შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე(XIII)


23-10-2016, 12:00
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 6 529

-ერთ საათში მანქანა მჭირდება , სახლის ეზოში მდგომი !
ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ ყველაფერს ისე ვაკეთებდი გონს ვერ მოვდიოდი, ერთადერთი რამ მსურდა ნიკოლოზის ნახვა და ველოდი წამს როცა მის მკლავებში მოვექცეოდი ,ისევ ვიგრძნობდი სულის სიმშვიდეს ,მონატრებას კი სამუდამოდ გავაქრობდი…
გზა ისე გაიწელა მოთმინება მეკარგებოდა, თითქოს ერთიანად გამოვეთიშე სამყაროს და ფიქრების კორიანტელი დამატყდა თავს. ყველაფერი მაწუხებდა , იმაზე ვფიქრობდი სახლში ვინმე რომ ყოფილიყო ჩემზე რას იტყოდა, რომ ეკითხათ ასე ჩაცმული ,სახედაფარული რატომ დავდიოდი რას ვუპასუხებდი. იქნებ საზოგადოებაში გამოჩენისას ისევ უკან დავბრუნებულიყავი ჩემი შიშებით, იქნებ მხოლოდ ნიკუშასთან მიქრებოდა ყველა ტკივილი და ძალიან ადრე იყო სახლის დატოვება. ბებოს რომ არ სცოდნოდა ჩემზე ? უფრო ცუდად რომ გამხდარიყო ჩემი დანახვისას ? ....სიჩქარეს თანდათან ვზრდიდი , მეშინოდა არ გადამეფიქრებინა და უკან არ დავბრუნებულიყავი. ისე სწრაფად მივდიოდი ტითქოს ფიქრებისგან ასე დავიხსნიდი თავს. თავს ვაიძულე დადებითზე მეფიქრა ,უცებ გაჩნდა ნიკუშა ჩემს წინ ,ყველაფერი ფერადი გახდა და ერთადერთი სურვილი დარჩა, მისი ნახვა !..
იმდენად ადრე იყო სვანეთში რომ შევედი გარეთ ვერავინ შევნიშნე. არც კი ვიცოდი სად მივდიოდი მესტია კი საკმაოდ დიდი იყო ავალიანის სახლის საპოვნელად. მანქანით ვმოძრაობდი ქუჩებში და თან ვტკბებოდი მონატრებული ხედებით, ერთ დროს ძალიან მიყვარდა სვანეთში სტუმრობა ...
არ ვიცი რა დამემართა , ან რატომ მაინცადამაინც იქეთ გადავუხვიე .არც ის ვიცი რაღა იმ ეზოში შევედი დიდი ორსართულიანი სახლი ეზოში კოშკით ხომ ყველგან იყო ,მაგრამ მე მხოლოდ იმ ერთ ეზოში შევედი. გული მიგრძNობდა რომ ის საოცარი მუხტი მხოლოდ ნიკოლოზს შეეძლო შეექმნა. ეზოში მთლიანად მინდორი იყო , სახლი და კოშკი იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს საოცარ სინთეზს ქმნიდა. უზარმაზარ ეზოში მივაბიჯებდი, გათიშული, ემოციებისგან გადაღლილი, ფეხები უკან მრჩებოდა გულის სიღრმეში მეშინოდა მისი რეაქციის , უკვე ჩემს საქციელს სულელურსაც ვუწოდებდი კართან მისული უკან დაბრუნებას ვაპირებდი „რა სისულელეა ალბატ ვიღაცას მივადგები სახლში და ტყუილად გავაღვიძებ ხალხს... ჯობია წავიდე ისე თიტქოს არც ვყოფილვარ „ უკან მობრუნება გადავწყვიტე და კოშკიდან გამოსული ხმა გავიგე ,წამში გავითიშე ,გაქრა აზროვნების უნარი. კოშკისკენ შევბრუნდი
-ბუბუ გეყოფა ... ბუბუ ნუ გააღვიძებ მთელს სვანეთს მოდი აქ - უფრო ახლოს მესმოდა მისი ხმა ძაღლის ყეფასთან ერთად - კაი რა ელა შენ რაღა დაგემართა - მეღიმებოდა მისი ბუზღუნის მოსმენისას. კიბეს მივუყვებოდი მართალია საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მაგრამ მაინც ხის იყო და ვფრთხილობდი . როცა ბოლო საფეხურს მივაღწიე და ზემოთ ავედი მივხვდი რომ ნიკუშა კოშკის თავზე იყო უკვე ასული . ამჯერად სწრაფად ავედი და ზურგით მდგომი სილუეტის დანახვისას ადგილზე გავიყინე. ამდენი ხნის მონატრების შემდეგ ასე თუ გავშეშდებოდი არ მეგონა, მისი ყურებაც იმხელა ემოციას მგვრიდა ნელ-ნელა უნდა მიმეღო ეს ბედნიერება. ორი უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი იდგა მის გვერდით , მათ ეფერებოდა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა მზის ამოსვლას.
არ ვიცი როდის გადავდგი ნაბიჯი მისკენ... მივდიოდი მანამ სანამ მისი ზურგს უკან არ აღმოვჩნდი ,ძაღლებმა შემიღრინეს და წამში ისიც შემობრუნდა. მის თვალებს რომ გადავაწყდი ისე ჩავიძრე ნაცრისფერ სფეროებში მეგონა მიწაზე არ ვიდექი, რაღაც ზეციური ქმნილება ვიყავი და დავფარფატებდი მაღლა ღრუბლებში . .. ვერ აღვწერ რასაც მის თვალებში ვხედავდი , მისი გამომეტყველება და მზერა იმდენ რამეს ამბობდა სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მერე ყველაფერი გაცოცხლდა, ისევ დავუბრუნდი სამყაროს მის მკლავებში მოქცეული მთელი ძალით ვისრუტავდი მისგან წამოსულ სითბოს და მინდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავი.
-ჩემი კესანე...ჩემი ყვავილი მოხვედი ჩემთან მოხვედი - თმაზე მეფერებოდა, ხელებს უმისამართოდ დაატარებდა, მკოცნიდა მეფერებოდა ჯერ გაოგნებული შემდეგ ბაგე ღიმილმა გაუპო , თავზე შემოხვეული თავსაფარი მომაშორა და მთელი სახე დამიკოცნა- ღმერთო ოღონდ სიზმარი არ იყოს... თუ არის დიდხანს გაგრძელდეს - ჩემით ვერ ძღებოდა , უნდოდა ყველგან მოესწრო კოცნა , მგონი მართლა სიზმარში ეგონა თავი . გამეცინა , ხელი ისევ ლოყაზე ედო და მეფერებოდა - მითხარი რო ცხადია
-მეც არ ვიცი ცხადია თუ არა ეს ყველაფერი... ახლაც ვერ ვიაზრებ აქ როგორ მოვხვდი . რაც არის კოცნის გარეშე არსად წავალ- თითები თმაში შევუცურე და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. პირველი შეხებისას მთელს სხეულზე ეკლებმა დამაყარა, არ მეგონა რაიმე ემოცია კიდევ თუ იყო დარცენილი რაც არ ტრიალებდა ჩემს არსებაში , თურმე ვცდებოდი . ეს ის შემთხვევა იყო როცა ბედნიერებას ყველა უჯრედით ვგრძნობდი- დღეიდან სრულად გიმონებ! აღარასდროს გაგიშვებ - მაშინვე ვუთხარი როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი . მიყურებდა და იცინოდა .ხელები წელზე მომხვია და იმდენ ხანს მატრიალებდა ჩემი ხმა მთელს მესტიას ესმოდა . ამას ერთვოდა ძაღლების ყეფის ხმა ჩვენს ირგვლივ რომ დარბოდნენ და ბოლოს ვიღაცის ბოხი ბარიტონი დაერთო
-რა ხდება შე ჩემა რა ხმაა ... აღარ მოგბეზრდა ეს ღამის თევა? დაიძნე ძმურად ცოტა ხანს ან ვაფშე მოგვშორდი წადი იმ შენს კეს...- კიბიდან ჯუჯღუნებდა ნახევრად შიშველი თვალებდასიებული, მძნარე ბიჭი რომელმაც ჩემი დანახვისას ისეტი გამომეტყველება მიიღო წამში მივხვდი რომ ეს საოცრად სიმპათიური კაცი ცოტნე იყო ამირეჯიბი -მეჩვენება? არა ტო მე რა პონტში მომეჩვენება მარა შეიძლება ისე მეცოდები უკვე შენი ნატვრა მომეჩვენოს ... მათე ამოეთრიე - ხელი ჩაწია და იდენტური ბიჭიც გამოჩნდა ისიც მძინარე ისიც იგივე ფორმაში
-ააააა-აი მისი რეაქცია უფრო მაგარი იყო. ნიკუშა ხო მეხუტებოდა და ჩემს ხელში თავჩარგული იცინოდა. ამჯერად მეც გამეცინა , თუმცა ინსტინქტმა თავისი ქნა , სახე ისევ შეხვეული მქონდა სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ - ვაიმე დედაააა მიშველეთ მოჩვენებები დამეწყო . ამ გამოს.. მაგივრად ვხედავ მგონი სიზმრებს
-გეყოფათ რა.. აორთქლდით აქედან მადროვეთ ჩემს ყვავილთან ყოფნა
-ლაპარაკობს ტო - ერთმანეთს გადახედეს და ერთად შეიცხადეს- შენ თუ ნამდვილი ხარ რძალი ჩამოგვსვლია სად წავიდეთ - ისე უცებ მოვარდნენ გასწიეს ნიკა და გაშალეს ხელები ლამის გული გამისკდა. ცოტაც და ჩამეხუტებოდნენ ორივემ ერთდროულად რომ დაამუხრუჭა და უკან დაიხია - კაი მე გამოვს.. შენ რა დაგემართა ნახევრად შიშველი რომ დაბორიალებ - რომელიღაცამ ჯუჯღუნი დაიწყო და გამიღიმა - მე მათე ვარ
-კესანე... თუმცა მიცნობთ როგორც ვხვდები
-აუ როგორ გვიხარია შენი ჩამოსვლა რომ იცოდე... ვერ ვიჯერებ . ცოტნე ვარ მე .ახლა გაგიჭირდება გარჩევა მარა სოფოც რო მოვა მერე ესენი რო დაიწყებენ ჟღურტულს სრაზუ გაგვარჩევ რა .. ვაიმე რეებს ვლაპარაკობ არ მომაქციო ყურადღება უბრალოდ მეც არ ვიცი რა ვთქვა .. რა დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში
-გეყოფათ ახლა და მოშორდით აქედან. შენ შენს ცოლს მიუწექი , შენ ჩემს ნათლულს და არც კი იფიქროთ რომ მოხვიდეთ ჩემი ოთახის სიახლოვეს
-კი მაგრ...
-გამოდი ვერ გაიგე რა თქვა?- მგონი ეს მათე იყო ჩაავლო ხელი ტყუპს და მალე ორივე გაუჩინარდა. ნიკუშა კი უკვე ზურგიდან მეკვროდა
-ხომ დარჩები ...
-თუ მიმიღებ...
-სამუდამოდ მიგიღებ , თანახმა ხარ?
-ჯერ ბებოს გამოჯანმრთელებამდე ვარ თანახმა და შემდეგ ვნახოთ . ვერ ვაზროვნებ ჯერ კიდევ
-ბებო უკვე კარგადაა
- და შენ არ ბრუნდებოდი მაინც ხო?
-უბრალოდ ძალიან ვენატრებოდი და ვიფიქრე რამდენიმე დღე კიდევ დავრჩებითქო
-სულ არ გიჭირდა უჩემოდ? მარტო მე ვიყავი ცუდად?
-შენ გამოუცდელი ხარ... მე კიდევ მონატრებასთან ერთად ვცხოვრობ... ტკივილამდე მონატრებას ვარ შეჩვეული ჩემო ყვავილო ...
შემდეგ რა მოხდა? სრულ ზღაპარში ვიყავი. თიტქოს ისევ არ მოვშორებივარ ჩემს ნაჭუჭს. ჯერ უკანა შესასვლელით ამიყვანა მეორე სართულზე თავის საძინებელში , ნამდვილი საოცრება იყო როგორც აღმიწერა ერთი მხარე ძველ ხის სახლს მოგაგონებდათ მეორე კი ნამდვილი ლუქსი იყო . დაღლილობას ვგრძნობდი როცა აღმიდგა რეფლექსები. რა თქმა უნდა დამტუქსა როცა ისიც მოვიდა გონს და ყველაფერი ისე ჩამომიყალიბა მეგონა ის რამდენიმე დღე შორიდან მიყურებდა. გაბრაზებულმა დამაწვინა საწოლში და გვერდით მომიწვა. ისე მეძნა მსი გევრდით თიტქოს იმ სახლშ სხვა არც არავინ იყო და მარტონი ვიყავით სამყაროს მოწყვეტილები.
გამოფხიზლებას არც ვაპირებდი რომ არა ძილში გაგონილი ბავშვების ტიტინა ხმა. ჩურჩულებდნენ მაგრამ მაინც მესმოდა
-ნიკუჩა ბიძია ეცაა კეცო?
-ლა ლამაძია ნიკუჩა ბიძიაა...
-ნათლი დიდხანს დარჩება აქ?
-აუუ დალჩება აპა ლაც იძამც
-ჩშ ... არ გააღვიძოთ დარჩება ცოტა ხანს. მერე ისევ წავალთ
-აუუ ლატოოო მელე მენატლები მე
-მეც მენატლება ეგლე ნუ წუწუნებ ბაბალე
-ორივე გაჩუმდით . ძინავს და გააღვიძებთ .... დედამ თქვა არ ახვიდეთო და მოგვკლავს რომ გაიგოს შევაწუხეთ კესო
-ველ გაიგებც... აუუ ალ ჩეიძლება ლო ჩავექუტო?
-ბეატრის !
-აუ ნიკუშა მინდა ჩავეხუტო და რა ვქნააა
-როცა უნდა კარგად ლაპარაკობს ისე კი ვარ ნიკუჩა ... დედა მე გამიბრაზდება მერე
-ბავშვებოოო გაიღვიძებს და მერე ...- ნიკოლოზის ხმაშიც კი ჩანდა რომ იცინოდა . ვეღარ მოვითმინე თვალები გავახილე და დავინახე კიდეც ორი ერთნაირი საყვარელი გოგო და მაღალი 12-13 წლის ბიჭი საოცრად სიმპათიური . გოგონებმა მაშინვე დამინახეს, საწოლზე ამობობღდნენ, ნიკუშას გადააცოცდნენ და ჩემსა და მას შორის ჩაჯდნენ
-მე ტრისი ვარ
-მე ბარბარე... შენ კესანე ხარ ვიცით. ნიკუჩა ბიძიას კეცანე
-გოგოებო გამოდით ახლავე- უფროსი ძმა ბრაზობდა მაგრამ ვინ უსმენდა. ამ ორს ახლოდან რომ ვუყურებდი ისე მოვხვიე ხელი და დავუწყე კოცნა აზრზე არ ვიყავი. აი შეჭმა რომ გინდება ისეთი ბავშვები არიან
-ღმერთო თქვენ ვინ ხართ ჰა? ორი გემრიელი საყვარელი გოგო შენ ბარბი ხარ ესე იგი შენ კი ტრისი ხო? რაო რა მინდაო რას ამბობდით? ჩახუტებაო ხო? იცით თქვენ კესო დეიდას თქვენნაირების კბენა და კოცნით ჩაყლაპვა რო უყვარს?
-ეგ ნიკუჩასაც უყვარს .. ცოტნე ბიძიასაც და მამიკოსაც დედიკო მარტო გვყლაპავს არ გვკბენს0 უცებ მითხრა ტრისმა და გადაიკისკისა.
-თქვენი ძმა ძალიან დინჯია მგონი ხო? აშკარად არ გავს ნათლიას
-ცდებით... ძალიან ვგავარ ნათლიას - უცებ მომიგო ბიჭმა და გამიღიმა - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... ბოდიში ბავშვები თუ გაწუხებენ გადაღლილი იქნებით მგზავრობის შემდეგ
-არა ჩემო კარგო პირიქით... ახლა ჩვენ ავდგებით და ჩავალთ ქვემოთ გავიცნობ თქვენს დედიკოს და შემდეგ ბებიკო ნინას ვნახავ - უცებ წამოვდექი ბავშვები ჩამოვსვი და ხელი ჩავკიდე
-მოიცადე... ასე არ
-შენ ჩუ! აბა ბავშვებო ქვემოთაა დედიკო თუ იცით?
-დიახ .საუზმეს ამზადებდა- ნიკუშამ მიპასუხა და ისიც გამომყვა
კიბე სწრაფად ჩავირბინეთ. გოგონები ხელს არ მიშვებდნენ, პატარა თიტებით ეჭიდებოდნენ ჩემს ხელს და გულს მითბობდნენ. მისაღები უზარმაზარი იყო , სამივენი დივანზე ისხდნენ და დარწმუნებული ვარ ჩემზე საუბრობდნენ. რომ შევედი თვალი მომჭრა სოფიომ, ის ნამდვილად საოცარი ქალია უბრალოდ დავმუნჯდი მათეს გევრდით რომდ ავინახე. იმდენად საოცარი წყვილია , ნიკუშა მართალი იყო . მთელი დღეა ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან, ჩემკენ რომ წამოვიდა ეს საოცრება და მისი ხმა კვლავ გავიგე უფრო ნაზი და თბილი მეჩვენა ვიდრე მობილურში .
-კესანე ... მიხარია რომ ჩამოხვედი
-მე კი შენი გაცნობა და საერთოდ თქვენი გაცნობა მიხარია... ნიკუშა მიყვებოდა თქვენზე ასე ხომ მხოლოდ თქვენ არ ფლობთ ჩემ შესახებ ინფორმაციას- მოკლედ მოვუჭერი და ბიჭებმა კი გადახედეს ერთმანეთს მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება. სოფიოს მოვეხვია და ბავშვებს გავხედე მამიკოსკენ რომ წატანტალდნენ.
-აუუ მამაა გამეკინა ფეხები წამო რა ჩაგვაცვი
-ბიძათქვენი მოგხედავთ
-დიდი პატივია ჩემო ბაჭიებო- ისე უცებ აიყვანა ცოტნემ ორივე ლამის მეც შევკივლე ბავშვებთან ერთად.- მალე მოვალ რძ.. კესანე და მერე ვიბაასოთ -თვალი ჩამიკრა და ისე გავარდა ბავშვების ადგილას რომ ვყოფილიყავი გული გამისკდებოდა.
-არ მიაქციო ყურადღება მიჩვეულები არიან ბავშვები...
-ნიკა სადაა?- მათემ რომ ვერ შენიშნა ძმაკაცი წარბებშეკრულმა გამომხედა
-გაბრაზებულია ალბათ
-სხვათაშორის უმიზეზოდ არა! დამტოვე იქ .. ამათთან მოხვედი თუ ჩემთან
-ეჭვიანი ნუ ხარ ნიკოლოოოზ - სოფომ გაუცინა და ხელი ჩამკიდა- სამზარეულოში გავალთ ჩვენ ... მალე გავაწყობ სუფრას და ვისაუზმოთ . რა იყო რა ამ საღამოს მივდივართ და მერე შენი არაა სულ?
-არა რა რძალიც ასეთი უნდა როგორ მიტევს ერტი ნახე რა. მეტის ღირსი ვარ
- ოხ ნიკოლოზ როგორ მასხარაობ ხანდახან...
სამზარეულოში გავედი სოფოსთან ერთად . წყალი რომ დავინახე მივხვდი ძალიან მწყუროდა და საერთოდ რამდენიმე დღეა ნორმალურად არ მიჭამია , მგონი გრძNობა მიბრუნდება.
-მთელი დღეები შიმშილობდი შენც?
-მეც?
-ნიკუშას არც ძინავდა და საერთოდ საქმეს აკეთებდა თორემ თავისი თავი მაგას არასდროს ახსოვს. ყოველთვის რაღაც საქმე აქვს, ვირაცას ჭირდება და საკუთარი თავი ყველაზე ბოლოს ახსოვს ...იმედია შენ მაინც შეცვლი ამ მხრივ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარი აქ რომ ხარ
-ბებომაც იცის ჩემზე?
-და შენ რა იცი ჩვენ რა ვიცით?- ისე მითხრა გამეღიმა- მიკვირს რომ არ კითხულობ
-მაინტერესებს მაგრამ იმდენადაც არა დრო რომ დავხარჯო ამ ეტაპზე ..
-მართალია.. სჯობს ყველაფერი ერთად გაიგო , უბრალოდ იცოდე რომ ნიკოლოზს არ უნდა გაუბრაზდე ის საოცარი ადამიანი . შეუძლებელია ასე მალე მიხვდე როგორია აი მე კი ვიცი და დარწმუნებული იყავი მასსავით კარგი არავინაა ნუ ჩემთვის ჩემი მათეა ყველაზე კარგი მაგრამ მაინც
-ნიკა ამბობდა საოცარი ქალიაო და ახლა დავრწმუნდი... პოზიტივს ასხივებთ ყველანი. არ მეგონა ასე თუ გამიადვილდებოდა ისევ ურთიერთობა
-სულ დაბრუნდი თუ ...
-არაფერზე მიფიქრია იცი? უბრალოდ ავდექი და წამოვედი ჯერ ისევ ეიფორიაში ვარ
-დრო ბევრია... მთავარია ბოლოს შედეგი იყოს ყველასთვის კარგი
მთელი დღე ერთად გავატარეთ. ისე ვსაუბრობდი და ვერთობოდი მათთან ერთად საერთოდ არაფერი მახსოვდა.
ბებოს გაცნობამ მთლად დამატკბო, საოცარი ქალია ნინა . მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი ასეთი კარგი რატომაა ნიკოლოზი. მისი ჩახუტება და სითბო ალბათ არასდროს დამავიწყდება. ბებო მართლაც უკეთ იყო, შერყევის გამო იწვა თუმცა აშკარად კარგად გამოიყურებოდა.
საღამოს რომ აბარგდნენ ამირეჯიბები და წავიდნენ მე და ნიკუშა ეზოში ვიდექით, რა თქმა უნდა ბუბუ და ელაც ჩვენთან იდგნენ. მანქანა რომ მიეფარა თვალს ნიკუშამ ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა
-ახლა მაინც მოიხსენი - თავსაფარი მომაშორა და თვითონ მოიგდო მხარზე- როგორ არ გიღრენენ ჩემი ლეკვები მიკვირს იცი?- ძარლებს გადახედა და წარბი მაღლა აზიდა- ყველას აჯადოებ მოკლედ რა
-ლეკვები ესენი არიან? ახლა რომ ვუყურებ მეშინია კიდეც
-ხო აბა? ერთი წლისებიც არ არიან. ჩემი ბუთხუზები არიან ესენი -როგორც კი მოეფერა მაშინვე შეახტნენ და წააქციეს. ლამის გული გამისკდა - კაი გეყოფათ არ მცალია თქვენთან სათამაშოდ
-ვაიმე ნიკა არ გიკბინონ
-ნუ გეშინია ჭკვიანები არიან ესენი ... იციან ვის უნდა უკბინონ - ისე ეფერებოდა არეულ ,უზარმაზარ ბეწვზე მეც მომინდა მარა მეშინოდა და თავი შევიკავე
-აქ ბებო უვლის?
-არ მყავს აქ ...თბილისში მყავს .ცოტნეს ჩამოუყვანია რომ წამოსულა , უფრო დიდ ეზოში ირბენენო_თქო ვიფიქრე
-ჩემთან წამოგეყვანა ბარემ უფრო დიდ ეზოს სად ნახავ
-შენთან? დაბრუნებას ვაპირებთ?- უცებ გაჩერდა და შემობრუნდა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-ალბათ... იცი მე ..ეს ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს აქ ისევ მარტო ვარ მე არ შემიძლია ჯერ დაბრუნება
-კარგი ნუ მოიწყენ ...ჩემთვის არააქვს მნიშვნელობა მთავარია შენ იყო კარგად- თავი ამაწევინა და მაკოცა - ორი დღეც და დავბრუნდეთ. მკურნალობა დღეს უმთავრდება ,მერე მომვლელი მოვა და წავიდეთ - შუბლზე მომაწება ტუჩები ,მე კი ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. არ შემეძლო უბრალოდ მადლობა მეთქვა, იმ ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებდა . იმისთვის რომ ესმოდა ჩემი და არ მკიცხავდა,ა რც მაძალებდა რამეს.
საღამოს ბებო რომ ჩამოვიდა მისაღებში უცებ წამოვვარდი ფეხზე
-რატომ ადექით ნინა ბებო? ცუდად რომ გახდეთ- უცებ მივედი და ხელკავი გავუკეთე
-ნუ გეშინია შვილო ერთი დაცემა რას დამაკლებს იმდენ რამეს გაუძლო ჩემმა დაღარულმა გულმა - დანაოჭებული ხელი თითებზე დამადო და მომიჭირა ,მისი წყლიანი თვალები საოცარ სითბოს ასხივებდნენ . - ჩემი ბიჭი სად არის?
-ბუხრის დანთება უნდა და შეშის მოსატანად გავიდა..მე მითხარით რამე თუ გგნებავთ
-არა არაფერი...უბრალოდ წოლა მომბეზრდა, რამდენიმე დღე და კი წახვალთ და ცოტა ხანს მინდა გიყუროთ
-ნიკა ხშირად არ დადის? მე იცით
-შენ რა შუაში ხარ ბებო ... მანამდეც არ დადიოდა, უყვარს ეს სახლი და ადგილი მაგრამ ვერასდროს მშვიდდება აქ . სულ ბავშვობა ახსენდება , რომელიც სულ არ იყო ლაღი . ტკივილი კი ისედაც ბევრი აქვს და გაურბის აქ ჩამოსვლას . მე კი ჩემი ქმრის და შვილის საფლავს ვერ დავტოვებ! სანამ სუნთქვა შემიძლია ჩემი ხელით უნდა მოვუარო და მერე მეც წავალ მათთან . იმედია ჩემი ბიჭი სანდო ხელში მეყოლება - ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაკოცა- არ ვიცი რას გრძნობ , არც ის ვიცი რა ურთიერთობა გექნებათ მარტო იმას გთხოვ ასე ახლოს იყავი მასთან , იცოდე ესეც საკმარისი იქნება რომ უკეთ იყოს . არ დატოვო ბებო ის
-ნინა რა გინდა აქ? შენი ადგომა არ შეიძლება ჯერ , კაი რა ბებო ერთი დღე კიდე რა მოხდებოდა - სწრაფად დააწყო შეშა და აღელვებული მოვარდა ბებოსთან .
-ნუ ნერვიულობ...კარგად ვარ . ცოტა ხანს ვიქნები და მერე ამიყვანე ისევ
-კარგი ... დივანზე დაწექი
-არ მინდა და დაისვენე ახლა ნუ შფოთავ - უცებ შეკრა წარბები და ისიც გაჩერდა. მალე დაანთო ბუხარი, სიტყვა არ დაგვიძრავს, ორივე ნიკოლოზს ვუყურებდით სანამ არ გამოგვხედა
-აბა ქალბატონებო როგორ მოგწონთ ჩემი ნამუშევარი
-სასწაულია ბებია ... - ისე თქვა გამეცინა
-ნუ დამცინი შენ! კაი რა ბებო შენ რაღა დაგემართა
-კარგია კარგი მარა ნახევარი საათი რათ უნდოდა მაგის დანთებას ეს ვერ გავიგე
ბებომ რომ დაიწყო ამით და გამეცინა მერე ისეთები მოყვა ნიკუშას ბავშვობაზე მოსვენება დაუკარგა ბიჭს. მე კი ცრემლები მომდიოდა ტრუსის ამარა მორბენალი პატარა ნიკუშას დანახვისას ტალახში რომ ამოისვრებოდა და უცებ მოახტებოდა უუნაგირო ცხენს. იქედან რომ ვერ ჩამოჰყავდათ და ცხენის ზურგზე გაწოლილი იძინებდა . როგორ დაიჭირა პატარა ბატკანი და შეაჭრა ბეწვი , რა საშინელი სანახავი იყო ის საწყალი ბატკანი და მსგავსი ათასი ისტორია. ბებო რომ წავიდა , უკვე გვიანი იყო . ნიკუშა გაბრაზებული მიყურებდა მე კი ისევ ვიცინოდი
-კარგი რა .. სასაცილო იყო .არა ბატკანს რას ერჩოდი ჰა?
-სახლში მყავდა მერე ის ბატკანი რომ არ მომკვდარიყო ჩემი ტანსაცმელები შემოვახვიე და გადარჩა სხვათაშორის -გაბუტული ბავშვივით მელაპარაკებოდა და ახლოს არ იწევდა.
-ძროხის ცურს რომ ეთამაშებოდი ეგეც კარგი იყო
-რძეში ამოვლებული უკეთესი სანახავი ვიყავი ...გავაგიჟე საწყალი ძროხა- თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი,მაგრამ ამლევე მოუყარა ტუჩებს თავი და ისევ შეკრა წარბი. რომ მივჩოჩდი და ჩავეხუტე ტუჩის კუთხე აწია - გაბრაზებული ვარ
-ხოო? ძალიან?- ყელზე ცხვირი გავუსვი და სველი კოცნის კვალი დავუტოვე. კანი ისე დაეხორკლა მგონი მეც გადმომედო - არ შემირიგდები? - ისევ ვაკოცე მაგრამ ჰაერში რომ აღმოვჩნდი ხელის მოხვევაღა მოვახერხე- რა სად .. ნიკა სად აააა დამსვი დამსვი შე ველურო ასე ნუ მიგყავარ
-კომფორტულად მოთავსების ღირსი არ ხარ - საჯდომზე მომადო ხელი ,მეორე კი ბარძაყებზე შემომხვია და ასე მხარზე გადებული გამიყვანა ეზოში. მიდიოდა მინდორზე და არ ჩერდებოდა. შევიდა კოშკში , ავიდა კიბეზე და მეორე სართულზე დამსვა. ისე ახლოს ვიყავი ისედაც ხო აჩქარებული მქონდა გულისცემა საერთოდ გასკდა და დაიშალა ნაწილებად ჩემი საწყალი მფეთქავი ორგანო
-საზიზღარი ბიჭი ხარ... როგორ მეხვევა თავბრუ გავითიშები მალე
-მერე მე აქ რისთვის ვარ- ხელები წელზე მომხვია და ისე ამიკრა სხეულზე თითქოს წებოთი ვიყავით დაკავშირებულები- აქ დავიძინებთ ამაღამ
-რა.. სად..- ისე ვიყავი გაბრუებული ვერც გავიაზრე როგორ დამსვა ხის საწოლზე საიდანღაც შალის ნაქსოვი პლედი აიღო და ფეხზე გაიხადა- ასე უცებ რომ მოქმედებ გამოფხიზლება მაცადე !
-უფრო უნდა გაგაბრუო- ფეხსაცმელი მომაშორა და გვერდით მომიწვა. ადგილი ისედაც არი იყო ხელები რომ მომხვია და ჩამეხუტა სუნთქვა მიჭირდა უკვე ,ყელში რომ მაკოცა თან არაერთხელ სიამოვნებისგან გაურკვეველი ბგერები წამსცდა გახსნილი ბაგეებიდან- დარჩენილ დღეს საოცრად გავატარებთ ...ისე როგორც არასდროს - ფრთხილად გადამაბრუნდა და კაბის ,რამდენიმე მკერთან არსებული ღილი გახსნა . საოცარი იყო , არავითარ შიშს არ ვგრძნობდი პირიქით მინდოდა შემხებოდა ,მინდოდა მისი ტუჩების შეხება მეგრძნო . თითებს ისე ნელა დაატარებდა ყელზე, გულ-მკერდზე და შემდეგ მკერდის გამოჩენილ ნაწილზე მთელი სხეული დამეჭიმა, სურვილი მწვავდა . სუნთქვა გამიხშირდა ,მოლოდინისგან ცეცხლი მეკიდა ისე ითხოვდა ჩემი სხეული მის კოცნას როგორც მეუდაბნოე წყალს. ის კი მიყურებდა, თვალებში და იმ წამს მეგონა რომ მაწამებდა. ჩემი გამომეტყველება და თვალები ალბათ იმდენად გასცემდა ჩემს ემოციას ღიმილით მიცქერდა, შემდეგ ძალიან ნელა შეამცირა მანძილი ჩვენს შორის .ბაგეები ამითრთოლდა, ისე მინდოდა მისი წითელი ტუჩების შეხება ცოტაც და მოთმინებას დავკარგავდი .ოდნავ რომ შემეხო დახშული კვნესა აღმომხდა, ღრმად ამოვისუნთქე სანატრელის მიღების გამო ,მაგრამ არ მაკოცა - ჩემი დასჯის მეთოდის პირველი საფეხური საოცარი წარმატებით გაიარეთ
-ნიკაა...
-ჩშშ - ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი გადამისვა .იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა- მოდუნდი და სხეულის სურვილს დაემორჩილე - ისევ მეხება ,კანს მწვავს ,ნაჩქარევად ვხვევ ყელზე აკანკალებულ ხელებს და მისკენ ვიწევი ისე ვკოცნი როგორც არასდროს .მთელს გრძნობას კოცნაში ვაქსოვ და მგონია რომ მოწოლილი ვნება ჩაქრება, მაგრამ პირიქით ტუჩების შემდეგ მისი ყელის დაგემოვნება მინდება . ვკოცნი რამდენჯერმე , შემდეგ კი ისე უჭირს თავის შეკავება კოცნას მაწყვეტინებს და ვნებამორეული მისი თვალები ჭკუას მირევენ - სანამ ზღვართან მიხვალ ...მანამ მე გადავლახავ ჩემი მოთმინების ბარიერს - ხრინწიანი ხმით მეუბნება და თავს მოშიშვლებულ ნაწილზე მადებს - ახლა ვხვდები ,ყველაზე რთულია იყო ახლოს და ამავე დროს შორს .
ვერაფერს ვაკეთებდი ... მეშინოდა რომ გამეგრძელებინა, მასაც რომ ვერ შეეკავებინა თავი შემდეგ რა იქნებოდა . მეეჭვება ასე მარტივად გადამელახა ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია მისი შეხება თანდათან უფრო მეტად მინდება .პირველად ვგრძნობ მსგავს ლტოლვას ...
არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. ყოველი დღე ასეთი მრავალფეროვანი როგორ უნდა იყოს ვერ ვხვდები მაგრამ ფაქტი ერთია, შეუძლებელია ისე დაასრულოს დღე ყველანაირი ემოცია რომ არ დამატეხოს თავს.
ბოლო დღე სვანეთში ჯერ კიდევ ექვს საათზე დაიწყო. სულ რამდენიმე საათის ჩაძნებული ვიყავი რომ გამაღვიძა. ყურთან მკოცნიდა და თან ცემს სახელს ჩურჩულებდა ,როგორ არ გამეღვიძებოდა
-კესანეეე... გაიღვიძე ჩემო ყვავილოოო
-ნიკოლოზ...
-ადექი... მოვწესრიგდეთ მერე სადღაც უნდა წაგიყვანო სანამ გაიღვიძებს მესტია - ამჯერად ლოყაზე მკოცნის და დგება. მეც ნახევრად მძინარე უკან მივყვები. ისე დამატარებდა სანამ სახლს არ მოვშორდით და თავლას მივაღწიეთ... ცხენები რომ დავინახე უცებ გამოვფხიზლდი
-ვაიმეეე ცხენებიიი როგორ მიყვარს... შენია?
-ერთი ცხენით წავალთ... არც იფიქრო რომ მარტო დაგაჯენ. ცუდი გზა გვაქვს გასავლელი
-კარგი როგორც შენ იტყვი ..მთავარია დავჯდე აუ იცი როგორ მომენატრა? - აჟიტირებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ. შიგნით შევდივართ ცხენი გამოჰყავს , უნაგირს ამაგრებს მე კი ფრთხილად ვეფერები. ჭკვიანი ცხენი ჩანს- რა ქვია?
-ლუნა ... ესაა ჩემი მთვარე იმდენ ხანს ვხეტიალობდი ღამით მის დედასტან ერთად რომ დაიბადა ლუნა დავარქვი - თან ამაგრებდა უნაგირს თან მელაპარაკებოდა
-ლუნა , ძალიან ლამაზი ხარ - თვალებთან მოვეფერე და თავი მივადე -იმედია წინ დაჯდომას არ მთხოვ კაბის გამო
-არა უკან დაჯექი კაბა საშუალებას მოგცემს - გარეთ გავიყვანეთ ცხენი ,გოონს ვერ მოვედი ისე მოაფრინდა და უკვე ცხენზე ამხედრებულმა გადმომიწოდა ხელი,არადა თავი კარგი მხედარი მეგონა, ვიტყუები ორჯერ ვიჯექი სულ ისიც სხვანაირად გადაადგილება არ შემეძლო ხევსურეთში და დავჯექი . ხელი რომ გამომიწოდა , ოდნავ გადმოიხარა წელზე მომხვია ხელი, მეც მკლავზე მოვეჭიდე და როგორც იქნა მის უკან დავჯექი. კომფორტულად მოვკალათდდი ხელები წამში მოვხვიე და ზურგიდან ავეკარი- ასე თუ იჯდები ვერ წავალ...
-რატომ
-სულს მიხუთავს შენი სხეული -სერიოზულად მითხრა და ლამის დავიჯერე.
არაფერი მითქვამს, ისე გააჭენა ცხენი როგორ მოვშორდებოდი, არც ეგეთი გულადი ვარ მითუმეტეს სულაც არ მსურდა მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში წოლა. რამდენიმე წუთში გარემოს აღქმაც დავიწყე. როგორც მივხვდი უშგულში აპირებდა ასვლას საოცარ ლამარიას ტაძარს ვიხილავდი კიდევ ერთხელ . ჯერ საკმაოდ ჩქარა მიდიოდა შემდეგ როცა ცუდი გზა დაიწყო ფაქტობრივად მივსეირნობდით. საკმაოდ ციოდა ,მართალია თბილად გვეცვა მაგრამ მის ყელში ჩაძრომაზე უარი ვერ ვთქვი .დამტუქსა „ცელქობისთვის“ .საოცარია არა? რამდენიმე თვეში იმდენად შეიცვალა ჩემი ქმედება, ქცევა, ცხოვრება რომ უბრალოდ მასთან ყოფნაზე ვფიქრობ იმაზე რომ რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო მასთან.
გზა საკმაოდ გაიწელა,თუმცა იმ ხედით ტკბობას არაფერი შეედრებოდა, მიყვებოდა ბავშვობის მოგონებებს და მეც წარმოვიდგენდი პატარ ცხენზე ამხედრებულ ნიკუშას ამ მთებში რომ დაქროდა . უშგულში რომ შევედით ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში შევიდა ტაძრამდე მისასვლელი გზა იქეთ გადიოდა თუმცა შევცდი , ერთერთ მიტოვებულ სახლთან გაჩერდა და მზერა მიაპყრო პატარა ნანგრევებად ქცეულ სახლს
-ეს იყო ჩვენი სახლი... აქ გავიზარდე . ყოველ დილით ვდგებოდი მამას რომ გავყოლოდი თითქოს ვეხმარებოდი , პირიქით ხელს ვუშლიდი . უჩემოდ რომ წავიდოდა მთელი დღე გაბრაზებული დავდიოდი . აი იმ ხის ძირში ვჯდებოდი და ხის თლას ვიწყებდი , ისრებს ვაკეთებდი მამა სროლას მასწავლიდა მშვილდიდან და მეც რობინი მგონა თავი. როცა მეწყერი ჩამოწვა და სახლი გაანადგურა ძალიან გამიჭირდა მისი ნახვა...თითქოს ყველა მოგონება თან წაიღო . ბებო უარზე იყო მითხრა შეაკეთე ეს სახლი და აქ დავრჩებიო ,მაგრამ ვერ დავტოვებდი , მეც გავექეცი მტკივნეულ მოგონებებს . სირაქლემას პოზიციის მიღება ზოგჯერ გვეხმარება იცი? ასე ძლიერ ამ ტკივილს არ ვგრძნობ როცა სხვაგან ვარ. აქ კი ისევ 7 წლის ობოლი ბავშვი მგონია თავი , მამა შემოჰყავთ ზეწარში გახვეული და მის სახესაც კი არ აჩვენებენ მუხლებზე დაცემულ ნინას .მე კი ,მანამდე მოუსვენარი გიჟი ბავშვი იმ დღის შემდეგ ისე დავდინჯდი და დავსერიოზულდი მგონი აღარც კი დავრბოდი . საშინელებაა როცა იაზრებ ,რომ 7 წლის ასაკში დასრულდა ბავშვობა, მოგონებებიც გაქრებოდა რომ არა ჩანაწერები. მამას სახეც ქრება ნელ-ნელა .მისი ერთადერთი ფოტო მაქვს იქაც ისეთი ახაგაზრდაა მე არც კი მინახავს ისეთი მამა ,მაგრამ ფოტოს მიხედვით აღვიდგენ გონებაში და ცოტა ხნით მასთან ერთად ვმოგზაურობ წარუსლში. - დიდხანს ვიდექით ჩახუტებულები. ხმას აღარ იღებდა ,უბრალოდ მეხვეოდა და გარინდული ისრუტავდა ჩემს სურნელს .საოცარი გრზნობა მქონდა ,მისმა ტკივილმა ისე იმოქმედა თითქოს მეც გადმომედო...
ლამარიას რომ მივაღწიეთ რამდენიმე წუთს შეყოვნდა , შორიდან ვუყურებდით ამ საოცრებას. იმდენად ადრე იყო შიგნით შესვლას ვერ მოვახერხებდით . ისევ ვსეირნობდით და იქედან ვუყურებდით მთელს უშგულს .
უკვე შუადღე იყო რომ დავბრუნდით. ბებო ეზოში იჯდა და რაღაცას ქსოვდა ,რომ დაგვინახა გაგვიღიმა და ჩვენკენ წამოვიდა. სწრაფად ჩამოვხტი ცხენიდან და ბებოს მოვეხვიე. უკვე კარგად იყო და ეს აშკარა იყო. მითხრა შენთვის ვქსოვ თავშალსო , გამახარა ამ ფაქტმა. წასვლამდე დავასრულებ და მერე გაჩვენებო რომ მითხრა მოვიწყინე, ძალიან მინდოდა მენახა .
-ბე საღამოს წავალთ ... ისე რომ დაღამებამდე ჩავიდეთ სახლში . ახლა ნათია მოვა და იცოდე დაუჯერე საქმეების კეთებას ნუ დაიწყებ , დაისვენე და არ მანერვიულო ხო?- მასთან ჩაიმუხლა და ისე ჩაეხუტა
-ასე რო მარიგებ ჭკუას მინდება ერთი მაგრად აგიწიო ყური
- ამიწიე ბე ... არსად გავიქცევი
-ოჰ რამდენს მარბენინებდი შე მაიმუნო
-მერე მაინც მიჭერდი ... არა რა ჯანზე იყავი ნინა? - გაიცინა და ქალიც გააღიმა.
ცოტა დავისვენე, ნიკუშა საქმეებზე იყო გასული . დიდხანს ვერ დავრჩი ოთახში და კოშკში ასვლა გადავწყვიტე. გზას სანამ გავივლიდი ძაღლები შემეგებნენ იმათთან თამაში გავბედე და შემდეგ კოშკსაც მივაღწიე. მაგრამ ვინ დამაცადა, დამირეკა ბატონმა მოემზადე გავდივართო . უკან დავბრუნდი ავიღე ნივთები და ბებოსთან ერთად დავჯექი. არაფერი უთქვამს ისევ ქსოვდა. ბოლო დეტალი ჩემს გვერდით მჯდომმა დაასრულა და წამსვე გამომიწოდა
-აბა ნახე ბე ... თუ არ ატარებ ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს და გაიხსენე მოხუცი ნინა ბებო - ულამაზესი ფერადი თავშალი გამომიწოდა , ისეთი ხარისხით იყო შესრულებული ნამდვილი ხელოვანი თუ გააკეთებდა. ყვავილებიც ჰქონდა ამოქარგული ...მოვეხვიე ბებოს და მადლობა გადავუხადე ის კი სახლში შევიდა ცოტას დავისვენებ სანამ ნიკუშა მოვაო .
მარტო დარჩენილმა ისევ კოშკზე ასვლა გადავწყვიტე. რატომღაც პირველ სართულზე შევჩერდი , ხის გრძელ მოჩუქურთმებულ სკამზე დავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე.ყველაფერს ვაკვირდებოდი ,ერთ-ერთ კუთხეში რაღაც ხვრელი შევნიშნე და იქეთ წავედი. ქვა იყო შედებული შიგნით კი ხის კარიანი პატარა სამალავი იყო . ინტერესმა მძლია და ისიც გავაღე შიგნით მხოლოდ მოზრდილი შავყდიანი წიგნი იდო. გამოვიღე და მივხვდი რომ ბლოკნოტი უფრო იყო . ფურცლები იმდენად ძველი იყო ,პირველი ასოები იმდენად უშნო და რთულად გასარჩევი ძლივს ამოვიკითხე ნიკუშას სახელი .როცა მივხვდი რომ მისი დღიური იყო ხმაც გავიგე. გაუაზრებლად ჩავაგდე ჩანთაში დღიური და სამალავი დავხურე . დასჯილი ბავშვივით გავვარდი ეზოში
-მზად ხარ?
-კი ..წავიდეთ?
-ბებო გამოვა დავემშვიდობოთ და წავიდეთ
- ძაღლებს ვინ წამოიყვანს?
-ჩემები მიხედავენ მაგათ არ იდარდო შენ - სანამ ძაღლებს ეფერებოდა ბებოც გამოვიდა. დამშვიდობება მეტად ამაღელვებელი იყო , თვალები აემღვრა ქალს. ნიკუშას რომ მოეხვია და დალოცა ლამის ქვითინი დავიწყე. შემდეგ მეც ჩამიკრა გულში, იმ წამს იქ დარჩენა მინდოდა მაგრამ არ გამოვიდოდა ეს ამბავი . მანქანაში სწრაფად ჩავჯექი, მთელი გზა ბებოს სევდიანი თვალები მედგა თვალწინ. ისეტიშ ეგრძნება მქონდა თითქოს მე ვაშორებდი მოხუც ქალს საყვარელ შვილიშვილს. იმედი მქონდა რომ მალე შევძლებდი დაბრუნებას...
გზაში ჩამეძინა, ემოციებმა თავისი ქნეს. რომ გამოვფხიზლდი უკვე სახლში ვიყავი, ჩემს საწოლზე ,ნიკა კი აივანზე იჯდა ლეპტოპით ხელში და რაღაცას წერდა. რომ გავედი მაშინვე დახურა და გვერდით გადადო
-გაიღვიძე ქალბატონო? მძინარე მზეთუნახავი ხარ რა- წინ ამესვეტა და ჩემ არეულ თმებში თითები ახლართა
-ძალიან მაქ არეული ხო თმა
-ჩემი ალისფერი გოგო ხარ შენ- ნაზად მაკოცა აწითლებულ ტუჩებზე შემდეგ კი ლოყაზე გადავიდა და კანიც ამიწვა
-ასე ადრე რატომ გაიღვიძე?
-შენ კიდე გეძინება? იცი 12 საათია
-ამდენ ხანს მეძინა? -მართლა ძალიან გამიკვირდა
-მე ვიცი რისი ბრალიცაა ეგ !- ისე შეკრა წარბები მეც მომექუფრა სახე - ამდენი დღეა არ გიძინია წესიერად და ახლა რომ დაიძნე მშვიდად ერტად აინაზღაურე ხო ? ცუდი გოგო ხარ შენ... არ დამიჯერე
-პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები, მითუმეტეს არც შენ გამოირჩეოდი ნორმალური ქცევით
-მე მაქვს ყოველთვის ენერგია, როგორც არ უნდა ვიყო მიჩვეული ვარ მთელი ცხოვრება ორ საათიან ძლს ვარ მიჩვეული, რამდენიმე ჭიქა სასმელს და სიგარეტს ამით ვიკვებებოდი შენ კიდე ძალა სულ გეცლება როცა ნერვიულობ ისედაც
-კარგი რა ნუ მიბრაზდები ... რა ვქნა მენატრებოდი - ქვემოდან ვუყურებდი დამრგვალებული თვალებით ის კი ისევ არ ხსნიდა შეკრულ წარბებს და შეჭმუხნულ შუბლს- შენ არ გენატრებოდი და მაგის ბრალია - გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ზურგი ვაქციე . ისე უცებ დამიჭირა და სხეულზე ამიკრა მსუბუქად წამოვიკივლე . ისე მიყურებდა შევკრთი.ნიკაპზე მიჭერდა ხელს და დაჭრილი ნადირივით მიცქერდა
-აღარასდროს თქვა ეგ ! შენ ვერც კი წარმოიდგენ მე რას ვგრძნობ. არც კი იცი მონატრება რა არის არც არასდროს გამოგაცდევინებ მსგავს რამეს... ვერც გამოცდი შენ შეგიძლია დაურეკო ელაპარაკო ყველას ვინ გიყვარს და გენატრება ,ვინც გაკლია და ეს ამსუბუქებს ტკივილს . წარმოუდგენლად მტანჯველი ისაა როცა უბრალოდ უყურებ და სხვას ვერაფერს აკეთებ საერთოდ ვერაფერს ,მისი ხმაც მხოლოდ მაშინ გესმის თუ დაარღვევ მანძილს და ჩუმად მოისმენ საუბარს . ერთიანად ნადგურდები, თიტქოს კანს გწვავენ და გგლეჯენ როცა ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ვერ მიდიხარ .როცა მანძილით დაშორებაა წამალი აი ეგ არის მონატრება - ხმასაც აუწია, თვალები გაუმუქდა, ჩაუწითლდა . ხელს მკლავზე მიჭერდა, მართალია მე დიდად არ მტკიოდა ამას მნიშვნელობაც არ ჰქონდა მე მხოლოდ მისიცლილება მისი ტკივილი მაწუხებდა. თავისუფალი ხელი ლოყაზე მივადე , მაშინ ვიგრძენი როგორი გაყინული იყო ,ტუჩებიც კი გაულურჯდა .რომ შევეხე გააჟრჟოლა ,უცებ მოეგო გონს ხელი დენდარტყმულივით გამიშვა და გაწითლებულ კანზე დამხედა - კესო...გატკინე მაპატიე მაპატიე გთხოვ ,ნამდვილი ცხოველი ვარ ვერასდროს შევიცვლები მე .. გატკინე ღმერთო როგორ გაგიწითლდა მაპატიე ჩემო ყვავილო...მაპატიე - ჯერ თითებით მეფერებოდა მერე კოცნა დაიწყო . ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ასეთი ემოცია გადმოსცეს, ასე როგორ უნდა ღელავდეს ამ მარტივი რამის გამო .უბრალოდ გავაბრაზე, რაღაც გაახსენდა პირიქით ვატკინე გული და ახლა როგორ ღელავს
-დამშვიდდი ! არ მტკივა , ვერ ვგრძნობ საერთოდ ნიკა და აღარ თქვა რომ ცხოველი ხარ ისე ნუ მექცევი როგორც ნაზ, სათუთ ბავშვს არ ვარ მე ..აღარ ვარ მსგავსი მოპყრობის ღირს - მისი სახე ხელებში მოვიქიცე , შემდეგ ვაკოცე და რამდენიმე წამში მოდუნდა. სიტყვა არ უთქვამს, თვალები ისევ მუქი ჰქონდა თითქოს დაიმალა ისე დამადო თავი მხარზე .ღრმად სუნტქავდა ,თიტოეული ჩასუნთქვა მტკიოდა ვიცოდი საკუთარ თავზე ბრაზობდა. არ ვიცი როდის გავიაზრე რომ მე ვიყავი მისი მონატრების საგანი, რომ ჩემ გამო იტანჯებოდა ასე - გეფიცები აღარასდროს მოგანატრებ თავს... სულ შენთან ვიქნები და ვერ მომიშორებ. მარტო იმიტომ რომ მე ვერ გამიმეტებ მსგავსი ტკივილისთვის . შენ გაუძელი, მე ვერ გავუძლებ რამდენიმე დღე შენ გარეშე უკვე კოშმარია - ეს რომ ვუთხარი უცებ მომშორდა, თვალებშ მიყურებდა თიტქოს დანაშაულზე წავისწარი, თიტქოს რაღაც დასცდა დააშავა და ახლა სასჯელს ელოდა
-კესანე...
-ნურაფერს მეტყვი... დადგება ყველაფრის გამჟღავნების დროც . ახლა უბრალოდ წავიდეთ სადმე , გავისეირნოთ კარგი? დავივიწყოთ ყველაფერი
-რატომ ხარ ასეთი კარგი...სულ სწორი გადაწყვეტილების მიღება როგორ შეგიძლია , ასეთი სრულყოფილი როგორ ხარ კესანე
-სრულყოფილი? სრულყოფილი ვერასდროს ვიქნები ნიკა - არარ შემეძლო მისი მზერა მტკენდა. ოთახში შევედი , სააბაზანოში შევიკეტე .დიდხანს ვიჯექი ცივ იატაკზე და მომხდარზე .სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე ისევ წამში შეიცვალა ყველაფერი. ახლა ძალა უნდა მომეკრიბა და მშვიდად გამეგრძელებინა დღე.
ოთახიდან რომ გავედი ვერ ვიპოვე. ეზოში ჩავედი ,ირგვლივ ვიხედებოდი ზურგიდან რომ მომეპარა და ხელები მომხვია
-ააა ნიკუშა... გული გამისკდა ასე როგორ შეიძლება -სანამ ვწუწუნებდი თვალებზე რაღაც ამახვია- რას აკეთებ... ნიკუშაააა
-დამშვიდდი და ნუ ფართხალებ...
-ისევ ხელშ აყვანილმა უნდა წამიყვანო? - მთაზე ასვლის დღე გამახსენდა და გამეღიმა
-შორს არ მივდივართ
-რამეს ვიტკენ .. ასე როგორ ვიარო
-წინ იარე- ხელი მომხვია წელზე და მარჯვნივ შემაბრუნა. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა და ესეც საკმარისი იყო ყველაფრის დასავიწყებლად- ისუნთქე - ყელში მკოცნის და მეორე ხელსაც წელზე მხვევს , მიჭერს და მაღლა მწევს . სადღაც გადამსვა და გავიგე როგორ მიხურა კარი - ნუ გეშინია ,ასასვლელი იყო უბრალოდ-ზურგიდან ამეკრო ,ფრთხილად მომაშორა თვალებიდან სახვევი- თვალები გაახილე - ფრთხილად დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და გაოცებულმა მოვავლე თვალი ულამაზეს ყვავილებს. ვერც კი გავიაზრე რა ადგილი იყო, უბრალოდ შეუდარებელი სურნელი, თვალისმომჭრელი სილამაზე და სასიამოვნო გრძნობა...
-ეს... ეს ადგილი სად ვართ
-ეზოში მიტოვებულ ქოხში... გახსოვს ბალახების მოჭრისას ვარდები გაგიფუჭე ის რომ დავრგე ვიფიქრე ამ ადგილს გამოვაცოცხლებ ,როცა ეზოში არ იქნებიან ყვავილები აქ მაშინაც კი იყვავილებენ
-საიდან... როგორ ახერხებ ამ ყველაფერს ჩემს თვალწინ ისე რომ ვერაფერს ვხვდები
-დიდი ხნის წინ გავაკეთე ,მაშინ ყურადღებასაც არ მაქცევდი . შემდეგ უბრალოდ ვუვლიდი აქაურობას ...აბა ხომ შევქმენი მოსასვენებელი ადგილი... წამომყევი - ხელი ჩამკიდა და ყვავილებში შემიყვანა უკანა მხარეს საიდანაც მთები მოჩანდა მაგიდა და სკამები ედგა
-სიურპრიზების სიაში კიდევ დარჩა რამე?
-გზადაგზა მოვიფიქრებ... ჩემი ხასიათი რომ ვიცი ბევრჯერ მომიწევს შენი განწყობის გამოსწორება- გაიცინა და თავზე მაკოცა- მიხარია რომ მოგწონს
-ყავასაც თუ მომიმზადებ სიამოვნებით დავჯდები და მივირთმევ
-არის დედოფალო ... გთხოვთ დაბრძანდეთ და დამელოდოთ- სკამი გამოსწია დამსვა
-შოკოლადებიც წამოიღე რა
-არის წამოვიღო შოკოლადები ...
მალევე დაბრუნდა. საღამომდე არ გავსულვართ იქედან საოცარად მომწონდა ყველაფერი ,წვიმაში თავს შევაფარებდი აუცილებლად.
ვიღაცამ დაურეკა ნომერს რომ დახედა მაშინვე უპასუხა.ცოტნე იყო როგორც გავიგე, დიდხანს ესაუბრებოდა მეც დავტოვე იქაურობა და ეზოში გავედი.
-იქ დავდე როგორ ვერ იპოვე... არ ვიცი აბა სადმე წავიღე ალბათ შეეშვი შეიზლება თბილისსი დავტოვე და ცუდად მახსოვს .წავედი ,ჭკვიანად ცოტნიკო
-რა დაკარგე?
-არაფერი ისეთი... სადმე დავდებდი არ დამიკარგავს .სახლში შევიდეთ ვივახშმოთ ...
....
შუაღამეა ...
მძინარე ნიკოლოზს ვუყურებ და ვგრძნობ რომ გადაწყვეტილების მიღების დროა. საკმაოდ გაიწელა ყველაფერი , აქამდე დახშული გრძნობები გამოაშკარავდნენ. როცა ნინა ბებო ვნახე მივხვდი როგორ არის მამა ჩემს გარეშე ,როგორ ვენატრები, როგორ ტკივა ...
აღარ მინდა ვატკინო ჩემ საყვარელ ადამიანებს...
გოგოები მენატრებიან ,ისინიც დაიტანჯნენ ჩემს გამო .
ნიკოლოზი ! მე და მას ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი , მაგრამ მანამდესახლში უნდა დავბრუნდე და ისე გავაგრძელო ურთიერთობა როგორც ჩვეულებრივ ხდება...
ახალ ცხოვრება ნაიარევის გარეშე... ჭრილობები მან შემიხორცა მე კი ისეთი უნდა დავუბრუნდე როგორიც ადრე ვიყავი.
სულ ცოტაც და ბედნიერებას მოვიპოვებ ...
ვუახლოვდები,ვკოცნი მთელი გრძNობით .მინდა მისი ტუჩების გემო გამყვეს. წერილს ბალიშზე ვდებ , ხელჩანთას ვიღებ და უკან მოუხედავად მივდივარ....

წუხელ გავათენე და დავწერე ბოლოს წინა თავი ...იმედია მოგეწონათ მომდევნო იქნება დამაგვირგვინებელი დიდი და მსუყე .ვინაიდან დიდხანს მოგიხდებოდათ ლოდინი გადავწყვიტე ეს თავიც დამეწერა როგორმე და ბოლო ყველაზე კარგი თავისთვის დამეთმო თავისუფალი დრო .იმედია ჩავაბარებ გამოცდებს და კარგ განწყობაზე შევუდგები დასასრულის წერას .
ველი შეფასებებს .უყვარხართ თქვენს მარიამს



№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე, მთავრდება? საოცარი ისტორიაა, უსაზღვრო ემოციებით სავსე.

 


№2 მოდერი sameone crazy girl

შამხათი
ვაიმე, მთავრდება? საოცარი ისტორიაა, უსაზღვრო ემოციებით სავსე.

მადლობა laughing

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ემოციების ზღვა ხარ , გასაოცარი ისტორია გამოგივიდა ყოჩაღ.

 


№4 მოდერი sameone crazy girl

lalita
ემოციების ზღვა ხარ , გასაოცარი ისტორია გამოგივიდა ყოჩაღ.

მადლობა ,მიხარია რომ მოგწონს

 


№5 სტუმარი Guest Tako13

Anu 1 taviga darcha ?? Ramoitmens sheni istoriis gareshe tan finali dagviandeba :(( vergavudzleb

 


№6  offline წევრი თეონა.უ

ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან საყვარელი გოგო ხარ

 


№7 მოდერი sameone crazy girl

Guest Tako13
Anu 1 taviga darcha ?? Ramoitmens sheni istoriis gareshe tan finali dagviandeba :(( vergavudzleb

როგორმე უნდა გაუძლო სხვა გზა არაა satisfied მაპატიე ამ "წამებისტვის"

თეონა.უ
ძალიან კარგი ისტორიაა, ძალიან საყვარელი გოგო ხარ

მადლობააა heart_eyes smile kissing_heart

 


№8 სტუმარი qeti

ai ar myopnis es istoria da ra vqna ? nikolozi srulyopilebaa ♡ netav arseboben misnairi adamianebi♡shen sheudarebeli xar rom aset lamaz da srulyopil personajebs gvisaxav ♡arasodes rom ar minda istoriis dasawyisi♡rogor dasasruls velodebi ici?did ,isets rom nikolozisa da kesanes garda sxva lersonajebsac rom shemoiyvan da iqneba srulyopili dasasruli ♡iseti rom sicarielis shegrdzneba agar damrcheba ♡nikolozis da keasanes bavshvi verc warmomidgenia rogori sheidzleba iyos;-)♡♡♡

 


№9 მოდერი sameone crazy girl

qeti
ai ar myopnis es istoria da ra vqna ? nikolozi srulyopilebaa ♡ netav arseboben misnairi adamianebi♡shen sheudarebeli xar rom aset lamaz da srulyopil personajebs gvisaxav ♡arasodes rom ar minda istoriis dasawyisi♡rogor dasasruls velodebi ici?did ,isets rom nikolozisa da kesanes garda sxva lersonajebsac rom shemoiyvan da iqneba srulyopili dasasruli ♡iseti rom sicarielis shegrdzneba agar damrcheba ♡nikolozis da keasanes bavshvi verc warmomidgenia rogori sheidzleba iyos;-)♡♡♡

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო . ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონს. ნიკოლოზი ჩემთვისაც სრულყოფილებაა რაღა დაგიმალო . ბავშვზე არ მიფიქრია ,მეც არ ვიცი როგორი იქნება დასასრული ერთი ვიცი მხოლოდ ყველაფერი გაირკვევა და ნიკოლოზზე გააფრენს ისიც ვინც აქამდე არ გიჟდება smile

 


№10  offline წევრი sophieG

მომწონს ეს ისტორია ყოველთბის ვკითხულობ უბრალოდ კომენტარების წერა ჩემი არაა... კარგად ავითარებ მოვლენებს და კარგად გამოგდის ზედმეტებისგარეშე ყველაფრის აღწერა. ჩემი ერთი თხოვნა იქნება რომ "ძინავდა"-"ეძინათი" შეასწორო ზემოთ არ ვიცი დაგიწერეს თუ არა და თუ კი არ მიწყინო კიდევ ერთი შენიშვნისთვის.. აბა შენ იცი წარმატებები გამოცდებზე :)) მალე დაგვიბრუნდი შენებური დასასრულით

 


№11 მოდერი sameone crazy girl

sophieG
მომწონს ეს ისტორია ყოველთბის ვკითხულობ უბრალოდ კომენტარების წერა ჩემი არაა... კარგად ავითარებ მოვლენებს და კარგად გამოგდის ზედმეტებისგარეშე ყველაფრის აღწერა. ჩემი ერთი თხოვნა იქნება რომ "ძინავდა"-"ეძინათი" შეასწორო ზემოთ არ ვიცი დაგიწერეს თუ არა და თუ კი არ მიწყინო კიდევ ერთი შენიშვნისთვის.. აბა შენ იცი წარმატებები გამოცდებზე :)) მალე დაგვიბრუნდი შენებური დასასრულით

მადლობა . აუცილებლად გავითვალისწინებ. მიხარია რომ მოგწონს.

 


№12  offline წევრი Indigo

არ მჯერა, მელანდება ხო?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№13 მოდერი sameone crazy girl

bibo
აი აი აი აი ცუდათა ვარ ცუდათა გული მაქ ცუდადდდ აი რა გითხრა არ ვიციი რატო ხარ ასეთი კარგი საოცრებააა აი რა გითხრა ვერ ვხდბები გული მაქ ცუდდ აი ისე ვარ შეიძლება მძგუდოს გულმა და გამასწოროს მიწასთან ეს სასწაული საოცრება გოგოოო.....ვაიმე რა კაობა ნიკა რა სასწაულია ვგიჟდები მე ამ ბიჭზეე რატოა ასეთი საოცრება რათა რათა აი რაღაც არამქვეყნიურიააა მეკიდო მინდა ასეთი heart_eyes kissing_heart სასწაული ხარ

ბიბოოოოო სასწაული შენ ხარ ჩემი სასწაული smile მიკვარხააააარ kissing_heart heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№14  offline წევრი wipwipa

dzalian,dzalian magari gogo xar shen ❤️❤️ warmatebebi gamocdebze,kvelaperi ise magrad ikneba rogori magaric shen xar ❤️❤️

 


№15  offline მოდერი bibo

აი აი აი აი გული მიფართხალებს ჰაერში მაქ ბაგა ბუგი დაგა დუქი დუგი დაგი გაქქ აი ვგრძნობ გულს როგორ ცემს თუ ცემს ვერ ვხდები ჩემი გულის ფეთქვა ხარ და სულის ძახილი :******იცი როგორ გყვარობ ბარტყისქულა პაწაწკუნტელავ :*****საოცრება ხარ საოცრებათა შორის ვგიჟდები შენი პაწაწკუნტა თითებით დაწერილ ისტორიაზე :*იცი როგორ გამიხარდა შენი ისტორია რო ვნახე მეგონა ფრთები მქონდა და დავფრინა ცაც არ მეყოფა ისე გადავფრინდებოდიიი უკიდეგანოდ უსასრულოდ სადღაც შორს უსასრულოდ :****სულის გავლით გულამდე ხარ ჩემო ტკბილო ალუბალოოო პაწაწო მე რა მეშველება რო მორჩება რას ველოდო რას უყურო როდის დაიდება და როდის უნდა ჩავკოკლოზინდე :*****აი შენ ხა ჩემი უტკბილესი უთბილესი ჩმუსუნა კრუსუნა ბუსუნა მუსუნა გოგოო :*****აი იცი როგორ გყვარბ აი ამხელაზე უსასრულოდ გაწელილი ხელები მაქ ეხა :******ჩემი მარწყვი ქალობააა რატო ხარ ასეთი ჩასაყლაპი პაწწკუნტუნა :****იცი მინდა მალე დაბრუნდე ასეთი ტკბილი თბილი ისტორიით აი გელი გამგელებულ აღვირ ახსნილი ვულკანი ******პაწაწო პირი ჩამიკოკლოზინე გული გამითბე ღვიძლი ჩამიხუნხულე და თორმეტგოჯა დამიტკბე ნახე განახე მეც რო ვფლობ მედიცინას :****მედიცინის ქათქათა დაო გიას ბროშკას გაფიცებ მალე დაბრუნდი თორრ იცოდე თუ გაპაატიოოო :******ჩემი ჩმუსუნა კრუსუნა ბუსნა ხარ ატმის ბუსუსო ალუჩის კურკავ ბანანის პირო და ვაშლის ყლორტოვ .ამოდღვლეფილო მარწყვო და ამოკაზმულო ლობიოვ ჩემი ფენოვანი ხაჭაპური ხარ რაჭულო ლობიანოოო ვგიჟდები შენზე მეოოო პაწაწუნა ჩემო დოხრუკულო კარტიშკავ და დობრაწულო გოჭო.მეგრელზე მეტი ხარ თბილიში და ხაშურს როგორც ჰამაკი უხდება ისე უხდები ბარტყი შენა :***პაწოო მეჩემები მე შენა და გყვარობბბ იცოდე სასტიკად

 


№16 მოდერი sameone crazy girl

wipwipa
dzalian,dzalian magari gogo xar shen ❤️❤️ warmatebebi gamocdebze,kvelaperi ise magrad ikneba rogori magaric shen xar ❤️❤️

მადლობა... ისე ვზარმაცობ დღეს რა ვიცი თუ დავწერ საერთოდ საოცრება იქნება weary sweat

 


№17  offline წევრი Indigo

არა... მეჩვენება ხო?!
მოკლედ, ამდენი კომენტარი მემოგნი არც ერთ ისტორიაზე არ დამიწერია და არც ერთი ავტორისთვის. მაგრამ რა ვქნა რო შენი ისტორია ემოციების კორიანტელს მატეხს თავზე.
შენ ისტორიებს რო ვკითხულობ, იმდენად საოცრად აღწერ შენი პერსონაჟების გრძნობებს რომ მეც მათთან ერთად ვგრძნობ.
P.S. მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებები გამოცდებზე.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№18 მოდერი sameone crazy girl

M-A-R-I
არა... მეჩვენება ხო?!
მოკლედ, ამდენი კომენტარი მემოგნი არც ერთ ისტორიაზე არ დამიწერია და არც ერთი ავტორისთვის. მაგრამ რა ვქნა რო შენი ისტორია ემოციების კორიანტელს მატეხს თავზე.
შენ ისტორიებს რო ვკითხულობ, იმდენად საოცრად აღწერ შენი პერსონაჟების გრძნობებს რომ მეც მათთან ერთად ვგრძნობ.
P.S. მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებები გამოცდებზე.

მადლობაა smile

 


№19  offline მოდერი ^paradise^

გოგოოოო <3 რამაგარიიიი ხააარ :**** ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ველი ახალს <3

 


№20 მოდერი sameone crazy girl

^paradise^
გოგოოოო <3 რამაგარიიიი ხააარ :**** ვგიჟდები ამ ისტორიაზე და ველი ახალს <3

მადლობააა შენც ძალიან მაგარი ხარ სულ ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს heart_eyes

 


№21  offline წევრი nini :)

auuuuu ar minda rom damtavrdes minda rom gagrdzrldes kidev..... magram yvelafers aqvs dasadruli... yvelaferi sruldeba.... iseti magari personJajia nika daujerebelic iqneba ar gijdebode am bijze.... darwmunebuli var yvelAferi margad gamogiva..... miyvars sheni istoriebi... warmAtebebs gisurveb gamocdebze...... velodebi shemdeg tavs....

 


№22 მოდერი sameone crazy girl

nini :)
auuuuu ar minda rom damtavrdes minda rom gagrdzrldes kidev..... magram yvelafers aqvs dasadruli... yvelaferi sruldeba.... iseti magari personJajia nika daujerebelic iqneba ar gijdebode am bijze.... darwmunebuli var yvelAferi margad gamogiva..... miyvars sheni istoriebi... warmAtebebs gisurveb gamocdebze...... velodebi shemdeg tavs....

მადლობა smile მეც ძალიან გავწელე რომ არ მინდოდა დასრულება და სანამ უაზრო გამოვა მანამ გავწვეტ

 


№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

მარიამ მარიამ ჩემო მარიამ.უნიჭიერესი ხარ და არ მომნეზრდწბა ამის თქმა.ძალიან კარგი თავი იყო,ძალიან მომეწონა.ვგიჟდები მე ამ წყვილზე.ძმების რეაქციაზე ძალიან ბევრი ვიცინე.

ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ შემდწგ თავს.მწყინს რომ ამთავრებ.გამოცდებზე წარმატებები
--------------------
ლანა

 


№24 მოდერი sameone crazy girl

La-Na
მარიამ მარიამ ჩემო მარიამ.უნიჭიერესი ხარ და არ მომნეზრდწბა ამის თქმა.ძალიან კარგი თავი იყო,ძალიან მომეწონა.ვგიჟდები მე ამ წყვილზე.ძმების რეაქციაზე ძალიან ბევრი ვიცინე.

ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ შემდწგ თავს.მწყინს რომ ამთავრებ.გამოცდებზე წარმატებები

მადლობაა laughing

 


№25  offline წევრი mimimimo

მარიამ, მკლავ.
ასეთი ბოროტი რატომ ხარ?
თან ასეთი
ასეთი
თბილი
ნაზი
კეთილი
საყვარელი.
მოუთმენლად
ძალიან
ძალიან
ველოდები ახალ თავს.

 


№26 მოდერი sameone crazy girl

mimimimo
მარიამ, მკლავ.
ასეთი ბოროტი რატომ ხარ?
თან ასეთი
ასეთი
თბილი
ნაზი
კეთილი
საყვარელი.
მოუთმენლად
ძალიან
ძალიან
ველოდები ახალ თავს.

რეალურ შეფასებებს თუ გადავხედავ მხოლოდ ბოროტი ვარ relieved მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის. რა ვქნა ვერ დავწერ მალე ისტორიას თორე კი გაგახარებდი მეც kissing_closed_eyes kissing_heart heart_eyes

 


№27 სტუმარი mariami

ძალიან მომწონს ეს ისტორია,, ზოგადად შენი ყველა ისტორია საოცარია. კარგი გოგო ხარ წარმატებები

 


№28 სტუმარი Nini

აი არვიც რავთქვაა heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან მომწონსსს kissing_heart ველი შემდეგ თავს heart_eyes

dzalian gtxov male dade ra acalitaviii dzaaan gulidamwyda rom wavida kesane danikusha datovaa(((((((

 


№29 მოდერი sameone crazy girl

Nini
აი არვიც რავთქვაა heart_eyes heart_eyes heart_eyes ძალიან მომწონსსს kissing_heart ველი შემდეგ თავს heart_eyes

dzalian gtxov male dade ra acalitaviii dzaaan gulidamwyda rom wavida kesane danikusha datovaa(((((((

ამჯერად მართლა ვერ მოვახერხებ დადებას მომდევნო ორშაბათამდე . საჭირო იყო წასვლაც, მომდევნო თავში გაირკვევა ყველაფერი როგორც ვთქვი

 


№30  offline წევრი eto-elene

ძალიან ძალიან მაგარი იყო :) არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა :)როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი იყო ველი შემდეგ თავს და წარმატებებს გისურვებ გამოცდებზე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent