შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილი კლდეზე (მეათე თავი)


11-01-2017, 17:20
ავტორი Violeta_ia
ნანახია 256

ყვავილი კლდეზე (მეათე თავი)

ერთ უძილო ღამეს კიდევ მრავალი მოჰყვა. ყველაზე საშინელი და მტანჯველი კი შინაგანში გაბატონებული ბრძოლა იყო შიშსა და სამართლიანობას შორის. არანაკლებ დღეში იყო გამომძიებელი ბაქარი,რომელსაც ბრაზისგან ძილი საერთოდ გაჰკრთოდა. დილით პროკურატურაში მივიდა და გიორგის უცდიდა. გიორგი დაახლოებით,დღის ორ საათზე მივიდა,მთავარ პროკურორთან სურდა საუბარი. შესავლელ კართან ბაქარმა თალი მოჰკრა და მკლავჭდით გაიყვანა.
-გიო,უნდა ვისაუბროთ,ეს საქმე,ზვიად მელიქიშვილზე..
-ბაქარ,მე ყველაფერი ვიცი,მაგრამ მოქმედების უფლება არ მაქვს.
-ხომ იცი რატომაც ჩამომაშორეს მაგ საქმეს,ხომ იცი?
-ვიცი,ვიცი...
-მერე,ისიც ხომ იცი,რომ ეგ გაიძვერა დამნაშავეა?
-ეგეც ვიცი,მაგრამ უძლური ვარ და ეს ხომ შენ შესანიშნავად იცი?. როგორ გგონია,ეს საქმე მე რატომ მომცეს? მათ არ სურთ,გამოძიების გაგრძელება,ეს საქმე მალე დაიხურება.
-კი,მაგრამ ეს უსამართლობაა,მე შემიძლია მოგცე ყველა სამხილი.ვიდოკამერების ჩანაწერებზეც წავალთ.
-ახლა სწორედ იქიდან მოვდივარ,კოტეს ვესაუბრე გუშინ და ერთად წავედით.
-ჰო,ვიცი,მითხრა. მერე?
-მერე,ის,რომ ჩანაწერებში არაფერია. მათში არავინ ჩანს ღამის პირველის ნახევარზე ფეხით მოსიარულე. იცი ეს რას ნიშნავს?
-შეუძლებელია.. წარმოუდგენელია. მოიცადე.. დარწმუნებული ხარ,რომ სწორი ჩანაწერები ნახე?
-კი,უბრალოდ თუ ის საცოდავი კაცი,მართლაც დაფიქსირდა,ამაზე უკვე იზრუნეს და მისი კვალი გააქრეს მანამდე,სანამ ჩვენ ვიეჭვებდით ამას. ისინი ჩენზე წინ არიან ბაქარ,ამიტომ მათთან ბრძოლა არ ღირს.
-მე ჩანაწერი მაქვს, ვიდეოჩანაწერი,სადაც გარდაცვლილი და მელიქიშვილი საუბრობენ,მაგ ღამის ჩანაწერი.
-გინდა გითხრა რა იქნება,ეგ ჩანაწერი,რომ პროკურატურაში გაჩნდეს?
-რა?
-რა ის,რომ ეგ ჩანაწერი იმ ქვრივიანად გაქრება და ჩვენ კი სამსახურს დავემშვიდობებით.ბაქარ, შენთვის შეიძლება სამსახურის დაკარგვა არაფერს ნიშნავს,ჯერ ახალგაზრდა ხარ,მაგრამ მე ამ სამუშაოთი ვარჩენ ოჯახს,ორ შვილს,ცოლს და პენსიონერ,მოხუც მშობლებს. ამ საქმეში ძალიან გავლენიანი ხალხია ჩარეული და ერთი ადამიანის გამო ჩემს ოჯახს ვერ გავწირავ. ისედაც ანაზღაურება მცირეა, მეც ცოდო ვარ. ჩემგან ნურაფერს მოითხოვ.
-კარგი გიორგი,კარგი...
სიმწრისგან ანთებული თვალებითა და აჩქარებული გულისცემით გასცდა პროკურატურის შენობას. სახლში მივიდა,ავტოფარეხიდან მოტოციკლეტი გამოიყვანა და საბურთალოს სასაფლაოსკენ წავიდა. სასაფლაოზე არავინ იყო,იქაურობა პირქუშ და მარტოსულ სამყაროს ჰგავდა. ცაში ყვავები დაფრინავდნენ და ჩხაოდნენ. თითქოს გაჰკივიან ადამიანთა ბედის ხანმოკლეობასო. რამდენიმე საფლავზე ჯე კიდევ დაუმჭკნარი ყვავილები ესვენა,რაც მიანიშნებდა,რომ ჯერ მათი ხსოვნა არ გამქრალიყო მომგონეთა გულში. ნელი ნაბიჯით,დინჯად მიაბიჯებდა და მარმარილოს ქვებზე ამოტვიფრულ წარწერებს კითხულობდა,აკვირდებოდა გარდაცვლილთა სურათებსაც. რამდენი ახალგაზრდა იყო შავ აკდამაში,ცივი მიწით დაფარული. უყურებდა მათ სახეებს და რაღაცნაირი,სევდიანი, გამაბრუებელი შეგრძნება იპყრობდა. ნაცნობ საფლავს მიუახლოვდა,რკინის ღობის კარი ხელის ნაზი მოძრაობით შეაღო და პატარა ხის სკამზე ჩამოჯდა. ხელში ორი წითელი ვარდი ეკავა,თითოეული მათანი ადრესატის სახის წინაშე, ცივ ქვაზე, დადო და სახეზე ხელი აიფარა. საფლავი ალექსი აბაშიძესა და ნატო გელაურს ეკუთვნოდა,მათი შავ-თეთრი საახეები სევდიანი გამომეტყველებით ამოებეჭდათ მარმარილოს ქვაზე.
დიდხანს უყურა მათ ბაქარმა,სახეზე ემოციათა თამაში ემჩნეოდა,ხან ღუბლიანი ცასავით მოიქუფრებოდა,ხან კი სინანულის ტალღა აუთამაშებდა ბაგეს... ბოლოს,წამოდგა,ისევ გააღო პატარა რკინის კარი და გამოვიდა. კოტეს დაურეკა, ჩემთან ამოდიო საღამოს ცოტა ლუდი დავლიოთ,თან ვისაუბროთო. შემდეგ ტელეფონში აკრიფა უცხოეთის ნომერი და დარეკა:
-მამა,როგორ ხარ?... მეც კარგად.. არა! გატყუებ,კარგად არ ვარ.. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც შენ ვარაუდობდი. დროა,საქმეში ჩავერთო... კი,გადავწყვიტე, ამიტომ შენი მხარდაჭერა მჭირდება.. არა, ჯერ ჩამოსვლა არ ღირს,როცა საჭირო იქნება გეტყვი..
როდესაც სამართალდამცავები და ის ადმაინები,ვინც დამნაშავეს უნდა სჯიდნენ უმოქმედობას ირჩევენ და დამნაშავე უდანაშაოსავით სეირნობს, მსხვერპლს სხვა აღარა დარჩენია,გარდა თავისი სიმართლის, თავისი მეთოდით, დამტკიცებისა.
სამართლიანობაზე ბევრს ფიქრობდა გულგატეხილი მიაც. სინდისი ქეჯნიდა,მაგრამ შიშსაც თავისი გაჰქონდა. გავიდა,რამდენიმე დღე და პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა ზვიად მელიქიშვილის უდანაშაულობა. გაახარებული თბილისის მერი, გამოვიდა პრესკონფერენციაზე და თანამოქალაქეებს მადლობა გადაუხდა ნდობისა და მხარშიდგომისთის. ამას თითო-ოროლა „მადლიანი“ საქმეც მიაყოლა და ხალხმაც ისევ ეროვნული გმირი შექმნა მისგან.
მია ხშირად მიდოდა დედასთან სასუბროდ,თუმცა ერთხელაც ვერ გაუბედა რაიმე მოეყოლა. ეშინოდა. ერთადერთი,რაზეც ფიქრობდა ეს განქორწინება იყო და ჯალათისგან თავის დაღწევა. სახლში მისული საათობით იკეტებოდა თავის ოთახში და წიგნებს ჩაჰკირკიტებდა. ბოლოს ამ ყოველივეს უნარიც წაერთვა და ლოგინად ჩავარდა. ლამაზი თვალები,ისე ჩაუცვივდა,იფიქრებდით რაიმე საშინელმა სნეულებამ დარია ხელიო. რა თქმა უნდა,რძლის ასეთი გულგრილობა და გაუცხოება დოდოს აღიზანებდა. ერთხელ სამზაუროლი ზომბივით მიმავალ რძალს მიუო:
-ვერ ვხვდები,რა ხდება შენს თავს. კონკიას ბედი გეწვია, ერთი უბრალო,ღარიბი გოგო მილიონერის ცოლი გახი, საზოგადოებაში გამოხვედი და ისე დადიხარ,თითქოს უცხო იყო. განა მადლობელი არ უნდა იყო,რომ ჩემი შვილისთანა ბიჭმა შეგამჩნია?
მიამ არც კი გახედა,განაგრძო ჩაის სმა.
-შენ,რა არ გესმის,რომ გესაუბრები? რა წესია,უმადურო გოგო.
-იცით რა, დოდო... თუ ჩემი დანახვა არ გსიამოვნებთ ნუ მიყურებთ და უფრო მეტიც.. თუ არ გსურთ,რომ თქვენი შვილის მეუღლე ვიყო,უთხარით მას,რომ გამეყაროს. ამით თქვენც დაისვენებთ და მეც.
-ღმერთო ჩემო! რამდენ ბედავ...
-თქვენის ნებართვით ისევ ჩემს ოთახში ავალ.
სავარძელში ჩაჯდა და რამდენიმე სურნელოვანი სანთელი აანთო. უყურებდა სანთლების წვას და ნელ-ნელა მოგორავდნენ თვალებიდან ცრემლები,ეკიდებოდნენ წვიმის წვეთებივით ნიკაპზე და ბოლოს გაყინულ ხელებს აკვდებოდნენ. „საშინელება ის კი არ არაა,რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს,საშინელება ისაა,რომ შენ ეს არ გავიწყდება.“
სიმარტოვისა და ღალატის განცდა შიგნიდან ღრღნიდა,თითქოს ამტვრევდა. გული სტკიოდა,თითქოს მის შიგნით ვიღაც გაცოცხლებას ლამობდა და მის არსებას ჭამდა. „ადამიანს აკლია განმჭვრეტელი თვალი. მაგრამ უდიდესი ნაკლი ადამიანისა მისი მეამიტობაა...როდემდე შევძლებ ასე ყოფნას,ადრე თუ გვიან,ეს ყოველივე ხელს დამრევს და ან მე მოვკდები,ან ამდენ შინაგან ძახილს ვეღარ გავუძლებ და ავლაპარაკდები. მაგრამ ახლა, ახლა რა ვქნა.. რა ჯანდაბა ვქნა,მაშინ,როდესაც ჩემი სულს ჯოჯოხეთის ცეცხლი უკიდია და უალოდ ვიწვი?“
ბაქარს რამდენიმე ბოთლი ლუდი ეყიდა და კოტეს უცდიდა. საღამოხანს კარზე ზარის ხმა გაისმა და მეგობრის ხმამ განფანტა ნაღველი.
ჭამას რომ მორჩნენ,დივანზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს.
-ოღონდ არ მითხრა,რომ ამ საქმეზე ასე მხოლოდ იმიტომ დარდობ,რომ საბრალო ქვრივი გადარდებს. ვიცი,რომ იმ ქალზე გული შეგტკივა,მაგრამ აქ რაღაც სხვაც არის.
- 1996 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ თუ გსმენია,მაშინ ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მომუშავე მთავარი მდივანი და მისი ოჯახი ემსხვერპლა ავარიას.?
-კი,ბუნდოვნად მახსოვს. ის კომპანია,ხომ გაკოტრდა შემდგომ და მისი აქციები ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ბიზნესმენმა შეიძინა. მაშინ მამაჩემი პოლიციაში მუშაობდა,მისგან მასხოვს ეს ამბავი. და ეს აქ რა კავშირშია?
-მანქანაში,რომელიც მცხეთისკენ მიემართებოდა,ალექსი,იგივე ალექსანდრე აბაშიძე,მისი მეუღლე და მისი ცხრა წლის ვაჟი ისხდნენ. როდესაც მანქანა მცხეთისკენ გავიდა,უეცრად დიდი სატვირთო დაეჯახა და მანქანა გზის პირას გაისროლა. გზას მაშინ მოაჯირი არ ჰქონდა,ამიტომ კიდევ ერთი დაჯახება მის მტკვარში ჩავარდნას წინასწარმეტყველებდა. ალექსანდრე აბაშიძემ ძლიერი შეჯახების შედეგად გონება დაკარგა და მანქანის წინა შუშა გაამსხვრია,ის ადგილზე გარდაიცვალა. ცოცხალი მხოლოდ მისი მეუღლე და ვაჟი იყვნენ. გონს მოსული ქალი,კარებს ეჯაჯგურებოდა,რომ როგორმე გაეღო. კარის საკეტი ჩაიჭედა,ამიტომ ფანჯარას ჩაუწია და სანამ სატვირთოდან მესაჭე ჩამოვიდოდა,ბავშვის გადაძვრენა მოახერხა. თან ტიროდა და ევედრებოდა შვილს,რომ იქვე სადმე მიყუჟულიყო და ხმა არ ამოეღო,რომ გადარჩენილიყო. საბრალომ,ალბათ მაშინვე იცოდა,რაც ხდებოდა... რამდენიმე წუთში, იარაღით ხელში, მესაჭე ჩამოვიდა და ქალს გულში ესროლა,არაფრად ჩააგდო მისი მუდარა და ცრემლი. გარდაცვლილი ალექსანდრე რომ დაინახა და გამტვრეული წინა შუშა,იფიქრა ბავშვი წინ იჯდა და ისიც გადავარდაო. ამიტომ ისევ საჭესთან დაჯდა,მანქანა დაქოქა და კიდევ ერთხელ დააჯახა გადასავარდნთან მდგარ მერსედესს. გვამები იმდენად იყო დასახიჩრებული,რომ ძლივს ამოიცნეს. რამდენიმე თვის შემდგომ,გაირკვა,რომ ეს დაკვეთილი მკვლელობა იყო,მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია, იმ ადამიანის მოძებნა,ვინც ამ საქმის უკან იდგა. ის მესაჭე, ორმოცი წლის მამაკაცი იყო, მერაბ თევზაძე, თურმე ადრე ფსიქიატრიულში მკურნალობდა, მერე კი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, ფსიქიატრიულიდან გამოსვლის შემდეგ. მისი გვამი, მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ იპოვეს. საცხოვრებელ ბინაში თავი ჩამოეხრჩო.
-შენ ამდენი საიან იცი ბაქარ?
-ის ბავშვი,რომელიც სიკვდილს გადაუღცა დედის წყალობით,მე ვარ კოტე..
კოტეს გაოგნებისგან ფერი ეცვალა და ლამის ლუდის ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ენა ჩაუვარდა და სიტყვები ყელში ეჩხირებოდა. თვალებდაჭყეტილი უყურებდა მეგობარს და ძლივს წარმოთქვა:“ეგ.. როგორ ?“
-მე დემნა აბაშიძე ვარ კოტე. ალექსანდრე აბაშიძისა და მისი მეუღლის ერთადერთი შვილი,რომელიც ცოცხალი გადარჩა პოლიციის უფროსის,ვახტანგ ვაჩნაძის წყალობით. მაშინ ვახტანგი სამსახურიდან წამოსული იყო,რადგან მისი ვაჟი,რომელიც სუსტი ფილტვების გამო ხშიორად ავადმყოფობდა,გარდაიცვალა,მისი მეუღლე კი ჭკუიდან შეიშალა. სატვირთო რომ წავიდა,გზაზე გამოვედი და ყვირილი დავიწყე. ქუჩა ისეთი ჩაბნელებული იყო,კაციშვილი არ ჩანდა გარეთ და არც არავინ იყო. მხოლოდ სასფლაოდან მომავალი ვახტანგი მოიდოდა ნივით. მანქანის სინათლე რომ დავინახე გზაზე გავედი და წინ დავუდექი ხელებგაშლილი. მანქანამ უცებ დაატორმუზა და გაჩერდა. ის ჩქარი ნაბიჯით მომვარდა და გაფართოებული თვალებით. რამდენიჯერმე დამიძახა „ბაქარ... შვილო... ბაქარ..“ გულში ჩამიკრა,ტირილი დაიწყო და მანქანაში ჩამსვა. მე გონება დავკარგე. რამდენიმე დღის შემდგომ რომ გავიღვიძე, ჩემს საწოლთან მჯდარი ვახტანგი დავინახე. მაშინ ყველაფერი ვუამბე. მან მითხრა,რომ ოთხი დღის წინ შვილი გარდაეცვალა და როდესაც გზაზე მდგარი დმაინახა,ეგონა მისი ვაჟი ვიყავი და გავცოცხლდი,რადგან სახით ძალიან ვგავდი. სახლში მისულს ტელევიზორში ავარიის შესახებ უნახავს დ ყველაფერს მიმხვდარა,მაგრამ პოლიციაში არაფერი უთქვამს,მელოდებოდა,როდის გავიღვიძებდი. ყველაფერი რომ ვუამბე, მითხრა,რომ აზრი არ ჰქონდა ჩივილს,რადგან იმ დროში ჩემს სიმართლეს არავინ დაიჯერებდა და მეც მშობლების გზაზე გამიშვებდნენ. ამის მაგიერ მან თავისი შვილის სახელი მომცა და შვილად წარმადგინა. წარწერა მისი ვაჟს საფლავზე დღესაც არ არის.შემდგომ საცხოვრებლად უცხოეთში წავედით.იქ კი რამდენიმე წლის შემდგომ შენ გაგიცანი.- გაოგნებული კოტე უხმოდ უხსმენდა,თან მოგონებებში იკარგებოდა.
-მშობლების საფლავთან,გამგზავრების წინ,ფიცი დავდე,რომ მელიქიშვილზე შურს ვიძიებდი. ამიტომ გავხდი გამომძიებელი და საქარველოშიც ამის გამო დავბრუნდი.
-ჰო, არ ვიცი,რა გითხრა.. სიტყვებს ვერ ვპოულობ და მგონი უადგილოცაა ახლა რამის თქმა. შენ მთავარი მოწმე ხარ,მაგრამ, ხომ იცი,რომ სამხილად მხოლოდ ეს არ გამოდგება. უნდა იყოს,კიდევ რაღაც,რაც ნათელს მოჰფენდა ამ საქმეში ზვიად მელიქიშვილის მონაწილეობას.
-მაშინ,მამჩემი და ზვიადი მეგობრები იყვნენ.. უფრო მეტიც,ძმებივით იყვნენ. მამამ რომ “Georgian Gold”-ის კომპანიაში მუშაობა დაიწყო, ზვიადიც მიიყვანა და რეკომენდაცია გაუწია. ისიც აიყვანეს. ფინანსები და ანგარიშები ევალა. ყოველ თვე კომპანიის ანგარიშიდან ათასობით ლარი ქრებოდა და მამამ ეჭვი აიღო. ეს საქმე რომ გაარკვია, გაოგნებული დარჩა. აღმოჩნდა,რომ ფულს მელიქიშვილი იპარავდა. რანდენჯერმე მამამ არაფერი უთხრა,მაგრამ რომ ნახა,არაფერი იცვლებოდა,დაელაპარაკა. ზვიადი დაპირდა,რომ შეწყვეტდა. მოიმიზეზა უსახსრობა,სანდროს ავადმყოფობა. მაშინ სანდრო შვიდი წლის იყო. მამამ დაუჯერა,მაგრამ მერე უეცრად კომპანიამ გაკოტრება დაიწყო. ერთ საღამოს,მამას გვიანობამდე მოუწია დარჩენა და სიგარეტის მოსაწევად გასულმა გაიგონა,როგორ საუბრობდა ზვიადი ტელეფონზე. შემდგომ მის კვალს გაჰყვა და დაინახა,როგორ უთანხმდებოდა კომპანიის უფროსის მძღოლს, უფროსისთვის ჩუმად ქაღალდში ჩადებული ნარკოტი რომ ჩაედო. მამამ თვალი ვერ დახუჭა და მეორე დღესვე ზვიადი დაიბარა. ერთმანეთს „ასტორიაში“ შეხვდნენ,ივახშმეს და მამამ უამბრო,რომ ყველაფერი იცოდა. სთხოვა ხელი აეღო ამ საქმიდან,თორემ ყველაფერს ნათელს მოჰფენდა. მაშინ დამნაშავემ ტირილი დაიწყო და ემუდარა,არაფერი თქვა,ხვალვე დაველაპარაკები მესაჭეს და მსგავსი არაფერი მოხდებაო. ვინ წარმოიდგენს,რომ ძმადნაფიცი ზურგში დანას გაგიყრის? ხოდა,მამაჩემმაც ზვიადის სიტყვები დაიჯერა. სახლში რომ მოვიდა, გვითხრა ხვალ რამდენიმე დღე შვებულებას მაძლევენ და მცხთეაში წავიდეთო. მეორე დღეს,საღამოთი მანქანაში ჩავსხედით და წავედით. ეს უკანასკნელი საღამო იყო,რომელიც ჩემს მშობლებთან ერთად გავატარე..
-წარმოდგენაც კი მზარავს,იმდენად საშინელი რამ გადაგხდა მეგობარო. მე შენს ადგილას,ალბათ შევიშლებოდი.
-ჰმ... მე არ მქონია ჭკუიდან შეშლის უფლება,თორემ არც მე ვიტყოდი უარს. მამას ის დოკუმენტები,სადაც ზვიად მელიქიშვილის ქურდობა იყო აღწერილი და დამტკიცებული,სადღაც შეუნახავს. მხოლოდ მინიშნებები მაქვს,მაგრამ შენი დახმარების გარეშე,მათ მოძებნას ვერ შევძლებ. ასევე უნდა ამოვქექოთ ექსპერტიზის პასუხები,მაშინდელი კვლევის შედეგად რომ მიიღეს. მოკლედ,ეს საქმე უნდა გაიხსნას და მინდა დავიწყოთ.
-აპირებ,რომ უჩივლო?
-მასეთი სულელი გგონივარ?
-აბა,რა გეგმა გაქვს?
-მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია,სადაც მელიქიშვილი კენჭისყრას აპირებს. მის კვარცხლბეკს სწორედ მაშინ დავანგრევ,თავს ღმერთად რომ ჩათვლის.
-ამას როგორ აპირებ,საშიშია ბაქარ.. არა,დემნა.. შენ ხომ დემნა გქვია,არა?
- კი მე დემნა მქვია. მაგრამ ხალხსითვის ბაქარ ვაჩნაძედ დავრჩები,სანამ ეს საქმე არ გასკდება და მელიქიშვილს გისოსებს მიღმა არ ვიხილავ.
-როგორ აპირებ ამ საქმის გახსნას?
-ეგ მე მომანდე. ჯერ ადრეა მაგაზე დარდი, გეგმა მაქვს. ახლა მთვარია ამ წელიწადნახევარში სამხილები მოვიძიოთ.
-მე შენთან ვარ ძმაო და რაც შემეძლება გავაკეთებ.
ლაპარაკმა კიდევ რამდენმე საათს გასტანა. მია კი ისევ ოთახში გამომწყვდეული ჩაჰკირკიტებდა საკუთარ სინდისს,რომელიც ხან წუხდა,ხან სიკვდილს ნატრობდა. კაეშანი და სიძულვილი ძონძებივით შემოხვეოდნენ მის გულს და სუნთქვაში ხელს უშლიდნენ. გადიოდა დღეები,კვირები და თვეები. სანდრო ჩვეულებისამებრ ერთობოდა, დადიობდა კლუბებში, რამდენიმე ქალთანაც მოუწია ღამის გატარებდა და გამთენიისას მისვლა შინ. თვადაც არ იცოდა,ამას იმიტომ აკეთებდა,რომ გულაყრილი ცოლი ეეჭვიანებინა,თუ იმიტომ,რომ ცოლი მისთვის არც არსებობდა. ერთ კი იყო,რომ სარკეში საკუთარ თავს დიდ ხანს ვერ უყურებდა,გაურბოდა მას,თითქოს რაღაც უგვანს. მიას მუდარას გაყრაზე ამრეზით პასუხობდა და აშინებდა. რანჯერმე სცადა მიეხუტებინა,საცოდავად მობუზული,გამხდარი ცოლი,მაგრამ ის გამუდმებით გაურბოდა,მზერას არიდებდა. უკვე ხუთი თვე იყო რაც მიას თავის სახელოსნო ოთახში, სავარძელზე, ეძინა. თუმცა ეს ძილი,საერთოდ არ ჰგვდა „ძილს,“ ეს უფრო წყვდიადში ხეტიალი იყო,სადაც დაკარგულ „მესა“ და „დაკარგულ მშვიდობას“ ეძებენ. ისევ გაზაფხულდა. ხეები რომ აყვავდენ,რომ ქუჩები გაივსო ბავშვების ჟივილ-ხივილით, მიას ფანჯარაზე მიუკაკუნა სიცოცხლემ და მისი უღონოდ დარჩენილი გვამი ეზოში გაიყვანა. თავადაც ვერ მიხვდა,როგორ ჩაუყვა ქუჩას,ჩაჯდა ავტობუსში და ქალაქიც ცენტრში გავიდა. ფეხით დადიოდა,ზომბირებული სახის გამომეტყველებით. უყურებდა კელაპტრებივით აღმართულ აყვავებულ,მწვანე ხეებს და ხარბად ისრუტავდა ყვავილების სურნელით გამდიდრებულ ჰაერს. მარჯანიშვილზე გავიდა,აღმაშენებლის ქუჩაზე ასეირნება სურდა,მაგრამ შიმშილი იგრძნო. გზის გადასწვრივ ხალხით გავსებული „მაგდონალდსი“ რომ დაინახა,ცდუნებას ვერ გაუძლო და შევიდა. ჩისბურგერი,სალათა და ნაყინი შეუკვეთა. მეორე სართულზე ავიდა და ფანჯარასთან,მაღალ სკამზე დაჯდა. კარგი იყო ხალხში,თავს მათ ნაწილად გრძნობდა.ყურს უგდებდა ჰაერში მორბენალ სიტყვებს და ეცინებოდა. „ბედის ირონიაა,“ გაიფიქრა გულში,“ ხალხმრავლობა სიკვდილივით მძაგდა,ახლა კი მათთან სიახლოვე სიცოცხლესავით მიყვარს.“ ხალხით სავსე ქუჩებში იმდენად კარგად და დაცულად გრძნობდა თავს, გარეთ გასვლას მოუხშირა და ყოველთვის,როდესაც არ წვიმდა,ჟაკეტში გჰახვეული აქეთ-იქით დადიოდა.
დადგა მაისის თვეც და ჩითების ჟღურტულმა გააყრუა არე_მარე. მშობლების სახლიდან გამოსული ავლაბრის მეტროდან ფეხით მიდიოდა მეედნამდე და მტკვარს უყურებდა ხიდზე გამავალი. ფეხის ნაბიჯი ესმა, ნაბჯები უახლოვდებოდა და მალე ნაცნობი,ხავერდოვანი ხმაც ჩაესმა.
-რა მშვენიერი დღეა..-გვერდით რომ მიიხედა გამომძიებელი ბაქარი უღიმოდა.
-დიახ..
-გამარჯობა მია. როგორ ხართ?
-კარგად გამომძოიებელო,თავად?
-აგრეთვე. დიდი დრო გავიდა ჩვენი ბოლო საუბრიდან. ხომ გახსოვთ,აი, მაშინ,ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმას რომ აპირებდით,მაგრამ სანდრომ არ დაგაცადათ.
მიას გული აუჩქარდა,რაღაცნაირი განცდა დაეუფლა,თან შეეშინდა,თან მის შიგნით რაღაც ხმა გაიძახოდა: „ახლა ყველაფერს ვიტყვიო.“ როგორც იქნა გონს მოეგო და „დიახ მახსოვსო“ უთხრა.
-რისი თქმა გსურდათ მაშინ?
-მე.... არაფრის,ყოველშემთხვევაში,ახლა ამას არავითარი აზრი აღარ აქვს.
-ე.ი მაშინ ჰქონდა?
-ალბათ კი...-თავი ჩაღუნა და განაგრძო სვლა.
-მია,თქვენ გეშინიათ?
-არა,არა.. საიდან მოიტანეთ?
-თქვენი თვალები,ისინი გაცილებით უფრო მეტყველნი არიან,ვიდრე თავად თქვენ.
-ცდებით.
-კეთილი,მოეშვით. მე თქვენ დაკითხვას არ ვაპირებ,თქვენ თავადაც მსხვერპლი ხართ,თანაც, საქმე უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია დახურულია.
-დიახ..
-რას იტყვით,ნაყინზე რომ დაგპატიჟოთ?
-სახლში მივდივარ..
-მე ხომ არ ეგუბნებით,სახლში ნუ წახვალთმეთქი,უბრალოდ ნაყინზე დაგპატიჟებთ. რას იტყვით, „ანტრეც“ აქვეა.
-კეთილი,შევიდეთ.-გამომძიებელმა გაუღიმა და კიბეებზე გზა დაუთმო,კარი გაუღო და შევიდნენ.
-თქვენ ხომ ადრე ბიბლიოთეკაში მუშაობდით?
-დიახ.
-რატომ აღარ მუშაობთ,არ გსურთ?
-ცხოვრებაში ყველაფერი ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული ნეტარება იქნებოდა გამომძიებელო.
-ანუ, ე.ი გსურთ,მაგრამ ვერ ახერხებთ? გასაგებია,ალბათ მეუღლეს არ სურს, მის ცოლს ბიბლიოთეკარი ერქვას. ცუდად არ გამიგოთ. მე მიყვარს წიგნები და შესანიშნავად მესმის,რა რთულია მათგან შორს ყოფნა. ალბათ ძალიან გიჭირთ ხომ?
მიამ გაუღიმა და დაბნეული სახე მიატრიალა კარისკენ.
-მაინც,რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?-ჩაეკითხა ბაქარი და შავი თვალები მიაპყრო. მია მართალი იყო,ასეთი გარეგნობის მქონე მამაკაცი გამომძიებელი კი არა, მოდელი, ან მსახიობი უნდა ყოფილიყო.
-მე ბევრი საყვარელი წიგნი მაქვს.
-ჩამომითვალეთ.
-ჩემი წასვლის დროა გამომძიებელო,მადლობა ნაყინისთვის.
-გაგაცილებთ.
-არა,ნუ შეწუხდებით. მარტოს მიყვარს სიარული.-მია წამოდგა და მალევე გაქრა მისი ლანდი კიბეებიდან.
მიაბიჯებდა და ვერ ხვდებოდა რატომ დაეუფლა ასეთი შფოთვა,ან რატომ გაბრაზდა გამომძიებელის კითხვებზე. მას ხომ ცუდი არაფერი უკითხავს. „მეზიზღება ეს ადამიანი,თავისი იდიოტური“ კითხვებით.. ხელები უცახცახებდა,თუმცა გულის სიღრმეში შესანიშნავად გრძნობდა,რომ ამ ადამიანის დამსახურება იყო მისი ილუზიიდან გამორკვევა. ამ კაცმა აუხილა თვალი და გამოაფხიზლა. მაგრამ,როდესაც რეალობა ასეთი შემზარავია,თვალის ამხელიც სძაგს ადამაინს. მიაბიჯებდა და იმასაც შესანიშნავად გრძნობდა,რომ გულის სიღრმეში ბაქარს ემადლიერებოიდა,ენდობოდა და ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა,რომლის ნდობაც შეეძლო.

 




№1 √ სტუმარი ™ Guest ანა

ვაუ. "ვოტ პავაროტ საბიწეი. გაოცებული დავრჩი. კი ვფიქრობდი რომ ბაქარს აბაშიძეს საქმესთან საერთო ჰქონდა,მაგრამ მისი შვილი თუ იყო ვერ წარმოვიდგენდი. ეს ისტორია ძალიან მომწონს,ისეთი უცხოა,არ გავს სხვა ოსტორიებს,არც სენტიმენტალურ რამეებზეა ყურადღება გამახვილებული.უფრო ღრმაა. ის მომეწონა კიდევ,ხალხმრავლობაზე მიას აზრი. მეც მქონდა მაგ საკითხთან დაკავშორებით მოგონება. მოკლედ,მაგარი ისტორიაა, და იმედია მეთერთმეტე თავს მალე დადებ.

 



№2 √ სტუმარი ™ manana

ეს ისტორია, ძალიან მომწონს, ასე ძალიან რატომ აგვიანებ ხოლმე?

 



№3  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

manana
ეს ისტორია, ძალიან მომწონს, ასე ძალიან რატომ აგვიანებ ხოლმე?

დროის უქონლობის გამო,მაგრამ მალევე დავდებ ბოლო თავებსაც

 



№4  offline √ აქტიური მკითხველი ™ lalita

ვაიმე ძლივს არ გვაღირსე? ერთიანად მაინც დადე თუ არ გცალია ასე აჯობებს.

 



№5  offline √ ახალბედა მწერალი™ Violeta_ia

lalita
ვაიმე ძლივს არ გვაღირსე? ერთიანად მაინც დადე თუ არ გცალია ასე აჯობებს.

ხვალ მეთერთმეტე თავსაც დავდებ საღამოს და კვირის ბოლოსკენ ფინალურ თავსაც. ბოდიში,რომ ასე დამიგვიანდა დადება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent