შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ქალბატონი! 2


11-01-2017, 18:56
ავტორი мариамо
ნანახია 1 398

სექსუალური ქალბატონი! 2

უზომოდ სასიამოვნო სიჩუმე ელეს ტელეფონმა დაარღვია.
- ხო ანდრი
-....
- არ ვარ სახლში და რომ მივალ მოგწერ
-....
-იცის ნუ ღელავ- ღიმილით გათიშა ტელეფონი და შემოგვხედა. ცოტახანს ჩუმად იყო შემდეგ თითქოს რაღაც გაუნათდა გონებაში და წამოიკივლა
- მარიამ შენი პარტნიორი რა გვარია?
- დევდარიანი რა იყო?
- რა რა იყო გოგო, ესაა მემგონი- სიცილით მითხრა და ტელეფონში რაღაცის ძებნა დაიწყო, საბოლოოდ კი ანდრიას ფოტო ამიფრიალა
- ესაა- აღმომხდა გაოცებულს- ანუ იცის ვინც ვარ
- რა თქმა უნდა, შენ და ელე ტყუპები ხართ, ელეს იცნობს და იცის რომ ტყუპი ყავს, არამგონია ეგეთი დებილი იყოს რომ ვერ მიხვედრილიყო თან გვარიც ხომ იცის არა?- დაასკვნა მარომ. ცოტახანი სამივე ჩუმად ვიყავით შემდეგ კი ისეთი სიცილი აგვიტყდა ძლივს გავჩერდით.
- ანუ იცის და მეთამაშება არა ? ელე ქორწილში ხომ იქნება?
- აბა რა, დათის უახლოესი ძმაკაცია და მაგას როგორ გამოაკლდება
- ხოდა მაცადოს - ვთქვი სარკასტულად და მკერდთან ხელეი გადავიჯვარედინე.
- ეე ეხლა ისეც ნუ მოხვალ რომ მაჯობო, ბოლო-ბოლო ჩემი დღეა- ვითომ გაწყრა ელე
- ვაიმე ჩემი კნუტიი, შენ იქნები ყველაზე ლამაზი პატარძალი და გეყოლება ყველაზე სექსუალური და- გავიღიმე და ზურგიდან მივეხუტე
- კარგი და ქორწილამდე რას აპირებ? ხომ მოგიწევს არა შეხვედრა?- კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა მარომ
- არ ვნახავ- მხრები ავიჩეჩე უდარდელად- რაიმე საბუთი თუ იქნება გასაფორმებელი მოტანას ვთხოვ ნინას და მომიტანს, შეხვედრა კი არამგონია დაგვჭირდეს თან ქორწილამდე ერთი კვირაც არაა და მართლა არ მეცლება მოსამზადებელი ვარ- ჩემი გეგმით კმაყოფილმა გავიღიმე და მათრობელა სითხე მოვსვი
- ძაან ნუ შეტოპავ მარ - თვალი ჩამიკრა ელემ და მანაც მომბაძა
- ჩვენ, ყველაზე გიჟ და უცნაურ დაქალებს გაგვიმარჯოს- ჭიქა აწია მარომ და გაიკრიჭა
- გაგვიმარჯოს.


მართლაც არ გამოჩენილა ანდრია ქორწილამდე თითქოს ჩემი სიტყვები გაიგოო. უნდა ვაღიარო რომ დამაკლდა, მაგრამ ქორწილისთვის მზადებაში ყველაფერი დამავიწყდა.

ქორწილის დღეს ელე ისეთი ლამაზი იყო ნახევარი საათი იმას გავიძახდი არ გავატან შენ თავს დათისთქო , ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა ძლივს ვთხოვდები და ხელს მიშლიო ისე საწყლად მითხრა სიცილი ამიტყდა. აი სიძე რომ მოვიდა ისე ანერვიულდა ოთახიდან არ გამოდიოდა, მერე მე შევვარდი ისეთი სიმპატიურია ამას ხელიდან ხო არ გაუშვებ გამოდი დროზეთქო და მოკლედ ასე სიცილით ჩავაბარე ელენე დათის. მთელი ჯვრისწერის განმავლობაში ისეთი გაბრწყინებული სახეები ქონდათ, დარწმუნებული ვარ ვერც ნეფე და ვერც პატარძალი ერთმანეთის გარდა ვერავის ვერ ხედავდნენ.
მე ქერა თმები გაშლილი მქოდა, შავი კაბა რომელიც გამჭირვალე იყო და ზურგი საერთოდ არ ჰქონდა ,მიუხედავად იმისა რომ ნაქარგები მთლიანად ფარავდნენ ინტიმურ ადგილებს მაინც ზედმეტად სექსუალური იყო, ასევე შავი მაღლები და უბრალო სამკაული.
რესტორანში ჩემი თავით კმაყოფილმა შევაბიჯე და მაშინვე ყველას მზერა დავიმსახურე, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა. ვაჩე გვერდიდან არ მშორდებოდა, ელემ იმაზე მეტად სექსუალური ხარ ვიდრე წარმოვიდგენდიო, დათიმ ერთი შეყვირა ყველაზე მაგარი ცოლის და მყავსო.



ქორწილი მშვიდად მიდიოდა, როცა დარბაზში cruel youth- hatefuck გაისმა და მეც თვალები გამინათდა, დარბაზს თვალი მოვავლე მაგრამ ვაჩე ვერსად ვნახე ამიტომ მარტო ცეკვა გადავწყვიტე.
- ვიცეკვოთ მის?- გავიგე ნაცნობი ბუბუნა ხმა და ტანში სასიამოვნოდ დამიარა
- რა თქმა უნდა - თავი დავუკარი, მის ხელს ჩემი შევაგებე და საცეკვაო მოედნისკენ წავედით.
- ანუ იცოდით ვინც ვიყავი- ღიმილით მკითხა და ხელები ჩემს მოშიშვლებულ ზურზე ჩაასრიალა.
- ისევე როგორც თქვენ- მეც ღიმილით ვთქვი და თავი მხარზე დავადე, აი როცა მის ყელზე მოთამაშე ძარღვი დავინახე ჩემდაუნებურად შევეხე ტუჩებით და ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა მასაც, გამეღიმა.
-მაგიჟებ!
-ბევრს ვაგიჟებ.
- დარწმუნებული ვარ მარტო ჩემთან ხარ ასეთი- ნიშნის მოგებით მიპასუხა და გაიღიმა
- ასეთი დარწმუნებით ვერ ვიტყოდი ბატონო ანდრეა - ისევ ყბის ძვალზე დავუტოვე სველი კოცნა, ვიგრძრნი როგორ დაეჭიმა ჩემზე შემოხვეული ხელი.
- ანუ შუა კლუბშიც გექნება სექსი თუ მოინდომებ?- ჯანდაბაა!! დათის ყველაფერი უთქვამს, იდიოტი! უხერხულად გამეცინა, მაგრამ როდესაც მისი ირონიული სახე დავინახე , უხერხულიბა სადღაც გაქრა.
- დიახ და თუ ჭკვიანად მოიქცევი შეიძლება ჩემი პარტნიორი იყო- თვალი ჩავუკარი გამშრალ ანდრიას და წასვლას ვაპირებდი როდესაც სხეულზე ამიკრა და ჩემს ყელთან დაიჩურჩულა
- აუცილებლად ვიქნები, პირველიც და უკანასკნელიც საყვარელო- ყელში მაკოცა და ხელები როგორც კი მოადუნა მაშინვე დავუსხლტი და მაგიდისკენ წამოვეი. ჯანდაბა ეს რა იყო? ძლივს მივაღწიე მაგიდამდე და როცა მომღიმარი ვაჩე დავინახე მთელი ბრაზი მასზე გადმოვანთხიე
- იდიოტო სად ეგდე?
- რა გინდა?
- რა მინდა და ცეკვა მინდოდა მაგრამ შენ რომ ვერ გნახე მარტო ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს ვიღაც იდიოტი შემრჩა ხელში!- გამოვცარი კბილებში და წვენი მოვსვი.
- ანდრიაზე ამბობ იდიოტიო? - ამის გაგონებაზე წვენი გადამცდა და ხველება ამიტყდა
- იცნობ?
- რა თქმა უნდა, დათის ძმაკაცია და რომ ჩამოვედით მეორე დღეს გავიცანი, საკმაოდ კარგი ბიჭია და ტყუილად ნუ ლანძღავ. აშკარად ყურადღებას გაქცევს და რატო კაპასდები?
- ჯანდაბა!ჩემი ძმაც გადაიბირა- აღმომხდა გაბრაზებულს.
- კნუტო- ზურგიდან მომეხუტა ელე- ნახე ვინ გაგაცნო- უკან შებრუნებულს ანდრია და ვიღაც ულამაზესი არსება დამხვდა.
- ანდრია ეს მარიამია- დაიწყო დათიმ მაგრამ ანდრიამ გააჩერა
- ვიცნიბთ უკვე ერთმანეთ დათი, ჩემი პარტნიორია
- აჰ კარგი მაშინ ეს ნატაა -დათიმ იმ ულამაზეს არსებაზე მიმითითა, მეც ზრდილობის გამო მხოლოდ სასიამოვნოა აღმომხდა და მათ წასვლამდე ხმა არ ამომიღია, ვფიქრობდი თუ ვინ იყო ეს გოგო, ბოლოს ელეს ვკითხე და როგორც გავიგე მისი ნაშა ყოფილა, ამაზე სულ გავმწარდი და აივანზე გავედი, მინდოდა იმ გოგოსთვის სულ ღერა-ღერა დამეპუტა თმები, მაგრამ ის რა შუაშია? ბატონი ანდრიას ბრალია ყველაფერი! იდიოტი ესეიგი დარწმუნებულია რომ მასზე ვაფანატებ არა? მართალია ასეა მაგრამ მაცადოს! ახალი გეგმის შემუშავება დავიწყე და გახარებული დავბრუნდი დარბაზში.
- მარ წავედით ჩვენ- მიჩურჩულა ელემ
- აბა სიძე შენ იცი- თვალი ჩავუკარი დათის და ელეს ხელი რომ ამეცილებინა უკან გავხტი და ვიღაცას ფეხზე დავახტი , ბოდიშის მოხდას ვაპირებდი მაგრამ როდესაც ხელში ანდრია შემრჩა უბრალიდ გავუღიმე - ელე მეც წავედი გკოცნით - ღიმილით ავიღე ჩანთა და მანქანაში ჩავჯექი.

ღამის ოთხი საათია მე კი აივანზე ვზივარ და მახსენდება სოციალურ ქსელში წაკითხული სტატუსი:
" აივანზე ჩაის დალევის ტრადიცია არსებობს. როცა ყველა გრძნობა უფრო მძაფრია და ჰაერი უფრო მსუბუქი. სიგარეტის კვამლი განსაკუთრებით ერწყმის ღრუბლებს, ფიქრები კი მიდიან შორს, ადიან შავ მთებზე და მათი გადალახვა უწევთ. ასეთ დროს თავში ერთი აზრი ტრიალებს, რატომ მიდიან ადამიანები ასე მარტივად? როგორ იკავებენ თან წაყოლილ ტკივილს.."-შონ აბრამი.
ხმამაღლა წარმოვთქვამ და მეღიმება, მართალია უფლება არ მაქვს მაგრამ მწყინს როდესაც ანდრიას გვერდით სხვა ქალი დგას. ასეთი სუსტი არასდროს ვყოფილვარ, სადაა ჩემი შემართება? ჩემს გეგმას განხორციელება ხომ უნდა არა? "მარიამმ!! "- გაკივის ჩემი გონება მე კი მეღიმება, სახლში ვბრუნდები, ჩაის ვისხამ, აივანზე გავდივარ, პლედს ვიხვევ და სკამზე ფეხმორთხმით ვჯდები.

ვერ ვხვდები როდის ჩამეძინა ,მაგრამ გონს რაღაცის მსხვრევის ხმას მოვყავარს, რომელიც სამზარეულოდან მოდის. ზუსტად ვიცი რომ სახლში მარტო ვარ, ამიტომ ცოტა შეშინებული მივიწევ სამზარეულოსკენ, გზაში ხელს ვაზას ვკიდებ და ის ისაა თავში უნდა ჩავარტყა "ქურდს" რომ ხელში ანდრია მრჩება. გაოცებული ვუყურებ
- ანდრია?!-გაოცებული ვამბობ და ისიც მაშინვე ჩემსკენ ბრუნდება- აქ რა გინდა ან საერთოდ როგორ შემოხვედი? - ჩემსას ვაგრძელებ მე მაგრამ როდესაც მის გაშტერებულ და ვნებიან მზერას ვამჩნევ, მხოლოდ მაშინ მახსენდება რომ საცვლისა და გამჭირვალე მაიკით ვდგავარ მის წინაშე , გაბრუნებას ვაპირებ, მაგრამ ვერ ვასწრებ ისე უცბად მეტაკება და ტუჩებზე მაცხრება. მეც აზრადაც არ მომდის წინააღმდეგობის გაწევა, ჩემს გეგმას სადღაც ჯანდაბაში ვისვრი და კოცნაში ვყვები. ვნებიანად მაგრამ ფაქიზად მიკოცნის ჯერ ზედა შემდეგ ქვედა ტუჩს, ან პირიქით, ან სულაც ორივეს ერთად და მეც სიამოვნებისგან რაღაც ბგერები მცდება. ჩემს ფეხებს წელზე ილაგებს და მაგიდამდე ასე მივყავარ, მსვავს და ახლა ყელის ეპატრონება, მეც სიამოვნებისგან თითებს მის თმებში ვხლართავ და სრულიად ვწყდები ამ სამყაროს. ვგრძნობ მია ხელს მაისურის ქვეს და ეს უფრო მაგიჟებს, მაგრამ უცბად ფეთიანივით მშორდება.
-ჯანდაბა! ამის დედაც!- იკურთხება შემდეგ შუბლზე მკოცნის და სახლიდან ისევე უჩინარდება როგორც გაჩნდა.

გონზე მოსული ცხელ აბაზანას ვამზადებ. წყალში ვწვები და ხელს იმ ადგილებზე დავასრიალებ სადაც მკოცნიდა, ისევ ჟრუანტელი მივლის და მეღიმება.


მას შემდეგ თითქმის ორი კვირა გავიდა და ანდრია არც კი გამოჩენილა, კომპანიაშიც თუ რამე დასჭირდება რომელიმე თანამშრომელს ავალებს. მეც მის ნებას მივყვები და ყურადღებას არ ვაქცევ მაგრამ შიგნიდა რაღაც მამტვრევს.


დივანზე ვზივარ , მთელს ოთახში damien rice- accidental babies- ჰანგები ისმის მე კი ღვინის ბოკალით ხელში ჭერს შევყურებ და შონ აბრამის სტატუს წარმოვთქვამ:
"ერთ დილას,
უფრო მარტივად გავიღვიძებ.
დავამსხვრევ ყველა არსებულ სიზმარს
პატარ პატარა ნაწიბურებად ჩავყრი ბნელეთში.
ეს რეალური გამოღვიძება იქნება
და ყველა მოგონება,
რომელიც ძილის ქვაბში იხარშება,
ჩემს წინ მიმავალ აწმყოში გადმოინაცვლებს.
მე ფეხს ავუწყობ,
ჩემი არათანმიმდევრული ნაბიჯებით,
ისეთით როგორც სხვას არავის აქვს,
და ვერც ვერავინ შეძლებს მომბაძოს.
ერთ დილას,
ეს ყველაფერი დასრულდება
და სხვა ყველაფერი დაიწყება.
ამ ორ „ყველაფერს“
კი ექნება საერთო ხიდი,
საერთო სუნთქვა,
საერთო კანი,
საერთო ქუჩა.
და ვეღარაფერი გაუმკლავდება ჩემს შემოტევას.
რადგან მე გავხდები „ყველაფერი“ ის,
რაც უნდა გამიმკლავდეს.
რამაც უნდა ჩემი გზები გაანადგუროს.
ეს აუცილებლად ასრულდება.
არა როგორც წინასწარ მეტყველება.
არა როგორც სიკვდილი.
არა როგორც დაბადება.
არამედ როგორც სისხლის მიმოქცევა,
ჩემს ორგანიზმში,
რომელიც უცნაურ სიჩქარეს აღწევს,
შენზე ფიქრისას." - ვგრძნობ როგორ იკვლევენ გზას სველი ბურთები ჩემს ღაწვებზე და სულაც არ ვცდილობ შევაკავო, პირიქით. ისევ ვსავ მათრობელა სითხეს და გაშტერებული ჭერს ვუყურებ.
ვერც კი ვხვდები როგორ მეძინება, მაგრამ მკაფიოდ ვგრძნობ დაჟინებულ მზერას და რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ისაა, მეც ბედნიერა მეღიმება და ისევ მორფეოსის სამყაროში ვეშვები.


ყველას ძალიამ დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის , ყველა ძალიან მიყვარხართ❤❤ იმედია ეს თავიც მოგეწონებათ

 




№1 |  offline √ წევრი ™ nawkas12345

Dzalian momwons.
Ar vici ra vtqva imis garda rom mouttbenlad velodebi shemdegs!!!

 



№2 | √ სტუმარი ™ Lanu

Uf dacxa ara :) Momwons dzn.. moutmenlad veli axal tavs

 



№3 |  offline √ წევრი ™ Lollipop :))

რო დავიწყე ამ თავის კითხვა სულ ვნება და სექსი და ამბები რა... :დდ წინა თავშიც ეგრე. თუმცა რომ მივედი ამ თავის შუა ნაწილზე,თითქოს ყველანაირად შეიცვალა . სიყვარული უფრო იყო ვიდრე ვნება. და სწორედ ეგ მომეწონა. ეხა არ ვამბობ რო ვნებას ვგმობ,მაგრამ დიდი დოზით მომაბეზრებელია, ხო ხვდები. ნუ .. მომწონს რაც არი და წარმატებები ❤

 



№4 | √ სტუმარი ™ Guest Ketu

ეს რა იყო.... კარგი იყო..... გააგრძელე რა

 



№5 | √ სტუმარი ™ lela

Karvi iyo .velodebi axal tavs.

 



№6 |  offline √ წევრი ™ мариамо

nawkas12345
Dzalian momwons.
Ar vici ra vtqva imis garda rom mouttbenlad velodebi shemdegs!!!

madloba <3

 



№7 |  offline √ წევრი ™ мариамо

Lanu
Uf dacxa ara :) Momwons dzn.. moutmenlad veli axal tavs

:D :D vecdebi xval davdo :*

Lollipop :))
რო დავიწყე ამ თავის კითხვა სულ ვნება და სექსი და ამბები რა... :დდ წინა თავშიც ეგრე. თუმცა რომ მივედი ამ თავის შუა ნაწილზე,თითქოს ყველანაირად შეიცვალა . სიყვარული უფრო იყო ვიდრე ვნება. და სწორედ ეგ მომეწონა. ეხა არ ვამბობ რო ვნებას ვგმობ,მაგრამ დიდი დოზით მომაბეზრებელია, ხო ხვდები. ნუ .. მომწონს რაც არი და წარმატებები ❤

ar vici chemi stilisgan ragac gansxvavebuli dawera mindoda, magram bolomde mainc ver vgalatob :D vcdilob orive iyos, siyvarulic da vnebac, imedia gamomiva ^^ vxvdebi rasac ambob da madloba ❤❤

Guest Ketu
ეს რა იყო.... კარგი იყო..... გააგრძელე რა

madloba :* aucileblad <3

lela
Karvi iyo .velodebi axal tavs.

madloba :*

 



№8 | √ სტუმარი ™ mari

კიდე მინდა ძალიან მაგარია ველოდები ახალ თავს kissing_heart

 



№9 |  offline √ წევრი ™ мариамо

mari
კიდე მინდა ძალიან მაგარია ველოდები ახალ თავს kissing_heart

madloba <3

 



№10 | √ სტუმარი ™ Guest amoucnobi

Miyvars aseti vnebita da sexit gajgentili istoriebi.titqos shen xar mis adgilas da shen grdznobim vnebas da siamovnebas..shemdegi rodis iqNeba?

 



№11 |  offline √ წევრი ™ мариамо

Guest amoucnobi
Miyvars aseti vnebita da sexit gajgentili istoriebi.titqos shen xar mis adgilas da shen grdznobim vnebas da siamovnebas..shemdegi rodis iqNeba?

dges cota shemagviandeba :( exlac maswavlebeltan mivdivar, rom mival mashinve davwer da davdeb :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent