შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმაში ერთხელ (სრულად)


12-11-2016, 00:50
ავტორი taia21
ნანახია 4 559

ცეკვავდა და ივიწყებდა ყველაფერს ცუდს რაც ოდესმე გადახდენია თავს,მაგრამ განა ადვილია უყურო ცაზე მკრთალ ვარსკვლავს და ამოიცნო მასში დედის სახე.ალბათ იფიქრებთ,ადრე თუ გვიან,ყველა კარგავს მშობელსო,მაგრამ მისი ხელი რომ გიჭირავს და უყურებ აგონიაში მყოფს,ამაზე საშინელი არაფერია.ის მომენტი ალბათ არასდროს ამოუვიდოდა თვალებიდან თაიას.და მაინც ამ ყველაფრის შემდეგ ის იდგა და ცეკვავდა მარტო,სულელივით წვიმაში.ალბათ კარგა ხანს ვერ მოვიდოდა გონს,რომ არა ბოხი ბარიტონი,რომელიც უეცრად გაისმა და არც თუ ისე სასიამოვნოდ.თაიას გააჟრჟოლა ბიჭის რეპლიკაზე.
-შენ რა პატრონი არ გყავს?
-საიდან მოიტანე,რომ პატრონი არ მყავს?
-მხოლოდ უპატრონო,გიჟი თუ იცეკვებს წვიმაში ასე თავდავიწყებით.
-თუ მორჩი ტირადას,შეგიძლია გზა განაგრძო,მე არ ვაპირებ ცეკვის შეწყვეტას.
-შეიძლება მეც ვიცეკვო შენთან ერთად?
-გამოდის,შენც უპატრონო ხარ?
-არა,მე უბრალოდ მინდა რომ ჯიუტ ლამაზმანს ვეცეკვო.
-რა გაეწყობა,შეგიძლია შემომიერთდე,მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე წახვალ.
-წავალ,მხოლოდ შენთან ერთად.
მას შემდეგ,კარგა ხანს,ხმა არ ამოუღიათ.თითქოს არ უნდოდათ დაერღვიათ ის სიმყუდროვე,რომელიც წვიმას თან ახლდა.უბრალოდ ცეკვავდნენ,ცეკვავდნენ თავდავიწყებით,ისე როგორც წვიმას შეჰფერის და უსმენდნენ მხოლოდ წვეთების წკაპუნს,იდეალურ სიჩუმეში.ალბათ არასდროს დასრულდებოდა ეს წუთები,რომ არა უეცრად გამოჩენილი მანქანა,რომელსაც მოჰყვა თაიას განწირული ყვირილი.ბიჭი სასწრაფოდ მივარდა გოგონას და მაშინვე აიტაცა ხელში.ერთ ხანს აკვირდებოდა მის ლამაზ ნაკვთებს:სწორ,პატარა ცხვირსა და დიდ,ვარდისფერ ტუჩებს,მაგრამ უეცრად თითქოს გამოერკვა და გოგონა საავადმყოფოსკენ გააქანა.თაია მაშინვე შეიყვანეს საოპერაციოში.როგორც აღმოჩნდა გოგონას ხერხემალი დაუზიანდა.დამიანემ ეს რომ გაიგო,კარგა ხანს ვერ იჯერებდა,რომ ეს ჯიუტი ლამაზმანი ვეღარ გაივლიდა.მითუმეტეს ვერ წარმოედგინა,რომ ის ვეღარ იცეკვებდა ისე ჰაეროვნად,როგორც წვიმაში ერთხელ...
ბიჭს რაღაც ჩაწყდა თითქოს ღრმად,თვალებში სხივი ჩაუქრა,გამომეტყველება შეეცვალა,თითქოს ყველაფერი გაუფერულდა.
განა რა მოხდა ასე მალე,რა გაუკეთა ჯიუტმა ლამაზმანმა ასეთი. მისთვის რომ გეკითხათ,ვერ გიპასუხებდათ,მაგრამ თქვენ რას გამოგაპარებთ კაცი?დიახ მას ერთი ნახვით შეუყვარდა ეს უპატრონო,გიჟი გოგო,წვიმაში ერთხელ... სანამ ბიჭი ფიქრებში იყო,თაიას მდგომარეობა დამძიმდა,ალბათ ვერასდროს იფიქრებდა ვინმე,რომ ამ გოგოს კიდევ შეიძლებოდა რამე დამართნოდა.
-ელექტროშოკი მოამზადეთ,პულსი ეცემა-ყვირის ექიმი,მაგრამ თაიას სხეულზე ეს უკვე აღარ მოქმედებს,გული ჩერდება.ცხოვრების კადრები ერთმანეთს ენაცვლება,მაგრამ უეცრად,თითქოს რაღაც სასწაული ხდება, ორგანიზმი იწყებს სიცოცხლისთვის ბრძოლას,ექიმს სადაცაა ყბა ჩამოუვარდება,მაგრამ გოგონა ჯიუტად განაგრძობს ბრძოლას,თითქოს რაღაცას ეჭიდება და პაციენტის მდგომარეობა სტაბილური ხდება.გარეთ თითქოს ის ელოდება,ნათელი წერტილი,უეცრად შემოჭრილი პოზიტივი წვიმაში ერთხელ...დამიანე ელანდება,თავისი დიდრონი ყავისფერი თვალებით უყურებს და რაღაცას ჩურჩულებს,მერე კარს აღებს და უჩინარდება.თაიას სიცოცხლეს უკვე საფრთხე აღარ ემუქრება.პალატაშიც გადაჰყავთ,მაგრამ ის მომენტი მაინც ყველაზე საზარელ წამად რჩება, როცა იგებს,რომ ვეღარ გაივლის.თითქოს ყველაფერი ჩერდება და ყურებში მხოლოდ ერთი ფრაზა ჩაესმის:"სამწუხაროდ,თქვენ ალბათ ვეღარ გაივლით" და იმ დროს უკვე მერამდენედ წყევლის საკუთარ გაჩენის დღეს.ცრემლები თავისით მოედინებიან და უღარავენ სახეს. თვალი ერთი წერტილისთვის გაუშტერებია და დუმს.ოთახში დამიანე შემოდის,გოგონას ისევ არ აქვს რეაქცია,ბიჭი უყურებს და ფიქრობს როგორ ანუგეშოს.ბოლოს დამიანე საწოლისკენ მიემართება და გოგონას ძლიერად ეხუტება,ხელებს ხვევს და თავისკენ იზიდავს.თითქოს არ უნდა გაუშვას,ამით ცდილობს დაამშვიდოს გოგონა,მაგრამ გოგონას ახსენდება დამიანეს სიტყვები:"შენ რა პატრონი არ გყავს?" და მაშინვე შორდება ბიჭს.კიდისკენ მიიწევს და ფანჯარას თვალს უსწორებს.ბიჭი ცოტა არ იყოს იბნევა,ხვდება რომ რაღაც ისე არ არის,მაგრამ იმასაც ხვდება რომ ახლა მარტო უნდა დატოვოს გოგონა და ოთახიდან გადის.გოგონა კრთება კარის ხმაზე და ზანტად ატრიალებს თავს.როდესაც რწმუნდება,რომ დამიანე ოთახიდან გავიდა მაშინვე ტირილს იწყებს.როგორ უნდა,რომ ახლა დედამისი მის გვერდით იყოს,მაგრამ ახსენდება თავისი უბედური ცხოვრება და ვინ იცის კიდევ მერამდენედ იწყევლის გაჩენის დღეს.მერე იმაზეც ფიქრობს,რომ წეღან უხერხულად აგრძნობინა თავი ბიჭს და თავს დამნაშავედ გრძნობს.მას ხომ უბრალოდ ჩემი დამშვიდება უნდოდა-ფიქრობს თაია.ამ ფიქრებში გართული გოგონა ითიშება და მორფეოსის სამყაროში ეშვება.სიზმარში ისევ დამიანეს ხედავს,რომელიც ისევ ისე უყურებს თავისი დიდრონი, ყავისფერი თვალებით,რაღაცას ჩურჩულებს და ისევ ისე გადის ოთახიდან.თაიას ეღვიძება და სკამზე მოკალათებულ დამიანეს აკვირდება,რომელსაც მშვიდად ძინავს.მიუხედავად იმისა,რომ წეღან უხეშად მოექცა,გოგონა მაინც ფიქრობს,რომ ამ ბიჭის მეტი არავინ ჰყავს.ექიმი შემოდის პალატაში,რომელსაც დამიანეს დანახვაზე ეღიმება.
-ეს ბიჭი,რაც მოგიყვანეს,მას მერე არსად წასულა.ალბათ ძალიან ძვირფასი ხართ მისთვის.
-სიმართლე რომ გითხრათ,მე სულაც არავინ ვარ მისთვის-მოწყენით ჩაილაპარაკა თაიამ.
-ის ჩემი ცოლია ექიმო.დამიანეს სიტყვები ექოსავით გაისმა პალატაში. ექიმი გასინჯვას ამთავრებს და პალატიდან გადის.გოგონა კი მაშინვე ჩხუბს იწყებს.
-ეს როგორ გაბედე.რატომ უთხარი,რომ შენი ცოლი ვარ.ვინ მოგცა მაგის უფლება.
-იმიტომ რომ შენ მალე ისედაც ჩემი ცოლი იქნები...
დამიანე ოთახიდან გადის.გოგონა უცებ ვერ იაზრებს ბიჭის სიტყვებს, მაგრამ როგორც კი ხვდება სიტყვების მნიშვნელობას უცნაურად ეღიმება. ხვდება,რომ მასაც უყვარს.ალბათ იფიქრებთ,თაიას როდისღა შეუყვარდაო. მასაც იმ დღეს შეუყვარდა,მასთან ერთად ცეკვა,რომ ისურვა,წვიმაში ერთხელ...
თაია ისევ ისე მშვიდად იძინებს,თავისი დასკვნით გახარებული. სიზმარში ისევ დამიანეს ნახულობს,როგორც ყოველთვის,მაგრამ ამჯერად ბიჭი ოთახიდან აღარ გადის,საწოლს უახლოვდება,გოგონას შუბლზე კოცნის და იქვე სავარძელში ეშვება მოწყვეტით.თაია სიზმარშიც კი განიხილავს რას უნდა ნიშნავდეს დამიანეს ეს საქციელი,მაგრამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობს და ისევ მშვიდ ძილს განაგრძობს.
მეორე დღეს გოგონა ისევ დაძაბული იღვიძებს,მაგრამ დამიანეს დანახვისას თითქოს რაღაც სხივი კრთება მის თვალებში.ბიჭს ისევ ისე მოუხერხებლად სძინავს სავარძელში მოკუნტულს.თაია დამიანეს ნაკვთებს აკვირდება,ახლაღა ხვდება თუ როგორი სიმპატიურია ეს ყმაწვილი.მართლაც უეცრად ბიჭი იშმუშნება და თვალებს ახელს გოგონა კი გახევებული უყურებს ყავისფერ სფეროებს.ცოტა ხნით ასე უმზერენ ერთმანეთს მერე კი დამიანეს სიტყვები ექოსავით გაისმის
-რაღაც წუხელ მშვიდად გეძინა,აღარც ბორგავდი.ნუთუ ასე გამშვიდებს ჩემი სიახლოვე?
-რაღა დაგიმალო და შენს გვერდით ნამდვილად მშვიდად ვარ,თითქოს ძალა მემატება.
ბიჭი არ ელოდა ამ სიტყვებს.შეკრთა,ეგონა თაიაც თუ ჩვეულებრივად გამოლანძღავდა.მისი სიტყვებით აღფრთოვანებული დამიანე საწოლისკენ დაიძრა.რაღაც ახლის მოლოდინში თაიაც გაიყურსა და ბიჭი მის ბაგეებს დაეწაფა.
იმ დროს პალატაში აღარც აპარატის წრიპინი ისმოდა და არც სხვა ხმა.მხოლოდ ორი აჩქარებული გულის ცემასა და გახშირებულ სუნთქვას თუ იგრძნობდა კაცი. ყველაფერს აქვს დასასრული.სულაც არ იყო ხანმოკლე ეს ამაღელვებელი ამბორი, მაგრამ გოგონამ მაინც იგრძნო სიცივე გახურებულ ტუჩებზე.
-მიყვარხარ უპატრონოვ! გულს ამოაყოლა დამიანემ ეს სიტყვები.თაია გაოცებული აჰყურებდა საოცრად სიმპატიურ მამაკაცს და ეგონა ისევ სიზმარში იყო.
რეალობაში კი ისევ დამიანეს ხმამ დააბრუნა.
-ნუთუ არაფერს მეტყვი ჭირვეულო?
-მეც მიყვარხარ უპატრონოვ! ერთი ამოსუნთქვით წარმოთქვა გოგონამ და ყავისფერ სფეროებს ახედა.ისინი კი წამში განათდნენ.გოგონა მიხვდა,რომ არ შემცდარა.ამჯერად თავად დაეწაფა ბიჭის ბაგეებს და კისერზე შემოხვია ხელები.
ერთი კვირა იყო თაია საავადმყოფოში,მაგრამ ეს უკვე აღარ ანაღვლებდა.მას გვერდით დამიანე ჰყავდა.ყავისფერთვალება ყოველდღე მოდიოდა და ულამაზებდა პაციენტს დღეს.ერთი კვირის შემდეგ კი,როგორც იქნა,გაწერეს.ექიმმა ეტლი შემოაგორა პალატაში,თუმცა დამიანემ სასწრაფოდ აიტაცა ხელში თაია და კიბეებზე დაეშვა.ერთი კვირის განმავლობაში გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესდა,დამიანე პატარა ბავშვივით უვლიდა.მცირედი მკურნალობის შემდეგ აღმოჩნდა,რომ თაია შეძლებდა გავლას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსების შემდეგ.ამგვარად გადაწყდა,გერმანიაში გაფრენა პირველივე რეისით.მეორე დღეს თავის ხელით ჩაულაგა დამიანემ ბარგი გოგონას და აეროპორტში წავიდნენ.თაიას არ უნდოდა იქ წასვლა,მაგრამ დამის ხათრით მიდიოდა.არ უნდოდა მთელი ცხოვრება გაეტარებინა ბიჭს ხეიბრის გვერდით.სწორედ ამიტომ დათანახმდა.კურსებმა წარმატებით ჩაიარა თაია უკვე გავლას შეძლებდა სავარაუდოდ.ეს ორივეს ძალიან ახარებდა,მაგრამ მცირე შანსები მაინც იყო ხეიბრად დარჩენის.ბოლო სეანსზე,როდესაც გოგონა უკვე უკანასკნელად ვარჯიშობდა დამიანე დარბაზის ცენტრში დადგა და გაუბედავად წარმოთქვა
-თაია,თანახმა ხარ პირველი ნაბიჯები გადადგა ხვალ,ჩვენს ქორწილში?
გოგო გაოცებული უყურებდა დამის,მერე კი გონს მოეგო და აღფრთოვანებულმა უპასახა.
-თანახმა ვარ...
-მამა,დედა როდის შეგიყვარდა?
-წვიმაში ერთხელ...



№1  offline წევრი мариамо

kargi iyo <3 ,dzalian sayvareli istoriaa ubralod zedapirulis shtabechdilebas tovebs uketesi iqneba ufro tu ganavrcob am yvelafers :* <33 warmatebebi <3

 


№2  offline წევრი taia21

მადლობა რომ წაიკითხე და შენი აზრი გამოთქვი.ჩემი პირველი ისტორიაა და ემოციები ალბათ დაგაკლდათ.სხვა ისტორიებს გამოვასწორებ

 


№3  offline წევრი marqetele

როგორი თბილი წასაკითხი იყო

 


№4  offline წევრი taia21

marqetele
როგორი თბილი წასაკითხი იყო

Madloba rom waikitxe

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent