შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარყვნილი მოღალატე #1


10-01-2017, 20:45
ავტორი elle...
ნანახია 2 182

გარყვნილი მოღალატე #1

***
საშინელებაა გიყვარდეს ვინმე და ის ამ სიყვარულს აღარ ემსახურებოდეს.
საშინელებაა იმის გააზრება, რომ ამ სიყვარულში მარტო ხარ.
კიდევ უფრო საშინელება ამ სიყვარულის ისევ არსებობაა.
სიყვარულის, რომელსაც წუთიერი ვნება ცვლის.
***
სულ ზემოთ,
ჭაღარაშეპარული კაცი,
დიდი, თეთრი წვერებით
და
ხელში თეთრი ბუმბულით,
თითოეულ ადამიანს დიდ, ოქროს წიგნში უწერს საკუთარ ბედს .
ალბათ,
ჩემი ბედიც ასე დაიწერა.
ცალკე, ახალ ფურცელზე,
მარჯვენა მხარეს ჩემი სახელითა და გვარით - „ლიზა ბერიძე.“

იქნებ სჯობდა კიდეც, ეს ფურცელი სამუდამოდ ცარიელი ყოფილიყო.
ან სულაც, იმის საშუალება მქონოდა, რამდენიმე ფურცელი ამომეხია და ნაკუწებად მექცია.
***
არაფერი სჯობს დილით გაღვიძებულმა უყურო როგორ სძინავთ შენთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს ერთად.
დათას პატარა ანამარია მუცელზე დაეწვინა და ორივე ხელი ნაზად შემოეხვია მისთვის.
ცხვირი მის ფაფუკ თმებში ჰქონდა ჩარგული და მშვიდად სუნთქავდა.
ჩემთვის ამაზე საოცარი სანახაობა არ არსებობდა და მთელი ცხოვრება შემეძლო ამისთვის მეყურებინა.
მეღიმებოდა, ბედნიერებისგან.
ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიყავი ასე და კიდევ დიდხანს ვიქნებოდი, დათას ჩახლეჩილი ხმა რომ არ გამეგო.
-რამდენი ხანია ველოდები როდის მაკოცებ, შენ კიდევ მარტო ჩემი სიმპატიურობით ტკბები.
-ნარცისი.
სიცილით ჩავილაპარაკე და ნაჩქარევად ვაკოცე.
-ეს რა იყო? ბაღის ბავშვი ვარ?-აშკარად უკმაყოფილო იყო.
-ბავშვს ვერ ხედავ აქ?
მძინარე ბავშვი მაშინვე ხელში აიყვანა და მთელი სახე დაუკოცნა.
-მამას პრინცესა. ოქროსთმიანი გოგო ხარ ჩემი, მა.
ნელა წამოდგა ფეხზე და ცალი ხელი შემოხვია პატარას, მეორე მე დამიქნია, ახლავე მოვალ, ადგომა არ გაბედოო და ოთახის კარი გაიხურა. მალევე დაბრუნდა, ანამარია თავის ოთახში გაეყვანა.
-ახლა ხომ არავინ გვიშლის ხელს?-ვნებისგან დახშული ხმით ჩუმად მითხრა და როგორც მას ჩვევია, ისე მაკოცა.-გემრიელო.
-სამსახურში დაგვაგვიანდება, დათა.-მისი ალერსისგან გათიშულმა ძლივს ამოვილაპარაკე და ხელები თმებში შევუცურე.
-რაო, გავჩერდე?-ტუჩებით მკერდისკენ ჩაუყვა.
-ჰო.-ხმამაღლა წამოვიკვნესე მისი ტუჩები ჩემს მკერდს რომ შეეხო და ერთი სიტყვა ძლივს ამოვილუღლუღე.
-შენი სხეული სულ სხვა რამეს მთხოვს, ლიზუ.-თვალებში ჩამხედა და ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე.-ჩემო გემრიელო.
ისევ ველურივით დამეტაკა ტუჩებზე და აი მაშინ სულ აღარ დამრჩა შეწინააღმდეგების უნარი. ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და მთლიანად ავეკარი მის ტანს. ხელებით ველგან მეფერებოდა და ტუჩებს არცერთი წამით არ მაშორებდა.
-მაგიჟებს შენი სურნელი!
კიდევ უფრო ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და ხელები მთელი ძალით მომიჭირა საჯდომზე. თავი ვეღარ შევიკავე და კიდევ უფრო ხმამაღლა წამოვიკვნესე. კბილები მთელი ძალით მოვუჭირე კისერზე. მერე კბილები ტუჩებით შევცვალე და ხელები მკლავებზე მოვუჭირე.
ნელ-ნელა სხეული მიდუნდებოდა და ამასთან ერთად უსაზღვრო სიამოვნებას ვგრძნობდი. ბოლოს მთელი ძალით მოვიზიდე ჩემკენ და ვაკოცე. მომთხოვნად მკოცნიდა და ვგრძნობდი როგორ აღწევდა ჩემთან ერთად სიამოვნების მწვერვალს. ბოლოს კვნესა რომ შემეკავებინა, მთელი ძალით ვუკბინე ტუჩზე. მაშინვე მომაშორა სისხლიანი ტუჩები და მოდუნებული სხეულით შიშველ მკერდზე დამაწვა.
-ამისთვის კიდევ უფრო მეტად დაისჯები.-ღრმა ამოსუნთქვებს ამოაყოლა სიტყვები და ხელით მოიწმინდა წითელი სითხე.-ჩემი ველური ცოლი.-მკერდზე მაკოცა.
-გადაიწიე, დათა. მძიმე ხარ.
-მაშინ არ ვიყავი მძიმე, მთელი ძალით რომ მიჭერდი ხელებს?-ირონიული სიცილით მითხრა და გვერდით გადაწვა.-ყველაზე მაგარი სექსი, ყველაზე სექსუალურ ქალთან!
ხმამაღლა წამოიძახა და მიმიხუტა. ახლაღა შევამჩნიე როგორ აჩნდა ჩემი ნაკბენი კისერზე და ლოყები ამიწითლდა.
-რაო, მიხვდი ჩემი შეხების დროს თავს რომ ვერ აკონტროლებ?
-გარყვნილო!-მსუბუქად დავარტყი მკერდზე ხელი.
-ჩემი ცოლი ჩემზე ძალადობს.-სიცილით წამოიძახა.
-როგორ ვერ დასერიოზულდი ამხელა კაცი.
-შენ ასეთი გიყვარვარ, ლიზუ. ხომ გიყვარვარ?-ჩურჩულით მკითხა და თავი ამაწევინა.
-ყველაზე მეტად, დათუ.-ნიკაპზე ვაკოცე.
-ეს დათუ რა მოიგონე, რა სახელია.
-გამიშვი, სააბაზანოში უნდა შევიდე.
-ერთად შევიდეთ.-ეშმაკურად გამიცინა.
-იქ მაინც მომასვენე, შე გაუმაძღარო.
-ხომ ხედავ, ისეთი ტკბილი ხარ, შენით ვერ ვძღები, არ მყოფნი და რა გავაკეთო.
ძლივს დავუსხლტი ხელებიდან და სააბაზანოში შევვარდი. ცხელი წყალი ისე მესიამოვნა დაცვარულ სხეულზე, თვალები დამეხუჭა. მაგრამ ვინ რას გაცდის, მალევე ვიგრძენი ძლიერი ხელები მუცელზე, მარწუხებივით რომ შემომეხვია.
-კარგი რა, დათა.მართლა გვაგვიანდება.
-უბრალოდ წყალი ერთად გადავივლოთ.-საოცრად შეცვლილი ხმით მითხრა და სველ კანზე მომაკრო ცხელი ტუჩები. მისკენ მიმატრიალა და მე რომ სიგიჟემდე მიყვარს, იმ ღიმილით გამიღიმა. ხელებს ნაზად დაასრიალებდა ჩემს ტანზე და ქაფს ნელი მოძრაობით მინაწილებდა ყველგან. თვალებს არ მაშორებდა, ამოუცნობი მზერით მიყურებდა. ლამის გავითიშე მისი ხელები თმებში რომ ვიგრძენი და ისე მომეკრო სხეულზე, გამოძრავების უნარი დავკარგე.
-რა გითხარი?-შერჩენილი ძალებით ამოვილაპარაკე და ღრმად ამოვისუნთქე.
-ჩუ, ნუ მელაპარაკები.-ხრინწიანი ხმით პირდაპირ ჩემს ტუჩებზე ამოილაპარაკა და წამიერი კოცნა დამიტოვა. ხელები ზურგზე მომხვია და ნაზად გაამოძრავა. წყლის ქვეშ დამაყენა და ქაფი თავისი ხელებით ჩამომბანა. სხეულის ყველა ნაწილზე მეფერებოდა და ისეთი ინტერესით მაკვირდებოდა, თითქოს უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებდა.
ყველაფერს რომ მორჩა, წყალი გადაკეტა. ძალიან მაგრად ჩამეხუტა და კისერში მაკოცა.
-მიყვარხარ, ლიზუ.
-მეც.
ეს კაცი ყოველთვის მაკარგვინებდა თვითკონტროლს. სულ შეეძლო ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა. ჯაკუზიდან ხელში აყვანილი გადმომიყვანა და ხალათი მომახურა.
-ახლა უკვე მზად ხარ.
გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.
მე მხოლოდ გავუღიმე და ნაჩქარევად დავტოვე ოთახი.
უკვე მართლა საშინლად მაგვიანდებოდა.
მე თმებს ვიშრობდი, დათა კი უკვე ტანსაცმელს იცვამდა.
ნახევრად გამშრალი მქონდა, ფენი რომ გავთიშე და სკამიდან წამოვდექი.
-რას აკეთებ, ლიზა?-საყვედურით მითხრა დათამ და ჩემკენ წამოვიდა.
-რა იყო?-ვერ მივხვდი რა უნდოდა.
-ასე ხომ გაცივდები.
სიტყვების გააზრება ვერ მოვასწარი, ფენი რომ ჩართო და თავისი ხელით დამიწყო თმების გაშრობა. იქამდე არ მომშორდა, სანამ არ დარწმუნდა რომ ბოლომდე მშრალი მქონდა.
-ასე უკეთესია.
-ჩემი მზრუნველი ქმარი.-კისერზე ჩამოვეკიდე და მთელი ძალით ვაკოცე.
-დილით ვერ ნახე, ამ საქციელს რაც მოყვა?
-სულ ამაზე როგორ ფიქრობ, მართლა გარყვნილი ქმარი მყავს.
სიცილით ვუთხარი და მაშინვე მოვშორდი. ნაჩქარევად მოვემზადე.
-ლიზუ, გააღე კარი!
საძინებლიდან გამომძახა დათამ. ვერც კი გავიგე ზარის ხმა, იმდენად გამაბრუნა დილიდანვე ამ ვაჟბატონმა.
-მოდი, ნანი.-ღიმილით ვუთხარი ანამარიას ძიძას და სახლში შემოვატარე.
-დილამშვიდობისა, შვილო. სძინავს ისევ პატარას?
-კი. გუშინ გვიან დაიძინა. ნანი, საუზმე მაცივარშია, გუშინ ყველაფერი გავუმზადე.
-ნუ ნერვიულობ შვილო, მე თვითონ გავაკეთებ ყველაფერს.
არ ვიცი ბავშვი სხვას როგორ ვანდე, მაგრამ ნანი მართლაც კარგი ქალი იყო. დედაჩემის ახლო მეგობარი იყო და მხოლოდ ამან გადამაწყვეტინა ბავშვის სხვასთან დატოვება. პირველად ყველა ათ წუთსი ვურეკავდი და ვამოწმებდი. ხშირად შესვენებაზე სახლში მოვრბოდი ანამარიას სანახავად. მერე რომ მივხვდი ყველაფერი რიგზე იყო და ნანიც საკმაოდ სანდო ქალი იყო, დავმშვიდდი.
-ლიზუ, ჰალსტუხი შემიკარი, რა.
წუწუნით გამოვიდა საძინებლიდან დათა, დამანჭული სახით.
-გამარჯობა, ნანი.
-გაგიმარჯოს, შვილო.
საშინლად უხდებოდა მის ტანს შავი შარვალი და თეთრი პერანგი. ჰალსტუხის შესაკრავად რომ მოვემზადე, კისერზე დილანდელი ჩემი „ნახელავი“ დავინახე და სახეზე საშინელი წვა ვიგრძენი, სირცხვილისგან.
დათას ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია და ტუჩები ყურთან მომიტანა:
-ყველა მიხვდება რა გარყვნილი ცოლიც მყავს.-და იქვე დამიტოვა სველი კოცნა.
გაბრაზებულმა ისე მოვუჭირე ჰალსტუხი, ხველა აუტყდა.
-ასე მოგიხდება!
-ღამე სად წამიხვალ.
ხომ ვამბობ, ეს კაცი სულ სექსზე ფიქრობს!
მთელი მონდომებით დავუფარე პერანგის საყელოთი გაწითლებული ადგილი და პიჯაკი გამოვუტანე. ანამარიას დავხედე და სიგარეტის მოწევით გართული ქმარი ძლივს გავაგდე სახლიდან.
-მანქანაში არ მოწიო, იცოდე.
-ასე რომ მეკაპასები, უფრო სექსუალური ხარ.
-ღმერთო, ეს ვის გავყევი ცოლად!
ღვედი შევიკარი და ხელები მაღლა ავღმართე.
-მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ და სიმპატიურ მამაკაცს.
-თვითკმაყოფილი იდიოტი.
-მიდი, მიდი ილაპარაკე. ღამე ერთიანად გადაგიხდი.-ისევ სიცილით ჩაილაპარაკა და მთელი ძალით დააჭირა ფეხი გაზის პედალს. ხუთ წუთში უკვე ჩემს სამსახურთან ვიყავით.
-შესვენებაზე დამირეკე, ხო?-ჩემკენ გადმოიწია და ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
-გეცლება მაგ დროს?
-შენთვის ყოველთვის მცალია, გემრიელო.-სწრაფად მაკოცა ტუჩებზე და წამომდგარს ხელი საჯდომზე მსუბუქად მომარტყა.-მიდი, გაიქეცი.
-პატარა ბავშვი არ ვარ!-ვითომ გავბრაზდი და სირბილით წაედი შენობისკენ.
მთელი ათი წუთით დავიგვიანე და სავარაუდოდ, ჩემი უფროსი რედაქტორი კარგ დღეს არ დამაწევდა.
-გელოდება.
დაჭკანული სახით მანიშნა ლიკუნამ დირექტორის კაბინეტზე და მეც მობეზრებულად დავაკაკუნე.
-შემოდი.
-ქალბატონო მაკა, მელოდებოდით?
-რომელი საათია, ლიზა?-მკაცრი ხმით მითხრა.
-იცით, ჩემს ქმარს მანქანა გაუფუჭდა გზაზე და სანამ არ გავაკეთეთ, იქამდე ვერ წამოვედი. ბოდიში.
-სხვა დროს გამართული ავტომობილით იარე, ხოლმე. შეგიძლია გახვიდე.
თავი დავუკარი და სწრაფად დავტოვე ოთახი. კარები როგორც კი დავხურე, მაშინვე ზედ ავეკარი და თვალებდახუჭულმა ღრმად ამოვისუნთქე.
-გადავრჩი.-სიცილით ვუთხარი ლიკუნას და ყავის გადაკეთებლად წავედი. დილით ჩემი დაუკმაყოფილებელი ქმრის შემხედვარემ ვერაფერი მოვასწარი.
-ლიკუ, ყავას დალევ?
-აუ, კი რა, ლიზ. უშაქრო ოღონდ.
ყავა ავადუღე და მაშინვე საქმეს შევუდექი.
უცხოური სტატია უნდა გადამეთარგმნა და რედაქტირებაც გამეკეთებინა.
შესვენება ერთი საათით გადამედო, იმდენად ბევრი საქმე მქონდა და ოთხისთვის საშინლად დაღლილმა დავურეკე დათას.
-დათა, გცალია?
-გამოხვედი უკვე?
-თუ გამომივლი, გამოვალ.
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
ყველა შესვენების დროს მაკითხავდა და ჩვენს საყვარელ კაფეში გავდიოდით, შოკოლადის ნამცხვრის დასაგემოვნებლად.
„მოვედი, ლიზუ.“
შეტყობინების წაკითხვისას სწრაფად მოვიცვი მანტო და ლიკუნას გავხედე:
-ლიკუ, წამოხვალ ჩვენთან ერთად?
-მადლობა, ლიზა. ბევრი საქმე მაქვს, სხვა დროს იყოს.
გავუღიმე და კიბეები ნაჩქარევად ჩავირბინე.
შორიდანვე შევნიშნე წინა სავარძელზე წითელი ვარდების თაიგული და გული ისე ამიჩქარდა, ამომივარდება-მეთქი, გავიფიქრე.
-ეს ვის, დათა?-ცხოვრებაში ყველაზე სულელური შეკითხვა დავსვი.
-შენს უფროსს, მაკას. მშვენიერი სექსუალური ქალი ყოფილა, უნდა დავკერო.-სერიოზული სახით მითხრა და ჩემი გაბრაზებული სახე რომ დაინახა, მაშინვე ხმამაღლა გაიცინა.-რა სულელი ხარ, ლიზა. შენია, ვისი უნდა იყოს?
-ჩემი რომანტიული ქმარი!-ორივე ლოყა დავუკოცნე.-მადლობა.
გამიცინა და მანქანა დაძრა.
-როგორც ყოველთვის?-მიმტანიც კი გვცნობდა უკვე.
-მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკი დაუმატე, რა.-ღიმილით უთხრა დათამ.
-რა ვისკი, გაგიჟდი? საჭესთან ხარ და თან სამსახურში უნდა გახვიდე.
-აღარ უნდა გავიდე.-კმაყოფილმა გამიღიმა.
-რატომ?
-მოვიგე, ლიზუ. დედა ვუტირე გავაშელს.
სიხარულისგან ფეხზე წამოვხტი და დათას მუხლებზე ჩამოვუჯექი, ხელები მჭიდროდ მოვხვიე კისერზე და იქვე ვაკოცე.
დათა ადვოკატია.
ცოლ-ქმარი შორდებოდა და ბავშის მეურვეობაზე იყო სასამართლო.
დათა დედის ადვოკატი იყო.
ათიდან უკვე მეცხრე საქმე მოიგო.
-ჩემი საამაყო ქმარი.-სულ არ მაინტერესებდა კაფეში გაკვირვებულები როგორ გვიყურებდნენ.
-ასე რომ ზიხარ, რაღაცები მინდება და მერე მეტყვი, გარყვნილი ხარო. არადა შენი ბრალია.-საშინლად ჩახლეჩილი ხმა აქვს ამ კაცს და ჭკუიდან გადავყავარ.
-აქ სექსი არ მომთხოვო, ოღონდაც.-სიცილით გავშორდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
-არ ვიტყოდი უარს. წარმოიდგინე, მაშინვე +18 ვარსკვლავები გავიჩითებოდით.-სიცილით მელაპარაკებოდა.
-ცანცარა, გარყვნილი ქმარი მყავს!
მთელი მონდომებით ვუყვებოდი რამდენი საქმე მქონდა რედაქციაში, რა როგორ გავაკეთე. ისიც ღიმილიანი სახით მიყურებდა და ინტერესით მისმენდა. ასეთი ტრადიცია გვქონდა ყოველთვის. რაც ორივემ სამსახური დავიწყეთ, შესვენებას ყოველთვის ერთად ვატარებდით.
-ნანი, რას შვრება ანამარია?
-ჭკვიანი გოგოა და ახლა ჭამს.
-ჩემი გოგო, ხომ ყველაფერი კარგად გაქვთ?
-კი, ნუ ღელავ.
-მალე მოვალ.
ღიმილიანი სახით გავუთიშე ნანის და დათას გავხედე.
-სად მიდიხარ, დღეს?
-ბიჭებთან ერთად ბარში გავალ. შენ დაგტოვებ და გავუვლი გუგას.
-ბევრი არ დალიო, ხო?
-არა, ლიზუ.-ცხვირზე სასაცილოდ დამკრა ხელი.
-წავედით.
საშინლად მინდოდა დათასთან ერთად წასვლა, მაგრამ დაგვიანებულს მაკასთვის ადრე გაშვება რომ მეთხოვა, სულ არ მოხვიდეო, ამ სიტყვებით გამომაბრძანებდა.
უხალისოდ შევუდექი სტატიის რედაქტირებას და მოზოზინე საათის ისრებს ყველა ხუთ წუთში ვუყურებდი.
-ლიზუ, მოითმინე. ერთი საათიღა დაგრჩა.-სიცილით მითხრა ლიკუნამ, ჩემი მოუთმენლობით შეწუხებულმა.
ერთი საათი ერთ საუკუნედ გამეწელა და როგორც იქნა, მოვრჩი.
მე და ლიკუნა ერთად გამოვედით და ფეხით წავედით სახლისკენ. ჩემი ქუჩის მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობდა. როგორც ჩანს, მასაც არ აკითხავდა ქმარი.
სახლში როგორც კი მივედი, მანტო გავიხადე და მისაღებში გავედი.
ჩემი პატარა გოგო ხალიჩაზე იჯდა და თამაშობდა.
როგორც კი დამინახა, ხელები ჩემკენ გამოიშვირა.
-რაო, დე? მოგენატრე?
ლოყები დავუკოცნე და მაგრად ჩავიხუტე.
-ჩემი ოქროსთმიანი.-დათას სიტყვები გავიმეორე და მის კულულებში ჩავგრე თავი.-ჩემი ტკბილი. ნანი ხომ არ გავაბრაზეთო?
-არა, ხომ გითხარი ჭკვიანი გოგოა-მეთქი.
-გამომართვი, აბაზანაში უნდა გავიდე.
იმდენი ხანი ვიყავი აბაზანაში, დრო როგორ გავიდა ვერ მივხვდი.
სწრაფად მოვიწესრიგე თავი და ნანი სახლშ გავუშვი.
-რა გავაკეთოთ მე და შენ, დე?-ინტერესით მომზირალ პატარას წინ დავუჯექი.-ვითამაშოთ?
ისე გავერთე ანამარიასთან ერთად, თერთმეტი საათი როგორ შესრულდა ვერ გავიგე. პატარა მოვაწესრიგე და დავაძინე.
უკვე თორმეტი ხდებოდა და დათა არ ჩანდა.
„მალე მოხვალ?“
მივწერე, თუმცა უშედეგოდ. ნახევარი საათი არაფეი მოუწერია.
ალბათ ვერ გაიგო-მეთქი, და ყურადღება არ მივაქციე. ტელევიზორის ყურება დავიწყე. ვგიჟდები ალ პაჩინოს ფილმებზე და ახლაც ისე შევყევი, რომ დამთავრდა მხოლოდ მაშნ ამოვისუნთქე. საშინლად გავბრაზდი ორის ნახევარი რომ მიჩვენა საათმა და დათას ამჯერად გადავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
-უკვე ჩვენს სახლთან ვარ.-ხრინწიანი ხმით მითხრა და გამითიშა ისე, რომ ხმის ამოღებაც არ მაცადა. არადა, რა აკრეფილი მქონდა, გადამირჩა. მაგრამ სახლში ხომ მოვიდოდა?
მართლაც, ხუთი წუთი არ იყო გასული, სახლის კარი რომ შემოაღო.
მისკენ წავედი და ისეთი ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი, სახე დამემანჭა.
-რა იყო, მთელი ბარის სასმელი შენ შემოგატენეს?-უკმაყოფილოდ ვუთხარი და ქურთუკის გახდაში დავეხმარე. პასუხი არ გამცა, ფეხსაცმელების გახდა დაიწყო.
-აბაზანას მოგიწესრიგებ.
აბაზანიდან რომ გამოვედი, ისევ ისე იჯდა შემოსასვლელში, როგორც დავტოვე. ახლა სახე ხელებში ჩაერგო.
-დათა, რამე მოხდა?-მის წინ ჩავიმუხლე და თითებზე ხელები მოვკიდე, სახიდან რომ მომეშორებინა. ნეტავ, სულ არ ჩამოეღო და ასეთი არ მენახა.
ჩაწითლებული, დაღლილი თვალებით შემომხედა და არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, თვალებით მიხდიდა ბოდიშს.
-არაფერი.-ამოიხრიალა და თავი ჩაღუნა.
მე სიმთვრალეს დავაბრალე მისი ასეთი ქცევა და თავზე ვაკოცე, წამომდგარმა.
-სააბაზანაში წამოდი, კარგი?
ნელი ნაბიჯებით გამომყვა და კარები მიიხურა.
დივანზე ჩამოვჯექი და ველოდებოდი, როდის გამოვიდოდა.
ესეც ჩვენი ტრადიცია იყო, ჩვენი ოჯახის.
ერთმანეთის გარეშე არასდროს ვწვებოდით, რამდენი ხნითაც არ უნდა დაგვეგვიანა.
მირჩევნოდა, დივანზე წოლისგან მთელი სხეული ამტკივებოდა, ვიდრე მისი მხარე ცარიელი დამენახა და ისე დამეძინა. თვალები მეხუჭებოდა უკვე მოზღვავებული ძილის სურვილისგან. დათა კიდევ არ ჩქარობდა აბაზანიდან გამოსვლას.
-დათა, კარგად ხარ?-კარებზე რამდენიმეჯერ დავუკაკუნე.
წყლის ხმა არ მესმოდა. მაშინვე გააღო კარები და ნაძალადევად გამიღიმა.
ეს არ იყო ის ღიმილი, მე რომ მიყვარდა.
-დავწვები, კარგი?
მხოლოდ ეს მითხრა და ისე რომ ანამარიას ოთახში არ შესულა, საძინებლისკენ წავიდა.
ასე არასდროს მოქცეულა.
პატარას მე დავხედე და მერე ჩვენი ოთახისკენ წავედი.
დათა მის მხარეს, კიდეში იწვა, ჩემგან ზურგშექცევით.
ასეთი სერიოზული არასდროს მენახა.
ხალათი გავიხადე და გვერდით მივუწექი. ხელები უკნიდან შემოვხვიე და მხარზე ვაკოცე.
-ისე იძინებ, რომ არც მეხუტები?
პასუხი არ გამცა.
-ჰა, დათა?-ისევ გავუმეორე და ვაკოცე.
ნელა გადმობრუნდა ჩემკენ და ნაღვლიანად გამიღიმა.
ხელები ისეთი ძალით მომიჭირა, ძვლები მეტკინა. შუბლზე რამდენიმეჯერ ნაზად მაკოცა და მთელი ძალით მიმიკრა მის შიშველ სხეულზე.
-მიყვარხარ.-მისი სურნელით გაბრუებულმა ამოვილაპარაკე და შიშველ მკერდზე ვაკოცე.
-რაც არ უნდა გავაკეთო, იცოდე რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ. მთელი ცხოვრება მეყვარები, ლიზა.
მისი ხრინწიანი ხმა ერთიანად იტევდა სევდას, პატიების სურვილს, სიყვარულს.
მაშინ უბრალოდ ემოციების მოზღვავებას დავაბრალე მისი ჩახლეჩილი ხმა და თბილ მკლავებში მოქცეულმა მშვიდად დავიძინე.







----------
უძველესი ისტორია ვიპოვე, ბავშვებო.
მეოცე საუკუნის. :დ
რამდენიმე თავი მიწერია, მაგრამ დაუსრულებელია.
შევეცდები არ გალოდინოთ და მალე დავასრულო.
რაც შეეხება სახელს,
სიმართლე რომ გითხრათ, არ მომწონს.
მაგრამ რადგან მაშინ ასე დავარქვი, ალბათ ასე ჩავთვალე საჭიროდ და ბავშვობის ახირება აღარ შევცვალე.
ასე რომ, "ზე ბანალური" სახელი, მომიტევეთ.

გილოცავთ ყველაფერს ერთად.
განსაკუთრებით შობას.
ეს დღესასწაული ყველაზე მეტად მიყვარს და ვერასდროს ვერ ვხვდებობი და ვერც ახლა ვხვდები, ახალ წელს მასზე მეტად რატომ აღნიშნავენ.
საუკეთესო მინდა გისურვოთ ყველაფერი,
იმიტორო თქვენ თვითონ ხართ ასეთები.

სიგიჟემდე მიყვარხართ
და
მომენატრეთ, ჩემებო.

 




№1  offline √ მოდერი ™ TeddyBear

ეს რა იყო ააა ??? ^^
ძალიან მომეწონა ❤ თუ სწორად მივხვდი უღალატა დათომ ლიზას :/ მისი საქციელებიდან გამომდინარე ასეთი დასკვნა გამოვიტანე და თან კიდე ნუ სათაურიც ამას მოწმობს.
არ ვიცი რა ვთქვა პირველი თავია და ჯერ რა ემოციებითაც ვარ იმას გაგიმხელ ❤
რაც შეიძლება მალე მინდა ვიხილო მეორე თავი. იმის მიუხედავად რომ მე ქმარს ღალატს ვერ ვაპატიებდი ნუ ვერ კი არა უბრალოდ არ ვაპატიებდი მაინც მაინტერესებს რა მოხდება. იქნებდა არ უღალატია რას გადაეკიდეო ხო ? :დდ
აუ ელ მაგრად მომეწონა და რა ვქნაააა ❤
მიყვარხარ მე შენ ჩემო უძალიანმაგრესო გოგო!!! ❤

 



№2  offline √ მოდერი ™ kata-nia

ზე ბანალური სათაური
ზე უკარგესი ავტორი
ზე საკნატუნო ერთ-ერთი ისტორია
და ზე მკითხველიც( ნუ მაღიარეთ)
ვახ, ტუჩი მეც რომ მოვიკვნიტე იცი ?
მოგკლავ:)

 



№3 √ სტუმარი ™ •ნენე•

ელე მგონი პირველი ვარ და ერთი სული მაქვს დავიწყო ^^ დღეს ვაპირებდი მოწერას სად დამეკარგე მეთქი ^^ წავიკითხავ და აუცილებლად გაგიზიარებ შთაბეჭდილებას როგორც ყოველთვის.

 



№4 √ სტუმარი ™ Guest ელენე

სენ რო მიყვარხარ ისე რავი...მაგრამ არა დათა უფრო მიყვარს უკვე❤❤❤❤

 



№5 √ სტუმარი ™ გვანცა))

მეც გილოცავ შობა-ახალ წელს სულ სულ ბედნიერი ყოფილიყავი ❤
მეც შენსავით შობა უფრო მიყვარს ღამე სანთლებს რომ ანთებენ ამის ყურებას არაფერი მირჩევნია ❤
მიხარია შენი გამოჩენა,
ისტორია რომ წავიკითხე ვერც ვიფიქრებდი ეს თუ ბავშვობაში გქონდა დაწერილი,
იმედიია კიდე ბეევრს შემოგვთავაზებ მეოცე საუკუნიდან ;დდდ
უკვე ჩამითრიაა,სათაურიდან კი ვიცი უკვე გარყვნილი რომ არის :დდ მაგრამ მოღალატე :/ რიავიცი,ვნახოთ ყველაფერი წინა
ელენე კიდევ ერთხელ გეტყვი და კიდევ მრავალჯერ გაგიმეორებ რომ შენ ხარ საუკეთესო,აი ყველაანაირად
შენ ხარ ჩემთვის ააღმოჩენა❤
მყავს ამ საიტზე ჩემი საყვარელი მწერალთა სიაა შენ ერთ ერთი მათგანი ხარ ❤
წინა ისტორიაში რომელიღაცა მკითხველმა აღნიშნა რომ უპასუხოს არაავის კომენტარს არ ტოვებ,აი და მის კომენტარს ასი პროცენტი ვეთანხმები,ზოგჯერ თუ კრიტიკასა'ც დაგიწერენ(რაც რათქმაუნდა უიშვიათესიაა) აი იმაზეც თბილ დაა გამგებ პასუხს ცემ რაც ძაალიან მაოცებს,ბევრს არ გააჩნიაა ეგ უნარი :):)
ყველაზე მაგარი გოგო ხარ
ვოტ
და მიყვარხარ ❤❤
პ.ს იმედია ბევრი არ ვიბოდიალე დაა გაიგებ ;დდ

 



№6  offline √ აქტიური მკითხველი ™ La-Na

აი ძაან,ძაან,ძაან გამახარე ტკბილო.ჩემი უნიჭიერესი გოგო დაგვიბრუნდა.კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ ეგრე გააგრძელებ.მიყვარხარ ელენიკო.

 



№7 √ სტუმარი ™ Lanu

Gilocav chemo tkbili shoba-axal wels.mravals daeswari shen sayvarel adamianebtan ertad.bedniereba ar mogklebodes da gvtis madli cxovrebashi..ze satauri ar vicu magram ze istoria ro zustad vici..rogor momenatra sheni istoriebi ro icode.da rogor gamixarda ro axali istoria dade..momewona rogorc yoveltvis dznaaaan..chemo tkbilo da tbilo veli axal tavs

 



№8  offline √ წევრი ™ Kiki )))

vaimee chemi elee damibrundaa .. rogor gamaxare chemo sixarulo da rogor gamabedniere shenxo arici . sheni niki davinaxe tuara egreve shemovvardi vicodi rom ragac saocreba damxvdeboda da imedebic ragatqmaunda ar gamicrue. sul gimilit wavikitxe, shen qmni yoveltvis grdznobebis feierververks. udidesi siyvaruli, bedniereba, sixaruli, tkivili, ndoba yvelaferi ertad iyo. miuxedavad tavis dasasrulisa sadac tkivili chanda saxidan gimili armomshorebia da exlac ki uazrod vigimi, magram ara es aris yvelaze azriani uazroba. Miuxedavad imisa rom jer mxolod pirveli tavi atvirte vici rom es istoria iqneba idialuri, daitevs uamrav grdznobas, me ukve miyvars es istoria. Ele mabedniereb kidev ertxel geubnevi da arasdros mombezrdeba amis tqma. Shen yoveljerze amtkiceb imas rom imsaxureb sakutari wignis dabechvdas. Manedniereb, magijeb da Chveulebrivad mafrebineb.

 



№9  offline √ მოდერი ™ Eleniko13

ვუჰ, ბოლო თავს ველი, ძვირფასო:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№10  offline √ წევრი ™ Lollipop :))

მართლა ძალიან მომეწონა. ყველაფერი ნათელია რაც მიქარა დათამ . არადა ძალიან კარგი წყვილია და არ დააშორო რა :'( ❤

 



№11  offline √ აქტიური მკითხველი ™ elle...

TeddyBear
ეს რა იყო ააა ??? ^^
ძალიან მომეწონა ❤ თუ სწორად მივხვდი უღალატა დათომ ლიზას :/ მისი საქციელებიდან გამომდინარე ასეთი დასკვნა გამოვიტანე და თან კიდე ნუ სათაურიც ამას მოწმობს.
არ ვიცი რა ვთქვა პირველი თავია და ჯერ რა ემოციებითაც ვარ იმას გაგიმხელ ❤
რაც შეიძლება მალე მინდა ვიხილო მეორე თავი. იმის მიუხედავად რომ მე ქმარს ღალატს ვერ ვაპატიებდი ნუ ვერ კი არა უბრალოდ არ ვაპატიებდი მაინც მაინტერესებს რა მოხდება. იქნებდა არ უღალატია რას გადაეკიდეო ხო ? :დდ
აუ ელ მაგრად მომეწონა და რა ვქნაააა ❤
მიყვარხარ მე შენ ჩემო უძალიანმაგრესო გოგო!!! ❤

ჩემი გოგო!
უჰ, ღალატს ვერ ვაპატიებ ვერავის, მითუმეტეს ქმარს, ჩემთვის ყვრლაზე ძვირფას ადამიანს. გამორიცხულია.:)
ბანალურია, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს, არ ვაპატიებ.
ნდობა მაინც არ მექნება და აზრი?!
მიყვარხარ მე შენ ჩემო სიყვარულო
და
უღრმესი მადლობა ჩემ გვერდით რომ ხარ!
❤️❤️❤️

kata-nia
ზე ბანალური სათაური
ზე უკარგესი ავტორი
ზე საკნატუნო ერთ-ერთი ისტორია
და ზე მკითხველიც( ნუ მაღიარეთ)
ვახ, ტუჩი მეც რომ მოვიკვნიტე იცი ?
მოგკლავ:)

ჩემი ზე მაგარი გოგო ხარ შენ,
ჩემო კატა-ნია.
❤️

•ნენე•
ელე მგონი პირველი ვარ და ერთი სული მაქვს დავიწყო ^^ დღეს ვაპირებდი მოწერას სად დამეკარგე მეთქი ^^ წავიკითხავ და აუცილებლად გაგიზიარებ შთაბეჭდილებას როგორც ყოველთვის.

ველოდები, ჩემო გოგო.
❤️❤️❤️

Guest ელენე
სენ რო მიყვარხარ ისე რავი...მაგრამ არა დათა უფრო მიყვარს უკვე❤❤❤❤

მეც და დათასაც გვიყვარხარ,
ვოტ ტაკ.
მადლობა რომ კითხულობ, საყვარელო❤️❤️

გვანცა))
მეც გილოცავ შობა-ახალ წელს სულ სულ ბედნიერი ყოფილიყავი ❤
მეც შენსავით შობა უფრო მიყვარს ღამე სანთლებს რომ ანთებენ ამის ყურებას არაფერი მირჩევნია ❤
მიხარია შენი გამოჩენა,
ისტორია რომ წავიკითხე ვერც ვიფიქრებდი ეს თუ ბავშვობაში გქონდა დაწერილი,
იმედიია კიდე ბეევრს შემოგვთავაზებ მეოცე საუკუნიდან ;დდდ
უკვე ჩამითრიაა,სათაურიდან კი ვიცი უკვე გარყვნილი რომ არის :დდ მაგრამ მოღალატე :/ რიავიცი,ვნახოთ ყველაფერი წინა
ელენე კიდევ ერთხელ გეტყვი და კიდევ მრავალჯერ გაგიმეორებ რომ შენ ხარ საუკეთესო,აი ყველაანაირად
შენ ხარ ჩემთვის ააღმოჩენა❤
მყავს ამ საიტზე ჩემი საყვარელი მწერალთა სიაა შენ ერთ ერთი მათგანი ხარ ❤
წინა ისტორიაში რომელიღაცა მკითხველმა აღნიშნა რომ უპასუხოს არაავის კომენტარს არ ტოვებ,აი და მის კომენტარს ასი პროცენტი ვეთანხმები,ზოგჯერ თუ კრიტიკასა'ც დაგიწერენ(რაც რათქმაუნდა უიშვიათესიაა) აი იმაზეც თბილ დაა გამგებ პასუხს ცემ რაც ძაალიან მაოცებს,ბევრს არ გააჩნიაა ეგ უნარი :):)
ყველაზე მაგარი გოგო ხარ
ვოტ
და მიყვარხარ ❤❤
პ.ს იმედია ბევრი არ ვიბოდიალე დაა გაიგებ ;დდ

ჩემო ტკბილო, თბილო!
როგორ შეიძლება ასეთი საოცარი სიტყვები დავაიგნორო?
გამორიცხულია.:)
ბედნიერებას ვერ დავაიგნორებ ვერასდროს.:)
ჩემი საყვარელი გოგო ხარ შენ, სულ რკმ მაბედნიერებ
და
ამ სიტყვებითაც უდიდესი სიხარული
მაჩუქე.
ვგიჟდები შენზე,
მართლა.
სიტყვები არ მეყოფა
საკმარისი რამე რომ გითხრა.
უბრალოდ მიყვარხარ,
ძალიან ძალიან!
❤️❤️❤️❤️

La-Na
აი ძაან,ძაან,ძაან გამახარე ტკბილო.ჩემი უნიჭიერესი გოგო დაგვიბრუნდა.კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ ეგრე გააგრძელებ.მიყვარხარ ელენიკო.

შენ რომ სულ ჩემ გვერდით ხარ, სიგიჟემდე მიხარია, იცი?!
მიყვარხარ ძალიან, ჩემო საყვარელო! ❤️❤️❤️

Lanu
Gilocav chemo tkbili shoba-axal wels.mravals daeswari shen sayvarel adamianebtan ertad.bedniereba ar mogklebodes da gvtis madli cxovrebashi..ze satauri ar vicu magram ze istoria ro zustad vici..rogor momenatra sheni istoriebi ro icode.da rogor gamixarda ro axali istoria dade..momewona rogorc yoveltvis dznaaaan..chemo tkbilo da tbilo veli axal tavs

მადლობა, მადლობა, მადლობა!
ჩემო ლანუ,
ჩემო საყვარელო!
როფორც ყოველთვის მაბედნიერებ!
მეც მომენატრა შენი ასეთი კომენტარები და მიზარია ისევ ჩემ გვერდით რომ ხარ❤️❤️❤️

 



№12  offline √ წევრი ™ Veronika

Chemo idealuro ❤️
Mikvarxar me shen ❤️❤️
Erti suli maq rodis gagicnob ❤️❤️❤️❤️❤️

 



№13  offline √ აქტიური მკითხველი ™ elle...

Kiki )))
vaimee chemi elee damibrundaa .. rogor gamaxare chemo sixarulo da rogor gamabedniere shenxo arici . sheni niki davinaxe tuara egreve shemovvardi vicodi rom ragac saocreba damxvdeboda da imedebic ragatqmaunda ar gamicrue. sul gimilit wavikitxe, shen qmni yoveltvis grdznobebis feierververks. udidesi siyvaruli, bedniereba, sixaruli, tkivili, ndoba yvelaferi ertad iyo. miuxedavad tavis dasasrulisa sadac tkivili chanda saxidan gimili armomshorebia da exlac ki uazrod vigimi, magram ara es aris yvelaze azriani uazroba. Miuxedavad imisa rom jer mxolod pirveli tavi atvirte vici rom es istoria iqneba idialuri, daitevs uamrav grdznobas, me ukve miyvars es istoria. Ele mabedniereb kidev ertxel geubnevi da arasdros mombezrdeba amis tqma. Shen yoveljerze amtkiceb imas rom imsaxureb sakutari wignis dabechvdas. Manedniereb, magijeb da Chveulebrivad mafrebineb.

შენზე ვგიჟდები, ოფიციალურად:დ
ჩემი ზე საყვარელი გოგო ხარ,
ბედნიერება და სიხარული,
სიყვარული და ყველაფერი.
ვგიჟდები შენზრ
და
საკმარის მადლობას ვერასდრო გეტყვი შენი სიტყვებისთვის.
ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე!
❤️❤️❤️

Eleniko13
ვუჰ, ბოლო თავს ველი, ძვირფასო:)

ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება...
სიყვარულიც,
და
სულ
ყველაფერი:)

Lollipop :))
მართლა ძალიან მომეწონა. ყველაფერი ნათელია რაც მიქარა დათამ . არადა ძალიან კარგი წყვილია და არ დააშორო რა :'( ❤

უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო❤️❤️❤️
ვნახოთ, რა იქნება.
ვეცდები იმედებია რ გაგიცრუოთ.
მაგრამ რაც მიწერია, იქ მხოლოდ მცირე რედაქტირებას შევიტან((
❤️❤️❤️

Veronika
Chemo idealuro ❤️
Mikvarxar me shen ❤️❤️
Erti suli maq rodis gagicnob ❤️❤️❤️❤️❤️

ვაიმე,
ბედნიერება!
მე შენ!
გავგიჟდები ბედნიერებისგან და ეს გინდათ თქვენ!
ჩემი გოგო ხარ შენ❤️❤️❤️❤️

 



№14  offline √ წევრი ™ ninaka loves u

ჩემი სიყვარული გოგო <3
ელი, როგორი კარგი ხარ...
წლების წინაც ასე მაგრად წერდი?!
აი ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს შენს ნაწერებში? სითბო, უაზროდ ბევრი სითბო. თითოეული პერსონაჟიდან იმდენი რაოდენოთ ვიღებ ამ უკანასკნელს, რომ კითხვას აჩქარებული გულით ვსრულებ <333
უყვარხარ შენ ნინის<3

 



№15  offline √ აქტიური მკითხველი ™ elle...

ninaka loves u
ჩემი სიყვარული გოგო <3
ელი, როგორი კარგი ხარ...
წლების წინაც ასე მაგრად წერდი?!
აი ყველაზე მეტად იცი რა მიყვარს შენს ნაწერებში? სითბო, უაზროდ ბევრი სითბო. თითოეული პერსონაჟიდან იმდენი რაოდენოთ ვიღებ ამ უკანასკნელს, რომ კითხვას აჩქარებული გულით ვსრულებ <333
უყვარხარ შენ ნინის<3

ვაიმე ეს გოგო როგორ მიყვარს?!
ვგიჟდები, ნიი შენზე❤️❤️❤️
ჩემი სიყვარული გოგო შენ ხარ
და
ხომ გითხარი
ჩემი ბედნიერება ხარ-მეთქი.
ხარ, დიახ’თ
❤️❤️❤️

 



№16  offline √ წევრი ™ Keepcalmtbilisi

გრძნობ როცა მჭირდები ჰო?:)
ისე უცებ ამომაყოფინებ ხოლმე თავს სხვაგან აზრზეც ვერ მოვდივარ.
ტრადიცია არ დამირღვევია და ახლაც უზომოდ გამიხარდა შენი ნიკი.
მაგარი გოგო ხარ ელე.

 



№17  offline √ წევრი ™ ანამარია...

ოჰო, ჩემი გოგო დაბრუნდა.
ბავშვისთვის ჩემი სახელიც დაურქმევია...
მიყვარს ესეთი "გარყვნილი" ისტორიები :დდ
შენ როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ <3

 



№18  offline √ აქტიური მკითხველი ™ elle...

Keepcalmtbilisi
გრძნობ როცა მჭირდები ჰო?:)
ისე უცებ ამომაყოფინებ ხოლმე თავს სხვაგან აზრზეც ვერ მოვდივარ.
ტრადიცია არ დამირღვევია და ახლაც უზომოდ გამიხარდა შენი ნიკი.
მაგარი გოგო ხარ ელე.

და შენც გრძნობ როგორ მიხარია შენი კომენტარები, ხო?
ამიტო მახარებ ასე ძალიან, არა?!
მომწონხარ მე შენი ყველაფრით
და
მიხარიხარ საშინლად.
❤️❤️

ანამარია...
ოჰო, ჩემი გოგო დაბრუნდა.
ბავშვისთვის ჩემი სახელიც დაურქმევია...
მიყვარს ესეთი "გარყვნილი" ისტორიები :დდ
შენ როგორც ყოველთვის საუკეთესო ხარ <3

სპეციალურად გადავაკეთე, გეფიცები❤️
ჩემი საუკეთესო გოგო შენ ხარ, ხომ იცი?!
მე შენ მიყვარხარ❤️❤️❤️

 



№19 √ სტუმარი ™ Guest ლიზა

ჯერ მითხარი რომ მალე დადებ და მერე დაგიწერ შეფასებას :დდდდდ

 



№20  offline √ აქტიური მკითხველი ™ elle...

Guest ლიზა
ჯერ მითხარი რომ მალე დადებ და მერე დაგიწერ შეფასებას :დდდდდ

:დდდდ დღეს დავდებ, საყვარელო❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent