შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო ( მე2 თავი)


10-01-2017, 21:10
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 106

უსათაურო ( მე2 თავი)

დილით, როგორც ყოველთვის დედაჩემმა გამაღვიძა, ფანჯრიდან ნაცრისფერი სინათლე შემოდიოდა, ქუთუთოები ერთმანეთს მძიმედ დავაშორე და საათს დავხედე 8ის ნახევარი იყო, საწოლიდან წამოვდექი და აბაზანისკენ გავწიე, ნახევარსაათიანი ნებივრობის შემდეგ გამოვედი და ჩაცმა დავიწყე.. ლექციები 10სთ-ზე მეწყებოდა, მანამდე კი ჩემს დაქალთან ერთად კაფეში უნდა მივსულიყავი... ხო ჩემი დაქალი ანი ზაქარიაძე...
ზოგადად კომუნიკაბელური არ ვარ სწორედ ამიტომ მყავს ძალიან ცოტა მეგობარი.. სკოლაშიც კი არ მყავდა ''საუკეთესო დაქალი'' უფრო სწორად მყავდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია.. ანი კი ჩემი ბავშვობის მეგობარია, 5წელია რაც უკვე თბილისშია და სწავლობს ერთ კურსზე ვართ.. მანამდე ჩემს საყვარელ სოფელში ცხოვრობდა იქაც ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს მაგრამ ეხლა სულ ერთად ვართ. მიუხედავად ამისა, ანისთან სიტყვა არ დამცდენია იმ ჩემი ''ტრაგიკული'' წარსულის შესახებ.. ვენდობოდი მას, მაგრამ არ მსურდა ეს გაეგო.. უბრალოდ ასე მინდოდა და მორჩა, მაგრამ ადრე თუ გვიან ვიცი, რომ ეს უნდა ვუთხრა, შეიძლება სამუდამოდ დავკარგო იმის გამო, რომ ამას ვუმალავდი, მაგრამ ვიცი მაინც გაიგებს..
ამ ფიქრში გართულმა ისე ჩავიცვი ვერც გავიგე.. სარკეში ჩავიხედე და ჩემი თავით კმაყოფილმა გავიღიმე. შავი მაღალ წელიანი შარვალი, ნაცრისფერი ტოპი, და ''დიდი'' ჟაკეტი. თეთრი ბოტასები, თმა მაღლა ავიწიე.. ჩანთა მხარზე მოვიგდე და კიბეზე დავეშვი, დილით საუზმობას ვერასოდეს ვერ ვასწრებ, ეს ერთადერთი თვისებაა, რომელიც ''წინა'' ცხოვრებაშიც მახასიათებდა და ვერაფრით ვერ მოვიშორე. სახლიდან ელვის სისწრაფით გამოვვარდი, 10 წუთში გაჩერებაზე ვიდექი..
ცა ღრუბლიანია, აი ზუსტად ისეთი ამინდია, როცა გინდა ყველა და ყველაფერი დაივიწყო და დარჩე ყველაფერთან მარტო.. იმ დღესაც ასეთივე ამინდი იყო, სწორედ იმ დღეს დავშორდით სამუდამოდ, და მთელი 8 წელი არც მინახავს და არც რაიმე მსმენია მის შესახებ.. -ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა
-ლიზაააა-გაწელა ჩემი სახელი -სად ხაარ?
-რა გაკოვლებს გოგგოოო, მოვდივარ მოვდივაარ
-სად ხარ?-დაასერიოზულა ხმა
-ავტობუსს ველოდებიი
-რააააა?-მიჩვეულია ჩემგან დაგვიანებებს მაგრამ მაინც ყოველთვის ისე იქცევა თითქოს არ იცოდესს
-რა რაა? დაყრუვდი?
-შენ რა გაგიჟდი? 10-15 წუთში აქ იყავიიი
-ხო მოვფრინააააააააავ
გავთიშე და ისევ ჩანთაში ჩავაგდე, ავტობუსმა ცოტახანს მალოდინა და დანიშნულების ადგილას ზუსტად 15წუთში მივედი.. კაფეში შევედი და როცა, ანი თვალებით ვიპოვე მისკენ გავეშურე...
-მოვიკითხე თითქოს წლების უნახავი მყოლოდეს.. მიმტანმა სასურველი შეკვეთა მოგვიტანა და 15 წუთში უკვე უნივერსიტეტში ვიყავით.. ლექციებმა კარგად ჩაიარა, ვიაქტიურე კიდევაც.. შესვენებაზე სასადილოში შევედით, თან ვჭორაობდით, ახალ ვითომ ''მაგარ'' სასტავზე, რომლებსაც გოგოები კისერზე ეკიდებოდნენ..
ბოლო ლექცაზე ლექტორმა თავისი ისტორიების მოყოლვა დაიწყო.. ამ ლექტორის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა..

ალბათ, დაგაინტერესათ რა მოხდა ამ გოგოს ცხოვრებაში. თქვენც მიხვდებოდით, რომ წარსულს ყოველთვის მტკინვეულად მოიხსენიებს..ალბათ, მიხვდით, რომ ეს მისი ''ტრაგიკული'' ცხოვრება სიყვარულს უკავშირდებოდა..
მოდით, სანამ ბოლო ლექცია დასრულდება ჩემი ცხოვრების შესახებ მოგიყვებით, ჩემი ერთ-ერთი კლასელის შეყვარებული ჩემზე ერთი წლით დიდი არის, სიმართლე გითხრათ, ამ ბიჭს სერიოზულად ვერ ვიტანდი, საერთოდ არანაირი საუბარი და დიალოგი მქონია მასთან, მაგრამ უბრალოდ მისი დანახვაც კი მაღიზიანებდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ როცა 15წლის ვიყავი კლასელის მეშვეობით გავიცანი ეს ბიჭი, ლუკა ჰქვია, და თანდათან დავრწმუნდი, რომ ისეთი ცუდი საერთოდ არ ყოფილა, როგორიც მე მეგონა..მასთან სკოლის შემდეგ რამდენჯერმე მარტო მოვხვდი, სასაუბრო თემა კი ყოველთვის მისი ყოფილი და ჩჰემი კლასელი იყო.. დროთა განმავლობაში ერთმანეთთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე ეს მეგობრებს შეეფერებოდათ. ასევე გვქონდა ერთნაირი ინტერესები სხვადასხვა საკითხის მიმართ. როგორც თავიდან გითხარით 22 ნოემბერს სიყვარული ამიხსნა..
სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთად ვერასოდეს ვიქნებოდით, ლუკას მშობლები თავს გამოჩენილ პიროვნებებად თვლიდნენ, ლუკას კი ამას ვერ ვამჩნევდი ან იყო თავში ავარდნილი ტიპი ან უბრალოდ მე ვერ შევნიშნე, ხომ იცით როცა გიყვარს მის ნაკლსაც კი ვერ ამჩნევო.. ისეთ გოგოს, როგორიც მე ვიყავი არასოდეს მოაყვანინებდნენ ცოლად.. ალბათ, ისეთ გოგოს შეურჩევდნენ, რომელიც თავიანთი ფენის შესაფერისი იქნებოდა.. ღარიბი მეც არ ვიყავი, მაგრამ ისეთი შეძლებულიც არა, რომ მათ გავტოლოდი.. (მაღალი ფენა.. არისტოკრატები? სასაცილოაა), ლუკას გულის ტკივილის მიზეზიც კი ვიცოდი, ეს ის მიზეზია, რომელიც დღესდღეობით ბევრ მდიდარ ოჯახში არსებობს. ეს მიზეზი კი ალბათ ყველასთვის ნათელია, რა თქმა უნდა მშობლების უყურადღებობა შვილების მიმართ.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად მართალი იყო თითოელი სიტყვა, თავადვე იცოდა რომ ბოლომდე არ ვენდობოდი, და ამაზე ყოველთვის მპასუხობდა -ცოლად რომ მოგიყვან მერე მენდობიო?
ერთ დღეს კი, როდესაც ასეთი ამინდი იყო -ნაღვლიანი თვალებით ფანჯარაში გავიხედე -მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მენახა, შეხვედრის დრო დამინიშნა და მის სანახავად წავედი, ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი არ ხდებოდა..
-რაღაც მინდა გითხრა - მისი ყავისფერი თვალები ისეთი დამწუხრებული იყო ყოველშემთხვევაში ასე ჩანდა, ზუსტად არც მე არ ვიცი რამდენად მართალი იყო მის სახეზე მიღებული მიმიკა.. -მისმინე, შენ ძალიან კარგად იცი რომ მიყვარხარ, ვიცი ბოლომდე არ გჯერა მაგრამ მაინც მიყვარხაარ გესმის? საკუთარ თავს მირჩევნიხარ... -უკვე ვხვდებოდი რაც უნდა ეთქვა, მაგრამ მაინც დავაცადე რომ დაესრულებინა - მაგრამ, ერთად ვერ ვიქნებით..
-ისევ შენი მშობლები? რა თქმა უნდა, მათ მე არასოდეს მოვეწონები ახლა ხვდები რას გეუბნებოდი? -ირონიულად ჩავიცინე -მე შენ არ შეგეფერები -ყველაფერი ისე მტკიცედ წარმოვსთქვი, რომ ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა, ჯერ მხოლოდ ხმა რომ ამოვიღე ამისგან გავვოცდი
-რაც არ უნდა მოხდეს, ერთად ვიქნებით თუ დაგვაშორებენ, სხვას მოვიყვან თუ არა ცოლად, რაც არ უნდა მოხდეს, მინდა რომ გახსოვდე გესმის? მინდა რომ გახსოვდე და ჩემთან ერთად გახსოვდეს, რომ მიყვარხარ, გახსოვდეს ამას ვერ წაგართმევენ..-ცრემლები საკუთარი ხელით შემიმშრალა, შუბლზე მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი.. შემდეგ გაბრუნდა და წავიდა....
წავიდა.. და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულაა...
დღეების და კვირეების განმავლობაში თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და არა ნამდვილი სიყვარული, თუმცა მისი დავიწყება ვერ შევძელი, მის ყოველ გახსენებასთან ერთად მტკიოდა თითოელი წამი, თითოეული მიყვარხაარ.. ახლა კი ვხვდები, რომ ვერანაირი დრო ვერ კურნავს ტკივილებს, უბრალოდ გვაიძულებს, რომ შევეგუოთ, მაგრამ მე ეს შეგუება ახლაც კი მიჭირს..



დიდი მადლობა თქვენ ვინც კითხულობთ ჩემს მოთხრობას. რას ფიქრობთ? თქვენი აზრი მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება. გაითვალისწინეთ, რომ ჩემი პირველი მოთხრობაა და ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ, მემგონი, დასაწყისისთვის კარგია.
პ.ს თანდათან თავებს ვზრდი..
მიყვარხართ ყველა.

 




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent