქმე...
-კარგი მეორე ...
-ახლა ასე კომენტარი უნდა გააკეთო ყველაფერზე? გათენება მოგვიწევს
-აუ რატო მეწუწუნები... არ მეძინება-თქო ხო გიტხარი
-ციხეში ვიჯექი მკვლელობისთვის შეიარაღებული ძარცვის დროს ,არ ვაპირებ განხილვას . მხოლოდ ორი წელი ვიჯექი მერე გამომიყვანა იმ ხალხმა ვისაც ვჭირდებოდი და ჩავერთე ბიზნეს სამყაროში. მერე იმდენი რამე დავაშავე ციხის ამბები მონაგონი იყო, იქ არავის ვეჩხუბებოდი, ვაწამებდი და ვკლავდი მაგრამ უარესი იყო . ორი წელი გავძელი თაღლითის ამპლუაში, მათი საქმეები ამოვჩხრიკე და იძულებულები გახდნენ თავისუფლება მოენიჭებინათ ჩემთვის
-მოიცადე სად მიდიხარ
-აივანზე გასვლაც მეკრძალება? მოვწევ მაინც - სიგარეტი ამოიღო და აივანზე გავიდა, მეც გავყევი.
-ვინ მოკალი... - ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება , საკუთარი თავის უფრო მიკვირდა ,ჩემი რეაქცია მაგიჯებდა საერთოდ არ მადარდებდა არაფერი, მართლა არ მაინტერესებდა ვინ იყო ჩემთან სხვა ადამიანი იყო, ვიცი არ შეიცვლებოდა სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა ბოლომდე მისი ეს ისტორია - შენი მფარველი ხომ გაფინანსებდა ყაცაღობის გამო რატომ გაგასამართლეს
-ასე უბრალოდ სახლის გასაქურდად არ მივსულვართ... მართალია შემიძლია ნებისმიერი სახლი გავძარცვო და თუ თავად არ მომინდება ვერც ვერავინ დამიჭერს , მაგრამ არასდროს მიქურდია. იქ დოკუმენტების გამო ვიყავით, დავალება მქონდა რომელიც უნდა შემესრულებინა , მაგრამ გამყიდეს და იქ ის კაცი დამხვდა ვის წინააღმდეგაც იყო ეს დოკუმენტები. ვჩხუბობდით, მან დაიწყო მინდოდა გამეთიშა ამეღო ყველაფერი და წავსულიყავი, რომ დავარტყი და დაეცა გზა გავაგრძელე .იარაღი დამიმიზნა , მისკენ შევბრუნდი ვუახლოვდებოდი მეგონა არ მესროდა ზედმეტად მხდალი იყო ამისთვის , მაგრამ ჩახმახს გამოჰკრა , მხარში დამჭრა. იმდენად ვერ ვაკონტროლებდი ქმედებას იარაღის წართმევა ვცადე, ხელი მტკიოდა და არც კი ვიცი როგორ მოხდა... ჩახმახზე თვითონ ედო თითი ... გასროლის ხმა და პოლიციის შემოსვლა ერთი იყო თითქოს ზუსტად იცოდნენ რო მოვკლავდი.- სიტყვებს სწრაფად ამბობდა, მაგრამ ხმა თანდათან უბოხდებოდა, სიგარეტის კვამლი სახესთან ტრიალებდა , თვალები დააწვრილა და უკანასკნელი კვამლის გუნდაც გამოუშვა სიგარეტი კი იქვე საფერფლეში ჩააგდო -მოკლედ ასე აღმოვჩნდი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ დაიწყო სასამართლოები... რა აზრი ჰქონდა არაფერს ვამბობდი და გადამიყვანეს ციხეში !
-მე მეჩვენება მხოლოდ ჩაწყობილად ეგ საქმე თუ ნამდვილად ასე იყო ... - ეს რომ ვუთხარი გამომხედა ქვემოდან და ტუჩის კუთხე ჩატეხა... სიგარეტის მეორე ღერი ემოიღო და მოუკიდა ისე კი არაფერი უთქვამს
-შენი აზრით დამნაშავეებს რას ვუზამდი ...
-იმედია საკმარისად აზღვევინე ... თუმცა მეეჭვება ციხეში გატარებული 4 წელი აენაზღაურებინა ამას... უბრალოდ იმ წუთებში გრძნობ კმაყოფილებას თორემ სამაგიეროს გადახდას აზრი არ აქვს... ვერაფერს გამოასწორებ უბრალო ცხოველური ქმედებით...
-იმდენად საკმარისად აზღვევინეს რომ ჩემ გამო გადაიმტერეს ... ნეტავ დიდხანს დავრჩენილიყავი ციხეში და ჩემ გამო არ შეექმნა დამატებითი პრობლემები ..
-ვის შენს აღმზრდელს? ისიც გარეული იყო ამ ამბავში?
-არ მინდა ამაზე საუბარი... ეს უკვე სხვას ეხება და არა მხოლოდ მე
-ანუ მის გამო წახვედი იქ? როცა დაგიჭირეს გამოგიყვანა და თან შური იძია? შემდეგ რა მოხდა
-ის კაცი დაიჭირეს და გვეგონა მშვიდად ყოფნას შევძლებდით. ორივე მტერი მოვიშორეთ , საქმე დავიწყე სუფთა ფურცლიდან და როცა მეგონა ბედნიერად ცხოვრებას შევძლებდი , სწორედ მაშინ დაბრუნდა. ერთხელ მოვადუნე ყურადღება და ყველაზე მტკივნეულ ადგილას დაგვარტყა...- არ მიყურებდა საუბრის დროს, ასე ცუდად არასდროს ყოფილა. თიტქოს მთლიანად გამოიფიტა ტკივილისგან ყველა უჯრედი ტკიოდა და მეც ვგრძნობდი ამას. ჩავეხუტე და მხარზე დავადე თავი-ყველაზე დიდი საშინელება მოდუნებაა... როცა იღლები და ეგოისტურად გინდა დაისვენო ყველაფრისგან შორს. მეც დავისვენე ... ალბათ აღარასდროს მოვდუნდები მსგავსად...
-რა სისულელეა.. რაში იდანაშაულებ თავს.. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ რაც არ უნდა იყოს შენ უდანაშაულო ხარ. მსხვერპლი ხარ რომელიც გამოიყენეს და საერთოდ იმ შენს აღმზრდელსაც ცუდ საქმეში გაურევიხარ, იმის მაგივრად რომ სწორ გზაზე დაეყენებინე არაფერი გაუკეთებია საიდან იცი სახლში შეღწევა და დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი რამ რაც უბრალო ბიჭებმა არ იციან ...
-ეგ აღარასდროს თქვა!- ჩემი ხელებიც მოიშორა, უკან დაიხია და საკმაოდ ხმამაღლაც მითხრა. საშინლად გაბრაზდა, ისევ ზურგის შექცევა უნდოდა მაგრამ არ დავანებე
-არ უნდა იცხოვრო სინდისის ქენჯნით, შენ არც მკვლელი ხარ და არც დამნაშავე, სხვის უბედურებაში. ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს, შენ მცველი არ ხარ ვიღაც რომ აკონტროლო და ხიფათისგან დაიცვა. არ შეიძლება გამუდმებით იმაზე ფიქრი რომ მან გადაგარჩინა და გაგზარდა ...
-არასდროს თქვა ისეთი რამ რასაც მერე ინანებ... ინანებ და საპირისპიროს იტყვი! ახლა კი გვეყოს, მგონი საკმარისზე მეტიც მოგიყევი და უნდა დაიძინო
ოთახში შევედით. დავწექით, ზურგი მაქცია და გაიტრუნა. ვიცი არ ეძინა, ვერ მოვისვენე
-ვინ იყო ის ვისზეც შური იძია ... ნათესავი? მეგობარი თუ ვინ
-ტყუილად მეკითხები!
-არ მინდა ასე იყო...
-როგორ ასე .. ვცდილობ დავიძინო
-ნუ მატყუებ.. ცუდ ხასიათზე დადექი და ჩემი ბრალია
-ისევ წარბები შეკარი და ტუჩები დაბრიცე ხო?- უცებ თქვა და გადმობრუნდა
-მე... უბრალოდ მიჩვეული ვარ და რა ვქნა . რამე ისეთზე ვისაუბროთ რაც კარგ განწყობას შეგვიქმნის
-გცემ ერთხელაც და მერე მოისვენებ -ისე მიყურებს ერთდროულად ვგრზნობ მისგან წამოსულ სევდას და სითბოს . არ ვიცი როგორ მაგრამ მისი თვალები ყოველთვის ყველაფერზე მპასუხობენ, მაგრძნობინებენ იმდენად მეტყველი მზერა აქვს უსიტყვოდ შემიძლია გავუგო . მინდა სამუდამოდ გაქრეს ის წყვდიადი ზოგჯერ რომ ჩამოწვება მის ნაცრისფერ სფეროებში, ზოგჯერ კი ის სიშავე მიზიდავს და მინდა მათში ჩავიკარგო. -კესანე გესმის ? კესოოო
-რა გავაკეთო თავი კარგად რომ იგრძნო - თვალებშ ვუყურებდი და საერთოდ არ ვიცი წამის წინ რას მეუბნებოდა. თავი ბალიშზე დადო , მიყურებდა და არაფერს მეუბნებოდა -არაფერს მეტყვი? სულ არაფერი შემიძლია? მხოლოდ ცუდი განწყობის შექმნა...
-თუ გაჩუმდები კარგი იქნება ...
-კარგი გავჩუმდები ....- ჩაწყვეტილი ხმით ვუთხარი საბანში ჩავძვერი და ზურგი ვაქციე. ემბრიონის ფორმაში დავწექი და თვალები მაგრად დავხუჭე, რაღაც მძიმე მომებჯინა ყელზე, მაგრად მიჭერდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, თიტქოს გულზეც ლოდი მედო და სუნთქვაც კი აღარ შემეძლო. ამ მდგომარეობაში მყოფმა ერთი დიდი ტალღა ვიგრძენი მუცლიდან მთელს სხეულში რომ გავრცელდა, ხელი შემომხვია ნიკუშამ გადამაბრუნა და თავის მხარზე მიმაბჯენინა თავი , მეორე ხელი ისევ მუცელზე ედო ისე მეკვროდა ჩასუნთქვისას ჟანგბადის ნაცვლად მისი სურნელით გავიჟღინთე და მეგონა უჯრედებმაც კი თავბრუსხვევა იგრძნეს. არაფერი უთქვამს, მიყურებდა ,ისე მიყურებდა მგონი სულში აღწევდა და იქაც აურზაურს ქმნიდა, თავი იმდენად ახლოს დადო ცხვირით ლოყაზე მეხებოდა.მისი სუნთქვა კანს მწვავდა ,გულისცემა ისე ამიჩქარდა წინა შემთხვევასაც კი გადააჭარბა ,მგონი ყველა პარამეტრი დაარღვია და რეკორდსმენი გახდა ...
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ მოქმედებ ჩემზე.-თითის ბალიშებს ლოყაზე მახებს და ტუჩებზე გადადის -უკვე აღარ ვიცი მამშვიდებ თუ მაგიჟებ ....- დავმუნჯდი მგონი, ან უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ისე მიყურებდა ,ისეთი თბილი ხმა ჰქონდა გონებას მიბინდავდა. ტუჩებს ლოყაზე მაკრავს და ისევ უკან იხევს- დავიძინოთ...
საიდანღაც აღწევს ბურუსი ,ქუთუთოები მიმძიმდება და სიზმრების სამყაროში ვიძირები ......
მეორე დღეს ისე იქცეოდა თითქოს უემოციო სვანი იყო . ვვარჯიშობდით, ვსაუზმობდით, რამეს ვთამაშობდით და ასე გადიოდა დღე. არავითარი ზედმეტი კონტაქტი, არავითარი თბილი სიტყვები და შეუკავებელი ემოცია.
სიცარიელეს ვგრძნობდი, მაკლდა მისი სურნელი, მისი კანის შეგრძნება მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა...
არ ვაქტიურობდი, სურვილს ვაიგნორებდი. არც კი ვიცი რამდენი დრო გავიდა. უკვე ძალიან ცხელოდა, ყოველ დღე ჩანჩქერზე სიარული დავიწყეთ . ისევ კაბით ჩავდიოდი ,არაფერს ამბობდა ამასთან დაკავშირებით. გავბრაზდი როცა ცურვაში მომიგო , ყვინთვაში ვაჯობე იმ დღეს და გაგულისებულმა დამამარცხა.
-დღეს რაღაც ცვალებადი ამინდია...
-არ გაწვიმდება ნუ ღელავ...
-მე კი ვფიქრობ დროულად წასვლა სჯობს - მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. წყლიდან ვერ ამოვიყვანე
-სახლში რა უნდა ვაკეთოთ... ადრეა ჯერ ორ საათში წავიდეთ
-თუ გაწვიმდა გაწუწული ჩახვალ სახლში...
-შენც დასველდები სხვათაშორის
-სუსტი იმუნური სისტემა შენ გაქვს,თორე მე არაფერი მიჭირს-წყლიდან ამოვედი კაბა სულ შემომეკრა ტანზე რა საშინელი ნაჭერია ზედმეტად თხელია . ვაჟბატონი მიყურებდა და თან ტივტივებდა. მინდორზე დავჯექი და ცას ავხედე მზე ხან ამოანათებდა ხან კიდევ ღრუბლები გადაეფარებოდა. რაღაც უცნაურ ხასიათზე ვიყავი , წყლიდან რომ ინება ამოსვლა თვალი ვერ მოვწყვიტე და უკვე მერამდენედ დამიარა ტალღამ სხეულში არც კი ვიცი. კაბა არ გამომიცვლია ისევ ვაპირებდი ჩასვლას, თუმცა ერთი გაიელვა და რამდენიმე წუთში წვიმის წვეთიც დამეცა სახეზე
-წვიმას იწყებს...
-დასკვნა დადო! სწრაფად წავიდეთ თორე მდინარე ადიდდება ვატყობ - კალათში ცავაწყვე ყველაფერი და ხელში მივაჩეჩე.
-კაბის გამოცვლას არ აპირებ?
-რა აზრი აქვს... წამოდი
-გაცივდები !
-ნუ ღელავ...
-ნუ მიბღვერ მაინც ვერ მოასწრებდი ჩასვლას...
მივდიოდი და სულ ვერ ვგრძნობდი უკვე წვიმის წვეთებს, მას ვუყურებდი. არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ ის გაუცხოება ...ვგრძნობ რომ არ უნდა შემეხოს ვერაფერი გავიგე ,საერთოდ ვერაფერი.
სახლში სულ სველი მივედით. ცხელმა აბაზანამ მიშველა, ისე დავიძინეთ სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეტისთვის, რამდენიმე საათში გამეღვიძა ფიქრები მაგიჟებდნენ. ყველაფერს ვიხსენებდი რაც ამ ხნის განმავლობაში გადამხდა, ყველა ცვლილებას და მივხვდი რომ მხოლოდ ერთი დამრჩა ,ყველაზე დიდი პრობლემა და მისი მოგვარების გზა ნათელი იყო...
ისევ მძინარე ნიკოლოზს ვუყურებდი, უცებ გადმობრუნდა ჩემკენ ხელები მომხვია და სახე ჩემს ყელში ჩამალა. მის თმებში ავხლართე თიტები და მგონი მანამ ვეფერებოდი სანამ არ გაიღვიძა.
-დიდი ხანია გღვიძავს?
-დილამშვიდობის...
-რა გემართება კესანე...
-არაფერი... საუზმეს მოამზადებ? სააბაზანოში ვიქნები მე დამაგვიანდება ქვემოთ შედი შენ- სწრაფად წამოვდექი და სააბაზანოში შევედი. უკვე ათი საათი იყო ,სააბაზანოში იმდენ ხანს დავრჩი მგონი სამი საათი გავიდა. კიდევ მოწესრიგებას დრო დავუთმე და უკვე გაბრაზების ზღვარზე იყო ნიკუშა რომ მივედი
-მე მხოლოდ ყავას დავლევ შეგიძლია ისაუზმო... -ფინჯანი ავიღე ყავა გავამზადე და დავსკუპდი
-მეგონა აღარ ჩამოხვიდოდი! ამდენ ხანს რას აკეთებდი
-ჯაკუზში ვტივივებდი ...
-მე რო ველოდებოდი აქ ვის ახსოვდა-ისე მიყურებს მეღიმება და უფრო ბრაზდება. მობილურზე მირეკავდნენ, მამა იყო მასთან საუბარს შევყევი,რამდენიმე დღეა არ მისაუბრია არ იყო საქართველოში და იქ აღარ ვაწუხებდი. მოკლედ იმდენი ვესაუბრე დავიღალე ლაპარაკით. ნიკუშა ეზოში იყო და ყვავილებს უვლიდა, ჩემი ყვავილები საოცრად გამოიყურებიან, უნდა ვაღიარო ბატონის ხელი მოუხდათ...
სკამზე ჩამოვჯექი, ისიც მოვიდა და დაჯდა. ხედს ვუყურებდი, კარგი ამინდი იყო წინა ღამის წვიმის მიუხედავად.
-რამდენიმე თვეა ჩემთან ხარ და უკვე საოცარ პროგრესს ვგრძნობ, შვებას თითქოს ყველაფერი უნდა დამავიწყდეს... მაგრამ მთავარი მაინც შეხებისგან გამოწვეული ტკივილია, მოგონებები რომლებიც მიჩნდება. როცა წამიყვანეს რამდენიმე ბიჭი იყო სახლში, მათ ის ..მათი უფროსიც დაემატა. სარდაფში რომ შემიყვანეს და გამოვფხიზლდი ის იყო იქ . ვიცოდი რომ ფული არ უნდოდათ, ვიცოდი რომ რაღაც საშინელება მელოდა .მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა ,თავის დაცვას ვერ ვახერხებდი , ვერაფერი შევძელი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავისი ქონიანი ტორი გამარტყა და ბეტონის ჭუჭყიან იატაკზე გავიშხლართე, დაიხარა ხელები დამიჭირა ისევ დამარტყა ხელით ზედა გადამიგლიჯა . მიყურებდა ცხოველის მზერით განგებ აჭიანურებდა, ჩემი კივილი, ტირილი და უშედეგო ბრძოლა ახელებდა, საზიზღარ ტორებს მახებდა კანზე . ფეხი დავარტყი ,სიცილით მომშორდა ქამარი შეიხსნა .კუთხისკენ გავფოფხდი , სახიდან სისხლი მდიოდა . სხვებიც ოთახში იყვნენ სვამდნენ, იცინოდნენ და მგონი ეწეოდნენ კიდეც. იმდენად არაადამიანური იყო მათი მზერა - ერთ წერტილს ვუყურებდი და ისე ვყვებოდი, ვცდილობდი ისე მომეყოლა ყველა დეტალი არ მეთქვა საშინელება ის იყო რომ ყველაფერი მახსოვდა - ქამარს შიშველ ბარძაყებზე მირტყამდა , თან ბოთლი მიაწოდეს ის მიიყუდა , შემდეგ მუხლებზე დადგა კედელთან მიყუჟულს ფეხებში მწვდა და თავისკენ გამახოხა, ზურგის წვას ვგრძნობდი , ყველა ტკივილი ერთმანეთს აღემატებოდა, წამში უფრო მწარედ მტეკნდა შემდეგ ... შემდეგ კოცნა დამიწყო სახეზე არ მეხებოდა ყელს და მკერდს , ისევ ვუძალიანდებოდი ხელებს ისე მიჭერდა ისე მკბენდა ყველაფერი მტკიოდა , რომ ვყვიროდი პირზე ერთი ხელი ამაფარა ... მან მან რომ დაასრულა მისი მზერა , სიცილი სიტყვები ყველაფერი ისევ ტრიალებდა გონებაში. მეგონა დასრულდა, მეგონა გავითიშებოდი ...მეგონა შემდეგ მაინც მომკლავდნენ მაგრამ არა მისი ხმა ჩამესმა „მე მივდივარ შეგიძლიათ გაერთოთ“
-კესო...
-გთხოვ... მინდა მოგიყვე ვიცი რომ საშინელი მოსასმენია, გთხოვ მინდა ვთქვა ნაწილი მაინც იმ კოშმარიდან მცირედი ნაწილი- ისე მიყურებდა ჩემი უემოციო გამომეტყველება და მისი ტკივილიანი სახესაოცრად განსხვავდებოდნენ . მე ვეღარაფერს ვგრძნობდი გარეგნულად, ის კი ტკივილს, ზიზღს, ბრაზს, ყველაფერს ერთად განიცდიდა. მე კი მაინც განვაგრძე მოყოლა- სანამ ერთი „ერთობოდა“ დანარცენები უფრო ილეშებოდნენ. მეოთხემ რომ დამარტყა გავითიშე , ბოლომდე ვერა გრძნობა მაინც მქონდა უბრალოდ თვალი ჩამიბნელდა, მეორეთი ისევ ვიხედებოდი როცა ბოლო მომიახლოვდა არარც ხმა მქონდა, აღარ ხელს ვამოძრავებდი, თავიც კი ერთ მხარეს მქონდ ამიბრუნებული, მზე ჩადიოდა .ზოგჯერ ვხედავდი , ზოგჯერ ცრემლი ფარავდა . მათი სიტყვების განმეორება არ მინდა .. ზედმეტი იქნება დანა ყელზე მესამემ დამისვა მაშინ წინააღმდეგობა ცოტათი მაინც შემეძლო რომ ვუკბინე დანა გამოიყენა. სახეზე და ბოლომ დამიტოვა კვალი“ ეს ბოსისგან“ ყვირილი ისევ თუ შემეძლო არ მეგონა ,ბოლოჯერ დავიღრიალე, ფრჩხილებით ვსერავდია იატაკს. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ნახევრად ბინდში მყოფ გასასვლელს, გასვლაზე ფიქრიც ზედმეტი იყო უბრალოდ ვუყურებდი ...ამ კადრით სრულდება ჩემი კოშმარი - ერთ ადგილას ვერ მოისვენა, დაჭრილი ცხოველივით დადიოდა, ოღრავდა და არც კი ვიცი გრძობის ბოლომდე გამოხატვა რომ შეძლებოდა რას გააკეთებდა . უცებ მომვარდა ხელი მომხვია და ისე ცამეხუტა მეგონა ძვლებს დამიმსხვრევდა ერთ ხელს თავზე მიჭერდა მეორეს წელიდან არ მაშორებდა .თავზე დამადო ნიკაპი და ისე ვყავდი მიხუტებული. -კიდევ გინდა დარჩენა? გგონია შეძლებ დამავიწყო ის შეგრძნება? ვერ შეძლებ ! ეს რომ მოხდეს ის მოგონება სასიამოვნო მოგონებამ უნდა ჩაანაცვლოს ... ჩვენ კი შეუძლებელია შევძლო , შენც ვერ მოახერხებ .ვერავინ მოახერხებს -სანამ ხმაჩაწყვეტილი ვლაპარაკობდი უკან დაიხია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია , მიყურებდა ,მხოლოდ თვალებში ისე რომ არც კი დაუხამხამებია . ერთი ხელი წელზე შემიცურა ,მეორე თმაში და ქვედა ტუჩზე ვიგრძენი მისი გაყინული ტუჩების შეხება. გავქვავდი, მხოლოდ გული ფეთქავდა გაორმაგებით. თვალებს არ ხუჭავდა , თითქოს ყველარეაქციის შეგრძნება და დანახვა უნდოდა , ქვედა ტუჩიდან ზედა ტუჩზე გადაინაცვლა ჯერ ზალიან ნაზად მეხებოდა შემდეგ კი ვნებიანი კოცნა მაჩუქა მანამ სანამ ჯანგბადის უკანასკნელი მარაგი არ გამოგველია. ტუჩები მეწვოდა, მთელი სხეული მიხურდა, თითქოს ლავა მოძრაობდა გაუჩერებლად ,თითებს თმაში დააცურებდა , აღარ მკოცნიდა მაგრამ დისტანციას არ არღვევდა ,ლოყაზე მაკოცა .ტუჩები უთრთოდა ,ღრმად სუნთქავდა .თვალებს ვეღარ ვახელდი, არ მინდოდა მისი შავი სფეროების დანახვა, მინდოდა ისევ ნაცრისფერი ყოფილიყო ...
-ყველაფერს შევძლებთ... შენ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები გექნება. როცა თვალებს დახუჭავ მხოლოდ ჩემი მზერა, ღიმილი და სახე გაგახსენდება. მხოლოდ ჩემი კოცნის გემო გემახსოვრება, ჩემი სურნელი და სიამოვნებისგან გაგაჟრჟოლებს . ჩემი გულისცემა გაგახსენდება და შენი გულიც ბედნიერებისგან იფრენს. მხოლოდ მე ვიქნები შენი ყველა სიზმარის ობიექტი და ყველა შენი ფიქრი ჩემამდე მოვა - ლოყაზე მეფერებოდა .ხრინწიანი მაგრამ თბილი ხმა ჰქონდა. თვალები ამღვრეული, სულ მთლად შავი .სხეული გაყინული,მთრთოლვარე და დაჭიმული .
ყველაფერი გაცერდა ჩემს ირრგვლივ, მხოლდო მე და ის ვიყავით. ვერაფერს აღვიქვამდი, არადა უამრავი ემოცია ერთად ტრიალებდა ჩემს არსებაში. გული სულ მთლად გამიცერდა მგონი, სუნთქვა მიჭირდა . თვალები დამებინდა ვერ ვხვდებოდი მიზეზს სანამ ლოყაზე მისი ტუჩები ამ მომეწება. მაშინ გავიაზრე რომ ცრემლით დანამულ სახეს მიკოცნიდა, ტვალები დავხუჭე , ისევ იწყო ნაკადად დენა დიდი ხნის დაგროვილმა მლაშე სითხემ .ის კი ზტვალებს მიკოცნიდა . შემდეგ მკერდზე მივადე თავი , თითებით შემიმსრალა უკანასკნელი ცრემლი და ხელები მომხვია
-მე და შენ ერთად დავიწყებთ ყველაფერს... თიტქოს თავიდან დაიბადე და სრულიად ახალი ფურცლიდან იწყებ ცხოვრებას ... ჩემთან ერთად, ნათელ ფერებში
თვალები გავახილე და ავხედე... შემდეგ ლოყაზე მივადე ხელი .მზერა შეეცვალა , თვალები ნაცრისფერი გაუხდა, თავი გვერდით გადაწია და თვალები დააწვრილა .ხელზე მაკოცა და თვალები დახუჭა
-ყველაფერზე თანახმა ვარ... უბრალოდ ჩემთან იყავი და ვიბრძოლებ - ოდნავ ავიწიე და მის ტუჩებს თავად გავუსინჯე გემო. საოცრად მკოცნიდა ,მეგონა ფრენა შემეძლო . ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უბრალოდ კი არ მკოცნიდა გრძნობებს მიმხელდა...
ბაღში ვიდექით ...არ ვიცი რამდენ ხანს წვიმამ რომ დაიწყო ორივემ ზემოთ ავიხედეთ. გამეღიმა თითქოს სწორედ ეს მჭირდებოდა, წვიმის ანცი წვეთები მზის ქვეშ... გავიქეცი თან ხელი ჩავკიდე.ეზოში ვტრიალებდი ის კი იდგა და მიყურებდა ,შემდეგ ხელი მომხვია ისევ სხეულზე ამიკრა და წვიმისგან დასველებული ტუჩები დამიკოცნა , მთელი სახე შეისწავლა სემდეგ ხელში ამიყვანა და სახლისკენ წავიდა.
-ნიკაა...
-ჩშ ... არაფერი თქვა - სახლში შემიყვანა , საძინებელში დამსვა მხოლოდ და მოწესრიგების საშუალება მომცა. რომ დავბრუნდი უკვე მშრალი და გამთბარი წინ ამესვეტა
-ასე რატო მიყურებ...
-ექსპერიმენტების ჩატარებაზე რა აზრის ხარ..
-ექსპერიმენტი არ არის ყოველი დღე?
-არა ამჯერად სხვა სახის ... ექსპერიმენტი რომელიც სურვილებს გამოხატავს, ვნებას სურვილს და სიამოვნებას შეიცნობ
-ნიკოლოზ რადგან კოცნა მომეწონა ერთბაშად აღვირახსნილი ვერ გავხდები - ქვემოდან ავხედე. სიცილი დაიწყო , მეც გამეცინა
-ნელ-ნელა ყველაფერს შევცვლით და იმაზე მეტს სიამოვნებას აღმოაჩენ ვიდრე 22 წლის განმავლობაში მოახერხე ...შენ ხო კიდე აღმოცენის ეტაპზე იყავი.. ხოდა დრეიდან გავაგრძელებთ... აქამდე ხომ მომწონდა შენი ტუჩები ვხვდებოდი ალბათ რომ ასეთი ტკბილი იქნებოდა ცერა თითი გადამატარა ქვედა ტუჩზე და გაიცინა - ღმერთო როგორ გამიჭირდება თავის შეკავება ...
-ხომ თქვი არასდროს მქონია დაუკმაყოფილების შეგრძნებაო მე რომ გითხარი.. მაშინ
-არ მქონია... შენთან მაქვს.. მინდა სულ გაკოცო ... სულ განუწყვეტლივ
ხელიდან დავუსხლტი და კარისკენ წავედი
-სად მიდიხარ...
-ჯერ კიდევ ადრეა წამო რამეს ვუყუროთ ან ვითამაშოთ
-იცოდე დროა ყველა ჩემი მოგებული სურვილი გამოვიყენო...
-ისე მიყურებ მგონი კარგს არაფერს მოითხოვ-ეს რომ ვუთხარი გაიცინა და ხელი მომხვია
-წავედით , დღეს ფეხბურთი ვითამაშოთ
-ოო ეგ ვერ დავამუღამე , სულ მიგებ
-ხოდა დღეს მომიგე - ოთახის კარი გამიღო, პირდაპირ უზარმაზარ პუფში ცაეშვა უზარმაზარი მონიტორის წინ და თამაში ჩართო. თაიდან ვიგებდი, სემდეგ მივხვდი რომ განგებ წამახალისა ,ბოლოს ისე შემომიტია წავაგე თან გაბრაზებულს შიგადაშიგ მკოცნიდა და ჩუმ-ჩუმად იცინოდა ჩემს მიმიკებზე.
გვიან გავედით საძინებელში, სწრაფად გამოვიცვალე და დავწექი. ოთახსი არ იყო ,ვიღაცას მობილურზე ელაპარაკებოდა ,გვიან შემოვიდა. ჩამეხუტა და გათიშლს დაეძინა. მე ისევ ვერ დავიძნე, განვლილ დღეზე ვფიქრობდი, როგორი მრავალფეროვანი იყო არა მხოლოდ ეს დღე. ყოველი განვლილი დღე ემოციების კასკადი იყო ნიკას წყალობით. თვალები რომ დავხუჭე მართლა მისი კოცნა გამახსენდა, ტუჩების გემო და ის ემოცია რაც განვიცადე. უფრო მივეკარი მძინარეს და ბეღურასავით ჩავიმალე მის განიერ მკლავებში .
იმ ღამით საოცრად მშვიდად მეძინა, მომდევნო რამდენიმე დღე სრულ ნეტარებაში გავატარე. როგორც ყოველთვის დღე ფერადი, მრავალფეროვანი და ლაღი იყო. რომ ვაკოცებდი ,ვგრძნობდი როგორ უნდოდა თავისუფლად მომხვეოდა და მომფერებოდა, მაგრამ რეალურად ჩახუტებით ,ჩემი ტუჩების და სახის შესწავლით კმაყოფილდებოდა. მამას ყოველ დღე ვესაუბრებოდი ,უკვე საქართველოშია, ჩემს ხმაში შემჩნეული ცვლილება ისე ახარებს მგონია მის გაბრწყინებულ სახესაც ვხედავ. ყველაფერს ვიგებ ჩემს გოგონებზე მისი მეშვეობით და მშვიდად ვარ ,ვიცი რომ კარგად არიან .ყოველ ჯერზე სურვილი მიჩნდება შევძლო მათთან დაბრუნება , წარმოვიდგენ რომ დამინახავენ რას გააკეთებენ. როგორ ცავეხუტები ყველას ერთად და დიდხანს, ძალიან დიდხანს არ გავუშვებ . რამდენიმე დღე გადაბმულად გამოვკეტავ ჩემს ოთახში და ყველაფერს მოვაყოლებ,სულ სულ ყველაფერს. მერე ისევ ლაღი ვიქნები, ისევ ვიგიჟებ მათთან ერთად . ნიკას რომ ვაცნობ არც კი ვიცი რა სტატუსი აქვს, ფიქრს მანდ ვწყვეტ და მხოლოდ გოგონებზე ვჩერდები...
ეზოში ვისხედით , სავსე მთვარეს შევცქეროდით. ჩავეხუტე და ყელში ვაკოცე . ხელი წელზე მომხვია და მაკოცა, ვხვდებოდი ფრთხილად აკვირდებოდა ჩემს რეაქციას, სიამოვნება წამში შეცვალა უსიამოვნო ცახცახმა როცა მინდორზე დამაწვინა და თიტები კაბით დაფარულ ზონაში გადააცოცა . სუნთქვა შემეკრა, მეგონა კივილი წამცდებოდა, როცა ღრმად ამოისუნთქა ხელი ჩემს თითებში ახლართა, მთლიანად რომ გამყინვოდა. გვერდიდან ჩამეხუტა და თავი ჩემს ყელში ჩამალა. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ღრმად სუნთქავდა. ორივე ვიტანჯებოდით იმ წამს, მაგრამ მოსალოდნელიც იყო ეს ყველაფერი. თითები მის თმაში ავხლართე , შუბლზე ვაკოცე და მალევე დავმშვიდდით ორივე. ჩუმად ვუყურებდით ულამაზეს ცას, შემდეგ ჩამეძინა . ესეც შევძელი, გათიშულს ისე მეძინა მის მკლავებში მნიშვნელობა არ ჰქონდა სად ვიყავი და ირგვლივ რა ხდებოდა, მხოლოდ ის მანიჭებდა სიმშვიდეს რომ ჩემთან იყო.
დილიდან სადღაც დადის... ვერაფერი გავიგე, წინა რამდენიმე დღეც გასული იყო. დიდხანს არ მიდის მაგრამ ხომ მიდის. ეს კი არ მომწონს, მინდა სულ ჩემს თვალწინ იტრიალოს. მართლა ჰაერივით მჭირდება, რომ ვხედავ თიტქოს გულიდან ლოდი მშორდება, მისი დაკარგვის შიში გამიჩნდა, ამას ვგრძნობ მაგრამ ვერ ვებრძვი, თანდათან უფრო იმატებს, ყოველდღიურად მძაფრდება და ერთ დღესაც რომ წავა ალბათ განსხვავებულ , საკმაოდ დიდ ტკივილს მივიღებ , თუმცა არ მანაღვლებს. მასთან გატარებული ერთი დრე მიღირს მთელ ცხოვრებად. ზოგჯერ სურვილი მიჩნდება გავიქცე და ისე ჩავეხუტო ისე რომ ძვლების ტკივილი იგრძნოს. რომ მიღიმის , ღმერთო რომ მიღიმის იმდენ ემოციას ვხედავ ერთ უბრალო ღიმილში ვბედნიერდები. გეფიცებით მართლა ვბედნიერდები ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Guest Tako13

Ssauketesoaa

 


№2 სტუმარი Guest nita

rogor momcons nikolozi.ratomgac mgonia rom nikolozs manamdec ukvarda kesane

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი გოგო იმედია მალე დასრულდება ყველაფერი და ბედნიერი იქნება.ასე მგონია ნიკას მფარველი კესოს მამა ხომ არ არის ან ვინმე ისეთი ვისაც კესო იცნობს,მაგრამ მაინ მამა მგონია.ისედაც დიდ თავებს დებ ჩემო გოგო,მაგრამ ცოტა გაზარდე რა თუ შეძლებ,რა ვქნა შენი ისტორიების წაკითხვა არასდროს მყოფნის,შემიძლია მთელი დღე ვიკითხო და ვიკითხო.საოცრება ხარ რა

ნიკუშას კი მართლა დიდი ხანია უყვარს კესო,ეს ბევრჯერ ჩაურტყა სიტყვებით კესოს და მიანიშნასავით,თუმცა კესო ვერ წარმოიდგენს ალბათ.მიხარია რო. ნელ-ნელა შეძლენს მის შიშს გაუმკლავდეს ნიკუშას წყალობით და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი taia21

Ragac kargad ar agwere nikas ambavi magram mtliani tavi gemrieloba iyo

 


№5 სტუმარი ketis

აი ვგიჯდებიიიი სულის კაწკაწით ველი ყველ ახალ თავს. უბრალოდ ცოტა სიახლე შეიანე რაა
ეს ტრაგედია სულ ერტი და იგივეს ტრიალია დარაგც ეტაპზე გადაიყვანე რა

 


№6  offline წევრი An_Gel

ძალიან ძალიან დიდი და უზარმაზარი ეჭვი მაქვს,რომ ნიკუშას მფარველი კესოს მამაა და კიდევ უფრო დიდი ეჭვი მაქვს,რომ კესოს რაც შეემთხვე ნიკუშას გამო მოხდა. ანუ ის რაც მოუყვა ნიკუშამ სწორედ ისაა რაც გაუკეთეს კესანეს. ძალიან მომწონს ეს ისტორია,მაგრამ ზედმეტად მძიმე იყო კესანეს ისტორია.

 


№7 მოდერი sameone crazy girl

დიდიიიიიიი დიდი მადლობა ყველას . რომ შემოვდივარ და კომენტარი მხვდება სული მითბება . ენერგიით ვივსები რაც ძალიან მჭირდება. ახლა ზედმეტად დატვირთული დღეები მაქვს და ძალიან მჭირდება მცირე სხივიც კი blush მიყვარხართ ძალიან უზომოდ kissing_heart heart_eyes heart_eyes

 


№8 სტუმარი Ano

Gamarjoba creize *,* gtxov gtxov gexvecebi male atvirte shemdegi tore cudad vxdebi ro shemovdivar da verapers vkitxulob imitoro sheni kvelaperi cavikitxe ukve :()

 


№9  offline წევრი nini :)

mqle dade shemdegiiii... ar myofnis erti tavi xolmeee...

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან ემოციური თავი იყო.
მიყვარს ეს მოთხრობა...

 


№11 სტუმარი იაკო ☆

sameone crazy girl
დიდიიიიიიი დიდი მადლობა ყველას . რომ შემოვდივარ და კომენტარი მხვდება სული მითბება . ენერგიით ვივსები რაც ძალიან მჭირდება. ახლა ზედმეტად დატვირთული დღეები მაქვს და ძალიან მჭირდება მცირე სხივიც კი blush მიყვარხართ ძალიან უზომოდ kissing_heart heart_eyes heart_eyes

Axal tavs rodis dadeb?? Sauketeso xar

 


№12  offline წევრი Barbare ❤

Auu lodis dadeb axal tavss?! ❤ gelii ❤

 


№13 მოდერი sameone crazy girl

ყველას მადლობა კომენტარისთვის, ბოდიში რომ დაგვიანება მიწევს უბრალოდ ძალიან გადატვირთული დღეები მაქვს და მართლა ვერ ვახერხებ დაწერას. უკვე ფინალისკენ მივდივარ და არ მინდა ძლივს შეკოწიწებული ისტორია უცებ აირიოს. მინდა კარგად დავასრულო ისე როგორც დავიწყე. როცა დავდებ დიდ თავს დავდებ ისეთს თქვენ რომ გიყვართ და აღარ იქნება დაძაბული მოკლედ დამაგვიანდება მაგრამ რამდენიმე თავში ტკბილად დავასრულებ, ყველა ხლართსაც გავხსნი და ნათელი მოეფინება ყველაფერს.
მიყვარხართ ძალიან და იმედია მაპატიებთ

 


№14  offline წევრი nestanuka13

მარიამ სად მოხვდი და რა ფაკულტეტზე?

 


№15 სტუმარი იაკო ☆

sameone crazy girl
ყველას მადლობა კომენტარისთვის, ბოდიში რომ დაგვიანება მიწევს უბრალოდ ძალიან გადატვირთული დღეები მაქვს და მართლა ვერ ვახერხებ დაწერას. უკვე ფინალისკენ მივდივარ და არ მინდა ძლივს შეკოწიწებული ისტორია უცებ აირიოს. მინდა კარგად დავასრულო ისე როგორც დავიწყე. როცა დავდებ დიდ თავს დავდებ ისეთს თქვენ რომ გიყვართ და აღარ იქნება დაძაბული მოკლედ დამაგვიანდება მაგრამ რამდენიმე თავში ტკბილად დავასრულებ, ყველა ხლართსაც გავხსნი და ნათელი მოეფინება ყველაფერს.
მიყვარხართ ძალიან და იმედია მაპატიებთ

იცოდე რომ გელოდებიი :* ვიცი რასაც დადებ აუცილებლად ძალიან კარგი იქნებაა ♡♡

 


№16 სტუმარი lizazu

dges ar davelodot axal tavs?

 


№17 სტუმარი Guest Tako13

Au Xval xo dasvenebaa da shen
tavisupali ariknebi ?? Shen ro ici maseti Sauketeso tavi ro dado ??

 


№18  offline მოდერი ^paradise^

Velodebi axal tavs tkbiloooo <3 dagvakldi dzalian :*

 


№19 სტუმარი იაკო ☆

უკვე ოთხი დღე გავიდა რაც არაფერი დაგიდია მარიამ :(( გელოდებიიი

შენი სხვა ისტორიებიც წავიკითხე ამ დროის მანძილზე და დავრწმუნდი რომ საუკეთესო ხარ ♡☆

 


№20  offline წევრი თათული(TN)

აუ რატო დაიკარგეე? :(

 


№21 სტუმარი Guest Tako13

Cudi gogo xar :(( Amden xans rato daikarge da rato ardeb axal tavs ra :33

 


№22 სტუმარი Guest Anni

Auuu male dade raaa

 


№23 სტუმარი იაკო ☆

მარიააამ რა ხდება?? ყოველდღე დებდი ხოლნე და ეხლა ათის მერე აღარაფერი დაგიდიააა :(( აუუ დადე რა მალეეე

 


№24  offline წევრი rusa1805

დადე ახალი თავი. სად დაგვეკარგე??? kissing_heart

 


№25 სტუმარი Guest lali

Velii axal tavs moutmenlad❤

 


№26 სტუმარი NBAVote Zaza Pachulia

ღადაობ ხო ? სად ხარ ?

 


№27 მოდერი sameone crazy girl

ბოდიშს გიხდით ყველას იმედია წაიკითხავთ ამ კომენტარს და ტყუილად აღარ დაელოდებით ისტორიას. მინიმუმ ორი კვირა ზუსტად ვიცი რომ ვერაფერს დავწერ და შემდეგ ვნახოთ. დასრულებით აუცილებლად დავასრულებ. მაპატიეთ ასე რომ მოხდა არ მქონდა გათვლილი ასე მეგონა დავასრულებდი გამოცდების დაწყებამდე მაგრამ პრობლემები მქონდა და ვერ მოვახერხე იმედია მოვიგებ თქვენს გულებს როცა დავდებ ახალ თავს disappointed_relieved disappointed blush

 


№28 სტუმარი Guest Tako13

Moica Daweridan 2kvira tu dgeidan 2 kvira ?

 


№29 სტუმარი Guest miss intriganka

Guest Tako13
Moica Daweridan 2kvira tu dgeidan 2 kvira ?

მეც ეგ მაინტერესებს

 


№30  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმედია მალე დაგვიბრუნდებიიიიი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent