შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილი კლდეზე (მეექვსე თავი)


5-11-2016, 00:09
ავტორი Violeta_ia
ნანახია 323

ყვავილი კლდეზე (მეექვსე თავი)

„აზროვნება არაა თავისთავადი აქტი,მას ისევე ძალუძს ტკივილის მოყენება,როგორც შუშის ნამსხვრევებსა და მავრთულხლართებს.“ მარტენ პაჟი
ხალხი გაოცებული იყურებოდა, რამდენიმე ჟურნალისტს ფოტოაპარატი მოემარჯვა,სურათებს იღებდნენ და გაფაციცებით იწერდნენ რაღაცეებს. ქალი ხმამაღლა ტიროდა და მჯიღს იცემდა. სადაც იყო,დაცვა უნდა მიახლოებოდა,რომ ზვიადმა ნაბიჯი გადადგა, დაჩოქილ, შავებში ჩაცმულ ქალს მიუახლოვდა,დაიხარა,მკლავზე ხელი წაავლო ნაზად და წამოაყენა. ბრაზისა და სიძულვისიგან მანდილოსანს ბაგე უთრთოდა. ღაპაღუპით სდიოდა თვალთაგან ცრემლი და ამრეზით უმზერდა ქმარ-შვილის მკვლელს. მის წინაშე ის კაცი იდგა,რომელმაც მისი სამყარო,ოჯახური სიტყბო და ბედნიერება ცივ მიწაში დაასამარა. მაგრამ ვაი, რომ მკვლელის თვალებში ის ვერც თანაგრძნობას ხედავდა და ვერც სინანულს. პოლიტიკოსი მართლაც არ განიცდიდა სინდისის ქეჯნას. ახლა,აი ამ საზარელ წუთებში,როდესაც ქალის უბედურების შემხედვარ სრულიად უცხო ხალხს თვალზე ცრემლი მოსდგომოდა, ის იმაზე ფიქრობდა,როგორ შემოეტრიალებინა მომხდარი თავის სასარგებლოდ, ისე, რომ დაერწუმნებინა საზოგადოება ეს უბრალო გაუგებრობაა, ქალი კი ჭკუიდან შეშლილიო. მანდილოსანს ხელზე შეეხო, მიუახლოვდა და ძალიან თბილი და ნაზი ხმით მიუგო:
-ქალბატონო, მე მესმის თქვენი,ვხედავ რა დღეში ხართ და გული მეკუმშვის. მაგრამ ვერ ვხდები მე რატომ მდებთ ბრალს? მწუხარება რომელიც თქვენ გაქვთ ჭკუიდან გადაიყვანს ადამიანს და მრავალ საშინელებას აფიქრებინებს. ალბათ თქვენმა მეუღლემ ხელფასთან და ჩემთან საუბართან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მაპატიეთ,მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ. გარწმუნებთ, თქვენს ტანჯვაში იოტისოდენა ბრალიც არ მაქვს. მაპატიეთ,ახლა კი უნდა წავიდე.
საყვედურითა და სიმწრით სავსე მზერით შეჰყურებდა ლილი (თამაზის ცოლი), ეტყობოდა სურდა ხელებით გაეგლიჯა მის წინაშე მდგარი უსინდისო კაცი,რომელიც ანგელოზის ნიღაბმორგებული თავაწეულად მიაბიჯებდა.
-უნამუსო, მატყუარავ,უგულოვ...-იმეორებდა სასოწარკვეთილი და ძლივს იკავებდა თავს,რომ არ გაკიდებოდა...
ზვიადმა დაცვას გახედა და ხალხის გასაგონად დასძინა „ნურაფერს ეტყვით, ვერ ხედავთ რა დღეშია საბრალო.“ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მანქანის კვალს თვალს არ აცილებდა მოტირალი ქალი, იდგა რგორც აჩრდილი და მხოლოდ ღმუოდა საცოდავად.
სახლში მისულს მოყვრები დახვდნენ, შეშფოთებულან გაგონილით. საგულდგაულოდ გამოჰკითხეს ზვიადს ყოველივე,ვახშმის შემდგომ კი სანამ წავიდოდნენ, მერმა ქველმოქმედების საღამოს მოსაწვევები გადასცა.
დილით ადიანად ჭიშკართან ჩოჩქოლი ატყდა. მია ბნედადაცემული წამოვარდა საწოლიდან, და დაბლა ჩავიდა.ზვიადი იდგა კართან და ისევ ის შავებში ჩაცმული ქალი,ლილი.
-თქვენ ის არ იკმარეთ,რომ ჩემი ოჯახი გაწირეთ, მომიკალით ქმარი და შვილი და გუშინ საჯაროდ მატყუარაც უწოდეთ ჩემს გარდაცვლილ თამაზს. როგორ შეგიძლიათ ღამით მშვიდად ძილი,როდესაც იცით,რომ ხელები სისხლით გაქვთ დასვრილი. ამას არ შეგარჩენთ. მე დავამტკიცებ თქვენს ულმობლობასა და სიმდაბლეს. არ მეშინია,ან რიღასი უნდა მეშინოდეს.. თუ ვერ შევძლებ ნიღაბი მოგხსნათ, მაშინ ბენზინს მოვიტან და აქვე,თქვენი სახლის წინ დავიწვავ თავს.
ის იყო, პოლიტიკოსს უნდა დაეყვირა ქალისთვის „ახლავე წაეთრიე და აქ მოსვლა აღარ გაბედოვო“ რომ თვალი მოჰკრა მათკენ მომავალ მიას. უცებ იცვალა სახის გამომეტყველება და თხოვნით მიმართა ლილის ასეთი რამ აღარ გაემეორა. შემდომ სახლისკენ გასწია.
-წამოდი მია, დაცვას უკვე ვუთხარი რომ ეს ქალბატონი სახლამდე მიიყვანონ. მეცოდება ძალიან, საბრალო.
- ორიოდე სიტყვას ვეტყვი და წამოვალ. თქვენ შედით,მეც მალევე მოვალ.
მია ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გალავანთან აყუდებულ, მოლანდებსავით გამხდარ,დამჭკნარ ქალს.სიბრალულით შეხედა და ჩუმი ხმით უთხრა:
-ამ კაცს,ვისაც თქვენ ადანაშაულებთ, უამრავი ადამიანის ტვირთი დააქვს მხრებით. ქველმოქმედი და კეთილი ადამიანია. ძალიან გთხოვთ ნუ უმძიმებთ მას ისედაც მძიმე ცხოვრებას. მე მესმის თქვენი, მაგარამ ასე არ შეიძლება. ხომ ხედავთ, მიუხედავად ცილისწამებისა,ის როგორი მიმტევებელია თქვენდამი.
ქალს გაეცინა და ეს უბრალო სიმწრის სიცილი, ისტერიკულ ხარხარში გადაეზარდა. შეშლილივით იცინოდა და თვალთაგან ცრემლთა ნაკადი მოსდიოდა. ბოლოს ამოისუნთქა და მიაძახა:
-ეხმარება? კეთილი? ტვირთი?... ჰა,ჰა,ჰა... შენი აზრით ახლა მე იმ მდგომარეობაში ვარ რომ ვინმეს,თანაც კეთილ ადამიანს ასეთი ცილი დავწამო?
-მწუხარება ჭკუიდან გადაიყვანს ადამიანს...
-ერთი წუთით. ე.ი ჭკუიდან შევიშალე?.. ნეტავ, ნეტავ მართლა შევლილიყავი,მაგრამ ვაი,რომ სრულ ჭკუაზე დავრჩი... შენ,ჩემო გოგო, გირჩევ ფრთხილად იყო,როგორც გატყობ ზედმეტად მეამიტი ხარ. მე შენთან საქმე არ მაქვს,მაგრამ ერთ რამეში კი გარწმუნებ,მე გიჟი არ ვარ. თვალები გაახილე შვილო...
ქალმა ამრეზით გახედა გაჩერებულ მანქანას და წინ მდგარ ახალგაზრდას. გვერდი აუარა და ბარბაცით წავიდა. ცოტა ხანში მისი ლანდიც გაქრა,მია კი ისევ იქ იდგა და გაჰყურებდა გზას. მართლაც, გიჟები ასე არ საუბრობენ,მაგრამ ამ ქალს ხომ არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდა... საძინებელში ასული,სანდროს გვერდით მიუჯდა და საუბარი დაუწყო,რაზეც მოკლე პასუხი დახვდა:“გარეთაც არ მაქვს მოსვენება ამ საკითხის გამო,ახლა სახლშიც შენთან ამაზე უნდა ვილაპარაკო? ნუთუ მამაჩემი აქამდე ვერ გაიცანი? ნუთუ ის უმოწყალო და უგულო კაცს გავს? სიტყვები არ მყოფნის...“
დარცხვენილმა ვერაფრის კითხვა ვეღარ შეჰბედა, თავი ჩაღუნა და მხარზე დაადო,მოუბოდიშა “მაპატიეო.“
დილის 11საათისთვის მამა-შვილი ერთად გავიდნენ სახლიდან. სანდროს კომპანიაში მივიდნენ, კაბინეტში ავიდნენ,ვაჟა იქ დახვდათ. როგრც ჩანდა პოლიტიკოსი შიშს შეეპყრო,თუმცა არ იმჩნევდა. ქალს ფულით ვერ მოისყიდიდნენ,ვერც მუქარით შეაშინებდნენ,რადგან მას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. ერთადერთი გამოსავალი მისი თავიდან მოშორება ან საგიჟეთში გამოკეტვა იყო. ეს ხომ ყოველთვის ასეა, ჭადრაკის თამაშის დროს მეფე-დედოფლის დასაცავად ყოველთვის „პეშკები“ კვდებიან. ეს ყოველივე იქნებოდა ისეთივე ბუნებრივი,როგორც ადამიანის ჩვეულებრივი გარდაცვალება. დილით, სახლში ვენებგადაჭრილ ცხედარს აღმოაჩენდნენ, ან რომელიმე მოსყიდული ფსიქიატრის მეშვეობით დაასკვნიდნენ,რომ ქალი ჭკუიდან შეიშალა და მისი საზოგადოებისგან იზოლირებაა საჭირო.
ცხოვრება ზოგჯერ გამოუცნობ ბილიკზე გაიყვანს მგზავრს,სწორედ ეს მოულოდნელობები ხდის მას მიმზიდველსა და საინტერესოს. ყოველივე გეგმის მიხედვით როდი წარიმართება. საკმაოდ ხშირად,ის ვისაც ყურადღების ღირსადაც არ ვთვლიდით მთავარ ფიგურად იქცევა ხოლმე. ადამიანს არ ძალუძს ცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანის მოტყუება და აფარებული ნიღბით მოხიბლვა. ზოგჯერ,თუნდაც მილიონში ერთი,აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც,ვინც სიმართლისთვის დაიწყებს ბრძოლას. როგორც წერია:“არაფერია დაფარული,რომ არ განცხადდეს.“
ღამის 10საათზე მელიქიშვილების კარზე ზარმა დარეკა. მია დაბლა იყო,ამიტომ კარის გასაღებად მივიდა.
-საღამომშვიდობის, ბატონი ზვიადი შინ ბრძანდება? გასაუბრება გვსურს, პროკურატურიდან გახლავართ. მიუგო მაღალმა და მიმზიდველმა ახალგაზრდა მამაკაცმა,რომელსაც შავი,ოდნავ ტალღოვანი თმა მხრამდე სცემდა. მის გვერდით ოდნავ მასზე დაბალი, თეთრი პირსახის იგვე ასაკის ვაჟი იდგა,წაბლისფერი, მოკლედშეჭრილი თმით.
-დიახ,მობრძანდით.
მიამ სტუმრები შეიპატიჟა და გაკვირვებული უცქერდა. ისინი შოუბიზნესის წარმომადგენლებს უფრო გავდნენ ტანითა და სახით,ვიდრე პროკურატურაში მომუშავეთ. იქნებოდნენ დაახლოებით 27-28წლის. ისე სწრაფად და თავისუფლად მიაბიჯებდნენ,თითქოს საკუთარ სახლში შესულიყვნენ. მხედველობიდან არ გამოფპარვია მათ საქამრეებზე დამაგრებული სასროლი იარაღი. მისაღებ ოთახამდე მიაცილა და მოიცადეთო სთხოვა. მამამთილს რომ მოახსენა, სანდროსაც აუწყა: დაბლა პროკურატურიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცია მოსული,მამაშენთან საუბარი სურთო. მკვდრისფერდადებული სანდრო თავქუდმოგლეჯილი გაეკიდა მამას კიბეზე და თავადაც შეჰყვა კაბინეტში.
-გთხოვთ დაბრძანით. ახლავე მოსამსახურეს ყავას მოვატანინებ.
-საღამომშვიდობის ბატონო ზვიად. ჩვენ თბილისის პროკურატურიდან გახლავართ, გამომძიებელი ბაქარ ვაჩნაძე და ჩემი დამხმარე, გამომძიებელი კოტე აბრამიძე.
ზვიდს ცივმა ოფლმა დაასხა,როდესაც აუწყეს,რომ გარდაცვლილი თამაზ ირემაძის ცოლმა,ლილი ირემაძემ მასზე საჩივარი შეიტანა და ბრალი ედებოდა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მუქარაში. 115 და 148 პუნტქით დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლებას გამოემშვიდობებოდა 6-დან 12წლამდე. მოვლენების ამგვარმა წარმართვამ მამა-შვილი ცოტათი შეაშინა,ახლა მომჩივარის მოკვლა ყველაზე სახფათო რამ იქნებოდა. რაც შეეძლო მეგობრულად და თბილად მიიღო სტუმრები,თანხმობა განუცხადა თანამშრომლობაზე და რამდენჯერმე დასძინა: უხამსი ბრალდებაა დარწმუნდებითო. როდესაც ჰითხა ბაქარს მკიცებულებების თაობაზე,ფრიად გაოცებული დარჩა პასუხით: თამაზს, თვითმკვლელობამდე წერილი დაუწერია,რომელშიც დაწვრილებით აღუწერია სასტუმროს მშენებლობაში გაწეული შრომა, ხელფასის გადაცლება და ზვიადის კაბინეტში ასევლა. შემდგომ მდივნის მიერ ერთი თვის ჯამაგირის მიცემა მუქარით და ბოლო საუბარი პოლიტიკოსთან,რომელშიც დახმარებას დაჰპირდა,თუმცა უშედეგოდ. ზუსტად იყო ასევე გადმოცემული თარიღები და საათები აღწერილი მოვლენების.
ზვიადი შეუსვენებლივ,თავის ქნევით გაიძახოდა-„საშინელი ცილისწამეებაა.“ რაზეც ადეკვატური პასუხს ისმენდა ბაქარისგან-„ნუ ღელავთ, გამოძიება გვიჩვენებს ვინ არის მართალი და ვინ-მტყუანი.“
-წერილში გარდვლილი იუწყება,რომ მშენებლობაზე სამი თვე იმუშავა. მშენებლობის დაწყებიდანვე უკვე არსებულ გალავანზე დამონტაჟებული გქონდათ ვიდეოკამერები,ხომ ასეა?-დაეკითხა კოტე.
-დიახ, სასტუმროს აშენებამდე ჯერ გალავანი გავაკეთებინე, თამაზი რამდენადაც მახსოვს ჩვენთან დაგვაინებით მოვიდა, სასტუმროს საძირკველი უკვე მომზადებული იყო,ასევე რამდენიმე სართულიც. მან ბოლო 8სართულის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა. დიახ, ბოლო სამი თვე იყო ის ჩვენთან.
-ძალიან კარგი, მშენებლობა რომელ თვეს დასრულდა?
-აპრილის ბოლო რიცხვებში, რამდენადაც მახსოვს.
ბაქარმა ყავა მოსვა და ისიც ჩაერთო:
-მუშა პერსონალს ჯამაგირს ხელზე უხდიდით ალბათ?
-დიახ,მუშებს კი. ზედამხედველს ვაწვდიდით უკვე აღრიცხულ თანხას,რასაც ჩემი მდივანი აგვარებდა, ბატონი გია, ზედამხედველი კი მათ უნაწილებდა.
-ეს ყოველივე კამერებზე გექნებათ დაფიქსირებული და საგადასახადო ისტორიაშიც,ხარჯებში. ხომ ასეა?
-დიახ,რა საკვირველია, გამომძიებელო ბაქარ.-ღიმილით უპასუხა მერმა.
-ძალიან კარგი, ხვალ დილით 11საათისთვის თქვენს სასტუმროში მოვალთ და ვიდეოფირებს გადავხედავთ. ასევე გავესაუბრებით თქვენს მდივანს და დაგვჭირდება მუშების ზედამხედველის კოორდინატები,რომ დავუკავშირდეთ.
სახე ეწვოდა მღელვარებისგან ბატონ ზვიადს,არც სანდრო იყო ნაკლებ დღეში მაგრამ თვალმაქცური ღიმილის ფონით ცდილობდნენ ემოციების დამალვას.
-რომელ წელს შეისყიდეთ მიწის ნაკვეთი?
-2010წელს,ხვალ დოკუმენტებს განახებთ,რადგან ჩემს კაბინეტში ვინახავ სასტუმროში.
-კეთილი. ნაკვეთი ერთიანად შეიძინეთ ერთი მეპატრონისგან?
-არა, ის სამ ადამიანს ეკუთვნოდა,ამიტომ მათგან ცალ-ცალკე ვიყიდე.
-ერთსა და იმავე წელს? სასტუმროს გალავანს გარეთ რომ დაცვის წევრებისთვის პატარა კოტეჯია,ისიც 2010წელს შეისყიდეთ?
სანდროს ისე აუჩქარდა გულისცემა,თითქოს ელექტროსკამზე იჯდა.
-არა,კოტეჯის ადგილი ამ სექტემბერს ჩემი მოყვრისგან შევიძინე და ეგ პატარა ფინური სახლი ვიყიდე მზა, შემდგომ იქ დავდგით და უბრალოდ მოვაპირკეთეთ.
-გასაგებია.
-ბატონო ზვიად,-ისე მიაჩერდა ბაქარი სანდროს,თითქოს მის სულში იხედებოდა.- რატომ ასე გვიან,ადრე არ გამოგითქვამთ მაგ ფართის შეძენის სურვილი? ცარიელი ნაკვეთი იყო,თუ უკვე იყო მასზე რაიმე?
-ალბათ არ იცით,ჩემი რძლის მამა მეწაღეა,მანდ თავისი სახელოსნო ჰქონდა აშენებული.
-მანამდე თუ მისულხართ მასთან წინადადებით?
-დიახ რამდენჯერმე ადვოკატი მივუგზავნე მოსალაპარაკებლად.
-პასუხი?
-დრო მომეცით მოსაფიქრებლადო,ეს იყო და ეს.
-და სანდრო, თქვენ უკვე ხვდებოდით თქვენს მეუღლეს მაგ დროს?
ამ კითხვის გაგონებისას სანდროს თითქოს ელექტროტალღამ დაუარა ტანში,ერთიანად შეკრთა და ყავის ჭიქა გაუვარდა. ზეწამოიჭრა,ფინჯანის მოუხელთებელ სახელურს დააბრალა და მობოდიშებით შარვალდათხვრილი გავიდა კაბინეტიდან.
-ყურადღებას ნუ მიაქცევთ გთხოვთ. ზოგჯერ ისეთი ბავშურია,-სიცილით თქვა ზვიადმა.- გამომძიებელო ბაქარ,ეს სულ სხვა თემაა ვგონებ,რა შუაშია მომხდართან?
-რაც უფრო მეტი გვეცოდინება უფრო გავიიოლებთ საქმეს. მაგრამ თუ ამ თემაზე საუბარი არ გსურთ,თქვენი ნებაა.
ჩიხში მოიმწყვდიეს, ზვიადი აცნობიერებდა,რომ გაჩუმებას შეიძლებოდა რაიმე ეჭვი აღეძრა,ამიტომ ისევ ენაწყლიანობა არჩია.
-არა,რას ლაპარაკობთ. დასამალი რა მაქვს,გკითხეთ უბრალოდ. რა კარგია,რომ ასე გულმოდგინებით იკვლევთ საქმეს. დიახ, იცნობდა, სანდო და მია მანამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს სანამ მე მაგ ფართის შეძენით დავვინტერესდებოდი.-სიცრუე ბატონი მელიქიშვილის ერთ-ერთი მთავარი მოძმე გახლდათ.ამიტომ ისე შეჩვეოდა მას,რომ სიცრუის დეტექტორსაც გაუჭირდებოდა მიხვედრა რა დროს ცურობდა პოლიტიკოსი.
-აჰ,გასაგებია. ზაფხულში იქორწინა თვენმა ვაჟმა როგორც ვიცი..
-დიახ,თუმცა სექტემბერი რაღა ზაფხულია.
-გამოდის,ნაკვეთი მათი ქორწილის შემდგომ შეგიძენიათ?
-დიახ,ასეა..
-კარგით დღეისთვის სულ ეს იყო, გამომართვით,ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,თუ მომხდართან დაკავშირებით რაიმეს გაიხსენებთ დამირეკეთ. ალბათ გეცოდინებათ,რომ ქვეყნის საზღვრის დატოვების უფლება არ გაქვს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში. თუ ყოველივე კარგად წარიმართა გამოძიება 2იდან-5თვემდე გასტანს. ახლა კი წავალთ.
-კარგით ბატონებო,გაგაცილებთ.
მია მისაღებში იჯდა დოდოსთან ერთად. ტელევიზორი ჩაერთოთ, სწორედ ახლა ახალი ამბების მოკლე მიმოხილვაში აცხადებდნენ გამოძიების დაწყების თაობაზე.
კაბინეტიდან გამოსულმა ბაქარმა ინტერესით გახედა მიას,თითქოს გონებაში რაღაცას ეჭვობდა, აკვირდებოდა სახეზე,შემდგომ კი დაემშვიდობნენ მანდილოსნებს და წავიდნენ.
-ზვიად ხომ ყველაფერი რიგზეა,ნუ მაშინებ?ნუთუ იმ შეშლილმა ქალმა გაბედა... ჰმ,არამზადა.-ზიზღით წარმოთქვა დოდომ.
-ყველაფერი რიგზეა,თქვენ არ ინერვიულოთ.გაირკვევა და დალაგდება ყოველივე. სანდრო სადაა?
-გიორგის დაურეკა და წავიდა,სასწრაფო საქმეაო მითხრა.-საყვედურივით უპასუხა მიამ.
-გასაგებია. დოდო წამოდი ზევით ავიდეთ. მია, ნუ ღელავ,გიო სანდროს საუკეთესო მეგობარია,ცუდი არაფერი იქნება,შეგიძლია მოეშვა ძვირფასო.
-კარგით.
მიას ისე ჰქონდა გონება არეული,ეგონა საგიჟეთში მოხვდა. ჯერ ისედაც იყო და მასმედიის გამო მოსვენება ჰქონდა დაკარგული. ყველამ ყველაფერი იცოდა მისი თითოეული ნაბიჯის შესახებ, შემდგომ იყო და. სანდრომ მუშაობა აუკრძალა, ბიბლიოთეკაში „ჯდომა“ აღარ შეგშვენისო, ახლა კი მისი მამამთილი ტირანად შეერაცხათ. ისიც ვერ გაეგო რამდენად მძიმედ იყო საქმე, სანდრო ამ თემაზე საუბრისას საშინლად ღიზიანდებოდა. „კი მაგრამ,თუ მტკიცებულებები არ იყო, გამომძიებლები რატომ მოვიდნენ? ე.ი მტკიცებულებები არის?ალბათ...აქედან გამომდინარე თავისუფლად შეიძლება რომ ჩემი მამამთილი მართლაც დამნაშავე იყოს.“ ფიქრობდა ფიქრით ძალაგამოცლილი და თან საათს უყურებდა. დრო ნელა გადიოდა, წუთები თითქოს კლდეზე ადიოდნენ, ზოზინით მიიკლაკნებოდნენ. ღამის სამი საათი ხდებოდა,სანდრო კი არ ჩანდა,არც ტელეფონზე პასუხობდა ზარს. სად იყო,რას აკეთებდა,ხომ მშვდობით იყო,არაფერი იცოდა მიამ. ლოდინისგან დაღლილს იქვე, დივანზე დაეძინა. გამთენიისას კარის ხმამ გაღვიძა. სანდრო იყო, ფეხზე ძლივს იდგა, სასმლის სუნად ყარდა. ღიღინით აიარა კიბეები,ორჯერ წაქცევაც მოახერხა. სურათი იმდენად სასაცილო იყო,მიას სიცილი წასკდა.
საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა მომდევნო დილას,უკაცრავად... შუადღეს. მთელი დღე „ვაიმე თავი“ იყო მისი სიტყვები. როგორ იქნა გამოფხიზდა ბოლომდე საღამოს და მოუბოდიშა მეუღლეს. მამას ამბავი ძალიან განვიცადე ამიტომ გიოსთან ერთად შუაღამემდე ვსვავდიო. დანაშაულის გამოსასყიდად ოპერის ბილეთები იყიდა და მია მათი მეშვეობით შემორიგა.
სანდროსა და მიას ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ იყო რაღაც სანდროში- ეგო, და ეს ეგო იყო იმდენად დიდი,რომ ვინმეს ბოლომდე,თავდავიწყებით შეყვარების უფლებას არ აძლევდა. თუმცა, საოცარი იყო,რომ მთელი ხუთი თვის განმავლობაში სხვა ქალისკენ არ გაურბოდა თვალი. ეს თავადაც უკვირდა და ამის გამო უფრო სჯეროდა,რომ მია მართლა უყვარდა,რომ ამ უბრალო მეამიტ გოგოს,მართლა შეეძლო მისგან ადამიანის გამოძერწვა.
სანდრო კი მიას თვალში სანთელივით იყო,საფიცრად ქცეოდა. მის გამო ალბათ სიცოცხლესაც უმალ გაიღებდა და არც კი ინანებდა.
ადამიანები ამბობენ,თუკი ერთხელ შეგიყვარდა ვინმე,სიცოცხლის ბოლო წუთამდე გეყვარება რაც არ უნდა მოხდესო,თუმცა მსგავსად სიყვარული ერთეულებმა შეძლეს. ერთია,როდესაც გარემოება ცდილობს მოსიყვარულე სულების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამ დროს გრძნობა კულმინაციურ წერტილს აღწევს და მიჯნურებს უფრო მეტად აყვარებს ერთმანეთს. მაგრამ მეორეა,როდესაც აღმოაჩენ რომ ადამიანში შენი წარმოსახვა გყვარებია, რომ აქამდე რაც მასზე იცოდი,ილუზია იყო მხოლოდ. სულ სხვაა სიყვარულის ბედი მაშინ,როდესაც ტრფობის ობიექტის ხატი ხელში გემტვრევა და ეს ნამტვრევები გესობა გულში. რამდენ ხანს გასტანდა მიას სიყვარული? მას ხომ ჯერ კიდეც ვერ ჩაეხედა სანდროს ბნელ სულში? ჩაბნელებულ საძინებელში დეკორატიული მაგიდის გვერდით იჯდა,სურნელვანი სანთელი აენთო და ფიქრთა ვალსს აჰყოლოდა. საწოლზე მძინარე სანდროს ლანდი მოჩანდა,ეს ლანდიც კი თავდავიწყებით უყვარდა მეოცნებე გოგოს, მის გულში არსებული პატარა ბავშვი ისევ სიხარულით ხტოდა ამ ლანდის დანახვისას. ეცოდებოდა სანდრო, ეცოდებოდა მთელი გულით და ღელავდა. რა იქნებოდა,თუკი ზვიადს მცირე დანაშაული მაინც ექნებოდა,როგორ აიტანდა ამას სანდრო,რამდენად იქნებოდა მზად ამ მორალური დარტყმისთვის... ფიქრად წასული მამის ზარმა გამოაფხიზლა. გამომძიებლები მათთანაც მისულიყვნენ და რამდენიმე შეკითხვა დაესვათ. ხვალ აუცილებლად გამოდიო თხოვა ლევანმა,მოგვენატრე კიდეც და თან ვისაუბროთო. კიდევ რამდენიმე წუთი იჯდა სანთელთან,უყურებდა მის წვას,ბოლოს წამოდგა, სული შეუბერა. სანდროს მიუახლოვდა,ნაზად შეახო ხელი სახეზე და შუბლზე ეამბორა. გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. წინ მძიმე დღეები ელოდათ სავსე მოულოდნელობებითა და ალბათ, გარდაუვალი იმედგაცრუებებით.

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

მომწონს და ძალიან მაინტერესებს რას იზავს მია, როდესაც სიმართლეს გაიგებს.

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

lalita
მომწონს და ძალიან მაინტერესებს რას იზავს მია, როდესაც სიმართლეს გაიგებს.

წინ ბევრი საინტერესო რამ გელით ამ ისტორიაში,მე კი ყველანაირად ვეცდები რომ თქვენი ინტერესი და სიმპატია არ გავაბათილო,ისე წარვმართო მოვლენები :*

 



№3 √ სტუმარი ™ Dato

ძალიან საინტერესოა, თანაც სხვა ბანალურ ისტორიებს არ ჰგავს. მხოლოდ რომანტიკულ კუთხეზე არაა ყურადღება, ცხოვრებისეულია და დამაინტერესებელი. ყოჩაღ. ველოდები შემდეგ თავს. ⭐

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent