შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილი კლდეზე (მეცხრე თავი)


24-12-2016, 16:01
ავტორი Violeta_ia
ნანახია 285

ყვავილი კლდეზე (მეცხრე თავი)

კაბაზე გაბნეული მარგალიტის თვლებივით ჩამოიშლილიყო ვარსკვლავები ცაზე. ბიბლიოთეკაში მყოფნი საუაბრს განაგრძობდნენ,ითქვა ყველაფერი რაც კი,მანამდე მომხდარა და დაუგეგმავთ. ჩაბნელებულ აივანს ფანჯრიდან გამომავალი სინათლე ალაგ-ალაგ ანათებდა და ამ სინათლის მშვეობით, გაარჩევდით კედელთან ჩაკეცილ გოგოს, რომელსაც პირზე ხელი აეფარა და თვალებიდან ცრემლი სდიოდა. თვალებში შიში ჩასდგომოდა და მოთქმით ტიროდა. ბოლოს, როგორც იქნა, თავს მოერია,უკვე აღარაფერი ესმოდა. ძალით ასწია სხეული, უსულო გვამივით და საძინელებში შეიტანა. გონება არეოდა, ფიქრებსა და ემოციებს თავისი გაჰქონდათ და სხეულიდან ძალას ართმევდნენ. „გამომძიებელი..... გამომძიებელი მართალი იყო....“ იმეორებდა და თვალები ეწვოდა ცრემლებისგან. გაახსენდა სახლის კართან ჩაკეცილი ქვრივი ქალი. „საბრალო ქალი.... მაშინ რომ მცოდნოდა...“ ტელეფონი აიღო,დაფიქრდა....“უნდა დავურეკო...“ ჩანთაში ბაქარის მიცემული სავიზიტო ბარათი მოძებნა და ნომერი აკრიფა. ის,ის, იყო უნდა დაერეკა,რომ კარი სანდრომ შემოაღო. დაიბნა, სახეზე ფერი ეცვალა. ხელები აუკანკალდა,თითქოს მოლანდება დაენახოს და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი. სანდრო ჩვეული ღიმილით მოაბიჯებდა მისკენ,მაგრამ ნირწამხდარი მია რომ დაინახა, სახე ეცვალა..
-მია,ხომ კარგად ხარძვირფასო?
-კი..-აკანკალებული ხმით მიუგო,-თავი მტკივა უბრალოდ. დავძინებ,ან რამეს წავიკითხავ და გამივლის.
-ხომ არაფერი მომხდარა? ტელეფონზე ვის ესაუბრებოდი,ასე შეშინებულმა რომ გათიშე?-მია ისე იჯდა გათიშული,თითქოს მოსაუბრის ხმა არც კი ესმოდა. თვალებით ჭერს მისჩერებოდა და სულ სხვაგან გადაკარგულიყო.-მია? გესმის?- სანდრომ ხელი მოკიდა მაჯაზე და ოდნავ შეათამაშა,როგორც იქნა გამოიხედა- ვის ესაუბრებოდი საყვარელო,ხომ მშვიდობაა?
-კი, ვის?... დედას... დედასთან მსურდა საუბარი,როგორც ქალს ქალთან.
-ო, ეს სხვა საქმეა... ხვალ ხომ მოვლენ შენები და რამდენიც გსურს იმდენი ესაუბრე.
-ხვალ, რახდება ხვალ?..
-ჩემო ლამაზო მაოცებ. ხვალ შენი იუბილეა.
-ჩემი იუბილეა,ჰო,სულ გადამავიწყდა.-ნაძალადევი ღიმილი შაგება ქმარს,თუმცა მის თვალები უწინდელი სიყვარულის ცეცხლი აღარ კიაფობდა. სულ რაღაც რამდენიმე საათში ბედნიერებისა და სიყვარულისგან სავსე გული დანაოჭებულ და იარებით დამშვენებულ სხეულის ორგანოდ ქცეულიყო. საშინელ თავის წვას გრძნობდა,ეს ნერვების ბრალი იყო. კი გაიფიქრა,იქნებ ვუთხრა,რომ ყველაფერი გავიგონე,იქნებ ვანიშნო და აღიარებისკენ ვუბიძგოვო,მაგრამ მალევე მიხვდა,რომ ასთი პატიოსანი საქციელი ჯერ არც ერთ დამნაშავეს არ დახმარებია აღიარებაში. მაინც რა საცოდავია,ადამიანის გრძნობები,რამდენი რამის სჯერა მას,როდესაც სინამდვილეს გაურბის. მაგრამ ადრე,თუ გვიან,რეალობის წინაშე წარდგომა ყველას უწევს,განსხვავება მხოლოდ დროშია.
იჯდა ასე,თავჩაქინდრული და იხსენებდა ყველა განვლილ 5ნოემბერს, მშობლებისა და მეგობრების წრეში. რა კარგი იყო მაშინ.. ახლა კი, ახლა ყველაფერი შცვლილა, გრძნობებზე დასცინეს, მისით ითამაშეს,გამოიყენეს... ეს ტკივილი გულს უსერდა. „რა გავაკეთო“ ფიქრობდა გულში.. „ნუთუ შესაძლებელია სანდროს შცვლა? ყველას გვინახავს აგრესიის საპასუხოდ ჩადენილი სიკეთე როგორ ცვლის ადამიანს. ასე ხდება.. ზოგჯერ.. როდესაც აგრესიას აგრესიით არ პასუხობენ, დამნაშავე მარტო რჩება თავის ბოროტებასთან და მთელი სიცხადით გრძნობს მის უარყოფით შგედებს. ყველას უწევს მარტო დარჩენა საკუთარ თავთან და მაშინ დგება ის წუთი,როდესაც ნებისმიერი ჩადენილი ბოროტების სიმძაფრეს განიცდის ადამიანი. სანდროსაც რომ ასე დაემართოს?“.... უამრავი კითხვის ნიშანი ჰქონდა,რომელზეც პასუხი სჭირდებოდა,პასუხი კი არსად ჩანდა. სიყვარული ყოველთვის აძლევს ადამიანს მეორე შესაძლებლობას..მაგრამ როგორც წესი, ეს შესაძლებლობაც საფლავში წვება და რჩება მხოლოდ ტკივილი... ტკივილი შელახული ნდობისა და გრძნობისა.
-ჰო,ხვალ ჩემი იუბილეა... მოდი ახლა დავიძინებ,თავს სუტად ვგრძნობ.
-ასე ადრე?
-კი.
სანდრო,მართალია წინდაუხედავი და იმპულსური გახლდათ,მაგრამ გამჭრიახი გონება ნამდვილად ჰქონდა. როდი გამოპარვია ცოლის უხასიათობა,ნირწამხდარი გამომეტყველება,მისი გაყინული სხეული. ეეჭვა,განიცადა მიას ასეთი უსიცოცხლოდ ყოფა,მაგრამ ვერ მიხვდა, ეს რაიმე გრძნობით იყო გამოწვეული,თუ უბრალოდ არ ეხამუშა. საფიქრალი სხვაც ბლომად ჰქონდა. მომდევნო დილით დაჭრილი ბიჭის მოსანახულებნლად უნდა წასულიყო.. მართალია,ვაჟამ მოაგვარა ეს საკითხი,რომ დაზარალებულს პოლიციაში არ ეჩივლა,მაგრამ სანდროსაც თავისი ორი ლეპტა უნდა ჩაგედო ამ ქისაში. „რა კარგია,რომ ადამიანები ფულის გამო ყველაფერს ითმენენ და ყველაფერს იტანენ“-ჩაიჩურჩულა ირონიული ღიმილნაკრავი ბაგით.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს არც ბაქარს. ისე უცდიდა გათენებას,როგორც სანუკვარი ნატვრის ახდენას. წარმოიდგენდა,როგორც დაადებდა ზვიად მელიქიშვილს ბორკილს,როგორ ამოხდებოდა სული გისოსებს მიღმა.თუმცა,მტკიცებულებები ჯერ ისევ აკლდათ,ახლა მთავარი საგზაო ვიდეოკამერის ჩამანწერები იყო,რომელსაც მალე მიაწვდიდნენ. ჩაბნელებულ სახლში დაბოდიალებდა,ფიქრობდა.. წარსულის ლანდები არ ასვენებდბნენ. ბოლოს იმდენი ქნეს, გამთენიის 5საათზე ბაქარი სახლიდან გავიდა. მოტოციკლეტიც დაჰქროდა ჯერ ისევ ბნელ ქუჩებში. აუყვა სანაპიროს და ერთ-ერთ ხიდთან მისული შეჩრდა. გული გამალებით უცემდა,სიბრაზე მოსწოლოდა სისხლში.თვალებიც ამღვრეოდა. მოტოციკლეტიდან გადავიდა და ხიდის მოაჯირს მიეყრდნო. წყალი ლივლივებდა და მასში განათებული შენობების ანარეკლი ისახებოდა. „წყალს რომ ენა ჰქონდეს,რამდენ დანაშაულს ამხელდა... არა,ალბათ წალეკავდა კიდეც ადამიანთა მოდგმას ყველა ჩადენილი ბოროტებისთვის“-გაიელვა გულში და თითქოს უფრო ჩაიძირა მდინარის დინებაში. ბავშობის მოგონებები ნაწილ-ნაწილ ესხმოდნენ თავს. ყველა ჭრილობა და იარა ადამიანის გულსა და სულში,ეს ხომ წარსულის დატოვებული კვალია. ჩვენ ვიზრდებით,მაგრამ ბავშობის ტკივილი ისევ ბინადრობს ჩვენში და გვწამლის. არის კი შესაძლებელი ამ ტკივილისგან,ამ საწამლავისგან, გათავისუფლება? მთლიანად,ალბათ არა,მაგრამ ცოტაოდენი შვება ნამდვილად ხელსაწვდომია. გამომძიებელი კი მხოლოდ მაშინ ამოპისუნთქებდა შვებით და გათავისუფლდებოდა ბავშობის ბორკილებისგან,როდესაც შურს იძიებდა და თავისი ოჯახის დამაქცეველსა და მკვლელს, მიწასთან გაასწორებდა. აჩუქებდა მას იმავე საწამლავს,რომლითაც მან ოდესღაც მოწამლა იგი. თვალწინ დაუდგა დატრიალებული ტრაგედიის შემზარავი კადრები. გაახსენდა საჭესან მჯდარი მამა,მისი ყვირილი, დასისხლანებული სახე. დედის განწირული წივილი და მუდარა... თვალები აუწყლიანდა და სახეც შეეშმუშნა,ატირდა. რამდენი წელია რაც მოსვენება დაჰკარგვოდა,ვერც ვერავის უმხელდა თავის ვარამსა და სატკივარს. იყო მარტოსული მგელივით,რომელსაც ერთადერთ მეგობრად ღამის წყვდიადი დასდევს. ახლა კი,რაც უფრო ახლოს იყო მიზანი,მით უფრო მეტად განიცდიდა საშინელ,სულისშემძვრელ ტკივილს,თითქოს მასში გაცოცხლდა ისევ ის პატარა ბავშვი,რომელიც მომსწრე გახდა თავისი მშობლების მკვლელობის. დაათენდა ფიქრად მოხეტიალეს. სახლში დაბრუნდა,წყალი გადაივლო და პროკურატურაში გაემართა.
დილის ათ საათზე ტელეფონმა დარეკა, ნომერი უცნობი იყო,უპასუხა და ფრიად გაოცებული დარჩა:
-გამარჯობა,გამომძიებელო ბაქარ.მე მია ვარ,მია ბაქრაძე.
-დიახ,მია. გისმენთ..
-თქვენთის რაღაც მაქვს სათქმელი. თუ გეცლებათ სადმე რომ შევხვდეთ.
-რასაკვირველია მეცლება. ასე,დღის პირველი საათისთვის პროკურატურაში რომ მოხვიდეთ შეძლებთ?
-არა, პროკურატურაში ვერ მოვალ. სადმე სხვაგან.
-გასაგებია,მიგიხვდით. არ იღელვოთ. მაშინ ისევ „ანტეში“ იყო,მეგობრული შეხვედრასავით,გაწყობთ?
-დიახ,ეს უკეთესია. მაშინ შეხვედრამდე.
-დროებით მია.
„რაღაც გაიგო,მშვენიერია“ მიუგო კოტეს და წინადადება დასრულებული არ ჰქონდა,რომ მთავარი პროკურორის მოსვლა აუწყეს.
კაბინეტში შევიდნენ. პროკურორი მერაბ დანელია გახლდათ. ეს იყო საშუალო სიმაღლის,კარგად ნაჭამ-ნასვამი აღნაგობის მქონე,ოდნავ გაჭაღარავებული მამაკაცი,რომელიც დაახლოებით ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა,მაგრამ შეხედულბით უფროსს ჰგავდა უფრო.
-საქმის ვითარება მაცნობეთ აბა ბიჭებო. რახდება..?
-ყველაფერი წინ მიიწევს,ბატონო მერაბ,-დაიწყო კოტემ-თავდაპირველად ეს საქმე უბრალო ცილისწამებას ჰგავდა,მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ირკვევა. მტკიცებულებები გვაქვს და დღეს ასევე საგზაო ვიდეოკამერების ჩანაწერის სანახავდ მივდივართ. ამი ჩანაწერის ნახვის შემდეგ ზვიად მელიქიშვილს ჩვენი ხელიდან ვეღარაფერი იხსნის.
-შესანიშნავია,ყველაფერი გიორგი შიოშვილს აცნობეთ,ახლა ეს მისი საქმეა.
-უკაცრავად,-გაოგნდა ბაქარი და ხმას აუმაღლა.
-ჰო, ეს საქმე გიორგის გადავეცი. თქვენთვის სხვა საქმე მაქვს სტუდენტ გოგონას ეხება.
-ეშმაკმა დალახვროს, რეებს ამბობთ,-ბაქარი ისე აენთო,კოტემ ძლივს ანიშნა ცოტა დაწყნარდიო.-ეს საქმე ჩვენია, მის დათმობას არ ვაპირებ,განსაკუთრებით,ხლა,როდესაც დამნაშავის დანაშაულს ვამტკიცებთ. საიდან მოდის ასეთი ბრძანება? რატომ სეთი უეცარი გადაწყვეტილება? სულ რაღაც ერთი კვირა და ისედაც ყველაფერი დასრულდება.
-გამომძიებელო ბაქარ,მე არ ვაპირებ და არც ვარ ვალდებული, ჩემი გადაწყვეტილებები განგიმარტოთ, ან მათი გამომწვევი მიზეზები გაცნობოთ. ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება,საქმე ახლა გიორგის ეკუთვნის და თქვენ თავისუფლები ხართ. თქვენს საქმეს შუადღეს მოგართმევთ ფაილით.
-რა ჯანდაბა ხდება..-ყვიროდა კაბინეტიდან გამოსული ბაქარი
-წამოდი გარეთ გავიდეთ,-მიუგო კოტემ და ქურთუკი აიღო შემოსაცმელად.
-იმ გაიძვერას მახინაციებია.აბა რა, სხვა ვინ იქნებოდა. მელიქიშვილი დგას ამ სიბინძურის მიღმა,შეეშინდა ეტყობა..
-ჰო,მეც ასე მგონია. მაგრამ ეს ფაქტია,რომ ახლა ამ სამქეში ჩარევის უფლება არ გვაქვს. თუ ჩვენსას არ მოვიშლით და მაინც ამ საქმეში ჩავერევით,მდგომარეობა გამწვავდება და შეიძლება დროებით დაგვითხოვონ კიდეც,ამიტომ ჭკვინად უნდა ვიყოთ,ხომ გესმის?
-ვიცი,ვიცი... სად არის გორგი?
-დასაკითხად იყო წასული,მოვა სადაცაა. ჯერ არ ეცოდნიება.
-უნდა დაველაპარაკოთ.
-ჰო,ოღონდ იქამდე ჩემთან მოგიწევს საუბარი. ვხვდები,რომ შენს თავს რაღაც ხდება. ბაქარ,ძმაო, მე უკვე ოცი წელია გიცნობ და შესანიშნავად ვხვდები,როდესაც რაიმე გაწუხებს. ვიცი,რომ საუბრის დიდი მოყვარული არ ხარ,მაგრამ მივიჩნევ,რომ დროა ვინმეს გული გადაუშალო.
-რა მეშველებოდა,შენ რომ არ მყავდე.-ღიმილით მიუგო ბაქარმა და მხარზე ხელი დაადო.-ახლა უნდა წავიდე, მია ბქარაძეს უნდა შევხვდე „ანტრეში.“
გარეთ ციოდა,წვიმდა. ხალხი ცოტა იყო ქუჩაშიც და კაფეებშიც. გამომძიებელმა მისვლა დაასწრო. უკვე წინასწარ აეღო ორი ჭიქა ხილის ჩაი და იცდიდა. რამდნეიმე წუთში „ანტრეს“კარი გაიღო და მია შემოვიდა. თვალები ჩაცვენოდა და საცოდავად იყურებოდა აქეთ-იქით. უსიცოცხლოდ მოლასლასებდა და ხელის ნელი მოძრაობის იქნევდა ჩანთას. ბაქარი შეცბა,რომ დაინახა. იმ ლამაზმა და ანთებული თვალების მქონე გოგომ, თითქოს რეინკარნაცია განიცადა და დეპრესიაში მყოფ,მობერებულ ქალად გარდაისახაო.
-როგორ ხართ მია?
-კ..-უნდა ერთქვა კარგადო,მაგრამ ვერ გამოსცრა სიტყვები. -არამიშავს,თავად?
-აგრეთვე. აბა,გისმენთ. რაზე გსურდათ ჩემთან საუბარი?
-თქვენ... აკანკალებული ხმით განაგრძო,-თქვენ მითხარით,რომ თუ რამეს შევიტყობდი თქვენთვის მეცნობებინა.
-დიახ, მაშ,რამე გაიგეთ? მიამბეთ-დაინტერესებული სახით უთხრა და ჩაი გაუწოდა მოსაუბრეს,-მოსვით ხილის ჩაია,საკმაოდ კარგი დასალევია ცივ ამინდში,გესიამოვნებათ.
-მადლობა.. მე....მე, დაგირეკეთ და შეხვედრა გთხოვეთ,იმიტომ,რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მსურს გიამბოთ.
-დიახ,მივხვდი. ნუ ღელავთ.
-გუშინ...
მიას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო და ცოტათი მოუჭირა.. შეშინებულმა აიხედა და მომღიმარი სანდრო რომ დაინახა,ლამის ადგილზე მოკვდა.
-მია,საყვარელო. რა დამთხვეაა. გამომძიებელო ბაქარ,ხომ მშვიდობაა?
შემცბარი გოგო ხმას ვერ იღებდა,ღაწვები აუწითლდა და საშინლად დასცხა. ოფლმა დაასხა და ხელები გაეყინა. თვალებს გიჟივით აცეცებდა, ბაქარი მიხვდა, სანროს მიესალმა და დაბრძანდიო ანიშნა.
-მიას,მე დავურეკე და შეხვერდა ვთხოვე,რამდნეიმე კითხვა მქონდა მასთან.
-მე კი რა აღარ ვიფიქრე..-სიცილით წამოროშა სანდრომ,-ხომ შეგეძლოთ სახლში მოსულიყავით გამომძიებელო?
-როდესაც დავურეკე,თქვენმა მეუღლემ მომიგო გარეთ ვარო,ისე მოხდა,რომ ორივე ლესელიძეზე აღმოვჩნდით და აი აქ გახლავართ.
-გასაგებია. რა შეკითხვები გქონდათ ჩემს მიასთან?
-გავიგე,რომ დარდაცვლილის მეუღლე ყოფილა თქვენთან,რამდენიმე კვირის წინ, მიას გამოლაპარაკებია და მაინტერესებდა.
-აჰ,გასაგებია.
-საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ მია,იმ დღეს?
-მე...არა... არა,არაფერი. უბრალოდ ვწუხვარ მეთქი ვუთხარი და გამოვედი.
-კეთილი.მას შემდგომ არც ზარი ყოფილა და არც რაიმე გსმენიათ ამ ამბის შესახებ?
-ღმერთო,ჩემო! გამომძიებელო-მიუგო სანდრომ,-ხომ ხედავთ,რომ მეტი არაფერი იცის ჩემმა საბრალო ცოლმა,ის ისედაც ისე განიცდის მომხდარს,ძალიან გთხოვთ უარესად ნუ დათრგუნავთ და ეჭვებში ნუ ჩაგდებთ. ხომ ცხადია,რომ ქალი ჭკუიდან შეირყა და მამაჩემს ცილს სწამებს?
-ცხადი არაფერია სანდრო,არაფერი.. არაუშავს,მე მესმის თქვენი.მაშინ ჯერ-ჯერობით ეს საკმარისია.
ბაქარი წამოდგა,დაემშვიდობა და გავიდა.
-რას აკეთებ მია?
მიას თვალები ცრემლით აევსო,ყელში თითქოს რაღაც ახრჩობდა. იმდენი რამის თქმა სურდა,მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ნერვიულად ათამაშბდა თითებს და ცდილობდა გონზე მოსულიყო.
-წუხელ,ხომ გამომძიებელს დაურეკე?
დუმდა..
-მიპასუხე, ხომ ამ ვიგინდარას დაურეკე? რა იცი,რის თქმას აპირებდი მისთვის?
-სახლშიმინდა,სახლში წავიდეთ,სული მეხუთება სანდრო. აქ საუბარი არ შემიძლია.
საჭსთან სანდრო იჯდა,ამჯერად მესაჭე არ ყოფილა. მანქანით მთაწმიდაზე ავიდა,ცოტა ფეხით გაიარეს.. მიას თან ეშინოდა,თან სციოდა. ნაბიჯებს ძალით დგამდა. ხალხი არ იყო,წვიმას გადაეღო,მაგრამ საკმაოდ ციოდა. მოაჯირთან დადგნენ,მთელი თბილი თოვლის ფიფქივით მოჩანდა. ნაცრისფერი დღე იყო.
-მე...ყვლეაფერი ვიცი სანდრო..
-რა იცი?
-ის,რომ თავიდანვე მატყუებდი,რომ არასოდეს გყვარებივარ და არც ახლა გაქვს რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ.
სანდრო შეიშმუშნა,არ ეხამუშა ასე პირდაპირ,მოურიდებლად ნათქვამი სიტყვები.
-ვიცი ისიც,რომ ის საბრალო მუშა...-ცრემლებმა ლამის დაახრჩეს ამის თქმის დროს-რომ ის საწყალი კაცი,იმ ღამით მართლაც მოვიდა.რომ მამაშენი მთავარი დამნაშავეა ამ საქმეში,მან თვითვმკლელობამდე მიიყვანა მუშა. თქვნს გამო დაიღუპა მისი შვილიც და ეს ქალიცრომ მართლას ამბობს ვიცი...
-და რას აპირებ,გაიქცევი და ყველაფერს იმ გამომძიებელს მოუყვები? ის კიდევ მოვა,მამაჩემს ბორკილს დაადებს და ყველაფერი დასრულდება?
მია გამწარებული უყურება,თითქოს მის მაგივრად თავად ცხვენოდა. მის თვალებში იმდენი რამ ირეკლებოდა,სევდა,იმედგაცრუება,სიძულვილი,ტკივილი,ზიზღი,სინანული....
-დიდი ხანი უნდა იყო ბვშვივით? თალები გაახილე,შენ უკვე ოცდახუთი წლის ხარ,მემგონი უნდა ხვდებოდე,რომ ზღაპრები რეალობისგან განსხვავდება. როგორ გგონია, თუ მამაჩემი იზარალებს შენ და შენი ოჯახი მშრალი გახვალთ წყლიდან? მემოგატყუე? არ მყვარებიხარ? კარგი,შეიძლება მე არ მყვარებიხარ,თუმცა იყო მონაკვეთი ჩემი ცხოვრების,როდესაც მეგონა რომ შემიყვარდა. მაგრამ შენ ხომ მოაზროვნე არსება ხარ,იმდენად მეამიტი და შტერი როგორ უნდა ყოფილიყავი,რომ დაგეჯერებინა მსგავსი ზღაპარი. როგორ დაიჯერე,რომ მილიონერის მემკვიდრე გამორჩენის გარეშე იქორწინებდა ღარიბ გოგოზე? ის წყეული მიწის ნაკვეთი რომ მიეყიდა მამაშენს თავის დროზე,ახლა აქ არ მოგვიწევდა დგომა... ჯანდაბა...-მიმოიხედა,ამოიოხრა და განაგრძო-როგორც უკვე იცი,შნ ძმა სექტემბერში გერმანიაში გაფრინდება და მამჩემის მეშვეობით საუკეთესო მუსიკალურ კოლეჯში ისწავლის. იცი ეს რა თანხები ჯდება? გინდა მომავალი დაუნგრიო საწყალ ბიჭს? ან შნი მშობლები,წარმოიდგინე რა დაემართებათ თუ გაიგებენ,რომ მათ ქალიშვილს რაღაც დაემართა.. ჯანდაბა,ნუ ტირიხარ... მეზიზღება ქალის ცრემლები, ისეთი საბრალო ჩანხარ,თავი მონსტრი მგონია. შეწყვიტე გესმის...
-რა ადამიანი ხარ.... ღმერთო,რა ადამიანი ხარ,ღმერთის არ გშინია?
-ღმერთს ნუ ახსენებ,ეს ჩვენ გვეხება...
-შენ საკურთხეველთან ღმერთის წინაშე შემომფიცე,რომ..
-პატარავ, ყველანი ამ მეთოდს ვიყენებთ,რომ მეამიტები დავაჯეროთ. ხალხს ოღონდ ღმერთი უხსენე და ყველაფრის ჯერათ. პოლიტიკოსები რა გგონია წირვასა და ლოცვაზე რწმენის გამო დადიან? რაღა შორს მივდივართ და ეკლესიის ბიუჯეტს თუ შეხედავ გგონია ღმერთმა გაამდიდრა,ღმერთისადმი რწმენით აივსეს ქისები?.. არა საყვარელო.. ქრისტეს არასოდეს უქადაგია ხალიხს მართვა ან ფულის სიყვარული,მაგრამ დღეს იქაც კი ფულზე ქადაგებენ სადაც ღმერთს ახსენებენ.ისინი უბრალოდ ახსენებენ ღმერთს,დანარჩენს კი ხალხი იჯერებს და, მზად არიან მათ გამო ჯოჯოხეთამდე გასწიონ. შენც ასე დაგემართა.. საკურთხეველთან შემოგფიცე?.კი... აბა სხვანაირად დამიჯერებდი?
-მეზიზღები.ჩემში გულისრევის შეგრძნებას იწვევ მხოლოდ. არ მსურს რომ გხედავდე.
-მესმის,შესანიშნავად მესმის,მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. ცრემლები მოიწმინდე და გონივრულად მოიქეცი,თუ არ გსურს ცუდად დაასრულო.
-მემუქრები?
-არა,რას ამბობ, მე უბრალოდ გაფრთხილებ. ენას კბილი დააჭირე,თორემ ცუდი რამეები მოხდება. გგონია მხოლოდ მამაჩემია გარეული ამ საქმეში. აქ ისეთი ხალხია ჩართული, მხოლოდ ორი გამომძიებელი ვერაფერს გახდება და იქნებ ისინიც სიკვდილის სარეცელზე აღმოჩნდნენ მიჯაჭვულნი..სიმართლე რომც თქვა,ეგ სიმართლე ვერ გამომჟღავნდება ხვდები? ამიტომ დაფიქრდი.
-მინდა რომ გავშორდეთ... ჩვენ საერთო აღარაფერი გვაქვს.
-უკაცრავად,ვერ მიგიხვდი..
-გაყრა მსურს..
-ჰა,ჰა,ჰა, კარგად გაგამხიარულე. ეგ შეუძლებელია. შენ ბევრი იცი,მე ვერ გაგეყრები. თანაც ახლა რომ გაგეყარო ხალხი რას იტყვის, მამაჩემის კარიერა დაინგრევა. ჯერ ერთი წელიც არაა რაც დავქორწინდით.მაშინვე ხალხი ჩვენს საქმეში ქექვას დაიწყებს,პრესაც. გაყრა გამორიცხე,ისევ ისე გავაგრძელებთ ყოფნას,როგორც აქამდე ვიყავით. წამოდი ახლა რამე ვჭამოთ,მოგშივდებოდა..
-დამცინი?
-არა.
-შენი აზრით ახლა ჭამის მეტი არაფერი მადარდებს? ასეთი უგულო როგორ აღმოჩნდი..
-ჰო,გამლანძღე,მიდი, გამლანძღე და გულზე მოგეშვება. არ ვარ წინააღმდეგი,მთავარია ამ აგონიიდან გამოხვიდე.
-მძულხარ.
-ვიცი. ჰო,კიდევ, მამჩემს არაფერი აგრძნობინო. ის რაც იცი, მოდი ჩემსა და შენს შორის დარჩეს. მე შენ არაფერს გავნებ,მაგრამ აი, მამჩემმა რომ რაიმე გაიგოს ვითრება უფრო გამწვავდება. ეს არ მსურს.
უკვე ბინდდებოდა, ნელ-ნელა წვიმის წვეთებმა ისევ დაიწყეს ციდან ცვენა და ატალახდა ქალაქის ქუჩები. სახლში ბევრი ნაცნობი სახე დახვდა, მშობლები,ძმა,ორიოდე მეგობარი და მამიდა,თავისი შვილებით. შმოეხვივნენ სახლში მისულთ,გადაკოცნეს. მიას მშობლებს სახეები უცინოდათ, ბედნიერები იყვნენ, მათ ქალიშვილს ჰყავდა მოსიყვარულე,მზრუნველი,განათლებული და შსანიშნავი ქმარი,ასევე მზრუნველი და თბილი დედამთილ-მამამთილი. დიახ, გარეგნულად ეს სწორედ ასე გამოიყურებოდა-თბილი,იდილიური ოჯახი,სადაც ერთმანეთს პატივს სცემენ. მშობლების სიხარულის შემხედვარე გოგოს თავბრუ დაესხა, ყველაფერი თვალწინ დაუდგა,დილანდელი საუბარი,შიში,მუქარა.. უნებურად რამდნეიმე ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-მია, საყვარელო,ჩემო ლამაზო გოგო,-თბილად ჩასჩურჩულა დედამ და მისი გაყინული ხელები ხელებში ჩაიდო_რატომ ტირი? რაიმე მოხდა?-როგორც ყოველთვის დედის გულს ინტუიციამ არ უმტყუვნა.
-არა,დედიკო, ყველაფერი რიგზეა. არაფერზე იდარდო. უბრალოდ თქვენ რომ გხედავთ ბედნიერი ვარ.
-ბედნიერი უნდა იყო შვილო,შენ ამას იმსახურებ. გამომართვი ეს ჩვენი საჩუქარია.-დედამ თბილი თითებით ლამაზი პატარა ყუთი ჩაუდო ხელში ქალიშვილს, -გახსენი,-დასძინა.
ეს იყო ამეთვისტოს საყურეები,რომელსაც თოკზე გამობმული ვარსკვლაის ფორმა ჰქონდა.
-დედა, რა მშვენიერია.. მადლობა
-შენ ხომ ამეთვსტო ბავშობიდან გიყვარს,ჰოდა მე მამაშენმა ეს ავარჩიეთ.
-მსოფლიოში საუკეთესო მშობლები ხართ.-ოჰ,ჩემო პატარა გოგო.
დედა მოეხვია. ემოციებისგან და დარდისგან ძლეული, ჩვილი ბავშვივით ატირდა დედის მკლავებში. მართალს ამბობენ,სანამ დედა ყავს ადამიანს,ის პატარაა.
საჩუქარი დოდომაც უძღვნა რძალს,ეს იყო შანელის ახალი ჩანთა,რომელიც პარიზიდან ჩამოუვიდა. მადლობის ნშნად თავი დაუკრა მიამ და ეამბორა. მთავარი სიურპრიზი კი ზვიადს ჰქონდა, ეს იყო BMW X6,თეთრი,არნახულად ლამაზი და მიზმიდველი. ნებისმიერი რომ იოცნებებდა სწორედ ისეთი მანქანა. მაგრამ რატომღაც მიას სიხარულის მაგიერ,ზიზღის გრძნობა დაეუფლა ამ ნაქანის შემყურეს. არა,მანქანა არ ეზიზღებოდა, ეზიზღებოდა ის ბინძური მოტივი და ხელები,რომელმაც ეს ძღვენი უბოძა. ერთხანს უხმოდ იდგა, ზვიად სიამოვნებსგან სახე გაბადვროდა,მიას მშობლებიც გაოცებულნი შეჰყურებდნენ,ეზოში მდგარ საჩუქარს.
-ასეთ საჩუქარს ვერ ავიღებ,ბატონო ზვიად. ის,ზედმეტად ძვირფასია.
-შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ,ჩემი ქალიშვილი. თუ არ გსურს,რომ გული მატკინო გასაღები გამომართვი.-ხელი გამოსტაცა და გასაღები ჩუდო.
ვახშამი დიდხანს გაგრძელდა,ბოლოს გადაიზარდა შეხმატკბილებულ საუბრებსა და მოგონებათა კორიანტელში. უკვე შუაღამე ხდებოდა მია საძინებელში რომ შევიდა. სული შეეხუთა,როდესაც კარი სანდრომ შეაღო. საძინებლის გვერდით მიას თავისი პატარა ოთახი ჰქონდა,სადაც ხატავდა ხოლმე. იქ რამდენიმე წიგნის თარო იყო,თეთრი საწერი და სახელოსნო მაგიდა და ტყავის სავარძელი იდგა. თბილი პლედი აიღო და გავიდა,რამეს დავხატავო მოიმიზეზა. გულს სნეულება ობივით მოედო,ამას გრძნობდა, შიში და უსამართლობის შეგრძნება მოსვენებას უკარგავდა და ემოციურად ისე ღლიდა,ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა.

 




№1 √ სტუმარი ™ beqa

აუ რამდენ ხანია ველოდები მეცხრე თავს weary . კაია რომ დადე. ძალიან საინტერსოა, არ მოველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას. ყველაფერი სხვა კუთხით მიემართება, უზომოდ მაინეტერსებს რას იზამს მია და საერთოდ,რა მოხდება. მალე დადე რა მეათე თავი,მაინტერსებს ძალიან. კარგად წერ,საინტერესოდ და ერთი ამოსუნთქვით იკითხება. smirk

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent