შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (14 თავი)


24-12-2016, 22:10
ავტორი Keke27
ნანახია 12 735

14.
აკო ისევ არ ჩანდა...
კახელ სტუმრებს მალევე მოყვა ლიკაც.
სახლი ხმაურით აივსო. მიყვარს ასეთი ხმაური. ახლობლების თავშეყრა. სახალისო ამბების გახსენება. მათთან ერთად სიცილი...
ვხედავდი, როგორ ცდილობდა ლიზი დაეფარა მღელვარება, რადგან აკო იგვიანებდა. ტელეფონი გათიშული ჰქონდა. მეც ავფორიაქდი, თან უკვე კითხულობდნენ, სად წავიდა ეს ბიჭი? რატომ აგვიანებს?
_მამიდა, დურეკე? - უკვე მერამდენედ მკითხა ნორამ.
_დავურეკე, მაგრამ გამორთული აქვს. - ვეუბნები გულგაწვრილებული. - მოვა, სად წავა?
_ჰო, მოვა სად წავა? - ამიბა მხარი ბიძაჩემმა. ჩემი მამიდაშვილები ტახტზე ისხდნენ და ტელევიზორის ცქერით გართულიყვნენ.
მე, ლიკა და ლიზი ნორასთან ერთად სამზარეულოში ვიყავით. ჯემალი ბოლთას ცემდა სამზარეულოდან მისაღებ ოთახამდე.
კარზე ზარი გაისმა.
_მოვიდა! - ერთხმად წამოვიძახეთ მე და ლიზიმ და ფეხზე წამოვდექით.
მაშინვე კარებთან მივიჭერი და გამოვაღე. სახტად დავრჩი. ლიზი ჩემს უკან იდგა და გავიგონე, როგორ შეჰკივლა მოგუდული ხმით.
კარებში აკო და ლიზის ერთ-ერთი ძმა იდგნენ.
უნებურად უკან დავიხიე და ლიზის გადავეფარე. ეს ინსტიქტური ქმედება იყო.
ის ბიჭი კი დარცხვენილი იდგა. ვერც წინ დგამდა ნაბიჯს და ვერც უკან.
_ბერდია? - აღმოღდა ლიზის.
_აკო, რა ხდება? - ვკითხე ჩემს ძმას შიშჩამდგარი ხმით, ისე, რომ ბერდისთვის თვალი არ მომიშორებია.
_ შემოდი, შემოდი. - შემოიპატიჟა ცოლისძმა აკომ ისეთი ხმით, თითქოს კარგახნის მეგობარს ეპატიჟებოდესო.
როგორც იქნა გადმოდგა ნაბიჯი არაბულმა და სახლში შემოვიდა.
მივხვდი, რომ საჩხუბრად არ იყო მოსული.
_ოჰ, სიძე მოსულა, სიძე! - მხიარული ხმით მიეგება ჯემალი ჩემ ძმას. თან გადაეხვია. -გილოცავ, გილოცავ!
ლიზი გვერდზე გამწია. მკლავებზე ხელი მსუბუქად მომიჭირა, მანიშნა, რომ არაფერს დაუშავებდა მისი ძმა და მისკენ წავიდა. ბერდიამ თვალებში შეხედა დას. სიბრაზე ბოლომდე არ გამქრალიყო მისი სახის ნაკვთებიდან, მაგრამ მისი თვალები პატიებას ითხოვდნენ ერთადერთი დისგან.
ლიზიმ ათრთოლებული ხელი ჩამოუსვა ძმას სახეზე. ბერდიამ დის ხელი ხელში მოიქცია და მხურვალედ დაუკოცნა. მერე კი გულში ჩაიკრა. ეს იყო საოცარი სანახავი. მე და ლიკა ლიზისავით ვტიროდით. წინა დღით მომხდარი ამბების შემდეგ ამ ყველაფერს ურეაქციოდ ვერ შევხედავდით უბრალოდ.
ტიროდა ნორაც, რომელიც ჩუმად იდგა ამ ხნის განმავლობაში და თვალს ადევნებდა სიტუაციას.
მოკლედ, ლიზის შეურიგდა ერთი ძმა.
ჩვენგან წასული აკო (როგორც აკოსგან გავიგეთ), წასულა ბერდიასთან შესახვედრად. ზუსტად არ ვიცი რა იპალარაკეს, რადგან სიტყვა-სიტყვით არ მოუყოლია ჩვენთვის მათი დიალოგი, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ეს შეხვედრა.
წასვლისას არაბულმა დას უთხრა, რომ ლუკას (მეორე ძმას) დაელაპარაკებოდა.
ლიზი ძალიან ბედნიერი ჩანდა. რამდენჯერმე გადავაწყდი მის თვალებს, თუ როგორი მადლიერი მზერით უცქერდა აკოს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოსვენებას მაინც მიკარგავდა ლიზის ნათქვამი, ნიაკოს შეტყობინების შესახებ.
(თუმცა მოგვიანებით ეგეც გავიგე)...


ოჯახის წევრები ისევ მივუსხედით მაგიდას და საუბარი მხიარულ ნოტაზე გაგრძელდა.
იქვე გადაწყდა, რომ ბედობას, კახეთში უნდა წავსულიყავით. ნორამ და ჯემალმა დაიჯინეს, რომ აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ აკოს და ლიზის გადაპატიჟების სუფრა. როგორც ხდება ხოლმე, ახლად დაქორწინებულ წყვილს მთელ სანათესაოს ოჯახებში უწევთ სტუმრობა. აკო უარს იყო, მაგრამ ვერაფერი გააწყო.
_ის ბიჭებიც წამოიყვანეთ აუცილებლად. - გვითხრა ნორამ, გიგიზე და ნიკოზე.
მე და ლიკამ ერთმანეთს გადავხედეთ. თვალებში ვარსკვლავები ამითამაშდა.
_ხო, მაგრამ რა აუცილებელია მათი შეწუხება. - ვთქვი მე ისეთი ტონით, თითქოს სულ არ გამხარებია.
_რას ამბობ, დარო! - წამოიძახა მამიდაჩემმა. - ისინი რომ არ მოსულიყვნენ, შენ კიდე იმ ბიჭის ზურგზე იქნებოდი შესკუპებული. - ნორას ნათქვამზე გულიანად ახარხარდა ყველა.
_ნორა მამიდა მართალია. - აუბა მხარი ლიკამ. - წამოვლენ, წამოვლენ. პირიქით ძალიან გაეხარდებათ. - დაამშვიდა თან მამიდაჩემი.
_ჰოდა, ასე.. მე ხვალ დილით ექიმთან მივდივარ და საღამოთი კახეთში ვბრუნდებით. იცოდეთ გელოდებით... სოფელში ხომ წახვალთ ალილოს?
_კი, კი აბა?! ბებო და ბაბუ გველოდება. აკო ხომ წავალთ? - მივუბრუნდი ჩემ ძმას.
_უნდა წავიდეთ ხო, ხომ იცი ყოველ წელს იქ ვართ ალილოს და შობას.
_ჰოდა, ბებოს და ბაბუს გავახარებთ ლიზის რომ გაიცნობენ. - ვთქვი მე და ღიმილიანი სახით გავხედე ჩემ რძალს. განაბული გვისმენდა.
ჩემი ძმის მობილური აწკრიალდა. ეკრანს დახედა, მერე კი გათიშა. ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარა.
მე და ლიზიმ ერთმანეთს შევხედეთ. ორივემ ერთი და იგივე გავიფიქრეთ - ნიაკო.

ცოტა ხანს კიდევ დავყავით მაგიდასთან, შემდეგ კი ავალაგეთ. ლიზი და აკო თავიანთ ოთახში შევიდნენ. მალულად ისევ გაშალა იატაკზე ლეიბი, ჩემმა ძმამ.

მისაღებ ოთახში ტახტი გავშალეთ, იქ ნორა და ჯემალი მოთავსდა. იატაკზე კი ჩემი მამიდაშვილები.
ყველა მალევე მიეცა ძილს.
მე და ლიკა კი სამზარეულოში შემოვრჩით. კარი მივხურეთ, თუმცა მაინც ჩურჩულით ვლაპარაკობდით.
_ხვალ ალბათ წავალ სამსახურში. - ვუთხარი და წითელი ლაქი გადავისვი ფრჩხილზე.
_შეძლებ მერე?
_უნდა შევძლო, აუცილებლად უნდა ვიმუშავო, თორემ კლარა გამომაბრძანებს უკან.
_ჰო, თან გიგის ნახვაც გინდა. - მითხრა ეშმაკური ღიმილით.
_შეიძლება.
_აუ, რას წარმოვიდგენდი შენ თუ მანდ მუშაობდი. არასდროს გიხსენებია მისი სახელი და გვარი. არადა რამდენი ხანია ვიცნობ უკვე მაგ ადამიანს.
_ერთხელ როგორ არ წამოგცდა გოგო, ერთხელ მაინც, - ვუთხარი სიცილით.
_აზრადაც არ მომსვლია, დარო. ჰმ, ჰო მართლა, რა უნდა ჩაიცვა რესტორანში?
_ალბათ მსუბუქს და თავისუფალს. ხომ იცი არ მიყვარს ზიზილ-პიპილოები.
_იმ დღისთვის უნდა შეიყვარო, - გაეცინა ლიკას, - ბოლო ბოლო, აბაშიძე იქნება და ძალიან დიდი ეფექტი უნდა მოახდინო მასზე.
_აჰა, მომწონს იდეა, - გავმხიარულდი მეც, - ისეთი ეფექტი, რომ საშინლად დაიბნეს.
_აბა რააა!
_და რა ჩავიცვა?
_კაბა!
_კაბა? მე და კაბა? გამორიცხულია. - შევიცხადე.
_ოჰ, კარგი ახლა. შარვალს ავარჩევ.
_გოგო! ნერვები არ ამიშალო რა, დარო, გთხოვ. ძალიან სადა და ლამაზი კაბა მეგულება ერთ მაღაზიაში, ღია ვარდისფერია, მოგიხდება ძალიან. ნაზს გამოგაჩენს თან ეგ ფერი. - არ მეშვებოდა ლიკა.
_ახლა არ ვარ ნაზი? - გავიპრანჭე და უკვე ცალ ხელზე წასმული წითელი ლაქიანი ფრჩხილები ლოყაზე მივიდე, თვალები კი ნაზად დავაფახურე. ლიკა ჩუმად იცინოდა.
_არა, ახლა გიჟუა დარო ხარ!...
_რაცა ვარ ესა ვარ, ვახ!
_თმა უნდა გაიშალო. არ გწყინდება სულ ეგრე რომ გაქვს შეკრული?
_მიჩვეული ვარ.
_მაკიაჟი უნდა გაგიკეთო საუცხოო. - მოკლედ არ მეშვებოდა ჩემი მეგობარი.
_კარგი, გოგო კარგი. იმდენ იზამ საფრთხობელას დავემგვანები და მართლა შოკირებულ ეფექტს მოვახდენ ყველაზე. - ჩემს ნათვამზე ორივეს გულიანად გაგვეცინა. ვცდილობდით ჩვენი ხმა სამზარეულოს არ გაცდენდა, მაგრამ არ გამოგვდიოდა.
გვიანობამდე შევყევით საუბარს მე და ლიკა. გადავწყვიტეთ როგორც იქნა, ჩაცმულობ, მაკიაჟიც და ვარცხნილობაც.
იმდენი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ გიგიზე საოცარი ეფექტი უნდა მომეხდინა, ერთი სული მქონდა უკვე, როდის დადგებოდა პარასკევი დღე.
ბედნიერებაა როდესაც გვერდით ისეთი მეგობარი გყავს, რომელსაც იმავეს ეუბნები რასაც შენს თავს ესაუბრები მარტოდ დარჩენილი.
ლიკა კი ჩემთვის ასეთი მეგობრების კატეგორიას მიეკუთვნება.

* * *
დილით თენგიზს გადავურეკე, მოსვლას შევძლებ სამსახურში-თქო.
მამიდაჩემი და ბიძაჩემი ექიმთან უნდა წასულიყვნენ. სახლში კი ლიზი, აკო და ჩემი მამიდაშვილები რჩებოდნენ.


აბაშიძეების გალავანს რომ მივადექი, გულის ცემა ამიჩქარდა. ვიცოდი, რომ გიგის ვნახავდი. ეს კი მაფორიაქებდა.
თენგიზი მხიარული სახით შემხვდა. დაინტერესდა ჩემი მტკივნეული ფეხით.
ცოტას ისევ ვკოჭლობდი, მაგრამ ვცდილობდი არ დამტყობოდა ძალიან.
თამროც დიდი სიხარულით შემომეგება.
_ აბა დამავალეთ რა გავაკეთო. - მივმართე თენგიზს და წინსაფარი გავიკეთე.
_პირველ რიგში სასადილო ოთახი მოაწესრიგე. ქალბატონს საუზმობის დრო აქვს. შემდეგ კი მაღლა ადი, საძინებლებს მიხედე. ბატონი გიგის ოთახში არ შეხვიდეთ, ახლახანს დაბრუნდა სახლში და გვიბრძანა არავინ შემაწუხოსო. დაძინებას აპირებს ალბათ.
_კარგი, როგორც იტყვით.
ერთი სული მქონდა, როდის მოვრჩებოდი სასადილო ოთახის დალაგებას, რომ მაღლა ავსულიყავი. ვერ ვისვენებდი, უნდა შემეჭყიტა მის ოთახში. სად დადის ეს ბიჭი ღამ-ღამობით.
როგორც იქნა დავალგე. ოცი წუთი მოვანდომე. თენგიზს ვუთხარი, რომ მაღლა ავდიოდი. კიბეებზე ასვლისას კლარა შემეჩეხა პირდაპირ. ამ ქალის სილამაზე და სიმკაცრე ყოველჯერზე მაოცებდა. თმა დაეწნა და ნაწნავი ბეჭზე ჰქონდა გადმოდებული. მკერდამდე წვდებოდა. ყელიანი ატმისფერი თხელი სვიტერი ეცვა. იამვე ფერის მუხლამდე კაბა და რა თქმა უნდა, მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი. მის თვალებში სიმკაცრეს ჩაებუდებინა უკვე კარგა ხანია. წლებია ალბათ. თუმცა სახეზე აქა იქ, მაინც იყო შემორჩენილი სათნოების ნაკვთები. ეტყობოდა, რომ ცხოვრებისგან დიდი დარტყმა მიიღი და ამ განსაცდელმა გახადა ასეთი.
_უკაცრავად, ვერ დაგინახეთ. - ვუთხარი და გვერდზე გავიწიე, გზა რომ დამეთმო. არც კი შემომხედა, ისე გააგრძელა სვლა.
„ყინულის ქალბატონი“ ჩავიჩურჩულე და სიბრაზის გამოსახატად ენა გამოვუყავი დაჭყანულმა.

დავიწყე დალაგება. ერთ ოთახს რომ მოვრჩი, ჰოლის დაგვა დავიწყე (საერთოდ ბოლოს ვალაგებ ჰოლს). ვგვიდი და თან ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ხმაური გამომეწვია, რათა აბაშიძეს ძილი დაფრთხობოდა. ხან კედელს მივაჯახე ცოხცხი. ხან იატაკზე დავაგდე (ცოცხს ხის ტარი ჰქონდა) საშინელი ხმა რომ გამოეცა. ისეთი ხმა აქვს, იფიქრებთ პისტოლეტი გავარდა.
გაჭრა!
კარი გაიღო და გიგი ტრუსის ამარა გამოვიდა ჰოლში. თმა გაბუძგული ჰქონდა. წვერიც გაზრდია ამ ორ დღეში (ყოველთვის გაპარსული წვერით მყავდა ნანახი). ცალი თვალი მოხუჭული ჰქონდა და მეორე, ძლივს გახელილი თვალით ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა.
_ჰო, რა თქმა უნდა, შენ გარდა ვინ ჩაიდენდა ამას.. - მითხრა დაბოხებული ხმით, სახეზე ხელი მოისვა, ღრმად ჩაისუნთქვა და ჩემკენ გამოემართა. მეთქი რა უნდა? უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი. სულ ახლოს დადგა ჩემთან. ერთი კი ჩავაყოლე თვალი მის უნაკლო სხეულს, ნერწყვი გადავყლაპე და თვალებში შევხედე. - მომეცი ეს დედა არღნიანი ცოცხი აქ! - მწვდა ხელში, რომელში ცხოცხი მეჭირა და ძალით გამომტაცა ხელიდან. ხელი უხეშად გამიშვა და ცოცხიანად დაბრუნდა ოთახში. კარი გაბრაზებულმა მიაჯახუნა.
მუხლები მიჟრიალებდა. თითქოს ძალა წამერთვა. არდა მინდოდა გამცინებოდა. რა მაგრად გავაბრაზე. საზეიმო ფეირვერკი გავისროლე გონებაში და პირზე ხელაფარებულმა სიცილიც დავიწყე.
მოიცა, ახლა ცოცხის გარეშე როგორ დავალაგო? ვკითხე საკუთარ თავს, როდესაც სიცილს მოვრჩი. არადა ორი ოთახი მქონდა კიდევ დასააგებელი და ჰოლი ზედ დამატებული. ვინ მაცალა დასრულება. მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, მტვერსასრუტი უნდა ჩამერთო. მაგრამ ეს რომ გამეკეთებინა, აბაშიძეს მართლა ვერ გადავურჩებოდი. ამიტომ ისევ დიპლომატიური გზით გადავწყვიტე პრობლემის მოგვარება, რომელიც თავადვე შევუქმენი თავს.
ძალა მოვიკრიბე და გიგის კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე. არ გამომეპასუხა. ორი წუთი შევყოვნდი და კაკუნი ისევ გავიმეორე. ამჯერადაც ფრთხილად. თან ყური მივადე კარებს. ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მომეშალა ნერვები და მთელი ძალით დავუბრახუნე მერე. მესმის ბრახუნის ხმა ოთახიდან, მგონი საწოლიდან გადმოვარდა ამ ხმაურზე. ჩქარი და მძიმე ნაბიჯებით მოუახლოვდა კარს. მეთქი ახლა ცუდადაა ჩემი საქმე და სად დავიმალო-თქო, უკან დავიხიე, აქეთ-იქით გავიხედე, რომელ მხარეს იყოს მომგებიანი გაქცევა დავზვერე და ბატონი გიგიც გამოჩნდა.
_რა გინდა, გოგო რაა! რატომ არ მაცლი ძილს, ვააახ! - არ უყვირია, მაგრამ არც არაფერი დაუკლია.
_ცოცხი დამიბრუნეთ, ჩემი საქმე უნდა გავაგრძელო. - ვუთხარი მშვიდად. არადა რად დამიჯდა ამ სიმშვიდის მოკრება.
_რა არის შენი საქმე, ცოცხი კედლებს შეახეთქო და იხმაურო? - ხმას არ ცვლიდა. ცალი ხელით კარებს ჩაფრენოდა, მეორეთი კი კარის ჩარჩოს. ისევ ტრუსით იყო. შავი, შორტისმაგვარი ტრუსი ეცვა. რა მაგარი ტანი აქვს, არა ამქვეყნიური.. სვიტრის საყელო საჩვენებელი თითით გამოვიწი. რომ დაგცხებათ ისე. შევატყე, მიმიხვდა ქმედებას. ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
_ცოცხი არ იქნება. ისე დაალაგე. - მითხრა მკაცრი ხმით და ისევ მოაჯახუნა კარი.
სისხლი ტვინში ჩამექცა. მართლა გავბრაზდი. რა მოხდებოდა გამოეგდო ის ცოცხი გარეთ და ისიც დაისვენებდა მეც.
დაუკაკუნებლად შევაჭერი მის ოთახში.
_ძილი თუ გინდოდათ, საღამოს ადრე დაბრუნდებოდით სახლში და ნორმალური ადამიანივით დაწვებოდით და დაიძინებდით. მე აქ ვმუშაობ, ხან ვიხმაურებ და ხან არა. უჩინმაჩინი არ ვარ ისე ვაკეთო ჩემი საქმე. - სულის ამოუთქმელად ვუთხარი, ტან თვალებით ცოცხს ვეძებდი, რომ ამეღო. საწოლთან იდგა გიგი და „ღმერთო ასეთი რა შეგცოდე“ სახით მიყურებდა....

_____________________________________________

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის.
საშობაო არდადეგები დაგვეწყო და იმედია მალ-მალე შემოგთავაზებთ ახალ თავს.

ვიმედოვნებ, რომ ისიამოვნეთ ამ თავით.



№1  offline წევრი ლეტი

ვგიჟდებიიიიიი!!! საუკეთესოა !!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

au magari iyoo bolo nawili mainc gansakutrebit. momenatreeeee

 


№3 სტუმარი Guest Eka

Ra patara iyooo amdeni xania ar gamochenilxar da es mocucqnuli ar meyo

 


№4  offline ადმინი მწარე

დედა დედუნააა მაღირსეეე
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№5 სტუმარი Guest lale

ვაიმეე დაროო დაროო შე გადარეულოო...კი ხარ გიჟი მაგრამ როგორ ყიდი შენს თავს..არ შეიძლება მასეე ცოტა შემოუძახე თავს ნუ ჩაადნი გიგიისს ..რა გაძლებს მომდევნო თავამდდეე...

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა მაგარიიი იყოოო <3

 


№7  offline წევრი Kusaaa

საუკეთესო ისტორიის საუკეთესო ავტორი ვგიჟდები შენზე ჩემო ტკბილო :*

 


№8 სტუმარი Lana

Vauuu unikaluria male dade ar gvalodinoo

 


№9  offline წევრი მოლურჯო

ვეღირსე
მაგრამ არ მეყო მაინც.
--------------------
მარიამი

 


№10  offline წევრი Mtirala

Au ar myofnis eseti patara tavebi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№11  offline წევრი FLAWless

მიყვარს მე ეს საოცარი ისტორია თავისი არაორდინალური და მშვენიერი პერსონაჟებით❤️❤️ სასწაული ხარ კეკე

 


№12  offline ადმინი ano23

მეჩვენება თუ აკო ლიზის მიმართ მოლბა და სულ სხვანაირად დათბა? ^_^ ❤

 


№13  offline წევრი ნ ი ნ ა

Dzalian miyvars sheni istoriebi,veli momdevno tavs

 


№14 სტუმარი ბუსა

ვაიმეეე *-* ვგიჟდებიი მე შენზე *-* შენიყვარდა უკვე ეს ისტორია *-* ვველიი შემდეგ თავს მოუთმენლად *-*

 


№15 სტუმარი გვანცა))

როგორ მიყვარს❤

 


№16  offline წევრი NniNna

ამდენად დიდი შუალედების მერე ცოტა დიდი თავები რომ დადოთ არაა!? :// ძალიან მიყვარს და ვერთობი ამას რომ ვკითხულობ მაგრამ ..

 


№17  offline წევრი ლუკკიანეცცი

ისე ეს გოგო დასავლეთელი არ არის და ბებია-ბაბუას ნაცვლათ პაპა-ბებიას უნდა ამბობდეს:)))
მომწონს ძალიან, სასიამოვნო და სახალისო წასაკითხია.

 


№18  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

უჰუ^-^
ვგიჟდებიი^-^

 


№19 სტუმარი Guest ნატალი

კეკე ვგიჟდები შენზე...
მოუთმენლად ველი ახალ თავს ყოველთვის.წარმატებებს გისურვებ ყველგან და ყოველთვის.
გთხოვ, მალე არ შეარიგო ეს წყვილი და არ დააქორწინო.ცოტა აწცალე რაა :) :)
პ.ს. ძაან ბოროტილად თუ არ გამომივა :)

 


№20 სტუმარი ია

ვსიო რა,სულ თითო საათში რომ დადო აღარ წავიკითხავ,რა უბედურებაა ამხელა პაუზები...მშვიდობით

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა აქ კარგი რომ არაფერი მოხდება უკვე ვიცი

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

_ძილი თუ გინდოდათ, საღამოს ადრე დაბრუნდებოდით სახლში და ნორმალური ადამიანივით დაწვებოდით და დაიძინებდით. მე აქ ვმუშაობ, ხან ვიხმაურებ და ხან არა. უჩინმაჩინი არ ვარ ისე ვაკეთო ჩემი საქმე. -

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent