შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილი კლდეზე (მეშვიდე თავი)


16-11-2016, 19:36
ავტორი Violeta_ia
ნანახია 341

ყვავილი კლდეზე (მეშვიდე თავი)

ხუთშაბათს დილით კოტე და ბაქარი სასტუმროში მივიდნენ. ზვიადის კაბინეტი მეათე სართულზე მდებარეობდა. კაბინეტში რამდენიმე ანტიკვარიატი იყო,ასევე რამდენიმე ძველი წიგნი,რომელნიც თვალსაჩინოებასავით კედელზე განეთავსებინათ.
-მობრძანდით გამომძიებლებო, დღე მშვიდობისა.-ისეთი გახარებული სახით მიეგება ზვიადი ბაქარსა და კოტეს,იფიქრებდით მათმა დანახვამ მართლაც სიხარული მოჰგვარაო.
პირობისამებრ ვიდეოფირები მაგიდაზე ეწყო. შიშის შესანიღბად ღიმილი საუკეთესო საშუალებაა. თუმცა პოლიტიკოსის სიმამაცესა და მეგობრული დამოკიდებულების მიღმა მდგარი შიში შეუმჩნეველი არ დარჩენია ბაქარს. გამომძიებლის თვალი ასეთია, მას ძალუძს მორგებული ნიღბის მიღმა ნამდვილი სახისა და მოტივის დანახვა.
დაახლოებით ორი საათი დასჭირდა მომუშავე პერსონის იმ ნაწილის დაკითხვას,რომელნიც იცნობდნენ თამაზს. თანამშრომლები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ,რომ თამაზისთან სასაუბრო დრო არ ჰქონიათ,ამიტომ არაფერი იცოდნენ.
-საკმარისია კოტე, მათთან საუბარს აზრი აღარ აქვს,ყველას ერთი პასუხი აქვს...
-იმდენად ჰგავს ეს ფრაზები ერთმანეთს,თითოს მომზადებულნი იყვნენ.
-უდავოდ...წამოდი ისევ მელიქიშვილთან ავიდეთ და ნაკვეთის საბუთებს გადავხედოთ.
ზვიადმა საბუთები გაუწოდა და მდივანს ყავის მოტანა დაავალა.
-მუშათა კოორდინატები თუ გაქვთ შენახული,ბატონო ზვიად? კარგი იქნებოდა თუკი მოგვცემდით ასლს.
-ჩემს მდივანს ვკითხავ და ამ საღამოვე ელექტრონული შეტყობინების სახით გამოგიგზავნით.
-კეთილი,ასევე მათი ზედამხედვლის. ის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ფიგურაა ჩვენთვის ამ საქმეში,ამიტომ მისი ნომერი და მისამართი გვჭირდება.
-რითიც შემეძლება დაგეხმარებით,რომ ეს თავსატეხი მალე ამოიხსნას,თორემ უკვე მასმედიამ ამიკლო და მეც ვღელავ. არ მსურს მიცნობდნენ ისეთს,როგორიც არ ვარ. კიდევ რაიმე გჭირდებათ კონკრეტულად ჩემგან?
-დიახ, თქვენს სახლთან,გალავნის კუთხეში ვიდეოკონტროლია, გვსურს იმ ღამის ვიდოფირი მოგვცეთ,როდესაც გარდაცვლილი თავისი წერილის მიხედვით თქვენთან მოვიდა.
-კი,მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა...
-ბატონო ზვიად, გამომძიებელს არ შეუძლია ვინმეს სიტყვაზე ენდოს,ჩვენთვის საჭიროა ფაქტები. სწორედ თქვენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად საჭიროა მაგ ვიდეოფირების კარგად შემოწმება. ხომ გესმით ჩვენი?- დინჯად მიუგო კოტემ.
-კარგით,კარგით...ისე ვიმოქმედოთ,როგორც საჭიროდ მიიჩევთ.
-ძალიან კარგი,ხვალ საღამოს მოვალთ და ფირებს წავიღებთ.ახლა კი დაგტოვებთ.
ზვიადი ფეხზე წამოუდგა გამომძიებლებს, გააცილა,კარი გაუღო და მეგობარივით გამოემშვიდობა. ღელავდა,თუმცა იცოდა,რომ სანერვიულო არაფერი სჭირდა, ვაჟამ ხომ უვე იზრუნა ვიდეოფირებზეც და მუშათა ისტორიაზეც. საშიში არაფერი იყო,ამაზე უფრო უარესი თავსატეხიდან დაუხსნია თავი ქალაქის მერს,მაგრამ ახლა სულ სხვა რამ აშფოთებდა. ეს გამომძიებელი ბაქარი,თავისი იდუმალი თვალებითა და ზიზღნარევი გამოხედვით აფრთხობდა ზვიადს. ყოველ ჯერზე,როდესაც კი მის მზერას წააწყდებოდა, გრძნობდა თითქოს ამ გამოძიების გარდა,კიდევ იყო რაღაც ძაფი,რომელიც აკავშირებდა მათ. ხშირად მოსვენებას უკარგავდა ეს ფიქრი. პარადოქსი იყო, დიახ.. მაგრამ ამ განცდისგან ვერ თავისუფლდებოდა. ბაქარის სახე,გამოხედვა,ნაკვთები და ხმაც კი,აბნევდა მას. საიდუმლოებით მოცული იყო ახალგაზრდა გამომძიებელი. ორსაათიანი ფიქრის შემდგომ გია (მდივანი) იხმო და ბაქარ ვაჩნაძეზე ინფორმაციის შეგროვება უბრძანა.
„ეჭვი არაა, ეს ახალგაზრდა ამ საქმეს იოლად არ მოეშვება.. ჯერ დავიცდი,მაგრამ როგორც კი საჭირო გახდბა ზოგ-ზოგიერთების შეწუხება მომიწევს.“ ფიქრობდა სავარძელში მოკალათებული. ზვიადმა შესანიშნავად იცოდა ვისთვს უნდა მიემართა საჭიროების შემთხვევაში და რა უნდა მემოქმედა.
აწვიმდა...შეუმჩნვლად და პარვით მოვიდა შემოდგომა,თავისი ოქროსფერი ფერებითა და წვიმის სეზონით. მამის თხოვნისამებრ,მია მშობლებს ესტუმრა,ახლა კი უკან ბრუნდებოდა. ოქროსფერ ფოთლებში მიმავალი გასთიშვოდა სამყაროს. ვერც ქუჩაზე მოსიარულე ხალხს ამჩნევდა და ვერც გზაზე ანთებულ შუქნიშნებს. გონება დაებინდა ლევანის სიტყვებს,რომლებიც ისევ ჩაესმოდა ყურში:“ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს შენი და სანდროს გაცნობით რატომ დაინტერესდნენ გამომძიებლები. ვერ ვხდები საერთოდ რახდება მია.. როდესაც გამომძიებლებს ვუამბე შენი და სანდროს გაცნობის დღეზე,ერთ-ერთ მათგანს ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს დიდი ხნის დაკარგული ნივთი ეპოვნოს. ამ დღეებში გესტუმრებით შვილო,შენ არაფერზე იდარდო. ოჯახი გყავს,რომელიც მუდამ მზადაა შენს გვერდით დადგეს,ეს იცოდე.“ რა ხდებოდა, საიდან დაიწყო უცებ ეს შფოთი ან რატომ? რა შუაში იყვნენ ის და მისი ქმარი,მათი შეხვედრა,ეს ხომ შემთხვევითობა იყო? თუ არა... ერთი ის იყო,რომ მშობლიური სახლიდან წამოღებული სითბო და ემოციები უთბობდა გულს. იქ ყველაფერი ისევ ისეთი იყო,როგორიც უწინ. სულ ერთი თვე და ორი კვირა იყო რაც სახლი დაეტოვებინა, მაგრამ იქ მისვლისას თავი იმ პატარა გოგოდ იგრძნო,რომელსაც მამის კალთაში ჯდომა და საინტერესო ამბების მოსმენა უყვარდა. ნინო სამზარეულოში ფუსფუსებდა და ლევანის ეხუმრებოდა, გიორგი გიტარაზე უკრავდა ახალ მლოდიას და მონატრებულ დას აძალებდა უსმინეო. დედის მიერ დამზადებული ცხელი კერძი შემოდგომის სუსხიან დღეს,ეს ნეტარება იყო მისთვის. მისი პატარა ოთახი, თითქოს ისევ იტევდა მის სულს, კარი შეაღო და ხელით ნელ-ნელა ეალერსებოდა ძველ ნივთებს, კედელზე გაკრულ თავის რამდენიმე ნახატს, ხის ძველ საათს. რამდენიმე წამს თვალები დახუჭა და სამყაროს მოწყდა. ეს ოთახი ისევ ძველი ემოციებით დამუხტულიყო, გაახსენდა ბიბლიოთეკაში გატარებული დღეები,პირველი შეხვედრა სანდროსთან და შეყვარებული ბიჭის გაბრწყინებული თვალები... მისი ნება რომ იყოს შეაბიჯებდა ამ მოგონებებში და კარგა ხანს დარჩებოდა იქ,რეალობას მოწყვეტილი. მაგრამ როგორც ნასრული ტყვია ვერ დაუბრუნდება თოფის ლულას,ისე ადამიანს არ ძალუძს წარსულში შესვლა და იქ გაცოცხლება. რა კარგი იყო მშობლებთან ყოფნა, ტყუილად როდი უთქვამთ:“სანამ მშობლები გყავს,ბავშვი ხარო.“ მართალია, ლევანის პატარა,ხის კიბეებიანი სახლი,მელიქიშვილების სასახლესთან შედარებით,ნამდვილ ქოხს ჰგავდა,მაგრამ ამ ქოხში იმ სიყვარულსა და მაგიურ სითბოს ედო ბინა,რომელიც უცხო იყო „მარმარილოს სასახლისთვის.“ ახლაღა გააცნობიოერა მიამ, რომ იქ,მის ახლანდელ სახლში, აკლდამასავით ციოდა,თითქოს უსასრულო ზამთარს გაეშალა საფარი. მას ხომ არასოდეს უნახავს სანდროს მშობლები დივანზე გვერდიგვერდ მსხდარნი,ხუმრობით და თბილად,უბრალოდ მოუბარნი,არც დოდოს დამზადებული ცხელი კერძი უგემიათ ოდესმე.. იქ ყველაფერი ისე ფორმალური იყო, მხოლოდ საუზმოის დროს ღიმილით ოდნავ გახსნილი ბაგე იყო სიხარულის ნიშანი. დედ-მამასთან გატარებულმა რამდენიმე საათმა დადებითი ემოციების ფერებით დამუხტა მია,და როდესაც გარეთ გამოსულმა შემოდგომით მოსილი თბილისი იხილა,გადაწყვიტა თვალისთვის წყალი დაელევინებინა და ავლაბრიდან მეედნამდე ფეხით ჩაესეირნა. მიაბიჯებდა ძირს დაცვენილ ფოთლებში და ბავშვივით ხარობდა მათ შრიალით. გვერდს უვლიდა უამრავი უცხოელი. ყოველ კუთხე-კუნჭულში ხალხი სურათებს იღებდა და ლაღობდა. საშინლად მოუნდა სანდროც გვერდით ჰყოლოდა ოქროსფერ,რომანტიკულ დღეს და პლაშის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,რომ დაერეკა. თუმცა, დარეკვისთანავე ავტომოპასუხემ უპასუხა. „ალბათ არ სცალია“ გაიფიქრა და გზა განაგრძო. ლესელიძეზეც აიარა და ცდუნებას ვერ გაუძლო, „ანტრეში“ შევიდა. ნამცხვარი და ამერიკანო აიღო,იქვე კუთხეში ჩამოჯდა და ფეხები შეასვენა. მზად იყო ჩიტივით გაეშალა სიფრიფანა ფრთები და წარმოსახვის სამყაროში შეფრენილიყო. იქაურობა დამუხტული იყო საუცხოო აურით, ყველა თავის სტიქიაში ჩაკეტილიყო: ზოგს „ლეპტოპი“ გაეხსნა,ზოგი წიგნს კითხულობდა,ზოგი კი საუბრობდა. ის ის იყო სახე ხელებში ჩარგო, რომ მამაკაცის ხავერდოვანი ხმა მოესმა. ეგონა მომეჩვენაო და თავი არ ასწია. ხმა განმეორდა და მის წინ სილუეტი გამოჩნდა:
-საღამო მშვიდობის, თქვენ მია ბაქრაძე ხართ,ხომ ასეა?
წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, უზადო გარეგნობის, თოვლივით თეთრი სახე ჰქონდა, და მუქი ყავისფერი თვალები. შავი ოდნავ გრძელი თმა კუდად შეეკრა, გაბრწყინებული მზერითა და ყავის ჭიქით ხელში, მისჩერებოდა მას.
-დიახ, გახლავართ..თქვენ?
-მე ბაქარ ვაჩნაძე ვარ,გამომძიებელი. წინა კვირას ვიყავი თქვენთან,ხომ გახსოვთ?
-დიახ, დიახ. გიცანით.
-შეიძლება აქ რომ ჩამოვჯდე?
-კი,დაბრძანდით..
-მე თქვენს მშობლებს ვესაუბრე გუშინ, ალბათ გითხრეს. თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მქონდა ასევე და მიხარია,რომ აქ შეგხვდით,უფრო მყუდრო გარემოში მოგვიწევს საუბარი.. შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ მია?
-რა თქმა უნდა,თუ ეს აუცილებელია..
-შესანიშნავია. თქვენ და თქვენმა მეუღლემ როდის გაიცანით ერთმანეთი? უბრალოდ,ვიცი,რომ გოგონები გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ ასეთ მოვლენებსა და თარიღებს და თქვენ იმიტომ გეკითხებით.-ღიმილით დასძინა ბაქარმა და ყავა მოსვა.
-ოცდაშვიდ აპრილს.
-მანამდე არ იცნობდით?
-არა, არც კი შევხვედრილვარ მანამდე.
-როგორ ვითარებაში გაიცანით ერთ,მანეთი?
-ამაზე არაერთხელ გვისაუბრია ტელევიზიაში,ნუთუ არ გსმენიათ აქამდე?
-ჰმ..-გაეცინა..- ჩემი სამსახურის გადამკიდეს დრო არც ტელევიზორთან დასაჯდომად მაქვს და არც კომპიუტერთან. უქმე დღეებში ძლივს ვახერხებ რომ ორიოდე წიგნი გადავიკითხო,ამიტომ თქვენი ისტორია ჩემამდე არ მოსულა. მოყოლა მოგიწევთ, გისმენთ._ბაქარმა მოლოდინით სავსე თვალები მიანათა, ის კი გაკვირვებული შეჰყურებდა მას, როგორც პლანეტიდან მოწყვეტილ ვარსკვლავს.
გამომძიებელი ისეთი გულმოდგინებით ისმენდა თითოეულ სიტყვას,თითქოს მათ ზეპირად სწავლობსო. ბოლოს სერიოზული სახით ჰკითხა:
-ე.ი წიგნის არჩევა თქვენ გთხოვათ სანდრომ?
-დიახ,რატომ მკითხებით?
-საინტერესოა. ბიბლიოთეკაში მისვლისას ადამიანი უვე გარკვეულია წიგნსა და ავტორში და ბიბლიოთეკაშიც კონკრეტული წიგნის გამო მიდის. ჯერ არავინ მინახავს, ბიბლიოთეკაში არჩევდეს რომელი წიგნი წაიკითხოს.
-ამით რისი თქმა გსურთ?-მია აღელდა, დაიბნა.. მსგავსი რამ აც კი მოსვლია გონებაში. რას ნიშნავდა ეს ვარაუდი,რისი თქმა სურდა მოსაუბრეს?
-იმის,რომ უბრალოდ საინტერესოა.. სანდროსთვის უცნაური არაფერი შეგინიშნავთ?
-არა. ეს საქმე თქვენს გამოძიებასთან რა კავშირშია გამომძიებელო?
-მაპატიეთ მია, მგონი დაგაბნიეთ. სქმე იმაშია,რომ ზოგჯერ ის უმნიშვნელო დეტალები,რომლებიც უყურადღებოდ რჩება,სინამდვილეში ქვაკუთხედივით არის. გნვაგრძოთ.. თქვენი მამამთილი, ზვიად მელიქიშვილი, ოჯახში როგორია?
-ჩემი მამათილი გულჩათხრობილი და სერიოზული კაცია, ის ბევრს არასოდეს საუბრობს. საკმაოდ თავშეკავებული და მშვიდია. მისი მესმის კიდეც, ის იმდენ უბედურებას უმზერს და იმდენი საზრუნავი აწევს მხრებზე, არაფრის ხალისი აქვს.
- თქვენ ფიქრობთ,რომ ის უდანაშაულოა? ვიცი,რომ ქალბატონი ლილი, გარდაცვლილის მეუღლე იყო თქვენთან მოსული, საუბარს ხომ არ შესწრებიხართ?
-დიახ,რამდენიმე დღის წინ იყო,დილით. ქუჩაში იდგა,შესასვლელ კართან. მე რომ გავედი, ჩემი მამამთილი მას თბილად ესაუბრებოდა. განა მის კეთილშობილებასა და გულისხმიერებაზე ისი ფაქტიც არ მეტყველებს,რომ საბრალო ქალს ასე ლმობიერად ექცევა? ეს ქალი საშინელ ბრალდებას უყენებს მას, ის კი პატიობს. სხვა პოლიტიოკოსი მის ადგილას არ შეარჩენდა.
-მონეტას ორი მხარე აქვს მია, ადამიანიც ასეა. ზოგჯერ ის, რაც რეალობა გვგონია,სინამდვილეში ილუზია,ჩვენი წარმოსახვა. ჩვენ ხშირად მხოლოდ იმას ვხედავთ რისი დანახვაც გვსურს. არასოდეს დაფიქრებულხართ ამაზე? როგორ გგონიათ, ამ ქალს რომ მტკიცებულება არ ჰქონდეს და დარწმუნებული,რომ არ იყოს თავის სიმართლეში, გაბედავდა ამ საქმის წამოწყებას?
მიას გულისცემა გახშირებოდა,ხელები გაეყინა... რისი თქმა შეეძლო,რომ თვითონაც ვერაფერი აგეგო? თავადაც ხომ ბევრს ფიქრობდა ამაზე.. კითხვები ხომ ტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა,მაგრამ ამას ხმამაღლა როგორ აღიარებდა. სურდა გაქცეულიყო იქიდან.. და აღარც ეს გამომძიებელი ენახა ოდესმე. ყავის ჭიქას მიშტერებული თვალებს არ ამოძრავებდა. გამომძიებელი მიუხვდა, ჩიხში იყო მომწყვდეყული, საფუარი იწყებდა უკვე გაღვივებას და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანდა. მცირეოდენი საფუარი,ხომ მთელს ცომს აფუებს. ყავის სმა განაგრძო და თითქმის ჩუმი, დინჯი ხმით უთხრა,ისე რომ მისი სახიდან არ მოუცილებია მზერა:
-იცით,როდესაც ბატონ ზვიადს თქვენსა და მისი ვაჟის გაცნობის შესახებ ვკითხეთ,მან სულ სხვა პასუხი გაგვცა. გვითხრა,რომ თქვენ უკვე დიდი ხნის ნაცნობები იყავით,მაშინ,როდესაც ის მამათქვენისგან ნაკვეთის შესყიდვით დაინტერესედა. მან იცრუა..
მთელი ძალით უჭერდა ყავის ჭიქას ხელს თვალებამღვრეული გოგო,თუმცა მთელი ძალით ებრძოდა ემოციებს,რომ მათი ბრძოლა არ დასტყობოდა. საათს დახედა გამომძიებელს სთხოვა,თუ სათქმელი მეტი არაფერი გაქვთ,წავალო.
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია,გთხოვთ დამირეკეთ თუკი რაიმს შენიშნავთ ან შეიტყობთ.
-კარგით, ნახვამდის გამომძიებელო ბაქარ.
-ნახვამდის მია.
ჩქარი ნაბიჯებით გაშორდა კაფეს და ინანა,სერთოდ რატომ აირჩია ფეხით გასეირნება ან ყავის დალევა. ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. სანდრო ისევ არ პასუხობდა ზარს. ეგონა გული საგულედან ამოუხტებოდა, ფიქრთა საღერღელი აშლოდა და აწიოკებდა.
ბაქარი კიდევ ცოტახანს შეყოვნდა კაფეში,შემდგომ კოტეს დაურეკა:“კოტე ახლახანს მია ბაქრაძეს ვესუბრე, ზვიად მელიქიშვილის რძალს. „ანტრეში“ შემხვდა შემთხვევით. მართალი იყო ჩემი ვარაუდი, ზვიადმა მათი გაცნობის შესახებ იცრუა. მოკლედ... ნახევარსაათში სოლოლაკში ვიქნები „ეისთიდ ბარში“ დაგიცდი და ამოდი,ცოტა განვიტვირთოდ, თან ვისაუბროთ.“
სღამოს ცხრა საათი სრულდებოდა კოტე ბარში რომ მივიდა. იქაურობა ყოველთვის შესანიშნავად მიაჩნდა განსატვირთად და სასუბროდ. ხალხი ბლომად იყო,მაგრამ არც ხმამაღალი საუბარი უშლიდათ ხელს და არც მძიმე მუსიკა. ყველაფერი საოცარ ერთობაში იყო და ჰარმონიას ქმნიდა. ორი კათხა შავი ლუდი შეუკვეთეს და სუნელებში ჩაშუშული სოკო.
-კაია დაძაბული სამუშაო დღის მერე ცივი ლუდი.. -დასძინა პირველი ყლუპის შემდგომ კოტემ.
-გეთანხმები..
-რაო მიამ? იცის რამე?
-არა, არაფერი. ვფიქრობ რომ მოტყუებულია. საწყალი ისე აღელდა მკვდრის ფერი დაედო,როდესაც ვუთხარი,რომ მისმა მამამთილმა იცრუა.
-წარმომიდგენია.. ქალბატონ ლილისთან ხვალ გავდივართ ხომ?
-კი,რაღაც უნდა გადმოგცეთო მითხრა ტელეფონზე საუბრისას.
-რა?
-არვიცი,წარმოდგენა არ მაქვს.
-მეცოდება საბრალო ქალი. რა ეშველება მისი სიმართლე რომ ვერ დავამტკიცოთ გიფიქრია?
-წარმოდგენა მიჭირს. ეს საქმე კარგად უნდა გამოვიძიოთ კოტე.
-ვიცი ბაქარ,მაგრამ.. მტკიცებულებები ცოტა გვაქვს, უფრო მეტიც. გარდაცვლილის წერილის მეტი არაფერი გვაქვს გესმის?
-უნდა მოვძებნოთ, კიდევ ებვრი რამ იქნება.. მოგვიწევს ღამის თნება ვიდეოფირებზე.
-კი, დღესაც მსურდა კამერების ოთახში შესვლა,მაგრამ კახას აქვს დაკავებული. მასაც რაღაც საქმე აქვს გაუპატიურებაზე.
-ხვალ იყოს, მთავარია რაიმეს მივაგნოთ.
-შენ რას ფიქრობ ამ ყოველივეზე?
-ვფიქრობ,რომ ცხვრის სამოსში გადაცმული მგელი დიდხანს ვერ დარჩება უწყინარი. ის აუცილებლად მოიხსნის ნიღაბს,ამიტომ ამ დროს მასთან ახლოს უნდა ვიყოთ,რომ ვერ გაიქცეს.
-ჰმ.. ვერ გაიქცეს? თუ თბილისის ამჟამინდელი მერი ამ საქმეში მართლაც დამნაშავეა,როგორ ფიქრობ, ჩვენ რომც შებძლოთ მისი დანაშაულის აღმოჩენა,ის თავს ვერ დაიძვრენს? ეს საქართველოა ბაქარ, მას საკმაო ძალა აქვს საიმისოდ,რომ წყლიდან მშრალი ამოვიდეს.
-მართალი ხარ.ამაზე მეც ვფიქრობ. ამიტომ ყველა გზა უნდა მოვუჭრათ. ვიცი,რომ ეს რთული იქნება,მაგრამ უნდა შევძლოთ. პასუხი უნდა აგოს..
-შენი აზრით ის დამნაშავეა?
-ეს ხომ ცხადზე ცხადია კოტე. მისი ეს უაზრო ღიმილი, გაფართოებული თვალები, შეკითხვებისას სანდროს აკანკალებული ხელი..
-როგორ გგონია, ქალბატონი ლილის თავიდან მოშორებას არ შეეცდება?
-კი, ორი აზრი არ არსებობს.მაგრამ სანამ გამოძიებაა ხელები შებოჭილი აქვს. იცის, ქვრივს,რომ რაიმე დამართოს,მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი თავად იქნება. ამიტომ ჯერ არაფერს იზავს.
-იმედია.. მე რომ დამნაშავე ვიყო, მოწმეს მოვიშორებდი,ოღონდ იმდენად რეალისტურად,რომ ეჭვს ვერავინ შეიტანდა.
-მეტი ყურადღება გვმართებს.
- ბაქარ, ისე, რამდენჯერმე შენს თვალებში სიძულვილი შევნიშნე მელიქიშვილთან საუბარში, ხდება რამე?
ბაქარი ჩაფიქრდა, ლუდის კათხა შეანჯღრია,მოსვა..
-მძულს. კი, მე ის მძულს და გარწმუნებ რომ მისი სიძულვილის საპატიო მიზეზი მაქვს. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჯერ ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ პირველი ამის შესახებ შენ გაიგებ. ამის დროც მოვა,მანამდე კი ნურაფერს მკითხავ.
-მაინტრიგებ. რაც არ უნდა იყოს შენს გვრდით ვარ, ხომ იცი.
-ვიცი და მადლობელი ვარ. ეს საქმე კი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. თუ ქალაქის მერი თავისდაღწევას შეეცდება, არის სხვა საქმეც..
-რაიმე ახალია,რა საქმე. ჩემთვის არაფერი უთქვამთ?
-ახალი? არა ეს ძველია.. მაგრამ, არის სამყაროში რაღაცეები,რააზეც ჟამთასვლა არ მოქმედებს. ეს საქმეც მასეთია.
-ისიც მერს ეხება?
-და მერე როგორ... მზის ხილვა არ ეღირსება..
- ბაქარ, ფრთხილად იყავი. ხომ იცი „Don’t play with the fire”
-მე არ მეშინია. მთავარია,რომ შენ ჩემს გვერდით ხარ.
-და ვიქნები... ხომ მართლა, შენები როგორ არიან?
-კარგად.
-ჩამოსვლს არ აპირებენ?
-არა ჯერ, ანას კიდევ სამი წელი დარჩა უნივერსიტეტში.
-ანა, როგორ არის ანა?
-მშვენივრად. მსაყვედურობს,რატომ ხშირად არ მესაუბრები,მენატრებიო. ჩემი გიჟი გოგო ნელ-ნელა ნამდვილ მანდილოსანს ემსგავსება..
კოტეს სიცილი წასკდა..-ანა? მანდილოსანი?
-რაიყო რა გიკვირს?-სიცილითვე უპასუხა ბაქარმა.-გახსოვს სიყვარული რომ აგიხსნა?
-რა დამავიწყებს, მაშინ პირველ კლასში იყო, თქვენთან სახლში მოსულს ძილის წინ თავისი შოკოლადი მომაჩეჩა და მიყვარხარო დამიყვირა. მერე გაიქცა და ერთი თვე არ მენახებოდა.
-ჰა,ჰა... გადარეული ბავშვი.
-რამდენჯერ მოგვიწია მის გამო სკოლაში ჩხუბი. ახლა რამდენი წლის არის?
-ოცდაერთის გახდება ორ კვირაში.
-დიდი გოგოა უკვე.
-კი. შენ კი მისი პირველი სიყვარული იყავი. გკითხულობს ხოლმე..
-ნახე ხომ დაცინვის ობიექტი?-ორივე იცინოდა და ლუდს სვამდნენ.ხალხი ნელ-ნელა შეცოტავდა ბარში,უკვე თერთმეტი სრულდებოდა.
-გინდა სახლამდე გაგიყვანო ბაქარ? მანქანით ვარ.
-არა, დღეს ბაიკი გამოვიყვანე სახელოსნოდან და გავაკატაებ. ვნახოთ,როგორ შეაკეთეს.
-ოჰო,ასე მალე გააკეთეს. სხვა დროს მეც შემოგიერთდები.
-რატომაც არა..
აწვიმებულიყო, ყავისფრად შეღებილ მიწას წვიმის კვალიც დამჩნეოდა. თბილისი მაგიური და მიმზიდველია წვიმიან ღამეს. ნებისმიერი მხატვრისთვის მისი დახატვა ნეტარებაა. შუქნიშნებითა და ლამპიონებით განათებულ ტრასაზე მიქროდა მოტოციკლეტიც ბაქარი და ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა გონებაში:“If you are going through hell,keep going.” ალიგიერის მსგავსად მასაც შეებიჯებინა თავის ჯოჯოხეთში,რომელიც კატეგორიებად დაყოფილიყო. დანტეს მსგავსად, მანაც იცოდა, ახლა გაჩერება არ შეიძლებოდა. როგორი მტკივნეული და გაიუსაძლისიც არ უნდა ყოფილიყო მიზნამდე სვლა, არ უნდა გაჩერებულიყო და გაეარა ეს ჯოჯოხეთი. ერთი კი იყო,რომ განვითარებული მოვლენები, მის ფეხქვეშ საფეხურებივით ეწყობოდა და მიზნისკენ სავალ გზას უადვილებდა. ასე დაქროდა თბილისი ქუჩებში მარტოსული მაქციასავით,რომელიც ძარღვებში სისხლის მოზღვავებას გრძნობს. ღამის პირველი საათი სრულდებოდა სახლში რომ მივიდა. მაცივარი გამოხსნა და წყალი დალია, მერე ტანზე გადაივლო და მკვდარივით დაეგდო საწოლზე.
მოსვენებას ვერ პოულობდა მია,რომელიც მარტო დარცენილიყო მეიქიშვილთა სასახლეში. ზვიადი და დოდო კოჯორში ასულიყვნენ. ვეღარ გაეგო გადამეტებული ფიქრების ეშინოდა თუ ამ უზარმაზარ სახლში გაბატონებული სიცივის. უკვე შუაღამე იწყებოდა,სანდრო კი არც ზარზე პასუხობდა არც სახლში მოდიოდა.

 




№1  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

კარგად წერ, საინტერესოდ და უცებ მეკითხება. იმედია სანდრომ სადმე არ გადაუხვია . ძალიან არ მინდა ერთმანეთს დაშორდნენ მაგრამ როგორც ვატყობ სიმართლე რომ გაირკვევა გაყრა არ აცდებათ. ნუ აგვიანებ მალე დადე თორემ მკითხველს დაკარგავ .იმედია გაითვალისწინებ წარმატებები.

 



№2 √ სტუმარი ™ tiko

ძალიან მომწონს ეს ისტორია...მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები..ძალიან თუარ დააგვიანებ დადებას,კარგი იქნება.

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

lalita
კარგად წერ, საინტერესოდ და უცებ მეკითხება. იმედია სანდრომ სადმე არ გადაუხვია . ძალიან არ მინდა ერთმანეთს დაშორდნენ მაგრამ როგორც ვატყობ სიმართლე რომ გაირკვევა გაყრა არ აცდებათ. ნუ აგვიანებ მალე დადე თორემ მკითხველს დაკარგავ .იმედია გაითვალისწინებ წარმატებები.

დიდი მადლობა. შევეცდები ამლე დავდო ხოლმე მომდევნო თავები

tiko
ძალიან მომწონს ეს ისტორია...მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები..ძალიან თუარ დააგვიანებ დადებას,კარგი იქნება.

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent