შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემში მყოფი შენ 5


11-01-2017, 00:44
ავტორი Ekka
ნანახია 698

ჩემში მყოფი შენ 5

თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ისე გადავეშვი სწავლაში აღარაფერი მახსოვდა, ჭამაც კი მავიწყდებოდა ზოგჯერ. ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, მესამესთან და ა. შ. ქეთიც რაღაცას ხლაფორთობს, ბედნიერებისგან ამ ქვეყანაზე აღარაა…ერთ დღესაც სკოლაში მისულს ქეთი აბრდღვიალებული თვალებით დამადგა
-ქალბატონო, დაბადების დღეზე რას აპირებ?
-ვის დაბადების დღეზე?
-პაპაჩემის... უკვე დეკემბერი დაიწყო და ჯერ არაფერი მოგიფიქრებია
-ხო იცი მაგისთვის არ მცალია
-წელიწადში ერთხელაა ეს დღე, ჭკუიდან არ გადამიყვანო გოგო. არ მაინტერესებს, ახალი კაბა ვიყიდე და სად უნდა ჩავიცვა თუ არა შენს დაბიდუბზე
-შენ კაბა უფრო გიხარია მგონი
-დავგეგმოთ რა რამე
-რაც გინდა ის ქენი
-კარგი,იცოდე საუკეთესო დაბადების დღე გექნება
-ნეტა შენ რო არ გეზარება ეგეთები
ისე მომიახლოვდა “სიბერე“ ვერც გავიგე. წინა დღეს კაბა ვიყიდე, ისიც ქეთის თხოვნით. ისე ვარ სწავლაზე გადართული არ შემიძლია სხვა რამეს გული დავუდო. როოგორც მივხვდი ქეთიმ თბილისის ნახევარი დაპატიჟა, არც გამკვირვებია.
**************
-ჩქარა, ჩქააარაააააა!!!!!!!! ჯერ კიდევ არ ამდგარხარ? ვერ მოასწრებ მაკიაჟის გაკეთებას, ჩასაცმელი ხარ! ღმერთოოო ასეთი მოუწესრიგებელი რა ხარ გოგო
-ვაიმეეეე, ქეთი! რომელი საათია, ჯერ რა დროს ჩაცმაა გოგო! მაცადე მეძინება
-აეთრიე ეხლავე, გეფიცები ჭირვეულის მორჯულებას გადაიღებენ ჩვენზე-ამის წიკვინის მოსმენას მერჩივნა მთვარეულივით ვყოფილიყავი მთელი დღე...
ავდექი და აბაზანაში მოვწესრიგდი ქეთინოს „გვეჩქარებას“ ფონზე. სასწრაფოდ გავვარდით ვიზაჟისტთან. თმაც მაღლა ავიწიე და სარკეში ჩავიხედე...ჰოი სასწაული, სარკეში ჩემ თავს ვერ ვპოულობ, ნუთუ ეს მე ვარ? ცხოვრებაში მგონი ჩემი თავი ასე არ მომწონებია
-სასწაული ხარ ვიცი, მაგრამ გვეჩქარება-მწარე ქეთი არ გვტოვებს მე და გონებას. ტაქსიში ვსხდებით და სახლში მივფრინავთ. სპეციალურად შერჩეული კაბა მოვირგე და კმაყოფილმა შევათალიერე ჩემი თავი სარკეში
-მზად ხარ?-ელეგანტურად გამოწყობილი გიორგი ოთახში შემოდის და კართან ჩერდება-რა ლამაზი ხარ გოგო, დღეს მომტაცებენ შენ თავს
-ნუ ამეტებ რაა
-იცოდე გვერდიდან არ გიშორებ-სიცილით გავდივართ სახლიდან, ქეთი კი როგორც ყოველთვის კისრისტეხვით მოგვსდევს.
ვიცი პატარაა:((((

 




№1  offline √ წევრი ™ CRAZY GIRL 2

ძალიან თაან. გული მეტკინა ასეთი პატარა რომ იყო. მესმის შეიძლება ვერ იცლი. მაინც მიყვარხარ და მიყვარს ეს ისტორიაა! <3

 



№2  offline √ წევრი ™ Ekka

CRAZY GIRL 2
ძალიან თაან. გული მეტკინა ასეთი პატარა რომ იყო. მესმის შეიძლება ვერ იცლი. მაინც მიყვარხარ და მიყვარს ეს ისტორიაა! <3

დიდი მადლობა, ვეცდები ხვალ დავდო დიდი

 



№3  offline √ აქტიური მკითხველი ™ La Llorona

Au patara iyoda eg iyo cudi verafers vityvi jer da imedia kargad gaagrdzeleb
--------------------
M.D

 



№4 √ სტუმარი ™ lela

Kargi iyo. Sworad agnishne pataraa. Imedia male dadeb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent