შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ციცქნა #4


10-01-2017, 19:09
ავტორი TeddyBear
ნანახია 1 351

ციცქნა #4

დაბინდული თვალებით შევცქერი ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს და მის ხელებში მოქცეულ ციცქნას, პატარას პირის თხლაფუნზე გულით მეღიმება და გაბადრული სახით ვაკვირდები მის თითოეულ მოძრაობას. თავის ტკივილი ისევ მაწუხებს, თვალებიც ნელ-ნელა მეხუჭება და ვგრძნობ როგორ მეცვარება სხეულის თითოეული ნაკვთი, ოფლით გაჟღენთილ სხეულზე მიკრულ ხალათს თითებით ვეპოტინები და მის მოშორებას ვცდილობ. ჩემს მოუსვენრობას თაბაგარიც ამჩნევს, უკვე გამაძღარ ციცქნას საწოლში აწვენს და ჩემკენ მოემართება, საბანს ერთი ხელის მოსმით მხდის და სხეულზე წამიერად მაკვირდება. მისი დაჟინებული მზერით გამოწვეულ აფაკლულ ლოყებზე ხელის გულს ვიფარებ და თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ. ძლივს ძლივობით ვუსწორებ უჩას თვალებს საკუთარს და მასში ჩაკარგულს საკუთარი გულის ბაგა ბუგი მესმის. მამაკაცი მაისურის სახელოებს იდაყვებამდე იწევს და ფრთხილი მოძრაობით იხრება ჩემკენ, თვალებ გაფართოებული შევცქერი უჩას და ხელებით მის მოგერიებას ვიწყებ
-რას აკეთებ ?.- ვხავი ჩახლეჩილი ხმით და ატკიებულ ყელზე ვისმევ თითებს.
-ისეთს არაფერს.- მხრებს იჩეჩს უჩა და ხელში მიყვანს. მის მკლავებში მოქცეული უფრო მეტად ვიფუზები და მის გულმკერდს ცხვირით ვეხახუნები. სასიამოვნო მოტკბო სურნელი ისევ მიწვავს კაპილარებს და მეც გონება დაბინდული ძლივს ძლივობით ვამჩნევ სააბაზანოს კრემისფერ კედელს. საბოლოოდ მაშინ ვფხიზლდები უჩას მკლავები რომ შორდებიან ჩემს სხეულს და ჩემი ტერფები სიცივისგან რომ იწყებენ კანკალს. დაკვირვებით შევცქერი ჩემს წინ მოტრიალე თაბაგარს, ერთი ხელით აბაზანას გრილი წყლით რომ მივსებს ხოლო მეორეთი კი ვარდისფერი პირსახოცი უჭირავს. მოხდენილი მოძრაობით ტრიალდება ჩემკენ და უხმოთ მიმითითებს თითქმის გავსებული აბაზანისკენ. სიცივისგან გაყინულ ტერფებს რამდენჯერმე ვუხახუნებ ერთმანეთს, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით მივიწევ გრილი წყლისკენ.
-მიტრიალდი.- ჩახლეჩილი ხმით ვეჩურჩულები უჩას და როგორც კი ბრუნდება კედლისკენ მაშინვე ვიხდი გაოფლილი სხეულიდან საღამურს. წამიერად ვავლებ ჩემ შავ მაქმანიან საცვლებს მზერას და ღრმა ჩასუნთქვას ვაკეთებ.
კამკამა, გრილი წყალი საამოდ მედება გაოფლილ კანზე, თვალდახუჭული ვეყრდნობი აბაზანის საზურგეს და ვგრძნობ როგორ მიახლოვდება მოტკბო სურნელი, როგორ იხრება ჩემკენ და როგორ მეხება თლილი თითებით დაშანთულ ყელზე. მისი შეხებისგან დავლილი ჟრუანტელი მთელი ძალით მაწვება ძვლებზე და ბაგეებიდან უცნაური ბგერები გაუცნობიერებლად კვეთენ ჯებირებს. თლილი თითები ფრთხილი მოძრაობით მეხებიან მკლავებზე და ნაზად მიუყვებიან ჩემი სხეულის თითოეულ ნაკვთს, მისი შეხებისგან ატანილ კანკალს კბილებით ვაჭერ კიდევ ერთხელ რომ არ გადმომედინონ ბგერებად. გვირილის სურნელით გაჟღენთილი საპონი ნაზად მედება ზურგზე, საპონს ფრთხილად ცვლიან თითები. ფრჩხილებიც რომ მიუყვებიან კანს დაუდევრად მივარდება თავი უკან და გაუცნობიერებლად ვახელ თვალებს. თვალების გახელის თანავე ვაწყდები შავ ირისებს აუღელვებლად რომ შემომცქერიან და ჩემს თითოეულ მიხვრა მოხვრას აკვირდებიან. მისი აუღელვებელი ხასიათი მაკრთობს, მისი სიმშვიდე ისეთ კონტრასტს ქმნის ჩემს ხასიათთან სული მეხუთება. მთელი ძალით ვეჭიდები სახელურებს და დაბინდული მზერით ვაკვირდები როგორი მოხდენილობით ისხავს შამპუნს ხელის გულზე და როგორ მოაქვს ხელი ჩემკენ, ნაზად მაზელს შამპუნს თმაში და თან თვალს არ მაშორებს. სხეული გაუცნობიერებლად მიდუნდება, ჰაერზე გამოკიდულივით ვესვენები აბაზანაში და სულელივით მეღიმება მის თითეოულ მოძრაობაზე.
გულმკერდის მარცხენა მხარეს ჩაყოლილ ლავას ვაყოლებ მზერას წყალიც რომ ერევა თან და თანობით. პატარა ბავშვივით ვათამაშებ ქაფში თითებს და იმ ქავილის შეჩერებას ვცდილობ ასეთი სისასტიკით რომ მასკდებიან თითის ბალიშზე. თაბაგარის დაჟინებულ მზერას კიდევ ერთხელ ვგრძნობ და უფრო მეტად ვმალავ სახეს, მისი თითების შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელი თრთოლვაში გადამდის, კბილებით ქვედა ტუჩს ვეტანები და მთელი ძალით ვაჭერ. წამით ბლანტ სითხესაც კი ვგრძნობ.
-მოდუნდი გოგონი.- მესმის თაბაგარის ჩახრინწული ხმა და მისი ხმის თრთოლვა მაიძულებს მზერა გავუსწორო კუპრივით შავ თვალებს. პირველად ვხედავ მის თვალებში მოელვარე ვნებას და გაუცობიერებლად ვიფარავ შავ მაქმანიან საცვალს. მისი ჩაცინების ხმა ხვდება ჩემს ყურთასმენას და ახლაღა ვაცნობიერებ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ საცვლების ამარა რომ ვიყავი მის წინ.
თაბაგარი ზანტი მოძრაობით დგება ფეხზე, დუშს სამაგრიდან ხსნის და გრილი წყალი ახლა დუშიდან მოედინება ჩემს სხეულზე. მარცხენა ხელს მიწვდის და მეც წყალ წაღებულივით ვეჭიდები, ნელა ვდგები ფეხზე და ყველანაირ მორიდებას ჯანდაბაში ვგზავნი. ქაფით დაცვარული სხეული ნელ-ნელა მეწმინდება და მეც თითქმის შიშველი ვრჩები თაბაგარის წინ. ორივეს ღრმა, მძიმე სუნთქვა ერთდროულად ჩამესმის ყურებში, თითქოს ორივეს გულის ბაგა ბუგი ერთიანად მასკდება კიდურებზე. წყლის ნაკადი წყდება, უჩაც გამოსაფხიზლებლად ახველებს და გრძელ ვარდისფერ პირსახოცს საკიდიდან ხსნის და ჩემკენ იწვდის.
-გამოიცვალე და ოთახში გამოდი.- ჩახრინწული ხმით მებუტბუტება უჩა და ოფლიან შუბლზე თითებს ისმევს.- გარეთ დაგელოდები.- ამატებს ბოლოს და სწრაფი ნაბიჯებით გადის გარეთ.
საკუთარ თავს შევცქერი სარკეში, სველ საცვლებს სხეულიდან ვიხდი და შიშველ მეს პირველად ვუსწორებ მზერას. ახლაღა ვაკვირდები წყლისგან გაწითლებულ კანს და ჯერ კიდევ ვგრძნობ უჩას თითოეულ ანაბეჭდს. მის მიერ დატოვებულ ანაბეჭდს საკუთარი თითებით მივუყვები და ჩაწითლებული თვალებით ვუყურებ შიშველ სხეულს.
-გამოფხიზლდი ტამარა, გამოფხიზლდი.- ვეჩურჩულები ჩემს თავს და თავს რამდენჯერმე ვაკანტურებ. პირსახოცით სველ სხეულს ვიმშრალებ და თეთრ აბრეშუმის ხალათს ტანზე ვირგებ. დარცხვენილი გამოვდივარ სააბაზანოდან და ციცქნასთან ჩამუხლულ თაბაგარს ვუსწორებ მზერას. მის ტანსაცმელს ვაკვირდები, მასაც გამოუცვლია, მკვრივ, ნავარჯიშებ სხეულზე შავი მაისური და ნაცრისფერი შარვალი მოურგია.
-უკეთესად ხარ ?.- მეკითხება უჩა ჩუმი ხმით და ციცქნას სახეზე აგრძელებს თითებით თამაშს.
-კი.- ვჩურჩულებ მეც და საკუთარ თავს ვეკითხები "ვარ კი ?".
-ძალიან კარგი.- ფეხზე დგება თაბაგარი და დინჯი, მოხდენილი ნაბიჯებით მიახლოვდება ისევ, საწოლისკენ მიმითითებს და მეც მორჩილი ბავშვივით ვცურდები საწოლში. უჩა ციცქნასთან ერთად მოემართება და პატარას გვერდით მიწვენს.- ლიმნიან ჩაის ამოვიტან და მოვალ.
-კარგი.- ვბუტბუტებ ისევ და ჯერ კიდევ მისი თითებისგან ახურებული სხეულის დაწყნარებას ვცდილობ. ისევ დინჯი ნაბიჯებით შორდება ოთახს და კარებიდანაც ისე მოხდენილად გადის ბაგეებიდან ოხვრა მცდება.- ეს კაცი შემიწირავს ციცქნა.- შევცქერი მძინარე ციცქნას და მის შუბლს თითებით ვეფერები. პატარას მოფერებას იქამდე ვაგრძელებ სანამ უჩა ოთახში არ ბრუნდება, სინზე დაწყობილ ორ ჩაის ჭიქას და ერთ აბებით გატენილ პატარა ბოთლს ვხედავ.
-სიცხის დამწევია.
-ვიცი უჩა, ექთანი ვარ.- მეცინება მე. თაბაგარი მკრთალად მიღიმის და ლიმნიან ჩაის მიწვდის, მეც ნელი მოძრაობით ვაცლი ხელებიდან და სულის ბერვით მიმაქვს ტუჩებთან.- არ მეგონა ისევ თუ შეგხვდებოდი.- ვეუბნები ღიმილით.
-არც მე.- მიღიმის ისიც.- ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ისევ შეგხვდებოდი თუმცა იმედი მაინც მქონდა.
-ელენესთან ყველაფერი კარგადაა ?
-კი.- მიღიმის მკრთალად.- სიცხე გაიზომე და დაიძინე.
-არ მეძინება.- ჯიუტად ვბურტყუნებ და ციცქნასკენ ვაპარებ მზერას.
-არ გეშინია რომ გიპოვიან ?.
-კი ახლა უფრო მეტად მეშინია. ვიცი არ არის სწორი ის რაც მე გავაკეთე მაგრამ...
-ყველაფერი რასაც ვაკეთებთ შეუძლებელია გამართლებული იყოს საზოგადოებაში. სხვისი თვალით დანახული შეიძლება არასწორი იყოს ის რაც შენ გააკეთე თუმცა რეალურად შენ ხომ იცი რას გრძნობ ციცქნას მიმართ. ეს გრძნობა ხომ სწორია.
-ჰო ასეა.- მეღიმება.
-დედობრივი გრძნობა შეიძლება სხვისი შვილის მიმართაც გაგიჩნდეს.
-ციცქნა პირველად მაშინ ვნახე ერთი თვის რომ იყო. დედამისის გამო შეექმნა ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა და პატარა საავადმყოფოში დააწვინეს. დედამისი კი ნარკოლოგიურ ცენტრში მაგრამ ქალი იქიდან ხშირად იპარებოდა. ბოლოს იმდენი გააკეთა ციცქნა საავადმყოფოდან წამოიყვანა მაგრამ ისე ვერ გავატანდით ბავშვს ზედამხედველის გარეშე. მე გავყევი, სამი თვის მანძილზე ვზრდიდი ციცქნას, ხშირად მასთან მარტოც ვრჩებოდი და ყოველ დღე მიჩნდებოდა მის მიმართ დედობრივი გრძნობა. ყოველდღე მიყვარდებოდა. მარტო ბიოლოგიური დედობა ხომ არაა... ხო ?.- ვეკითხები საცოდავად, თითქოს მინდა ვინმემ ჩემს საქციელს გამართლება უპოვოს.
-სიყვარული შეუძლებელია არასწორი იყოს ტამარა.- მიღიმის უჩა.- ახლა კი დალიე ჩაი თორემ გაგიცივდება.
-ჰოო...- თითქმის გრილ ჩაის სწრაფად ვსვავ და ცარიელ ჭიქას უჩას ვუწვდი, ისევ ზანტი მოძრაობით მართმევს და იქვე მდგარ ტუმბოზე დებს. ოთახში სინათლეს აქრობს და საბანში მმალავს.
-ახლა კი დაიძინე.- შუბლზე მაკრობს ტუჩებს და ციცქნას ლოყაზე თითებით ნაზად ეფერება.
-ძილინებისა უჩა.- ვჩურჩულებ ღიმილშეპარული ხმით.
-ძილინებისა ტამარა.- მეჩურჩულება ისიც და ოთახიდან გადის.

****

გადავწყვიტე ეს თავი მხოლოდ უჩას და ტამარასთვის დამეთმო ^^
იმედია მოგეწონებათ ^^
ველი შეფასებებს...

მიყვარხართ kissing_heart

 




№1 √ სტუმარი ™ გვანცა))

მადლობა მუზა'ვ
ჰო კარგი იყო მარტო ტამარას და უჩაზე რომ იყო ეს თავი
მომეწონა აბაზანაში შექმნილი ვითარება :დდდ
მარიამ კარგი ხარ❤
მეც მიყვარხარ ;დ ❤

 



№2 √ სტუმარი ™ lela

Arc ki vici ra vtqva. Dzalian, dzalian, dzslian kargia.

 



№3  offline √ მოდერი ™ TeddyBear

გვანცა))
მადლობა მუზა'ვ
ჰო კარგი იყო მარტო ტამარას და უჩაზე რომ იყო ეს თავი
მომეწონა აბაზანაში შექმნილი ვითარება :დდდ
მარიამ კარგი ხარ❤
მეც მიყვარხარ ;დ ❤

მადლობა გვანცა kissing_heart

lela
Arc ki vici ra vtqva. Dzalian, dzalian, dzslian kargia.

დიდი მადლობა kissing_heart

 



№4 √ სტუმარი ™ ნემო

cuga
tedy bear laparaki arginda ?

აუ შენ რათი ვერ იშოვე ვინმე რომ მოგწეროს ვახ

 



№5  offline √ მოდერი ™ elle...

ნერვები მომეშალა ასე ბოლოს რომ მიწევს კომენტარის დაწერა.
აბაზანის სცენის წარმოდგენისას, ტამარა კიარა მე ავღელდი, უჰ. :დ
უჩა ის მამაკაცია, ყველა ქალი რომ ოცნენობს.
ნუ, მე ასე წარმოვიდგინე და ჩემი უჩა ასეთია!
ციცქნა ისევ მინდა მე! :დ
უუუუსაყვარლესია ეს გოგო!
შენ ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ.
ემოციური, თბილი და უზომოდ საინტერესო.
Люблю тебя❤️

 



№6  offline √ მოდერი ™ TeddyBear

elle...
ნერვები მომეშალა ასე ბოლოს რომ მიწევს კომენტარის დაწერა.
აბაზანის სცენის წარმოდგენისას, ტამარა კიარა მე ავღელდი, უჰ. :დ
უჩა ის მამაკაცია, ყველა ქალი რომ ოცნენობს.
ნუ, მე ასე წარმოვიდგინე და ჩემი უჩა ასეთია!
ციცქნა ისევ მინდა მე! :დ
უუუუსაყვარლესია ეს გოგო!
შენ ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ.
ემოციური, თბილი და უზომოდ საინტერესო.
Люблю тебя❤️

მადლობა ჩემო საყვარელო ❤
ნუ ამ ისტორიაში შენც გყავს ციცქნა ცოტნესგან :დდ ნუ ხუთი წლისაა :დდ
ია ტოჟე ❤

 



№7 √ სტუმარი ™ ketis

ფანტასტიურიააააააააააააააააააააააააააააააააააა მალე დადე გთხოვ

 



№8  offline √ მოდერი ™ TeddyBear

ketis
ფანტასტიურიააააააააააააააააააააააააააააააააააა მალე დადე გთხოვ

მადლობა, შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent