შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულა XI


9-01-2017, 22:19
ავტორი lipsspil
ნანახია 1 448

გაზაფხულა XI

-როგორ მოგეწონა პირველი სამუშაო დღე?
-კარგი იყო, ცოტა უცნაური, თუმცა კარგი.
-უცნაური?
-ჰო.. თქვენთან მოხვედრა უცნაური იყო, ძალიან..
-არ იცოდი სად მოდიოდი?
-მეილში, რომელიც მივიღე, ინფორმაცია არასწორად იყო მითითებული. თქვენი კომპანიის მაგივრად ფრანჯეო ეწერა. მე არც თქვენი კომპანიის სახელი ვიცოდი, მაგრამ სწორად რომ მოეწერათ, დავგუგლავდი და ვნახავდი, რომ თქვენი იყო..
-აღარ დათანხმდებოდი?
-აღარ გამიკვირდებოდა.. - ბაჩას ღიმილმა შეურხია ტუჩის კუთხე.
-რაღაც მინდა გთხოვო..
-გისმენთ
-დღეს თავს უფლება მივცეთ ცოტა განვიტვირთოთ, ძალიან მალე არ გაიქცე, კარგი?
-რომ არ დაგთანხმდეთ გაბრაზდებით?
-არ დათანხმების მიზეზს ვერ ვხედავ, მეორეც კი, გავბრაზდები! - ბაიამ ღიმილით უპასუხა. ბატონი ბაჩანა როგორც ყოველთვის თბილად დახვდა მათ.
-ბაიას ახალი ამბავი აქვს შენთვის ბაბუ..
-მართლა ბაბუ? აბა გისმენ..
-იცით რა მოხდა? უნივერსიტეტმა სტაჟირებაზე გამიშვა, იცით სად? თქვენ კომპანიაში..
-სად ჩემ კომპანიაში..
-თუთისანში..
-კაი კაცო! რას მეუბნები, ეგ როგორ, აი დამთხვევა!
-ჰო, ასე უცნაურად დაემთხვა, მართლა უცნაურად. აი ასე პირდაპირ ბატონ ბაჩასთან მოვხვდი, სხვას რომ მოეყოლა, ალბათ თვალებმოჭუტული შევხედავდი და არ დავუჯერებდი, თურმე მართლა ხდება ასეთი უცნაურობები..
-თურმე.. - მოხუცმა იჭვნეულად გადახედა ბაჩას - პირდაპირ ბაჩასთან მოხვდი გამოდის, სასწაულია პირდაპირ - მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა და ბაჩას თვალებით ჰკითხა აქ რა ხდებაო..
-ჰოდა ბაბუ, დღეს ამ ამბის აღსანიშნავად ამოვედით, რამე გექნება გადანახული
-კი ბაბუ, როგორ არა, შენ ოღონდ მოინდომე! - მოხუცს ძალიან მოეწონა ინიციატივა და მაშინვე დაფაცურდა.
-ისე მართლა რა უცნაურია, რაც მეტს ვფიქრობ უფრო მეუცნაურება ეს დამთხვევა..
-ჰო, სწორედ ასეთივე უცნაურია დანარჩენი სამი სტაჟიორისთვისაც
-მათთვის რატომ?
-იმიტომ, რომ შენი კურსელები არიან, შენ რომ სულ არ მოსულიყავი, იტყოდი რა უცნაურია, როგორ მოხვდნენ ჩემი ჯგუფელები თუთისანშიო
-ჰო, მართალია, ალბათ ეგეც გამიკვირდებოდა..
ბატონმა ბაჩანამ სასმელი გამოტანა, ჯერ ბაღის ამბებს გადახედეს, მოილაპარაკეს და სასმელიც დააგემოვნეს, უცებ მოხუცს ერთი იდეა დაებადა
-ისე, ერთი არაფორმალური დავალება მეც მინდა მოგცეთ..
-გისმენთ..
-შენ ხომ ყვავილებთან მეგობრობ? შენ კიდევ ეგრედ წოდებულ ივენთებთან.. ჰოდა გამოყავით მცირედი დრო და ერთობლივად გააკეთეთ წვეულება ამ ბაღში, აღარ გაგიჭირდებათ, მაინც ერთად მუშაობთ..
-კარგი აზრია, რას იტყვი?
-კი ბატონო, წვეულების დაგეგმვას კი დაგპირდით, მაგრამ მართალი გითხრათ ცოტა მეშინოდა, ახლა აღარ შემეშინდება, იმიტომ, რომ ვიცი შეცდომა რომ დავუშვა, შემისწორებენ და აღარ შევრცხვებით..
-ხშირად უნდა მიირთვა ალკოჰოლი - გიულწრფელი ღიმილით უთხრა ბაჩამ
-რატომ, რამე ავურიე? რა დავაბრეხვე? - გაეღიმა ბაიას
-არაფერი, ნასვამი ძალიან გულწრფელი და.. გულწრფელი ხარ.. - აღარ დაასრულა პირზე მომდგარი „საყვარელი ხარ“ ბაჩამ.
-უჰ.. დიდი ამბავი, გულწრფელი სულ ვარ,
-სხვა დროს შენგან თითოეული სიტყვის მიღებაზე უნდა იბრძოლოს ადამიანმა, მე ყოველ შემთხვევაში..
-არაფერიც, ნასვამს ალბათ სითამამე მემატება უბრალოდ, როგორც წინაზე შევატყვე, მგონი ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ჩემზე..
-ძალიან კარგი..
-არა.. არა შევცვალოთ თემა, მაგალითად მეტი მიამბეთ კომპანიაზე..
-ამას სხვა დროსაც მოვასწრებთ, უფრო ფორმალურ გარემოში. ბაბუ, დამეხმარე ავალაპარაკოთ ბაია
-ცოტაც დავალევინოთ ბაბუ, მერე თავისით აჭიკჭიკდება და აჟღურტულდება ტკბილად, მე მანამდე ყავას გავაკეთებ, სხვათა შორის მე თვითონ!
-არა, მე მოგეხმარებით - წამოდგა ბაია
-მე რომ ვთქვი ყავას თვითონ გავაკეთებ მეთქი, თავის მოწონება მინდოდა, ჰოდა მაცალეთ - გაიღიმა მოხიცმა და სამზარეულოსკენ გაემართა
-ნეტავ თუ იცით რა ბედნიერი ხართ, რომ ის გყავთ
-ბაბუ?
-ჰო..
-ვიცი, ბედნიერი ვარ და კიდევ უფრო მეტი მინდა. შენ?
-მე?
-ჰო შენ! შენ რა გინდა?
-ბედნიერება ყველას უნდა, ოღონდ თვითონ ბედნიერებაა სხვადასხვანაირი ყველასთვის
-შენთვის როგორია?
-ოქროსფერთმიანი, ზღვისთვალა და ძალიან საყვარელი!
-და ლილე ჰქვია..
-ლილე!
-სხვა?
-ამაზე მეტი? არაფერი!
-ნაკლები?
-ნაკლები ბევრი ბედნიერება ერთად, პატარები, დიდები, უმნიშვნელოები, მნიშვნელოვანები, ბანალურები, უცნაურები..
-განმარტე, ეგ ზოგადია
-ახლა რომ ეს განვმარტო, იფიქრებთ, რომ სულელი ვარ
-ვნახოთ..
-ვნახოთ, ვნახოთ..
-ბაია, რამდენი უნდა დაგალევინო, რომ მარტივ კითხვებზე პასუხები არ გაართულო?
-თქვენ გგონიათ ბედნიერებაზე კითხვები მარტივია? იცით, რომ ზოგმა საერთოდ არ იცის ამ კითხვაზე პასუხი? და განა ბავშვებმა, დიდმა, ზრდასრულმა ადამიანებმა. ზოგი ვერ აფასებს, ზოგს არ გააჩნია, ზოგს მეტი უნდა, ზოგი მარტო დროის გასვლის მერე ხვდება..
-შენ?
ჩემთვის ბედნიერება ლილეა, კიდევ ჩემი ოჯახი, მეგობრები, ადამიანები, ბევრი ადამიანები! კიდევ გარემო, სამყარო, დედამიწა, თავისი ფლორით და ფაუნით.. მე ბედნიერებას თვითონ ვქმნი, ეს ნამდვილად შემიძლია! იცით რა შემიძლია? დილით სახლიდან გამოვიდე, ფოთლებს დავაკვირდე და ვიფიქრო, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რაკი მათი დანახმა შემიძლია, შრიალის მოსმენა, სურნელის შეგრძნება, შეხება, რომ შემიძლია მოვწყვიტო, მაგრამ არ ვწყვეტ, ესეც მაბედნიერებს! როგორი ცუდი სიზმარიც არ უნდა ვნახო, დილით ყოველთვის შემიძლია ამ პატარა ბედნიერებების მოგროვება..
-ცუდ სიზმრებს ხშირად ხედავ?
-ჰო, ვხედავ ხოლმე. მაგრამ არ მეშინია მე მათი.. იმიტომ, რომ სიზმარში ვხვდები, რომ სიზმარში ვარ.. სწორად ვთქვი? მგონი კი - დაფიქრდა და საუბარი განაგრძო, ბაჩას ისევ შეეფინა ღიმილი - აი სიზმარში რომ თავის დამშვიდება შემიძლია, ეგეც ხომ ბედნიერებაა? წარმოიდგინეთ როგორ დავიტანჯებოდი ამას რომ ვერ ვხვდებოდე.. რატომ ვბოდიალობ ამდენს? ახლა ნამდვილად იფიქრებთ, რომ სულელი ვარ..
-წინასწარ ნუ გადაწყვეტ.
-თქვენთვის რა არის ბედნიერება?
-არც ღირს თქმა, დაკნინდება შენთან..
-ვნახოთ..
-და აი ისიც, კლასიკური „აბაროტი“ - გაიცინა ბაჩამ
-ეს არ არის სამართლიანი, მე ამდენს მალაპარაკებთ, თქვენ არაფერს ყვებით!
-კარგი, მოვყვები, რა გაინტერესებს?
-მე მაინტერესებს? რა მაინტერესებს?
-შენ მითხარი..
-კარგი.. ოდესმე თუ გიიძულებიათ ვინმე, რამე გაეკეთებინა?
-სამსახურში?
-არა, ისე, სხვა დროს..
-არ ვიცი, ალბათ ყოფილა ეგეთი
-ყოფილა?
-ჰო..
-მერე? არ შეგეცოდათ?
-იცი ბაია, თუ ასეთი რამ მომხდარა, უსამართლოდ არა..
-სულ არ შეგეცოდათ?
-ალბათ კი, მაგრამ ასეთ დროს სენტიმენტი ყოველთვის უადგილოა
-კარგი..
-მგონი არ მოგეწონა პასუხი
-მე თქვენ პასუხებს მოსაწონებლად ან დასაწუნებლად არ ვისმენ, ამის უფლება არც მაქვს. საუბარი თემამ მოიტანა უბრალოდ..
-სულ მგონია, რომ რაღაც ბევრი გაქვს მოსაყოლი, მინდა, რომ მომიყვე..
-მოკლედ გეტყვით.. არაფერია ჩემ შესახებ ისეთი, რაც თქვენ ინტერესად და დროის კარგვად ღირს. დამიჯერეთ.. აი სხვა დანარჩენს, უკვე სამუშაო გარემოში აღმოაჩენთ, თქვენც და თქვენ წარმოიდგინეთ მეც.. ჩემთვის ეს ყველაფერი პირველია, ძალიან მინდა თავი გავართვა, თავს არ დავზოგავ ამისთვის!
-და აი ისიც.. საუბრიდან გაქცევის დიდოსტატი! არაუშავს, კიდევაც ვნახავთ გაზაფხულს.. - ბაიას ისევ მოაწვა ყელში მოუსვენრობის ბადრო, თავი გაუცხელა უსიამოვნო შეგრძნებამ. დროულად გადაატანინა ბატონი ბაჩანას მორთმეულმა ყავამ ყურადღება და ღიმილის ძალა დაუბრუნა. ერთხანს კიდევ გაჩერდნენ, ალკოჰოლი აითვისეს, ბაია გამხიარულდა, გაშინაურდა, ათასი სასაცილო ამბავი მოჰყვა, საოცრად გამოსდიოდა ასეთი ამბების თხრობა, არც ხმის მიმსგავსება ეშლებოდა. ბაჩა უყურებდა ბაიას და ხვდებოდა, რომ ეს იყო ნამდვილი, ყველაზე ნამდვილი ბაია, ასეთი მხიარული და საყვარელი. თვითონაც რომ არ იცოდა ისეთი ლამაზი და უბრალოების შარმით სავსე! ხვდებოდა, რომ საათობით შეეძლო მისთვის ეყურებინა და არა მხოლოდ.. ათასი რამ გაიფიქრა! ათასი რამ წარმოიდგინა, თუმცა არც ერთი წარმოსახვა არ ყოფილა ბაიას გარეშე.. ხვდებოდა, რომ სწორედ ეს გაზაფხულა სჭირდებოდა ასე ჰაერივით, რომ მოესვენა, დამშვიდებულიყო, დამტკბარიყო, ხვდებოდა, რომ მისთვის ბრძოლაც ღირდა, დათმობაც და გულის სიღრმეში ნანობდა, რომ როგორღაც დააგვიანდა, რომ როგორღაც სხვამ მასზე ადრე იპოვა ის.
-წავედით? - ამოთქვა მოულოდნელად და მიხვდა ეს თვითონ კი არა, ბაიასთან მარტო დარჩენის მოუთმენელი მსურველი, მისი ალტერ ეგო იყო..
-უი კი, მგონი დროა, პირობას ვდებ, რომ აღარ გავეკარები თქვენ კონიაკს, სანამ ჯერ კიდევ ნორმალურ ადამიანად მთვლით..
-მე ვდებ პირობას, რომ ამოხვალ თუ არა, მაშინვე, კარებშივე დაგალევინებ ერთ სავსე ჭიქას, რომ ასეთი იყო - ჯერ კიდევ სიცილით მიუგო მოხუცმა და თბილად ჩაეხუტა. ბაიას ღიმილი მანქანაშიც არ მოშლია სახიდან.
-რა კარგი იყო, რამდენ ხანს მეყოფა ეს განწყობა!
-ჰო, კარგი იყო.. აქ ერთი ადგილია, ძალიან ლამაზად ჩანს თბილისი. გინდა გავაჩეროთ?
-არა, ისედაც დაგაგვიანეთ მგონი, ჯობია მალე ჩავიდეთ
-არ დამაგვიანე, საქმე აღარ მაქვს, არც შენ, ასე, რომ ვაჩერებ! - ბაჩამ გზიდან გადაუხვია, საკმაოდ შემაღლებულ ადგილზე ავიდა და გააჩერა. მართლა ძალიან ლამაზად ჩანდა ქალაქი იქიდან.
-მოგწონს? - ჰკითხა მანქანიდან გადმოსულ ბაიას, ღიმილით რომ გასცქეროდა მოციმციმე შუქების კონას
-კი.. ძალიან..
-აქ ცოტა ცივა.. - ბაჩა ბაიას მიუახლოვდა და თავისი მოსაცმელი მოახურა, მხრებზე ხელი ჩამოუსვა. უცებ მისი თმის სურნელი შეიგრძნო და ადგილიდან აღარ დაძრულა, სურნელიც არაამქვეყნიური ჰქონდა ამ გოგოს
-მადლობა, არ მცივა - შემობრუნდა ბაია და მის პირისპირ აღმოჩნდა. სიბნელეშიც გაარჩია მისი კიდევ უფრო მოქუფრული სახე და უცნაურად აელვებული თვალები, სცადა გაწეულიყო, მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადადგა, ისე ჰყავდა შებოჭილი ბაჩას
-წავიდეთ..
-სად?
-გავაგრძელოთ გზა..
-ბაია..
-წავიდეთ..
-ბაია! - უფრო მკაცრად უთხრა, ბაიას აღელვება დაეტყო
-ბატონო.. - ბაჩამ თმაზე ხელი ჩამოუსვა, იგრძნო როგორ აცახცახდა გოგონა, გონება დაუბინდა ველურმა სურვილმა მკლავებში მოექცია ეს მოცახცახე მშვენიერება და არც დაუყოვნებია, გულში ჩაიკრა. მთლიანად დაფარა თავისი სხეულით, მხოლოდ წვერზე აწეული ფეხები უჩანდა ბაიას, ეშინოდა, ძალიან ეშინოდა და შიშით ვერ განძრეულიყო. ხელები ყურებზე აიფარა და თვალები დახუჭა. ბაჩას ეუცნაურა მისი საქციელი და ოდნავ მოიშორა სხეულიდან.
-რის გეშინია? - ბაიას ხმა არ გაუცია, დიდი, წყლიანი თვალებით უყურებდა და წასვლას ემუდარებოდა. არც ისეთი ძლიერი იყო ბაჩა, რომ ამ ცდუნებისთვის გაეძლო, არც ისეთი მომთმენი, რომ შემდეგ, ასეთივე შანსს დალოდებოდა, ხელები ყურებიდან მოაშორა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად, ვნებიანად დაეწაფა ტუჩებზე. გოგონა შეკრთა, წამში გაიაზრა რა მოხდა, გველნაკბენივით შეხტა და ხელი ძლიერად ჰკრა ბაჩას. სასწრაფოდ მოიშორა ტანიდან მისი მოსაცმელი, მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა, კარი გააღო და ჩანთას დასტაცა ხელი. ხელის კანკალით აკრიფა ტაქსის აპლიკაციაში მდებარეობის სახელი, თან მიდიოდა, უფრო სწორად გარბოდა. ბაჩა დაეწია
-რას აკეთებ? სად მიდიხარ?
-მე თვითონ წავალ..
-ბაია, გაჩერდი, კარგი, დამშვიდდი.. მანქანაში დაჯექი და დავილაპარაკოთ
-არა!
-ბაია, დამშვიდდი, ხელს არ გახლებ, მაპატიე, კარგი? წამოდი და დაჯექი..
-რატომ გადაწყვიტეთ? - მოულოდნელად მოუბრუნდა ბაია - შეგიძლიათ მიპასუხოთ? მე განიშნეთ? გითხარით, რომ ეს მჭირდებოდა?
-წამოდი, დავსხდეთ და გეტყვი, აგიხსნი..
-არსად არ წამოვალ!
-ბაია, მესმის, რომ ჩემი ბრალია, მაპატიე, მაგრამ ახლა ტაქსის ლოდინი, შენც ხვდები, რომ სისულელეა. პირობას გაძლევ, გესმის? პირობას გაძლევ მშვიდად და ხელუხლებლად ჩაგიყვან, ოღონდ ნუ ტირი! - ბაჩამ მანქანა ბაიასთან მიიყვანა, რომელსაც სიარული არ შეეწყვიტა, წინ გადაუდგა, კარი გაუღო და მანქანში ჩასვა.
-არ მეგონა.. - თავის მობმა უჭირდა ბაჩას - შენ ალბათ არ ხარ მარტო, მაპატიე..
-ჰო, რაკი ასეთი რეაქცია მქონდა არ ვარ მარტო, სხვა ახსნა ამას აბა როგორ ექნება! ვინ წავა სხვა შემთხვევაში თქვენი სურვილის წინააღმდეგ, ვინ გეტყვით უარს, ასეა?!..
-მესმის შენი გაბრაზება..
-არა.. არა კარგად არ გესმით! აი ახლა აგიხსნით კარგად.. აღარასოდეს გაბედოთ ჩემთან მოახლოება, მითუმეტეს შეხება! აღარასოდეს გაბედოთ ფიქრი, რომ თქვენთვის სასურველი ქალი ვარ თუ როგორც არის! არ ვარ! არასოდეს ვიქნები! არასოდეს მოგცემთ ამის უფლებას!
-კარგი.. - მოკლედ მოუჭრა ბაჩამ, ძალიან გაბრაზდა, მდგომარეობიდან გამოიყვანა მისმა ასეთმა უარმა, საკუთარ თავზეც გაბრაზდა, რომ ვერ გათვალა რა მოყვებოდა მის ნაბიჯს, თუმცა როგორ უნდა გაეთვალა, აქამდე არასოდეს არავის ჰქონია ასეთი რეაქცია. სწორედაც, რომ სჯეროდა ვიღაც ჰყავდა, უკვე დარწმუნებული იყო ამაში.. - ხვალ ათის ნახევარზე ჩემთან ამოხვალ და დამატებით მასალებს წაიღებ, მუშაობა სადაც გინდა იქ განაგრძე, გინდა ოფისში, გინდა სალონში. პირობას გაძლევ ასეთ ნაბიჯს აღარ გადმოვდგამ, ასეთ სულელურ შეცდომას რომც მინდოდეს ვეღარ დავუშვებ. ასე, რომ მშვიდად იყავი! - პედალს ფეხი დაადგა და სიბრაზით გავარვარებული ხელები უფრო მაგრად მოუჭირა საჭეს.. ხმა აღარც ერთს ამოუღია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი gaborotebuli mkvdari

kait ra rodemde unda viyo ase datanjuli! momweret ra;(

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu ra magari iyoo. Momwons bachas aseti cxvlileba roca baiastanaa dzaan sayvareoia. Velodebi shemdegs!!!!

 


№3 სტუმარი nini

მარტლა არაჩვეულებრივია! უბრალოდ არ მყოფნის, სულ მინდა რომ სიუჟეტი მეტად განვითარდეს. სულ მეცოტავება თავები. ალბათ იმიტომ რომ ასე კარგია. იმედია დიდხანს არ გვალოდინებ!

 


№4 სტუმარი ემი

ვახ, როგორ გელოდებოდი დააა ეს რა იყო... ძვალ-რბილში გაიარა...

რაო, გამწარდა ბიჭი, უარი როგორ მითხრესოო?...

პ.ს. ბაბუ მომწონს, რას "ჩალიჩობს". შვილიშვილიც ძალიან გავს ამ საქმეში blush

 


№5  offline წევრი ket-kat

Au ramoitmens zegamde :))))) modi daaargvie "wesi" da xval dade raaaa, martla dzaan gamaxareb <3

 


№6 სტუმარი Guest მა რი

ძალიან მომწონს შენი ისტორიების კითხვა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მართლაც ძალიან კარგია და მოვლენებს, ადამიანის ხასიათს, უნარებს ძალიან ლამაზად აღწერ, და რაც მთავარის თვეობით და კვირაობით არ გვალოდინებ, რაც მკითხველის პატივისცემას გულისხმობს. ცოტა თავებს თუ გაზრდი უფრო კარგი გოგო იქნები, ველოდებით შემდეგს რაც შეიძლება მალეეეეეეეეე>>>>>>>

 


№7 სტუმარი Guest ნიტა

არ ვიცი რა ვთქვა. უმაგრესი იყო.არაჩვეულებრივად წერ. ისე,მართლა რომ დაარღვიო ''წესი'' და ყოველ დღე დადო უმაგრესი იქნება laughing smile kissing_heart

 


№8 სტუმარი makukuna

ვაიმე, რა ტკბილი ხარ და რა გემრიელი. რა მსუყე თავი იყო და როგორი ემოციური. არა, ემოციური ყველა თავია, მარა ეს მაინც ყველაზე მაგარი იყო.

 


№9  offline წევრი nata

ვაუ ძალიან ემოციური თავი იყო ,არ მინდოდა დამთავრებულიყო ...

 


№10  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Es iyo soki es tavi magram mina rom baia endobodes bachas da ese agar moeqces mesmis baiasi eshinia magram ras vizamt es istoria ragacnairi tbili iyo
--------------------
M.D

 


№11 სტუმარი Guest თათუ

| მგონი აი ეს არის ყველაფრის დასაწყისი..

ბაია ძალიან სუფთა,საყვარელი და გულწრფელი გოგოა
ბაჩაც უზომოდ საყვარელი,კეთილსუნდისიერი + იცის როგორ მოიქცეს სწორად
ყველაფერი საშინლად მომწონს..

 


№12  offline წევრი ket-kat

Ratom ar deb? XOm mshvidoba gaqvs :|

 


№13 სტუმარი Ucnobi

Au dadet ra shemdegi taviii

 


№14 სტუმარი Guest თათუ

დავიტანჯე ლოდინით

 


№15 სტუმარი თა თუ

ყველა როგორ გათათუვდა რაა...:/

დავიძაბე ლოდინში რა იქნება შემდეგში...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent