შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კრიმინალები 20


11-01-2017, 20:25
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 1 869

კრიმინალები 20

- შხაპი მივიღოთ და დავიძინოთ
თავს ნელა ვწევ , სახეში ვუყურებ და ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ
-რა თქვი?
- შხაპი მივიღოთ და დავიძინოთ - მეთქი
-არა, მაგის წინ
შუბლიდან აწეწილ თმას მაშორებს და მშვიდად მიმეორებს
-მიყვარხარ...

არანორმალური რეაქცია #2

ყელში ბურთი მებჯინება, სახეს ისევ მის კისერში ვრგავ და ყრუ ხმით ვამბობ
-მეც მიყვარხარ...
-ვიცი... - მპასუხობს და შუბლზე მკოცნის- ეხლა შხაპი მივიღოთ
ადგილიდან არ ვინძრევი, სუნთქვას ვიკრავ, მაგრამ არ გამომდის, მოწოლილ ცრემლებს ვერ ვუმკლავდები , ემოციებს ვნებდები და უხმოდ ტირილს ვიწყებ
-არ მითხრა რომ ტირი - ამბობს სანდრო
ემოციები უფრო მიტევს და შემდეგ რასაც მე ვაკეთებ, იმას ტირილი არ ჰქვია, ცხელი ცრემლების ნაკადი მთელ სახეს მინამავს, მის კისერში უფრო ღრმად ვეფლობი და გულამოსკვნილი ვქვითინებ,
- ელენე...
პასუხს ვერ ვცემ, თავს მაწევინებს და დაბნეული მიყურებს, მის თვალებში შიშს ვხედავ
- გატკინე რამე?
- არა, არა! - ვაქნევ თავს და ტირილს ვუმატებ
- მაშინ რატომ ტირი?
ვცდილობ, ბგერებს თავი მოვუყარო, მაგრამ არ გამომდის , მთელი სხეული მითრთის, სანდროს ხელში ავყავარ და სააბაზანო ოთახში გადის, ცხელი წყლის ნაკადი და სანდროს ალერსი მალე მამშვიდებს, ტირილს ვწყვეტ და სანდროს ვუყურებ, მისი გამომეტყველებიდან ვხვდები, როგორ შევაშინე
- რა მოხდა? - მეკითხება ფრთხილად
ჩემი შემოტევის მიზეზი ეხლა ძალიან სულელურად მეჩვენება, სანდროს მზერას ვარიდებ და ხმადაბლა ვბურტყუნებ
- შენ... შენ რომ მითხარი... მიყვარხარო...
პაუზაა, თავს გაუბედავად ვწევ და ისევ მას ვუყურებ, მის თვალებში შიში ქრება და ბრაზი ანაცვლებს
-იმიტომ ტიროდი რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი?! - მეკითხება მშვიდად, მაგრამ ვხვდები რომ ყვირილისგან თავს ძლივს იკავებს
-ხო! - ვბუტუბუტებ მე
- იმიტომ ტიროდი რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი?! - იმეორებს ისევ და ამჯერად ყვირილისგან თავს ვეღარ იკავებს
- უბრალოდ გული ამიჩუყდა! - ვამბობ და ისევ სლუკუნს ვიწყებ
ერთხანს უხმოდ მიყურებს, შემდეგ თავს აქნევს და მბანს, ხალათში მახვევს, საწოლში მაწვენს და ოთახში შუქს აქრობს.
მის ასეთ სიცივეს ვერ ვუძლებ, მისკენ ვბრუნდები და ვჩურჩულებ
- ბოდიში...
პასუხი არ არის
- სანდრო...
- იცი როგორ შემაშინე?
- ბოდიში... - ვიმეორებ ისევ
- მეგონა რაღაც სერიოზულმა შეგაწუხა და ასე ისტერიკულად იმიტომ ატირდი!
არ ვიცი სხვა რა ვუთხრა და ისევ სულელივით ვიმეორებ
- ბოდიში...
- დაიძინე!
-ისევ გიყვარვარ?
-ხო, მიყვარხარ შენი უცნაურად მოწყობილი ტვინით, ემოციური არამდგრადობითა და პატარა ძუძუებით
-ალექსანდრე დადიანო, პირდაპირ რომანტიკოსად ხარ დაბადებული - ჩავიბურტყუნე მე
- ეხლა დავიძინოთ
- როდის შეგიყვარდი? - არ ვეშვები მაინც
ხმამაღლა ოხრავს , ისევ მეორე მხარეს მაბრუნებს, მკლავებში მჭიდროდ მიქცევს და ზურგზე მეკრობა
- არ ვიცი როდის შემიყვარდი და სიმართლე რომ გითხრა, არც იმაზე მაქვს წარმოდგენა რატომ შემიყვარდი. ეხლა დაიძინე!
ვემორჩილები, თვალებს ვხუჭავ და ემოციებისაგან გადაღლილს მალევე მეძინება.

უცნაური სიზმრიდან უეცრად ვფხიზლდები, საწოლიდან ვიწევი და ვცდილობ გავიხსენო რა ვნახე , მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ და ცდას თავს ვანებებ. სანდროს ჯერ კიდევ სძინავს, მის უძვირფასეს სახეს ხელებში ვიქცევ და ფრთხილად ვეფერები. ვამჩნევ , რომ ეღვიძება, მაგრამ თვალებს არ ახელს. ვკოცნი შუბლზე, საფეთქელზე, ტუჩებზე ვეჩურჩულები
-დილამშვიდობისა
- დილამშვიდობისა - ახელს თვალებს - დღეს რისი გაკეთება გინდა?
- შენ რას მთავაზობ?
- ორი ვარიანტი გვაქვს, მაღაზიებში გავიაროთ და მერე ქალაქში გავისეირნოთ , ან მთელი დღე ნომერში დავრჩეთ და ვარსკვლავების ყურებით დავტკბეთ
- დღე ვარსკვლავებს როგორ ვუყურებთ? - გამეცინა მის ნათქვამზე.
- ვეცადე რომანტიკულად მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა, - ამოიოხრა მან, - მითხარი, რა გირჩევნია , პირველი ვარიანტი თუ ნომერში დავრჩეთ და მთელი დღე ვიჟიმაოთ?
- ვარსკვლავების ყურება , - ამოვილაპარაკე დარცხვენილმა.
-კარგი ჩავიცვათ
- მე მგონი პირიქით უნდა გეთქვა, - ავზიდე წარბები.
- ვარსკვლავებს ღამით ვუყუროთ, - გაიცინა მან, ტუჩებზე მაკოცა და საწოლიდან პირველი წამოდგა. საბნიდან გამოვძვერი და ბუზღუნით მივყევი

სასტუმროდან გამოსვლისას წუხანდელი სიზმარი ცხადად აღმიდგა გონებაში, გარშემო შეშფოთებულმა მიმოვიხედე, სანდროს ჩემი რეაქცია შეუმჩნეველი არ დარჩა
- რამე მოხდა?
- წუხელ უცნაურზე უცნაური სიზმარი ვნახე
- რა გესიზმრა?
-რომ გითხრა უმოწყალოდ დამცინებ
- ვეცდები თავი შევიკავო
-ვერ შეიკავებ
-თავის კონტროლი შემიძლია, მითხარი! - იჟინებს სანდრო
ვოხრავ და ვნებდები
- მესიზმრა რომ ჩვენი სასტუმროს წინ შიშველი გოგოები იდგნენ და შენ სახელს სკანდირებდნენ
სანდროს კონტროლი მხოლოდ რამდენიმე წამს უძლებს, შემდეგ რასაც ის აკეთებს, იმას სიცილი არ ჰქვია, მანქანას ეყრდნობა და სულმოუთქმელად ხარხარებს
-აქ იდგნენ? - მეკითხება სიცილით
-ზუსტად აქ!
- და ეხლა რომ მიმოიხედე შეამოწე მართლა აქ ხომ არ იყვნენ?
-ეგ ინსტუქტურად ვქენი !
- სრულიად შიშვლები იყვნენ? - ხარხარებს ისევ
-ხო!
-ჩემი სახელი ძუძუებზე ეწერათ თუ ისე ყვიროდნენ?
მოთმინება მელევა და ხელებს მკერდზე ვიჯვარედინებ
- სანდრო!
-ღმერთო, რა სულელი ვინმე ხარ! - თავს აქნევს და შუბლზე მკოცნის, იქ სადაც სულელებს კოცნიან!

მაღაზიები ახლოს იყო, ამიტომ ფეხით გავუყევით ქუჩებს, ტკბილეულის მაღაზიასთან შევჩერდით და ფრანგული მაკარონები ვიყიდეთ .სანდრო მხრებზე მომეხვია , მე - წელზე და ასე განაგრძეთ გზა . არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა , ჩვეულებრივი დღე იყო და აუჩქარებლად მივუყვებოდით ქუჩას , მაგრამ არ მახსოვს ამაზე ბედნიერი თუ როდესმე ვყოფილვარ...
უსიამოვნო აზრმა უეცრად გამიელვა თავში და სახე მომეღუშა
-ახლა რაღა მოხდა?
-უკვე მეექვსე თავია ბედნიერები ვართ
-მერე?
-მერე ეს ცუდის ნიშანია
-სულელობ!
- არ ვსულელობ! - ვაბაკუნებ ფეხს - ყოველთვის ასეა, როცა დიდხანს ხარ ბედნიერი ამას ყოველთვის რაღაც ცუდი მოჰყვება ხოლმე
- გითხარი სულელობ! დიდი - დიდი შიშველი გოგოები გამოჩნდნენ ჩემი სახელის ყვირილით- გაიცინა და შუბლზე მაკოცა - რისი ყიდვა გიყვარს განსაკუთრებულად?
- ხომ გითხარი შოპინგი არ მიყვარს, - ამოვიბუზღუნე და კიდევ ერთ მაკარონს მოვუღე ბოლო.
- ყველა გოგოს გამორჩეულად უყვარს რაღაც ნივთი, ზოგი ჩანთებზე გიჟდება, ზოგი - ფეხსაცმელზე. მითხარი, შენ რა გიყვარს
- ოჰ, კარგი, - დავნებდი მე,- ლამაზი და თბილი შარფები მიყვარს.
ბარბერიში შევედით და სანდრომ ორი შარფი ვიყიდეთ, ერთი შეგვიფუთეს, მეორე სანდრომ ყელზე მომახვია . ის იყო გამოსვლას ვაპირებდით, რომ თვალი ვიტრინაში გამოფენილმა პალტომ მომტაცა, სანდროს ჩემი მზერა არ გამორჩენია .
- ამასაც ვყიდულობთ
-ჩემთვის არ მინდა, -მხრები ავიწურე მე - ეს პალტო სოფოს ოცნებაა.
- ვყიდულობთ ცოლისდისთვის - გამიღიმა მან და კონსულტანტ გოგონას მიუბრუნდა.
მაღაზიიდან გამოვედით და გზას ტაატით გავუყევით. შანელის მაღაზიაში ვიყიდეთ ცისფერი, სანდროს სიტყვებით რომ ვთქვა ჩემი თვალებისფერი კაბა, შოპინგს რომ მოვრჩით მერე მთელი დღე უსასრულოდ დავხეტიალობდით სიყვარულის ქალაქში, შევედით კინოში ,სრულიად ცარიელ დარბაზში ვუყურეთ ცხრა ნახევარ კვირას, ფილმის ბოლო სცენამ ჯეკ ნიცშეს მელანქოლიური კომპოზიციით იმდენად იმოქმედა, რომ ტირილისაგან თავი ვერ შევიკავე და კინოთეატრიდან აცრემლებული გამოვედი, ჩემს ემოციურ არამდგრადობას შეგუებულმა სანდრომ მხოლოდ დამცინა
-ბოლოს ელიზაბეტმა როგორ მოიხედა დაინახე? იმედი ჰქონდა რომ გამოეკიდებოდა, დაბრუნებას სთხოვდა! მან კი... როგორ შეეძლო? - აღმაშფოთა მიკი რურკის გმირის საქციელმა - რატომ დასრულდა ასე? ასე არ უნდა დასრულებულიყო!
- მაგრამ ყველა ისტორია ბედნიერად ვერ დასრულდება
სანდროს სიტყვებმ დამაფიქრა, , ეს მართლაც ასეა : შანსი იმისა რომ შენი ისტორია ბედნიერად დასრულდეს არ ისე მაღალია, არა? ამ აზრმა უფრო დამთრგუნა
-განწყობა უნდა გამოვასწოროთ, პარიზის ყველაზე მხიარულ ადგილზე წავიდეთ - მითხრა სანდრომ
- ეგ რომელია?
-აბა თუ გამოიცნობ პარიზის ყველაზე მხიარული ადგილი რომელია?
-დისნეილენდი?
- ხო
- არ მინდა დისნეილენდში! - ვამბობ ბავშვივით
-მაშინ შეგვიძლია მუზეუმებსა და გელერეებს ვესტუმროთ
- ხელოვნების არაფერი გამეგება, - ავიჩეჩე მხრები - თავი ისე უნდა დავიჭირო თითქოს ძალიან აღფრთოვანებული ვარ , რაც ძალიან მეზარება
სანდრომ გაიცინა და შუბლზე მაკოცა
-იცი სად წავიდეთ? - ვუთხარი პაუზის შემდეგ
-შენ ოღონდ მიბძრანე
-აი, კლიტეებიანი ხიდი როა
- pont des arts - ასე ჰქვია მაგ ხიდს
- ჰო, pont des arts- ზე წავიდეთ
ტაქსი გავაჩერეთ და ხიდისაკენ წავედით, გზაში სანდრო ფრანგულს სიტყვებს მასწავლიდა, pont des arts - მდე მისვლამდე უკვე ვიცოდი როგორ იყო ფრანგულად "უზომოდ მიყვარხარ", ჩემი სიცოცხლე ხარ და "არ მომიახლოვდე თორემ თავს გაგიტეხავ". რა შუაში იყო არ ვიცი, მაგრამ სანდრომ აიტეხა გასწავლიო.
კლიტეების ზღვას კიდევ ერთი შევმატეთ და გასაღები სენაში მოვისროლეთ, მერე წავედით ელისეის მინდვრებზე და სანდრო ვაიძულე ეიფელის წინ ეყვირა "მიყვარხარ" . აი, როგორ იყო ეს ამბავი
-თქვი !
-გამორიცხულია!
- კარგი რა!
- არა!
-სანდრო - შევხედე მუდარით
- მისმინე, ეგ რომ გითხრა შენ ტირილს დაიწყებ, ხალხს ეგონება რომ რამე ცუდს გიპირებ, მერე გამოიძახებენ პოლიციას, წაგვიყვანენ განყოფილებაში, სავარაუდოდ, გვაყურყუტებენ დილამდე... ხვდები რამხელა დავიდარაბა შეიძლება მოჰყვეს შენთვის იმის თქმას რომ მიყვარხარ ?
- მაინც გაიძულებ!
- საინტერესოა როგორ? - იცინის უდარდელად
-როგორ თუ მაგას არ გააკეთებ, ღამე მოგეპარები და უზარმაზარ ნემსს დაგარჭობ !
- ჰმ, ჩემი სისუსტეს თუ ესე ბოროტად გამოიყენებდი არ მეგონა
-თუმცა შენი იძულება უფრო სასიამოვნო მეთოდებითაც შემიძლია
ვუახლოვდები, კისერზე ვეხვევი და ტუჩებში შეუჩერებლად ვკოცნი, მაშინვე მნებდება
-მიყვარხარ!
- იყვირე!
-კარგი - ოხრავს და ყვირილისთვის ემზადება
- მოიცა , ჯერ არა
ხელებს კისრიდან ვაშორებ, ტელეფონს ვიღებ და კამერას ვრთავ
- კარგი რა! - ატრიალებს სანდრო თვალებს
- მიდი!
გადავიღე ვიდეო, კადრში ისმის ჩემი ბედნიერი სიცილი, ჩანს განათებული ეიფელის წინ ტარზანივით მოღრიალე სანდრო და კიდევ გაოცებული ტურისტები. იმავე ტურისტების დახმარებით გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებებს ინახავს, საღამოს მყუდრო რეტორანში ვივახშმეთ და ჭიქა ღვინის შემდეგ ფრანგული მუსიკის ჰანგებზე ვიცეკვეთ.
ის დღე სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსირებაიშ როგორც უბედნიერესი დღე და როგორც დღე, როცა ავი წინათგრძნობა შემიჩნდა.

- თოვს...
ღამის პარიზში თოვას იწყებს, პირველ ფიფქებს ხელისგულს ვაგებებ.
ნეტა თბილისშიც თოვს?
- საქართველოში როდის დავბრუნდებით? - ვკითხე სანდროს
- თბილისი მოგენატრა?
- მამა და სოფო მომენატრნენ. და თბილისიც... პარიზი , რა თქმა უნდა, ლამაზია , მაგრამ თბილისის სიყვარულს ვერ შემიცვლის, იმიტომ რომ თბილისი ჩემია, პარიზი კი ჩემი არ არის. შენ რას ფიქრობ?
-სიმართლე რომ გითხრა პარიზი განსაკუთრებულ ქალაქად არასდროს მიმაჩნდა, მაგრამ ამ ჯერზე სულ სხვანაირად მეჩვენება ეს ქალაქი , ალბათ იმიტომ რომ ახლა შენ ხარ აქ - ამბობს სანდრო უბრალოდ და ეს მის ნათქვამს უფრო მეტ სილამაზეს მატებს, ვგრძნობ, სითბო როგორ მეღვრება გულში
- მე პარიზში დავიბადე
ოჰ, ეს სიახლეა!
-მაგრამ თბილისში გავიზარდე, აქ თითქმის არ მიცხოვრია
-რატომ?
-გრძელი ამბვია
-მაგ ამბავს ავალიანამდე მივყავართ?
თავს უხმოდ მიქნევს, ბოლო დღეების ვნებათაღელვებში გახვეულს ავალიანი საერთოდ არ გამხსენებია, მისი ცივი თვალების წარმოდგენაზე სხეული მეყინება და ავი წინათგრძნობაც თავს მახსენებს
უსიამოვნო ფიქრებიდან ჩემი დის ზარს გამოვყავარ
- თბილისშიც თოვს?- ვიწყებ მხიარულად, მაგრამ ყურმილიდან ისეთი კივილი იჭრება, შიშისაგან ვკრთები.
- ახლავე სიმართლე მითხარი სად ჯანდაბაში ხარ?
- პარიზში ვარ, სად უნდა? - ვლუღლუღებ მე , სოფო კივილს განაგრძობს
- ელენე ნუ მატყუებ! მშვენივრად ვიცი რომ არავითარ გაცვლით პროგრამაზე არ წასულხარ!
უარყოფას აზრი აღარ აქვს, სანდროს სასოწარკვეთილი ვუყურებ
- ჩემმა დამ გაიგო რომ პარიზში გაცვლით პროგრამის გამო არ წამოვსულვარ. რა ვუთხრა?
- გათიშე, სასტუმროში დავბრუნდეთ და იქ მოვიფიქროთ რაც უნდა უთხრა
თავს ვუქნევ და უსინდისოდ ვცრუობ
- სოფ , რაღაც კარგად არ ისმის შენი ხმა, ცოტა ხანში მე თვითონ გადმოგირეკავ.
- მე ყველაფერი მშვენივრად მესმის, თავის დაძვრენას ნუ ცდილობ ! - ისევ კივის სოფო
ტელეფონს ვთიშავ , მაგრამ ორ წამში ისევ წკრიალებს. სასტუმროში ტაქსით დავბრუნდით, სოფო მთელი გზა გიჟივით რეკავდა.
- უნდა უთხრა რომ გათხოვდი და პარიზში ქმართან ერთად ხარ, - მითხრა სანდრომ.
- რა?
- ელენე ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, თანაც ნაწილობრივ სიმართლეა.
- არა, მაგას ვერ ვეტყვი!
- აბა რას ეტყვი, პარიზში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის მისაღებად რომ ჩამოხვედი? - წარბები აზიდა მან
ამოვიოხრე. სანდრო მართალი იყო, თანაც გათხოვების ამბავი ადრე თუ გვიან უნდა მეთქვა და სჯობდა ეს ახლა გამეკეთებინა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე , ტელეფონი მოვიმარჯვე და სოფოს ნომერი ავკრიფე. გადავწყვიტე მტანჯველი წუთები შემემოკლებინა და როგორც კი სოფომ ყურმილი აიღო , ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე :
- გავთხოვდი - და სოფოს რეაქციას შეშინებული დაველოდე.
- რა თქვი?! - იკივლა მან.
- გავთხოვდი. - გავუმეორე შედარებით მტკიცედ
- ეს რამე ახალი ტყუილია? - დაეჭვდა სოფო.
- არა
- მართლა პარიზში ხარ?
- კი, გეფიცები. სოფო, მამას არ უთხრა, კარგი?
- რა თქმა უნდა, არ ვეტყვი, გადაირევა! - ამოიოხრა მან და შედარებით მშვიდად განაგრძო, - ელ, ეს რატომ გააკეთე? მამას ხომ შეპირდი რომ მისგან მალულად არ გათხოვდებოდი?
- უთხარი “მასზე ჭკუა დავკარგე” - მიჩურჩულა სანდრომ და ტუჩები ნაზად შემახო ყურზე
- მასზე ჭკუა დავკარგე, - დავემორჩილე მის ნათქვამს.
-მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ - ტუჩებით მხარზე გადაინაცვლა მან
სიამოვნებისაგან თვალები მივლულე და მექანიკურად გავიმეორე
-მის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ
- საწოლში ნამდვილი მხეცია.
- საწოლში ნამდვილი... - თვალები სწრაფად გავახილე, სანდრო გაგულისებულმა მოვიცილე და მისგან მოშორებით დავჯექი, მან ხმადაბლა ჩაიცინა
- ანუ გიყვარს? - მკითხა სოფომ.
- ძალიან, - ამოვიოხრე მე.
- ის ბიჭია მაშინ პაემანი რომ გქონდა?
- კი, ის არის, - დავუდასტურე და ცოტა რომ მომელბო დავამატე : - იცი, დღეს ბარბერის პალტო გიყიდა საჩუქრად
სოფო ერთხანს დუმდა და მივხვდი, რომ გამომივიდა.
- მართლა?
- ხო, ზუსტად ისეთი, შენ რომ გიჟდები.
- მაგრამ ეგ ვერ გიშველით!
- რა თქმა უნდა - ავუბი მხარი
- ეხლა უნდა წავიდე სამსახურში ვარ, მაგრამ ლაპარაკი არ დაგვისრულებია იცოდე! - გამაფრთხილა სოფომ
-კარგი, გკოცნი!
- მეც ! - მითხრა ბრაზით და ტელეფონი გათიშა
სავარძლის საზურგეზე მოწყვეტით დავეშვი. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მატარებელმა გადამიარა.
- მამაშენს მართლა შეპირდი რომ მისგან მალულად არ გათხოვდებოდი? - მკითხა სანდრომ.
-ხო, მამა ყველაზე ლმობიერი ადამიანია , არასდროს არაფერში მზღუდავდა , მაგრამ მისი ნებართვის გარეშე გათხოვების კატეგორიულად წინააღმდეგია.
- ნუ ღელავ , თბილისში რომ ჩავალთ, ყველაფერს მოვაგვარებთ. თბილისში ხვალ დავბრუნდებით
-ხვალ? - გამიბრწყინდა თვალები
- გაგიხარდა? - სახეზე მომეფერა ის
- ძალიან!
ყველანაირმა მღელვარებამ გადამიარა, სანდროს სახე ხელებში მოვიქციე და ტუჩებზე დავეკონე.
- დროა ვარსკვლავებს გავხედოთ - გაიცინა მან, ხელში ამიტაცა და საძინებლისაკენ აიღო გეზი.
განზრახვა სანდროს ტელეფონის ზარმა ჩაგვაშლევინა
-ირაკლის უნდა რომ ერთად ვივხშმოთ
-მაგრამ , ჩვენ რომ უკვე ვივახშეთ?
-არაუშავს, უბრალოდ ვისაუბრებთ, თან შეგიძლია ახალი კაბა მოირგო
-კარგი
ცისფერ კაბაში გამოვეწყვე და სარკის წინ დავდექი , ნანახით კმაყოფილი ვრჩები, სარკიდან შანელის დახვეწილ გოგო მიყურებს. სურვილი გამიჩნდა, დღეს განსკუთრებულად გამოვიყურებოდე, ჩემს ჩაცმულობას მსუბუქ მაკიაჟს ვამატებ, ოთახში შავ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი სანდრო შემოდის და მისი მზერიდან ვხვდები, რომ განზრახვა გამომივიდა
-შენ ისე არაჩვეულებრივად გამოიყურები... -ამბობს ისე რომ ჩემს თვალიერებას არ წყვეტს
- გმადლობ! - ვუღიმი სარკეში
- ძალიან ლამაზი ხარ
- ეგ უკვე მითხრი
- მე გითხარი არაჩვეულბრივად გამოიყურები, ახლა გეუბნები რომ ძალიან ლამაზი ხარ
-ჰმ, ეს კაბა ხშირად უნდა ჩავიცვა რომ შენგან ამდენი კომპლიმენტი მივიღო
-გაშიშვლდი და კომპლიმენტებს არ მოგაკლებ - მიახლოვდება და ჩემს უკან დგება
-ირაკლი გველოდება
-შემიძლია დავურეკო და ჩვენ ნომერში დავრჩეთ
- მაგრამ ასე ტყუილად გამოვიპრანჭე?
- ეხლა ვარსკვლავებს რომ არ გავხედო, მოვკვდები
- ალექსანდრე დადიანო, ატყობ რომ ჭკუას კარგავ? - მეცინება და თავს ვაქნევ
- იმიტომ რო ჭკუის დაკარგვამდე მშვენიერი ხარ
კაბას მიწევს და გრძელ თითებს თეძოებზე მიცურებს ,მისი ცხელი ხელების შეხებისთანავე ჩემი სიმტკიცე მაშინვე ქრება, კისერზე ვეხვევი და მჭიდროდ ვიზიდავ.

ლიფტში ჰაერი ისევ იმუხტება, სანდრო ხარბად მიყურებს
-არც იფიქრო! - თითს გამაფრთხილებლად ვწევ - ორი მეტრის რადიუსზე არ მომეკარო
-ორი მეტრის რადიუსიდანაც აღმაგზნებ
-სანდრო, ახლახანს გვქონდა სექსი !
-მერე რა -უდარდელად იჩეჩავს მხრებს - შემიძლია შენთან შეუსვენებლად მქონდეს სექსი, იქამდე სანამ არ მოვკვდები
-მაგრამ მე არ მინდა რომ მოკვდე
- ნუ ღელავ, შენს ალერსში სიკვდილი ყველაზე მშვენიერი იქნება და ამ ქვეყნიდან ბედნიერი წავალ
-ირაკლიმაც იცის ძარცვაზე? - ვცვლი საუბრის თემას
-კი, ისიც დამეხმარა დაგეგმვაში
ლიფტიდან გამოვდივართ და იმავე რესტორანში შევდივართ, სადაც სანდრომ პირველად "მთხოვა ხელი". ამ ამბის გახსენებაზე ღიმილი მეპარება, ირაკლი კუთხის მაგიდასთან ზის, ვესალმებით და მის გვერდით ადგილებს ვიკავებთ
-აბა, როგორ მიდის კომპანიის საქმეები ? - სიცილით ეკითხება სანდრო
- უშენობა დაგვეტყო - სიცილითვე პასუხობს ირაკლი
მე ვერაფერს ვხვდები და მათ დაბნეული ვუყურებ
-არავითარი კომპანიის ვიცეპრეზინდენტი არ ვარ-მიხსნის სანდრო -პატარა ბიზნესი მეც მაქვს, თუმცა ირაკლისთან არ აქვს კავშირი
- მაშინ თავის გასაღება რა საჭირო იყო? - ვიბნევი მე
- საჭირო იყო - მოკლედ მპასუხობს სანდრო
-მოდი ამ საქმეზე ნუ ვილაპარაკებთ, მაინც არაფერი მესმის - ვაქნევ თავს
უეცრად ირაკლის გამომეტყველება ეცვლება, რესტორნის შემოსასვლელს აშტერდება და სანდროს ეკითხება
- ეს აქ რას აკეთებს?
მის მზერას თვალს ვაყოლებ და მაღალ გოგოს ვამჩნევ, გოგო შემოსასვლელში უჩინარდება და მისი მაღალი სილუეტის, გარუჯული კანისა და შავი თმის შემჩნევას ვასწრებ . ვგრძნობ, რომ ეს გოგო სადღაც უკვე მყავს ნანახი, გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო, სად. მალევე მახსენდება, სანდროს მკლავზე ვქაჩავ და გაკვირვებული ვამბობ
- სანდრო, ეს გოგო მაშინაც იქ იყო, იმ საღამოზე!
- რა?
- ხო, მაშინ საღამოზე , ძარცვის დღეს!
სანდრო ერთხანს უხმოდ მიყურებს . პირველად , მთელი ამ დროის განმავლობაში, მის თვალებში შიშს ვხედავ და ეს მეც უზომოდ მაშინებს.

 




№1  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

ამ თავს ორი დღე თითქმის შეუსვენებლად ვწერდი რომ დიდი გამოსულიყო და მგონი გამოვიდა:)

აქვე მინდა ვთქვა,რომ ხვალიდან გამოცდები მეწყება და ისე ხშირად ვეღარ შევძლებ დადებას, შეიძლება პაუზა საკმაოდ გრძელიც აღმოჩნდეს pensive


ლოლიპოპ, ნაწკა, დავინნა, კარმა,გრაფო, გვანცაცუ და ყველა ვინც ჩემს ისტორიას კითხულობთ, ჩემო ძვირფასო მკთხველებო, უზომოდ მიყვარხართ და იმედი მაქვს რომ ძალიან არ გამინაწყენდებით pensive

დადუნინი, ვიცი რომ უკვე გამებუტე smiley

 



№2 √ სტუმარი ™ Guest მარიამი

ძაან მაგარი ისტორიას გააგრძელე და არ შეწყვიტო უმაგრესი ხარ ♥♥♥♥

 



№3  offline √ აქტიური მკითხველი ™ nawkas12345

Magariaaa dzaan momwons es motxrobaa. Axla ra magrad dagvaintriheeee

 



№4  offline √ წევრი ™ Swimminger

მართლაც კარგო თავი იყოო მაგრამმ შენც ,,გეგის" ნუ დაემსგავსები და ნუ დაგვავიწყებ სართოდ ისტორიას , სუპერი ხარ და ველიი სულმოუთქმელად შემდეგ თავსს ♡♡♡

 



№5 √ წევრი ™ karma

ეეე არ გელოდი დღეს და გამიხარდა რომ დადე <3 ბოლოს დავიძაბე ცოტა და ძალიან მაინტერესებს გაგრძელება, ამიტომ ძაანაც ნუ გადაიკარგები :))
ისე ხვალიდან მეც მეწყება გამოცდები და კაი იქნება ჩემტვის არ მოვცდები smile

 



№6  offline √ წევრი ™ Lollipop :))

ყველაზე თბილი და საყვარელი თავი იყო. მაგრამ ბოლოს ინტრიგა რო არ დააბრეხვო და გული არ გაგვიხეთქო რა. ..ყოჩაღ ძააან მაგარი გოგო ხარ ❤

 



№7 √ სტუმარი ™ Guest მარიამი

მე დაგელოდები <3 უმაგრესი იყო

 



№8  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

Lollipop :))
ყველაზე თბილი და საყვარელი თავი იყო. მაგრამ ბოლოს ინტრიგა რო არ დააბრეხვო და გული არ გაგვიხეთქო რა. ..ყოჩაღ ძააან მაგარი გოგო ხარ ❤

შენ კიდევ ჩემი ყველაზე დაკვირვებული მკითხველი ხარ, აი ყოველთვის ზუსტად ამჩნევ რომელ თავში რა გრძნობას ვაქსოვ დაა რისი თქმა მინდა kissing_heart

Guest მარიამი
ძაან მაგარი ისტორიას გააგრძელე და არ შეწყვიტო უმაგრესი ხარ ♥♥♥♥


nawkas12345
Magariaaa dzaan momwons es motxrobaa. Axla ra magrad dagvaintriheeee


Swimminger
მართლაც კარგო თავი იყოო მაგრამმ შენც ,,გეგის" ნუ დაემსგავსები და ნუ დაგვავიწყებ სართოდ ისტორიას , სუპერი ხარ და ველიი სულმოუთქმელად შემდეგ თავსს ♡♡♡


მადლობა kissing_heart

karma
ეეე არ გელოდი დღეს და გამიხარდა რომ დადე <3 ბოლოს დავიძაბე ცოტა და ძალიან მაინტერესებს გაგრძელება, ამიტომ ძაანაც ნუ გადაიკარგები :))
ისე ხვალიდან მეც მეწყება გამოცდები და კაი იქნება ჩემტვის არ მოვცდები smile


არც მე ვაპირებდი დღეს დადებას, სპონტანურად გადავწყვიტე
ჰო ჯობია სწავლას მივხედოთ, თორე აბა სანდრო ჩაგვიბარებს გამოცდებს? joy

cuga
ragac meechveba aramgonia agresiuli ro viyo waval danashauls chaviden 23adamian movklav :( shuri unda vidzio danit vinc momkla

cuga
ramoxdeba tu adamianebi gadashendebian


რატო არ გეზარება?
joy

Guest მარიამი
მე დაგელოდები <3 უმაგრესი იყო


მადლობა kissing_heart

 



№9 √ სტუმარი ™ Nacka

Dagelodebit chemo kargo .carmatebebi gamocdebze

 



№10  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

Nacka
Dagelodebit chemo kargo .carmatebebi gamocdebze


მადლობა kissing_heart kissing_heart

 



№11 √ სტუმარი ™ Guest მაია120

დაააა... დაიძაბა საქმე... რა სერიალივით გაწყვიტე :))) კარგი იყო!

 



№12  offline √ წევრი ™ NniNna

ვაიმე ბოლოოოზე შემეშინდა იმედია რამე საშინელებას არ დამართებ ამათ და მეწყინა შენი გამოცცდების გამო :((((((((((((( თან ძაან..შენ იყავი ასე მალე რომ დებდი ისტორიებს და შენც გაქრები ეხლა..იმედია ცოტახანსსს ://

 



№13  offline √ აქტიური მკითხველი ™ neneusi

მთლად ასეთსაც არ ველოდი! აუ ოღონდ ეხლა ესენი ციხეში არ მოხვდნენ და მამკალით თუ გინდათ რაა! მთელი 20 თავია ველოდები როდის ეტყოდა სიტყვა "მიყვარხარ"-ს და აი ძლივს! ძალიან კარგია 2 დღის ნაშრომი სრულყოფილი გამოგივიდა, აუ ციხეში არ მოახვედრო , გთხოვ რააა!თუმცა როგორც ჩაიფიქრე ისე ქენი შენ უკეთესად იცი!

წარმატებები , ყველა გამოცდებს კარგად ჩააბარებ , ისე კარგად წერ ისტორიებს დარწმუნებული ვარ სხვა რაღაცეებშიც მაგარი იქნები , ხოდა გამოცდებსაც ჩააბარებ უმაღლეს ქულებზე! აბა შენ იცი წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!!!!!!!

 



№14  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

Guest მაია120
დაააა... დაიძაბა საქმე... რა სერიალივით გაწყვიტე :))) კარგი იყო!

NniNna
ვაიმე ბოლოოოზე შემეშინდა იმედია რამე საშინელებას არ დამართებ ამათ და მეწყინა შენი გამოცცდების გამო :((((((((((((( თან ძაან..შენ იყავი ასე მალე რომ დებდი ისტორიებს და შენც გაქრები ეხლა..იმედია ცოტახანსსს ://


ყველანაირად ვეცდები რომ ძაან დიდხანს არ დავაგვიანო ახალი თავი, აი ეხლაც ვზივარ და ვწერ

neneusi
მთლად ასეთსაც არ ველოდი! აუ ოღონდ ეხლა ესენი ციხეში არ მოხვდნენ და მამკალით თუ გინდათ რაა! მთელი 20 თავია ველოდები როდის ეტყოდა სიტყვა "მიყვარხარ"-ს და აი ძლივს! ძალიან კარგია 2 დღის ნაშრომი სრულყოფილი გამოგივიდა, აუ ციხეში არ მოახვედრო , გთხოვ რააა!თუმცა როგორც ჩაიფიქრე ისე ქენი შენ უკეთესად იცი!

წარმატებები , ყველა გამოცდებს კარგად ჩააბარებ , ისე კარგად წერ ისტორიებს დარწმუნებული ვარ სხვა რაღაცეებშიც მაგარი იქნები , ხოდა გამოცდებსაც ჩააბარებ უმაღლეს ქულებზე! აბა შენ იცი წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი!!!!!!!!!


უღრმესი მადლობა kissing_heart kissing_heart

ელენეც დიდი ხანი ელოდა რომ სანდრო მაგას ეტყოდა joy
ვფიქრობ, რომ მრავალჯერ გამეორებული ეს სიტყვა ფასს კარგავს და სჯობს ერთხელ, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი:)

ციხეში არ მოხვდებიან ,მაგრამ ცოტა დაიძაბება სიტუაცია
ჰო, კიდევ შემდეგ თავში გავიგებთ რა აკავშირებს სანდროს ავალიანთან

 



№15  offline √ აქტიური მკითხველი ™ grafo

მდაა...კარგა ხანია საიტზე ეს ავი წინათგრძნობანი ან კარგს რომ ცუდი მოსდევს და პირიქით,მსგავსი რამეები აღარ შემხვედრია და მეგონა მეშველა smile smile . უკვე მეოცე თავს ვკითხულობ და ვერ ვხვდები ეს გოგო სიყვარულმა დაადებილა, თუ ზოგადად ასეთია.
რაც შეეხება წინა თავის კომენტარზე შენს შეკითხვას. ცუდად ვერაფრით ვერ შეგაფასებ, რადგან მართლა კარგად წერ. თუმცა, მე პირადად საიტზე ,რასაც ჰქვია გული მერევა უკვე ეროტიული სცენების დანახვისას, კითხვაზე არაფერს ვამბობ! და მიუხედავად ასაკისა "სკუპ-სკუპი" დავიწყე, უფრო განვაახლე laughing .
მართლა სერიალივით გაწყვიტე და საერთოდ აწი დასრულებას ვფიქრობდი, რადგან მგონია რაც უფრო დიდხანს გრძელდებაბა ისტორია, მით უფრო კარგავს პირვანდელ ეშხს თუ როგორცაა.
წარმატებები გამოოცდებზე.

 



№16  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

grafo
მდაა...კარგა ხანია საიტზე ეს ავი წინათგრძნობანი ან კარგს რომ ცუდი მოსდევს და პირიქით,მსგავსი რამეები აღარ შემხვედრია და მეგონა მეშველა smile smile . უკვე მეოცე თავს ვკითხულობ და ვერ ვხვდები ეს გოგო სიყვარულმა დაადებილა, თუ ზოგადად ასეთია.
რაც შეეხება წინა თავის კომენტარზე შენს შეკითხვას. ცუდად ვერაფრით ვერ შეგაფასებ, რადგან მართლა კარგად წერ. თუმცა, მე პირადად საიტზე ,რასაც ჰქვია გული მერევა უკვე ეროტიული სცენების დანახვისას, კითხვაზე არაფერს ვამბობ! და მიუხედავად ასაკისა "სკუპ-სკუპი" დავიწყე, უფრო განვაახლე laughing .
მართლა სერიალივით გაწყვიტე და საერთოდ აწი დასრულებას ვფიქრობდი, რადგან მგონია რაც უფრო დიდხანს გრძელდებაბა ისტორია, მით უფრო კარგავს პირვანდელ ეშხს თუ როგორცაა.
წარმატებები გამოოცდებზე.


რა გინდა კლასიკაა smiley
ცხოვრებაშიც ხომ მართლაც ეგრეა, კარგს ყოველთვის ცუდი მოსდევს
არ თქვა რომ არა! :)


რამდენიმე თავში დასრულდება, გამოცდებზე მადლობა :)

 



№17  offline √ აქტიური მკითხველი ™ grafo

ელ_ჯეიმსი
grafo
მდაა...კარგა ხანია საიტზე ეს ავი წინათგრძნობანი ან კარგს რომ ცუდი მოსდევს და პირიქით,მსგავსი რამეები აღარ შემხვედრია და მეგონა მეშველა smile smile . უკვე მეოცე თავს ვკითხულობ და ვერ ვხვდები ეს გოგო სიყვარულმა დაადებილა, თუ ზოგადად ასეთია.
რაც შეეხება წინა თავის კომენტარზე შენს შეკითხვას. ცუდად ვერაფრით ვერ შეგაფასებ, რადგან მართლა კარგად წერ. თუმცა, მე პირადად საიტზე ,რასაც ჰქვია გული მერევა უკვე ეროტიული სცენების დანახვისას, კითხვაზე არაფერს ვამბობ! და მიუხედავად ასაკისა "სკუპ-სკუპი" დავიწყე, უფრო განვაახლე laughing .
მართლა სერიალივით გაწყვიტე და საერთოდ აწი დასრულებას ვფიქრობდი, რადგან მგონია რაც უფრო დიდხანს გრძელდებაბა ისტორია, მით უფრო კარგავს პირვანდელ ეშხს თუ როგორცაა.
წარმატებები გამოოცდებზე.


რა გინდა კლასიკაა smiley
ცხოვრებაშიც ხომ მართლაც ეგრეა, კარგს ყოველთვის ცუდი მოსდევს
არ თქვა რომ არა! :)


რამდენიმე თავში დასრულდება, გამოცდებზე მადლობა :)


შენი ნებაა რას და როგორ იფიქრებ და პატივს ვცემ. რა თქმა უნდა მე არ ვფიქრობ ასე. ამ ფრაზის მთქმელმა სულ მგონია, რომ ცუდის და კარგის მნიშვნელობა არ იცის. ცუდი იცი რა არის? წინა დღეს ახალგაზრდა ბიძა საღსალამათი მყავდა და მეორე დილით მოულოდნელად რომ მოკვდა. როგორ შეიძლება ვთქვა რომ ეს ცუდია და ამას აუცილებლად კარგი მოჰყვება ან პირიქით. ჩემი გადმოსახედიდან დებილობაა. ისევე როგორც იმის თქმა, როცა ვიღაცასთან ვიკამათებთ, დავშორდებით,სამსახურს დავკარგავთ და ა.შ. და მშვიდად ველოდებით კარგს, რადგან ვიღაც ბრძენმა თქვა რომ ცუდს აუცილებლად კარგი მოსდევს. გამოსული ვარ ამ ასაკიდან კარგა ხანია smile . ის ცუდი და კარგი რაზეც შენ საუბრობ, ორივეს ადამიანი თვითონ იწვევს და ცხოვრება არაფერ შუაშია(ეს ჩემი აზრი არ არის ოღონდ).

 



№18 √ წევრი ™ Mari-Mariami.16

ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან მომწონს
--------------------
M.G

 



№19  offline √ წევრი ™ gvancacuna

Dgess shedzleb ro dado ?vgijdebi am istoriazee da ertaderti xar vinc droulad debs istoriebs <3

 



№20  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

Mari-Mariami.16
ძალიან კარგი ისტორიაა და ძალიან მომწონს


მადლობა kissing_heart

gvancacuna
Dgess shedzleb ro dado ?vgijdebi am istoriazee da ertaderti xar vinc droulad debs istoriebs <3


არა, დღეს ვერ დავდებ სამწუხაროდ pensive

 



№21  offline √ წევრი ™ dadunini

უხ ეს ორი დღეა ბედნიერებისგან ჰაერში დავფრინავ joy joy ეს მხოლოდ შენიი დამსახურებაა მადლობა ამისთვიისს kissing_heart

 



№22  offline √ წევრი ™ ელ_ჯეიმსი

dadunini
უხ ეს ორი დღეა ბედნიერებისგან ჰაერში დავფრინავ joy joy ეს მხოლოდ შენიი დამსახურებაა მადლობა ამისთვიისს kissing_heart


შენ რომ ჩემი ისტორია ესე გაბედნიერებს, ეგ ამბავი მე როგორ მაბედნიერებს, იცი? heart_eyes

ჩემი ენდორფინები ხართ:)

 



№23  offline √ წევრი ™ KGB

არ გამაგიჟო და ეხლა ესენი არ დაიჭირო :D

 


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ