შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასასინები-(4)


10-01-2017, 15:37
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 590

ასასინები-(4)

რამდენიმე წუთის შემდეგ,ნიკომ მთავარი გზიდან გადაუხვია და დაბურულ ტყეში იარა.მერე დიდი გაჭირვებით, თეთრი მანქანა აღმართს აუყვა და პატარა ხის კოტეჯთან გაჩერდა.სახლს ,მხოლოდ ერთი სართულიო ჰქონდა.შესასვლელთან სავარძლები და ბუხარი იყო განთავსებული,მარცხენა მხარეს კი სამზარეულო,რომელიც მისაღებისგან გამოყოფილი არ იყო.ბუხრის გვერდით საძინებელი იყო,სამზარეულოს მოირდაპირე კედელზე კი კიდევ ერთი კარი ,რომელიც ტყეში გადიოდა.
ნიკო სამზარეულოს მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოსწია,ბელა ზედ დასვა და ხელები შეუკრა.მერე კი ჩემსკენ ისეთი სახით წამოვიდა,რომ შიშისგან კინაღმა მოვკვდი.მართალია ვეწინაააღმდეგებოდი,მაგრამ ხელების შეკვრა ჩემთვისაც მოახერხა,იატაკზე დამსვა და ბუხრის გვერდით,კედელში ჩამაგრებულ ლითონის შვერილზე მიმაბა,რომელზეც ბუხრის საჩხრეკები ეკიდა.
-კარგი რა,ჩემი დაბმა რა საჭიროა?-შევუღრინე ნიკოს.
-არ გენდობი.-ჩაიცინა მან,პირზე საწებავი ლენტი გადამაკრა,მერე დაიხარა შუბლზე მაკოცა და ნერვიული სიცილით მითხრა.-ჭკვინად მოიქეცი!.
„გაგიჟდა“-ეს იყო სიტყვები,რომელიც პირველად მომაფიქრდა ნიკოს სახის დანახვაზე.ასასინი ბელასკენ მიბრუნდა,მის წინ სკამზე მოკალათდა და რამდენჯერმე გოგონა მაგრად შეაჯანჯღარა,რომ გამოეფხიზლებინა.ბელამ თვალები გაახილა,თავი ასწია და ნიკოს უაზრო მზერა მიაპყრო,მერე ჩემსკენ გამოიხედა და მის სახეზე აშკარა გაურკვევლობა ამოვიკითხე.ეტყობოდა,რომ თავი ძალიან სტკოდა,რადგან მეც მის დღეში ვიყავი.“ისე ღირსიც იყო,აბა კედელზე თავი,რომ მიარტყმევინა?ახლა გაიგოს, როგორია შუბლზე კოპის ამოსვლა.“
-რა ხდება?-იკითხა ბელამ დაბნეული სახით.
-შენი აღსასრული დადგა, სირენა.-ნიკოს სახე იმდენად უემოციო იყო,რომ გამაკვირვა.
-ხელები გამიხსენი ანუბის.-ჩაისისინა ბელამ.
-ტელეფონის gps-ს მოვყვებოდი,მაგრამ მერე სიგნალი დაიკარგა.-ნიკო მისკენ გადაიხარა.-სად არის ჩემი ტელეფონი, ბელატრიქს?
-ნაქანის ფანჯრიდან მოვისროლე.-ეშმაკურად გაიღიმა ბელამ.
-ფრანკენშტეინმა მწერლის მისამართი გამომიგზავნა,არა?
-ჰო.
-ესეიგი,ახლა შენ ერთადერთი ხან ვინც მისი ადგილსამყოფელი იცის.
-ჰო.
-ამას უკვე მივხვდი,ამიტომაც ხარ ახლა სკამზე მიბმული.
-და რას იზამ,მაწამებ?-ბელამ თავი გააქნია და წინ ჩამოყრილი ვერცხლისფერი თმა გადაიწია.
-ეჭვიც არ შეგეპაროს.-კბილებში გამოსცრა ნიკომ.
-ამას ვერ იზამ.
-ვითომ რატომ?
-შენ ასეთი არ ხარ.
-სად არის მწერალი, ბელა?!
-თუ გეტყვი სამსახურს დავკარგავ.
-თუ არ მეტყვი, თავს დაკარგავ.-შეუღრინა ნიკომ.
-არ შემიძლია.
ნიკოს ამდენი საუბარი ყელში ამოუვიდა,ძალიან გაცხარებული იყო და ეტყობოდა,რომ თავის კონტროლი უჭირდა.ამიტომ იარაღს დასწვდა ,ჰაერში გაისროლა,მერე ცხელი ლულა გოგონას მუხლზე დააჭირა და დაუღლიარა.
-სად ჯანდაბაშია მწერალი?!
გასროლის ხმამ და ბელას კივილმა თითქმის დამაყრუა.გოგონას სახე ტკვილისგან დაემანჭა.თავი დაბლა დახარა და მოიკეცა.
-მოგკლავ შე !-წამოიძახა ბელამ და ისეთი მზერა მიაპყრო ნიკოს,რომ ლამის ტვინი გაუხვრიტა.
ნიკომ კიდევ ერთხელ გაისროლა.ტყვია სამაზრეულოს მაგიდაზე დადებულ ჭიქას მოხვდა და დაიმსხვრა,ბიჭმა კი ცხელი ლულა ბელას, ახლა მეორე მუხლზე გააჭირა.გოგონამ გულის გამგმირავად იკივლა და თვალები ცრემლებით აევსო.ერთ წამში ნიკო ისე შემძულდა,რომ მისი დახრჩობა მინდოდა.სიმართლე გითხრათ, მიკვირდა ჩემი ფიქრების,მაგრამ ალბათ შინაგანად ბელას ქალურ სოლიდარობას ვუცხადებდი და ასეთი ფიქრები ამის ბრალი იყო.
მართალია, პირიც აკრული მქონდა და ხელებიც შეკრული,მაგრამ დაჭრილი მგელივით ვღმუოდი და ასასინების ყურადღების მიქცევას ვდილობდი, მაგრამ ისე იყვნენ ერთმანეთის გამწარებით გართულები,რომ მე აღარავის ვახსოვდი.
-რამდენიც გინდა იკივლე ბელა,ტოსკანის მიკარგულ ადგილებში ვართ და აქ შენს ხმას ვერავინ გაიგონებს.-დაუყვირა ნიკომ.
-ხელებს გავითავისუფლებ და ერთ წამში კისერს მოგიგრეხ!-დაუკივლა ბელამ და ზურგს უკან ხელები აამოძრავა.

ნიკოს პასუხის გაცემა უნდოდა,მაგრამ უცებ გარედან უცნაური ხმები გაისმა.თითქოს სახლთან ახლოს ვიღაც დაეხეტებოდა.ნიკო სწრაფად წამოდგა და გარეთ გავიდა.ბელამ დრო იხელთა,სკამით სამზარეულოს მაგიდასთან მიხოხდა,ცოტა ხნის წინ დამსხვრეული ჭიქის ერთი ნამტვრევი აიღო,თოკები გასერა და ხელები გაითავისუფლა.მერე ფეხზე წამოდგა ,უჯრა გამოიაღო და იქედან დიდი სამზარეულოს დანა ამოიღო.მოულოდნელად კარი გაიღო და ნიკო შემოვიდა.
-ოჰ,ეს ვირთხები.-ჩაილაპარაკა ბიჭმა და ბელა,რომ დაინახა გაშეშდა.
ორივე ასასინი ერთმანეთს მიაშტერდა და რამდენიმე წამით დაბნეულები იხედებოდნენ.მაგრამ გონს ორივე ერთად მოვიდა და სწრაფად იმოქმედეს.ბელა მთელი სისწრაფით უკანა კარისკენ გაექანა,ნიკო სავარძელს გადაახტა,ბელას თმებში სწვდა და მთელი ძალით კარზე მიანარცხა.

გოგონა მისკენ შემობრუნდა და დანა მოუქნია,მაგრამ მხოლოდ გაკაწრა.ნიკომ სწრაფად დაუჭირა ხელი,დანა წაართვა და იატაკზე დააგდო.ბელამ ბიჭს ხელი ძლიერად ჰკრა,მოიშორა და ჩემსკენ გამოიქცა.იგი დაიხარა,ბუხრის საჩხრეკი აიღო და თავზე წამომდგარ ნიკოს,მთელი ძალით მოუქნია.ბიჭი სწრაფად გახტა გვერდზე,დარტყმა თავიდან იაცილა,მერე ბელას ხელიდან საჩხრეკი გამოსტაცა და შორს მოისროლა.გოგონამ უკან დაიხია და კედელს აეკრა.ნიკო მასთან მივარდა,მუშტი მთელი ძალით დაარტყა კედელს და დაუღრიალა.
-რით ვერ შეიგნე,რომ ჩემგან თავს ვერ დააღწევ,სანამ მე არ მოვინდომებ ამას?!
-მეტი აღარ შემიძლია.-ამოიოხრა ბელამ და მისი სახიდან ასასინის სასტიკი გამოხედვა გაქრა.-დავიღალე,ამდენი ბრძოლით,გაქცევით,ტყუილებით.
-შენი არ მჯერა,-ყალბად გაიღიმა ნიკომ,-ვიცი,რომ მაგ უცოდველი მზერის მიღმა ალქაჯი იმალება.
ბელამ თავი ასწია,ნიკოს თვალებში შეხედა და ღრმად ამოისუნთქა.მერე ბიჭს მხარზე ხელი დაადო,მისკენ მიიზიდა და ტუჩებით მის კისერს შეეხო.ნიკოს სახეზე გაოცება იკითხებოდა.
-რას აკეთებ?-ჰკითხა ბელას და უკან დაიხია.
-იმას ,რაც დიდი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა.-უპასუხა ბელამ.
-ამ ხრიკებით, ვერ მომატყუებ.-ჩაისისნა ნიკომ.
-არანაირი ხრიკები ნიკოლო!ეს მე ვარ ,უბრალო გოგონა, ასასინური შესაძლებლობის გარეშე. დაწყნარდი და მოეშვი.

ბელამ მისკენ წაიწია,ბიჭს ძლიერად მოეხვია და ტუჩებზე მსუბუქად შეეხო.ნიკომ ღრმად ამოისნთქა,ბელა მთელი ძალით მიიკრა მკერდზე,ხელში აიყვანა,წელზე შემოისვა და ბუხრის გვერდით მდებარე კარი გააღო და ორივენი სიბნელეში გაუჩინარდნენ.

რამდენმე წამით გაოგნებული ვიხედებოდი აქეთ-იქეთ და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „რა ჯანდაბა მოხდა? ხომ არ მესიზმრება? ცოტა ხნის წინ ერთმანეთი კინაღამ დახოცეს და ახლა... ჯანდაბა,გიჟები არიან! თუმცა რატომ მიკვირს,მათ დაახლოებას მე თვითონ არ ცდილობდი?“-ფეხები იატაკზე დავაბაკუნე და ისევ დაჭრილი მგელივით ავღმუვლდი,მაგრამ ციდან მთვარეც,რომ ჩამომეგდო , ყურადღებას მაინც არავინ მომაქცევდა.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ მთელი ღამე იატაკზე მეძინა.ყველა ძვალი მტკიოდა,ყველაფერი მაწუხებდა,გულის რევას ვგრძნობდი და მთელი სამყარო მძულდა.
დილით, მხარზე ხელის შეხებამ გამაღვიძა,შევკრთი და თვალები გავახილე,თავზე ნიკო მადგა,რომელიც კარგი მეგობარივით მიღიმოდა.დიდი სიამოვნებით ჩავუმტვრევდი კბილებს,ხელები თავისუფალი,რომ მქონოდა.
-ბოდიში,რომ იატაკზე მოგიწია დაძინება.-მითხრა მან მშვიდი ხმით და ტუჩებიდან საწებავი ლენტი, ფრთხილად მომხსნა.
-ბოდიში ჩემს ხერხემას მოუხადე,რომელსაც ვეღარ ვგრძნობ.-ვუთხარი ზიზღით .ნიკომ ხელები გამიხსნა და იქვე სავარძელში ჩამსვა.-აბა,ვნებიანი ღამე გქონდათ?უცნაურია არადა უხერხული ხმები საერთოდ არ გამიგონია.იმიტომ ხომ არა,რომ იატაკზე ვეგდე ყველაფერი მტკიოდა და საკუთარი ძვლების ტკაცუნის მეტი, არაფერი მესმოდა?!
-ბოდიში ხომ მოგიხადე?-მუქი თვალები შემომანათ ნიკომ.
ამ დროს ოთახიდან ბელა გამოვიდა,ხალათი ეცვა და სველ თმას პირსახოცით იმშრალებდა.გოგონა ნიკოს გვერდით ტახტზე დაჯდა და თმის მშრალება განაგრძო.ნიკო წამოდგა,სამზარეულოს კარადიდან ,რაღაც კოლოფი გამოიღო,ბელას გვერდით მიუჯდა და უთხრა.
-ფეხები კალთაში ჩამიწყვე.
-რა?-გაუკვირდა გოგონას.
-დამწვრობის მალამოს წაგისვამ.
ბელა დაემორჩილა,ნიკოს კალთაში თავის გრძელი ფეხები ჩაუწყო და ინტერესით დააკვირდა.ბიჭმა კოლოფიდან მალამო ამოიღო და ფრთხილად შეეხო გოგონას მუხლებზე იარაღის ლულისგან დატოვებულ დამწვრობას.
-ამისთვის ბოდიშს გიხდი.-დაიჩურჩულა ნიკომ."რა სჭირს ამ ბიჭს?დღეს ყველაფერზე ბოდიშ, რატომ იხდის?"-ისევ ახმაურდა ჩემი ქვეცნობიერი.
-არა უშავს,შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.-გაუღიმა ბელამ.
-არანორმალურები ხართ.ასეთი რამ საერთოდ ,როგორ შეიძლება?-გაოცებას ვერ ვმალავდი.-ერთმანეთს სცემთ,წვავთ და მერე.... ფუუუ ,ახლა გული ამერევა.
-საერთოდ,პირი რატომ გაუხსენი?-გახედა ბელამ ნიკოს.
-ისევ,ხომ არ ავუკრათ?-გაეღიმა ბიჭს.
-ავადმყოფები.-დავიჩურჩულე მე,მერე ფეხზე სწრაფად წაოვხტი,კარისკენ გავიქეცი,გავაღე და გარეთ გავვარდი.რით ვერ დავიმახსოვრე,რომ ასასინებისგან გაქცევა რთულია,იმათ ერთმანეთი არ დაინდეს და მე, მითუმეტეს.რამდენიმე წამის შემდეგ, ისევ სავარძელში ვიჯექი და ბელა ამჯერად ხელებთან ერთად ,ფეხებსაც მიკრავდა.
-საჭმელი არაფერი არ გვაქვს,-თქვა ნიკომ,-მე წავალ და მოვიტან,შენ კი ამ დაუმორჩილებელ არსებას მიხედე,შეძლებ?
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?-წარბი შეკრა გოგონამ.
-რა თქმა უნდა,არა-გაეცინა ნიკოს.

ბელა გარეთ გავიდა, თავისი თეთრი მანქანის საბარგულიდან ტანსაცმლიანი ჩანთა გადმოიღო და ისევ უკან დაბრუნდა.გასაღები ნიკოს მისცა და გაისტუმრა,მერე კი თავისი ტანსაცმელი მე მომაწოდა და მითხრა.
-ხელებს გაგიხსნი და ბანაობის უფლებას მოგცემ,მერე კი ეს ჩაიცვი.
ტყავის ლეგინსებს,შავ მაისურს და ტყავის ქურთუკს,რომ დავხედე გამეღიმა.
-გინდა ასასინივით გამოვეწყო?
-შენი ტანსაცმელი დასვრილია და თუ არ გინდა შიშველმა იარო,მაშინ ეს ჩაიცვი.
ბელას ბრძანებას დავემორჩილე.ჯერ ვიბანავე,მერე კი მისი ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკეში,რომ ჩავიხედე სიცილით კინაღამ გავიგუდე.მართლა ასასინს ვგავდი და ეს მომეწონა კიდეც.
-შენ და ნიკო შერიგდით?-ვკითხე ბელას,როცა ორივენი სავარძლებში ვისხედით და სახლში ნაპოვნ,რამდენიმე კოვზი ყავისგან მომზადებულ სასმელს ვსვამდით.
-გინდა დაქალებივით ვიჭორაოთ?-დამცინა ასასინმა.
-იქნებ ამიხსნა, რა ჯანდაბა ხდება,თორემ საშინელ გაურკვევლობაში ვარ.
-ჰმ,არა მეზარება.-ისევ ირონია.
-მე ის მწერალი არ ვარ, ვინც შენ გჭირდება.ასე,რომ შეგიძლია უფრო თავაზიანად მომექცე.-შევუბღვირე ბელას.გოგონამ თავი უხერხულად იგრძნო,სავარძელში გასწორდა და მითხრა.
-რა გაინტერესებს?
-თქვენზე მომიყევი .
-კარგი,-ამოიოხრა ბელამ და სავარძელში გადაწვა.-დიდი ხნის წინათ, ასრებობდა ასასინური დაჯგუფება-საგიტარიუსი, ეს ლათინურად...
-მშვილდოსანს ნიშნავს,ზოდიაქოს ნიშანია,არა?-შევაწყვეტინე.
-ჰო,-გაკვირვებული შემომხედა,-ეს დაჯგუფება თავის აგენტებად მხოლოდ ობლებს ირჩევდა,რადგან ოჯახს ტვირთად თვლიდნენ.მაგრამ მათ რიგებში ყველა ბავშვი ვერ ხვდება,ისინი მხოლოდ გამორჩეულებს,სხარტად მოაზროვნე ბავშვებს ირჩევდნენ,თავიანთ საიდუმლო ბაზაზე მიჰყავდათ და ცივსისხლიან მკვლელებად ზრდიდნენ.
-თქვენ ორნი, ობლები ხართ?-ვკითხე ფრთხილად.
-ჰო,-თავი დამიქნია ბელა.-მე წარმოშობით ისლანდიიდან ვარ,რეიკიავიკის(ისლანდიის დედაქალაქი) თავშესაფარში ვიზრდებოდი,ნიკო კი იტალიელია,სიცილიიდან არის.საგიტარიუსის საიდუმლო ბაზაზე ერთად გავიზარდეთ ,თუმცა რამდენიმე წლის წინ ვიღაცამ გაგვცა,ჩვენს ბაზას ინტერპოლის საუკეთესო აგენტები დაესხნენ თავს , ყველაფერი გაანადგურეს და ყველანი დახოცეს.მხოლოდ, რამდენიმე აგენტი გადავრჩით.ზოგმა ამ საქმიანობას თავი დაანება,ზოგიც კიდე დამოუკიდებლად მუშაობს.
-მაგალთად შენ,ნიკო და ფრანკენშტეინი.
-ჰო,ჩვენ დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა.კერძო პირები გვქირაობდნენ და ბინძურ საქმეს ფულის სანაცვლოდ გვასრულებინებენ.მაგრმ ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის,რომ გადარჩნილი აგენტები ერთმანეთს ვეღავ ვენდობით,რადგან ჯერ კიდევ არავინ იცის, ვინ გაგვცა და ეჭვი ისევ ერთმანეთზე გვაქვს,ხომ ხვდები?
-ესეიგი,ფიქრობ რომ შეიძლება გამცემი ნიკო იყოს,ან ფრანკენშტეინი?
-ასე ვფიქრობ,მაგრამ სანამ დამამტკიცებელი საბუთი არ მექნება,ჩემს თავს პირობა მივეცი,რომ მათზე ეჭვს აღარ მივიტანდი.
-ანდრონოვი ვინ არის?-ვიკითხე უცებ.ბელამ გაოცებული სახით შემომხედა,გაუკვირდა,რომ ეს სახელი მახსოვდა.
-ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა.დიმიტრი ანდრონოვი,ერთი მდიდარი იყო,რომლის მოკვლა სხვადასხვა პირებმა მე და ნიკოს დაგვავალეს.მან საწამლავი შემიცვალა,ხოლო დიმიტრი თვითონვე მოკლა.ასე,რო გასამრჯელოც მას ერგო.მოგვიანებით კი ისევ გადაიკვეთა ჩვენი გზები,მწერლის მოტაცება და კრისტალის ხელში ჩაგდება დაგვავალეს.ერთმანეთს ამიტომაც ვებრძოდით.
-მაგრამ ეჭვი მაქვს,რომ რაღაც შეიცვალა.-ვკითხე სარკაზმით
-დროებითი ზავი დავდეთ.-მიპასუხა გოგონამ.
-ვნებიანი ღამის შემდეგ, თუ მანამდე?-თავი ვერ შევიკავე.
-შემდეგ,-ჩაიცინა ბელამ,-გადავწყვიტეთ ერთმანეთს აღარ მოვატყუოთ და როცა კრისტალს ვიპოვით მერე გავაწყვიტოთ,როგორ მოვიქცევით.
-ეგ როგორ?
-ვიბრძოლებთ და ვინც გაიმარჯვებს კრისტალიც მას დარჩება.
-დუელს გულისხმობ?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-რაც გინდა ის დაუძახე.-ხელი უდარდელად აიქნია ბელამ.
-ნიკოს ,უთხარი მწერლის მისამართი?
-კი ,იმ ქალის ნამდვილი სახელი ელეონორა როსია,მგონი ამრიკელია.ტოსკანის სამრეთ ნაწილში ვილა აქვს,სადაც სავარაუდოდ იმ კრისტალს ინახასვ...
-მოიცა,მოიცა...-შევაჩერე გოგონა და უცებ ,ლენას ბოტოქსით დაბერილი ტუჩები თვალწინ,რომ წარმომიდგა აღელვებისგან თავბრუ დამეხვა..-ელეონორა როსი?-
-ჰო ,რა იყო?-შემომხედა ასასინმა.
-ამერიკელი არ არის,ამერიკელის ცოლი იყო და ეს გვარიც იქედან აქვს,ელეონორა ქვრივია და ის ...
-იცნობ?-ბელა ჩემსკენ გადმოიხარა.
-ჩემი ბოსია!

ველი თქვენს შეფასებებს,ამ თავთან დაკავშირებით,მკითხველებო blush heart_eyes

 




№1 √ სტუმარი ™ nickolaus123

ბოლომ მომცელა laughing ვგრძნობდი,რომ მარიანა შენთხვევით არ აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში smile შენ ხარ ინტრიგანი გოგო,გსიამოვნებს ჩვენს ნერვებზე თამაში.ხანდახან მგონია შერლოკ ჰოლმსი ხარ დანარჩენები კიდე უოტსონები და შენ აუცილებლად ნერვები უნდა მოგვიშალო laughing heart_eyes

 



№2  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

nickolaus123
ბოლომ მომცელა laughing ვგრძნობდი,რომ მარიანა შენთხვევით არ აღმოჩენილა ასეთ სიტუაციაში smile შენ ხარ ინტრიგანი გოგო,გსიამოვნებს ჩვენს ნერვებზე თამაში.ხანდახან მგონია შერლოკ ჰოლმსი ხარ დანარჩენები კიდე უოტსონები და შენ აუცილებლად ნერვები უნდა მოგვიშალო laughing heart_eyes

აუ რამდენი ვიცინე ვერ წარმოიდგენ laughing laughing რას ვიზამთ ჩემო ძვირფასო უოტსონ,ამას ძალით არ ვაკეთებ,ჩემი საქმიანობა მოითხოვს...წავალ ჩიბუხს მოვწევ ან კედელს ვესვრი laughing laughing kissing_heart

 



№3 √ აქტიური მკითხველი ™ La Llorona

Shokshi vabowtie ver gadmovcem chems emocias heart_eyes es xo magram momaval tavshi veli marianas bichs dzalian mainteresebs rogori iqneba mati urtiertoba wink kidevc kargi sherigdnen anubisi da sirena da imedi maqvs bolomde ase iqnebian da kidev erti laughing imedia marianas bichi anubissze uketesi iqneba radgan anubisi momwons da is bichi minda rom iyos marianas shesaferisi missavt giji mokled ai chemi azric joy miyvarxar kissing_heart kissing_heart heart_eyes

Shokshi vabowtie ver gadmovcem chems emocias heart_eyes es xo magram momaval tavshi veli marianas bichs dzalian mainteresebs rogori iqneba mati urtiertoba wink kidevc kargi sherigdnen anubisi da sirena da imedi maqvs bolomde ase iqnebian da kidev erti laughing imedia marianas bichi anubissze uketesi iqneba radgan anubisi momwons da is bichi minda rom iyos marianas shesaferisi missavt giji mokled ai chemi azric joy miyvarxar kissing_heart kissing_heart heart_eyes
--------------------
M.D

 



№4  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

mtirala var
Shokshi vabowtie ver gadmovcem chems emocias heart_eyes es xo magram momaval tavshi veli marianas bichs dzalian mainteresebs rogori iqneba mati urtiertoba wink kidevc kargi sherigdnen anubisi da sirena da imedi maqvs bolomde ase iqnebian da kidev erti laughing imedia marianas bichi anubissze uketesi iqneba radgan anubisi momwons da is bichi minda rom iyos marianas shesaferisi missavt giji mokled ai chemi azric joy miyvarxar kissing_heart kissing_heart heart_eyes

Shokshi vabowtie ver gadmovcem chems emocias heart_eyes es xo magram momaval tavshi veli marianas bichs dzalian mainteresebs rogori iqneba mati urtiertoba wink kidevc kargi sherigdnen anubisi da sirena da imedi maqvs bolomde ase iqnebian da kidev erti laughing imedia marianas bichi anubissze uketesi iqneba radgan anubisi momwons da is bichi minda rom iyos marianas shesaferisi missavt giji mokled ai chemi azric joy miyvarxar kissing_heart kissing_heart heart_eyes


ეჭვიც არ შეგეპაროს,რომ ეგრე იქნება ჩემო საყვარელოოო smile heart_eyes kissing_heart

 



№5 √ სტუმარი ™ bell

ძალიან მაგარი თავი იყოოოოო smiley მომდევნო მაინტერესებს უზომოდ და გელი heart_eyes

 



№6  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

bell
ძალიან მაგარი თავი იყოოოოო smiley მომდევნო მაინტერესებს უზომოდ და გელი heart_eyes

Madloba bell iqneba xval momdevno :* :* ❤❤❤

 



№7 √ სტუმარი ™ Sal

Dzaaaaan momewona dzaaaaaaaan ❤❤❤❤

 



№8  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Sal
Dzaaaaan momewona dzaaaaaaaan ❤❤❤❤

მადლობა სალ :* :* ❤❤❤

 



№9 √ სტუმარი ™ Guest nina

ნიკოს მიხრჩობა მეც მომინდა,როგორ მოექცა ბელას,მარა ისე ადვილად აპატიეს ერთმანეთს ყველაფერი,რომ მართლა გიჟები არიან laughing ძალიან მაგარი იყო მარგარიტა ვგიჟდები შენზე და მალე დადე მომდევნო heart_eyes heart_eyes

 



№10  offline √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest nina
ნიკოს მიხრჩობა მეც მომინდა,როგორ მოექცა ბელას,მარა ისე ადვილად აპატიეს ერთმანეთს ყველაფერი,რომ მართლა გიჟები არიან laughing ძალიან მაგარი იყო მარგარიტა ვგიჟდები შენზე და მალე დადე მომდევნო heart_eyes heart_eyes

Madloba nin xval davdeb :) :* ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent