შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლი 12 თავი


28-12-2016, 01:18
ავტორი du-da
ნანახია 2 134

საშინელი სიზმარი მესიზმრა,ბნელ ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და სკამზე მიბმული.თეთრი საქორწინო კაბა მეცვა და
ირგვლივ აუარება სისხლი იყო.ვყვიროდი და ხმა არ ისმოდა,ხელების გახსნას ვცდილობდიდა ვერ ვამოძრავებდი.დაფეთებული წამოვხტი საწოლში
რასაც ლუკას გაღვიძებაც მოყვა.
-დამშვიდდი მაკრინე
-ვერ ვსუნთქავ.ამოვიხავლე და ფეხზე წამოვხტი
-შემომხედე.მიყვირა ფალიანმა და მკლავებში მომიქცია,დაწყნარდი და ღრმად ისუნთქე,უბრალოდ სიზმარია .
ნელ ნელა დაწყნარება დავიწყე და სუნთქვაც დარეგულირდა,
-აი ეგრე კარგი გოგო ხარ,წყნარად მაკრინე წყნარად
- წამიყვანე აქედან გთხოვ.მის სიახლოვეს ვერ ვსუნთქავ.ლუკა გემუდარები ამ დამპალ კედლებში ვერ გავჩერდები
-კარგი კარგი მივდივართ
სწრაფად წამოკრიფა მისი ნივთები და როგორც კი დარწმუნდა რომ მზად ვიყავი კარებზე დააბრახუნა.თხუთმეტ წუთში უკვე
ჩემს სადარბაზოსთან ვიდექით
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები?
-კი ლუკა წადი დაისვენე შენც,მადლობა ყველაფრისთვის
-ამითი შენი სისულელეები არ დამთავრებულა ხო? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კარგად გაგიცანი მაკრინე
და დარწმუნებული ვარ რაღაცას მოიმოქმედებ და ვიცი ეს კარგი არ იქნება.
-დასარული სჭირდება ყველაფერს,
-საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე არა მაკრინე.ისეთი არაფერი გააკეთო რითიც ბევრ ადამიანს ატკენ გულს
-უკვე ვატკინე ყველას როცა გეგა ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვი და ყველა საფრთხეში ჩავაგდე.
-ყველა ცდება ცხოვრებაში,არამცთუ შეყვარებული ქალი,როგორ გგონია ვინმე გამტყუნებს? გიყვარდა და ეგ არაა სასირცხვილო,სხვა მხარეა როგორი იყო გეგა
-ლუკა რას მიშვები ეხლა? ხანდახან მგონია რო გინდა ისევ მიყვარდეს
-მინდა რო არ გეშინოდეს იმისი რასაც აქ გრძნობ.ფალიანმა ხელი ასწია და გულზე დამადო.მინდა თავდაჯერებული იყო როცა ერთ დღეს პირისპირ შეხვდები.
მინდა ყველანაირი ტკივილის გარეშე დაასრულო მასთან ეს ყველაფერი.
-ეგ არ მოხდება ლუკა ამ ამბიდან მშრალად ვერ გამოვალ
-გამოხვალ მაკრინე.შენს უკან ძლიერი გუნდია,მუდამ მზად ყოფნაში არიან სანდრო და მიშო.დაუნახავი უნდა იყო ვერ მიხვდე რამდენს ნიშნავ ორივესთვის,შენს მშობლებზე რას იტყვი?
და ბოლოს მაგრამ მაინც ვდგავარ მე ამ სიაში.აგიჩემე რომ არ მოგატყუო გულის ერთ ნაწილს მართლა ძულხარ მეორე ნაწილი ვერ გთმობს მაკრინე.მხოლოდ მაშინ ვიქნები მშვიდად
მაშინ შევძლებ შნს დატოვებას და ჩემს გზაზე წასვას როცა მაგ თვალებიდან შიშს გაგიქრობ
-წახვალ? რატომღაც გული შემიქანდა ამის მოსმენისას
-კი წავალ,არ არსებობს ძალა რომელიც შენს შყვარებას მაიძულებს.ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი
-გაგიჟდი ხო? არც მე ვაპირებ შენს შყვარებას ლუკა,ამხელა ამბიციებით ნუ მოძრაობ საზიანა. მე არ ვიცი რა მისია გაქვს ჩემთან მიმართებაში,მაგრამ მე შენი დახმარება არ მჭირდება
არ მინდა ყოველ წუთას ვისმენდე შენგან როგორ ვერ მიტან დაა ასე შემდეგ,თავი
მათხოვარი მგონია რომელიც რაღაცას გეხვეწება,არადა რეალურად საერთოდ რომ არ არსებობდე ჩემს ირგვლივ უკეთესი იქნება.
მოკლედ ჩათვალე სამსახურიდან გაგანთავისუფლე,ჩემი კუდში დევნა აღარაა საჭირო და გთხოვ ჩემგან თავი შორს დაიჭირე.
გაბრაზებულმა მივახალე და მანქანიდან გადავედი,სწრაფად შევვარდი სადარბაზოში და სიბნელეში გავჩერდი,გარკვევით დავინახე როგორ შიკურთხა და საჭეს თავი ჩამოადო.
"ეს ჩემზე უარესი მაზოხისტია" გამიელვა გონებაში და იქვე კედელთან ჩავცურდი,უბრალოდ ვიჯექი და ველოდებოდი როდის წავიდოდა.

* * * *
სანდრომ გაბრაზებულმა დააგდო გაწუწული ქალი დივანზე და მეორე ოთახში გავარდა
-არა მართლა სულელი ხარ გოგო თუ თმის ფერი მოქმედებს ერთი.რას ფიქრობდი რო გარბოდი რას? ყვიროდა სანდრო და თან პირსახოცით უმშრალებდა თმებს აკანკალებულ ქალს
-შემეშვი..
-მორჩი ეხლა ნერვები არ მომიშალო თორე სასწაულს გიზამ.კბილებში გამოსცრა ბიჭმა და ლიზას ხალათს დასწვდა
-რას აკეთებ?
-ნუ ფართხალებ ხო ხედავ ისე გაკანკალებს ვერც ლაპარაკობ.გხდი რას ვაკეთბ,სველი ტანსაცმელი თუ არ გაიხადე გაცივდები ადამიანო რა გჭირს? პატარა ბავშვი ხარ?
-მე თვითონ,გაიბრძოლა ლიზამ და სანდროს ხელები მოიშორა
-ოხ რა ჯიუტი ხარ რა ჯიუტი.მიდი ჩაიცვი და უნდა ვილაპარაკოთ თან საკმაოდ სერიოზულად

* * * *
მიშომ მანქანა ბართან გააჩერა და შიგნით შევიდა,ერთი ორი ჭიქის დალევა არ აწყენდა დაძაბული დღის შემდეგ.
ერთს მეორე მოჰყვა და სათვალავი აერია მერამდენე ბოთლი დაცალა.ბოლოს მის მაგიდასთან მჯდომი ლამაზი გოგო ახსოვდა რომელიც ამაოდ ცდილობდა მისთვის სასმელი
აეცალა.საშინელმა თავისტკივილმა გამოაღვიძა.პირველი რაც თვალში მოხვდა თეთრი ჭერი იყო,რომელიც არ ეცნო და გაკვირვებულმა მოათვალიერა ოთახი.ყურადღება ფანჯრის რაფაზე
მჯდომმა გოგომ მიიიქცია რომელიც აშკარად ტიროდა.მიშომ თვალები დახუჭა და შეეცადა გაეხსენებინა წინა ღამეს რა მოხდა,ყველაფერი არა მაგრამ ფრაგმენტებად გაახსენდა და სწრაფად ჭყიტა თვალები
მეორე შოკი თეთრ ზეწარზე გუშინდელი საქციელის შედეგის დანახვისას მიიიღო.გაჭირვებით წამოდგა ფეხზე,ჩაიცვა და ქალისკენ გადადგა ნაბიჯი
-მგონი უნდა ვილაპარაკოთ.საკუთარი ხმა ვერ იცნო
-მგონი.ტირილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა გოგონამ და მიშოსკენ შებრუნდა.ბიჭს თვალებიი გაუფართოვდა გაოცებისგან
-შეენ?
-ეს რა ვქენით მიშო?
-ანასტასია აქ რას აკეთებ?
-შენი აზრით? იყვირა წყობიდან გამოსულმა გოგომ.ხვდები რა მოხდა გუშინ?
-მე კი ვხვდები მაგრამ შენ ცოტა პატარა არ ხარ მაგისთვის ბაშვო? ან სად შეგხვდი?
-გეყოფა ეხლა,ბარში შევხვდით მეც ნასვამი ვიყავი
-რატო იყავი ნასვამი?რამდენი წლის ხარ ანა?
-18ის
-ვაიმე ღმერთო მიშველე,თავში ხელი შემოირტყა მიშომ და საწოლზე ჩამოჯდა.ლიზას რა პირით შევხედო რა ვუთხრა სიმთვრალეში შენს პატარა დეიდაშვილთან მეძინა მეთქი?
თუ მისი პირველი მამაკაც ვიყავი მეთქი?
-ლიზაზე ფიქრობ? ცრემლები წამოუვიდა გოგოს.მოდი დაივიწყე რა არაფერი მომხდარა,შეველევი როგორმე ამ ერთ ქალიშვილობას
მიშო ბიძია.
-მოიცადე სად მიდიხარ? ფეხზე წამოხტა ბიჭი და ტანსაცმლის აკრეფაში გართულ გოგოს ეცა
-არ მომეკარო.იყვირა ანამ
-მოიცა ეხლა დაწყნარდი,რა პანიკაში ხარ,გეგონება ძალა დაგატანე
-ვერ ხვდები ხო?შენთვს არაფერი ჩვეულებრივად ქალთან იყავი და მორჩა,მე?ყველაფერი დავკარგე ყველაფერი ჩემი უაზრობის გულისთის
-მოდი მშვიდად გადავწყვიტოთ.მე ცოლად მოგიყვან
-კაი ერთი.სიმწრით გაეცინა გოგოს.
-დამცინი?
-როგორ მიხვდი? დაგეხმარა ვინმე? ვის უნდა გავყვე ცოლად,კაცს რომელიც ბავშვობიდან მიცნობს?კაცს რომელსაც ჩემთვის საწუწნი კამფეტები მოქონდა და ლოყაზე მჩქმეტდა?
კაცს რომელიც ვერასდროს აღმიქვამს ქალად?
-რას მოითხოვ მითხარი და ისე მოვიქცევი.ამოიოხრა მიშომ
-უბრალოდ დაივიწყე გუშინდელი ღამე,საერტოდ არ შევხვედრივართ ერთმანეთს,იმ ყველაფრის ხათრით გთხოვ
-კი მაგრამ
-არა მიშო უარესად ნუ დამამცირებ გემუდარები.ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.

მოკლედ ჩემო კარგებო ვდებ ახალ ტავს,ვფიქრობ ნელ ნელა უფრო საინტერესო გახდება. ამ თავში უკვე მიშოს შესახებაც იქნება და სანდროს ა ლიზას ურთიერთობას დაიწყებს განვითარებას,ვცდილობ მარტო კვლელობის თემა არ იყოს,მადლობთ და იმედია ისიამოვნებთ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო ძალიან.ნამდვიპად მომწონს ეგ გადაწყვეტილება,რომ მარტო მკვლელობაზე არ იყოს.იმედია მიშოს რამე გრძნობები ექნება ანას მიმართ.აი ლუკა მაგიჟებს რა,ვერ გავგე რა უნდა საერთოდ.სანდრო კიდე იმედია გამოუტყდება ლიზის და დაისვენებენ ეგენიც და ჩვენც
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent