შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (9 თავი)


28-11-2016, 12:23
ავტორი Keke27
ნანახია 13 888

დილით ისე წავედი სამსახურში, არც დედას დავლაპარაკებივარ და არც აკოსთვის გამიცია ხმა. შაბათი იყო და დილიდანვე მეწყებოდა სამსახური. დაღლილი ვიყავი, ძალიან დაღლილი.. ფიზიკურად კი არა, ემოციურად... შინაგანად გამოფიტული.. უკვე ვწუწუნებდი, რომ რა იმუშავებდა მთელი დღე. აღარც გიგის თავი მქონდა, სიმართლე გითხრათ.
აბაშიძეების სახლში სიწყნარე სუფევდა, როგორც ყოველთვის. საშინლად მაღიზიანებდა ეს მდგომარეობა. მდუმარების სასახლე შევარქვი იმ სახლს. ყველა დუმს, ან ჩურჩულით საუბრობს. ქალბატონს არ მოსწონს ზედმეტი ხმაური. კიდევ კარგი, რომ სტუმრიანობა აქვთ ხოლმე, თორემ ბოლომდე გაამართლებდა ჩემს მიერ შერქმეულ სახელს აქაურობა.
თენგიზი ღიმილით მომეგება და მშვიდობიანი დილა მისურვა. მეც ვცადე ღიმილითვე მივსალმებოდი. შემატყო უგუნებოდ რომ ვიყავი.
_რამე ხომ არ გტკივა, დარო? - მკითხა მამობრივი მზრუნველობით გაჯერებული ხმით. წამით გული ამიჩუყდა. მომინდა, რომ ის მამაჩემი ყოფილიყო, მოვხვეოდი, მომეყოლა ყველა პრობლემა, მერე მას კი ეთქვა, რომ ნუ ნერვიულობ შვილო, მე შენთან ვარ, ყველაფერს მე მოვაგვარებ. მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო. მე ხომ ბავშვობიდან ვარ მიჩვეული ცხოვრებისეულ პრობლემებს საკუთარი ძალებით ვებრძოლო და გავუმკლავდე. გული დამწყდა.. თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან გავაბრუნე.
_არა, არა. კარგად ვარ. - ვიცრუე უნიჭოდ.
_არაფერი გეტყობა კარგად ყოფნის. წამოსვლამდე სარკეში ჩაიხედე? გეძინა საერთოდ? - არ მეშვებოდა თენგიზი.
_ძალიან ცუდად მეძინა და ალბათ ამიტომ გამოვიყურები ასე. არაფერია, გამივლის. - ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
_კარგი, როგორც შენ გინდა. ოღონდ უფრო ცუდად რომ იგრძნო თავი, იცოდე მაშინვე მითხარი.
_მადლობა, ბატონო თენგიზ. - გულწრფელი მადლობა გადავუხადე. - შევუდგები მე ჩემს საქმეს უკვე. ქალბატონი სად არის, მითითებები ხომ უნდა მომცეს...
_ქალბატონს ჯერ ძინავს. მე გეტყვი რაც უნდა გააკეთო. პირველ რიგში პირველ სართულს ვანა-ტუალეტები მოაწესრიგე, შემდეგ სასადილო ოთახი, მისაღები და კაბინეტი. წიგნების თაროებია დასალაგებელი და მტვრისგან გასასუფთავებელი. - მომცა დავალება თენგიზმა. წინსაფარი გავიკეთე. ფეხსამელი გამოვიცვალე და მუშაობას შევუდექი.
დაახლოებით შუადღის თორმეტამდე სახლში ჭაჭანება არ იყო არავის. გიგი კი დამპირდა, რომ არ გამოჩნდებოდა სანამ მე იქ ვიქნებოდი, მაგრამ კლარას არ გამოჩენა კი გამიკვირდა.
პირველი საათისთვის უკვე ბიბლიოტეკაში ვიყავი და დავალებული საქმის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი. იქაურობა ჩაბნელებული იყო. მუქი ფარდები პირქუშს ხდიდა კაბინეტს.
ფარდები ფართოდ გადავწიე და სინათლე შემოვუშვი ოთახში. მტვრის ნაწილაკები თავგზა აბნეული ერთმანეთს ეხეთხებოდნენ მზის სხივების სინათლეზე. ფანჯარაც გამოვაღე. ცოტა შემცივდა და მკლავებზე ჩამოვისვი ხელები. მაგიდის წმენდას შევუდექი. შემდეგ ზედ და;აგებული ნივთებზე გადავედი. რამდენიმე, ჩუქურთმებიან ჩარჩოში ჩასმუსლი ფოტო იდო მაგიდაზე. ინტერესით დავაცქერდი თითოეულ მათგანს, თან ვწმენდდი. ერთ-ერთი სურათიდან ბედნიერი სახეებით გიგი და ვიღაც კაცი იმზირებოდა. გიგი ძალიან ჰგავდა ამ კაცს. „ალბათ მამამისია“ გავიფიქრე და მეორე ფოტოზე გადავედი. აქ სამივე ერთდა იყვნენ, გიგი, კლარა და ის კაცი. ოღონდ გიგი ამ ფოტოზე სავარუდოდ ათი წლისა იქნებოდა.
დანარჩენი ფოტოები კი აბაშიძის წარჩინების ამსახველი იყო. სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრების. ატესტატით და სიგელით ხელში. ერთიც სამსახურეობრივ შეხვედრაზე იყო გადაღებული. აბაშიძე ხელს ართმევს შავკანიან ასაკოვან კაცს.
ფოტოები თავის ადგილს დავუბრუნე დაწმენდილი და კარადებთან გადავინაცვლე.
წიგნები არეული იყო, თითქოს ვიღაც რამეს ეძებდა. მტვერი გადმოვწმინდე და ვცადე ტომების მიხედვით დამეწყო დალაგება. ამდენ გადაადგილებაში ერთი წიგნი ხელიდან გამივარდა, ძირს ხმაურით დაეცა და იატაკზე ფოტოები მიმოიბნა. შემეშინდა იმხელა ხმა ჰქონდა. სწრაფად დავიხარე ასაღებად და ფოტოების აკრეფაც დავიწყე. ერთმა სურათმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჩემი. ფოტოზე ის კაცი იყო (გიგის მამა) სხვა ქალი და გოგო ბავშვი. სამივე ბედნიერნი ჩანდნენ. „ალბათ მეორე ცოლ-შვილი ჰყავს გიგის მამას“ გავიფიქრე და სწრაფად ჩავდე ფოტოები ისევ წიგნში.
_აქ რას აკეთებ? - ჭექა-ქუხილივით გაისმა კლარას ხმა. კაბინეტში შემოსულიყო. ცივად მივბრუნდი მისკენ.
_ვალაგებ, ქალბატონო.
_ახლავე აქაურობას მოშორდი! სწრაფად! არ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! - ფაქტიურად მიყვიროდა. გიჟივით მივარდა ფარდებს მაშინვე ჩამოაფარა და ისევ დაბნელდა ოთახი. უხმოდ გავეცალე იქაურობას. რატომ ჰქონდა ამ ქალს ასეთი რეაქცია ვერ ვხვდებოდი.
თენგიზს ვუთხარი ყველაფერი. მხოლოდ ის მითხრა, რომ ცუდ ხასიათზე ქალბატონიო. არადა, რაღაც სხვა ამბავი იყო. გუმანით ვხვდებოდი.
მოკლედ აღარ ჩავეძიე, ჩემი საფიქრალიც მეყოფოდა.
სამზარეულოში შევედი. თამრო ადგილზე დამიხვდა და ფუსფუსებდა.
_მოდი დარო, ჩაის არ დალევ? ხაჭაპური გამოვაცხე ახლა, ნამცხვარიც გვაქვს.. - მიმიპატიჟა მხიარული სახით.
_არ მინდა, მადლობა. მირჩევნია დალაგებას მოვრჩე და დროზე გავეცალო აქაურობას.
_რა იყო მოხდა რამე? - მკითხა შფოთით.
_საშინლად მთგუნავს ეს სახლი რაღაც.. თუ მე ვარ ცუდ განწყობაზე, ვერ გამორკვევია.
_არა, დაძაბულობა სულ შეინიშნება აქ, რადგან ქალბატონი სულ დაძაბული და უკმაყოფილოა. - მითხრა ჩურჩულით მზარეულმა.
_თამრო, - დავუდაბლე ხმას მეც, - კლარას ქმარი სად არის? - მაინც ვერ მოვისვენე.
_კლარას ქმარმა... - დააპირა პასუხი გაეცა ჩემთვის მაგრამ...
_ვაა, შენ ამ დროს აქ ხარ? - სამზარეულოში გიგი შემოვიდა. - მეგონა საღამოს მოხვიდოდი.
_კი აქ ვარ. შაბათ-კვირას დილიდან ვმუშაობ. - ვუპასუხე და უნებურად გამეღიმა. მისი თვალების და წამწამების შემხედვარე როგორ არ შეიძლება არ გაგეღიმოს ადამიანს. დამცინავად კი არა, არა! აი, ძალიან რომ მოგწონს რაღაც, უყურებ და თან რომ გეღიმება, აი ისე.
_მაშინ დროა წავიდე. - თქვა სიცილით, - პირობა, პირობაა. - დასძინა მერე.
_ბატონო გიგი, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?
_კი, როგორ არა. - ინტერესი დაეტყო ხმაში.
_მაღლა სართულის დალაგებას რომ მოვრჩები სახლში მინდა წავიდე და თანხმობა მჭირდება თქვენგან. ქალბატონს ვერ ვეტყვი, უგუნებოდაა და... - ვუთხარი აბაშიძეს. მთელი დღე ვერ გავძლებდი იქ, თან უძნარი ვიყავი და უამრავი რამ შემეშლებოდა ვიცი, მოვყვებოდი ბორიალს.
_კარგი, წადი. - მითხრა შეფიქრიანებულმა. მადლობა ღიმილით გადავუხადე და მეორე სართულზე ავედი. ქალბატონის ოთახი სწრაფად დავალაგე. მეთქი აქაც არ შემოვიდეს და დაიწყოს კივილი, წეღანდელივით-თქო. მერე გიგის ოთახში შევედი. საწოლი გაუსწორებელი იყო. ტანსაცმელი ისევ ძირს ეყარა. სველი პირსახოციც აბაზანის იატაზე იყო დაგდებული.
_როგორც წესია, ისე დამხვდა ყველაფერი. - ჩავილაპარაკე ჩემთვის და დალაგებას შევუდექი. იქვე გამახსენდა დამწავარი პერანგი. რა ბედი ეწია-თქო. ოთახში ვერსად ვერ ვიპოვე. არც აბაზანაში იყო. კარადებიც გამოვაღე, არც იქ დამიხვდა. ალბათ გადააგდო, გავიფიქრე. მაგრამ არამგონია შემარჩინოს ეს საქციელი, ცუდის მომასწავლებელია ეს უთქმელობა.
ტანსაცმელი ავკრიფე. საწოლი გადავალაგე. ორქიდეებს ფოთლები დავუწმინდე და კენჭებზე წყალი დავასხი. ქოთანი რომელშიც ორქიდეა იყო მოთავსებული, იდო ფართო ლანგარზე. ამ ლანგარზე კი კენჭები, ნიჟარები და სხვადასხვა დეკორატიული მასალებია დაყრილი და დროთა განმავლობაში წყალს ასხავ, კენჭებს ასველებ, რათა იქედან აორთქლებული წყალი ყვავილს ტენიანობას მატებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ მცენარის არსებობისთვის. რადგან ორქიდეა ტროპიკული მცენარეა.
_დარო, რამე მოხდა? - ზურგს უკან გიგის ხმა მომესმა. არ წასულა თურმე, ჯერ კიდევ სახლში იყო. სწრაფად მოვბრუნდი. კარების ჩარჩოს მიყრდნობოდა ცალი ბეჭით და გამომცდელი თვალებით მიყურებდა.
_რატო მეკითხები? - დავიბენი.
_ზედ გაწერია, რომ რაღაც ხდება, ცუდად ხარ...
_ისეთი არაფერია, უბრალოდ ცუდად მეძინა. და საერთოთ, თქვენ რა ვალდებული ხართ გაინტერესებდეთ რა ხდება ჩემს თავს? - არა, არ შემიძლია სხვაგვარად, ამ ადამიანს თუ ცივად არ მოვექეცი. არადა გული დადნა რომ შემოვბრუნდი და დავინახე.
_სულ ნუ მეპაექრები, გოგო.. - კედელს მოშორდა და ჩემკენ წამოვდა. - მითხარი, იქნებ შემიძლია დაგეხმარო. - ახლოს დადგა. სუნთქვა გამიხშირდა, თუმცა მოვახერხე ეს მისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო.
_თქვენ რატომ უნდა დამეხმაროთ? - ვკითხე ბრაზმეულმა.
_იმიტომ, რომ ასე მსურს!
_არ ვსაჭიროებ არანაირ დახმარებას. გმადლობთ. - ვუთხარი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდი. ვეღარ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს. მზერა ყვავილებზე გადავიტანე. - ბოლოს როდის მორწყეთ? - ვანიშნე ორქიდეებზე. თემაც შეიცვალა.
_კარგი, როგორც გინდა. - გაშალა ხელები. რა გაეწყობა მაშინო. - ნიდერლანდებიდან წამოსვლის წინა დღეს მოვრწყე და ისე წამოვიღე.
_მოიცა, იქედან ჩამოიტანე ყვავილები? - გავიკვირვე.
_კი, სადაც წავალ დასარჩენად, ყველგან მიმყავს ჩემი ორქიდეები.
_მართლა? - კიდევ უფრო გავიოცე, - რატომ არის ასე მნიშვნელოვანი შენთვის ეს ყვავილები?
_ორქიდეა ისეთი მცენარეა, ძალიან მალე რომ იღუპება. შეიძლება, რამდენიმე საათში განადგურდეს. სულ ყურადღების მიქცევა სჭირდება. ზრუნვა... ეს ორქიდეები ტაილანდიდან ჩამოვიტანე. ზოგადად ყველაფერი მიზიდავს რაც ეგზოტიკურია... ამ ორქიდეებს საოცარი თვისება აქვთ. დილით სხვა სურნელს აფრქვევენ, საღამოს კი სხვას. ხავერდოვანია მისი ყვავილები... საოცარი ცხოვრების წესი აქვს ამ მცენარეს, ფესვები ჰაერში აქვს, ხეზე და კლდეზე იზრდება, თითქოს ველური და გამძლე მცენარე სჩანს, არადა საოცრად ნაზია... - გაბადრული სახით დავცქეროდი ანჯარაზე დაწყობილ ორქიდეებს და თან აბაშიძის ხმა ჩამესმოდა ყურში. ბოლო სიტყვა რომ თქვა „ნაზია“-ო, უნებურად გამოვხედე, ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს წამის წინ ყვავილებს კი არა ჩემს აღწერას აკეთებდა. სწრაფად შეიცვალა გამომეტყველება და ჩაახველა. მერე ყვავილებს გახედა.
_ვააა, რა საინტერესო ყოფილა ეს ორქიდეები თურმე. - ვთქვი ხმამაღლა. ვითომ ვერაფერს ვერ მივხვდი.
_კი, ძალიან საინტერესოა, უფრო და უფრო გიღრმავებს ინტერესესს და ცდილობ ყველაფერი გაიგო მასზე, მოახერხო და ბოლომდე შეისწავლო ის. მერე კი ისე მოეპყრა, როგორი მოპყრობაც ესაჭიროება. - ხმის ტონი შეცვალა გიგიმ. მივხვდი, რომ გადატანითი მნიშვნელობით მელაპარაკებოდა უკვე.
გამეცინა.
_კარგია, კარგი! ასე განაგრძეთ. იქნებ ერთ დღეს, ორქიდეების კოლექციონერიც კი გამოხვიდეთ. - ვუთხარი სიცილით. - ახლა კი ნება მომეცით დავასრულო დაწყებული საქმე. - ბოლო წინადადება კი მთელი სერიოზულობით ვუთხარი, თან ცალი წარბაწეულმა. მივახვედრე, რომ ყველაფერს მივხვდი.
უხერხულობამ გადაურბინა სახეზე. ამის დასაფარად კი ცალყბად ჩაიცინა.
_კარგი აზრია კოლექციონერობა. თუმცა მანამდე ერთი ჯიში მაქვს მიზანში ამოყვანილი და მისი მოვლის მეთოდებს ვსწავლობ. ცოტა რთულია, მაგრამ ჩემთვის დაუძლეველი არაფერია. - მითხრა გამაფრთხილებელი ტონით. თან ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
_თუ რთულია და დიდი ხანი ანდომებთ მის შესწავლას, სჯობს შეეშვათ, ტყუილად თავს ნუ დაიღლით.. რომელიმე ადვილად მოსავლელი ჯიში გამონახეთ, უკეთესია. - ვუთხარი და მოჩვენებითი ღიმილით გავუღიმე.
_ჰაჰაჰა, როგორ გეტყობა, რომ არ მიცნობ. მე ძნელად დასაძლევი სირთულეები მიზიდავს... ათასი ხრიკი, ჩხირკედელაობა, ფათერაქი, ხიფათი და ბოლოს „ჰეფი ენდი“.
_რა თავგადასავლების მოყვარული ყოფილხართ, თქვეო უდიდებულესობავ. - ვუთხარი ცინიკურად და ისევ გავიღიმე.
აბაშიძეს ხარხარი აუვარდა.
_რა მიწოდე? უდიდებულესობავო? რა სასაცილო გოგო ხარ, დარო.
_ჯერ ველურიო, ახლა სასაცილოვო... სასაცილო რატომ ვარ, ვითომ? - შევყარე კოპები.
_კარგი, ჰო არ ხარ. - სახე დაასერიოზულა და ორივე ხელი მაღლა აწია, გნებდებიო. თუმცა სიცილი ვერ შეიკავა.
_მე მოვრჩი მუშაობას. ტანსაცმელს ჩავიტან სამრეცხაოში და ეგ არის. - ვთქვი და გაბრაზებულმა გავეცალე აბაშიძეს.
ის კი ჩემს ჯინაზე ხარხარებდა.
ნეტა რა აცინებს.


სახლში რომ დავბრუნდი სახლი ცარიელი დამიხვდა. აკოსთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ თავი შევიკავე. ჯერ კიდევ ნაწყენი ვიყავი მასზე და ასე მალე არ გადამსვლოდა წყენა. ლიკას დავურეკე და ვთხოვე ჩემთან გამოსულიყო ღამით დასარჩენად. მოვალო დამპირდა.
მაცივარი შევამოწმე. ყველაფერი მქონდა. ტკბილეული, წვენები და საჭმელი.
მერე ტახტზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე.
კარზე ზარი გაისმა. ლიკა ასე ადრე ვერ მოვიდოდა, ალბათ აკოა-თქო, გავიფიქრე და კარი ფართოდ გავაღე და ადგილზე შევხტი შიშისგან. სწრაფად დავკეტე ისევ დაბნეულმა. რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გავაღე და რაც შემეძლო გავიკრიჭე.
_უი, მამიდა, როგორ გამახარე. - ვთქვი ვითომ ძალიან გახარებულმა და მამიდაჩემს გადავეხვიე. ერთი ფაშ-ფაშა მამიდა მყავს, რომელიც კახეთშია გათხოვილი. იცის ბევრი და ჩქარი ლაპარაკი, აი ისეთი ჩასუნქვა ამოსუნტქვას რომ ვერ ასწრებს. საშინლად ცნობისმოყვარეა. ყველაზე და ყველაფერზე უნდა იცოდეს ყველაფერი. გიჟდება მაკიაჟის გაკეთებაზე. დღე არ გავა, რომ ნორამ სახეზე ფერუმარილი არ წაისვას. თუმცა მაკიაჟიცაა და მაკიაჟიც. მამიდაჩემს ბრჭყვიალა ფერები უყვარს. მდრიდრულად ჩანს ასე უფრო თურმე.
ვარდისფერი ბზინავი პომადა წაეცხო, ლოყები აღაჟღაჟებული ჰქონდა წითლად. თვალებზე ოქროსფერი ბრონზესმსგავსი მასა ესვა და შავი ფანქრით ჰყონდა დახატული თვალები. თმა აჩეჩილი და გაფუებული. გული კინაღამ გამისკდა კარში რომ დავინახე.
_რა იყო გოგო კარი რომ მომიკეტე? - კახური აქცენტით მკითხა მამიდაჩემმა და გადამკოცნა.
_ხელი გამისხლტა სახელურზე, უცებ. - ვიმართლე თავი. თან უაზროდ ვიკრიჭები. - შემოდი, შემოსი აქ რას დგახარ. - შევიპატიჟე. ნორა მამიდა სახლში შემოვიდა. ერთი ჩანთა ჰქონდა. საკმაოდ მძიმე. ძლივს შემოვათრიე სახლში.
_როგორ ხართ, მამიდა? - ტან სახლი მოათვალიერა. - ლილი როგორაა?
_არაგვიშავს. დედიკო კარგადაა.
_აკო სად არის?
_არ არის სახლში ჯერ. თქვენ როგორ ხართ? თემო და გიო როგორაა? - ჩემი მამიდაშვილები მოვიკითხე. - ჯემალი ძია?
_იმათ რა უჭირთ, კარგადა არაინ.
_რომ გეთქვა მოდიოდი, დაგხვდებოდი...
_რად მინდოდა დახვედრა, გზა არ ვიცოდი თუ კვალი? ექიმთან ვარ ჩამოსული, ვერ ვარ რაღაც კარგად.
_რატო მამიდა რა გჭირს? - შევიცხადე.
_ღამე არ მძინავს რაღაც კარგად. მოსვენება დავკარგე. ნერვოპათოლოგი მირჩიეს აქ, თბილისში. ჰოდა ჩამევედი მაგისთვის. რამდენიმე დღე აქ უნდა დავრჩე.
_რამდენიც გინდოდეს იმდენ ხანს დარჩი, მთავარია შენ იყო კარგად. – ვუთხარი მაგრამ იქვე გავიფიქრე, რა გაუძლებს ნორას-თქო, მისი ამბავი რომ ვიცი. ვაი-მე!
_საჭმელი გაქვთ მამიდა? ასე უპატრონოდ, რომ ხართ მიტოვებული ობლებივით. - ვითომ აეტირა ნორას. უკვე იწყებოდა ჩემი ნერვების მოშლა.
_კი, მაქვს, აბა არა?! ... - კიდე ვაპირებდი გაგრძელებას, მინდოდა მეთქვა არ ვართ ჩვენ უპატორნოები და ასე შემდეგ, მაგრამ კარებზე ისევ გაისმა ზარის ხმა.
გამიხარდა, აი ახლა კი ნამდვილად მოვიდა ლიკა-თქო და გახარებულმა გავარე კარები. გავშრი...
_მოვედით.. - კარში აკო და ლიზი იდგნენ დასჯილი ბავშვებივით.


_______________________________



№1 სტუმარი გვანცა))

ვუმე დედაა გიგი რა საყვარელიაა❤
მიყვარს მე გიგი❤
კარგი თავი იყო მართლა მომეწონა
მამიდას ეტყობა რაღაცაა ჭორიკანა იქნება:დდ არ მიყვარს ეგეთი ხალხი
იმედიაა გაუძლებს დარო ;დდ
ჰომ რავთქა,საუკეთესო ხარ კეკე❤❤

 


№2  offline წევრი erekle96

The Case-Book of Sherlock Holmes ამ თავში რაც მოთხრობებია ქართულად დადეთ რა პდფ ფრომატში არსად დევს ქართულად ყველგან ინგლისურადაა და ქართულად დადეთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი გამოსვლა ჰქონდა გიგის მომეწონა.როგორც ჩანს გამოიღო დაროს გაბრაზებამ შედეგი და იმედია შეუყვარდება აკოსაც ლიზი.კარგი გოგო ჩანს.მამიდა როგორ მიიღებს ამ ამბავს ეგაა ახლა საქმე თუ აქოთქოთდა და ვერ გააჩუმეს მერე თქვი შენ :)
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი თათული(TN)

კეკე, არაჩვეულებრივი ხარ <3 ისტორია ძალიან საინეტერესოდ ვითარდება და ვგიჟდები ისე მომწონს. დარო არის სუპერ გოგო, გიგიზე აღარაფერს ვამბობ... მამიდის აღწერაზე ბევრი ვიცინე. ველი შემდეგ თავს <3

 


№5 სტუმარი Karajan

Neta ra mouvida gigis mamas.
!!!!!!!!!!!

Vgrdznob rom dzalian saintereso ambebi gvelodeba. Veghar vitmen ukveeee. ♡♡♡

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kარგიაა კარგი ძალიანნნ :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოო აი ეს მესმის "ორქიდეამ" აღფრთოვანებაში მომიყვანა... აკოც კარგი ბიჭია გამიხარდა სწორად რომ მოიქცა მაგრამ ვნახოთ ამის მერე რა მოხდება...

 


№8  offline წევრი neilo

როგორ გამახარე კეკე, ასე მალე არ ველოდი გაგრძელებას.თანდათან უფრო საინტერესო ხდება ისტორია.

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე რა დროს ნორა იყო ფუ როგორ ვერ ვიტან ეგეტ ქალებს .ორ წინადადებასი ეტყობა როგოორიცაა შეჭამს ახლა ლიზას. მე ეგ გოგო რაღაცნაირად მებრალება ,ნუ ვერ გავერკვიე აკოსთანდაკავშირებით რა მინდა შენი საქმეა როგორ დაასრულებ მაგ ბიჭის ამბავს . გიგი მაგიჟებს და დაროზე ჭკუა მეკეტება უმაგრესი გოგოა

 


№10 სტუმარი Guest elena

gigi momwons mara ako mikvars ukve

 


№11  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეე დარო ღმერთმა არჩამაგდოს შენ დღეში :დდ რადროს ნორაიყო თავისი გაჭირვებია
გიგის ვეთანხმებიი გავს დარო ორქიდიებს თითქოს ძლიერია მარა რამდენი რამის გადატანა უწევს(((
დაროსთან ერთად აკოც მეცოდება ნორას ხელში ნუ ლიზიზე ლაპარაკი ზედმეტია თან მოხევე ვაიმეე!!
მოკლეეედ ველოდები შემდეგ თავს❤

 


№12  offline ახალბედა მწერალი Keke27

მიხარია გიგი რომ მოგწონთ. blush
ბედნიერი ვარ დაროზე რომ გიჟდებით. რადგან ჩემი გმირია ეს გოგო. smile
ხოოოო, აი ნორა კიიიი... smile ვნახოთ, ვნახოთ....

--------------------------------
ძალიან დიდი მადლობა, ბავშვებო heart_eyes
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№13 სტუმარი Guest nasia

Deda es ra iyo, waigo chemi yvelaferi, axla rq gadzkebs shemdeg tavamde? Ise mainteresebs movlenebi rogor ganvitardeba, es mamida nervebs mishlis da tu male iaqtiurebs gigi gamixardeba :) lizi da ako minda ertad iyvnen ♡♡♡ miyvars es motxerobaaaaaaa

 


№14  offline წევრი OnlyGirl

უჰჰ აიი ბოლო ძალიან საყვარლობა იყო <3 რა ვქნა ისე დაახასიათე ლიზი მომეწონა <3 დანარჩენზე აღარაფერს ვამბობ <3

 


№15 სტუმარი Guest liza

sameone crazy girl
ვაიმე რა დროს ნორა იყო ფუ როგორ ვერ ვიტან ეგეტ ქალებს .ორ წინადადებასი ეტყობა როგოორიცაა შეჭამს ახლა ლიზას. მე ეგ გოგო რაღაცნაირად მებრალება ,ნუ ვერ გავერკვიე აკოსთანდაკავშირებით რა მინდა შენი საქმეა როგორ დაასრულებ მაგ ბიჭის ამბავს . გიგი მაგიჟებს და დაროზე ჭკუა მეკეტება უმაგრესი გოგოა

მარიამმ შენ როგორ მომენატრეე❤შენს ისტორიას ველი მოუთმენლად❤❤აქ რო შემოვდივარ სულ გეძებ მაგრამ როვრ გპოულობ გული მწყდება❤☹

 


№16 სტუმარი seaylias

Ripiti
იმედია აკოს ლიზის არ შეაყვარებ :( ისევ იმ გოგოს დაუბრუნდეს რა :'((

Martali xar! Akos lizi ro sheuyvardes kitxvas aghar ganvagrdzob.. Ver vitan usamartlobas!

 


№17  offline მოდერი ლილიანა

კარგი იყო❤კარგი ხარ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№18  offline წევრი ვალენტინა

ძალიანკარგიხარ კეკეე ^^

 


№19 სტუმარი ემი

იცი, როგორი გრძნობა მაქვს, რომ ვკითხულობ? აი, რამეს რომ შორიდან შეხედავ და უბრალო მოგეჩვენება, მაგრამ რომ შეეხები და გრძნობ, რომ ძალიან მაღალხარისხოვანია.. აი ასეა ზუსტად. თითქოს სადაა,მაგრამ ხარისხი იგრძნობა ყველა სიტყვაში... heart_eyes

პ.ს. და კიდე როგორ ვარ იცი, ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობ... აი ისე, ძალიან რომ მოგწონს რაღაც, კითხულობ და უნებურად გეღიმება wink ვატყობ, ესენი იმდენს მიზამენ, გაღიმებული დამტოვებენ smile

 


№20 სტუმარი Guest Natali

kekeee..es ra xdeboda uchemod turme aaaa :) :)
dz magari istoriaa.. yovel tavze mindoda komentaris dawera magram tan istoriis bolomde chakitxva mechqareboda...
chemi "cool" mokitxva bolostvis shemovinaxe... :)
mal-male dadee raaaaa...
warmatebebi shen ..

 


№21  offline ადმინი მწარე

დეეე როგორი სააინტერესო თავი იყო როგორ მაინტერესებს ეს ბიჭი რას იზამს :/
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№22 სტუმარი Guest Cuncul

Keke male dade ra tu ar ginda chemma megobarma ar gamchechos .tu mal male debs axal tavebs cqvikitxavo xoda me vurxari ui ar agvianenstko da rom dagagvianda shemomitia .nu moaklevineb chems tabs on ra

 


№23 სტუმარი Guest ნინი

აუუ კეკეე დადეე რაა

 


№24  offline წევრი Swimminger

კარგიი რაა კეკეე როგორ დააგვიანე , დღეს დადეე გეხვეწებიი ლოდინით დავიღალეთ , სუპერ გოგო რომ ხარ ისედაცც იციი, ვერ ვახერხებ ხოლმე ხშირად დაკომენტარებას თითქმის დრო არ მაქვსს ,ამ ახალ თავებსაც სადაც მომიხერხდება იქ ვკითხულობ და ნუღარ გვალოდინებ heart_eyes kissing_heart

 


№25 სტუმარი Guest Duda

Dade raa shemdegi tavi, damaviwyda ukve wina wakitxuli

 


№26  offline ახალბედა მწერალი Keke27

Swimminger
კარგიი რაა კეკეე როგორ დააგვიანე , დღეს დადეე გეხვეწებიი ლოდინით დავიღალეთ , სუპერ გოგო რომ ხარ ისედაცც იციი, ვერ ვახერხებ ხოლმე ხშირად დაკომენტარებას თითქმის დრო არ მაქვსს ,ამ ახალ თავებსაც სადაც მომიხერხდება იქ ვკითხულობ და ნუღარ გვალოდინებ heart_eyes kissing_heart


წარმოიდგინე, შენ ორი წინადადების დასაწერად არ გაქვს დრო და გაქცევით კითხულობ, იმაზე თუ გიფიქრია შენზე უარეს დღეში რომ ვარ მე? )))

-------------------
ეს კვირა საშინლად დაღლილი ვბრუნდები სამსახურუდან, მერე ბავშვები და საღამოს ქათამივით მეყვინთება. არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. მიტომ ვერ მოვახერხე დაწერა.
წერა ჩემთვის თერაპიაა, მაგრამ ამ თერაპიის თავიც არ მაქვს ეს ბოლო დღეებია.

მალე გამოვასწორებ ყველაფერს. :)

გმადლობთ და დიდი ბოდიში.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№27  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Aqane ambebi atydeba
Deda shvils ar aiyvans :D

 


№28  offline წევრი Tamtu_tatu

Me meeeee gelodebio mshvenieroooo.

Kekeee dzalian shemikvarda es istoria. Shens kvela istoriaze vgijdebiiii. Shen agmogachine me pirveli da mixaria dzalian rom gipove Chemo kargo.

 


№29  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი დიდი ბავშვები

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ ნორას მაკიაჟი შეაფასეთ რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent