შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ტანგო


10-01-2017, 17:38
ავტორი ლაიზა
ნანახია 136

ორმაგი ტანგო

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა, ისეთი შეგრძნება ქონდა, რომ საწოლი იწვა მასზე და არა თვითონ საწოლზე… სააბაზანომდე ძლივს მილასლასდა და სარკეში ჩახედვისას კი - შერცხვა, საკუთარი თავის შერცხვა, დედის შერცხვა, რომელიც მასზე ამყარებდა იმედებს, მეუღლის შერცხვა, რომელიც დღემდე საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, შვილების შერცხვა, რომელთათვისაც მისაბაძი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ყველა იმ ადამიანის შერცხვა ვისაც კი იცნობდა… სარკიდან ბომჟი იყურებოდა, ჩვეულებრივი ბომჟი რომელსაც არანაირი კავშირი არ ქონდა ვაჩე ხომერიკთან…. ასე როგორ დაეცა, როგორ დაუშვა, რომ ამ ზომამდე მისულოყო? საკუთარი თავი სძულდა, მთელი არსებით სძულდა… ლამის ბეჭებამდე გაზრდოდა თმა, წვერის სიგრძეც არ ჩამოუვარდებოდა თმისას, ორივე ერთად სინქრონში ბომჟის იერს სძენდა ვაჩეს, ამდენი სმისგან თვალები დასიებოდა, ცხვირი აწითლებოდა და ლოყები ჩაცვენოდა… იმ დღეს გადაწყვიტა, რომ აბსოლიტურად ყველაფერს შეცვლიდა ცხოვრებაში, აბსოლიტურად ყველაფერს!
ლილეს დილა ჩვეულებრივად დაიწყო, 07:30ზე ადგა, მაგიდა სამ ადამიანზე გააწყო: სამი ჩაის ჭიქა, ამდენივე კოვზი, თანაბრად დაჭრილი პური, კარაქი და თაფლი. შემდეგ ბავშვები გააღვიძა, ტრადიციულად უსმენდა მათ ბუზღუნს, ორივეს სააბაზანოსკენ მიუთითა და მშვიდად დაელოდა მათ გამოსვლას. როგორც იქნა ბავშვებიც მიუსხდნენ მაგიდას.
-დეე, ისევ ცუდად გეძინა?-ნაღვლიანად იკითხა საბამ დედის ჩაწითლებული თვალების დანახვაზე...
-ჩქარა ჭამეთ, თორემ დაგაგვიანდებათ. - სიტყვა ბანზე აუგდო ლილემ შვილს.
-მე პირველი მოვრჩი! გამარჯვებულის ხმით წამოიძახა სოფიამმ და ამაყად გადახედა ძმას.
შვილებს ჩააცვა, ჯერ სოფია დატოვა ბაღში, შემდეგ საბა სკოლაში და თვითონაც გაემართა სამსახურისკენ…
ლილე ბერიძე ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ლილეს დედას მძიმე მშობიარობა ქონდა და ექიმებმა მეორე შვილის გაჩენა აუკრძალეს. ოჯახის ნებიერას ყველაფერი ქონდა რასაც ისურვებდა, ნამდვილი პრინცესასავით იზრდებოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა თეატრალურზე ჩაებარებინა, მაგრამ მამის სასტიკი უარის გამო უცხო ენებზე ჩააბარა და სტუდენტობისას გაიცნო პირველი და საბედისწერო სიყვარული…
-დილამშვიდობის მეგობრებო, ნაძალადევად გაუღიმა კოლეგებს და კაბინეტში შეიკეტა, შვებით ამოისუნთქა, როცა იქ ცარიელი მაგიდა დახვდა, სამუშაო ჯერ არ ქონდა, ამიტომ თავისუფლად შეეძლო ეფიქრა…

8 წლის უკან გაიცნო ყოფილი ქმარი, კურსელის დაბადების დღეზე. გაცნობაც არ იყო. მორიგი ცეკვის დასასრულს როცა საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, თეფშზე ოთხად დაკეცილი ფურცელი დახვდა, გაოცებულმა მიმოიხედა ირგვლივ, ვერავის მზერაში ვერ შენიშნა ფურცლის ნახვით გამოწვეული მღელვარება, ქურდულად აიღო ფურცელი თითქოს სხვის ნივთს ითვისებდა და მალაულად გაშალა, ულამაზესი ასოებით ეწერა ტექსტი, ლილეც კი იოცნებებდა ასეთ კალიგრაფიას, რომელსაც მთელს რაიონში საუკეთესო კალიგრაფია ქონდა… “ოკეანესავით უკიდეგანო შენი ლურჯი თვალები და გიშერივით შავი თმა ანგელოზის სადარს გხდის, ეგ მარწყვივით ტუჩები კი სურვილს მიღძრავს მათ კოცნაში ამომხდეს სული…” - იუწყებოდა ფურცელი, ინსტიქტურად ტუჩებზე მოისვა ცერა თითი და გაეღიმა, მალევე გამოერკვა ეიფორიიდან, ფურცელი ჩანთაში დამალა და ისევ მავლო სტუმრებს თვალი, ვერავისზე იეჭვა…
მთელი ღამე ვერ მოისვენა, გამუდმებით იდუმალ წერილზე ფიქრობდა. თაყვანისმცემლები ყოველთვის ყავდა, მაგრამ მამამისის შიშით ვერავინ ეკარებოდა. დაქალები ხუმრობით წიგნის ჭიას ეძახდნენ, რადგან კითხვა ძალიან უყვარდა, გარეგნობითაც ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეყვარებული არასდროს ყოლია… პირველად საკუთარი გარეგნობით მხოლოდ ახლა დაინტერესდა, სარკეში ჩაიხედა და დაკვირვებით შეათვალიერა საკუთარ ანარეკლი: სწორი ცხვირი, ლურჯი თვალები, შავი თმა, დიდი წითელი ტუჩები, არცთუისე პატარა მკერდი, გიტარისებური ტანი და გრძელი ფეხები.
-ვერაფერს იტყვი. - უთხრა საკუთარ თავს სარკეში და კეკლუცად დატრიალდა. იმ დილას გადაწყვიტა პირველად, მაკიაჟი გაეკეთებინა, მოუნდა თვითონაც დამსგავსებოდა თავის კურსელ გოგონებს, რომლებიც თავს იწონებდნენ მაკიაჟითა და მაღალი ქუსლებით.
მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, მაგრამ ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა ვერ გაბედა. მხიარული სახით მივიდა უნივერსიტეტში, ყველას მიესალმა და ადგილიც დაიკავა ლექციის მოსასმენად. ჩვეულებრივ აქტიურობდა ლექციაზე, ლექტორმა დაფასთანაც გამოიძახა და უკან დაბრუნებულს ისევ დახვდა ოთხად დაკეცილი ფურცელი მაგიდაზე. ისევ მოვლო თვალი აუდიტორიას, მაგრამ ვერაფერი იეჭვა. “რატომ მალავ შენს სილამაზეს მაკიაჟით? ამით ხომ ჩვეულებრივ გოგოს ემსგავსები?” შეკრთა, არ ელოდა ამგვარ შეფასებას, გაბრაზდა კიდეც, ვინ ეკითხება იმ ვიღაცას ლილე რა ფორმაში იქნება?! მან მე არაჩვეულებრივი მიწოდა, გაიფიქრა გოგონამ და გაეღიმა…
-ბერიძე! სასაცილოს ვლაპარაკობ რამეს?!- შემოესმა ლექტორის მკაცრი ხმა…
-უკაცრავად… -დარცხვენილმა ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა ლექტორს… ისევ ფიქრებში გადაეშვა, ლექციის დამთავრება ვერ გაიგო, რეალობაში საუკეთესო მეგობრის სიცილმა დააბრუნა:
-ლილე, სად დაფრინავ?! ეჭვის თვალით უყურებდა მეგობარი.
-არსად ნინი, რაღაცაზე დავფიქრდი უცებ… ნაძალადევად გაუღიმა მეგობარს…
-უცებ?! მთელი ლექციას სადღაც დაფრინავ და უცებ არის? მგონი რაღაცას მიმალავ! თანაც ეს მაკიაჟი რატომ გაიკეთე?!
-შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი, წამო ყავა დავლიოთ და მოგიყვები.
გოგოები კაფეში დასხდნენ და ლილემ ყველაფერი მოუყვა მეგობარს, მოსაყოლიც ბევრი არაფერი იყო, დაწვრილებით მოუთხრო ბოლო დღეების ამბები.
-ვერაფერი გავიგე, ვინ იყო ისეთი ჩემ დაბადების დღეზე ვინც დღესაც ლექციაზე იჯდა და შენც პირველად გნახა? გაოცება ვერ დამალა ნინიმ.
-იქნებ, არც ვუნახივარ პირველად და ჩვენი რომელიმე კურსელია? წუხელ ბიჭებმა ბევრი დალიეს და იქნებ რომელიმეს სიყვარულის ბუშტი გაუსკდა?
-არა, ჩვენი ცანცარა კურსელებიდან ვერავისზე ვეჭვობ, უფრო ჩემი ძმის ძმაკაცები მგონია, მაგრამ დღეს ლექციაზე არცერთი დამინახავს. დავიბენი, საერთოდ ვერაფერი გავიგე….

ფიქრებიდან მდივნის მორიდებულმა ხმამ გამოიყვანა, -უკაცრავად, ქალბატონო ლილე, უკაცრავად, ლილე, შესვენებაზე გავდივარ და რამე ხომ არ წამოგიღოთ?
-გმადლობ თეო, არაფერი მინდა, თუმცა მინდა, მე მივდივარ და თუ ვინმემ მიკითხავს, უთხარი რომ შეუძლოდ იყო და წავიდათქო. ის ისიყო ჩანთა და მანტო აიღო, რომ კარი ყოფილმა დედამთილმა შემოაღო.
-გამარჯობა, ლილე, შეგიძლია 20 წუთი დამითმო? ღმერთო ჩემო, ახლა ჩხუბის და ლანძღვის მოსმენის თავი ნამდვილად არ ჰქონდა, რა დროს ეს იყო… მოწყვეტით დაჯდა სავარძელში და ღრმად ჩაისუნთქა, რომ მაქსიმალურად ეცადა თავის შეკავება…
-ნუ გეშინია, საჩხუბრად არ მოვსულვარ, მინდა დაგელაპარაკო, გთხოვო, მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი შვილის გადარჩენა, გთხოვ, მოიკრიბე უკანასკნელი ძალა, დაელაპარაკე ვაჩეს, ბავშვების ხათრით, თქვენი სიყვარულის ხათრით, არ შეიძლება ასე უმოქმედოდ იჯდე და უყურებდე როგორ იღუპავს თავს შენი საყვარელი მამაკაცი, ეს ხომ დანაშაულია, ლილე?! ლილე, მისმენ?!_ლილე მთელი ამ დროის მანძილზე სივრცეში იხედებოდა, თითქოს არც უსმენდა ლაპარაკს და სადღაც ფიქრებში დაფრინავდა…
-გისმენ ლალი, გისმენ. მე არაფერი შემიძლია, რაც შემეძლო და არც შემეძლო უკვე ყველაფერი გავაკეთე, აღარ შემწევს ძალა ვებრძოლო იმას, რისი გამოსწორებაც არ შეიძლება, ახლა ჩემ შვილებს ვჭირდები, დედა მაინც ყავდეთ გვერდით…
-ლილე, ასეარ შეიძლება, შენ ვერ მოექცევი ვაჩეს ასე და რთულ სიტუაციაში მარტო ვერ დატოვებ! მკაცრი გაუხდა ხმა ლალის…
-ტონი შეცვალე, ძალიან გთხოვ, აღარ მოვითმენ ხმამაღალ ლაპარაკს და შეურაცხყოფას არავისგან! შენ იმის ნახევარიც არ იცი მე რა გადავიტანე და რას გავუძელი, რომ ვაჩე არ მიმეტოვებინა, რომ ოჯახი შემენარჩუნებინა და ბავშვებს მამა ყოლოდათ! ჰმ, ოჯახი, სადაა ოჯახი? რომელ ოჯახზე მელაპარაკები?! დღეში ასი ქალი რეკავდა ჩემ ტელეფონზე, რომ ვაჩესთვის თავი დამენებებინა და მიმეტოვებინა, რომ ვაჩეს არ ვუყვარდი და თვითონ იყო ვაჩეს ერთადერთი სიყვარული, რომ მე მხოლოდ შვილების გასაჩენად ვჭირდებოდი და კიდევ რამდენი რამ გავიხსენო?! შენ რა გგონია, მხოლოდ სმა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი? შენ მთელი ცხოვრება უზრუნველად იცხოვრე და ახლაც გრძელდება შენი თაფლობისთვე, მე კი გათხოვდებიდან ორ წელიწადში ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი! მთელ ფულს კაზინოებში, ბარებსა და ქალებში ხარჯავდა, მე კი მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი საღამოს ბავშვისთვის რა მეჭმია, მაგრამ უფლის იმედი არ დამიკარგავს და ყოველთვის ვპოულობდი გამოსავალს, სოფია იმიტომ გავაჩინე, რომ იქნებ გაახსენდეს საბას დაბადებისას რა ბედნიერები ვიყავით და გამოფხიზლდესთქო, მაგრამ უარესი შედეგი მივიღე… შენ იცი, ახლაც კი დაშორებიდან ორი წლის შემდეგ, სოფია ღამე ისტერიული ტირილით იღვიძებს და ნახევრად მძინარე მამამისს ეხვეწება, რომ დედას ნუ უყვირის, იცი ეს ყველაფერი?! არა, თქვენ არავინ არაფერი იცით, რადგან იმედს არ ვკარგავდი, რომ ვაჩე გამოსწორდებოდა და ვერიდებოდი მისი სახელის შერცხვენას..._ლილემ ცრემლები ვეღარ შეიკავა და მწარედ ატირდა, ლალი გახევებული უსმენდა, არ მოელოდა ამ ყველაფერს, ვერ იჯერებდა რომ ყოფილი რძალი ვაჩეზე ელაპარაკებოდა, ნუთუ ვაჩეს შეეძლო რამე დაეშავებინა ლილესთვის, რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა?! ნუთუ ასე ექვცეოდა საკუთარ შვილებს? არა, ამაის დაჯერება წარმოუდგენელია…
-გთხოვ, დამშვიდდი, მაპატიე, რომ აქამდე ეს ყველაფერი ვერ შევამჩნიე, ვერ მივხვდი, რომ ვაჩე იღუპებოდა, მაპატიე გვერდით რომ არ გედექი და შენ გაბრალებდი ვაჩეს სახეცვლილებას… ლალი ყოფილ რძალს გადაეხვია და მასთან ერთად ატირდა…

ვაჩე მეგობრის ოფისს მიუახლოვდა და დაფიქრდა, ღირდა კი შესვლა? ირწმუნებდა კი გიორგი ვაჩეს სიტყვას? უნდა სცადოს, ყველაფერი უნდა სცადოს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! მტკიცედ უთხრა საკუთარ თავს და ოფისში შევიდა…
-ბატონო, გიორგი, თქვენთან ვაჩე ხომერიკია მოსული… აცნობა მდივანმა ქალმა.
-ვაჩე? -უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - ისევ მთვრალია?
-როგორც მივხვდი არა, ფხიზელია… უხერხულად შეიშმუშნა მდივანი.
-კარგი, შემოუშვი.
ვაჩე, უხერხულად იჯდა სავარძელში, ქურთუკის შესაკრავს აწვალებდა და თვალებს აცეცებდა, არ იცოდა საიდან დაეწყო, როგორ ეთქვა მეგობრისთვის საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, უკვე მერამდენედ დებდა პირობას, რომ შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა…
-გისმენ ვაჩე. -დაარღვია დუმილი გიორგიმ…
ვაჩემ დასჯილი ბავშვივით ამოხედა მეგობარს, -გიო, გადაწყვიტე, რომ შევიცვალო, ჩემი ოჯახისთვის უნდა გავაკეთო ეს, არ მინდა შვილებს ვძულდე და ლილეს ვეზიზღებოდე, მინდა სადაც გადავუხვიე იქ დავბუნდე, ვიცი, რომ უკვე ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ახლა მტკიცედ გადავწყვიტე და ამას შენი დახმარების გარეშე ვერ შევძლებ…_ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია სათქმელი.
-რას აპირებ? _ეჭვით სავსე მზერა ესროლა გიორგიმ.
-გადავწყვიტე, მონასტერში წავიდე და მხოლოდ მაშინ დავბრუნდე, როცა მივხვდები, რომ ბოლომდე ამოვძვერი ამ ჭაობიდან… მტკიცედ თქვა ვაჩემ და მხოლოდ ახლა შეხედა მეგობარს თვალებში.
-მონასტერში? _ გაოცება ვერ დამალა გიორგიმ.
-ჰო, მონასტერში, რაც უფრო მალე, მით უკეთესი, თუნდაც დღესვე.
-კარგი, ამჯერადაც დაგეხმარები, მაგრამ იცოდე, ბოლოა! - მკაცრი მზერა ესროლა მეგობარს და ტელეფონი მოიმარჯვა.

ზუსტად 2საათში გიორგი და ვაჩე გიორგის მანქანით დავით გარეჯის მონასტრისკენ მიდიოდნენ, იქ კი უკვე ელოდნენ, სტუმრებს. ბინდდებოდა, როცა მონასტერში ჩავიდნენ, ვაჩე პატარა კელიაში დააბინავეს. გიორგიმ მოკლედ აუხსნა სიტუაცია მონასტრის წინამძღვარს, თვითონ კი მალევე დაბრუნდა თბილისში.
ლილე ძლივს გამოვიდა კაბინეტიდან, თითქოს მძიმე ლოდები ეთრიოს, ძლივს დაატარებდა დაღლილ სხეულს, პარასკევი საღამო იყო, სოფია და საბა დიდი ხანია ბებომ წაიყვანა მასთან, იქნებ დაისვენო ეს ორი დღეო, დაარიგა დედამ შვილი. მაგრამ ლილეს დასვენებაზე ფიქრიც კი დიდი ხანია წარსულში დარჩა ბედნიერებასთან ერთად… სახლში მისულმა ცხელი შხაპი მიიღო და ლოგინში ჩაწვა, ლეპტოპი გახსნა, იქნებ ცოტა გავერთოო, მაგრამ მალევე ესტუმრნენ მოგონებები და მათთან ერთად დაბრუნდა წარსულში.



ეს ჩემი პირველი ისტორიაა, იმედია მოგეწონებათ და ძალიან მკაცრად არ გამაკრიტიკებთ… ველოდები თქვენს გამოხმაურებას… გრამატიკულ შეცდომებს, გთხოვთ, ნუ შეიმჩნევთ… :)

 




№1 √ სტუმარი ™ lela

Pirvelistvis mshveniereia. Yoveldgiurad tu sadeb uketesi iqneba.

 



№2 √ სტუმარი ™ Guest ნატა

განსხვავებულია და საინტერესო. არ დააგვიანო ხოლმე რა )) წარმატებები!

 



№3 √ სტუმარი ™ Nene

Saintereso dasawyisia

 



№4  offline √ წევრი ™ ნინი პირველი

გააგრძელე მალეეეე

მომწონს ძაან და მალე დადე შემდეგი რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent