შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასასინები-(5)


11-01-2017, 16:37
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 631

ასასინები-(5)

-მისი უფროსია და იტალიაშიც მან გამოუშვა დასასვენებლად,წარმოგიდგენია?-ეუბნებოდა ბელა გაფართოებული თვალებით ნიკოს ,როცა საუზმე დავასრულეთ.
-საზიზღარი!-წამოვიძახე მე და ჩანგალი მაგიდაზე დავაგდე.-მე მეგონა,რომ ჩემი ბედი აღელვებდა,მან კიდე სამიზნედ გამომიყენა!
-კარგი,დაწყნარდი.-მხარზე მეგობრულად შემეხო ბელა.
-ახლა, რა უნდა ვქნათ?-ასასინს მივაშტერდი.
-ახლა მწერალთან წავალთ და კრისტალს წავართმევთ.-გეგმა დასახა ნიკომ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ,უკვე მანქანაში ვისხედით და სამხრეთი ტოსკანისკენ მივდიოდით.როცა ელეონორას სახლს მივუახლოვდით,მანქანა მოშორებით გავაჩერეთ და სახლს თვალთვალი დავუწყეთ.მწერლის ვილა უზარმაზარი იყო, სამ სართულიანი ,გაშლილი ფორმებით,აუზით,ხეივნით და უამრავი აღორძინების ეპოქის სტილის ქანდაკებით მორთული,იგი ვერსალის სასახლეს მოგაგონებდათ.ნიკომ სახლი ახლოდან დაზვერა,10-მდე მცველი დათვალა, მერე ასასინები შეიარაღდნენ და გადაწყვიტეს,რომ სახლი შტურმით უნდა აეღოთ.
-მანქანაში დარჩი და არაფერი გააკეთი,უბრალოდ დაგველოდე.ჰო მართლა,გაქცევა არც იფიქრო,მიწიდან ამოგთხრი და მაინც გიპოვი.-გამიღიმა ბელამ და ნიკოსთან ერთად მანქანიდან გადავიდა.
ძალიან მინდოდა ელეონორა ჩემი თვალით მენახა,იმ გრძელ თმებში ჩავფრენოდი და იატაკზე მეთრია,მაგრამ ასასინებს დავემორჩილე და მანქანაში დავრჩი,რადგან საბრძოლო გამოცდილება არ მქონდა და შტურმში მონაწილეობას ვერ მივიღებდი.რა თქმა უნდა, გაქცევაც შემეძლო,მაგრამ რატომღაც არ მინდოდა.პირველი იმიტომ,რომ მაინტერესებდა ელეონორამ ამ შარში,რატომ გამხვია და მეორე იმიტომ,რომ ეს ისტორია ჩემი წიგნისთვის უნდა გამომეყენებინა და თუ არ გავიგებდი ყველაფერი,როგორ დასრულდებოდა ჩემი გეგმებიც ჩაიშლებოდა.

ფიქრებიდან, გაბმულმა სროლის ხმამ და ყვირილმა გამომაფხიზლა.სახლისკენ,რომ გავიხედე კარგად ვერაფერი გავარჩიე,მაგრამ იმას მივხვდი,რომ იქ ახლა ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული და ამის საკუთარი თვალით ნახვა საერთოდ არ მსურდა.მანქანის სავარძელში ჩავძვერი და ვცდილობდი იმ საშინელი ხმებისთვის არ მომესმინა.უცებ საიდანღაც ზუზუნი შემომესმა.ეს ხმა რამდენჯერმე განმეორდა,მე საჭისკენ გადავიწიე და წინა სავარძლის ქვეშ შეგდებული ნიკოს ტელეფონი დავინახე,რომლის ეკრანიც ანათებდა და ზუზუნებდა.გამიკვირდა,ნუთუ ბელას არ გადაუგდია?
ტელეფონი ავიღე და ეკრანს დავხედე,ვიღაც დაფარული ნომრიდან რეკავდა.ვუპასუხე და უცებ , ოდნაც ჩახლეჩილი ხმა შემომესმა.
-ნიკო მისმინე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევიტყვე.-თქვა ხმამ.
-მე...ნიკო არ ვარ.-ვთქვი დაბნეულმა.
-ააა...-აშკარად ისიც დაბნეული ჩანდა.-რადგან ნიკო არ ხარ,ესეიგი არც ბელა ხარ,თორემ მაშინვე გამომლანძღავდი იმის გამო,რომ მთელი ეს დრო არ გეხმიანებოდი.ჩემს დედუქციის უნარს თუ დავუჯერებ, შენ მარიანა უნდა იყო.
"ჰმ,დედუქციის უნარს იყენებს."-გამეღიმა ამ აღმოჩენით ნასიამოვნებს,მაგრამ ვის ველაპარაკებოდი,ძალიან დამაინტერესა.
-ჰო,ეს ნამდვილად მე ვარ,მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?
-ფრანკენშტეინი.-გაისმა ტელეფონში ჩახლეჩილი ხმა.
ამ სახელის გაგონებაზე გამაჟრჟოლა,ხმა ჩამივარდა და ვფიქრობდი,რომ ვიღაც უბრალოდ ცუდად ხუმრობდა,მაგრამ ხელში ასასინის ტელეფონი მეჭირა და სხვა ვინ დარეკავდა თუ არა, მისი საუკეთესო მეგობარი-ფრანკენშტეინი.
-ოჰ,მე...
-მომისმინე ლამაზო,ახლა ყველაზე მეტად შეთან საუბარი მინდა,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და შეგიძლია ნიკოს დაუძახო?-მკითხა მან.
-ისინი აქ არ არიან.-ვთვქი ხმადაბლა.
-სად არიან?
-ამ წუთებში ელეონორა როსის ვილაში შეჭრას ცდილობენ.
-ოჰ,ჯანდაბა.-ჩაილაპარაკა ფრანკენშტეინმა.-კარგი,მომისმინე,მათთან უნდა მიხვიდე და ერთი ინფორმაცია უნდა გადასცე.
-რა ინფორმაცია?-დავიძაბე.
-ასასინებს უთხრაი,რომ ის ქალი ჰერაა.
-ეს რას ნიშნავს?-დავინტერესდი.
-ახლა ვერ აგიხსნი,ეს მათ უთხარი და ისინი თვითონ მიხვდებიან.
-კარგი.-დავეთანხმე მე.
-კარგი,გამდლობ მარიანა.-თქვა მან და ტელეფონი გათიშა.
წამით დავიბენი,ჯერ იმის გამო,რომ ფრანკენშტეინს ვესაუბრე და მან ჩემი სახელი საოცრად მიმზიდველად წარმოთქვა და მეორე იმის გამო,რომ რაღაც სულელური შეტყობინება ასასინებისთვის უნდა გადამეცა.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მანქანიდან გადავედი.სულაც არ გამკვირვებია,როცა უზარმაზარი ჭიშკარი ღიათ დამხვდა,ხოლო ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვამებს ვაწყდებოდი.შიშით გავიარე ხეივანი,სახლის წინ ქვის კიბეებს ავუყევი და ტყვიებით დაცხრილულ,ნახევრად მოგლეჯილ კარში შევედი.
ზედა სართულიდან, ბელას ნერვიული კივილის ხმა მესმოდა.მაღალ კიბეებს ავუყევი და კაბინეტს მივადექი.კარი ოდნავ შეღებული იყო,შიგნით შევიხედე და სავარძელში მჯდარი ელეონორა დავინახე,რომელსაც თავზე ასასინები ადგნენ.ნიკო მშვიდად იყო,ბელას კი ქალისთვის კისერზე, მისი იაპონური ხმალი მიებჯინა და მუქარის საშუალებით ცდილობდა,რაიმე ეთქმევინებინა.
ყოველთვის მაოცებდა ეს წყვილი.ბელა ისლანდიელი ყინულის დედოფალი უნდა ყოფილიყო,ნიკო კი სიცილიელი ვულკანი ,მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო.ყინულის დედონალში უფრო მეტი ცეცხლი სჩანდა,ნიკო კი მიძინებულ ვულკანს ჰგავდა.

ელეონორა მშვიდად იყო,სახეზე შიში არ ეტყობოდა,ხოლო ბოტოქსით დაბერილ ტუჩებზე კი დამცინავი ღიმილი დასთანაშებდა.
-შენი სახე მეცნობა.-თქვა უცებ ბელამ და ქალს გამჭოლი მზერით დააკვირდა.
-მგონი მას ადრეც შეხვედრიხართ.-ვთქვი მე ხმამაღლა და ოთახში შევედი.ელეონორამ გაოგნებული სახით შემომხედა,აშკარად არ ელოდა იქ ჩემს ნახვას.
-აქ რა გინდა?ხომ გითხარი,რომ გარეთ დაგვლოდებოდი.-შემომხედა ნიკომ.
-ფრანკენშტეინმა დარეკა.-ვთქვი მე.
-მერე?-დაინტერესდა ბელა.
-თქვა,რომ ის ჰერაა.
ორივე ასასინი გაშეშდა,თითქოს რაღაც ჯადოსნური სიტყვა ვთქვი.მათ ერთმანეთს გადახედეს და თვალით რაღაც ანიშნეს.მერე ორივე ელეონორას მიუბრუნდა და დაკვირვებით შეათვალიერეს.
-შეუძლებელია.-დაიჩურჩულა ბელა.
-მეგონა მოგკლეს.-უთხრა ნიკომ.
-როგორც ხედავთ გადავრჩი.-ჩაიცინა ლენამ და გრძელი ფრჩხილებით,შავი თმა შეისწორა.
-იქნებ მეც ,ამიხსნათ რა ხდება?-ჩავერიე საუბარში.
-საგიტარიუსში აგენტები ორ ნაწილად ვიყოფოდით,ბიჭები ცალკე და გოგონები ცალკე.-დაიწყო ბელა.-ელეონორას გოგონების აღზრდა-განათლება ევალებოდა.სხვადასხვა ქვეყნების ისტორიას და კულტურას გვასწავლიდა,ასევე სხვადასხვა ენებს,ჩვენს გარეგნობაზე და დახვეწილ მანერებზე ზრუნავდა,რათა ამით მსხვერპლი მოგვეხიბლა და მახეში გაგვება.მითოლოგიაში ქალღმერთი ჰერა ზევსის ცოლი და მთელი კაცობიობის დედად ითვლებოდა.ის დედასავით იყო ჩვენთვის და ჰერასაც ამიტომაც ეძახდნენ.-დაასრულა გოგონამ და მის სახეზე დიდი სევდა ამოვიკითხე.
-როცა საგიტარიუსში აგენტები შემოიჭრნენ,პირველად მეთაურები აიყვანეს და დახოცეს.მათ შორის შენც იყავი,როგორ გადარჩი?-ჰკითხა ნიკომ და ლენას თვალებში ჩახედა.
-რატომ ეკითხები,ეს ხო ისედაც აშკარაა.მან გაგვყიდა.-თქვა ბელამ და ქალს ზიზღით შეხედა.-ხომ ასეა?
-ჰო.-თავი დაუქნია ლენა.
-როგორ შეგეძლო?-აღელდა ნიკო.-შენი ხალხი როგორ გაყიდე?
-ნუ ეცდებით უარყოფით პერსონაჟად გამომიყვანოთ.საგიტარიუსი მკვლელების ბუდე იყო და ეს ბუდე მე დავანგრიე.ეს კარგ საქმეებში ჩამეთვლება.-კბილებში გამოსცრა ელეონორამ.
-ახლა არ თქვა,რომ სინდისნა შეგაწუხა და ეს იმიტომ გააკეთე?!-დაუყვირა ბელამ.
-ეს პირადული მიზეზების გამო გავაკეთე.-თქვა ლენა უემოციოდ.-ერთ დროს საგიტარიუსის საუკეთესო აგენტი ვიყავი,ყველაზე რთული დავალებების შესასრულებლად მე მაგზავნიდნენ და უკან ყოველთვის გამარჯვებული ვრუნდებოდი.ერთ-ერთი დავალების დროს შეცდომა დავუშვი,მხოლოდ ერთი პატარა შეცდომა, მათ კი არ მაპატიეს,ჩამომაქვეითეს და ოფისის ვირთხად მაქციეს.იძულებული ვიყავი სულელი გოგონები დახვეწილ ქალებად მექცია და მე ბაზიდან გასვლის უფლებასაც არ მაძლევდნენ,იქ ვლპებოდი,ბოლოს კი ყელში ამომივიდა და გაგყიდეთ.ინტერპოლის აგენტებმა დანარჩენებთან ერთად ამიყვანეს,მერე მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩამსვეს და ამერიკაში გამიშვეს.ახალი ვინაობა და ახალი ცხოვრება,ყველაფერი თავიდან დავიწყე,ამერიკელ ბიზნესმენს გავყევი ცოლად,თუმცა მშვიდი ცხოვრება მომბეზრდა და ისევ ძველ საქმიანობას დავუბრუნდი.ხომ ხვდებით,ეს ნარკოტიკივითაა-მკველელი მკვლელობას ვერასოდეს გადაეჩვევა.
-და მე,-ვთქვი აღელვებულმა.-მე რა შუაში ვარ, ამ ყველაფერთან?
-მაპატიე ძვირფასო,მაგრამ თავი ხომ უნდა დამეცვა?-დამცინავად შემათვალიერა ელეონორამ.-როცა ჩემი ჯაშუშებისგან შევიტყვე,რომ და ვინჩის აეროპორტში ასასინები და იტალიელი განქსტერები მელოდებოდნენ, გადავწყვიტე მათთვის თავგზა ამებნია და ანონიმურად შევატყობინე მათ,რომ დილის 11 საათზე მწერალი აეროპორტში იქნებოდა.მეტიც, იტალიელებს შენი ფოტოც გავუგზავნე და ამან გაამართლა.
-ეს როგორ გამიკეთე?!-დავიყვირე მე და ელეონორასკენ წავედი,მაგრამ ნიკომ დამიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მომცა.-მოგკლავ,მატყუარა და ნამდვლი სატანა ხარ!
-დამშვიდდი,ამით მაინც ვერაფერს გახდები.-ჩამჩურჩულა ნიკომ და ხელი გამიშვა.
-მე კი მხმამაღლა ვყვიროდი მწერალი ვარ-თქო და ამით, მათ წისქვილზე წყალი დავასხი.-ჩავილაპარაკე გაოცებულმა.
-რა ქენი?-მომიბრუნდა ბელა.
-არაფერი,ასეთი გამოთქმა.მათ წისქვილზე წყალი დავასხი,ანუ მათ სასარგებლოდ ვიმოქმედე.-ავუხსენი გოგონას.
-კარგი,ყველაფერი გავარკვიეთ,-ამოიოხრა ნიკომ და ლენას მოუბრუნდა.-ახლა გვითხარი სად არის კრისტალი, ქალბატონო მწერალო!
-არასოდეს.-კბილებში გამოსცრა ელეონორამ.
-დიდი სიამოვნებით გაწამებ.-ჩაისისინა ბელამ.
-გგონია ამის მეშინია?-ხმამაღლა გადაიკისკისა ელეონორამ.-უამრავჯერ დამმუქრებიან მოკვლით წამებით,მაგრამ ვერაფერი დამაკლეს.
-შეიძლება ჩვენი არ გეშინია,მაგრამ ფრანკენშტეინის უნდა გეშინოდეს.-უთხრა ბელამ.
-ფრანკენშტეინის?-ქალს ღიმილი სახეზე შეეყინა.-ის ცოცხალია?
ელეონორას ვაკვირდბოდი და თვალებს ვერ ვუჯერებდი.ეს ქალი ასეთი შეშინებული არასოდეს მინახავს.ხელები ნერვიუალდ აუთამაშდა და მღელვარებისგან თვალები გაუფართოვდა.
-ცოცხალია და უკვე აქეთ მოდის.-ვთქვი უცებ.ეს ექსპერიმენტივით იყო,მაინტერესებდა ელეონორას რა რეაქცია ექნებოდა.ქალი გაშრა,სახეზე ფერი საერთოდ დაკარგა და ნერვიულობისგან სუნთქვა შეეკრა
ასასინებმა გაოგნებული სახით შემომხედეს და ვერ მიხვდნენ რაზე ვსაუბრობდი.ბოლოს ნიკომ შეამჩნია,რომ ვიყუებოდი და თამაშში ამყვა.ელეონორა კიდევ უფრო აღელდა და ტუჩის კვნეტას მოჰყვა.
-შეიძლება ჩემი არ გეშინია,მაგრამ ფრანკენშტეინის და მისი ხელსაწყოების უნდა გეშინოდეს.იქამდე ამოგიქექავს ტვინს, სანამ საჭირო ინფორმაციას არ იპოვის.თავის ქალაზე უამრავ ნახვრეტს გაგიკეთებს,ტვინის ქსოვილებს დაგიზიანებს და თუ გაგიმართლა გადარჩები ,მაგრამ არა მგონია ისევ საღ გონებაზე იყო.-თქვა ბელამ და მივხვდი,რომ მასაც გაეგო ჩემი ტყუილის შეასხებ.
-რამდენი ხანია ფრანკენშტეინს ეს არ გაუკეთებია,დიდი სიამოვნებით წაივარჯიშებს შენს ტვინზე.-ნიკომ ხელები ელეონორასკენ წაიღო ,მაგრამ ქალს ისე შეეშინდა,რომ თავი უკან გადასწია და დაიკივლა.
-კარგი,კარგი ყვეკაფერს გეტყვით,ოღონდ არ შემეხოთ,გთხოვთ.ფრანკენშტეინი ჩემამდე არ მოუშვათ.მინახავს რა საშინელებებსაც უკეთებს ადამიანებს.
ჩემმა გეგმამ გაამართლა.ელეონორა შიშისგან სულ კანკალებდა და მზად იყო ჩვენთვის ყველაფერი ეთქვა.ქალი ნელა წამოდგა, სურათის უკან, კედელში ჩამონტაჟებული სეიფიდან ,პატარა ვერცხლისფერი ქეისი გამოიღო და ნიკოს გადასცა.ნიკომ ქეისი გახსნა და იქედან მინის კუბში მოთავსებული, უცნაური ფორმის კრისტალი ამოიღო.ქვა ოდნავ უფრომო და ზოგ ადგილას დაწახნაგებული იყო,კრისტალს ჰგავდა,მაგრამ აშკარად გატეხილი იყო და თან უჩვეულო, მოვარდისფრო შუქს ასხივებდა.
-ეს ჩვეულებრივი, ძვირფასი ქვა არ უნდა იყოს.-ჩავილაპარაკე მე.
-მგონი, არც არის.-დამეთანხმა ბელა.
-რა არის ეს?-თავი ასწია ნიკომ და ელეონორას შეხედა.
-დავალებაზე ისე წამოდით,რომ არც კი იცით რას ეძებთ?-ლენას ისევ დამცინავი ღიმლი აეკრა სახეზე.ბელამ ხმალი გაიქნია,ქალს კისერზე მიაბჯინა და აიძულა ჩვენთვის ყველაფერი აეხსნა.
-ეს სურვილების ქვაა.-თქვა ელეონორამ
-რა?-თვალები დაუბრიალა ბელამ.
-არ გსმენიათ რაიმე, ჯადოსნური ქვის შესახებ,რომელსაც ხელში დაიჭერ,სურვილს ჩაიფიქრებ და ისიც ყველაფერს გისრულებს?-გვკითხა ელეონორამ.
-რა სიგიჟეა!-ამოვიოხრე მე.
-სულაც არა,-მკაცრად შემომხედა ლენამ,-ყველა ქვეყნის კულტურაში და მითოლოგიაში არსებობს მსგავსი ზღაპარი, სურვილების ქვაზე.მისი წარმოშობის შესახებ სხვადასვხა მოსაზრება არსებობს ,მაგრამ სიმართლე არავინ იცის.ლეგენდის თანახმად, ქვას უდიდესი ძალა აქვს,რომლის ცდუნებასაც ვერავინ უძლებს,მან საუკუნეების განავლობაში ბევრი მფლობელი გამოიცვალა,საბოლოოდ კი ვიღაცამ მის ძალას სძლია და ქვა გატეხა.ქვის ეს ნაწილი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად ,სპარსეთის ყურეში აღმოაჩინეს,მეორე ნაწილი კი ,რამდენიმე წლის წინ ,ფლორიდის კუნძულებთან ჩაძირულ ესპანურ გემზე იყო.
-შენთან,როგორ მოხვდა?
-ჩემს ქმარს მემკვიდრეობით ერგო ოჯახიდან,მისი ბაბუა არქეოლოგი იყო და ეს ქვის ნატეხიც სწორედ მან იპოვა, სპარსეთის ყურეში.ცოლად, ჩემს ქმარს ამის გამოგავყევი,მერე ის მოკვდა, მე კი ქვის გაყიდვა მოვინდომე.
-მოკვდა, თუ შენ მოკალი?-ჩემი სითამამის გამიკვირდა კიდეც.
-მოდი ასე ვთქვათ,ბანანის კანზე ფეხი დაუცურდა.-ჩაიცინა ელეონორამ.
-ქვის,მეორე ნაწილი ვის აქვს?-ჰკითხა ნიკომ.
-კოლუმბიელ ნარკობარონს ,მას კორტესი ჰაქვია.სწორედ მან დააფინანსა ის ხალხი, ვინც ფლორიდის კუნძულებთან ჩაყვინთა და გემი იპოვა.კორტესი 60 მილიონს მიხდის ქვის ამ ნაწილის სანაცვლოდ.
-შემ თვითონ,რატომ არ გინდა ქვის ორივე ნაწილი ხელში ჩაიგდო და ყველა სურვილი აისრულო?-ჰკითხა მაცდური მზერით ბელამ.
-იმიტომ,რომ საკუთარი თავი ძალიან მიყვარს. ვიცი,რომ ამ ქვის ძალას ვერ გავუმკლავდები და შეიძლება სავალალო შედეგები მივიღო.ამიტომ ,მირჩევნია მილიონები მქონდეს და ყველა სურვილს ამითაც ავიხდენ.-ლენამ შავი თმა ზურგს უკან გადაიყარა და სავარძელში გასწორდა.
-კორტესს სად უნდა შეხვდე?-ნიკომ თვალებში ჩახედა ლენას,ქალი უხერხულად შეიშმუშნა და იძულებული გახდა ეღიარებინა.
-ვენეციაში,მეჯლსიზე.
-ის ხომ ფიზიკურად არ გიცნობს?-ჰკითხა ბელამ.
ქალმა იქვე დადებულ, დიდ თეთრ ყუთზე მიგვითითა.მე ყუთი ფრთხილად გავხსენი და იქედან უალამაზესი, სისხლივით წითელი ფერის საღამოს კაბა ამოვიღე,კაბას ასეთივე ფერის ნიღაბი მოჰყვა ,ხოლო ყუთში მოსაწვევიც იდო.
-ეს კაბა კორტესმა გამომიგზავნა,ამით მიცნობს და გაცვლაც იქ მოხდება...
ლენამ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო,უცებ რაღაც ხმაური გაისმა.ასასინები ერთიანად დაიძაბნენ და აქეთ-იქეთ თვალების ცეცება დაიწყეს.
-რა ხდება?- ვიკითხე მე.
-ოჰ,დამავწყდა თქვენთვის მეთქვა,-გაიღიმა ეშმაკურად ლენამ,-სანამ სახლში შემოიჭრებოდით,ჩემი დამხმარე ძალა გამოვიძახე.ჩემი დაცვის ბიჭები,კბილებამდე შეიარაღებულები არიან,ტყუილად ნუ ეცდებით მათთვის წინააღდეგობის გაწევას.

ბელამ უცებ კატასავით ისკუპა,მხრებში დამეძგერა და იატაკზე დამაგდო.გამაყრუებელმა სროლის ხმამ ლამის დამაყრუა.ირგვლივ ყველაფერი იმსხვრეოდა,ინგრეოდა და ტყვიების წვიმა არ წყდებოდა.ნიკო სავარძლის ზურგს ამოეფარა და რამდენჯერმე თვითონაც გაისროლა.მოულოდნელად, ოთახში შავ ნიღბიანი ტიპები შემოიჭრნენ და ირგვლივ ყველაფერი დალეწელს.სპეცრაზმელებს ჰგვანდნენ და მართლაც კბილებამდე შეიარაღებულები იყვნენ.მათ ელეონორას ხელ ჩასჭიდეს და გარეთ გაიყვანეს

ბელა წამოიხტა,ფეხზე დამაგრებული იარაღის ბუდიდან რევოლვერი ამოიღო და ნიღბიანებს უკან გაჰყვა,ნიკომაც იგივე გააკეთა და მალე ოთახში, მარტო მე დავრჩი.ფეხზე არც ავმდგარვარ, ისე მივხოხდი ფანჯარასთან და გარეთ გავიხედე.ეზოში ასასინები, ელეონორას დაცვის წევრებს ებრძოდნენ.ნიკო ძალიან სწრაფად მოძრაობდა,ჩემთვის უცნობ საბრძოლო ილეთებს იყენებდა და გამალებით იბრძოდა.არც ნიღბიანები რჩებოდნენ ვალში,რამდენჯერმე ასასინებს ისე ძლიერად მოხვდათ,რომ არ მეგონა თუ ფეხზე საერთოდ ადგებოდნენ.
ერთ-ერთმა ნიღბიანმა ბელას იარაღი დაუმიზნა და მისთვის სროლას აპირებდა,როცა ეს შევნიშნე.
-ბელა!-დავიყვირე მაღლიდან და ხელი ნიღბიანისკენ გავიშვირე.-შენს უკან!
გოგონამ გაოცებული ამოიხედა ზემოთ,მერე კი დაცვის წევრისკენ შებრუნდა,ხელებში სწვდა იარაღი გააგდრებინა,მოხრილ მუხლზე ფეხი დააბიჯა, ზემოდან მოექცა და კისერი ერთ წამში მოტეხა.
ელეონორას უქმად დგომა მობეზრდა, ნიღბიანს იარაღი გამოართვა და მიზანში ნიკო ამოიღო.ბიჭს, არც კი დაუნახავს ლენას მოქმედება.ასასინი ისე სწრაფად მოძრაობდა,რომ ქალმა გასროლა ვერ მოახერხა.უცებ ნიკო ლენასკენ მიბრუნდა და გაშეშდა.
ბელამ სწრაფად იმოქმედა,კატასავით გადახტა გვერდზე, ძირს დაგდებული მისი ბასრპირიანი დანა აიღო,ხელი სხარტად გაიქნია და გასროლილი დანა ელეონორას პირდაპირ გულში მოარტყა.
ქალი შებარბაცდა,ასასინებს უაზრო მზერა მოავლო და მიწაზე გაიშოტა.ცოცხლად გადარჩენილმა დაცვის წევრებმა, ერთმანეთს გადახედეს.მათი დამქირავებელი მკვდარი იყო,ამიტომ მათ აქ აღარაფერი ესაქმებოდათ.ისინი სწრაფად მიბრუნდნენ და იქაურობას გაეცალნენ.ასასინები ისევ სახლში შემობრუნდნენ,მისაღებში დასხდნენ და ნაკაწრებიდან წამოსულ სისხლს იწმენდნენ.მე კიბეებს ჩავუყევი და მათთან მივედი.:“რატომ არ გარბიხარ?ახლა შეგიძლია გაიქცე,ყველაფერი გაარკვიე და მგონი ეს ამბავიც დასრულდა.“-ვეკითხებოდი საკთარ თავს,მაგრამ პასუხს არავინ მცემდა.
მოულოდნელად, ბელა ჩემსკენ შემობრუნდა,გრძელი ხელები მხრებზე მომხვია.თავი დამადო და ისე ძლიერად ჩამეხუტა,რომ სუთქვა შემეკრა.
-გმადლობ!-მითხრა ასასინმა.
-რისთვის?-გამიკვირდა.
-გადამარჩინე,ზემოდან ჩემთვის,რომ არ დაგეძახა მოვკვდებოდი.ახლა პირველი შემთხვევაა,რომ შენი გატყავება არ მინდა.-ჩაიცინა მან და ცისფერი თვალებით დამაშტერდა.
-ჰო,აღარც მე მინდა შენი თმის დაგლეჯა.-გავუღიმე უხერხულად.
-ოჰ,ეს გოგონები!-თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა ნიკომ.
მცირე ხნიანი დასვენების შემდეგ , ასასინებმა იმაზე ნერვიულობა დაიწყეს, შემდეგში რა მოხდებოდა.
-სიმართლე გითხრა, აღარ მაინტერესებს რუსები და არც იაპონელები,წარმოგიდგენია რა მოხდება, ეს ქვა განდიდების მანიით შეპყრობილმა ადამიანმა ხელში,რომ ჩაიგდოს?-თქვა ნიკომ.
-დედამიწას ამოაყრავებს,თავისი ბნელი სურვილებით.-უპასუხა ბელამ.
-ჩემს დამქირავებლებთან ხელშეკრულებას ვწყვეტ...-ნიკომ თავი ასწია და ბელას თვალებში ჩააშტერდა,თითქოს მისგან თანხმობას ელისო.
-მეც.-დაეთნახმა ბელა.
-ასასინები სინდისმა შეაწუხა?-წამოვიძახე მე.
-სინდისი არაფერ შუაშია,ამ პლანეტაზე ჩვენც ვცხოვრობთ და თუ ერთი ადამიანი მთელს რასას დაიმორჩილებს ,ეს ჩვენც შეგვეხება.-განმარტა ბელამ,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვიცოდი,რომ ისინი ეგოისტები არ იყვნენ და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდნენ.შეიძლება ახლა ამბობდნენ,რომ სინდისი არ აწუხებდათ,მაგრამ აშკარა იყო,რომ ამის თვითონაც არ სჯეროდათ.

ალბათ უკვე ნერვებს გიშლით იმით,რომ ფრანკენშტეინი აქამდე არ გამოჩნდა,მაგრამ გპირდებით მომდევნი თავში აუცილებლად გამოჩნდება ეს შეშლილი მეცნიერი smile ველი შეფასებებს ჩემო მკითხველებო heart_eyes kissing_heartскачать dle 11.3

 




№1 √ სტუმარი ™ Finik

ვაიმე რა მაგარი იყოოო იმდენ საიდუმლოს აეხადა ფარდა ცუდად გავხდი❤

 



№2 √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Finik
ვაიმე რა მაგარი იყოოო იმდენ საიდუმლოს აეხადა ფარდა ცუდად გავხდი❤

Madloba finik :D imedia kargad xar axla :D :* ❤❤❤❤

 



№3 √ სტუმარი ™ Nickolaus 123

სასწაული თავი იყო ძალიან მიყვარს ეს შენი გენიოსური ინტრიგები ჩემო გიჟო ❤❤❤❤

 



№4 √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Nickolaus 123
სასწაული თავი იყო ძალიან მიყვარს ეს შენი გენიოსური ინტრიგები ჩემო გიჟო ❤❤❤❤

ნიიიიკ :D გიჟი შენ თვითონ ხარ :D ❤❤

 



№5  offline √ მოდერი ™ aNuGi

რაც დრო გადის უფრო მომწონს <3
ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ!
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№6  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

Dzaan momwons. Dges wavikitxe rac devs saitze da dzaan chamitria. Erti suli maq shendegs rodis dadeb. Aranairi gartuleba ar maq wyvilebzearavis ar mousmino rogorc chafiqrebuli gaq ise dawere. Mkitxvels araa sachiro ro yvelaferi moewonos wignshi ubralod mtavaria rom shen s!eni satqmeli tqva. Warmatebebi da velxodebi shemdegs moutbenlad!!!

 



№7  offline √ აქტიური მკითხველი ™ La Llorona

Gogo ginda dagaxrcho? Icode frankeshteini minda aqcias gagimartav
mati laparaki yvelaze magari iyo dzalian momewona mati dialogi davdni
icode frankeshteini unda momewonos sigijemde me gagafrtxile da shen imedi maqvs gaitvaliswineb yvela sheni gmiri momwons magram eg unda iyos shoki
dgevandeli tavic magari iyo dzalian momewona bevri ram gavige da nikoc dzalian momwons miyvarxar dzalian
--------------------
M.D

 



№8 √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

aNuGi
რაც დრო გადის უფრო მომწონს <3
ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხარ!
წარმატებები!

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო :* :* ❤❤❤

nawkas12345
Dzaan momwons. Dges wavikitxe rac devs saitze da dzaan chamitria. Erti suli maq shendegs rodis dadeb. Aranairi gartuleba ar maq wyvilebzearavis ar mousmino rogorc chafiqrebuli gaq ise dawere. Mkitxvels araa sachiro ro yvelaferi moewonos wignshi ubralod mtavaria rom shen s!eni satqmeli tqva. Warmatebebi da velxodebi shemdegs moutbenlad!!!

Dzalian didi madloba aseti sityvebistvis da gamxnevebistvis :* :* :* ❤❤❤❤

mtirala var
Gogo ginda dagaxrcho? Icode frankeshteini minda aqcias gagimartav
mati laparaki yvelaze magari iyo dzalian momewona mati dialogi davdni
icode frankeshteini unda momewonos sigijemde me gagafrtxile da shen imedi maqvs gaitvaliswineb yvela sheni gmiri momwons magram eg unda iyos shoki
dgevandeli tavic magari iyo dzalian momewona bevri ram gavige da nikoc dzalian momwons miyvarxar dzalian

Ai shens komentarebze imdens vicini rom xma agar mivarga da filtvebs vegar vgrdznob :D :D :D pirobas vdeb rom dzalian mogewoneba da mec gadavrchebi daxrchobas an aqciebs :D :* :* ❤❤❤❤❤

 



№9 √ სტუმარი ™ Guest nina

ძალიან საინტერესო თავი იყოოო yum მომწონს ბრძოლის სცენებს,როგორ სხარტად აღწერ.კიდევ ფრანკენშტეინი მაინტერესებს უზომოდ და ისიც მაინტერესებს ვენეციაში რა მოხდება.ველი ველი ველი შემდეგს heart_eyes გამიხარდა,რომ ბელა და მარიანა შერიგდნენ,როგორც იქნა laughing kissing_heart

 



№10 √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

Guest nina
ძალიან საინტერესო თავი იყოოო yum მომწონს ბრძოლის სცენებს,როგორ სხარტად აღწერ.კიდევ ფრანკენშტეინი მაინტერესებს უზომოდ და ისიც მაინტერესებს ვენეციაში რა მოხდება.ველი ველი ველი შემდეგს heart_eyes გამიხარდა,რომ ბელა და მარიანა შერიგდნენ,როგორც იქნა laughing kissing_heart

მადლობა დიდი heart_eyes ოოო,ვენეციაში ბევრი რამე მოხდება blush kissing_heart

 



№11  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

არა მომწონს მე იდუმალი ფრანკენშტეინი, რაც უფრო გვიან გამოჩნდება უკეთესია.
მგონია რომ ჯერ მთავარი ომი ჯერ კიდევ წინ არის

 



№12 √ ახალბედა მწერალი™ Margaritha Loki

terooo
არა მომწონს მე იდუმალი ფრანკენშტეინი, რაც უფრო გვიან გამოჩნდება უკეთესია.
მგონია რომ ჯერ მთავარი ომი ჯერ კიდევ წინ არის

ჰო თან ძალიან საყვარელი ფრანკენშტეინია kissing_heart smile

 



№13  offline √ აქტიური მკითხველი ™ terooo

Margaritha Loki
terooo
არა მომწონს მე იდუმალი ფრანკენშტეინი, რაც უფრო გვიან გამოჩნდება უკეთესია.
მგონია რომ ჯერ მთავარი ომი ჯერ კიდევ წინ არის

ჰო თან ძალიან საყვარელი ფრანკენშტეინია kissing_heart smile

უკვე ბოლომდე გავიცანი და მოხიბლული ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent